აპოლოგეტიკა - გზა - მართლად სავალი. II_XV_ახალმოწესე რეფორმატორთა მკრეხელობანი და მწვალებლური ცთომილებანი - საქართველოს ძველმართლმადიდებლური ეკლესია

საქართველოს ძველმართლმადიდებლური ეკლესიის ოფიციალური საიტი
Перейти к контенту
არქიეპისკოპოსი პავლე (ხორავა)

გზა - მართლად სავალი

ნაწილი II

გრანდიოზული დივერსია

17-ე  საუკუნის რუსეთის საეკლესიო რეფორმის მიზეზები და შედეგები მსოფლიო მართლმადიდებლობისთვის. ძველმართლმადიდებლობის დოგმატურ-კანონიკური და ისტორიულ-ლიტურგიკული გამართლება
ორი თითით პირჯვრისწერა
მკითხველო, წინამდებარე წიგნი, რომლის ინტერნეტ-ვერსიასაც ჩვენს ოფიციალურ საიტზე გთავაზობთ, მართლმადიდებლური სარწმუნოების საძირკვლის გამაგრების, შენთვის ჭეშმარიტი ქრისტეანული გზის ჩვენებას ისახავს მიზნად. აქ თავმოყრილია დიდძალი კვლევითი მასალა, რომელიც ეხება დოგმატიკის, ლიტურგიკის, ეკლესიის ისტორიის და ესქატოლოგიის სფეროებს. წიგნი მდიდარია ფაქტობრივი და დოკუმენტური მასალით და მოიცავს პერიოდს I საუკუნიდან ვიდრე XXI საუკუნემდე. ავტორი გვაძლევს ნათლისღების საიდუმლოს, სხვადასხვა ლიტურგიკული წეს-ჩვეულების, 17-ე საუკუნის საეკლესიო რეფორმისა და მისი შედეგების შემჭიდროებულ, მაგრამ ამავე დროს ღრმა ანალიზს.

წიგნში მხილებულია ძველმართლმადიდებლური ეკლესიის წინააღმდეგ მიმართული ცილისწამებებისა და ბრალდებების უსაფუძვლობა; ავტორის მიზანია, ჭეშმარიტების ერთგულ ყოველ ქრისტეანს მიუთითოს გზა მართლად სავალი. იმის გასარკვევად, რომ ეს გზა სწორედ ძველმართლმადიდებლურ ქრისტეანობასთან მიდის, არა მარტო აქ მოტანილი საეკლესიო წესებისა და სხვადასხვა მოვლენის განმარტება დაგეხმარება, არამედ კრებულში თავმოყრილი სადისკუსიო მასალებიც დიდად წაგადგებგა და ორ მოპაექრე მხარეს შორის მტყუან-მართლის გარჩევაც არ გაგიჭირდება.

წიგნის პირველი ნაწილი ეძღვნება ნათლისღების საიდუმლოს, მისი შესრულების კანონიკურ და არაკანონიკურ ფორმებს; მეორე ნაწილი - 17-ე  საუკუნის რუსეთის საეკლესიო რეფორმას და მის შედეგებს როგორც საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიისთვის, ასევე მსოფლიო მართლმადიდებლობისთვის; მესამე ნაწილი კი მთლიანად ეძღვნება ეკლესიის უძლეველობას.

ჭეშმარიტი ქრისტიანული სიყვარულით უძღვნის ამ წიგნს ძველმართლმადიდებლური ეკლესიის არქიეპისკოპოსი პავლე (ხორავა) წმიდა სარწმუნოების გზაზე შემდგარ ყოველ მართლმადიდებელს.

წიგნი გამოიცა ძველმართლმადიდებელ ქრისტეანთა შემოწირულობით.


თავი XV
___________________________________________________________________________________________________________________________________

ახალმოწესე რეფორმატორთა მკრეხელობანი და მწვალებლური ცთომილებანი

როგორც უკვე ითქვა, ახალმოწესე რეფორმატორებმა გასწორების ნაცვლად მთლად გააფუჭეს საღვთისმსახურებო წიგნები. ახალშესწორებულ წიგნთა ცთომილებანი იმდენად მრავალრიცხოვანია, რომ მათი სათითაოდ განხილვა სცილდება წინამდებარე ნაშრომის ჩარჩოებს, მაგრამ ზემოთ თქმულის სიცხადისთვის და ე. ჭელიძისა და სხვა მისნაირ "მეცნიერთა" პოლემიკური ხრიკებისა და სოფიზმების მორიგი დოზის წარმოსაჩენად რამდენიმე მათგანი მაინც განვიხილოთ (ნიმუშები აღებულია ბ. კუტუზოვის წიგნიდან: Б. Кутузов. Тайная миссия патриарха Никона. Москва. "Алгоритм". 2007).

1. ფსალმუნის ძველსლავურ ტექსტში წერია: "Се пядию измерены положил еси дни моя" (ფსალმ. 38:6(5). ქართ.: "ესერა, ზომით ჰყვენ დღენი ჩემნი") "შესწორებულ" ნიკონიანურში კი ასეა: "Се пяди положил еси дни моя".

კომენტარი: ძველი თარგმანის აზრი სრულიად ნათელია (пядь - ეს არის მტკაველი. შეად. ახალქართ.: "გოჯებით მომეცი მე დღენი"). რა აზრს შეიცავს ფსალმუნის მოცემული ტექსტის ნიკონიანური გამოცანა, ეს ან ოპონენტებმა, ან მათმა სულიერმა "მამებმა" განვგვიმარტონ.

აი სხვა გამოცანებიც:

2. ძვ. ტექსტი: "Закон положит ему на пути".

ახ. ტექსტი: "Законоположит ему на пути".

3. ძვ. ტ.: "Обновится яко орлу юность твоя" (ფსალმ. 102:5).

ახ. ტ.: "Обновится яко орля юность твоя"

კომენტარი: მივიღეთ ტექსტის გაუარესება.

"სანამ ციტირებას განვაგრძობდეთ, მოდი, ვნახოთ რას გვასწავლის წმ. ბასილი დიდი იმის შესახებ თუ როგორი სიფრთხილით, მოწიწებითა და ღვთისმოშიშებით უნდა ვეპყრობოდეთ წმიდა წერილს: "არ შეჰფერის ღვთის შიშის მქონე ადამიანს, უგულებელყოს წმიდა წერილის გამონათქვამები, პირიქით, ის მისდევს წერილში ბოძებულ სახელწოდებებს და აღავსებს მათით ღმრთის შესაფერის ხოტბა-დიდებას. ღადგან, თუკი წმიდა წერილის ებრაულიდან ბერძნულზე პირველმა მთარგმნელებმა ვერ გაბედეს ზოგიერთი სახელის მნიშვნელობის განმარტება და პირდაპირ გადმოიტანეს ნამდვილი ებრაული გამონათქვამები, როგორიც არის, მაგალითად, ცაბაოთი, ადონაი, ელოი და სხვა, და ასეთი ღვთისმოშიშება გამოავლინეს არა მარტო ღმრთის სახელთა, არამედ კიდევ ბევრი სხვა საკითხის მიმართ, როგორი შიშით უნდა ვუმზერდეთ სახელებს უფლისა!.. მათ ვერ გაბედეს ზოგიერთი სახელის განმარტება, რათა შეუფერებელი მნიშვნელობის მიწერით არ დაეკნინებინათ გამონათქვამის სიცხადე და ძალა" (Василий Великий, свт. Опровержения на защитительную речь злочестивого Евномия. Соч. Т. VII. М., 1890)
(ციტ. Б. Кутузов. Тайная миссия патриарха Никона. Москва. "Алгоритм". 2007. С. 24).

"მაგრამ ის, რაც ვერ გაბედეს წმიდა წერილის პირველმა მთარგმნელებმა, გაბედეს XVII საუკუნის რუსული ეკლესიის რეფორმატორებმა.

როგორც თვით რეფორმატორები, ასევე ნიკონიც, როგორც მათი მთავარი ცენზორი და რეფორმატორი, არ ავლენდნენ ჯეროვან ღვთისმოშიშებასა და მოწიწებას არც წმიდა წერილისადმი და არც სხვა მრავალი საეკლესიო საკითხისადმი. არადა, შემსწორებლები საკმარისად განათლებულნი იყვნენ, ამიტომაც ბრწყინვალედ ესმოდათ, რასაც იქმოდნენ.

რითი უნდა აიხსნას მათი კადნიერი უხამსობა და თვითნებობა ღმრთის სიტყვისადმი?

აი, კიდევ სხვა მაგალითები:

4. ძველი ტექსტი: "Молитва его буди в грех" (Псалом 108:6) (ძვ. ქართ.: "ლოცვა მისი ცოდვად შეერაცხენ მას") (ფსალმ. 108:7).

ახალი ტექსტი: "молитва его да будет в грех".

კომენტარი: აზრობრივად შესწორების არანაირი საჭიროება არ არსებობდა, რადგან ახალმა ტექსტმა ვერაფერი შეცვალა, გარდა იმისა, რომ ფორმობრივად გაუარესდა.

5. ძველი ტექსტი: "неправду возненавидех и омёрзе ми" (ძვ. ქართ.: "ცოდვა მოვიძულე და მოვიძაგე") (ფსალმ. 118:163).

ახალი ტექსტი: "неправду возненавидех и омерзйх".

კომენტარი: ძველ ტექსტში მართლმადიდებელი ეუბნება უფალს: "ცოდვაი მოვიძულე და მოვიძაგე" (იხ. ქართ. ფსალმ.), ნიკონიანელ რეფორმატორებს კი სრულიად გასაგები ტექსტი "შეუსწორებიათ" და დაუბეჭდავთ: "ცოდვაი მოვიძულე და მოძაგებულ ვიქმენ"-ო (омерзих) (იქვე. გვ. 249).

6. ძველი ტექსტი: "и узриши благая Иеросалиму" (Псалом 127:5).

ახალი ტექსტი: "и узриши благая Иерусалима".

კომენტარი: ტექსტის პირველი ვარიანტის აზრი ასეთია: იხილავ ყოველ სიკეთეს, რასაც ღმერთი უბოძებს შენს ქალაქს (იერუსალიმს), შენს ოჯახს და შენ, თუ ივლი "მისი გზებით".

მაგრამ ახალ თარგმანში სიტყვა "იერუსალიმის" მიცემითი ბრუნვიდან (Иеросалиму)  ნათესაობით ბრუნვაში (Иерусалима) გადაყვანამ საფუძვლიანად შეცვალა ტექსტის აზრი. მეორე (ანუ ახალ) ვარიანტში, "узриши благая Иерусалима" უკვე სულ სხვა რამეს ნიშნავს, ანუ: იხილავ "კეთილს", ანუ ყოველ სიკეთეს, რაც (ბუნებრივად) ახასიათებს შენს ქალაქს გახასიათებს შენსთ ოჯახს და შენ"
(Б. Кутузов. Тайная миссия патриарха Никона. Москва. "Алгоритм". 2007. С. 25).

"ეს განსხვავება კარგად თვალსაჩინოვდება ახალქართულ თარგმანშიც, რომელიც ოფიციალური ეკლესიის საპატრიარქოს "მთარგმნელებს" ნიკონიანელ რეფორმატორთა მსგავსად "ჩაუსწორებიათ". აქ, ძველ ქართულში ვკითხულობთ: "იხილო შენ კეთილი იერუსალHმსა ყოველთა დღეთა ცხორებისა შენისათა", შინაარსობრივად ეს ტექსტი ძველსლავურის ანალოგიურია (იხ. ზემოთ), ხოლო მისი ახალქართული თარგმანი "იხილე სიკეთე იერუსალიმისა" ზედმიწევნით იმეორებს XVII ს-ში ბიბლიის ტექსტების "შემსწორებელთა" შეცდომას.

ცხადია, რომ ფსალმუნის კონტექსტი აშკარად მოწმობს ძველი თარგმანის უპირატესობას.

"და ბოლოს, თუ "შემსწორებლებმა" აუცილებლობად მიიჩნიეს სლავურში "иеро"-ს გადაკეთება "иеру"-დ, მაშინ ლოგიკური თანმიმდევრობით,  "иеромонах"-ის ნაცვლად უნდა ვამბობდეთ "иерумонах"-ს, ასევე "иерудиакон"-ს "иеродиакон"-ის ნაცვლად. თუ ასეთი ჩასწორება სწორია, მაშინ ასევე უნდა ვამბობდეთ: "იერუნიმს" იერონიმეს ნაცვლად, "იერუთეოსს" იეროთეოსის ნაცვლად და ა. შ."
(ბ. კუტუზოვი. იქვე. გვ. 25).

ნიკონიანელ "შემსწორებელთა" საქმიანობაში აშკარად შეიმჩნევა ტენდენცია "ოღონდ ძველებურად არ იყოს", საიდანაც გამომდინარეობს ძველი ტექსტის შეცვლის აკვიატებული აუცილებლობა თვით დეტალებშიც კი, მათი რეფორმირება და გადაკეთება.

"რეფორმის დროს ნიკონიანელმა რეფორმატორებმა დაამახინჯეს მთელი რიგი ლიტურგიკული ტექსტები. მაგალითად, კურთხევანიდან, კვეთებულის ლოცვიდან ამოღებულია ჯადოქრობის საწინააღმდეგო ლოცვები. ამასთან დაკავშირებით მღვდელ პავლე ფლორენსკიმ ნიკონის შემდგომ დროინდელ კურთხევანს "გაინტელიგენტურებული" უწოდა და მოითხოვდა, დაბრუნებოდნენ ძველ კურთხევანს, ლოცვათა სრულ წეს-განგებას.
განსაკუთრებული ლოცვები ამოიღეს პანაშვიდიდანაც, რის შესახებ დღეს უკვე სინანულით ლაპარაკობენ თანამედროვე წეს-განგების მცოდნენი.
დამახინჯება შეეხო ლიტურგიის ტექსტსაც.

7. პროფ. ნ. დ. უსპენსკის გამოკვლევაში "ბიზანტიური ლიტურგია" (Византийская литургия) მოჰყავს ნიკონიანური "შემსწორებლობის" შედეგად დამახინჯებული ტექსტები. ლაპარაკია დიდი ხუთშაბათის ტროპარზე, რომელიც ქერუბიმთა საგალობლის ნაცვლად იგალობება. აი, მისი რეფორმისშემდგომი ტექსტი: "Вечери Твоея тайныя днесь, Сыне Божий, причастника мя приими: не бо врагом Твоим тайну повем, ни лобзания Ти дам, яко Иуда, но яко разбойник исповедаю Тя: помяни мя, Господи, во Царствии Твоем" (დღეს ქართულ ეკლესიებში ასე გალობენ: "სერობასა შენისასა დღეს, ძეო ღმრთისაო, ზიარებად შემიწყნარე, რათა არა მტერთა შენთა უთხრა საიდუმლო შენი, და არცა ამბორს გიყო ვითარცა იუდა, არამედ ვითარცა ავაზაკი აღგიარებ შენ, მომიხსენე მე, უფალო, სასუფეველსა შენსა". იხ. მაგალითად: "ლოცვები ზიარების წინ". http://www.orthodoxy.ge/lotsvani/ziarebistsin.htm - არქიეპ. პ.) (URL-ის მიმართვის თარიღი: 18.10.2020).

ახლა დავიმოწმებთ ამონაწერებს პროფ. უსპენსკის სტატიიდან: "ბერძნულ ტექსტშია:



რუსულ თარგმანში: "Ибо я не скажу врагам твоим тайны Твоей, и не дам Тебе поцелуя, как Иуда, но как разбойник исповедаюсь Тебе..."

ასე გვაქვს ნიკონამდელ რუსულ კონდაკებშიც: "Не повем бо врагом Твоим тайны Твоея, Ни лобзания Ти дам, яко Иуда, Но яко разбойник исповедаяся вопию Ти..."

ნიკონიანური რეფორმის საღვთისმსახურებო წიგნებში, - განაგრძობს ნ. უსპენსკი, - ამ შუა ნაწილში გაკეთებულია შინაარსის საზიანო შემოკლება, რომელსაც ტროპარის შემდგენელი სახარებისეული უწყების საფუძველზე დებდა".

რაში არის ახალი ვარიანტის ნაკლი?

ძველი ტექსტი: "Не повем бо врагом Твоим тайны Твоея" (ძვ. ქართულით: "არა მტერთა შენთა უთხრა საიდუმლო შენი").

ახალი ტექსტი: "Не бо врагом Твоим тайну повем".

კომენტარი: ძველ ტექსტში, სახარებისეული ცნობის მიხედვით, ლაპარაკია საიდუმლოზე, რომელიც უშუალოდ ქრისტეს ეხება ("საიდუმლო შენი", "тайны Твоея").

"ნ. უსპენსკი შენიშნავს: "რა საიდუმლოს მოთხრობა შეეძლო იუდას ქრისტეს მტრებისთვის? პასუხი შეიძლება ერთი იყოს - განეცხადებინა ის ადგილი, სადაც ქრისტე იქნებოდა ღამით, რომ "მზაკვრობით შეეპყროთ იესუ და მოეკლათ... მხოლოდ არა დღესასწაულზე, რათა ხალხი არ ამბოხდესო" (მათე 26:3-5; მარკოზი 14:1-2; ლუკა 22:1-6). აი, რა ჰქონდა მხედველობაში ტროპარის ბერძენ შემდგენელს, როდესაც წერდა: "მე არ გავუმხელ შენს მტრებს შენს საიდუმლოს, და არ გეამბორები, ვითარც იუდა" (Успенский Н. Д. Византийская литургия // Богословские труды. 1982. № 23).

ახალ ტექსტში სიტყვა "საიდუმლო" უკვე კარგავს კონკრეტულ მიმართულებას და ბუნდოვანდება, რაც სხვადასხვაგვარი განმარტების შესაძლებლობას იძლევა, მათ შორის სრულიად აბსურდულისაც, თითქოსდა "საიდუმლო" - ეს არის თვით სახარებისეული სწავლება, თვით ქრისტიანობა. ჩვენ ვიცით, რომ ქრისტემ თავისი დაპატიმრების დროს უთხრა მოწაფეებს: "წადით, მოიარეთ მთელი ქვეყანა და უქადაგეთ სახარება ყველა ქმნილებას" (ძვ. ქართ.: "წარვედით ყოველსა სოფელსა და უქადაგეთ სახარებაჲ ესე ყოველსა დაბადებულსა") (მარკ. 16:15).

გაუმართლებელია რეფორმის შედეგად შეცვლილი შემდეგი ტექსტიც:

8. ძველი ტექსტი: "Но яко разбойник исповедайся вопию Ти".

ახალი ტექსტი: "Но яко разбойник исповедаю Тя".

(ქართულად: "არამედ ვითარცა ავაზაკი აღგიარებ შენ").

კომენტარი: ჯერ ერთი, ბერძნულ ტექსტშია არა "აღგიარებ შენ", არამედ "აღვიარებ შენდა მიმართ" (ან "აღვიარებ შენდამი") (μολογω σου). ნიკონამდელ ტექსტში ფრაზის აზრი გაძლიერებულია ზმნით "вопити" (вопить - ღაღადება) ("აღვიარებ რა შენდა მიმართ, გიღაღადებ") ("исповедаяся вопию Ти"). მეორეც, ზმნას "исповедать" ("აღსარება") ახალ თარგმანში უკვე ის აზრი აღარა აქვს, რაც ძველში. ძველ ვარიანტში ფრაზის მნიშვნელობა სრულიად თანხვდება სახარებისეულ გადმოცემას. ნ. უსპენსკი წერს: "ის (ავაზაკი) თავისი სიცოცხლის ბოლო საათებში გარდაიქმნება. ლოცვით "მომიხსენე მე, უფალო, სასუფეველსა შენსა", მან ქრისტეს წინაშე აღიარა თავისი მგმობელობის ცოდვა (დედანში: "Словами молитвы "Помяни мя, Господи, во Царствии Твоем" он исповедался Христу в своем грехе злословия"). ეს დასტურდება ქრისტეს პასუხითაც: "ამინ გეტყK შენ: დღეს ჩემ თანა იყო სამოთხესა" (ლუკა 23:43).

პროფ. ნ. უსპენსკი აკეთებს დასკვნას: "სიტყვა "აღგიარებ შენ" არ ხსნის იმ უღრმეს მნიშვნელობას, რომელიც გამომდინარეობს სიტყვებიდან "აღვიარებ შენდა მიმართ" და კიდევ უფრო ძლიერად მომდინარეობს ფრაზიდან: "აღვიარებ რა შენდა მიმართ, გიღაღადებ", სადაც ზმნა "აღსარება" გაძლიერებულია ზმნით "ღაღადება" (იქვე).

"შეიძლება კიდევ უფრო განსაზღვრულად ითქვას, კერძოდ, ბერძნული ტექსტის არასწორმა თარგმნამ გამოიწვია ფრაზის ჭეშმარიტი აზრის დამახინჯება ახალ ვარიანტში.

სიტყვას "исповедать" ("აღსარება") გააჩნია სხვადასხვა აზრობრივი მნიშვნელობა:

1) საკუთარი ცოდვების აღსარება, სინანული;

2) აღიარება, ღიად დამოწმება საკუთარი სარწმუნოებისა რაიმეს ან ვინმეს მიმართ.

ახალ თარგმანში ეს სიტყვა აშკარად მეორე მნიშვნელობით გამოიყენება. მაგრამ ამ აზრით აღსარება ნიშნავს, მკაფიოდ განმარტო, თუ რას აღიარებ შენ კონკრეტულად. თუმცა, არაფერი ამდაგვარი "გასწორებულ" ტექსტში არ ჩეიმჩნევა, სამაგიეროდ ფიქსირდება გრამატიკული და აზრობრივი ბუნდოვანება: "... აღგიარებ შენ, მომიხსენე მე უფალო, სასუფეველსა შენსა". ფრაზის დასასრული, როგორც უკვე ითქვა - ეს არის სინანულის ლოცვა, აღსარება ამ სიტყვის პირველი მნიშვნელობით.

უბრალოდ თუ დავტოვებთ ფრაზას "აღგიარებ შენ", ეს იქნება უწიგნურად გაკეთებული, რადგან საჭიროა განისაზღვროს, კონკრეტულად რას აღიარებ, მაგალითად: "აღვიარებ ერთსა ნათლისღებასა მოსატევებლად ცოდვათა" (სარწმუნოების სიმბოლოს 10-ე წევრი) ან "მრწამს, უფალო, და აღვიარებ, რომ შენ ხარ ჭეშმარიტად ქრისტე, ძე ღმრთისა, მოსრული სოფლად ცოდვილთა ცხოვრებად..." (წმ. იოანე ოქროპირის ლოცვა ზიარების წინ)" (ბ. კუტუზოვი. იქვე).

მივყვეთ ნიკონიანელ "შემსწორებელთა" მკრეხელურ საქმიანობას:

9. ძველი ტექსტი.: უფლის განცხადების დღესასწაულზე, წყლის კურთხევის წესში, კვერექსში ძველად ასე ლოცულობდნენ: "О еже быти воде сей приводящей в жизнь вечную, Господу помолимся. ნიკონიანელმა რეფორმატორებმა კი ეს ლოცვა ასე "შეასწორეს":

ახალი ტექსტი.: "О еже быти воде сей скачущей в жизнь вечную, Господу помолимся".

კომენტარი: ე. ი. იმის სანაცვლოდ, რომ უფალს ევედრონ, რათა (ნაკურთხი) წყალი თავისი მადლისმიერი კურთხევით გახდეს ჩვენი მიმყვანებელი სამარადისო ცხოვრებაში, ახალ, "შესწორებულ" წიგნებში ღმერთს იმას ევედრებოდნენ, რომ წყალი თვითონ მიხტუნაობდეს სამარადისო ცხოვრებისკენ. კი, მაგრამ რისთვის არის ის იქ საჭირო? თანაც სიტყვა "скачущей" (მოხტუნავე) არც მთლად საკადრისი ტერმინია უდიდესი სიწმიდისთვის, ისიც საღვთისმსახურებო წიგნში, ხოლო მისი გამოყენება წყალთან მიმართებაში უფრო მეტია, ვიდრე კურიოზი.

ასეთი უაზრო "შესწორებები" საკმაოდ უხვად მოიპოვება ნიკონიანელ რეფორმატორთა ახალ წიგნებში (საგულისხმოა, რომ ახალმოწესეები 1970 წელს დაუბრუნდნენ ძველ ფორმას"
(იხ. "Праздничная минея". 1970 г. Б. Кутузов. Трагическая ошибка или диверсия?!. Журн. Церковь, 1992 г. № 1), "მაგრამ საბჭოურ პერიოდში გამოცემულ საეკლესიო წიგნთა ტირაჟების სიმცირის გამო, მთელ რიგ ნიკონიანურ ტაძრებში დღემდე კვლვ ამ უვარგისი, ნიკონიანურად "შესწორებული" წიგნებით სარგებლობენ" (იქვე).

"ძველი ტექსტების ამგვარი მკრეხელური ცვლილებების გამო, ძველი წესების მომხრეები გამუდმებით ამხელდნენ ახალმოწესეებს, მაგრამ მიუხედავად ამისა, ამ უკანასკნელებმა ლოცვის ნიკონამდელი ვარიანტი მხოლოდ საუკუნეების შემდეგ აღადგინეს..."

10. ნათლისღების წმიდა საიდუმლოში ძველი წიგნების მიხედვით მღვდელი კითხულობდა: "Запрещает ти диаволе, Господь наш Исус Христос, Пришедый в мир и вселивыися в человецех" (ქართულად ასეა: "შეგრისხებს შენ, ეშმაკო, უფალი ჩვენი იესუ ქრისტე, რომელი მოვიდა სოფლად და დაემკვიდრა კაცთა შორის").

კომენტარი: აქ ნათლად და სრულიად გარკვევით, გრამატიკული სისწორით არის გამოხატული ის აზრი, რომ ეშმაკს შერისხავს უფალი იესუ ქრისტე, "რომელი მოვიდა სოფლად და დაემკვიდრა კაცთა შორის", როგორც თავადვე ბრძანა: "და აჰა ესერა მე თქვენ თანა ვარ ყოველტა დღეთა და ვიდრე აღსასრულადმდე სოფლისა" (მათე 20:28). ხოლო თუ რატომ მოვიდა ქრისტე ამ სოფლად (ანუ რატომ განკაცდა და "დაემკვიდრა კაცთა შორის" განმარტებულია შეფუცვის (პირველი) ლოცვის დამოწმებული ფრაზის გაგრძელებაში, - "რათა შენი (ე. ი. ეშმაკის - არქიეპ. პ.) დაამხუას ძლიერებაი და კაცნი გამოიხსნნეს". აქ არის დოგმატური სწავლება, კერძოდ ის, რომ ქრისტემ თავისი განკაცებითა და ჯვარცმით "ძელსა ზედა წინააღმდგომნი ძალნი განაქარვა … სიკუდილითა სიკუილი დათრგუნა" (იქვე).

როგორ მოგვაწოდეს ეს ადგილი ნიკონიანელმა "შემსწორებლებმა"? აი, ასე: "Запрещает тебе, Господь, диаволе пришедый в мир и вселивыися в человецех" (შეად. С. В. Булгаков. Настольная книга для свящ. Церк. Служителя. С. 997) და სრულიად შერყვნეს ლოცვაში გადმოცემული დოგმატური შინაარსი ჯერ ერთი იმით, რომ, თუკი ძველ ტექსტში ეშმაკს შერისხავს უფალი, "შესწორებულ" ახალ ტექსტში, პირიქით (ო, მკრეხელობავ და რეფორმატორთა უგუნურებავ!), უფალს შერისხავს ეშმაკი და, მეორეც, "შესწორების" მიხედვით, თურმე, ნუ იტყვით და, ქრისტე კი არ მოვიდა სოფლად და დაემკვიდრა კაცთა შორის, არამედ ეშმაკი.

აი, ასეთი დოგმატური ცთომილებაა საეკლესიო საიდუმლოთაგან უპირველესში, შეფუცვების ლოცვებში, რომელთა მნიშვნელობის შესახებ წმ. სვიმეონ თესალონიკელი (XV ს.) ბრძანებს: "წმ. მამათაგან გვსმენია, რომ ისინი, ვისაც ხშირად აშინებენ მოჩვენებები, ამას განიცდიან იმიტომ, რომ მათი მომნათვლელი მღვდელი უყურადღებოდ კითხულობდა შეფუცვებისა და სხვა წმიდა ლოცვებს (ნათლისღების საიდუმლოში)". ამიტომაც, წმ. სვიმეონის ცნობით, ამ შეფუცვების ლოცვებს ძველად მოსანათლავს რამდენჯერმე უკითხავდნენ (Писания св. Отцев и учителей церкви относящиеся истолкованию православного богослужения. Санкт-Петербург. 1856. Сочинения блаженного Симеона архиепископа Фессалоникийского. Гл. 29, стр. 50). მაშ, რაღა გასაკვირია, ნიკონიანელებს აქამდე რომ ვერ გაუგიათ, სად ეძიონ ჭეშმარიტი ეკლესია და დღემდე უაზროდ დავობენ.

შეფუცვების ლოცვებში, რომელთა უყურადღებოდ და დაუდევრად წაკითხვას ასეთი მძიმე შედეგები მოსდევს, ისინი თვით ეშმაკს ევედრებიან უფლის შერისხვას და კაცთა შორის დამკვიდრებულად ეშმაკს მიიჩნევენ. საცოდავთ ჰქონიათ, რომ კრავენ ეშმაკს, სინამდვილეში კი, პირიქით, უფალს გმობენ!

ორი საუკუნე ედავებოდნენ ნათლობის ტექსტში ამ მწვალებლური ცვლილების გამო ძველმორწმუნენი ახალმოწესე ნიკონიანელებს და მხოლოდ 1979 წელს გამოცემულ კურთხევანში დაუბრუნა მას მოსკოვის საპატრიარქომ ძველი იერსახე (თუმცა, როგორც უკვე აღვნიშნეთ, ამ წიგნების ნაკლებობის გამო ნიკონიანურ ტაძრებში კვლავ ნიკონის მომხრე რეფორმატორთა მიერ "შესწორებული" წიგნებით ხელმძღვანელობენ).

11. იმავე ნათლისღების საიდუმლოდან ძველი ტექსტი გვაუწყებს: "Молимся Тебе, Господи, ниже да снидет с крещающимся дух лукавый" (ქართულად ასეა: "გვედრებთ უფალო... ნუცა დაიმალვის წყალსა ამას შინა ეშმაკი ... და ნუმცა შთაჰყუებინ ნათლისმღებელსა ამას თანა სული ბოროტი...").

კომენტარი: ნიკონიანურ წიგნებში ეს ადგილი ასე იკითხება: "Ниже да снидет с крещающимся, Молимся Тебе, дух лукавый". ძველ ლოცვაში ყველაფერი გასაგებია, მღვდელი ემბაზის წყლის კურთხევისას ღმერთს ევედრება: "ნუმცა შთაჰყვებინ ნათლისმღებელსა ამას თანა სული ბოროტი"-ო. აი, ნიკონიანელმა "შემსწორებლებმა" ისე ქნეს, რომ მღვდელი ღმრთის ნაცვლად ეშმაკს ავედრებს მოსანათლავს.

ეს ლოცვა საკმაო ხნის განმავლობაში ასეც იკითხებოდა ნიკონიანურ "კურთხევანებში", მაგრამ 1666 წლის შემდეგ მისი კვლავ ძველი, ნიკონამდელი ფორმულირებით აღდგენა მოხერხდა მხოლოდ სინოდალურ პერიოდში (Ф. Е. Мельников. დასახ. შრ. გვ. 27. იხ. 14-ე შენიშვნა სქოლიოში).

12. კვლავ ნათლისღების წმიდა საიდუმლოში ძველ, ნიკონამდელ წიგნებში (ნათლისღების საიდუმლოს შესრულების დროს) მღვდელი ევედრება უფალს: "Вообрази Христа Твоего в хотящем породитися святым крещением от моего недостоинства..." (ქართულად ასე იქნება: "... და გამოსახე ქრისტე შენი, რომელსა ეგულების განახლებაი წმიდითა ნათლისღებითა ჩემ მიერ საწყალობელისა...").

კომენტარი: მოსანათლავი იბადება ახალი ცხოვრებისთვის სწორედ წმ. ნათლისღებით, ამიტომაც იწოდება ის "საბანელად მეორედ შობისა", თუნდაც ამ საიდუმლოს აღასრულებდეს უღირსი და საწყალობელი მღვდელმსახური. ნიკონიანურ წიგნებში ეს ადგილი "შესწორებულია": "Вообрази Христа Твоего в хотящем породитися моим окаянством".

ტექსტმა ამ "შესწორების" შემდეგ მიიღო შემდეგი შინაარსი: მოსანათლავი ნათლობით კი არ იშვება, არამედ მღვდლის შეჩვენებულობით (моим окаянством). ე. ი. ადამიანის "მეორედ შობაში" ამ ტექსტის მიხედვით უდიდესი მნიშვნელობა ჰქონია არა თვით ნათლისღების საიდუმლოს მადლს, მის ძალმოსილებას, არამედ წყეულ, შეჩვენებულ მღვდელს, მის შეჩვენებულობას, საწყალობლობას, ამიტომაც ნიკონიანელი მღვდელმსახური იმას კი არ ევედრება ღმერთს ჩემნაირი უღირსის მეშვეობით "გამოსახე შენი ქრისტე მასზედ, რომელსა ეგულების განახლება წმიდა ნათლისღებითო", არამედ უფალს სთხოვს ჩემი უღირსობით და შეჩვენებულობით დაბადეო ადამიანი"
(იქვე. გვ. 27).

13. წმ. ეფრემ ასურელის ცნობილ ლოცვაში, "უფალო და მეუფეო..." რომელსაც ვკითხულობთ დიდ მარხვაში, ძველი წიგნებისა და ლოცვების მიხედვით უფალს ვევედრებით: "... дух уныния, небрежения, сребролюбия, празднословия отжени от мене" (ქართულად: "... სული უქმობისა, მიმომწვლილველობისა, ვერცხლისმოყვარეობისა და უქმადმოუბრობისა განდევნე ჩემგან").

კომენტარი: ძველრუსული სიტყვა "отжени" ნიშნავს "განდევნას" (შეად.: "Краткий церковно-богослужебный словарь для толкового чтения книг, уяснения смысла богослужения и обрядов Православной Церкви". Москва 1997 г.). ჩვენ მორჩილებით აღვიარებთ ღვთის წინაშე, რომ ვცოდავთ უქმობით, მიმომწვლილველობით, ვერცხლისმოყვარეობით და უქმადმოუბრობით, და ვევედრებით უფალს, გაგვათავისუფლოს მათგან, განდევნოს ჩვენგან ამ ვნებათა სული. მაგრამ ახალ წიგნებში ამ ლოცვას მიანიჭეს სხვა შინაარსი. კერძოდ, ნიკონიანურ წიგნებში და ლოცვანებში ვკითხულობთ: "дух праздности, уныния, любоначалия и празднословия не даждь мне" (См. С. В. Булгаков. Настольная книга священно-церковно-служителей (Сборник сведений, касающихся преимущественно практической деятельности отечественнргр духовенства). Изд. Моск. Патриархий.  Москва 1993. Седмица сырная. Стр. 543). აქ მლოცველი არ ინანიებს საკუთარ ცოდვებს, უფალს არ ევედრება მათგან განწმენდას - ამგვარი ვედრება აქ სულაც არ არის: ის ღმერთს ევედრება მხოლოდ იმას, რომ თვით ღმერთმა არ მიანიჭოს მას ამ ვნებათა სული, თითქოსდა ღმერთი ახვევდეს თავს ადამიანს ამ მზაკვარ სულებს. ეს სრულებითაც არ არის სინანულის ლოცვა. როგორ არ გაგვახსენდეს აქ სამოთხეში შემცოდე ადამი, რომელმაც უფლის მცნების დარღვევის შემდეგ (არ ეჭამა აკრძალული ხის ნაყოფი. დაბ. 2:9-17) სინანულის სანაცვლოდ, პირიქით, თვით ღმერთს აბრალა თავისი შეცოდება და უფლის შეკითხვაზე: "ვინ გითხრა შენ, რამეთუ შიშუელ ხარ, უკუეთუ არა ხისგან, რომლისა გამცენ შენ მისგან ხოლო არა ჭამა, მისგან ჭამე?" ღმერთს უპასუხა: "დედაკაცი, რომელი მომეც ჩემ თანა, მან მომცა" (შესაქმე 3:11-12).

აი, როგორ განმარტავს ამ ადგილს ნეტ. ამბა დოროთე (VII ს.):
"ღმერთი მოვიდა და ჰკითხა მას (ადამს - არქიეპ. პ.): ადამ სადა ხარ? ხოლო ამ სიტყვის განმარტება ასეთია: როგორი დიდებიდან როგორ სირცხვილში ჩავარდნილხარ? და შემდეგ კვლავ ჰკითხა: რად სცოდე, რად გარდაჰხედ მცნებას? ყოველივე ამას იმისთვის ეკითხებოდა, რათა (ადამს) ეთქვა: "შემინდე", ხოლო მან არ შეინანა, არამედ სიტყვა შეუბრუნა და უთხრა: "დედაკაცმა, რომელიც მომეც მე, მაცთუნა", და ის კი არა თქვა - "ჩემმა ცოლმა მაცთუნა", არამედ "დედაკაცი ესე, რომელიც მომეც მეო", ანუ "განსაცდელი, რომელიც მოაწიე ჩემზედაო" და ღმერთს დააბრალა. ასე რომ, ესე ძმანო ჩემნო, როდესაც კაცი თავს არ ცნობს დამნაშავედ, საკუთარ ცოდვებს ღმერთს აბრალებს" (სწავლანი წმიდისა მამისა დოროთესნი. სწავლა პირველი. გამოსვლისათვის სოფლით. საქ. საეკლ. კალენდარი. თბილისი 1991 წ. გვ. 352).

და როგორ დაისაჯა ადამი ამგვარი კადნიერებისა და მოუნანიებლობისთვის?

"ჰრქუა უფალმან ადამს ... წყეულ იყავნ ქუეყანა საქმეთა შინა შენთა! მწუხარებით სჭამდე მას ყოველთა დღეთა ცხოვრებისა შენისათა. ეკალსა და კუროსთავსა აღმოგიცენებდეს შენ და სჭამდე თივასა ველისასა. ოფლითა პირისა შენისათა სჭამდე პურსა შენსა ვიდრე მიქცევამდე შენდა მიწად, რომლისგანაც მოღებულ იქმენ, რამეთუ მიწა ხარ და მიწადცა მიიქცე" (შესაქმე. 3:17-20).

მსგავსი საქციელისთვის დაისაჯა ევაც
(შესაქმე 3:13-16). "და განავლინა იგი უფალმან ღმერთმან სამოთხისგან საშუებელისა საქმედ ქუეყანისა, რომელისაგან მოღებულ იქმნა. და განხადა ადამ და დაამკვიდრა იგი წინაშე საშუებელსა სამოთხისასა და დააწესა ქერობინი და მოტყინარე მახვილი იქცევისი დაცვად გზასა ხისა ცხოვრებისასა" (შესაქმე 3:23, 24).

მაშ, ვიკითხოთ, დიდ მარხვაში, როდესაც ყველა მართლმადიდებელი იმ შეგნებით მარხულობს, რომ ცოდვით დაეცა, მაგრამ მაცხოვრის განკაცებითა და ჯვარცმით გამოსყიდულია ცოდვის წყევისგან და უფლის კაცთმოყვარებითა და მადლით ღირს იქმნა მიახლებად "ხისა ცხორებისასა" (ე. ი. წმ. ევქარისტიისა), რას დაიმსახურებს ღვთისგან ის, ვინც იმის სანაცვლოდ, რომ "აღუარებდეს უფალს თავის ცოდვებს და მათგან განთავისუფლებას ევედრებოდეს მას", პირიქით, ადამივით თავს იმართლებს და, მეტიც, უფალს აბრალებს თავის მდგომარეობას და კადნიერად ესიტყვება "სული უქმობისა, მიმომწვლილველობისა, ვერცხლისმოყვარეობისა და უქმადმოუბრობისა არ მომცე მე" (Не даждь ми)? რა თქმა უნდა, იმას, რაც შემცოდე ადამმა დაიმსახურა!

ყველაზე საინტერესო კი ის არის, რომ "ასეთი ველური რწმენა, თითქოსდა ღმერთია ადამიანთა ცოდვილიანობის მიზეზი, ნამდვილად დამახასიათებელია ნიკონიანური "ღვთისმეტყველებისთვის". ასე მაგალითად, წიგნში "Опыт христианского православного Катихизиса", რომელიც კიევის მიტროპოლიტმა ანტონიმ შეადგინა, სარწმუნოების სიმბოლოს მესამე წევრის განმარტებაში წერია: "ღმერთი, რომელმაც წინასწარ უწყის, რომ თითოეული ჩვენგანი ადამის თვითნებობის ზეგავლენის ქვეშ არის, შობის ჟამს შემოგვარტყამს (შემოგვახვევს) ავადმყოფურ, მოკვდავ და დაცემულ ბუნებას, ანუ ბუნებას, რომელიც ცოდვილი მიდრეკილებებით არის მოწყლული" (Сербия. Изд. Первое. Стр. 38).

ლიტველი "მართლმადიდებელი" მიტროპოლიტი ელეფთერი კი აქედან ასკვნის, რომ ამგვარი რწმენის მიხედვით, "ადამიანთა ცოდვების მიზეზი ღმერთია" (Об искуплении. Париж. 1937 г., стр. 36 и 40). ალბათ, სწორედ ამგვარი რწმენის გამო გადააკეთეს ნიკონიანელმა "შემსწორებლებმა" წმ. ეფრემ ასურელის ლოცვა ისე, რომ მლოცველნი ღმერთს ცოდვათაგან განთავისუფლებას კი არ ევედრებიან, არამედ იმას, რომ თვით ღმერთმა არ მისცეს მათ რაიმე უწმინდური სული, როგორც ამას ჩვენი დაბადების ჟამს "აკეთებს". მიტროპოლიტი ელეფთერი ადასტურებს, რომ ლათინობასაც ზუსტად ასევე სწამს (დაიმოწმეს "ავტორიტეტი"!!! - არქიეპ. პ.). ხოლო ცნობილია, რომ ნიკონის თანამშრომლები საკმაოდ ღრმად იყვნენ მოწყლულნი ლათინიზმით. აი, რატომ გადააკეთეს ასე მკრეხელურად წმ. ეფრემ ასურელის ლოცვა, მაგრამ "განა სამართლიანი იქნებოდა ღმერთის მხრიდან - კითხულობს ელეფთერი - ცოდვილი ბუნებით შეემოსა ჯერ კიდევ არშემცოდე კაცი, და ჩაეყენებინა ის ისეთ მდგომარეობაში, რომ იძულებული ყოფილიყო, შეეცოდა?" (ბ. კუტუზოვი. იქვე. გვ. 40 და 150).

"აი, როგორ მწვალებლურ მკრეხელობას წარმოქმნის "მცირედი" ნიკონიანური "შესწორება"".

"ფრიად საყურადღებოა ის გარემოება, რომ ნიკონიანური ეკლესია დღემდე არ ეშვება ამ "შესწორებას". ჩვენ ხელთა გვაქვს წმ. ეფრემ ასურელის ლოცვა ხერსონისა და ტავრიის "არქიეპისკოპოს" ინოკენტის კომენტარებით, სადაც ეს ლოცვა მოცემულია ძველი, ნიკონიანელ რეფორმატორთაგან "შესწორებული" ვარიანტით. ამ წინააღმდეგობებით აღსავსე "კომენტარში" "არქიეპისკოპოსი" ინოკენტი ერთგან სხვათა შორის წერს: "... არ მომცე მე" (Не даждь ми), ე. ი. თუ შენ ყოვლად ნეტარო, თავადვე არ ჩაკეტავ ჩემში ცოდვის უსაზღვრო უფსკრულს, ის, ჩემი ყოველგვარი ძალისხმევის მიუხედავად, ყოველთვის აღმოანთხევს ბილწ აზრებსა და საქმეთ და უწმინდურებით შებილწავს ჩემს სულსა და გულს" (поучения на св. Четыредесятницу. Из соч. Иннокентия архиеп. Херсонского и Таврического на молитву св. Ефрема Сирина "Господи и Владыко живота моего". Изд. Втор. Афонско св. Андреевского общежит. Скита. Изд. Е. Т. Кирилла Маринова. София. Болгария).

ხედავთ, თურმე ადამიანი თავისი სინანულით შეძლებს მის სულში დაბუდებულ მშფოთვარე ცოდვის უფსკრულისგან გათავისუფლებას, ღმერთი რომ არ კეტავდეს მას (ე. ი. ცოდვის უფსკრულს) კაცის სულში. ამიტომაც ევედრება ღმერთს ასე ადამიანი, "ბოროტად ნუ გამეხუმრები მე საწყალს და სულში ნუ ჩამიკეტავ ცოდვას". ეს გახლავთ გამაოგნებელი მკრეხელობა, მწვალებლობაზე რომ არაფერი ვთქვათ.

14. ეს "შესწორება" მჭიდრო კავშირშია სხვა ამის მსგავს ნიკონიანურ ცვლილებებთან. ძველ ნაბეჭდ სამოციქულოში წერია: "И нас мертвых суща в прегрешениях и в необрезании плоти нашея (Бог) сооживил есть со Христом, вся прегрешения омыв нам" (Зачало 255) (ქართულად ასეა: "და თქუენდა მკვდარ იყვნენით შეცოდებათა შინა და წინადაცუეთილებითა მით ხორცთა თქუენთაითა, მის თანა განგაცხოველნა თქუენ, მოგვიტევნა ჩუენ ყოველნი შეცოდებანი" (კოლას. 2:13).

ნიკონიანელმა "შემსწორებლებმა" ეს ადგილი ასე გადააკეთეს: "... даровав нам вся прегрешения". გამოვიდა ანტონიანურად, რომ ღმერთი თურმე ნამდვილად "გვანიჭებს ცოდვილ მიდრეკილებებს".

აუცილებელია აღინიშნოს, რომ (ზემოთ დამოწმებული) ორი ცთომილება, რომელიც დაუშვეს პატრიარქ ნიკონის დროინდელმა "შემსწორებლებმა", კერძოდ: (ნათლისღების საიდუმლოში) "ეშმაკის მიერ უფლის "შერისხვა" და მზაკვარი სულისადმი ვედრება, აღებულია ორი წიგნიდან: 1538 წლის ვენეციური გამოცემის კურთხევანიდან და 1606 წელს გამოცემული სტრიატინული კურთხევანიდან. ეს გამოცემები, როგორც "ცუდი" წიგნები (მაგ. 1538 წ.-ის ვენეციური კურთხევანი), ნიკონამდელ შემსწორებელთათვისაც საეჭვო გახლდათ, რამეთუ მწვალებელთა ტიპოგრაფიებში იყო დაბეჭდილი. მოსკოვურ, საპატრიარქო გამოცემებში ეს ადგილები სავსებით სწორად და გამართულად იკითხება, მაგრამ ნიკონიანელი საქმოსნები, რომლებსაც სძულდათ ყოველივე ძველრუსული, ძველ (მწვალებლურ წიგნებში) ნაბეჭდ ცთომილებებს არას დაგიდევდნენ და ხშირად სესხულობდნენ მათ უცხოური და მწვალებლური გამოცემებიდან. ყოველივე უცხოურისადმი ამგვარი უგუნური თაყვანისცემით აიხსნება ის სხვა მრავალი ცთომილება და საეკლესიო გადახვევა ძველი გადმოცემებიდან, ნიკონიანელთა საეკლესიო წიგნებში და პრაქტიკაში რომ გვხვდება (იხ. Ф. Е. Мельников. Краткая история... Барнаул. 1900 г., стр. 29).

15. ძველ ნაბეჭდ ლოცვებსა და საღვთისმსახურებო წიგნებში სულიწმიდის ლოცვა "მეუფეო ზეცათაო" ასე იკითხება: "მეუფეო ზეცათაო, ნუგეშინისმცემელო, სულო ჭეშმარიტო (Душе Истинный), რომელი ყოველგან ხარ და ყოველსავე აღავსებ..." (სლავ.: "иже везде сыи и вся исполняяй...") ნიკონიანელმა "შემსწორებლებმა" ასე გადააკეთეს: "... რომელი ყოველგან ხარ და ყოველსავე აღავსებ მადლითა შენითა".

კომენტარი: ლოცვის ძველ ვარიანტში აზრი ნათელია: ღმერთი ყველგანმყოფია თავისი ბუნებით, მაგრამ არა მადლით, ამიტომაც სიტყვები "მადლითა შენითა" აქ არ გვხვდება. მტკიცება, რომ ღმერთი ყველგან გამოავლენს თავის ენერგიას - მადლს, არის მწვალებლობა, რამეთუ ასეთ შემთხვევაში ერეტიკოსთა საკრებულოები და თვით ჯოჯოხეთიც კი "მადლმოსილი" ხდება.

16. ნიკონიანელმა "შემსწორებლებმა" უყურადღებოდ არც ქერუბიმთა საგალობელი დატოვეს, რომელიც საღმრთო ლიტურგიაში იგალობება. სიტყვების ნაცვლად: "Трисвятую песнь приносяще", მათ ჩასვეს - "припевающе".

კომენტარი: ძველი ტექსტის აზრი სრულიად გასაგებია: "Трисвятую песнь приносяще", ანუ ქართულად რომ ვთქვათ, "... სამწმიდაარსობისა გალობასა შევსწირავთ". მთელი ლიტურგია სწორედაც რომ შეწირვაა (წირვაა) (приношение). შემთხვევითი როდია, რომ ლიტურგიას ქართულ ენაზე სხვაგვარად სწორედ "წირვას" უწოდებენ. მღვდელი თავის საიდუმლო ლოცვებში მრავალგზის იმეორებს, რომ სამწმიდაო გალობა შეიწირვის. მაგრამ ნიკონიანელებმა ასეთი სწავლება ძველ "არაკომპეტენტურ" მთარგმნელთა "ცთომილებად" ჩათვალეს და ასე "გადაასწორეს" "Трисвятую песнь припевающе". ე. ი. გამოდის, რომ კი არ "შევსწირავთ", არამედ ვიღაცას მივამღერებთ.

მღვდელი ამბობს: "მიითვალე, ღმერთო, ვედრებაი ჩვენი, მყუენ ჩვენ ღირს, ყოფად შეწირვად შენდა ვედრებათა და ოხათა..." (წმ. იოანე ოქროპირის ლიტურგია, ლოცვა მორწმუნეთა პირველი შემდგომად ოდიკის გაშლისა"). ხოლო "სამწმიდაო" გალობის წინ ღმერთს ევედრება: "... ღირს მყუენ ჩუენ... დიდებისმეტყველებისა შეწირვად შენდა" (იქვე. ლოცვა სამწმიდაო ქებისა).

ან კიდევ: "... მხოლოდ წმიდაო, რომელი შეიწირავ მსხვერპლსა ქებისასა..." (იქვე. ლოცვა დაგებისა შემდგომად დადგმისა საღმრთოთა ძღვენთა ზედასა ტრაპეზსა).

და კვლავაც: "შევსწირავთ შენდა სიტყვიერსა ამას და უსისხლოსა მსხვერპლსა..." (იქვე. ლოცვა საღმრთო ძღვენთა ტრაპეზზე დადგმის შემდეგ) და სხვა მრავალი.

ამრიგად, წმ. ლიტურგიაში არაერთგზის არის მითითებული, რომ უსისხლო მსხვერპლის გარდა შეიწირვის სიტყვიერი მსხვერპლი "ვედრებათა და ოხათა... და ქებისა". ამასვე პასუხობს მღვდელს და დიაკვანს ეკლეშიასი შეკრებილი ერიც (ამის შესახებ. იხ. Николай Кавасила (XIV в.) Изяснение Божественной литургии Журн. "Кормчий". 19997 г.).

ამრიგად, შეცვალეს რა ლიტურგიკული სიტყვა "შეწირვა", რომელიც კარგად პასუხობს ლიტურგიის უღრმეს და უსაიდუმლოეს შინაარსს, ახალი სიტყვით "დავამღერებთ" (ან "მივამღერებთ") (припевающе), ნიკონიანელმა "შემსწორებლებმა" ჩაიდინეს მკრეხელობა და ლიტურგიის გული - ქერუბიმთა საგალობელი - რაღაცის (ღმერთო მოგვიტევე!) ან ვიღაცის "დამღერებად" აქციეს.

17. მაგრამ ეს კიდევ არაფერი. ქერუბიმთა საგალობელში "მართლმადიდებელმა" რეფორმატორებმა შეცვალეს კიდევ სხვა ადგილი. მათ დაბეჭდეს: "...ангельски невидимо дориносима чинми", ხოლო განმარტებებში გვიხსნიან: "копиеносные чинми и копие провождаема".

კომენტარი: ამგვარმა განმარტებამ მაშინვე გამოიწვია დიდი გაუგებრობა. "იესუ ქრისტე, ძე ღმრთისა, - ამბობდნენ ნიკონიანურ რეფორმათა მოწინააღმდეგენი, - ანგელოზთა ძღვენს შეიწირავს (იგულისხმება სიტყვიერი შესაწირავი, ანუ გალობა, ქება-დიდება - არქიეპ. პ. ამის შესახებ უფრო დაწვრილებით იხ. ე. კოჭლამაზაშვილი. "უგალობდით მას მეცნიერებით". "ჯვარი ვაზისა". 1991, # 4. გვ. 48); და არა შუბებს და "ლახვარმოსილი" ანგელოზების თანხლებაც არაფერში სჭირდება. ამგვარ გაუგებრობას კრებითად დამტკიცებული წიგნი "Жезл" ასე განმარტავს: "შუბებში ნუ იაზრებს ნივთიერ იარაღს, არამედ გონებრივს, უსჯულოების გამყოფ ძალას" (დედანში: "Не мысли копии вещественных орудийных, но умныя, сиречь силу беззаконии разделительную". Л. 117. Изд. 2). მაგრამ, ასეთი "განმარტება" იმ ტექსტზე უფრო ბუნდოვანი და გაუგებარია, რომლის განმარტებასაც ის ცდილობს, მაშინ, როდესაც ქერუბიმთა საგალობლის ძველი ტექსტი ყველა მორწმუნისთვის გასაგებია (Ф. Е. Мельников. Краткая история... Барнаул. 1900 г., стр. 30).

"... ქერუბიმთა საგალობლის ის ვარიანტი,
- წერს ერთ-ერთი ლიტურგისტი, - სადაც "ლახვარმოსილ" ანგელოზთა წესია მოხსენიებული, გვიანდელია და თავდაპირველი ვარიანტისგან განსხვავებით, სადაც მხოლოდ ძღვნის შემწირველი ანგელოზები იხსენიებიან, ვერ ასახავს ღმრთისმსახურების სათანადო მომენტის სულისკვეთებას" (ე. კოჭლამაზაშვილი. "უგალობდით მას მეცნიერებით". "ჯვარი ვაზისა". 1991, # 4. გვ. 51).

იგივე ავტორი აღნიშნავს: "ჩვენი აზრით, საგალობელის მცდარი გაგება გამოიწვია ბერძნულ დედანში მოგვიანებით ფეხმოკიდებულმა ტექსტუალურმა ცდომილებამ... მოგვიანებით, "ლახვარმოსილად" ქცეული ეს სიტყვა (ახ. რუსულშია "дориносима", სლავურ ტექსტში - "дароносима") აისახა ახალ ბერძნულ ტექსტზე შესწორებულ სლავურ (ანუ ნიკონიანურ - არქიეპ. პ.) თარგმანშიც "дориносимый"-ის სახით. ეს ცვლილება ნიკონისეული რეფორმის შედეგია..." (იქვე. გვ. 52).

ოფიციალური ეკლესიის ამ ლიტურგისტის აღიარებით, ქერუბიმთა საგალობელში ნიკონიანელ რეფორმატორებს დაუმახინჯებიათ ძველი ტექსტი, რომელიც საკუთრივ არა ძველბერძნული ან ძველსლავური ტექსტების, არამედ ახალბერძნული ტექსტების მიხედვით "შეუსწორებიათ". რა გამოვიდა ამგვარი "შესწორებიდან", კარგად ვხედავთ.

18. მაგრამ ნიკონიანელი "შემსწორებლები" არც ამ დარღვევით დაკმაყოფილებულან. უწმიდეს საგალობელში მათ "რომელი ქერუბიმთას" I ნაწილის დასასრულიც შეუცვლიათ. ძველ ტექსტში ვკითხულობთ: "отвержем печаль". მათ კი დაუბეჭდავთ: "отложим попечение".

კომენტარი: მტკიცე, შეურყეველი "отвержем" შეიცვალა უფრო მსუბუქი ფორმით "отложим". ქრისტესთვის, მოცემულ მომენტში, შეიძლება დროებით რაღაც გადავდოთ, რა საჭიროა ასე მტკიცედ და გადაწყვეტილად უარვყოთ ყოველი საზრუნავი, თურმე საკმარისი ყოფილა მათი დროებით გადადება. ეს მხოლოდ ქრისტეა, ასე მკაცრად რომ ითხოვს "უარყავნ თავი თვისი, და აღიღენ ჯუარი თვისი და შემომიდეგინ მე" (მათე 16:24; მარკოზი 8:34; ლუკა 9:23). ნიკონიანელები კი არ გვირჩევენ ამას (ამიტომაც შეუტანიათ ქერუბიმთა საგალობელში საკუთარი უძლურება). მასში გამოხატულია ის რელიგიური ნელთბილობა, რომელიც ესოდენ საძაგელია უფლისთვის (შეად. იოანეს გამოცხადება. 3:15-16) და რომელიც მოსკოვის საერო და სასულიერო მმართველ წრეებში ჯერ მტკიცედ დამკვიდრდა, შემდგომ კი პირდაპირ მკრეხელობადაც კი გადაიქცა" (იხ. Ф. Е. Мельников. Краткая история... Барнаул. 1900 г., стр. 30-31).

"ნიკონიანელმა რეფორმატორებმა იმდენი ცთომილება შეიტანეს ახალ წიგნებში, იმდენი უაზრობა, რომ ამ გარემოებამ დაბადა საფუძველი ემტკიცებინათ, რომ ნიკონმა მთავარ შემსწორებელს არსენ ბერძენს უბრძანა: "ასწორე, არსენ როგორც გენებოს, ოღონდაც არ იყოს ძველებურად" (იქვე).

მომდევნო ასწლეულებში (ნიკონის შემდგომ), თვით ჩვენს დრომდე, ნიკონიანური წიგნები კიდევ არაერთხელ შეასწორეს და გადააკეთეს, მაგრამ ამით ისინი უკეთესი ვერ გახდა, მეტიც, ძველ შეცდომებს ახლების მიუმატეს. აი, კიდევ რამდენიმე მაგალითი ნიკონიანელთა "შემსწორებლური" მოღვაწეობიდან.

19. ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის მიძინებაზე ძველი ტექსტის მიხედვით კონდაკში იკითხება: "... гроб и смерть не удержаста" (Пресв. Богородицу), ე. ი. ყოვლადწმიდა ღვთისმშობელი სიკვდილმა და სამარემ ვერ შეაჩერესო. ახალ წიგნებში კი ეს ადგილი ასეა გადაკეთებული: "...гроб и умершвление".

კომენტარი: ეს უკვე სულ სხვა აზრს იძენს. Умершвление ნიშნავს ძალადობით სიკვდილს, დახვრეტას და ა. შ. მაშასადამე, თუ ძველი ტექსტის მიხედვით "ღვთისმშობელი ვერც სიკვდილმა შეაჩერა და ვერც სამარემო", ახალი "შესწორებული" ტქსტის მიხედვით ღვთისმშობელი "ვერც სამარეს და ვერც მოკვდინებას (умершвление)" შეუჩერებია. ე. ი. ახალი ტექსტის მიხედვით ღვთისმშობელი ვიღაცას მოუკლავს (!).

20. 4-ე ხმის დოგმატიკონში "подаждь утешение" ძველი წიგნების მიხედვით იგალობება: "...волкохищное овча обрете" და ეს სინამდვილესთან სრულად შესაბამისია, რადგან ცხვრებს სწორედ მგლები იტაცებენ. ახალ წიგნებში ეს სიტყვები გადაკეთებულია: "... горохищное обрете овча".

კომენტარი: მაშასადამე, თუ ძველ ტექსტში იმაზეა ლაპარაკი, რომ ქრისტემ მოიპოვა მგლის მიერ მოტაცებული წარწყმედილი ცხვარი (კაცობრიობა), ახალი ტექსტის მიხედვით კაცობრიობის მოტაცება ბრალდება მთებს, რაც სრული უაზრობაა. ხოლო თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ "მგელში" იგულისხმება თვით ეშმაკი (Блаж. Иероним. Творения, ч. 12, с. 225. Толк. На пр. Осию, гл. 5:14, 15), ჩნდება ეჭვი, მაინც რატომ დასჭირდათ "შემსწორებლებს", გამოსარჩლებოდნენ "მგელს" (ანუ ეშმაკს) და მთებისთვის დაებრალებინათ მისი დანაშული ღმერთისა და კაცობრიობის წინაშე.

ნურავინ იფიქრებს, რომ ეს შეცდომა კაზუსია და ეს ადგილი შეგნებულად არ ჩაუსწორებიათ ასე, რომ ჩვენ ისინი, უბრალოდ, შეცდომაში "გამოვიჭირეთ", ნურას უკაცრავად! საეკლესიო საგალობელთა ნიკონიანელი კოკმენტატორები ამ სიტყვას "горохищное" პირდაპირ ასევე განმარტავენ: "то есть похищенное горами" (вестник Р.С. Х. Движения. 1935, № 4-5, стр. 18. ციტ. იქვე. გვ. 31. სქოლიო). საგულისხმოა, რომ თვით ნიკონიანური წიგნი "Жезл" იყენებს ასეთ გამოთქმას: "волки овцехищные" და არა "горы овцехищние". როგორც ჩანს, წიგნების "შესწორებებს" დასასრული არც ნიკონიანური რეფორმების შემდეგ უჩანს.

ნიკონიანელ რეფორმატორთა მომდევნო თაობებს ჩაუთვლიათ, რომ კორექციას (თანაც რატომღაც სწორედ უარესისკენ) თვით "შესწორებული" ნიკონიანური წიგნებიც საჭიროებენ და აი, ასე, "ასწორებენ" და "ასწორებენ" მანამ, სანამ ყველაფერს, რაც ამ კონფესიაში ნიკონიანელ რეფორმატორებს გადაურჩა, საბოლოოდ მიწასთან არ გაასწორებენ.

21. 4-ე ხმის მეოთხე ძლისპირში (ირმოსში) "Седяй во славе" ძველი წიგნების მიხედვით წერია: "Прииде Исус пребожественный от пречистыя Девы". ე. ი. მაცხოვარი იშვაო ყოვლადწმიდა ქალწულისგან. რას ასწავლის ახალი, რეფორმირებული ტექსტი? - "Прииде Иисус нетленною дланию". სიტყვა "длань" სლავურში ნიშნავს ხელისგულს (რუს. ладонь) (იხ. Краткий церковно-богослужебный словарь. Москва 1997 г., стр. 44).

კომენტარი: აქედან, მივიღეთ ასეთი აზრი: "ქრისტე მოვიდა (ან იშვა) უხრწნელი ხელისგულით". ვფიქრობთ, კომენტარი ზედმეტია!

22. მივუთითებთ ნიკონიანელი რეფორმატორების კიდევ ერთ "შესწორებას", რომელიც ეხება თვით სახარებას. ჯერ კიდევ ღირ. მაქსიმე ბერძენი (XV ს.) და წმ. სამებისა და სერგის ლავრის არქიმანდრიტი ღირ. დიონისე (XIV ს.), მიუთითებდნენ, რომ ზოგიერთ ხელნაწერში არასწორად იკითხებოდა წმ. იოანეს (ღვთისმეტყველის) სახარების მეხუთე თავის ერთ-ერთი მუხლი. კერძოდ: "И власть даст Ему (Отец Небесный Сыну) и суд творити, яко Сын Человечь есть" (ქართულად ასეა: "და ხელმწიფებაი მისცა მას საშჯელისაცა ყოფად, რამეთუ ძე კაცისაი არს" (იოანე 5:27)). სასვენი ნიშნების ასეთი განლაგებით კითხულობდა ამ ტექსტს ცნობილი ერეტიკოსი პავლე სამოსატელი (III ს.), რომლის შესახებაც მოწმობს წმ. იოანე ოქროპირი იოანეს სახარების (სწორი და მართებული ტექსტის) მოცემული ადგილის (იოანე 5:27) განმარტებაში. განმარტების შემდეგ წმ. იოანე ოქროპირი ბრძანებს: "მაგრამ ასე არ კითხულობდა ამ ადგილს პავლე სამოსატელი. მაშ როგორ? "ხელმწიფებაი მოსცა მას საშჯელის ყოფად, რამეთუ ძე კაცისაი არს". მაგრამ ამგვარი წაკითხვა ტექსტისა არ არის თაამიმდევრული. მან (ქრისტემ - არქიეპ. პ.) იმიტომ კი არ მიიღო სამსჯავრო, რომ ის არის კაცი, თუ არადა, რა დაუშლიდა სხვა ადამიანებს, ასევე ყოფილიყვნენ მსაჯულნი, არამედ იმიტომ, რომ ის არის მსაჯული, რომ ის არის ძე გამოუთქმელი არსებისა" (რუსულად: "Но такое чтение не имеет никакой последовательности. Он не потому получил суд, что он человек; иначе, что препятствовало бы и всем людям быть судями? Но потому, что Он есть судия, что Он - Сын неизреченного сущства" (Избранные творения, иже во святых отца нашего Иоанна Златоустого, архиепископа Константинопольского. Беседы на Евангелие от Иоанна Богослова. Том. 1. Изд. Отд. Моск. Патриархата. 1993 г., стр. 256-257).

შეგახსენებთ, რომ პავლე სამოსატელი უარყოფდა ქრისტეს ღვთაებრიობას. ამ მწვალებლის აზრით, "ქრისტე მხოლოდ მას შემდეგ არსებობს, რაც ამქვეყნად "იშვა მარიამისგან და განკაცდა" (წმ. იოანე დამასკელი (VII ს.) (მწვალებლობათა შესახებ. მწვალებლობა 65-ე. "სიტყვა მართლისა სარწმუნოებისა". თბილისი. "ხელოვნება". 1992 წ. გვ. 130). ამიტომაც, არ არის გასაკვირი, პავლე სამოსატელს შეეტანა ისეთი ცვლილებები, რაც მისი ამ შეხედულების დამკვიდრებას შეუწყობდა ხელს, ანუ თითქოსდა მამა ღმერთმა "ხელმწიფებაი მოსცა მას (ქრისტეს) საშჯელის ყოფად" იმიტომ, რომ ის "ძე კაცისაი არს".

მაშ, როგორ უნდა იკითხებოდეს ეს ადგილი?

პასუხს ისევ წმ. იოანე ოქროპირი მოგვცემს: "... ამიტომაც ასე უნდა წავიკითხოთ: "რამეთუ ძე კაცისაი არს, ნუ გიკვრის ესე" (Избранные творения, иже во святых отца нашего Иоанна Златоустого... Том. 1. Изд. Отд. Моск. Патриархата. 1993 г., стр. 257).

ღირ. მაქსიმე ბერძენის (XIV ს.) მითითებით, სახარებისეული ტექსტი ბერძნულ დედანში სიტყვების "ხელმწიფებაი მისცა მას სასჯელის ყოფად" ზის წერტილი და არა მძიმე. ხოლო შემდგომი: "რამეთუ ძე კაცისაი არს, ნუ გიკვრის ესე" (სლავ.: "... яко Сын Человечь есть, не дивитеся сему") - დამოუკიდებელი წინადადებაა. ასევე იკითხება ეს ტექსტი ნიკონამდელ საპატრიარქო გამოცემებში. საგულისხმოა, რომ იოანეს სახარების ექვთიმე მთაწმიდელისეულ განმარტებაში გამოტოვებულია წმ. იოანე ოქროპირის განმარტება ერეტიკოს პავლე სამოსატელის შესახებ, ხოლო ტექსტი ისეთივეა, როგორც კითულობდა მას პავლე სამოსატელი და რომელსაც წმ. მამები წუნობენ, როგორც მწვალებლური (ერეტიკული) შინაარსის შემცველ ტექსტს.

"ნიკონიანელ "შემსწორებელთა" შეცდომებს, მკრეხელობებს და მწვალებლობებს (ერეტიკულ ჩანართებს) ვინ ჩამოთვლის, მათ ყველაფერი მაქსიმალურად გააფუჭეს, მათ საქმეს კი დღემდე აგრძელებენ მათი შთამომავალი რეფორმატორები.

ნიკონიანელ შემსწორებლებს უცვლელად არ დაუტოვებიათ არც ერთი ღვთისმსახურება. ყველა საეკლესიო წეს-განგება ან შეამოკლეს, ან დაამახინჯეს, ან კიდევ სრულიად ახალი და გაუგონარი "ობრიადები" შექმნეს.

23. ასე, მაგალითად: " 40-ფურცლიანი აღსარების საიდუმლო 4 ფურცლამდე შეამოკლეს.

24. მირონცხების საიდუმლოში ძველი კურთხევანის მიხედვით მირონცხების დროს მღვდელი სიტყვებთან: "Печать дара Святаго Духа" ("მონიჭებულ არს ბეჭედი სულისა წმიდისა, ამენ") ერთად სახის სხვადასხვა ნაწილთა (შუბლის, თვალების, ყურების და ა. შ. ) მირონცხებისას ასევე წარმოთქვამს:

შუბლის მირონცხებისას: "Да избудет студа, егоже перве преступив человек, всюду ношаше".

ღაწვებზე: "Да откровенным лицем славу Господню зрит".

თვალებზე: "Да зрит очима, свет святыя Троицы, первыя доброты образ".

ყურებზე: "Да приимет ушима слышание тайнства духовнаго Евангелия Христова, якоже рече Христос, имеяй уши да слышати, да слышит, да не приложится ему злое слышание".

ნესტოებზე: "Да обоневает Божественных таин, яко будет в миро Христова благоухания, добровоньство спасемы, и да не обоневает прочее смрадныя первыя льсти".

ბაგეზე: "Да первого вкуса вторым заградит, сиречь кровию Христовою".

მკერდზე: "Да оболкся во броня правды, противу художеству вражию станет, яко победитель непобедим".

ხელებზე: "Да будет готовы на простертие во благотворение и на отгребание всякого зла".

კომენტარი: ძველრუსულ საეკლესიო კურთხევანებში, როგორც ამას პროფ. ა. ალმაზოვიც მოწმობს, სხეულის ცნობილი ნაწილის მირონცხების დროს, მირონცხების ფორმულის გარდა, კიდევ წარმოითქმებოდა განსაკუთრებული სიტყვები, რომლებიც აჩვენებდნენ სხეულის ამ ნაწილის ცხების მნიშვნელობას. ხსენებული პროფესორის აზრით, ეს სიტყვები აღებულია წმ. კირილე იერუსალიმელის მესამე მისტაგოგიური ქადაგებიდან მირონცხების შესახებ (§ 4-ე. იხ. http://library.church.ge/index.php?option=com_content&view=article&id=236%3A2010-12-15-11-38-14&catid=36%3A2009-12-29-11-31-45&Itemid=57&lang=ka) (URL-ის მიმართვის თარიღი: 18.10.2020).

წმ. კირილე იერუსალიმელი ბრძანებს: "პირველად იცხეთ შუბლზე, რათა გათავისუფლდეთ იმ სირცხვილისგან, რომელიც პირველმა შეცდომილმა ადამიანმა ყველგან მოჰფინა (შესაქ. 3.7-8) და რათა საბურველახსნილი პირისახით, როგორც სარკეში, ხედავდეთ უფლის დიდებას (2 კორ. 3.18).
შემდეგ - ყურებზე, რათა შეიწყნაროთ ხმა საღმრთოთა საიდუმლოთა, ყურებზე, რომელთა შესახებაც თქვა ესაიამ: "და დასდო უფალმა ჩემზე ყური მოსასმენად” (ეს. 50.4). უფალი იესოც ამბობს სახარებებში: "ვისაც აქვს ყურნი სმენად, ისმინოს” (მთ. 11.5).
შემდეგ - ცხვირზე, რათა, რომელთაც მიიღეთ საღმრთო მირონი, თქვათ: "ქრისტეს სურნელებანი ვართ ღმერთით ცოცხლებში” (2 კორ. 2.15).
ამის შემდეგ - მკერდზე, "რათა შეიმოსოთ ჯაჭვი სიმართლისა და წინ აღუდგეთ ეშმაკის მზაკვრობას” (ეფეს. 6.14 და 11). ისევე როგორც ქრისტე, ნათლისღებისა და სულიწმინდის ზეგარდამოსვლის შემდგომ, გავიდა და შეებრძოლა წინააღმდგომს (მთ. 4.1 და შემდ.), ასევე თქვენც, წმინდა ნათლისღებისა და საიდუმლო ცხების შემდეგ, შეიმოსეთ რა ყოვლადსაჭურველი სულიწმინდისა, დაუპირისპირდით მოწინააღმდეგე ძალას და მასთან შერკინებულნი ამბობთ: "ყოველივე ძალმიძს ჩემი განმაძლიერებლის - ქრისტეს მიერ" (ფილ. 4.13 (მესამე მისტაგოგიური ქადაგებიდან მირონცხების შესახებ § 4-ე. ციტ. იქვე) (47).

------------

47.
პროფ. ა. ალმაზოვის მტკიცებით, ძველრუსულ საეკლესიო პრაქტიკაში, მირონცხების საიდუმლოში ამ სიტყვების დამატება (წმ. კირილეს მისტაგოგიური ქადაგებიდან) გვხვდება XII საუკუნის ლიტურგიკულ ძეგლებში (გვ. 419-421).

------------

მაგრამ, როგორც ჩანს, ნიკონიანელები სუპოსტატთან ბრძოლას სულაც არ აპირებენ და არც "იმ სირცხვილისგან გათავისუფლებას" ცდილობენ, ცოდვით დაცემული ადამიანი "ყველგან რომ დაატარებს", რამეთუ ნიკონიანელმა "შემსწორებლებმა" მირონცხების საიდუმლოდან ყველა ეს ასამაღლებლები ამოიღეს, ამიტომაც, რაღა გასაკვირია, არ ემოსოთ მათ "ჯაჭვი სიმართლისაი", ვერ შესძლონ "წინა დადგომად მანქანებათა მათ ეშმაკისათა" (ეფეს. 16:14, 11) და არც "ქრისტეს სურნელებანი იყვნენ" (შეად. 2 კორინთ. 2:15). მით უმეტეს, რომ რეფორმის ჩატარებიდანვე ნათლისღების საიდუმლოში ღმერთს ეშმაკს "აკვრევინებენ" და სულიწმიდის სანაცვლოდ ეშმაკს სასოებდნენ. ამიტომაც, თუკი ღმერთმა ადამიანს ყური იმისთვის უბოძა, რათა ისმინოს საღმრთო ბრძანებანი, როგორც ესაია ამბობს: "უფალმან შემძინა მე ყური სმენად" (ეს. 50:4), არც ის უნდა გაგვიკვირდეს, რომ ამგვარ ერეტიკოსებს, საღმრთო გადმოცემებთან მებრძოლებს "ყურნი კი ასხენ სმენად, მაგრამ ვერ ისმენენ" (შეად. მარკ. 8:19, ეზეკ. 12:2).

25. ზეთისცხების საიდუმლოში ზეთის ცხების თანმიმდევრობიდან ამოგდებულია ლოცვა: "Услыши ны, Господи, услыши ны, Владыко, услыши ны, Святый", - რომელიც წარმოადგენს ავადმყოფისთვის ყველა მლოცველის საზოგადო ვედრებას და განსაკუთრებული ადგილი უჭირავს ზეთისცხების საიდუმლოში. სამართლიანად საყვედურობდნენ ნიკონიანელ "შემსწორებლებს" ძველმორწმუნენი: "როგორც კატები ქოთნებს შორის, დახეტიალობენ წიგნებს შორის ახალი "შემსწორებლები" და ვირთხებივით ხრავენ საღმრთო წერილს"-ო (Ф. Е. Мельников. Краткая история древлеправославной (старообрядческой) церкви. Барнаул, 1999. http://yakov.works/history/17/staroobr/melnikov.html) (URL-ის მიმართვის თარიღი: 18.10.2020).

"ამგვარად, როგორც ვხედავთ, არა უბრალოდ "ასოს" გამო შეწინააღმდეგებიან ნიკონის რეფორმებს ძველი, ტრადიციული მართლმადიდებლობის დამცველნი. იმხანად ადამიანები მუდმივად დადიოდნენ ეკლესიებში და მრავალი საღმრთისმსახურებო ტექსტი ზეპირად იცოდნენ (სხვათა შორის, რუსი ძველმორწმუნეების საღმრთისმსახურებო ტექსტების, საგალობლების, ძლისპირების, ტროპარების, კონდაკებისა და სტიქარონების ზეპირად ცოდნა სასიამოვნო გაკვირვებას დღესაც კი იწვევს), ამიტომ ადვილი წარმოსადგენია და გასაგები მათი აღშფოთება ამგვარ "შესწორებათა" გამო.

მეტად საეჭვოა, საეკლესიო საიდუმლოთა და საღვთისმსახურებო ტექსტებში ასეთი სერიოზული შეცდომები "შემსწორებელთა" არასაკმარისი პროფესიონალიზმით აიხსნას. ბ. კუტუზოვის სამართლიანი შენიშვნით: "ძველი და ახალი ტექსტების შედარება გვაფიქრებინებს, რომ ხშირად წარმოებდა ტექსტთა საგანგებოდ შენიღბული და შეგნებული შერყვნა პრინციპით: "რაც უარესია - მით უკეთესია". რუსეთში ნიკონის რეფორმის ყველა ნებაყოფლობითი მომხრე მართლმადიდებლობის მტერი იყო, რამეთუ რეფორმა იძლეოდა იმის შესაძლებლობას, დაუსჯელად გაემასხარავებინათ ეკლესია და ამასხარავებდნენ კიდეც"
(Б. Кутузов. დასახ. სტატია. Журн. Церковь. 1992, № 1).

"ამასვე ამტკიცებდნენ ძველმორწმუნენიც: "შესწორებათა" ყველა ზემოთ დამოწმებული და ასევე სხვა უამრავი მაგალითი, რომელთა აქ მოტანა ვერ მოხერხდა, იმ ჭეშმარიტებას ადასტურებს, რომ ეს იყო არა შესწორება, არამედ თავხედური ჩარევა წმიდა წიგნებსა და საუკუნეობრივ გადმოცემებში. ენით აუწერელი მკრეხელობა ეკლესიის წინააღმდეგ. ამიტომაც, სრულიად ბუნებრივი და სჯულიერია, რომ მთელი რუსი ხალხი, მთელი ეკლესია და პატიოსანი და ღვთისმოსავი სამღვდელოება აუმხედრდა ასეთ რეფორმას, ასეთ "შესწორებებს" და მწვალებლურად გამოაცხადა იგი. მით უმეტეს, რომ ამის კანონიკურ უფლებას - ღვთისმოსაობის, საეკლესიო ღვთისმსახურებისა და უძველესი გადმოცემების დაცვის უფლებას - მათ აძლევდა მსოფლიო საეკლესიო კრებები. მსგავს ქმედებებთან დაკავშირებით VII მსოფლიო საეკლესიო კრება ბრძანებს: "ყველაზე ჭეშმარიტი და სამართლიანი საეკლესიო მსჯავრი იმაში მდგომარეობს, რომ არ დავუშვათ მასში სიახლენი, ასევე არაფერი (ძველი საეკლესიო გადმოცემებიდან - არქიეპ. პ.) არ უარვყოთ" (Деяния VII Всел. Соб. Изд. 2-е. Казань. 1891 г., стр. 300).

"ამდენად - ნათქვამია ამავე  კრების საქმეში - მივდევთ რა მამათა განწესებებს და მივიღეთ რა მადლი ერთი სულისგან, ყოველივე, რაც კი ეკლესიას ეხება, უცვალებლად შევინარჩუნეთ, ყოველგვარი შემატების გარეშე, როგორც ეს წინამორბედმა ექვსმა წმიდა მსოფლიო კრებამ გადმოგვცა; თაყვანს ვცემთ მხოლოდ იმას, რაც მათ დაგვიტოვეს და ყოველივე ამას შეურყევლად შევიწყნარებთ" (იქვე).

"ასეთი განწესება ამ კრებამ "წმ. ხატების დამზადების" (იქვე) შესახებ მიიღო. მაშ, განა იგივე არ ითქმის სიტყვიერი ხატის - წმიდა წერილისა და წმ. საღმრთისმსახურებო ტექსტთა შესახებ, რომელიც, ფერწერულ ხატთა მსგავსად, უფლის, ღვთისმშობლის, წმ. ანგელოზთა და მთავარანგელოზთა, წმ. მოციქულთა და წმინდანთა სადიდებლად და ასევე ჩვენ ცოდვილთა საცხოვნებლად მოცემულ სავედრებელ სიტყვიერ აღმსარებლობას და მართლმადიდებლური სარწმუნოების წერილობით ხატს წარმოადგენს?! ამიტომაც, სრულიად სამართლიანად: "რაც გადმოცემით არის დაცული საყოველთაო (კათოლიკე) ეკლესიაში, რაიმეს შემატებას ან შეამოკლებს ვერ დაუშვებს, ხოლო მას, ვინც რაღაცას მიამატებს ან მოაკლებს, ემუქრება საშინელი სასჯელი, რამეთუ ნათქვამია: "წყეულ იყავნ, რომელმან ცვალნეს საზღუარნი მამათა თვისისანი" (რჯლ. 27:17) (Деяния Всел. Соб. Т. 4. СПБ. 1996 г., стр. 568).

"შეიძლება გავაკეთოთ დასკვნა, რომ ძველი ტექსტი ზუსტი და სწორია, მაშინ, როდესაც ახალი, უბრალოდ, არასწორია როგორც ბერძნული ორიგინალის მიმართ, ასევე ენობრივი ნორმებისა და წესების მხრივაც, და ასევე ზუსტად არ შეესაბამება სახარებისეულ გადმოცემას.

ძველი და ახალი ტექსტების შედარება აჩვენებს, რომ რეფორმატორთა მიზანი სულაც არ იყო ტექსტებში შეპარული ან გადამწერთა მიერ დაშვებული ზოგიერთი შეცდომის გასწორება, როგორც წარმოუდგენიათ მავანთ ნიკონის რეფორმა, არამედ ტექსტების იდენტიფიცირება რომელიღაც ახალ ეტალონთან, რომელიც ძველი ტექსტისგან სრულიად განსხვავდება და, როგორც წესი, აუარესებს ენობრივ ფორმასაც და ტექსტის შინაარსსაც" (Б. Кутузов. Тайная миссия патриарха Никона. Москва. "Алгоритм". 2007. С. 41-43).

ამგვარი შედარებები და იმ ფაქტის აღნიშნვა, რომ ძველი ტექსტები თავიანთი ხარისხით ნიკონიანელ რეფორმატორთა მიერ "შესწორებულ" ტექსტებზე გაცილებით უკეთესია, სამართლიან საფუძველს აძლევს მეცნიერებს და თვით ძველმოწესეებს თქვან: "если бы не широкое движение Русского Сопротивления, возникшее в XVII в., где бы были ныне новообрядцы?" ("რომ არა რუსული წინააღმდეგობის ფართო მოძრაობა, რომელიც XVII ს-ში აღმოცენდა, სად იქნებოდნენ დღეს ახალმოწესეები?").

ჩვენ არ შევუდგებით ყველა იმ მაგალითის აქ გადმოტანას, რასაც მკვლევარი ბ. კუტუზოვი იმოწმებს წიგნში "პატრიარქ ნიკონის საიდუმლო მისია", ამისი აუცილებლობა არც არსებობს (მკითხველს თვითონ შეუძლია მოიძიოს მითითებული წყარო და გაეცნოს მას), და არც შესაძლებლობა, რადგან ძლიერ დაგვაცილებს ჩვენს ძირითად თემასაც და მაგალითების სიუხვით დაღლის მკითხველსაც. ტრაგიკული სურათის წარმოსადგენად საკმარისია "შესწორებულ" ტექსტთა დამოწმებული რაოდენობაც. თუმცა, როგორც თვით ბ. კუტუზოვის წერს: "სიტყვა "შესწორება" აქ მაინც უადგილოა, რადგან "შესწორება" ნიშნავს სიმართლესთან, ჭეშმარიტებასთან, გაუმჯობესებასთან მიახლოებას. მაშინ როდესაც ნიკონიანელი შემსწორებლები, პირიქით, ამახინჯებდნენ ტექსტს, უშვებდნენ უხეშ შეცდომებს, აუარესებდნენ ენობრივ ფორმებს, ანუ სულ უფრო და უფრო სცილდებოდნენ ჭეშმარიტებას და უახლოვდებოდნენ სიცრუეს. შედეგად, ეს იყო არა შესწორება, არამედ წიგნთა გაფუჭება, როგორც ამბობდნენ და დღემდე ამტკიცებენ ამას ძველმოწესენი".
24
oldorthodox@gmail.com
საქართველოს
ძველმართლმადიდებლური
ეკლესია

ოფიციალური საიტი
Назад к содержимому