ღია წერილი
საქართველოში გაბატონებული,
ნიკონიანურ-რეფორმატორული "მართლმადიდებელი" კონფესიის პატრიარქ ილია II
საქართველოში მოქმედი კონსტიტუციით აღიარებულია დემოკრატიის, სინდისისა და სიტყვის თავისუფლება, მაგრამ, სამწუხაროდ, ჩვენს ყოფაში, სრულიად აშკარად უხეშად ირღვევა ადამიანის ეს ელემენტარული უფლებები, რაც ძველმართლმადიდებლურ ეკლესიასთან მიმართებაში გამოიხატებოდა ჩვენი ბეჭდვითი გამოცემების დევნა-შევიწროებით. კერძოდ, რამოდენიმე გამავრცელებელმა და წიგნის მაღაზიის გამყიდველმა არაორაზროვნად მიგვანიშნა, რომ ჩვენთან თანამშრომლობაზე და ჩვენი ეკლესიის ეგიდით დაბეჭდილი ჟურნალ-გაზეთების თუ წიგნების გავრცელებაზე თავს იკავებს გაბატონებული ეკლესიის ადეპტების ზეგავლენით.
მეტიც, თქვენი კონფესიის წარმომადგენლები პრესითა და ტელევიზიით (კონკრეტულად სამაუწყებლო კომპანია "ევრიკას" მეშვეობით) ეწევიან ძველმართლმადიდებლური ეკლესიის საწინააღმდეგო ცილისმწამებლურ კამპანიას, აცხადებენ რა ჩვენს ეკლესიას "სექტად".
სექტებისადმი ქართველ ერში არსებული ნეგატიური და ზოგჯერ აგრესიული განწყობილების ფონზე, ამგვარი უსაფუძვლო პროპაგანდა გამიზნულია მორწმუნე საქართველოს ასამხედრებლად ძველმართლმადიდებლური ეკლესიის წინააღმდეგ, რასაც მეტად სავალალო და ტრაგიკული შედეგები შეიძლება მოჰყვეს.
ყველამ კარგად უწყის თუ როგორ უფრთხილდება ძველმართლმადიდებლური ეკლესია მართლმადიდებლურ სარწმუნოებას, წმიდა გადმოცემას, მართალ წინაპართა სულიერ და კულტურულ მემკვიდრეობას, ეკლესიურ-
თქვენ არაფერს აკეთებთ იმისთვის, რათა ასწავლოთ ხალხს, როგორ გამიჯნოს ერთმანეთისგან მართალ წინაპართა ჯანსაღი გადმოცემა ეშმაკის მიერ ცთუნებულ წინაპართა წარმართული რიტუალებისგან. ჩვენი ერის ყოფიერებასა და ცნობიერებაში ისე ოსტატურად ნერგავთ ორივე ამ მსოფლმხედველობას (ქრისტეანულსა და წარმართულს), რომ ერში პრაქტიკულად ქრისტეანობის რანგშია აყვანილი წარმართული ჩვეულებები, ე. წ. "ხატობები" და "ჯვარობები", რომელთაც სახელწოდების გარდა არაფერი აქვთ ქრისტეანული.
ამგვარი პოლიტიკის შედეგია ერის გაორებული, სინკრეტული რელიგიურობით ცხოვრება. ეს თქვენი "კურთხევით" გამოცემულ საეკლესიო კალენდრებსაც კარგად ეტყობა, სადაც ქრისტეანულ დღესასწაულთა გვერდით, წარმართულ "დღეობებსაც" ელოლიავებით. ამ სინკრეტულ ნაზავში ამყოფებთ მორწმუნეებს და ამ დროს უმეცარი "სამღვდელოების" შემწეობით, თქვენი კონფესიის გულუბრყვილო მორწმუნეებს ძველი მართლმადიდებლობის წინააღმდეგ ამხედრებთ. ეს მიუტევებელი დანაშაულია, რომლისთვისაც თავის დროზე ქართველი ერი პასუხს მოგთხოვთ.
მაცხოვარი ბრძანებს: "გაყიდეთ ყველაფერი და იყიდეთ მახვილი". "მახვილი" -
ამაოდ ცდილობთ ჩვენს დაბრკოლებას: "უმზირი ცოდვილი მართალსა და დაიღრჭინნის მის ზედა კბილნი მისნი, ხოლო უფალი ეცინინ მას, რამეთუ წინაისწარ ხედავს, რამეთუ მოახს დღე მისი" (ფსალმ. 36:12-
ერის სასიკეთოდ თუ იღვწით, შეეშვით ძველმართლმადიდებელთა შევიწროებას, ნუ თესავთ შუღლს ძმათა შორის; გადმოდგით სამოყვრო ნაბიჯი, გონს მოიყვანეთ თქვენი ადეპტები, ხოლო თუ ვინმე თქვეგან დაუკითხავად ან თქვენი სინოდის განკარგულების გარეშე მოქმედებს და ზემოთ ნახსენები დევნა-
საქართველოს ძველმართლმადიდებლური ეკლესიის გაზეთ "მართლმადიდებლის" რედკოლეგია (1999 წ. # 2 (21) 1999 წ.