არქიეპისკოპოსი პავლე (ხორავა)
გზა - მართლად სავალი
ნაწილი I
შთაფლვა თუ დასხმა?!
შთაფლვითი ნათლობის კანონიკურობისა და დასხმითი ნათლობის უკანონობის შესახებ
გზა -
ნაწილი I
შთაფლვა თუ დასხმა?!
შთაფლვითი ნათლობის კანონიკურობისა და დასხმითი ნათლობის უკანონობის შესახებ
მკითხველო, წინამდებარე წიგნი, რომლის ინტერნეტ-ვერსიასაც ჩვენს ოფიციალურ საიტზე გთავაზობთ, მართლმადიდებლური სარწმუნოების საძირკვლის გამაგრების, შენთვის ჭეშმარიტი ქრისტეანული გზის ჩვენებას ისახავს მიზნად. აქ თავმოყრილია დიდძალი კვლევითი მასალა, რომელიც ეხება დოგმატიკის, ლიტურგიკის, ეკლესიის ისტორიის და ესქატოლოგიის სფეროებს. წიგნი მდიდარია ფაქტობრივი და დოკუმენტური მასალით და მოიცავს პერიოდს I საუკუნიდან ვიდრე XXI საუკუნემდე. ავტორი გვაძლევს ნათლისღების საიდუმლოს, სხვადასხვა ლიტურგიკული წეს-ჩვეულების, 17-ე საუკუნის საეკლესიო რეფორმისა და მისი შედეგების შემჭიდროებულ, მაგრამ ამავე დროს ღრმა ანალიზს.
წიგნში მხილებულია ძველმართლმადიდებლური ეკლესიის წინააღმდეგ მიმართული ცილისწამებებისა და ბრალდებების უსაფუძვლობა; ავტორის მიზანია, ჭეშმარიტების ერთგულ ყოველ ქრისტეანს მიუთითოს გზა მართლად სავალი. იმის გასარკვევად, რომ ეს გზა სწორედ ძველმართლმადიდებლურ ქრისტეანობასთან მიდის, არა მარტო აქ მოტანილი საეკლესიო წესებისა და სხვადასხვა მოვლენის განმარტება დაგეხმარება, არამედ კრებულში თავმოყრილი სადისკუსიო მასალებიც დიდად წაგადგებგა და ორ მოპაექრე მხარეს შორის მტყუან-მართლის გარჩევაც არ გაგიჭირდება.
წიგნის პირველი ნაწილი ეძღვნება ნათლისღების საიდუმლოს, მისი შესრულების კანონიკურ და არაკანონიკურ ფორმებს; მეორე ნაწილი - 17-ე საუკუნის რუსეთის საეკლესიო რეფორმას და მის შედეგებს როგორც საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიისთვის, ასევე მსოფლიო მართლმადიდებლობისთვის; მესამე ნაწილი კი მთლიანად ეძღვნება ეკლესიის უძლეველობას.
ჭეშმარიტი ქრისტიანული სიყვარულით უძღვნის ამ წიგნს ძველმართლმადიდებლური ეკლესიის არქიეპისკოპოსი პავლე (ხორავა) წმიდა სარწმუნოების გზაზე შემდგარ ყოველ მართლმადიდებელს.
წიგნი გამოიცა ძველმართლმადიდებელ ქრისტეანთა შემოწირულობით.
თავი I
____________________________________________________________________________________________________________________
1. წინათქმა
2012 წელს თბილისის სასულიერო აკადემიის პატრისტიკისა და დოგმატიკის კათედრის გამგემ, ფილოლოგმა და თეოლოგმა, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორმა, პროფესორმა ედიშერ ჭელიძემ ქართველ მორწმუნე საზოგადოებას შესთავაზა სხვადასხვა სარწმუნოებრივ-
ამ ნაშრომის ("სული -
ჩვენი ოპონენტი სრულიად მკაფიოდ და გასაგებად გვიყენებს კონკრეტულ ბრალდებებს და ირწმუნება, თითქოსდა ჩვენ "აღბორგებულნი" ვართ "საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წინააღმდეგ" და მეტიც, იმასაც კი ამბობს, თითქოსდა "ხსენებულ "ურწმუნოების ახალ-
"სული ცხოველის" სხვა ადგილას ე. ჭელიძე კიდევ უმეტესი გააფთრებით და კადნიერებით გვიტევს და თავის მკითხველს არწმუნებს, რომ ჩვენი სახით საქმე აქვს არა მარტო "ეპილეპტიკოსებთან" (?!), არამედ "სხვადასხვაგვარად გაუკუღმართებულ და გზაგამრუდებულებზე" უარეს "გადამშთაფვლელებთან", რომლებთანაც "სრულიად ფუჭია ყოველგვარი განმსწავლელობა... რადგან ეს ის ხალხია, რომლებისთვისაც სრულიად არანაირი მნიშვნელობა არ აქვს არარა მაგალითს ეკლესიის უწმიდესი ისტორიიდან, არარა განჩინებას წმიდა და ღმერთშემოსილი მამებისას, არარა საკრებო რჯულდებას, არარა განაწესს დიდი სჯულისკანონისას, გამუდმებით თუთიყუშივით იმეორებენ ერთსა და იმავეს ყოველგვარი ძველი წყაროსა და აბსოლუტურად ყოველგვარი არგუმენტის გარეშე და თავს იჯერებენ, რომ ამგვარი მოქმედებით იოლად შეძლებენ, ერთის მხრივ მათგან ჩადენილი ზემოხსენებული თავზარდამცემი დანაშაულის (იგულისხმება წყალპკურებულთა თავიდან ნათლობა -
და ბოლოს, ე. ჭელიძე თავისი ეკლესიის ადეპტებს და მის მიერ დაბნეულ მორწმუნეებს ურჩევს: "როდესაც ამ თავგასულთა (?) მხრიდან რაიმე ე. წ. სარწმუნოებრივი საკითხი აღიძვრის "ძვინად ეკლესიისა", მართლმადიდებელი მორწმუნისთვის სავსებით საკმარისი უნდა იყოს (და ესეც მხოლოდ იმიტომ, რომ არ შეცდეს ვინმე ლიტონთაგანი), პასუხად მიუთითოს კონკრეტულ ფაქტზე, კონკრეტულ წმიდა წყაროზე (რაც სრულად შემუსრავს მოშუღარს) და ამით დაასრულოს "პაექრობა"" (იქვე. გვ. 127); ხოლო ამ მიზნის მისაღწევად, ანუ "პაექრობის მარტივად დასასრულებლად" ბ-
წიგნი "სული -
აქ არაფერს ვიტყვით იმის შესახებ, რომ ასეთ ტიტულოვან მეცნიერს ის მაინც უნდა ესმოდეს, ლიტურგიკულ საკითხებზე დავა (თუნდაც ეს ოფიციალური ეკლესიისთვის არასასიამოვნო და მიუღებელი იყოს) სულაც არ ნიშნავს ბრძოლას ვინმეს წინააღმდეგ; ხოლო მთელი რიგი ბრალდებები, რომელთაც ჩვენი მისამართით იმეტებს ბ-
ასე, მაგალითად, ე. ჭელიძის მტკიცებით თურმე ძველმართლმადიდებლები "ჩქმალავენ და ხშირ შემთხვევაში, საერთოდ არ ახსენებენ, თუ როგორ სამარცხვინოდ იძლივნენ ყველა სხვა საკითხთან დაკავშირებით (საინტერესოა, სად და ვის მიერ "იძლივნენ" და რით გამოიხატა ეს "ძლევა"? -
ე. ჭელიძის ამგვარი კადნიერი ბრალდებები შეუძლებელია უპასუხოდ დარჩეს და არ გაირკვეს, ვისგან მოისმის "ურწმუნოების ხმა" და ვინ არის "ბოროტების მთხზველი" -
ე. ჭელიძის მიმდევართაგან ხშირად გვსმენია და თვითონაც ამტკიცებს, რომ ჩვენ არაფრის შესმენა არ გვსურს, რომ სრულიად უაზროდ ვეწინააღმდეგებით ჩვენი ოპონენტების "საფუძვლიან" არგუმენტებს და ამ წინააღმდეგობას ჩვენს "ფანატიზმს" მიაწერენ. რამდენად სწორია ამგვარი ბრალდება? დღემდე ამისი მტკიცებულება არავისგან გვსმენია. ე. ჭელიძე ერთადერთია, ვინც ამას შეეცადა თავისი ახალი "ანტისტაროვერული" ნაშრომით "სული -
ოპონენტთა ამგვარი მტკიცებულებებიდან და დამოკიდებულებიდან (ისინი ხომ "მტრებად" და "მავნეებად" გვრაცხენ) გამომდინარე, ჩვენი მოვალეობაა ვაჩვენოთ, თუ რის საფუძველზე არ შევიწყნარებთ ე. ჭელიძისა და ძმათა მისთა "დასაბუთებულ" "არგუმენტებს".
უმთავრესი მიზეზი ამ "არგუმენტაციის" შეუწყნარებლობისა არის მათი ის სიცრუე და სიყალბე, რომლითაც ამ თავიანთ ისტორიულ თუ ლიტურგიკულ "დასაბუთებებს" წარმოაჩენენ. ყოველივე აქედან გამომდინარე, წინამდებარე ნაშრომის მიზანიც სწორედ ე. ჭელიძის მსჯელობის, მისი სოფისტიკისა და სიცრუის გამოაშკარავებაში იხილვება.
შევეცდებით ვაჩვენოთ, თუ რა ხრიკებს მიმართავს ძველმართლმადიდებელთა მოწინააღმდეგე პროფესორი თავისი "დასაბუთებების" წარმოდგენისას.
მრავალწლიანი პოლემიკური გამოცდილებიდან გამომდინარე, ვაკეთებთ დასკვნას, რომ ჩვენს ოპონენტებს ოფიციალური ეკლესიიდან ან სააზროვნო აპარატი არ უვარგათ, ან კიდევ შეგნებულად ცრუობენ, რათა სხვებიც მოატყუონ და ერთმანეთიც. ისინი ჩვენს მოტყუებასაც ცდილობენ, მაგრამ ეს არ გამოსდით, რის გამოც დავის ისეთ უხეშ და პრიმიტიულ ხერხს მიმართავენ, როგორიც არის პიროვნების შეურაცხყოფა... თუმცა ამის შესახებ ცოტა ქვემოთ, თავის ადგილას ვილაპარაკებთ.
ჩვენ უკვე გვქონდა შემთხვევა, მიგვეთითებინა ძველმართლმადიდებელთა ერთ-
ასეთ ფაქტებს წავაწყდით ფორუმ church.ge-
დღეს კი დავა გვიწევს ოფიციალური ეკლესიის უმთავრეს პოლემისტთან და ცნობილ სოფისტთან პროფ. ე. ჭელიძესთან, რომელსაც, სხვათა შორის, გამოკვეთილი ცრუპენტელობისთვის ჩვენმა ზემოთ ხსენებულმა ოპონენტმა გ. გაბაშვილმა "ახალი ბარლაამ კარლამბრიელიც" კი უწოდა, და თანაც, არა იმდენად სადავო საკითხთა ლიტურგიკულ-
1