არქიეპისკოპოსი პავლე (ხორავა)
გზა - მართლად სავალი
ნაწილი I
შთაფლვა თუ დასხმა?!
შთაფლვითი ნათლობის კანონიკურობისა და დასხმითი ნათლობის უკანონობის შესახებ
გზა -
ნაწილი I
შთაფლვა თუ დასხმა?!
შთაფლვითი ნათლობის კანონიკურობისა და დასხმითი ნათლობის უკანონობის შესახებ
მკითხველო, წინამდებარე წიგნი, რომლის ინტერნეტ-ვერსიასაც ჩვენს ოფიციალურ საიტზე გთავაზობთ, მართლმადიდებლური სარწმუნოების საძირკვლის გამაგრების, შენთვის ჭეშმარიტი ქრისტეანული გზის ჩვენებას ისახავს მიზნად. აქ თავმოყრილია დიდძალი კვლევითი მასალა, რომელიც ეხება დოგმატიკის, ლიტურგიკის, ეკლესიის ისტორიის და ესქატოლოგიის სფეროებს. წიგნი მდიდარია ფაქტობრივი და დოკუმენტური მასალით და მოიცავს პერიოდს I საუკუნიდან ვიდრე XXI საუკუნემდე. ავტორი გვაძლევს ნათლისღების საიდუმლოს, სხვადასხვა ლიტურგიკული წეს-ჩვეულების, 17-ე საუკუნის საეკლესიო რეფორმისა და მისი შედეგების შემჭიდროებულ, მაგრამ ამავე დროს ღრმა ანალიზს.
წიგნში მხილებულია ძველმართლმადიდებლური ეკლესიის წინააღმდეგ მიმართული ცილისწამებებისა და ბრალდებების უსაფუძვლობა; ავტორის მიზანია, ჭეშმარიტების ერთგულ ყოველ ქრისტეანს მიუთითოს გზა მართლად სავალი. იმის გასარკვევად, რომ ეს გზა სწორედ ძველმართლმადიდებლურ ქრისტეანობასთან მიდის, არა მარტო აქ მოტანილი საეკლესიო წესებისა და სხვადასხვა მოვლენის განმარტება დაგეხმარება, არამედ კრებულში თავმოყრილი სადისკუსიო მასალებიც დიდად წაგადგებგა და ორ მოპაექრე მხარეს შორის მტყუან-მართლის გარჩევაც არ გაგიჭირდება.
წიგნის პირველი ნაწილი ეძღვნება ნათლისღების საიდუმლოს, მისი შესრულების კანონიკურ და არაკანონიკურ ფორმებს; მეორე ნაწილი - 17-ე საუკუნის რუსეთის საეკლესიო რეფორმას და მის შედეგებს როგორც საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიისთვის, ასევე მსოფლიო მართლმადიდებლობისთვის; მესამე ნაწილი კი მთლიანად ეძღვნება ეკლესიის უძლეველობას.
ჭეშმარიტი ქრისტიანული სიყვარულით უძღვნის ამ წიგნს ძველმართლმადიდებლური ეკლესიის არქიეპისკოპოსი პავლე (ხორავა) წმიდა სარწმუნოების გზაზე შემდგარ ყოველ მართლმადიდებელს.
წიგნი გამოიცა ძველმართლმადიდებელ ქრისტეანთა შემოწირულობით.
თავი I
____________________________________________________________________________________________________________________
სიცრუის ტექნოლოგია
სანამ ე. ჭელიძის ნაშრომის ძირითადი ნაწილის განხილვაზე გადავიდოდეთ, შესავლის სახით აღვნიშნავთ, რომ მთელ მის მსჯელობაში მკითხველის (ძირითადად ოფიციალური მართლმადიდებელი ეკლესიის მრევლის) დაბნევის მრავალგვარი მეთოდი შეიმჩნევა. "პკურებითი შთაფლვიდან", ანუ ამ გონებამახვილური სისულელედან დაწყებული, სხვადასხვა რიტორიკული და სოფისტური მეთოდით დამთავრებული. ე. ჭელიძე, როგორც იტყვიან, "ტყავში ძვრება", ოღონდ როგორმე პკურებითი "ნათლობის" ეკლესიურობასა და კანონიკურობაში დაარწმუნოს თავისი მკითხველი.
მაგალითად, ერთ-ერთი ასეთი რიტორიკული მეთოდი ("ტროპი") ე. ჭელიძემ გამოიყენა ტერმინ "ბაპტიზმას" განმარტებისას. ეს მეთოდი გულისხმობს სიტყვის "მნიშვნელობის გამდიდრებას". მთავარია, მკითხველმა შეძლოს ამ "გამდიდრების" დანახვა, ანუ იმ ახალი აზრის დანახვა, რომელიც ჩნდება ტექსტში სიტყვის "გარდასახვის" მეშვეობით. ასე "შეიძინა" დასხმით-პკურებითი მნიშვნელობა ეკლესიურმა ტერმინმა"ბაპტიზმა", რომელიც სჯულის ავტორიტეტულ კომენტატორთა (ზონარა, არისტენი, ბალსამონი), ცნობილ ლიტურგისტთა და ღვთისმეტყველთა განმარტებით აღნიშნავს შთაფლვას და შესაბამის ადგილებში (მაგალითად, წმ. მოციქულთა 50-ე კანონში) მხოლოდ ამ აზრით ითარგმნება. ქვემოთ, როდესაც ტერმინ "ბაპტიზმას" შევეხებით, ვაჩვენებთ, რომ ამ ბერძნული სიტყვის ძირითადი მნიშვნელობა, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ლაპარაკია ნათლისღების საიდუმლოზე, მხოლოდ წყალში შთაფლვაა და არავითარ შემთხვევაში დასხმა.
მაგრამ ეს ერთადერთი მეთოდი როდია, რომელსაც ე. ჭელიძე თავის ორივე ანტი"სტაროვერულ" ნაშრომში მიმართავს (1). ე. ჭელიძე თავისი სოფისტიკით ცდილობს გაამართლოს ის საეკლესიო პრაქტიკა (ძირითადად სხურებით-პკურებითი "ნათლობა"), რომელიც ჩვენი დავის საგანს წარმოადგენს და, რადგან საქმე გვაქვს პოლემიკურ ურთიერთდაპირისპირებასთან, სადაც ჩვენი ოპონენტი საკუთარი პოზიციის გასამართლებლად დაუფარავად მიმართავს სოფისტურ ხრიკებს, მოვალენი ვართ, თუნდაც ერთი თავი მაინც დავუთმოთ ლოგიკის ძირითად პრინციპებში გარკვევას და იმ აკრძალული ილეთების მიმოხილვას, რომელთაც ჩვენთან დავაში ე. ჭელიძე და მისი მსგავსი არაკეთილსინდისიერი მეცნიერები იყენებენ.
_______________
1. პირველი: "ეკლესია -სძალი უფლისა" (თბ. 1990 წ.); მეორე: "სული -ცხოველი" (თბ. 2014).
_______________
გამომდინარე აქედან, სანამ ე. ჭელიძის "ანტისტაროვერულ" მტკიცებულებებზე გადავიდოდეთ, გვიწევს ადამიანის გონივრული მოღვაწეობის ისეთ სფეროსთან შეხება, როგორიც არის მეცნიერული კვლევა და სწორი აზროვნება. ოღონდ, ამჯერად უფრო ვრცლად, ვიდრე ეს გ. გაბაშვილთან დავისას იყო. ამგვარი განმარტების გარეშე ჩვენი მკითხველისთვის გაუგებარი დარჩება ის უმთავრესი კითხვა -თუ რატომ არ შევიწყნარებთ მათ არგუმენტებს -რასაც ბრალად გვიყენებენ ჩვენი ოპონენტები და რასაც ჩვენს სიჯიუტეს მიაწერენ.
სწორი აზროვნება უცილობლივ დაკავშირებულია ლოგიკასთან და მას ხშირად ლოგიკურ აზროვნებასაც უწოდებენ. მიუხედავად იმისა, რომ "ლოგიკური აზროვნების" ცნება გარკვეულ განმარტებას საჭიროებს, ის უპირველესად მსჯელობის სწორ თანმიმდევრობას, მიზეზ-შედეგობრივი კავშირის სწორი კრიტერიუმების დადგენას გულისხმობს -ლოგიკა ხომ სწორედ მსჯელობისა და დასკვნების თანამიმდევრულობაა..
ორ მხარეს შორის დავაში ლოგიკურობა აუცილებელი პირობაა, რადგან სწორედ მისი ამოცანაა მართალი და მცდარი დედუქციების შესწავლა და "კარგი" არგუმენტების გარჩევა "ცუდისგან". ის ასევე მოიცავს მოსაზრებებს ალბათობასა და მიზეზ-შედეგობრიობაზე და შეისწავლის მცდარი არგუმენტების სტრუქტურასა და პარადოქსებს.
ამ ელემენტარულ ჭეშმარიტებას იმიტომ აღვნიშნავთ, რომ ე. ჭელიძე თავის ორივე ანტისტაროვერულ" ნაშრომში ხშირად მიმართავს სოფისტურ ხერხებს, რაც გულისხმობს ცნებათა ორაზროვნებას, ამოსავალ დებულებათა განზრახ უმართებულოდ შერჩევას და აქედან გამომდინარე არსებითად მცდარი დასკვნების გაკეთებას. პრინციპში, ჩვენი ეს ნაშრომი, ზოგიერთ სხვა საკითხთან ერთად, ეძღვნება ე. ჭელიძის მიერ დამოწმებული წყაროების არასწორი ინტერპრეტაციებისა და აქედან გამომდინარე გაკეთებული სრულიად მიუღებელი დასკვნების წარმოჩენას.
_______________
შენიშვნა: ჩვენი წიგნის ამ ნაწილში გამოვიყენეთ ნაშრომები: Александр Леонидович Никифоров. Логика. Москва. Издательство "Весь Мир". 2001; Рузавин Г.И. Методологические проблемы аргументации. Изд. ИФРАН Москва. 1997 г.; Доклад митрополита Навпактского Иерофея (Влахоса) "Богословие как наука и как дар". http://www.bogoslov.ru/text/470008.html (URL-ს მიმართვის თარიღი: 24.06.2020). А. Н. Медушевский, кандидат исторических наук. Методы исторического исследования. http://gazta.ru/index.php?p=vajno-znat&st=metodi-istoricheskogo-issledovaniya ((URL-ს მიმართვის თარიღი: 2018 წ.).
_______________
1. ლოგიკის პრინციპები
თავიდან შევეცდებით გადმოვცეთ არგუმენტირებასთან და მტკიცებულებასთან დაკავშირებული საკითხები, რადგან ამა თუ იმ მტკიცებულების თუ არგუმენტაციის უარყოფა მთელ რიგ მიზეზებსა და პირობებზეა დამოკიდებული, რაც შესაძლოა არ იცოდეს ან პოლემიკაში მონაწილემ, ან მისმა მსმენელმა, და ეს აბსოლუტური გაურკვევლობის საფუძველი გახდეს. ხოლო შემდეგ შევეცდებით გადმოვცეთ ის აკრძალული ხერხები, რომელთაც არაკეთილსინდისიერი პოლემისტები მიმართავენ დავისას და ცდილობენ ოპონენტების, მსმენელისა თუ მკითხველის მოტყუებას.
ხშირად თავმოყვარეობა და ამპარტავნობა არ აძლევს ადამიანს იმის აღიარების შესაძლებლობას, რომ გარკვეული თეზისის დაცვისას ცდებოდა. მაშინ ასეთ ადამიანს ერთი გზაღა რჩება: გაიმარჯვოს ნებისმიერი მეთოდებით! სწორედ ასეთ დროს მიმართავენ არაკეთილსინდისიერი პოლემისტები ხრიკებსა და გაყალბებებს. ჭეშმარიტება მათ არ აინტერესებთ, ის შეიძლება კრიტიკისგან სრულიად ჭეშმარიტი და კორექტული მეთოდებით იქნას დაცული, მაგრამ სიცრუის დაცვას სულ სხვა მეთოდები სჭირდება. სწორედ ასე იქცევა ჩვენი ოპონენტი ე. ჭელიძეც, რაშიც თვალნათლივ დავრწმუნდებით განსახილველ საკითხებზე მსჯელობისას. ის წააგავს მოკრივეს, რომელიც გრძნობს თავისი ოპონენტის ძლიერებას, იცის, გამარჯვების შანსი ნაკლები აქვს და პატიოსან შერკინებაში მეტოქის რკინისებრი ჩაჭიდება რომ შეასუსტოს, უეცრად ყურში კბილებით ეძგერება. მაგრამ ასეთი მეთოდების გამოყენება უძლურებისა და საკუთარ თავში დაურწმუნებლობის, საკუთარ პოზიციაში დაეჭვების უპირველესი გამოვლენაა -მსგავსი ხრიკებით გამარჯვება ხანმოკლეა და არანაირი ღირებულება არ გააჩნია.
ადამიანზე ზეგავლენის მოხდენა სხვადასხვაგვარად შეიძლება. ყველაზე ადვილია, ძალდატანებით, მზაკვრობით თუ მოფერებით აიძულო ადამიანი, დაეთანხმოს შენს ამა თუ იმ მოსაზრებას თუ მოქმედებას, მაგრამ იძულება არასაიმედო რამ გახლავთ, -როგორც კი გაქრება შიში, განელდება მატერიალური დაინტერესება ან გამოაშკარავდება ტყუილი -ადამიანი განმკარგულებლის ნებას წინააღმდეგობას გაუწევს. უფრო საიმედოა - დაარწმუნოთ ადამიანი იმაში, რომ მოქმედების თქვენ მიერ არჩეული ფორმა უფრო ეფექტურია; რომ თქვენ მიერ მიღებული გადაწყვეტილება უფრო მართებულია; რომ თქვენ მიერ გამოთქმული აზრი ჭეშმარიტია. თუ ამას მოახერხებთ, ადამიანი, ყოველგვარი ქვენა გრძნობების გარეშე, თქვენი შთაგონების ან რწმუნებისამებრ მოიქცევა. ამიტომაც დარწმუნება - ეს ყველაზე ძლიერი და ეფექტური საშუალებაა დიალოგის თუ პოლემიკის სამართავად. დარწმუნება ხშირად მიიღწევა მტკიცებულებების მეშვეობით, მაგრამ რა არის მტკიცებულება?
2. მტკიცებულების სტრუქტურა
მტკიცებულება - ეს არის გარკვეული მოსაზრების ჭეშმარიტების დასაბუთება სხვა, მასთან დაკავშირებული ჭეშმარიტი მტკიცებულებების დახმარებით.
ყოველგვარი მტკიცებულება, უნდა შეიცავდეს მინიმუმ, სამ ელემენტს:
1. თეზისს (მტკიცებულება, რომლის ჭეშმარიტება დასაბუთდება მტკიცების პროცესში);
2. არგუმენტს (საფუძველს) - ეს არის მტკიცებულება, რომლის დახმარებითაც უნდა დასაბუთდეს თეზისის ჭეშმარიტება;
3. მტკიცებულების დემონსტრაციას (ანუ ფორმას) - არგუმენტების ლოგიკურ კავშირს თეზისთან.
ყურადღება უნდა მიექცეს იმას, რომ მტკიცებულებაში არგუმენტები ერთვება, როგორც გონიერი დასკვნის წანამძღვრები, რომელთგან გამოჰყავთ თეზისი; თუ წანამძღვრები (საფუძველი) ჭეშმარიტია და ლოგიკური დასკვნა შეცდომებს არ შეიცავს, მაშინ მიღებული დასკვნა ყოველთვის ჭეშმარიტი იქნება. მხოლოდ ასე ხერხდება თეზისის ჭეშმარიტების დასაბუთება.
პირდაპირი და ირიბი მტკიცებულება. ვინ არ იცის, რომ მტკიცებულებები იყოფა პირდაპირ და ირიბ მტკიცებულებებად. ამას ჩვენ გვასწავლიდნენ თითქმის სკოლიდან.
პირდაპირ მტკიცებულებაში თეზისი უშუალოდ გამომდინარეობს არგუმენტიდან, ირიბს კი უფრო რთული სტრუქტურა აქვს. მტკიცებულების ზემოთ მითითებულ ელემენტებს ჩვენ ვამატებთ კიდევ ერთ ელემენტს -ანტითეზისს, ანუ მტკიცებულებას, რომელიც თეზისის საწინააღმდეგოა, ხოლო შემდეგ ვაჩვენებთ, რომ ის მცდარია. ეს გვაძლევს შესაძლებლობას დავამტკიცოთ თეზისის ჭეშმარიტება. ზოგჯერ ასეთ მტკიცებულებას უწოდებენ "მტკიცებულებას საწინააღმდეგოსგან".
დავუშვათ, გვინდა დავამტკიცოთ თეზისი "მოხელე N მექრთამეა". ამგვარი თეზისის პირდაპირ დამტკიცება თითქმის შეუძლებელია, ამისთვის მოხელე N ფაქტზე უნდა დავიჭიროთ, ეს კი ძნელია. ამიტომაც უნდა მივმართოთ ირიბ მტკიცებულებას.
ასეთ შემთხვევაში უნდა დავუშვათ ანტითეზისი, რომელიც ასეთი იქნება: "მოხელე N ქრთამს არ იღებს". ახლა უნდა დავამტკიცოთ, რომ ეს ანტითეზისი ყალბია. ჩვენ ამას გავაკეთებთ შემდეგნაირად: ვაჩვენებთ, რომანტითეზისიდან გამომავალი შედეგები საყოველთაოდ ცნობილ ფაქტებს ეწინააღმდეგება, ამიტომაც ეს შედეგები ცრუა! თუ სწორია და N ქრთამს არ იღებს, მაშინ აქედან გამომდინარეობს, რომ ის მთელ თავის ოჯახთან ერთად ცხოვრობს ხელფასზე. მისი ხელფასი კი, როგორც ცნობილია, არც ისე დიდია და ყველაზე აუცილებელი მოთხოვნილებების დაკმაყოფილებასაც კი ძლივს თუ ეყოფა. შედეგად, N-ს არ შეუძლია, იყიდოს "მერსედესი"; არ შეუძლია, ააშენოს აგარაკი; არ შეუძლია, თავისი ქალიშვილი სასწავლებლად გააგზავნოს სორბონაში…
მაგრამ, ამავე დროს, ყველამ იცის, რომ N-ს ჰყავს მერსედესი, აქვს მრავალსართულიანი აგარაკი, ხოლო მისი ქალიშვილი აგერ უკვე მერამდენე წელია, სორბონაში სწავლობს და ცხოვრობს პარიზში. შედეგად, ჩვენი ვარაუდი იმის შესახებ, რომ ის ქრთამს არ იღებს, მცდარია, ანუ ანტითეზისი ყალბია. ასეთ შემთხვევაში ყველა იძულებულია, აღიაროს ჩვენი თეზისის ჭეშმარიტება: "მოხელე N მექრთამეა".
ვხედავთ, ირიბ მტკიცებულებას უფრო რთული სტრუქტურა აქვს, ვიდრე პირდაპირს. ის ითხოვს დამატებით ინფორმაციას (ცოდნას), ამიტომაც ირიბი მტკიცებულების დროს იმატებს ცთომილების რისკი.ის უფრო ნაკლებად საიმედოა და დამაჯერებელი, ვიდრე პირდაპირი მტკიცებულება.
მოხელე N-ს მექრთამეობაში თუ ირიბი მტკიცებულების საფუძველზე დავადანაშაულებთ, ის კი პასუხად წარმოგვიდგენს მოწმობას მემკვიდრეობის შესახებ, რომელიც კანადაში მცხოვრები ბებიისგან მიუღია, ან ცნობას შემოსავალზე, რომელსაც ის იღებს, როგორც დიდი ბანკის კონსულტანტი, მაშინ ჩვენი ირიბი მტკიცებულება ხუხულასავით დაიშლება. მიუხედავად ამისა, მრავალ შემთხვევაში ირიბი მტკიცებულების გარეშე ძნელია მსჯელობა.
3. უარყოფა
უარყოფას უწოდებენ წამოყენებული თეზისის სიყალბის ან უსაფუძვლობის დადგენას. უარყოფის მიზანია -დაარღვიოს, უარყოს წამოყენებული მტკიცებულება. მტკიცებულება შეიძლება არსებობდეს უარყოფის გარეშე: თქვენ დაამტკიცეთ რაღაც თეზისი და ყველა დაეთანხმა თქვენს მტკიცებულებას. უარყოფა კი ყოველთვის ატარებს მეორად ხასიათს: ჯერ რაღაცას უნდა ამტკიცებდე, მისი უარმყოფელი მასალა ან საფუძველი რომ გამოჩნდეს. ასე ხდება ყოველდღიურ ცხოვრებაშიც: შეუძლებელია დაარღვიო ის, რაც არ არსებობს; ჯერ რაღაც უნდა ააშენო, რომ შემდეგ დაარღვიო. რადგან მტკიცებულება შედგება სამი ელემენტისგან, კრიტიკა შეიძლება მიმართულ იქნას თითოეული მათგანის წინააღმდეგ.
თეზისის უარყოფა მისი სიცრუის დადგენაში მდგომარეობს. პირდაპირი უარყოფის შემთხვევაში, პირობითად დაუშვებენ, რომ წამოყენებული თეზისი სწორია. ამის შემდეგ გამოჰყავთ მისგან შედეგები, რომელთაც ადარებენ ცნობილ ფაქტებს ან თეზისის დამცველის სხვა მტკიცებულებებს; თუ ცნობილ ფაქტებსა და გამოყვანილ შედეგს შორის წინააღმდეგობა გამოჩნდება, მაშინ დაასკვნიან, რომ ეს შედეგები ყალბია. შედეგად, ის თეზისი, რომლისგანაც ეს შედეგია მიღებული, ასევე მცდარად მიიჩნევა. იგივე პრინციპი მოქმედებს ირიბი მტკიცებულების უარყოფის დროსაც.
მაგალითად, ვიღაცამ წამოაყენა თეზისი: "სიცოცხლის ხელყოფა დასაგმობია" და მოჰყავს არგუმენტები ამის დასამტკიცებლად.
ვცადოთ ამ თეზისის უარყოფა. "კეთილი, -ვეთანხმებით და ვამატებთ: -დავუშვათ, თქვენი პოზიცია ჭეშმარიტია, მაგრამ მაშინ, ამ თეზისიდან გამომდინარე, უნდა ვაღიაროთ, რომ შინაური პირუტყვის ან ფრინველის დაკვლაც დასაგმობია; რომ საჭიროა დავგმოთ მათი ხორცის საკვებად გამოყენება; რომ კოღოს ან ტარაკნის მოკვლა იმსახურებს გმობას და ა. შ. მაგრამ ჩვენ ვხედავთ, რომ ყველგან იყიდება ხორცით დამზადებული კერძები და არავის ამისთვის არ კიცხავენ. და თქვენ თვითონაც სულ ახლახან ბოლო მოუღეთ კოღოს თქვენს კისერზე და სინდისის ქენჯნასაც არ განიცდით".
ამრიგად, როგორც კი წამოყენებული თეზისის ჭეშმარიტება დავუშვით, წინააღმდეგობაში აღმოვჩნდით ფაქტებთან. ამიტომაც ეს თეზისი უნდა მივიჩნიოთ ყალბად და უარვყოთ.
ირიბი უარყოფის დროს ასაბუთებენ საკუთარ თეზისს, რომელიც ფორმულირებულია წამოყენებული თეზისის საწინააღმდეგოდ. წარმატებული დასაბუთება ოპონენტის თეზისის სიყალბეზე მოწმობს, რაც უკვე დამტკიცებულ ჭეშმარიტ დებულებას ეწინააღმდეგება.
დემონსტრაციის უარყოფის დროს საჭიროა ვაჩვენოთ, რომ თეზისი არ გამომდინარეობს მოყვანილი არგუმენტებიდან, რომ დასკვნაში დაშვებულია ლოგიკური შეცდომა. თუ ეს მოხერხდა, მაშინ შესაძლებელი ხდება მთელი მტკიცებულების დისკრედიტაცია.
დაბოლოს, უარყოფის მესამე ხერხი, ეს არის არგუმენტების კრიტიკა. უნდა ვაჩვენოთ ოპონენტის მოსაზრებების სიყალბე ან უსაფუძვლობა; თუ ამას შევძლებთ, ოპონენტის თეზისი არასაიმედო და დაუმტკიცებელი აღმოჩნდება.
მაგალითად, ვიღაცა ამტკიცებს, რომ მისი მეგობარი N. -კეთილი ადამიანია, და მოჰყავს არგუმენტი: ამას წინათ მან კაფეში ყველას მაგიერ გადაიხადა.
ჩვენ თავს ვესხმით ამ არგუმენტს: N.-ს უბრალოდ უნდოდა შთაბეჭილება მოეხდინა ერთ-ერთ მანდილოსანზე, ხოლო, როდესაც ის წავიდა, მან მოითხოვა, დარჩენილებს თავიანთი წილი გადაეხადათ ან მისთვის დაებრუნებინათ. მტკიცებულება უარყოფილია, რადგან ერთადერთი არგუმენტი, რომელიც თეზისის ჭეშმარიტების საფუძვლად დაგვისახელეს, ყალბი აღმოჩნდა.
4. მტკიცებულების აგება
მტკიცებულების აგება არც ისე ადვილია. მრავალი ჩვენი მხურვალე არგუმენტი და დავა აზრს კარგავს მხოლოდ იმიტომ, რომ მოდავეებმა არ იციან, რის შესახებ ლაპარაკობენ, რას ამტკიცებენ ან უარყოფენ.ამიტომაც მანამ, სანამ შევეცდებოდეთ მტკიცებულების აგებას, სასარგებლო იქნება, ვკითხოთ საკუთარ თავს:რისი დამტკიცება მსურს მე? აქედან გამომდინარეობს პირველი მოთხოვნილება მტკიცებულების თეზისისადმი.
5. თეზისი ფორმულირებული უნდა იყოს
თეზისის ფორმულირებას ერთგვარი მტკიცებულებითი ან უარყოფითი წინადადების სახე აქვს, მაგალითად: "თქვენ არ შეასრულეთ თქვენი ვალდებულება", "ყველა ჩიტი დაფრინავს", "თქვენ ბრიყვი ხართ" და ა. შ. მხოლოდ იმის შემდეგ უნდა შეუდგეთ მტკიცებულების აგებას, როცა გაარკვევთ თუ რის დამტკიცებას აპირებთ კონკრეტულად. ამასთანავე, არა აქვს მნიშვნელობა, როგორ ააგებთ მას: შესაძლებელია, თავიდან ჩამოვაყალიბოთ თეზისი და მხოლოდ ამის შემდეგ მოიყვანოთ არგუმენტები მის სასარგებლოდ ან არგუმენტზე დაყრდნობით გამოვიყვანოთ თეზისი. მთავარია, ვიცოდეთ, როგორ თეზისს ვამტკიცებთ.
6. თეზისი საჭიროებს დამტკიცებას
თქვენ ჩამოაყალიბეთ თეზისი. ახლა კი ჰკითხეთ საკუთარ თავს: არის კი საჭირო მისი დამტკიცება და რამდენად შესაძლებელია ეს? მტკიცებულება ხომ გარკვეული პოზიციის სიტყვიერი დასაბუთებაა. მაგრამ ყველა პოზიციის დასაბუთება როდია შესაძლებელი სიტყვების მეშვეობით. მრავალი მტკიცებულების ჭეშმარიტება ზოგჯერ ეფუძნება გრძნობით აღქმას ან პრაქტიკულ მოქმედებას. ვერანაირი სიტყვებით ვერ დაუმტკიცებთ თქვენს მოსაუბრეს, თუ როგორ წვავს ცეცხლი ან როგორ არწყულებს წყალი; რომ საზამთროს შიგთავსი წითელია და ა. შ. ამის დასამტკიცებლად აქ სიტყვები საჭირო არ არის, საკმარისია გაჭრათ საზამთრო ან არ დაალევინოთ წყალი ადამიანს ერთი კვირა. როცა დაარწყულებთ მიხვდება, რომ წყალი ნამდვილად არწყულებს მწყურვალს; რომ საზამთრო წითელია. ასევე, საჭირო არ არის ამტკიცოთ აქსიომები, ცნებათა განსაზღვრებები, ფაქტების კონსტატაციები. მათი დასაბუთებისათვის საკმარისია მიმართოთ ლექსიკონებს ან ცნობარებს.
არის მომენტები, რომელთა დამტკიცება შეუძლებელია, ისინი ჩვენ უნდა ვირწმუნოთ. მაგალითად, შეუძლებელია ლოგიკური მსჯელობით დავამტკიცოთ ან უარვყოთ ადამიანის რელიგიური მოსაზრებები ან. ვთქვათ, როგორ დაუმტკიცებთ გოგონას თეზისს "მე შენ მიყვარხარ"? ეტყვით მას ქათინაურებს, აჩუქებთ ყვავილებს თუ ფულების ხალიჩას დააგებთ მის ფერხთით? პირიქით, ეს შეიძლება პირფერობაშიც კი ჩაგითვალონ. ასეთი რამ უნდა დაამტკიცოთ მთელი თქვენი ცხოვრებით. ამიტომაც, იფიქრეთ - არის კი საჭირო ვამტკიცოთ ესა თუ ის თეზისი და არის თუ არა შესაძლებელი მისი დამტკიცება?!
7. თეზისი უნდა იყოს ნათელი და ზუსტი
თეზისი უნდა გადმოიცეს რაც შეიძლება მოკლედ. უნდა გამოვიყენოთ ზუსტი და კონკრეტული ტერმინები და სიტყვები. ღატომ არის მათემატიკური და, საერთოდ, მეცნიერული მტკიცებულებები ასეთი ეფექტური და ნაყოფიერი? იმიტომ, რომ მათემატიკურ და მეცნიერულ ტერმინებს ახასიათებს ერთმნიშვნელოვანი აზრი და დასასაბუთებელი მტკიცებულებებიც მკაფიო და ნათელია.
რატომ არის ასე მერყევი და არადამაჯერებელი პოლიტიკური ან ცხოვრებისეული "მტკიცებულებანი"? იმიტომ, რომ ისეთი სიტყვების აზრი, როგორიც არის "ხალხი", "საკუთრება", "ძალაუფლება", "ინტელიგენცია", "დემოკრატია" და ა. შ. უკიდურესად ბუნდოვანია და მათი გამოყენებით ფორმულირებული მტკიცებულებები ორაზროვანი და გაურკვეველია.
ავიღოთ უბრალო მაგალითი. დავუშვათ, ჩვენ ვამტკიცებთ თეზისს "N. -შეძლებული ადამიანია" და მოგყავთ არგუმენტი: "N.-ს ჰყავს ავტომობილი", "N.-მა აიშენა აგარაკი", "N.-ს ხუთოთახიანი ბინა აქვს" და ა. შ. ვიღაც არ გეთანხმებათ: "არა, თქვენი N. ღარიბია, რადგან მას არ ჰყავს საკუთარი თვითმფრინავი, მან ვერ იყიდა კუნძული წყნარ ოკეანეში, არ ეყო სახსრები თავისი პრეზიდენტობის კანდიდატის დასაფინანსებლად".
სიტყვა "შეძლებული", ისევე, როგორც სიტყვები "ახალგაზრდა", "ლამაზი", "გონიერი", "ჭკვიანი", "მაღალი",ბუნდოვანი ტერმინებია, ისინი გაურკვეველია თავის შინაარსში, ამიტომაც თეზისის ფორმულირების დროს სიტყვა "შეძლებულის" გამოყენებისას უნდა დაკონკრეტდეს: თუ რას ვგულისხმობ ამ სიტყვაში, ანუ რა ქონებისა და შემოსავლის პატრონს მივიჩნევ მე "შეძლებულად".
წარმატებით რომ დავამტკიცოთ საკითხი და გამოვრიცხოთ მსგავსი უარყოფანი, საჭიროა თეზისის ფორმულირების დროს იმთავითვე განიმარტოს ძირითადი სიტყვების მნიშვნელობა. მთელი მტკიცების პროცესში თეზისი უნდა დარჩეს ერთი და იგივე.
8. თეზისის შეცვლა
ბუნებრივია, თუ ვიტყვით, რომ თქვენ წამოაყენეთ რაიმე თეზისი და ცდილობთ მის დამტკიცებას. მაგრამ ზოგჯერ ისეც ხდება, რომ მტკიცების პროცესში წამოყენებული თეზისი მსმენელებისთვის და, შესაძლოა თვით მამტკიცებლისთვისაც კი, შეუმჩნევლად იცვლება. მას ასეც ეწოდება -"თეზისის შეცვლა". მისი შემჩნევა ზოჯერ ძალიან ძნელია, განსაკუთრებით, როდესაც თეზისი იცვლება მსგავსი და მახლობელი მდგომარეობით. თეზისის შეცვლა იმით არის საშიში, რომ მისი დახმარებით შეიძლება შეიქმნას ილუზია, რომ ამ აზრის დამტკიცება შესაძლოა, სინამდვილეში კი აზრის არ იყო დამტკიცებული, ან შეუძლებელია დამტკიცდეს, ან კიდევ, უბრალოდ, სიყალბეა.
თეზისის შეგნებული შეცვლა ხშირად საფუძვლად უდევს დემაგოგიას და სოფისტიკას. ვთქვათ, მეგობარი ცდილობს დამიმტკიცოს, რომ უნდა მივატოვო სიგარეტის მოწევა. არგუმენტად მოჰყავს მონაცემები იმის შესახებ, რომ ნიკოტინის წვეთი კლავს ცხენს, რომ მრავალ მწეველს ფილტვის კიბო უჩნდება და კვდება და ა. შ. როგორც ჩანს, ამ საკითხში ის მართალია, მაგრამ ის ხომ სულ სხვა თეზისს ამტკიცებს! ის მიმტკიცებს იმას, რომ მოწევა მავნებელია ჯანმრთელობისთვის და არა იმას, რომ სწორედ მე უნდა მივატოვო მოწევა. ასე ხშირად, როცა ერთმანეთს ვესაუბრებით.
9. თეზისის დაკარგვა
ზოგჯერ უშვებენ შეცდომას, რომელსაც "თეზისის დაკარგვა" ეწოდება: აპოლოგეტს იმდენად გაიტაცებს თავისი არგუმენტების ჩამოთვლა, რომ თეზისი ავიწყდება. ხანგრძლივი ლაპარაკის შემდეგ ის უცებ ჩერდება, შუბლზე ხელს შემოიკრავს და წამოიძახებს: "რას ვამბობდი?" - მან თეზისი დაკარგა.
რა თქმა უნდა, თეზისი შეიძლება შეიცვალოს. ეს ხშირად ხდება კონსტრუქციულ დისკუსიებში, როდესაც ოპონენტები გამუდმებით აკონკრეტებენ და ნათელყოფენ თავიანთ პირველდაწყებით პოზიციებს. მთავარია დაფიქსირდეს ასეთი ცვლილებები და უფრო გვიანდელი თეზისი არ იქნეს მიჩნეული პირველდაწყებით თეზისად.
როგორი უნდა იყოს არგუმენტი. ჯერ ვნახოთ, როგორი ტიპის მტკიცებულება გამოიყენება სხვა მტკიცებულებათა ჭეშმარიტების საჩვენებლად.
პირველი, ეს არის ფაქტების კონსტატაცია, რომელთა ჭეშმარიტება მტკიცდება ცდისეულად, პრაქტიკით, სამეცნიერო ექსპერიმენტით. მაგალითად: "რკინა წყალში იძირება", "მდინარე კონგო ორჯერ გადაკვეთავს ეკვატორს", "დოლარის ოფიციალური კურსი (რაღაც მომენტში) იყო ძალიან მაღალი", "კეისარი მოკლეს 44 წელს ჩვენს ერამდე" და ა. შ.
მეორე, ცნებათა განსაზღვრება: "გენომს უწოდებენ მემკვიდრეობის მარტივ ერთეულს", "სიტყვას "месяц" რუსულ ენაში იგივე მნიშვნელობა აქვს, რაც სიტყვა მთვარეს ("Луна"). და ა. შ.
მესამე, მოცემული სფეროს აქსიომა ან პოსტულატები, ცოდნა, რომლის ჩარჩოებშიაც მიმდინარეობს მტკიცება. მაგალითად, თუ თქვენ ამტკიცებთ თეორემას ევკლიდეს გეომეტრიიდან, შეგიძლიათ არგუმენტად გამოიყენოთ ევკლიდეს ცნობილი ხუთი პოსტულატი; თუ ლაპარაკია მექანიკაზე, მაშინ თქვენ შეგიძლიათ დაეყრდნოთ ნიუტონის ცნობილ დინამიკის კანონებს; ბიოლოგიაში - მენდელის კანონებს და ა. შ.
მეოთხე, ადრე დამტკიცებული თეზისები: თუ მსჯელობისას თქვენ დაამტკიცეთ რაღაც თეზისი, შემდგომში შეგიძლიათ გამოიყენოთ ის, როგორც არგუმენტი სხვა დებულებების დასამტკიცებლად.
აი, არსებითად, ყველაფერი, რისი გამოყენების შესაძლებლობასაც იძლევა ლოგიკა არგუმენტირებული მტკიცებულების დროს. აქედან ცხადია ის მოთხოვნები, რომელთაც უნდა აკმაყოფილებდეს ეს არგუმენტები.
არგუმენტები უნდა იყოს ჭეშმარიტი მტკიცებულებები, რომელთა სინამდვილე ეჭვს არ იწვევს. ის ხომ იმ წანამძღვრად გამოიყენება, რომლისგანაც ლოგიკურად გამომდინარეობს თეზისი. და ჩვენ მხოლოდ მაშინ შეგვიძლია ვიყოთ დარწმუნებულნი თეზისის ჭეშმარიტებაში, როდესაც მტკიცებულების ყველა წანამძღვარი ჭეშმარიტია.
ამ მოთხოვნის დარღვევა, რომელიც დაკავშირებულია ყალბი არგუმენტის გამოყენებასთან, "ძირითად ცთომილებად" იწოდება. ასეთი შეცდომა იმწუთასვე აცლის საფუძველს მტკიცებულების მთელ შენობას: სიცრუის გამოყენებით ყველაფრის "დამტკიცება" შეიძლება, მაგრამ ასეთ მტკიცებულებას არანაირი ფასი არა აქვს.
უფრო ხშირად გვხვდება შეცდომა, რომელიც დაკავშირებულია, შესაძლოა ჭეშმარიტ, მაგრამ საეჭვო არგუმენტის გამოყენებასთან. ის ჯერ თვითონ საჭიროებს დამტკიცებას, მანამდე კი დაუშვებელია მისი გამოყენება მტკიცებულებათა საფუძვლად. ასეთ შეცდომას "საფუძვლის წინსწრებას" (предвосхищение основания) უწოდებენ, ანუ ეს არის საეჭვო არგუმენტით ნაჩქარევი სარგებლობა, რომელიც ჯერ კიდევ საჭიროებს დამტკიცებას.
მაგალითად, XVI ს-ის ერთ თეოლოგს, რომელიც გამოდიოდა კოპერნიკის წინააღმდეგ, ასეთი არგუმენტები მოჰყავდა: "დედამიწა არ შეიძლება იყოს პლანეტა, შეუძლებელია მზის გარშემო ტრიალებდეს, რადგან დედამიწის ცენტრში მდებარეობს ჯოჯოხეთი, ხოლო ეს უკანასკნელი რაც შეიძლება შორს უნდა იყოს ზეცისგან. შედეგად, დედამიწა ზეციური სივრცის შუაში იმყოფება".
მოყვანილ მსჯელობაში თეოლოგი ეყრდნობა მდგომარეობას იმის შესახებ, რომ "ჯოჯოხეთი იმყოფება დედამიწის შუაგულში". მაგრამ ეს მტკიცებულება ყალბია და თეოლოგი უშვებს ე. წ. "ძირითადი ცთომილების" შეცდომას. უკიდურეს შემთხვევაში, ის მეტად საეჭვოა და ჯერ კიდევ საჭიროებს დამტკიცებას, ამ შემთხვევაში თეოლოგი უშვებს "წინმსწრები საფუძვლის" შეცდომას.
არგუმენტის ჭეშმარიტება ავტონომიურად, ანუ თეზისის მტკიცებულებიდან დამოუკიდებლად უნდა დასტურდებოდეს. თუ რაღაც არგუმენტის დასასაბუთებლად გამოიყენება თვით თეზისი, მაშინ ჩვენ საქმე გვაქვს შეცდომასთან, რომელსაც უწოდებენ "წრეს დასაბუთებაში", ანუ "მოჯადოებულ წრეს". ნათელია, რომ ამ შემთხვევაში მტკიცებულება არ ასრულებს თავის ფუნქციას, რამეთუ თეზისის ჭეშმარიტების დასაბუთებისას ირიბად გამოიყენება თვით თეზისი.
მაგალითად, თქვენ წამოაყენეთ თეზისი: "ნაპოლეონ ბონაპარტე ფსიქიურად გაუწონასწორებელი კაცი იყო" და ცდილობთ ამის დამტკიცებას: "ნაპოლეონი, უეჭველად, დიდი ადამიანი იყო; ყველა დიდი ადამიანი კი, როგორც ცნობილია, ფსიქიკურად გაუწონასწორებელი იყო. შედეგად..." შეჩერდით! - გპასუხობენ თქვენ. -თქვენი არგუმენტი "ყველა დიდი ადამიანი ფსიქიურად გაუწონასწორებელია" საეჭვოა და საჭიროებს მტკიცებას". თქვენ უშვებთ წინმსწრობი საფუძვლის შეცდომას. "კეთილი, - ეთანხმებით თქვენ ოპონენტს: -მე ახლავე დაგიმტკიცებთ რომ, ყველა დიდი ადამიანი ფსიქიკურად გაუწონასწორებელი იყო. აი, მაგალითად, ნაპოლეონი, ხომ დიდი კაცია? მაგრამ ფსიქიურად გაუწონასწორებელი იყო". თქვენ "მოჯადოებულ წრეში" აღმოჩნდით: გინდოდათ ნაპოლეონის ფსიქიკური გაუწონასწორებლობა დაგემტკიცებინათ და ამისთვის გამოიყენეთ არგუმენტი, რომ ყველა დიდი ადამიანი ფსიქიკურად გაუწონასწორებელია, ხოლო ამ არგუმენტს, თავის მხრივ, კვლავ პირველსაწყის თეზისზე დაყრდნობით ამტკიცებთ. აქ რომ "წრეში" აღმოჩნდით, ადვილი მისახვედრია. მაგრამ მსჯელობის გრძელ ჯაჭვში ის შესაძლებელია შეუმჩნეველი დარჩეს და მცდარი მტკიცებულება მიღებულ იქნება.
არგუმენტების ერთობლიობა ურთიერთგამომრიცხავი და საწინააღმდეგო არ უნდა იყოს. თუკი თქვენი ერთი არგუმენტი ეწინააღმდეგება მეორეს, უკიდურეს შემთხვევაში ერთი მათგანი ყალბია, და თქვენ უშვებთ შეცდომას ძირითად მტკიცებულებაში.
არგუმენტების ერთობლიობა საკმარისი უნდა იყოს თეზისის გამოსაყვანად. ერთი არგუმენტი თითქმის არასოდეს იძლევა თეზისის საფუძველს, რადგან მისი მტკიცებულებითი ძალა საკმაოდ მცირეა. მაგრამ რამდენიმე ურთიერთდაკავშირებულ არგუმენტს შეუძლია, შექმნას მყარი ლოგიკური საფუძველი დასკვნის გასაკეთებლად.
მიუხედავად ამისა, არგუმენტების სიმრავლით ბოროტად არ უნდა ვისარგებლოთ. ზოგჯერ მიიჩნევენ, რომ რაც უფრო მეტი არგუმენტია მოხმობილი თეზისის დასამტკიცებლად, მით უკეთესი. ნურას უკაცრავად! ჯერ-ერთი, არგუმენტების გადმოცემით გართულს გავიწყდება, რომ შეიძლება შეცვალო ან საერთოდ დაკარგო თეზისი. მეორეც, უგერგილოდ შერჩეულ არგუმენტებში შეიძლება აღმოჩნდეს ყალბი, საეჭვო, ურთიერთსაწინააღმდეგო და თეზისის საპირისპირო არგუმენტებიც კი. არგუმენტები საკმარისი უნდა იყოს თეზისის გამოსაყვანად, -არც მეტი, არც ნაკლები. ყოველ ზედმეტ არგუმენტს შეუძლია დააუძლუროს მტკიცებულება, რამეთუ კრიტიკისთვის დამატებით საფუძველს იძლევა.
10. დემონსტრაცია, ანუ მტკიცებულების ფორმა
მტკიცებულებაში ყველაზე ძნელია აჩვენო, რომ არგუმენტსა და თეზისს შორის არსებობს გარკვეული ლოგიკური კავშირი; რომ თეზისი ნამდვილად გამომდინარეობს მოყვანილი არგუმენტებიდან. ყოველდღიურ ცხოვრებაში ხშირად ისე ხდება, რომ ზოგიერთ არგუმენტს ადამიანი უმატებს საკუთარ თეზისს სიტყვებით: "ამგვარად", "ამიტომ", "მაშ ასე", "შედეგად" და ა. შ. თავისთავად ეს სიტყვები არ ქმნიან ლოგიკურ კავშირს არგუმენტსა და თეზისს შორის! სინამდვილეში თუ ასეთი კავშირი არ არსებობს, ეს კავშირი მაინც ვერ მიიღწევა, სიტყვები "ამგვარად" და "ამიტომ" მილიონჯერაც რომ გამოიყენოთ.
ლოგიკური კავშირები გამოიხატებიან სხვადასხვა ტიპის დასკვნებში. მტკიცება სრულიად უზადო იქნება მაშინ, როდესაც შეძლებთ, მსჯელობას მიანიჭოთ გარკვეული დასკვნის სახე. მაგალითად, თქვენ გსურთ დაამტკიცოთ თეზისი: "ეს სადენი ხურდება". არგუმენტი: "სადენში თუ ელექტრონული დენი გადის, სადენი გახურდება" - ეს ფიზიკის კანონია; "მოცემულ სადენში ელექტრონული დენი გადის", - ეს დადგენილი ფაქტია. ამ ორი არგუმენტის პირობით-კატეგორიული სილოგიზმის მტკიცებულებითი მოდუსიდან თქვენ გამოგყავთ თქვენი თეზისი: "შედეგად, მოცემული სადენი ხურდება".
რა თქმა უნდა, არგუმენტების კავშირი თეზისთან ყოველთვის როდი შეიძლება წარმოდგენილ იქნეს ლოგიკური დასკვნის ან დანასკვთა ჯაჭვის სახით. ხშირად ის ინტუიტიურად მოიაზრება. მთავარია, ეს კავშირი ნამდვილად არსებობდეს და საკუთარ ინტუიციაზე დაყრდნობით შევძლოთ დავეთანხმოთ აზრს, რომ ის ნამდვილად არსებობს. შეცდომა, რომელიც დაკავშირებულია არგუმენტსა და თეზისს შორის ლოგიკური კავშირის არქონასთან ან დანასკვთა წესების დარღვევასთან, ატარებს საზოგადო სახელწოდებას"არ გამომდინარეობს": თეზისი ლოგიკურად არ გამომდინარეობს არგუმენტიდან.
ასეთი შეცდომა მოსდის ნ. ვ. გოგოლის მოთხრობის -"როგორ წაეჩხუება ივან ივანიჩი ივან ნიკიფოროვიჩს" -ერთ-ერთ პერსონაჟს: "ზემოთ აღწერილი აზნაური, რომლის თვით სახელი და გვარიც კი აღუწერელ ზიზღს იწვევს, სულში ჰკვებავს ბოროტ ზრახვას დამწვას ჩემსავ სახლში, რის უეჭველ ნიშნებსაც ცხადყოფს ქვემოთ მოტანილი გარემოებები: ჯერ ერთი, ეს ბოროტი თვისების მატარებელი აზნაური ხშირად გამოდის თავისი პალატებიდან, რასაც ადრე, თავისი სიზარმაცისა და სხეულის საძაგელი სიმსუქნის გამო, არასოდეს აკეთებდა; მეორეც, მის საცხოვრებელში, რომელიც პირდაპირ ჩემი მიწის წინ გავლებულ ღობეს ესაზღვრება... განათებულია ყოველდღიურად და უჩვეულო ხანგრძლივობით, რაც უკვე არის ამის ნათელი მტკიცებულება, რამეთუ აქამდე, მისი უკიდურესი სიძუნწის გამო, მუდმივად არათუ მისი ქონის სანთელს, არამედ ზეთის კანდელსაც კი აქრობდნენ".
თეზისი: "მეზობელს ჩემი ცოცხლად დაწვა უნდა".
არგუმენტი: "ის ხშირად გამოდის თავისი პალატებიდან", "ღამღამობით მისი სახლი ხანგრძლივად განათებულია".
მითხარით, რა ლოგიკური კავშირია ამ სამ მტკიცებულებას შორის? - არავითარი! და საერთოდ, შეუძლებელია დაამტიცო ყველაფერი, რაც კი სხვა ადამიანის სულში ხდება. როგორც იტყვიან, "უცხო სული სრული უკუნია".
11. მტკიცებულებათა დამაჯერებლობა
ამრიგად, თუ გსურთ, ააგოთ კარგი მტკიცებულება, ყურადღება უნდა მიაქციოთ იმ პირობებს, რომლებიც უნდა აკმაყოფილებდნენ მის თეზისს, არგუმენტებს და დემონსტრაციას: მკაფიოდ ჩამოაყალიბეთ თეზისი, გამოთქვით ჭეშმარიტი არგუმენტები და მოახდინეთ თეზისთან მათი ლოგიკური დემონსტრირება.
სამწუხაროდ, ამ პირობებს ხშირად არღვევენ და მაშინ ასეთი "მტკიცებულებები" წააგავს მაგისტრ იონატუსის არგუმენტებს, რომელიც გარგანტუასგან მოითხოვდა დაებრუნებინა ზარები, რომლებიც მან თითქოსდა ტაძრის სამრეკლოდან მოიპარა: "მე თქვენ ახლა დაგიმტკიცებთ რომ ზარი უნდა დამიბრუნოთ! მე ასე ვმსჯელობ: ყოველი სამრეკლო ზარი, რომელიც სამრეკლოში ზარულად რეკავს, შემზარავ ზარს იწვევს მრეკავებში. პარიზში არსებობს სამრეკლოები. რისი დამტკიცებაც გვჭირდებოდა".
მოგწონთ ასეთი მტკიცებულება? მაგრამ მტკიცებულების შესახებ საუბრის დასასრულს ყურადღება უნდა მივაპყროთ ერთ განსაკუთრებულად მნიშვნელოვან გარემოებას. ადამიანები იშვიათად ვუმტკიცებთ რამეს საკუთარ თავს. ჩვეულებრივ, ჩვენი მტკიცებულებები მიმართულია სხვა ადამიანისადმი. მათი დამაჯერებლობა დამოკიდებულა არა მარტო მათი აგებულების სიმკაცრესა და სიმყარეზე, არამედმოსაუბრეზეც - გაგების მის უნარზე, მისი განათლების დონეზე, მოწიფულობასა და კულტურაზეც. ის, რაც გასაგები და დამაჯერებელია ზრდასრული ადამიანისთვის, შეიძლება ასეთი არ იყოს პატარა ბავშვისთვის და, პირიქით; ის, რაც დააჯერებს ევროპელს, შეიძლება ფუჭი სიტყვა იყოს ჰოტენტოტისთვის.
მსმენელის თავისებურება - აი რა არის გადამწყვეტი ფაქტორი, რომელიც ეფექტურს ხდის მტკიცებულებას. რა თქმა უნდა, ლოგიკა აღწერს და აფიქსირებს მტკიცებულების ზოგიერთ საზოგადო პრინციპს. თქვენ რაიმეს რომ უმტკიცებდეთ კომპიუტერს, ამ პრინციპების დაცვა საკმარისი იქნებოდა, "მის" დასარწმუნებლად. მაგრამ თქვენ ხომ ადამიანს ედავებით, ადამიანები კი გასაოცრად მრავალფეროვანნი არიან, ამიტომ მათთან ურთიერთობისთვის მხოლოდ ლოგიკა არასაკმარისია. აქ კიდევ საჭიროა თქვენი ლოგიკა მიუსადაგოთ კონკრეტულ ვითარებებს და პიროვნებებს.
ერთ ბიჭუნას ასეთი "ბავშვური" კითხვა დავუსვი: რა უფრო მძიმეა - ერთი კილოგრამი რკინა თუ ერთი კილოგრამი ბუმბული? "რა თქმა უნდა, რკინა!" -იმწამსვე მიპასუხა მან. Iს-ის იყო დავიწყე იმის ახსნა, რომ კილოგრამი კილოგრამად რჩება, მიუხედავად იმისა თუ რა ნივთიერებით არის ის წარმოდგენილი, რომ მან უეცრად გამაწყვეტინა და მითხრა: "არა, მე ამას დაგიმტკიცებთ!" – "როგორ?" – "ჩადით ქვემოთ, ქუჩაში, მე კიდევ თქვენს თავზე ჯერ ბალიშს გადმოვაგდებ, შემდეგ კი რკინის ჰანტელს. და თვითონ დარწმუნდებით, რკინა რომ უფრო მძიმეა!"
ბავშვის თვალსაზრისით "მტკიცებულება" საკმაოდ დამაჯერებელია. მისი უარყოფისთვის მე დამჭირდებოდა ლაპარაკი იმაზე თუ რა არის ხვედრითი წონა, სიმკვრივე, წნევის მოცულობა. Mოკლედ, ისეთ საკითხებზე, რაც, მისთვის ჯერაც უცნობი იყო. ამიტომაც მე ეს არ გავაკეთე და დავეთანხმე იმ აზრს, რომ თავზე ბალიშის დაცემა რკინის ჰანტელის დაცემაზე უკეთესია. სხვათა შორის, ყოველგვარი მტკიცებულების დამაჯერებლობა დამოკიდებულია არა მარტო კონკრეტული ადამიანის ცოდნაზე, არამედ კულტურის დონეზე, მის მსოფლმხედველობრივ პრინციპებზე! გალილეის დროს, მაგალითად, მიიჩნეოდა, რომ დედამიწა უძრავია. და ამას ადვილადაც "ამტკიცებდნენ". დედამიწა რომ ბრუნავდესო, ფიქრობდნენ იმდროინდელი მეცნიერები, კოშკის სიმაღლიდან გადმოგდებული ქვა მისი საძირკვლიდან შორს დაეცემოდაო. მაშასადამე, დედამიწა უძრავია. ინერციის პრინციპი მაშინ ჯერ კიდევ აღმოჩენილი არ იყო და მტკიცებულება შეუვალი ჩანდა.
აქედან შეიძლება გამოვიყვანოთ ძალზედ მარტივი მორალი: მტკიცებულებათა აგებისას გასათვალისწინებელია იმ ადამიანთა ინდივიდუალური და მორალური თავისებურებები, ვისი დარწმუნებაც გვინდა.
სანამ ე. ჭელიძის ნაშრომის ძირითადი ნაწილის განხილვაზე გადავიდოდეთ, შესავლის სახით აღვნიშნავთ, რომ მთელ მის მსჯელობაში მკითხველის (ძირითადად ოფიციალური მართლმადიდებელი ეკლესიის მრევლის) დაბნევის მრავალგვარი მეთოდი შეიმჩნევა. "პკურებითი შთაფლვიდან", ანუ ამ გონებამახვილური სისულელედან დაწყებული, სხვადასხვა რიტორიკული და სოფისტური მეთოდით დამთავრებული. ე. ჭელიძე, როგორც იტყვიან, "ტყავში ძვრება", ოღონდ როგორმე პკურებითი "ნათლობის" ეკლესიურობასა და კანონიკურობაში დაარწმუნოს თავისი მკითხველი.
მაგალითად, ერთ-
მაგრამ ეს ერთადერთი მეთოდი როდია, რომელსაც ე. ჭელიძე თავის ორივე ანტი"სტაროვერულ" ნაშრომში მიმართავს (1). ე. ჭელიძე თავისი სოფისტიკით ცდილობს გაამართლოს ის საეკლესიო პრაქტიკა (ძირითადად სხურებით-
_______________
1. პირველი: "ეკლესია -
_______________
გამომდინარე აქედან, სანამ ე. ჭელიძის "ანტისტაროვერულ" მტკიცებულებებზე გადავიდოდეთ, გვიწევს ადამიანის გონივრული მოღვაწეობის ისეთ სფეროსთან შეხება, როგორიც არის მეცნიერული კვლევა და სწორი აზროვნება. ოღონდ, ამჯერად უფრო ვრცლად, ვიდრე ეს გ. გაბაშვილთან დავისას იყო. ამგვარი განმარტების გარეშე ჩვენი მკითხველისთვის გაუგებარი დარჩება ის უმთავრესი კითხვა -
სწორი აზროვნება უცილობლივ დაკავშირებულია ლოგიკასთან და მას ხშირად ლოგიკურ აზროვნებასაც უწოდებენ. მიუხედავად იმისა, რომ "ლოგიკური აზროვნების" ცნება გარკვეულ განმარტებას საჭიროებს, ის უპირველესად მსჯელობის სწორ თანმიმდევრობას, მიზეზ-
ორ მხარეს შორის დავაში ლოგიკურობა აუცილებელი პირობაა, რადგან სწორედ მისი ამოცანაა მართალი და მცდარი დედუქციების შესწავლა და "კარგი" არგუმენტების გარჩევა "ცუდისგან". ის ასევე მოიცავს მოსაზრებებს ალბათობასა და მიზეზ-
ამ ელემენტარულ ჭეშმარიტებას იმიტომ აღვნიშნავთ, რომ ე. ჭელიძე თავის ორივე ანტისტაროვერულ" ნაშრომში ხშირად მიმართავს სოფისტურ ხერხებს, რაც გულისხმობს ცნებათა ორაზროვნებას, ამოსავალ დებულებათა განზრახ უმართებულოდ შერჩევას და აქედან გამომდინარე არსებითად მცდარი დასკვნების გაკეთებას. პრინციპში, ჩვენი ეს ნაშრომი, ზოგიერთ სხვა საკითხთან ერთად, ეძღვნება ე. ჭელიძის მიერ დამოწმებული წყაროების არასწორი ინტერპრეტაციებისა და აქედან გამომდინარე გაკეთებული სრულიად მიუღებელი დასკვნების წარმოჩენას.
_______________
შენიშვნა: ჩვენი წიგნის ამ ნაწილში გამოვიყენეთ ნაშრომები: Александр Леонидович Никифоров. Логика. Москва. Издательство "Весь Мир". 2001; Рузавин Г.И. Методологические проблемы аргументации. Изд. ИФРАН Москва. 1997 г.; Доклад митрополита Навпактского Иерофея (Влахоса) "Богословие как наука и как дар". http://www.bogoslov.ru/text/470008.html (URL-ს მიმართვის თარიღი: 24.06.2020). А. Н. Медушевский, кандидат исторических наук. Методы исторического исследования. http://gazta.ru/index.php?p=vajno-
_______________
1. ლოგიკის პრინციპები
თავიდან შევეცდებით გადმოვცეთ არგუმენტირებასთან და მტკიცებულებასთან დაკავშირებული საკითხები, რადგან ამა თუ იმ მტკიცებულების თუ არგუმენტაციის უარყოფა მთელ რიგ მიზეზებსა და პირობებზეა დამოკიდებული, რაც შესაძლოა არ იცოდეს ან პოლემიკაში მონაწილემ, ან მისმა მსმენელმა, და ეს აბსოლუტური გაურკვევლობის საფუძველი გახდეს. ხოლო შემდეგ შევეცდებით გადმოვცეთ ის აკრძალული ხერხები, რომელთაც არაკეთილსინდისიერი პოლემისტები მიმართავენ დავისას და ცდილობენ ოპონენტების, მსმენელისა თუ მკითხველის მოტყუებას.
ხშირად თავმოყვარეობა და ამპარტავნობა არ აძლევს ადამიანს იმის აღიარების შესაძლებლობას, რომ გარკვეული თეზისის დაცვისას ცდებოდა. მაშინ ასეთ ადამიანს ერთი გზაღა რჩება: გაიმარჯვოს ნებისმიერი მეთოდებით! სწორედ ასეთ დროს მიმართავენ არაკეთილსინდისიერი პოლემისტები ხრიკებსა და გაყალბებებს. ჭეშმარიტება მათ არ აინტერესებთ, ის შეიძლება კრიტიკისგან სრულიად ჭეშმარიტი და კორექტული მეთოდებით იქნას დაცული, მაგრამ სიცრუის დაცვას სულ სხვა მეთოდები სჭირდება. სწორედ ასე იქცევა ჩვენი ოპონენტი ე. ჭელიძეც, რაშიც თვალნათლივ დავრწმუნდებით განსახილველ საკითხებზე მსჯელობისას. ის წააგავს მოკრივეს, რომელიც გრძნობს თავისი ოპონენტის ძლიერებას, იცის, გამარჯვების შანსი ნაკლები აქვს და პატიოსან შერკინებაში მეტოქის რკინისებრი ჩაჭიდება რომ შეასუსტოს, უეცრად ყურში კბილებით ეძგერება. მაგრამ ასეთი მეთოდების გამოყენება უძლურებისა და საკუთარ თავში დაურწმუნებლობის, საკუთარ პოზიციაში დაეჭვების უპირველესი გამოვლენაა -
ადამიანზე ზეგავლენის მოხდენა სხვადასხვაგვარად შეიძლება. ყველაზე ადვილია, ძალდატანებით, მზაკვრობით თუ მოფერებით აიძულო ადამიანი, დაეთანხმოს შენს ამა თუ იმ მოსაზრებას თუ მოქმედებას, მაგრამ იძულება არასაიმედო რამ გახლავთ, -
2. მტკიცებულების სტრუქტურა
მტკიცებულება -
ყოველგვარი მტკიცებულება, უნდა შეიცავდეს მინიმუმ, სამ ელემენტს:
1. თეზისს (მტკიცებულება, რომლის ჭეშმარიტება დასაბუთდება მტკიცების პროცესში);
2. არგუმენტს (საფუძველს) -
3. მტკიცებულების დემონსტრაციას (ანუ ფორმას) -
ყურადღება უნდა მიექცეს იმას, რომ მტკიცებულებაში არგუმენტები ერთვება, როგორც გონიერი დასკვნის წანამძღვრები, რომელთგან გამოჰყავთ თეზისი; თუ წანამძღვრები (საფუძველი) ჭეშმარიტია და ლოგიკური დასკვნა შეცდომებს არ შეიცავს, მაშინ მიღებული დასკვნა ყოველთვის ჭეშმარიტი იქნება. მხოლოდ ასე ხერხდება თეზისის ჭეშმარიტების დასაბუთება.
პირდაპირი და ირიბი მტკიცებულება. ვინ არ იცის, რომ მტკიცებულებები იყოფა პირდაპირ და ირიბ მტკიცებულებებად. ამას ჩვენ გვასწავლიდნენ თითქმის სკოლიდან.
პირდაპირ მტკიცებულებაში თეზისი უშუალოდ გამომდინარეობს არგუმენტიდან, ირიბს კი უფრო რთული სტრუქტურა აქვს. მტკიცებულების ზემოთ მითითებულ ელემენტებს ჩვენ ვამატებთ კიდევ ერთ ელემენტს -
დავუშვათ, გვინდა დავამტკიცოთ თეზისი "მოხელე N მექრთამეა". ამგვარი თეზისის პირდაპირ დამტკიცება თითქმის შეუძლებელია, ამისთვის მოხელე N ფაქტზე უნდა დავიჭიროთ, ეს კი ძნელია. ამიტომაც უნდა მივმართოთ ირიბ მტკიცებულებას.
ასეთ შემთხვევაში უნდა დავუშვათ ანტითეზისი, რომელიც ასეთი იქნება: "მოხელე N ქრთამს არ იღებს". ახლა უნდა დავამტკიცოთ, რომ ეს ანტითეზისი ყალბია. ჩვენ ამას გავაკეთებთ შემდეგნაირად: ვაჩვენებთ, რომანტითეზისიდან გამომავალი შედეგები საყოველთაოდ ცნობილ ფაქტებს ეწინააღმდეგება, ამიტომაც ეს შედეგები ცრუა! თუ სწორია და N ქრთამს არ იღებს, მაშინ აქედან გამომდინარეობს, რომ ის მთელ თავის ოჯახთან ერთად ცხოვრობს ხელფასზე. მისი ხელფასი კი, როგორც ცნობილია, არც ისე დიდია და ყველაზე აუცილებელი მოთხოვნილებების დაკმაყოფილებასაც კი ძლივს თუ ეყოფა. შედეგად, N-
მაგრამ, ამავე დროს, ყველამ იცის, რომ N-
ვხედავთ, ირიბ მტკიცებულებას უფრო რთული სტრუქტურა აქვს, ვიდრე პირდაპირს. ის ითხოვს დამატებით ინფორმაციას (ცოდნას), ამიტომაც ირიბი მტკიცებულების დროს იმატებს ცთომილების რისკი.ის უფრო ნაკლებად საიმედოა და დამაჯერებელი, ვიდრე პირდაპირი მტკიცებულება.
მოხელე N-
3. უარყოფა
უარყოფას უწოდებენ წამოყენებული თეზისის სიყალბის ან უსაფუძვლობის დადგენას. უარყოფის მიზანია -
თეზისის უარყოფა მისი სიცრუის დადგენაში მდგომარეობს. პირდაპირი უარყოფის შემთხვევაში, პირობითად დაუშვებენ, რომ წამოყენებული თეზისი სწორია. ამის შემდეგ გამოჰყავთ მისგან შედეგები, რომელთაც ადარებენ ცნობილ ფაქტებს ან თეზისის დამცველის სხვა მტკიცებულებებს; თუ ცნობილ ფაქტებსა და გამოყვანილ შედეგს შორის წინააღმდეგობა გამოჩნდება, მაშინ დაასკვნიან, რომ ეს შედეგები ყალბია. შედეგად, ის თეზისი, რომლისგანაც ეს შედეგია მიღებული, ასევე მცდარად მიიჩნევა. იგივე პრინციპი მოქმედებს ირიბი მტკიცებულების უარყოფის დროსაც.
მაგალითად, ვიღაცამ წამოაყენა თეზისი: "სიცოცხლის ხელყოფა დასაგმობია" და მოჰყავს არგუმენტები ამის დასამტკიცებლად.
ვცადოთ ამ თეზისის უარყოფა. "კეთილი, -
ამრიგად, როგორც კი წამოყენებული თეზისის ჭეშმარიტება დავუშვით, წინააღმდეგობაში აღმოვჩნდით ფაქტებთან. ამიტომაც ეს თეზისი უნდა მივიჩნიოთ ყალბად და უარვყოთ.
ირიბი უარყოფის დროს ასაბუთებენ საკუთარ თეზისს, რომელიც ფორმულირებულია წამოყენებული თეზისის საწინააღმდეგოდ. წარმატებული დასაბუთება ოპონენტის თეზისის სიყალბეზე მოწმობს, რაც უკვე დამტკიცებულ ჭეშმარიტ დებულებას ეწინააღმდეგება.
დემონსტრაციის უარყოფის დროს საჭიროა ვაჩვენოთ, რომ თეზისი არ გამომდინარეობს მოყვანილი არგუმენტებიდან, რომ დასკვნაში დაშვებულია ლოგიკური შეცდომა. თუ ეს მოხერხდა, მაშინ შესაძლებელი ხდება მთელი მტკიცებულების დისკრედიტაცია.
დაბოლოს, უარყოფის მესამე ხერხი, ეს არის არგუმენტების კრიტიკა. უნდა ვაჩვენოთ ოპონენტის მოსაზრებების სიყალბე ან უსაფუძვლობა; თუ ამას შევძლებთ, ოპონენტის თეზისი არასაიმედო და დაუმტკიცებელი აღმოჩნდება.
მაგალითად, ვიღაცა ამტკიცებს, რომ მისი მეგობარი N. -
ჩვენ თავს ვესხმით ამ არგუმენტს: N.-
4. მტკიცებულების აგება
მტკიცებულების აგება არც ისე ადვილია. მრავალი ჩვენი მხურვალე არგუმენტი და დავა აზრს კარგავს მხოლოდ იმიტომ, რომ მოდავეებმა არ იციან, რის შესახებ ლაპარაკობენ, რას ამტკიცებენ ან უარყოფენ.ამიტომაც მანამ, სანამ შევეცდებოდეთ მტკიცებულების აგებას, სასარგებლო იქნება, ვკითხოთ საკუთარ თავს:რისი დამტკიცება მსურს მე? აქედან გამომდინარეობს პირველი მოთხოვნილება მტკიცებულების თეზისისადმი.
5. თეზისი ფორმულირებული უნდა იყოს
თეზისის ფორმულირებას ერთგვარი მტკიცებულებითი ან უარყოფითი წინადადების სახე აქვს, მაგალითად: "თქვენ არ შეასრულეთ თქვენი ვალდებულება", "ყველა ჩიტი დაფრინავს", "თქვენ ბრიყვი ხართ" და ა. შ. მხოლოდ იმის შემდეგ უნდა შეუდგეთ მტკიცებულების აგებას, როცა გაარკვევთ თუ რის დამტკიცებას აპირებთ კონკრეტულად. ამასთანავე, არა აქვს მნიშვნელობა, როგორ ააგებთ მას: შესაძლებელია, თავიდან ჩამოვაყალიბოთ თეზისი და მხოლოდ ამის შემდეგ მოიყვანოთ არგუმენტები მის სასარგებლოდ ან არგუმენტზე დაყრდნობით გამოვიყვანოთ თეზისი. მთავარია, ვიცოდეთ, როგორ თეზისს ვამტკიცებთ.
6. თეზისი საჭიროებს დამტკიცებას
თქვენ ჩამოაყალიბეთ თეზისი. ახლა კი ჰკითხეთ საკუთარ თავს: არის კი საჭირო მისი დამტკიცება და რამდენად შესაძლებელია ეს? მტკიცებულება ხომ გარკვეული პოზიციის სიტყვიერი დასაბუთებაა. მაგრამ ყველა პოზიციის დასაბუთება როდია შესაძლებელი სიტყვების მეშვეობით. მრავალი მტკიცებულების ჭეშმარიტება ზოგჯერ ეფუძნება გრძნობით აღქმას ან პრაქტიკულ მოქმედებას. ვერანაირი სიტყვებით ვერ დაუმტკიცებთ თქვენს მოსაუბრეს, თუ როგორ წვავს ცეცხლი ან როგორ არწყულებს წყალი; რომ საზამთროს შიგთავსი წითელია და ა. შ. ამის დასამტკიცებლად აქ სიტყვები საჭირო არ არის, საკმარისია გაჭრათ საზამთრო ან არ დაალევინოთ წყალი ადამიანს ერთი კვირა. როცა დაარწყულებთ მიხვდება, რომ წყალი ნამდვილად არწყულებს მწყურვალს; რომ საზამთრო წითელია. ასევე, საჭირო არ არის ამტკიცოთ აქსიომები, ცნებათა განსაზღვრებები, ფაქტების კონსტატაციები. მათი დასაბუთებისათვის საკმარისია მიმართოთ ლექსიკონებს ან ცნობარებს.
არის მომენტები, რომელთა დამტკიცება შეუძლებელია, ისინი ჩვენ უნდა ვირწმუნოთ. მაგალითად, შეუძლებელია ლოგიკური მსჯელობით დავამტკიცოთ ან უარვყოთ ადამიანის რელიგიური მოსაზრებები ან. ვთქვათ, როგორ დაუმტკიცებთ გოგონას თეზისს "მე შენ მიყვარხარ"? ეტყვით მას ქათინაურებს, აჩუქებთ ყვავილებს თუ ფულების ხალიჩას დააგებთ მის ფერხთით? პირიქით, ეს შეიძლება პირფერობაშიც კი ჩაგითვალონ. ასეთი რამ უნდა დაამტკიცოთ მთელი თქვენი ცხოვრებით. ამიტომაც, იფიქრეთ -
7. თეზისი უნდა იყოს ნათელი და ზუსტი
თეზისი უნდა გადმოიცეს რაც შეიძლება მოკლედ. უნდა გამოვიყენოთ ზუსტი და კონკრეტული ტერმინები და სიტყვები. ღატომ არის მათემატიკური და, საერთოდ, მეცნიერული მტკიცებულებები ასეთი ეფექტური და ნაყოფიერი? იმიტომ, რომ მათემატიკურ და მეცნიერულ ტერმინებს ახასიათებს ერთმნიშვნელოვანი აზრი და დასასაბუთებელი მტკიცებულებებიც მკაფიო და ნათელია.
რატომ არის ასე მერყევი და არადამაჯერებელი პოლიტიკური ან ცხოვრებისეული "მტკიცებულებანი"? იმიტომ, რომ ისეთი სიტყვების აზრი, როგორიც არის "ხალხი", "საკუთრება", "ძალაუფლება", "ინტელიგენცია", "დემოკრატია" და ა. შ. უკიდურესად ბუნდოვანია და მათი გამოყენებით ფორმულირებული მტკიცებულებები ორაზროვანი და გაურკვეველია.
ავიღოთ უბრალო მაგალითი. დავუშვათ, ჩვენ ვამტკიცებთ თეზისს "N. -
სიტყვა "შეძლებული", ისევე, როგორც სიტყვები "ახალგაზრდა", "ლამაზი", "გონიერი", "ჭკვიანი", "მაღალი",ბუნდოვანი ტერმინებია, ისინი გაურკვეველია თავის შინაარსში, ამიტომაც თეზისის ფორმულირების დროს სიტყვა "შეძლებულის" გამოყენებისას უნდა დაკონკრეტდეს: თუ რას ვგულისხმობ ამ სიტყვაში, ანუ რა ქონებისა და შემოსავლის პატრონს მივიჩნევ მე "შეძლებულად".
წარმატებით რომ დავამტკიცოთ საკითხი და გამოვრიცხოთ მსგავსი უარყოფანი, საჭიროა თეზისის ფორმულირების დროს იმთავითვე განიმარტოს ძირითადი სიტყვების მნიშვნელობა. მთელი მტკიცების პროცესში თეზისი უნდა დარჩეს ერთი და იგივე.
8. თეზისის შეცვლა
ბუნებრივია, თუ ვიტყვით, რომ თქვენ წამოაყენეთ რაიმე თეზისი და ცდილობთ მის დამტკიცებას. მაგრამ ზოგჯერ ისეც ხდება, რომ მტკიცების პროცესში წამოყენებული თეზისი მსმენელებისთვის და, შესაძლოა თვით მამტკიცებლისთვისაც კი, შეუმჩნევლად იცვლება. მას ასეც ეწოდება -
თეზისის შეგნებული შეცვლა ხშირად საფუძვლად უდევს დემაგოგიას და სოფისტიკას. ვთქვათ, მეგობარი ცდილობს დამიმტკიცოს, რომ უნდა მივატოვო სიგარეტის მოწევა. არგუმენტად მოჰყავს მონაცემები იმის შესახებ, რომ ნიკოტინის წვეთი კლავს ცხენს, რომ მრავალ მწეველს ფილტვის კიბო უჩნდება და კვდება და ა. შ. როგორც ჩანს, ამ საკითხში ის მართალია, მაგრამ ის ხომ სულ სხვა თეზისს ამტკიცებს! ის მიმტკიცებს იმას, რომ მოწევა მავნებელია ჯანმრთელობისთვის და არა იმას, რომ სწორედ მე უნდა მივატოვო მოწევა. ასე ხშირად, როცა ერთმანეთს ვესაუბრებით.
9. თეზისის დაკარგვა
ზოგჯერ უშვებენ შეცდომას, რომელსაც "თეზისის დაკარგვა" ეწოდება: აპოლოგეტს იმდენად გაიტაცებს თავისი არგუმენტების ჩამოთვლა, რომ თეზისი ავიწყდება. ხანგრძლივი ლაპარაკის შემდეგ ის უცებ ჩერდება, შუბლზე ხელს შემოიკრავს და წამოიძახებს: "რას ვამბობდი?" -
რა თქმა უნდა, თეზისი შეიძლება შეიცვალოს. ეს ხშირად ხდება კონსტრუქციულ დისკუსიებში, როდესაც ოპონენტები გამუდმებით აკონკრეტებენ და ნათელყოფენ თავიანთ პირველდაწყებით პოზიციებს. მთავარია დაფიქსირდეს ასეთი ცვლილებები და უფრო გვიანდელი თეზისი არ იქნეს მიჩნეული პირველდაწყებით თეზისად.
როგორი უნდა იყოს არგუმენტი. ჯერ ვნახოთ, როგორი ტიპის მტკიცებულება გამოიყენება სხვა მტკიცებულებათა ჭეშმარიტების საჩვენებლად.
პირველი, ეს არის ფაქტების კონსტატაცია, რომელთა ჭეშმარიტება მტკიცდება ცდისეულად, პრაქტიკით, სამეცნიერო ექსპერიმენტით. მაგალითად: "რკინა წყალში იძირება", "მდინარე კონგო ორჯერ გადაკვეთავს ეკვატორს", "დოლარის ოფიციალური კურსი (რაღაც მომენტში) იყო ძალიან მაღალი", "კეისარი მოკლეს 44 წელს ჩვენს ერამდე" და ა. შ.
მეორე, ცნებათა განსაზღვრება: "გენომს უწოდებენ მემკვიდრეობის მარტივ ერთეულს", "სიტყვას "месяц" რუსულ ენაში იგივე მნიშვნელობა აქვს, რაც სიტყვა მთვარეს ("Луна"). და ა. შ.
მესამე, მოცემული სფეროს აქსიომა ან პოსტულატები, ცოდნა, რომლის ჩარჩოებშიაც მიმდინარეობს მტკიცება. მაგალითად, თუ თქვენ ამტკიცებთ თეორემას ევკლიდეს გეომეტრიიდან, შეგიძლიათ არგუმენტად გამოიყენოთ ევკლიდეს ცნობილი ხუთი პოსტულატი; თუ ლაპარაკია მექანიკაზე, მაშინ თქვენ შეგიძლიათ დაეყრდნოთ ნიუტონის ცნობილ დინამიკის კანონებს; ბიოლოგიაში -
მეოთხე, ადრე დამტკიცებული თეზისები: თუ მსჯელობისას თქვენ დაამტკიცეთ რაღაც თეზისი, შემდგომში შეგიძლიათ გამოიყენოთ ის, როგორც არგუმენტი სხვა დებულებების დასამტკიცებლად.
აი, არსებითად, ყველაფერი, რისი გამოყენების შესაძლებლობასაც იძლევა ლოგიკა არგუმენტირებული მტკიცებულების დროს. აქედან ცხადია ის მოთხოვნები, რომელთაც უნდა აკმაყოფილებდეს ეს არგუმენტები.
არგუმენტები უნდა იყოს ჭეშმარიტი მტკიცებულებები, რომელთა სინამდვილე ეჭვს არ იწვევს. ის ხომ იმ წანამძღვრად გამოიყენება, რომლისგანაც ლოგიკურად გამომდინარეობს თეზისი. და ჩვენ მხოლოდ მაშინ შეგვიძლია ვიყოთ დარწმუნებულნი თეზისის ჭეშმარიტებაში, როდესაც მტკიცებულების ყველა წანამძღვარი ჭეშმარიტია.
ამ მოთხოვნის დარღვევა, რომელიც დაკავშირებულია ყალბი არგუმენტის გამოყენებასთან, "ძირითად ცთომილებად" იწოდება. ასეთი შეცდომა იმწუთასვე აცლის საფუძველს მტკიცებულების მთელ შენობას: სიცრუის გამოყენებით ყველაფრის "დამტკიცება" შეიძლება, მაგრამ ასეთ მტკიცებულებას არანაირი ფასი არა აქვს.
უფრო ხშირად გვხვდება შეცდომა, რომელიც დაკავშირებულია, შესაძლოა ჭეშმარიტ, მაგრამ საეჭვო არგუმენტის გამოყენებასთან. ის ჯერ თვითონ საჭიროებს დამტკიცებას, მანამდე კი დაუშვებელია მისი გამოყენება მტკიცებულებათა საფუძვლად. ასეთ შეცდომას "საფუძვლის წინსწრებას" (предвосхищение основания) უწოდებენ, ანუ ეს არის საეჭვო არგუმენტით ნაჩქარევი სარგებლობა, რომელიც ჯერ კიდევ საჭიროებს დამტკიცებას.
მაგალითად, XVI ს-
მოყვანილ მსჯელობაში თეოლოგი ეყრდნობა მდგომარეობას იმის შესახებ, რომ "ჯოჯოხეთი იმყოფება დედამიწის შუაგულში". მაგრამ ეს მტკიცებულება ყალბია და თეოლოგი უშვებს ე. წ. "ძირითადი ცთომილების" შეცდომას. უკიდურეს შემთხვევაში, ის მეტად საეჭვოა და ჯერ კიდევ საჭიროებს დამტკიცებას, ამ შემთხვევაში თეოლოგი უშვებს "წინმსწრები საფუძვლის" შეცდომას.
არგუმენტის ჭეშმარიტება ავტონომიურად, ანუ თეზისის მტკიცებულებიდან დამოუკიდებლად უნდა დასტურდებოდეს. თუ რაღაც არგუმენტის დასასაბუთებლად გამოიყენება თვით თეზისი, მაშინ ჩვენ საქმე გვაქვს შეცდომასთან, რომელსაც უწოდებენ "წრეს დასაბუთებაში", ანუ "მოჯადოებულ წრეს". ნათელია, რომ ამ შემთხვევაში მტკიცებულება არ ასრულებს თავის ფუნქციას, რამეთუ თეზისის ჭეშმარიტების დასაბუთებისას ირიბად გამოიყენება თვით თეზისი.
მაგალითად, თქვენ წამოაყენეთ თეზისი: "ნაპოლეონ ბონაპარტე ფსიქიურად გაუწონასწორებელი კაცი იყო" და ცდილობთ ამის დამტკიცებას: "ნაპოლეონი, უეჭველად, დიდი ადამიანი იყო; ყველა დიდი ადამიანი კი, როგორც ცნობილია, ფსიქიკურად გაუწონასწორებელი იყო. შედეგად..." შეჩერდით! -
არგუმენტების ერთობლიობა ურთიერთგამომრიცხავი და საწინააღმდეგო არ უნდა იყოს. თუკი თქვენი ერთი არგუმენტი ეწინააღმდეგება მეორეს, უკიდურეს შემთხვევაში ერთი მათგანი ყალბია, და თქვენ უშვებთ შეცდომას ძირითად მტკიცებულებაში.
არგუმენტების ერთობლიობა საკმარისი უნდა იყოს თეზისის გამოსაყვანად. ერთი არგუმენტი თითქმის არასოდეს იძლევა თეზისის საფუძველს, რადგან მისი მტკიცებულებითი ძალა საკმაოდ მცირეა. მაგრამ რამდენიმე ურთიერთდაკავშირებულ არგუმენტს შეუძლია, შექმნას მყარი ლოგიკური საფუძველი დასკვნის გასაკეთებლად.
მიუხედავად ამისა, არგუმენტების სიმრავლით ბოროტად არ უნდა ვისარგებლოთ. ზოგჯერ მიიჩნევენ, რომ რაც უფრო მეტი არგუმენტია მოხმობილი თეზისის დასამტკიცებლად, მით უკეთესი. ნურას უკაცრავად! ჯერ-
10. დემონსტრაცია, ანუ მტკიცებულების ფორმა
მტკიცებულებაში ყველაზე ძნელია აჩვენო, რომ არგუმენტსა და თეზისს შორის არსებობს გარკვეული ლოგიკური კავშირი; რომ თეზისი ნამდვილად გამომდინარეობს მოყვანილი არგუმენტებიდან. ყოველდღიურ ცხოვრებაში ხშირად ისე ხდება, რომ ზოგიერთ არგუმენტს ადამიანი უმატებს საკუთარ თეზისს სიტყვებით: "ამგვარად", "ამიტომ", "მაშ ასე", "შედეგად" და ა. შ. თავისთავად ეს სიტყვები არ ქმნიან ლოგიკურ კავშირს არგუმენტსა და თეზისს შორის! სინამდვილეში თუ ასეთი კავშირი არ არსებობს, ეს კავშირი მაინც ვერ მიიღწევა, სიტყვები "ამგვარად" და "ამიტომ" მილიონჯერაც რომ გამოიყენოთ.
ლოგიკური კავშირები გამოიხატებიან სხვადასხვა ტიპის დასკვნებში. მტკიცება სრულიად უზადო იქნება მაშინ, როდესაც შეძლებთ, მსჯელობას მიანიჭოთ გარკვეული დასკვნის სახე. მაგალითად, თქვენ გსურთ დაამტკიცოთ თეზისი: "ეს სადენი ხურდება". არგუმენტი: "სადენში თუ ელექტრონული დენი გადის, სადენი გახურდება" -
რა თქმა უნდა, არგუმენტების კავშირი თეზისთან ყოველთვის როდი შეიძლება წარმოდგენილ იქნეს ლოგიკური დასკვნის ან დანასკვთა ჯაჭვის სახით. ხშირად ის ინტუიტიურად მოიაზრება. მთავარია, ეს კავშირი ნამდვილად არსებობდეს და საკუთარ ინტუიციაზე დაყრდნობით შევძლოთ დავეთანხმოთ აზრს, რომ ის ნამდვილად არსებობს. შეცდომა, რომელიც დაკავშირებულია არგუმენტსა და თეზისს შორის ლოგიკური კავშირის არქონასთან ან დანასკვთა წესების დარღვევასთან, ატარებს საზოგადო სახელწოდებას"არ გამომდინარეობს": თეზისი ლოგიკურად არ გამომდინარეობს არგუმენტიდან.
ასეთი შეცდომა მოსდის ნ. ვ. გოგოლის მოთხრობის -
თეზისი: "მეზობელს ჩემი ცოცხლად დაწვა უნდა".
არგუმენტი: "ის ხშირად გამოდის თავისი პალატებიდან", "ღამღამობით მისი სახლი ხანგრძლივად განათებულია".
მითხარით, რა ლოგიკური კავშირია ამ სამ მტკიცებულებას შორის? -
11. მტკიცებულებათა დამაჯერებლობა
ამრიგად, თუ გსურთ, ააგოთ კარგი მტკიცებულება, ყურადღება უნდა მიაქციოთ იმ პირობებს, რომლებიც უნდა აკმაყოფილებდნენ მის თეზისს, არგუმენტებს და დემონსტრაციას: მკაფიოდ ჩამოაყალიბეთ თეზისი, გამოთქვით ჭეშმარიტი არგუმენტები და მოახდინეთ თეზისთან მათი ლოგიკური დემონსტრირება.
სამწუხაროდ, ამ პირობებს ხშირად არღვევენ და მაშინ ასეთი "მტკიცებულებები" წააგავს მაგისტრ იონატუსის არგუმენტებს, რომელიც გარგანტუასგან მოითხოვდა დაებრუნებინა ზარები, რომლებიც მან თითქოსდა ტაძრის სამრეკლოდან მოიპარა: "მე თქვენ ახლა დაგიმტკიცებთ რომ ზარი უნდა დამიბრუნოთ! მე ასე ვმსჯელობ: ყოველი სამრეკლო ზარი, რომელიც სამრეკლოში ზარულად რეკავს, შემზარავ ზარს იწვევს მრეკავებში. პარიზში არსებობს სამრეკლოები. რისი დამტკიცებაც გვჭირდებოდა".
მოგწონთ ასეთი მტკიცებულება? მაგრამ მტკიცებულების შესახებ საუბრის დასასრულს ყურადღება უნდა მივაპყროთ ერთ განსაკუთრებულად მნიშვნელოვან გარემოებას. ადამიანები იშვიათად ვუმტკიცებთ რამეს საკუთარ თავს. ჩვეულებრივ, ჩვენი მტკიცებულებები მიმართულია სხვა ადამიანისადმი. მათი დამაჯერებლობა დამოკიდებულა არა მარტო მათი აგებულების სიმკაცრესა და სიმყარეზე, არამედმოსაუბრეზეც -
მსმენელის თავისებურება -
ერთ ბიჭუნას ასეთი "ბავშვური" კითხვა დავუსვი: რა უფრო მძიმეა -

3