აპოლოგეტიკა - დიალოგი ძველმართლმადიდებლობაზე 4 - საქართველოს ძველმართლმადიდებლური ეკლესია

საქართველოს ძველმართლმადიდებლური ეკლესიის ოფიციალური საიტი
Перейти к контенту
საღვთისმეტყველო დისპუტი ფორუმ www.church.ge-ზე

ძველმართლმადიდებლებსა და გაბატონებული ეკლესიის მიმდევრებს შორის
დიალოგი ძველმართლმადიდებლობაზე
დიალოგი ძველმართლმადიდებლობაზე
"როცა უსჯულოს ვეტყვი: სიკვდილით მოკვდები-მეთქი, შენ კი არ გააფრთხილებ მას და არაფერს ეტყვი უსჯულოს ბოროტი გზიდან ჩამოსაშორებლად, რომ გადარჩეს, მოკვდება უსჯულო იგი თავის უკეთურებაში და მის სისხლს შენ მოგკითხავ.

ხოლო თუ შენ გააფრთხილებ უსჯულოს და არ მოიქცევა თავისი უსჯულოებისაგან და ბოროტი გზიდან, თავის უსჯულოებაში მოკვდება, შენ კი გადარჩენილი გყავს შენი თავი".


ეზეკიელი 3:18-19
ამ რამოდენიმე ხნის წინათ, ინტერნეტში, ვებ-ფორუმების მეშვეობით გაიმართა დისპუტი ძველმართლმადიდებელ ქრისტეანებსა და ოფიციალური ეკლესიის წევრებს შორის. ძველმართლმადიდებელთა მხრიდან დისპუტში მონაწილეობის მიზანი იყო სწორი და მართებული ინფორმაციის მიწოდება, როგორც ძველმართლმადიდებლობაზე (ზოგადად), ასევე კონკრეტულ საეკლესიო საკითხებზეც.

როგორც მოსალოდნელი იყო, ჩვენს ამ მცდელობას ობიექტურად განგვემარტა მთელი რიგი სადავო საკითხები ოფიციალურ, ე. წ. "მართლმადიდებელ" ეკლესიასა და ძველმართლმადიდებელთა შორის, მოჰყვა საკმაოდ მძაფრი რეაქცია გაბატონებული ეკლესიის ადეპტთა მხრიდან. დისპუტის პროცესში გამოიკვეთა საეკლესიო ფორუმების საერთო სტრატეგია, - ყოველგვარი საშუალებით ობსტრუქცია მოუწყონ იმ პირებს, რომლებიც ცდილობენ ამხილონ ოფიციალურ ეკლესიაში არსებულ დარღვევები და გადახრები.

იმისათვის, რათა ფართო საზოგადოებისთვის მისაწვდომი ყოფილიყო სხვადასხვა ფორუმში გამართული პოლემიკის მთელი შინაარსი და დახატულიყო ის სურათი, რაც ამ ფორუმებზე გამართული დისპუტით გამოიკვეთა, ჩვენი საიტის ადმინისტრაციამ გადაწყვიტა თავი მოეყარა ყველა ამ მასალისთვის და თემატური სახით შეეთავაზებინა ობიექტური მკითხველისთვის, რათა მან თავად განსაჯოს ვინ ვინ არის და რას ესწრაფვის.

დისპუტი ძირითადად წარმოებდა ფორუმებზე: www.church.ge; www.forum.archangels.ge და www.iveria-tv.ge/forum

ფორუმში, ძველმართლმადიდებელთა მხრიდან, მონაწილეობდა ორი პიროვნება: "ძველმართლმადიდებელი" (ფორუმზე chruc. ge) (ხოლო ფორუმებზე: forum.archangels.ge და iveria.tv.ge "odlbeliever"-ის ფსევდონიმით) და "Netvorc"-ი.

ოფიციალური ეკლესიის მხარდამჭერთა მხრიდან კი ძველმართლმადიდებელთა წინააღმდეგ გამოდიოდა მრავალი ადამიანი, რომელთა ნიკებს (ფსევდონიმებს) მკითხველი იხილავს თვით დისპუტის მასალებში, სადაც ფრჩხილებში მითითებულია ის ფორუმი, სადაც გაიმართა კონკრეტული დიალოგი და რომელშიც მონაწილეობდა კონკრეტული ფსევდონიმით გამომავალი ძველმართლმადიდებელთა ესა თუ ის ოპონენტი.

ოპონენტთა სტილსა და ლექსიკას ვტოვებთ ხელუხლებლად, ხოლო ჩვენი მხრიდან მონაწილეთა ტექსტებში შეგვაქვს უმნიშვნელო შესწორებები, რომლებიც არ არღვევენ დისპუტის შინაარსს. ძირითადად ტექსტები დავტოვეთ უცვლელად და არ მოვაცილეთ მას იმ დაძაბული ტონი, რომელიც ხშირად გააჩნდათ მოპაექრე მხარეებს, რათა მკითხველმა მთელი სიმძაფრით შეიგრძნოს მოცემულ საკითხებზე მოდავეთა განწყობა, განსახილველი საკითხებისადმი მიმართება და ის კრიტერიუმები, რითაც ისინი საკითხთა განხილვისას სარგებლობდნენ. ტექსტების განხილვისას მკითხველს ვთხოვთ გაითვალისწინოს, რომ დიალოგები ხშირად სწარმოებდა ონლაინ რეჟიმში, მოუმზადებლად, რის გამოც ორივე მხრიდან ბევრია გრამატიკული შეცდომები.

ცხადია, დისპუტები ინტერნეტ სივრცესა თუ პირდაპირ შეხვედრებზე, შესაძლოა მომავალშიც გაიმართოს, მაგრამ, ვფიქრობთ, რომ მომავალი დისპუტებისთვის ამ დიალოგებმა უკვე ჩაყარეს საფუძველი. არის თუ არა შესაძლებელი საუბრის გაგრძელება ამ ორ მხარეს შორის ამას მომავალი გვიჩვენებს. იმედს ვიტოვებთ, რომ ეს პირველი ეტაპი, რომელიც საკმაოდ დაძაბულად წარიმართა, გარკვეულწილად საფუძველს ჩაუყრის უფრო კონსტრუქციულ და მშვიდ დიალოგს.

დიალოგის მასალები საკმაოდ ვრცელია (აქ თანამიმდევრობით და თემატური შეთავსებით არის განთავსებული ზემოთდასახელებულ სამ ფორუმზე გამართული პოლემიკა), ამიტომაც, მკითხველს რომ გაუადვილდეს მხარეების ამოცნობა, შავი ფერის შრიფტით განვათავსეთ ძველმართლმადიდებელთა პასუხები, მოცისფრო შრიფტით ჩვენი ოპონენტების შრიფტი, ხოლო მოწითალო შრიფტით ის ციტატებია აღნიშნული, რომელთაც თავიანთ პასუხებში იყენებდნენ პოლემისტები.
damiane80: (ძველმართლმადიდებელი. ციტატა): "ამ შეხედულებას პასუხს გავცემ ავტორიტეტული მეცნიერების ნაშრომებიდან. ანუ გიჩვენებთ, რომ რეფორმის ორგანიზატორები და 1667 წლის კრების თავმჯდომარე, იყვნენ პატივაყრილი და გალათინებული იერარქები. მანდ ვნახავთ "სუბიექტურია" ჩემი განცხადება თუ ობიექტური".
 
ასე იმუქრები შენ უკვე 3 თვეა მგონი და დროა წარმოგვიდგინო ავტორიტეტული წყაროები, ოღონდ არ გინდა ახლა მდარე შეთქმულკების თეორიები და მსგავსი ღაცაცეები. ამას იმიტო გეუბნები, რომ წინა პოსტებში, რაღაც მსგავსი ტენდენცია ჩანდა.
 
ციტატა: "ძალიან სამწუხაროა. მართლმადიდებლობის ისტორიაში არ ყოფილა შემთხვევა (თუ 1667 წლის კრებას და მის მხარდამჭერებს არ ჩავთვლით), მნიშვნელობა არ მიენიჭებინოთ ვინ ასამართლებს მართლმადიდებლობას და რატომ ასამართლებს. ასეთი უგულისხმო დამოკიდებულება, უკვე არის მიმანიშნებელი იმ სულიერი დაცემულობისა, რაც იმდროინდელ აღმოსავლეთს ახასიათებდა. ამაშიც, არაფერია გასაკვირი, მართლმადიდებლური ეკლესიის ისტორიაში ცნობილია, რომ მონოთელიტობის დროს აღმოსავლეთის უამრავაი იერარქი, მ. შ. თითქმის ყველა პატრიარქი ამ მწვალებლობაში გადავარდა. მცირედნიღა იცავდნენ მართლმადიდებლობას. სწორედ მაშინ უთხრეს, თუ გახსოვთ, წმ. მაქსიმე აღმსარებელს (საკუთარი სიტყვებით გადმოვცემ): როდესაც ყველა ამ შეხედულებას უჭერს მხარს, მარტო შენა გაქვს სიმართლეო? და მაქსიმემ უპასუხა: მთელი სამყაროს, რომ მონოთელიტობის მხარდამჭერი აღმოჩნდეს, მე თქვენს უკეთურებას არ ვეზიარებიო..."
 
ძალიან არასწორი მაგალითია, ჯერ ერთი, კონკრეტულ შემთხვევაში რომ ცალკეული ეკლესიები ან უმრავლესობა კი არ იდგა 3 თითიანი წყობის მართებულობაზე, არამედ ყველა მაშინ არსებული ეკლესია გარდა რუსეთისა, და არ ღირს ახლა თურქების გავლენაზე ლაპარაკი ათონის მთის და ზოგიერთი ეკლესიების მიმართ, ვისთანაც თურქეთი საერთოდ არაბნაირ შემხებლობაში არ იყო (მაგ, იგივე წმინდა სინას მთიდან იყო კრებაზე იერარქი და სხვა ეკლესიებიდან);
 
მეორეც, აქ საკითხი არ იდგა დოგმატური ცვლილების შესახებ, იმიტომ რომ 3 თითიანი პირჯვრის წერის წესი დოგმატური თვალსაზრისით და სინაარსობრივად არ ეწინააღმდეგება მართლმადიდებლის მრწამს და აღიარებს ზუსტად იმასვე, რასაც მანამდე არსებული 2 თიათიანი წყობა (განსხვავება მხოლოდ თითების თანმიმდევრობაშია). მაგ: აქ რომ ყოფილიყო დოგმატური ცვლილების საკითხი, მაგ ქრისტეს ერთ ბუნების აღიარება და ა.შ, ასეთ დროს ძველმართლმადიდებელის სიმტკიცე რწმენაში შესაშური იქნებოდა, მაგრამ კონკრეტულ შემთხვევასი რეფორმის დროს ასეთი საკითხი არ იხილებოდა;
 
ამიტომ შენს მიერ მოყვანილი მაგალითი ვერ გამოდგება ძველმართმადიდებლობის გასამართლებლად "რასკოლში"
 
ციტატა: "მე ზემოთ ადრე მოვიყვანე კონსტანტინოპოლის პატრიარქის წერილიც, რომელიც ნიკონს წერს, რომ იგი ამართლებს პირჯვრის წერის 3 თითიან წყობას, თუმცა შეცდომად არ მიაჩნია 2 თითით პირჯვრის წერა და მოუწოდებს ამის გამო არ შექმნას განხეთქილება ეკლესიაში".
 
ამაზე მე ზემოთვე გიპასუხეთ, თუ არ ვცდები. შენ მიპასუხე, რომ ამაზე დეტალურად შემდეგ მიპასუხებდი.

ძველმართლმადიდებელი (damiane80. ციტატა): "შინაარსობრივად კი 3 თითით პირჯვრის წერა იგივეს აღიარებს, რასაც ორი და ამის გამო სქიზმაში წასვლა (ეკლესიის ერთიანობიდან გამოყოფა)არა მარტო გაუმართლებელია, არამედ დაუსაბუთებელიც".
 
თითების წყობის ამ ორი ფორმის შინაარსობრვი იდენტურობას საკმარისად შევეხე თემაში "პირჯვრის წერის მიმართულება", ამიტომ აქ აღარ გავიმეორებ, რაც შეეხება დანარჩენ მტკიცებულებას, მინდა გითხრათ, რომ აქაც, სამწუხაროდ, ზუსტად ვერ გადმოსცემთ საკითხის არსს. არსებითად ძველმოწესეები არსად წასულან, უფრო ისინი გააგდეს ნიკონიანელმა რეფორმატორებმა თავიანთი ერთობიდან. დიახ, თავიანთი ერთობიდან და არა ეკლესიიდან, როგორც ამას გვიმტკიცებენ. ეკლესიისდან გასვლასა და გაბატონებულ მწვალებელთა თუ სქიზმატიკოსთა ერთობაში არ ყოფნა ერთი და იგივე როდია. ვფიქრობ, არ უნდა მჭირდებოდეს ორგზისი კრების მე-15 კანონის დამოწმება.
 
(damiane80. ციტატა): "და ბოლოს, შენ ტყუილად ცდილობ, რუსული ნიკონიანური ეკლესიის ხაზის გამტარებლად და უფლებამონაცვლედ გამოგვიყვანო აქ".
 
საქართველოს ეკლესიამ ეს ხაზი გაატარა ნიკონის რეფორმის მიღებით (მიტრ. ნიკოლოზის 1667 წლის ყაჩაღთა კრებაზე მონაწილეობითა და მისი დადგენილებების მოწონებით). ხოლო ავტოკეფალიის გაუქმების შემდეგ, საქართველოს ეკლესიას არც არავინ ეკითხებოდა რაიმე ხაზის გატარებას. რასაც უნდოდათ იმას აკეთებდნენ. ამიტომაც, ცოტა არ იყოს უხერხულია დამოუკიდებელ "ხაზებზე" ლაპარაკი იმ დროს, როდესაც მშობლიურ ენაზე ლოცვაც კი გვეკრძალებოდა.
 
(damiane80. ციტატა): "შეიძლება რუსული ლიტურგიკული წიგნები დღესაც გამოიყენება საქართველოს ეკლესიაში, მაგრამ ეს არცერთ შემთხვევაში არ ნიშნავს იმას, რომ საქართველოს ეკლესია არის რუსული ნიკონიანური ეკლესიის მემკვიდრე და უფლებამონაცვლე და შესაბამისად მისი სეცდომების ან ღისებების გამზიარებელი".
 
ეს ლიტურგიკული წიგნები გადაკეთეუბულია რუსულ-ნიკონიანური ეკლესიის რეფორმირებული წიგნების მიხედვით. ქართველ მეცნიერთა აღიარებით, არ დარჩა ქართული ლიტურგიკული წიგნი, ანტონ კათალიკოსს (პირველს) რუსულის მიხედვით რომ არ გადაეკეთებინა (კ. კეკელიძე; ეპისკოპოსი დავითი და სხვა).
 
(damiane80. ციტატა): "მე მინდა შეგახსენო, რომ საქართველოს მართლმადიდებელმა ეკლესიამ ავტოკეფალიისდაკარგვის შემდეგ, ეს ავტოკეფალია აღადგინა და ის გუჯარ სიგელები, რომელიც მსოფლიოს საპატრიარქოს მიერ არის დამოწმებული საქართველოს ეკლესიის აღიარებენ როგორც მე-5 საუკუნიდან არსებულ ავტოკეფალურ ეკლესიად".
 
დიახ, ავტოკეფალია ნიკონიანური ცდომილებების მემკვიდრე ქართულმა ეკლესიამ მოიპოვა, მაგრამ ის პრაქტიკა და ცთომილებები, რაც ამ რუსული ეკლესიისგან მიიღო ჯერაც არ გაუსწორებია. რაც მთავარია, საქართველოს ეკლესიას არ დაუგმია არც თავისი მონაწილეობა 1667 წლის ყაჩაღთა კრებაზე, და არც თვით ეს კრება.
 
(damiane80. ციტატა): "განსხვავებით ამისგან, როგორც მე წავიკითხე,თქვენს ძველმართლმადიდებელ იერარქს, რომელიც თუ არ ვცდები ხელი დაასხა რუსეთის ძველმართმდმადიდებელმა იერარქმა და მისგან მიიღო ავტოკეფალიის აღიარება, ასე რომ თუ ვინმემ შეიძლე ისაუბროს რუსული ეკლესიის მემკვიდრეობაზე, ეს პირველ რიგში სწორე თქვენს ძველმართლმადიდებლურ ეკლესიას ეხება სწორედ, რომელსაც თვიოთმყოფადობა არ გააჩნმია საერთოდ."
 
რუსული ეკლესიის მემკვიდრეობაში მისი ცდომილი მემკვიდრეობა იგულისხმება და არა ავტოკეფალიის აღიარება. ეს საკმაოდ მარტივია. საქართველომ ავტოკეფალია მიიღო ანტიოქიისგან, და რა რაიმე ცოდვაა ეს? ან აქვს კი მნიშვნელობა ვინ აღიარებს შენს ავტოკეფალიას? ან კიდევ, თქვენი ეკლესიის ავტოკეფალია რუსეთმა არ აღიარა? მოდი, საეკლესიო-ლიტურგიკული დარღვევები და მემკვიდრეობა არ ავურიოთ, ეკლესიის ორგანიზაციულ მოწყობასთან და მის წარმომავლობასთან. ჩვენ ეკლესიის ლიტურგიკულ პრაქტიკაზე ვლაპარაკობთ და არა იურიდიულ მომენტებზე, როგორიც არის ავტოკეფალია.
 
(damiane80. ციტატა): "თქვენს ძველმართლმადიდებლურ ეკლესიას ეხება სწორედ, რომელსაც თვიოთმყოფადობა არ გააჩნმია საერთოდ".
 
მომიტევეთ, მაგრამ, ვერ გავიგე რისი თქმა გინდოდათ. თვითმყოფადობა და ავტოკეფალია ჩემთვის ერთი და იგივეა. ჩვენს, ქართულ ეკლესიას გააჩნია ავტოკეფალია, ის აღიარა რუსეთის ძველმართლმადიდებლური ეკლესიის პატრიარქმა შესაბამის დოკუმენტზე ხელმოწერით. აღიარა ავტოკეფალიაზე მისი, როგორც ისტორიული უფლება. ეს დოკუმენტი შეგიძლიათ იხილოთ აქ: (ქართულად): http://www.oldorthodox.ge/ist_sherigebis_sigeli.html
 
(რუსულად): http://www.ancient-orthodoxy.narod.ru/doc/2009_p1.htm
 
(damiane80. ციტატა): "იქნებ მითხრა ერთი-ორი მაინც ქართველი ძველმართლმადიდებელი, მაგ: 17-ე, მე-18 ან შემდგომი საუკუნეების. "რასკოლი" ეს არის წმინდა რუსული ფენომენი და ქართულ ეკლესიას ეს პრობლემა არასოდეს ჰქონია (არც სხვა ეკლესიებს სხვათაორის))".
 
17-ე და 18-ე საუკუნეებში რომ ქართველთაგან არავინ იყო ძველმართლმადიდებელი ეს ძველმართლმადიდებლობის ნაკლი კი არ არის, არამედ ქართველობის ნაკლია, რომ არ იცნობდა ძველმართლმადიდებლობას და რუსეთის ბნელში იმყოფებოდა.
 
17-ე საუკუნის განხეთქილება იმდენად არის "რუსული" ფენომენი, რამდენადაც 11-ე საუკუნის განხეთქილება დასავლეთსა და აღმოსავლეთს შორის არის "ბერძნული". ხოლო ეროვნული ნიშნით ეკლესიის ამა თუ იმ რეგიონში მომხდარი მოვლენების დახარისხება ან ფილეტისტური მიდრეკილების ბრალია, ან კიდევ, მომიტევეთ და უცოდინრობისა.
 
(damiane80. ციტატა): "ასე რომ საქართველოს ეკლესია არის მე-5 საუკუნიდან არსებული ავტოკეფალური ეკლესიის თუ შეიძლება ითქვა უფლებამონაცვლე და იგი დღევანდელ რუსულ მართლმადიდებლურ ეკლესიასთან დაკავშირებულია მხოლოდ ევქარისტიული კავშირით. რაც შეეხება ლიტურგიკულ წიგნებს, ამაზე ითქვა უკვე, ქართული ეკლესია ცდილობს დაუბრუნდეს თვითმყოფად ქართულ ლიტურგიკულ წიგნებს, მაგრამ ეს პროცესია და რა ვქნათ ახლა, რადგან რუსული გვაქვს აღარ ვილოცოთ".
 
ვერ დაგეთანხმებით, ეს უფლება მან ავტოკეფალიის დაკარგვასთან ერთად დაკარგა. სწორია, რომ საქართველოს აქვს და უნდა ჰქონდეს პრეტენზია ავოტკეფალურობაზე, რადგან მას ეს ჰქონდა მეხუთე საუკუნიდან, მაგრამ ავტოკეფალურობა, კიდევ ერთხელ ვიტყვი, საქმის იურიდიული მხარეა... მე ლიტურგიკულ პრაქტიკაზე და ლიტურგიკულ გადმოცემებზე ვლაპარაკობ... თქვენც აღიარებთ ამას... პროცესს, რომელიც ქართული ლიტურგიკული პრაქტიკის აღდგენაზე იზრუნებს, მე მივესალმები... ძველ სლავური პრაქტიკა არ არის რუსული, ის ძველბერძნულია, ახალრუსული კი ახალბერძნული, სახეშეცვლილი... ამ სახეშეცვლილი პრაქტიკის მემკვიდრეა (და არა ძველისა) დღევანდელი ოფიციალური ეკლესია. ამიტომაც არის ის რეფორმირებული რუსული ეკლესიის მემკვიდრე...
 
(damiane80. ციტატა): "ჩემი აზრით "რასკოლის" საკითხი საერო ხელისუფლებამ გამოიყენა თავისი ინტერესებისათვის და რუსულმა ეკლესიამ ამაში მას ხელი ვერ შეუშალა და არც შეუშალა.აქედან გამომდინარე, საქართველოს ეკლესიის ან სხვა მართლმადიდებლური ეკლესიის კაცთამკვლელობააში მონაწილედ და ხელისშემწყობად გამოცხადება უბრალოდ სირცხვილია და ფაქტების ძააალიან სუბიექტუირი კუთხით დანახვაა".
 
ასეთ შემთხვევაში ალბათ ღირს გავიხსენოთ, რომ ეკლესია ევქარისტული ერთობაა... რას ვგულისხმობ, მგონი თქვენ მიმიხვდებით... აქედან დანაშაულში თანამოზიარეობაც...
 
(damiane80. ციტატა): "მაგას გეუბნები მეც და მაშინ ნუღა გვდებ აქ ბრალს ანტონის რუსულიდან გადმოქართულებულ წიგნებს რატო იყენებთო. იგივე საკეთებთ თქვენ, ოღონდ თქვენი წიგნები ვინ გადმოაქართულა და როგორ თანაც ძველ სლავურიდან, ეგ აღარ ვიცი".
 
მთავარი უბედურება ქართული ეკლესიის მიერ რუსულ-ნიკონიანური ტექსტების გადმოქართულებაში კი არ არის, არამედ ჯერ ამ "სლავური" ტექსტების მდგომარეობაში. მათ ხარისხში... გარდა ამისა, მხოლოდ ტექსტების საკითხი არ დგას აქ. აქ დგას განხეთქილების საკითხი. ვინ არის სქიზმატიკოსი და ვინ არის ამ სქიზმის მხარდამჭერი?
 
დავუშვათ, საერთოდ არ იდგეს ლიტურგიკული ტექსტების ხარისხის საკითხი, ბოლოს და ბოლოს ეს ხანგრძლივი, მაგრამ მაინც გამოსწორებადი საქმეა; დავუშვათ, ყველაფერი რიგზეა, საკითხი მაინც იერარქიის კანონიკურობაზე, ანუ მის სქიზმატურობასთან თუ არასქიზმატურობასთან მიდის... ცხადია, პრაქტიკაშიც ბევრია გასასწორებელი და არის უსერიოზულესი საკითხებიც (მაგ. წყალპკურებითი ნათლობის საკითხი), მაგრამ მაინც მთავარი თემა განხეთქილებაა.
 
ოფიციალური ეკლესიის მთელი დავა იწყება იქიდან, რომ ძველმართლმადიდებლები არიან "რასკოლნიკები", ანუ სქიზმატიკოსები. არის კი ეს ასე? ჩვენ ვიცით, რომ ასე არ არის!
 
damiane80 (ძველმართლმადიდებელი. ციტატა): "თქვენ რომ მოგთხოვონ ახლა სამი თითით უარყოფა იმიტომ, რომ ის მწვალებლობაა, მიიღებდით? ხომ გჯერათ რომ ის სრულიად მართლმადიდებლურია? და თუ მწვალებლობად არ აღიარებდით იმას, რაც მართლმადიდებლურია, რაში უნდა გამოხატულიყო თქვენი ბრალეულობა?"
 
არასწორად სვამთ საკითხს, მწვალებლობად იქნა მიჩნეული იმდენად რამდენადაც ეკლესიებმა აღიარეს 3 თითით პირჯვრის წერის წესი მართებულად, ხოლო ვინც ახალ წესს განუდგებოდა, ის გამოცხადდა მწვალებლად.
 
საქართველოს ეკლესია, რომ დაუბრუნდეს ორი თითით პირჯვრის წერის წესს ოფიციალურად და მასში მოიაზრებოდეს იგივე დოგმატური შინაარსი, რაც Dრეს არის, მე უპირობოდ დავიწყებდი პირჯვრის წერას 2 თითით, ხოლი თუკი ასეთ შემთხვევაში ადამიანი ჯიუტად აგრძელებს ძველ წესს, რაც ეკლესიამ გააუქმა და არ აღიარებს ახალს, ის ეკლესიისაგან განდგომილად და შესაბამისად მწვალებლად ანუ ცრუ მოძღვრების მიმდევარად ითვლება), თუნდაც ის წესი თავის დროზე მარტებული ყოფილიყო.
 
აქ მნიშველოვანია ქრისტოანობაში ერთ-ერთი მთავარი სათნოება და ეკლესიის არსებობის უმთავრესი საფუძველი არის მორჩილება და ეკლესიიის ერთიანობაზე ზრუნვა, თუმცა არა დოგმატური ცვლილებების ხარჯზე.

ძველმართლმადიდებელი (damiane80. ციტატა): "არასწორად სვამთ საკითხს, მწვალებლობად იქნა მიჩნეული იმდენად რამდენადაც ეკლესიებმა აღიარეს 3 თითით პირჯვრის წერის წესი მართებულად, ხოლო ვინც ახალ წესს განუდგებოდა, ის გამოცხადდა მწვალებლად".
 
ბ-ნო, დამიანე, ბროკჰაუზ-ეფრონის ენციკლოპედიაში არის სტატია "დენისოვებზე", სადაც ლაპარაკია ცნობილი წიგნის "პომორული სიტყვისგების" ავტორ ანდრია დენისოვზე. სტატიის ავტორი, რომელიც ოფიციალური ეკლესიის მღვდელმსახურია, არ გაურბის სიმართლეს და ობიექტურად აღიარებს, რომ დენისოვმა აშკარად და საკმაოდ დახვეწილად ამხილა ოფიციალური, რუსული ეკლესიის სიცრუე, რომელიც გამოიხატა იმაში, რომ საკმაოდ დიდი ხნის განმავლობაში ამტკიცებდა, თითქოსდა ორი თითით პირჯვრისწერა იყო სომხური მწვალებლობა. თითქოსდა 11-ე საუკუნის კიევში ვინმე მარტინე სომხის წინააღმდეგ, რომელიც თურმე იქ ორი თითით პირჯვრისწერას ასწავლიდა, კრებაც კი მოუწვევიათ და ამ კრებას დაუგმია პირჯვრისწერის ეს ფორმა. ეს სიცრუე ამხილა ოსტატურად დენისოვმა. ხოლო მოგვიანებით თვით ოფიციალური ეკლესიის მკვლევარებმაც.
 
ორი თითით პირჯვრისწერის ამგვარ ინტერპრეტაციას უჭერდა მხარს რეფორმა, რაც თავისთავად მიუღებელი იყო მთელი მართლმადიდებლური რუსეთისთვის. ვგრძნობ, რომ ახლა შეიძლება ამან კამათი გამოიწვიოს, და ამიტომაც, შევეცდები მომდევნო პოსტებში დავდო უტყუარი ფაქტები იმისა, რომ ეს ნამდვილად ასე იყო.
 
სხვათა შორის, ცნობილი რუსი მოღვაწე, ეკლესიის "წმინდანი" დიმიტრი როსტოველი ორი თითით პირჯვრისწერას საკმაოდ შეურაცხმყოფელი ტერმინებით მოიხსენიებდა. და არა მარტო დიმიტრი როსტოველი. ასევე ცნობილია წყაროები, რომლებიც ამტკიცებენ, რომ ერთხელ სერაფიმე საროველისთვის დაუსვამთ კითხვა ცხონდებიან თუ არა ორი თითით პირჯვრისმაწერალნი? სერაფიმეს უპასუხნია, რომ "სრულიად მართლმადიდებელნიც რომ იყონ ამდაგვარნი, ვერ ცხონდებიან".
 
შემიძლია კიდევ სხვა მაგალითების მოტანა, მაგრამ ესეც საკმარისია, იმის საჩვენებლად, რომ ბრძოლა იმ პერიოდში მიმდინარეობდა ძველი გადმოცემების, როგორც მწვალებლობების აღმოსაფხვრელად, რეფორმაც ამ ეგიდით მიმდინარებოდა.
 
(damiane80. ციტატა): "საქართველოს ეკლესია, რომ დაუბრუნდეს ორი თითით პირჯვრის წერის წესს ოფიციალურად და მასში მოიაზრებოდეს იგივე დოგმატური შინაარსი, რაც Dრეს არის, მე უპირობოდ დავიწყებდი პირჯვრის წერას 2 თითით, ხოლი თუკი ასეთ შემთხვევაში ადამიანი ჯიუტად აგრძელებს ძველ წესს, რაც ეკლესიამ გააუქმა და არ აღიარებს ახალს, ის ეკლესიისაგან განდგომილად და შესაბამისად მწვალებლად ანუ ცრუ მოძღვრების მიმდევარად ითვლება), თუნდაც ის წესი თავის დროზე მარტებული ყოფილიყო".
 
თუ ეკლესია დაამტკიცებს, რომ ის წესი რაც შემოაქვს მართლმადიდებლურია და დასტურდება მამათაგან (სამ თითთან დაკავშირებით არ არსებობს არცერთი წმიდა მამებისეული მოწმობა) და დააწესებს ამ ჩვეულებას, ცხადია შეიძლება მისი მიღება, თუმცა ძველი წესის მიმდევარი რატომ უნდა გამოცხადდეს დაუმორჩილებლად?
 
ახლის დამკვიდრება, რატომ უნდა იყოს ძველის შეჩვენების მიზეზი, თუ ძველი მართლმადიდებლურია? თუ დროებით დაშვებული ჩვევაა, როგორიც იყო, მაგ. პასექის დღესასწაულობა, მაშინ კი ბატონო, იმიტომ, რომ პირველ მსოფლ. კრებამდე ასიის ეკლესიებისთვის დაშვებული იყო იკონომია, რომელიც გააუქმა პირველმა მსოფლიო კრებამ (ისტორიულ პერიპეტიებში არ გადავვარდები, თქვენც კარგად მოგეხსენებათ მთელი იმდროინდელი ვითარება). ამდენად, იმ ძველი, თავისთავად არასწორი, მაგრამ დროებით დაშვებული წესის მიდევნება, სწორი წესის დაკანონების შემდეგ, დანაშაულია. მაგრამ განა ასეა ორი თითით პირჯვრისწერის შემთხვევაში? მითუმეტეს, რომ დღეს ოფიციალური ეკლესიებიც აღიარებენ მის უძველესობას და მართლმადიდებლურობოას.
 
(damiane80. ციტატა): "აქ მნიშველოვანია ქრისტიანობაში ერთ-ერთი მთავარი სათნოება და ეკლესიის არსებობის უმთავრესი საფუძველი არის მორჩილება და ეკლესიიის ერთიანობაზე ზრუნვა, თუმცა არა დოგმატური ცვლილებების ხარჯზე".
 
ბ-ნო დამიანე, მორჩილებას მხოლოდ იმ შემთხვევაში გვიბრძნანებენ მამები, როდესაც დაცულია მართლმადიდებლობა, და არა მაშინ, როდესაც პირიქით, მართლმადიდებლობის საზიანოდ იღვწიან უმაღლესი იერარქები...
 
ამაზე უამრავი მოწმობის მოტანა შემიძლია, მაგრამ ვფიქრობ ეს თქვენთვისაც ცნობილი უნდა იყოს და ამდენად, არ უნდა შემომედავოთ ამ საკითხში...

***

მათთვის, ვისაც არ სჯერა, რომ XVII საუკუნის რუსეთის საეკლესიო რეფორმა მიმდინარეობდა ძველი, მართლმადიდებლური გადმოცემების (მ. შ. ორი თითით პირჯვრისწერის) ვითარც "მწვალებლობათა" აღმოფხვრისა და "ნამდვილი" მართლმადიდებლური გადმოცემების "აღდგენის" ეგიდით.
ამონაწერები ლენინგრადის სასულიერო აკადემიის პროფესორის, ღვთისმეტყველების მაგისტრის, პროტოპრესვიტერ იოანე ბელევცევის მოხსნებიდან, რომელიც მან წაიკითხა რუსეთის გაქრისტეანებიდან 1000 წლისადმი მიძღვნილ საერთაშორისო-საღვთისმეტყველო კონფერენციაზე ("Богословие и духовность") მოსკოვში 1987 წლის 11 მაისს.
 
"როდესაც პატრიარქი ნიკონი მისი თანამედროვე ბერძნული ნიმუშებით ცვლიდა რუსულ საეკლესიო ჩვეულებებსა და წეს-განგებებს, გამოდიოდა მეტად მცდარი და საღვთისმეტყველო თვალსაზრისით არასწორი შეხედულებიდან, რომ რუსებსა და ბერძნებს შორის არსებული განსხვავებანი "რყვნის ჩვენს სარწმუნოებას", ამიტომაც ამ განსხვავებათა აღმოფხვრას ის როგორც "მართლმადიდებლობის მწვალებლობათა და ცთომილებათაგან გაწმენდის" ტოლფასად მიიჩნევდა (Голубинский Е. К нашей полемике со старообрядцами. — М., 1905. — с. 59, 61). აქედან კი მივიღეთ ძველი რუსული საეკლესიო გადმოცემების ნაჩქარევი და სასტიკი, საღვთისმეტყველო თვალსაზრისით უსაფუძვლო და სრულიად არასაჭირო, თავისი შედეგებით კი საეკლესიო ერთობის დამარღვეველი რეფორმა" (პროტოპრესვ. იოანე ბელევცევი. XVII საუკუნის რუსეთის საეკლესიო განხეთქილება")

"საწესჩვეულებო საკითხის გასარკვევად და მის მიერ დაწყებული საქმის გასამართლებლად პატრიარქმა ნიკონმა მიმართა მოსკოვში, 1655 წელს ჩამოსულ ანტიოქიელ პატრიარქ მაკარის, სერბ პატრიარქ გაბრიელს და სხვა ბერძენ იერარქებს, რომლებიც ღვთისმსახურებაზე რუსებს არწმუნებდნენ, რომ მართლმადიებელმა ქრისტეანმა პირჯვარი უნდა გადაიწეროს პირველი სამი თითით, ხოლო ის, ვინც პირჯვარს გადაიწერდა ორი თითით, ის ვითომცდა ბაძავდა ერეტიკოსებს და უნდა ყოფილიყო ანათემირებული. ამ ავტორიტეტების მხარდაჭერით, პატრიარქმა ნიკონმა 1656 წელს მოიწვია კრება, რომელზეც დააწესა, რომ ამიერიდან ყველა რუს მართლმადიდებელ ქრისტეანს პირჯვარი უნდა დაეწერა სამი თითით, ხოლო ვინც გამოიყენებდა ორ თითს პირჯვრის საწერად, განიკვეთებოდა ეკლესიიდან და იქნებოდა შეჩვენებული" (იქვე).

"კრებით დადგენილებაში ნათქვამი იყო: "ამიერიდან, საღ გონებაზე მყოფი ვინმე თუ პირჯვარს არ გადაიწერს მარჯვენა ხელის პირველი სამი დიდი თითით, რითაც განუყოფელი და ერთარსება წმიდა სამება გამოიხატება, არამედ ეკლესიისთვის მიუღებელი წესით (ანუ ორი თითით - ძვმ.) პატარა თითებს შეართებს დიდთან (იგულისხმება ცერის, ნეკის და არათითის შეერთება - მთარგმნ.), რომელშიაც წმიდა სამების არათანასწორობა იხილვება, და ორი აღმართული, საჩვენებელი და შუათითით, რომელშიაც მოიაზრებენ ორ ძეს და ორ ბუნებას, ნესტორიანული მწვალებლობის თანახმად, ან კიდევ სხვა ნებისმიერი სახით, გადაიწერს პირჯვარს - წყეულიმც იყოს და განკვეთილი" (Макарий, митрополит. История Русской Церкви, т. XII. — СПб., 1910. — с. 193-194) (ციტ. იქვე).
 
"1656 წლის კრებაზე წარმოთქმულ სიტყვაში, პატრიარქმა ნიკონმა პირდაპირ განაცხადა, რომ ორი თითით "არასწორად გამოიხატება წმიდა სამებისა... და განკაცების საიდუმლო" (Там же, — с. 192-193)" (იქვე).
 
"თავისთავად, საღვთისმსახურებო წიგნების შესწორება ნაბეჭდი წიგნების მიხედვით, - წერს ცნობილი ლიტურგისტი ნ. დ. უსპენსკი კიევურ გამოცემებზე, - არ იქნებოდა ამ წიგნების ღირებულებათა დამაკნინებელი, თვით ეს ბეჭდვითი გამოცემები გამოსადეგნი და მთელ მართლმადიდებლურ რუსეთთან და მსოფლიო პატრიარქებთან თანხმობაში რომ ყოფილიყვნენ., მაგრამ სწორედ ეს ხარისხი აკლდა ზემოთხსენებულ დასავლურ გამოცემებს" (Успенский Н. Д., профессор. Коллизия двух богословии и направлений русских богослужебных книг в XVII веке. — БТ, вып. 13. — М., 1975. — с. 152).

ბერძნული საღვთისმსახურებო წიგნები, რომლებიც ნიმუშად აიღო ნიკონმა რუსული საღვთისმსახურებო წიგნების შესწორების საქმეში, უპირატესად დაბეჭდილი იყო ვენეციის ლათინურ ტიპოგრაფიებში, რადგან თურქების მონობის ქვეშ მყოფ ბერძნებს საკუთარი ტიპოგრაფიები არ გააჩნდათ. ბერძნული წიგნების ასეთი წარმომავლობა მრავალ რუს მორწმუნეში იწვევდა უნდობლობას მათდამი, რომლებიც ეჭვობდნენ, რომ ლათინებს, რომლებიც უბეჭდავდნენ წიგნებს ბერძნებს, შეეძლოთ დაემახინჯებინათ მათი შინაარსი და თავიანთი "მწვალებლობები" შეეტანათ მათში. შედეგად, ბერძნული წიგნების მიხედვით რუსული წიგნები კი არ სწორდებოდა, არამედ ფუჭდებოდა და ირყვნებოდა" (იქვე).

"პატრიარქ ნიკონის საქმესთან დაკავშირებით მოსკოვში, 1666-1667 წლებში მოწვეულ იქნა დიდი საეკლესიო კრება, რომლებშიაც მონაწილეობას ღებულობდნენ პატრიარქები პაისი ალექსანდრიელი და მაკარი ანტიოქიელი. კრებამ მოიწონა პატრიარქ ნიკონის საეკლესიო რეფორმები, თუმცა თვით პატრიარქი, საპატრიარქო საყდრის თვითნებურად დატოვებისა და სხვა მისდამი მიწერილი კანონიკური დარღვევებისთვის გაკიცხულ იქნა, მას აჰყარეს პატივი (სიკვდილის შემდეგ, ნიკონი ისევ აღადგინეს საპატრიარქო პატივში) და გადაასახლეს თერაპონტის Ферапонтов მონასტერში. კრებამ, ვითარც "ერეტიკოსები" და დაუმორჩილებელნი, დასწყევლა რეფორმის ყველა მოწინააღმდეგე და გადასცა ანათემას" (იქვე).

"კრება ძველმოწესეებს უყურებდა როგორც ერეტიკოსებს. ამის დასტურს ვპოულობთ 1667 წლის კრების "საქმეებში", სადაც ორი თითით პირჯვრისწერის წესთან დაკავშირებით სიტყვა სიტყვით ნათქვამია შემდეგი: "Всем убо явленно есть, яко исповедаше во Святой Троице неравенство, яко ариане, и несториане, и духоборцы, и аполинариане и прочие проклятии еретицы" (Деяния московских Соборов 1666 и 1667 годов. М., 1881., с. 32)" (იქვე)

"მოსკოვის 1667 წლის კრების ანათემა საბედისწერო გახდა: ერთიანი რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესია ორად გაიხლიჩა! არადა შესაძლებელი იყო XVII საუკუნის რუსეთის მართლმადიდებლურ ეკლესიაში ეს სამწუხარო მოვლენა არ მომხდარიყო..." (იქვე).

 
ორიოდ სიტყვით "რეფორმატორთა" შესახებ
 
ანუ მათ საყურადღებოდ, ვისაც არ სჯერა, რომ XVII საუკუნის ნიკონიანური რეფორმის შთამაგონებელნი, წამქეზებელნი და ორგანიზატორნი იყვნენ გალათინებული, პატივაყრილი და ავანტიურისტი მწვალებლები
 
ძველმართლმადიდებლობის ოპონენტები, სამწუხაროდ, ძალზეც ხშირად ვერ აცნობიერებენ იმას, რომ XVII საუკუნის რუსეთის საეკლესიო რეფორმის სულისჩამდგმელები და ორგანიზატორები იყვნენ პატივაყრილი, კათედრაწართმეული და გალათინებული იერარქები; რუსეთში, მეფესთან სამათხოვროდ ჩამოსული ავანტიურისტები.
 
დღეისათვის უეჭველად დამტკიცებულია, რომ 17-ე საუკუნის მეორე ნახევრის რუსეთში საეკლესიო რეფორმებს სათავეში ჩაუყენეს და საეკლესიო წიგნების "შესწორება" მიანდეს აშკარა მწვალებლებს (კერძოდ, ლათინებს, იეზუიტებს და უნიატებს), ასევე, საკუთარი პატრიარქებისგან პატივაყრილ და დამხობილ იერარქებს.
 
"რეფორმებზე ნიკონის ერთ-ერთი მთავარი შთამაგონებელი, როგორც ამას თვით პატრ. ნიკონი აღიარებს, იყო აღმოსავლეთის პატრიარქი ათანასე პატელარიოსი, რომელიც სამჯერ აღსაყდრდა კონსტანტინოპოლის კათედრაზე: პირველად კათედრაზე მხოლოდ ორმოცი დღე დაჰყო (ეს იყო 1633 წ.); მეორედ - თითქმის ერთი წელიწადი (1634-1635 წწ.) და მესამედ (1653 წ.) მხოლოდ თხუთმეტი დღე. მოსკოვში 1653 წელს სამათხოვროდ ჩამოვიდა (რუსის მეფისგან მოწყალების მისაღებად).
 
ჯერ კიდევ 1643 წელს კონსტანტინოპოლის პატრიარქი პართენი მის შესახებ რუსეთის მეფეს წერდა, რომ ათანასე არის ვერაგი და მზაკვარი ადამიანი, რომ მან კონსტანტინოპოლის კათედრა დაიპყრო მოტყუებითა და ღალატით, რომ ის არის "სუპოსტატი და ახალი იუდა" (Н. Ф. Каптерев. "Характер отношений России к православному востоку в XVI и XVII вв. Москва. 1914 г.).
 
პროფ. ე. შმურლო ამტკიცებს, რომ ყოველივე ამის გარდა, "ათანასე იყო ლათინელი (ე. ი. პაპისტი - მთარგმნ.) "კათოლიკურ წრეებს" მისი ალექსანდრიის პატრიარქად დანიშვნა უნდოდათ და ამიტომაც რეკომენდაციას უწევდნენ, როგორც "კეთილ კათოლიკეს, რომელიც სარგებლობდა პროპაგანდის (პაპისტური დაწესებულება, რომელიც მიზნად ისახავდა ბერძნების მოქცევას ლათინობისკენ - მთარგმნ.) კეთილგანწყობით".
 
პროფ. შმურლო აღნიშნავს, რომ "ათანასეს ასეთ დახასიათებას აძლევს თვით კონსტანტინოპოლის პატრიარქი პართენი, რომელიც, სხვათა შორის, ასევე რომის (ე. ი. პაპის - მთარგმნ.) ერთგული იყო" (Проф. Е. Шмурло. Паисий Лигарид в Риме и на греческом востоке… Труды Пятого Съезда Академических организаций за границей, стр. 539 и 541). პატრიარქ ათანასეს შესახებ ამ ცნობას ადასტურებს "პროპაგანდის" მდივანი ფრანჩესკო ინგოლო (იქვე. გვ. 581).
 
აი, ვინ იყო ნიკონ პატრიარქის პირველი შთამაგონებელი. როგორც დავინახავთ, ამ ათანასეზე უკეთესები არ იყვნენ ნიკონის სხვა თანამშრომლები და წამქეზებლებიც.



ა. დ. კივშენკო (1880). 1654 წლის საეკლესიო კრება.



ვ. გ. შვარცი (1867 წ.). პატრიარქი ნიკონი "ახალ იერუსალიმში"


 
ს. დ. მილორადოვიჩი. პატრიარ ნიკონის გასამართლება

დავიწყოთ არსენ ბერძენით, ერთ-ერთი უმთავრესი რეფორმატორით. აი, რას გვამცნობენ მის შესახებ ისტორიული წყაროები: "თუკი ნიკონის დროს (საეკლესიო) წიგნების შესწორებათა მოწინააღმდეგეები არსენს ყველა მხრივ უკიდურესად არასაიმედო და პირდაპირ ერეტიკოსებადაც კი მიიჩნევდნენ, რომელმაც რუსული საღვთისმსახურებო წიგნებში შეიტანა თავისი მწვალებლობანი და სწორედ მასში ხედავდნენ ნიკონის დროს შემოტანილი ყველა საეკლესიო სიახლის მთავარ დამნაშავეს, მართლმადიდებელი (იგულისხმება ნიკონიანელი - მთარგმნ.) მწერლები, პირიქით, ამ ბოლო დრომდე დაბეჯითებით ამტკიცებდნენ, რომ არსენი იყო არა მხოლოდ განათლებული ადამიანი, არამედ მართლმადიდებლობის მკაცრი დამცველი. მან მოსკოვში თითქოსდა მხურვალედ ამხილა რუსული ჩვეულებების უმართებულობა და რუსული საეკლესიო წიგნების უვარგისობა, რითაც აიმხედრა კიდევაც ძველი ღვთისმოსაობის დამცველები" (Н. Ф. Каптерев. "Характер отношений… стр. 208). რამდენად "უვარგისი" იყო ძველი რუსული საეკლესიო წიგნები და რამდენად საჭიროებდნენ შესწორებას, მოკლედ ზემოთაც აღვნიშნეთ, ამჯერად ჩვენი მიზანია, გვარკვიოთ, ნამდვილად იყო კი ეს არსენ ბერძენი მართლმადიდებელი?!
 
როგორც პროფ. კაპტერევი გვამცნობს, ძველმორწმუნეთა მოწინააღმდეგე და ნიკონის მომხრე რეფორმატორები ცდილობენ შექმნან არსენ ბერძენის, როგორც მგზნებარე მართლმადიდებლის ხატი, მაგრამ მათ ამ მონდომებას ცივი წყალი გადაასხა მთელმა რიგმა ისტორიულმა პირებმა, მათ შორის, იერუსალიმის პატრიარქმა პაისიმ, რომლის წერილიდანაც ჩანს, რომ არსენი მართლმადიდებელი კი არა, მგზნებარე ერეტიკოსი ყოფილა.
 
1649 წელს პატრიარქი პაისი მეფე ალექსის უგზავნის წერილს, სადაც ურჩევს, კარგად გამოიძიონ არსენის ვინაობა და გამოკითხონ იგი, რამეთუ "მერყევია ქრისტეანულ სარწმუნოებაში" (იქვე. გვ. 209). რომ მას, (პატრიარქს - მთარგმნ.) არსენის მიერ ჩადენილ ბოროტ საქმეზე უარესი საქმეები ჯერ არ უხილავს, რომელთა შესახებაც მხოლოდ მან, იერუსალიმის პატრიარქმა იცის" (იქვე. გვ. 213-214). ცხადია, რომ ასეთი ინფორმაციის მიღების შემდეგ, არსენი დააპატიმრეს და გადაასახლეს სოლოვკაში. დაიწყეს მისი საქმეების გამოძიება და დაკითხვები.
 
"არსენ ბერძენის საქმიდან ცხადი ხდება, რომ არსენი, რომის იეზუიტური კოლეგიის აღზრდილი იყო, რომელიც სპეციალურად ბერძენ უნიატტა აღზრდას ემსახურებოდა. ამგვარი პიროვნება იყო არსენიც. ძალზე ძნელი და თითქმის შეუძლებელია ივარაუდო, რომ იეზუიტ მოძღვართა ხელში აღმოჩენილ 14 წლის ყმაწვილს რაიმე სერიოზული წინააღმდეგობა გაეწია მათი ზეგავლენისთვის. სხვას რომ თავი დავანებოთ, მარტო ასაკის გამოც ვერ შესძლებდა იგი მართლმადიდებლურ და პაპისტურ (ლათინურ - მთარგმნ.) აღმსარებლობათა შორის არსებულ განსხვავებათა სიღრმისეულ წვდომას, ამიტომაც ყოველგვარი წინააღმდეგობის გარეშე მიეცა ადამიანის სულის წარწყმედის საქმეში გაწაფულ იეზუიტებთან მეგობრობას...
 
როდესაც არსენი კონსტანტინოპოლში ჩამოვიდა, მისმა საკუთარმა ძმამ, არქიმანდრიტმა ათანასემ, იგი ბერად არ აღკვეცა იმ მიზეზით, რომ იგი რომში გალათინდა... თუ არსენის ჩვენებებს დავუჯერებთ, თავისი ღვიძლი ძმების მიერ იძულებულ იქნა საჯაროდ შეეჩვენებინა ლათინობა და მართლმადიდებლობა მიეღო; მაგრამ არცთუ დიდი ხნით. ძალიან მალე მან საერთოდ უარყო ქრისტეანული სარწმუნოება და მაჰმადიანობა მიიღო. დატოვა კონსტანტინოპოლი და ვალახეთში დასახლდა, შემდგომ კი მოლდავეთში, მართლმადიდებლურ გარემოში აღმოჩნდა, სადაც ისევ ქრისტეანობას დაუბრუნდა...
 
ამის შემდეგ არსენ ბერძენი საცხოვრებლად გადადის ლვოვში და ისევ უნიატი ხდება; შემდეგ მიემგზავრება ვარშავაში, სადაც გარკვეული ხნით პოლონეთის მეფის კარზე ცხოვრობს, ეს უკანასკნელი მას კიევის მართლმადიდებლურ სკოლაში აგზავნის მასწავლებლად - რა თქმა უნდა, აქ უნიატობის საქადაგებლად...
 
მოსკოვში ჩამოსული არსენი თავს ორთოდოქს მართლმადიდებლად ასაღებს, ხოლო შემდგომ, სოლოვკის მონასტერში მკაცრი მეთვალყურეობის ქვეშ გადასახლებული - დროისა და ვითარების შესაბამისად, - მთელი მონდომებით აქებს და ადიდებს რუსულ ღვთისმოსაობას და ბერძნულზე ბევრად აღმატებულადაც კი მიიჩნევს. ცხადია, რომ იეზუიტური აღზრდის შედეგად არსენი, როგორც ადამიანი, სრულიად დეგრადირებული იყო; მას არაფრად უღირდა, ვითარებისდ მიხედვით წარამარა ეცვალა რელიგიური შეხედულებანი: ლათინებთან ლათინი იყო, მაჰმადიანებთან - მაჰმადიანი, მართლმადიდებლებთან - მართლმადიდებელი; სოლოვკელ ბერებთან კი დიდი გულშემატკივარი რუსული ღვთისმოსაობისა და ბერძნულის მაძაგებელი.
 
არსენი, მასთან ერტად იეზუიტურ კოლეგიაში აღზრდილ პაისი ლიგარიდის მსგავსად (მის შესახებ ცოტა ქვემოთ), იმ ავანტიურისტთა რიგს მიეკუთვნებოდა, რომელთა მსგავსნი საკმაოდ იყვნენ იმდროინდელ ბერძნებს შორის და რომელთა ზედაპირული განათლებულობის ქვეშ უხეში ეგოიზმი, მერყეობა და გამცემლობა იმალებოდა. ესენი ის ადამიანები იყვნენ, ვინც ყველაფერს იკისრებდნენ საკუთარი გამორჩენისთვის.
 
თავისთავად გასაგებია, როგორ წინდაუხედავად მოიქცა ნიკონი, როდესაც სოლოვეცკის მონასტრიდან მოსკოვში გამოიძახა არსენი და რუსული საეკლესიო საღვთისმსახურებო წიგნების შესწორება მიანდო. თვით იერუსალიმის პატრიარქმა აღიარა არსენი ერეტიკოსად, და მართლმადიდებლობისთვის საშიშ პიროვნებად მიიჩნია. ამიტომაც ურჩევდა ნიკონს, როგორც მავნე ეკალი, დაუყოვნებლივ ამოეძირკვა არსენი მართლმადიდებლური რუსეთის ნიადაგიდან, რათა იგი რაიმე "საეკლესიო გარყვნილებით" არ შეებილწა.
 
თვით რუსეთის მთავრობამ ოფიციალურად სცნო არსენი ბოროტმოქმედ ერეტიკოსად, რომელსაც ერეტიკული გამოგონებებით სურდა მოსკოვის ქვეყანაშიც გაევრცელებინა თავისი დემონური სწავლებანი და მართლმადიდებელ ქრისტეანთა შორის კეთილმსახურებისა და ღვთისმოსაობის ნაცვლად ერეტიკული ღვარძლი ეთესა.
 
ნიკონის მოწინააღმდეგეთა მყარი რწმენა არსენის ერეტიკულობასთან დაკავშირებით მტკიცდებოდა კიდევ იმ გარემოებით, რომ არსენი სოლოვკებიდან გამოძახების შემდგომაც (ე. ი. წიგნების შესწორების დროსაც კი - მთარგმნ.) მეთვალყურეობის ქვეშ რჩებოდა (ეს ჩანს მის მიერ 1666 წელს მეფისადმი მიწერილი სავედრებელიდანაც).
 
ამრიგად, არსენ ბერძენი 1666 წლამდე მეთვალყურეობის ქვეშ იყო "მისი მართლმადიდებლურ სარწმუნოებაში გამოსწორების მიზნით და სწორედ ამ მართლმადიდებლობაში გამოსასწორებელ კაცს ანდობენ რუსული ღვთისმოსაობისა და საეკლესიო წიგნების შესწორებას. ამგვარი ქმედების შეუსაბამობა ხომ სრულიად აშკარაა" (Н. Ф. Каптерев. "Характер отношений России к православному востоку в XVI и XVII вв. Москва. 1914 г., стр. 214-218).
 
გაგრძელება იქნება

damiane80 (ძველმართლმადიდებელი. ციტატა): "ახლის დამკვიდრება, რატომ უნდა იყოს ძველის შეჩვენების მიზეზი, თუ ძველი მართლმადიდებლურია".
 
კაცო შენ ახლა ჩემს სათქმელს ამბობ პირდაპირ. დღეის მდგომარეობით იგივე რუსეთში თუნდაც სიტუიაცია ისეთია, რომ თუ ძველმართლმადიდებლები აღიარებენ ახალ წესებს და შემოურიგდებიან ეკლესიას, მაშინ შეუძლიათ წირონ და ილოცონ ძველი წესით და პირჯვარიც ისე გადაიწერონ. ეს ტქვენ არ გინდათ ჩვენთან (ასე ვტქვათ ახლებთან შემორიგება), იმიტო რომ ჩვენ გვიწოდებთ მწვალებლებს. შენ მიერ მოყვანილ მაგალითში კი თავად ადასტურებ, რომ ეკლესიაში შეიზლება ისეთი მნიშვნელოვანი წესიც კი შეიცვალოს (ახალი შემოვიდეს) როგორიცაა ლიტურგია, თუმცა ამის გამო არც ძველია მწვალებლობა და არც ახალი.
 
ანუ იმის ქმა მინდა, რომ პრობლემა თქვენშია, ეს თქვენ არ აღიარებთ ამ თითით პირჯვრის წერის სისწორეს. ეს იგივეა, რომ არ აღიარებდეთ ოქროპირის ან ბასილის წირვას და ჯიუტად ითხოვდეთ მხოლოდ იაკობ მოციქულის წირვას, უფრო მეტიც ოქტოპირის წირვას, როგორც ახალ წესს წირვისას მწვალებლობად მიიჩნევდეთ (ნუ იყოფინ).
 
დაფიქრდი ამაზე.
 
დიახ ნამდვილად.
 
(ძველმართლმადიდებელი. ციტატა): "ბ-ნო დამიანე, მორჩილებას მხოლოდ იმ შემთხვევაში გვიბრძნანებენ მამები, როდესაც დაცულია მართლმადიდებლობა, და არა მაშინ, როდესაც პირიქით, მართლმადიდებლობის საზიანოდ იღვწიან უმაღლესი იერარქები..."
 
ბ-ნო მართლმადიდებელო, გეთანხმები ორივე ხელით, მაგრამ ისევ ზემოთ ნახსენებ მაგილითს მოვიხმობ შორს რომ არ წავიდე. ეკლესიის ისტორიაში მომხდარა ცვლილებები და ყოფილა სიახლეები, როდესაც ახალს ჩაუნაცვლებია ძველი (იგივე წირვის წესი) ანუ არა ყოველივე სიახლე არის საზიანო, არამედ საკითხს უნდა შევხედოთ ასე. ეკლესიის მიერ მოწოდებული სიახლე, ხომ არ ეწინააღმდეგება დოგმას (მრწამს).
 
ამ კუთხით 3 თითიანი პირჯვრის წერის წესი არანაირი სახით არ ეწინააღმდეგება მართლმადიდებლობის მრწამს, პირიქით მისი შესაბამისია და ამდენად არ წარმოადგენს მწვალებლობას.
 
საწინააღმდეგოდ ამისა, ეკლესიისაგან განდგომა (სქიზმა) სერიოზული დანაშაული და ეს ჩემგან არ გესწავლება. აქ რეალურად პრობლემა არის იმაში, რომ რუსეთში განხორციელდა ეს ყველაფერი ძალიან აგრესიულად და დანაშაულებრივადაც კი. წმინდა საეკლესიო საკითხები გამოყენებული იქნა ხალხის დევნისათვის, რაც რა ტქმა უნდა გაუმართლებელია ყველანაირად.
 
ანუ იმის თქმა მინდა, რომ ეს არის წმინდა რუსული ფენომენი და ამ საკითხს არცერთ მართლმადიდებელ ერში საერთო არ ჰქონია რაიმე წინააღმდეგობა გარდა რუსეთისა, ესეც ბევრ რამეზე მეტყველებს მე მგონი.
 
 
ძველმართლმადიდებელი (damiane80. ციტატა): "კაცო შენ ახლა ჩემს სათქმელს ამბობ პირდაპირ. დღეის მდგომარეობით იგივე რუსეთში თუნდაც სიტუაცია ისეთია, რომ თუ ძველმართლმადიდებლები აღიარებენ ახალ წესებს და შემოურიგდებიან ეკლესიას, მაშინ შეუძლიათ წირონ და ილოცონ ძველი წესით და პირჯვარიც ისე გადაიწერონ. ეს ქვენ არ გინდათ ჩვენთან (ასე ვქვათ ახლებთან შემორიგება), იმიტო რომ ჩვენ გვიწოდებთ მწვალებლებს. შენ მიერ მოყვანილ მაგალითში კი თავად ადასტურებ, რომ ეკლესიაში შეილება ისეთი მნიშვნელოვანი წესიც კი შეიცვალოს (ახალი შემოვიდეს) როგორიცაა ლიტურგია, თუმცა ამის გამო არც ძველია მწვალებლობა და არც ახალი".
 
ბ-ნო დამიანე, არსებობს დიალოგის, პოლემიკის, დისპუტის... როგორც გინდათ დაარქვით, გარკვეული დონეები და ეტაპები. მაგალითად, თემაში "პირჯვრისწერის მიმართულება", სადაც საკმაოდ ვიდავეთ პირჯვრისწერის და კურთხევის გაცემის საკითხებზე, პოლემიკის დონე განისაზღვრებოდა ფაქტების შეპირისპირების მეთოდით. ანუ, როდესაც ერთ მხარეს მოაქვს მისი სასარგებლო ფაქტი, მეორეს კი თავისი სწავლების სასარგებლო მაგალითი. როდესაც პოლემიკა გრძელდება ამ დონეზე, დიდი შანსია ის შევიდეს ჩიხში... მაგალითებიც უსასრულო როდია, ერთხელაც ამოიწურება და სათქმელიც აღარაფერი დარჩება. ორივ მხარე კი მაინც იქნება თავისი შეხედულების ერთგული. აქ პოლემიკა ან უნდა დამთავრდეს ან თვისობრივად ახალ დონეზე უნდა იქნეს აყვანილი.
 
ჩვენს შემთხვევაშიც მგონი აქეთკენ მიდის საქმე. ეხლა მე რომ დავიწყო იმის მტკიცება არის თუ არა სამი თითი მისაღები და იმ მაგალითების ანალოგიური, რომლებიც თქვენ მოგყავთ ლიტურგიასთან დაკავშირებით, და კიდევ სხვა... ეს დისპუტიც ჩიხში შევა, რადგან დარწმუნებული ვარ, ჩემს მიერ მოტანილ ფაქტებს თქვენ დაუპირისპირებთ საკუთარ არგუმენტებს, შემდეგ გასარჩევი იქნება ეს ახალი არგუმენტები და ა. შ. უსასრულოდ...
 
სად არის გამოსავალი ასეთ შემთხვევაში? ვფიქრობ, ასეთ შემთხვევაში გამოსავალია საკითხის საღვთისმეტყველო გააზრება. მაგალითად, თქვენი მსჯელობიდან ჩანს, რომ თქვენ სქიზმატებად მიიჩნევთ ძველმორწმუნეებს, მე კი ვფიქრობ, რომ სქიზმატები არიან ოფიციალური ეკლესიის წარმომადგენლები, როგორც სქიზმის მოქმედთა სულიერი მემკვიდრეები... როგორ გავიგოთ ვინ არის მართალი? თუ, როგორც უკვე ვთქვი, საკითხს ავწევთ საღვთისმეტყველო დონეზე და იმას კი არ გავარკვევთ ჯერ, ვინ ვის რა უთხრა და ვინ ვის რა პასუხი გასცა... არამედ, ვილაპარაკებთ თვით სქიზმის რაობაზე, რა არის სქიზმა, ვინ, როგორ და რომელ შემთხვევაში შეიძლება და უნდა გამოცხადდეს სქიზმატიკოსად, ხოლო შემდეგ, თუ ამ საღვთისმეტყველო (უფრო ეკლესიოლოგიურ) საკითხში შევთანხმდებით, და ისტორიული ფაქტებს მოვუხმობთ ამა თუ იმ განსახილველ საკითხთან დაკავშირებით, ადვილად გავარკვევთ ვინ იყო სქიზმატიკოსი და ვინ არა.
 
იგივე უნდა ითქვას სხვადასხვა წესებზეც, - ძველზეც და ახალზეც... ეკლესიოლოგიური თუ თეოლოგიური თვალსაზრისით უნდა იქნეს განხილული რა არის ცვალებადი ეკლესიაში და რა უცვალებელი... რომელი საეკლესიო წესის შეცვლა არის მიზანშეწონილი და რომლის არა... და ა. შ. რამდენად მისაღებია ოპონენტების მიერ მოტანილი შედარებები და რამდენად შეესატყვისება იგი განსახილველი საგნის არსს... თუ ასე არ მივუდგებით, დისპუტი გადავა კინკლაობაში, რაც მეტად არასასურველია და უპერსპექტივო... ამ კინკლაობის გამო, უკვე უამრავი ადამიანი მემდურის თქვენს ფორუმზე...  არ მელაპარაკებიან...
 
ასე, რომ თუ გაქვთ სურვილი, მოდი, სხვა კუთხით მივუდგეთ ამ საკითხებს და განვიხილოთ ისინი ზემოთხსენებული პრინციპებით... მაგალითად, იმისთვის რათა გავარკვიოთ ვინ იყო სქიზმის მომქმედი ძველმორწმუნეები თუ ნიკონიანელი ახალრეფორმატორები, ჯერ სქიზმის ცნება დავადგინოთ, ერთმანეთში შევთანხმდეთ და შემდეგ განვიხილოთ კონკრეტული ფაქტები...
 
იმედია დამეთანხმებით, რომ რომ ასე აჯობებს.               
 
damiane80 (ძველმართლმადიდებელი. ციტატა): "იმისთვის რათა გავარკვიოთ ვინ იყო სქიზმის მომქმედი ძველმორწმუნეები თუ ნიკონიანელი ახალრეფორმატორები".
 
საქმეც ამაშია, შენ გაინტერესებს ვინიყო სქიზმის მოქმედი ნიკონის დროს, ამ საკითხზე მსჯელობ ნიკონთან მიმართებაში, მე კიო რამდენჯერმე გიპასუხე, რომ ნიკონის რეფორმა თანამდევი შედეგები წმინდა რუსული ფენომენია და საკითხში გასარკვევად მხოლოდ ამაზე მსჯელობა არ იქნება საკმარისი. როგორც იცი მარტLმადიდებელი ეკლესიების დიდი ნაწილი (ათონის მტის ცათვლით) ნიკონის დროისათვის კარგი ხნის გადასული იყვნენ 3 თითიან პირჯვრის წერის წესზე (ეს იწყება როგორც მახსოვს მე-12-მე-13 საუკუნეებიდან) თუ უფრო ადრე არა, აქედან გამომდინარე, ცემტვის ნიკონისა და მისი დამქაშები ქმედებები კი არ არის საინტერესო იმდენად, არამედ ზოგადად, მსჯელობა იმაზე რამდენად მიუღებელია მართლმადიდებლური დოგმატიკისათვის 3 თითიანი წყობა პირჯვრის წერისა.
 
მაგალითისთვის, ნიკონის რეფორმა ასე ვთქვათ "გლადკად" რომ ჩატარებულიყო და დევნა და ხოცვა ჟლეტა არ მოყოლოდა შედეგად, დოგმატიკური თვალსაზრისით ეს შეცვლიდა თქვენს დამოკიდებულებას 3 თითით პირჯვრის წერის მიმართ?. ამას ვგულისხმობ, ერთი წუთით დავივიწყოთ რეფორმა და მისი პერიპედიები, კითხვა ჩდება ასეთი: სწორია თუ არა 3 თითით პირჯვრის წერის შემოღება მართლმადიდებლური თვალთახედვით ანუ ეწინააღმდეგება თუ არა იგი მართლმადიდებლურ დოგმატს და შეიძლებოდა თუ არა იგი ეს წესი დაქვემდებარებოდა ცვლილებას, თუ ეს უცველი დოგმატია.
 
მე მგონია ასე მსჯელობა უფრო სწორი იქნება და არა ის თუ ვინ მოაწყო განხეთქილება რუსეთში.
 
ძველმართლმადიდებელი (damiane80. ციტატა): "საქმეც ამაშია, შენ გაინტერესებს ვინიყო სქიზმის მოქმედი ნიკონის დროს, ამ საკითხზე მსჯელობ ნიკონთან მიმართებაში, მე კიო რამდენჯერმე გიპასუხე, რომ ნიკონის რეფორმა თანამდევი შედეგები წმინდა რუსული ფენომენია და საკითხში გასარკვევად მხოლოდ ამაზე მსჯელობა არ იქნება საკმარისი".
 
მე არც მიფიქრია, რომ მარტო ამ საკითხზე მსჯელობა საკმარისი იქნება მტყუან-მართლის გასარკვევად.
 
(damiane80. ციტატა): "როგორც იცი მარტლმადიდებელი ეკლესიების დიდი ნაწილი (ათონის მტის ცათვლით) ნიკონის დროისათვის კარგი ხნის გადასული იყვნენ 3 თითიან პირჯვრის წერის წესზე (ეს იწყება როგორც მახსოვს მე-12-მე-13 საუკუნეებიდან) თუ უფრო ადრე არა, აქედან გამომდინარე, ცემტვის ნიკონისა და მისი დამქაშები ქმედებები კი არ არის საინტერესო იმდენად, არამედ ზოგადად, მსჯელობა იმაზე რამდენად მიუღებელია მართლმადიდებლური დოგმატიკისათვის 3 თითიანი წყობა პირჯვრის წერისა".
 
ზუსტად არავინ იცის როდის დამკვიდრდა სამი თითით პირჯვრისწერა აღმოსავლეთში... ისე, ფაქტია, რომ ათონზეც გამხდარა ეს საკითხი მძაფრი დაპირისპირების საბაბი (ბერძენ და სერბ ბერებს შორის. ეს იყო რეფორმამდე მცირე ხნით ადრე).
 
რაც შეეხება თვით თითების წყობის დოგმატიკის საკითხს, ცხადია, ამაზეც შეიძლება მსჯელობა, მაგრამ თუ სქიზმაზე ვმსჯელობთ, მაშინ ეს საკითხი დგება სულ სხვა კუთხით.
 
(damiane80. ციტატა): "მაგალითისთვის, ნიკონის რეფორმა ასე ვთქვათ "გლადკად" რომ ჩატარებულიყო და დევნა და ხოცვა ჟლეტა არ მოყოლოდა შედეგად, დოგმატიკური თვალსაზრისით ეს შეცვლიდა თქვენს დამოკიდებულებას 3 თითით პირჯვრის წერის მიმართ?"

ნიკონის რეფორმა რომ მშვიდობიანად ჩატარებულიყო (რაც შეუძლებელი იყო მისი პოლიტიკური წანამძღვრების გამო) და ნიკონს ჯერ მოეწყო რაღაც "სამეცნიერო კონფერენციის" მსგავსი და გამოერკვია მასაც და აღმოსავლელ იერარქებსაც თითების რომელი წყობაა მისაღები და რომელი უარსაყოფი, ან მისაღებია თუ არა ორივე, ცხადია უფრო საინტერესო იქნებოდა. რაც არ ყოფილა იმაზე ვერ ვიმსჯელებთ. ის, რაც დღემდე მოიპოვა ისტორიულმა მეცნიერებამ, მის ხელთ არსებული შესაძლებლობების ფარგლებში, ვეჭვობ მიღწევადი ყოფილიყო 16-ე - 17-ე საუკუნეებში. ამიტომაც, თუ ვინმე მოიტანდა უეჭველ და დამამტკიცებელ საბუთს, რომ ასეთი პირჯვრისწერა არის მართლმადიდებლური და წმიდამამებისეული, ცხადია არც იმდროინდელ და არც შემდგომდროინდელ ძველმართლმადიდებელთ არაფერი ექნებოდათ სათქმელი, მაგრამ საქმეც იმაშია, რომ დღემდე ასეთი მოწმობები ვერავინ მოიტანა. არც ხატებზე (თუ არ ვიგულისხმებთ ახალ ხატმწერლობას), არც წმიდა მამათა თხზულებებში, არც ისტორიულ წყაროებში, არსად ჩანს, რომ ვინმეს რამენაირი განმარტება მოეცეს ამ თითებისა, მაშინ როდესაც, ორ თითზე არსებობს საეკლესიო დადგენილებები, მითითებები ისტორიულ წყაროებში და ანათემატიზმები (კურთხევანებიდან) მონოფიზიტთა წინააღმდეგ (ცნობილი: "ვინცა ვინ არა დასწერდეს ჯვარსა ვითარ ეგრე ქრისტეცა, შეჩუენება" - არს. იყალთ. "დოგმატიკონი"; ასმუხლიანი კრება (1551 წ. მოსკოვი) და სხვ.).
 
სამთითიანი წყობა, ისტორიული და მამებისეული მოწმობების მხრივ აშკარად ჩამოუვარდება ორ თითიან წყობას. მე არ მსურს ვინმეს გული ვატკინო და არ ვდავობ ნიშნისმოგებით, ჩემი მიზანია ის, რომ ჩემმა ხალხმა და ჩემმა თანამემამულეებმა აღიდგინონ ის, რაც ძველია და უეჭველად მართლმადიდებლურია. ეს არის და ეს.
 
(damiane80. ციტატა): "სწორია თუ არა 3 თითით პირჯვრის წერის შემოღება მართლმადიდებლური თვალთახედვით ანუ ეწინააღმდეგება თუ არა იგი მართლმადიდებლურ დოგმატს და შეიძლებოდა თუ არა იგი ეს წესი დაქვემდებარებოდა ცვლილებას, თუ ეს უცველი დოგმატია".
 
თქვენ იცით ჩემი პასუხი ამ საკითზე, ამიტომ არ განვმეორდები. ვიტყვი მხოლოდ იმას, რომ როგორც მრავალ საღვთისმეტყველო საკითხზე, ამაზეც გაუთავებლად შეიძლება დავა. ასეთ შემთხვევაში რა კრიტერიუმები უნდა ამოქმედდეს, რომ ერთმა მხარემ დაარწმუნოს მეორე? ისევ და ისევ ისტორიული, კანონიკური და საღვთისმეტყველო წყაროები. ერთია იმის განმარტება, ვის როგორ ესმის ეს სამი თითი და მეორე, არსებობდა თუ არა იგი, წმიდა მამების პერიოდში და ცნობილია თუ არა რომელიმე წმიდა მამა, რომელიც ან სამი თითით იწერდა პირჯვარს ან განმარტავს ამგვარი პირჯვრისწერის წესს... ასეთი მოწმობა ჩვენ არ ვიცით.
 
მოდი წინ წავიდეთ და დავუშვათ, რომ ასეთი მოწმობა მოპოვებულ იქნა. ან საერთოდ დავუშვათ, რომ ძველმართლმადიდებლებისთვის ეკლესიური ერთობის მისაღწევად თითების წყობა სადღეისოდ არ წარმოადგენს გადამწყვეტ საკითხს. ვთქვათ მათ აამოქმედეს იკონომია და ა. შ. რა მოხდება ამით? ამით გადაწყდება (თუნდაც დროებით) თვით სამი თითის პრაქტიკაში შეწყნარების საკითხი, მაგრამ არა ის, თუ ვინ არის განხეთქილების მოქმედი.
 
როგორც იცით, ნიკონს არ უთქვამს თავისი თანამემამულეებისთვის, სამი თითიც სწორია და ორი თითიც და გადაიწერეთ პირჯვარი როგორც გინდათო (არ შეგვეშალოს ნიკონის განცხადებები საპატრიარქო ტახტის დატოვების შემდეგ, როდესაც ის ისევ ძველ წიგნებს დაუბრუნდა და აღიარა მათი სიწმინდე, თუმცა არ დაბრუნებია ძველ ეკლესიას), არამედ ირწმუნებოდა, რომ ორი თითით პირჯვრისწერა არისო ერესი. სწორედ ამის გამო უნდა შეცვლილიყო თითების წყობა. საინტერესოა ერთი ფაქტი, ძველმოწესეობის ბოლო ფორპოსტი, რომელიც მეფე ალექსიმ ვერ აიღო, იყო სოლოვეცის მონასტერი. ეს მონასტერი იმყოფებოდა 18 წლიან ალყაში. სოლოვეცის მონასტრის ბერებმა შეუთვალეს მეფეს დაეტოვებინა მათთვის ძველი წესები... რაც მიღებულ არ იქნა... 18 წლის შემდეგ, შიდა გამცემის წყალობით მონასტერი აიღეს, ხოლო ბერები საშინლად აწამეს და დახოცეს... აი, ასე იდგა მაშინ საკითხი, ბ-ნო დამიანე... ამიტომ, ძველმოწესეები არანაირად არ არიან განხეთქილების მოქმედნი. ისინი ყოველთვის იყვნენ ეკლესიაში, ქრისტეს ეკლესიაში, ქრისტეთან ერთობაში და არც არასოდეს გასულან მისგან...
 
(damiane80. ციტატა): "მე მგონია ასე მსჯელობა უფრო სწორი იქნება და არა ის თუ ვინ მოაწყო განხეთქილება რუსეთში".
 
ეს საკითხი ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რადგან დღემდე ძველმართლმადიდებლებს უწოდებენ სქიზმატიკოსებს, ხოლო სქიზმატიკოსები, ვიცით რომ არიან ეკლესიის ერთობის გარეთ. მათი ცხოვნება სათუოა. ამდენად, რატომ უნდა ავუქციოთ გვერდი ამ საკითხს? სამი თითით პირჯვრისწერა ამ საკითხთან არის პირდაპირ მიმართებაში...
 
ვინც დაარღვია მშვიდობა ეკლესიაში ის არის სქიზმატიკოსი, ხოლო მშვიდობა დაარღვიეს ნიკონმა და მეფე ალექსიმ, და არა ძველმოწესეებმა... ამიტომაც, სქიზმატიკოსები არიან ისინი. რაც შეეხება დანარჩენ ადგილობრივ ეკლესიებს, ისინი ამ რეფორმის მოწონებით, 1667 წლის კრების დადგენილებებისადმი თანხმობითა და სქიზმატურ-რეფორმატორულ ეკლესიასთან ევქარისტული ერთობის ძალით, არიან ასევე სქიზმატიკოსები.
 
ამ სიტყვებს მე არ ვწერ ვინმეს შეურაცხყოფის მიზნით. ეს არის ორი ურთიერთდაპირისპირებული ეკლესიიდან ერთ ერთის (ანუ ჩვენი) პოზიცია. ეს არის მცდელობა, ძალზედ მოკლედ იქნას განმარტებული განხეთქილების არსი.
 
აი, ასეთია ეს პრობლემა.
damiane80 (ძველმართლმადიდებელი. ციტატა): "ამით გადაწყდება (თუნდაც დროებით) თვით სამი თითის პრაქტიკაში შეწყნარების საკითხი, მაგრამ არა ის, თუ ვინ არის განხეთქილების მოქმედი".
 
მე მგონი მთავარია სწორედ პირველი საკიხის გადაწყვეტა, ხოლო განხეთქილების შემოქმედი რუსეთში ვინ არის ეს მე არ მაინტერესებს. კიდევ ვიმეორებ, რუსეთში ამ რეფორმამდე, საქართველოში და სხვაგან ყველა მართლმადიდებლურ ქვეყანაში ეს წესი უკვე მოქმედებდა.
 
ანუ იმის თქმა მინდა, რომ ჩემვის მავარია პასუხი კითხვაზე მისაღებია თუ არა 3 თითით პირჯვრის წერის წესი და არა ის ნიკონის ბრალი იყო განხეთქილება თუ სხვა ვინმესი.
 
ჩემი პირადი მოსაზრებაა, რომ ნიკონმა ბევრი შეცდომები დაუშვა, რისი მსხვერპლიც თვითონვე გახდა შემდგომ. ისე შეიძლება კაცი სიმართლეს ამბობდე, მაგრამ ამ სიმართლის გადმოცემის ფორმა იმდენად მიუღებელი იყოს, რომ ამას საწინააღმდეგო რეაქცია მოყვეს. ნიკონი ისე რომ მოქცეულიყო, როგორც კონსტანტინოპოლის პატრიარქი ურჩევდა, რუსეთში განხეთქილება არ მოხდებოდა. მე ასე მგონია.
 
sopo... მმმ (ძალიან სამწუხაროა ამ განხეთქილების არსებობა, თუმცა მე საფუძველი დიდად არ მესმის, მიუხედავად ყველა არგუმენტის მოსმენის.. ობიექტურად თუ შევხედავთ საკითხს ერთი თუ სამი თითი პირჯვრისწერაზე ცნობები წმინდანების მიერ გვხვდება,
 
და ისევე როგორც ორი თითით პირჯვრისწერის შემოღებისას ყველას სხვა ფორმა გამოცხადდა ერესად მწვალებლური შინაარსის გამო, ასევე მოხდა სამი თითით პირჯვრისწერის შემოღებისას.
 
ანუ ვერ ვხედავ ამ საკითხში მიზეზს განხეთქილების.
 
(ციტატა ძველმართლმადიდებელი. Sep 28 2010, 12:05 AM): "ვინც დაარღვია მშვიდობა ეკლესიაში ის არის სქიზმატიკოსი, ხოლო მშვიდობა დაარღვიეს ნიკონმა და მეფე ალექსიმ, და არა ძველმოწესეებმა..."
 
არ ვამართლებ ნიკონის რეფორმებს, მაგრამ მშვიდობის დამრღვეველი მე როგორც ვხედავ არის ის ნაწილი ეკლესიის რომელიც არ დამორჩილდა მას, ანუ ძველმოწესეები, მხოლოდ ამას მოყვა ძალადობა და განხეთქილება.. დაუმორჩილებლობა ამ საკითხში ჩემთვის გაუგებარია.
 
ასეთ შემთხვევაში ალბათ ქრისტეს უნდა ვთხოვოთ დაგვანახოს სწორი გზა. არვიცი...
 
ძველმართლმადიდებელი (damiane80. ციტატა): "მე მგონი მთავარია სწორედ პირველი საკიტხის გადაწყვეტა, ხოლო განხეთქილების შემოქმედი რუსეთში ვინ არის ეს მე არ მაინტერესებს. კიდევ ვიმეორებ, რუსეთში ამ რეფორმამდე, საქართველოში და სხვაგან ყველა მართლმადიდებლურ ქვეყანაში ეს წესი უკვე მოქმედებდა".
 
(damiane80. ციტატა): "ანუ იმის თქმა მინდა, რომ ჩემტვის მტავარია პასუხი კითხვაზე მისაღებია თუ არა 3 თითით პირჯვრის წერის წესი და არა ის ნიკონის ბრალი იყო განხეთქილება თუ სხვა ვინმესი".
 
გასაგებია. ეს თქვენი უფლებაა გაინტერესებდეთ ან არ გაინტერესებდეთ, ბ-ნო დამიანე, მაგრამ, მაშინ თქვენ ძველმორწმუნე მართლმადიდებელ ქრისტეანებს სქიზმატიკოსები არ უნდა უწოდოთ, ხოლო თუ უწოდებთ, მაშინ უნდა დაუმტკიცოთ, რომ სწორედ ისინი არიან სქიზმის მოქმედნი და არა ნიკონ პატრიარქი. ვფიქრობ, გამიგეთ რისი თქმა მინდა. სხვა მხრივ, თქვენი ინტერესი სამ თითთან დაკავშირებით გასაგებია. აქ მხოლოდ იმის თქმა შემიძლია, რომ 14-ე საუკუნის შემდეგ, განსაკუთრებით კონსტანტინოპოლის თურქების მიერ დაპყრობისა და ლათინებთან უნიის შემდეგ, აღმოსავლეთში მართლმადიდებლობის მდგომარეობა საკმაოდ დამძიმდა. ბერძენი პატრიარქების მდგომარეობა მატერიალურადაც მძიმე იყო და ზნეობრივადაც. ძალზედ მრავალი პატრიარქი იყო ლათინობის ფარული მხარდამჭერი. ბერძენი მართლმადიდებლებისთვის წიგნები ლათინურ დასავლეთში იბეჭდებოდა, საიდანაც ვრცელდებოდა კიდეც აღმოსავლეთში ათასგვარი მწვალებლობანი. საქმე იქამდეც კი მივიდა, რომ 15-ე საუკუნეში რუსეთმა ევქარისტული კავშირიც კი გაწყვიტა საბერძნეთთან. იქიდან უკვე არც მიტროპოლიტებს ღებულობდნენ და არც იქით აგზავნიდნენ ხელდასასხმელად რუს კანდიდატებს... რუსებს, როგორც ისტორიკოსები იუწყებიან, ეშინოდათ, რათა ბერძნებს თავიანთი ცთომილებებით რუსეთიც არ შეერყვნათ. მოგვიანებით ეს ვითარება მცირედით გამოსწორდა და მეთექვსმეტე საუკუნისთვის ურთიერთობა აღსდგა. მოსკოვში კონსტანტინოპოლის პატრიარქი იერემიაც კი ჩამოვიდა, რომელმაც პირველი რუსი პატრიარქი აკურთხა. სხვათა შორის, მაშინ, თითების წყობაზე არც ერთი მხრიდან დავა და კამათი არ ყოფილა. საეჭვოა, იერემიას, რომელიც მაშინ საპატრიარქო ლიტურგიას ატარებდა, კურთხევა გაეცა სამი ან სახელობითი თითების წყობით. და ასევე პირჯვარი გადაეწერა სამი თითით. ეს უეჭველად შეუმჩნეველი არ დარჩებოდა. ასევე, რეფორმატორებიც უეჭველად დაიმოწმებდნენ იერემიას, თავიანთი წესის საფუძველი მასში რომ ჰქონებოდათ. ამდენად, საეჭვოა ფრიად, სამი თითით პირჯვრისწერის წარმომავლობა 13-ე საუკუნიდან. ის უფრო 16-ე - 17-ე საუკუნეების პერიოდში ვრცელდება და თანაც თანდათანობით, ისე, რომ უკვე 17-ე საუკუნისთვის მიიღო საყოველთაო ხასიათი. ყოველ შემთხვევისათვის, არსენ სუხანოვის მოგზაურობის დროს (XVI ს.), ბერძნები უკვე სამი თითით იწერდნენ პირჯვარს.
 
(damiane80. ციტატა): "ჩემი პირადი მოსაზრებაა, რომ ნიკონმა ბევრი შეცდომები დაუშვა, რისი მსხვერპლიც თვითონვე გახდა შემდგომ. ისე შეიძლება კაცი სიმართლეს ამბობდე, მაგრამ ამ სიმართლის გადმოცემის ფორმა იმდენად მიუღებელი იყოს, რომ ამას საწინააღმდეგო რეაქცია მოყვეს. ნიკონი ისე რომ მოქცეულიყო, როგორც კონსტანტინოპოლის პატრიარქი ურჩევდა, რუსეთში განხეთქილება არ მოხდებოდა. მე ასე მგონია".
 
გეთანხმები, მაგრამ უბედურებაც ხომ ისაა, რომ ზოგჯერ კარგი განზრახვაც შეიძლება გახდეს სქიზმის მიზეზი, თუ მას არასწორი მიმართულება მიეცა. ნიკონის შემთხვევაში, ის და მეფე ალექსი არიან პასუხისმგებელნი იმ შეცდომებისთვის, რამაც განხეთქილება გამოიწვია, და არა ძველმორწმუნენი.
 
(sopo... ციტატა): "არ ვამართლებ ნიკონის რეფორმებს, მაგრამ მშვიდობის დამრღვეველი მე როგორც ვხედავ არის ის ნაწილი ეკლესიის რომელიც არ დამორჩილდა მას, ანუ ძველმოწესეები, მხოლოდ ამას მოყვა ძალადობა და განხეთქილება".
 
აქ მტკიცებულებები კინკლაობაში რომ არ გადაიზარდოს, გასარკვევია, რაში არ დაემორჩილნენ ძველმართლმადიდებელი ქრისტეანები ნიკონს და გამართლებულია თუ არა მათი დაუმორჩილებლობა. ხოლო თუ საღვთისმეტყველო დონეზე ავიყვანთ საკითხს, უნდა დავსვათ ასეთი შეკითხვა: როდის და რა შემთხვევაში უნდა ემორჩილებოდნენ მართლმადიდებელი ქრისტეანები (ცხადია, სასულიერო პირებიც) თავიანთ იერარქებს და როდის არა.
 
damiane80 (ძველმართლმადიდებელი. ციტატა): "კრებით დადგენილებაში ნათქვამი იყო: "ამიერიდან, საღ გონებაზე მყოფი ვინმე თუ პირჯვარს არ გადაიწერს მარჯვენა ხელის პირველი სამი დიდი თითით, რითაც განუყოფელი და ერთარსება წმიდა სამება გამოიხატება, არამედ ეკლესიისთვის მიუღებელი წესით (ანუ ორი თითით - ძვმ.) პატარა თითებს შეართებს დიდთან (იგულისხმება ცერის, ნეკის და არათითის შეერთება - მთარგმნ.), რომელშიაც წმიდა სამების არათანასწორობა იხილვება, და ორი აღმართული, საჩვენებელი და შუათითით, რომელშიაც მოიაზრებენ ორ ძეს და ორ ბუნებას, ნესტორიანული მწვალებლობის თანახმად, ან კიდევ სხვა ნებისმიერი სახით, გადაიწერს პირჯვარს - წყეულიმც იყოს და განკვეთილი".
 
სხვათაშორის აქ შენს ყურადღებას მივაქცევ იმაზე, რომ ორ თითიანი პირჯვრის წერა დაგმობილია როგორც ნესტორიანული ერესია და არა სომხური მწვალებლობა. ეს ამტკიცებს იმას, რომ ერთ-ერთი საფუძველი 2 თითიანი პირჯვრის წერიდან 3-ზე გადასვლისა იყო სწორედ ნესტორიანელობისაგან განსხვავების მიზანი, ისე როგორც თავის დროზე ერთი თითით პირჯვრის წერა იქნება დაგმობილი როგორც მონოფიზიტური ერესი.
 
ძველმართლმადიდებელი (damiane80. ციტატა): "სხვათაშორის აქ შენს ყურადღებას მივაქცევ იმაზე, რომ ორ თითიანი პირჯვრის წერა დაგმობილია როგორც ნესტორიანული ერესი და არა სომხური მწვალებლობა. ეს ამტკიცებს იმას, რომ ერთ-ერთი საფუძველი 2 თითიანი პირჯვრის წერიდან 3-ზე გადასვლისა იყო სწორედ ნესტორიანელობისაგან განსხვავების მიზანი, ისე როგორც თავის დროზე ერთი თითით პირჯვრის წერა იქნება დაგმობილი როგორც მონოფიზიტური ერესი".
 
მეც მივაქცევ შენს ყურადღებას ერთ გარემოებას, კერძოდ:
 
"პროფ. კაპტერევის მოსაზრებით "ორი თითით პირჯვრისწერის გამოჩენა და მისი გამოყენების ხანგრძლივობა თუკი ბერძნულ მართლმადიდებლურ ეკლესიაში დამოკიდებული იყო მონოფიზიტობაზე და მხოლოდ მასთან ბრძოლის პერიოდში ჰქონდა თავისი განსაკუთრებული აზრი და მნიშვნელობა, როგორც კი შეწყდა მონოფიზიტობა, კონსტანტინეპოლის ბერძნულმა ეკლესიამ, რომელმაც მოისურვა თვით პირჯვრისსაწერი თითების ფორმითაც განსხვავებული ყოფილიყო არა მარტო ერთი თითით პირჯვრისმაწერალ მონოფიზიტთაგან, არამედ ნესტორიანელთაგანაც, რომლებიც ყოველთვის მკაცრად მისდევდნენ ორი თითით პირჯვრისწერის წესს, რადგან მათ ამ ფორმას დაუკავშირეს თავიანთი მწვალებლური სწავლება ქრისტეში შერწყმული ორი ბუნების შესახებ და ორი თითით პირჯვრისწერის ფორმაში ხედავდნენ თავიანთი სწავლების სიმბოლურ გამოხატულებასა და დასტურს, - ეს ორი თითიც შეცვალა უფრო ბუნებრივი და თითოეული ქრისტეანისთვის დამახასიათებელი სიმბოლოთი, - სამი თითით, რომელიც ამავე დროს იყო უმთავრესი ქრისტეანული დოგმატის, წმ. სამების ერთობის სიმბოლო. ორი თითიდან სამთითიან წყობაზე ეს გადასვლა, რომელიც ბერძნებში სავარაუდოდ XII საუკუნის დასასრულს დაიწყო და XIII საუკუნის ბოლომდე გრძელდებოდა, როდესაც მათში უკვე საბოლოოდ გაბატონდა" (Н. Ф. Каптерев. Патриарх Никон и царь Алекесей Михайлович. Гл. V).
 
სწავლება პირჯვრისსაწერ თითთა "განვითარების" შესახებ ვერავითარ კრიტიკას ვერ უძლებს. იგი აშკარად ტენდენციურია და მრავალ გაუგებრობასა და წინააღმდეგობას ბადებს. თავად განსაჯეთ: ამ თეორიის მიხედვით, ქრისტეანები პირჯვარს თავიდანვე, ეკლესიის დაფუძნებიდანვე იწერდნენ ერთი თითით, ეს წესი იცვლება, "არაუგვიანეს IX საუკუნისა" (Н. Ф. Каптерев დასახ. ნაშრ. თ. V), მონოფიზიტთა გამო, რომლებიც პირჯვარს იწერდნენ მართლმადიდებელთა მსგავსეად ერთი თითით და მას თავიანთ მწვალებლურ შეხედულებას უკავშირებდნენ. მაგრამ, რატომ "არა უგვიანეს IX საუკუნისა"? მონოფიზიტური მწვალებლობა აღმოცენდა არა IX საუკუნეში, არამედ ბევრად უფრო ადრე, V საუკუნეში - ქალკედონის IV მსოფლიო საეკლესიო კრება ხომ მონოფიზიტური მწვალებლობის დასამხობად მოიწვიეს! საგულისხმოა, რომ ეს მწვალებლობა, რომელიც უკავშირდება ვინმე ევტიქის სახელს, აღმოცენდა ნესტორიანელობასთან დაპირისპირებაში. ევტიქი ნესტორიანელობას სწორედ მონოფიზიტური სწავლების პოზიციიდან უპირისპირდებოდა. ის ასწავლიდა, რომ ორი ბუნების შეერთების შემდეგ ქრისტეს ჰქონდა სხვა, მესამე ბუნება. აქედან იბადება კითხვა: რატომ შეცვალა მართლმადიდებლურმა ეკლესიამ პირჯვრისწერის წესი "არა უგვიანეს IX საუკუნისა" მონოფიზიტთა გამო, თუკი მონოფიზიტური მწვალებლობა აღმოცენდა V საუკუნეში და IX საუკუნემდე ოთხი საუკუნით ადრე, ქალკედონის IV (451წ.) მსოფლიო კრებაზე იქნა დაგმობილი? - ეს გაუგებარია!
 
კიდევ უფრო მეტად მიუღებელია ის მტკიცება, რომ ვითომცდა მონოფიზიტთა გამო შეცვლილი თითების წყობა მოგვიანებით, შეცვალეს ნესტორიანელთა გამოც, რომელიც აღმოცენდა მონოფიზიტობამდე და დაგმობილ იქნა III მსოფლიო კრებაზე 431 წელს, ანუ IV მსოფლიო კრებაზე ორი საუკუნით უადრეს.
 
გაუგებარია აგრეთვე ისიც, თუკი ეკლესია მწვალებელთა გამო ცვლიდა პირჯვრისსაწერ თითთა წყობას, რატომ არ შეცვალა მან იგი ნესტორიანელთა გამო, რომლებიც კაპტერევის თქმით, "პირჯვარს ყოველთვის იწერდნენ ორი თითით?" რატომ იცვლება თითების წყობა მხოლოდ მონოფიზიტთა გამო, რომლებიც ნესტორიანელების შემდგომ გაჩნდნენ, და რატომ არ შეიცვალა იგი უფრო ადრე ნესტორიანელთა გამო? თუკი ყველა ქრისტეანი, მიუხედავად კონფესიური კუთვნილებისა, პირჯვარს ერთნაირად იეწერდა, რატომ არ შეცვალა ეკლესიამ პირჯვრისწერის წესი არიანელების გამოჩენისთანავე, რომლებსაც, ამ ლოგიკას თუ ვერწმუნებით, პირჯვარი უნდა გადაეწერათ ასევე ერთი თითით?
 
არიანელობასთან არასწორად წარმართულმა პოლემიკამ ხელი შეუწყო აპოლინარიზმის გაჩენას, მასთან არასწორმა დავამ ნესტორიანელობას დაუდო დასაბამი, რასაც მოჰყვა მონოფიზიტობა. არიანული მწვალებლობა ამხილა I მსოფლიო კრებამ; II მსოფლიო კრებამ ამხილა აპოლინარიზმი; III მსოფლიო კრებამ - ნესტორიანელობა; IV-მ მონოფიზიტობა. ამ მსოფლიო კრებათა ეპოქაში ყველა, მწვალებლური თუ მართლმადიდებლური, კონფესია პირჯვარს თურმე ერთი თითით იწერდა, მაგრამ ეკლესიამ თითების წყობის შეცვლა მხოლოდ მონოფიზიტობის გაჩენის შემდეგ გადაწყვიტა, თანაც იმ მოსაზრებით, რომ თითების წყობაში გამოეხატა თავისი სწავლა-მოძღვრებითი განსხვავება დასახელებული მწვალებლობისგან და ამით ხაზი გაესვა დიოფიზიტობისა და მართლმადიდებლობისადმი თავისი კუთვნილებისთვის. მაგრამ რატომ არ აკეთებდა ამას ეკლესია თავიდანვე, სხვადასხვა მწვალებლობათა აღმოცენების პროცესში? რატომ მაინცადამაინც მონოფიზიტობის შემდეგ?
 
რატომ შეცვალა ეკლესიამ ორი თითით პირჯვრისწერის წესი, რომელიც სრულიად მართლმადიდებლურად მიაჩნდათ სამი თითით, თანაც ნესტორიანელთა გამო, რომლებიც იყვნენ მონოფიზიტებზე უადრეს?
 
ეს კიდევ არაფერი! - თუ ეკლესია ასე წარამარა ცვლის თითების წყობას პირჯვრისწერის წესში, თანაც იმ მიზნით, რომ ამ ნიშნითაც განსხვავდებოდეს მწვალებელთაგან, და, თუკი სამი თითით პირჯვრისწერა ამ თვალსაზრისით დაწესდა, მაშინ როგორ ასხვავებდნენ (ან განასხვავებენ) სამი თითით პირჯვრისმაწერალი "მართლმადიდებლები" საკუთარ თავსა და თითებში გადმოცემულ დოგმატურ სწავლებას ე. წ. "მართლმადიდებელ" უნიატთაგან, რომლებიც ასევე პირჯვარს იწერდნენ და იწერენ სამი თითით? ხომ ყველასთვის ცნობილია, რომ კათოლიციზმთან უნიონალური შეთანხმების თანახმად, წმ. სამების საიდუმლოში, რომლის აღსანიშნავადაც კრავენ პირველ სამ თითს, უნიატი "მართლმადიდებლები" აღიარებდნენ "ფილიოკვეს" კათოლიკურ დოგმატს, რომლის მიხედვითაც სულიწმიდა გამოდის როგორც მამისგან, ისე ძისგანაც. რატომ არ იცავენ ახალმოწესე მართლმადიდებლები ძველი ეკლესიის პრინციპს (თუ ასეთი არსებობდა) და არ აუქმებენ სამი თითით პირჯვრისწერის წესს და არ მოიფიქრებენ თითების ახალ კომბინაციას პირჯვრის გადასაწერად? თავიანთივე სწავლების თანახმად, მათ ასე უნდა გააკეთონ და პირჯვარი გადაიწერონ მუშტით, რამეთუ მწვალებელთა გამო ყველა წყობა უნდა უარყონ. თითებზე ნორმალური კომბინაცია აღარ რჩება აღმსარებლობითი ნიშის გამოსახატავად… დარჩა მხოლოდ მუშტი და ბრანწი.
 
მართლმადიდებლური ეკლესია თავის მართლმადიდებლურ წესებს მხოლოდ იმიტომ რომ ცვლიდეს, მას მწვალებლებიც მისდევენ და მას თავიანთ მწვალებლურ შეხედულებებს უკავშირებენო, მაშინ ჭეშმარიტ ეკლესიას მოუწევდა არა მარტო პირჯვრისსაწერი თითების კომბინაციების შეცვლა, არამედ მთელი ლიტურგიკული პრაქტიკისაც, რომელიც აღსავსეა დოგმატური შინაარსით. აქედან ადვილი წარმოსადგენია, რა დღეში ჩააგდებდა ეშმაკი ეკლესიას ათასგვარი მწვალებლობის მოფიქრებითა და მართლმადიდებლობასთან მათი მსგავსებით.
 
ცხადია, რომ ახალმოწესეთა სწავლება პირჯვრისსაწერი თითების წყობის განვითარების შესახებ არაარგუმენტირებული და მიუღებელია.
4
oldorthodox@gmail.com
საქართველოს
ძველმართლმადიდებლური
ეკლესია

ოფიციალური საიტი
Назад к содержимому