აპოლოგეტიკა - გზა - მართლად სავალი. I-წინათქმა - oldorthodox

საქართველოს ძველმართლმადიდებლური ეკლესია
ძიება
Перейти к контенту

Главное меню:

არქიეპისკოპოსი პავლე (ხორავა)

გზა - მართლად სავალი

ნაწილი I

შთაფლვა თუ დასხმა?!


შთაფლვითი ნათლობის კანონიკურობისა და დასხმითი ნათლობის უკანონობის შესახებ

იოანესეული ნათლისღება

მკითხველო, წინამდებარე წიგნი, რომლის ინტერნეტ-ვერსიასაც ჩვენს ოფიციალურ საიტზე გთავაზობთ, მართლმადიდებლური სარწმუნოების საძირკვლის გამაგრების, შენთვის ჭეშმარიტი ქრისტეანული გზის ჩვენებას ისახავს მიზნად. აქ თავმოყრილია დიდძალი კვლევითი მასალა, რომელიც ეხება დოგმატიკის, ლიტურგიკის, ეკლესიის ისტორიის და ესქატოლოგიის სფეროებს. წიგნი მდიდარია ფაქტობრივი და დოკუმენტური მასალით და მოიცავს პერიოდს I საუკუნიდან ვიდრე XXI საუკუნემდე. ავტორი გვაძლევს ნათლისღების საიდუმლოს, სხვადასხვა ლიტურგიკული წეს-ჩვეულების, 17-ე საუკუნის საეკლესიო რეფორმისა და მისი შედეგების შემჭიდროებულ, მაგრამ ამავე დროს ღრმა ანალიზს.

წიგნში მხილებულია ძველმართლმადიდებლური ეკლესიის წინააღმდეგ მიმართული ცილისწამებებისა და ბრალდებების უსაფუძვლობა; ავტორის მიზანია, ჭეშმარიტების ერთგულ ყოველ ქრისტეანს მიუთითოს გზა მართლად სავალი. იმის გასარკვევად, რომ ეს გზა სწორედ ძველმართლმადიდებლურ ქრისტეანობასთან მიდის, არა მარტო აქ მოტანილი საეკლესიო წესებისა და სხვადასხვა მოვლენის განმარტება დაგეხმარება, არამედ კრებულში თავმოყრილი სადისკუსიო მასალებიც დიდად წაგადგებგა და ორ მოპაექრე მხარეს შორის მტყუან-მართლის გარჩევაც არ გაგიჭირდება.

წიგნის პირველი ნაწილი ეძღვნება ნათლისღების საიდუმლოს, მისი შესრულების კანონიკურ და არაკანონიკურ ფორმებს; მეორე ნაწილი - 17-ე  საუკუნის რუსეთის საეკლესიო რეფორმას და მის შედეგებს როგორც საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიისთვის, ასევე მსოფლიო მართლმადიდებლობისთვის; მესამე ნაწილი კი მთლიანად ეძღვნება ეკლესიის უძლეველობას.

ჭეშმარიტი ქრისტიანული სიყვარულით უძღვნის ამ წიგნს ძველმართლმადიდებლური ეკლესიის არქიეპისკოპოსი პავლე (ხორავა) წმიდა სარწმუნოების გზაზე შემდგარ ყოველ მართლმადიდებელს.

წიგნი გამოიცა ძველმართლმადიდებელ ქრისტეანთა შემოწირულობით.

ტექტნიკური მიზეზების გამო ინტერნეტში ვაქვეყნებთ წიგნის მნიშვნელოვნად შემოკლებულ ვერსიას.

შინაარსი


თავი I
___________________________________________________________________________________________________________________________________

წინათქმა


2012
წელს თბილისის სასულიერო აკადემიის პატრისტიკისა და დოგმატიკის კათედრის გამგემ, ფილოლოგმა და თეოლოგმა, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორმა, პროფესორმა ედიშერ ჭელიძემ ქართველ მორწმუნე საზოგადოებას შესთავაზა სხვადასხვა სარწმუნოებრივ-საეკლესიო საკითხებთან დაკავშირებული მორიგი ნაშრომი სახელწოდებით "სული - ცხოველი". სამგანყოფილებიანი კრებულის (1. მრავალნათლიობა. 2. ერთი ნათლიის ნათლულთა ურთიერთნათესაობა. 3. სამგზისი დასხმით ნათლისღება) უდიდესი ნაწილი ეძღვნება დასხმითი ნათლობის საკითხს და ძველმართლმადიდებელ ქრისტეანთა მხრიდან ამგვარი ნათლობის მიუღებლობის გამო მათ დაუფარავ ლანძღვას.

ამ ნაშრომის ("სული - ცხოველი". თბ. 2012 .) ძველმართლმადიდებელთადმი მიძღვნილი IV თავის შესავალში . ჭელიძე აცხადებს: "მიმრქმელ-ნათლულთა ურთიერთობის განხილვის შემდეგ, კვლავაც სადღეისო ვითარებიდან გამომდინარე, დაისმის საკითხი თავად ნათლობის, ნათლისღების წესის აღსრულების მართებულობასთან დაკავშირებით, რადგან, როგორც ცნობილია, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წინააღმდეგ (? - არქიეპ. .) ბოლო ხანებში კვლავ აღბორგდნენ "ურწმუნოების ახალ-ხმანი", საკუთარი თავის ვითომცდა "სტაროვერებად" ანთუ "ძველმართლმადიდებლებად" მხმობელნი, რომლებიც დიდად განბასრავენ საუკუნოვან ჭეშმარიტებას" (დასახ. შრ. გვ. 109). "წლების წინ გულმტკივნეულად ვამხილეთ ისინი (იხ. . ჭელიძე. "ეკლესია - სძალი უფლისა". თბ. 1990 .) კეთილი იმედით, რომ შემოიქცეოდნენ მართლმადიდებელი ეკლესიისკენ, მაგრამ იმ ცნობების საფუძველზე, რაც ბოლო ხანს გვაქვს (ხაზგასმა ყველგან ჩვენია - არქიეპ. .), კიდევ ერთხელ დავრწმუნდით: ამპარტავნებით დაბრმავებულ ეპილეპტიკოსთა (?) თანალმობიერი განსწავლის ნებისმიერი მცდელობა მხოლოდ წყლის ნაყვაა, სრულიად უნაყოფოა. ამიტომ, ამჯერად აღარ მივმართავთ რაიმე სახის მსჯელობასა და განხილვებს საკუთრივ მათი მისამართით, რადგან, ტერტულიანეს თქმისებრ, აბსოლუტურ "აცილებას ვაძლევთ" საეკლესიო საკითხებთან მათთან ყოველგვარ პაექრობას..." (. . "სული ცხოველი". თბ. 2012, გვ. 109).

ჩვენი ოპონენტი სრულიად მკაფიოდ და გასაგებად გვიყენებს კონკრეტულ ბრალდებებს და ირწმუნება, თითქოსდა ჩვენ "აღბორგებულნი" ვართ "საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წინააღმდეგ" და მეტიც, იმასაც კი ამბობს, თითქოსდა "ხსენებულ "ურწმუნოების ახალ-ხმათა" მხრიდან განხორციელდა "უკიდურესად ცბიერი თავდასხმა ჭეშმარიტებაზე, რომ მედეგობის ღერძი შერყეულიყო და მომხდარიყო ყოველივეს თანაშემღვრევა და აღზევება..." (იქვე, გვ. 111).

"
სული ცხოველის" სხვა ადგილას . ჭელიძე კიდევ უმეტესი გააფთრებით და კადნიერებით გვიტევს და თავის მკითხველს არწმუნებს, რომ ჩვენი სახით საქმე აქვს არა მარტო "ეპილეპტიკოსებთან" (?!), არამედ "სხვადასხვაგვარად გაუკუღმართებულ და გზაგამრუდებულებზე" უარეს "გადამშთაფვლელებთან", რომლებთანაც "სრულიად ფუჭია ყოველგვარი განმსწავლელობა... რადგან ეს ის ხალხია, რომლებისთვისაც სრულიად არანაირი მნიშვნელობა არ აქვს არარა მაგალითს ეკლესიის უწმიდესი ისტორიიდან, არარა განჩინებას წმიდა და ღმერთშემოსილი მამებისას, არარა საკრებო რჯულდებას, არარა განაწესს დიდი სჯულისკანონისას, გამუდმებით თუთიყუშივით იმეორებენ ერთსა და იმავეს ყოველგვარი ძველი წყაროსა და აბსოლუტურად ყოველგვარი არგუმენტის გარეშე და თავს იჯერებენ, რომ ამგვარი მოქმედებით იოლად შეძლებენ, ერთის მხრივ მათგან ჩადენილი ზემოხსენებული თავზარდამცემი დანაშაულის (იგულისხმება წყალპკურებულთა თავიდან ნათლობა - არქიეპ. .) გადაფარვას, მეორეს მხრივ კი ამ დანაშაულის ბადეში, კვლავ და კვლავ, სხვათა და სხვათა მოვერაგებასა და მოსათხევლებას" (იქვე. გვ. 127).

და ბოლოს, . ჭელიძე თავისი ეკლესიის ადეპტებს და მის მიერ დაბნეულ მორწმუნეებს ურჩევს: "როდესაც ამ თავგასულთა (?) მხრიდან რაიმე . . სარწმუნოებრივი საკითხი აღიძვრის "ძვინად ეკლესიისა", მართლმადიდებელი მორწმუნისთვის სავსებით საკმარისი უნდა იყოს (და ესეც მხოლოდ იმიტომ, რომ არ შეცდეს ვინმე ლიტონთაგანი), პასუხად მიუთითოს კონკრეტულ ფაქტზე, კონკრეტულ წმიდა წყაროზე (რაც სრულად შემუსრავს მოშუღარს) და ამით დაასრულოს "პაექრობა"" (იქვე. გვ. 127); ხოლო ამ მიზნის მისაღწევად, ანუ "პაექრობის მარტივად დასასრულებლად" - პროფესორს ძველი და წმიდა წყაროების საკუთარი ინტერპრეტაციების კრებული შეუდგენია, რათა სახელმძღვანელოდ მიეცა "მართლმადიდებელი" ეკლესიის მრევლისადმი, რომ ""მტერმა" "მავნემ" (ანუ ჩვენ - არქიეპ. .) არ დათესოს მასში ეჭვის რაიმე მარცვალი და ყოველ მართლმადიდებელ ქრისტიანს სრული წყაროთმცოდნეობითი გარკვეულობა ჰქონდეს წმინდა ნათლისღების მღვდელმოქმედებასთან დაკავშირებით" (. . იქვე. გვ. 109).

წიგნი "სული - ცხოველი" აღსავსეა მეცნიერისა და მეცნიერული ნაშრომის პრეტენზიის მქონე თხზულებისთვის სრულიად შეუფერებელი უტიფრობით და სოფიზმებით (ამის შესახებ უფრო დაწვრილებით იხ. ქვემოთ). მათი ავტორი, . ჭელიძე, რომელიც საკმაოდ ხმაურიან ტიტულებს ატარებს, გარდა იმისა, რომ სრულიად დაუსაბუთებლად გვიყენებს ბრალს კონკრეტულ ქმედებებში და მეცნიერისთვის შეუფერებელი ფრაზეოლოგიით აფასებს ჩვენს ნააზრევს, აშკარად, ქრისტეანული, ადამიანური და მეცნიერული ეთიკის დარღვევით თავს გვესხმის, როგორც "ცრუებს", "ბოროტების მთხზველებსა" და "ურწმუნოებს", რომლებიც თურმე ანგარიშს არ უწევენ (?) წმიდა მამათა არანაირ (?) სწავლებას და წმიდა კრებათა არანაირ (?) დადგენილებას, რაც გახლავთ ელემენტარული ცილისწამება და სიცრუე.

აქ არაფერს ვიტყვით იმის შესახებ, რომ ასეთ ტიტულოვან მეცნიერს ის მაინც უნდა ესმოდეს, ლიტურგიკულ საკითხებზე დავა (თუნდაც ეს ოფიციალური ეკლესიისთვის არასასიამოვნო და მიუღებელი იყოს) სულაც არ ნიშნავს ბრძოლას ვინმეს წინააღმდეგ; ხოლო მთელი რიგი ბრალდებები, რომელთაც ჩვენი მისამართით იმეტებს -ნი ჭელიძე, სერიოზულ დასაბუთებასა და დამტკიცებას საჭიროებს.

ასე, მაგალითად, . ჭელიძის მტკიცებით თურმე ძველმართლმადიდებლები "ჩქმალავენ და ხშირ შემთხვევაში, საერთოდ არ ახსენებენ, თუ როგორ სამარცხვინოდ იძლივნენ ყველა სხვა საკითხთან დაკავშირებით (საინტერესოა, სად და ვის მიერ "იძლივნენ" და რით გამოიხატა ეს "ძლევა"? - არქიეპ. .), თუმცა... ავად მოხარულობენ, ვნება-ჟინით მოლიზღარობენ, გავიმარჯვეთო, განვაცრუეთო ჭეშმარიტება" (?) (იქვე, გვ. 110-111).

. ჭელიძის ამგვარი კადნიერი ბრალდებები შეუძლებელია უპასუხოდ დარჩეს და არ გაირკვეს, ვისგან მოისმის "ურწმუნოების ხმა" და ვინ არის "ბოროტების მთხზველი" - ჩვენ თუ საქართველოს ოფიციალური "მართლმადიდებელი" ეკლესიის სასულიერო აკადემიის პროფესორი . ჭელიძე?

. ჭელიძის მიმდევართაგან ხშირად გვსმენია და თვითონაც ამტკიცებს, რომ ჩვენ არაფრის შესმენა არ გვსურს, რომ სრულიად უაზროდ ვეწინააღმდეგებით ჩვენი ოპონენტების "საფუძვლიან" არგუმენტებს და ამ წინააღმდეგობას ჩვენს "ფანატიზმს" მიაწერენ. რამდენად სწორია ამგვარი ბრალდება? დღემდე ამისი მტკიცებულება არავისგან გვსმენია. . ჭელიძე ერთადერთია, ვინც ამას შეეცადა თავისი ახალი "ანტისტაროვერული" ნაშრომით "სული - ცხოველი", ხოლო, რამდენად "წარმატებით" შევეცდებით თვალნათლივ წარმოვაჩინოთ.

ოპონენტთა ამგვარი მტკიცებულებებიდან და დამოკიდებულებიდან (ისინი ხომ "მტრებად" და "მავნეებად" გვრაცხენ) გამომდინარე, ჩვენი მოვალეობაა ვაჩვენოთ, თუ რის საფუძველზე არ შევიწყნარებთ . ჭელიძისა და ძმათა მისთა "დასაბუთებულ" "არგუმენტებს".

უმთავრესი მიზეზი ამ "არგუმენტაციის" შეუწყნარებლობისა არის მათი ის სიცრუე და სიყალბე, რომლითაც ამ თავიანთ ისტორიულ თუ ლიტურგიკულ "დასაბუთებებს" წარმოაჩენენ. ყოველივე აქედან გამომდინარე, წინამდებარე ნაშრომის მიზანიც სწორედ . ჭელიძის მსჯელობის, მისი სოფისტიკისა და სიცრუის გამოაშკარავებაში იხილვება.

შევეცდებით ვაჩვენოთ, თუ რა ხრიკებს მიმართავს ძველმართლმადიდებელთა მოწინააღმდეგე პროფესორი თავისი "დასაბუთებების" წარმოდგენისას.

მრავალწლიანი პოლემიკური გამოცდილებიდან გამომდინარე, ვაკეთებთ დასკვნას, რომ ჩვენს ოპონენტებს ოფიციალური ეკლესიიდან ან სააზროვნო აპარატი არ უვარგათ, ან კიდევ შეგნებულად ცრუობენ, რათა სხვებიც მოატყუონ და ერთმანეთიც. ისინი ჩვენს მოტყუებასაც ცდილობენ, მაგრამ ეს არ გამოსდით, რის გამოც დავის ისეთ უხეშ და პრიმიტიულ ხერხს მიმართავენ, როგორიც არის პიროვნების შეურაცხყოფა... თუმცა ამის შესახებ ცოტა ქვემოთ, თავის ადგილას ვილაპარაკებთ.

ჩვენ უკვე გვქონდა შემთხვევა, მიგვეთითებინა ძველმართლმადიდებელთა ერთ-ერთი მოწინააღმდეგისთვის, კერძოდ, რელიგიურ ალმანახ "ივერიის გაბრწყინების" აწ გარდაცვლილი რედაქტორის, გიორგი გაბაშვილისთვის, ესწავლა სწორი აზროვნება. ჩვენთვის წამოყენებული მისი ბრალდებების გამაბათილებელ წიგნში: "ვიდრე ჰხუალ... მორწმუნეო" (თბილისი 1999 .) ამ საკითხს მთელი თავები მივუძღვენით ("ვისწავლოთ სწორი აზროვნება", "უხეირო "შპარგალკა" და სხვა). საზოგადოდ კი, თითქმის მთელი წიგნი დავუთმეთ უხეირო და უგერგილო განსჯის თუ "ლოგიკური" აბდაუბდის მხილებას, რომელიც, როგორც უკვე ვთქვით, ასე დამახასიათებელია ოფიციალური ეკლესიის პოლემისტებისთვის.

ასეთ ფაქტებს წავაწყდით ფორუმ church.ge-ზე ამ რესურსის წევრებსა და ერთ-ერთ ძველმართლმადიდებელს შორის გამართულ პოლემიკაშიც, სადაც ძველმართლმადიდებელს  უამრავი არასწორად დაყენებული საკითხის გასწორება და იმ კუთხით დასმა უწევდა, რა კუთხითაც არის სწორედ შესაძლებელი მათი მართებული განხილვა.

დღეს კი დავა გვიწევს ოფიციალური ეკლესიის უმთავრეს პოლემისტთან და ცნობილ სოფისტთან პროფ. . ჭელიძესთან, რომელსაც, სხვათა შორის, გამოკვეთილი ცრუპენტელობისთვის ჩვენმა ზემოთ ხსენებულმა ოპონენტმა . გაბაშვილმა "ახალი ბარლაამ კარლამბრიელიც" კი უწოდა, და თანაც, არა იმდენად სადავო საკითხთა ლიტურგიკულ-დოგმატურ განსჯათა გამო (თუმცა, ესეც იგულისხმებოდა), რამდენადაც იმ ალოგიკურ და ზოგჯერ სრულიად არასერიოზულ მტკიცებულებათა გამო, რომელსაც ჩვენი "განათლებული" და ხარისხთა მფლობელი ოპონენტი მიმართავს ლიტურგიკულ პრობლემათა მისთვის სასურველ ჭრილში წარმოსაჩენად.  

<<<

1

>>>

 
TOP-RATING.UCOZ.COM
Назад к содержимому | Назад к главному меню Яндекс.Метрика