არქიეპისკოპოსი პავლე (ხორავა)
გზა - მართლად სავალი
გზა -
ნაწილი II
გრანდიოზული დივერსია
გრანდიოზული დივერსია
17-ე საუკუნის რუსეთის საეკლესიო რეფორმის მიზეზები და შედეგები მსოფლიო მართლმადიდებლობისთვის. ძველმართლმადიდებლობის დოგმატურ-კანონიკური და ისტორიულ-ლიტურგიკული გამართლება
მკითხველო, წინამდებარე წიგნი, რომლის ინტერნეტ-ვერსიასაც ჩვენს ოფიციალურ საიტზე გთავაზობთ, მართლმადიდებლური სარწმუნოების საძირკვლის გამაგრების, შენთვის ჭეშმარიტი ქრისტეანული გზის ჩვენებას ისახავს მიზნად. აქ თავმოყრილია დიდძალი კვლევითი მასალა, რომელიც ეხება დოგმატიკის, ლიტურგიკის, ეკლესიის ისტორიის და ესქატოლოგიის სფეროებს. წიგნი მდიდარია ფაქტობრივი და დოკუმენტური მასალით და მოიცავს პერიოდს I საუკუნიდან ვიდრე XXI საუკუნემდე. ავტორი გვაძლევს ნათლისღების საიდუმლოს, სხვადასხვა ლიტურგიკული წეს-ჩვეულების, 17-ე საუკუნის საეკლესიო რეფორმისა და მისი შედეგების შემჭიდროებულ, მაგრამ ამავე დროს ღრმა ანალიზს.
წიგნში მხილებულია ძველმართლმადიდებლური ეკლესიის წინააღმდეგ მიმართული ცილისწამებებისა და ბრალდებების უსაფუძვლობა; ავტორის მიზანია, ჭეშმარიტების ერთგულ ყოველ ქრისტეანს მიუთითოს გზა მართლად სავალი. იმის გასარკვევად, რომ ეს გზა სწორედ ძველმართლმადიდებლურ ქრისტეანობასთან მიდის, არა მარტო აქ მოტანილი საეკლესიო წესებისა და სხვადასხვა მოვლენის განმარტება დაგეხმარება, არამედ კრებულში თავმოყრილი სადისკუსიო მასალებიც დიდად წაგადგებგა და ორ მოპაექრე მხარეს შორის მტყუან-მართლის გარჩევაც არ გაგიჭირდება.
წიგნის პირველი ნაწილი ეძღვნება ნათლისღების საიდუმლოს, მისი შესრულების კანონიკურ და არაკანონიკურ ფორმებს; მეორე ნაწილი - 17-ე საუკუნის რუსეთის საეკლესიო რეფორმას და მის შედეგებს როგორც საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიისთვის, ასევე მსოფლიო მართლმადიდებლობისთვის; მესამე ნაწილი კი მთლიანად ეძღვნება ეკლესიის უძლეველობას.
ჭეშმარიტი ქრისტიანული სიყვარულით უძღვნის ამ წიგნს ძველმართლმადიდებლური ეკლესიის არქიეპისკოპოსი პავლე (ხორავა) წმიდა სარწმუნოების გზაზე შემდგარ ყოველ მართლმადიდებელს.
წიგნი გამოიცა ძველმართლმადიდებელ ქრისტეანთა შემოწირულობით.
თავი V
___________________________________________________________________________________________________________________________________
შემსწორებელთა შესახებ
დღეისთვის უეჭველად დამტკიცებულია, რომ XVII ს-ის მეორე ნახევრის რუსეთში საეკლესიო რეფორმებს სათავეში ჩაუყენეს და საეკლესიო წიგნების "შესწორება" მიანდეს აშკარა მწვალებლებს (კერძოდ, ლათინებს, იეზუიტებს და უნიატებს), ასევე, საკუთარი პატრიარქების მიერ პატივაყრილ და კათედრაწართმეულ იერარქებს.
XVII ს-ის რუსეთის საეკლესიო რეფორმის მიუკერძოებელი მკვლევრები საინტერესოდ გვიხატავენ ამ ტრაგიკული რეფორმის გამტარებელთა სულიერ პორტრეტებს, რომლებიც ძველმართლმადიდებელთა მოწინააღმდეგეებს ლამის ნამდვილ გმირებად და მართლმადიდებლობის თავდადებულ დამცველებად წარმოუდგენიათ მაშინ, როდესაც ისინი წმიდა სარწმუნოების დამარღვეველნი და შემბილწველნი იყვნენ. ობიექტურ მეცნიერთა ნაშორმებში მკითხველი ხედავს "რეფორმატორთა" საშინელ სახეებს, რომელთა ქმედებებში დადებითი არაფერია. ჩვენს წინაშე წარსდგებიან ცინიკოსები და ინტრიგანები და არა ნამდვილი საეკლესიო რეფორმატორები.
1. ათანასე პატელარი
"რეფორმების გატარებაზე ნიკონის ერთ-ერთი მთავარი შთამაგონებელი, როგორც ამას თვით პატრ. ნიკონი აღიარებს, იყო აღმოსავლელი პატრიარქი ათანასე პატელარი. იგი სამჯერ აღსაყდრდა კონსტანტინოპოლის კათედრაზე, რომელზეც პირველად მხოლოდ ორმოცი დღე დაყო (ეს იყო 1633 წ.); მეორედ - თითქმის ერთი წელიწადი (1634-1635 წწ.) და მესამედ (1653 წ.) მხოლოდ თხუთმეტი დღე. მოსკოვში სამათხოვროდ (რუსის მეფისგან მოწყალების მისაღებად - არქიეპ. პ.) ჩამოვიდა 1653 წელს. ჯერ კიდევ 1643 წელს კონსტანტინოპოლის პატრიარქი პართენი მის შესახებ რუსეთის მეფეს წერდა, რომ ათანასე არის ვერაგი და მზაკვარი ადამიანი, რომ მან კონსტანტინოპოლის კათედრა დაიპყრო მოტყუებითა და ღალატით, რომ ის არის "სუპოსტატი და ახალი იუდა" (Н. Ф. Каптерев. Характер отношений России к православному востоку в XVI и XVII вв.. Отдел III. Глава 9. Взгляд русских XVI и первой половины XVII столетия на греков и греческое благочестие. Москва. 1914. იხ. აგრეთვე: http://dugward.ru/library/kapterev/kapterev_harakter.html) (URL-ის მიმართვის თარიღი: 10.09.2020).
პროფ. ე. შმურლო ამტკიცებს, რომ ყოველივე ამის გარდა "ათანასე იყო ლათინელი" (ე. ი. პაპისტი - არქიეპ. პ.). "კათოლიკურ წრეებს მისი ალექსანდრიის პატრიარქად დანიშვნა უნდოდათ და ამიტომაც რეკომენდაციას უწევდნენ, როგორც "კეთილ კათოლიკეს, რომელიც სარგებლობდა პროპაგანდის (პაპისტური დაწესებულება, რომელიც შეიქმნა ბერძენთა ლათინობისკენ "მოსაქცევად" - არქიეპ. პ.) კეთილგანწყობით". შმურლო აღნიშნავს, რომ "ათანასეს ასეთ დახასიათებას აძლევს თვით კონსტანტინოპოლის პატრიარქი პართენი, რომელიც, სხვათა შორის, ასევე რომის (ე. ი. პაპის - არქიეპ. პ.) ერთგული იყო" (Шмурло Е. Паисий Лигарид в Риме и на греческом Востоке // Труды Пятого съезда Академических Организаций за границей. С. 539 и 541). პატრიარქ ათანასეს შესახებ ამ ცნობას ადასტურებს "პროპაგანდის" მდივანი ფრანჩესკო ინგოლი (იქვე. გვ. 581).
აი, ვინ იყო ნიკონ პატრიარქის პირველი ინსპირატორი. როგორც დავინახავთ, "ამ ათანასეზე უკეთესები არ იყვნენ ნიკონის სხვა თანამშრომლები და შთამაგონებელნი" (ციტ. Федор Евфимьевич Мельников. Краткая история древлеправославной (старообрядческой) церкви. დასახ. შრ. სქოლიო. გვ. 20. იხ. ასევე: http://krotov.info/history/17/staroobr/melnikov.html) (URL-ის მიმართვის თარიღი: 10.09.2020).
2. არსენ ბერძენი
რეფორმების ერთ-ერთი უმთავრესი მონაწილე იყო არსენ ბერძენი: აი, რას გვამცნობენ მის შესახებ ისტორიული წყაროები: "თუკი ნიკონის დროს (საეკლესიო) წიგნების შესწორებათა მოწინააღმდეგეები არსენს ყოველ მხრივ უკიდურესად არასაიმედო პირად და პირდაპირ ერეტიკოსადაც კი მიიჩნევდნენ, რომელმაც რუსულ საღვთისმსახურებო წიგნებში შეიტანა თავისი მწვალებლობები და სწორედ მასში ხედავდნენ ნიკონის დროს შემოტანილი ყველა საეკლესიო სიახლის მთავარ დამნაშავეს, მართლმადიდებელი (იგულისხმება ნიკონიანელი - არქიეპ. პ.) მწერლები ამ ბოლო დრომდე დაბეჯითებით ამტკიცებდნენ, რომ არსენი იყო არა მხოლოდ განათლებული ადამიანი, არამედ მართლმადიდებლობის მკაცრი დამცველიც. თითქოსდა მან მოსკოვში მხურვალედ ამხილა რუსული ჩვეულებების უმართებულობა და რუსული საეკლესიო წიგნების უვარგისობა, რითაც აიმხედრა კიდევაც ძველი ღვთისმოსაობის დამცველები" (Н. Ф. Каптерев. "Характер отношений России к православному востоку в XVI и XVII вв." Москва. 1914. გვ. 208. http://dugward.ru/library/kapterev/kapterev_harakter.html) (URL-ის მიმართვის თარიღი: 10.09.2020).
რამდენად "უვარგისი" იყო ძველი რუსული საეკლესიო წიგნები და რამდენად საჭიროებდა შესწორებას, ზემოთ უკვე მიმოვიხილეთ და ქვემოთ კიდევ უფრო დეტალურად ვიხილავთ, ამჯერად ჩვენი მიზანია, გავარკვიოთ, ნამდვილად იყო კი ეს არსენ ბერძენი მართლმადიდებელი?!
როგორც პროფ. ნ. კაპტერევი გვამცნობს, ძველმორწმუნეთა მოწინააღმდეგე და ნიკონის მომხრე რეფორმატორები ცდილობენ შექმნან არსენ ბერძენის, როგორც მგზნებარე მართლმადიდებლის ხატი, მაგრამ მათ ამ მონდომებას ცივი წყალი გადაასხა მთელმა რიგმა ისტორიულმა ცნობებმა, მათ შორის, იერუსალიმის პატრიარქ პაისის წერილმა, რომლიდანაც ჩანს, რომ არსენი მართლმადიდებელი კი არა, მგზნებარე ერეტიკოსი ყოფილა.
აი, რას ვკითხულობთ "მართლმადიდებლურ ენციკლოპედიაში" არსენ ბერძენის შესახებ: "არსენ ბერძენი (დაიბადა 1610 წ. თესალონიკში, საბერძნეთი. გარდ. 1666 წ.-ის შემდეგ). მღვდელმონაზონი, თარჯიმანი, რიტორიკისა და გრამატიკის მასწავლებელი, ექიმი. არსენ ბერძენის მამა და ოთხიდან ორი ძმა ასევე მღვდლები იყვნენ. თავდაპირველი განათლება არსენმა სახლში მიიღო, 14 წლისა ოჯახმა ის სასწავლებლად ვენეციაში გაგზავნა, ხოლო შემდეგ სწავლა ჯერ წმ. ათანასეს სახელობის რომის უნიატურ კოლეგიაში განაგრძო, შემდეგ კი პადუის უნივერსიტეტში 3 წელი ეუფლებოდა ფილოსოფიასა და მედიცინას.
23 წლის ასაკში არსენი ბერად აღიკვეცა, ერთი წლის შემდეგ დიაკვანი გახდა, ცოტა ხანში კი მღვდელიც, რის შემდეგაც კუნძულ კაფას ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის სახელობის მონასტრის იღუმენად დაინიშნა. გარკვეული დროის შემდეგ არსენ ბერძენმა მონასტრის მოძღვრობის პოსტი დატოვა და კონსტანტინოპოლში დაბრუნდა, სადაც ასწავლიდა გრამატიკას.
არსენ ბერძენი ჩათრეული აღმოჩნდა პოლიტიკურ ინტრიგებში თურქეთსა და ვენეციის რესპუბლიკას შორის, რის გამოც თავი ამოყო ციხეში, სადაც მიიღო ისლამი. ორი კვირის შემდეგ ციხიდანაც გაიქცა და ქვეყანაც დატოვა. რამდენიმე წელი დახეტიალებდა ვალახეთში, მოლდავეთში, პოლონეთში, უკრაინაში (იყო ლვოვში, ვარშავაში, კიევში), ეწეოდა თარჯიმნობას, ექიმობას, ამ დროის განმავლობაში დაეუფლა სლავურ ("რუსულ") სალაპარაკო ენას. 1648 წ. კიევში შეხვდა მოსკოვისკენ მომავალ იერუსალიმის პატრიარქ პაისის, რომელმაც თარჯიმნის რანგში არსენ ბერძენიც თან გამოიყოლა.
1649 წლის იანვარში, მოსკოვში ჩამოსვლის შემდეგ, პატრიარქმა პაისიმ ხელისუფალთა წინაშე რეკომენდაცია გაუწია არსენს, როგორც რიტორიკის მასწავლებელს. თითქმის იმთავითვე შეუდგა არსენ ბერძენი მასწავლებლობას - იმავე წლის ზაფხულისთვის მას, უკიდურეს შემთხვევაში, ორი მოწაფე მაინც ჰყავდა, რომელთაგან ერთ-ერთს ლათინურს ასწავლიდა.
მოსკოვიდან გამოგზავრების შემდეგ პატრიარქმა პაისიმ რუსეთის ხელისუფალთ გამოუგზავნა წერილი, რომელიც შეიცავდა არსენ ბერძენის მხილებას მრავალ დანაშაულში, მათ შორის სარწმუნოებიდან განდგომაშიც. არსენ ბერძენი დაუყოვნებლივ დააპატიმრეს. საქმე აღიძრა პოლონურ "პრიკაზში" (უწყება XVI-XVII სს. რუსეთის სახელმწიფოში, რომელიც განაგებდა სახელმწიფო მმართველობის ამა თუ იმ დარგს. - უცხო სიტყვათა ლექსიკონი. http://www.nplg.gov.ge/gwdict/index.php?a=term&d=3&t=32701 - არქიეპ. პ.) (URL-ის მიმართვის თარიღი: 10.09.2020) და ჩატარდა გამოძიება. ძირითადი დაკითხვა ჩატარდა 1649 წლის 25 ივნისს. ... არსენ ბერძენმა აღიარა ისლამში თავისი გადასვლის ფაქტი, მაგრამ კატეგორიულად უარყო თავისი კავშირი უნიატებთან და კათოლიკეებთან, თუმცა გამოძიების დარწმუნება ვერ შეძლო; "სარწმუნოებაში განსამტკიცებლად" არსენ ბერძენი გადაასახლეს სოლოვეცის მონასტერში, სადაც ის 1649 წლის სექტემბერში ჩავიდა.
დღეისთვის უეჭველად დამტკიცებულია, რომ XVII ს-
XVII ს-
1. ათანასე პატელარი
"რეფორმების გატარებაზე ნიკონის ერთ-
პროფ. ე. შმურლო ამტკიცებს, რომ ყოველივე ამის გარდა "ათანასე იყო ლათინელი" (ე. ი. პაპისტი -
აი, ვინ იყო ნიკონ პატრიარქის პირველი ინსპირატორი. როგორც დავინახავთ, "ამ ათანასეზე უკეთესები არ იყვნენ ნიკონის სხვა თანამშრომლები და შთამაგონებელნი" (ციტ. Федор Евфимьевич Мельников. Краткая история древлеправославной (старообрядческой) церкви. დასახ. შრ. სქოლიო. გვ. 20. იხ. ასევე: http://krotov.info/history/17/staroobr/melnikov.html) (URL-ის მიმართვის თარიღი: 10.09.2020).
2. არსენ ბერძენი
რეფორმების ერთ-
რამდენად "უვარგისი" იყო ძველი რუსული საეკლესიო წიგნები და რამდენად საჭიროებდა შესწორებას, ზემოთ უკვე მიმოვიხილეთ და ქვემოთ კიდევ უფრო დეტალურად ვიხილავთ, ამჯერად ჩვენი მიზანია, გავარკვიოთ, ნამდვილად იყო კი ეს არსენ ბერძენი მართლმადიდებელი?!
როგორც პროფ. ნ. კაპტერევი გვამცნობს, ძველმორწმუნეთა მოწინააღმდეგე და ნიკონის მომხრე რეფორმატორები ცდილობენ შექმნან არსენ ბერძენის, როგორც მგზნებარე მართლმადიდებლის ხატი, მაგრამ მათ ამ მონდომებას ცივი წყალი გადაასხა მთელმა რიგმა ისტორიულმა ცნობებმა, მათ შორის, იერუსალიმის პატრიარქ პაისის წერილმა, რომლიდანაც ჩანს, რომ არსენი მართლმადიდებელი კი არა, მგზნებარე ერეტიკოსი ყოფილა.
აი, რას ვკითხულობთ "მართლმადიდებლურ ენციკლოპედიაში" არსენ ბერძენის შესახებ: "არსენ ბერძენი (დაიბადა 1610 წ. თესალონიკში, საბერძნეთი. გარდ. 1666 წ.-
23 წლის ასაკში არსენი ბერად აღიკვეცა, ერთი წლის შემდეგ დიაკვანი გახდა, ცოტა ხანში კი მღვდელიც, რის შემდეგაც კუნძულ კაფას ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის სახელობის მონასტრის იღუმენად დაინიშნა. გარკვეული დროის შემდეგ არსენ ბერძენმა მონასტრის მოძღვრობის პოსტი დატოვა და კონსტანტინოპოლში დაბრუნდა, სადაც ასწავლიდა გრამატიკას.
არსენ ბერძენი ჩათრეული აღმოჩნდა პოლიტიკურ ინტრიგებში თურქეთსა და ვენეციის რესპუბლიკას შორის, რის გამოც თავი ამოყო ციხეში, სადაც მიიღო ისლამი. ორი კვირის შემდეგ ციხიდანაც გაიქცა და ქვეყანაც დატოვა. რამდენიმე წელი დახეტიალებდა ვალახეთში, მოლდავეთში, პოლონეთში, უკრაინაში (იყო ლვოვში, ვარშავაში, კიევში), ეწეოდა თარჯიმნობას, ექიმობას, ამ დროის განმავლობაში დაეუფლა სლავურ ("რუსულ") სალაპარაკო ენას. 1648 წ. კიევში შეხვდა მოსკოვისკენ მომავალ იერუსალიმის პატრიარქ პაისის, რომელმაც თარჯიმნის რანგში არსენ ბერძენიც თან გამოიყოლა.
1649 წლის იანვარში, მოსკოვში ჩამოსვლის შემდეგ, პატრიარქმა პაისიმ ხელისუფალთა წინაშე რეკომენდაცია გაუწია არსენს, როგორც რიტორიკის მასწავლებელს. თითქმის იმთავითვე შეუდგა არსენ ბერძენი მასწავლებლობას -
მონასტერში გადასახლებული არსენი კეთილგანწყობით მიიღეს, თუმცა შენიშნეს მართლმადიდებელი ბერისთვის შეუფერებელი მთელი რიგი ჩვევები -
სავარაუდოდ, არა უგვიანეს 1654 წლისა არსენ ბერძენი გახდა ბეჭდვითი სახლის (რუს.: Печатный двор) მთავარი შემსწორებელი და სათავეში ჩაუდგა წიგნთა შესწორების საქმეს. თავიდან მისი მაქსიმალური ხელფასი შეადგენდა 50 რუბლს. 1656 წლის მაისში მისმა ხელფასმა მოიმატა 70 რ.-
"როგორც ცნობილია, თარგმანების უმეტესი ნაწილი არსენმა შეასრულა ახალბერძნული გამოცემებიდან, რომელიც გამოდიოდა ვენეციაში" ("Как известно, большинство своих переводов Арсений Грек сделал с новогреческих изданий, выходивших в Венеции") (См. перечень у А И. Соболевского, Переводная литература Московской Руси XIV-
__________
4. ვ. ფ. პოკროვსკაიას ციტატები აღებულია მისი ნაშრომიდან: Повесть об испанском королевиче Вруне и его супруге Мелеонии (К истории переводной литературы XVII в., Академия Наук СССР. Труды Отдела Древне-
__________
"არსენი იძულებული იყო ეწერა მისთვის უჩვეულო ენაზე, რომელიც სრულიად შეითვისა მხოლოდ რუსეთში ყოფნის პერიოდში, ამიტომ ზოგჯერ მთელი რიგი ცნებებისთვის ვერ პოულობდა შესაბამის რუსულ გამონათქვამებს და მიდიოდა თვითშემოქმედების გზაზე, ანუ ბუკვალურად გადმოსცემდა ბერძნული ორიგინალის შემადგენელ გამოთქმებს. ამ ზოგჯერ ძალზედ ტლანქი გრეციზმების არსებობა, როგორებიც არის თუნდაც: солнечнозрачная отроковица, многоболезпенная смерть, подвигоположник Христос, терпелводушный, памятозлобие, нетяжоценен буди (т. е. не бери большой цены при продаже), рыбоснедный человек и человекоснедная рыба, ризообнажатель, пшеницолишие" (მაგალითები აღებულია მისი "ანთოლოგიონიდან" 1660 წ.) (ციტ. იქვე). "და ა. შ. სათარგმნი ნაწარმოების ორიგინალის განსაზღვრის ერთ-
"როგორც უკვე აღვნიშნეთ, 1649 წელს პატრირქი პაისი მეფე ალექსი მიხეილის ძეს უგზავნის წერილს, სადაც ურჩევს, კარგად გამოიძიონ არსენის ვინაობა და გამოკითხონ იგი, რამეთუ "მერყევია ქრისტეანულ სარწმუნოებაში" ("... он не утвержден в вере своей благочестивой христианской...") (იქვე. გვ. 209). რომ "მისთვის (პატრიარქისთვის -
ცხადია, რომ ასეთი ინფორმაციის მიღების შემდეგ არსენი დააპატიმრეს და გადაასახლეს სოლოვკაში. დაიწყეს მისი საქმების გამოძიება და დაკითხვები. "არსენ ბერძენის საქმიდან ცხადი ხდება, რომ არსენი რომის იეზუიტური კოლეჯის აღზრდილი იყო, რომელიც სპეციალურად ბერძენ უნიატთა აღზრდას ემსახურებოდა. ამგვარი პიროვნება იყო არსენიც. ძალზე ძნელი და თითქმის შეუძლებელია, ივარაუდო, რომ იეზუიტ მოძღვართა ხელში მყოფ 14 წლის ყმაწვილს რაიმე სერიოზული წინააღმდეგობა გაეწია მათი ზეგავლენისთვის. სხვას რომ თავი დავანებოთ, მარტო ასაკის გამოც ვერ შეძლებდა იგი მართლმადიდებლურ და პაპისტურ (ლათინურ -
მოსკოვში ჩამოსული არსენი თავს ორთოდოქს მართლმადიდებლად ასაღებს, ხოლო შემდგომ, სოლოვკის მონასტერში მკაცრი მეთვალყურეობის ქვეშ გადასახლებული პირისთვის შესაფერისი დროისა და ვითარების შესაბამისად, მთელი მონდომებით აქებს და ადიდებს რუსულ ღვთისმოსაობას და ბერძნულზე ბევრად აღმატებულად მიიჩნევს.
ცხადია, რომ იეზუიტური აღზრდის შედეგად არსენი, როგორც ადამიანი, სრულიად დეგრადირებული იყო; მას არაფრად უღირდა, ვითარებისდა მიხედვით წარამარა ეცვალა რელიგიური შეხედულებანი: ლათინებთან ლათინი იყო, მაჰმადიანებთან -
არსენი, მასთან ერთად იეზუიტურ კოლეჯში აღზრდილ პაისი ლიგარიდის (მის შესახებ იხ. ქვემოთ) მსგავსად, იმ ავანტიურისტთა რიგს მიეკუთვნებოდა, რომელთა მსგავსნი საკმაოდ მრავლად იყვნენ იმდროინდელ ბერძნებს შორის და რომელთა ზედაპირული განათლებულობის ქვეშ უხეში ეგოიზმი, მერყეობა და გამცემლობა იმალებოდა. ესენი იყვნენ ადამიანები, ვინც ყველაფერს იკადრებდა საკუთარი გამორჩენისთვის.
თავისთავად გასაგებია, როგორ წინდაუხედავად მოიქცა ნიკონი, როდესაც სოლოვკებიდან მოსკოვში გამოიძახა არსენი და რუსული საეკლესიო-
იხ. ასევე: http://dugward.ru/library/kapterev/kapterev_harakter.html (URL-ის მიმართვის თარიღი: 10.09.2020).
"ნიკონის მოწინააღმდეგეთა მყარი რწმენა არსენის ერეტიკულობასთან დაკავშირებით განამტკიცა კიდევ იმ გარემოებამ, რომ არსენი სოლოვკებიდან გამოძახების შემდგომაც (ე. ი. წიგნების შესწორების დროსაც კი -
ამრიგად, არსენ ბერძენი 1666 წლამდე იმყოფებოდა მეთვალყურეობის ქვეშ მართლმადიდებლურ სარწმუნოებაში მისი გამოსწორების მიზნით და სწორედ ამ მართლმადიდებლობაში გამოსასწორებელ კაცს მიანდეს რუსული ღვთისმოსაობისა და საეკლესიო წიგნების შესწორება. ამგვარი ქმედების შეუსაბამობა ხომ სრულიად აშკარაა" (დედანში: "Арсений до 1666 года продолжал находиться под началом "для исправления его православныя христианския веры", а между тем он, исправляемый в Православии, в это время занимался исправлением московских церковных чинов, обрядов и богослужебных книг... несообразность слишком очевидная") (იქვე. გვ. 214-
3. პაისი ლიგარიდი
საეკლესიო "რეფორმისა" და განხეთქილების საქმეში უდიდესი როლი შეასრულა ბერძენმა იუდეველმა პაისი ლიგარიდმა, 1667 წლის კრების ერთ-
"პაისი ლიგარიდი იყო "იეზუიტების აღზრდილი", მართლმადიდებლობისა და მისი ინტერესებისადმი სრულიად გულგრილი პიროვნება, რომელსაც მიტოვებული ჰყავდა თავისი სამწყსო".
მოსკოვში ჩამოსვლისას "პაისი ღაზის ნამდვილი (მოქმედი) მიტროპოლიტი არ არის, რამეთუ უკვე დიდი ხანია, რაც სამწყსო უპატრონოდ ჰყავს მიტოვებული, რის გამოც, სხვათა შორის, მწყემსმთავრობისგან გადააყენა კიდევაც იერუსალიმის პატრიარქმა ნექტარიოსმა. უფრო მეტიც, მოგვიანებით, 1668 წელს იერუსალიმის პატრიარქ ნექტარიოსის მიერ გამოგზავნილი სიგელიდანაც დადასტურდა, რომ პაისი ლიგარიდი: "... განკვეთილი და შეჩვენებული იყო ჯერ კიდევ მისი წინამორბედი პატრიარქის პაისის მიერ..." პატრიარქი ნექტარიოსი მიუთითებდა იმ გარემოებაზეც, რომ ლიგარიდი "მართლმადიდებელთან მართლმადიდებელს უწოდებს თავს", ხოლო ლათინნი თავისიანად მიიჩნევენ -
ამრიგად, პაისის პიროვნება ცხადად გამოიკვეთა: "ეს იყო პატივაყრილი მღვდელმთავარ-
როდესაც პაისი ლიგარიდმა შეიტყო, რომ მოსკოვისკენ მოემართებოდნენ აღმოსავლელი იერარქები, შეეცადა, კრებამდე დაეტოვებინა მოსკოვი, მაგრამ ... მეფე ალექსი მიხეილის მხარდაჭერით ის, როგორც იტყვიან, "წყლიდან მშრალი ამოდის". შაქმე ის არის, რომ მოსკოვში ყოფნის პერიოდში მოხერხებულმა და მლიქვნელმა მატყუარამ შეძლო, საკმაოდ ახლო ურთიერთობა დაემყარებინა მეფესთან და მისი ნდობა მოეპოვებინა. მეფემ პაისი ლიგარიდში დაინახა თავისი ახალი და ერთგული მეგობარი.
მხოლოდ მეფის მორიგ ახირებად შეიძლება ჩავთვალოთ ის სიჯიუტე, რომლის გამოც მას არაფრით არ სურს ლიგარიდში დაინახოს ავანტიურისტი მაშინ, როდესაც მეფის გარემოცვისთვის ეს უკვე სრულიად ცხადი იყო. მეტიც, მეფე ლიგარიდის ყოველმხრივ დაცვას ცდილობს.
როდესაც მოსკოვისკენ მომავალი აღმოსავლელი პატრიარქები, -
მაგრამ, 1669 წელს მოსკოვში მოდის იერუსალიმის პატრიარქ ნექტარიოსის სიგელი, რომელშიც ის იუწყება, რომ პაისი ლიგარიდი განკვეთილი და ანათემირებული იყო მისი წინამორბედი პატრიარქის, პაისი იერუსალიმელის მიერ, რის შესახებაც ეცნობა ალექსანდრიის პატრიარქ პაისის. ნ. კაპტერევი აღნიშნავს, რომ ამ მხილების შემდეგ, როდესაც რუსებისთვის ნათელი შეიქნა, რაოდენ "კადნიერად და უტიფრად ატყუებდა ლიგარიდი მათ ყველაფერში, მოსალოდნელი იყო, რომ მას დააპატიმრებდნენ და გადაასახლებდნენ სოლოვკაში". ამის ნაცვლად მეფე ალექსი იწყებს იერუსალიმის პატრიარქის მოთაფლვას ღაზის მიტროპოლიტის ადრინდელ პატივში ლიგარიდის აღსადგენად და, როგორც ისტორიკოსები იუწყებიან: "სულ არ შერცხვა უმორჩილესს (მეფეს -
"ლიგარიდის გამო მეფესთან ერთად სავედრებელ სიგელს აგზავნის პატრიარქი იოასაფიც, რომელიც ამ საქმეში, რა თქმა უნდა, მეფის განკარგულებით ჩაერთო. ეს სიგელები მიიღო უკვე არა იერუსალიმის პატრიარქმა ნექტარიოსმა, რომელმაც უარი თქვა პატრიარქობაზე, არამედ მისმა მემკვიდრე დოსითეოსმა.
დოსითეოზმა უხალისოდ და ერთი ვაი-
მეფე კმაყოფილი დარჩა -
მაგრამ, პატრიარქმა დოსითეოსმა უარი თქვა ლიგარიდის ხელმეორედ რეაბილიტაციაზე და გარდაიცვალა იმ რწმენით, რომ ეს უკანასკნელი იყო ლათინი მწვალებელი"
რომაელ-
სიცოცხლის ბოლოს მეფე ალექსი უკვე ისე აღარ წყალობდა ლიგარიდს და დააპატიმრა კიდეც. ლიგარიდი კიევში გარდაიცვალა აკრძალულ მღვდელმთავრად.
4. არქიმანდრიტი დიონისე
პაისი ლიგარიდთან და არსენ ბერძენთან ერთად როგორც ძველმართლმადიდებლობის გასამართლების, ასევე საეკლესიო რეფორმების საქმეში ქმედითი როლი შეასრულა ათონის ივერონის მონასტრის ბერძენმა არქიმანდრიტმა დიონისემ. როგორც ცნობილი მკვლევარი და ისტორიკოსი ბ. კუტუზოვი წერს: "განხეთქილების უმთავრეს მოქმედთა და აღმასრულებელთა შორის განსაკუთრებით აღსანიშნავნი არიან 1667 წლის კრების მონაწილეები არქიმანდრიტი დიონისე, პაისი ლიგარიდი და ორი აღმოსავლელი პატრიარქი. ზნეობრივ პლანში ეს პიროვნებები მკვეთრად უარყოფითნი არიან, თუმცა "რეფორმის" აღმასრულებელთა შორის დადებითი პიროვნება საერთოდ არავინ არის" ("В нравственном плане это личности отрицательные, впрочем, в то время в рядах делателей реформы личностей положительных нет вообще") (Б. Кутузов. Тайная миссия патриарха Никона. Москва. "Алгоритм". 2007 г., стр. 203).
ათონის ივერონის მონასტრის არქიმანდრიტი დიონისე მოსკოვში ჩამოვიდა 1655 წელს მოსკოვის ნიკოლოზის ბერძნული მონასტრის წინამძღვრის ამპლუაში და ათონზე დაბრუნდა 1669 წელს. მოსკოვში მან იცხოვრა თითქმის 15 წელიწადი. არქიმ. დიონისე -
______________
5. Московский печатный двор -
______________
"რუსულ საეკლესიო საქმეებში ამ მოღვაწის ჩარევის პერიოდში, -
"ხელმწიფისა და ბერძნულ-
რიაზანელი არქიეპისკოპოსი ილარიონი ბერძნულ ენას სწავლობდა დიონისესთან, რის გამოც დეკანოზი ამბაკუმი მეფეს წერდა: "ვინმე ბერძენი, არქიმანდრიტი დიონისე, ბერძნულ ანბანს ასწავლიდა ილარიონს, რიაზანის არქიეპისკოპოსს, მაგრამ მე თქვენ გეტყვით, არა მარტო ანბანს, არამედ გარეშეთა ზნე-
1667 წლის კრებაზე დიონისე ბერძენ პატრიარქთა თარჯიმნად დაინიშნა, და როგორც პროფ. ნ. კაპტერევი წერს, მისი შეხედულებები ძველ რუსულ ჩვეულებებზე აღმოსავლელ პატრიარქთა შეხედულებებად იქცა.
პროფ. ნ. კაპტერევის მტკიცებით, 1667 წლის კრებაზე აღმოსავლელ პატრიარქთა მრჩევლად და ხელმძღვანელად უმთვარესად არქიმანდრიტი დიონისე იყო დანიშნული და პატრიარქებიც "იჯერებდნენ იმას, რასაც მათ დიონისე ეუბნებოდა" ("Что он им скажет, то они и знают, тому и верят") (იქვე. გვ. 204).
მეფე ადრიდანვე ემზადებოდა კრებაზე ძველი გადმოცემების მომხრეებთან საბრძოლველად და, რადგან სიძველეთა დამცველებს არ ჰქონდათ დასავლური სამეცნიერო განათლება, მან გადაწყვიტა გამოეყენებინა ის მეცნიერული ძალები, რომელთაც მაშინ ფლობდა პაისი ლიგარიდის, არქიმანდრიტ დიონისეს, სიმეონ პოლოცკისა და ეპიფანე სლავინეცკის სახით.
"ამ მეცნიერებს, მეფის მლიქვნელებს, მეფის ხარჯზე მცხოვრებთ, უნდა გამოეჭედათ ის სამეცნიერო იარაღი, რომელიც საბოლოოდ დაამარცხებდა რუსული საეკლესიო სიძველეების გაუნათლებელ დამცველთ. მეფის დავალებით ნიკიტას სავედრებელი არზის საწინააღმდეგო პასუხს წერს პაისი ლიგარიდი, იმავე მეფისა და 1666 წლის კრების დავალებით პოლოცკი წერს "სამწყსო კვერთხს" (Жезл правления), რომლის შედგენითაც ის, რა თქმა უნდა, კრებამდე იყო დასაქმებული. ძველმოწესეთა წინააღმდეგ თხზულებას წერს არქიმანდრიტი დიონისეც. დიონისეს ამ თხზულების პირდაპირი ზეგავლენით შედგა სწორედ 1667 წლის კრების დადგენილებები ჩვენი ძველმოწესეების წინააღმდეგ. ზოგიერთი კრებითი დადგენილება ძველმოწესეთა შესახებ წარმოადგენს უბრალო, სიტყვასიტყვით ამონაწერს დიონისეს თხზულებიდან" (Н.Ф. Каптерев. Патр. Никон и царь Алексей Михайлович. М.,1996. Т.2. С.375) (იქვე, გვ. 204-
1971 წელს რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის ადგილობრივმა კრებამ უსაფუძვლოდ აღიარა 1656 და 1667 წლების კრებათა მსჯელობანი ძველ წეს-
მაგრამ ძველმოწესეობაზე არსებულ შეხედულებებში ძირფესვიანი ცვლილება მოხდა ჯერ კიდევ მიტროპოლიტ პლატონის დროს, როდესაც 1756 წელს დღის სინათლეზე გამოვიდა მისი "Увещания Православной Кафолической Церкви" ("მართლმადიდებელი კათოლიკე ეკლესიის დარიგებანი"). ამ "დარიგებანში" ნათქვამი იყო, რომ ძველმოწესეები თავიანთი სარწმუნოებით სრულიად თანხმიერნი არიან ჩვენთან, "ოღონდ წვრილმანების გამო დავობენ და გამოგვეყოფიან"; რომ ორჯერად ალილუიაშიც და სამჯერადშიც იდიდება წმიდა სამება; რომ, თუ სარწმუნოება წმ. სამების მიმართ ურყევია, მნიშვნელობა არა აქვს, რომელი თითებით გამოსახავ მის აღსარებას; არაფერს ავნებს სულის ცხოვნებას, მზის მიმართულებით ივლი თუ მის საწინააღმდეგოდ... კარგია მზის მიმართულებით სიარული, ოღონდ ეკლესიასთან იყავ ერთობაში".
"დარიგებების" გამოცემის დროიდან, რომელსაც შემდეგ მოჰყვა ე. წ. "ერთმორწმუნე ძველმოწესეობის" (Единоверие старообрядцев) დაფუძნება, ძველმოწესეთ უკვე ვეღარ უბედავენ, უწოდონ მწვალებლები, შეწყვიტეს ძველ წეს-
რა თქმა უნდა, არქიმ. დიონისე და აღმოსავლელი პატრიარქები იმდენად პრიმიტიულები როდი იყვნენ, არ ცოდნოდათ, რომ "ჩვეულებათა მაცხოვნებელ მნიშვნელობას არ ეწინააღმდეგება მათი გარეგანი გამოხატულების მრავალფეროვნება, რომელიც ყოველთვის ახასიათებდა ქრისტეს ძველ და განუყოფელ ეკლესიას და რომელიც არასოდეს ყოფილა მასში განყოფის მიზეზი და ლოდი საცთურისა" (Деяние освященного Поместного Собора Русской Православной Церкви об отмене клятв на старые обряды и на придерживающихся их. ЖМП. М., 1971. №6. С. 5). უბრალოდ, მეფის მლიქვნელმა პატრიარქებმა ცოტა გადაამლაშეს, რადგან ასრულებდნენ მის ნებას, რათა "მყარად" დაეფუძნებინათ რეფორმა და შეუქცევადი ექმნათ იგი. ახლა კი ვნახოთ, რა სახის იარაღი გამოჭედეს მეფის მლიქვნელებმა ძველ რუსულ ჩვეულებებთან ბრძოლისთვის.
რუსული წეს-
"მაგალითად, ორი თითით ჯვრის გამოსახვას და ორჯერად ალილუიას მწვალებლურ წესებს რომ უწოდებს, დიონისე ძველმოწესეებს ეუბნება: "სატანისგან -
ასე რომ, წესთმორწმუნეობასა და საწესჩვეულებო ასოთმიმდევრობას (приверженность к букве обряда), უპირველეს ყოვლისა, უნდა განვაკუთვნოთ არა ძველმოწესეები, არამედ ბერძნები, რომლებიც მეთაურობდნენ 1667 წლის კრებას" (ბ. კუტუზოვი. იქვე. გვ. 206).
დიონისეს მოჰყავს ვრცელი "მტკიცებულებები", სადაც ცდილობს, აჩვენოს, რომ ორთითიანი წყობა უეჭველად შეიცავს მწვალებლურ სწავლებას. თავის ეშმაკურ და მზაკვრულ განსჯას ორთითიანი წყობის აზრისა და მნიშვნელობის შესახებ დიონისე ამთავრებს ასეთი გადამწყვეტი განსაზღვრებით რუს ძველმოწესეთა მიმართ: "საუკუნითგან არავინ ყოფილა ისეთი მწვალებელი, როგორც თქვენ, ანტიქრისტეს წინამორბედნო" ("Никтож от века явися еретик тако-
დაახლოებით ამასვე ამბობს ის ორჯერადი ალილუიას შესახებაც: "არ ესმით წყეულებსა და გულით დაბრმავებულებს, რომ ორჯერადი ალილუია დიდი მწვალებლობაა" ("Не разумеют окаяннии и слепии сердцем, зане якож глаголют они дважды аллилуиа, то есть велми и зело велия ересь") (ციტ. იქვე).
მწვალებლური შინაარსია ჩადებული, დიონისეს აზრით, იესუს ლოცვაშიც, როგორც მას წარმოთქვამენ რუსული სიძველეების მიმდევრები, და მათ არიანულ მწვალებლობაში ადანაშაულებს (Н.Ф. Каптерев. Патр. Никон и царь Алексей Михайлович. М.,1996. Т.2. С. 382) (იქვე. გვ. 206-
არქიმ. დიონისეს სწორედ ეს შეხედულებები დაუდეს საფუძვლად 1667 წლის კრებას პატრიარქებმა, როდესაც ძველმოწესეობასზე მსჯელობდნენ.
უპრინციპო მოჯამაგირემ, ამ დაქირავებულმა მუშამ, დიონისემ, იცოდა, რას ელოდა მისგან მეფე ალექსი, იცოდა ასევე მეფის დასავლური ორიენტაცია, რომლის გამოც არაფრად აგდებდა ყოველივე რუსულს, ამიტომაც არ მოერიდა, დაეგმო რუსული საეკლესიო სიძველენი, და კადნიერად შეურაცხყო ისინი.
5. ეპიფანე სლავინეცკი
"გრეკოფილთა" ერთ-
ეპიფანემ ბრწყინვალედ იცოდა ბერძნული ენა და ლათინური. არა უგვიანეს 1639/1640 წლებისა, ეპიფანე სლავინეცკი იწყებს ამ ენებისა და საეკლესიო-
1651 წლიდან ეპიფანე ცხოვრობს ჩუდოვის მონასტერში. სწორედ ჩუდოვის მონასტერი იყო XVII ს-
"მაგრამ, მიუხედავად 1654 წლის კრების დადგენილებისა, შეესწორებინათ საღვთისმსახურებო წიგნები "ძველი სლავური და ბერძნული ხელნაწერი წიგნების მიხედვით", ფაქტობრივად, შესწორებები წარმოებდა ვენეციაში დაბეჭდილი ახალი ბერძნული გამოცემებით. მეტიც, თვით ეპიფანე სლავინეცკი, როგორც ჩანს, საერთოდ არ მიკარებია იმ წიგნებს, რომლებიც ინახებოდა რუსულ და აღმოსავლურ ბიბლიოთეკებსა და მონასტრებში. ასე მაგალითად, 1655 წელს გამოსული ახალი კონდაკნის საფუძვლად მან აიღო 1602 წლის ბერძნული კონდაკნის ვენეციური გამოცემა. სწორედ ამ ახალი მოსკოვური კონდაკნით დამტკიცდა საღვთისმახურებო სიახლენი (სამი თითით პირჯვრისწრა, სიტყვა "ჭეშმარიტის" ამოგდება სარწმუნოების სიმბოლოს მერვე წევრიდან, ოთხდაბოლოებიანი ჯვარი და სხვა). საკუთრივ, სწორედ ეს კონდაკნი გახდა რუსეთის ეკლესიის განხეთქილების ერთ-
მნიშვნელოვანი როლი ითამაშა ეპიფანემ დავაში "მეფობასა" და "მღვდლობას" შორის. 1660 წლის 14 აგვისტოს კრების სხდომის აღწერა, რომელიც მან შეასრულა მეფე ალექსი მიხეილის ძის დავალებით, ატარებს სახელწოდებას "მოსკოვის კრების საქმეები".
"მოსკოვის კრების საქმეები" -
"თუმცა, აქვე უნდა აღინიშნოს, რომ, ეპიფანე სლავინეცკის აზრით, რუსეთის ეკლესიის სხვა იერარქებს არ ჰქონდათ უფლება, განესაჯათ პატრიარქი, როგორც ეკლესიის მეთაური, რადგან მათ საქმე ჰქონდათ "სრულიად რუსეთის პატრიარქთან, მამათა მამასთან და მოძღვართ-
6. აღმოსავლელი პატრიარქები -
მეფე ალექსიმ 1667 წლის კრების სადავეები მთლიანად გადააბარა აღმოსავლელ პატრიარქებს, პაისი ალექსანდრიელსა და მაკარი ანტიოქიელს. რა თქმა უნდა, მან ეს გააკეთა წინდაწინ დარწმუნებულმა, რომ ისინი მისთვის საჭირო ხაზს გაატარებდნენ, ანუ დაამტკიცებდნენ "რეფორმას" და, ცხადია, მუდმივად აკონტროლებდა მათ მოქმედებებს, თვითონ კი, ჩვეულებისამებრ, რჩებოდა ჩრდილში.
"ისარგებლეს რა მდგომარეობით, კრებაზე აღმოსავლელ პატრიარქებს თავი ეჭირათ, როგორც ავტორიტეტულ უზენაეს მსაჯულებსა და რუსეთის ეკლესიის საქმეთა უაპელაციო განმსჯელებს. კრებამ მათი თავმჯდომარეობით ძველი რუსული ჩვეულებები მწვალებლობად გამოაცხადა და აკრძალა, ხოლო ძველი წეს-
"ატარებდნენ რა მეფისთვის სასურველ პოლიტიკას, მეფის მაამებელმა პატრიარქებმა საკმაოდ შორს შეტოპეს თავიანთ საქმიანობაში. მათ კრებითად აღიარეს და დაამტკიცეს, რომ ჩვენი ძველმოწესეები თურმე ყოფილან დიდი და საშიში ერეტიკოსები; რომ ისინი, როგორც მწვალებლები, მოკვეთილ უნდა იქნენ ეკლესიისგან და დაექვემდებარონ ანათემას, ასევე ყოველგვარ სამოქალაქო სასჯელებს, რათა საბოლოოდ იქნენ ამოძირკვულნი. ამ გადაწყვეტილების რადიკალიზმი სულაც მეფე ალექსი მიხეილის ძის სულისკვეთებას შეესაბამებოდა, რომელსაც ძლიერ უყვარდა ძალაუფლებისა და სიმტკიცის გამოჩენა სამეფო საქმეებში. პატრიარქებმაც აამეს მეფეს და ამ უკანასკნელმაც უხვად დააჯილდოვა ისინი მათი საკრებო საქმიანობისთვის.
აღმოსავლელმა პატრიარქებმა ძველმოწესეების დევნას მომავლის ყველა დროისთვის მისცეს სანქცია, ანუ, სხვაგვარად რომ ვთქვათ "აკურთხეს" სახელმწიფო ხელისუფლების მხრიდან ძველმოწესეთა ნებისმიერი დევნის პოლიტიკა.
მაგრამ აღმოჩნდა, -
აკრძალული ყოფილა კრების სამი მთავარი მონაწილე: ორი აღმოსვლელი პატრიარქი და მათი მთავარი სულისჩამდგმელი და ხელმძღვანელი პაისი ლიგარიდი. თუმცა აკრძალულნი იყვნენ, ეს პირები მაინც მონაწილეობდნენ და მეტიც, მეთაურობდნენ სამღვდელმთავრო წირვებს მოსკოვში.
მეფე ალექსი, როგორც კი გაარკვია ვითარება და დაინახა საფრთხე, რომელიც ემურებოდა მის საქმეს, სასწრაფოდ შეუდგა ყოფილი პატრიარქების ადრინდელ პატივში აღდგენას. ის წერს სიგელებს თურქეთის სულთანს, კონსტანტინოპოლის პატრიარქ პართენის, ასევე სულთანთან დაახლოებულ მოლდავეთისა და ვალახეთის ხელისუფალთ და სთხოვს, "კვლავ დაუბრუნონ მათ თავიანთი კათედრები". ვალახეთის ხელისუფლებისადმი მიწერილ სიგელში მეფე სთხოვს "მაღალყოვლადუსამღვდელოეს და უბრძენეს მღვდელმთავრებს", რათა მათ, თავის მხრივ, ხელი შეუწყონ ხსენებულ პატრიარქებს, დაიბრუნონ თავიანთი კათედრები"" (Каптерев Н.Ф. Там же. С. 472) (ბ. კუტუზოვი, იქვე. გვ. 211).
"ბოლოს და ბოლოს, თურქეთის სულთნის წინაშე დიდი შაუმდგომლობის შემდეგ, რუსეთის მეფის მონდომებით პატრიარქებს პაისის და მაკარის დაუბრუნეს მათთვის წართმეული საპატრიარქო კათედრები.
ეს ამბავი, მეტად არასასიამოვნო პატრიარქ ალექსისა და აღმოსავლეთის პატრიარქთათვის, მოხდა იმიტომ, რომ პაისი და მაკარი, რომლებიც ცთუნდნენ მოსალოდნელი დიდი ანაზღაურებით, დიდ რისკზე წავიდნენ და მოსკოვს ჩავიდნენ ისე, რომ ამის შესახებ არაფერი ამცნეს არც კონსტანტინოპოლის პატრიარქს და არც თურქეთის მთავრობას.
არ უკადრისობდნენ რა კომერციულ საქმიანობას, პაისი და მაკარი არ ერიდებოდნენ კონტრაბანდასა და სპეკულაციას. როგორც პროფ. ნ. კაპტერევი წერს, ბერძენ ვაჭრებს პატრიარქთა ნათესავების სახით მოსკოვში გადასახადის გარეშე ჩამოჰქონდათ გასაყიდი საქონელი და, როგორც პატრიარქთა ნათესავები, მეფისგან იღებდნენ საჩუქრებს; მოსკოვში ყიდულობდნენ რუსულ საქონელს და ხაზინის ხარჯზე, გადასახადების გარეშე გადაჰქონდათ იგი საზღვარზე. "ამით აიხსნება ის თუ რატომ მოითხოვეს პატრიარქებმა ვოლგიდან მოსკოვში ჩამოსვლისას 400 ურემი. გასაგებია, რომ პატრიარქები თავიანთ ამალაში იღებდნენ ვაჭრებს, მოჰყავდათ ისინი თავიანთი საქონლითურთ მოსკოვის საზღვრამდე, თანაც ხაზინის ხარჯზე და არცთუ უანგაროდ. ყოველივე ამისთვის ისინი ვაჭრებისგან იღებდნენ სოლიდურ ჯილდოს. მოსკოვში ცხოვრების დროს პატრიარქები ეწეოდნენ სავაჭრო ოპერაციებს" (Каптерев Н.Ф. Там же. С. 494) (ბ. კუტუზოვი, იქვე. გვ. 211-
"მოსკოვში ცხოვრების პერიოდში პატრიარქებმა "გამოიმუშავეს" არნახული თანხები, დაახლოებით მილიონი რუბლი თანამედროვე კურსით. და ალექსიმაც არ გაუცრუა მათ იმედები, -
"პატრიარქებმა მოსკოვში უზარმაზარი თანხები მიიღეს, -
«მოკლედ რომ ვთქვათ, თვითმპყრობელმა და არავის წინაშე ანგარიშვალდებულმა მეფემ, თავისი ახირებების გამო, ფაქტობრივად, გაძარცვა რუსეთი და, რაც მთავარია, ის აღმოჩნდა იეზუიტების ზეგავლენის ქვეშ, რომელთაც ჰქონდათ რუსეთის ეკლესიისა და მთლიანად რუსეთის დამხობის პროექტი.
საარქივო დოკუმენტების შესწავლის შემდეგ, ამ ისტორიის მკვლევარი პროფ. ნ. კაპტერევი შენიშნავს: "ჩვენმა მთავრობამ ამოისუნთქა, როდესაც პატრიარქებმა დატოვეს მოსკოვი და შინ გაემგზავრნენ, თანაც, როგორც ჩანს, მატერიალურად სრულიად დაკმაყოფილებულნი. მაგრამ სინამდვილეში სულ სხვაგვარად აღმოჩნდა. მოსკოვის დატოვების შემდეგაც, პატრიარქები კვლავ მიმართავენ მეფეს, მოაგვაროს მათი სხვადასხვა საქმეები და მისცეს მათ მოწყალება", და ეს მომაბეზრებელი თხოვნები გრძელდებოდა 1667 წლის კრებიდან კიდევ დიდი ხნის განმავლობაში.
პროფ. ნ. კაპტერევი მოსკოვში სტუმრად მყოფ ამ პატრიარქთა შესახებ იუწყება, რომ, ერთი შეხედვით, წარმოუდგენელია, მაგრამ ფაქტია, რომ აღმოსავლელმა პატრიარქებმა ჩვენში გახსნეს მათთვის საკმაოდ არახელსაყრელი საქმე -
ასეთი დაქირავებული მსახურები ჰყავდა მეფეს, რომლებიც მისი მითითებით ამტკიცებდნენ საეკლესიო "რეფორმას" და ატარებდნენ მას ცხოვრებაში. დადგნენ რა მეფის გვერდით, 1667 წლის "კრების" ხელმძღვანელები სამარცხვინო ბოძზე აკრავენ რუსულ საეკლესიო გადმოცემებს, კანონგარეშედ აცხადებენ მას გონებაჩლუნგი და ცთუნებული მეფის საამებლად, რომელიც თითქოსდა ჰიპნოტურ ტრანსში იმყოფებაო, ჯიუტად ელტვოდა ილუზიას -
საეკლესიო ცხოვრებაში "რეფორმის" გზით ბერძნებთან ერთფეროვნების მიღწევა, რეფორმატორთა აზრით (რა თქმა უნდა, იეზუიტების მიერ მიწოდებული იდეების მიხედვით), პირველი ლოგიკურად აუცილებელი ნაბიჯი გახლდათ "ბერძნული პროექტის" განხორციელების საქმეში»
7. სიმეონ პოლოცკი
"ზოგიერთი ისტორიკოსი ცდილობს, რუსეთის პირქუში სინამდვილის ფონზე სიმეონ პოლოცკი ნათელ პიროვნებად წარმოაჩინოს, მაგრამ ისტორიული ფაქტები ამ ვერსიის სასარგებლოდ როდი მეტყველებენ. საკმარისია ვთქვათ, რომ ეს ისტორიული მოღვაწე ნიკონო-
სიმეონ პოლოცკი იყო უნიატ-
მღვდელმონაზონი სიმეონ პეტროვსკი-
სიმეონმა განათლება მიიღო ლათინიზირებულ კიევო-
"1664 წელს, იმის შემდეგ, რაც პოლოცკი ისევ გადავიდა პოლონეთის ძალაუფლების ქვეშ, სიმეონ სიტნიანოვიჩი გადასახლდა მოსკოვში. სიმეონ პოლოცკიმ მოსკოვში მოიტანა ლათინური განათლება და თავიდანვე მეფე სწორედ მას ავალებს, ასწავლოს მეფის საიდუმლო სამსახურის ახალგაზრდა მსახურებს ლათინური ენა, ძალიან მალე კი სიმეონი ხდება მეფის შვილების აღმრზდელი და კარის პოეტი.
სიმეონს ნიკონის "რეფორმის" მხარდასაჭერად უკვეთავენ წიგნს და ეს წიგნი -
ისტორიკოსი ს. ზენკოვსკი სიმეონის ამ საქმიანობის შესახებ წერს: "კრების "საქმეთა" მისი ჩანაწერები, რომელიც დაწერილია არა სლავური, არამედ ლათინური შრიფტით, ძალიან უცნაურ ნახევრად რუსულ, ნახევრად პოლონურ ენაზე, მოწმობს, რაოდენ შორს იყო მისგან რუსული ეკლესიის სული და ცხოვრება, რაოდენ ღრმად შეჭრილიყო მის კაზუისტურ გონებაში ადრინდელი პოლონურ-
"სარწმუნოების სისტემატურ გადმოცემას ის წერს ლათინური სქოლასტიკური ნიმუშების მიხედვით და უწოდებს მას "სარწმუნოების გვირგვინს"; გამოსცემს საკუთარი ქადაგებების ორ კრებულს სახელწოდებებით "სულიერი ვახშმობა" (Обед душевный) და "სულიერი სერობა" (Вечеря духовная) და სხვა. ყველას მხილებაშია, ამასთან ქადაგებს განათლების აუცილებლობას და ევედრება მეფეს, გახსნას სკოლები.
პოლოცკის თხზულების "სარწმუნოების გვირგვინის" შესახებ ამბობდნენ, რომ მან მიიღო არა ნიკეის, არამედ კათოლიკური, ვითომ-
მოკლედ, ამ "ლათინმა ბერმა მრავალს მიაღწია მეფის კარზე, რადგან უდიდესი ზეგავლენა ჰქონდა არა მარტო მეფის გარემოცვაზე, არამედ მის ოჯახზეც, სადაც ჯიუტად ნერგავდა დასავლური აბსოლუტიზმისა და ეკლესიაზე სახელმწიფოს პრიმატის იდეებს. მეფე თევდორე, მისი ძმა იოანე და მისი და სოფია -
"1676 წელს მეფე ალექსის გარდაცვალების შემდეგ ის მალევე წერს "წიგნაკს" (книжица) "მეფე ალექსი მიხეილის ძის უკანასკნელი სიტყვა უფალ ღმრთისადმი" (Глас последний ко Господу Богу царя Алексея Михайловича). მომაკვდავი მეფის პირით პოლოცკი დარიგებებსა და პრაქტიკულ რჩევებს აძლევს მეფის წულ თევდორეს, როგორ მართოს სახელმწიფო.
შემდგომ წიგნაკში, "კეთილხმოვანი ბარბითი" (Гусль доброгласная) პოლოცკი უკვე თავისი სახელით აძლევს რჩევებს ახალგაზრდა მეფეს და არა მარტო სახელმწიფოს მართვის, არამედ მისი პირადი ცხოვრების საკითხებშიც.
სიმეონ პოლოცკის აღზრდილი მეფე თევდორე 1680 წელს ცოლად ირთავს აგატა გრუშეცკაიას, რაც კიდევ უფრო აძლიერებს პოლონურ ზეგავლენას და ზოგიერთებს აძლევს საბაბს, ამტკიცონ, რომ "მეფე მალე პოლონურ (ანუ ლათინურ -
"პოლოცკის ზეგავლენით, მეფე თევდორემ მიიღო გარკვეული ზომები პატრიარქ ნიკონის რეაბილიტაციისთვის, თუმცა პატრიარქი იოაკიმე ამისი წინააღმდეგი იყო.
პატრიარქმა იოაკიმემ, რომელსაც სურდა წინააღმდეგობა გაეწია პოლოცკის პოლონურ-
სწორედ პოლოცკის მოწაფის, მეფე თევდორეს მეფობის დროს "დაიწყეს მოსკოვში თმისა და წვერის პარსვა, პოლონური ხმლების ტარება, პოლონური და ლათინური სკოლების დაფუძნება"
"სოფიას მმართველობის დროს, რომელიც ასევე პოლოცკის აღზრდილი იყო, ლათინური ზეგავლენა მოსკოვში კიდევ უფრო ძლიერდება. დიდი როლი ითამაშა ამაში ლათინთა (პაპისტთა) მეგობარმა და იეზუიტთა მფარველმა თავადმა ვ. ვ. გოლიცინმა. ეს უკანასკნელი მოსკოვში გადმობარგდა ავსტრიის საელჩოსთან ერთად, ვითომ როგორც საელჩოს წარმომადგენელი და ვაჭარი, გერმანულ სლობოდაში იყიდა სახლი, დააფუძნა იქ ლათინური ღვთისმსახურება და სკოლა, დაიწყო პროპაგანდისტული საქმიანობა. ლათინურ შეხედულებათა შესახებ დავები მას ხელს აძლევდა და საიდუმლოდ, თუმცა მთელი თავისი ზეგავლენის გამოყენებით მხარს უჭერდა პოლოცკის მოწაფეებს.
ამ უკანასკნელთა (ანუ პოლოცკის მოწაფეთა) სათავეში იდგა მაცხოვრის ხელთუქმნელი ხატის მონასტრის (иконоспасский монастырь) მშენებელი სილვესტრ მედვედევი, ისეთივე კარის მონაზონი, როგორც მისი მოძღვარი, რომელიც ძლიერ იყო დაახლოებული დედოფალთან" (ბ. კუტუზოვი. იქვე. გვ. 122).
"ბერძნული განათლების მომხრეები მედვედევში სიმეონ პოლოცკიზე უფრო მეტ საშიშროებას ხედავდნენ. სილვესტრ მედვედევის დანიშვნა იკონოსპასკის მონასტრის მშენებლად მომავალში ლათინური განათლების სრული გამარჯვების საწინდარი შეიძლება გამხდარიყო, რადგან, როგორც ამ მონასტრის მშენებელი, მომავალში ის ამ მონასტერში გახსნილი სასულიერო აკადემიის მეთაური უნდა გამხდარიყო. ცნობილი იყო, რომ სილვესტრი მტკიცედ იცავდა თავისი მოძღვრის სიმეონ პოლოცკის ლათინურ შეხედულებებს და საერთოდ, მთელ ლათინურ განსწავლულობას" (Знаменский П.В. История Русской Церкви. М.,1996. С. 299).
"მაგრამ 1989 წლის სახელმწიფო გადატრიალების შედეგად სოფია ჩამოამხეს, მართლმადიდებლობამ გარეგნულად გაიმარჯვა ლათინობაზე, სილვესტრ მედვედევი შეიპყრეს და 1691 წელს სოფიასა და შაკლოვიტის საქმეში მონაწილეობისთვის დასაჯეს.
პატრიარქმა შეძლო რუსეთიდან იეზუიტების განდევნა მათი ინტრიგებისა და პროპაგანდის გამო, ასევე, სთხოვა მთავრობას, გამოეცა განკარგულება, რომელიც შეზღუდავდა უცხოელების რუსეთში შემოსვლას. ბერი ეფთვიმე წერს წიგნს "Остен", რომელშიც ამხელს ლათინთა სწავლებებს, პოლოცკისა და მედვედევის ლათინურ შეხედულებებს, ასევე, სამხრეთდასავლურ წიგნებს.
1690 წლის მოსკოვის კრებამ ანათემას გადასცა სიმეონ პოლოცკისა და სილვესტრ მედვედევის "პურთაყვანისმცემლური მწვალებლობა" და მიიღო გადაწყვეტილება, მოსკოვიდან გაეყარათ კიეველი მეცნიერები, დაგმო ასევე მრავალი მცირერუსული წარმოშობის წიგნი, რომლებიც ლათინობისკენ იდრიკებოდა. კრებითი გმობის ქვეშ აღმოჩნდა წიგნები: პეტრე მოგილას "დიდი კურთხევანი" (Большой требник), "კონდაკნი" და "ლიფოსი", გოლიატკოვსკის "გონების გასაღები" და "მართალ მესია", ასევე ლაზარ ბარანოვიჩის "სიტყვათა მახვილი და საყვირები" და სხვა" (Знаменский П. В. История Русской Церкви. М.,1996. С. 302).
"ლაზარ ბარანოვიჩი, 1664 წელს პაისი ლიგარიდს უგზავნის იეზუიტ ბოიმას წიგნს ძისგან სულიწმიდის გამომავლობისა და პაპის მეთაურობის შესახებ, იწვევს ლიგარიდს, წყაროებით დაამოწმოს წიგნში დამოწმებული წმიდა მამების გამონათქვამები და ამატებს: "გთხოვ, გადასცე წიგნი ღირსპატივსაცემ მამას სიმეონ სიტნიანოვიჩ-
"ამრიგად, -
რუსეთის ეკლესიის განხეთქილების საქმეში სიმეონ პოლოცკის ბოლო ადგილი როდი უჭირავს. გარდა ამისა, პოლოცკი ღიად ქადაგებდა ასტროლოგიას. მეფე თევდორე ალექსის ძისადმი მიწერილ "მისალმებაში" (Приветствие) ის ზოდიაქოს ნიშნებზე მსჯელობს პტოლემეური ასტრონომიის სულისკვეთებით. სიმეონ პოლოცკის დიდი "დამსახურება" აქვს რუსული ენისთვის უცხო, სილაბური ლექსთაწყობის დამკვიდრების საქმეში.
"... ნამდვილი ძველრუსული პოეზიის გვერდით, -
პირდაპირი რითმა -
"ძველმოწესეები, -
ს. პოლოცკი პატრ. ნიკონის რეაბილიტაციის გზით ყოველთვის ცდილობდა აღმოეფხვრა მისთვის და რეფორმატორთათვის დასანანი ეს ალოგიკურობა. "სიმეონ პოლოცკის ზეგავლენამ ახალგაზრდა მეფე თევდორეზე ყოფილი პატრიარქის, ნიკონის რეაბილიტაციის მიმართულებით თავისი შედეგები გამოიღო. პოლოცკის ზეგავლენით 1678 წელს მან ისურვა, დაეთვალიერებინა ახალი იერუსალემი და მისივე განკარგულებით განახლდა ნიკონის მიერ დაწყებული ეს მშენებლობა. მომდევნო წელს მეფემ გადასახლებიდან დააბრუნა ნიკონთან დაახლოებული ყველა პირი, მათ შორის შუშერა, რომელიც შემდეგ სამეფო კარის დიაკვანი ხდება.
სიმეონ პოლოცკის ძალისხმევას ამაოდ არ ჩაუვლია, ჩვენს დროშიც კი ისტორიული ფაქტების დამახინჯებისა და ნიკონის რეაბილიტაციის მანქანა მთელი ძალით მუშაობს.
სიმეონ-
პეტრეს შესახებ მასალების შემგროვებელმა პ. ნ. კრეკშინმა 1742 წელს იმპერატრიცა ელიზავეტა პეტრეს ასულს მიართვა თავისი თხზულების პირველი ტომი. ამ ნაშრომის დასაწყისში ნათქვამია, რომ ალექსი მიხეილის ძის დროს "იყო კაცი, ფრიად განსწავლული, სიმეონ პოლოცკი, რომელმაც იცოდა ვარსკვლავთ მოძრაობანი... აკვირდებოდა ამ ვარსკვლავთ მოძრაობას და მრავალი იწინასწარმეტყველა რუსეთის შესახებ" (ბ. კუტუზოვი. იქვე. გვ. 130).
ს. პოლოცკის ასტროლოგიურ გატაცებებზე მსჯელობს ა. ს. პუშკინიც: "მღვდელმონაზონი სიმეონ პოლოცკი და მღვდელმონაზონი დიმიტრი (შემდგომში როსტოველი მიტროპოლიტი) (დღეისთვის კარგად ცნობილი "წმ." დიმიტრი როსტოველი -
1671 წლის 11 აგვისტოს, "ღამით... როდესაც მეფე ალექსი მიხეილის ძე შეერთო დედოფალს ... ნატალია კირილეს ასულს, მის წიაღში ჩაისახა იმპერატორი პეტრე და მაშინ მარსის გვერდით გაჩნდა უნათლესი ვარსკვლავი ... შეიცნო ეს ვარსკვლავი მეთვალყურემ ... და მუცელში ჩასახულ ყრმას უწოდა სახელი პეტრე" (დედანში: "в нощь, в нюже... царь Алексей Михайлович совокупися с царицею... Натальею Кирилловною, и во утробе ее... зачася император Петр, и тогда явися звезда пресветлая близ Марса... и ту звезду оный блюститель познал... и заченшемуся в утробе нарек имя: Петр") (Пушкин А.С. Поли. собр. соч. Т. 10. Цит. по: Робинсон. Указ. соч.) (ბ. კუტუზოვი. იქვე).
"აქ აღვნიშნავთ, რომ ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის მიძინების მარხვა გრძელდება 1-
მოვლენები ვითარდებოდა შემდეგი თანმიმდევრობით: სიმეონი დედოფალს მძიმე მშობიარობას -
"ასტროლოგიით მეფე ალექსის გატაცებასა და კიდევ იმაზე, რომ ის მფარველობდა ოკულტისტებს, უფრო დეტალურად ვილაპარაკებთ თავში "მაცხოვრის სახელი იესუ" (ბ. კუტუზოვი ამ თემას უძღვნის ხსენებული ნაშრომის 17-
"ამას აღნიშნავს ზოგიერთი თანამედროვე მკვლევარიც: "1672 წელს, პეტრე I-
"ალექსი მიხეილის ძე კვლავ აღფრთოვანებული დარჩა.
ამ ასტროლოგიურ წინასწარმეტყველებებზე წერდნენ უცხოელი დიპლომატებიც. ჰოლანდიელმა ასტროლოგებმა დაადასტურეს პოლოცკის ჰოროსკოპული პროგნოზები.
დღეისთვის ცხადია, რომ ასტროლოგებმა და მისმა ადეპტებმა იცრუეს, უკიდურეს შემთხვევაში აღმოსავლეთის საკითხთან დაკავშირებით მაინც" (იქვე).
"ამრიგად, -
ხოლო უმთავრეს საერო რეფორმატორად, მოსკოვის მართლმადიდებლური კულტურის დაუძინებელ მტრად და გამანადგურებლად მოგვევლინა, განხეთქილების დამასრულებელი, იმპერატორი პეტრე, -
გასაგებია, რომ ნიკონის არა მარტო გამართლება, არამედ განდიდებაც სწორედ იმათ სჭირდებათ, ვისაც სურს რუსეთის ეკლესიის განხეთქილების გამყარება -
უკვე აღვნიშნეთ, რომ XVII ს.-
მაგრამ ლათინობა ბრძოლას სხვადასხვა მეთოდებით ეწეოდა. მოსკოველი დიაკვანი პეტრე არტემიევი, რომელიც სასწავლებლად იტალიაში გაემგზავრა, დაბრუნების შემდეგ გატაცებით ქადაგებდა ლათინობას. 1698 წ-
"სამეფო ტახტზე პეტრე I-
მთელი ამ დროის განმავლობაში კიეველი მეცნიერები კვლავ ჩნდებიან მოსკოვში და დიდ ზეგავლენასაც ფლობენ. "მათი ლათინური განათლება გაბატონებული ხდება აკადემიაში"" (პ. ზნამენსკი. იქვე) (ბ. კუტუზოვი. იქვე. გვ. 133).
"განხეთქილების წამომწყებთა საქმიანობის ღირსეული გამგრძელებელი ხდება პეტრე I. მან ცეცხლითა და მახვილით განაგრძო ნიკონის "რეფორმის" დამკვიდრება და თან ცდილობდა, აღმოეფხვრა რუსული ხალხურობა; საეკლესიო და საერო ცხოვრებაში იზრდება და იფურჩქნება სიმეონ პოლოცკის დასავლურ-
8. მეორეხარისხოვანი შემსრულებლები
ზემოთ ჩამოთვლილი იერარქებისა და სხვადასხვა პირთა გარდა, პატრიარქ ნიკონისა და მეფე ალექსი მიხეილის ძის რეფორმას ჰყავდა მეორეხარისხოვანი შემსრულებლებიც. ჩვენ მათზე დეტალურად ვერ შევჩერდებით, რადგან რეფორმის იეზუიტური და ხიბლისმიერი ხასიათი ისედაც აშკარაა. ვისაც სურს, უფრო დეტალურად გაიგოს კიდევ ვინ რა მონაწილეობა მიიღო რეფორმაში და რა ზეგავლენა მოახდინა მასზე, შეუძლია გაეცნოს ბ. კუტუზოვის ხსენებული ნაშრომის "პატრიარქ ნიკონის საიდუმლო მისია" (Тайная миссия патриарха никона. Москва. "Алгоритм". 2007). 19-
ბოიარინი ბ. ი. მოროზოვი. "ეს იყო მეფე ალექსი მიხეილის ძის მთავარი აღმზრდელი, რომელმაც ბევრწილად განაპირობა მომავალი მეფის საქმიანობა. მარჯვედ მიმართულ აღზრდას შეუძლია მნიშვნელოვანი ზეგავლენა მოახდინოს მომავალი პოლიტიკური მოღვაწის ამა თუ იმ მხარეზე, მაშასადამე თვით სახელმწიფო პოლიტიკაზეც. ხალხთა მომავალ მმართველთა მომზადების საქმის მნიშვნელობა კარგად ესმოდათ იეზუიტებს და ცდილობდნენ ახალგაზრდების აღზრდა საკუთარ ხელში აეღოთ, რითაც ნებისმიერ ქვეყანაში მათთვის სასურველ მიზანს აღწევდნენ.
მეფის აღზრდის ნაყოფი იყო შემდეგი -
მაინც ვინ იყო მეფის ახლობელი ბოიარინი ბორის ივანეს ძე მოროზოვი, მეფის კარის ეს მარჯვე მსახური, რომელიც განთქმული იყო თავისი მიდრეკილებებით უცხოური ჩვეულებებისადმი?
მეფის კარზე მოროზოვი გამოჩნდა 1632 წელს, როდესაც მეფის წული ალექსი მხოლოდ სამი წლისღა იყო. ბოიარინ-
რუსეთში თამბაქო ყოველთვის მიაჩნდათ სატანურ ბანგად და კანონითაც იყო აკრძალული, მაგრამ მოროზოვმა, როგორც კი ხელისუფლებაში მოვიდა, ნებართვა გასცა, გაეყიდათ თამბაქო და აქცია იგი ხაზინის შემოსავლის მონოპოლიურ საქონლად. ხალხის თვალში მოროზოვი, უეჭველად იყო ერეტიკოსი.
ჯადოქრობის გამო მოროზოვის უწყების მმართველს საკმაოდ შელახული რეპუტაცია ჰქონდა ხალხის თვალში. მოსკოვში დადიოდა ხმები, რომ სწორედ ვარსკვლავთმრიცხველობისა (ასტროლოგობის) და ჯადოქრობის ცოდნის გამო მოიყვანა იგი მოროზოვმა კონსტანტინოპოლიდან, სადაც სხვადასხვა სახის მომსახურებას ეწეოდა რუს მომლოცველთა შორის და ამიტომაც, კარგად იცოდა რუსული ენაც"
სტეფან ბონიფატიევი. "XVII ს-
სტეფან ბონიფატიევი -
მორჩილი სულიერი შვილი ყველაფერს თავისი მოძღვრის რჩევითა და კურთხევით აკეთებს, ამიტომაც, პროფ. ნ. კაპტერევი, როდესაც ლაპარაკობს მეფის მოქმედებაზე, მასთან ერთად, ხშირად ახსენებს მის სულიერ მოძღვარ სტეფან ბონიფატიევსაც. კაპტერევის აზრით, განზრახვა, რუსული ეკლესია დაემსგავსებინათ იმდროინდელი ბერძნული ეკლესიისთვის, ეკუთვნოდა სტეფან ბონიფატიევს: "თავის პატივდებულ სულიერ მოძღვართან, ხარების ტაძრის დეკანოზ სტეფან ბონიფატიევთან ერთად, ის (მეფე) მივიდა იმ აზრამდე, რომ საჭიროა რუსეთის ეკლესიის სრული იგივეობა იმდროინდელ ბერძნულ ეკლესიასთან და უკვე ნიკონის გაპატრიარქებამდე მიიღო გარკვეული ზომები ამ აზრის განსახორციელებლად, რომლის ერთგული დარჩა თავისი ცხოვრების აღსასრულამდე" (Каптерев Н.Ф. Патриарх Никон и царь Алексей Михайлович. Серг и-
"როგორც პროფ. ნ. კაპტერევი იუწყება, სტეფანე ბონიფატიევი ხარების დეკანოზი გახდა არაუადრეს 1645 ან 1646 წლისა. ის ძალიან დაუახლოვდა ბოიარინ თევდორე რტიშჩევს, რომელზეც ქვემოთ გვექნება საუბარი. რტიშჩევი თვითონ მოდიოდა სტეფან ბონიფატიევთან: "მრავალი ღამე სტუმრობდა იგი სტეფანეს და ესაუბრებოდა მას". მეფეს დაახლოებულმა რტიშჩევმა ხომ არ გაანდო ბონიფატიევს "ბერძნული პროექტის" საიდუმლო?
ღამეული გასაუბრებების კომპანია მალე კიდევ ერთი წევრით -
ალექსი მიხეილის ძე თავისი ოჯახის გრეკოფილური ტრადიციებით იზრდებოდა, ამიტომაც რუსული ბერძნულთან ეკლესიის სრულ იდენტობას ის მიიჩნევდა თავისი მეფობის ერთ-
ნ. კაპტერევი რეფორმის პირდაპირ შემოქმედად მეფესთან ერთად სტეფან ბონიფატიევსაც მიიჩნევს. როდესაც ლაპარაკობს სტეფანეს მიერ გამოცემული წიგნის "სარწმუნოების შესახებ" (რუს.: "Книга о вере") შესახებ, ისტორიკოსი შენიშნავს: "მას შეგნებულად სურდა, ამ წიგნით მოსკოვის მკითხველი საზოგადოება მოემზადებინა იმ აზრის მისაღებად, რომ მისი და მეფის მიერ ჩაფიქრებული იდეა -
""სარწმუნოების წიგნის" (Книга о вере) გარდა, მოსკოვში ასევე გამოიცა "კირილეს წიგნი" (Кириллова книга), პეტრე მოგილას "მცირე კატეხიზმო" (Малый катехизис) და სხვა, რომლებშიც ბერძნების შერყეული ავტორიტეტის ასამაღლებლად ბერძნულ ეკლესია წარმოჩენილი იყო დადებითი მხარით. სტეფან ბონიფატიევმა კარგად იზრუნა ამ წიგნების ფართოდ გავრცელებაზე.
პროფ. ნ. კაპტერევი წერს: "საეკლესიო რეფორმის გატარების იდეა, იმდროინდელ ბერძნულ პრაქტიკასთან ჩვენი საეკლესიო წეს-
"ნიკონმა მხოლოდ განაგრძო ის, რასაც მის გაპატრიარქებამდე ნელ-
მეფე და მისი სულიერი მოძღვარი სტეფანე ნიკონისგან ქმნიან გრეკოფილს და, როდესაც ის საკმარისად "მომწიფდება", სთავაზობენ მას საპატრიარქო კათედრას. რეფორმის ნამდვილი მიზნები გასაიდუმლოებული იყო, ამიტომაც რეფორმის ნამდვილი შემოქმედნი -
პარტიული კუთვნილების სული თითქმის ყოველთვის წარმოადგენდა გადაულახავ წინააღმდეგობას ისტორიისა და ისტორიულ მოღვაწეთა საქმიანობის ობიექტური გადმოცემის საქმეში. ეს შეიძლება ითქვას არა მარტო ბოლო ათწლეულებზე, არამედ რევოლუციამდელი პერიოდის მრავალ ისტორიკოსზეც. გავიდა ის დრო, როდესაც მორჩილი ნესტორები და პიმენები -
პარტიულობის სული, მაშასადამე, ტენდენციურობა მსჭვალავს ტატიშჩევის, კოსტომაროვის, კარამზინის, კლუჩევსკის და ს. მ. შოლოვიოვის ნაწერებს. XVII ს.-
ნიკონო-
პარტიული ისტორიკოსების საერთო ძალისხმევით შეიქმნა "რეფორმის" მთავარი შემოქმედის, ალექსი მიხეილის ძის ლაციცა, მოთაფლული პორტრეტი, რომელსაც არაფერი აქვს საერთო მის ნამდვილ სახესთან. და თუ ამისკენ ჩვენს ისტორიკოსებს მაშინ თვითმპყრობელობისა და მონარქიზმის ჯერ კიდევ ცოცხალი იდეა უბიძგებდა, რაც ყველაზე გულმოდგინე პარტიელებში თითქმის რელიგიური დოგმატის ფორმას იღებს (ამ მოვლენის აღორძინებას ვხედავთ ჩვენს დროშიც), "რეფორმის" არაპორფირმოსილ შემოქმედთა და მოღვაწეთ პარტიული ისტორიკოსები მხოლოდ "რეფორმაში" მონაწილეობისთვის აქებენ. ამგვარი მეთოდებით შეიქმნა მეფე ალექსისსა და მისი გარემოცვის -
სწორედ ასეთი პარტიული პოზიციიდან ხატავენ გასული საუკუნეების ისტორიკოსები ფ. მ. რტიშჩევის საქებარ პორტრეტს და უწოდებენ მას "რუსი ერისკაცის უმაღლესი ზნეობრიობის იდეალს" (ნ. ნ. კაშკინი), შუქურას, რომელიც ბრწყინავს "თავისი ისტორიული სიშორიდან" და "გზას გვინათებს" (ვ. ო. კლუჩევსკი). არაზომიერ პანეგირიკებს ყოველთვის აქვ ერთი ლეიტმოტივი: "ჩვენი კაცია და როგორ არ ვიზრუნოთ მისთვის?
"თავისიანი" იყო რტიშჩევი ცნობილ იეზუიტ ი. კრიჟანიჩისთვისაც, რომელიც ცდილობდა მართლმადიდებელი ეკლესიის გაერთიანებას რომაულ-
"რეფორმისთვის" მომზადება, თვით "რეფორმა", "ბერძნული პროექტი" -
ანა, ნიკონის "მანა". "როდესაც ფ. მ. რტიშჩევზე ვლაპარაკობთ, არ შეიძლება არ ვახსენოთ მისი უფროსი და ანა მიხეილის ასული, რომელსაც უდიდესი ზეგავლენა ჰქონდა მეფის კარზე და ძმის სახლშიც, სადაც მას "პატივს სცემდნენ როგორც დედას". ეს ის ანაა, რომელსაც დიაკვანმა თევდორემ (ნიკონის მოწინააღმდეგემ -
მაგრამ რატომ "ნიკონის მანა"? ა. ნ. რობინსონი სტატიაში "ორი რუსული ქალური ხასიათი" წერს: "არაჩვეულებრივმა გონებამ და უეჭველმა მიმზიდველობამ შესაძლებლობა მისცა მას, გამხდარიყო ნიკონის ინტიმური მრჩეველი მისი თავბრუდამხვევი კარიერის გადამწყვეტ მომენტში"
ნიკონის შესახებ ამბაკუმი წერს, რომ ეს "მაწანწალა... ჯადოქარი გახდა, ისწავლა ქალებში მრუშობა ... წიგნებს დაუმეგობრდა, და სულ ზემოთ და ზემოთ მსწრაფი, ეშმაკის ატამანი გახდა" ("детинка бродяга... колдун учинился, да баб блудить научился, да... с книгою поводился, да выше, да выше, да и к чертям попал в атаманы" (Русская историческая библиотека. X.X XIX. Л. 1927 . Стлб. 894. -
პატრიარქი "ფუფუნებით ცხოვრობს და ხალისიანად ხუმრობს" -
ამბაკუმი: "ახალგაზრდა ქალები... დარბაზებში უბილწესს თავს ევლებიან" (Аввакум, протопоп. Житие. С. 79). ა. რობინსონი: "სხვადასხვა ქალებს შორის, უეჭველად, განსაკუთრებული ადგილი ეკავა ანას" (Робинсон. Указ. соч.).
"ანას ზეგავლენა მეფის კარზე და ძმის სახლში 1664 წლისთვის კიდევ უფრო გაიზარდა. ეს ზეგავლენა მან გამოიყენა ნიკონის "რეფორმის", ლათინიზაციისა და "ბერძნული პროექტის" მხარდასაჭერად". ა. რობინსონის ცნობით, "ანას ინტიმური მეგობარი "პავლიკი" ხელმძღვანელობდა ბოიარინია მოროზოვასა და თავადის ქალ ე. ურუსოვას წამებას"
ა. ლ. ორდინ-
არ არის გასაკვირი, რომ იმათ, ვისაც აძაგებენ რუსები, როგორც წესი, უცხოელები აქებენ. ხოტბა-
"ორდინ-
კნეინა ზინაიდა შახოვსკაია წერს, რომ "დასავლურ გავლენათა ურყევი მომხრე" გახლდათ პირველი რუსი პრემიერ-
სწორედ ორდინ-
რუსეთის ჩათრევა თურქეთთან ომში მსოფლიო პოლიტიკაში იეზუიტების ოდითგანდელი სტრატეგიული დოქტრინაა. ბიზანტიის ტახტი, როგორც ყალბი სატყუარა რუსეთის მეფისთვის, და თვით მთელი "ბერძნული პროექტიც" მისი ბერძნული ნიმუშის ლათინიზებული რეფორმით კარგად ეწერება ამ დოქტრინაში. ა. ვ. ორდინ-
მართლმადიდებლობის ლათინიზაციას ვატიკანი ეწევა ეტაპობრივად: კონსტანტინოპოლის დაცემის შემდეგ შეუდგნენ ბერძნული ეკლესიის რღვევას მასში იეზუიტების აგენტების ჩანერგვით; შემდეგ უკრაინის ეკლესიის ჯერი დგება პეტრე მოგილას რეფორმებით უკვე ლათინიზებული ბერძნების ყაიდაზე; და ბოლოს, რუსეთის ეკლესია ნიკონო-
ყოველივე ამის შემდეგ მართლმადიდებლობის გაუსახურების შემდგომი პროცესი გიგანტური ნაბიჯებით მიიწევს. კათოლიციზმის საბოლოო მიზანი იგივეა -
ა. ს. მატვეევი. "მეფის კიდევ ერთი საყვარელი რჩეული, დასავლეთუმე და ანტინაციონალი არტამონ სერგის ძე მატვეევი დაიბადა 1625 წელს. 13 წლის ასაკიდან მეფე ალექსი მიხეილის ძესთან ერთად იზრდება მეფის კარზე, ანუ პროდასავლური სულისკვეთებით. 1672 წ. მეფის კარისკაცად დანიშნეს, ხოლო 1675 წელს აზნაურობა უბოძეს. ორდინ-
ყოველივე დასავლურის თავგამოდებული თაყვანისმცემლის, მეფე ალექსი მიხეილის ძის დავალებით, ა. ს. მატვეევი აფუძნებს მეფის კარის რუსულ თეატრს. ჩვენი აღფრთოვანებული "განმანათლებლების" აზრით, ეს უდიადესი მოვლენა მოხდა 1672 წელს, თვით სლავურ-
არტამონ მატვეევზე განსაკუთრებული ზეგავლენა მოახდინა ცნობილმა ავანტიურისტმა, ვოლოხელმა ბერძნემა, პოლიტიკური ინტრიგების გამო თავისი სამშობლოდან გამოძევებეულმა, მოლდაველების მიერ ცხვირწაჭრილმა სპაფარიუს მილესკუმ, რომელმაც თავშესაფარი და მფარველობა სწორედ მეფე ალექსი მიხეილის ძის კარზე პოვა.
აი, როგორ აღწერს ს. მ. სოლოვიოვი მატვეევის დაცემის ისტორიას: "მკურნალმა დავიდ ბერლოვმა მოახსენა, რომ მატვეევთან ის მკურნალობდა მის კაცს, ვინმე კარლ ზახარის, რომელმაც მას უთხრა, რომ უფლისგან არის გვემული და დასნებოვნებული. ერთხელ მან დარბაზის ბუხიდან გამოიტანა შავი (მაგიური) წიგნი, რომელსაც ექიმთან ერთად სტეფანეც კითხულობდა; ამ კითხვის დროს ეწვივნენ მათ ბოროტი სულები და აუწყეს იქვე მესამე კაცის არსებობა; მატვეევი წამოხტა, იპოვა მესამე კაცი ბუხრის უკან, ჩამოხია სამოსი, ასწია, მიწას დაანარცხა, ფეხებით გაქელა და დარბაზიდან ცოცხალ-
ამ განცხადებას მკაცრი გამოძიება მოჰყვა. ზახარკა აწამეს, მაგრამ, მიუხედავად ამისა, მაინც თავისაზე იდგა. მატვეევი ზახარკას და მკურნალ ბერლოვის ჩვენების საფუძველზე დამნაშავედ აღიარეს და შვილთან ერთად 1676 წელს პუსტოზერსკში გადაასახლეს.
ისტორიული ფაქტები მოწმობს, რომ ოკულტიზმითა და ასტროლოგიით გატაცებული იყო მეფე ალექსიც. და თუ ასეა, ნუთუ მას ჩამორჩებოდა მისი განუყრელი მეგობარი ნიკონი? დეკანოზი ამბაკუმი პირდაპირ ამბობს ნიკონზე, რომ ეს "მაწანწალა... ჯადოქარი გახდა". მეფე ალექსი მიხეილის ძემ გარს შემოიკრიბა გარკვეული ორიენტაციის საზოგადოება -
ისტორიკოსი ნ. მ. როგოჟინი წერს, რომ ა. ს. მატვეევი მეფის "უსაყვარლესი მეგობარი" გახდა, რასაც ხელს უწყობდა მისი "გატაცება უცხოური სიახლეებით", სწორედ ამ თავისებურებამ მიიქცია მეფის ყურადღებაც (Рогожин Н.М. А.С Матвеев. // Око ... С.147)
მატვეევის სახლი მოწყობილი იყო ევროპულად უცხოეთიდან ჩამოტანილი სურათები, საათები და სხვადასხვა ნივთები ამშვენებდა. ის ხშირად სტუმრობდა უცხოელებსაც. ამ სახლის ატმოსფეროში გაატარა თავისი ბავშვობა და სიყმაწვილე ნ. ნარიშკინამ, პეტრე პირველის მომავალმა დედამ.
როგორც ნ. როგოჟინი წერს, XVII ს-
სწორედ 70-
5