არქიეპისკოპოსი პავლე
მართლმადიდებლობის აპოლოგია
საღვთისმეტყველო დიალოგი ალმანახ "ივერიის გაბრწყინებასთან" (დიალოგი II)
მართლმადიდებლობის აპოლოგია
საღვთისმეტყველო დიალოგი ალმანახ "ივერიის გაბრწყინებასთან" (დიალოგი II)
თავი II
მწვალებლური ეკლესიოლოგია
1. ეკლესიის დაქვრივებისათვის
მწვალებლური ეკლესიოლოგია
1. ეკლესიის დაქვრივებისათვის
შეკითხვა: ჩქვენი ოპონენტები ამტკიცებენ, რომ "რუსული "რასკოლის" ბეგლოპოპოვცების" განშტოება (და საზოგადოდ "პოპოვშჩინა") არის ეკლესიის იმიტაცია და მის წიაღში ცხოვნება შეუძლებელია, ვინაიდან უეპისკოპოსოდ ეკლესია არ არსებობს, ხოლო ძველმორწმუნე ქრისტეანებს თითქმის ორსაუკუნენახევრის განმავლობაში არ ?ყავდათ ეპისკოპოსი" (ივ. გაბრწყ." იქვე. გვ. 9. სვ. 2).
პასუხი: ასეთი მტკიცება ნიკონიანელ რეფორმატორთა მწვალებლური ეკლესიოლოგიის პროდუქტია. ეკლესია, როგორც მართალთა საკრებულო, ღვთიური და მადლშემოსილი სიცოცხლეა მთელ სამყაროში, ის არის ტრანსცენდენტური (საიქიო) და იმანენტური (სააქაო) სარწმუნოებრივი ყოფიერების ერთობა. წმ. მამათა თქმით: ეკლესიას შეადგენს არა მხოლოდ კაცობრიობის ის ნაწილი, რომელიც ამქვეყნად იღვწის ზეციური სასუფევლის დასამკვიდრებლად, არამედ ზეცაში დამკვიდრებულ ანგელოზთა და წმინდანთა საკრებულოც.

მოკლედ რომ ვთქვათ, ეს არის "სხეული ქრისტესი, რომელსაც შეადგენენ ყველა დროის, ასაკისა და წოდების ადამიანები, ღვთის წმინდანები, მოწამენი, მართალნი, ღირსნი და ყველა საუკუნეში მცხოვრები ღვთისმოსავი კაცნი" (Книга о вере, гл. 2, л. 22). ასე, რომ ეკლესია - ეს არის ზეციური (მედღესასწაულე) და მიწიერი, ამქვეყნიური (მებრძოლი) ეკლესიების ერთობა. და ეს არის არა ორი (ცალ-ცალკე არსებული), არამედ ერთი ეკლესია, რამეთუ ის არის ქრისტეს მისტიკური სხეული, რომლის თავიც თავად ქრისტეა.
ამ ეკლესიის დაქვრივება ნაწინასწარმეტყველევია ჯერ კიდევ ძვ. აღთქმაში. ესაიას წინასწარმეტყველებაში ვკითხულობთ: "თქვა სიონმა (ეკლესიამ - ეპ. პ.) მიმატოვა უფალმა და ღმერთმა დამივიწყა. განა დაივიწყებს ქალი თავის ჩვილს, არ შეიბრალებს თავისი მუცლის ნაშიერს? მან რომ დაივიწყოს, მე არ დაგივიწყებ შენ. აჰა, ხელებზე მყავს გამოსახული შენი კედლები და მუდამ ჩემს წინაა, მალევე დაჯილდოვდები მათგან ვინც აგაოხრა და შენი დამაქცევარნი წავლენ შენგან... გეტყვიან ყურში შენი შვილები, რომელნი წარსწყმდნენ: მევიწროება ადგილი, მიქმენ ადგილი რათა ვიცხოვრო. იტყვი გულში: ვინ გამიჩინა ესენი? მე ხომ უშვილო ვარ და ქვრივი, ვინ გამიზარდა ესენი? მარტო რომ ვიყავი დარჩენილი, ესენი სადღა იყვნენ?" (ესაია 49:14-21).
როგორც ვხედავთ, ეკლესია საგონებელშია ჩავარდნილი, რამეთუ ქვრივია და არ იცის, საიდანა ჰყავს შვილები. წინასწარმეტყველი ესაია ბრძანებს: "გაიხარე, ბერწო, უშობელო! სიხარულით აყიჟინდი, სალმობის განუცდელო, რადგან მიტოვებულს მეტი შვილები ეყოლება, ვიდრე გათხოვილს, ამბობს უფალი... ნუ გეშინია, რომ შერცხვენილი ხარ, ნუცა გეკდემების, რამეთუ ყვედრებულ იქმენი, რამეთუ დავიწყებულ იქნება საუკუნოდ შენი სირცხვილი და შენი ქვრივობის ყვედრება აღარ იქნება გახსენებული. რამეთუ უფალია შენი შემოქმედი... თქვა ღმერთმან შენმან: მცირე ხნით მყავდი მიტოვებული, მაგრამ შეგიწყალებ დიდი წყალობით. გულისწყრომისას მცირე ხნით გარემივიქციე პირი ჩემი შენგან, მაგრამ სამარადისო წყალობით შეგიწყალებ, ამბობს შენი მწყალობელი უფალი" (ესაია 94:1-8).
ამრიგად, თვით წმ. წერილის მოწმობით, ეკლესია აღმოჩნდა დაქვრივებული, დაწუნებული, შერცხვენილი და თვით ღმრთისგან მიტოვებულიც კი. მაგრამ, აღთქმისამებრ, შეწყალებულ იქნება დიდი წყალობით.
კამათის მოყვარულებს იმთავითვე ვამცნობთ, რომ წმ. მამები ძველაღთქმისეულ წინასწარმეტყველებებს სიონზე, იერუსალემზე, იუდეაზე განაკუთვნებდნენ არა მარტო ისტორიულ ძვ. აღთქმისეულ სიონს, იერუსალემსა თუ იუდეას, არამედ ეკლესიასაც. ასე განმარტავენ ღირ. ეფრემ ასურელი (Твор. преп. Ефрема Сирина, ч. 1. Житие, стр. 68, 69, ч 45, стр 513); ნეტ. იერონიმე (Твор., ч. 7, Толкования на пр. Исаии). ნეტ. ავგუსტინე (Твор, ч 6, слово 29, стр. 46-48, изд. 1887 г. Москва. Толк. на 54 гл. пр. Исаии о вдовстве новозаветной Церкви); წმ. ამბროსი მედიოლანელი, ღირ. მაქსიმე ბერძენი (Творения, ч. 2, сл. 8); წმ. იოანე ოქროპირი (Творения, т. 6, изд. 1900 г., стр. 25, 173. изд. Казань 1860 г.). და მრავალი სხვა.
"ვისმინოთ, - ბრძანებს ნეტ. ავგუსტინე, - რას ბრძანებს შემდგომ (ესაია) ეკლესიის შესახებ: "გაიხარეო ბერწო, უშობელო, სიხარულით აყიჟინდი... რადგან თქვა ღმერთმან შენმან ნუ გეშინია, რომ შერცხვენილი ხარ, ნუცა გეკდიმების, რამეთუ ყვედრებულ იქმენი, რამეთუ დავიწყებულ იქნება საუკუნოდ შენი სირცხვილი და შენი ქვრივობის ყვედრება აღარ იქნება" (Блаж. Августин. Творения, ч. 6, сл. 29,стр. 46-48. Изд. 1887. Толк. натпр. Исаии. О вдовстве новозаветной церкви).
წმ. ამბროსი მედიოლანელი გვასწავლის, რომ ძველაღთქმისეული ზოგიერთი ქვრივი დედაკაცი წარმოადგენს წინასახეს ეკლესიისა. მაგალითად:
ა) ეკლესიის წინასახეა სარეპტელი ქვრივი, რომელთანაც ღმერთმა ელია წინასწარმეტყველი გააგზავნა.
"უეჭველადო, ბრძანებს წმ. მამა, ეს ის ქვრივია, რომლის შესახებაც ითქვა: "გაიხარე ბერწო, უშობელო, სიხარულით აყიჟინდი სალმობის განუცდელო, რადგან მიტოვებულს მეტი შვილები გეყოლება, ვიდრე გათხოვილს" (ესაია 54:1). და ჭეშმარიტად ქვრივია ის, ვისზეც მშვენივრად ითქვა "შენი ქვრივობის ყვედრება აღარ იქნება, რამეთუ მე ვარ უფალი - შენი შემოქმედი " (ესაია 54:4).
ვინმე თუ იკითხავს, რატომ დაუშვა ღმერთმა ეკლესიის დაქვრივება, წმ. მამისგან ასეთ პასუხს მიიღებს: "იმიტომ, რომ უმეტესი დიდებით გამოჩენილიყო მიტოვებულის ერთგულება" (Св. Амвросий Медиоланский. "О девстве и браке". Москва 1997, стр. 90, 91).
მაგრამ შეიძლება კვლავ იკითხონ: რატომ არის, რომ წმ. წერილში ეკლესია ერთდროულად წარმოჩენილია ქალწულადაც, გათხოვილადაც და ქვრივ დედაკაცადაც? წმ. მამა გვასწავლის: "ეკლესია იმიტომაც არის ერთდროულად ქალწულიც, გათხოვილი ქალიც და ქვრივიც, რომ ყველა ესენი ქრისტეს ერთ სხეულში იმყოფებიან" (იქვე. გვ. 91) და "ეკლესიას უნდა ამშვენებდეს ყვავილი უბიწოებისა, ღვაწლი ქვრივობისა და ნაყოფი ქორწინებისა" (იქვე. გვ. 125).
ბ) დებორას (მსაჯულთა 4.) შესახებ წმ. ამბროსი ბრძანებს, რომ "საიდუმლოდ გამოხატავს წარმომავლობას ეკლესიისა წარმართთაგან, რამეთუ მას (დებორას) წილად ერგო, დაეძლია სულიერი სისარა, ანუ ძალი წინააღმდგომი ეშმაკისა" (იქვე. გვ. 107).
გ) აქვეა ივდითი, რომელმაც თავისი ქვრივობის პერიოდში შეინახა კრძალულება და დაიცვა მშვენება უბიწოებისა (ანუ ეკლესია არც ქვრივობის პერიოდში შთავარდნილა მწვალებლობაში. - ეპ. პ.) (იქვე. გვ. 103).
დ) ნოემინი, რომელიც ქვრივობოსას, საარსებო წყაროს სხვის ნიადაგზე ამოსული თავთავებით ჰპოვებდა (ასევე დაქვრივებული ეკლესიაც "სხვის ნიადაგზე" ხელდასხმული მღვდლების ხარჯზე ინარჩუნებდა არსებობას) (იხ. იქვე. გვ. 99).
ე) წმ. ამბროსისავე განმარტებით ეკლესიაა ნაგულისხმები წმ. წერილის სიტყვებში: "უსაჯეთ ობოლსა და განამართლეთ ქვრივი" (ესაია 1:17). "უფალმან დაიცვას მწირნი, ობოლი და ქურივი შეიწყნაროს" (ფსალმ. 145:9) (იქვე. გვ. 89) და მრავალი სხვა.
ეკლესიის დაქვრივების შესახებ პირდაპირ იწინასწარმეტყველა მოსკოვის წმიდა მიტროპოლიტმა ფილიპემ (ეწამა 1570 წ.). მან თქვა: " ...ვწუხვარ, რომ დადგება დრო, როდესაც უფლის ეკლესია დაქვრივდება, რამეთუ მისი მწყემსები დაქირავებულებივით იქნებიან"(Начертание жития подвигов и изречения святителя Филиппа ... Митр. Московского чудотворца. стр. 76).
"შვილნო ჩემნო, ამბობდა ის, მოთმინებითა თქვენითა მოიპოვეთ სული თქვენი, იყვარებოდეთ ურთიერთას და გიყვარდეთ მტერნი თქვენნი: ღმერთი (ეკლესიის ქვრივობის შემდეგ) ყოველივეს უკეთესობისკენ წაიყვანს" (იქვე.)
სხვა გამოცემაში კი ნათქვამია: "...მღვდელმთავარმა ფილიპემ... ეკლესიისა და მამულისთვის მოსაგრემ, როდესაც ოპრიჩნიკები მიათრევდნენ, ბრძანა: "ვხარობ, რომ ეკლესიისთვის მიწევს ყოველივე ამის დათმენა, მაგრამ ახლოა ჟამი, როდესაც ის დაქვრივდება და მისი მწყემსები, დაქირავებულებივით, მოძულებულნი იქნებიან" (Книга - училище благочестия, - выбранное из жития святых, издан.училищем совета при Синоде (исправленное) СПБ Синод. типогр. 1901 г., стр. 170, по изд. 1886 г. СПб, часть 3, стр. 204).
ამრიგად, მტკიცებულება, თითქოსდა "ეკლესია უეპისკოპოსოდ არ არსებობს", წმ. წერილისა და წმ. მამათა განმარტებების საწინააღმდეგოა.
შეკითხვა: ოპონენტები თავიანთი შეხედულების განსამტკიცებლად იმოწმებენ წმ. დიონისე არეოპაგელს. ისინი წერენ: "უეპისკოპოსოდ ეკლესია არ არსებობს, - ეს რომ ასეა, ჩანს სამღვდელმთავრო ხარისხის უდიდესი მნიშვნელობიდან ეკლესიისთვის, რასაც წმ. დიონისე არეოპაგელი (I ს.) სიღრმისეულად განმარტავს ("ივ. გაბრწყ." ?4 (36) 2000წ. გვ. 9. სვ. 2) რა შეიძლება ითქვას ამის შესახებ?
პასუხი: ძველმართლმადიდებელ ქრისტეანებს არასოდეს დაუყენებიათ ეჭვქვეშ არც წმ. დიონისეს ავტორიტეტი, არც მისი თხზულებების ჭეშმარიტება და არც სამღვდელმთავრო ხარისხის უდიდესი მნიშვნელობა ეკლესიისთვის, "რასაც წმ. დიონისე არეოპაგელი სიღრმისეულად განმარტავს".
რაც შეეხება იმას, თითქოსდა "ეკლესია უეპისკოპოსოდ არ არსებობს" (ანუ მას, არ შეუძლია დროებით დაქვრივდეს - ეპ. პ.), წმ. დიონისეს ამგვარი სწავლება არსად მოუცია. ეს შეხედულება წმიდა მამას ჩვენმა ოპონენტებმა მიაწერეს.
შეკითხვა: მაგრამ, "ივერიის გაბრწყინებას" მოჰყავს საკმაოდ ვრცელი ციტატა წმ. დიონისეს თხზულებიდან ("საეკლესიო მღვდელთ-მთავრობისათვის"), რომელიც ადასტურებს მათ შეხედულებას ეკლესიის დაქვრივების შესახებ. განა შესაძლოა ამ არგუმენტის გვერდის ავლა?
პასუხი: ჩვენ არაფერი და არავინ გვაიძულებს, გვერდი ავუაროთ ნებისმიერ არგუმენტს, ვის მიერაც უნდა იყოს ის გამოთქმული. პირიქით, მიმოწვლილვით განვიხილავთ თითოეულ მათგანს.
ამ შემთხვევაშიც ოპონენტების მიერ დამოწმებული ადგილი წმ. მამის თხზულებიდან ადასტურებს არა მათი, არამედ ჩვენი მტკიცებულების ჭეშმარიტებას. ანუ იმას, რომ წმ. მამას ეკლესიის დაქვრივების შესახებ არაფერი უთქვამს.
ეს ჩანს წმ. დიონისეს თხზულებათა კომენტატორების: ღირ. მაქსიმე აღმსარებლისა (VII ს.) და გიორგი პახიმერის (XIV) ს.) განმარტებებიდან, რომლებსაც იმოწმებს კიდევაც "ივერიის გაბრწყინება". კერძოდ:
ღირ. მაქსიმე აღმსარებელი მღვდელმთავრის (ეპისკოპოსის) უდიდეს მნიშვნელობაზე მსჯელობისას აღნიშნავს, რომ მას, სხვა საეკლესიო ხარისხებისგან (დიაკვნისა და პრესვიტერისგან) განსხვავებით, უდიდესი უპირატესობა გააჩნია. კერძოდ, "უფლება მირონის კურთხევა-სრულქმნისა არა აქვთ პრესვიტერებს, რომელთაც იგი მღვდლებად სახელდებს, - ისევე, როგორც კურთხევა საკურთხეველთა, რაზეც უსისხლო მსხვერპლი შეიწირება; აგრეთვე ხელდასხმისა; ყოველივე ამას მხოლოდ და მხოლოდ მღვდელმთავარი აღასრულებს და ამის გარეშე პრესვიტერს არ ძალუძს არც ნათლის-ცემა, არც უსისხლო მსხვერპლის შეწირვა, არამედ მღვდელმოქმედება შეუძლია მხოლოდ მაშინ, როდესაც ყოველივე ზემოთ ხსენებული უკვე ნაკურთხია ეპისკოპოსის მიერ" (ციტ. "ივ. გაბრწყინებიდან". 2000 წ. ?4 გვ. 10. წყაროები იხ. იქვე.).
ასე, რომ წმ. დიონისეს თხზულების დამოწმებულ ადგილში ვერც ღირ. მაქსიმე აღმსარებელი ხედავს რაიმე ცნობას იმის შესახებ, თითქოსდა შეუძლებელი იყოს ეკლესიის დაქვრივება.
შეკითხვა: იქნებ გიორგი პახიმერის განმარტებაშია მოცემული ამგვარი რამ?
პასუხი: ასეთი სწავლება არც გიორგი პახიმერის განმარტებაში მოიპოვება. ის წერს, რომ: "მღვდელმთავართა ხარისხი არის პირველი და უმაღლესი... რომ ის "თვისაგან მიანიჭებს სხვებს იმას, რაც მას მიეცა... მისით განსრულდება მღვდელმსახურთა მთელი დასი, რამეთუ, როგორც მთელი მღვდელმთავრობა თავმოყრილია ჩვენს მაცხოვარ იესუ ქრისტეში (ვინაიდან ის არის უპირველესი მღვდელმთავარი), ასევე ყოველი ცალკეული იერარქია მიეკუთვნება თავის იერარქს იმიტომ, რომ იგი მოქმედებს მისდამი დაქვემდებარებული დასების მეშვეობით, რომელთაც მისცა ძალა აღასრულონ ის, რასაც ისინი აღასრულებენ... რადგან, სწორედ ისინი წმიდა-?ყოფენ ყველა საღმრთო სიმბოლოს. რომ არ იყოს მირონი, ან - საკურთხეველი, ანდა - მღვდელმთავარი, - ცხადია, არ იქნებოდა არანაირი მღვდელმოქმედებაც" (ციტ. "ივ. გაბრწყ." წყარო იხ. იქვე).
ამრიგად, როგორც ვხედავთ, არც გიორგი პახიმერი ამბობს რაიმეს ეკლესიის დაქვრივებაზე და აღნიშნავს მხოლოდ იმ უდიდეს როლს ეპისკოპოსისას, რომელიც მას ეკლესიაში ენიჭება, რაშიც ეჭვი არც ძველმორწმუნე ქრისტეანებს შეჰპარვიათ.
შეკითხვა: იქნებ უმღვდელმთავროდ ეკლესიის არსებობა ოპონენტებს იმიტომაც ვერ წარმოუდგენიათ, რომ მას (ეპისკოპოსს) ეკლესიაში ესოდენ უდიდესი და შეუცვლელი ფუნქცია ეკისრება? ანუ, თუკი მირონისა და ტაძრის კურთხევა, ასევე ხელდასხმა ეპისკოპოსის პრეროგატივაა, ჩვენი, ძველმართლმადიდებლური ეკლესია ეპისკოპოსის გარეშე 300 წელი როგორღა არსებობდა? ვინ აღასრულებდა ნათლისღება-მირონცხებას, ტაძრებს ვინ აკურთხებდა, საიდან ჰყავდა მღვდლები?
პასუხი: მართალია, ეპისკოპოსს ეკლესიაში შეუცვლელი ფუნქციები ნამდვილად აქვს, მაგრამ არა იმგვარი, რომ დაქვრივების შემთხვევაში უქმდებოდეს ეკლესიის არსებობა.
ოპონენტების შეცდომა იმაშია, რომ ისინი წმ. მამათა თხზულებებში ეძიებენ იმას, რაც იქ არ მოიპოვება, წმ. მამებს კი მიაწერენ ისეთ აზრებს, რაც მათ არ გამოუთქვამთ. ხშირად მათ არასწორად ესმით წმ. მამების ესა თუ ის გამოთქმა, რაც წარმოქმნის კიდევაც მთელ გაუგებრობებსა და ცთომილებებს.
ასე, მაგალითად, გიორგი პახიმერის განმარტებაში, რომელსაც "ივერიის გაბრწყინება" იმოწმებს ნათქვამია: "წმ. მამა (ე.ი. დიონისე არეოპაგელი - ეპ. პ.) ამბობს, რომ ხუცესი როდი განასრულებს ნათლობას საბოლოოდ: საჭიროა მღვდელმთავარი, რათა მირონი ეცხოს ნათელღებულს... ანკი როგორ აღსრულდეს საღმრთო ევქარისტია, თუკი არ იქნება საკურთხეველი (ეს კითხვა "ბეგლოპოპოვცებსაც" ეხებათ: როგორ ეზიარებოდნენ მათი წინაპრები 250-წლიანი უმღვდელმთავრობის პერიოდში - გ. გაბაშვილი) ანდა საიდან მოვიდოდა თავად მღვდელი, თუკი მღვდელმთავარი მას ხელს არ დაასხამდა?.." (ციტ. იქვე. გვ. 10. სვ. 2).
ამრიგად, როგორც ეს ოპონენტების მიერ ფრჩხილებში მოცემული კითხვიდანაც ჩანს, მათ ვერ გაუგიათ:
"როგორ განასრულებს მღვდელი ნათლის-ღებას, რადგან, "საჭიროა მღვდელმთავარი რათა მირონი ეცხოს ნათელ-ღებულს..."
"როგორ ეზიარებოდნენ ძველმორწმუნენი უეპისკოპოსოდ ყოფნის 250-წლოვან პერიოდში თუკი მათ (ანუ ძველმორწმუნეთ - ეპ. პ.), - როგორც ოპონენტები ფიქრობენ, - საკურთხეველი არ ჰქონდათ"?
"საიდან მო?ყავდათ მღვდლები ამ პერიოდში, თუკი მღვდელმთავარი მათ ხელს არ დაასხამდა? "
ოპონენტთა დასკვნა მარტივია: ძველმორწმუნეებს ზემოთმითითებული მღვდელმოქმედებებიდან არც ერთის ქმნა არ შეეძლოთ, რაკიღა მათ 250 წელი მღვდელმთავარი არ ჰყავდათ. ხოლო, თუკი არ შეეძლოთ ნათლობის სრულქმნა (მირონცხება) და ტაძრების კურთხევა (სადაც აღესრულება ევქარისტია), ვერ აღასრულებდნენ ევქარისტიას (რაკიღა უეპისკოპოსოდ არ შეეძლოთ ტაძრის კურთხევა) და არ ჰყავდათ მღვდლები (რადგან მათი ხელდამსხმელი ეპისკოპოსი არ მოეპოვებოდათ) "ძველმორწმუნეთა საკრებულო ეკლესიის საზღვრებს გარეთ მყოფი მორწმუნეთა საზოგადოებაა და არა ქრისტეს ჭეშმარიტი ეკლესია..." - ასკვნიან ისინი (ციტ. იქვე. გვ. 9. სვ. 2). ამიტომაც, თურმე "ბეგლოპოპოვცების განშტოება არის ეკლესიის იმიტაცია და მის წიაღში ცხოვნება შეუძლებელია" (იქვე. გვ. 9. სვ. 2).
როგორც უკვე ვთქვით, ოპონენტთა ასეთი შეხედულებები შედეგია წმ. მამათა თხზულებების: უცოდინარობის, მათი ვერგაგებისა ან მათთვის იმ სწავლების მიკუთვნებისა, რაც მათ არასოდეს გამოუთქვამთ.
შეკითხვა: როგორ შეგვიძლია ამის დამტკიცება?
პასუხი: შორს რომ არ წავიდეთ, ამას თვით ღირ. მაქსიმე აღმსარებლის, გიორგი პახიმერის და ზოგიერთი იმ წმიდა მამის გამონათქვამიდან დავამტკიცებთ (იხ. ქვემოთ), რომელთაც თავიანთი მცდარი შეხედულებების "მამტკიცებელ" არგუმენტებად იყენებენ ჩვენი ოპონენტები.
შეკითხვა: და მაინც, როგორ განასრულებდნენ ძველმართლმადიდებელი მღვდლები ნათლისღებას, თუკი, როგორც გიორგი პახიმერი განმარტავს: "საჭიროა მღვდელმთავარი რათა მირონი ეცხოს ნათელ-ღებულთ..."?
პასუხი: ჯერ ოპონენტებს ვკითხოთ თუკი ისინი ხუცესმა მონათლა და არ ეპისკოპოსმა,) ვინ სცხო მათ მირონი - იმავე ნათლისმცემელმა მღვდელმა თუ ეპისკოპოსმა? ან, როგორ განსრულდება ნათლისღება მათ მრავალრიცხოვან ტაძრებში (თუნდაც რომელიმე რაიონში ან სოფელში), სადაც არიან მღვდლები, ეპისკოპოსები კი არა ჰყავთ. გიორგი პახიმერის განმარტების თანახმად რომ ხდებოდეს დღეს ნათლისღების განსრულება, ანუ მღვდელს არ ?ქონდეს ახალმონათლულის მირონცხების უფლება, მაშინ:
1) თითოეულ ნათლობას ნათლისღების განსასრულებლად უნდა ესწრებოდეს ეპარქიის ეპისკოპოსი, თუ არადა, მაშინ 2) ნათლობის შემდეგ ახალმონათლული თვითონ უნდა ეახლოს (თუ ჩვილია, მიუყვანონ ნათლიებმა) ეპისკოპოსს განსრულებისათვის ნათლობისა (ანუ მირონსაცხებლად).
მაგრამ ყველამ კარგად უწყის, მ.შ. ჩვენმა ოპონენტებმაც, რომ არაფერი ამდაგვარი არსად ხდება. მოსანათლავებს ეპისკოპოსის ჩაურევლად, ყველგან ნათელს სცემენ და მირონსაც სცხებენ მღვდლები არა მხოლოდ ისეთ ადგილებში, სადაც ეპისკოპოსები ფიზიკურად არ იმყოფებიან, არამედ დიდ ქალაქებშიც კი, სადაც მათი კათედრებია.
შეკითხვა: მაშინ როგორღა გავიგოთ გიორგი პახიმერის ზემოთ მოტანილი განმარტება?
პასუხი: საქმე იმაშია, რომ პირველხანებში ეკლესიაში (ასევე უახლოეს მომდევნო I-II საუკუნეებში), ჯერ კიდევ არ არსებობდა სამრევლოებისგან (რუს. приход, ბერძნ. პარიკია) შემდგარი ეპარქიები, რომლებსაც დღეს ეპისკოპოსები მეთაურობენ. ერთი რომელიმე ადგილობრივი ეკლესიის მრევლს აერთიანებდა ერთი საკურთხეველი ერთი ეპისკოპოსის მეთაურობით.
ამ პერიოდის ეკლესიაში, როგორც ნ.პ. აკსაკოვი წერს, "პრესვიტერი იყო მხოლოდ საეპისკოპოსო მსახურების თანამონაწილე, რომელიც ღვთისმსახურებას აღასრულებდა ადგილობრივი ეკლესიის ერთადერთ საკურთხეველში (ის იყო ეპისკოპოსის თანამწირველი, თუმცა მას არ ?ქონდა უფლება, ჩამოეყალიბებინა სხვა შესაკრებელი ან აღემართა სხვა საკურთხეველი) (იხ. Н. П. Аксаков. Предание Церкви и предания школы. Изд. Свято-Филаретовской Московской высш. праковосл.-христ. школы. Москва 2000 г., стр. 99).
ამიტომაც ბრძანებდა წმ. ეგნატე ღმერთშემოსილი (II ს.): "შეეცადეთ, გქონდეთ ერთი ევქარისტია, რამეთუ ერთია სხეული უფლისა ჩვენისა იესუ ქრისტესი და ერთია თასი მის სისხლში ერთობისა, ერთია საკურთხეველი და ერთია ეპისკოპოსი პრესვიტერებთან და დიაკვნებთან ერთად, რომლებიც არიან ჩემი თანამწირველნი, რათა ყოველივე, რასაც კი აკეთებთ, აკეთოთ ღმრთის სადიდებლად" (ეპისკტოლე ფილადელფიელთა მიმართ).
იგივეს ბრძანებს წმ. კლიმენტი რომაელიც (II-III) ს.). ერეტიკოს ნოვაციანეს შესახებ ის წერს: "სახარების ამ "მცველმა" (ირონ. - არქიეპ. პ.) ნუთუ არ უწყის, რომ კათოლიკე (საყოველთაო - არქიეპ. პ.) ეკლესიაში უნდა იყოს ერთი ეპისკოპოსი?"
განა სრულიად ცხადი არ არის, რომ აქ ერთ ადგილობრივ ეკლესიასა და მის ერთ საკურთხეველზეა საუბარი, რომელსაც მწყემსავს ერთი ეპისკოპოსი და რომელსაც წმ. კლიმენტი მთელი ეკლესიის საზოგადო სახელით - "კათოლიკედ" მოიხსენიებს?! (Евс. Памфил. Церковная история, гл. 42, $ 7. Богосл. труды, № 25).
სწორედ ამ პერიოდის პრესვიტერებზე ვრცელდება ის აკრძალვები, რაზეც ლაპარაკია პახიმერის განმარტებაში. მაგრამ მოგვიანებით, ეპარქიების გამრავლებისა და ეკლესიის პაროკიალური (სამრევლო) ორგანიზების პირობებში, როდესაც პრესვიტერებს (მღვდლებს) აბარებენ თავიანთ სამწყსოს, ანუ სამრევლოს, მღვდლები უკვე ქიროტონიის საიდუმლოში წინასწარ, ერთხელ და სამუდამოდ ღებულობენ ეპისკოპოსისგან ყველა იმ უფლებამოსილებას, რაც კი სამღვდლო ღვთისმსახურების პრეროგატივაში შედის, გარდა, ქიროტონიის, ტაძრის (საკურთხევლის) და მირონის კურთხევისა რაც მხოლოდ ეპისკოპოსის უფლებამოსილებაა.
უკვე IV საუკუნეში ბრძანებდა წმ. იოანე ოქროპირი: "არცთუ დიდია განსხვავება პრესვიტერებსა და ეპისკოპოსებს შორის... ამიტომაც რაც მან (წმ. მოციქულმა პავლემ - ეპ. პ.) თქვა ეპისკოპოსთა შესახებ, შეგიძლია მიუყენო პრესვიტერებს" და იქვე აღნიშნავს თუ რა განსხვავებაა მათ შორის: "პირველნი (ე.ი. ეპისკოპოსები - ეპ. პ.) მხოლოდ ხელდასხმის უფლებით აღემატებიან მეორეთ (ანუ პრესვიტერებს - ეპ. პ.), - მარტოოდენ ამაშია მათი ხილული უპირატესობა პრესვიტერთა წინაშე" (Твор. св. Иоанна Златоустого, т. 11, Беседы в русск. пер. 1 Тим. беседа 11, изд. СПБ 1905 г., стр. 690).
არანაკლები სიძლიერითა აქვს გამოთქმული იგივე აზრი ნეტ. იერონიმეს (IX ს.), რომელიც ბრძანებს: "ხელდასხმის გარდა, რას აკეთებს ეპისკოპოსი ისეთს, რის გაკეთებასაც ვერ შეძლებდა პრესვიტერი" (ციტ. Н. П. Аксаков. "Предания Церкви и предание школы". Москва 2000 г., стр. 81, სქოლიო).
ასე, რომ ჩვენი ოპონენეტები სრულიად ამაოდ იმოწმებენ გიორგი პახიმერს იმის საჩვენებლად, თითქოსდა მღვდლებს არ ჰქონდეთ ნათლობის განსრულების უფლება. ასეთი უფლება მათ ჰქონდათ ყოველთვის, მაშინაც კი, როდესაც ეპისკოპოსის კურთხევის გარეშე ვერ ასრულებდნენ მას, რამეთუ იმ პერიოდის (I-II სს.) საეკლესიო მოწყობის თავისებურებებიდან გამომდინარე (რაზეც ძალზედ მოკლედ ზემოთ უკვე ვილაპარაკეთ) პრესვიტერი არ იყო იმდენად დამოუკიდებელი, როგორც გვიანდელ პერიოდში. პრესვიტერისთვის ამ უფლებების მინიჭება გამოწვეული იყო გვიანდელი საეკლესიო მოწყობის (ეკლესიის განვრცელებისა და ე.წ. სამრევლოების მომატების) თავისებურებებით.
ამ ეკლესიის დაქვრივება ნაწინასწარმეტყველევია ჯერ კიდევ ძვ. აღთქმაში. ესაიას წინასწარმეტყველებაში ვკითხულობთ: "თქვა სიონმა (ეკლესიამ -
როგორც ვხედავთ, ეკლესია საგონებელშია ჩავარდნილი, რამეთუ ქვრივია და არ იცის, საიდანა ჰყავს შვილები. წინასწარმეტყველი ესაია ბრძანებს: "გაიხარე, ბერწო, უშობელო! სიხარულით აყიჟინდი, სალმობის განუცდელო, რადგან მიტოვებულს მეტი შვილები ეყოლება, ვიდრე გათხოვილს, ამბობს უფალი... ნუ გეშინია, რომ შერცხვენილი ხარ, ნუცა გეკდემების, რამეთუ ყვედრებულ იქმენი, რამეთუ დავიწყებულ იქნება საუკუნოდ შენი სირცხვილი და შენი ქვრივობის ყვედრება აღარ იქნება გახსენებული. რამეთუ უფალია შენი შემოქმედი... თქვა ღმერთმან შენმან: მცირე ხნით მყავდი მიტოვებული, მაგრამ შეგიწყალებ დიდი წყალობით. გულისწყრომისას მცირე ხნით გარემივიქციე პირი ჩემი შენგან, მაგრამ სამარადისო წყალობით შეგიწყალებ, ამბობს შენი მწყალობელი უფალი" (ესაია 94:1-
ამრიგად, თვით წმ. წერილის მოწმობით, ეკლესია აღმოჩნდა დაქვრივებული, დაწუნებული, შერცხვენილი და თვით ღმრთისგან მიტოვებულიც კი. მაგრამ, აღთქმისამებრ, შეწყალებულ იქნება დიდი წყალობით.
კამათის მოყვარულებს იმთავითვე ვამცნობთ, რომ წმ. მამები ძველაღთქმისეულ წინასწარმეტყველებებს სიონზე, იერუსალემზე, იუდეაზე განაკუთვნებდნენ არა მარტო ისტორიულ ძვ. აღთქმისეულ სიონს, იერუსალემსა თუ იუდეას, არამედ ეკლესიასაც. ასე განმარტავენ ღირ. ეფრემ ასურელი (Твор. преп. Ефрема Сирина, ч. 1. Житие, стр. 68, 69, ч 45, стр 513); ნეტ. იერონიმე (Твор., ч. 7, Толкования на пр. Исаии). ნეტ. ავგუსტინე (Твор, ч 6, слово 29, стр. 46-
"ვისმინოთ, -
წმ. ამბროსი მედიოლანელი გვასწავლის, რომ ძველაღთქმისეული ზოგიერთი ქვრივი დედაკაცი წარმოადგენს წინასახეს ეკლესიისა. მაგალითად:
ა) ეკლესიის წინასახეა სარეპტელი ქვრივი, რომელთანაც ღმერთმა ელია წინასწარმეტყველი გააგზავნა.
"უეჭველადო, ბრძანებს წმ. მამა, ეს ის ქვრივია, რომლის შესახებაც ითქვა: "გაიხარე ბერწო, უშობელო, სიხარულით აყიჟინდი სალმობის განუცდელო, რადგან მიტოვებულს მეტი შვილები გეყოლება, ვიდრე გათხოვილს" (ესაია 54:1). და ჭეშმარიტად ქვრივია ის, ვისზეც მშვენივრად ითქვა "შენი ქვრივობის ყვედრება აღარ იქნება, რამეთუ მე ვარ უფალი -
ვინმე თუ იკითხავს, რატომ დაუშვა ღმერთმა ეკლესიის დაქვრივება, წმ. მამისგან ასეთ პასუხს მიიღებს: "იმიტომ, რომ უმეტესი დიდებით გამოჩენილიყო მიტოვებულის ერთგულება" (Св. Амвросий Медиоланский. "О девстве и браке". Москва 1997, стр. 90, 91).
მაგრამ შეიძლება კვლავ იკითხონ: რატომ არის, რომ წმ. წერილში ეკლესია ერთდროულად წარმოჩენილია ქალწულადაც, გათხოვილადაც და ქვრივ დედაკაცადაც? წმ. მამა გვასწავლის: "ეკლესია იმიტომაც არის ერთდროულად ქალწულიც, გათხოვილი ქალიც და ქვრივიც, რომ ყველა ესენი ქრისტეს ერთ სხეულში იმყოფებიან" (იქვე. გვ. 91) და "ეკლესიას უნდა ამშვენებდეს ყვავილი უბიწოებისა, ღვაწლი ქვრივობისა და ნაყოფი ქორწინებისა" (იქვე. გვ. 125).
ბ) დებორას (მსაჯულთა 4.) შესახებ წმ. ამბროსი ბრძანებს, რომ "საიდუმლოდ გამოხატავს წარმომავლობას ეკლესიისა წარმართთაგან, რამეთუ მას (დებორას) წილად ერგო, დაეძლია სულიერი სისარა, ანუ ძალი წინააღმდგომი ეშმაკისა" (იქვე. გვ. 107).
გ) აქვეა ივდითი, რომელმაც თავისი ქვრივობის პერიოდში შეინახა კრძალულება და დაიცვა მშვენება უბიწოებისა (ანუ ეკლესია არც ქვრივობის პერიოდში შთავარდნილა მწვალებლობაში. -
დ) ნოემინი, რომელიც ქვრივობოსას, საარსებო წყაროს სხვის ნიადაგზე ამოსული თავთავებით ჰპოვებდა (ასევე დაქვრივებული ეკლესიაც "სხვის ნიადაგზე" ხელდასხმული მღვდლების ხარჯზე ინარჩუნებდა არსებობას) (იხ. იქვე. გვ. 99).
ე) წმ. ამბროსისავე განმარტებით ეკლესიაა ნაგულისხმები წმ. წერილის სიტყვებში: "უსაჯეთ ობოლსა და განამართლეთ ქვრივი" (ესაია 1:17). "უფალმან დაიცვას მწირნი, ობოლი და ქურივი შეიწყნაროს" (ფსალმ. 145:9) (იქვე. გვ. 89) და მრავალი სხვა.
ეკლესიის დაქვრივების შესახებ პირდაპირ იწინასწარმეტყველა მოსკოვის წმიდა მიტროპოლიტმა ფილიპემ (ეწამა 1570 წ.). მან თქვა: " ...ვწუხვარ, რომ დადგება დრო, როდესაც უფლის ეკლესია დაქვრივდება, რამეთუ მისი მწყემსები დაქირავებულებივით იქნებიან"(Начертание жития подвигов и изречения святителя Филиппа ... Митр. Московского чудотворца. стр. 76).
"შვილნო ჩემნო, ამბობდა ის, მოთმინებითა თქვენითა მოიპოვეთ სული თქვენი, იყვარებოდეთ ურთიერთას და გიყვარდეთ მტერნი თქვენნი: ღმერთი (ეკლესიის ქვრივობის შემდეგ) ყოველივეს უკეთესობისკენ წაიყვანს" (იქვე.)
სხვა გამოცემაში კი ნათქვამია: "...მღვდელმთავარმა ფილიპემ... ეკლესიისა და მამულისთვის მოსაგრემ, როდესაც ოპრიჩნიკები მიათრევდნენ, ბრძანა: "ვხარობ, რომ ეკლესიისთვის მიწევს ყოველივე ამის დათმენა, მაგრამ ახლოა ჟამი, როდესაც ის დაქვრივდება და მისი მწყემსები, დაქირავებულებივით, მოძულებულნი იქნებიან" (Книга -
ამრიგად, მტკიცებულება, თითქოსდა "ეკლესია უეპისკოპოსოდ არ არსებობს", წმ. წერილისა და წმ. მამათა განმარტებების საწინააღმდეგოა.
შეკითხვა: ოპონენტები თავიანთი შეხედულების განსამტკიცებლად იმოწმებენ წმ. დიონისე არეოპაგელს. ისინი წერენ: "უეპისკოპოსოდ ეკლესია არ არსებობს, -
პასუხი: ძველმართლმადიდებელ ქრისტეანებს არასოდეს დაუყენებიათ ეჭვქვეშ არც წმ. დიონისეს ავტორიტეტი, არც მისი თხზულებების ჭეშმარიტება და არც სამღვდელმთავრო ხარისხის უდიდესი მნიშვნელობა ეკლესიისთვის, "რასაც წმ. დიონისე არეოპაგელი სიღრმისეულად განმარტავს".
რაც შეეხება იმას, თითქოსდა "ეკლესია უეპისკოპოსოდ არ არსებობს" (ანუ მას, არ შეუძლია დროებით დაქვრივდეს -
შეკითხვა: მაგრამ, "ივერიის გაბრწყინებას" მოჰყავს საკმაოდ ვრცელი ციტატა წმ. დიონისეს თხზულებიდან ("საეკლესიო მღვდელთ-
პასუხი: ჩვენ არაფერი და არავინ გვაიძულებს, გვერდი ავუაროთ ნებისმიერ არგუმენტს, ვის მიერაც უნდა იყოს ის გამოთქმული. პირიქით, მიმოწვლილვით განვიხილავთ თითოეულ მათგანს.
ამ შემთხვევაშიც ოპონენტების მიერ დამოწმებული ადგილი წმ. მამის თხზულებიდან ადასტურებს არა მათი, არამედ ჩვენი მტკიცებულების ჭეშმარიტებას. ანუ იმას, რომ წმ. მამას ეკლესიის დაქვრივების შესახებ არაფერი უთქვამს.
ეს ჩანს წმ. დიონისეს თხზულებათა კომენტატორების: ღირ. მაქსიმე აღმსარებლისა (VII ს.) და გიორგი პახიმერის (XIV) ს.) განმარტებებიდან, რომლებსაც იმოწმებს კიდევაც "ივერიის გაბრწყინება". კერძოდ:
ღირ. მაქსიმე აღმსარებელი მღვდელმთავრის (ეპისკოპოსის) უდიდეს მნიშვნელობაზე მსჯელობისას აღნიშნავს, რომ მას, სხვა საეკლესიო ხარისხებისგან (დიაკვნისა და პრესვიტერისგან) განსხვავებით, უდიდესი უპირატესობა გააჩნია. კერძოდ, "უფლება მირონის კურთხევა-
ასე, რომ წმ. დიონისეს თხზულების დამოწმებულ ადგილში ვერც ღირ. მაქსიმე აღმსარებელი ხედავს რაიმე ცნობას იმის შესახებ, თითქოსდა შეუძლებელი იყოს ეკლესიის დაქვრივება.
შეკითხვა: იქნებ გიორგი პახიმერის განმარტებაშია მოცემული ამგვარი რამ?
პასუხი: ასეთი სწავლება არც გიორგი პახიმერის განმარტებაში მოიპოვება. ის წერს, რომ: "მღვდელმთავართა ხარისხი არის პირველი და უმაღლესი... რომ ის "თვისაგან მიანიჭებს სხვებს იმას, რაც მას მიეცა... მისით განსრულდება მღვდელმსახურთა მთელი დასი, რამეთუ, როგორც მთელი მღვდელმთავრობა თავმოყრილია ჩვენს მაცხოვარ იესუ ქრისტეში (ვინაიდან ის არის უპირველესი მღვდელმთავარი), ასევე ყოველი ცალკეული იერარქია მიეკუთვნება თავის იერარქს იმიტომ, რომ იგი მოქმედებს მისდამი დაქვემდებარებული დასების მეშვეობით, რომელთაც მისცა ძალა აღასრულონ ის, რასაც ისინი აღასრულებენ... რადგან, სწორედ ისინი წმიდა-
ამრიგად, როგორც ვხედავთ, არც გიორგი პახიმერი ამბობს რაიმეს ეკლესიის დაქვრივებაზე და აღნიშნავს მხოლოდ იმ უდიდეს როლს ეპისკოპოსისას, რომელიც მას ეკლესიაში ენიჭება, რაშიც ეჭვი არც ძველმორწმუნე ქრისტეანებს შეჰპარვიათ.
შეკითხვა: იქნებ უმღვდელმთავროდ ეკლესიის არსებობა ოპონენტებს იმიტომაც ვერ წარმოუდგენიათ, რომ მას (ეპისკოპოსს) ეკლესიაში ესოდენ უდიდესი და შეუცვლელი ფუნქცია ეკისრება? ანუ, თუკი მირონისა და ტაძრის კურთხევა, ასევე ხელდასხმა ეპისკოპოსის პრეროგატივაა, ჩვენი, ძველმართლმადიდებლური ეკლესია ეპისკოპოსის გარეშე 300 წელი როგორღა არსებობდა? ვინ აღასრულებდა ნათლისღება-
პასუხი: მართალია, ეპისკოპოსს ეკლესიაში შეუცვლელი ფუნქციები ნამდვილად აქვს, მაგრამ არა იმგვარი, რომ დაქვრივების შემთხვევაში უქმდებოდეს ეკლესიის არსებობა.
ოპონენტების შეცდომა იმაშია, რომ ისინი წმ. მამათა თხზულებებში ეძიებენ იმას, რაც იქ არ მოიპოვება, წმ. მამებს კი მიაწერენ ისეთ აზრებს, რაც მათ არ გამოუთქვამთ. ხშირად მათ არასწორად ესმით წმ. მამების ესა თუ ის გამოთქმა, რაც წარმოქმნის კიდევაც მთელ გაუგებრობებსა და ცთომილებებს.
ასე, მაგალითად, გიორგი პახიმერის განმარტებაში, რომელსაც "ივერიის გაბრწყინება" იმოწმებს ნათქვამია: "წმ. მამა (ე.ი. დიონისე არეოპაგელი -
ამრიგად, როგორც ეს ოპონენტების მიერ ფრჩხილებში მოცემული კითხვიდანაც ჩანს, მათ ვერ გაუგიათ:
"როგორ განასრულებს მღვდელი ნათლის-
"როგორ ეზიარებოდნენ ძველმორწმუნენი უეპისკოპოსოდ ყოფნის 250-
"საიდან მო?ყავდათ მღვდლები ამ პერიოდში, თუკი მღვდელმთავარი მათ ხელს არ დაასხამდა? "
ოპონენტთა დასკვნა მარტივია: ძველმორწმუნეებს ზემოთმითითებული მღვდელმოქმედებებიდან არც ერთის ქმნა არ შეეძლოთ, რაკიღა მათ 250 წელი მღვდელმთავარი არ ჰყავდათ. ხოლო, თუკი არ შეეძლოთ ნათლობის სრულქმნა (მირონცხება) და ტაძრების კურთხევა (სადაც აღესრულება ევქარისტია), ვერ აღასრულებდნენ ევქარისტიას (რაკიღა უეპისკოპოსოდ არ შეეძლოთ ტაძრის კურთხევა) და არ ჰყავდათ მღვდლები (რადგან მათი ხელდამსხმელი ეპისკოპოსი არ მოეპოვებოდათ) "ძველმორწმუნეთა საკრებულო ეკლესიის საზღვრებს გარეთ მყოფი მორწმუნეთა საზოგადოებაა და არა ქრისტეს ჭეშმარიტი ეკლესია..." -
როგორც უკვე ვთქვით, ოპონენტთა ასეთი შეხედულებები შედეგია წმ. მამათა თხზულებების: უცოდინარობის, მათი ვერგაგებისა ან მათთვის იმ სწავლების მიკუთვნებისა, რაც მათ არასოდეს გამოუთქვამთ.
შეკითხვა: როგორ შეგვიძლია ამის დამტკიცება?
პასუხი: შორს რომ არ წავიდეთ, ამას თვით ღირ. მაქსიმე აღმსარებლის, გიორგი პახიმერის და ზოგიერთი იმ წმიდა მამის გამონათქვამიდან დავამტკიცებთ (იხ. ქვემოთ), რომელთაც თავიანთი მცდარი შეხედულებების "მამტკიცებელ" არგუმენტებად იყენებენ ჩვენი ოპონენტები.
შეკითხვა: და მაინც, როგორ განასრულებდნენ ძველმართლმადიდებელი მღვდლები ნათლისღებას, თუკი, როგორც გიორგი პახიმერი განმარტავს: "საჭიროა მღვდელმთავარი რათა მირონი ეცხოს ნათელ-
პასუხი: ჯერ ოპონენტებს ვკითხოთ თუკი ისინი ხუცესმა მონათლა და არ ეპისკოპოსმა,) ვინ სცხო მათ მირონი -
1) თითოეულ ნათლობას ნათლისღების განსასრულებლად უნდა ესწრებოდეს ეპარქიის ეპისკოპოსი, თუ არადა, მაშინ 2) ნათლობის შემდეგ ახალმონათლული თვითონ უნდა ეახლოს (თუ ჩვილია, მიუყვანონ ნათლიებმა) ეპისკოპოსს განსრულებისათვის ნათლობისა (ანუ მირონსაცხებლად).
მაგრამ ყველამ კარგად უწყის, მ.შ. ჩვენმა ოპონენტებმაც, რომ არაფერი ამდაგვარი არსად ხდება. მოსანათლავებს ეპისკოპოსის ჩაურევლად, ყველგან ნათელს სცემენ და მირონსაც სცხებენ მღვდლები არა მხოლოდ ისეთ ადგილებში, სადაც ეპისკოპოსები ფიზიკურად არ იმყოფებიან, არამედ დიდ ქალაქებშიც კი, სადაც მათი კათედრებია.
შეკითხვა: მაშინ როგორღა გავიგოთ გიორგი პახიმერის ზემოთ მოტანილი განმარტება?
პასუხი: საქმე იმაშია, რომ პირველხანებში ეკლესიაში (ასევე უახლოეს მომდევნო I-
ამ პერიოდის ეკლესიაში, როგორც ნ.პ. აკსაკოვი წერს, "პრესვიტერი იყო მხოლოდ საეპისკოპოსო მსახურების თანამონაწილე, რომელიც ღვთისმსახურებას აღასრულებდა ადგილობრივი ეკლესიის ერთადერთ საკურთხეველში (ის იყო ეპისკოპოსის თანამწირველი, თუმცა მას არ ?ქონდა უფლება, ჩამოეყალიბებინა სხვა შესაკრებელი ან აღემართა სხვა საკურთხეველი) (იხ. Н. П. Аксаков. Предание Церкви и предания школы. Изд. Свято-
ამიტომაც ბრძანებდა წმ. ეგნატე ღმერთშემოსილი (II ს.): "შეეცადეთ, გქონდეთ ერთი ევქარისტია, რამეთუ ერთია სხეული უფლისა ჩვენისა იესუ ქრისტესი და ერთია თასი მის სისხლში ერთობისა, ერთია საკურთხეველი და ერთია ეპისკოპოსი პრესვიტერებთან და დიაკვნებთან ერთად, რომლებიც არიან ჩემი თანამწირველნი, რათა ყოველივე, რასაც კი აკეთებთ, აკეთოთ ღმრთის სადიდებლად" (ეპისკტოლე ფილადელფიელთა მიმართ).
იგივეს ბრძანებს წმ. კლიმენტი რომაელიც (II-
განა სრულიად ცხადი არ არის, რომ აქ ერთ ადგილობრივ ეკლესიასა და მის ერთ საკურთხეველზეა საუბარი, რომელსაც მწყემსავს ერთი ეპისკოპოსი და რომელსაც წმ. კლიმენტი მთელი ეკლესიის საზოგადო სახელით -
სწორედ ამ პერიოდის პრესვიტერებზე ვრცელდება ის აკრძალვები, რაზეც ლაპარაკია პახიმერის განმარტებაში. მაგრამ მოგვიანებით, ეპარქიების გამრავლებისა და ეკლესიის პაროკიალური (სამრევლო) ორგანიზების პირობებში, როდესაც პრესვიტერებს (მღვდლებს) აბარებენ თავიანთ სამწყსოს, ანუ სამრევლოს, მღვდლები უკვე ქიროტონიის საიდუმლოში წინასწარ, ერთხელ და სამუდამოდ ღებულობენ ეპისკოპოსისგან ყველა იმ უფლებამოსილებას, რაც კი სამღვდლო ღვთისმსახურების პრეროგატივაში შედის, გარდა, ქიროტონიის, ტაძრის (საკურთხევლის) და მირონის კურთხევისა რაც მხოლოდ ეპისკოპოსის უფლებამოსილებაა.
უკვე IV საუკუნეში ბრძანებდა წმ. იოანე ოქროპირი: "არცთუ დიდია განსხვავება პრესვიტერებსა და ეპისკოპოსებს შორის... ამიტომაც რაც მან (წმ. მოციქულმა პავლემ -
არანაკლები სიძლიერითა აქვს გამოთქმული იგივე აზრი ნეტ. იერონიმეს (IX ს.), რომელიც ბრძანებს: "ხელდასხმის გარდა, რას აკეთებს ეპისკოპოსი ისეთს, რის გაკეთებასაც ვერ შეძლებდა პრესვიტერი" (ციტ. Н. П. Аксаков. "Предания Церкви и предание школы". Москва 2000 г., стр. 81, სქოლიო).
ასე, რომ ჩვენი ოპონენეტები სრულიად ამაოდ იმოწმებენ გიორგი პახიმერს იმის საჩვენებლად, თითქოსდა მღვდლებს არ ჰქონდეთ ნათლობის განსრულების უფლება. ასეთი უფლება მათ ჰქონდათ ყოველთვის, მაშინაც კი, როდესაც ეპისკოპოსის კურთხევის გარეშე ვერ ასრულებდნენ მას, რამეთუ იმ პერიოდის (I-
2. ანტიმინსის შესახებ
კითხვა: კეთილი, მაგრამ ოპონენტები გვეკითხებიან, "როგორ ეზიარებოდნენ ძველმორწმუნენი უეპისკოპოსოდ ყოფნის პერიოდში?"
პასუხი: ოპონენტების ეს გაურკვევლობა მომდინარეობს გიორგი პახიმერის განმარტების არაჯეროვანი გაგებიდან, სადაც ის წერს: "ანკი როგორ უნდა აღსრულდეს საღმრთო ევქარისტია, თუკი არ იქნება საკურთხეველი?" საკურთხეველი, მოგეხსენებათ, არის საღმრთისმსახურებო ტაძრის ის შიდა ნაწილი, რომელშიც აღესრულება სამღვდლო ლოცვები და წმ. ღმრთისმსახურებანი. წმ. ტარიგის შეწირვა, ხელდასხმები (დიაკვნის, მღვდლის, ეპისკოპოსის და სხვა). მაშ, რადგან დევნულებაში მყოფ ძველმორწმუნე მართლმადიდებელთ არ ჰყავდათ ეპისკოპოსი*, ჩამორთმეული ჰქონდათ ტაძრები, სადაც შეძლებდნენ ღვთისმსახურების ჩატარებას, ოპონენტები ასკვნიან, რომ ეპისკოპოსის გარეშე ვერ შეძლებდნენ ტაძრის კურთხევას, რამეთუ ეს, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, მხოლოდ ეპისკოპოსთა პრეროგატივაში შედის. ამიტომაც, თითქოსდა რაღაც უდიდეს დანაშაულში ჰყავდეთ გამოჭერილი ძველმორწმუნენი, ნიშნისმოგებით კითხულობენ: "როდესაც არ გყავდათ ეპისკოპოსები, ხოლო მღვდლებს არ შეეძლოთ ეკურთხებინათ ტაძრები, როგორღა (ან სად) ეზიარებოდით?" ვუპასუხებთ: ძველმართლმადიდებელი ქრისტეანები ეზიარებოდენ მათ მიერვე აშენებულ ტაძრებში, რომლებსაც ძველმორწმუნე მღვდლები აკურთხებდნენ განხეთქილებამდელი ეპისკოპოსების მიერ ნაკურთხი ანტიმინსების საფუძველზე.
კითხვა: რა არის "ანტიმინსი"?
პასუხი: "ანტიმინსად" იწოდება ტილოს ნაჭერი, რომელშიც მითითებულ ადგილას ჩაკერებულია რომელიმე წმ. მოწამის სხეულის უხრწნელი ნაწილი. ანტიმინსს იმდენად დიდი მნიშვნელობა აქვს ეკლესიისთვის, რომ მის გარეშე ვერც ერთ ტაძარს ვერავინ, თვით ეპისკოპოსიც კი ვერ აკურთხებს. თავის მხრივ ანტიმინსი დაკერებულია უფრო დიდ ტილოზე, წმ. ტრაპეზის სამოსსზე, რომელსაც ეწოდება ინდიტიონი. ტაძრის (საკურთხეველის) კურთხევის დროს ამ ანტიმინსიან ინდიტიონს ჩააცმევენ წმ. ტრაპეზს, რითაც ის ტრაპეზზე მაგრდება. მღვდელს უფლება არა აქვს, აკურთხოს ანტიმინსი. მისი კურთხევა მხოლოდ ეპისკოპოსს შეუძლია. ძველად ანტიმინსებსა და ტაძრებს ერთდროულად აკურთხებდნენ, მოგვიანებით კი, ეკლესიის განვრცობისა და სამრევლოების მომატების კვალობაზე, როდესაც შეუძლებელი გახდა, ეპისკოპოსს სათითაოდ ეკურთხებინა ყველა ახალშენებული ტაძარი, ეპისკოპოსი აკურთხებდა ანტიმინსებს, რათა მღვდელს შეძლებოდა, ეპისკოპოსის მიერ ნაკურთხი ანტიმინსით უკვე ადგილზე ეკურთხებინა ტაძარი.
კითხვა: სად შეიძლება მოვიძიოთ მტკიცებულება იმის თაობაზე, რომ ეპისკოპოსის მიერ ნაკურთხი ანტიმინსით მღვდელს უფლება აქვს აკურთხოს ტაძარი?
პასუხი: ამაში უპირველეს ყოვლისა, შეგვიძლია დავრწმუნდეთ თვით ოპონენტების მიერ დამოწმებული წყაროდან. კერძოდ, წმ. დიონისეს ზემოთ ხსენებული თხზულების განმარტებაში ღირ. მაქსიმე აღმსარებელი ბრძანებს, რომ იმ საეკლესიო საგნებზე, რომელთა კურთხევა მხოლოდ ეპისკოპოსთა პრეროგატივაში შედის (მაგ.: მირონი და საკურთხეველი (ტრაპეზი)), პრესვიტერებს (ხუცესთ) მღვდელმოქმედება "შეუძლიათ მხოლოდ მაშინ, როდესაც ყოველივე ზემოთ ხსენებული უკვე ნაკურთხია ეპისკოპოსის მიერ" ("ივ. გაბრწყინ". # 4 (36) 2000 წ. გვ. 10. სვ. 1). და ეს ეხება ანტიმინსსაც, რომლის კურთხევაც, ფაქტობრივ, ტაძრის კურთხევის ინდენტურია, რამეთუ ანტიმინსის გარეშე ტაძარს ვერ აკურთხებს თვით ეპისკოპოსიც. გასათვალისწინებელია ისიც, რომ ანტიმინსებს ეკლესიაში მხოლოდ იმისთვის აკურთხებენ, რომ შემდეგ მათი საშუალებით მღვდლებმა აკურთხონ ტაძრები.
ასეა ეს ნათქვამი და განმარტებული მათე ბლასტარისის "სინტაგმაში":
"ანტიმინსები, რომლებიც ახლად აშენებულ ტაძართა კურთხევითა და მათზე შვიდდღიანი მღვდელმსახურებით ეზიარებიან მაკურთხებელ ძალას... დაუბრკოლებლივ შეიძლება გაგზავნილ იქნენ იქ, სადაც არის მათზე მოთხოვნილება და ამ დროს არ შემოიფარგლებიან ამა თუ იმ ოლქით, არამედ, მირონისა და სხვა სიწმიდეების მსგავსად, შეიძლება გაგზავნონ უცხო ქვეყანაშიც. ანტიმინსებად კი იწოდებიან იმიტომ, რომ წარმოადგენენ მრავალ ასეთ მაგიდათა სახესა და ხატს, რომელიც უფლის წმიდა ტრაპეზისთვის არის განკუთვნილი (მათი სახელწოდება აღებულია იტალიური სიტყვიდან). ხოლო, საკუთრივ ანტიმინსებს ათავსებენ იმ ტრაპეზებზე, რომლებიც ჯერ კიდევ არ არის ნაკურთხი" (Алфавитная синтагма Матфея Влпстаря. Собрание по алфавитному порядку всех предметов, содержащихся в священных канонах. Москва 1996, стр. 63).
იმავე წიგნში სხვა ადგილას ვკითხულობთ: "ანტიმინსები ასე იმიტომ იწოდებიან, რომ იმ მაგიდების ხატსა და სახეს წარმოადგენენ, რომლებიც უფლის წმიდა ტრაპეზისთვის არის განკუთვნილი; ამის შემდეგ (ანუ რაც წმ. ტრაპეზზე ანტიმინსის დადების შემდგომ -
წმ. სიმეონ თესალონიკელი ანტიმინსების შესახებ ბრძანებს: "ანტიმინსებს სელის ნაჭრისაგან ამზადებენ და გამოიყენებიან ტრაპეზის სანაცვლოდ. მათ წინასწარ კერავენ და ამზადებენ განწესებისამებრ. მათზე აღესრულება ყოველივე, რასაც საღმრთო ტრაპეზზე აღასრულებენ. საჭიროების შემთხევაში, მღვდელმთავრის კურთხევით, ისინი, მათი სრული კურთხევის შემდეგ, გაიგზავნებიან იმ ადგილებში, სადაც არ არის სამსხვერპლო (ანუ საკურთხეველი -
კართაგენის მეხუთე კრებამ, დააწესა, რათა ტაძრები არ აეშენებინათ ანტიმინსთა გარეშე, რომლებსაც ათავსებდნენ საკურთხევლის (საყდრის, ტრაპეზის), ქვეშ (Новый энциклопедический словарь., т. 27, стр. 1916). ეპარქიათა განვრცობისა და ტაძრების მშენებლობის გაზრდის კვალობაზე, ნათქვამია ერთ-
ვფიქრობ, საკმარისი კანონიკური მასალა დავიმოწმეთ იმის დასამტკიცებლად, რომ ეპისკოპოსების მიერ ნაკურთხი ანტიმინსები იგზავნებოდა ყველგან, სადაც არ იყო ნაკურთხი ტაძარი, ზოგჯერ საერთოდ ტაძარიც კი არ იყო და ევქარისტიის საიდუმლოს პირდაპირ ანტიმინსებზევე ასრულებდნენ. ასეთ ანტიმინსებს, (რომლებსაც პატარა დაფებზე ამაგრებენ და ადვილი გადასატანია ერთი ადგილიდან მეორეზე) მოძრავ ან გადასატან ტრაპეზზსაც უწოდებენ.
მოძრავი (გადასატანი) ტრაპეზის შემთხვევაში ქრისტეანებს, უკიდურესი დევნულებისა და შევიწროების დროს, როდესაც მათ უნგრევენ ან ართმევენ ტაძრებს, შეუძლიათ წმ. ევქარისტიის საიდუმლო შეასრულონ ნებისმიერ ადგილას: კერძო სახლებში, გამოქვაბულებში, ტყეებსა თუ ველ-
კითხვა: საიდან მოჰყავდათ მღვდლები ძველმორწმუნე ქრისტეანთ, თუკი მათ 250 წელი არ ჰყავდათ ეპისკოპოსები, რომლებიც შესძლებდნენ მათ ხელდასხმას?
პასუხი: თავდაპირველად, ნიკონის რეფორმის პირველ ათწლეულებში, ძველმართლმადიდებელ ქრისტეანთა მხარეს იდგა რუსული მართლმადიდებლური ეკლესიის მღვდელმსახურთა დიდი უმრავლესობა. ხოლო მოგვიანებით მათ ადგილს იკავებდნენ ნიკონიანური ეკლესიიდან გადმოსული მღვდლები, რომლებიც მასობრივ უერთდებოდნენ ძველმართლმადიდებლობას. ძველმართლმადიდებლური ეკლესია მათ, როგორც ერეტიკოსებს, მეორე ჩინით, ანუ მირონცხებით იღებდა.
3. ეკლესიისა და ეპისკოპოსის ურთიერთმიმართებისათვის
შეკითხვა: საიდან მოჰყავდათ მღვდლები ძველმორწმუნე ქრისტეანთ, თუკი მათ 250 წელი არ ჰყავდათ ეპისკოპოსები, რომლებიც შესძლებდნენ მათ ხელდასხმას?
პასუხი: თავდაპირველად, ნიკონის რეფორმის პირველ ათწლეულებში, ძველმართლმადიდებელ ქრისტეანთა მხარეს იდგა რუსული მართლმადიდებლური ეკლესიის მღვდელმსახურთა დიდი უმრავლესობა. ხოლო მოგვიანებით მათ ადგილს იკავებდნენ ნიკონიანური ეკლესიიდან გადმოსული მღვდლები, რომლებიც მასობრივ უერთდებოდნენ ძველმართლმადიდებლობას. ძველმართლმადიდებლური ეკლესია მათ, როგორც ერეტიკოსებს, მეორე ჩინით, ანუ მირონცხებით იღებდა.
კითხვა: იმ აზრის განსამტკიცებლად, რომ თითქოსდა უეპისკოპოსო, ანუ დაქვრივებული ეკლესია არის ეკლესიის იმიტაცია, ოპონენტებს მოჰყავთ ზოგიერთი წმ. მამის გამონათქვამი. რა შეიძლება ვუპასუხოთ ამგვარ არგუმენტაციას?
პასუხი: ჯერ დეტალურად უნდა გავეცნოთ წმ. მამათა ამგვარ გამონათქვამებს და შემდეგ გავერკვეთ იმ ისტორიულ, დოგმატურ თუ კანონიკურ ვითარებებში, რასთანაც შეიძლება იყოს დაკავშირებული ესა თუ ის გამოთქმა. ანუ, მოკლედ რომ ვთქვათ, არც ერთი ამ გამონათქვამის მიღება არ შეიძლება ისტორიული თუ კანონიკური ქვეტექსტის გაუთვალისწინებლად. ოპონენტები არ იცავენ ამ პირობებს და ხშირად მამათა გამონათქვამებს გვთავაზობენ ისტორიულ-
კითხვა: რა იუგლისხმება წმ. კიპრიანე კართაგენელის (III ს.) სიტყვებში: "ეპისკოპოსი ეკლესიაშია და ეკლესია -
პასუხი: ეს სიტყვები ამოწერილია წმ. კიპრიანე კართაგენელის 45-
კიპრიანეს განმარტებით, ავაზაკებიც ემორჩილებიან თავიანთ ატამანს და პირუტყვებიც კი ერთგულებენ თავიანთ მეთაურს, საკუთარ ეპისკოპოსს განდგომილ პუპიანეს კი საღმრთო მსჯავრი მიუთვისებია და უდანაშაულო ეპისკოპოსზე გათავხედებულა. ამით კიპრიანე პუპიანეს ასწავლის, რომ მართლმადიდებელი ეპისკოპოსის წინააღმდეგ ამხედრებით ის უმხედრდება თვით ქრისტეს, რომელიც ეკლესიაში მღვდლებსა და ეპისკოპოსებს განაწესებს. კიპრიანეს თქმით: "ჯიუტი და ამაყი ბრბო რომც განუდგეს ეკლესიას, ეკლესია არ განუდგება ქრისტეს -
ამრიგად, ეკლესია მწყობრი დაწესებაა და მასში წამყვანი და უმთავრესი ადგილი უკავია ეპისკოპოსს. ამიტომაც, როდესაც პუპიანესნაირი ადამიანები ყოველგვარი საფუძვლის გარეშე განუდგებიან თავიანთ მღვდელმთავრებს, ისინი განუდგებიან საღმრთო დაწესებასა და მწყობრს, რომელიც არის ერთი მთლიანობა და ერთი სხეული, დაწესებული ქრისტეს მიერ. კიპრიანეს სიტყვები უცილობლივ ამ კერძო შემთხვევის, მის გარშემო არსებული ვითარების გათვალისწინებით უნდა გავიგოთ ანუ, თუკი ვინმე უსამართლოდ დაადანაშაულებს ეპისკოპოსს, მას ცილისწამებად და წინააღმდეგობად შეერაცხება ამგვარი ქმედება, რამეთუ ამით საეკლესიო ერთობასა და სიმწყობრეს არის განდგომილი.
აქედან გამომდინარე, სიტყვებში: "ეპისკოპოსი ეკლესიაშია" გამოხატულია მხოლოდ ის აზრი, რომ ეპისკოპოსის ხარისხი ღმრთის მიერ არის დადგენილი ეკლესიის იერარქიული სიმწყობრისა და აღმშენებლობისთვის და მას, კიპრიანეს, როგორც ეპისკოპოსს, არანაირად არ უღალატია თავისი მოვალეობისთვის. ხოლო სიტყვებში: "ეკლესია ეპისკოპოსშია" ასახულია ის ჭეშმარიტება, რომ ქრისტეს ეკლესიის მთლიანობა არა მხოლოდ მის წევრთა ერთობლიობაში, არამედ, საზომისამებრ მის თითოეულ წევრშიაც არის გამოხატული ადგილისა და მსახურების შესაბამისად. ამ მხრივ, რა თქმა უნდა, იერარქიული აღმატებით თუ ვიმსჯელებთ, ეკლესია, მისი სისრულე, ეპისკოპოსის ხარისხში უფროა გამოხატული, ვიდრე უქვემოეს საეკლესიო დასებში.
გარდა ამისა, წმ. კიპრიანეს ზემოთ დამოწმებულ სიტყვებში არანაირად არ შეიძლება ვიგულისხმოთ ის აზრი, რასაც მოიაზრებენ მასში ოპონენეტები, თითქოსდა უეპისკოპოსოდ დარჩენილი (დაქვრივებული) ეკლესია ეკლესია არ არის. კერძოდ, ეპისკოპოსი შეუძლებელია იყოს ეკლესიაზე უმეტესი! ეკლესიაზე დიდი (ცხადია, არა გეოგრაფიული განვრცობის მიხედვით) არაფერია მთელ სამყაროში. ის არის ქრისტეს საიდუმლო (მისტიკური) სხეული, რომლის თავი არის თვით ქრისტე. ეპისკოპოსი არც თავია ეკლესიის (ის არის თავი (ან მეთაური) მხოლოდ თავისი სამწყსოსი) და არც ქვაკუთხედი, რომ მთელი ეკლესია მხოლოდ მასში მოიაზრებოდეს.
გამოთქმა: "ეკლესია -
კითხვა: კეთილი, მაგრამ როგორ გავიგოთ წმ. იოანე ოქროპირის (IV ს.) გამოთქმა: "(უეპისკოპოსოდ) ყოველივე მოიშლებოდა და დაირღვეოდა" და კვალად: "ეკლესია უეპისკოპოსოდ არ არსებობს"? (ციტ. "ივ. გაბრწყ" ?4 (36) 2000 წ. გვ. 10. სვ. 2).
პასუხი: კონსტანტინოპოლიდან წმ. იოანე ოქროპირის ბოლო გასახლების წინ, კონსტანტინოპოლის საკათედრო ტაძრის დიაკონისებთან გამომშვიდობებისას, წმ. იოანემ მათ უთხრა: "არც ერთ თქვენგანს არ შეუძლია განეშოროს ეკლესიას, როგორც გჩვევიათ ხოლმე და, თუკი ეკლესიაში საჭიროებისამებრ ან საერთო თანხმობით დანიშნავენ ეპისკოპოსს, გმართებთ მორჩილება მისდამი, როგორც მე მმორჩილებდით, რამეთუ არ შეუძლია ეკლესიას იყოს ეპისკოპოსის გარეშე" (ან "ეკლესია უეპისკოპოსოდ არ არსებობს") (Св. Иоанн Златоуст. Маргарит. Житие).
სხვა თარგმანში ეს ადგილი ასე იკითხება: "ნურავინ თქვენთაგანი დაარღვევს იმ პატივისცემას, რომელიც მართებს ეკლესიისადმი. თუკი ვინმე აღსაყდრებული იქნება ამ კათედრაზე (იგულისხმება კონსტანტინოპოლის კათედრა, საიდანაც განდევნეს წმ. იოანე ოქროპირი -
უეჭველია, რომ აქ მხოლოდ კონსტანტინოპოლის საკათედრო ტაძარზეა ლაპარაკი, რადგან ეს ეკლესია კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს ყველა ეკლესიის მეთაურად იწოდებოდა და არ შეიძლებოდა მღვდელმთავრის გარეშე დარჩენილიყო. მეორეც, შეუძლებელია, წმ. იოანე ოქროპირს ეგულისხმა საყოველთაო (როგორც ნიკონიანელები უწოდებენ "მსოფლიო") ეკლესია, რადგან მაშინ მთელ მსოფლიოში არსებობდა უამრავი მართლმადიდებელი ეპისკოპოსი. აქედან წმ. იოანე ოქროპირის სიტყვები: "არ შეიძლება ეკლესია დარჩეს ეპისკოპოსის გარეშე" (ან თუ გნებავთ: "ეკლესია უეპისკოპოსოდ არ არსებობს") გულისხმობს მხოლოდ ადგილობრივ ეკლესიას, თანაც მისი საპატრიარქოს მხოლოდ ერთ (თუმც მთავარ) ნაწილს, -
თუკი წმ. იოანეს ამ სიტყვებს გავიგებთ იმ აზრით, როგორც ეს ჩვენს ოპონენეტებს ესმით და თუკი გავითვალისწინებთ იმ გარემოებას, რომ წმ. მამამ ეს სიტყვები ბრძანა ერთ, ადგილობრივ ეკლესიასთან და მის მთავარ კათედრასთან მიმართებაში, მოგვიწევს ისეთი დასკვნის გაკეთება, რომ არც "ადგილობრივი ეკლესია არსებობს უეპისკოპოსოდ" და, მეტიც, კათედრის დაქვრივებაც შეუძლებელი ყოფილა. ეკლესიის ისტორიიდან კი ცნობილია უამრავი ფაქტი, როდესაც დაქვრივებულა არა მხოლოდ ცალკეული კათედრები, არამედ მთელი ადგილობრივი ეკლესიებიც. მაგალითად, ისტორიკოს ბარონის (1607 წ.) ცნობით: "კართაგენში ცამეტი წლის განმავლობაში არ იყო მართლმადიდებელი ეპისკოპოსი" (Бароний. Лето Господне 452, число 8, лист 517, оборот (о вдовстве в Африце). цит. В. Т. Зеленков. "Выписки из святоотеческих и других книг служащих к изучению различных сторон церковной жизни. Часть 2. Москва 1911 г., стр. 105).
იმავე ოლქის ქრისტეანთა შესახებ ბარონი გვამცნობს: "... გვირჩევნია უეპისკოპოსოდ ვიყოთ (ვიდრე თანავეზიაროთ არიანელებს, ამბობდნენ მართლმადიდებელ ქრისტეანთა უხუცესები), ოღონდაც გადაარჩინოს ქრისტემ თავისი ეკლესია... რომელიც ეპისკოპოსის გარეშე ქვრივობდა ოცდაოთხი წელი" (Бароний. Лето Господне 480, число 1, лист. 543 (о втором вдовстве), там же, стр. 105).
ამდენად, წმ. იოანე ოქროპირიც საყოველთაო ეკლესიის დაქვრივებაზე კი არ ლაპარაკობს, არამედ ზემოთ დამოწმებულ სიტყვებში გულისხმობს ოდენ ერთ, კონსტანტინოპოლის სამღვდელმთავრო კათედრას.
კითხვა: ოპონენტებს თავიანთი აზრის განსამტკიცებლად კიდევ ერთი წმიდა მამის, სიმეონ თესალონიკელის სიტყვები მოაქვთ. ეს მამა ბრძანებს: "(ქრისტეს ეკლესიაში) ყოველი წესი, ყოველი საიდუმლო და ყოველი საეკლესიო მსახურება აღესრულება ეპისკოპოსის მიერ" და კიდევ: "(უეპისკოპოსოდ) არც საკურთხეველი იქნება, არც ქიროტონია, არც წმიდა მირონი, არც ნათლისღება, არც თვით ქრისტეანენი: მის მიერ არის ჭეშმარიტი ქრისტიანობა და ქრისტეს ყველა საიდუმლო..." (ციტ. "ივ. გაბრწყ." # 4. 2000 წ. გვ. 10 სვ. 2). რა შეიძლება ითქვას ამის შესახებ?
პასუხი: ამგვარ "არგუმენტებს" ჩვენ თითქმის უკვე გავეცით პასუხი. აქ კი ერთგვარი რეზიუმეს სახით შეიძლება ვთქვათ, რომ, როგორც ზემოთ დამოწმებული სხვა მამები, არც წმ. სიმეონი ლაპარაკობს საყოველთაო ეკლესიის დაქვრივებაზე. მეტიც, ის არც ადგილობრივი ეკლესიისა თუ რომელიმე კათედრის დაქვრივებაზე ამბობს რაიმეს. წმ. სიმეონ თესალონიკელი განმარტავს ეპისკოპოსის რაობას, მის ადგილსა და მნიშვნელობას ეკლესიაში, რაც არასოდეს უარუყვიათ ძველმორწმუნე მართლმადიდებელთ. წმ. სიმეონის ზემოთ დამოწმებულ სიტყვებს ის აზრი რომ მივანიჭოთ, რასაც ოპონენტები ანიჭებენ, მაშინ აფრიკის ოლქის დაქვრივების პერიოდში გაუქმებულა აფრიკის ეკლესია და, რაკიღა იქ ხანგრძლივი დროის განმავლობაში არ იყო მართლმადიდებელი ეპისკოპოსი, აფრიკელებს არ ჰქონიათ არც საკურთხეველი, არც წმინდა მირონი, არც ნათლისღება და, თქვენ წარმოიდგინეთ, ისინი ქრისტეანენიც კი არ ყოფილან.
ჩვენი ოპონენტები IV საუკუნის აფრიკელ მართლმადიდებლებს ქრისტეანებად არ მიიჩნევენ მხოლოდ იმ მიზეზის გამო, რომ აფრიკა 24 წლის განმავლობაში იყო დაქვრივებული...
და, საერთოდ, წმ. სიმეონის სიტყვებს ის აზრი რომ ჰქონდეს, როგორც ეს ჩვენს ოპონენტებს ესმით, გაურკვეველია, რა ფუნქციაღა ეკისრათ მღვდლებს თუნდაც ამ წმ. მამის ეპოქაში (ანუ XIV-
კეთილი, ბატონო, ქიროტონია მათ არ შეუძლიათ, მაგრამ ნუთუ XIV საუკუნის მამა იმას ბრძანებს, რომ მღვდლებს ეპისკოპოსის გარეშე არ შეუძლიათ ნათლობა, წმ. ევქარისტიის საიდუმლოს აღსრულება, მირონცხება და ა.შ.? რა თქმა უნდა, წმ. მამა არაფერ ამდაგვარს არ გულისხმობს, ასე ფიქრობენ მხოლოდ ჩვენი ოპონენტები. ზემოთ უკვე აღვნიშნეთ, რომ ყოველივე ამის უფლებას მღვდლები ხელდასხმისთანავე ღებულობენ ეპისკოპოსისგან.
ნუთუ მღვდელი, რომელსაც შორეულ ადგილებში ან მიყრუებულ სოფლებში უწევს ღვთისმსახურება, თითოეული ნათლობის ან ლიტურგიის ჩატარების ნებართვის ასაღებად ეპისკოპოსთან უნდა მირბოდეს და შემდეგ ისევ უკან მორბოდეს და ასე მიდი-
საინტერესოა, ჩვენი ოპონენტების "მღვდლები" თუ მიდი-
კითხვა: ოპონენტებს მოჰყავთ იერუსალემის 1672 წ. საეკლესიო კრების დადგენილება მღვდელმთავრობის შესახებ, სადაც სხვათა შორის ნათქვამია შემდეგი: "სხვა უკეთეს შეხედულებათა შორის მწვალებელნი იმასაც ამტკიცებენ, რომ უბრალო მღვდელი და მღვდელმთავარი თანაბარნი არიან ერთურთს შორის; რომ შესაძლებელია ყოფნა მღვდელმთავრის გარეშეც.... რომ მღვდლად ხელდასხმა ოდენ მღვდელმთავარს კი არა, მღვდელსაც ხელეწიფება, ხოლო რამდენიმე მღვდელს მღვდელმთავრის ხელდასხმა ძალუძს..." რამდენად შესაძლოა ასეთი ბრალდებები წარუდგინონ ძველმორწმუნე მართლმადიდებელთ?
პასუხი: გარდა იმისა, რომ იერუსალემის ახალმოწესე რეფორმატორთა 1672 წლის კრება ძველმართლმადიდებელთათვის არავითარ ავტორიტეტს არ წარმოადგენს, მისი დადგენილება მღვდელმთავრობის შესახებ ყოვლად შეუძლებელია შეეხოს ძველმორწმუნე მართლმადიდებელთ. თუნდაც, იმიტომ, რომ ჩვენ არასოდეს შეგვიწყნარებია სწავლება იმის შესახებ, თითქოსდა "მღვდლად ხელდასხმა მღვდელსაც ხელეწიფებოდეს, ხოლო რამდენიმე მღვდელს ძალუძდეს მღვდელმთავრის (ეპისკოპოსის) ხელდასხმა". ამგვარი მწვალებლობის მქადაგებელი ერეტიკოსები, რაკიღა მიიჩნევდნენ, რომ "მღვდელი და მღვდელმთავარი თანაბარნი არიან", ლოგიკურად უნდა მისულიყვნენ იმ აზრამდე, რომ ხელდასხმა მღვდელსაც ხელეწიფება, აქედან კი სრულიად ბუნებრივად გამომდინარეობს დასკნა: რაკიღა მღვდელი იერარქიული ხარისხით თანაბარია ეპისკოპოსისა და ფლობს ქიროტონიის პრეროგატივას, ეპისკოპოსის საჭიროება უნდა გაუქმდეს. სწორედ ამიტომაც უშვებდნენ ეს ერეტიკოსები "მღვდელმთავრის გარეშე ყოფნის შესაძლებლობას...".
არაფერ ამდაგვარს ძველმართლმადიდებლური ეკლესია არ ასწავლის!
ამგვარი სწავლების მიკერება ძველმორწმუნეთადმი, აშკარა ცილისწამებაა!
საქმე ის არის, რომ იერუსალემის ხსენებული კრების დადგენილება მღვდელმთავრობის შესახებ მიმართულია იმ ერეტიკოსების წინააღმდეგ, რომლებიც უარყოფდნენ ეპისკოპოსის მნიშვნელობასა და საჭიროებას. და მართლაც, თუკი, როგორც ზოგიერთ ერეტიკოსს სწამს, ხელდასხმა მღვდელსაც შეუძლია, ყოვლითურთ ეპისკოპოსის თანასწორია და ძალუძს აღასრულოს ყოველივე ის, რაც ეპისკოპოსის პრეროგატივაში შედის, მაშინ ეკლესიაში ეპისკოპოსის არსებობის აუცილებლობა ნამდვილად არ დგას. ძველმორწმუნენი კი, პირიქით, მიუთითებენ ეკლესიაში საეპისკოპოსო ხარისხის აუცილებლობას. ასე რომ არ ყოფილიყო, მის ძებნას არ შეალევდნენ უზარმაზარ სახსრებსა და ენერგიას და თავის ეკლესიაში რომელიმე ეპისკოპოსის გადმოყვანაზეც არ იზრუნებდნენ.
ვფიქრობთ, გონიერ მკითხველს არ გაუჭირდება იმ განსხავების დანახვა, რაც მდგომარეობს ეპისკოპოსის მნიშვნელობის უარყოფასა და იძულებით დაქვრივებას შორის და იმ ცილისწამებასაც იოლად შეამჩნევს, რომლის მიკერებას ცდილობს ძველმორწმუნე მართლმადიდებელთადმი "ივერიის გაბრწინების" რედკოლეგია.
4. კოლექტიური პაპიზმი
კითხვა: რამდენად მართებულია ოპონენეტების მტკიცება, თითქოსდა: „თუკი მღვდელმთავრობა შეწყდება მსოფლიო მართლმადიდებელ ეკლესიაში, ეს უკანასკნელი წყვეტს თავის არსებობას, რაკიღა ეკლესია უეპისკოპოსოდ არ არსებობს“. მღვდელმთავრობის შეწყვეტას ისინი მიიჩნევენ მსოფლიოში მებრძოლი ეკლესიის განლევად, რასაც უცილობლივ უნდა მოჰყვეს სამყაროს აღსასრული (იხ, „ივ. გაბრწყ.“ ¹4 (36). 2000 წ. გვ. 11. სვ. 1).
პასუხი: ოპონენტების ეს შეხედულება აშკარად მწვალებლურია. ეს არის მკაფიოდ გამოკვეთილი ეკლესიოლოგიური ერესი. ცნობილია, რომ ეკლესია, თვით ნიკონიანელ მღვდელმსახურთა განმარტებითაც კი, არის: „ღვთისგან დაწესებული საზოგადოება (სიც!) კაცთა, რომელნიც შეერთებულნი არიან მართლმადიდებლური სარწმუნოებით, ღვთის სჯულით, იერარქიით და წმიდა საიდუმლოებებით.
ეკლესია არ არის უბრალო სარწმუნოებრივი საზოგადოება კაცთა იმიტომ, რომ იმაში დამკვიდრებულია მადლი სულისა წმიდისა. იმაში მუდამ ჰგიებს ქრისტე მაცხოვარი... ეკლესიას შეადგენენ ყველა ქრისტიანე მორწმუნენი, რომელნიც ცხოვრობენ ქვეყანაზე, მართალნიც და ცოდვილნიც, ეგრეთვე მომავალ აღდგომისა და საუკუნო ცხოვრების სასოებით მიცვალებულნიც, - წმიდა კაცები და ანგელოზები“ (სახელმძღვანელო მართლმადიდებელი ეკლესიის კატეხიზმოს შესასწავლად. თბილისი 1990 წ. გვ. 51).
სხვა კატეხიზმოში ნიკონიანელები წერენ, რომ: „იესუ ქრისტემ თავის სულიერ სხეულად ჰქმნა ეკლესია, რომლის თავადაც რჩება თვითონ სამარადისოდ პავლე მოციქულის სიტყვისამებრ, რომელიც ბრძანებს: „და ყოველივე დაამორჩილა ქუეშე ფერხთა მისთა და იგი მოსცა მთავრობად ზეშთა ყოველთა ეკლესიასა, რომელ-იგი არს გუამი მისი, აღვსებაი იგი, რომელმან ყოველივე ყოველსა შინა აღავსო“ (ეფეს. 1:22-23).
„ეკლესია აერთებს მართლმადიდებელ ქრისტეანთ, თუმც უხილავია მასში თავი მისი ქრისტე და განმაცხოველებელი სული წმიდა. უხილავია მადლი ღმრთისა, რომელიც გადმოიღვრება მასზე (ეკლესიაზე) და, ბოლოს, მასვე განეკუთვნებიან ჭეშმარიტ სარწმუნოებაში გარდაცვლილთა სულები... ისინი ეკლესიას განეკუთვნებიან იმიტომ, რომ რჩებიან იესუ ქრისტეს სულიერ წევრებად და სარწმუნოებრივ ერთობასა და სიყვარულში იმყოფებიან ამქვეყნად მცხოვრებ მორწმუნეებთან“ (Краткое изложение православного вероучения. Изд. Св. Тройце-Сергиевой Лавры. Москва 1998 г., стр. 59).
თითქმის ყველა კატეხიზმოში ეკლესიის შესახებ იგივეა ნათქვამი. ანუ, მებრძოლი ეკლესიის წევრებს შეადგენენ ამქვეყნად მცხოვრები მართლმადიდებელი ქრისტეანები, რომლებიც განიწმინდებიან საეკლესიო საიდუმლოებებით, მედღესასწაულე ეკლესიის წევრები კი არიან: ყოვლადწმიდა ღვთისმშობელი (ლუკა 1:43), წმიდა ანგელოზები (მათე 18:10), ქრისტეს მეგობრები (იოანე 14:15), ანგელოზთასწორი, სრულყოფილი და მართალნი მოღვაწენი (ლუკა 20:36; ებრ. 12:23,24). მათთან ერთობაში მოიაზრებიან: მართლმადიდებლურ სარწმუნოებაში გარდაცვლილნი და ძველ აღთქმისეულნი მართალნი (Основы христианской православной веры. Составил протоиерей Владимир Глиндский, изд. "Паломник". Москва 1994 г., стр. 180-181).
მაგრამ, ამის საპირისპიროდ, ნიკონიანელი ახალმოწესეები ამკვიდრებენ იმ აზრსაც, რომ თითქოსდა ეკლესია - ეს იყოს მხოლოდ ეპისკოპატი და, თუკი ის აღარ იქნება, ყველა სხვა დანარჩენი: რიგითი მართლმადიდებელი მორწმუნენი, სასულიერო დასის წევრნი: მედავითნეები, კლერიკოსები, იპოდიაკვნები, ბერ-მონაზვნები, დიაკვნები და მღვდლები აღარ შეიძლება იწოდონ ეკლესიად.
ოპონენტების მწვალებლური სწავლების მიხედვით ეკლესია ყოფილა მხოლოდ ეპისკოპატი. გარდა ამისა, მათი ეს სწავლება სხვა რამდენიმე მიზეზის გამოც არის მიუღებელი და აშკარად ერეტიკული.
მოკლედ რომ ვთქვათ: ამგვარი სწავლება ეკლესიის ერთობის გარეთ ტოვებს არა მხოლოდ რიგით მორწმუნეებს, ბერ-მონაზვნებსა და სამღვდელოებას, არამედ თვით უფალს ჩვენსას იესუ ქრისტეს;
ზემოთ უკვე აღვნიშნეთ, რომ ეკლესია, ეს არის ქრისტეს სულიერი სხეული, რომლის თავია თვით ქრისტე მაცხოვარი, როგორც ამას პავლე მოციქული განგვიმარტავს. მაგრამ, ოპონენტების სწავლებით ეს ასე არ არის, - ქრისტე, მათი აზრით, ან ეპისკოპატის თავია, ან, პირიქით, ეპისკოპატია ეკლესიის თავი და საძირკველი და არა ქრისტე მაცხოვარი. ეს გახლავთ ტიპური პაპიზმი, ოღონდ ერთპიროვნული კი არა, როგორც ამას დღევანდელი რომაული კათოლიციზმი ასწავლის, არამედ კოლექტიური.
კითხვა 29: გთხოვთ, თანამიმდევრულად აგვიხსნათ, რატომ უნდა ვიფიქროთ, რომ ოპონენტთა სწავლება მღვდელმთავრობის შესახებ შეიძლება იყოს ამგვარ აბსურდულ სწავლებათა მიზეზი?
პასუხი: წმ. სახარებით ნაწინასწარმეტყველევია, რომ უფლის მიერ დაფუძნებულ ეკლესიას ვერ შემუსრავენ „ბჭენი ჯოჯოხეთისანი“ (მათე 16:18). წმ. მამათა სწავლებით „ჯოჯოხეთის ბჭეში“ იგულისხმება ურიცხვი მწვალებლობა, ასევე, ქრისტესა და მის ეკლესიას ამხედრებული ხილული თუ უხილავი სუპოსტატნი (წინააღმდგომნი); ეკლესია არის ქრისტეს სხეული, რომლის თავია თვით ქრისტე (ეფეს. 1:22; 4:15) მაგრამ, ოპონენტების განმარტებით: „თუკი მღვდელმთავრობა შეწყდება მსოფლიო მართლმადიდებლურ ეკლესიაში ეს უკანასკნელი (ანუ ეკლესია - ეპ. პ.) წყვეტს თავის არსებობას; რაკიღა ეკლესია უეპისკოპოსოდ არ არსებობს“ („ივ. გაბრწყ.“ 14 (36) 2000 წ. გვ. 11. სვ. 1), ჩანს, ოპონენეტებისთვის ეპისკოპატი ყოფილა ისეთი მნიშვნელოვანი რამ, რის გარეშეც მებრძოლი ეკლესიის მთელი შემადგენლობა: მართლმადიდებელი მორწმუნენი, ბერ-მონაზონნი და თვით საეკლესიო მსახურნი, მღვდლების ჩათვლით, არაფერია, უბრალო მასა, უთავო სხეული. აქ თავი ყოფილა ეპისკოპატი - მოჰკვეთეს ეს თავი (ანუ ეპისკოპატი) ამ ეკლესიას, ის იმწუთასვე ხდება უსულო გვამი, ლეში, უსიცოცხლო მძორი.
როგორც ჩანს, ოპონენტებს მათეს სახარების სიტყვები ეკლესიის უძლეველობაზე (მათ. 16:18), ესმით მხოლოდ ეპისკოპატთან მიმართებაში, ამიტომაც ვერ წარმოუდგენიათ ეკლესია მის გარეშე და თვლიან, რომ „თუკი მღვდელმთავრობა შეწყდება ეკლესია წყვეტს თავის არსებობას“.
თუკი ვინმე იტყვის, რომ ეს აზრი მათ გამოაქვთ წმიდა მამათა (დიონისე არეოპაგელის, მაქსიმე ბერძენის, გიორგი პახიმერის, კიპრიანე კართაგენელის, იოანე ოქროპირის და სიმეონ თესალონიკელის) ზემოთმოტანილი გამონათქვამებიდან, მივუგებთ, რომ მათ სწავლებაში არაფერი ამდაგვარი არ მოიპოვება.
კითხვა: მაგრამ ხომ შესაძლებელია, რომ ეპისკოპატის ამგვარი მნიშვნელობის მიზეზად მათ მიაჩნდეთ სხვა საფუძველი და არა ის, რომ ეპისკოპატია თავია ეკლესიის, რადგან ძნელია ვიფიქროთ, რომ მათ არ იციან ის ელემენტარული ჭეშმარიტება, რომ ეკლესიის თავი არის ქრისტე და არა ეპისკოპატი? ხომ შესაძლოა, მაგალითად, რომ ეპისკოპატი იყოს ეკლესიის საძირკველი, ის ქვაკუთხედი, რომლის გარეშე ეკლესია ვერ იარსებებს?
პასუხი: უპირველესად უნდა აღვნიშნოთ ის, რომ ეკლესიის ქვაკუთხედ ლოდად, მის საძირკვლად მართლმადიდებელ მამათა მიერ აღიარებულია ქრისტე მაცხოვარი, ამის საწინააღმდეგოს ასწავლის რომაული კათოლიციზმი, რომელიც ეკლესიის საძირკვლად, ლოდად მიიჩნევს რომის პაპს (იხ. ილია მინიატისი. „ლოდი საცთურისა“. სიტყვა მართლისა სარწმუნოებისა. თბილისი 1991 წ. ტ. 2, 3.).
ეპისკოპატის მნიშვნელობა ეკლესიისთვის განუზომელია. მართლაცდა, მისგან არის ხელდასხმები, მირონის, ანტიმინსის (ანუ ტაძრის) კურთხევა, მაგრამ ეს არ გვაძლევს უფლებას, ვიფიქროთ, რომ ეკლესიის უმთავრესი რგოლი მხოლოდ ეპისკოპატია და მის გარეშე ეკლესიას არ შეუძლია თავისი მადლმოსილი ფუნქციის შესრულება, რაც არის კაცთა ცხონება მის წიაღში.
მკითხველმა ისე არ უნდა გაიგოს თითქოსდა ჩვენ ვაკნინებდეთ საეპისკოპოსო ხარისხის მნიშვნელობას ეკლესიაში, მაგრამ არც სხვა უკიდურესობაში ვვარდებით და მის გარეშე მკვდრად და უსულოდ არ ვაცხადებთ ქრისტეს სხეულს, რომლის თავი არის თვით მაცხოვარი.
ოპონენტთა სწავლება ეპისკოპატის (მღვდელმთავრობის) შესახებ არის აშკარად მწვალებლური, რამეთუ (მებრძოლი) ეკლესიის არსებობის შეწყვეტაზე მხოლოდ მაშინ შეიძლება ლაპარაკი, თუკი: ა) მოკვდება მისი სხეული, ანუ სრულიად ამოწყდება ამქვეყნად მცხოვრები მისი ყველა წევრი ან ბ) მას მიატოვებს მისი თავი, ქრისტე მაცხოვარი (ღმერთო, შეგვინდე და განგვაშორე ამგვარი აზრი!).
ერთიც და მეორეც შეუძლებელია მოხდეს, რადგან თავი ეკლესიისა, ქრისტე ღმერთი, არის უკვდავი, მარადიული, ყოვლადძლიერი, ყოვლისშემძლე და ჭეშმარიტი!
სწორედ ამავე მიზეზის გამო, ქრისტეს მებრძოლ ეკლესიაში, მიუხედავად უდიდეს განსაცდელთა და შეჭირვებათა, რომლებიც კულმინაციას მიაღწევენ ანტიქრისტეს მოსვლის პერიოდში, არასოდეს ამოწყდებიან მისი მებრძოლი წევრები.
წმ. თევდორე სტოდიელის თქმით, დედამიწაზე სამი მართლმადიდებელიც რომ დარჩეს, ეკლესია მაინც იარსებებს“ (Твор. преп. Феодора Студита, ч. I, стр. 284).
„სადაცა იყვნენ ორნი, გინა სამნი შეკრებულ სახელისა ჩემისათვის, მუნ ვარ მე შორის მათსა“ (მათე 18:20) – ბრძანებს მაცხოვარი.
ასევე ეკლესიასთან, როგორც თავადვე აღგვითქვა, მარადის იქნება მაცხოვარი (იხ. მათე 28:20).
ოპონენტები, ცხადია, ასე აშკარად არსად ასწავლიან, თითქოსდა შესაძლო იყოს, მოხდეს ის, რაც ზემოთ დაუშვებლად იქნა მიჩნეული, ანუ მაცხოვარმა ხელი აიღოს თავის ეკლესიაზე (ღმერთო, შეგვინდე! შორს ჩვენგან ამგვარი უკეთური აზრი!), ან მოკვდნენ მისი სულიერი სხეულის, ეკლესიის, წევრები (ნუმც იყოფიან!).
მაშ, თუკი ეკლესია უკვდავია, რატომ უნდა მოკვდეს იგი და ისიც მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ შესაძლოა მის შემადგენლობას მოაკლდეს ერთი რგოლი – ეპისკოპატი?!
განა შეიძლება, ეპისკოპატი იმდენად აღმატებული იყოს ეკლესიის თავზე, ქრისტეზე, ან სხვა დანარჩენ წევრებზე, რომ მისი დროებითი ამოღებით ეკლესიამ, ქრისტეს მისტიკურმა სხეულმა, შეწყვიტოს არსებობა?
აქ ოპონენტთა მწვალებლურ ეკლესიოლოგიას ლოგიკურად მივყავართ იმ აზრამდე, რომ, თუკი ისინი მღვდელმთავრობის შეწყვეტაში ხედავენ მთელი ეკლესიის სიკვდილს, ისინი ეკლესიის თავად ან მის ქვაკუთხედ ლოდად სწორედ ეპისკოპატს მიიჩნევენ, რომელთაგან ერთის ან მეორის გაუქმება უცილობლივ იწევს ეკლესიის სიკვდილს. ეს კი, როგორც უკვე ვთქვით, აშკარა ლათინური მწვალებლობაა, კოლექტიური პაპიზმი!
კითხვა: რაში გამოიხატება ამ მწვალებლობის პაპისტური არსი? რას ასწავლის რომაული პაპიზმი ეკლესიისა და რომის პაპის ურთიერთმიმართების შესახებ?
პასუხი: „განსაკუთრებულ ხაზგასმას რომაელი ღვთისმეტყველები აკეთებენ რომის პაპსა და მის ძალაუფლებაზე“ – წერს ერთ-ერთი ცნობილი ნიკონიანელი ღვთისმეტყველი, პროტოპრესვიტერი მიტროფანე ზნოსკო-ბოროვსკი თავის ცნობილ ნაშრომში "Православие, римо-католичество, протестантизм и сектантство" (изд. Св. тройцко-Сергиевой Лавры. 1991 г., стр. 33). ძირითადი არსი ამ მწვალებლობისა გახლავთ ეკლესიის შესახებ ქრისტეს, მის წმ. მოციქულთა და წმ. მსოფლიო კრებათა სწავლების შერყვნა.
ეს არის სწავლება „პაპის, როგორც ერთპიროვნული ძალაუფლების მფლობელობის, ეკლესიის ხილული თავისა და ქრისტეს მონაცვლეს შესახებ“ – წერს იგივე ავტორი (ციტ. იქვე.). ეს მოძღვრება რომაული კათოლიციზმის მთელი დოგმატიკის ფუნდამენტია მისი. ყურადღებით, დეტალური განხილვა გვაჩვენებს, რომ ნიკონიანელ „თეოლოგთა“ სწავლება ეპისკოპატისა და ეკლესიის ურთიერთმიმართებაზე იდენტურია რომის პაპისა და „კათოლიკური“ ეკლესიის ურთიერთმიმართების შესახებ სწავლებასთან.
ფაქტობრივად, ეს არის იგივე სწავლება პაპზე, ოღონდაც აქ საქმე გვაქვს ე.წ. „მართლმადიდებელ” კოლექტიურ „პაპთან“; ეს არის ეპისკოპატი ან აბსტრაქტული „პაპი“ – მღვდელთავრობის ხარისხი.
ნათქვამის ნათელსაყოფად, მოდით, შევადაროთ ერთმანეთს ეს ორი სწავლება. „კანონიკური სამართლის კრებულში“, რომელიც 1917 წელს პაპმა ბენედიქტე XV-მ გამოაქვეყნა, ვკითხულობთ: „რომის მღვდელმთავარს გააჩნია ... არა მხოლოდ პირველობის პატივი, არამედ უმაღლესი და სრული იურისდიქციული ძალაუფლება მთელს ეკლესიაზე როგორც სარწმუნოებრივ, ასევე დისციპლინარულ საკითხებში“ (ციტ. იქვე) (ნიკონიანური ეკლესია იგივე უფლებებს ეპისკოპატს ანიჭებს – ეპ. პ.).
უფრო ადრე რომის პაპები წერდნენ: „ჩვენ ვაცხადებთ,... რომ რომის მღვდელმთავრისადმი მორჩილება ცხოვნების აუცილებელი პირობაა კაცთა მოდგმისათვის“ (ბონიფანტე (ბონიფაციუს) VIII ბულა. 18. XI. 1302 წ. ციტ. იქვე.) (იგივეს ასწავლიან ნიკონიანელები ეპისკოპატის შესახებ – ეპ.პ.).
პაპი ევგენის (1439 წ.) თქმით: „წმიდა სამოციქულო საყდარი (ე.ი. რომის კათედრა – ეპ. პ.) და რომაელი მღვდელმთავარი ფლობენ მეთაურობას მთელ სამყაროზე“ (ბულა. 6. VII. 1439 წ. იტ. იქვე. გვ. 34).
ხოლო პაპ პავლე IV მტკიცებით: „რომის მღვდელმთავარი, რომელიც დედამიწაზე არის მონაცვლე ღმრთისა და უფლისა ჩვენისა იესუ ქრისტესი, - ფლობს ძალაუფლებას ყველა ხალხზე და სამეფოზე და არის ყველას მსაჯული“ (ბულა. 1559 წ. 15 თებერვალი. ციტ. იქვე.).
ვრცელ ციტირებებსა და კომენტარებში რომ არ გადავიჭრეთ, რაც ჩვენი წინამდებარე კატეხიზმოს მიზანი არც არის, შემოვიფარგლებით კვლავ პროტოპრესვ. მიტროფანე ზნოსკო-ბოროვსკის რეზიუმირებით: „სწავლება ეკლესიის შესახებ, რომელიც არის ქრისტეს მადლისმიერი (სიც!) სხეული და რომლის თავი არის თვით ქრისტე, რომაელ-კათოლიკეებთან დაჩრდილულია სწავლებით პაპის, როგორც ერთი მონარქის შესახებ, რომლის ხელშია კონცენტრირებული მთელი ეკლესია.
პაპი არის საეკლესიო ძალაუფლების წყარო, ხოლო ეპისკოპოსები არიან მისი დელეგატები, ანუ პაპის წარმომადგენლები (ნიკონიანურ ეკლესიაში საეკლესიო ძალაუფლების წყაროა ეპისკოპატი, ხოლო მღვდლები არიან ეპისკოპოსთა დელეგატები, წარმომადგენლები. როგორც ლათინ ეპისკოპოსებს არ შეუძლიათ რაიმეს გაკეთება პაპის ნებართვის გარეშე, ასევე „მართლმადიდებელ“ „მღვდლებს“ უფლება არა აქვთ ქმნან რამე ეპისკოპოსის ნებართვის გარეშე – ეპ. პ.) (იქვე გვ. 35).
მთელი საეკლესიო სხეული შეიცვალა პაპით (ნიკონიანელებში საეკლესიო სხეული შეიცვალა ეპისკოპატით – ეპ. პ.)...“ (იქვე).
„პაპის პიროვნებაზეა გადატანილი ის, რაც არის ეკლესიის საკუთრება“ (ნიკონიანელებში ეკლესიის საკუთრება გაიგივებულია ეპისკოპატთან – ეპ. პ.), მეტიც: (პაპს) მიაკუთვნებენ იმას, რაც ეკუთვნის მხოლოდ ქრისტეს (ანუ მეთაურობა ეკლესიაში – ეპ. პ.) რატომ?! – იმიტომ, რომ პაპის ძალაუფლებას ისინი მისტიკური თვალსაზრისით აღიქვამენ.
ის რაც წაართვეს ეკლესიას, როგორც ცოცხალ მისტიკურ ორგანიზმს, გადაიტანეს პაპზე, ხოლო ეკლესია განიხილება, როგორც იურიდიული ორგანიზმი, როგორც დესპოტურად მართვადი საეკლესიო სახელმწიფო“ (იქვე). (იგივეს იქმან ნიკონიანელებიც, რომლებმაც, წაართვეს რა ეკლესიას მისი სისავსე, ჭეშმარიტების, ერთობის და ქრისტეს სხეულად ყოფნის თვისებები, მიაკუთვნეს ის ეპისკოპატს და გახადეს ეპისკოპატის მიერ მართვადი ორგანიზმი – ეპ. პ.).
„პაპიზმის (და ასევე ახალმოწესეობრივი „მართლმადიდებლობის“ – ეპ. პ.) ცოდვა მდგომარეობს იმაში, რომ წაეპოტინა იმას, რაც არის ღმრთის კუთვნილება, რაც ეკუთვნის სული წმიდას, მყოფს ეკლესიაში“ (იქვე).
„ნათლად და მკაფიოდ არის ეს გამოხატული პაპისტი ეპისკოპოსის ბუგოს (Bოუგაუდ) წიგნში „ეკლესია“, რომელიც გამოვიდა 1922 წელს, სადაც პაპი ევქარისტიის საიდუმლოსთან არის გათანაბრებული. როგორც ევქარისტიის საიდუმლოში, პურისა და ღვინის საფარველქვეშ რეალურად მყოფობს ქრისტე, ასევე პაპშიც რეალურად მყოფობს (ქრისტე მაცხოვარი.
„ევქარისტიის საიდუმლოში, - ამბობს ეპ. ბუგო, - გვაქვს, ასე ვთქვათ, „ნახევარი“ ქრისტე, რამეთუ ის „დუმს“ ევქარისტიის საიდუმლოში. მაშ, სად უნდა ვეძებოთ ეკლესიაში რეალურად მყოფი იესუ ქრისტეს მეორე „ნახევარი“? – ვატიკანში, პაპში. პაპი არის სწორედ მეორე რეალური საშუალება ქრისტეს მყოფობისა ეკლესიაში“ (ციტ. იქვე).
ეპ. ბუგოს თქმით: „პაპი – ეს არის იესუ ქრისტე, დამალული საფარველქვეშ, რომელიც კაცობრივი ორგანოს მეშვეობით აგრძელებს თავის მსახურებას კაცთა შორის“.
ამავე ლათინი ეპისკოპოსის სწავლებით, იესუ ქრისტემ - „შეჰკრიბა და მთელი ეკლესიის კონდენსიერება მოახდინა ერთ პაპში“ (ნიკონიანური სწავლებით მთელი ეკლესია კონდენსირებულია ეპისკოპატში - არქიეპ. პ.).
„იხილეთ საკვირველი საიდუმლო, - წერს ეპ. ბუგო, - ეკლესია არის პაპის განუწყვეტელი და გამუდმებული შემოქმედების ნაყოფი“. ამრიგად, ყოველივე გამოდის პაპისგან. ის არის ეკლესიის შემოქმედი; მასში (ანუ პაპში – ეპ. პ.) და მის მიერ განათლდებიან და წმიდა იყოფიან სულნი“ (იქვე გვ. 36).
„არ შეიძლება ეჭვის შეტანა იმაში, რომ ეპ. ბუგომ თავის ნაშრომში გამოხატა რომის ოფიციალური ეკლესიის სწავლება პაპის შესახებ“ – ასკვნის პროტოპრესვ. მიტროფანე ზნოსკო-ბოროვსკი (იქვე.).
კითხვა: რა კავშირშია ლათინურ-რომაული კათოლიციზმის სწავლება პაპის შესახებ ახალმოწესე რეფორმატორ „მართლმადიდებელთა“ სწავლებასთან ეპისკოპატის შესახებ?
პასუხი: მათ შორის პირდაპირი და უშუალო კავშირია.
პირდაპირი კავშირი მათ შორის არის იმიტომ, რომ ახალმოწესეთა სწავლებაში, როდესაც ის ეპისკოპოსის უფლებამოსილებებს განიხილავს საეკლესიო მსახურების სხვადასხვა სფეროში, ასახულია რომაულ-კათოლიკური სწავლება პაპის შესახებ. ანუ ახალმოწესეთა სწავლებაში ეპისკოპატს ზუსტად ისეთი თვისებები და პრეროგატივები ენიჭება, რაც პაპს რომის ეკლესიაში.
ხოლო ზემოთ მოტანილ სწავლებებს შორის კავშირი არსებობს იმ ისტორიული ვითარების ძალით, რაც არსებობდა XVII ს. რეფორმიდან დღემდე როგორც რუსულ, ასევე ბერძნულ და აღმოსავლეთის სხვა ეკლესიებში, რომლებიც ოდითგანვე ბერძნული საყდრების იურისდიქციათა ქვეშ იყვნენ და არიან მოქცეულნი.
ისტორიული ვითარება კი გამოიხატება იმაში, რომ ამ რეფორმას უძღვებოდნენ გალათინებული, აშკარად იეზუიტი ბერძენი „მართლმადიდებლები“. რეფორმის შემდეგ ამ ეკლესიაში კვლავ გალათინებული „მართლმადიდებლებისავე“ ხელით ფუძნდება სასულიერო სემინარიები. მიმდინარეობს ახალი, „მართლმადიდებლური“ კადრების აღზრდა ლათინურ სწავლებათა სულისკვეთებით. გაბატონებულმა ბერძნულმა და რუსულმა ეკლესიებმა დაამკვიდრეს ეკლესიის პაპისტურ-მონარქიული მართვის მსგავსი ეპისკოპალურ-მონარქიული წესი.
ეკლესიის ორგანიზებისა და მართვის, ასევე მისი წევრების „დამორჩილების“ ასეთი პაპისტური პრაქტიკისა და, რაც მთვარია, სწავლების შედეგად ოფიციალურ „მართლმადიდებლურ“ ეკლესიებში თანდათანობით და შეუჩნევლად დამკვიდრდა „კოლექტიური პაპიზმი“ ყველა მისი ლათინური თავისებურებით.
თავად განსაჯეთ, თუკი რომაელი პაპისტისთვის პაპი არის: 1) ქრისტეს ნაცვალი, 2) მებრძოლი ეკლესიის გარეგნული გამოხატულება, 3) ეკლესიის მისტიკური ორგანიზმის კონდენსატორი 4) და თვით ქრისტეც კი, როგორ შეიძლება, ამ ეკლესიამ დაუშვას ეკლესიის დაქვრივება? ანუ როგორ მოხდება, რომ არათუ 250 წლით, ერთი დღითაც კი ეს ეკლესია დარჩეს თავისი მღვდელმთავრის გარეშე?
ხომ იქნებოდა ეს „ეკლესიის არსებობის შეწყვეტის“ ტოლფასი? ნამდვილად იქნებოდა, რამეთუ, რომის პაპზე შეთხზული ზემოთ ჩამოთვლილი სწავლებების მიხედვით, თუკი პაპი არათუ ეკლესიის თავი, მისი სავსება, ქრისტეს შემცვლელი საფარველი და ნაცვალია... „არც ეპისკოპატზე, არც მსოფლიო კრებაზე და არც საერთოდ ეკლესიაზე დამოკიდებული არ არის.... მსოფლიო კრებაზე უმაღლესია და მისი ერთპიროვნული ხმა უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ხმა ეკლესიის კრებულისა“ (პროფ. დიმიტრი ოგიცკი. დოც. მღვდ. მაქსიმ კოზლოვი. რომაული კათოლიციზმი. საქ. საპატრიარქოს გამომცემლობა. თბილისი 2000 წ. გვ. 11), ცხადია, ასეთი თავის სიკვდილი იქნებოდა თვით „ეკლესიის არსებობის შეწყვეტის“ ტოლფასიც.
სხვათა შორის, ამიტომაც არის, რომ პაპისტური ეკლესია უდიდესი მონდომებით ჩქმალავს რომის სამღვდელმთავრო კათედრაზე დედაკაცის, პაპესსა იოანნას (VIII ს.) აღსაყდრების ფაქტს, რადგან რომის ეკლესია უარყოფს დედაკაცის მიერ ეკლესიის მეთაურობას. მაშასადამე, რომის ეკლესია თავწაკვეთილი იყო პაპესსა იოანნას მეთაურობის პერიოდში და, შესაბამისად, ის ამ დროს არც იყო ეკლესია, რამეთუ ასეთი იქნება პაპზე რომაულ-პაპისტური სწავლების უცილობელი შედეგი.
ამავე მიზეზით, აშკარა ისტორიული ფაქტების საპირისპიროდ, „ლათინთა ეკლესიაში შეუძლებელია ერთდროულად ორი პაპი არსებობდეს. ამ წოდების ორი ან რამდენიმე პრეტენდენტის გამოჩენისას ლათინებისთვის ერთი ჩაითვლება ნამდვილი პაპად, სხვა კი ანტიპაპად, ანუ ცრუ პაპად გამოცხადდება“ (იქვე გვ. 12).
ასე, რომ ნიკონიანურ და ახალმოწესეობრივ „მართლმადიდებლობაში“ შემოპარული და დამკვიდრებული ლათინების, უნიატების, იეზუიტებისა და ძველი თუ ახალი ეკუმენისტების „წყალობით“ოფიციალურ და გაბატონებულ „მართლმადიდებლურ“ ეკლესიებში დამკვიდრდა აშკარად პაპისტური პოსტულატები და დოქტრინები, რომლებმაც ასახვა ჰპოვეს ე.წ. „მართლმადიდებელთა“ სწავლებაში მღვდელმთავრობის შესახებ, ოღონდ იმ განსხვავებით, რომ, რასაც რომის ეკლესია ასწავლის ერთი მღვდელმთავრის, რომის ეპისკოპოსის შესახებ, „რეფორმატორულ „მართლმადიდებლობაში“ გადატანილია საზოგადოდ ეპისკოპოსის ხარისხზე, აქედან ეპისკოპატი, ანუ მღვდელმთავართა ჯგუფი, სინოდი და ა.შ. მიიწერს ზუსტად იმავე ნიშან-თვისებებს, რასაც რომის პაპი.
კითხვა: რა მოჰყვება იურიდიულ მონარქიზმს, ანუ კოლექტიურ (იგივე ეპისკოპალურ) პაპიზმს?
პასუხი: "იურიდიული მიწიერი მონარქიზმი ცვლის სწავლებას ეკლესიის, როგორც ქრისტეს მადლისმიერი სხეულის შესახებ“ (პროფ. დ. ოგიცკი. დოც. მღ. მაქსიმ კოზლოვი „რომაული კათოლიციზმი“ – გვ. 11).
პასუხი: ოპონენტების ეს შეხედულება აშკარად მწვალებლურია. ეს არის მკაფიოდ გამოკვეთილი ეკლესიოლოგიური ერესი. ცნობილია, რომ ეკლესია, თვით ნიკონიანელ მღვდელმსახურთა განმარტებითაც კი, არის: „ღვთისგან დაწესებული საზოგადოება (სიც!) კაცთა, რომელნიც შეერთებულნი არიან მართლმადიდებლური სარწმუნოებით, ღვთის სჯულით, იერარქიით და წმიდა საიდუმლოებებით.
ეკლესია არ არის უბრალო სარწმუნოებრივი საზოგადოება კაცთა იმიტომ, რომ იმაში დამკვიდრებულია მადლი სულისა წმიდისა. იმაში მუდამ ჰგიებს ქრისტე მაცხოვარი... ეკლესიას შეადგენენ ყველა ქრისტიანე მორწმუნენი, რომელნიც ცხოვრობენ ქვეყანაზე, მართალნიც და ცოდვილნიც, ეგრეთვე მომავალ აღდგომისა და საუკუნო ცხოვრების სასოებით მიცვალებულნიც, -
სხვა კატეხიზმოში ნიკონიანელები წერენ, რომ: „იესუ ქრისტემ თავის სულიერ სხეულად ჰქმნა ეკლესია, რომლის თავადაც რჩება თვითონ სამარადისოდ პავლე მოციქულის სიტყვისამებრ, რომელიც ბრძანებს: „და ყოველივე დაამორჩილა ქუეშე ფერხთა მისთა და იგი მოსცა მთავრობად ზეშთა ყოველთა ეკლესიასა, რომელ-
„ეკლესია აერთებს მართლმადიდებელ ქრისტეანთ, თუმც უხილავია მასში თავი მისი ქრისტე და განმაცხოველებელი სული წმიდა. უხილავია მადლი ღმრთისა, რომელიც გადმოიღვრება მასზე (ეკლესიაზე) და, ბოლოს, მასვე განეკუთვნებიან ჭეშმარიტ სარწმუნოებაში გარდაცვლილთა სულები... ისინი ეკლესიას განეკუთვნებიან იმიტომ, რომ რჩებიან იესუ ქრისტეს სულიერ წევრებად და სარწმუნოებრივ ერთობასა და სიყვარულში იმყოფებიან ამქვეყნად მცხოვრებ მორწმუნეებთან“ (Краткое изложение православного вероучения. Изд. Св. Тройце-
თითქმის ყველა კატეხიზმოში ეკლესიის შესახებ იგივეა ნათქვამი. ანუ, მებრძოლი ეკლესიის წევრებს შეადგენენ ამქვეყნად მცხოვრები მართლმადიდებელი ქრისტეანები, რომლებიც განიწმინდებიან საეკლესიო საიდუმლოებებით, მედღესასწაულე ეკლესიის წევრები კი არიან: ყოვლადწმიდა ღვთისმშობელი (ლუკა 1:43), წმიდა ანგელოზები (მათე 18:10), ქრისტეს მეგობრები (იოანე 14:15), ანგელოზთასწორი, სრულყოფილი და მართალნი მოღვაწენი (ლუკა 20:36; ებრ. 12:23,24). მათთან ერთობაში მოიაზრებიან: მართლმადიდებლურ სარწმუნოებაში გარდაცვლილნი და ძველ აღთქმისეულნი მართალნი (Основы христианской православной веры. Составил протоиерей Владимир Глиндский, изд. "Паломник". Москва 1994 г., стр. 180-
მაგრამ, ამის საპირისპიროდ, ნიკონიანელი ახალმოწესეები ამკვიდრებენ იმ აზრსაც, რომ თითქოსდა ეკლესია -
ოპონენტების მწვალებლური სწავლების მიხედვით ეკლესია ყოფილა მხოლოდ ეპისკოპატი. გარდა ამისა, მათი ეს სწავლება სხვა რამდენიმე მიზეზის გამოც არის მიუღებელი და აშკარად ერეტიკული.
მოკლედ რომ ვთქვათ: ამგვარი სწავლება ეკლესიის ერთობის გარეთ ტოვებს არა მხოლოდ რიგით მორწმუნეებს, ბერ-
ზემოთ უკვე აღვნიშნეთ, რომ ეკლესია, ეს არის ქრისტეს სულიერი სხეული, რომლის თავია თვით ქრისტე მაცხოვარი, როგორც ამას პავლე მოციქული განგვიმარტავს. მაგრამ, ოპონენტების სწავლებით ეს ასე არ არის, -
კითხვა 29: გთხოვთ, თანამიმდევრულად აგვიხსნათ, რატომ უნდა ვიფიქროთ, რომ ოპონენტთა სწავლება მღვდელმთავრობის შესახებ შეიძლება იყოს ამგვარ აბსურდულ სწავლებათა მიზეზი?
პასუხი: წმ. სახარებით ნაწინასწარმეტყველევია, რომ უფლის მიერ დაფუძნებულ ეკლესიას ვერ შემუსრავენ „ბჭენი ჯოჯოხეთისანი“ (მათე 16:18). წმ. მამათა სწავლებით „ჯოჯოხეთის ბჭეში“ იგულისხმება ურიცხვი მწვალებლობა, ასევე, ქრისტესა და მის ეკლესიას ამხედრებული ხილული თუ უხილავი სუპოსტატნი (წინააღმდგომნი); ეკლესია არის ქრისტეს სხეული, რომლის თავია თვით ქრისტე (ეფეს. 1:22; 4:15) მაგრამ, ოპონენტების განმარტებით: „თუკი მღვდელმთავრობა შეწყდება მსოფლიო მართლმადიდებლურ ეკლესიაში ეს უკანასკნელი (ანუ ეკლესია -
როგორც ჩანს, ოპონენტებს მათეს სახარების სიტყვები ეკლესიის უძლეველობაზე (მათ. 16:18), ესმით მხოლოდ ეპისკოპატთან მიმართებაში, ამიტომაც ვერ წარმოუდგენიათ ეკლესია მის გარეშე და თვლიან, რომ „თუკი მღვდელმთავრობა შეწყდება ეკლესია წყვეტს თავის არსებობას“.
თუკი ვინმე იტყვის, რომ ეს აზრი მათ გამოაქვთ წმიდა მამათა (დიონისე არეოპაგელის, მაქსიმე ბერძენის, გიორგი პახიმერის, კიპრიანე კართაგენელის, იოანე ოქროპირის და სიმეონ თესალონიკელის) ზემოთმოტანილი გამონათქვამებიდან, მივუგებთ, რომ მათ სწავლებაში არაფერი ამდაგვარი არ მოიპოვება.
კითხვა: მაგრამ ხომ შესაძლებელია, რომ ეპისკოპატის ამგვარი მნიშვნელობის მიზეზად მათ მიაჩნდეთ სხვა საფუძველი და არა ის, რომ ეპისკოპატია თავია ეკლესიის, რადგან ძნელია ვიფიქროთ, რომ მათ არ იციან ის ელემენტარული ჭეშმარიტება, რომ ეკლესიის თავი არის ქრისტე და არა ეპისკოპატი? ხომ შესაძლოა, მაგალითად, რომ ეპისკოპატი იყოს ეკლესიის საძირკველი, ის ქვაკუთხედი, რომლის გარეშე ეკლესია ვერ იარსებებს?
პასუხი: უპირველესად უნდა აღვნიშნოთ ის, რომ ეკლესიის ქვაკუთხედ ლოდად, მის საძირკვლად მართლმადიდებელ მამათა მიერ აღიარებულია ქრისტე მაცხოვარი, ამის საწინააღმდეგოს ასწავლის რომაული კათოლიციზმი, რომელიც ეკლესიის საძირკვლად, ლოდად მიიჩნევს რომის პაპს (იხ. ილია მინიატისი. „ლოდი საცთურისა“. სიტყვა მართლისა სარწმუნოებისა. თბილისი 1991 წ. ტ. 2, 3.).
ეპისკოპატის მნიშვნელობა ეკლესიისთვის განუზომელია. მართლაცდა, მისგან არის ხელდასხმები, მირონის, ანტიმინსის (ანუ ტაძრის) კურთხევა, მაგრამ ეს არ გვაძლევს უფლებას, ვიფიქროთ, რომ ეკლესიის უმთავრესი რგოლი მხოლოდ ეპისკოპატია და მის გარეშე ეკლესიას არ შეუძლია თავისი მადლმოსილი ფუნქციის შესრულება, რაც არის კაცთა ცხონება მის წიაღში.
მკითხველმა ისე არ უნდა გაიგოს თითქოსდა ჩვენ ვაკნინებდეთ საეპისკოპოსო ხარისხის მნიშვნელობას ეკლესიაში, მაგრამ არც სხვა უკიდურესობაში ვვარდებით და მის გარეშე მკვდრად და უსულოდ არ ვაცხადებთ ქრისტეს სხეულს, რომლის თავი არის თვით მაცხოვარი.
ოპონენტთა სწავლება ეპისკოპატის (მღვდელმთავრობის) შესახებ არის აშკარად მწვალებლური, რამეთუ (მებრძოლი) ეკლესიის არსებობის შეწყვეტაზე მხოლოდ მაშინ შეიძლება ლაპარაკი, თუკი: ა) მოკვდება მისი სხეული, ანუ სრულიად ამოწყდება ამქვეყნად მცხოვრები მისი ყველა წევრი ან ბ) მას მიატოვებს მისი თავი, ქრისტე მაცხოვარი (ღმერთო, შეგვინდე და განგვაშორე ამგვარი აზრი!).
ერთიც და მეორეც შეუძლებელია მოხდეს, რადგან თავი ეკლესიისა, ქრისტე ღმერთი, არის უკვდავი, მარადიული, ყოვლადძლიერი, ყოვლისშემძლე და ჭეშმარიტი!
სწორედ ამავე მიზეზის გამო, ქრისტეს მებრძოლ ეკლესიაში, მიუხედავად უდიდეს განსაცდელთა და შეჭირვებათა, რომლებიც კულმინაციას მიაღწევენ ანტიქრისტეს მოსვლის პერიოდში, არასოდეს ამოწყდებიან მისი მებრძოლი წევრები.
წმ. თევდორე სტოდიელის თქმით, დედამიწაზე სამი მართლმადიდებელიც რომ დარჩეს, ეკლესია მაინც იარსებებს“ (Твор. преп. Феодора Студита, ч. I, стр. 284).
„სადაცა იყვნენ ორნი, გინა სამნი შეკრებულ სახელისა ჩემისათვის, მუნ ვარ მე შორის მათსა“ (მათე 18:20) – ბრძანებს მაცხოვარი.
ასევე ეკლესიასთან, როგორც თავადვე აღგვითქვა, მარადის იქნება მაცხოვარი (იხ. მათე 28:20).
ოპონენტები, ცხადია, ასე აშკარად არსად ასწავლიან, თითქოსდა შესაძლო იყოს, მოხდეს ის, რაც ზემოთ დაუშვებლად იქნა მიჩნეული, ანუ მაცხოვარმა ხელი აიღოს თავის ეკლესიაზე (ღმერთო, შეგვინდე! შორს ჩვენგან ამგვარი უკეთური აზრი!), ან მოკვდნენ მისი სულიერი სხეულის, ეკლესიის, წევრები (ნუმც იყოფიან!).
მაშ, თუკი ეკლესია უკვდავია, რატომ უნდა მოკვდეს იგი და ისიც მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ შესაძლოა მის შემადგენლობას მოაკლდეს ერთი რგოლი – ეპისკოპატი?!
განა შეიძლება, ეპისკოპატი იმდენად აღმატებული იყოს ეკლესიის თავზე, ქრისტეზე, ან სხვა დანარჩენ წევრებზე, რომ მისი დროებითი ამოღებით ეკლესიამ, ქრისტეს მისტიკურმა სხეულმა, შეწყვიტოს არსებობა?
აქ ოპონენტთა მწვალებლურ ეკლესიოლოგიას ლოგიკურად მივყავართ იმ აზრამდე, რომ, თუკი ისინი მღვდელმთავრობის შეწყვეტაში ხედავენ მთელი ეკლესიის სიკვდილს, ისინი ეკლესიის თავად ან მის ქვაკუთხედ ლოდად სწორედ ეპისკოპატს მიიჩნევენ, რომელთაგან ერთის ან მეორის გაუქმება უცილობლივ იწევს ეკლესიის სიკვდილს. ეს კი, როგორც უკვე ვთქვით, აშკარა ლათინური მწვალებლობაა, კოლექტიური პაპიზმი!
კითხვა: რაში გამოიხატება ამ მწვალებლობის პაპისტური არსი? რას ასწავლის რომაული პაპიზმი ეკლესიისა და რომის პაპის ურთიერთმიმართების შესახებ?
პასუხი: „განსაკუთრებულ ხაზგასმას რომაელი ღვთისმეტყველები აკეთებენ რომის პაპსა და მის ძალაუფლებაზე“ – წერს ერთ-
ეს არის სწავლება „პაპის, როგორც ერთპიროვნული ძალაუფლების მფლობელობის, ეკლესიის ხილული თავისა და ქრისტეს მონაცვლეს შესახებ“ – წერს იგივე ავტორი (ციტ. იქვე.). ეს მოძღვრება რომაული კათოლიციზმის მთელი დოგმატიკის ფუნდამენტია მისი. ყურადღებით, დეტალური განხილვა გვაჩვენებს, რომ ნიკონიანელ „თეოლოგთა“ სწავლება ეპისკოპატისა და ეკლესიის ურთიერთმიმართებაზე იდენტურია რომის პაპისა და „კათოლიკური“ ეკლესიის ურთიერთმიმართების შესახებ სწავლებასთან.
ფაქტობრივად, ეს არის იგივე სწავლება პაპზე, ოღონდაც აქ საქმე გვაქვს ე.წ. „მართლმადიდებელ” კოლექტიურ „პაპთან“; ეს არის ეპისკოპატი ან აბსტრაქტული „პაპი“ – მღვდელთავრობის ხარისხი.
ნათქვამის ნათელსაყოფად, მოდით, შევადაროთ ერთმანეთს ეს ორი სწავლება. „კანონიკური სამართლის კრებულში“, რომელიც 1917 წელს პაპმა ბენედიქტე XV-
უფრო ადრე რომის პაპები წერდნენ: „ჩვენ ვაცხადებთ,... რომ რომის მღვდელმთავრისადმი მორჩილება ცხოვნების აუცილებელი პირობაა კაცთა მოდგმისათვის“ (ბონიფანტე (ბონიფაციუს) VIII ბულა. 18. XI. 1302 წ. ციტ. იქვე.) (იგივეს ასწავლიან ნიკონიანელები ეპისკოპატის შესახებ – ეპ.პ.).
პაპი ევგენის (1439 წ.) თქმით: „წმიდა სამოციქულო საყდარი (ე.ი. რომის კათედრა – ეპ. პ.) და რომაელი მღვდელმთავარი ფლობენ მეთაურობას მთელ სამყაროზე“ (ბულა. 6. VII. 1439 წ. იტ. იქვე. გვ. 34).
ხოლო პაპ პავლე IV მტკიცებით: „რომის მღვდელმთავარი, რომელიც დედამიწაზე არის მონაცვლე ღმრთისა და უფლისა ჩვენისა იესუ ქრისტესი, -
ვრცელ ციტირებებსა და კომენტარებში რომ არ გადავიჭრეთ, რაც ჩვენი წინამდებარე კატეხიზმოს მიზანი არც არის, შემოვიფარგლებით კვლავ პროტოპრესვ. მიტროფანე ზნოსკო-
პაპი არის საეკლესიო ძალაუფლების წყარო, ხოლო ეპისკოპოსები არიან მისი დელეგატები, ანუ პაპის წარმომადგენლები (ნიკონიანურ ეკლესიაში საეკლესიო ძალაუფლების წყაროა ეპისკოპატი, ხოლო მღვდლები არიან ეპისკოპოსთა დელეგატები, წარმომადგენლები. როგორც ლათინ ეპისკოპოსებს არ შეუძლიათ რაიმეს გაკეთება პაპის ნებართვის გარეშე, ასევე „მართლმადიდებელ“ „მღვდლებს“ უფლება არა აქვთ ქმნან რამე ეპისკოპოსის ნებართვის გარეშე – ეპ. პ.) (იქვე გვ. 35).
მთელი საეკლესიო სხეული შეიცვალა პაპით (ნიკონიანელებში საეკლესიო სხეული შეიცვალა ეპისკოპატით – ეპ. პ.)...“ (იქვე).
„პაპის პიროვნებაზეა გადატანილი ის, რაც არის ეკლესიის საკუთრება“ (ნიკონიანელებში ეკლესიის საკუთრება გაიგივებულია ეპისკოპატთან – ეპ. პ.), მეტიც: (პაპს) მიაკუთვნებენ იმას, რაც ეკუთვნის მხოლოდ ქრისტეს (ანუ მეთაურობა ეკლესიაში – ეპ. პ.) რატომ?! – იმიტომ, რომ პაპის ძალაუფლებას ისინი მისტიკური თვალსაზრისით აღიქვამენ.
ის რაც წაართვეს ეკლესიას, როგორც ცოცხალ მისტიკურ ორგანიზმს, გადაიტანეს პაპზე, ხოლო ეკლესია განიხილება, როგორც იურიდიული ორგანიზმი, როგორც დესპოტურად მართვადი საეკლესიო სახელმწიფო“ (იქვე). (იგივეს იქმან ნიკონიანელებიც, რომლებმაც, წაართვეს რა ეკლესიას მისი სისავსე, ჭეშმარიტების, ერთობის და ქრისტეს სხეულად ყოფნის თვისებები, მიაკუთვნეს ის ეპისკოპატს და გახადეს ეპისკოპატის მიერ მართვადი ორგანიზმი – ეპ. პ.).
„პაპიზმის (და ასევე ახალმოწესეობრივი „მართლმადიდებლობის“ – ეპ. პ.) ცოდვა მდგომარეობს იმაში, რომ წაეპოტინა იმას, რაც არის ღმრთის კუთვნილება, რაც ეკუთვნის სული წმიდას, მყოფს ეკლესიაში“ (იქვე).
„ნათლად და მკაფიოდ არის ეს გამოხატული პაპისტი ეპისკოპოსის ბუგოს (Bოუგაუდ) წიგნში „ეკლესია“, რომელიც გამოვიდა 1922 წელს, სადაც პაპი ევქარისტიის საიდუმლოსთან არის გათანაბრებული. როგორც ევქარისტიის საიდუმლოში, პურისა და ღვინის საფარველქვეშ რეალურად მყოფობს ქრისტე, ასევე პაპშიც რეალურად მყოფობს (ქრისტე მაცხოვარი.
„ევქარისტიის საიდუმლოში, -
ეპ. ბუგოს თქმით: „პაპი – ეს არის იესუ ქრისტე, დამალული საფარველქვეშ, რომელიც კაცობრივი ორგანოს მეშვეობით აგრძელებს თავის მსახურებას კაცთა შორის“.
ამავე ლათინი ეპისკოპოსის სწავლებით, იესუ ქრისტემ -
„იხილეთ საკვირველი საიდუმლო, -
„არ შეიძლება ეჭვის შეტანა იმაში, რომ ეპ. ბუგომ თავის ნაშრომში გამოხატა რომის ოფიციალური ეკლესიის სწავლება პაპის შესახებ“ – ასკვნის პროტოპრესვ. მიტროფანე ზნოსკო-
კითხვა: რა კავშირშია ლათინურ-
პასუხი: მათ შორის პირდაპირი და უშუალო კავშირია.
პირდაპირი კავშირი მათ შორის არის იმიტომ, რომ ახალმოწესეთა სწავლებაში, როდესაც ის ეპისკოპოსის უფლებამოსილებებს განიხილავს საეკლესიო მსახურების სხვადასხვა სფეროში, ასახულია რომაულ-
ხოლო ზემოთ მოტანილ სწავლებებს შორის კავშირი არსებობს იმ ისტორიული ვითარების ძალით, რაც არსებობდა XVII ს. რეფორმიდან დღემდე როგორც რუსულ, ასევე ბერძნულ და აღმოსავლეთის სხვა ეკლესიებში, რომლებიც ოდითგანვე ბერძნული საყდრების იურისდიქციათა ქვეშ იყვნენ და არიან მოქცეულნი.
ისტორიული ვითარება კი გამოიხატება იმაში, რომ ამ რეფორმას უძღვებოდნენ გალათინებული, აშკარად იეზუიტი ბერძენი „მართლმადიდებლები“. რეფორმის შემდეგ ამ ეკლესიაში კვლავ გალათინებული „მართლმადიდებლებისავე“ ხელით ფუძნდება სასულიერო სემინარიები. მიმდინარეობს ახალი, „მართლმადიდებლური“ კადრების აღზრდა ლათინურ სწავლებათა სულისკვეთებით. გაბატონებულმა ბერძნულმა და რუსულმა ეკლესიებმა დაამკვიდრეს ეკლესიის პაპისტურ-
ეკლესიის ორგანიზებისა და მართვის, ასევე მისი წევრების „დამორჩილების“ ასეთი პაპისტური პრაქტიკისა და, რაც მთვარია, სწავლების შედეგად ოფიციალურ „მართლმადიდებლურ“ ეკლესიებში თანდათანობით და შეუჩნევლად დამკვიდრდა „კოლექტიური პაპიზმი“ ყველა მისი ლათინური თავისებურებით.
თავად განსაჯეთ, თუკი რომაელი პაპისტისთვის პაპი არის: 1) ქრისტეს ნაცვალი, 2) მებრძოლი ეკლესიის გარეგნული გამოხატულება, 3) ეკლესიის მისტიკური ორგანიზმის კონდენსატორი 4) და თვით ქრისტეც კი, როგორ შეიძლება, ამ ეკლესიამ დაუშვას ეკლესიის დაქვრივება? ანუ როგორ მოხდება, რომ არათუ 250 წლით, ერთი დღითაც კი ეს ეკლესია დარჩეს თავისი მღვდელმთავრის გარეშე?
ხომ იქნებოდა ეს „ეკლესიის არსებობის შეწყვეტის“ ტოლფასი? ნამდვილად იქნებოდა, რამეთუ, რომის პაპზე შეთხზული ზემოთ ჩამოთვლილი სწავლებების მიხედვით, თუკი პაპი არათუ ეკლესიის თავი, მისი სავსება, ქრისტეს შემცვლელი საფარველი და ნაცვალია... „არც ეპისკოპატზე, არც მსოფლიო კრებაზე და არც საერთოდ ეკლესიაზე დამოკიდებული არ არის.... მსოფლიო კრებაზე უმაღლესია და მისი ერთპიროვნული ხმა უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ხმა ეკლესიის კრებულისა“ (პროფ. დიმიტრი ოგიცკი. დოც. მღვდ. მაქსიმ კოზლოვი. რომაული კათოლიციზმი. საქ. საპატრიარქოს გამომცემლობა. თბილისი 2000 წ. გვ. 11), ცხადია, ასეთი თავის სიკვდილი იქნებოდა თვით „ეკლესიის არსებობის შეწყვეტის“ ტოლფასიც.
სხვათა შორის, ამიტომაც არის, რომ პაპისტური ეკლესია უდიდესი მონდომებით ჩქმალავს რომის სამღვდელმთავრო კათედრაზე დედაკაცის, პაპესსა იოანნას (VIII ს.) აღსაყდრების ფაქტს, რადგან რომის ეკლესია უარყოფს დედაკაცის მიერ ეკლესიის მეთაურობას. მაშასადამე, რომის ეკლესია თავწაკვეთილი იყო პაპესსა იოანნას მეთაურობის პერიოდში და, შესაბამისად, ის ამ დროს არც იყო ეკლესია, რამეთუ ასეთი იქნება პაპზე რომაულ-
ამავე მიზეზით, აშკარა ისტორიული ფაქტების საპირისპიროდ, „ლათინთა ეკლესიაში შეუძლებელია ერთდროულად ორი პაპი არსებობდეს. ამ წოდების ორი ან რამდენიმე პრეტენდენტის გამოჩენისას ლათინებისთვის ერთი ჩაითვლება ნამდვილი პაპად, სხვა კი ანტიპაპად, ანუ ცრუ პაპად გამოცხადდება“ (იქვე გვ. 12).
ასე, რომ ნიკონიანურ და ახალმოწესეობრივ „მართლმადიდებლობაში“ შემოპარული და დამკვიდრებული ლათინების, უნიატების, იეზუიტებისა და ძველი თუ ახალი ეკუმენისტების „წყალობით“ოფიციალურ და გაბატონებულ „მართლმადიდებლურ“ ეკლესიებში დამკვიდრდა აშკარად პაპისტური პოსტულატები და დოქტრინები, რომლებმაც ასახვა ჰპოვეს ე.წ. „მართლმადიდებელთა“ სწავლებაში მღვდელმთავრობის შესახებ, ოღონდ იმ განსხვავებით, რომ, რასაც რომის ეკლესია ასწავლის ერთი მღვდელმთავრის, რომის ეპისკოპოსის შესახებ, „რეფორმატორულ „მართლმადიდებლობაში“ გადატანილია საზოგადოდ ეპისკოპოსის ხარისხზე, აქედან ეპისკოპატი, ანუ მღვდელმთავართა ჯგუფი, სინოდი და ა.შ. მიიწერს ზუსტად იმავე ნიშან-
კითხვა: რა მოჰყვება იურიდიულ მონარქიზმს, ანუ კოლექტიურ (იგივე ეპისკოპალურ) პაპიზმს?
პასუხი: "იურიდიული მიწიერი მონარქიზმი ცვლის სწავლებას ეკლესიის, როგორც ქრისტეს მადლისმიერი სხეულის შესახებ“ (პროფ. დ. ოგიცკი. დოც. მღ. მაქსიმ კოზლოვი „რომაული კათოლიციზმი“ – გვ. 11).
ასეთ მდგომარეობაში „მორწმუნეთა მთელი მოვალეობა მხოლოდ მორჩილებით განისაზღვრება... ეკლესიის აზრი და სინდისი მდუმარებისთვისაა განწირული“ (იქვე).
„ეკლესიას აყენებს დამცირებულ მდგომარეობაში, რადგან მის წევრებს პაპის (ეპისკოპატის – ეპ. პ.) უპირობო და ბრმა მორჩილებისთვის, ხოლო ეკლესიის სინდისს – მდუმარებისთვის სწირავს“. (იქე. გვ. 13).
ეკლესის ერთობის საფუძვლად აცხადებს მორჩილებას ერთი კაცის ან ხარისხობრივ თანამდებობრივი ნიშნით გამორჩეულ კაცთა ჯგუფისადმი, მაშინ როდესაც „ეკლესიის ერთობის საფუძველი არ უნდა იყოს ერთისადმი (ან განსაზღვრული ხარისხის მქონე ჯგუფისადმი – ეპ. პ.) ყველას დაქვემდებარებაზე დაფუძნებული ერთობა, არამედ (მთელი ეკლესიის – ეპ. პ.). შინაგანი, ორგანული“ (იქვე. გვ. 14) ერთობა უნდა იყოს.
ეპისკოპატი (აღარაფერს ვამბობთ პაპის შესახებ ლათინურ სწავლებაზე) ცხადდება ქრისტეზე და სული წმიდაზე აღმატებულ დაწესებად, რომელსაც აკისრია ისეთი ამქვეყნიური ფუნქცია, რომლის შეწყვეტის დროს ეკლესია წყვეტს არსებობას.
ეპისკოპატს განაკუთვნებენ იმას, რაც ეკუთვნის მხოლოდ ქრისტეს, რომელიც ერთადერთი არის თავი ეკლესიისა და ქვაკუთხედი ლოდი, რომელსაც ქრისტესადმი რწმენა წარმოადგენს.
ამრიგად, პროტოპრესვიტერ მიტროფანე ზნოსკო-ბოროვსკის სიტყვების პერიფრაზირებას თუ მოვახდენთ: „ეს სწავლება ეკლესიისა და ეპისკოპატის შესახებ, რასაც ე.წ. „მართლმადიდებლებში“ გვთავაზობენ, ჩვენთვის, ჭეშმარიტ და ძირძველ მართლმადიდებელთათვის აბსოლუტურად მიუღებელია. მისგან უბერავს არაქრისტიანული სული. ჩვენ ვდგავართ ქრისტეს ადამიანთა ჯგუფით შეცვლის, ხოლო ეკლესიის, ამ უდიდესი ცოცხალი ორგანიზმის, ეპისკოპატით შეცვლის საშიშროების წინაშე“ (შეად. Протоиерей Митрофан Зноско-Боровский. Православие, католичество, протестантизм и сектантство. 1991 г. стр. 36).
თუმცა, რაღა საშიშროება, ნიკონიანელმა რეფორმატორებმა რომაელი პაპისტების მსგავსად ეს ცვლილება უკვე განახორციელეს, ანუ ქრისტეს მეთაურობა ადამიანთა ჯგუფით, ხოლო ეკლესიის სხეული ეპისკოპატით შეცვალეს.
„ეკლესიას აყენებს დამცირებულ მდგომარეობაში, რადგან მის წევრებს პაპის (ეპისკოპატის – ეპ. პ.) უპირობო და ბრმა მორჩილებისთვის, ხოლო ეკლესიის სინდისს – მდუმარებისთვის სწირავს“. (იქე. გვ. 13).
ეკლესის ერთობის საფუძვლად აცხადებს მორჩილებას ერთი კაცის ან ხარისხობრივ თანამდებობრივი ნიშნით გამორჩეულ კაცთა ჯგუფისადმი, მაშინ როდესაც „ეკლესიის ერთობის საფუძველი არ უნდა იყოს ერთისადმი (ან განსაზღვრული ხარისხის მქონე ჯგუფისადმი – ეპ. პ.) ყველას დაქვემდებარებაზე დაფუძნებული ერთობა, არამედ (მთელი ეკლესიის – ეპ. პ.). შინაგანი, ორგანული“ (იქვე. გვ. 14) ერთობა უნდა იყოს.
ეპისკოპატი (აღარაფერს ვამბობთ პაპის შესახებ ლათინურ სწავლებაზე) ცხადდება ქრისტეზე და სული წმიდაზე აღმატებულ დაწესებად, რომელსაც აკისრია ისეთი ამქვეყნიური ფუნქცია, რომლის შეწყვეტის დროს ეკლესია წყვეტს არსებობას.
ეპისკოპატს განაკუთვნებენ იმას, რაც ეკუთვნის მხოლოდ ქრისტეს, რომელიც ერთადერთი არის თავი ეკლესიისა და ქვაკუთხედი ლოდი, რომელსაც ქრისტესადმი რწმენა წარმოადგენს.
ამრიგად, პროტოპრესვიტერ მიტროფანე ზნოსკო-
თუმცა, რაღა საშიშროება, ნიკონიანელმა რეფორმატორებმა რომაელი პაპისტების მსგავსად ეს ცვლილება უკვე განახორციელეს, ანუ ქრისტეს მეთაურობა ადამიანთა ჯგუფით, ხოლო ეკლესიის სხეული ეპისკოპატით შეცვალეს.