თავფურცელი - oldorthodox

საქართველოს ძველმართლმადიდებლური ეკლესია
ძიება
Перейти к контенту

Главное меню:

თებერვლის მნიშვნელოვანი საეკლესიო თარიღები

თარიღები მოცემულია საეკლესიო (იულიანური) სტილით

2 თებერვალი (ახ. სტ.  15 თებერვალი) - მირქმა-მიგებება უფლისა ღმრთისა და მაცხოვრისა ჩვენისა იესუ ქრისტესი.

5 თებერვალი  (ახ. სტ. 18 თებერვალი) - ყველიერის - მიტევების კვირა.

6 თებერვალი (ახ. სტ. 19 თებერვალი) - ღირსისა არსენ იყალთოელისა (1127).

11 თებერვალი
(ახ. სტ. 24 თებერვალი) - დიდმოწამისა თეოდრე ტირონისა (დაახ. 306).


12 თებერვალი (ახ. სტ. 25 თებერვალი) - დიდი მარხვის I კვირა. მართლმადიდებლობის ზეიმი.: ივერიის ყოვლადწმიდა ღმრთისმშობლის ხატის დღესასწაული.

ადამის განდევნა სამოთხიდან

ადამის განდევნა სამოთხიდან

დიდი მარხვის I შვიდეული

6 თებერვალი (19 თებ. ახ. სტ.) - 12 თებერვალი (25 თებ. ახ. სტ)

მთელი დიდი მარხვის განმავლობაში, შაბათ-კვირისა და დიდი დღესასწაულების გარდა, უზეთო მარხვაა.


დიდი მარხვის I შვიდეული: უზეთო მარხვა.

შაბათი და კვირა: ხსნილი ზეთით.

არქიეპისკოპოსი პავლე

გზა - მართლად სავალი

ნაწილი I. შთაფლვა თუ დასხმა?

თავი VII. პირველ საუკუნეთა გრაფიკული გამოსახულებანი


19.02.2018

ზემოთ აღვნიშნეთ, რომ ე. ჭელიძე მაცხოვრის წყალდასხმითი ნათლისღების დამატებით, მაგრამ უტყუარ წყაროდ პირველსაუკუნეთა გრაფიკულ გამოსახულებებსაც მიიჩნევს და რამდენადაც მათ აღიქვამს ქრისტეს ნათლობის ლამის ფოტოგრაფიულ ასახვად, ამტკიცებს, თითქოსდა მაცხოვარი იორდანეში დასხმითად მოინათლა.

არქიეპისკოპოსი პავლე

გზა - მართლად სავალი

ნაწილი I. შთაფლვა თუ დასხმა?

თავი VI. "მიკვა"

13.02.2018

უფლის ნათლისღების გარეგნული მხარის (ანუ შთაფლვის) და საერთოდ, წმ. იოანე ნათლისმცემლისეული ნათლობის გარეგნული არსის გასაგებად აუცილებელია მოკლედ მაინც გავეცნოთ ებრაელთა შორის სჯულდებულ განბანვის რიტუალს.

არქიეპისკოპოსი პავლე

გზა - მართლად სავალი

ნაწილი I. შთაფლვა თუ დასხმა?

თავი V. როგორ მოინათლა მაცხოვარი?

05.02.2018

დასხმით-პკურებითი "ნათლობის" ადეპტი . ჭელიძე კიდევ უფრო შორს მიდის და მთელი მართლმადიდებლური ეკლესიის, მისი წმიდა მამების სწავლების საწინააღმდეგოდ ამტკიცებს, თითქოსდა იორდანეში მაცხოვარი მოინათლა დასხმით და არა შთაფლვით. ამ აზრს ის ავითარებს რამდენიმე გარემოებიდან გამომდინარე, რომლებიც თავისი წიგნის VI თავში აქვს გადმოცემული სახელწოდებით "უძველესი გრაფიკული წყაროები დასხმითად ნათლისღების შესახებ".

არქიეპისკოპოსი პავლე

გზა - მართლად სავალი

ნაწილი I. შთაფლვა თუ დასხმა?

თავი IV. წმიდა წერილი და წმიდა გადმოცემა
ნათლისღების საიდუმლოს აღსრულების შესახებ

31.01.2018

ნათლისღების საიდუმლოს არსს და დასხმით-პკურებითი "ნათლობის" პრობლემატიკას უფრო ღრმად რომ ჩავწვდეთ და ასევე დავრწმუნდეთ, რომ ქრისტეანობის მიღების მოსურნე ადამიანს აუცილებლად მართებს ნათლისღება წყალში სამგზისი შთაფლვით და არა რომელიმე ალტერნატიული ფორმით (ერთგზის შტაფლვით ან პკურებით და ა. შ.), აუცილებელია საკითხის გარკვევა დავიწყოთ წმიდა წერილიდან, ჩვენი სარწმუნოების საფუძვლიდან.

არქიეპისკოპოსი პავლე

გზა - მართლად სავალი

ნაწილი I. შთაფლვა თუ დასხმა?

თავი III. "შავი სია"

§. 17-18

26.01.2018

ახლა კი ვნახოთ, როგორი დამოკიდებულება ჰქონდა წმიდა (ანუ ნიკონ პატრიარქამდელ) ეკლესიას დასხმით ნათლობასთან დაკავშირებით (აქ უნდა აღვნიშნოთ, რომ ეკლესია წმიდაა მისი დაფუძნების დღიდან, და ასეთად დარჩება მეორედ მოსვლამდე. აქ ჩვენ, უბრალოდ, აღვნიშნავთ ეკლესიის იმ პერიოდს, რომელსაც თვით ე. ჭელიძეც "წმიდას" უწოდებს და მას I-XVII საუკუნეებით შემოსაზღვრავს. ასევე აღვნიშნავთ, რომ ჩვენი მტკიცე რწმენით ეს წმიდა ეკლესია სწორედ ძველმართლმადიდებლური ეკლესიაა და არა რეფორმატორულ-ახალმოწესეობრივი).

არქიეპისკოპოსი პავლე

გზა - მართლად სავალი

ნაწილი I. შთაფლვა თუ დასხმა?

თავი III. "შავი სია"

§. 16

(გაგრძელება: §§. ე - თ)

18.01.2018

დავიწყოთ ბერძნული "პიდალიონით" ("მესაჭე", სლავ.: "Кормчая", ქართ.: "დიდი სჯულისკანონი"), რომელიც კონსტანტინოპოლის ეკლესიის პატრიარქისა და სინოდის განკარგულებით XVIII ს. მიწურულს და XIX ს. დასაწყისს (1793-1800) შეუდგენიათ განსწავლულ ბერებს აღაპისა და ნიკოდიმეს, რომლისთვისაც თან დაურთავთ კომენტარებიც.

არქიეპისკოპოსი პავლე

გზა - მართლად სავალი

ნაწილი I. შთაფლვა თუ დასხმა?

თავი III. "შავი სია"

§§. 11 - 16

9.01.2018

"ქრისტეს მეორედ ჯვარმცმელთა" ე. ჭელიძისეულ კატეგორიაში უცილობლივ მოხვდება "სასულიერო განათლების მოყვარულთა საზოგადოება", რომელიც 1863 წელს მოსკოვში მიტროპოლიტ ფილარეტის (დროზდოვი) ინიციატივით დაარსდა და მიზნად ისახავდა კვლევას საეკლესიო-არქეოლოგიური მეცნიერების სფეროში. თავიდან მის შემადგენლობაში მხოლოდ მოსკოვის სამღვდელოება შედიოდა, მაგრამ XX საუკუნის დასაწყისისთვის მის წევრთა შორის მრავლად იყვნენ ერისკაცნიც (სულ დაახლოებით 230 წევრი).

არქიეპისკოპოსი პავლე

გზა - მართლად სავალი

ნაწილი I. შთაფლვა თუ დასხმა?

თავი III. "შავი სია"

§§. 1 - 10

3.01.2015

მართლმადიდებლურ კატეხიზმოებში ნათლად წერია, რომ ნათლისღება არის საიდუმლო, რომელშიც მორწმუნე სხეულის წყალში სამ-გზის შთაფლვით და მოწოდებით მამისა და ძისა და წმიდისა სულისა განიწმიდება ცოდვათაგან და მეორედ იშვება ახალი, სულიერი ცხოვრებისთვის (იხ. Христианский катехизис, М., 1860. ასევე სახელმძღვანელო მართლმადიდებელი ეკლესიის კატეხიზმოს შესასწავლად. თბილისი 1990 წ. გვ. 64). იმისთვის, რათა საიდუმლო იყოს ქმედითი, ანუ შესრულებული, და სულიწმიდის მადლი უეჭველად გადმოვიდეს ქრისტეანზე, ის უნდა შესრულდეს სწორად. მოკლედ, საეკლესიო საიდუმლო (ამ შემთხვევაში ნათლისღება) "ნამდვილია და მადლი ღვთისა უეჭველად გადმოდის კაცზე მაშინ, როდესაც შესრულებულია წესიერად, სწორად. სწორი და წესიერი შესრულება საიდუმლოსი ის არის, რომ შესრულების დროს დაცულ იქმნას ყოველივე მოთხოვნა აღმასრულებელისა და თვით აღსრულების შესახებ" (სახელმძღვანელო მართლმადიდებელი ეკლესიის კატეხიზმოს შესასწავლად. თბილისი 1990 წ. გვ. 64).

არქიეპისკოპოსი პავლე

გზა - მართლად სავალი

ნაწილი I. შთაფლვა თუ დასხმა?

თავი II. საეჭვო ნათლისღება, ანუ შთაფლვითი ნათლობის საფუძვლები
და დასხმითი ნათლობის უსაფუძვლობა


28.12.2017

ჩვენ უკვე ვილაპარაკეთ, რომ ჭეშმარიტ მეცნიერს, რომელიც უტყუარ სიმართლეს ფლობს, არაფერში უნდა სჭირდებოდეს ოპონენტის ლანძღვა და მისი ღირსების სრული დაკნინებით მსმენელისა თუ მკითხველის გადმობირება. გადმობირება და მკითხველის განწყობის მიმხრობა სწორედ მატყუარებს სჭირდებათ, რადგან ისინი თვითონაც არ არიან დარწმუნებულნი საკუთარი მტკიცებულებების სიმართლეში, ხოლო თუ დარწმუნებულნი არიან, ე. ი. არ გააჩნიათ მეცნიერისთვის საჭირო ობიექტურობა, რამეთუ ლანძღვა- გინება არასოდეს ყოფილა ჭეშმარიტების დამადასტურებელი რაიმე არგუმენტი; და კიდევ: ლანძღვას მიმართავენ იქ, სადაც არგუმენტები ელევათ.

არქიეპისკოპოსი პავლე

გზა - მართლად სავალი

ნაწილი I. შთაფლვა თუ დასხმა?

თავი I_7 . თეოლოგიისა და მეცნიერული კვლევის შესახებ

25.12.2017

თბილისის სასულიერი აკადემიისა და სემინარიის ოფიციალურ საიტზე (www.tsas.ge ან  http://tsas.ge/ge/?page_id=2017) ე. ჭელიძის სამეცნიერო ტიტულატურა ასეა ჩამოყალიბებული: ღვთისმეტყველების დოქტორი, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, გელათის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი, პროფესორი. ამრიგად, ბ - ნი ე. ჭელიძე არის მეცნიერი. რადგან საქმე გვაქვს მეცნიერთან, რომელიც მოღვაწეობს საზოგადოებისა და ეკლესიისთვის ესოდენ მნიშვნელოვან სფეროებში, რომელთა გარეშე საეკლესიო საკითხთა ცოდნა წარმოუდგენელია, ბუნებრივად უნდა გვეფიქრა, რომ მისი ზემოთ ხსენებული ნაშრომებიც მეცნიერული ობიექტურობისთვის დამახასიათებელ კრიტერიუმთა შესაბამისი უნდა ყოფილიყო. მაგრამ, სამწუხაროდ, ხდება ისე, რომ, როდესაც მეცნიერი მისდევს არა მეცნიერულ, არამედ იდეოლოგიურ თუ მერკანტილურ ინტერესებს, ის ღალატობს მეცნიერული კვლევის პრინციპებს და მთელ თავის ცოდნასა და განათლებას სწორედ ამ ინტერესთა სამსახურში აყენებს. ამის გამო ზარალდება მეცნიერებაც და მორწმუნეთა სულიც, რამეთუ ნებისმიერი საეკლესიო საკითხი, უპირველეს ყოვლისა, სწორედ სარწმუნოებისა და მორწმუნეებისთვის არის მნიშვნელოვანი და არსებითი.

არქიეპისკოპოსი პავლე

გზა - მართლად სავალი

ნაწილი I. შთაფლვა თუ დასხმა?

თავი I_5, 6. აკრძალული არგუმენტები. შეცდომები და ხრიკები

22.12.2017

არგუმენტები და ვარაუდები, რომლებსაც დავაში ვიყენებთ, ორ დიდ ჯგუფად იყოფა. ერთნი განეკუთვნებიან დავის საგანს, პოზიციის დასაცავ ან უარსაყოფ მოსაზრებებს და ეწოდებათ argumentum ad rem - საქმესთან დაკავშირებული არგუმენტი, ანუ არსებითი არგუმენტი. ამგვარი არგუმენტები, უდავოდ, კორექტულია და, ლოგიკის თვალსაზრისით სწორედ ისინი უნდა იქნეს გამოყენებულნი დისკუსიაში.

არქიეპისკოპოსი პავლე

გზა - მართლად სავალი

ნაწილი I. შთაფლვა თუ დასხმა?

თავი I_4. ზოგადი აკრძალული მეთოდები

20.12.2017

მაშ ასე, პოლემიკა, როგორც იტყვიან, "გახურდა". მოწინააღმდეგეს ძლიერი არგუმენტებით ვუტევთ, ვარღვევთ მის დაცვას და აპოელირებას ვახდენთ სუსტ პუნქტებზე. მოწინააღმდეგე გრძნობს, რომ მალე დაეცემა და სრულიად გაპარტახდება. რას იზამს ის, აღიარებს დამარცხებას და თავისი მეხოტბეების თვალში დამცირდება? არავითარ შემთხვევაში! სწორედ აქ გამოიყენებს იგი ეშმაკობას - ჯერ შედარებით მოკრძალებულს.  

არქიეპისკოპოსი პავლე

გზა - მართლად სავალი

ნაწილი I. შთაფლვა თუ დასხმა?

თავი I_3. ვიწყებთ დავას, ანუ პოლემიკის აკრძალული ხერხები (§§ 1-4)

14.12.2017

ჩვენ ძალიან ბევრს და  ხშირად ვდავობთ ხოლმე, - წერს ალექსანდრე ნიკიფოროვი ნაშრომი "ლოგიკა" - ვდავობთ ოჯახში, სამსახურში კოლეგებთან, ვედავებით გამყიდველს მაღაზიაში... დისკუსიებით სავსეა მასობრივი საინფორმაციო საშუალებები. ტელევიზიით ვისმენთ დავას სხვადასხვა პოლიტიკურ პარტიათა წარმომადგენლებს შორის. გაზეთებში ერთმანეთს ერთბაშად რამდენიმე ავტორი ედავება... მაგრამ რატომ ტოვებს ეს დავა მეტად მძიმე შთაბეჭდილებას მსმენელებში და თვით მონაწილეებშიაც? რატომ გადადის ის ასე ხშირად შეურაცხყოფაში? რატომ არის ეს დავები არაფრის მომცემი და უნაყოფო? იქნებ, იმიტომ, რომ ადამიანებს, უბრალოდ, არ გააჩნიათ დიალოგის კულტურა? მაშინ ჯეროვანია ვისწავლოთ ეს და გავარკვიოთ, რა არის დავა და რა მეთოდებს მიმართავენ ადამიანები დავისას.

არქიეპისკოპოსი პავლე

გზა - მართლად სავალი

ნაწილი I. შთაფლვა თუ დასხმა?

თავი I სიცრუის ტექნოლოგია (§§. 1-11)

08.12.2017

სანამ ე. ჭელიძის ნაშრომის ძირითადი ნაწილის განხილვაზე გადავიდოდეთ, შესავლის სახით აღვნიშნავთ, რომ მთელ მის მსჯელობაში მკითხველის (ძირითადად ოფიციალური მართლმადიდებელი ეკლესიის მრევლის) დაბნევის მრავალგვარი მეთოდი შეიმჩნევა. "პკურებითი შთაფლვიდან", ანუ ამ გონებამახვილური გაუგებრობიდან დაწყებული, სხვადასხვა რიტორიკული და სოფისტური მეთოდით დამთავრებული. ე. ჭელიძე, როგორც იტყვიან, "ტყავში ძვრება", ოღონდ როგორმე პკურებითი "ნათლობის" ეკლესიურობასა და კანონიკურობაში დაარწმუნოს თავისი მკითხველი.

ჩვენი პასუხი პროფ. . ჭელიძეს და კიდევ სხვებსაც..

11.05.15.

2012 წელს თბილისის სასულიერო აკადემიის პატრისტიკისა და დოგმატიკის კათედრის გამგემ, ფილოლოგმა და თეოლოგმა, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორმა, პროფესორმა ედიშერ ჭელიძემ ქართველ მორწმუნე საზოგადოებას შესთავაზა სხვადასხვა სარწმუნოებრივ-საეკლესიო საკითხებთან დაკავშირებული მორიგი ნაშრომი სახელწოდებით "სული ცხოველი". სამი განყოფილებისგან შემდგარი კრებულის (1. მრავალნათლიობა. 2. ერთი ნათლიის ნათლულთა ურთიერთნათესაობა. 3. სამგზისი დასხმით ნათლისღება) უდიდესი ნაწილი ეძღვნება დასხმითი ნათლობის საკითხს და ძველმართლმადიდებელ ქრისტეანთა დაუფარავ ლანძღვას, ამგვარი ნათლობისადმი კრიტიკული დამოკიდებულების გამო.

"ქედფიცხელნო, გამუდმებით რომ ეურჩებით წმიდა სულს!.."

20.01.15.

ინტერნეტში (როგორც სოციალურ ქსელებში, ასევე ვებ-საიტებზე) შეხვდებით პუბლიკაციებს, რომლებიც მოგვითხრობენ, თუ როგორ აღნიშნავენ ნათლისღების დღესასწაულს ოფიციალური ეკლესიის სასულიერო და საერო პირები. 2014 წლის 19 იანვარს ქართული ინტერნეტ-წყარო "ნეტგაზეთი" წერდა: "ნათლისღების დღესასწაული ბათუმში ზღვაში შთაფლვით აღნიშნეს. მართლმადიდებელი მორწმუნეები ბათუმში უკვე რამდენიმე წელია ამ დღეს ზღვაში შესვლით აღნიშნავე".

არსებობს ორი ვარიანტი: შერწყმა და შთანთქმა

28.10.13.

იმ დროს, როდესაც საქართველოს ოფიციალურმა "მართლმადიდებელმა" ეკლესიამ არ იცის როგორ მოექცეს ქართველ ძველმართლმადიდებელ ქრისტეანებს, რა უწოდოს მათ და რომელი იარლიყი მიაკეროს - "სექტა" თუ "რასკოლი", მისი "და"-ეკლესია "სტაროვერებთან" დაახლოვებას და მათთან არსებულ ბარიერთა მოხსნას ცდილობს: უწოდებს მათ მართლმადიდებელთ, ძველმორწმუნეთა მიერ დაცულ საეკლესიო გადმოცემებს მაცხოვნებლად აღიარებს და ნიკონიანელ რეფორმატორთა "ანტირასკოლნიკურ" ანათემატიზმებს არა თუ აუქმებს, არარსებულადაც კი აცხადებს.

გიორგი წულაძის დიდი მარცხი

03.05.13.

ამ ბოლო დროს სოციალურ ქსელებში ძველმართლმადიდებლობის წინააღმდეგ კვლავ გააქტიურდნენ ოფიციალური ეკლესიის ზოგიერთი წარმომადგენლები, და ისინიც კი, ვინც ეკუმენიზმის ბრალდებით თანხმობასა და ერთობაში არ იმყოფებიან ოფიციალურ ეკლესიასთან და რუს თუ ბერძენ ძველმესტილეთა ეკლესიებს არიან შეფარებულნი. სწორედ ერთ-ერთ ასეთ მოდავედ მოგვევლინა ვინმე გიორგი წულაძე, რომელმაც ამ ბოლო დროს განსაკუთრებულად გამოიდო თავი ჩვენი კრიტიკით და ზურგს უკან ქილიკით.

საქართველოს ძველმართლმადიდებლური ეკლესიის არქიეპისკოპოს პავლეს მიმართვა
ე. წ. ბელოკრინიცელ ეპისკოპოს ანტიპასადმი

07.04.13.

მოგესალმებათ საქართველოს ძველმართლმადიდებლური ეკლესიის არქიეპისკოპოსი პავლე. თქვენი საიტის დათვალიერებისას შევნიშნე, რომ იყენებთ ჩვენი ეკლესიის ოფიციალურ სახელწოდებას - "საქართველოს ძველმართლმადიდებლური ეკლესია" და თქვენს საიტზე, "ივერიის (საქართველოს) ძველმართლმადიდებლური ეკლესიის" სახელით გამოდიხართ. ამგვარი მოქმედება არის არა მარტო უტაქტობა, არამედ ჩვენი უფლების ხელყოფაც.

ტოლერანტობის ცენტრის არატოლერანტული გამოცემა

16.10.11.

საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკის ვებ-გვერდზე, განყოფილებაში "ლექსიკონები" მოცემულია ძველმართლმადიდებლობის, როგორც რელიგიური მიმდინარეობის განმარტება ეროვნული ბიბლიოთეკის ინტერნეტ-საიტის მესვეურებს უსარგებლიათ საქ. სახალხო დამცველთან არსებული ტოლერანტობის ცენტრის გამოცემით (გამომც. ბექა მინდიაშვილი; რედ. ზ. კიკნაძე. თბ., 2008), სადაც ძველმართლმადიდებლობის შესახებ ვკითხულობთ, რომ თურმე, ძველმართლმადიდებლობის "დამაარსებლები" ყოფილან: სპირიდონ პოტიომკინი, პროტოპოპი ამბაკუმი, ეპ. პავლე კოლომნელი და სხვანი"...

პასუხი ქ-ნ გვანცა კოპლატაძეს


საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკის ვებ-გვერდზე, განყოფილებაში "ლექსიკონები" მოცემულია ძველმართლმადიდებლობის, როგორც რელიგიური მიმდინარეობის განმარტება ეროვნული ბიბლიოთეკის ინტერნეტ-საიტის მესვეურებს უსარგებლიათ საქ. სახალხო დამცველთან არსებული ტოლერანტობის ცენტრის გამოცემით (გამომც. ბექა მინდიაშვილი; რედ. ზ. კიკნაძე. თბ., 2008), სადაც ძველმართლმადიდებლობის შესახებ ვკითხულობთ, რომ თურმე, ძველმართლმადიდებლობის "დამაარსებლები" ყოფილან: სპირიდონ პოტიომკინი, პროტოპოპი ამბაკუმი, ეპ. პავლე კოლომნელი და სხვანი"...

 
TOP-RATING.UCOZ.COM
Назад к содержимому | Назад к главному меню Яндекс.Метрика