არქიეპისკოპოსი პავლე (ხორავა)
გზა - მართლად სავალი
გზა -
ნაწილი II
გრანდიოზული დივერსია
გრანდიოზული დივერსია
17-ე საუკუნის რუსეთის საეკლესიო რეფორმის მიზეზები და შედეგები მსოფლიო მართლმადიდებლობისთვის. ძველმართლმადიდებლობის დოგმატურ-კანონიკური და ისტორიულ-ლიტურგიკული გამართლება
მკითხველო, წინამდებარე წიგნი, რომლის ინტერნეტ-ვერსიასაც ჩვენს ოფიციალურ საიტზე გთავაზობთ, მართლმადიდებლური სარწმუნოების საძირკვლის გამაგრების, შენთვის ჭეშმარიტი ქრისტეანული გზის ჩვენებას ისახავს მიზნად. აქ თავმოყრილია დიდძალი კვლევითი მასალა, რომელიც ეხება დოგმატიკის, ლიტურგიკის, ეკლესიის ისტორიის და ესქატოლოგიის სფეროებს. წიგნი მდიდარია ფაქტობრივი და დოკუმენტური მასალით და მოიცავს პერიოდს I საუკუნიდან ვიდრე XXI საუკუნემდე. ავტორი გვაძლევს ნათლისღების საიდუმლოს, სხვადასხვა ლიტურგიკული წეს-ჩვეულების, 17-ე საუკუნის საეკლესიო რეფორმისა და მისი შედეგების შემჭიდროებულ, მაგრამ ამავე დროს ღრმა ანალიზს.
წიგნში მხილებულია ძველმართლმადიდებლური ეკლესიის წინააღმდეგ მიმართული ცილისწამებებისა და ბრალდებების უსაფუძვლობა; ავტორის მიზანია, ჭეშმარიტების ერთგულ ყოველ ქრისტეანს მიუთითოს გზა მართლად სავალი. იმის გასარკვევად, რომ ეს გზა სწორედ ძველმართლმადიდებლურ ქრისტეანობასთან მიდის, არა მარტო აქ მოტანილი საეკლესიო წესებისა და სხვადასხვა მოვლენის განმარტება დაგეხმარება, არამედ კრებულში თავმოყრილი სადისკუსიო მასალებიც დიდად წაგადგებგა და ორ მოპაექრე მხარეს შორის მტყუან-მართლის გარჩევაც არ გაგიჭირდება.
წიგნის პირველი ნაწილი ეძღვნება ნათლისღების საიდუმლოს, მისი შესრულების კანონიკურ და არაკანონიკურ ფორმებს; მეორე ნაწილი - 17-ე საუკუნის რუსეთის საეკლესიო რეფორმას და მის შედეგებს როგორც საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიისთვის, ასევე მსოფლიო მართლმადიდებლობისთვის; მესამე ნაწილი კი მთლიანად ეძღვნება ეკლესიის უძლეველობას.
ჭეშმარიტი ქრისტიანული სიყვარულით უძღვნის ამ წიგნს ძველმართლმადიდებლური ეკლესიის არქიეპისკოპოსი პავლე (ხორავა) წმიდა სარწმუნოების გზაზე შემდგარ ყოველ მართლმადიდებელს.
წიგნი გამოიცა ძველმართლმადიდებელ ქრისტეანთა შემოწირულობით.
თავი VIII
___________________________________________________________________________________________________________________________________
რეფორმის შედეგები
ჩვენი დასკვნები არ იქნება სრული, თუ ორიოდ სიტყვით არ აღვნიშნავთ, რა შედეგები მოუტანა ამ რეფორმამ და მისმა დამაგვირგვინებელმა ყაჩაღურმა კრებამ რუსულ სახელმწიფოსა და თვით რეფორმირებულ რუსულ-ბერძნულ ეკლესიას.
"მისტიკურად სრულებითაც არ არის შემთხვევითი, - წერს ერთი ახალმოწესე მკვლევარი ლევ ლებედევი, - რომ პატრიარქ ნიკონის (და ერთდროულად - ძველმოწესეთა) გასასამართლებელი კრება არა სხვა დროს, არამედ სწორედ 1666 წელს გაიხსნა. რიცხვი ევქსას სამოცდა ექვსი, როგორც ცნობილია, არის ანტიქრისტეს რიცხვი, ანუ იმისი, რომელიც კაცთა მოდგმის უკანასკნელი წარმწყმედელი იქნება და რომელიც კაცობრიობის ისტორიის უკანასკნელ პერიოდში გამეფდება. ამ რიცხვთან - 1666 წლის თანხვედრას ბევრმა თანამედროვემ მიაქცია ყურადღება, თუმცა სხვადასხვაგვარად განმარტავდნენ მის მნიშვნელობას. ყურადღება მიაქციეს იმასაც თუ რა ხდებოდა რუსულ საზოგადოებაში იმ დროს, ავლებდნენ პარალელს სამყაროს აღსასრულთან. ამ მიმართებით, მკაფიო აზრი გამოთქვა თვით პატრიარქმა ნიკონმაც, ისიც კი გრძნობდა, რომ რუსულ ცხოვრებაში რაღაც ძლიერ მნიშვნელოვანისა და ფუძემდებლურის დასასრული ახლოვდებოდა და განიცდიდა ამას, როგორც მთელი ქვეყნის კატასტროფას. სხვაგვარად რომ ვთქვათ, მთელი კაცობრიობის საბოლოო მომავალი მოდელირებულ იქნა XVII საუკუნის რუსეთში. ანალოგიური მოდელირება, რომელსაც წინასახის, მომავლის წინასწარმეტყველურ გარდაქმნათა ნიშის მნიშვნელობა გააჩნია, ადრეც ყოფილა და არა მხოლოდ რუსეთში. აღსრულებულა ისინი შემდგომაც, მათ შორის, რუსეთშიც" (Лев Лебедев. Личность и мировосприятие Патриарха Никона. "Слово". М. 1989 г. № 5, с. 11. Цит. По "Русь пред вторым пришествием". Житомир. 1955 г., стр. 42).
"XVII საუკუნის რუსეთის ისტორიაში ის საფუძვლიანი, სიღრმისეული გარდატეხის ეპოქაა, რომელიც გასაოცარი პირდაპირი კანონზომიერებით მიდის 1917 წელთან... ხოლო მისი მეშვეობით - აწმყოსთან და შესაძლო მომავალთან" (იქვე).
როგორც ითქვა, იმავე აზრს გამოთქვამს ცნობილი დისიდენტი სოლჟენიცინიც: "რომ არა XVII საუკუნის რეფორმა, რუსეთში ოქტომბრის რევოლუცია შეუძლებელი იქნებოდა" (Церковь. № 1. 1990 г.).
აქ საჭიროდ მიგვაჩნია, შევეხოთ ისეთ საკითხსაც, როგორიც არის ძველმართლმადიდებელთა დამოკიდებულება ბოლშევიზმისადმი. სამწუხაროდ, საქართველოშიც (ისევე, როგორც რუსეთში) გამოჩნდნენ ადამიანები, რომლებიც ძველმოწესეთა კომპრომეტირებისა და ავტორიტეტის დაკნინების მიზნით ეძებენ ძველმორწმუნეთა კავშირებს ბოლშევიკებთან.
ამ მტკნარ სიცრუეს ამხელს საღვთისმეტყველო მეცნიერებათა და სამეცნიერო-საღვთისმეტყველო კვლევათა რუსეთის მართლმადიდებლური აკადემიის გამოცემა (Труды Русской Православной Академии Богословских Наук и Научно-Богословских Изследований) История русской православной церкви. Новый патриарший период. Том. 1. 1917-1970. Изд. "Воскресение". Санкт-Петербург. 1977 г., стр. 679).
"რაც შეეხება ძველმოწესეობის დამოკიდებულებას რუსულ თვითმპყრობელობასთან, - ვკითხულობთ ამ ნაშრომში, - ის ყოველთვის ერთმნიშვნელოვანი იყო. 1861 წელს გლეხთა გათავისუფლების დროიდან და შემდეგ მისი მომდევნო რეფორმებიდან, რომელიც მეფე ალექსანდრე II-მ გაატარა (მეწარმეობის თავისუფლება, მღვდელმსახურთა არჩევა და სხვა), ძველმოწესეობა ოპოზიციიდან მეფის ხელისუფლების დაცვაზე გადავიდა. ასე მაგალითად, პრეობრაჟენსკის (ფერიცვალების) სასაფლაოს ძველმოწესეთა ჯგუფი მეფე ალექსანდრე II-ს წერდა: "შენი მეფობის სიახლეებიდან ჩვენი სიძველეები იმზირება"-ო" ("В новизнах Твоего царствования нам старина наша слылится") (ხს. შრ. გვ. 680).
"წარუმატებლობა განიცადეს ა. ი. გერცენმა და ნ. პ. ოგარევმა, შემდეგში კი ხალხოსნებმა, რომლებიც ცდილობდნენ რევოლუციურ მოძრაობაში ძველმოწესეთა გამოყენებას (იქვე). ბოლოს, 1881 წლის 1 მარტის მოვლენების (ხალხოსნების მიერ ალექსანდრე II-ის მკვლელობა); შემდეგ, მეფე ალექსანდრე III-მ საკუთარ მცველთა რაზმი, რომელიც რამდენიმე ათასი ადამიანისგან შედგებოდა მხოლოდ და მხოლოდ სხვადასხვა მიმართულების მქონე ძველმოწესეებისგან შეადგინა, რომელთა შორისაც იყვნენ "პოპოვცები" (სამღვდელოების მიმღებნი) და "ბეზპოპოვცებიც" (უმღვდელონი) (Миловидов В. Ф. Старообрядчество в прошлом и настоящем. М. 1969). "ფაქტია, რომ იმ დროისთვის ძველმოწესეობა უკვე სამეფო ხელისუფლების საიმედო დასაყრდენი გახდა, ხოლო 1905-1907 წლების 1-ლი რუსული რევოლუციის პერიოდში ყველა ძირითადმა ძველმართლმადიდებლურმა ორგანიზაციამ ღიად მონარქიის დამცავი პოზიცია დაიკავა" (იქვე. გვ. 680).
"1917 წლის რევოლუციის პერიოდში ძველმოწესეობის ნაწილის მკვეთრად ანტიბოლშევიკური პოზიცია ლოგიკურად გამომდინარეობდა ახალი ხელისუფლების, როგორც ანტიქრისტეს ხელისუფლების გაგებიდან. ძველმოწესეობის მრავალი ხელმძღვანელი პირდაპირ აცხადებდა ულიანოვ-ლენინს ანტიქრისტედ, ხოლო კომუნისტებსა და კომისრებს - ანტიქრისტეს მსახურებად. სოლომონის წითელი ხუთქიმიანი ვარსკვლავი - პენტაგრამა - ანტიქრისტეს სიმბოლოდ იყო გამოცხადებული" (იქვე. გვ. 687).
1918 წელს ძველმოწესეთა ჟურნალში "Голос церкви" დაიბეჭდა სტატია "სოციალიზმი და ძველმოწესეობა", სადაც მხილებულია სოციალიზმის, როგორც სოციალურ-პოლიტიკური სწავლების ურელიგიო ფესვები. ... რუსეთის ისტორიის ამ კრიტიკულ მომენტში ძველმოწესეობის ზოგიერთი ხელმძღვანელი ისტორიიდან პასიური "გასვლისკენ" კი არ მოუწოდებდა და კი არ ამბობდა "ეკლესია პოლიტიკის გარეშეა" და სამყაროს აღსასრულის მოლოდინში საკუთარ სენაკებში ჩასხედითო - ეს ა. ვ. კარტაშევისა და სხვათა მიერ ძველმოწესეობის წინააღმდეგ გამოგონილი კლასიკური სტერეოტიპია, - არამედ ისეთი პროგრამული მოწოდებებით ხასიათდებოდა, როგორსაც ხსენებული სტატიის ბოლოში გვაძლევენ მისი ავტორები: "ყველა მიმართულების ძველმოწესემ უნდა ჩამოაყალიბოს თავისი პარტია, თავის შინაგან, სულიერ ცხოვრებაში დაეფუძნოს ქრისტეს სწავლებას, ხოლო გარეგან, პოლიტიკურ ცხოვრებაში - თავის პოლიტიკურ პროგრამას" (Родина. 1990 г. № 9, стр. 77).
ქრისტეანობისადმი მტრულად განწყობილი ბოლშევიკები ძველმოწესეობაში ხედავდნენ მძლავრ, ერთიან და ფინანსურად აღჭურვილ ძალას. საბჭოთა პროპაგანდა ძველმორწმუნე მეწარმეთა ელიტას გამოსახავდა როგორც ექსპლოატატორთა და მსოფლიოს მჭამელთა ბრბოს. ყველა ბოლშევიკური გაზეთი შემოიარა მიმართვამ, რომელიც მიაწერეს რიაბუშინსკის და რომელშიც იყო მოწოდება რუსეთი "შიმშლის გამხმარი ხელით" მოეგუდათ.
რუსეთის რევოლუციაში ძველმოწესე მღვდელმთავრები ხედავდნენ "ველური ვნებებისა და ქვენა ინსტინქტების პარპაშს: "თვით სატანა აუმხედრდა ქრისტიანობას თავისი ჯოჯოხეთური ძალებით". ძველმორწმუნე არქიეპისკოპოსი მელეტი მოუწოდებდა მართლმადიდებელ ქრისტიანთ ამხედრებოდნენ ღმრთის მტრებს არა ნივთიერი, არამედ სულიერი მახვილით" (Миловидов В. Ф. Старообрядчество в прошлом и настоящем. М. 1969) და, როგორც მ. მილოვიდოვი წერს, "ძველმართლმადიდებლურმა ორგანიზაციებმა გააჩაღეს აქტიური კონტრრევოლუციური საქმიანობა" (იქვე. გვ. 690).
"ფართო ანტიბოლშევიკურ პროპაგანდას ეწეოდა გაზეთი "Голос церкви" და რიაბუშინსკის ტიპოგრაფია. 1918 წელს კინშემში ძველმართლმადიდებელთა ყრილობაზე შეიქმნა "სამშობლოს გამათავისუფლებელთა კომიტეტი" - კონტრრევოლუციური ორგანიზაცია, რომელიც, მ. მილოვოდოვის თქმით, ისწრაფოდა, გაეერთიანებინა იაროსლავის ამბოხების მონაწილენი. "სამშობლოს გამათავისუფლებელთა კომიტეტმა" იატაკქვეშეთში 1926 წლამდე იარსება.
სამოქალაქო ომის პერიოდში მდიდარი ძველმოწესე-მეწარმეები, განსაკუთრებით რიაბუშინსკის ჯგუფი, ყოველგვარ დახმარებას უწევდა დენიკინის, ვრანგელისა და კოლჩაკის თეთრგვარდიელთა არმიას, რომელთა რიგებში მრავალი ძველმოწესეც იბრძოდა. დენიკინის ჯარებში საჯარისო ძველმართლმადიდებელი მღვდელიც კი ჰყავდათ (მ. იაკობ ნიკულინი), რომელიც ძველმოწესე-კაზაკებს ემსახურებოდა.
პარიზში ემიგრირების შემდეგ პ. პ. რიაბუშინსკი კონტრრევოლუციური ორგანიზაცია "რუს მეწარმეთა კავშირის" ერთ-ერთი დამფუძნებელი გახდა (ესენი იყვნენ უცხოეთში ემირგირებული რუსეთის საქმიანი ელიტის წარმომადგენლები). საბჭომ აქტიური ბრძოლა გააჩაღა საბჭოთა ხელისუფლების წინააღმდეგ.
ძველმოწესეთა ანტიბოლშევიკური საქმიანობა განსაკუთრებით გამოვლინდა ურალში, ციმბირში და შორეულ აღმოსავლეთში, ანუ იქ, სადაც ბევრი გადასახლებული ძველმოწესე ცხოვრობდა. მათი უმეტესობა იყო მზრუნველი, შრომისმოყვარე და მყარი მეურნე. ახალი ხელისუფლების იდეოლოგია მათ "კულაკებსა" და "სოციალურად მავნე ელემენტებს" უწოდებდა. ძველმოწესე, ძირძველი რუსი, ყოველთვის გამოირჩეოდა შრომისმოყვარეობითა და ყოფაცხოვრების მკაცრი წესით. ამგვარი ფსიქოლოგიის მოსახლეობა ახალი ხელისუფლების ბუნებრივი მოწინააღმდეგე გახლდათ" (იქვე. გვ 690-691).
"როგორც ი. პოზდეევა წერს, "ძველმოწესეობრივი გლეხური მეურნეობა 1917 წლის რევოლუციის წინ 90%-ით ძლიერი იყო და თავისი მახასიათებლებით ბევრად აღემატებოდა იმპერიის დანარჩენი სასოფლო-სამეურნეო მოსახლეობის"საშუალო სტატისტიკურ მეურნეობას". 1918 წელს ბარნაულში შედგა ძველმოწესეთა ყრილობა, რომელმაც დასაბამი დაუდო ციმბირის ძველმოწესეობის ერთიან ბრძოლას ბოლშევიკური დიქტატურის წინააღმდეგ. მოგვიანებით შეიქმნა რევოლუციასთან მებრძოლი ყველა მიმართულების ძველმოწესეთა ცენტრალური, გამაერთიანებელი და აღმასრულებელი კომიტეტი" (იქვე. გვ. 692-693).
"შორეულ აღმოსავლეთში არსებობდა მჭიდრო კავშირი კოლჩაკის მთავრობასა და ძველმოწესეებს შორის საბჭოთა ხელისუფლებასთან საბრძოლველად" (Миловидов В. Ф. Старообрядчество в прошлом и настоящем. М. 1969). 1919 წელს პერმის ეპარქიის ძველმოწესეთა ყრილობა ასე მიმართავდა კოლჩაკს: "დე, შეგეწიოთ უზენაესი თქვენ მიერ არჩეულ ეკლიან გზაზე; დე ღირსეულად და გამარჯვებით გეტარებინოთ თქვენი უღელი რუსეთის შუაგულამდე - მოსკოვამდე და გაგეწმიდოთ წმიდა რუსეთი კომუნისტური სიბილწისგან" (История русской православной церкви. Новый патриарший период. Том. 1. 1917-1970. Изд. "Воскресение". Санкт-Петербург.195) 1977 г., стр. 693).
"კოლჩაკის მთავრობამ ძველმოწესეობა თავის უფლებებში ოფიციალურ ეკლესიას გაუთანაბრა. ძველმართლმადიდებლური სამღვდელოება, ისევე, როგორც ოფიციალურ-მართლმადიდებლური, სახელმწიფოს კმაყოფაზე იქნა აყვანილი. ძველმართლმადიდებელ სამხედრო მღვდელმსახურთა საქმიანობას ტომსკ-ალტაის ეპარქიის ეპისკოპოსი ფილარეტი აკონტროლებდა" (იქვე. გვ. 693).
"ომსკში ძველმოწესეთა ერთ-ერთ შეკრებაზე ჩამოყალიბდა სპეციალური კომისია ძველმოწესეთა რაზმების ორგანიზაციისა და მართვის მიმართულებით, რომელმაც გამოუშვა მიმართვა ძველმოწესეთადმი: "აიღონ ხელში იარაღი და შეუტიონ დაქირავებულ წითლებს, ღმრთისგან განდგომილებს, ქურდებს და მკვლელებს" (იქვე. გვ. 694).
"ძველმოწესეთა სკიტეები და მონასტრები მთებსა და ყრუ ტაიგაში თეთრგვარდიელთა მოძრაობის მრავალი მონაწილის თავშესაფრად იქცა" (იქვე. გვ. 697).
"ამურისპირეთისა და პრიმორიეს ძველმოწესეები გამოდიოდნენ წითელი პარტიზანების წინააღმდეგ, თეთრგვარდიელებს კი სურსათ-სანოვაგით ამარაგებდნენ. ბაიკალისპირეთში ძველმოწესეები მხარს უჭერდნენ ატამან სემიონოვს, მრავალი ძველმოწესე იბრძოდა ბარონ უინგერის რაზმებში. საპოჟნიკოვის რაზმი უმეტესწილად ძველმოწესეებისგან შედგებოდა" (იქვე. გვ. 697).
"ძველმოწესეები აქტიურად ეწინააღმდეგებოდნენ ღვთისმბრძოლ ხელისუფლებას რუსეთის ჩრდილოეთშიც. როგორც საბჭოთა იდეოლოგი ი. ვ. გაგარინი წერდა, ძველმოწესეთა 70% (მათ შორის მოსახლეობის უღარიბესი ნაწილი) შუა პეჩორასა და უდორსკის მხარეს საბჭოთა ხელისუფლების საწინააღმდეგო ამბოხებებში მონაწილეობდა. ამბოხების ხელმძღვანელებს შორის რამდენიმე ძველმოწესე გახლდათ" (იქვე. გვ. 698).
"მიუხედავად იმისა, რომ დროთა განმავლობაში, როდესაც გამოიკვეთა საბჭოთა ხელისუფლების სიძლიერე და სტაბილურობა და ოფიციალურ თუ არაოფიციალურ მართლმადიდებლურ ეკლესიათა ხელმძღვანელებს (მათ შორის სხვადასხვა მიმართულების ძველმოწესეებსაც) დასჭირდათ ხელისუფლებასთან დამოკიდებულების კორექტირება, მორწმუნეთა ფართო ფენები საბჭოთა ხელისუფლებისადმი ლიოალობას მაინც არ იჩენდნენ. "ძველმოწესეები თავიანთ ბავშვებს არ უშვებდნენ საბჭოთა სკოლებში და, რა თქმა უნდა, არ აძლევდნენ ნებას, გაწევრიანებულიყვნენ პიონერულ და კომკავშირულ ორგანიზაციებში. მაგალითად, 1926 წელს შუა პეჩორაში, სოფ. პერედინსკის მცხოვრებლებმა განაცხადეს, რომ თავიანთ ბავშვებს არ გაუშვებდნენ სკოლაში, თუ იქ ღვთის სჯულის სწავლება არ აღდგებოდა.
მტრულად ეკიდებოდნენ ასევე კლუბების, სხვადასხვა ლიკბეზწრეებისა და მათი მსგავსი ორგანიზაციების ჩამოყალიბებას. ... კიდევ უფრო უარესად იყო საქმე კოლექტივიზაციასთან დაკავშირებით. მაგალითად, სოფლებში ზნამენსკოე და ტრუსოვო ძველმოწესეები ატარებდნენ კრებებს, სადაც მოუწოდებდნენ მორწმუნეთ, არ გაწევრიანებულიყვნენ კოლმეურნეობებში. ... ძველმოწესეობის დამრიგებლები (наставники) აქტიურ აგიტაციას ეწეოდნენ საბჭოთა ხელისუფლებისა და კოლექტივიზაციის წინააღმდეგ, რის შედეგადაც ათობით ოჯახმა დატოვა კოლმეურნეობები, დაკლა წართმეული ნახირი და ტყის სიღრმეებში გადასახლდა" (იქვე. გვ. 701).
"იქ, სადაც ძველმოწესეები ცხოვრობდნენ, კოლექტივიზაციის წარმატებები პარტიულ ორგანოებს გულს ვერ უხარებდა. ასე, მაგალითად, სოფ. ვერხოზერიეში (უდორსკის მხარე) კოლმეურნეობის დაფუძნება მოახერხეს მხოლოდ 1935 წელს, თანაც 33 მეურნეობიდან მასში გაწევრიანდა მხოლოდ 13. უსტ-კულომსკის რაიონის კერჩემსკის სასოფლო საბჭოს დაბებში 1939 წლისთვის ჯერ კიდევ არსებობდა 300-მდე ინდივიდუალური მეურნეობა, რომელთა უმეტესობა ძველმოწესეები იყვნენ" (იქვე. გვ. 702).
"გამაგრებულმა საბჭოთა წყობილებამ ნელ-ნელა ძველმოწესეობასაც შეუტია. 1929-1930 წლებში დაიხურა მრავალი ედინოვერული ეკლესია" (იქვე. გვ. 702).
"ერთ-ერთ სტატიაში, რომელიც ათეისტურ აღზრდას ეხებოდა, ნ. კ. კრუპსკაია წერდა: "ბრძოლა კულაკობასთან ამავდროულად არის ბრძოლა ძველმოწესეობასთან" (იქვე. გვ. 702). "ბავშვთა ათეისტური აღზრდის წინააღმდეგ ძველმოწესეობა საქმით გამოდიოდა და ცდილობდა, შეექმნა ფარული სკოლები, რამეთუ "საბჭოთა სკოლებში ბავშვებს კომუნისტებად და უღმერთოებად ზრდიან" (იქვე).
კიდევ უამრავი ასეთი ფაქტის დამოწმება შეიძლება ისტორიული წყაროებიდან, მაგრამ, ვფიქრობთ, ესეც საკმარისია იმის საჩვენებლად თუ როგორი დამოკიდებულება ჰქონდათ ძველმართლმადიდებელ ქრისტეანებს საბჭოთა უღმერთო ხელისუფლებასთან.
1971 წლის რუსეთის ადგილობრივმა კრებამ საზეიმოდ უარყო XVII საუკუნეში ძველ წესებზე და მათ მიმდევრებზე დაწესებული წყევლა და ანათემატიზმა, ხოლო ძველი საეკლესიო წეს-ჩვეულებები "მაცხოვნებლად" და ახალი წესების "თანაბარმნიშვნელოვნად" აღიარა. უფრო ზუსტად რომ ვთქვათ, 1971 წლის კრებამ დაამტკიცა წმიდა სინოდის მიერ ჯერ კიდევ 1929 წელს მიღებული დადგენილება, რომელიც, თავის მხრივ, ძველ საეკლესიო წეს-ჩვეულებებზე წარმოებულ დისკუსიებს ეფუძნებოდა. Aი, როგორ არის გამოთქმული ეს კრებით განსაზღვრებაში:
"განვიხილეთ რა საკითხი… საღვთისმეტყველო, ლიტურგიკული, კანონიკური და ისტორიული თვალსაზრისით, საზეიმოდ ვაცხადებთ:
1. დამტკიცდეს საპატრიარქოს უწმინდესი სინოდის 1929 წლის 23 (10) აპრილის დადგენილება ძველი რუსული წესების მაცხოვნებლობის შესახებ, კერძოდ, რომ ისინი არის ისევე მაცხოვნებელი, როგორც ახალი წესები და არის მათი თანაბარმნიშვნელოვანი.
2. დამტკიცდეს საპატრიარქოს წმიდა სინოდის 1929 წლის 23 (10) აპრილის დადგენილება ძველი წესების, განსაკუთრებით კი ორი თითით პირჯვრისწერის წინააღმდეგ გამოყენებული ყველა მაძაგებელი გამონათქვამის შესახებ. ყველა ასეთი გამონათქვამი, სადაც და ვის მიერაც უნდა იყოს ის ნახმარი, არარსებულად შეირაცხოს.
3. დამტკიცდეს საპატრიარქოს წმიდა სინოდის 1929 წლის 23 (10) აპრილის დადგენილება მოსკოვის 1656 წლის კრებისა და მოსკოვის 1667 წლის დიდი კრების წყევლა-კრულვების გაუქმების შესახებ, რომლებიც ამ კრებებმა დაადო ძველ წეს-ჩვეულებებსა და მათ მიმდევარ მართლმადიდებელ ქრისტეანებს და ეს წყევლა-კრულვანიც "არარსებულად" შეირაცხოს" ("считать эти клятвы, яко не бывшие") (Поместный Собор Русской Православной Церкви (30 мая - 2 июня 1971 г.). М. 1972).
მოხსენებაში, რომელიც ადგილობრივ კრებაზე მოისმინეს, ნიკონის რეფორმა შეფასდა, როგორც "რუსული საეკლესიო საწესჩვეულებო პრაქტიკის ნაჩქარევი და სასტიკი ნგრევა" (См. "Поместный Собор Русской Православной Церкви (30 мая - 2 июня 1971 г.), Москва 1972).
1971 წლის ადგილობრივი კრების საქმეები ძველ წეს-ჩვეულებებთან დაკავშირებით დაამტკიცა რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის 1988 წლის სამღვდელმთავრო კრებამ სპეციალურ მიმართვასა და მოწოდებაში ძველმოწესეებისადმი, დაეწყოთ დიალოგი საეკლესიო ერთობის მისაღწევად.
"მაგრამ საეკლესიო ერთობის მისაღწევად, - რათა "დაშოშმინდეს და მოისპოს დავა ძველმოწესეებსა და ახალმოწესეებს შორის; რათა რუსეთის ეკლესია კვლავ ერთიანი გახდეს, როგორც ეს იყო პატრიარქ ნიკონამდე" (Н. Ф. Каптерев), 1971 წლის კრების დადგენილება აშკარად არასაკმარისია და აი, რატომ. გავიხსენოთ "ობნოვლენცების" (განმაახლებელთა - არქიეპ. პ.) მოძრაობის აღმოცენება საბჭოთა ხელისუფლების გარიჟრაჟზე. კვლავ, გავიხსენოთ, რომ ამ მოძრაობას თავიდანვე დაუჭირა მხარი რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის იერარქთა თითქმის ნახევარმა. საბჭოთა ხელისუფლებაც აშკარად მფარველობდა ობნოვლენცებს, ხოლო კანონიკური მხარდაჭერა მათ სწორედ კონსტანტინოპოლის პატრიარქისგან მიიღეს და ეს არ არის გასაკვირი. თავის დროზე აღმოსავლელმა პატრიარქებმა გაამართლეს პატრიარქ ნიკონის რეფორმა, ასევე პეტრე I-ის რეფორმა (მით უმეტეს, რომ სტიმულიც ჰქონდათ...). სხვაგვარად რომ ვთქვათ - ობნოვლენცებთან საპატრიარქო ეკლესიას ჰქონდა დაახლოებით ისეთივე დამოკიდებულება, როგორც ოდესღაც ჰქონდათ ძველი ღვთისმოსაობის დამცველებს ნიკონ პატრიარქის რეფორმების მხარდამჭერ სამღვდელოებასთან. შეუძლებელია არ ვაღიაროთ ის, რომ რეფორმებს ეწინააღმდეგებოდნენ მართლმადიდებლობის ყველაზე ერთგული ადამიანები. ასე იყო XVII საუკუნეში, ასე იყო 1920-იან წლებში და ასეა ახლაც" (Русская Православная Старообрядческая Церковь: годы 1917 - 1996. История русской православной церкви. Новый патриарший период. Том. 1. 1917-1970. Изд. "Воскресение". Санкт-Петербург.195) 1977 г., стр. 677-678) (8).
"მისტიკურად სრულებითაც არ არის შემთხვევითი, -
"XVII საუკუნის რუსეთის ისტორიაში ის საფუძვლიანი, სიღრმისეული გარდატეხის ეპოქაა, რომელიც გასაოცარი პირდაპირი კანონზომიერებით მიდის 1917 წელთან... ხოლო მისი მეშვეობით -
როგორც ითქვა, იმავე აზრს გამოთქვამს ცნობილი დისიდენტი სოლჟენიცინიც: "რომ არა XVII საუკუნის რეფორმა, რუსეთში ოქტომბრის რევოლუცია შეუძლებელი იქნებოდა" (Церковь. № 1. 1990 г.).
აქ საჭიროდ მიგვაჩნია, შევეხოთ ისეთ საკითხსაც, როგორიც არის ძველმართლმადიდებელთა დამოკიდებულება ბოლშევიზმისადმი. სამწუხაროდ, საქართველოშიც (ისევე, როგორც რუსეთში) გამოჩნდნენ ადამიანები, რომლებიც ძველმოწესეთა კომპრომეტირებისა და ავტორიტეტის დაკნინების მიზნით ეძებენ ძველმორწმუნეთა კავშირებს ბოლშევიკებთან.
ამ მტკნარ სიცრუეს ამხელს საღვთისმეტყველო მეცნიერებათა და სამეცნიერო-
"რაც შეეხება ძველმოწესეობის დამოკიდებულებას რუსულ თვითმპყრობელობასთან, -
"წარუმატებლობა განიცადეს ა. ი. გერცენმა და ნ. პ. ოგარევმა, შემდეგში კი ხალხოსნებმა, რომლებიც ცდილობდნენ რევოლუციურ მოძრაობაში ძველმოწესეთა გამოყენებას (იქვე). ბოლოს, 1881 წლის 1 მარტის მოვლენების (ხალხოსნების მიერ ალექსანდრე II-
"1917 წლის რევოლუციის პერიოდში ძველმოწესეობის ნაწილის მკვეთრად ანტიბოლშევიკური პოზიცია ლოგიკურად გამომდინარეობდა ახალი ხელისუფლების, როგორც ანტიქრისტეს ხელისუფლების გაგებიდან. ძველმოწესეობის მრავალი ხელმძღვანელი პირდაპირ აცხადებდა ულიანოვ-
1918 წელს ძველმოწესეთა ჟურნალში "Голос церкви" დაიბეჭდა სტატია "სოციალიზმი და ძველმოწესეობა", სადაც მხილებულია სოციალიზმის, როგორც სოციალურ-
ქრისტეანობისადმი მტრულად განწყობილი ბოლშევიკები ძველმოწესეობაში ხედავდნენ მძლავრ, ერთიან და ფინანსურად აღჭურვილ ძალას. საბჭოთა პროპაგანდა ძველმორწმუნე მეწარმეთა ელიტას გამოსახავდა როგორც ექსპლოატატორთა და მსოფლიოს მჭამელთა ბრბოს. ყველა ბოლშევიკური გაზეთი შემოიარა მიმართვამ, რომელიც მიაწერეს რიაბუშინსკის და რომელშიც იყო მოწოდება რუსეთი "შიმშლის გამხმარი ხელით" მოეგუდათ.
რუსეთის რევოლუციაში ძველმოწესე მღვდელმთავრები ხედავდნენ "ველური ვნებებისა და ქვენა ინსტინქტების პარპაშს: "თვით სატანა აუმხედრდა ქრისტიანობას თავისი ჯოჯოხეთური ძალებით". ძველმორწმუნე არქიეპისკოპოსი მელეტი მოუწოდებდა მართლმადიდებელ ქრისტიანთ ამხედრებოდნენ ღმრთის მტრებს არა ნივთიერი, არამედ სულიერი მახვილით" (Миловидов В. Ф. Старообрядчество в прошлом и настоящем. М. 1969) და, როგორც მ. მილოვიდოვი წერს, "ძველმართლმადიდებლურმა ორგანიზაციებმა გააჩაღეს აქტიური კონტრრევოლუციური საქმიანობა" (იქვე. გვ. 690).
"ფართო ანტიბოლშევიკურ პროპაგანდას ეწეოდა გაზეთი "Голос церкви" და რიაბუშინსკის ტიპოგრაფია. 1918 წელს კინშემში ძველმართლმადიდებელთა ყრილობაზე შეიქმნა "სამშობლოს გამათავისუფლებელთა კომიტეტი" -
სამოქალაქო ომის პერიოდში მდიდარი ძველმოწესე-
პარიზში ემიგრირების შემდეგ პ. პ. რიაბუშინსკი კონტრრევოლუციური ორგანიზაცია "რუს მეწარმეთა კავშირის" ერთ-
ძველმოწესეთა ანტიბოლშევიკური საქმიანობა განსაკუთრებით გამოვლინდა ურალში, ციმბირში და შორეულ აღმოსავლეთში, ანუ იქ, სადაც ბევრი გადასახლებული ძველმოწესე ცხოვრობდა. მათი უმეტესობა იყო მზრუნველი, შრომისმოყვარე და მყარი მეურნე. ახალი ხელისუფლების იდეოლოგია მათ "კულაკებსა" და "სოციალურად მავნე ელემენტებს" უწოდებდა. ძველმოწესე, ძირძველი რუსი, ყოველთვის გამოირჩეოდა შრომისმოყვარეობითა და ყოფაცხოვრების მკაცრი წესით. ამგვარი ფსიქოლოგიის მოსახლეობა ახალი ხელისუფლების ბუნებრივი მოწინააღმდეგე გახლდათ"
"როგორც ი. პოზდეევა წერს, "ძველმოწესეობრივი გლეხური მეურნეობა 1917 წლის რევოლუციის წინ 90%-
"შორეულ აღმოსავლეთში არსებობდა მჭიდრო კავშირი კოლჩაკის მთავრობასა და ძველმოწესეებს შორის საბჭოთა ხელისუფლებასთან საბრძოლველად" (Миловидов В. Ф. Старообрядчество в прошлом и настоящем. М. 1969). 1919 წელს პერმის ეპარქიის ძველმოწესეთა ყრილობა ასე მიმართავდა კოლჩაკს: "დე, შეგეწიოთ უზენაესი თქვენ მიერ არჩეულ ეკლიან გზაზე; დე ღირსეულად და გამარჯვებით გეტარებინოთ თქვენი უღელი რუსეთის შუაგულამდე -
"კოლჩაკის მთავრობამ ძველმოწესეობა თავის უფლებებში ოფიციალურ ეკლესიას გაუთანაბრა. ძველმართლმადიდებლური სამღვდელოება, ისევე, როგორც ოფიციალურ-
"ომსკში ძველმოწესეთა ერთ-
"ძველმოწესეთა სკიტეები და მონასტრები მთებსა და ყრუ ტაიგაში თეთრგვარდიელთა მოძრაობის მრავალი მონაწილის თავშესაფრად იქცა" (იქვე. გვ. 697).
"ამურისპირეთისა და პრიმორიეს ძველმოწესეები გამოდიოდნენ წითელი პარტიზანების წინააღმდეგ, თეთრგვარდიელებს კი სურსათ-
"ძველმოწესეები აქტიურად ეწინააღმდეგებოდნენ ღვთისმბრძოლ ხელისუფლებას რუსეთის ჩრდილოეთშიც. როგორც საბჭოთა იდეოლოგი ი. ვ. გაგარინი წერდა, ძველმოწესეთა 70% (მათ შორის მოსახლეობის უღარიბესი ნაწილი) შუა პეჩორასა და უდორსკის მხარეს საბჭოთა ხელისუფლების საწინააღმდეგო ამბოხებებში მონაწილეობდა. ამბოხების ხელმძღვანელებს შორის რამდენიმე ძველმოწესე გახლდათ" (იქვე. გვ. 698).
"მიუხედავად იმისა, რომ დროთა განმავლობაში, როდესაც გამოიკვეთა საბჭოთა ხელისუფლების სიძლიერე და სტაბილურობა და ოფიციალურ თუ არაოფიციალურ მართლმადიდებლურ ეკლესიათა ხელმძღვანელებს (მათ შორის სხვადასხვა მიმართულების ძველმოწესეებსაც) დასჭირდათ ხელისუფლებასთან დამოკიდებულების კორექტირება, მორწმუნეთა ფართო ფენები საბჭოთა ხელისუფლებისადმი ლიოალობას მაინც არ იჩენდნენ. "ძველმოწესეები თავიანთ ბავშვებს არ უშვებდნენ საბჭოთა სკოლებში და, რა თქმა უნდა, არ აძლევდნენ ნებას, გაწევრიანებულიყვნენ პიონერულ და კომკავშირულ ორგანიზაციებში. მაგალითად, 1926 წელს შუა პეჩორაში, სოფ. პერედინსკის მცხოვრებლებმა განაცხადეს, რომ თავიანთ ბავშვებს არ გაუშვებდნენ სკოლაში, თუ იქ ღვთის სჯულის სწავლება არ აღდგებოდა.
მტრულად ეკიდებოდნენ ასევე კლუბების, სხვადასხვა ლიკბეზწრეებისა და მათი მსგავსი ორგანიზაციების ჩამოყალიბებას. ... კიდევ უფრო უარესად იყო საქმე კოლექტივიზაციასთან დაკავშირებით. მაგალითად, სოფლებში ზნამენსკოე და ტრუსოვო ძველმოწესეები ატარებდნენ კრებებს, სადაც მოუწოდებდნენ მორწმუნეთ, არ გაწევრიანებულიყვნენ კოლმეურნეობებში. ... ძველმოწესეობის დამრიგებლები (наставники) აქტიურ აგიტაციას ეწეოდნენ საბჭოთა ხელისუფლებისა და კოლექტივიზაციის წინააღმდეგ, რის შედეგადაც ათობით ოჯახმა დატოვა კოლმეურნეობები, დაკლა წართმეული ნახირი და ტყის სიღრმეებში გადასახლდა" (იქვე. გვ. 701).
"იქ, სადაც ძველმოწესეები ცხოვრობდნენ, კოლექტივიზაციის წარმატებები პარტიულ ორგანოებს გულს ვერ უხარებდა. ასე, მაგალითად, სოფ. ვერხოზერიეში (უდორსკის მხარე) კოლმეურნეობის დაფუძნება მოახერხეს მხოლოდ 1935 წელს, თანაც 33 მეურნეობიდან მასში გაწევრიანდა მხოლოდ 13. უსტ-
"გამაგრებულმა საბჭოთა წყობილებამ ნელ-
"ერთ-
კიდევ უამრავი ასეთი ფაქტის დამოწმება შეიძლება ისტორიული წყაროებიდან, მაგრამ, ვფიქრობთ, ესეც საკმარისია იმის საჩვენებლად თუ როგორი დამოკიდებულება ჰქონდათ ძველმართლმადიდებელ ქრისტეანებს საბჭოთა უღმერთო ხელისუფლებასთან.
1971 წლის რუსეთის ადგილობრივმა კრებამ საზეიმოდ უარყო XVII საუკუნეში ძველ წესებზე და მათ მიმდევრებზე დაწესებული წყევლა და ანათემატიზმა, ხოლო ძველი საეკლესიო წეს-
"განვიხილეთ რა საკითხი… საღვთისმეტყველო, ლიტურგიკული, კანონიკური და ისტორიული თვალსაზრისით, საზეიმოდ ვაცხადებთ:
1. დამტკიცდეს საპატრიარქოს უწმინდესი სინოდის 1929 წლის 23 (10) აპრილის დადგენილება ძველი რუსული წესების მაცხოვნებლობის შესახებ, კერძოდ, რომ ისინი არის ისევე მაცხოვნებელი, როგორც ახალი წესები და არის მათი თანაბარმნიშვნელოვანი.
2. დამტკიცდეს საპატრიარქოს წმიდა სინოდის 1929 წლის 23 (10) აპრილის დადგენილება ძველი წესების, განსაკუთრებით კი ორი თითით პირჯვრისწერის წინააღმდეგ გამოყენებული ყველა მაძაგებელი გამონათქვამის შესახებ. ყველა ასეთი გამონათქვამი, სადაც და ვის მიერაც უნდა იყოს ის ნახმარი, არარსებულად შეირაცხოს.
3. დამტკიცდეს საპატრიარქოს წმიდა სინოდის 1929 წლის 23 (10) აპრილის დადგენილება მოსკოვის 1656 წლის კრებისა და მოსკოვის 1667 წლის დიდი კრების წყევლა-
მოხსენებაში, რომელიც ადგილობრივ კრებაზე მოისმინეს, ნიკონის რეფორმა შეფასდა, როგორც "რუსული საეკლესიო საწესჩვეულებო პრაქტიკის ნაჩქარევი და სასტიკი ნგრევა" (См. "Поместный Собор Русской Православной Церкви (30 мая -
1971 წლის ადგილობრივი კრების საქმეები ძველ წეს-
"მაგრამ საეკლესიო ერთობის მისაღწევად, -
_____________
8. მსოფლიოს უძველესი საპატრიარქოები, რომლებმაც თავის დროზე მხარი დაუჭირეს პატრიარქ ნიკონისა და მეფე ალექსი მიხეილის ძის უკანონო რეფორმას, ახლაც "მოწოდების" დონეზე აღმოჩნდნენ და როგორც უწინ, ახლაც მხარი მისცეს რევოლუციისა და რეფორმაციის სულისკვეთებით ნაშობ განმაახლებლურ (ობნოვლენცურ) მოძრაობას. ეს საკმაოდ ვრცელი თემაა და მას ამ ნაშრომში არ შევეხებით, მაგრამ იმის საჩვენებლად, თუ როგორ ლავირებს სხვადასხვა საპატრიარქო პოლიტიკურ პროცესებთან მიმართებაში და რომ ხშირად მათ ქცევას განაპირობებს არა სარწმუნოებრივი, არამედ პოლიტიკური და ქვეშქვეშა მაამებლური პოზიცია, მცირედით შეიძლება შევეხოთ ამ მომენტსაც.
"უნდა აღინიშნოს, რომ ნეგატიური როლი 20-იანი წლების (იგულისხმება გასული საუკუნის 20-ანი წლები - არქიეპ. პ.) საეკლესიო მღელვარებაში ითამაშა მსოფლიო საპატრიარქომ, ასევე მისმა მხარდამჭერმა ალექსანდრიისა და იერუსალიმის პატრიარქებმა. 1924 წლის მაისში მსოფლიო პატრიარქმა გრიგოლ VII-მ, ხელმძღვანელობდა რა ჭეშმარიტების ძიებისგან საკმაოდ შორს მდგომი ქვენა შეხედულებებით, გამოსცა დადგენილება ობნოვლენცური სინოდის აღიარების შესახებ (Известия. 1924. 1 Июня). მათ მაშინვე გაგზავნეს მოსკოვში დელეგაცია საეკლესიო საქმეთა გამოსაძიებლად. მათი ინსტრუქციით, "გახლეჩილთა შორის ერთობის მისაღწევად", სასურველი იყო პატრიარქ ტიხონის სიმყუდროვეში (на покой) გასვლა (ანუ პატრიარქობიდან გადადგომა - არქიეპ. პ.). ამასთან დაკავშირებით პატრიარქი ტიხონი სამართლიანად უთითებდა მსოფლიო პატრიარქს: "შევცბუნდით და გაკვირვებული დავრჩით იმით, რომ მსოფლიო საპატრიარქოს წარმომადგენელი, კონსტანტინოპოლის ეკლესიის მეთაური ჩვენთან, როგორც რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის კანონიერ მეთაურთან, ყოველგვარი წინასწარი ურთიერთობის გარეშე ერევა რუსეთის ავტოკეფალური ეკლესიის საშინაო საქმეებში..." (ЦВ. 1925. № 7-8). მიუხედავად ამისა, შემდგომაც, ვიდრე XX ს-ის 30-იანი წლების მიწურულამდე, კონსტანტინოპოლის და ალექსანდრიის პატრიარქები განაგრძობდნენ კონტაქტს "ობნოვლენცებთან", ხოლო მოსკოვში მყოფი მათი წარმომადგენლები სხვადასხვა კრებას, ყრილობასა და თათბირს ესწრებოდნენ. სწორედ "ობნოვლენცებს" განეკუთვნა რუსეთის ეკლესიის წარმომადგენლის როლი სრულიად მართლმადიდებელთა ისედაც არშემდგარ კრებაზე იერუსალიმში, რომელიც უნდა შემდგარიყო 1925 წლის სულთმოფენობას (ეს კრება, როგორც უკვე ვიცით, ჩვენს დროში, 2016 წელს შედგა - არქიეპ. პ.) (Деятельность патриарха Тихона в 1921-1925 гг. История русской православной церкви. Новый патриарший период. Том. 1. 1917-1970. Изд. "Воскресение". Санкт-Петербург.195) 1977 г., стр. 195-196).
"უნდა აღინიშნოს, რომ ნეგატიური როლი 20-
_____________
"მაგრამ, -
შემდეგ ავტორი ასე ამბობს: "ყველასთვის ცნობილია შუასაუკუნეების დასავლეთში კათოლიკური ინკვიზიციის საშინელებები, მაგრამ ყველას როდი აქვს შეგნებული, რომ ჩვენში ძველმოწესეთა დევნა სახელმწიფო და საეკლესიო ხელისუფლების მხრიდან არანაკლებ სასტიკი გახლდათ. ძველმოწესეობის ცნობილი მკვლევარი და ისტორიკოსი ი. ფილიპოვი წიგნში "ვიგის უდაბნოს ისტორია" (История Выговской пустыни. С.-
"დღემდე მოუნანიებელი ეს უმძიმესი ცოდვა ყველას მძიმე ტვირთად გვაწევს, აწევს მთელ რუსეთს. ის, რაც სოლჟენიცინმა თქვა 1974 წელს საზღვარგარეთ, უეჭველად ეხება მთელ რუსულ ეკლესიას. სოლჟენიცინი ამბობდა: "გავბედავ და შეკრებილთა ყურადღებას შევაჩერებ რუსეთის ეკლესიის კიდევ სხვა, -
"ახალმა კრებამ, -
ჩვენი წიგნის მიმართულება არ გვაძლევს იმის შესაძლებლობას, უფრო ვრცლად და დეტალურად განვიხილოთ თუ როგორი დამღუპველი ზეგავლენა მოახდინა XVII ს-
შეიცვალა მთელი რიგი ღირებულებები და, რაც მთავარია, დამკვიდრდა განათლების ევროპული (პროტესტანტულ-
"იკითხეთ ახალი აღთქმა და მართლმადიდებლური ეკლესიის წმიდა მამები და არა ვინმე ტერეზა ან ფრანცისკანელები და სხვა მათი მსგავსი დასავლელი გიჟები, რომლებიც თავიანთ ერეტიკულ ეკლესიას წმინდანებად ჰყავს შერაცხილი", -
დიახ, ისმის მოწოდებებიც და ისმის წინასწარმეტყველებებიც. ტყუილუბრალოდ კი არ მოუწოდებდა თავის თანამედროვეებს ნიკონიანელი არქიეპისკოპოსი ანდრია უხტომსკი: "ძმანო!... აღადგინეთ ძველმართლმადიდებლური ქრისტეანული ცხოვრება ნიკონამდელი წმ. ეკლესიის კანონებისა და პრაქტიკის მიხედვით! შეინანეთ!" (Зеленогорский. М. Л. Жизнь и деятельность архиепископа Андрея (князя Ухтомского). Приложение; неопубликованные работы епископа Андрея (Ухтомского). М. 1991 г., стр. 200. Цит. История русской церкви. Новый патриарший период. Т. 1. 1917-
აქ იგრძნობა სევდა ძველმორწმუნეთა გამო, სინანული რეფორმის გამო. უცხოეთში (კერძოდ, აშშ-
ყველაზე სავალალო ამ რეფორმირებული, ნიკონიანური ეკლესიისთვის იყო ის, რომ ლათინურ-
_____________
9. ამ საკითხთან დაკავშირებით იხ. ფ. მელნიკოვის საკმაოდ ცნობილი და პოპულარული წიგნი: "გზააბნეული ღვთისმეტყველება" (Блуждающее богословие. http://www.portal-
8