აპოლოგეტიკა - დიალოგი სასულიერო პირთა გრძელთმიანობის შესახებ - საქართველოს ძველმართლმადიდებლური ეკლესია

საქართველოს ძველმართლმადიდებლური ეკლესიის ოფიციალური საიტი
Перейти к контенту
საღვთისმეტყველო დისპუტი ფორუმზე www.church.ge
დიალოგი სასულიერო პირთა გრძელთმიანობის შესახებ
ძველმართლმადიდებლური ლიტურგია
realoba - შეიძლება თუ არა მამაკაცმა ატაროს გრძელი თმა? რატომ ატარებენ მღვდლები გრძელ თმას ?

dr.house... - გრძელი წვერებითა და თმების ტარებით ისინი ემსგავსებიან ძველ ნაზარეველებს. ეს იყო ხალხი, რომელიც გარკვეული დროით ღვთის წინაშე დებდა აღთქმას და არ იჭრიდა თმებს, წვერებს და მთელ ამ დროს ატარებდა მარხვაში, ღმერთზე ფიქრსა და ლოცვაში [იხ. რიცხ. 6 . 5] ნაზორეველები იყვვნენ იოანე ნათლისმცემელიც და უფალი იესო ქრისტე.

ამიტომ მართლმადიდებელი მღვდელმსახურნი, როგორც ღვთის განსაკუტრებულ მსახურებას მიძღვნილი ხალხი, ატარებენ წვერებსა და გრძელ თმებს.

ikanosi - შეიძლება რა თქმა უნდა, ვფიქრობ წვერიც და თმაც კაცს ამშვენებს.

GIORGI LELUASHVILI - realoba თუ რატომაა სასულიერო პირთათვის დასაშვები გრძელი თმა, ეს dr.house...-მა ახსნა. ხოლო ერისკაცთათვის იმიტომ არაა დასაშვები, რომ პავლე მოციქული ამბობს გრძელი თმა სამარცხვინოა კაცთათვისო.

afxazi - გრძელი თმის ტარება არც სასულიერო პირთათვის იყო მისაღები ადრეულ საუკუნეებში, ამას წყაროები აშკარად მიუთითებენ.

GIORGI LELUASHVILI - ეს არ ვიცოდი... რომელი წყაროები? რას ამბობენ ისინი?

afxazi - მაგალითად IV ს-ში, როდესაც კონსტანტინოპოლიდან გაქცეულმა მაქსიმემ, რომელმაც ეპისკოპოსად გამოაცხადა თავი, მფარველობის თხოვნით რომის პაპს მიმართა. რომის პაპი კი არა მხოლოდ არ სცნობდა მის ეპისკოპოსობას, არამედ მის ქრისტიანობაშიც კი ეპარებოდა ეჭვიო, რადგან იგი გრძელ თმას ატარებდაო. შეგიძლიათ ნახოთ ბოლოტოვის "ეკლესიის ისტორია კრებათა პერიოდში".

GIORGI LELUASHVILI - გასაგებია... და ისიც ხომ არ იცი რომელი საუკუნიდან ხდება ტრადიცია სასულიერო პირთათვის გრძელი თმის ტარება?

afxazi - ასევე VI მს. კრების 21 კანონში ნათქვამია: "ვინც ისეთი კანონსაწინააღმდეგო დანაშაული ჩაიდინა, რისთვისაც თავისი წოდებიდან სრული და სამუდამო განკვეთა დაიმსახურა და ერისკაცთა რიგებში იქნა გადაყვანილი, თუკი ნებაყოფლობით სინანულში მოვა და საბოლოოდ განეშორება იმ ცოდვას, რომლის გამოც მადლი დაკარგა, მაშინ მას უფლება ეძლევა თმები კლერიკოსის მსგავსად შეიკვეცოს, ხოლო თუ არ მოინდომებს მონანიებას, ასეთ შემთხვევაში თმები ერისკაცთა მსგავსად გაიზარდოს, რადგან ზეციურ ცხოვრებას ამსოფლიური სიამოვნება ამჯობინა".
რაც შეეხება იმას, თუ როდის შემოვიდა პრაქტიკაში გრძელი თქმის ტარება, არ ვიცი.

ძველმართლმადიდებელი - (ციტატა) (afxazi): გრძელი თმის ტარება არც სასულიერო პირთათვის იყო მისაღები ადრეულ საუკუნეებში, ამას წყაროები აშკარად მიუთითებენ.

ეს ჭეშმარიტებაა! თმების საკითხით განსაკუთრებულად ვიყავი დაინტერესებული, რადგან ჩვენთან, ძველმართლმადიდებლურ ეკლესიაშიც წამოიჭრა დავა ამ საკითხთან დაკავშირებით. დეტალურმა კვლევამ ცხადყო, რომ არც სასულიერო პირები და არც ერისკაცები (მამაკაცები) გრძელ თმებს არ უნდა ატარებდნენ! თქვენს მიერ დამოწმებული წყაროებიც ამას ადასტურებენ. მცირედი კომენტარის სახით შემიძლია ვთქვა, რომ რუსეთში ის ბერძნების ზეგავლენით დამკვიდრდა დაახლ. XV-XVIII საუკუნეებში. მანამდე ატარებდნენ ე. წ. "ტონზურას" (ბერძნ. "პაპალიტრას", რუს. "гуменцо"). რომელიც თანდათანობით გრძელმა თმებმა შეცვალა.

(ციტატა) (GIORGI LELUASHVILI): "განა თვით ბუნება არ გასწავლით, რომ თუ კაცი გრძლად უშვებს თმას, ეს საძრახისია მისთვის?" (I კორინთელთა 11, 14).

ძველმართლმადიდებელი - ბ-ნო გიორგი, არ მესმის რატომ მოჰყავთ ხოლმე ეს ადგილი სასულიერო პირთა მიერ გრძელი თმების ტარების გასამართლებლად. ამ საგანზე დღემდე ოდნავ გასაგები განმარტებაც კი ვერ მოვისმინე. ძალიან მაინტერესებს თქვენ რას იტყვით. ჩემი მხრიდან კი აღვნიშნავ, რომ წმ. მოციქული პავლე აქ არ გულისხმობს ერისკაცებს. წმიდა მოციქული ადამიანურ და მამაკაცურ ბუნებაზე ლაპარაკობს (მღვდელი მამაკაცი და ადამიანი არ არის?!) და არა ერისკაცზე. კარგად დააკვირდით ეპისტოლეს შინაარსს და წმ. მოციქულ პავლეს სიტყვების ქვეტექსტს.

სანამ რაიმეს მიპასუხებდეთ ვინმე, ვინც სასულიერო პირთა გრძელთმიანობას ემხრობა, ძალიან ვთხოვ ჩვენს საიტზე გაეცნოს ამ წერილს: "თმების შეჭრის შესახებ". http://www.oldorthodox.ge/wrl_diak_vtimove...is_shesaxb.html. შესაძლოა აქ დამოწმებული წყაროები საკმარისი აღმოჩნდეს, თუ არა და, მზად ვარ ვიმსჯელო ამ საკითხზე. ეს თემა ძალიან მაინტერესებს და გარკვეული მასალაც დამიგროვდა.

GIORGI LELUASHVILI - სხვათაშორის ეს ძალიან საინტერესო თემაა და გამოსაკვლევად ნამდვილად ღირს. საყურადღებოა ისიც, თუ როგორ განმარტავენ წმინდა მამები პავლეს მიერ გამოთქმულ აღნიშნულ სიტყვებს. თქვენი აზრით, იესო არ ატარებდა გრძელ თმას?

ძველმართლმადიდებელი - ჩემთვის ცნობილია მხოლოდ ერთადერთი წყარო, ხელთუქმნელი ხატი, რომელიც საეკლესიო გადმოცემის თანახმად მაცხოვარმა გაუგზავნა ავგაროზს. ამ ისტორიას ახლა არ მოვყვები, დარწმუნებული ვარ გეცოდინებათ. მოკლედ ვიტყვი: მაცხოვარმა პირი დაიბანა, შემდეგ სახეზე ტილო დაიდო და მასზე სასწაულებრივად გამოსახა თავისი ხატი. სწორედ ამ ხატზე (თუ მას მისი ზუსტი შესატყვისობით წერენ), მაცხოვარს აქვს კულულები (რაც შეიძლება გრძელ თმებად ჩავთვალოთ).

მაგრამ, ამ საკითხში მაცხოვრის გრძელი თმები პრობლემას ვერ წყვეტს. ჩემის აზრით საქმე იმაშია, რომ მაცხოვარი მთელი ეკლესიური ცხოვრების განხორციელებაა, განსახიერებაა, მათ შორის ქალწულებრივი და სამონაზვნო ცხოვრებისა (მეუდაბნოვეობისა და დაყუდებულობის ჩათვლით). მაცხოვარში აქვს ყოველივე ქრისტეანულს საფუძველი, ამიტომაც, მე ისე აღვიქვამ, რომ თავისი გრძელი თმებით (თუ მაცხოვარსაც გრძელი თმები ჰქონდა) მან მეუდაბნოვეთა ღვაწლზე მიანიშნა. ცნობილია, რომ მეუდაბნოვეთათვის გრძელი თმების ტარება სულაც არ არის ცოდვა. ამ მხრივ ყურადღებას იპყრობს VI მსოფლიო კრების 42-ე კანონი, სადაც წერია:

"მეუდაბნოვედ სახელდებულთა შესახებ, რომლებიც ძაძით შემოსილები და თმაწარმოზრდილები დადიან ქალაქში, ერისკაც მამაკაცთა და დედაკაცთა შორის ტრიალებენ და თავიანთი აღთქმას შეაგინებენ, ვადგენთ, რომ თუ სურთ, გაიკრიჭონ თავზე თმა, სხვა მონაზონთა სახე მიიღონ, მონასტრებში დამკვიდრდნენ და ძმათა რიცხვს მიემატონ. ხოლო თუ არ მოისურვებენ ამას, ქალაქიდან მთლად განიდევნონ და იძულებით უდაბნოში იქნენ დამკვიდრებულნი, რადგან მეუდაბნოვედ სახელდებით მოისურვეს სახელის მოხვეჭა" (კანონი დამოწმებულია 1987 წლის საქ. საეკლესიო კალენდარში განთავსებული "დიდი სჯულისკანონის" თარგმანის მიხედვით).

ვნახოთ, როგორ განმარტავენ ამ კანონს სჯულის კომენტატორები:

ზონარა: "ძველად იყვნენ ზოგიერთები, რომლებიც იმოსებოდნენ შავ სამოსში და არ იკვეცავდნენ თმას, არამედ კულულებად დაწნულს უშვებდნენ მხრებსა და მკერდზე და ასე დადიოდნენ ქალაქებში და ტრიალებდნენ ერისკაც მამაკაცთა და დედაკაცთ შორის, რითაც შეურაცხყოფას აყენებდნენ ბერ-მონაზვნურ აღთქმას. ამგვართ კრება უბრძანებს შეიკვეცონ თმა და წავიდნენ მონასტრებში, რათა იცხოვრონ და იღვაწონ სხვა ბერებთან ერთად (საინტერესოა, ამისთვის რა საჭირო იყო თმების შეკვეცა თუ აქ თმის შეკვეცის მონასტრული წესი არ იგულისხმება? - ძვმ.); თუ არა და, განიდევნონ ქალაქებიდან, რათა დარჩენილი ცხოვრება გაატარონ უდაბნოსი, რისგანაც მეუდაბნოვის სახელი მიუღიათ..."

არისტინეც იგივეს ამბობს, ოღონდ უფრო ცხადად: "შეიკვეცონ თმა და სხვა ბერთა სახე მიიღონ, თუ არა და, განიდევნონ ქალაქებიდან".

ბალსამონიკი წერს: "ამრიგად, კრებამ დაადგინა... რათა მათ შეიკვეცონ თმები და წავიდნენ მონასტრებში, რათა იქ გაატარონ მონაზვნური ცხოვრება..."

ამრიგად, ამ კანონის თანახმად, გრძელი თმების ტარება მისაღებად მიიჩნეოდა მეუდაბნოეთათვის (სრულიად ცხადი და გასაგები მიზეზების გამო), მაგრამ არა მონასტრულად მცხოვრები ბერებისთვის. ისინი თმებს იჭრიდნენ და ტონზურასაც იკეთებდნენ. სწორედ მათი სახის მიღებას უბრძანებს კანონი "მეუდაბნოვეებად" სახელდებულ და ქალაქებში მოხეტიალე თვითმარქვიებს.

ეს კანონი და სხვა ისტორიული მაგალითები ცხადად აჩვენებენ, რომ მართლმადიდებლური ტრადიცია ითხოვდა მოკლე თმებს სასულიერო პირთათვის და გრძელთმიანობის დასტურად არსად იმოწმებდა მაცხოვარს. მეტიც, არ შეგვიძლია მართლმადიდებლობას ვუსაყვედუროთ გრძელთმიანობის მოშლა და მაცხოვრისადმი მიბაძვის დავიწყება... მითუმეტეს, რომ მოციქულებიც მოკლე თმებით გამოისახებიან ხატებზე მართლმადიდებლური ტრადიციით.

GIORGI LELUASHVILI - (ციტატა) (ძველმართლმადიდებელი):ჩემთვის ცნობილია მხოლოდ ერთადერთი წყარო, ხელთუქმნელი ხატი, რომელიც საეკლესიო გადმოცემის თანახმად მაცხოვარმა გაუგზავნა ავგაროზს.

ძველმართლმადიდებელი - ტურინის სუდარა?

GIORGI LELUASHVILI - (ციტატა) (ძველმართლმადიდებელი): " მაგრამ, ამ საკითხში მაცხოვრის გრძელი თმები პრობლემას ვერ წყვეტს. ჩემის აზრით საქმე იმაშია, რომ მაცხოვარი მთელი ეკლესიური ცხოვრების განხორციელებაა, განსახიერებაა, მათ შორის ქალწულებრივი და სამონაზვნო ცხოვრებისა (მეუდაბნოვეობისა და დაყუდებულობის ჩათვლით). მაცხოვარში აქვს ყოველივე ქრისტეანულს საფუძველი, ამიტომაც, მე ისე აღვიქვამ, რომ თავისი გრძელი თმებით (თუ მაცხოვარსაც გრძელი თმები ჰქონდა) მან მეუდაბნოვეთა ღვაწლზე მიანიშნა"

GIORGI LELUASHVILI - არამგონია მაცხოვარს იმიტომ ქონოდა გრძელი თმები, რომ მეუდაბნოეთა ღვაწლზე მიენიშნებინა...ეს რატომღაც თითიდან გამოწოვილი მგონია. ლოგიკაშიც ვერ ჯდება მაინცდამაინც. მაგრამ ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ფაქტია უფალი გრძლ თმას ატარებდა, ნაზარეთული წისის მიხედვით. ეს კი დავიჯერო პავლემ არ იცოდა?

ძველმართლმადიდებელი - (ციტატა) (GIORGI LELUASHVILI): ტურინის სუდარა?

არა, ტურინის სუდარაზე გარდაცვლილი მაცხოვარია გამოსახული. მე ვგულისხმობ სხვა გადმოცემას.

(ციტატა) (GIORGI LELUASHVILI): არამგონია მაცხოვარს იმიტომ ქონოდა გრძელი თმები, რომ მეუდაბნოეთა ღვაწლზე მიენიშნებინა...ეს რატომღაც თითიდან გამოწოვილი მგონია.

ძველმართლმადიდებელი - მეც არ ვამტკიცებ. მხოლოდ ვარაუდს გამოვთქვამ. მაცხოვარი იყო ქალწული, თვითონ მისცა მომავალ ქრისტეან მოღვაწეებს ქალწულობის მაგალითი; ის უპოვარიც იყო, რითაც უპოვარების ღვაწლის თავწყაროდაც შეგვიძლია ჩავთვალოთ; აწამეს ჯვარზე და პირველი სისხლიც მან დაღვარა კაცობრიობის გამოსასყიდად. მომავალი მოწამეები უკვე ქრისტეს ჭეშმარიტებისა და მისი განგებულებისადმი რწმენის გამო ეწამნენ... ორმოცი დღე იმარხულა უდაბნოში, რითაც მეუდაბნოვეობა აკურთხა... და ა. შ. ყოველივე ამას ვგულისხმობდი, როცა ვამბობდი გრძელთმიანობით მეუდაბნოეობის სახე ხომ არ წარმოაჩინა მეთქი. თუმცა არ დავიჩემებ... ანალოგიების გამო მთლად ალოგიკურად არ მეჩვენება...

(ციტატა) (GIORGI LELUASHVILI): მაგრამ ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ფაქტია უფალი გრძლ თმას ატარებდა, ნაზარეთული წისის მიხედვით.

ძველმართლმადიდებელი - რას ნიშნავს "ნაზარეთული წესი"? იმის თქმა ხომ არ გინდა, რომ ქრისტე "ნაზორეველი" (ანუ ნაზორეველური აღთქმის დამდები) იყო? საიდან ჩანს ეს? არსებობს შეხედულება, რომ ქრისტეს "ნაზორეველობა" ან არასწორი თარმგნის ან კიდევ სწორი თარმგნის არასწორი გაგების შედეგია... ქრისტე დაიბადა ბეთლემში, მაგრამ გაიზარდა ნაზარეთში. ამ თვალსაზრისით წერია წერილში რომ ის ნაზარეველი (ანუ, ქალაქ ნაზარეთიდან) იყო. აქ არ იგულისხმება მისი "ნაზორეველობა", რაც ჩანს კიდევ იქიდან, რომ ნაზორეველებს (აღთქმას ვგულისხმობ) გრძელი თმების მოშვების გარდა, უამრავი სხვა აღთქმებიც ჰქონდათ (მაგ.: არ ეკარებოდნენ მიცვალებულს და სხვა). სახარებებიდან და ახალი აღთქმის წმიდა წერილიდან არაფერი ვიცით ქრისტეს მიერ სხვა ნაზორეველური წესების დაცვის შესახებ. ის იცავდა ძველ სჯულს, რათა აღესრულებინა იგი, მაგრამ არა ნაზორეველურ წესებს.

(ციტატა) (GIORGI LELUASHVILI): ეს კი დავიჯერო პავლემ არ იცოდა?

ძველმართლმადიდებელი - რა უნდა ცოდნოდა პავლეს? ის, რომ ქრისტეს გრძელი თმები ჰქონდა? დავუშვათ ჰქონდა. ნიშნავს თუ არა ეს, რომ მოციქულებსა და მომავალ სამღვდელოებას გრძელი თმები უნდა ეტარებინათ? მაშ, რატომ კრძალავენ მას მოციქულები და მომდევნო საუკუნეების წმიდა მამები? დავიჯეროთ, რომ მათ ეს არ იცოდნენ?

თმების მოშვების ტრადიცია ქრისტეანობამდელ, წარმართულ გარემოში იღებს სათავეს. წმ. კირილე ალექსანდრიელის თქმით: "ელინთა უგუნური ნაშიერნი, მისდევდნენ რა თავიანთ ბუნების საწინააღმდეგო ჩვეულებებს და პირუტყვებივით ატარებდნენ ცხოვრებას, თავიანთი ღვთაებების გულის მოსაგებად თმებს იზრდიდნენ" (Творения святителя Кирилла Александрийского. СПб, 1906.ч.3,стр.170).

წმ. ეპიფანე კვიპრელი: არც სამღვდელოებას და არც ერისკაცთ უფლებას არ აძლევდა ეტარებინათ გრძელი თმები, რადგან მათ მეძავებს ადარებდა: "რა შეიძლება ამაზე უარესი იყოს: წვერი, მამაკაცობრივი სიმბოლო, შეიკვეცო, თავზე კი თმა მოიზარდო. წვერის შესახებ მოციქულთა დადგენილებები განაწესებენ, რომ არავინ წვერი არ უნდა შეიკცვეცოს, მაგრამ არც თმა უნდა მოიზარდოს მეძავთა მსგავსად და სიმართლის სახით არავინ მიეცეს ამპარტავნებას" (Творения, ч. 5, гл. 7, стр. 302, изд. 1880 г.).

ზუსტად ასევე, ღირ. თევდორე სტოდიელის წერილებში არის მითითება იმაზედ, რომ მის დროს სასულიერო პირთა შორის თავი იჩინა გრძელი თმების ტარების ადგილობრივმა ჩვეულებამ და ღირ. თევდორემაც, რომელიც სამღვდელოების მიერ გრძელი თმების ტარების წინააღმდეგ გამოდიოდა, განმარტა, რომ ეს ჩვეულება არის ეკლესიის ტრადიციის საწინააღმდეგო.

როგორ დავიჯეროთ, რომ მათ არაფერი იცოდნენ ქრისტეს გრძელთმიანობის შესახებ? ან იმის შესახებ, რომ აუცილებლად უნდა მიებაძათ მაცხოვრის გრძელთმიანობისთვის? აშკარაა, რომ მთელი ქრისტეანული ტრადიცია, მოყოლებული პირველი საუკუნეებიდანვე, მამაკაცთა მიერ (მ. შ. სასულიერო პირთა მიერაც) გრძელი თმების ტარების წინააღმდეგია.

ძველ ეკლესიაში გრძელი თების მოშვება კატეგორიულად იგმობოდა წმ. მამათა მიერ. ადრინდელ პერიოდში წმ. მამები მამაკაცისგან თმის მოკლედ შეჭრას ითხოვდნენ. საჭიროა გავიხსენოთ, რომ მამაკაცის მიერ თმების შეჭრას და დედაკაცის გრძელთმიანობას ითხოვდა თვით მოციქული პავლე: "განა თვით ბუნება არ გასწავლით, რომ თუ კაცი გრძლად უშვებს თმას, ეს საძრახისია მისთვის?" (ძვ. ქართ.: "არცაღა თჳთ იგი ბუნებაჲ გასწავებს თქუენ, რამეთუ მამაკაცმან თუ გარდაუტეოს თმაჲ გრძელად, უშუერება არს მისა" (1კორინთ. 11:14).
II ს.-ში რომის წმ. პაპმა ანიკიტემ, რომელიც წარმოშობით სირიის ემესიდან იყო და რომის საყდარი 155-166 წლებში ეპყრა, ევსები კესარიელის მიხედვით, ნორმატიულად დააწესა და კანონად მიიღო მოციქულ პავლეს მცნება და სასულიერო დასს გრძელი თმების ტარება აუკრძალა.

მოციქულთა დადგენილებები კატეგორიულად ითხოვენ (IV, 28), რათა მამაკაცთაგან გრძელი თმები არავინ ატაროს.

დასავლეთში, ტოლედოს III კრების (VI ს.) დადგენილებების მიხედვით თმების შეკვეცა სავალდებულოა მთელი სამღვდელოებისთვის.

ტრულის მსოფლიო კრებამ (VI მსოფლ. კრება) VII საუკუნეში საკუთარი ნებით მონანულ მღვდელმსახურებს უფლება მისცა "იკრეჭდეს თმას ისე, როგორც სამღვდელონი იკვეცენ" (VI:21).

აი, როგორ აღწერს კონსტანტინოპოლის პატრიარქი ფოტი (IX ს.) მისი თანამედროვე ეკლესიის პრაქტიკას: "ჩვენთან ბერები თავიანთ სამოსს კლერიკოსის სამოსზე არ ცვლიან, სხვები კი, როცა ვინმეს ბერობიდან ეპისკოპოსად ხელდასხმა სურთ, უვლიან მას გარეგნობას და მრგვლად აჭრიან თმებს კინკრიხოზე". სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, მართლმადიდებელი ეკლესია უძველესი დროიდან გმობდა გრძელი თმების ტარებას კლერიკოსთა მხრიდან და უცილობლივ ითხოვდა მათ შეჭრას.

მეტიც, ეკლესია არა თუ არ იწონებდა სასულიერო პირთა გრძელთმიანობას, არამედ გრძელ თმებს მწვალებლობაშიც კი უთვლიდა მათ, გულისხმობდა რა ევქიტელთა უღვთო სწავლებას, მითუმეტეს, თუკი კლერიკოსს, რომელმაც კარგად უწყოდა საეკლესიო განწესებები, არ დაემორჩილებოდა მათ და თმების მოშვებას გააგრძელებდა. ღირ. ნიკონ ჩერნოგორელი ამის შესახებ წერს, რომ ერეტიკოსთა მამხილებელ თხზულებაში დიდი ეპიფანე ევქიტელთა მწვალებლობაზე, რომელსაც ზოგან ჩვენი ძმებიც მისცემიან, წერს, რომ მათი ბერები თავს იწონებენო დედაკაცურად მოშვებული თმებით და არღვეევენო მოციქულის მცნებას, რომლის თანახმადაც, მამაკაცმა თმა არ უნდა მოუშვას, რადგან ხატია და დიდება ღმრთისა... ჩვენ ასეთი ჩვეულება არ გვაქვს და არც ეკლესიას ღმრთისა ("Во еже о ересях, великий Епифание о евхитстей ереси глаголет, яко и во другом негде предъята быша та честная наша братия. Иже междоречию в монастырех суще, рекше во градех зовомых, власы женскими радующися... И богообразно внешних ради ходити, и не хотети от зрящих прияти мзду или благодать, тужде есть соборныя Церкви вретище непроявленно и власы неотрезаеми, по проповеди апостольстей, муж бо рече не должен растити власы, образ и слава Божия сый... Мы таковаго обычая не имамы, ниже Церкви Божия". Слово 37, л. 284).

ნეტ. იერონიმე ამბობს, რომ გრძელი თმები ბარბაროსებისთვის არისო დამახასიათებელი, მაშინ როდესაც "მღვდლის გარეგნობა კეთილსახოვანი უნდა იყოს"... ქრისტეანი მღვდელმსახურები თმებს არ უნდა იპარსავდნენ ისიდას და სერაპისის მსახურებივით და არ უნდა იზრდიდნენ "გალანტურ" კაცთა, ბარბაროსთა და მოჭიდავეთა მსგავსად; გარდა ამისა მათ თმისგან გვირგვინებიც არ უნდა დაიწნან და არც ისე შეიჭრან, რომ გაპარსულებს დაემსგავსონ, არამედ ისე შეიკვეცონ თმები, რომ შესძლონ თავის თავისუფალი მოძრაობა (Migne, s. I, t. 25, соl. 427-448. იხ. აგრეთვე. Блаж. Иероним. Толко¬ание на пророка Иезеккииля. Москва, 1889. Ч. 1. Гл. 44. С. 273).

წმ. სიმეონ ახალი ღვთისმეტყველი საეკლესიო კანონთა დამრღვევ, ამგვარ სასულიერო პირებზე გარკვევით და მკაფიოდ წერს: "თავი მოაქვთ გრძელი თმებით, ამგვარი ყალბი კეთილსახოვნებით თავს იწონებენ და ამის შემდეგ, საკუთარ თავს ცხოვნებულთა რიგშიც კი აყენებენ... მაშ, მიპასუხე, როგორ არ იქნება ეს მწვალებლობა სხვა მწვალებლობაზე უარესი?" (Творения преп. Симеона Нового Богослова Ч. 1, слово 47. С. 431).

კიდევ რა შეიძლება ითქვას ამასთან დაკავშირებით? წმიდა მამათა სწავლებით გრძელი თმების ტარება არის არა ქრისტეანული, არამედ ანტიქრისტეანული, წარმართული და დემონთთაყვანისმცემლური ტრადიცია. მამაკაცთა გრძელთმიანობას მამები უწოდებენ: ელინურ წესს, ღმრთის შეურაცხყოფას, ღმრთისა და ბუნების წინააღმდეგობას, მამაკაცის თავის, ქრისტეს შეურაცხყოფას, ძაღლურ ჩვევას და სხვ. ასეთი ადამიანები უნდა განიკვეთონ.

ასეთია, ბ-ნო გიორგი ეკლესიის წმიდა მამათა დამოკიდებულება სასულიერო პირთა და ერისკაცთა გრძელთმიანობასთან. აწ თავად განსაჯეთ, იცოდნენ მათ ქრისტეს შესახებ თუ არა. ფაქტია, რომ მათი დამოკიდებულება (იმ შემთხვევაშიაც კი თუ ქრისტეს გრძელი თმები ჰქონდა) ამ ფაქტს არ ითვალისწინებს.

GIORGI LELUASHVILI – (ციტატა) (ძველმართლმადიდებელი): "არა, ტურინის სუდარაზე გარდაცვლილი მაცხოვარია გამოსახული. მე ვგულისხმობ სხვა გადმოცემას.

ჰო გასაგებია, ანუ თქვენც აღიარებთ მას. დამეთანხმები, მასში მაცხოვარს აშკარად გრძელი თმა აქვს".

(ციტატა) (ძველმართლმადიდებელი): რას ნიშნავს "ნაზარეთული წესი"? იმის თქმა ხომ არ გინდა, რომ ქრისტე "ნაზორეველი" (ანუ, ნაზორეველური აღთქმის დამდები) იყო? საიდან ჩანს ეს? არსებობს შეხედულება, რომ ქრისტეს "ნაზორეველობა" ან არასწორი თარმგნის შედეგია ან სწორი თარმგნის არასწორი გაგება... ქრისტე დაიბადა ბეთლემში, მაგრამ გაიზარდა ნაზარეთში. ამ თვალსაზრისით წერია წერილში რომ ის ნაზარეველი (ანუ, ქალაქ ნაზარეთიდან) იყო. აქ არ იგულისხმება მისი "ნაზორეველობა", რაც ჩანს კიდევ იქიდან, რომ ნაზორეველებს (აღთქმას ვგულისხმობ) გრძელი თმების მოშვების გარდა, უამრავი სხვა აღთქმებიც ჰქონდათ (მაგ.: არ ეკარებოდნენ მიცვალებულს და სხვა). სახარებებიდან და ახალი აღთქმის წმიდა წერილიდან არაფერი ვიცით ქრისტეს მიერ სხვა ნაზორეველური წესების დაცვის შესახებ. ის იცავდა ძველ სჯულს, რათა აღესრულებინა იგი, მაგრამ არა ნაზორეველურ წესებს.

GIORGI LELUASHVILI – მე არსად მიხსენებია "ნაზორეთული აღთქმა". ვიცი სადაც დაიბადა და შემდეგ სად გაიზარდა იესო. მაგრამ ერთ-ერთ მართლმადიდებლურ ჟურნალში მქონდა ამოკითხული მაცხოვრის გარეგნობა და როცა იქ საუბარი იყო უფლის გრძელ თმასა და წვერზე, აღნიშნული იყო, რომ იგი ნაზორეთული წესისამებრ ატარებდა მათ (ნაზარეველები თმას და წვერს შუაზეიყოფდნენ). ერთ-ერთი ნაშრომი მაცხოვრის ფიზიკური მონაცემების შესახებ, ეკუთვნის წმ. დიონისე არეოპაგელს.

(ციტატა) (ძველმართლმადიდებელი): რა უნდა ცოდნოდა პავლეს? ის, რომ ქრისტეს გრძელი თმები ჰქონდა?დავუშვათ ჰქონდა. ნიშნავს თუ არა ეს, რომ მოციქულებსა და მომავალ სამღვდელოებას გრძელი თმები უნდა ეტარებინათ?

GIORGI LELUASHVILI – რატომაც არა? მღვდელი ხომ ქრისტეს განასახიერებს როგორც სულიერად, ისე ფიზიკურად.

(ციტატა) (ძველმართლმადიდებელი): თმების მოშვების ტრადიცია ქრისტეანობამდელ, წარმართულ გარემოში იღებს სათავეს. წმ. კირილე ალექსანდრიელის თქმით: "ელინთა უგუნური ნაშიერნი, მისდევდნენ რა თავიანთ ბუნების საწინააღმდეგო ჩვეულებებს და პირუტყვებივით ატარებდნენ ცხოვრებას, თავიანთი ღვთაებების გულის მოსაგებად თმებს იზრდიდნენ".

GIORGI LELUASHVILI – ეს არ უნდა ნიშნავდეს იმას, რომ რადგან ეს ტრადიცია წარმართებშიც არსებობს, მართლმადიდებლებმა უარი უნდა ვთქვათ და შევაჩვენოთ ის. მაგ. თუკი წარმართებსაც აქვთ თავიანთი საკურთხევლები და "წმინდა გამოსახულებები", ამიტომ ჩვენ მართლმადიდებელ ეკლესიაში უნდა ავკრძალოთ ეს ყოველივე?

(ციტატა) (ძველმართლმადიდებელი): წმ. ეპიფანე კვიპრელი (Творения, ч. 5, гл. 7, стр. 302, изд. 1880 г.) არც სამღვდელოებას და არც ერისკაცთ უფლებას არ აძლევდა ეტარებინათ გრძელი თმები, რადგან მათ მეძავებს ადარებდა: "რა შეიძლება ამაზე უარესი იყოს: წვერი, მამაკაცობრივი სიმბოლო, შეიკვეცო, თავზე კი თმა მოიზარდო. წვერის შესახებ მოციქულთა დადგენილებები განაწესებენ, რომ არავინ წვერი არ უნდა შეიკცვეცოს, მაგრამ არც თმა უნდა მოიზარდოს მეძავთა მსგავსად, და სიმართლის სახით არავინ მიეცეს ამპარტავნებას".

GIORGI LELUASHVILI – აქ ხომ არ არის საუბარი სასულიერო პირების მიმართ? ვფიქრობ, რომ სადაც წერია "კაცთაგან", იგულისხმებიან ერისკაცები. თუ ეს ასე არ არის, მაშინ აუცილებლად უნდა დაეკონკრეტებინათ მამებს, თუ უშუალოდ ვის ეკრძალებოდა გრძელი თმის ტარება.

(ციტატა) (ძველმართლმადიდებელი): ზუსტად ასევე, ღირ. თევდორე სტოდიელის წერილებში არის მითითება იმაზედ, რომ მის დროს სასულიერო პირთა შორის თავი იჩინა გრძელი თმების ტარების ადგილობრივმა ჩვეულებამ და ღირ. თევდორემაც, რომელიც სამღვდელოების მიერ გრძელი თმების ტარების წინააღმდეგ გამოდიოდა, განმარტა, რომ ეს ჩვეულება არის ეკლესიის ტრადიციის საწინააღმდეგო.

GIORGI LELUASHVILI – თუ ამგვარად ცალკეული მამების დამოკიდებულებათა შესახებ ვისმჯელებთ ამა თუ იმ საკითხზე, მაშინ არც ის უნდა დაგვავიწყდეს, რომ ზოგიერთი წმინდა მამა ჩვილთა და ყრმათა ნათლობის წინაამდეგ გამოდიოდა, მაგრამ ეს არასოდეს გამხდარა იმის საფუძველი, რომ ყრმებზე ეს საიდუმლოება არ აღსრულებულიყო.

(ციტატა) (ძველმართლმადიდებელი): II ს.-ში რომის წმ. პაპმა ანიკიტემ, რომელიც წარმოშობით სირიის ემესიდან იყო და რომის საყდარი 155-166 წლებში ეპყრა, ევსები კესარიელის მიხედვით, ნორმატიულად დააწესა და კანონად მიიღო მოციქულ პავლეს მცნება და სასულიერო დასს გრძელი თმების ტარება აუკრძალა.

GIORGI LELUASHVILI – მე ვფიქრობ, რომ მაინც არაა საკმარისი მოციქულ პავლეს სიტყვები და აქედან გამომდინარე, შესაძლოა ხსენებული რომის პაპსაც არასწორად გაეგო მოციქულის სიტყვები. ვგულისხმობ იმას, რომ შესაძლოა აკრძალვა ეხებოდა უშუალოდ ერისკაცებს და არა მღვდელმსახურებს. აუცილებლად მოვნახავ ამ მუხლის განმარტებას. ძალიან მაინტერესებს.

(ციტატა) (ძველმართლმადიდებელი): მოციქულთა დადგენილებები კატეგორიულად ითხოვენ (IV, 28), რათა მამაკაცთაგან გრძელი თმები არავინ ატაროს.

GIORGI LELUASHVILI – აქაც არაა დაკონკრეტებული, რომ მამაკაცებში სასულიერო პირებიც მოიაზრებიან. შეიძლება ღიმილი გამოიწვიოს ჩემმა ამ განცხადებამ, რომ განა მღვდელმსახურები მამაკაცები არ არიანო? მაგრამ მე ვგულისხმობ ერისკაცებს.

(ციტატა) (ძველმართლმადიდებელი): ტრულის მსოფლიო კრებამ (VI მსოფლ. კრება) VII საუკუნეში საკუთარი ნებით მონანულ მღვდელმსახურებს უფლება მისცა "იკრეჭდეს თმას ისე, როგორც სამღვდელონი იკვეცენ" (VI:21).

GIORGI LELUASHVILI – კი მაგრამ, აქ ხომ არაა მითითებული, თუ როგორ იკვეცდნენ თმას სამღვდელონი? ჩემი მოძღვარიც ატარებს გრძელ თმას, მაგრამ ზოგჯერ ისიც იკვეცს ხოლმე. ეს კი არ ნიშნავს იმას, რომ მოკლე თმებით დადის.

(ციტატა) (ძველმართლმადიდებელი): აი, როგორ აღწერს კონსტანტინოპოლის პატრიარქი ფოტი (IX ს.) მისი თანამედროვე ეკლესიის პრაქტიკას:"ჩვენთან ბერები თავიანთ სამოსს კლერიკოსის სამოსზე არ ცვლიან, სხვები კი, როცა ვინმეს ბერობიდან ეპისკოპოსად ხელდასხმა სურთ, უვლიან მას გარეგნობას და მრგვლად აჭრიან თმებს კინკრიხოზე".
GIORGI LELUASHVILI – ეს რაღა შუაშია?

(ციტატა) (ძველმართლმადიდებელი): წმ. სიმეონ ახალი ღვთისმეტყველი საეკლესიო კანონთა დამრღვევ, ამგვარ სასულიერო პირებზე გარკვევით და მკაფიოდ წერს: "თავი მოაქვთ გრძელი თმებით, ამგვარი ყალბი კეთილსახოვნებით თავს იწონებენ და ამის შემდეგ, საკუთარ თავს ცხოვნებულთა რიგშიც კი აყენებენ... მაშ, მიპასუხე, როგორ არ იქნება ეს მწვალებლობა სხვა მწვალებლობაზე უარესი?"

GIORGI LELUASHVILI – თუ ვინმე რაიმე სათნობას ფარისევლურად სჩადის, ეს იმას ნიშნავს, რომ იგივე სათნოება ჩვენ კეთილად არ უნდა აღვასრულოთ?
რა გჭირს კაცო.

(ციტატა) (ძველმართლმადიდებელი): მამაკაცთა გრძელთმიანობას მამები უწოდებენ: ელინურ წესს.


GIORGI LELUASHVILI – არსებობს უფლის ტრაპეზიც და სატანის ტრაპეზიც, ამიტომ რადგან სატანის ტრაპეზიც არსებობს, უფლის ტრაპეზზე უარი უნდა ვთქვათ?

(ციტატა) (ძველმართლმადიდებელი): ღმრთის შეურაცხყოფას, ღმრთისა და ბუნების წინააღმდეგობას.

GIORGI LELUASHVILI – ერისკაცთა მიერ.

(ციტატა) (ძველმართლმადიდებელი): ასეთია, ბ-ნო გიორგი ეკლესიის წმიდა მამათა დამოკიდებულება სასულიერო პირთა და ერისკაცთა გრძელთმიანობასთან. აწ თავად განსაჯეთ, იცოდნენ მათ ქრისტეს შესახებ თუ არა. ფაქტია, რომ მათი დამოკიდებულება (იმ შემთხვევაშიაც კი თუ ქრისტეს გრძელი თმები ჰქონდა) ამ ფაქტს არ ითვალისწინებს.

GIORGI LELUASHVILI – ამდენი მუხლი, კანონი და წმინდა მამათა გამონათქვამი გყავდა მოყვანილი, მაგრამ მე ვერსად დავინახე ეკლესიის დამოკიდებულება და პირდაპირი აკრძალვა გრძელი თმის ტარებისა... მე, ყოველ შემთხვევაში ამ საკითხს რამდენიმე ჭკვიან და გამოცდილ სასლიერო პირთან გავარკვევ და ვნახოთ რას მეტყვიან.

ძველმართლმადიდებელი - სანამ პოლემიკას განვაგრძობდე, მინდა მცირედი რეზიუმირება გავუკეთო ამ საკითხს. ჩვენ ვდავობთ სასულიერო პირთა გრძელთმიანობის შესახებ, - არის თუ არა ის მისაღები და ნებადართული? ამ საკითხში მე არ გამოვხატავ მთელი ძველმართლმადიდებლური ეკლესიის პოზიციას, რადგან გრძელთმიანობა ძველმართლმადიდებელ სასულიერო პირებს შორისაც არის გავრცელებული. ჩვენს ეკლესიაში ეს საკითხი დიდი ხანია დგას და ის დღემდე არ არის გადაწყვეტილი (მაგ.: ფოთის ეპისკოპოსი ბასილი გრძელ თმებს ატარებს, მაგრამ არქიეპისკოპოსმა პავლემ და მღვდელმა გრიგოლმა თმები მოკლედ შეიჭრეს. ამგვარ მიდგომას ვხვდებით ჩვენ ოფიციალურ ეკლესიაშიც, სადაც ორივე პრაქტიკა არსებობს). ამ პოლემიკაში დაინტერესებულნი ვართ მხოლოდ იმიტომ, რომ ვიმედოვნებდით მოპასუხე მხარე რაიმე დამატებით არგუმენტებს შემოგვთავაზებდა გრძელთმიანობის სიავკარგესთან დაკავშირებით. ჯერ ჯერობით იმავე არგუმენტებს ვარჩევთ, რაც არაერთხელ შეგვხვედრია ჩვენს შიდასაეკლესიო პოლემიკაში. თუმცა, ვფიქრობ, დიალოგი მაინც საინტერესოდ მიდის. ახლა კი დავუბრუნდეთ დისპუტს:

(ციტატა) (GIORGI LELUASHVILI): ჰო გასაგებია, ანუ თქვენც აღიარებთ მას. დამეთანხმები, მასში მაცხოვარს აშკარად გრძელი თმა აქვს.

ძველმართლმადიდებელი - ჩემი სიტყვები არ ნიშნავს იმას, რომ მე ვაღიარებ ტურინის სუდარას. რადგან ეს საკითხი წამოიჭრა, აქვე მინდა გითხრათ, მე მას არ ვაღიარებ. უფრო სწორედ, არ ვარ დარწმუნებული, რომ ტურინის სუდარაზე მაცხოვარია გამოსახული. ახლა ამ თემაზე ნუ დამიწყებთ დავას, რადგან სხვა საგანზე ვკამათობთ. უბრალოდ, შემხვედრია საპირისპირო აზრები ტურინის სუდარასთან დაკავშირებით. ასე, რომ გთხოვთ, კორექტულად გამოიყენოთ ჩემი ნათქვამი. ამრიგად, სუდარა, როგორც მოწმობა გამოირიცხა.

(ციტატა) (GIORGI LELUASHVILI): მე არსად მიხსენებია "ნაზორეთული აღთქმა". ვიცი სადაც დაიბადა და შემდეგ სად გაიზარდა იესო. მაგრამ ერთ-ერთ მართლმადიდებლურ ჟურნალში მქონდა ამოკითხული მაცხოვრის გარეგნობა და როცა იქ საუბარი იყო უფლის გრძელ თმასა და წვერზე, აღნიშნული იყო, რომ იგი ნაზორეთული წესისამებრ ატარებდა მათ (ნაზარეველები თმას და წვერს შუაზეიყოფდნენ).

ძველმართლმადიდებელი - არც მე დამიწერია, რომ თქვენ ეს ახსენეთ. მე ვთქვი, ხშირად ეშლებათ-მეთქი "ნაზარეთელი" და "ნაზორეველი" რაც ეს შეიძლება იყოს ან არასწორი თარგმანის, ან სწორი თარგმანის არასწორი გაგების შედეგი. ის, რომ გრძელ თმებს მომხრეები ჰყავს, ეს უცხო არ არის ჩემთვის.

(ციტატა) (GIORGI LELUASHVILI): ერთ-ერთი ნაშრომი მაცხოვრის ფიზიკური მონაცემების შესახებ, ეკუთვნის წმ. დიონისე არეოპაგელს.

ძველმართლმადიდებელი - საინტერესოა, რას ამბობს წმ. დიონისე, მაცხოვარს გრძელი თმები ჰქონდაო? იქნებ მიმითითოთ ნაშრომი და ციტატაც. საინტერესო იქნება. თუმცა ვერ ვხვდები სასულიერო პირთა გრძელთმიანობასთან ამას რა კავშირი აქვს. მგონი ნათლად ვთქვი, რომ წმიდა მამებმა, მთელმა ეკლესიამ, ეს გარემოება (ანუ იმ შემთხვევაშიც კი მაცხოვარს გრძელი თმები რომ ჰქონოდა) არ გაითვალისწინა. თუ რატომ, ეს საკვლევი საკითხია. წმ. იოანე დამასკელი ბრძანებს თავის ცნობილ თხზულებაში: "მართლმადიდებლური სარწმუნოების ზუსტი გადმოცემა", რომ რაღაცაში შეგვიძლია მივბაძოთ ქრისტეს, მაგრამ რაღაცაში არა (ამას საკუთარი სიტყვებით გადმოვცემ). მაგალითად, ქრისტე წინადაცვეთილი იყო, მაგრამ ჩვენ ამ ჩვეულებას უკვე აღარ მივდევთ, რადგან ის საჭირო არ არის ქრისტეანთათვის, და თვით მოციქულებმა გააუქმეს. რატომ არ შეიძლება მაცხოვრის თმების საკითხშიაც ასე იყოს? და ნამდვილად ასეა, რაშიც გვარწმუნებს წმიდა მამათა დამოკიდებულება ამ საკითხისადმი.

(ციტატა) (GIORGI LELUASHVILI): მღვდელი ხომ ქრისტეს განასახიერებს როგორც სულიერად, ისე ფიზიკურად.

ძველმართლმადიდებელი - მაშინ მღვდლებმაც უნდა წინადაიცვითონ! ეს კი მოციქულთა დადგენილებების საწინააღმდეგოა და მთელი მართლმადიდებლური ეკლესიის საწინააღმდეგო. იმედია ამაში არ შემომედავებით.

გარდა ამისა გკითხავთ: რას ნიშნავს, რომ "მღვდელი ქრისტეს განასახიერებს ფიზიკურად"? ე. ი. ის ყოველმხრივ, ფიზიკური მონაცემების მიხედვით ქრისტეს უნდა ჰგავდეს? იქნებ მიმითითოთ წმიდა მამათა სწავლა ამის შესახებ? ანუ ის, რომ "მღვდელი ქრისტეს განასახიერებს ფიზიკურად".

ღმრთის მადლი ადამიანს თმის სიგრძის მიხედვით კი არ ეძლევა, არამედ ღირსების მიხედვით! თვით მოციქული მიგვითითებს, როგორი უნდა იყოს დიაკვანი, მღვდელი და ეპისკოპოსი. საეკლესიო კანონებიც განგვიწესებენ, როგორი თვისებებით უნდა იყოს დაჯილდოვებული მღვდელმსახური ხელდასხმის ღირსი რომ გახდეს და მერწმუნეთ, არსად, არცერთ წმიდა მამასთან სიტყვითაც კი არ არის ნახსენები, რომელიც დაადასტურებდა სამღვდლო ხარისხის მიმღებისთვის გრძელი თმების მოშვების აუცილებლობას (ან რამენაირ საჭიროებას) ქრისტესთან მიმსგავსების მიზეზით. არ არსებობენ სხვა პირობებიც, რომლებიც აიძულებდნენ მღვდელს თმების გაზრდას. პირიქით, მღვდელმა თმა უნდა შეიჭრას და არა გაიზარდოს, სხვაგვარად მას არ დაესხმებოდა ხელი!

(ციტატა) (GIORGI LELUASHVILI): ეს არ უნდა ნიშნავდეს იმას, რომ რადგან ეს ტრადიცია წარმართებშიც არსებობს, მართლმადიდებლებმა უარი უნდა ვთქვათ და შევაჩვენოთ ის. მაგ. თუკი წარმართებსაც აქვთ თავიანთი საკურთხევლები და "წმინდა გამოსახულებები", ამიტომ ჩვენ მართლმადიდებელ ეკლესიაში უნდა ავკრძალოთ ეს ყოველივე?

ძველმართლმადიდებელი - ჯერ ერთი, ამ შემთხვევაში თქვენ ედავებით წმ. კირილე ალექსანდრიელს და არა მე, რომელიც სწორედ იმიტომ, რომ მართლმადიდებლები თმების მოშვებით წარმართებს დაემგვანენ, დაგმო ეს ბილწი ჩვეულება.

მეორეც, მსგავსი რამ თვით უფალმა აუკრძალა ებრაელებს. კერძოდ, მან თავის ერს აუკრძალა თმების გადაპარსვა, რათა არ დამსგავსებოდნენ წარმართებს. ღვთის ერი ამ მხრივაც გამორჩეული უნდა ყოფილიყო. "ნუ აღპარსვედ თმათა მკუდარსა ზედა და წვერსა ნუ დაიყჳნვედ ჴორცთა მათთაგან და ნუცა განიკუეთედ ჭრით" (რუსულად: "Они не должны брить головы своей и постригать края бороды своей" (ლევ. 21:5-6). ლევიტელთა წიგნის ხსენებულ ადგილას ლაპარაკია თმების "აღპარსვაზე", გადაპარსვაზე. დამახინჯებული თავები, წვერი და სხეულები მიცვალებულთა საპატივცემოდ, რომელიც მთელს ისრაელს აეკრძალა (ლევ. 19:27-28), უფრო მკაცრად მღვდელმსახურებს ეკრძალებოდათ, რადგან ამ აკრძალულ ჩვეულებებს კავშირი ჰქონდათ წარმართულ კულტებთან"(Толк. Библия Лопухина).

როგორი თმები უნდა ჰქონოდათ მღვდელმსახურებს, აღწერილია წმ. ეზეკიელის წინასარმეტყველებაში, კერძოდ ეზეკიელის წიგნის 44-ე თავის 20-ე მუხლში, სადაც ვკითხულობთ: "თავი არ უნდა გადაიპარსონ, მაგრამ თმაც არ უნდა მოიზარდონ; შეკრეჭით უნდა შეიკრიჭონ თავი" (ოსტროგის სლავურ ბიბლიაში ასეა: "Глав своих не обреснут, и влас своих да не растят").

და ბოლოს, მართლმადიდებლები თავიანთი "წმიდა გამოსახულებებით" სულაც არ ჰგვანან წარმართებს. ვფიქრობ გესმით, რომ წარმართთა გამოსახულებები და მართლმადიდებელთა გამოსახულებები სულ სხვადასხვაა ფორმითაც და შინაარსითაც.

(ციტატა) (GIORGI LELUASHVILI): წმ. ეპიფანე კვიპრელი (Творения, ч. 5, гл. 7, стр. 302, изд. 1880 г.) არც სამღვდელოებას და არც ერისკაცთ უფლებას არ აძლევდა ეტარებინათ გრძელი თმები, რადგან მათ მეძავებს ადარებდა: "რა შეიძლება ამაზე უარესი იყოს: წვერი, მამაკაცობრივი სიმბოლო, შეიკვეცო, თავზე კი თმა მოიზარდო. წვერის შესახებ მოციქულთა დადგენილებები განაწესებენ, რომ არავინ წვერი არ უნდა შეიკცვეცოს, მაგრამ არც თმა უნდა მოიზარდოს მეძავთა მსგავსად, და სიმართლის სახით არავინ მიეცეს ამპარტავნებას". აქ ხომ არ არის საუბარი სასულიერო პირების მიმართ? ვფიქრობ, რომ სადაც წერია "კაცთაგან", იგულისხმებიან ერისკაცები. თუ ეს ასე არ არის, მაშინ აუცილებლად უნდა დაეკონკრეტებინათ მამებს, თუ უშუალოდ ვის ეკრძალებოდა გრძელი თმის ტარება.
ძველმართლმადიდებელი - წმ. ეპიფანე კვიპრელი თავის ამ სიტყვაში მიმართავს ერთ ბერს, რომელსაც გრძელი თმები ჰქონდა მოშვებული. თავისი პოზიციის გასამტკიცებლად და ბერის სამხილებლად წმ. ეპიფანე იმოწმებს მოციქულ პავლეს ცნობილ სიტყვებს გრძელთმიანობის წინააღმდეგ.

(ციტატა) (GIORGI LELUASHVILI): ვფიქრობ, რომ სადაც წერია "კაცთაგან", იგულისხმებიან ერისკაცები. თუ ეს ასე არ არის, მაშინ აუცილებლად უნდა დაეკონკრეტებინათ მამებს, თუ უშუალოდ ვის ეკრძალებოდა გრძელი თმის ტარება.

ძველმართლმადიდებელი - საშიშია საკუთარი შეხედულებებით რაიმეს მტკიცება. სიტყვა "კაცში" მოციქული ზოგადად კაცის ბუნებაზე მსჯელობს და არა ერისკაცზე (ეს ადგილები წინა პოსტში გავაფერადე კიდეც), ხოლო მამებს რაც შეეხება, ისინი დიახაც რომ მიუთითებენ ამას სასულიერო პირებთან დაკავშირებითაც. ეს მამებიც დავიმოწმეთ. გარდა ამისა, იქ სადაც მოციქული ახსენებს "კაცს", წმიდა მამები არსად განმარტავენ რომ იგულისხმება მხოლოდ ერისკაცი. მომავალ პოსტებში შევეცდები წმიდა მამათა განმარტებები დავიმოწმო.

(ციტატა) (GIORGI LELUASHVILI): თუ ამგვარად ცალკეული მამების დამოკიდებულებათა შესახებ ვისმჯელებთ ამა თუ იმ საკითხზე, მაშინ არც ის უნდა დაგვავიწყდეს, რომ ზოგიერთი წმინდა მამა ჩვილთა და ყრმათა ნათლობის წინაამდეგ გამოდიოდა, მაგრამ ეს არასოდეს გამხდარა იმის საფუძველი, რომ ყრმებზე ეს საიდუმლოება არ აღსრულებულიყო.

ძველმართლმადიდებელი - არ ვიცი რომელი წმიდა მამა გამოდიოდა ყრმების ნათლობის წინააღმდეგ. შესაძლოა რომელიმე მამას გამოეთქვა აზრი, რომ ადამიანი უკეთესია მოინათლოს შეგნებულ ასაკში და არა სიყრმისაში, როდესაც მისი გონება ვერ წვდება ქრისტეს სარწმუნოებას. მაგრამ ის, რომ მამები წინააღმდეგნი ყოფილიყვნენ ყრმათა ნათლობისა მე არ მსმენია. შეიძლება ვცდები, მაგრამ ისე არავინ დაიწყებდა ყრმათა ნათლობის უარყოფას, როგორც ისინი გრძელ თმებს უარყოფენ. ამდენად, მამებს ყრმათა ნათლობის საკითხში სულ სხვა მოსაზრება ამოძრავებდათ, და სულ სხვა გრძელთმიანობის საკითხში. თანაც, ამ თემას ეკლესია შეეხო საეკლესიო კრებათა დადგენილებებითაც. დაწყებული მოციქულთა განწესებებით, დამთავრებული ეკლესიის კანონიკური კრებებით, გრძელი თმების ტარება ეკლესიის პრაქტიკაში არ არსებობდა. ამაზე მეტყველებენ მეექვსე მსოფლიო კრების 96-ე, 42-ე და 21-ე კანონები.

(ციტატა) (GIORGI LELUASHVILI): მე ვფიქრობ, რომ მაინც არაა საკმარისი მოციქულ პავლეს სიტყვები და აქედან გამომდინარე, შესაძლოა ხსენებული რომის პაპსაც არასწორად გაეგო მოციქულის სიტყვები. ვგულისხმობ იმას, რომ შესაძლოა აკრძალვა ეხებოდა უშუალოდ ერისკაცებს და არა მღვდელმსახურებს.

აუცილებლად მოვნახავ ამ მუხლის განმარტებას. ძალიან მაინტერესებს.

ძველმართლმადიდებელი - კი ბატონო, ვნახოთ განმარტებები. თუმცა, მე მიმაჩნია, რომ მოციქულის ამ სიტყვების გაგება შეუძლებელია შეშლოდა ყველა წმიდა მამას. შეიძლება დავუშვათ თავისებური ინტერპრეტაცია, მაგრამ ურთიერთსაწინააღმდეგო და ურთიერთგამომრიცხავი განმარებები მნიშვნელოვან საეკლესიო და ზნეობრივ საკითხებში წმიდა მამათა შორის მე არ ვიცი.

(ციტატა) (GIORGI LELUASHVILI): აქაც არაა დაკონკრეტებული, რომ მამაკაცებში სასულიერო პირებიც მოიაზრებიან. შეიძლება ღიმილი გამოიწვიოს ჩემმა ამ განცხადებამ, რომ განა მღვდელმსახურები მამაკაცები არ არიანო? მაგრამ მე ვგულისხმობ ერისკაცებს.

ძველმართლმადიდებელი - ეს განწესება გამომდინარეობს მოციქულის კორინთელთა მიმართ ეპისტოლეს ხსენებული მუხლიდან: "განა თვით ბუნება არ გასწავლით, რომ თუ კაცი გრძლად უშვებს თმას, ეს საძრახისია მისთვის?" (ძვ. ქართ.: "არცაღა თჳთ იგი ბუნებაჲ გასწავებს თქუენ, რამეთუ მამაკაცმან თუ გარდაუტეოს თმაჲ გრძელად, უშუერება არს მისა").

კარგად დავაკვირდეთ მოციქულის სიტყვებს და მთლიანობაში ვნახოთ რა თემას ეხება იგი. მოციქული ბრძანებს: "მე მომბაძეთ, როგორც მე ვბაძავ ქრისტეს. იმისთვის გაქებთ, ძმანო, რომ ჩემი ყველაფერი გახსოვთ და, როგორც გადმოგეცით, ისე ინახავთ გადმოცემას. ისიც მინდა გაუწყოთ, რომ ყოველი კაცის თავი ქრისტეა, ქალის თავი - კაცი, ხოლო ქრისტეს თავი - ღმერთი. ყოველი კაცი, რომელიც თავდაბურული ლოცულობს ან წინასწარმეტყველებს, თავს ირცხვენს. და ყოველი ქალი, რომელიც თავდაუბურავი ლოცულობს ან წინასწარმეტყველებს, თავს ირცხვენს, რადგანაც ეს იგივეა, რომ თავგადაპარსული იყოს. ხოლო თუ ქალი თავს არ იბურავს, თმა შეიკვეცოს; მაგრამ თუ ქალს თმის შეკვეცა ან გაპარსვა ერცხვინება, თავი დაიბუროს. ამრიგად, კაცი თავდაუბურავი უნდა იყოს, ვინაიდან ხატია და დიდება ღვთისა, ხოლო ქალი ქმრის დიდებაა. რადგანაც კაცი კი არ არის ქალისაგან, არამედ ქალი - კაცისაგან. და კაცი კი არ შეიქმნა ქალისთვის, არამედ ქალი - კაცისთვის. ამიტომაც მართებს ქალს ფლობის ნიშანი ჰქონდეს თავზე ანგელოზების გულისთვის. თუმცა არც კაცია ქალის გარეშე და არც ქალი კაცის გარეშე უფალში. ვინაიდან როგორც ქალია კაცისგან, ასევეა კაციც ქალისგან, ხოლო ყველაფერი ღვთისაგან არის. თავად განსაჯეთ, განა შეშვენის ქალს, თავდაუბურავად ლოცულობდეს ღვთის წინაშე? განა თვით ბუნება არ გასწავლით, რომ თუ კაცი გრძლად უშვებს თმას, ეს საძრახისია მისთვის? ხოლო თუ ქალი უშვებს დიდებაა მისთვის, რადგანაც თმა საბურავად მიეცა. მაგრამ თუ ვინმე დავას აპირებს, ეს არც ჩვენ გვჩვევია და არც ეკლესიებს ღვთისას" (1 კორინთ. 111-16).

ნეტ. თეოფილაქტეს განმარტებით მოციქულის აზრი მდგომარეობს იმაში, რომ გრძელი თმები წარმოადგენენ თავსაბურავ ნიშანს მორჩილებისთვის. დედაკაცმა თმა უნდა გაიზარდოს კაცისადმი მორჩილების ნიშნად, რადგან სწორედ კაცი დაადგინა ღმერთმა ქალის მეთაურად. ნიშნად მორჩილებისა, ქალის თავი დაფარული უნდა იყოს, თავსაფრად კი ღმერთმა მას უბოძა გრძელი თმები. ამიტომაც, თუ დედაკაცი თმას იჭრის, ეს საძრახისია მისთვის, რადგან ამით ის აცხადებს დაუმორჩილებლობას კაცისა და ღმრთის განგებისადმი.

ხოლო მამაკაცს, ნეტ. თეოფილაქტეს თქმით "ეკრძალება დავის დაბურვა, თუმცა არა ყოველთვის, არამედ ლოცვისა და წინასწარმეტყველების დროს". მაგრამ, რადგან გრძელი თმები ერთგვარი თავსაბურავია და ნიშანია მორჩილებისა, კაცისთვის "საძრახისია გრძელი თმების მოშვება". ამიტომაც, ნეტ. თეოფილაქტეს განმარტებით, მან არ უნდა დაიბუროს თავი "არა მარტო ტანისამოსით, არამედ თმებითაც" (რუს.: "уничтожить покрытие головы не только одеждой, но и волосами").

"რატომ ირცხვენს თავს მამაკაცი გრძელი თმების მოშვებით?" - კითხულობს ნეტ. თეოფილაქტე და იქვე განმარტავს: "რადგან მეთაურად და მეუფედ არის დაწესებული, ამით კი (გრძელი თმების მოშვებით - ძვმ.) ქვემდებარედ გაუხდია საკუთარი თავი. თავის დაბურვა ეს არის ძალაუფლების დადება თავზე, საფარველს მეუფის ადგილი უპყრია თავზე და ნიშანია დაქვემდებარების" (რუს.:"Почему же он бесчестит голову свою? Потому, что поставлен начальником и властителем, а между тем сам делает себя подвластным. Ибо покрытие головы означает наложение власти на голову, покрывало на голове занимает место властителя, и служит знаком подчинения").

"მაშ, როგორ შეიძლება საძრახისი არ იყოს კაცისთვის თმების მოშვება, - აგრძელებს ნეტ. თეოფილაქტე, - როდესაც ამით ღებულობს დედაკაცის სახეს და, მეუფედ დაწესებული, დაქვემდებარებულის ნიშანს ითავისებს?" (რუს.:"Как же не бесчестие для мужа растить волосы, когда он чрез это принимает вид женщины и, поставленный для господства, принимает знак подчинения?").

ნეტ. თეოფილაქტესთან ერთად ვიკითხავთ ჩვენც: თუ ეს საძრახისია ერისკაცთათვის, განა უფრო საძრახისი არ უნდა იყოს იგი სამღვდელოთათვის, რომლებიც მეთაურებად არა მარტო ბუნებით, არამედ სამღვდლო ძალაუფლების მიხედვითაც არიან დაწესებულნი?

და თუკი "თვით ბუნება გასწავლით, რომ თუ კაცი გრძლად უშვებს თმას, ეს საძრახისია მისთვის, როგორ არის შესაძლებელი საამაყო და პატივი იყოს ის მღვდელთათვის? ან პირიქით, როგორ შეიძლება მღვდლისთვის საამაყო იყოს ის, რაც საამაყოა მხოლოდ დედაკაცთატვის და ისიც, როგორც მორჩილებისა და დაქვემდებარების სიმბოლო?

დოგმატურად და კანონიკურად, მღვდელი სწორედ იმიტომაც არ უნდა იზრდიდეს თმებს, რომ კაცია არა მარტო ბუნებით (რაზეც ამახვილებს ყურადღებას მოციქული), არამედ მწყემსი, თავისი სამწყსოს მეთაური, ეკლესიის ეპისკოპოსი. გრძელთმიანი მღვდელმთავარი დედაკაცზე უფრო დაბალია და უპატიოა უფლის თვალში! ასეთია წმიდა მამათა განმარტებების ძირითადი აზრი.

(ციტატა) (GIORGI LELUASHVILI): კი მაგრამ, აქ ხომ არაა მითითებული, თუ როგორ იკვეცდნენ თმას სამღვდელონი? ჩემი მოძღვარიც ატარებს გრძელ თმას, მაგრამ ზოგჯერ ისიც იკვეცს ხოლმე. ეს კი არ ნიშნავს იმას, რომ მოკლე თმებით დადის.

ძველმართლმადიდებელი - როგორ არ არის მითითებული. აბა დავაკვირდეთ რა არის ნათქვამი მეექვსე მსოფლიო კრების 42-ე და 21-ე კანონებში: "მეუდაბნოვედ სახელდებულთა შესახებ, რომლებიც ძაძით შემოსილები და თმაწარმოზრდილები დადიან ქალაქში, ერისკაც მამაკაცთა და დედაკაცთა შორის ტრიალებენ და თავიანთი აღთქმას შეაგინებენ, ვადგენთ, რომ თუ სურთ, გაიკრიჭონ თავზე თმა, სხვა მონაზონთა სახე მიიღონ გაიკრიჭონ თავზე თმა, სხვა მონაზონთა სახე მიიღონ" (VI მსოფლ. კრების 42-ე კანონი).

რას ნიშნავს, "სხვა მონაზონთა სახე მიიღონ" თუ არა იმას, რომ ამ თმამოშვებული ვითომ "მეუდაბნოეებისგან" განსხვავებით, მონასტერში მცხოვრები ძმები თმაშეჭრილები იყვნენ? რა სახე უნდა ჰქონოდათ მონასტერში მცხოვრებ ბერებს? რატომ არ ითქვა უბრალოდ: შევიდნენ მონასტრებში და იცხოვრონო? არამედ "გაიკრიჭონ თავზე თმა და სხვა მონაზონთა სახე მიიღონო".

მეტიც, მეექვსე მსოფლიო კრების 21-ე კანონში, მღვდელმსახურთა შესახებ ვკითხულობთ: "სამღვდელო პირი, რომელიც დანაშაულის გამო დაისჯება სამარადისო განკვეთით და ერისკაცთა რიგებში მოხვდება, თუ თავისი ნებით ინანიებს ამ დანაშაულს და თავს აარიდებს იმ ცოდვას, რომლის გამოც დაკარგა მადლი და მღვდლობა, უნდა იკრეჭდეს თმას ისე, როგორც სამღვდელონი იკვეცენ. ხოლო თუ არ ინანიებს თავისი ნებით, უნდა გაიზარდოს თმა ერისკაცთა მსგავსად..." (საქ. საეკლ. კალენდ. 1987 წ. გვ. 320).

რას ნიშნავს "უნდა გაიზარდონ თმა ერისკაცთა მსგავსად"? საქმე იმაშია, რომ ძველად, სამღვდელონი თმას იჭრიდნენ როგორც სიგრძეში, ასევე მრგვლად კინკრიხოზეც, რასაც ლათინები "ტონზურას", ბერძნები კი "პაპალიტრას" უწოდებდნენ. ერისკაცებს "ტონზურის" გაკეთების უფლება არ ჰქონდათ. ამით განსხვავდებოდნენ მღდელმსახურები ერისკაცთაგან. ამდენად, შემცოდე მღვდელი თუ შეინანებდა დანაშაულს, მას უფლება ეძლეოდა თმა "სამღვდელოთა მსგავსად შეეჭრა". ხოლო თუ არ ინანიებდა და იმხილებოდა საკუთარი ნების საწინააღმდეგოდ, მას ეს უფლება ეკარგებოდა და "უნდა გაეზარდა თმა (ანუ ტონზურის ადგილას) ერისკაცთა მსგავსად".

ასე განმარტავს პატრ. ბალსამონი: "წინამდებარე კანონიდან შენიშნე, რომ რაიმე დანაშაულისთვის დამხობილნი განწესდებიან ერისკაცთა რაგნში და უკვე აღარა აქვთ უფლება რაიმე შეასრულონ, რაც კლერიკოსთათვის არის დამახასიათებელი; და მხოლოდ მათ, ვინც თავს დაანებებს ცოდვას, რომლისთვისაც დაემხო, მაგალითად, სიძვისთვის, ან სხვა რომელიმე ცოდვისთვის, კანონი უფლებას აძლევს შეიჭრას თმა კლერიკოსთა მსგავსად, ანუ ატაროს ე. წ. "პაპალიტრა" და კლერიკოსის სამოსი. ხოლო მათ, ვინც ჯიუტად იმყოფება ცოდვაში კანონი ერისკაცთა მსგავსად უბრძანებს თმის გაზრდას..." (რუს.: Заметь из настоящего правила, что извергаемые за какое либо преступление считаются мирянами и не могут после извержения совершать чего-либо принадлежащего клирику; и только тем, которые отстали от греха, за который извержены, например, от блудодеяния, или другого какого-нибудь, правило определяет стричь голову подобно клирикам, то есть иметь так называемое гуменцо и носить одежду клирика; ибо оно человеколюбивее относится к этим по причине их раскаяния. А кто упорно пребывает во грехе, тем правило повелевает растить волосы подобно мирянам; дабы могли чувствовать больше стыда, когда вовсе не дозволяют им иметь участия в принадлежащем клирику, но лишают даже самого одеяния).

ამრიგად, აშკარად მითითებულია როგორ ატარებდნენ თმას კლერიკოსები.

იგივეს ვკითხულობთ თქვენი ეკლესიის ავტორიტეტულ კანონისტ ნიკოდიმოს მილოშთან ნიკოდიმოს მილოშთან, რომელიც მეექვსე მსოფლიო კრების ხსენებული კანონის განმარტებაში წერს, რომ "ქრისტეანობის პირველ საუკუნეებში კლერიკოსები გარეგნულად არაფრით განსხვავდებოდნენ ერისკაცთაგან, განსაკუთრებით დევნულების პერიოდში, რათა თვალში საცემი არ ყოფილიყვნენ მტარვალთათვის, ამიტომაც, თმასაც და წვერსაც ერისკაცებივით იჭრიდნენ... მეოთხე საუკუნეში დონატისტმა მღვდელმსახურებმა დაიწყეს თმის გადაპარსვა, რისთვისაც მკაცრად ამხელდა მათ ოპტატ მილევიელი. დაახლოებით ამ დროს გამოიცა მოციქულთა დადგენილებანი, რომლებშიც დაწესებული იყო, რათა არავის არ მოეშვა გრძელი თმები, არამედ შეეკვეცა იგი და აგრეთვე, თმებისგან არავითარი ნიშანი არ გაეკეთებინა თავზე".

ამრიგად, ეს საკითხიც ამოწურულად უნდა ჩავთვალოთ.

(ციტატა) (GIORGI LELUASHVILI): აი, როგორ აღწერს კონსტანტინოპოლის პატრიარქი ფოტი (IX ს.) მისი თანამედროვე ეკლესიის პრაქტიკას:"ჩვენთან ბერები თავიანთ სამოსს კლერიკოსის სამოსზე არ ცვლიან, სხვები კი, როცა ვინმეს ბერობიდან ეპისკოპოსად ხელდასხმა სურთ, უვლიან მას გარეგნობას და მრგვლად აჭრიან თმებს კინკრიხოზე".
ეს რაღა შუაშია?

ძველმართლმადიდებელი - ეს იმ შუაშია, რომ პატრიარქი ფოტი აჩვენებს თუ როგორი გარეგნობა ჰქონდათ ბერებს მის პერიოდში და, რომ მათ პაპალიტრას აჭრიდნენ.

(ციტატა) (GIORGI LELUASHVILI): თუ ვინმე რაიმე სათნობას ფარისევლურად სჩადის, ეს იმას ნიშნავს, რომ იგივე სათნოება ჩვენ კეთილად არ უნდა აღვასრულოთ? რა გჭირს კაცო.

ძველმართლმადიდებელი - წმ. სიმეონ ახალი ღვთისმეტყველი თმის ფარისევლურ მოშვებას კი არ გმობს, არამედ თავად თმის მოშვებას მიიჩნევს დასაგმობ საქმედ. როგორ არის შესაძლებელი ღმრთის საძაგელი საქმის "სათნოდ" აღსრულება?

(ციტატა) (GIORGI LELUASHVILI): არსებობს უფლის ტრაპეზიც და სატანის ტრაპეზიც, ამიტომ რადგან სატანის ტრაპეზიც არსებობს, უფლის ტრაპეზზე უარი უნდა ვთქვათ?

ძველმართლმადიდებელი - წმიდა მამათა განმარტებით ერისკაცთა და სასულიერო პირთა გრძელთმიანობა სულაც არ არის "უფლის ტრაპეზი".

(ციტატა) (GIORGI LELUASHVILI): ამდენი მუხლი, კანონი და წმინდა მამათა გამონათქვამი გყავდა მოყვანილი, მაგრამ მე ვერსად დავინახე ეკლესიის დამოკიდებულება და პირდაპირი აკრძალვა გრძელი თმის ტარებისა...

ძველმართლმადიდებელი - აქ უნდა გიპასუხოთ წმ. მოციქულ პავლეს სიტყვებით კორინთელთა მიმართ პიველი ეპისტოლეს იმავე თავიდან: "მაგრამ თუ ვინმე დავას აპირებს, ეს არც ჩვენ გვჩვევია და არც ეკლესიებს ღვთისას" (1 კორ. 11:16).

(ციტატა) (GIORGI LELUASHVILI): მე, ყოველ შემთხვევაში ამ საკითხს რამდენიმე ჭკვიან და გამოცდილ სასლიერო პირთან გავარკვევ და ვნახოთ რას მეტყვიან.

ძველმართლმადიდებელი - ამინ. ჰკითხე. მეც მაინტერესებს რას გეტყვიან.

GIORGI LELUASHVILI - (ციტატა) (ძველმართლმადიდებელი): საინტერესოა, რას ამბობს წმ. დიონისე, მაცხოვარს გრძელი თმები ჰქონდაო? იქნებ მიმითითოთ ნაშრომი და ციტატაც. საინტერესო იქნება.

ასე ზუსტად ნამდვილად ვერ გეტყვით. უბრალოდ მართლმადიდებლურ ჟურნალ "კარიბჭეში" ერთ გვერდზე იყო სტატია, სადაც მაცხოვრის ფიზიკური გარეგნობა იყო დაწერილი და ბოლოს ეწერა, რომ ეს ყოველივე წმ. დიონისე არეოპაგელის ნაშრომის მიხედვით იყო. იქ ეწერა, რომ მაცხოვარს მოწაბლისფრო, გრძელი თმები მხრებამდე სწვდებოდა. ჰქონდა წვრილი და მუქი წარბები, დიდი თვალები. ფიზიკურად მაღალი, რაც ძალიან იშვიათობა იყო მაშინდელ იუდაურ საზოგადოებაში და ა.შ.

(ციტატა) (ძველმართლმადიდებელი): წმ. იოანე დამასკელი ბრძანებს თავის ცნობილ თხზულებაში: "მართლმადიდებლური სარწმუნოების ზუსტი გადმოცემა", რომ რაღაცაში შეგვიძლია მივბაძოთ ქრისტეს, მაგრამ რაღაცაში არა (ამას საკუთარი სიტყვებით გადმოვცემ). მაგალითად, ამბობს, წმ. იოანე, ქრისტე წინადაცვეთილი იყო, მაგრამ ჩვენ ამ ჩვეულებას უკვე აღარ მივდევთ, რადგან ის საჭირო არ არის ქრისტეანთათვის, და თვით მოციქულებმა გააუქმეს. რატომ არ შეიძლება მაცხოვრის თმების საკითხშიაც ასე იყოს? და ნამდვილად ასეა, რაშიც გვარწმუნებს წმიდა მამათა დამოკიდებულება ამ საკითხისადმი

GIORGI LELUASHVILI - ამაში რათქმაუნდა არც არავინ გედავებათ. ეს ადამიანის გადასაწყვეტი უნდა იყოს, ფიზიკურად რამდენად მიბაძავს მაცხოვარს. მისი ნებაა როგორ ატარებს წვერსა და თმას. ამას არც არავინ უშლის და არც არავინ უბრძანებს.

(ციტატა) (ძველმართლმადიდებელი): მაშინ მღვდლებმაც უნდა წინადაიცვითონ! ეს კი მოციქულთა დადგენილებების საწინააღმდეგოა და მთელი მართლმადიდებლური ეკლესიის საწინააღმდეგო. იმედია ამაში არ შემომედავებით.

GIORGI LELUASHVILI - არა რათქმაუნდა. წინადაცვეთა ხომ აუცილებელი პირობა იყო ებრაელებისთვის...

(ციტატა) (ძველმართლმადიდებელი): გარდა ამისა გკითხავთ: რას ნიშნავს, რომ "მღვდელი ქრისტეს განასახიერებს ფიზიკურად"? ე. ი. ის ყოველმხრივ, ფიზიკური მონაცემების მიხედვით ქრისტეს უნდა ჰგავდეს? იქნებ მიმითითოთ წმიდა მამათა სწავლა ამის შესახებ? ანუ ის, რომ "მღვდელი ქრისტეს განასახიერებს ფიზიკურად". ღმრთის მადლი ადამიანს თმის სიგრძის მიხედვით კი არ ეძლევა, არამედ ღირსების მიხედვით! თვით მოციქული მიგვითითებს, როგორი უნდა იყოს დიაკვანი, მღვდელი და ეპისკოპოსი. საეკლესიო კანონებიც განგვიწესებენ, როგორი თვისებებით უნდა იყოს დაჯილდოვებული მღვდელმსახური ხელდასხმის ღირსი რომ გახდეს და მერწმუნეთ, არსად, არცერთ წმიდა მამასთან სიტყვითაც კი არ არის ნახსენები, რომელიც დაადასტურებდა სამღვდლო ხარისხის მიმღებისთვის გრძელი თმების მოშვების აუცილებლობას (ან რამენაირ საჭიროებას) ქრისტესთან მიმსგავსების მიზეზით. არ არსებობენ სხვა პირობებიც, რომლებიც აიძულებდნენ მღვდელს თმების გაზრდას. პირიქით, მღვდელმა თმა უნდა შეიჭრას და არა გაიზარდოს, სხვაგვარად მას არ დაესხმებოდა ხელი!

GIORGI LELUASHVILI - არასწორად იგებთ ჩემ ნათქვამებს. მე არ მითქვამს, რომ მღვდელმა ფიზიკურად ყველაფერში მაცხოვარს უნდა მიბაძოს. ხშირ შემთხვევაში ეს შეუძლებელიც კია (იოანე ოქროპირს წვერი უბალოდ არ ეზრდებოდა). მაგრამ გამახსენდა ერთი სასულიერო პირის სიტყვები, რომელსაც კითხეს, თუ რატომ ატარებდნენ მართლმადიდებელი სასულიერო პირები წვერს და პასუხი იყო, რომ როცა მღვდლები წვრსა და გრძელ თმას ატარებენ, ამით მაცხოვარს ბაძავენო.

(ციტატა) (ძველმართლმადიდებელი): ჯერ ერთი, ამ შემთხვევაში თქვენ ედავებით წმ. კირილე ალექსანდრიელს და არა მე, რომელიც სწორედ იმიტომ, რომ მართლმადიდებლები თმების მოშვებით წარმართებს დაემგვანენ, დაგმო ეს ბილწი ჩვეულება.მეორე, მსგავსი რამ თვით უფალმა აუკრძალა ებრაელებს. კერძოდ, მან თავის ერს აუკრძალა თმების გადაპარსვა, რათა არ დამსგავსებოდნენ წარმართებს. ღვთის ერი ამ მხრივაც გამორჩეული უნდა ყოფილიყო.

GIORGI LELUASHVILI - არც თქვენ გედავებით და არც კირილე ალექსანდრიელს, არამედ ვამბობ იმას, რომ რადგან წარმართებს მართლმადიდებელთა მსგავსი ჩვეულებები აქვთ, ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ მართლმადიდებლებმა ეს ჩვეულებები შევცვალოთ. შეიძლება წმინდანმა მოგვიწოდოს, რომ ყურადღება არ მივაქციოთ წმინდა გამოსახულებათა მაღალ ხარისხსა და სიძვირფასეს, როგორც წარმართნი, არამედ მასში დავინახოთ ღვთაებრივი მადლი. ეს ნიშნავს იმას, რომ მართლმადიდებლებმა ძვირფასი ხატები არ გავაკეთოთ? არა?! - ჰოდა არც არაფერი ყოფილა სადაო.

(ციტატა) (ძველმართლმადიდებელი): როგორი თმები უნდა ჰქონოდათ მღვდელმსახურებს, აღწერილია წმ. ეზეკიელის წინასარმეტყველებაში, კერძოდ ეზეკიელის წიგნის 44-ე თავის 20-ე მუხლში, სადაც ვკითხულობთ: "თავი არ უნდა გადაიპარსონ, მაგრამ თმაც არ უნდა მოიზარდონ; შეკრეჭით უნდა შეიკრიჭონ თავი" (ოსტროგის სლავურ ბიბლიაში ასეა: "Глав своих не обреснут, и влас своих да не растят").

GIORGI LELUASHVILI - ეს კი საინტერესო მუხლია და ვიკითხავ ამის შესახებ.

(ციტატა) (ძველმართლმადიდებელი): და ბოლოს, მართლმადიდებლები თავიანთი "წმიდა გამოსახულებებით" სულაც არ ჰგვანან წარმართებს. ვფიქრობ გესმით, რომ წარმართთა გამოსახულებები და მართლმადიდებელთა გამოსახულებები სულ სხვადასხვაა ფორმითაც და შინაარსითაც.

GIORGI LELUASHVILI - ფორმასა და შინაარსზე არ გამომახვილებია ყურადღება. მე ვახსენე ზოგადად - მათი შექმნის (გაკეთების) დაშვება-არ დაშვება.

(ციტატა) (ძველმართლმადიდებელი): ნეტ. თეოფილაქტესთან ერთად ვიკითხავთ ჩვენც: თუ ეს საძრახისია ერისკაცთათვის, განა უფრო საძრახისი არ უნდა იყოს იგი სამღვდელოთათვის, რომლებიც მეთაურებად არა მარტო ბუნებით, არამედ სამღვდლო ძალაუფლების მიხედვითაც არიან დაწესებულნი? თუ ეს საძრახისია ერისკაცთათვის, განა უფრო საძრახისი არ უნდა იყოს იგი სამღვდელოთათვის, რომლებიც მეთაურებად არა მარტო ბუნებით, არამედ სამღვდლო ძალაუფლების მიხედვითაც არიან დაწესებულნი?

GIORGI LELUASHVILI - თქვენთან მღვდლები და ეპისკოპოსები ღვთისმსახურებისას გარკვეულ დროს, არ ლოცულობენ დავდაბურულნი? ლოცვისას ეპისკოპოსებს არ ახურავთ მიტრები?

(ციტატა) (ძველმართლმადიდებელი): მეტიც, მეექვსე მსოფლიო კრების 21-ე კანონში, მღვდელმსახურთა შესახებ ვკითხულობთ: "სამღვდელო პირი, რომელიც დანაშაულის გამო დაისჯება სამარადისო განკვეთით და ერისკაცთა რიგებში მოხვდება, თუ თავისი ნებით ინანიებს ამ დანაშაულს და თავს აარიდებს იმ ცოდვას, რომლის გამოც დაკარგა მადლი და მღვდლობა, უნდა იკრეჭდეს თმას ისე, როგორც სამღვდელონი იკვეცენ უნდა იკრეჭდეს თმას ისე, როგორც სამღვდელონი იკვეცენ. ხოლო თუ არ ინანიებს თავისი ნებით, უნდა გაიზარდოს თმა ერისკაცთა მსგავსად უნდა გაიზარდოს თმა ერისკაცთა მსგავსად..." (საქ. საეკლ. კალენდ. 1987 წ. გვ. 320).რას ნიშნავს "უნდა გაიზარდონ თმა ერისკაცთა მსგავსად". საქმე იმაშია, რომ ძველად, სამღვდელონი თმას იჭრიდნენ როგორც სიგრძეში, ასევე მრგვლად კინკრიხოზეც, რასაც ლათინები "ტონზურას", ბერძნები კი "პაპალიტრას" უწოდებდნენ. ერისკაცებს "ტონზურის" გაკეთების უფლება არ ჰქონდათ. ამით განსხვავდებოდნენ მღდელმსახურები ერისკაცთაგან. ამდენად, შემცოდე მღვდელი თუ შეინანებდა დანაშაულს, მას უფლება ეძლეოდა თმა "სამღვდელოთა მსგავსად შეეჭრა". ხოლო თუ არ ინანიებდა და იმხილებოდა საკუთარი ნების საწინააღმდეგოდ, მას ეს უფლება ეკარგებოდა და "უნდა გაეზარდა თმა (ანუ ტონზურის ადგილას) ერისკაცთა მსგავსად".

GIORGI LELUASHVILI - თუკი ამ კანონს მთლიანად მივიღბთ, მაშინ დღესაც ხომ უნდა ატარებდნენ ტონზურას სასულიერო პირები? მე მინახავს ხატები, სადაც ზოგიერთ წმინდანს ამგვარად აქვს თმა შეჭრილი.

(ციტატა) (ძველმართლმადიდებელი): წმ. სიმეონ ახალი ღვთისმეტყველი თმის ფარისევლურ მოშვებას კი არ გმობს, არამედ თავად თმის მოშვებას მიიჩნევს დასაგმობ საქმედ.

GIORGI LELUASHVILI - "თავი მოაქვთ გრძელი თმებით, ამგვარი ყალბი კეთილსახოვნებით თავს იწონებენ და ამის შემდეგ, საკუთარ თავს ცხოვნებულთა რიგშიც კი აყენებენ... მაშ, მიპასუხე, როგორ არ იქნება ეს მწვალებლობა სხვა მწვალებლობაზე უარესი?" ანუ გრძელი თმის მოშვება ყოფილა კეთილსახოვნების სიმბოლო, რასაც საეკლესიო კანონთა დამრღვევიბი ფაისევლურად ატარებდნენ. მე ამგვარად მესმის.

(ციტატა) (ძველმართლმადიდებელი): წმიდა მამათა განმარტებით ერისკაცთა და სასულიერო პირთა გრძელთმიანობა სულაც არ არის "უფლის ტრაპეზი".

GIORGI LELUASHVILI - მე ზოგადად მაგალითი მოვიყვანე, რომ უფრო ადვილი გამხდარიყო ჩემი ნათქვამის გაგება ამ შედარებით.

(ციტატა) (ძველმართლმადიდებელი): აქ უნდა გიპასუხოთ წმ. მოციქულ პავლეს სიტყვებით კორინთელთა მიმართ პიველი ეპისტოლეს იმავე თავიდან: "მაგრამ თუ ვინმე დავას აპირებს, ეს არც ჩვენ გვჩვევია და არც ეკლესიებს ღვთისას" (1 კორ. 11:16).

GIORGI LELUASHVILI - მე არ ვაპირებ დავას. უბრალოდ დავწერე ის, რაც დავინახე.

ძველმართლმადიდებელი - (ციტატა) (GIORGI LELUASHVILI): ასე ზუსტად ნამდვილად ვერ გეტყვით. უბრალოდ მართლმადიდებლურ ჟურნალ "კარიბჭეში" ერთ გვერდზე იყო სტატია, სადაც მაცხოვრის ფიზიკური გარეგნობა იყო დაწერილი და ბოლოს ეწერა, რომ ეს ყოველივე წმ. დიონისე არეოპაგელის ნაშრომის მიხედვით იყო. იქ ეწერა, რომ მაცხოვარს მოწაბლისფრო, გრძელი თმები მხრებამდე სწვდებოდა. ჰქონდა წვრილი და მუქი წარბები, დიდი თვალები. ფიზიკურად მაღალი, რაც ძალიან იშვიათობა იყო მაშინდელ იუდაურ საზოგადოებაში და ა.შ.

არ ვიცი ვის საიდან მოაქვს მსგავსი აღწერილობები, მაგრამ ამ შემთხვევაში ამას არსებითი მნიშვნელობა არა აქვს.

(ციტატა) (GIORGI LELUASHVILI): ადამიანის გადასაწყვეტი უნდა იყოს, ფიზიკურად რამდენად მიბაძავს მაცხოვარს. მისი ნებაა როგორ ატარებს წვერსა და თმას. ამას არც არავინ უშლის და არც არავინ უბრძანებს.

ძველმართლმადიდებელი - საქმეც იმაშია, რომ არ უნდა უბრძანონ თმების მოშვება და არც მისი გაკრეჭა აუკრძალონ. რადგან ამისთვის არანაირი კანონიკური დადგენილება არ არსებობს. ტრადიციითაც კი მოკლე თმები უფრო გავრცელებული იყო, ვიდრე გრძელი, რომელსაც მეუდაბნოვე ბერები ატარებდნენ.

(ციტატა) (GIORGI LELUASHVILI): არასწორად იგებთ ჩემ ნათქვამებს. მე არ მითქვამს, რომ მღვდელმა ფიზიკურად ყველაფერში მაცხოვარს უნდა მიბაძოს. ხშირ შემთხვევაში ეს შეუძლებელიც კია (იოანე ოქროპირს წვერი უბალოდ არ ეზრდებოდა). მაგრამ გამახსენდა ერთი სასულიერო პირის სიტყვები, რომელსაც კითხეს, თუ რატომ ატარებდნენ მართლმადიდებელი სასულიერო პირები წვერს და პასუხი იყო, რომ როცა მღვდლები წვრსა და გრძელ თმას ატარებენ, ამით მაცხოვარს ბაძავენო.

ძველმართლმადიდებელი - ამ ბოლო ფრაზის პასუხად მინდა გითხრათ, რომ არასწორი განმარტება მოუცია იმ მღვდელს, რადგან წვერს ძველ აღთქმაშიც ატარებდნენ მართალნი და ცხადია, არა მაცხოვრის მიბაძვით, რადგან ის ჯერაც არ დაბადებულიყო. წვერის ხელუხლებლობაზე მოსეს სჯულდებებშია ნათქვამი.

(ციტატა) (GIORGI LELUASHVILI): არც თქვენ გედავებით და არც კირილე ალექსანდრიელს, არამედ ვამბობ იმას, რომ რადგან წარმართებს მართლმადიდებელთა მსგავსი ჩვეულებები აქვთ, ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ მართლმადიდებლებმა ეს ჩვეულებები შევცვალოთ.

ძველმართლმადიდებელი - ჩვენ ვლაპარაკობთ არა იმაზე, რომ წარმართებს გააჩნიათ მართლმადიდებელთა მსგავსი ჩვეულებები, არამედ იმაზედ, რომ მართლმადიდებლებმა არ უნდა მიბაძონ წარმართებს და არ დაემსგავსონ მათ. ამიტომ ეკრძალებოდა ძველ ისრაელს თმის გადაპარსვა ან გრძელი თმების მოშვება. ასე წარმართი მოგვები და კერპთაყვანისმცემლები იქცეოდნენ.

(ციტატა) (GIORGI LELUASHVILI): შეიძლება წმინდანმა მოგვიწოდოს, რომ ყურადღება არ მივაქციოთ წმინდა გამოსახულებათა მაღალ ხარისხსა და სიძვირფასეს, როგორც წარმართნი, არამედ მასში დავინახოთ ღვთაებრივი მადლი. ეს ნიშნავს იმას, რომ მართლმადიდებლებმა ძვირფასი ხატები არ გავაკეთოთ?

ძველმართლმადიდებელი - აქაც სხვა რამეზე იყო ლაპარაკი. რაღაცის შემკობა არ არის საძრახისი მართლმადიდებელთათვის, მიუხედავად იმისა, რომ წარმართებიც ამკობენ თავიან ტაძრებს თუ გამოსახულებებს. აქ უფრო ღრმად უნდა ჩავიხედოთ. მაგალითად, თუ ბუდისტები ყვავილებით და სანთლებით ამკობენ თავიან კერპებს, ცხადია, ეს იმას არ ნიშანავს, რომ ყვავილები და სანთლები ჩვენ არ უნდა დავანთოთ. მაგრამ, როდესაც ქუჩაში ადამიანს ხვდები და მას აბსოლუტურად არაქრისტეანული გარეგნობა გააჩნია, ხვდები, რა მნიშვნელობით კრძალავდნენ მამები მათდამი მიბაძვას. რაღაცის შემკობა გამომდინარეობს სათაყვანებელი საგნის სიყვარულიდან და თაყვანისცემიდან, რისთვისაც ვერავის დასძრახავ. მაგრამ, რა არის მოსაწონი, მაგალითად, თმის გადაპარსვაში? ზუსტად ასევე, თმის გაზრდაში?

მე პირადად, ვერ დავეთანხმები იმ ადამიანებს, რომლებიც მაცხოვრის გარეგნობას იმოწმებენ გრძელთმიანობის გასამართლებლად, რადგან ჯერ ერთი, ეს არ უქადაგია არც ერთ წმიდა მამას. რამდენადაც ვიცი არ არსებობს წმიდა მამათა არც ერთი ქადაგება გრძელი თმების გასამართლებლად. პირიქით, როგორც უკვე დაგიმოწმეთ მაგალითები, ისინი ამგვარ რამეს მკაცრად კიცხავდნენ. აქედან გამომდინარე, მეორე მიზეზი, რომლის გამოც ვერ დავეთანხმები გრძელი თმების მომხრეებს არის ის, რომ მაშინ, ისეთი უდიდესი წმიდა მამები, როგორებიც უკვე დავიმოწმეთ, ასეთი კატეგორიულები და მკაცრები არ უნდა ყოფილიყვნენ. მჯერა, რომ არც თქვენ არ დაიწყებთ იმის მტკიცებას, რომ მათ არ იცოდნენ მაცხოვრის გარეგნობა ან ის, რომ ადამიანები ამას უბრალოდ მაცხოვრისადმი მიბაძვის სურვილით აკეთებდნენ. განზრახვისდა მიუხედავად მათი შეფასება მკაცრია და გვესმის ეს ჩვენ თუ არა, მათ სწავლებას უნდა დავემორჩილოთ. ყოველ შემთხვევაში, ასეთია ჩემი აზრი.
(ციტატა) (GIORGI LELUASHVILI): ეს კი საინტერესო მუხლია და ვიკითხავ ამის შესახებ.

ძველმართლმადიდებელი - ნამდვილად საინტერესოა, გეთანხმებით. სწორედ ამ მუხლის განმარტებაში ბრძანებს ნეტ. იერონიმე, რომ მღვდლებმა გრძელი თმები არ უნდა მოუშვან წარმართი მოგვების მსგავსად.

(ციტატა) (GIORGI LELUASHVILI): თქვენთან მღვდლები და ეპისკოპოსები ღვთისმსახურებისას გარკვეულ დროს, არ ლოცულობენ დავდაბურულნი? ლოცვისას ეპისკოპოსებს არ ახურავთ მიტრები?

ძველმართლმადიდებელი - ბ-ნო გიორგი, დარწმუნებული ვარ თქვენთვის ცნობილია, რომ სასულიერო პირთა თავსაბურავები მოგვიანებით დამკვიდრდა ქრიტეანობაში და მათ სიმბოლური დატვირთვა გააჩნიათ. პავლე მოციქული კი ლაპარაკობს ადამიანის ბუნებაზე, კაცისა და ქალის ბუნებაზე, ქალის მორჩილებაზე კაცის მიმართ და განგვიმარტავს, რომ ამ მორჩილების ნიშნად ქალს ღმერთმა უბოძაო გრძელი თმები. არ გეწყინოთ, მაგრამ, თქვენი განმარტება მიტრის და სასულიერო პირთა თავსაბურავების თაობაზე ჩემი კითხვების პირდაპირ პასუხს არ წარმოადგენს. სხვათა შორის, სწორად აღნიშნეთ, რომ სასულიერო პირებს ყოველთვის როდი ახურავთ თავსაბურავები. თანაც, თეოფილაქტეს განმარტებითაც მიგანიშნეთ, რომ "თავსაბურავში" მოციქული გულისხმობდა გრძელ თმებს, რომელსაც "ფლობის ნიშანსაც" უწოდებს (1 კორ. 11:10).

მოდი, საკითხს სხვა კუთხითაც შევხედოთ: დავუშვათ თქვენ შეხვდით დედაოს (ანუ, მღვდლის ცოლს) და ხედავთ რომ მას თმა შეკვეცილი აქვს. თქვენ მიდიხართ მასთან, სიყვარულით საყვედურობთ და შეაგონებთ, რომ დედაკაცი თმას არ უნდა იკვეცავდეს (იმედია, ამაში სრულიად ერთსულოვნები უნდა ვიყოთ). თქვენი სიტყვების დასტურად კი იმოწმებთ პავლე მოციქულის კორინთელთა მიმართ ეპისტოლეს 11-ე თავს და უთითებთ შესაბამის ადგილებს. მაგრამ დედაო გპასუხობთ, რომ ეს ადგილი მას არ ეხება, რადგან "კაცში" მოციქულმა ერისკაცი იგულისხმა და არა მღვდელი. ამდენად, მოციქული ერისკაცებსა და მათ ცოლებზე ლაპარაკობს და არა მღვდლებზე და მათ მეუღლეებზე.

და მართლაც, თუ ასე გავიგებთ, გამოდის, რომ მღვდლის ცოლებს უფლება ჰქონიათ თმის შეკვეცის (რაზეც არავინ დამეთანხმება და სრულიად სამართლიანადაც), ხოლო თუ ეს ეწინააღმდეგება მოციქულის სიტყვებს, მაშინ უნდა გავიგოთ, რომ მოციქული კაცისა და ქალის ბუნებაზე, პირველის მეთაურობასა და მეორის მორჩილება-დაქვემდებარებაზე ლაპარაკობს. მღვდელიც კაცია და წმ. პავლე მოციქულის ნათქვამი მის ცოლსაც ეხება. თუ არადა გამოვა, რომ მღვდელი არ ყოფილა თავისი ცოლის თავი...

დააკვირდით რას ამბობს პავლე: "ყოველი კაცის თავი ქრისტეა, ქალის თავი - კაცი, ხოლო ქრისტეს თავი - ღმერთი" (1 კორ. 11:3). იბადება კითხვა: აქ "ყოველ კაცში" ერისკაცები იგულისხმებიან თუ ყოველნი მამაკაცნი (მათ შორის ისინიც, ვინც დიაკვნები და მღვდლები გახდნენ?). თუ ყველანი, მაშინ მომდევნო მუხლებიც ამ კონტექსტში უნდა განვიხილოთ, თუ არა და, მაშინ გამოდის, რომ მოციქული ქრისტეს მხოლოდ ერისკაცთა თავად მიიჩნევს და ეს იერარქია: "კაცის თავი ქრისტეა, ქალის თავი - კაცი, ხოლო ქრისტეს თავი - ღმერთი" ირღვევა.

მე შეგნებულად გამოვტოვე სიტყვა "ყოველი". დიახ, მოციქული ამბობს, რომ ქრისტე "ყოველი კაცის თავი" არისო და არა გარკვეული კასტის (ვთქვათ ერისკაცთა). ამიტომაც, თუ "ყოველში" მღვდლებსაც მოვიაზრებთ (აუცილებლად უნდა მოვიაზროთ), მაშინ გასაგები გახდება, რომ სიტყვებში: "განა თვით ბუნება არ გასწავლით, რომ თუ კაცი გრძლად უშვებს თმას, ეს საძრახისია მისთვის?" "კაცში" სასულიერო პირებიც უნდა ვიგულისხმოთ.

მეორე გარემოება, რომელიც "კაცში" სასულიერო დასსაც გვაფიქრებინებს არის სიტყვა "ბუნება". ანუ, კაცის ბუნებისთვის თმის მოშვება საძრახისი არისო. რატომ? ამისთვის ვნახოთ რა მნიშვნელობას ატარებს ის ქალისთვის: "ამრიგად, კაცი თავდაუბურავი უნდა იყოს, ვინაიდან ხატია და დიდება ღვთისა, ხოლო ქალი ქმრის დიდებაა. რადგანაც კაცი კი არ არის ქალისაგან, არამედ ქალი - კაცისაგან. და კაცი კი არ შეიქმნა ქალისთვის, არამედ ქალი - კაცისთვის. ამიტომაც მართებს ქალს ფლობის ნიშანი ჰქონდეს თავზე ანგელოზების გულისთვის".

ამრიგად, გრძელი თმები, იგივე ბუნებითი თავსაბურავი (რადგან ხელოვნური თავსაბურავიც მისცა ღმერთმა დედაკაცს - ანუ ქსოვილისგან შეკერილი თავსაფრები, რაც ნეტ. თეოფილაქტეს მიხედვით ორმაგი მორჩილების ნიშანია და თავსაფარი ნებაყოფლობით მორჩილებაზე მიანიშნებს), ქალს მიეცა "ფლობის ნიშნად". კაცია მისი "მფლობელი", მისი თავი, ხოლო, რადგან "ყოველი კაცის თავი ქრისტეა, ქალის თავი - კაცი, ხოლო ქრისტეს თავი - ღმერთი", მამაკაცნი დედაკაცებივით "ფლობის ნიშანს" არ უნდა ატარებდნენ. და ეს ეხება ყველას, - ერისკაცსაც და სამღვდელოსაც.

თანაც, ერთიც მინდა ვიკითხო თუ ზოგიერთი მღვდლების გრძელთმიანობას იმით ამართლებს, რომ ქრისტეს ბაძავს, რატომ არა აქვს ქრისტესადმი მიბაძვის უფლება ერისკაცს? განა თვით ქრისტემ არ მოუწოდა ყველას მიებაძათ მისთვის? განა მოციქული პავლე არ ამბობს ერთგან: "მობაძავ ჩემდა იყავით, როგორც მე ქრისტესა?" (ციტატა ზეპირად მომყავს და მომიტევეთ თუ დავამახინჯე). მაშ, რატომ არის აკრძალული ერისკაცთათვის გრძელი თმების მოშვება?

თქვენ რას იტყვით, ბ-ნო გიორგი?

დააკვირდით რას ამბობს პავლე: "ყოველი კაცის თავი ქრისტეა, ქალის თავი - კაცი, ხოლო ქრისტეს თავი - ღმერთი" (1 კორ. 11:3). იბადება კითხვა: აქ "ყოველ კაცში" ერისკაცები იგულისხმებიან თუ ყოველნი მამაკაცნი (მათ შორის ისინიც, ვინც დიაკვნები და მღვდლები გახდნენ?). თუ ყველანი, მაშინ მომდევნო მუხლებიც ამ კონტექსტში უნდა განვიხილოთ, თუ არა და, მაშინ გამოდის, რომ მოციქული ქრისტეს მხოლოდ ერისკაცთა თავად მიიჩნევს და ეს იერარქია: "კაცის თავი ქრისტეა, ქალის თავი - კაცი, ხოლო ქრისტეს თავი - ღმერთი" ირღვევა.

მე შეგნებულად გამოვტოვე სიტყვა "ყოველი". დიახ, მოციქული ამბობს, რომ ქრისტე "ყოველი კაცის თავი" არისო და არა გარკვეული კასტის (ვთქვათ ერისკაცთა). ამიტომაც, თუ "ყოველში" მღვდლებსაც მოვიაზრებთ (აუცილებლად უნდა მოვიაზროთ), მაშინ გასაგები გახდება, რომ სიტყვებში: "განა თვით ბუნება არ გასწავლით, რომ თუ კაცი გრძლად უშვებს თმას, ეს საძრახისია მისთვის?" "კაცში" სასულიერო პირებიც უნდა ვიგულისხმოთ.

მეორე გარემოება, რომელიც "კაცში" სასულიერო დასსაც გვაფიქრებინებს არის სიტყვა "ბუნება". ანუ, კაცის ბუნებისთვის თმის მოშვება საძრახისი არისო. რატომ? ამისთვის ვნახოთ რა მნიშვნელობას ატარებს ის ქალისთვის: "ამრიგად, კაცი თავდაუბურავი უნდა იყოს, ვინაიდან ხატია და დიდება ღვთისა, ხოლო ქალი ქმრის დიდებაა. რადგანაც კაცი კი არ არის ქალისაგან, არამედ ქალი - კაცისაგან. და კაცი კი არ შეიქმნა ქალისთვის, არამედ ქალი - კაცისთვის. ამიტომაც მართებს ქალს ფლობის ნიშანი ჰქონდეს თავზე ანგელოზების გულისთვის".

ამრიგად, გრძელი თმები, იგივე ბუნებითი თავსაბურავი (რადგან ხელოვნური თავსაბურავიც მისცა ღმერთმა დედაკაცს - ანუ ქსოვილისგან შეკერილი თავსაფრები, რაც ნეტ. თეოფილაქტეს მიხედვით ორმაგი მორჩილების ნიშანია და თავსაფარი ნებაყოფლობით მორჩილებაზე მიანიშნებს), ქალს მიეცა "ფლობის ნიშნად". კაცია მისი "მფლობელი", მისი თავი, ხოლო, რადგან "ყოველი კაცის თავი ქრისტეა, ქალის თავი - კაცი, ხოლო ქრისტეს თავი - ღმერთი", მამაკაცნი დედაკაცებივით "ფლობის ნიშანს" არ უნდა ატარებდნენ. და ეს ეხება ყველას, - ერისკაცსაც და სამღვდელოსაც.

თანაც, ერთიც მინდა ვიკითხო თუ ზოგიერთი მღვდლების გრძელთმიანობას იმით ამართლებს, რომ ქრისტეს ბაძავს, რატომ არა აქვს ქრისტესადმი მიბაძვის უფლება ერისკაცს? განა თვით ქრისტემ არ მოუწოდა ყველას მიებაძათ მისთვის? განა მოციქული პავლე არ ამბობს ერთგან: "მობაძავ ჩემდა იყავით, როგორც მე ქრისტესა?" (ციტატა ზეპირად მომყავს და მომიტევეთ თუ დავამახინჯე). მაშ, რატომ არის აკრძალული ერისკაცთათვის გრძელი თმების მოშვება?

თქვენ რას იტყვით, ბ-ნო გიორგი?

(ციტატა) (GIORGI LELUASHVILI): თუკი ამ კანონს მთლიანად მივიღბთ, მაშინ დღესაც ხომ უნდა ატარებდნენ ტონზურას სასულიერო პირები? მე მინახავს ხატები, სადაც ზოგიერთ წმინდანს ამგვარად აქვს თმა შეჭრილი.

ძველმართლმადიდებელი - აბსოლუტურად სწორი შეკითხვაა, რაზეც გიპასუხებთ, რომ კანონები მთლიანად უნდა მივიღოთ და არა ნაწილობრივ. მაგრამ კანონი ასახავს მის დროს არსებულ ტრადიციას. ის ტონზურის ამოჭრას კი არ აკანონებს, არამედ მღვდლებს აძლევს უფლებას გაიკეთონ ის, რაც იმ დროს სასულიერო პირთა განმასხვავებელი ნიშანი იყო. არც მეტი და არც ნაკლები.
(ციტატა) (GIORGI LELUASHVILI): "თავი მოაქვთ გრძელი თმებით, ამგვარი ყალბი კეთილსახოვნებით თავს იწონებენ და ამის შემდეგ, საკუთარ თავს ცხოვნებულთა რიგშიც კი აყენებენ... მაშ, მიპასუხე, როგორ არ იქნება ეს მწვალებლობა სხვა მწვალებლობაზე უარესი?" ანუ გრძელი თმის მოშვება ყოფილა კეთილსახოვნების სიმბოლო, რასაც საეკლესიო კანონთა დამრღვევიბი ფაისევლურად ატარებდნენ. მე ამგვარად მესმის.

ძველმართლმადიდებელი - მომიტევეთ, გიორგი. არ მინდა ისეთი შთაბეჭდილება დავტოვო, თითქოსდა ყოველივეში შედავების სურვილი მქონდეს, მაგრამ, წმ. სიმეონის ნათქვამში ლაპარაკია "ყალბ კეთილსახოვნებაზე" და არა უბრალოდ "კეთილსახოვნებაზე". ანუ "თავი მოაქვთო გრძელი თმებით და ამგვარი ყალბი კეთილსახოვნებით" იწონებენო თავს.

(ციტატა) (GIORGI LELUASHVILI): მე ზოგადად მაგალითი მოვიყვანე, რომ უფრო ადვილი გამხდარიყო ჩემი ნათქვამის გაგება ამ შედარებით.

ძველმართლმადიდებელი - მე გავიგე გიორგი თქვენი ნათქვამი, პირდაპირი მნიშვნელობით არ გამიგია, იმიტომაც ჩავსვი "უფლის ტრაპეზი" ბრჭყალებში. ანუ მე გითხარით, რომ წმიდა მამათა განმარტებით ერისკაცთა და სასულიერო პირთა გრძელთმიანობა სულაც არ არის მოსაწონი საქმე (ამას გულისხმობდა არაპირდაპირი მნიშვნელობით ნათქვამი "უფლის ტრაპეზი").

(ციტატა) (GIORGI LELUASHVILI): მე არ ვაპირებ დავას. უბრალოდ დავწერე ის, რაც დავინახე.

ძველმართლმადიდებელი - გაიხარე. სასიამოვნოა თქვენთან პოლემიკა. მინდა გითხრა, რომ ეს საკითხი გადაღეჭილი გვაქვს ჩვენთან. ამ საკითხზე დიდი დავა და პოლემიკა გვქონდა ჩვენივე ეკლესიის წევრებთან და შესაძლოა მომავალში საკითხი სერიოზულადაც, მთელი ეკლესიის დონეზეც დავაყენოთ... თუმცა, მოვლენებს არ დავაწრებ.

თქვენთვის შეიძლება უინტერესო არ იყოს ის, რომ ჩვენს ეკლესიაში ეს საკითხი ასე გადაწყდა: არქიეპისკოპოსმა დაუშვა თმების ტარების სამივე ფორმა: გრძელი თმები (იკონომიით, რადგან დღეს ამის მკაცრად მოთხოვნამ შეიძლება ეკლესიას უფრო ავნოს, ვიდრე არგოს), მოკლე თმები და პაპალიტრა. ანუ, ვისაც როგორც სურს ისე გაიკრიჭოს. აკრძალულია მხოლოდ ერთი რამ, ძალდატანებით და იძულებით რომელიმე ფორმის თავს მოხვევა.

ყველა ადამიანი თვითონ აგებს პასუხს თავის საქციელზე. გრძელთმიანები თავიანთი გარეგნობისთვის ალბათ თვითონ გასცემენ პასუხს უფლის სამსჯავროზე. მოკლეთმიანებს კი საპასუხო არაფერი ექნებათ, რადგან მათ მოციქულის მცნება შეასრულეს.

პატივისცემით: ძველმართლმადიდებელი.

P. S. ბ-ნო გიორგი, მინდა დაგიდოთ ლინკი, სადაც დეტალურად არის განხილული თმების შეჭრის, პაპალიტრის (ტონზურის) ტრადიციის და გრძელთმიანობის დამკვიდრების ისტორია. სტატია რუსულია, მაგრამ ძალიან საინტერესო და საჭირო მათთვის, ვისაც სურს ამ საკითხს ჩაუღრმავდეს. ჩვენ მის თარგმნას და საკუთარ საიტზე განთავსებასაც კი ვფიქრობთ. იმედი მაქვს დაგაინტერესებს: В. Макарова. "Облик русского священника: к истории длинных волос".

oldorthodox@gmail.com
საქართველოს
ძველმართლმადიდებლური
ეკლესია

ოფიციალური საიტი
Назад к содержимому