არქიეპისკოპოსი პავლე
ვიდრე ჰხუალ... მორწმუნეო?
საღვთისმეტყველო დიალოგი ალმანახ "ივერიის გაბრწყინებასთან" (დიალოგი I)
ვიდრე ჰხუალ... მორწმუნეო?
საღვთისმეტყველო დიალოგი ალმანახ "ივერიის გაბრწყინებასთან" (დიალოგი I)
5. ვის აძლევს ხელს ტერმინთა აღრევა
სექტის რაობის “ზოგად მეცნიერულ” ჭრილში ოპონენტები ბროკჰაუზ – ეფრონის, ხოლო “საღვთისმეტყველო” ჭრილში სოიკინის მიერ შედგენილ ენციკლოპედიებს დაყრდნობიან. საზოგადოდ უნდა აღინიშნოს, რომ მსჯელობისას ადამიანები მეტ-
ნაკლებად სუბიექტურები არიან, ამიტომაც არ უნდა ვიფიქროთ, რომ ენციკლოპედიები, რომელთაც გარკვეული შეხედულებების მქონე ადამიანები ადგენენ, ამ სუბიექტივიზმისგან თავისუფალია. მაგალითად, პაპისტთა მიერ შედგენილ ენციკლოპედიებში მართლმადიდებლობის ხოტბა-
დიდებას ვერ იპოვით, საკითხების ერთობ ტენდენციურ გაშუქებას კი ყველგან წააწყდებით; ასევეა ნებისმიერი ათეისტური ლექსიკონიც: ათეისტი შემადგენელები მართლმადიდებლურ დოგმებს და სხვა ისტორიულ საკითხებს საკუთარი მრწამსის შესაბამისი ინტერპრეტაციებით განიხილავენ. ამიტომაც არ უნდა გაგვიკვირდეს, რომ, როგორც ბროკჰაუზის, ასევე ნიკონიანურ “მართლმადიდებლურ” საღვთისმეტყველო ლექსიკონებში და ენციკლოპედიებში, რომლებშიც თეოლოგიური თემები ძველმართლმადიდებელთა მტრების, ნიკონიანურ მოძღვართა მიერ არის დამუშავებული, ჩვენთვის საინტერესო და ძველმართლამდიდებლობასთან დაკავშირებული საკითხები ტენდენციურად იყოს გაშუქებული. თანაც ცნობილია, რომ შემდგენლები საკითხებს მხოლოდ მათი თანადროული პირობებისა და მოთხოვნების შესაბამისად განიხილავენ (1).
ნიკონის დროიდან რუსეთის მთავრობას ძველმორწმუნეთადმი განსაკუთრებული უარყოფითი დამოკიდებულება რომ ჰქონდა, ეს საყოველთაოდ ცნობილია. ასე, რომ წინამდებარე ენციკლოპედიები საკვლევ და სადავო საკითხებს მეტად ტენდენციურ და შეზღუდულ ჩარჩოებში გვაწვდიან (2).
ასე, რომ ძველმართლმადიდებელთა მტრების, ნიკონიანელ ღვთისმეტყველთა მიერ შედგენილი და ოპონენტების მიერ მოწოდებული ორივე განმარტება მეტად ტენდენციურია და მიმართულია მათი იმჟამინდელი აღმსარებლობის გამართლებისკენ. თავად განსაჯეთ – აი, რა არის ნათქვამი პირველ განმარტებაში, რომელიც ამოწერილია ბროკჰაუზის ენციკლოპედიიდან: “სექტად იწოდება ორგანიზებული საზოგადოება ადამიანებისა, რომელთაც გაბატონებული ეკლესიისგან განსხვავებული აზრი აქვთ” (ხაზგასმა ყველგან ჩვენია – არქიეპ.პ.). როგორც ვხედავთ, აქ სექტის რაობა პირველი სიტყვებიდანვე გაბატონებულ ეკლესიასთან მიმართებაშია გააზრებული. მოკლედ, სექტა ის დაჯგუფება ყოფილა, რომელიც გაბატონებულ ეკლესიასთან ამა თუ იმ საკითხზე განსხვავებული შეხედულების გამო სქიზმაშია, თუმც შეიძლება თავად სრულებითაც არ იყოს სქიზმის მიზეზი. თუ ეს განმარტება “მეცნიერულია”, როგორც ამის რეკლამირებას ახდენენ ოპონენტები, მაშინ ის უნდა აკმაყოფილებდეს მეცნიერული მტკიცებულებისათვის აუცილებელ პირობას. საზოგადოდ ცნობილია, რომ “მეცნიერული დებულებები გამოთქვამენ არა რომელიმე პიროვნების პოზიციას, არამედ ობიექტურ ვითარებას, ამის გამო ისინი ჭეშმარიტია, მათი უარყოფა კი მცდარი.
მეცნიერება ინტერსუბიექტური მეთოდების გამოყენებით ადგენს უტყუარ და უეჭველ დებულებებს, რომლებიც ყველასთვის ერთნაირად მისაღებია... მეცნიერულ მტკიცებებს აქვს ინტერსუბიექტური ხასიათი, ამიტომაც ის ყველასთვის აუცილებელი და სავალდებულოა” . (შეად. ვ. ერქომაიშვილი. "ფილოსოფია", თბილისი. 1994 გვ. 20-
ამრიგად, სექტისა და ეკლესიის ურთიერთმიმართების საკითხზე ზემოთ დამოწმებული მტკიცება ამოსავალ პუნქტად მიიჩნევს ეკლესიის ან სექტის ისტორიული ვითარებით გამოწვეულ მდგომარეობასა და სახელმწიფოში გაბატონებულთა აზრს, რომელიც, სრულიად ბუნებრივია, შეუძლებელია უცდომელი იყოს. გაბატონებული კონფესიისა და მასთან რაღაც მიზეზებით უთანხმოებაში მყოფი რელიგიური კონფესიების ურთიერთმიმართების იმგვარი იდეოლოგიის შემთხზველები არიან. საყოველთაოდ ცნობილია, რომ პირველი საუკუნეების ისრაელში, სადაც გაბატონებული რელიგია იუდაიზმი იყო, ქრისტეანობა ამ გაბატონებული რელიგიიდან გამოყოფილ ერთ-
დღემდე უცვლელია სინედრიონის ეს პოლიტიკა ქრისტეს ეკლესიის მიმართ, ოღონდ იმ განსხვავებით, რომ ქრისტეანობის სამოსს ამოფარებულმა მგლებმა უკვე არა იუდეველობას, არამედ მათ მიერ ფალსიფიცირებულ “სახელმწიფო ეკლესიებს” მოარგეს იგი. ჩვენ სექტის თეოლოგიურ განმარტებას, მის სტრუქტურულ და არსობრივ დახასიათებას ვითხოვდით, ხოლო ნიკონიანური ადეპტები სინედრიონის მიერ შემუშავებულ ისტორიულ-
არის სხვა უზუსტობების ასე, მაგალითად პირველ განმარტებაში წერია: “სექტა არის სარწმუნოებრივი აღმსარებლობა, რომელსაც ადამიანთა შედარებით (ვისთან ან რასთან შედარებით? – არქიეპ.პ.) მცირე რაოდენობა მისდევს”. აქ სექტის მეორე თვისებად მცირერიცხოვნებაა მოცემული. ჩვენ არ უარვყოფთ, რომ სექტა შეიძლება მცირერიცხოვანიც იყოს, მაგრამ კატეგორიულად უარვყოფთ მოსაზრებას, თითქოსდა მცირერიცხოვნება სექტის ნიშან-
დამოწმებულ განმარტებაში ვკითხულობთ: “... ამასთან იგი (ე.ი. სექტა -
როგორც ვხედავთ, სინედრიონის პოლიტიკა დღემდე არ გაუქმებულა, მეტიც – მას ერთობ აქტიურ პროპაგანდას უწევს გაბაონელი ებრაელების შთამომავალი გ.გაბაშვილი ("ივერიის გაბრწყინება", # 1 (22), 1998 წ. გვ. 4, 5). მისგან არაერთხელ გვსმენია, რომ ებრაელი თალმუდისტები არაებრაელებს “გოებს”, ხოლო მათი საქმეების გაუცნობიერებლად თუ გაცნობიერებულად მკეთებლებს “შაბესგოებს” (შაბათის გოიმებს) უწოდებენ. საკითხავია: თავად გაბაშვილი, ქრისტეანობის სახელს ამოფარებული იუდეველი, სინედრიონის ადეპტი ან ჭეშმარიტებას ამხედრებული ქართველი “შაბესგოი” ხომ არ ბრძანდება?
იმავე წყაროში გვხვდება კომენტარი, რომ უძველეს ეპოქაში სიტყვა “სექტა” და “ერესი” გამოიყენებოდა, “როგორც სრული სინონიმები” (იქვე, #5 (26), 1998 წ. გვ. 12, სვ. 2). ალბათ, ამ კონტექსტში უნდა განვიხილოთ მეორე განმარტებაში მოცემული სიტყვებიც: “სექტანტობის მისადაგება შესაძლებელია ორთავე კანონიკური ცნების: როგორც – განხეთქილების (სქიზმის), ასევე – მწვალებლობისადმიც (ერესისადმი)” (იქვე. სვ. 3). განათლებულმა მკითხველმა უწყის, რომ ესა თუ ის სიტყვა ან ცნება ხშირად დროთა განმავლობაში მნიშვნელოვანი შევიწროებას ან გაფართოებას განიცდის. ამ გაგებით “სექტა” და “ერესი” მართლაც იდენტურნი არიან. მაგალითად, ლათინურად Sectam alicujus ვიღაცის მიმდევრობას, სწავლებას, მიმართულებას, სკოლას ნიშნავს (ვთქვათ “სტოიკოსთა სკოლა” – Sectam stoicorum) ("Тоталитарные секты: свобода от совести". Москва 1997 г., стр. 80).
იგივეს აღნიშნავდა სიტყვა airesis – “ერესი”. ის გამოიყენებოდა ფილოსოფიურ მიმართულებათა და სკოლათა აღსანიშნავად (დიაკვანი ანდრია კურაევი. დასახ. ნაშრ. გვ. 150). ე.ი. შეცტა და აირესის ერთი და იგივე სიტყვის – “სკოლის” აღმნიშვნელი სინონიმები იყო, მაგრამ, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, თუკი პოლიტიკურ და ფილოსოფიურ სკოლებში ეს მაშინ მისაღები ტერმინი იყო, რელიგიურ სფეროში საძრახის მოვლენად ითვლებოდა, კერძოდ, ეს იყო მწვალებლობა. არასწორი მოძღვრება, “ერესი” – დღევანდელი გაგებით. თუმც აღნიშნული ადგილი ჩვენს მოსაზრებასაც ადასტურებს, რომლის თანახმადაც სექტა, როგორც მთლიანი მართლმადიდებლური მოძღვრების უარმყოფელი, აუცილებლად ერეტიკულია. როდესაც ვწერდით, რომ არაერეტიკული სექტა არ არსებობს, ბუნებრივია ვგულისხმობდით ამ სიტყვის დღევანდელ გაგებას (როგორც ამას გვთავაზობს პროფ. ანდრია კურაევი) და ისიც სწორედ რელიგიურ და არა პოლიტიკურ ან ფილოსოფიურ ასპექტში.
გარდა ამისა, გარკვეული გაგებით თვით სექტაც შეიძლება იწოდებოდეს ეკლესიად. “ეკლესია” ბერძნული სიტყვაა და შესაკრებელს ან შეკრებას ნიშნავს და, თუ მას არა მკაცრი მართლმადიდებლური გაგებით, არამედ წმიდა ეტიმოლოგიური მნიშვნელობიდან გამომდინარე მივუდგებით, მაშინ სექტაც ეკლესიაა და “ეკლესია” და “სექტა” სინონიმებია. წმ. კირილე იერუსალიმელი ბრძანებს: “ვინაიდან სიტყვა “ეკლესია” სხვადასხვა აზრით იხსენიება, როგორც, მაგალითად, ეფესოში სანახაობაზე შეკრებილი ხალხის შესახებ წერია: “და ესე ვითარცა თქუა, განუტევა კრებული (ეკლესია) იგი” (საქმე 19:40) და რამდენადაც სამართლიანად შეიძლება ეწოდოს მაცდურთა ეკლესია მწვალებელთა თავყრილობებს: მარკიონელებს, მანიქეველებს (ესენი “წმინდა წყლის” სექტებია – მ.პ.) და სხვებს, ამიტომაც სიმბოლო სარწმუნოებისა, მრწამსი, გასაფრთხილებლად ასე გვასწავლის: “ერთი, წმიდა, კათოლიკე და სამოციქულო ეკლესია”, რათა შეგინებულ თავყრილობებს გაექცე და იმყოფებოდე წმიდა კათოლიკე (საყოველთაო – მ.პ.) ეკლესიაში, ამიტომაც ნუ იკითხავ უბრალოდ: “სად არის ეკლესია”, არამედ იკითხე: “ სად არის საყოველთაო ეკლესია”, რამეთუ ესაა სახელი ჩვენი წმიდა და დედა ეკლესიისა, რომელიც არის სძალი უფლისა ჩვენისა” (წმ. კირილე იერუსალიმელი. კატეხიზმო. ჰომილია 16. § 26).
ასე, რომ შეგვიძლია თვით “გაბატონებულ ეკლესიებსაც” სექტა ვუწოდო და, პირიქით, სექტასაც ვუწოდოთ “ეკლესია”.
ტერმინთა ასეთი აღრევა და მათი გაუაზრებლობა დღევანდელი, მართლმადიდებლური ეკლესიოლოგიის მიხედვით, რასაც ოპონენტები მიმართავენ, მხოლოდ მკითხველის დასაბნევად და იმაში დასარწმუნებლად გამოიყენება, თითქოსდა არაფერი დაშავდება, თუკი ძველ მართლმადიდებლურ ეკლესიას (ან ნებისმიერ მართლმადიდებლური აღმსარებლობის კონფესიას) “სექტას” ვუწოდებთ, მაგრამ ასეთი მსჯელობა ტყუილსა და დანაშაულს შეიცავს. ჯერ ერთი, იმიტომ, რომ დღევანდელი საზოგადოება ამ ტერმინებს (“სექტა” “ერესი”) რელიგიური გაგებით აღიქვამს, ამ მხრივ კი ის უარყოფითი ტერმინია; და მეორეც: ამ ცნებათა არადანიშნულებისამებრ ბოროტი გამოყენებით ძველმართლმადიდებლური ეკლესიის საწინააღმდეგოდ აქეზებს იმ ბრბოს, რომელიც საკითხში ჩაუხედავია; ამგვარმა პოლიტიკამ შეიძლება მოგვცეს მეტად ტრაგიკული და სავალალო შედეგი. მაცხოვრის ჯვარმცმელი და ქრისტეანთა მდევნელი ბრბო რომ მისი მეტად თვალსაჩინო მაგალითია.
ვეჭვობთ, ოპონენტებს სწორად ჰქონდეთ გააზრებული მეორე განმარტების შემდეგი ფრაზაც “ყველა რუსული სექტა შესაძლებელია დაიყოს სამ კატეგორიად “სტაროობრიადულ”, რაციონალისტურ და მისტიურ, სხვაგვარად – საიდუმლო სექტებად; ... “სტაროობრიადული” სექტები იწოდებიან განხეთქილებად (სქიზმებად) ... რაციონალისტური და მისტიური სექტები უპირატესად სახელდებულ არიან მწვალებლურად (ერეტიკულად) და საკუთრივ იწოდებიან კიდეც სექტებად...”
"მაშასადამე, -
გასაკვირია, რომ ოპონენტები ზემოთ დამოწმებულ განმარტებას “მართლმადიდებლურ-
როდესაც ენციკლოპედიაში ვკითხულობთ: “ყველა რუსული სექტა შეიძლება დაიყოს სამ კატეგორიად” ავტორი მიანიშნებს , რომ აქ საუბარია არა ბელოკრინიცისა ან ნოვოზიბკოვის ძველმართლმადიდებლურ კონფესიებზე, არამედ სამღვდელოების უარმყოფელთა, ე.წ. “ბეზპოპოვცების” წიაღიდან აღმოცენებულ სექტებზე, რომელთაც შეუძლებელია რაიმე საერთო ჰქონდეთ საღვმდელოების მქონე ძველმართლმადიდებლებთან. კონკრეტული ადგილი საღვთისმეტყველო ენციკლოპედიიდან ეძღვნება სექტებს და ისიც მხოლოდ რუსულ, ბეზპოპოვცებისგან აღმოცენებულ სექტებს; სტატიაში ეს სრულიად ცხადად არის მინიშნებული; ბეზპოპოვცები სამღვდელოების უარყოფის გამო განხეთქილებაში აღმოჩნდნენ ძველმართლმადიდებლურ ეკლესიასთან, მაგრამ ცნობილია, რომ ოფიციალურ რუსულ-
ამრიგად, ოპონენტთა მიერ მოტანილ “მეცნიერულ” განმარტებას არ გააჩნია ინტერსუბიექტური ხასიათი, რის გამოც ის ამ სახის განმარტებად ვერ ჩაითვლება. თეოლოგიურ ახსნაზე კი დამოწმებულ ტექსტში საერთოდ არ არის ლაპარაკი.
“ივერიის გაბრწყინების” რედკოლეგიისა და მათი ლიდერის მტკიცებით ჩვენ, სექტისადმი ჩვენეული მიდგომითაც კი, თურმე “მაინც სექტის(ხაზგასმა ოპონენტებისაა – არქიეპ. პ.) კატეგორიაში ვექცევით. ვნახოთ, რა ხდება:
“მოგეხსენებათ, საღმრთო გამოცხადება ეს არის წმ. წერილისა და წმ. გადმოცემის ერთობლიობა, გააზრებული და მოწოდებული მსოფლიო მართლმადიდებელი ეკლესიის მიერ; წმ. გადმოცემა წარმოადგენს სულიწმიდისეულ სულის მაცხოვნებელ სწავლებას, მემკვიდრეობითად გადმოცემულს ძველ და ახალ აღთქმისეულ მოძღვართა მეშვეობით, სხვაგვარად რომ ვთქვათ იგივე: წმ. გადმოცემა არის წმ. მამებისა და ეკლესიის მასწავლებელთა კანონიკური სწავლება – მთელი მართლმადიდებლური თეოლოგიური კორპუსი (ხაზგასმა ავტორებისაა – არქიეპ. პ.). ჩვენი ოპონენტები ეკლესიის წმ. მამებისა და მასწავლებლებს აღარ სცნობენ მთელს მსოფლიოში რუსეთის პატრიარქ ნიკონის ეპოქიდან (XVII ს), ვიდრე დღემდე ანუ: ისინი აღიარებენ წმ. გადმოცემას ნაწილობრივ, იმყოფებიან რა მის სექტორში, რომელიც მოიცავს იესო ქრისტედან 1666 წლამდე პერიოდს, რის შემდგომაც მსოფლიო მართლმადიდებელ ეკლესიაში გაბრწყინებულ ათასობით წმინდანსა და მათ მიერ გამოთქმულ მაცხოვნებელ მოძღვრებას ხელაღებით უარყოფენ, ყოველ შემთხვევაში – წმ. გადმოცემას აღარ მიაკუთვნებენ (ხაზგასმა ჩვენა – მ.პ.). აქედან ვასკვნით: “ტერმინის” – “სექტა” თვით ოპონენტთა მიერ შემოთავაზებული განმარტებითაც კი ქართველი “ძველმართლმადიდებლები” “სექტანტები არიან, რაკი მართლმადიდებელი ეკლესიის სწავლებას ნაკლულად შეიცავენ!...” ("ივერიის გაბრწყინება", #5 (26), 1998 წ. გვ. 13, სვ. 2).
როდესაც წმ. გადმოცემებზე ვმსჯელობთ, გავიხესნოთ, რომ ჭეშმარიტი გადმოცემის გვერდით არსებობდა და დღესაც არსებობს ყალბი გადმოცემები, რომელთაც საღმრთო გამოცხადებასთან არავითარი კავშირი არა აქვთ. ამიტომაც უნდა ვიცოდეთ, როგორ განვასხვაოთ წმიდა გადმოცემა ყალბისგან. კერძოდ, ყურადღება უნდა მივაქციოთ იმას, თუ რა დროიდან მკვიდრდება ესა თუ ის გადმოცემა და ეთანხმება თუ არა იგი წმიდა წერილის სულისკვეთებას. თუკი ჩვენამდე მოღწეული გადმოცემა ქრისტეანობის პირველი საუკუნეებიდან კი არა, გვიანდელი დამკვიდრებულია და წმიდა წერილის სულისკვეთების საწინააღმდეგოა, ცხადია, ის არ არის წმიდა და საღმრთო გადმოცემა. “ერეტიკოსებსაც მრავალი ძველი გადმოცემა აქვთ, მაგრამ ისინი არასამოციქულოა, სული წმიდისგან შთაგონებული არ არიან და ოდენ კაცობრივი გამონაგონია” (Прот. Г. Дьяченко. "Вера, надежда, любовь". Катехизические поучения. т. 1. 1993 г., стр. 21).
ძველმართლმადიდებელნი სწორედ ამ ყალბ, კაცობრივ გამონაგონში არ ვეთანხმებით ნიკონიანურ ეკლესიას და არა მართლმადიდებლურ სწავლებაში, მაგრამ ოპონენტები დუმილით უვლიან გვერდს ამ გარემოებას. ისინი “ეკლესიის” პოზიციებიდან გვედავებიან მაშინ, როდესაც ჩვენ მათ სრულებითაც არ აღვიქვამთ ეკლესიად. ქრისტეს წმიდა ეკლესია ძველ გადმოცემათა მიმყოლია და არა განმაახლებლური, რომელშიც, სხვათა შორის, უამრავი საღვთო დადგენილება და გადმოცემაა უარყოფილი. იმისთვის, რომ ოპონენტებმა ჩვენთან ეკლესიის პოზიციიდან შეძლონ საუბარი, საკუთარი “ეკლესიის” კანონიკურობა და ჩვენი ეკლესიის არაკანონიკურობა უნდა დაამტკიცონ, რაც ვერაფრით ვერ მოუხერხებიათ. ოპონენტთა სურვილი, სექტანტად ან ერეტიკოსებად გამოგვაცხადონ, ოცნება უფროა, ვიდრე რეალობა, ამიტომაც ყველა მათი მტკიცება სრულიად დაუსაბუთებელი, აბსურდული და დემაგოგიურია! ნებისმიერი ნორმალური მოაზროვნესთვის აშკარაა, რომ ასეთი დაუსაბუთებელი ბრალდებების წამოყენება დემაგოგი აგიტატორების ხელობაა და მეტად დაშორებულია ღვთისმეტყველებისგან.
ჩვენი მოთხოვნა სამართლიანი და ლოგიკურია! სანამ ჩვენი კონფესიების სიმართლეს არ წარმოვაჩენთ, ეკლესიის სახელით მოწინააღმდეგის სქიზმაში ან ერესში მხილება არადამაჯერებელია! ასე, დემაგოგიური განცხადებებით, ყველას შეუძლია თავი აღიაროს ეკლესიად, თავისი “წმინდანები” წმინდანად, ხოლო საეკლესიო პრაქტიკა წმიდა გადმოცემად გამოაცხადოს, მაგრამ მსგავსი განცხადებები დემაგოგიას და პირად მოსურვებას ვერ გასცილდება. ამ დღეში აღმოჩნდნენ ჩვენი ოპონენტებიც!
დემაგოგიის გარდა ოპონენტები სიცრუესაც არ ერიდებიან მტკიცება, თითქოსდა ჩვენ 1666 წლის შემდეგ მსოფლიო ეკლესიაში გაბრწყინებულ ათასობით წმინდანსა და მათ მიერ გამოთქმულ მაცხოვნებელ მოძღვრებას ხელაღებით უარვყოფთ, ყოველ შემთხვევაში – წმ. გადმოცემას აღარ მივაკუთვნებთ – მტკნარი სიცრუეა! ჯერ ერთი, იმიტომ, რომ ამგვარი მტკიცების არავითარი ფაქტობრივი მონაცემი არ არსებობს; მეორეც, ოპონენტები ამაოდ მიიჩნევენ განხეთქილების მოქმედ გაბატონებულ კონფესიებს ქრისტეს ეკლესიად. რადგანაც, ჩვენი ღრმა და ისტორიული თუ თეოლოგიური ხასიათის მტკიცებების მიხედვით, ჭეშმარიტი საკურთხეველი (ე.ი. უბიწო ეკლესია) შენარჩუნებულია ძველმართლმადიდებლობაში, ცხადია, მათ ე.წ. “წმინდანებს” “გაბრწყინებულად” აღარ მივიჩნევთ, მაგრამ აღვიარებთ უამრავ წმინდანს, რომლებიც ნიკონიანელი სატრაპების ხელით მოწამეობრივად აღესრულნენ; აღვიარებთ მათ მიერ დაცულ სარწმუნოებასაც. ძნელი არ არის იმის მიხვედრა, თუ ვის გულისხმობენ “მსოფლიო ეკლესიაში” ოპონენტები, მაგრამ გვაქვს მყარი საფუძველი, მათი ერეტიკული კონფესია არ ჩავთვალოთ წმიდა, სამოციქულო ეკლესიად, ასე რომ ოპონენტთა ეს “ბრალდებაც” მეტად უსუსური და დემაგოგიურია.
კიდევ: სინამდვილეს არ შეესაბამება, თითქოს ის სწავლება, რომელსაც გამოთქვამდნენ ნიკონიანელი მოძღვრები თუ ე.წ. “წმინდანები”, ჩვენგან ხელაღებით არის უარყოფილი ან, ყოველ შემთხვევაში, არ მივაკუთვნებდეთ წმ. გადმოცემას. ზემოთ ნაჩვენები პრინციპის მიხედვით, ჩვენ უარვყოფთ მოწინააღმდეგეთა ეკლესიის იმ გადმოცემებს, რომელთაც საფუძველი არ გააჩნიათ არც წმ. წერილში და არც წმიდა მამათა თხზულებებში, რაც გვიანდელი გამონაგონია და ეკლესიისთვის მიუღებელია. მაგრამ მართლმადიდებლური სწავლების უდიდეს ნაწილში ჩვენი და ოპონენტთა ეკლესიის გადმოცემა თანხმიერია. ხდება უარესიც; ოპონენტები მთელ რიგ საკითხებთან მიმართებაში (მაგ. წვერის შესახებ, ნათლისღების შესახებ და სხვა) თვით საკუთარ “წმინდანთა” და მოძღვართა სწავლებასაც კი უარყოფენ. ასე რომ, ნიკონიანელ მოძღვრებს თვითონვე ეწინააღმდეგებიან, რის გამოც მათ სამხილებლად და ამა თუ იმ საკითხზე ჩვენი ეკლესიის შეხედულებათა დასადასტურებლად თვით ნიკონიანური ეკლესიის მოძღვართა მრავალი გამონათქვამის დამოწმება გვიწევს, ვინიცობაა, ჩვენი თუ არ სჯერათ, საკუთარი მოძღვრების მაინც დაიჯერონ. ყველა ის მსჯელობა, გამოთქმა ან მოძღვრება, რომელიც ნიკონიანელ მოძღვართა და ე.წ. “წმინდანთა” მიერ არის გამოთქმული და რომელიც ძველ მამათა სწავლებას ეფუძნება და მათ თანადროულ პრობლემებთან და ერეტიკულ სწავლებებთან ბრძოლის გამო ინტერპრეტირებულია, ჩვენთვის აბსოლუტურად მისაღებია! ამის დამადასტურებელია ჩვენი წერილები, სადაც ოპონენტებს ამა თუ იმ საკითხში ან საერთო სწავლებაში მათი კონფესიის მოძღვართა სიტყვებითვე შევახსენებთ მათგან მივიწყებულ ჭეშმარიტებას. მეტსაც გეტყვით – არათუ ნიკონიანელ “წმინდანთა”, არამედ თვით ჩვენი უშუალო ოპონენტების მიერ გამოთქმულ მართალ სწავლებასაც შევიწყნარებთ, თუკი იგი ფორმულირებისას ძველ მამათა და სრულიად მართლმადიდებლური ეკლესიის სწავლებას არ ემიჯნება. ამ თვალსაზრისით, ჩვენს შორის საერთო უფრო მეტია, ვიდრე განსხვავება. ასე რომ, ოპონენტთა ეს ბრალდებაც სრული ცილისწამებაა! თუ არადა, დაგვისახელონ, რომელია ის სწავლება, რომელსაც წმ. გადმოცემას არ მივაკუთვნებთ და დაამტკიცონ, რომ ის ჭეშმარიტად წმ. გადმოცემაა.
ოპონენტებმა, ცხადია, იგუმანეს, რომ მათ ამ მტკიცებას უპასუხოდ არ დავტოვებდით და ჯებირად ასეთი შემხვედრი მსჯელობა აღმართეს: “რა თქმა უნდა, -
ნიკონიანურ ეკლესიაში წმ. გადმოცემის მნიშვნელოვანი ნაწილი დაცულია, შენარჩუნებულია ძირითადი დოგმატური სწავლებაც, მაგრამ აქვე მრავლად არის ერთმანეთისგან განსხვავებული პრაქტიკული და თეოლოგიური შეხედულებებიც (მაგ. ეკლესიოლოგიაში). ეს მიზეზია, რომ მათ კონფესიას განმაახლებლური, ახალმოწესეთა ან ახალმორწმუნეთა, ხოლო ჩვენსას ძველმართლმადიდებლური, ძველმოწესეთა ან ძველმორწმუნეთა ეკლესიები ეწოდებათ. ასე, რომ, რადგანაც ახალბერძნულ-
მართლმადიდებელთა დევნასა და სასტიკ ტანჯვა-
ნიკონიანურმა ეკლესიამ 1971 წლის გაერთიანებულ საეკლესიო კრებაზე შეცდომად აღიარა როგორც ეს რეფორმა, ისე ნიკონისა და აღმოსავლეთ იერარქთა მიერ 1654-
_________________________________________________________
1. ეს დასტურდება თვით ოპონენტების მიერ დამოწმებული წყაროებიდან, სადაც სექტის შესახებ ნათქვამია: "ოფიციალურ ენაზე, რელიგიური ბრძოლის ეპოქებში, ერთი და იგივე თემი ხან სექტად იწოდება, ხანაც -
2. ამის დასტურია ოპონენტთა მიერ დამოწმებული მეორე წყაროც, სოიკინის მიერ გამოცემული "სრული მართლმადიდებლურ-
გაგრძელება იხ. შინაარსი: