არქიეპისკოპოსი პავლე (ხორავა)
გზა - მართლად სავალი
ნაწილი I
შთაფლვა თუ დასხმა?!
შთაფლვითი ნათლობის კანონიკურობისა და დასხმითი ნათლობის უკანონობის შესახებ
გზა -
ნაწილი I
შთაფლვა თუ დასხმა?!
შთაფლვითი ნათლობის კანონიკურობისა და დასხმითი ნათლობის უკანონობის შესახებ
მკითხველო, წინამდებარე წიგნი, რომლის ინტერნეტ-ვერსიასაც ჩვენს ოფიციალურ საიტზე გთავაზობთ, მართლმადიდებლური სარწმუნოების საძირკვლის გამაგრების, შენთვის ჭეშმარიტი ქრისტეანული გზის ჩვენებას ისახავს მიზნად. აქ თავმოყრილია დიდძალი კვლევითი მასალა, რომელიც ეხება დოგმატიკის, ლიტურგიკის, ეკლესიის ისტორიის და ესქატოლოგიის სფეროებს. წიგნი მდიდარია ფაქტობრივი და დოკუმენტური მასალით და მოიცავს პერიოდს I საუკუნიდან ვიდრე XXI საუკუნემდე. ავტორი გვაძლევს ნათლისღების საიდუმლოს, სხვადასხვა ლიტურგიკული წეს-ჩვეულების, 17-ე საუკუნის საეკლესიო რეფორმისა და მისი შედეგების შემჭიდროებულ, მაგრამ ამავე დროს ღრმა ანალიზს.
წიგნში მხილებულია ძველმართლმადიდებლური ეკლესიის წინააღმდეგ მიმართული ცილისწამებებისა და ბრალდებების უსაფუძვლობა; ავტორის მიზანია, ჭეშმარიტების ერთგულ ყოველ ქრისტეანს მიუთითოს გზა მართლად სავალი. იმის გასარკვევად, რომ ეს გზა სწორედ ძველმართლმადიდებლურ ქრისტეანობასთან მიდის, არა მარტო აქ მოტანილი საეკლესიო წესებისა და სხვადასხვა მოვლენის განმარტება დაგეხმარება, არამედ კრებულში თავმოყრილი სადისკუსიო მასალებიც დიდად წაგადგებგა და ორ მოპაექრე მხარეს შორის მტყუან-მართლის გარჩევაც არ გაგიჭირდება.
წიგნის პირველი ნაწილი ეძღვნება ნათლისღების საიდუმლოს, მისი შესრულების კანონიკურ და არაკანონიკურ ფორმებს; მეორე ნაწილი - 17-ე საუკუნის რუსეთის საეკლესიო რეფორმას და მის შედეგებს როგორც საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიისთვის, ასევე მსოფლიო მართლმადიდებლობისთვის; მესამე ნაწილი კი მთლიანად ეძღვნება ეკლესიის უძლეველობას.
ჭეშმარიტი ქრისტიანული სიყვარულით უძღვნის ამ წიგნს ძველმართლმადიდებლური ეკლესიის არქიეპისკოპოსი პავლე (ხორავა) წმიდა სარწმუნოების გზაზე შემდგარ ყოველ მართლმადიდებელს.
წიგნი გამოიცა ძველმართლმადიდებელ ქრისტეანთა შემოწირულობით.
თავი XVII
____________________________________________________________________________________________________________________
ერთგზისი შთაფლვის დამკვიდრება დასავლეთის ეკლესიაში. წმ. გრიგოლ დიალოგოსის პასუხი ლეანდრეს
ეკლესიის, როგორც კვიპრიანემდელი, ასევე მომდევნო ცხოვრება გვიჩვენებს, რომ დასხმითი ნათლობა არასოდეს ყოფილა ნორმა ეკლესიის პრაქტიკაში. ეს ასეა მხოლოდ ე. ჭელიძის ავადმყოფურ წარმოსახვაში. მაგრამ ამჯერად ჩვენ საკმარისად მივიჩნევთ წმ. კვიპრიანეს გამონათქვამების განხილვას და გადავალთ ერთ მეტად საინტერესო ისტორიაზე, რომელიც საკმაოდ თვალსაჩინოდ წარმოაჩენს უსუსურობას ე. ჭელიძის იდეოლოგიისა კონკრეტული, ანუ ცალკეული წმიდა მამის შეხედულება, თუნდაც სჯულმდებლობითად, ან მტკიცებითად იყოს ის გამოთქმული, განზოგადებული სახით, ზოგადსაეკლესიო პრატქიკად იქნეს მიღებული. ვგულისხმობთ ნათლისღების მიუღებელ ფორმას, ერთჯერად შთაფლვას (ე. ჭელიძის ტერმინოლოგიით ნათლობის "ერთნაწილედად" აღსრულებას), რომელიც გაამართლა არა მარტო წმ. გრიგოლ დიალოგოსმა (604 წ.), არამედ მოგვიანებით ტოლედოს ადგილობრივმა კრებამაც (610 წ).
სანამ უშუალოდ წმ. გრიგოლ დიალოგოსის პასუხზე გადავიდოდეთ, ვნახოთ, რას ქადაგებს ნათლისღების საიდუმლოს "ერთნაწილედ" აღსრულებაზე ე. ჭელიძე.
ნაშრომში "ეკლესია - სძალი უფლისა" ე. ჭელიძე წმ. მოციქულთა 50-ე კანონისა და თვით ამ კანონის არსენ იყალთოელისეული თარგმანის შესახებ მსჯელობისას ამბობს: "... სიტყვა "ნათლისღება" ნიშნავს კონკრეტულად ნაწილედობას, ჯერადობას, კერძოდ "სამი ნათლისღება" ასაჩინოებს ერთი ნათლობის საიდუმლოს სამჯერადობას (მამის, ძისა და სულის მიმართ), ხოლო "ერთი ნათლისღება" - ერთჯერადობას. ... ნათლობა სრულდება ერთგზის სამნაწილედად და ამით ეს წესი თავის თავში განასახიერებს ერთარსება სამებას, მაშინ როცა კონკრეტულად "ერთი ნათლისღება, უფლის სიკვდილის მიმართ აღსრულებული" (და არა ზოგადად "ერთი ნათლისღება"), უმართებულო ნათლობაა, რომელიც, მართალია, ერთგზის სრულდება, მაგრამ ამავე დროს სრულდება ერთნაწილედად, ე.ი. იგი სრულდება არა სამნაწილედად, სამი პირის, სამი ერთარსი ნათლის (მამის, ძისა და სულის) მიმართ, არამედ ერთნაწილედად, მარტოდენ ერთი პირის, ძე ღმერთის მიმართ" (გვ. 106-113).
და კვლავაც: "50-ე კანონი ... გმობს ერთნაწილედ, ერთჯერად ნათლობას, ე. ი. გმობს ნათლობას, რომელიც სრულდება მარტოდენ ერთი ჰიპოსტასისადმი და არა ერთარსება ღვთის სამი პირისადმი, სამი ერთარსი ნათლისადმი.
50-ე კანონი ერთნაწილედ ნათლობას უარყოფს, იმიტომ, რომ ერთნაწილედი ნათლობა არ არის ნათლობა სამების მიმართ, ხოლო ქრისტიანული ჭეშმარიტება სწორედ ერთი ღვთის სამპიროვნების აღიარებაში გამოიხატება. ამგვარად, სამოციქულო კანონის მიერ დაგმობილია და უარყოფილია ნათლობის საიდუმლოს ერთნაწილედობა, ე. ი. ნათლობა, რომელიც ერთგზის (და არა სამგზის) შთაფლვით თუ დასხმით აღსრულდა.
იგი უარყოფს ნათლობის საიდუმლოს ერთნაწილედობას, ანუ ნათლობის აღსრულებას მარტოდენ ღვთის ერთი პირის, ძე ღმერთის სიკვდილის მიმართ, რადგანაც ამგვარი ნათლობა არ გულისხმობს ქრისტიანული ჭეშმარიტების საფუძველს, ღვთის სამპიროვნებას" (იქვე).
გარდა ამისა, ე. ჭელიძე ასეც წერს: "მეორე მხრივ, იგივე კანონი ადგენს და აწესებს ერთი ნათლობის, ერთი საიდუმლოს სამნაწილედობას ანუ ერთგზისი ნათლობის სამნაწილედობას, შინაგანი სამჯერადობით აღსრულებას სამი თანაარსი ანუ სამბრწყინვალე ნათლის (მამის, ძისა და სულის) მიმართ. სხვაგვარად რომ ვთქვათ, ეს კანონი რჯულმდებლობს ნათლობის სწორედ იმ წესს, რაც მაცხოვარმა დაუტოვა მოციქულებს: "წარვედით და მოიმოწაფენით ყოველნი წარმართნი და სათელსცემდით ("ბაპტისატე") მათ სახელითა მამისაჲთა და ძისაჲთა და სულისა წმიდისაჲთა". როგორც თვით უფლის სიტყვები გვამცნობს, ნათლისცემა სრულდება სამნაწილედად, მამის, ძისა და სულის სახელით, მაგრამ ეს სამნაწილედობა, სამჯერადობა, ცხადია, ნიშნავს არა ზოგადად სამგზის ნათლობას, არამედ ერთგზისი ნათლობის სამ განუყოფელ რიტუალურ და მისტიკურ ნაწილს" (იქვე).
ამის შემდეგ იმოწმებს წმ. მამებს: "იგივე "სამგზისი ნათლისღება" ერთი ნათლობის სამნაწილედობის შინაარსით, გვხვდება წმ. დიონისე არეოპაგელთან, რომელიც აღნიშნავს: "სამგზის ნათელსცემს მას (მოსანათლს - ე.ჭ.) მღვდელი" (წმ. დიონისე არეოპაგელი, საეკლესიო იერარქიის შესახებ, თავი II, 7, პგ. III, სვ. 396 დ). აქაც სიტყვები "სამგზის ნათელ-სცემს" ("ტრიას ბაპტიძეი"), ნიშნავს არა სამჯერ მონათვლას, არამედ ერთი მონათვლის სამბრწყინვალეობას, სამგზისობას, სამნაწილედობას, სამჯერადობას (მამის, ძისა და სულის მიმართ).
ამგვარად, - ასკვნის ე. ჭელიძე, - 50-ე სამოციქულო კანონი ადგენს და აწესებს ერთი ნათლობის სამნაწილედობას, რაც ნიშნავს ნათლობას სამების მიმართ, სამი თანაარსი ნათლის მიმართ და უარყოფას ნათლობის ერთნაწილედობას, რადგანაც ერთნაწილედობაში არ განიჭვრიტება სამება და ამიტომ იგი არ შეიძლება სამებისადმი ნათლობად შეირაცხოს" (იქვე).
თითქოსდა აქ ყველაფერი რიგზეა, თითქოსდა გასაგები უნდა იყოს, რას ნიშნავს ნათლობის "სამნაწილედობა", მაგრამ ე. ჭელიძე მაინც არ აკონკრეტებს (თუნდაც დასხმით ნათლობასთან მიმართებაში), რა მოხდება, თუ ნათლისღება შესრულდება ერთგზისი შთაფლვით (ან ერთგზისი დასხმით), მაგრამ წმ. სამების სახელზე. იქნება თუ არა ეს "სამნაწილედი" ნათლობა? თუ არა, მაშინ ამგვარი ნათლობის ნებადამრთველი ეპისკოპოსი ან შემსრულებელი მღვდელი დაექვემდებარება მოციქულთა 50- ე კანონის განჩინებას (სასულიერო პატივისგან დამხობას). გასაგებია, რომ ნათლობა, შესრულებული ერთგზისი შთაფლვით უფლის სიკვდილის მიმართ, დაუშვებელია, ეს არის "ერთნაწილედი" ნათლობა, რადგან ის აღსრულდება წმ. სამების ერთი პირის (იესუ ქრისტეს) სახელის მიმართ, მაგრამ რა იქნება, თუ ერთგზისი შთაფლვა ან დასხმა აღსრულდება წმ. სამების, მამის, ძის და სულიწმიდის სახელზე? - ამას ე. ჭელიძე არ განმარტავს (სავარაუდოდ იმიტომ, რომ იზიარებს ერთგზისი შთაფლვით ნათლობასაც, ოღონდ თუ ის აღსრულდეს მამის, ძის და სულიწმიდის სახელზე).
სხვათა შორის, ეს პირდაპირ და აშკარად არ არის მინიშნებული არც წმ. მოციქულთა 50-ე კანონში, სადაც ნათქვამია: "თუ რომელიმე ეპისკოპოსმა ან მღვდელმა შეასრულოს არა სამგზის შთაფლვა ერთი საიდუმლო ქმედებისა, არამედ ერთგზის და ეს უფლის სიკვდილთან მიმართებაში აღასრულოს, განკვეთილ იქნეს, რამეთუ არ უთქვამს უფალს: "ჩემი სიკვდილის მიმართ ნათელ-სცემდით", არამედ: "წარვედით და მოიმოწაფენით ყოველნი წარმართნი და ნათელ-სცემდით მათ სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმიდისათა" (მათ. 28,19).
მაგრამ, როგორ მოვიქცეთ, თუ რომელიმე ეპისკოპოსი ან მღვდელი შეასრულებს ერთგზის შთაფლვას არა უფლის სიკვდილთან მიმართებაში, არამედ "სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმიდისათა"? - ამაზე წმ. მოციქულთა 50-ე კანონში პირდაპირი პასუხი არ გვაქვს. ე. ჭელიძე ამ საკითხზე ყურადღებას არ ამახვილებს, რადგან, როგორც ქვემოთ მოყვანილი მაგალითიდან ვნახავთ, შესაძლოა ამან საკმაოდ გაურთულოს იმგვარი შემთხვევების გამართლება, როგორიცაა თუნდაც კლინიკოსთა დასხმითად ნათლობასთან დაკავშირებით წმ. კვიპრიანე კართაგენელის მიერ გამოთქმული კერძო შეხედულება.
სჯულის ავტორიტეტული კომენტატორის, პატრ. ბალსამონის განმარტებით წმ. მოციქულთა 50-ე კანონის მიხედვით "... ნათლისღების წმიდა საიდუმლო უნდა შესრულდეს ერთხელ, სამი შთაფლვით, მამის, ძის და სულიწმიდის სახელის მოწოდებით, რადგან ღმერთი ერთია და სამპიროვანი, ან კიდევ ქრისტეს ჯვარზე სიკვდილის, სამდღე დაფვლისა და აღდგომის ნიშნად. რადგან მოციქულიც ამბობს: "რომელთა-ესე ნათელ-ვიღეთ ქრისტე იესუYს მიერ, სიკუდილისა მისისა მიმართ ნათელ-ვიღეთ" (რომ. 6:3). ხოლო სიტყვა "ნათლისღება" ("ბაპტისმა" - არქიეპ. პ.) აქ, ჩემი აზრით, უნდა მივიღოთ შთაფლვის ნაცვლად. ამრიგად, კანონი ამბობს, რომ დაემხობა პატივისგან ის, ვინც ნათლავს ერთგზისი შთაფვლით უფლის სიკვდილის მიმართ, რაც უფლის სწავლების საწინააღმდეგოა და არის უსჯულო" ("И это правило той же силы. Ибо определяет совершать таинство святаго крещениа чрез три погружения, то есть во имя Отца, Сына и Святаго Духа, а (не) крестить однажды, по причине единства Божества и троичности ипостасей, или ради смерти Христа на кресте и тридневнаго Его воскресения... Ибо и Апостол говорит: в смерть Его крестихомся (Римл. 6, 3). А слово: "крещения" здесь, по моему, должно принимать вместо погружений. Итак правило говорит, что извергается тот, кто крестит одним погружением в смерть Господа, ибо делает так вопреки учению Господа и явно нечестиво" (იქვე) (Правила Святых Апостол, Святых Соборов Вселенских и Поместных святых отец с толкованиями. Правила святых апостол с толкованиями. Правило 50. Репринт. Издательство "Паломник", Москва, 2000. Том 1, стр. 106).
ერთგზის შთაფლვით და წმ. სამების სახელთა - მამის, ძის და სულიწმიდის მოწოდებით ნათლავენ პროტესტანტები (მაგ.: ბაპტისტები) და იუდეოქრისტეანული მიმართულების ზოგიერთი სექტა (მაგ.: იეჰოვას მოწმეები). მისაღებია თუ არა მათი ნათლობა? ან საერთოდ, მისაღებია თუ არა ნათლობა წმიდა სამების სახელის მოწოდებით, მაგრამ არა სამგზის, არამედ ერთგზის შთაფლვით?
მაგალითად, ბაპტისტები კითხვაზე "რატომ ნათლავენ სახარებისეული ქრისტიან-ბაპტისტები ერთი შთაფლვით და არა სამით, როგორც ეს არის მართლმადიდებლურ ეკლესიაში?" - პასუხობენ: "თვით სიტყვა "ნათლობა" (ბერძნ. "ბაპტისმა" - შთაფლვა) ბერძნულ და რუსულ ორიგინალში (სლავურ თარგმანში) ითარგმნება მხოლობით რიცხვში. ამიტომაც ბიბლიაში ლაპარაკია ერთგზის შთაფლვაზე. მითუმეტეს, რომ ჩვენ ვინათლებით ერთი ღმერთის სახელით, რომელიც არსებობს სამ იპოსტასში" ("Само слово "крещение" (греческое "баптисма" - погружение) и в греческом оригинале, и в русском и в славянском переводах стоит в единственном числе. Поэтому речь в Библии идет об одном погружении. Тем более, что мы крестимся во имя единого Бога хотя и пребывающего в трех Лицах").
Баптисты Отвечают. http://rusbaptist.stunda.org/otvety.htm#Почему_евангельские_христиане_ баптисты_крестят_в_одно_погружение,_а_не_в_три_как_в_православной_церкви).
რადგან მოციქულთა ეპისტოლეებში არ გვაქვს პირდაპირი მითითება, არც ირიბი მინიშნება შთაფლვათა რაოდენობაზე ნათლისღების საიდუმლოში, მივმართოთ ძველი ეკლესიის მამებსა და მოძღვრებს, რათა გავარკვიოთ მათი ღმრთივშთაგონებული აზრი სამგზისი შთაფლვით ნათლობის შესაახებ.
"სამჯერ შთავიფლებით, - წერს - ტერტულიანე, - როგორც უფალმა განსაზღვრა ეს სახარებაში". მოციქულთა კანონებში სამგზისი შთაფლვა ერთ-ერთ მცნებად განიხილება " (იხ. ზემოთ. წმ. მოციქულთა 50-ე კანონი).
"სახარებისეული მცნება, - ბრძანებს რომის პაპი პელაგიუსი, - რომელიც იესუ ქრისტესგან მოგვეცა, გვარწმუნებს ყველას ვუქადაგოთ ნათლისღება სამგზისი შთაფლვით და წმიდა სამების იპოსტასთა მოწოდებით, როგორც უთხრა ეს უფალმა თავის მოწაფეებს "წადით და მოიმოწაფენით...". ასე ბრძანებენ ეკლესიის სხვა მამებიც: წმ. ბასილი დიდი, იოანე ოქროპირი და სხვები.
უთითებს რა სამგზისი შთაფლვის მოტივაციაზე, წმ. გრიგოლ ნოსელი წერს: "როგორც მაცხოვარი იყო დამარხული მიწაში, ასევე ვეფლობით ჩვენც წყალში და სამგზისი შთაფლვით გამოვხატავთ ჩვენზე მესამე დღის აღდგომის მადლს" (ამაზევე წერს წმ. კირილე იერუსალიმელი: "თქვენ აღიარეთ მაცხოვნებელი რწმენა, - ამბობს წმ. კირილე, - სამგზის შთაიფლენით წყალში და კვლავ სამგზის აღმოხვედით და ასე მიანიშნეთ ქრისტეს სამდღიანი დამარხვა" ("Вы исповедали спасительное исвоведание, и трижды погружаясь в воде, трижды опять являлись вверху оной и, таким образом, чрез сие знамение нзобразили тридневное погребение Христово" (ჩატეცჰ. მყსტაგოგ. II, ნ. 4. ჩურს. ჩომპლ. Pატროლ. შერ. Gრაეც. თომ. XXXIII . ცოლ 1080; ცპ. თвოპ. Kирилла Іерусал. в русск. пер. стр 300-361. ციტ. А. Алмазов. История чинопоследований крещения и миропомазания. Казань 1884. Стр. 295).
ამრიგად, ნათლისღების საიდუმლო გულისხმობს არა მარტო წმ. სამების იპოსტასთა სახელების წარმოთქმას (ე. ჭელიძის ტერმინოლოგიით თუ ვიტყვით "სამნაწილედობას"), ანუ ნათლისღების აღსრულებას წმ. სამების მიმართ, არამედ წყალში სამგზის შთაფლვასაც, რაც ქრისტეს სამდღიან დამარხვასა და მესამე დღეს მის აღდგომაზე მიანიშნებს. ამ მიმართებით ზემოთ ჩვენ წმიდა მამები საკმაოდ უხვად დავიმოწმეთ. ამიტომაც, მიუხედავად იმისა, რომ ე. ჭელიძე ტერმინ "შთაფლვას" განმარტავს სიმბოლურად და სავალდებულოდ არ მიიჩნევს მის გაგებას პირდაპირი მნიშვნელობით და ფიქრობს, რომ "შთაფლვაში" შეიძლება პკურებაც ვიგულისხმოთ, ეს პკურებაც უნდა აღსრულდეს სამგზის და არა ერთგზის. რადგან პკურება რომ დასაშვები იყოს ნათლისღების საიდუმლოში, მოსანათლავის ერთგზის პკურება მამის, ძის და სულიწმიდის სახელზე ისეთივე არასწორი ქმედება იქნებოდა, როგორც მისი შთაფლვა სამგზის, წმ. სამების პირთა მოწოდებით.
მიუხედავად ამისა, რაოდენ საკვირველიც უნდა იყოს, VI საუკუნეში დასავლეთის ეკლესიაში გავრცელდა სწორედ ასეთი არასწორი სწავლება და მისი გავრცელება, არც მეტი, არც ნაკლები, უკავშირდება ეკლესიის ისეთი დიდი და ავტორიტეტული მამის სახელს, როგორიც არის წმ. გრიგოლ დიალოგოსი (VI-VII სს.). მოდი, უფრო ახლოს გავეცნოთ ამ ისტორიას.
"უეჭველია, რომ VI საუკუნის ესპანეთში ნათლისღებას ზოგჯერ ერთგზის შთაფლვითაც ასრულებდნენ. - წერს პროფ. ა. ალმაზოვი ჩვენ მიერ უკვე ნახსენებ ნაშრომში "История чинопоследований крещения и миропомазания", - ესპანეთის ეკლესიის ასეთი პრაქტიკა და ამგვარი ჩვეულების აქ დამკვიდრება მოტივირებული იყო შემდეგი ვითარებით. VI- VII საუკუნეებში ესპანეთის ოლქში ორი კატეგორიის მრავალი არიანელი ცხოვრობდა: ერთნი მკაცრად მისდევდნენ ევნომეს სწავლებას, სხვები კი მისგან იხრებოდნენ; ერთნიც და მეორენიც სრულიად უარყოფდნენ წმიდა სამების პირთა თანასწორობას. მაგრამ პირველნი ამ ორთაგან, ნათლისღების აღსრულების დროს, ქრისტეს სიკვდილის მიმართ ნათელსცემდნენ, რითაც ნათლისღებას ანიჭებდნენ არა სულიერი აღორძინების საიდუმლო მნიშვნელობას, არამედ ქრისტესთან თანადამარხვის ოდენ ზნეობრივ აზრს საკუთარ თავში ცოდვის დასამარცხებლად. მეორენი კი, პირიქით, ნათლავდნენ მამის, ძის და სულიწმიდის სახელით და ნათლისღებას სულიერი აღორძინების მნიშვნელობას ანიჭებდნენ (Прав. Собес. 1866 г. кн.. II , стр. 76). ამის შედეგად, პირველნი ნათლისღების საიდუმლოში ერთგზის შთაფლავდნენ (Пелагий II "Epist. ad Gaudentium". Curs. Compl. Patrol. Ser. Graec. Tom. CLXXXVU; col. 1826 — 1827), ხოლო მეორენი სამგზის (Curs. Compl. Patrol. Ser. Graec. Tom. LXX; col. 497. Sub lit. f.)" (А. Алмазов. "История чинопоследований крещения и миропомазания". Казань 1884. Стр. 299).
"ამ დროს ამ ოლქის მართლმადიდებლებიც სამგზისი შთაფლვით ნათლავდნენ, მაგრამ სამგზისი შთაფლვის დროს ისინი ამით გამოხატავდნენ ღმრთის სამპიროვნებას; ხოლო არიანელები, პირიქით, იმავე აქტით ქადაგებდნენ, რომ სამ იპოსტასში სამი ბუნებაა" ("... а ариане, напротив, тем же актом обозначали, что в трех лицах три естества") (ციტ. იქვე) (Curs. Compl. Patrol, ibid).
"ასეთ ვითარებაში ურწმუნოები, გარეგანი მსგავსების გამო, ვერ ხედავდნენ არსებით სხვაობას ერთ და მეორე ნათლისღებას შორის და ფიქრობდნენ, რომ არიანული და მართლმადიდებლური სარწმუნოება ერთი და იგივეა, ამიტომაც, ნათლისღების მოსურვების შემთხვევაში, არცთუ იშვიათად არიანელთაც მიმართავდნენ. მაშინ, ესპანეთის ოლქის მართლმადიდებელთა გარკვეულმა ნაწილმა, მორწმუნეთა არიანელებისკენ გადასვლისთვის რომ შეეშალათ ხელი, მიატოვეს სამგზისი შთაფლვით ნათლობა და ერთგზის შთაფლვას მიჰყვეს ხელი, ოღონდ ფორმულით: "ინათლება მონა ღვთისა (სახელი) სახელითა მამისათა, და ძისათა, და სულისა წმიდისათა". როდესაც ამ ვითარების გამო ერთმა ესპანელმა ეპისკოპოსმა სევილიიდან, ლეანდრემ, საკითხის გასარკვევად რომის პაპ გრიგოლ დეოლოღოსს მიმართა და იკითხა, - უნდა ვაღიაროთ თუ არა ასეთი ნათლობა, - პაპმა დადებითი პასუხი მისცა.
წმ. გრიგოლ დიალოგოსი (604 წ.) (იმავე წერილში ეპისკოპოს ლეანდრეს მიმართ - არქიეპ. პ.) ბრძანებს: "ვინმე თუ ფიქრობს, რომ ნათლისღებაში შთაფვლა უზენაესი სამების სახელზე აღესრულება, მაშინ მოსანათლავის ერთგზის შთაფლვას ვეღარაფერი დააბრკოლებს. სამ იპოსტასს ერთი ბუნება აქვს, ამიტომაც, შეუძლებელია სასაყვედურო იყოს მოსანათლავი ყრმის ან სამგზის ან ერთგზის შთაფლვა, როდესაც სამი შთაფლვითაც შეიძლება იპოსტასთა სამებობის აღნიშვნა და ერთი შთაფლვითაც შეიძლება გამოისახოს ღმრთის ერთობა. მაგრამ რაკიღა მწვალებლები ყრმებს დღემდე სამგზის შთაფლავენ, ჩემი განსჯით, ასე არ უნდა იყოს თქვენთან, რათა მათ, შთაფლვათა რაოდენობის დათვლით არ გაჰყონ ღმრთეება და გააგრძელონ კეთება იმისა, რასაც აკეთებდნენ და თავი არ იქონ იმით, რომ ჩვენი ჩვეულება გადაიღეს" (Cв. Григорий Двоеслов. "Epist. ad episc. Leandr." Cursus Compl. Patrol. Ser. Lat. Tom. LXXXIV. col 834. Quod si qui. forte etiam pro summa Trinitatis veneratione aostimet fiere, neque ad hoc aliquid obsistit, baptizandum somel in aquis mergere, quia dum иn tribus subsistentiis una substantia est reprehensibile esse nullate nus potest infantem in baptismate velter ver semel mergere, quando et in tribus mersionibus personarum trintias, et in uno potest divinitatis singularitas designari. Sed si nunc hucusquae infans in baptismate tertio mergebatur, fiendum apud vos esse non censeo, ne dum mersiones numerant, divinitatem dividant, dumque quod faciebant faciunt morem vestrum se vicisse glorientur").
იგივე ტექსტი ა. ალმაზოვის თარგმანში: "Если кто думает,что в погружении крещение бывает в честь верховной Троицы, то ничто не препятствует погружать крещаемаго в водах однажды. У трех Лиц одно естество, поэтому никак не может быт делом укоризненным - погружать крещаемаго младенца или трижды или однажды , когда и тремя погружениямп может быть изображена троичность лиц и одим погружением может быть изображено единство божества. Но так как еретики доселе погружали младенца в крещении трижды, то, по моему разсуждению, этому не должно быть у вас, дабы те, счисляя погружения, не разделяли Божества, и дабы продолжая делать то, что делали, не хвастались, будто переняли наш обычай") (А. Алмазов. История чинопоследований крещения и миропомазания. Казань 1884. Стр. 297).
"ამის შემდეგ, - აგრძელებს პროფ. ალმაზოვი, - ტოლედოს კრებამ (610 წ.), რომელმაც მისი (წმ. გრიგოლ დიალოგოსის - არქიეპ. პ.) სიტყვები დაიმოწმა, აღნიშნა: "ამიტომაც, როდესაც ესოდენ დიდმა კაცმა (წმ. გრიგოლ დიალოგოსმა - არქიეპ. პ.) მოგვახსენა ორივე საიდუმლოს შესახებ (აქ ერთგზისი და სამგზისი შთაფლვის ფორმები იგულისხმება - არქიეპ. პ.), რომელიც ნათლისღებაში აღესრულება, მაშინ ერთიც და მეორეც სამართლიანია და ორივეს პატივი უნდა მიეგოს ღმრთის წმიდა ეკლესიაში, როგორც უზადოს, მაგრამ სქიზმატურ საცთურს რომ თავი ავარიდოთ ან კიდევ მწვალებლური დოგმატის გამოყენებას, დავიცავთ ერთგზის შთაფლვას ნათლისღების საიდუმლოში, რათა არავის ეგონოს, თითქოსდა ჩვენთან სამგზისი შთაფლვა მწვალებელთა სწავლებას ეთანხმება, თუმცა ისინი მისდევენ ჩვეულებას. ხოლო ვინმეს ეჭვი რომ არ გაუჩნდეს ამ ერთგზისი საიდუმლოს (შთაფლვის - არქიეპ. პ.) მიმართ, მასში ყველას შეუძლია ნახოს ქრისტეს სიკვდილის სახეც და მისი აღდგომაც, რადგან წყალში შთაფლვა ერთგვარად უფსკრულში შთახდომას მოასწავებს, ხოლო წყლიდან ამოსვლა სახეა აღდგომისა. გარდა ამისა, ყველასთვის ცხადი უნდა იყოს, რომ ამ საიდუმლოში (იგულისხმება ერთგზის შთაფლვით ნათლობა - არქიეპ. პ.) ნაჩვენებია ღმრთის ერთობა და სამგვამოვნება - ერთობა იმაში, რომ ერთგზის შთავფლავთ, ხოლო სამგვამოვნება იმაში, რომ მამის, ძის და სულიწმიდის სახელით ვნათლავთ " (პროფ. ალმაზოვის თარგმანში: "Поэтому, когда столь великий муж дал отчет οб обоих таинствах бывающих в крещении, что то и другое справедливо, то оба они должны быть почитаемы в св. церкви Божией 6езукоризненными но, чтобы избежать раскольническаго соблазна, или употребления еретическаго догмата, будем содержать однократное погружение в крещении, дабы не показалось, что трижды погружающие у нас одобряют учение еретиков, хотя следуют обычаю. Α чтобы кто нибудь не имел сомнения относительно тайны этого однократнаго таинства, в нем всякий может видет обозначение смерти и воскресения Христова, ибо погружение в водах ест как- бы сошествие в преисподнюю, а выгружение из воды есть воскресение. Вместе с сим всякий же должен видет в этом таинстве показание единства Божества и троичности лиц, - единства в том, что погружаемся однажды, а троичностп в том, что крестимся во имя Отца и Сына и Святаго Духа" (Concil. Tolеtan. IV can. VI; Harduin. Acta concilior. Tom. III. Paris. 1714, pag. 581. А. Алмазов. "История чинопоследований крещения и миропомазания". Казань 1884. Стр. 297).
ამრიგად, პროფ. ალმაზოვის მიერ დამოწმებულ ამ ისტორიულ ფაქტში ჩვენ გვაქვს ნათლისღების კანონიკური სახის, ანუ სამგზისი შთაფლვის უკუგდების და მის ნაცვლად მოციქულთა 50-ე კანონში აკრძალული ერთგზისი შთაფლვის გამართლების გასაოცარი ნიმუში.
ამ შემთხვევაში არა მარტო VI საუკუნის მიწურულსა და VII საუკუნის დასაწყისში მცხოვრები უდიდესი წმიდა მამა, გრიგოლ დიდი (დეოლოღოსი) (გარდ. 604 წელს), არამედ მისი გარდაცვალებიდან მალევე, 610 წელს მოწვეული ადგილობრივი საეკლესიო კრებაც, ხსენებული წმიდა მამის სწავლების საფუძველზე, აკანონებს წმ. მოციქულთა 50-ე კანონის საწინააღმდეგო ჩვეულებას, რომელსაც ძველ დროში არიანელებიც მისდევდნენ.
ამ მაგალითში ჩვენ ვხედავთ, რომ წმიდა მამა გრიგოლ დიდი არ გმობს მის დროს ესპანეთში, მართლმადიდებლურ ეკლესიაში გავრცელებულ ერთგზის შთაფლვას და მიიჩნევს, რომ "წმიდა სამების მართებული აღსარების შემთხვევაში "შეუძლებელია სასაყვედურო იყოს მოსანათლავი ყრმის ან სამგზის ან ერთგზის შთაფლვა, როდესაც სამი შთაფლვითაც შეიძლება იპოსტასთა სამებობის აღნიშვნა და ერთი შთაფლვითაც შეიძლება გამოისახოს ღმრთის ერთობა" (Григорий Двоеслов. Eპისტოლა ად Lეანდრუმ (письмо к Леандру)).
"ამ წერილიდან ჩანს, - წერს ერთი მღვდელმსახური, - რომ დასავლეთის ეკლესიაში სამგზისი შთაფლვა საყოველთაოდ გავრცელებული იყო VI საუკუნემდე, ხოლო შემდეგ ნათლობა, მაგალითად ესპანეთში, სრულდებოდა ერთგზისი შთაფლვით... ასეთი დადგენილება გამოიტანა ტოლედოს 610 წლის კრებამ" (Протоиерей Владимир Башкиров, магистр Богословия. О видах Крещения. წყარო: http://minds.by/news/27#sl10) (URL-ს მიმართვის თარიღი: 07.08.2020).
საგულისხმოა აღინიშნოს, რომ დასავლეთის ეკლესიის მიერ ნათლისღების ერთგზისი შთაფლვით აღსრულების შესახებ გვიანდელ პერიოდში ლაპარაკობდა ... პატრიარქი მიქაელ კერულარიოსიც (+ 1054) (იხ. ქვემოთ) (Малиновский Николай, протоиерей. Крещение. Православное Догматическое богословие. Т. 4. Сергиев Посад, 1909. С. 70) (ციტ. იქვე). ასევე, 11-ე საუკუნის რუსი წმინდანი თეოდოსი პეჩორელიც (1074), ლათინთა მამხილებელ თავის სიტყვაში აღნიშნავს, რომ "ლათინები ნათლისღებაში ერთგზის შთაფლავენ, ჩვენ კი სამგზის" ("... а крещаются во едино погружение, а мы в три". Преп. Феодосий Печерский († 1074 г.). Слово о вере крестьяньской и о латыньской. Памятники Древле-Русской духовной письменности: Послание преп. Феодосия о вере варяжской // Журнал "Православный собеседник", Казань. - 1865 г. - Книга II. - с. 325-328).
"ტოლედოს კრება, რომელიც დიდად აფასებდა გრიგოლის ავტორიტეტს, იძულებული გახდა დაედასტურებინა მისი შეხედულება, იმის გამო, რომ ესპანეთის ოლქში ყველა როდი აღიარებდა გრიგოლის შეხედულებას. რის გამოც ერთნი ნათლავდნენ ერთგზისი შთაფლვით, ხოლო სხვები მკაცრად მისდევდნენ სამგზისი შთაფლვის ტრადიციას.
რამდენი ხნით შენარჩუნდა ნათლობის ეს ფორმა (ერთგზისი შთაფლვა - არქიეპ. პ.) ესპანეთში, ჩვენ არ ვიცით. Peliccia ამბობს, რომ ერთგზისი შთაფლვით ნათლობა პრაქტიკაში იყო მხოლოდ VI საუკუნეში (Peliccia. "De Christ. Eccles. Politia". Tom. I., Colon. 1829. pag. 18) (ციტ. ა. ალმაზოვის დასახ. შრ. გვ. 300). მაგრამ, სავარაუდოდ ამ ფაქტს შეიძლება ჰქონოდა უფრო ხანგრძლივი ისტორია. ყოველ შემთხვევაში (როგორც ეს ზემოთ უკვე აღვნიშნეთ - არქიეპ. პ.) კონსტანტინოპოლის პატრიარქი მიქაელ კერულარიოსი თავის დროს (1054) ანტიოქიის პატრიარქ პეტრეს წერდა: "ზოგიერთებმა გვამცნეს, რომ (ლათინები) საღმრთო ნათლისღებას ერთგზისი შთაფლვით აღასრულებენ" (Михаил Керулларий. "Τίνες ἡmάς dιεβαιώσαντω, καί tό fe®ον βάptisma επιτeλοῦντες τοVς βαπτιzοmένους eiς mjan κατάδυσιν". Will. Acta et scripta, quae de contraversiis Eccles. Graeca et Latina exstant" p. 180-183) ("Некоторые нам передали, что (латиняне) божественное крещение совершают во едино погружеиие". Попов, Историко-литературн. обзор. древ. русск. полемич. соч. против латинян (XI-X V вв.) М. 1875) (ციტ. ა. ალმაზოვის დასახ. ნაშრ. გვ. 300).
"ამრიგად, - წერს პროფ. ა. ალმაზოვი, - შეიძლება ვივარაუდოთ, რომ თვით X საუკუნეშიც ერთგზის შთაფლვით ნათლობა დასავლეთის ეკლესიაში ჯერ კიდევ გრძელდებოდა" (იქვე).
სხვათა შორის, ღირსი თეოდოსი თავად იზიასლავისადმი მიწერილ ეპისტოლეში "ვარიაგების რწმენის შესახებ" ("О вере варяжской"), საყვედურობს ლათინებს და აღნიშნავს, რომ ისინი "ერთგზის შთაფლვით" ნათლავენ, და იქვე ამატებს "ჩვენ კი სამგზის" (Макарий. Истор. русск. церкв. прилож. ко II тому, стр. 337).
ასეთია მოკლედ ესპანეთში რომის წმიდა პაპ გრიგოლ დეოლოღოსის განმარტებითა და კურთხევით დამკვიდრებული ერთგზისი შთაფლვით ნათლისღების წესის ისტორია. ეპისკოპოს ლეანდრესადმი მიწერილ წმ. გრიგოლ დიდის პასუხს თუ შევადარებთ ეპისკოპოს მაგნუსისადმი მიწერილ წმ. კვიპრიანეს პასუხს, შევამჩნევთ, რომ მათ შორის არის მსგავსებებიც და სხვაობებიც.
მსგავსებაა ის, რომ ერთიც და მეორეც (წმ. კვიპრიანეც და წმ. გრიგოლ დიდიც) გამოთქვამენ კერძო შეხედულებებს ნათლისღების ამა თუ იმ ფორმის აღსრულების თაობაზე (კვიპრიანე დასხმა-პკურებაზე, გრიგოლ დიდი კი ერთგზის შთაფლვაზე); ერთიც და მეორეც ცდილობენ, დოგმატურად დაასაბუთონ თავიანთი შეხედულება (წმ. კვიპრიანე დასხმის გამართლებას ცდილობს მხოლოდ წყალთან შეერთებული მადლის მოქმედების ძალით, ხოლო წმ. გრიგოლი წმ. სამების სახელის მოხსენიებით ერთგზის შთაფლვაში); თუმცა არც ერთს და არც მეორეს არ მოუცია დოგმატური განჩინება მის მიერ გამოთქმულ შეხედულებაზე და არ დაუწესებია ის სავალდებულოდ.
საინტერესოა აღინიშნოს, რომ ერთიც და მეორეც ნათლობის საიდუმლოს უმთავრეს მომენტად მიიჩნევს წმ. სამების სახელით აღსრულებას და ყურადღებას არ აქცევს ქრისტეს სამდღიანი დამარხვის და მესამე დღეს მკვდრეთით მისი აღდგომის მომენტს, რაც აშკარა წინააღმდეგობაშია მამათა განმარტებების უმეტესობასთან, რომლებიც ზემოთ დეტალურად განვიხილეთ.
არის განსხვავებანიც, კერძოდ:
სანამ უშუალოდ წმ. გრიგოლ დიალოგოსის პასუხზე გადავიდოდეთ, ვნახოთ, რას ქადაგებს ნათლისღების საიდუმლოს "ერთნაწილედ" აღსრულებაზე ე. ჭელიძე.
ნაშრომში "ეკლესია -
და კვლავაც: "50-
50-
იგი უარყოფს ნათლობის საიდუმლოს ერთნაწილედობას, ანუ ნათლობის აღსრულებას მარტოდენ ღვთის ერთი პირის, ძე ღმერთის სიკვდილის მიმართ, რადგანაც ამგვარი ნათლობა არ გულისხმობს ქრისტიანული ჭეშმარიტების საფუძველს, ღვთის სამპიროვნებას" (იქვე).
გარდა ამისა, ე. ჭელიძე ასეც წერს: "მეორე მხრივ, იგივე კანონი ადგენს და აწესებს ერთი ნათლობის, ერთი საიდუმლოს სამნაწილედობას ანუ ერთგზისი ნათლობის სამნაწილედობას, შინაგანი სამჯერადობით აღსრულებას სამი თანაარსი ანუ სამბრწყინვალე ნათლის (მამის, ძისა და სულის) მიმართ. სხვაგვარად რომ ვთქვათ, ეს კანონი რჯულმდებლობს ნათლობის სწორედ იმ წესს, რაც მაცხოვარმა დაუტოვა მოციქულებს: "წარვედით და მოიმოწაფენით ყოველნი წარმართნი და სათელსცემდით ("ბაპტისატე") მათ სახელითა მამისაჲთა და ძისაჲთა და სულისა წმიდისაჲთა". როგორც თვით უფლის სიტყვები გვამცნობს, ნათლისცემა სრულდება სამნაწილედად, მამის, ძისა და სულის სახელით, მაგრამ ეს სამნაწილედობა, სამჯერადობა, ცხადია, ნიშნავს არა ზოგადად სამგზის ნათლობას, არამედ ერთგზისი ნათლობის სამ განუყოფელ რიტუალურ და მისტიკურ ნაწილს" (იქვე).
ამის შემდეგ იმოწმებს წმ. მამებს: "იგივე "სამგზისი ნათლისღება" ერთი ნათლობის სამნაწილედობის შინაარსით, გვხვდება წმ. დიონისე არეოპაგელთან, რომელიც აღნიშნავს: "სამგზის ნათელსცემს მას (მოსანათლს -
ამგვარად,
თითქოსდა აქ ყველაფერი რიგზეა, თითქოსდა გასაგები უნდა იყოს, რას ნიშნავს ნათლობის "სამნაწილედობა", მაგრამ ე. ჭელიძე მაინც არ აკონკრეტებს (თუნდაც დასხმით ნათლობასთან მიმართებაში), რა მოხდება, თუ ნათლისღება შესრულდება ერთგზისი შთაფლვით (ან ერთგზისი დასხმით), მაგრამ წმ. სამების სახელზე. იქნება თუ არა ეს "სამნაწილედი" ნათლობა? თუ არა, მაშინ ამგვარი ნათლობის ნებადამრთველი ეპისკოპოსი ან შემსრულებელი მღვდელი დაექვემდებარება მოციქულთა 50-
სხვათა შორის, ეს პირდაპირ და აშკარად არ არის მინიშნებული არც წმ. მოციქულთა 50-
მაგრამ, როგორ მოვიქცეთ, თუ რომელიმე ეპისკოპოსი ან მღვდელი შეასრულებს ერთგზის შთაფლვას არა უფლის სიკვდილთან მიმართებაში, არამედ "სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმიდისათა"? -
სჯულის ავტორიტეტული კომენტატორის, პატრ. ბალსამონის განმარტებით წმ. მოციქულთა 50-
ერთგზის შთაფლვით და წმ. სამების სახელთა -
მაგალითად, ბაპტისტები კითხვაზე "რატომ ნათლავენ სახარებისეული ქრისტიან-
Баптисты Отвечают. http://rusbaptist.stunda.org/otvety.htm#Почему_евангельские_христиане_ баптисты_крестят_в_одно_погружение,_а_не_в_три_как_в_православной_церкви).
რადგან მოციქულთა ეპისტოლეებში არ გვაქვს პირდაპირი მითითება, არც ირიბი მინიშნება შთაფლვათა რაოდენობაზე ნათლისღების საიდუმლოში, მივმართოთ ძველი ეკლესიის მამებსა და მოძღვრებს, რათა გავარკვიოთ მათი ღმრთივშთაგონებული აზრი სამგზისი შთაფლვით ნათლობის შესაახებ.
"სამჯერ შთავიფლებით, -
"სახარებისეული მცნება, -
უთითებს რა სამგზისი შთაფლვის მოტივაციაზე, წმ. გრიგოლ ნოსელი წერს: "როგორც მაცხოვარი იყო დამარხული მიწაში, ასევე ვეფლობით ჩვენც წყალში და სამგზისი შთაფლვით გამოვხატავთ ჩვენზე მესამე დღის აღდგომის მადლს" (ამაზევე წერს წმ. კირილე იერუსალიმელი: "თქვენ აღიარეთ მაცხოვნებელი რწმენა, -
ამრიგად, ნათლისღების საიდუმლო გულისხმობს არა მარტო წმ. სამების იპოსტასთა სახელების წარმოთქმას (ე. ჭელიძის ტერმინოლოგიით თუ ვიტყვით "სამნაწილედობას"), ანუ ნათლისღების აღსრულებას წმ. სამების მიმართ, არამედ წყალში სამგზის შთაფლვასაც, რაც ქრისტეს სამდღიან დამარხვასა და მესამე დღეს მის აღდგომაზე მიანიშნებს. ამ მიმართებით ზემოთ ჩვენ წმიდა მამები საკმაოდ უხვად დავიმოწმეთ. ამიტომაც, მიუხედავად იმისა, რომ ე. ჭელიძე ტერმინ "შთაფლვას" განმარტავს სიმბოლურად და სავალდებულოდ არ მიიჩნევს მის გაგებას პირდაპირი მნიშვნელობით და ფიქრობს, რომ "შთაფლვაში" შეიძლება პკურებაც ვიგულისხმოთ, ეს პკურებაც უნდა აღსრულდეს სამგზის და არა ერთგზის. რადგან პკურება რომ დასაშვები იყოს ნათლისღების საიდუმლოში, მოსანათლავის ერთგზის პკურება მამის, ძის და სულიწმიდის სახელზე ისეთივე არასწორი ქმედება იქნებოდა, როგორც მისი შთაფლვა სამგზის, წმ. სამების პირთა მოწოდებით.
მიუხედავად ამისა, რაოდენ საკვირველიც უნდა იყოს, VI საუკუნეში დასავლეთის ეკლესიაში გავრცელდა სწორედ ასეთი არასწორი სწავლება და მისი გავრცელება, არც მეტი, არც ნაკლები, უკავშირდება ეკლესიის ისეთი დიდი და ავტორიტეტული მამის სახელს, როგორიც არის წმ. გრიგოლ დიალოგოსი (VI-
"უეჭველია, რომ VI საუკუნის ესპანეთში ნათლისღებას ზოგჯერ ერთგზის შთაფლვითაც ასრულებდნენ. -
"ამ დროს ამ ოლქის მართლმადიდებლებიც სამგზისი შთაფლვით ნათლავდნენ, მაგრამ სამგზისი შთაფლვის დროს ისინი ამით გამოხატავდნენ ღმრთის სამპიროვნებას; ხოლო არიანელები, პირიქით, იმავე აქტით ქადაგებდნენ, რომ სამ იპოსტასში სამი ბუნებაა" ("... а ариане, напротив, тем же актом обозначали, что в трех лицах три естества") (ციტ. იქვე) (Curs. Compl. Patrol, ibid).
"ასეთ ვითარებაში ურწმუნოები, გარეგანი მსგავსების გამო, ვერ ხედავდნენ არსებით სხვაობას ერთ და მეორე ნათლისღებას შორის და ფიქრობდნენ, რომ არიანული და მართლმადიდებლური სარწმუნოება ერთი და იგივეა, ამიტომაც, ნათლისღების მოსურვების შემთხვევაში, არცთუ იშვიათად არიანელთაც მიმართავდნენ. მაშინ, ესპანეთის ოლქის მართლმადიდებელთა გარკვეულმა ნაწილმა, მორწმუნეთა არიანელებისკენ გადასვლისთვის რომ შეეშალათ ხელი, მიატოვეს სამგზისი შთაფლვით ნათლობა და ერთგზის შთაფლვას მიჰყვეს ხელი, ოღონდ ფორმულით: "ინათლება მონა ღვთისა (სახელი) სახელითა მამისათა, და ძისათა, და სულისა წმიდისათა". როდესაც ამ ვითარების გამო ერთმა ესპანელმა ეპისკოპოსმა სევილიიდან, ლეანდრემ, საკითხის გასარკვევად რომის პაპ გრიგოლ დეოლოღოსს მიმართა და იკითხა, -
წმ. გრიგოლ დიალოგოსი (604 წ.) (იმავე წერილში ეპისკოპოს ლეანდრეს მიმართ -
იგივე ტექსტი ა. ალმაზოვის თარგმანში: "Если кто думает,что в погружении крещение бывает в честь верховной Троицы, то ничто не препятствует погружать крещаемаго в водах однажды. У трех Лиц одно естество, поэтому никак не может быт делом укоризненным -
"ამის შემდეგ, -
ამრიგად, პროფ. ალმაზოვის მიერ დამოწმებულ ამ ისტორიულ ფაქტში ჩვენ გვაქვს ნათლისღების კანონიკური სახის, ანუ სამგზისი შთაფლვის უკუგდების და მის ნაცვლად მოციქულთა 50-
ამ შემთხვევაში არა მარტო VI საუკუნის მიწურულსა და VII საუკუნის დასაწყისში მცხოვრები უდიდესი წმიდა მამა, გრიგოლ დიდი (დეოლოღოსი) (გარდ. 604 წელს), არამედ მისი გარდაცვალებიდან მალევე, 610 წელს მოწვეული ადგილობრივი საეკლესიო კრებაც, ხსენებული წმიდა მამის სწავლების საფუძველზე, აკანონებს წმ. მოციქულთა 50-
ამ მაგალითში ჩვენ ვხედავთ, რომ წმიდა მამა გრიგოლ დიდი არ გმობს მის დროს ესპანეთში, მართლმადიდებლურ ეკლესიაში გავრცელებულ ერთგზის შთაფლვას და მიიჩნევს, რომ "წმიდა სამების მართებული აღსარების შემთხვევაში "შეუძლებელია სასაყვედურო იყოს მოსანათლავი ყრმის ან სამგზის ან ერთგზის შთაფლვა, როდესაც სამი შთაფლვითაც შეიძლება იპოსტასთა სამებობის აღნიშვნა და ერთი შთაფლვითაც შეიძლება გამოისახოს ღმრთის ერთობა" (Григорий Двоеслов. Eპისტოლა ად Lეანდრუმ (письмо к Леандру)).
"ამ წერილიდან ჩანს, -
საგულისხმოა აღინიშნოს, რომ დასავლეთის ეკლესიის მიერ ნათლისღების ერთგზისი შთაფლვით აღსრულების შესახებ გვიანდელ პერიოდში ლაპარაკობდა ... პატრიარქი მიქაელ კერულარიოსიც (+ 1054) (იხ. ქვემოთ) (Малиновский Николай, протоиерей. Крещение. Православное Догматическое богословие. Т. 4. Сергиев Посад, 1909. С. 70) (ციტ. იქვე). ასევე, 11-
"ტოლედოს კრება, რომელიც დიდად აფასებდა გრიგოლის ავტორიტეტს, იძულებული გახდა დაედასტურებინა მისი შეხედულება, იმის გამო, რომ ესპანეთის ოლქში ყველა როდი აღიარებდა გრიგოლის შეხედულებას. რის გამოც ერთნი ნათლავდნენ ერთგზისი შთაფლვით, ხოლო სხვები მკაცრად მისდევდნენ სამგზისი შთაფლვის ტრადიციას.
რამდენი ხნით შენარჩუნდა ნათლობის ეს ფორმა (ერთგზისი შთაფლვა -
"ამრიგად, -
სხვათა შორის, ღირსი თეოდოსი თავად იზიასლავისადმი მიწერილ ეპისტოლეში "ვარიაგების რწმენის შესახებ" ("О вере варяжской"), საყვედურობს ლათინებს და აღნიშნავს, რომ ისინი "ერთგზის შთაფლვით" ნათლავენ, და იქვე ამატებს "ჩვენ კი სამგზის" (Макарий. Истор. русск. церкв. прилож. ко II тому, стр. 337).
ასეთია მოკლედ ესპანეთში რომის წმიდა პაპ გრიგოლ დეოლოღოსის განმარტებითა და კურთხევით დამკვიდრებული ერთგზისი შთაფლვით ნათლისღების წესის ისტორია. ეპისკოპოს ლეანდრესადმი მიწერილ წმ. გრიგოლ დიდის პასუხს თუ შევადარებთ ეპისკოპოს მაგნუსისადმი მიწერილ წმ. კვიპრიანეს პასუხს, შევამჩნევთ, რომ მათ შორის არის მსგავსებებიც და სხვაობებიც.
მსგავსებაა ის, რომ ერთიც და მეორეც (წმ. კვიპრიანეც და წმ. გრიგოლ დიდიც) გამოთქვამენ კერძო შეხედულებებს ნათლისღების ამა თუ იმ ფორმის აღსრულების თაობაზე (კვიპრიანე დასხმა-
საინტერესოა აღინიშნოს, რომ ერთიც და მეორეც ნათლობის საიდუმლოს უმთავრეს მომენტად მიიჩნევს წმ. სამების სახელით აღსრულებას და ყურადღებას არ აქცევს ქრისტეს სამდღიანი დამარხვის და მესამე დღეს მკვდრეთით მისი აღდგომის მომენტს, რაც აშკარა წინააღმდეგობაშია მამათა განმარტებების უმეტესობასთან, რომლებიც ზემოთ დეტალურად განვიხილეთ.
არის განსხვავებანიც, კერძოდ:
-კვიპრიანე თავის კერძო აზრს გამოთქვამს ფრთხილად, ისე რომ, არავის ავალდებულებს მის შესრულებას.-წმ. გრიგოლ დიდი უფრო თამამია თავის შეხედულებაში და უფრო დარწმუნებულიც. -წმ. კვიპრიანეს აზრი არ დაუმტკიცებია არც ერთ საეკლესიო კრებას. ამგვარი შეხედულება უცნობია კვიპრიანემდელი ეკლესიისთვისაც და ამ მხრივ არ არსებობს არანაირი საეკლესიო დადგენილება, რაც წინააღმდეგ შემთხვევაში, დადასტურებული იქნებოდა თვით კვიპრიანეს მიერ.-წმ. გრიგოლის აზრი დაამტკიცა ტოლედოს ადგილობრივმა საეკლესიო კრებამ და მიიღო კანონიკური განწესება. ანუ ნათლისღების საიდუმლოს აღსრულება ერთგზისი შთაფლვით გახდა იმ მხარისთვის სავალდებულო წესი, რაც სრულიად მკაფიოდ არის განჩინებული ამ კრების ხსენებულ დადგენილებაში.
უკვე აღვნიშნეთ, რომ ე. ჭელიძეც, როდესაც განმარტავს წმ. მოციქულთა 50-
მაგალითად, ერთ ადგილას ე. ჭელიძე წერს: "მიუხედავად იმისა, რომ "საქმე მოციქულთა" ქრისტეს სახელით ნათლობაში გულისხმობდა ქრისტიანულ ანუ იმავე სამნაწილედ, სამი თანაარსი ნათლის მიმართ ნათლობას, ცალკეულმა პირებმა უძველეს დროშივე პირდაპირ გაიგეს ხსენებული სიტყვები და დაამკვიდრეს ერთნაწილედი ნათლობა ანუ ნათლობა, რომელიც რიტუალურად სრულდებოდა მარტოდენ იესუ ქრისტეს სახელის წარმოთქმით, რაც, ცხადია, არ შეიძლებოდა შერაცხილიყო სამებისადმი აღსრულებულ ნათლისღებად" (ე. ჭ. "ეკლესია -
ე. ჭელიძის განმარტებიდან გამოდის, რომ ნათლობის "სამნაწილედობა" გულისხმობს მხოლოდ წმ. სამების პირთა მოწოდებას და მით წმ. სამების აღიარებას და არა ერთგზის ან სამგზის შთაფლვას ან დასხმას; ქრისტეს დამარხვის სიმბოლო, რაზეც ესოდენ მკაფიოდ და დეტალურად მიუთითებენ ძველი წმიდა მამები, აქ საერთოდ უგულებელყოფილია. შამწუხაროდ, უგულებელყოფილია ის გვიანდელი წმიდა მამების მიერაც (მაგ. იმავე გრიგოლ დიდის მიერ ლეანდრესადმი მიცემულ პასუხში, თუმცა ის სამგზისი შთაფლვის მნიშვნელობას როდი უარყოფს).
ეპისკოპოს ლეანდრესადმი მიწერილ ეპისტოლეში წმ. გრიგოლ დიდი წერს: "სამგზისი შთაფლვის შესახებ შეუძლებელია იმაზე უფრო სწორად ფიქრი, როგორც თქვენ ფიქრობთ. ჩვენ, როდესაც სამგზის შთავფლავთ, ამით უფლის სამდღიან დამარხვას აღვნიშნავთ, რათა ყრმის სამგზისი აღმოყვანით ემბაზიდან გამოვხატოთ უფლის აღდგომა, რომელიც აღსრულდა სამდღიანი დამარხვის შემდეგ". იგივე წმიდა მამა თავის კურთხევანში განაწესებს: მღვდელმა უნდა მონათლოს სამგზისი შთაფლვითა და წმიდა სამების სახელის მოწოდებით. მაგრამ მისი მეორე განმარტება ერთგზისი შთაფლვის შესახებ აშკარად საწინააღმდეგოა მის მიერ მოცემული სამგზისი შთაფლვის განმარტებისა. რადგან ერთგზისი შთაფლვის შემთხვევაში იკარგება ქრისტეს სამდღიანი დამარხვის და მესამე დღეს მკვდრეთით აღგომის აზრი, ხოლო, თუ ამ შინაარსს ნათლისღების საიდუმლოში დიდი მნიშვნელობა აქვს, მაშინ უნდა ვაღიაროთ, რომ ერთგზისი შთაფლვით (ისევე, როგორც დასმხით, რამდენგზისიც გინდა იყოს -
წმ. გრიგოლ დიდის განმარტებას წმ. კვიპრიანეს განმარტებასთან შედარებით მეტი წონა აქვს იმ თვალსაზრისით, რომ მისი შეხედულება მოგვიანებით დაადასტურა ადგილობრივმა საეკლესიო კრებამ, მაშინ, როდესაც კვიპრიანეს აზრი კერძო შეხედულებადვე დარჩა.
აქედან გამომდინარე, მივდივართ ასეთ დასკვნამდე: თუკი წმ. გრიგოლის აზრი ეკლესიისთვის მიუღებელია და მიუხედავად იმისა, რომ მას ადასტურებდა ადგილობრივი კრება, მაინც ვერ გახდა საყოველთაოდ მიღებული, რატომ უნდა იქნეს შეწყნარებული წმ. კვიპრიანეს კერძო აზრი, რომელიც არც ერთ საეკლესიო კრებას არ დაუმტკიცებია და არ მიუღია სამოქმედოდ.
მეტიც, თუ ე. ჭელიძეს დავუჯერებთ და წმ. კვიპრიანეს აზრს საყოველთაოდ მისაღებად მივიჩნევთ; ასევე ვიტყვით, რომ ეს არის საეკლესიო ნათლობა და ისევე დასაცველი, როგორც შთაფლვა, მაშინ იგივე უნდა ვთქვათ წმ. გრიგოლის შეხედულებაზეც, რომელიც არანაკლები დამაჯერებლობით არის გამოთქმული და ერთი ადგილობრივი კრების მიერ დამტკიცებულიც.
მაგრამ არც კვიპრიანეს და არც გრიგოლ დეოლოღოსის შეხედულებები ეკლესიამ საბოლოოდ მაინც არ შეიწყნარა, მიუხედავად იმისა, რომ ერთის მიერ ნაქადაგებ პრაქტიკას ვხვდებით გამონაკლის და "უკიდურესი საჭიროების შემთხვევებში" (იხ. კვიპრიანეს წერილი მაგნუსს), ხოლო მეორეს მიერ დაშვებულ წესს ესპანეთის ეკლესიაში იცავდნენ მთელი სამი საუკუნის განმავლობაში ისე, რომ დასავლეთისა და აღმოსავლეთის ეკლესიათა განხეთქილებისთვის ამ თემაზე ალაპარაკდა თვით პატრ. მიქაელ კერულარიოსიც, და სავარაუდოდ, სწორედ ეს ფაქტორი გახდა XI საუკუნისთვის ბერძენთაგან დასავლელთა გადანათვლის პრაქტიკის საფუძველი, რაზეც თავიანთ აღშფოთებას არ მალავდნენ დასავლეთელი ქრისტეანები.
ელემენტარული ჭეშმარიტებაა, რომ ცალკეული მამის საღვთისმეტყველო თუ ეკლესიოლოგიური მნიშვნელობის გამონათქვამს და აქედან გამომდინარე, მის მიერ პრაქტიკაში დანერგილი შემთხვევას, როდესაც ის ქრისტეს მცნებებს, მოცემულ საკითხზე მოციქულთა მიერ გადმოცემულ სწავლებას და ეკლესიის ძველ, საყოველთაო პრაქკიტას ეწინააღმდეგება, მთელს ეკლესიაზე არ უნდა განვაზოგადებდეთ (როგორც ამის გაკეთებას ცდილობს ე. ჭელიძე). წმიდა მამათა მიერ ნაქადაგებ და პრაქტიკაში დანერგილ შემთხვევებს ზოგადსაეკლესიო სწავლების პრიზმაში უნდა ვატარებდეთ და ისე ვიღებდეთ, და არა როგორც თავისთავად, ეკლესიის საზოგადო პრაქტიკის ამსახველ ჭეშმარიტებად. სწორედ ამიტომაც ამბობდა წმ. კვიპრიანე კართაგენელი, რომ მის მიერ "მოკრძალებითა და მორჩილებით" გადმოცემული კერძო მოსაზრება არავის გასაფრთხილებლად არ არის გამოთქმული და "ყველას აძლევს ნებას იფიქროს ისე, როგორც სურს და იმოქმედოს ისე, როგორც ფიქრობს", რადგან იმავე მაგნუსისადმი მიწერილ წერილში წერდა: "საკუთარ აზრს არავის ვახვევ; ყველა წინამძღვარი უფლებამოსილია იმოქმედოს საკუთარი შეხედულებისამებრ, ოღონდ უფალს ყველა თვითონ გასცემს პასუხს თავისი ქმედებისთვის".
ასეთი მიდგომა თუ არ გვექნება წმიდა მამათა გამონათქვამებისა და მათ მიერ ზოგჯერ გამოყენებული პრაქტიკის მიმართ, მაშინ აგვერევა საეკლესიო პრაქტიკა და დაირღვევა მისი ერთობა და სიმწყობრე. მაშინ ზოგი, გაითვალისწინებს რა წმ. კვიპრიანეს შეხედულებას დასხმით ნათლობაზე, ეკლესიაში დასხმით ნათლობას დაამკვიდრებს, ზოგიც წმ. გრიგოლ დეოლოღოსისას და ერთგზის შთაფლვას დაიწყებს სამების სახელზე, ზოგმა კი შეიძლება მიბაძოს წმ. დიონისე ალექსანდრიელს (IV ს.), რომლის შეხედულება ზემოთ ხსენებულ ორი წმიდა მამის შეხედულებებზე უფრო მეტ გაკვირვებას იწვევს.
სიქსტუს II-
მოვიყვანოთ თვით წმ. დიონისეს წერილი და ევსები კესარიელის "საეკლესიო ისტორიაც", რომელშიც მთლიანად არის დამოწმებული სიკსტუსისადმი დიონისეს მიერ მიწერილი ეს ეპისტოლე: "ძმაო, ნამდვილად მჭირდება რჩევა და შენგან ვითხოვ აზრს. ასეთი საქმე შემემთხვა მე და მეშინია არ შევცდე. რადგან შეკრებილ ძმათა შორის არის ერთი მორწმუნე, რომელიც ითვლება ძველად და ჩემი ხელდასხმის უწინარესადაც. როდესაც კრებულის ღვთისმსახურებაზე მონაწილეობდა, ახლახანს ნათელღებულებთან აღმოჩნდა და მოისმინა შეკითხვები და პასუხები, ჩემთან მოვიდა გოდებითა და ცრემლით და დაეცა ჩემს ფეხებთან, აღიარებდა და იფიცებოდა, რომ ნათლობა, რომლითაც მწვალებლებთან მონათლულა, ასეთი არ ყოფილა, სრულიად არც ჰქონია რაიმე საერთო მასთან, რადგან უღმერთო იყო იგი და გმობით აღსავსე. ამბობდა, რომ ახლა მთელი სული დამწუხრებული ჰქონდა და არ გააჩნდა კადნიერება, თვალები აღეპყრო ღვთის მიმართ იმ უწმინდური სიტყვებისა და საქმეებისაგან აღძრულს, და ამის გამო ითხოვდა, რომ მიეღო ეს უწმინდესი განწმენდა, შეთვისება და მადლი (ე. ი. რაკიღა მოუნათლავი აღმოჩნდა, სრულიად სამართლიანად თავიდან ნათლობას ითხოვდა -
ამრიგად, წმ. დიონისე ალექსანდრიელმა არ გადანათლა ადამიანი, რომელიც ფაქტობრივად მოუნათლავი იყო. თავისი გადაწყვეტილებისთვის მან საკმარისად ჩათვალა ის გარემოება, რომ მოხუცი დიდი ხნის განმავლობაში ეზიარებოდა უფლის უპატიოსნეს ხორცსა და სისხლს და მართლებთან ერთად ევქარისტიაში მონაწილეობდა, ისმენდა ევქარისტიას და "ამინსაც" ამბობდა.
შეგვიძლია თუ არა ამ მაგალითის გამოყენებით ვამტკიცოთ, რომ ხანგრძლივი ზიარება საკმარისია ადამიანისთვის ნათლისღების მადლის მისაღებად? ან პირიქით, ადამიანი ეკლესიაში შემოვიყვანოთ მოუნათლავად და განწმენდის მადლი მას ზიარების მეშვეობით მივცეთ? ამ აზრს ეწინააღმდეგება VI მსოფლიო კრების 84-
ამრიგად, როგორც ვხედავთ, ზოგჯერ წმიდა მამები გამოთქვამდნენ ისეთ აზრებს, რომლებიც მხოლოდ იშვიათ, გამონაკლის და განსაკუთრებულ შემთხვევებს ეხება და ეკლესიისთვის საზოგადო წესი არ ყოფილა, არც შეიძლება იყოს და არც იქნება!
როგორც საეჭვოა მოუნათლავი ადამიანის მოუნათლავად დატოვება მხოლოდ იმიტომ, რომ ის დიდი ხნის განმავლობაში ეზიარებოდა და უცილობლივ უნდა მოინათლოს; როგორც დაუშვებელია ერთგზისი შთაფლვა, აღსრულებული თუნდაც სამების სახელზე, სამგზისი შთაფლვის ნაცვლად, როგორც ურჩევდა ეპისკოპოს ლეანდრეს წმ. გრიგოლ დეოლოღოსი და როგორც დაამტციკა შემდგომ ტოლედოს ადგილობრივმა საეკლესიო კრებამ (610 წ.), ასევე დაუშვებელია წმ. კვიპრიანე კართაგენელის მიერ გამოთქმული კერძო მოსაზრება აყვანილ იქნას ზოგადსაეკლესიო პრაქტიკის რაგნში და მას მიენიჭოს "საეკლესიო ნათლისღების" სახელწოდება. მით უმეტეს, რომ ზემოთ ხსენებულ წმიდა მამათა მიერ დასაშვებად მიჩნეული (მოუნათლავის განწმენდა ზიარებით და დასხმით-
ე. ჭელიძისნაირ "მეცნიერებს" და "ღვთისმეტყველებს" ხსენებული მაგალითების გამოყენებით თამამად შეუძლიათ ეკლესიაში ან სრულიად გააუქმონ ნათლობა და შეცვალონ ის ზიარებით, ან კიდევ სამგზისი შთაფლვა შეცვალონ ერთგზისი შთაფლვით, ამტკიცონ ამგვარი გადაწყვეტილების "კანონიკურობა" და ამაში ზემოთ ხსენებული წმიდა მამები დაიმოწმონ. თამამად ვიტყვით, -
შეიძლება ვინმემ გვკითხოს, -
"როგორც ერთ მერცხალს არ მოჰყავს გაზაფხული ისე, იშვიათად მომხდარი ამბავი ეკლესიისთვის კანონს არ წარმოადგენს" (წმ. გრიგოლ ღვთისმეტყველი. св. Григорий Богослов. Слово 39, на святые светы явлений Господних//Собрание творений в 2-
"რაც იშვიათად ხდება, ეკლესიისთვის კანონი არ არის და ერთ მერცხალსაც როდი მოჰყავს გაზაფხული, როგორც წმ. გრიგოლ ღვთისმეტყველი ბრძანებს და ასეც არის. ერთ შეხედულებას როდი ძალუძს უარყოს მთელი ეკლესიის გადმოცემა..." (წმ. იოანე დამასკელი. Три защитительных слова против порицающих святые иконы или изображения//пер. А. Бронзова. СПб., 1893. Слово 1, Гл. 25. С. 21-
ამრიგად, "არ შეიძლება კანონად დავაწესოთ ის, რაც ხდება იშვიათად" (Дигесты Юстиниана//Памятники римского права М.: Зерцало, 1997. Кн. 1. Титул III. 4. С. 166).
ამიტომაც, იშვიათი და განსაკუთრებული შემთხვევები, რომლებითაც ცდილობენ წყალპკურებითი "ნათლობის" სჯულიერების წარმოჩენას, კანონად არ მიიღება და მას სჯულიერ განაწესზე ზეგავლენა არ უნდა ჰქონდეს, რაც ნიშნავს, რომ საიდუმლოს სჯულიერი დადგინების შეცვლა გამონაკლის შემთხვევაში მოცემული ამა თუ იმ წესით დაუშვებელია!
დასასრულ, დასხმითი ნათლობის შესახებ წმ. კვიპრიანეს მაგნუსისადმი მიწერილი ეპისტოლესა და ყველა სხვა გამონაკლისი თუ უცნაური შემთხვევის განხილვა გვსურს დავასრულოთ წმ. კვიპრიანეს სიტყვების პერიფრაზირებით, რომელიც მან ევქარისტიის საიდუმლოსთან დაკავშირებით მიწერა ცეცილიუსს (წერილი 63-
მაშ, იხილეთ, თუ ვინმე ჩვენი წინამორბედი თავისი უმეცრებით ან გონების სიმარტივით არ იცავდა და არ მისდევდა იმას, რისი დაცვაც საკუთარი მაგალითითა და სწავლებით გვამცნო უფალმა, ღმერთი თავისი მოწყალებით მიუტევებს მას საკუთარ უმეცრებას. მაგრამ ეს არ მოგვეტევება ჩვენ, ვინც უკვე მივიღეთ შეგონება და სწავლება... რათა ყველგან იქნას დაცული სახარებისეული მცნებები და უფლის გადმოცემა, რათა არ გადაუხვიონ იმას, რაც უფალმა სიტყვითა და საქმით გვასწავლა. ამისი უგულებელყოფა და ადრინდელ უმეცრებაში ჩარჩენა -
მართლაც, იუწყებოდე უფლის მცნებას და არ აკეთებდე იმას, რასაც უფალი იქმოდა -
მაშ, ჩვენც რომ არ დაგვეკისროს მპარავობისა და მრუშობის ცოდვა, ფრთხილად, შიშითა და ღვთისმოსაობით მივუდგეთ საიდუმლოთ, რადგან, თუ ჩვენ მღვდელნი ვართ ღმრთისა და ქრისტესი, ვის უნდა ვბაძავდეთ, უპირველეს ყოვლისა, თუ არა ღმერთსა და ქრისტეს, მით უმეტეს, რომ თავის სახარებაში ბრძანებს: "მე ვარ ნათელი სოფლისაჲ. რომელი შემომიდგეს მე, არა ვიდოდის ბნელსა, არამედ აქუნდეს ნათელი ცხორებისაჲ" (იოანე 8:12). შედეგად, ბნელში რომ არ ვიარებოდეთ, ქრისტეს უნდა მივყვეთ და დავიცვათ მისი მცნებები, რადგან თვითონაც, როდესაც მოწაფეებს საქადაგებლად აგზავნიდა, ბრძანა: "მომეცა მე ყოველი ჴელმწიფებაჲ ცათა შინა და ქუეყანასა ზედა. წარვედით და მოიმოწაფენით ყოველნი წარმართნი და ნათელ-
ამიტომაც, თუ ქრისტეს ნათელში სიარული გვინდა, ნუ გადავუხვევთ მის მცნებებს და დარიგებებს, ვმადლობდეთ მას, რომელმაც გვასწავლა რა უნდა გვეკეთებინა მომავალში, და იმისთვისაც, რომ თავისი სახიერებითა და სიყვარულით ჩვენი უმეცრებით დაშვებული წარსული ცთომილებანი მოგვიტევა. რაც უფრო ახლოვდება მისი მეორედ მოსვლა, უფრო და უფრო განანათლებს იგი ჩვენს გულებს ჭეშმარიტების ნათლით.
ასე რომ, საყვარელნო, ღვთისმოსაობით, ღვთისმოშიშებით, მოძღვრობის ჩვენდამი ბოძებული პატივის შესაბამისად დავიცვათ უფლის მცნება, რათა, როდესაც მოვა ზეცითგან დიდებითა და ბრწყინვალებით, გვპოვოს მპყრობელად იმისა, რაც შეგვაგონა; დამცველად იმისა, რაც გვასწავლა, და აღმასრულებლად იმისა, რაც თავად აღასრულა" (Св. Киприан Епископ Карфагенский. Творения. 63. Письмо к Цецилию о таинстве чаши Господней. Изд. "Паломник". Москва. 1999 г., стр. 673-
ე. ჭელიძისნაირი "მეცნიერების" მიერ "განსწავლული" ჩვენი ოპონენტები ხშირად იმოწმებენ მაგალითებს ძველი ეკლესიის ცხოვრებიდან, როდესაც გამონაკლის ან ვითარებით გამოწვეულ რთულ შემთხვევებში, ქრისტეანობის მიღების მსურველნი დასხმითადაც ინათლებოდნენ. მათი აზრით, "ძველი ეკლესია ზოგჯერ, იშვიათ შემთხვევებში დასაშვებად მიიჩნევდა ძირითადი ფორმისგან (შთაფლვისგან -
ხსენებული მეცნიერის თქმით, ერთადერთი, ყველაზე ადრეული ძეგლი, რომელიც ამ საკითხს ეხება გახლავთ II საუკუნის არაკანონიკური წიგნი "დიდაქე", რომელშიც, შთაფლვისთვის არასაკმარისი წყლის არქონის შემთხვევაში, მოცემულია ნებართვა, მოსანათლავი მოინათლოს დასხმითაც (ჩვენი აზრი "დიდაქეს" შესახებ იხ. თავში "არის თუ არა "დიდაქე" მოციქულთა მოძღვრება"). "შემდეგ, ყველაზე ძველი მოწმობა ამ საკითხთან დაკავშირებით III საუკუნეზე უადრეს არ გვხვდება" (ა. ალმაზოვი. იქვე).
"III საუკუნის მოწამეთა აქტებში არცთუ იშვიათად არის დამოწმებული ამგვარი ნათლობის ფაქტები. ასე მაგალითად, წმ. ლავრენტის (რომის ეკლესიის დიაკვანი) შესახებ ნათქვამია, რომ საპყრობილეში მყოფმა ვინმე მეომარი რომანოზი დასხმითად მონათლა. სხვა შემთხვევაში იმავე წმინდანმა იმავე მეთოდით მონათლა ვინმე ლუცილუსი" (Bingham. "Antiquit. Eccles". Tom. IV lib. XI, cap. II, 85, pag. 336. ციტ. ა. ალმაზოვი. იქვე).
"ამგვარი ფორმით მონათლნენ მოწამენი: აკინდინე, ეგნატე, თეოდულე, ფილიმონი და მრავალი სხვა" (Четьи-
ევსები კესარიელის (263-
პროფ. ალმაზოვის თქმით, "მიუხედავად იმისა, რომ ეკლესია აღსრულებულად მიიჩნევდა ასეთ ნათლობას, III საუკუნის მრავალი მოძღვარი მას არ ამართლებდა. სხვათა შორის, ეს ჩანს იქიდან, რომ კართაგენის ეპისკოპოსმა კვიპრიანემ დაწერა სპეციალური განმარტება, სადაც ამბობს, რომ ნათლობა თავის ძალას არც დასხმითი ფორმით აღსრულების შემთხვევაში კარგავს" (იქვე). თუმცა ამ შეხედულებას წმ. კვიპრიანე ძალიან ფრთხილად გამოთქვამს და წერს, რომ არავის აიძულებს მის მიღებას. როგორც ეპისკოპოს მაგნუსისადმი მიწერილი კვიპრიანეს ამავე პასუხიდან ვნახეთ, დასხმითად მონათლულებს ეკლესიის მრავალი მოძღვარი თავიდან ნათლავდა.
გარდა იმისა, რომ III საუკუნის ეპისკოპოსები ეჭვის თვალით უყურებდნენ და ზოგიერთი პირდაპირ უარყოფდა კიდევაც დასხმით ნათლობას, მისი შემწყნარებელი მოძღვრებიც კი დასხმითად მონათლულ ქრისტეანებს შთაფლვით მონათლულ ქრისტეანებთან არ ათანაბრებდნენ. "ეს განსაკუთრებით შესამჩნევია საეკლესიო ხარისხებში ამგვარ პირთა (ანუ დასხმითად მონათლულთა -
თუმცა, ჩვენ საეჭვოდ გვეჩვენება ზოგიერთი ადრინდელი და დღევანდელი მეცნიერის მტკიცება იმის შესახებ, რომ ნოვატიუსის მსგავსი კლინიკოსების ნათლობის დროს "ერი და სამღვდელოება, არ უარყოფდნენ ამგვარ ნათლისღებას და ეწინააღმდეგებოდნენ მხოლოდ იმას, რომ საწოლში წყალგადავლებული (ანუ წყალდასხმით მონათლული) არც ერთ საეკლესიო ხარისხში არ ყოფილიყო ხელდასხმული". მაგრამ, ეს არ შეესაბამება სინამდვილეს, რადგან სწორედ ეპისკოპოს მაგნუსის მიერ წმ. კვიპრიანე კართაგენელისადმი დასმხულ კითხვაში ჩანს, რომ ერი და სამღვდელოება არა მარტო მონათლულ კლინიკოსთა ხელდასხმის წინააღმდეგნი იყვნენ, რადგან ისინი არა სარწმუნოების, არამედ სიკვდილის შიშის გამო ინათლებოდნენ, არამედ თვით ამგვარი ნათლისღებისაც. სხვაგვარად რომ ყოფილიყო, მაშინ ეპისკოპოსი მაგნუსი წმ. კვიპრიანეს კლინიკოსთა დასხმითი ნათლობის ქმედითობაზე კი არ დაუსვამდა კითხვას, არამედ ამგვარად მონათლულთა ხელდასხმის მიზანშეწონილობაზე, რითაც გამოაჩენდა, რომ მას დასხმითი ნათლობისა არ ეეჭვება.
ასევე, არც წმ. კვიპრიანე დაიწყებდა სწორედ დასხმითი ნათლობის განმარტებას და იმის მტკიცებას, რომ ღმრთის მადლის მიღება საწოლში მწოლიარე ავადმყოფს დასხმითად აღსრულებული ნათლობითაც შეუძლია. აქედან გამომდინარე, უცნაურია მტკიცება, თითქოსდა "ერი და სამღვდელოება, არ უარყოფდნენ ამგვარ ნათლისღებას და ეწინააღმდეგებოდნენ მხოლოდ იმას, რომ საწოლში წყალგადავლებული (ანუ წყალდასხმით მონათლული) არც ერთ საეკლესიო ხარისხში არ უნდა ყოფილიყო ხელდასხმული".
ამ საკითხს ქვემოთ კიდევ შევეხებით, ამიტომაც, მივყვეთ არჩეულ თანმიმდევრობას და აღვნიშნოთ, რომ პირველი სამი საუკუნის ქრისტეანთა დამოკიდებულება დასხმითი ნათლობისადმი და ისტორიული ფაქტები ადასტურებენ, რომ III საუკუნემდე დასხმა საეკლესიო პრატიკაში არ გამოიყენებოდა. ამგვარი ნათლობები აღწერილია მხოლოდ ქრისტეან მოწამეთა ცხოვრებაში, რომელთაც არ ჰქონდათ ბუნებრივი პირობები ნათლობის დაწესებული (შთაფლვითი) ფორმის აღსასრულებლად. ჩვენი აზრით, ამ შემთხვევაში მოქმედებს ღმრთის განსაკუთრებული წყალობა, რომელიც ადამიანს განსჯის არა გარეგნული მოქმედების, არამედ განზრახვის მიხედვით. როგორც ნეტ. თეოდორიტე (V ს.) ბრძანებს: "ყოველი საქციელი მიზნის მიხედვით განისჯება, თუ რას, რატომ და რა მიზნით აკეთებენ" (Блаж. Феодорит. Изъяснение трудных мест божественного писания. Толкование на кн. Бытия. Вопр. 68. Москва. 2003, стр. 53); და კიდევ, გამომდინარე იქიდან, თუ რა განზრახვით აღესრულება, "უფალი მცირედსაც შეიწყნარებს" (იქვე. გვ. 62).
წმ. პატრიარქი ფოტი (820-
სწორედ ამ ვითარებას განმარტავდა წმ. კვიპრიანე კართაგენელიც, როცა ამბობდა: "სხურება წყლისა არის იგივე, რაც მაცხოვნებელი განბანვა და როდესაც ეკლესიაში აღასრულებენ მას, სადაც ჰგიეს როგორც მიმღებელის, ასევე მიმცემელის ერთიანი სარწმუნოება, ღვთის ძალმოსილებასა და ჭეშმარიტებისადმი რწმენას ძალუძს, რომ კეთილად წარმართოს, აღასრულოს და სრულყოს ყოველივე". ცხადია, რომ სრულყოფა ამ შემთხვევაში სჭირდება დანაკლისს და არა საეკლესიო წესს. და ჭეშმარიტად, თუკი არსებობს "როგორც მიმღებელის, ასევე მიმცემელის ერთიანი სარწმუნოება, ღვთის ძალმოსილებასა და ჭეშმარიტებისადმი რწმენას ძალუძს, რომ კეთილად წარმართოს, აღასრულოს და სრულყოს ყოველივე".
როგორც ზემოთ ვნახეთ, წმ. კვიპრიანე კართაგენელი კატეგორიულად უარყოფდა ეკლესიის გარეთ, მწვალებლებსა და სქიზმატიკოსებში რაიმე საიდუმლოს არსებობას, გინდ უდიდესი სიზუსტითა და მართლმადიდებულური წესით აღესრულებინათ იგი. ამიტომაც, წმ. კვიპრიანეს მიერ გამოყენებული ფრაზა "როდესაც ეკლესიაში აღასრულებენ" გულისხმობს იმ პირობას, რომ ეკლესიის გარეთ აღსრულებულ მსგავს ქმედებას (ანუ ადამიანის დასხმითად მონათვლას) წმ. კვიპრიანე არავითარ შემთხვევაში არ შეიწყნარებდა.
ამრიგად, მოკლედ რომ ვთქვათ, ნათლისღების შთაფლვით და დასხმით ფორმებთან დაკავშირებით IV საუკუნემდე ასეთი ვითარება იხატება: მაცხოვრისა და მოციქულების მიერ მოცემული გვაქვს ნათლისღების მხოლოდ და მხოლოდ შთაფლვითი ფორმა და არა სხვა რომელიმე ალტერნატიული სახეობა.
III საუკუნემდე, ქრისტეანებს (მათ შორის სასულიერო პირებს) დასხმითი ნათლობის ქმედითობა ან ეეჭვებოდათ, ან მას სრულყოფილად არ მიიჩნევდნენ და ამგვარად მონათლულთა სასულიერო ხარისხებში ხელდასხმას ეწინააღმდეგებოდნენ.
IV საუკუნიდან ჩნდება მთელი რიგი მოწმობები, სადაც დასხმითი ნათლობა, მართალია აღიარებულია, მაგრამ მხოლოდ "კლინიკოსთა" (ე. ი. განსაკუთრებულ) შემთხვევაში. ისიც უნდა ითქვას, რომ, თუ მოცემულია ნათლისღების ამგვარი განმარტება, ის მისი წარმომთქმელის კერძო აზრად უნდა მივიჩნიოთ და არა ეკლესიის საყოველთაო სწავლებად, რადგან სხვა შემთხვევაში საკმაოდ ბუნდოვან მდგომარეობაში აღმოვჩნდებით, რაზეც ზემოთ უკვე ვიმსჯელეთ და ქვემოთ მოტანილი მაგალითებიდანაც კარგად გამოჩნდება.
ასეა თუ ისე, დასხმითი ნათლობა ამ მაგალითების ფონზე მაინც ვერ შეიძენს იმ ავტორიტეტს, რასაც მას ე. ჭელიძე ანიჭებს და ვერანაირად ვერ გაუთანაბრდება შთაფლვით ნათლობას, რომლის ქმედითობა და ფორმობრივი სრულყოფილება არავის ეეჭვება.
28