სწავლანი - ამონაწერები საეკლესიო ცხოვრების სხვადასხვა ასპექტის შესასწავლად 1 - საქართველოს ძველმართლმადიდებლური ეკლესია

საქართველოს ძველმართლმადიდებლური ეკლესიის ოფიციალური საიტი
Перейти к контенту
ვ. ტ. ზელენკოვი

ამონაწერები წმიდა მამათა თხზულებებიდან და სხვა წიგნებიდან,

საეკლესიო ცხოვრების სხვადასხვა ასპექტის შესასწავლად
მაცხოვრის ხატი
შინაარსი

ნაწილი I

პირველი ნახევარი


თავი I



იმის შესახებ, რომ ქრისტეს სახარება მარადიულია
და
სულის ცხოვნებისთვის აუცილებელია ყოველივე იმისადმი რწმენა, რაც სახარებაში წერია


იოანეს სახარება 5:24: "... ჭეშმარიტად, ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: ვინც ისმენს ჩემს სიტყვებს და სწამს იგი, ვინც მომავლინა, აქვს საუკუნო სიცოცხლე და არ წარუდგება სამსჯავროს, არამედ უკვე გადავიდა სიკვდილიდან სიცოცხლეში".

მარკოზის სახარება 13:31: "ცა და მიწა გადავლენ, ხოლო ჩემი სიტყვები არ გადავლენ".

ლუკას სახარება 16:17: "უმალ ცა და მიწა გადავლენ, ვიდრე თუნდაც ერთი წერტილი ამოვარდება რჯულიდან".

მათეს სახარება 5:18-19: " რადგანაც ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: სანამ არ გადავა ცა და მიწა, ერთი იოტიც ან ერთი წერტილიც არ გადავა რჯულისაგან, ვიდრე ყოველივე არ აღსრულდება. ამრიგად, ვინც დაარღვევს თუნდაც ერთს ამ უმცირეს მცნებათაგანს და ასე ასწავლის კაცთაც, უმცირესად იწოდება ცათა სასუფეველში; ხოლო ვინც აღასრულებს და ასწავლის, უდიდესად იწოდება ცათა სასუფეველში".

წმ. იოანე ოქროპირი: "სიტყვებში "უმცირესად იწოდება ცათა სასუფეველში" ჯოჯოხეთი ან ტანჯვა იგულისხმე" (Беседы св. Иоанна Златоуста на Евангелие от Матфея, гл. V, 19 (зач. 11), беседа XVI, п. 4, По Синод. изд. 1886 г., ч. I cтр. 303).

ფსალმუნი: "უკუნისამდე, უფალო, სიტყუაჲ შენი დაადგრების ცათა შინა და ნათესავითი ნათესავადმდე ჭეშმარიტებაჲ შენი; დააფუძნე ქუეყანა და ჰგიეს" (ახ. ქართ.: "უკუნისამდე, უფალო, შენი სიტყვა დაფუძნებულია ზეცაში. თაობიდან თაობამდეა ჭეშმარიტება შენი; დაამყარე ქვეყანა და დგას" (ფსალმ. 118:89-90).

სამოციქულო: "ვინაიდან ყოველი ხორცი ბალახსა ჰგავს და ყოველი დიდება კაცისა - მინდვრის ყვავილს; გახმა ბალახი და დასცვივდა მისი ყვავილიც. ღვთის სიტყვა კი წარუვალია. სწორედ ესაა სიტყვა, თქვენ რომ გეხარათ" (1 პეტრე. 1:24-25).

სახარება: "რადგან ვისაც სურს სულის ხსნა, დაჰკარგავს მას: და ვინც ჩემი და სახარების გულისთვის დაჰკარგავს სულს, ის ჰპოვებს მას" (მარკოზი 8:35).

ბიბლია. ძველი აღთქმა. ესაიას წინასწარმეტყველება: "რადგან ჩემი ზრახვები არ არის თქვენი ზრახვები და ჩემი გზები არ არის თქვენი გზები, ამბობს უფალი. რადგან როგორც ცა არის მაღალი მიწაზე, ასევე მაღალია ჩემი გზები თქვენს გზებზე და ჩემი ზრახვები თქეენს ზრახვებზე. რადგან როგორც წვიმა და თოვლი ჩამოდის ციდან და უკან არ ბრუნდება, თუ არ მორწყა მიწა, თუ არ აშობინა და არ აღმოაცენებინა, რომ მისცეს თესლი მთესველს და პური მჭამელს, ასევე იქნება ჩემი სიტყვა, რომელიც გამოდის ჩემი პირიდან. ფუჭად არ დაბრუნდება ჩემთან, თუ არ აღასრულა ჩემი ნება და არ მიაღწია იმას, რისთვისაც მივავლინე" (ესაია 55:8-11).

წმ. კვიპრიანე კართაგენელი: "როგორც ეშმაკი არ არის ქრისტე, თუმცა მრავალს ატყუებს მისი სახელით; ასევე, არ შეიძლება ქრისტეანი იყოს ის, ვინც არ იმყოფება ღმრთის სახარების ჭეშმარიტებასა და სარწმუნოებაში" (Творения св. священномученика Киприана Карфагенского, часть II, "Трактаты", изд. Киев 1891 г. Книга (или глава) "О единстве церкви", стр. 189).

წმ. სიმეონ ახალი ღვთისმეტყველი: "...ვინც არ იქმს ნებას ქრისტე მაცხოვრისა, ის არ არის ქრისტეანი. ებრაელებზე უარესნი არიან უსამართლო ქრისტეანები" (Слова преп. Симеона новаго Богослова, печ. в Москве 1892 г., выпуск, I, слово 3, стр. 259).

ნეტ. ავგუსტინე: "... ამიტომაც ურწმუნონი, თუმც ღმრთის ნების საწინააღმდეგოდ მიდიან, რადგან არ სწამთ სახარების, მას მაინც ვერ სძლევენ და საკუთარ თავს უდიდეს სიკეთეს მოაკლებენ" (Жизнь и творения блаж. Августина, печ. в Киеве 1855 г., стр. 140. Поизд. Лукина Н. Новгород 1907 г., стр. 108)).

წმ. თევდორე ედესელი: "... ხოლო მეფე იოანემ ჰკითხა წმინდანს (თევდორეს): მითხარი, რას ნიშნავს კარი და როგორ უნდა გავიგოთ მისი დაკეტვა; გვედრებ, განმიმარტე, რათა შევიმეცნო. მაშინ, მღვდელმთავარმა აიღო წმ. სახარება და მიუგო: აი, მეფეო, კარი, რომელსაც მივყავართ სულის ცხოვნებამდე და ღმერთთან და მის წმინდანებთან მარადიულ სუფევამდე... და აღასრულა წმიდა ლიტურგია მეფის საძინებელში, აზიარა ახალმონათლულნი უფლის უპატიოსნეს ხორცსა და სისხლს და იქმნა დიდი სიხარული..." (Минея-четия, печ. в Киеве 1700 г. Июль 9. В житии св. Феодора епископа едесскаго, л. 390).

წმ. ბასილი დიდი: "... არ ეგების მივყვეთ კაცობრივ გადმოცემებს, ღმრთის მცნებები კი უარვყოთ... არამედ ყოველივე, რაც სახარებითა და მოციქულთა პირით გადმოგვცა უფალმა, განუხრელად უნდა შევასრულოთ. "მაშ, წადით, დაიმოწაფეთ ყველა ხალხი და ნათელი ეცით მათ მამის და ძის და სული წმიდის სახელით; ასწავლეთ მათ დაიცვან ყველაფერი, რაც გამცნეთ" (მათე28:19-20) (Василия великаго "О постничестве", печ. Здрукне острозское в лето 7120 (1592) гл. XII, л. 60).

მისივე: "...მარადიული სუფევის მოსაპოვებლად საჭიროა ქრისტეს უპატიოსნეს ხორცსა და სისხლს ვეზიარებოდეთ, რადგან უფალმა ბრძანა: "ჭეშმარიტად, ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: თუკი არ შეჭამთ კაცის ძის ხორცს და არ შესვამთ მის სისხლს, არ გექნებათ სიცოცხლე თქვენში" (იქვე: гл. XXI, л. 72 об.).

დიდი კატეხიზმო: "... ღმრთის ეკლესია არის ღმრთის ერთგულთა საკრებულო, რომელსაც ურყევად უპყრია ერთი, წმიდა და მართლმადიდებლური სარწმუნოება, შეკრულია სიყვარულის საკვრელებით და ურყევად იცავს სახარებისეულ სწავლებას. ამგვარნი ღირს არიან საღმრთო და მაცხოვნებელ საიდუმლოებებს ეზიარონ" (Катехизис Большой, единоверч. печ., л. 120 об.).

იქვე: "ღმრთის ეკლესია ის არის, რომელიც მთელს სახარებას და მსოფლიო კრებათა მთელს სწავლებასა და კანონებს მისდევს, და არა მის ნაწილს" (იქვე. л. 121 об.).

იქვე: "კითხვა: როგორ შევიტყოთ ვისა აქვს ჭეშმარიტი სწავლება სარწმუნოების შესახებ? პასუხი: ჭეშმარიტი სწავლება აქვს იმას, ვინც ეკლესიის წმიდა მამათა სწავლებებს მისდევს და ასწავლის; იცავს შვიდი მსოფლიო კრების დადგენილებებს. სახარებისეულ ქადაგებასა და მოციქულთა სწავლებას სწორად გადმოსცემს, ყოველგვარი მწვალებლური დანამატისა და ლათინური ჩვეულებების გარეშე" (იქვე.л. 18 об.).

სახარება: "ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: არ გადავა ეს მოდგმა, ვიდრე ყოველივე არ აღსრულდება. ცა და მიწა გადავლენ, ხოლო ჩემი სიტყვები არ გადავლენ" (ლუკა 21:32-33).

ნეტ. თეოფილაქტე ბულგარელის განმარტება: "მოდგმას უწოდებს არა მათ, რომლებიც მაშინ ცხოვრობდნენ, არამედ მორწმუნე ქრისტეანთა ყველა თაობას... ანუ ქრისტეანთა მოდგმა არ წარხდებაო. ცა და ქვეყანა შეიცვლებიან, ხოლო ჩემი სიტყვები და ჩემი სახარება არ დაემხობა, არამედ იქნებიან სამარადჟამოდ, თუნდაც ყოველივე შეიძრას და ჩემდამი რწმენა არასოდეს მოიკლებს. აქდან ჩანს აგრეთვე, რომ ეკლესიას იგი ყოველ ქმნილებას ამჯობინებს, ვინაიდან ქმნილებანი შეიცვლებიან, ხოლო მორწმუნეთა ეკლესიიდან, ისევე როგორ მისი სიტყვებიდან და სახარებიდან, არაფერი დაიკარგება" (Благовестное евангелие от Луки, гл. XXI, зач. 107, л. 223 об. По Казанск. изд. 1896 г., ч. 3, стр. 358-360). (იხ. აგრეთვე ქართ. გამოცემა თეოფილაქტე ბულგარელი. ლუკას სახარების განმარტება. ნაწილი II, გამომცემლობა "მრწამსი", თბილისი 2008. გვ. 150-151).

სამოციქულო: " რადგანაც დროა, ღვთის სახლიდან დაიწყოს განკითხვა, ხოლო თუ ჩვენით დაიწყება, რა აღსასრული ელით ღვთის სახარების ურჩთ? თუკი მართალი ძლივსღა ცხონდება, უკეთური და ცოდვილი სადღა იყოს?" (1 პეტრე. 4:17-18).

აპოკალიფსისი: " და ვიხილე შუა ცაში მფრინავი სხვა ანგელოზი, რომელსაც ჰქონდა მარადიული სახარება მიწის მკვიდრთათვის, რათა ეხარებინა ყოველი ტომისა და ხალხის, ენისა და ერისათვის. და ხმამაღლა ამბობდა: გეშინოდეთ ღვთისა და დიდება მიაგეთ მას, რადგანაც მოვიდა მისი სამსჯავროს ჟამი; თაყვანი ეცით მას, რომელმაც შექმნა ცა და მიწა, ზღვა და წყალთა წყარონი" (გამოცხ. 14:6-7).

სამოციქულო: " ვინც შორდება ქრისტეს მოძღვრებას და არ მკვიდრობს მასში, არა ჰყავს ღმერთი, ხოლო ვინც მკვიდრობს ქრისტეს მოძღვრებაში, მამაცა ჰყავს და ძეც. ვინც თქვენთან მოდის, მაგრამ არ მოაქვს ეს მოძღვრება ნურც შინ მიიღებთ და ნურც მოიკითხავთ, რადგან ვინც მას მოიკითხავს, მის ბოროტ საქმესაც ეზიარება" (2 იოანე 1:9-11).

ღირ. სიმეონ ახალი ღვთისმეტყველი: "... რატომ უნდა შევკრიბოთ, რამდენიც ძალგვიძს, წმიდა სახარების სწავლება და სხვა ღმრთითშაგონებულ მამათა თხზულებანი, რათა ვაჩვენოთ მათ და დავარწმუნოთ ისინი, რაშიც ცდებიან, როგორ გადაუხვიეს მაცხოვნებელ და სწორ გზას, სად დაიარებიან ამჟამად. როგორ მიეახლა ეშმაკი ამ მონაზვნებს, როგორ მოხიბლა ისინი და მარყუჟი მოსდო მათ ყელს; შემდეგ კი ვაჩვენოთ, როგორ ჩაითრია ისინი ცოდვისა და ვნებების მორევში, უკეთურებისა და უსჯულოების ღრმა ორმოში შთააგდო ისინი..." (Слова преп. Симеона новаго Богослова (живш. в X веке), печ. в Москве 1890 г., вып. второй, слово 74, стр. 3, 242).

მისივე: "წადით, მოიარეთ მთელი ქვეყანა და უქადაგეთ სახარება ყველა ქმნილებას" (მარკ. 16:15). უქადაგეთ დაიცვან არა ნაწილობრივ, არამედ ყველაფერი, რაც გამცნეთ... მაშ, ჩემო საყვარელო ძმაო, რომელიც ჯერ მოინათლე და ირწმუნე, მაგრამ შემდეგ ისევ ურწმუნო გახდი, გაიგე თუ არა, რას ნიშნავს ეს სიტყვები, თუ მე განგიმარტო ამის შესახებ? ეს სიტყვა ხომ მარტივი და ადვილად გასაგებია ყველასთვის, თუმცა ღრმა და დაფარულ აზრსაც შეიცავს იგი. აქ არა მარტო იმის რწმენაზეა ლაპარაკი, რომ ქრისტე ღმერთია, არამედ იმ სარწმუნოებაზე, რომელიც მოიცავს ყველა მცნებას და ამტკიცებს, რომ არც ერთი მათგანი არ არის გაუქმებული, არამედ ღმრთის სიტყვიდან ერთი იოტაც კი სიცოცხლის მომნიჭებელია და დამამკვიდრებელია მარადიული ცხოვრების. ამდენად, ცხონდება ის, ვისაც სწამს და იცავს ქრისტეს ყველა მცნებას ისე, რომ არც ერთს არ გამოტოვებს; და პირიქით, ვინც არ ირწმუნებს ქრისტეს თუნდაც ერთ სიტყვას ან იოტას, დაისჯება, როგორც თვით ქრისტეს უარმყოფელი" (იქვე. გვ. 244).

მისივე: "... როგორ უნდა ეწოდოს ამგვარს ერთგული და მართლმადიდებელთა დასში იქნას ჩარიცხული? როგორ არის შესაძლებელი, ამგვარი მართლმადიდებელი იყოს და არა დასჯილი, როგორც ურწმუნო და ურწმუნოზე უარესიც, როდესაც უმთავრესში აღიარებს და ამბობს, რომ სწამს ქრისტე, მაგრამ არაფრად აგდებს ღმერთს მცირედში (როგორც მას ჰგონია); ღმერთს და მეუფეს ყოველივესი, თითქოსდა მტყუვარი იყოს... ამრიგად, მცნებები, რომელიც მან მოციქულებს მისცა, ჩვენც მოგვცა, რათა მთლიანად დავიცვათ ყოველი მათგანი" (იქვე. გვ. 245).

მისივე: "... უფალი ქრისტე იმისთვის მოვიდა ამქვეყნად, რათ მისდამი მორწმუნეთ მიანიჭოს განწმენდა და იხსნას ისინი ცოდვისგან. განწმენდას ის გვანიჭებს ნათლისღებით, ხოლო ცოდვათაგან ჩვენს ხსნას აღასრულებს თავისი უპატიოსნესი ხორცისა და სისხლის ზიარებით. რადგან თვითონვე ბრძანებს: "ვინც ჭამს ჩემს ხორცს და სვამს ჩემს სისხლს, ის ჩემშია, ხოლო მე - მასში" (იოანე 6:56) (Слова преп. Симеона новаго Богослова, печ. в Москве 1892 г., вып. первый, слово 46, стр. 422).

მისივე: "ჭეშმარიტად, ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: თუკი არ შეჭამთ კაცის ძის ხორცს და არ შესვამთ მის სისხლს, არ გექნებათ სიცოცხლე თქვენში. ხოლო, ვინც ჭამს ჩემს ხორცს და სვამს ჩემს სისხლს, ექნება საუკუნო სიცოცხლე, და აღვადგენ მას უკანასკნელ დღეს" (იოანე 6:53-54).

ხედავ უპატიოსნეს და საღმრთო საიდუმლოსთან ზიარება რომ არის საუკუნო სიცოცხლე და მათ, ვისაც ექნება ეს საუკუნო სიცოცხლე აღდგება მკვდრეთით უკანასკნელ დღეს? ისე კი არ მოხდება, რომ სხვები საფლავებში დარჩნენ, არამედ ისე, რომ ვისაც საკუთარ თავში ექნება საუკუნო სიცოცხლე აღსდგება საუკუნო სიცოცხლისთვის, ხოლო სხვები სამარადისო ტანჯვისა და გეჰენიისთვის აღსდგებიან. და რომ ეს ჭეშმარიტია, ისმინე რას ამბობს: "რადგანაც ჩემი ხორცი არის ჭეშმარიტი საჭმელი და ჩემი სისხლი არის ჭეშმარიტი სასმელი. ვინც ჭამს ჩემს ხორცს და სვამს ჩემს სისხლს, ის ჩემშია, ხოლო მე - მასში. როგორც მე მომავლინა ცოცხალმა მამამ და ვცოცხლობ მამით, ასევე ჩემი მჭამელიც იცოცხლებს ჩემით" (იოანე 6:55-57).

ხედავ რას ამბობს? გესმის, როგორი სიცხადით მოგვიწოდებს ძე ღმრთისა და გვეუბნება, რომ მისი უპატიოსტნესი ხორცისა და სისხლის ზიარებით ისეთივე ერთობა და სიცოცხლე გვაქვს ქრისტეში, როგორი ერთობა და სიცოცხლე აქვს თვით მას მამაში. რადგან როგორც ის არის ერთი ღმერთთან და მამასთან ერთად თავისი ბუნებით, ასევე, ამბობს, ჩვენც ერთნი ვიქნებით მასთან მადლით, როდესაც ვჭამთ მის ხორცს და ვსვამთ მის სისხლს. და იმისათვი, რათა არ ვიფიქროთ, რომ ეს ყოველივე ხდება ხილულ პურში ამბობს: "ეს არის პური, გარდამოვავალი ზეცით. ისე კი არა, როგორც თქვენმა მამებმა ჭამეს მანანა და დაიხოცნენ. ამ პურის მჭამელი საუკუნოდ იცოცხლებს" (იოანე 6:58). ის კი არ თქვა "ჩამოვიდაო" (რადგან ამ შემთხვევაში გამოვიდოდა, რომ ის მხოლოდ ერთხელ ჩამოვიდა), არამედ "გარდამომავალი ზეცით" (რუს. сходяй с небесе), ანუ ყოველთვის გადმოვდივარ მათზე, ვინც ღირსეულად ეზიარება ჩემს პატიოსან ხორცსა და სისხლს" (იქვე. слово 52, стр. 484).

მისივე: "... მაშ ასე, ნუ დამითვლი, საყვარელო, წლებს, თვეებსა და დღესასწაულთა წეს-რიგს და ნუ იტყვი: აი ვიდღესასწაულე მე შობა ქრისტესი, ნათლისღება, მირქმა, აღდგომა, ამაღლება და სულთმოფენობა. ნუ იტყვი ამას, ჩემო ძმაო, ნუ დაიწყებ დღესასწაულთა ჩამოთვლას და ნუ იფიქრებ, რომ ეს საკმარისია სულის ცხოვნებისთვის" (იქვე. слово 41, стр. 335).

მისივე: "... სხვადასხვა ნუგბარი საჭმელით დახუნძლულ ტრაპეზს გერჩივნოს მხოლოდ სიცოცხლის პური, რომელიც გრძნობითად პურად იხილვება, მაგრამ სინამდვილეში არის ხორცი ქრისტესი. ეს არის ციდან გარდამომავალი პური, სამყაროსათვის სიცოცხლის მომნიჭებელი, რომლის მჭამელი არა მარტო იკვებება, არამედ ცხოველიყოფა და აღსდგება მკვდრეთით. დაე, ეს პური იყოს შენთვის საზრდელიც და სიტკბოებაც, სიცოცხლე დაუშრეტელი. ხოლო ღვინო, რომელიც ამ საიდუმლოში ჭეშმარიტად არის ქრისტეს სისხლი, შენთვის ყოფილიყოს გამოუთქმელი ნათელი, ენით აღუწერელი სიტკბოება და მარადიული სიხარული. თუ შესვამ ღირსეულად ამ ღვინოს, არ მოგწყურდება მარადის" (იქვე. გვ. 340).



***


თავი II

მწვალებელია ის, ვისაც წმიდა წერილისა არა სწამს
და
განმარტავს მას თვითნებურად, საკუთარი შეხედულების მიხედვით



მოქვის ოთხთავის ასლი. XIV ს.

მახარობელი: "ვისაც წმ. წერილის შესაბამისად არა სწამს ერეტიკოსია" (Благовестн. Евангелие от Иоанна, зач. 27, лист 125).

განმარტებითი სახარება: "ასევე, ძმანო, ეშმაკის მიერ არის შეპყრობილი ყოველი კაცი, რომელიც ღვთის სიტყვას არ ისმენს და იმას არ ქადაგებს, რაც ღვთის სიტყვაში წერია" (Евангелие поучительное, в неделю 4 поста, л 74 (единовер. печ.).

(იქვე): "მრავალს¸ჰგონია რომ სწამს, მაგრამ არა სწამს ისე როგორც წმ. წერილში წერია, ამიტომაც წარიწყმიდეს სული, რამეთუ საკუთარი ერესების მიმდევრები ბრძანდებიან და არა წერილისა".

ღირ. ექვთიმე ზიღაბენი: "გარემოის უღმრთონი ვლენან“ (ფსალმ. 11:9). განმარტება: „ყველა მხრიდან გვეხვევიანო უღმრთონი და ცდილობენო ჩვენს შევიწროებასა და ქრისტესადმი რწმენის დამარცხებას. ასე წარიმართები და ქრისტეანობის მდევნელი ხელმწიფენი იქცევიან; ხოლო ერეტიკოსები გარს გვეხვევიან და რომლებსაც არ ესმით წმიდა წერილი, მას ყალბი ბრძენმეტყველებითა და განმარტებებით რყვნიან" (Псалтырь. толк. преп. Евфимия Зигабена (XII в.) изъясненная по святоотеческим толкованиям, перев. с греч., печ. Киев 1898 г., Псалом 11: 9).

ღირ. სიმეონ ახალი ღვთისმეტყველი: "ო, ძმანო ჩემნო! რატომ არ იზრახავთ იმას, რისთვისაც ცხოვნდებით, არამედ ირჩევთ იმას, რის გამოც დაექვემდებარებით ტანჯვას. რატომაა გაუკუღმართებულად რომ გესმით ყოველივე და უკუღმა განმარტავთ წერილს, თქვენი სულების წარსაწყმედად?" (Слова преп. Симеона нового Богосл., вып. 1-й, ст. 26, О покаянии и против тех, которые криво толкуют писания).

წმ. მღვდელმოწამე ეგნატე ღმერთშემოსილი: "ყოველი, რომელი გარეშე განწესებულისა რასმე ზრახვიდეს, - გინა თუ სარწმუნო იყოს, გინა თუ მმარხველ, გინა თუ ქალწულ, გინა თუ სასწაულთა იქმოდეს, გინა თუ წინაისწარმეტყუელებდეს, - მგლადმცა შეგირაცხიეს იგი სამოსლითა ცხოვართაითა მოსილ და დამბძარველ სამწყსოთა და განმხრწნელ არვეთა (ცხოვართა) ქრისტესთა" (Святаго священномученика Игнатия Богоносца. Послания. Печ. Киев 1888 г. 5 посл. ко Ирону диакону. იხ. აგრეთვე. ეპისტოლენი წმიდისა ეგნატი ღმერთშემოსილისანი. მეათე ეპისტოლე წმიდისა ეგნატისი ირონის მიმართ ანტიოქიელ დიაკონისა. საქ. ეკლ. კალენდარი. 1988. გვ. 560).

ნეტ. თეოფილაქტე. მახარობელი: "ჭეშმარიტად კარია წმიდა წერილი, რამეთუ მისით მივეახლებით უფალს.. მაშ ასე, მპარავი და ავაზაკია ის, ვინც წმ. წერილის კარით კი არ შედის ცხვრებთან, არამედ სხვა გზით მიეპარება მათ, უცხო გზას იკაფავს მათკენ, როგორც თევდა და იუდა. ქრისტეს მოსვლამდე მათ მოატყუეს ხალხი, წარწყმიდეს და წარწყმდნენ თავადაც (საქმე 5:36,37). ასეთი იქნება ბილწი ანტიქრისტეც, რამეთუ მათი მოწმობა არა წერილისაგან არს“ (Благовестник. Евангелие от Иоанна, зач. 35, (Ин. 10:1-5).

დიდი რჯულის კანონი: "მპარავი და ავაზაკია ის, ვინც წმ. წერილისაგან არ მეტყველებს" (Кормчая, гл. 53. л. 568. об, внизу).

ღირ. იოსებ ვოლოკოლამელი: "დედამიწის ზურგზე არ არსებობს იმაზე უარესი ადამიანი, რომელსაც არ სჯერა წმ. წერილისა და გმობს მას" (Просветитель. Преп. Иосифа Волоцкого, изд.3 -е в Казани 1896г. сл.5, стр.18 (а по первому издани. – стр. 218).

იქვე: "სატანის პირმშოა და მისგანვე მეტყველებს ის, ვისაც წმიდა მამათა ნაწერებში ეჭვი შეაქვს" (сл. 8. стр. 338 (по др. печ. 380)).

წმ. იოანე ოქროპირი: "არასაკმარისია რაიმეს შესახებ თქმა იმისა, რომ ის წერილში წერია, არ არის ჯეროვანი ქვეტექსტიდან სიტყვების მოწყვეტა, ღვთივშთაგონებული წერილის სხეულიდან მისი ნაწილების ამოგლეჯა, მათი ცალკე აღება ერთმანეთთან დაუკავშირებლად და თვითნებობითა და უპასუხისმგებლობით მათი შერყვნა. ამგვარად, ეშმაკის შეწევნით, რომელიც უდარდელ ადამიანებს წერილში გამოთქმული აზრების დამახინჯებულად განმარტებასა და შემატება-შემოკლებებით ჭეშმარიტების გაბუნდოვანებას ასწავლის, შემოვიდა ჩვენს ცხოვრებაში მრავალი არასწორი შეხედულება. ამიტომაც რაიმეზე იმის თქმა, რომ ეს წერილში წერია, სულაც არ არის საკმარისი. საჭიროა საუბრის მთლიანობაში წაკითხვა, რამეთუ, გამოთქმათა ურთიერთკავშირს თუ დავარღვევთ, მრავალი გაუგებრობა წარმოიქმნება. ასე, მაგალითად, წმ. წერილში შეიძლება წავიკითხოთ: „არა არს ღმერთი“ (ფსალმ. 13:1), ან „დაუვიწყებიეს იგი ღმერთსა, გარემიიქცია პირი მისი არა-ხილვად სრულიად“ (ფსალმ. 9:320; ან კიდევ: „ღმერთმან მან არა გამოიძიოს“ (ფსალმ. 9:34). ამასთანავე, არა თუ არ უნდა გავწყვიტოთ ესა თუ ის აზრი, არამედ წერილის გამონათქვამები ყოველგვარი მიმატების (ან შემოკლების) გარეშე სრულიად უნდა დავიმოწმოთ... ისეთია ეშმაკის მზაკვარება, რომ შემატება-შემოკლებით, ან შერყვნით, ან საგნის ყალბი განმარტებით წარმწყმედელ აზრებს ამკვიდრებს" ((Творение св. Иоанна Златоуста, Т. VI. стр. 445).

იქვე (გვ. 559): "იმიტომაც აბნევენ ერეტიკოსები მათთან მოსაუბრეთ, რომ ნდობით ვეკიდებით მათ და (მათ ნათქვამს) საღმრთო წერილის კანონებს არ ვუქვემდებარებთ. მაშ, წმ. წერილის მოწმობები კედლად შემოარტყით მას და პირის გაღების შემძლებელიც ვერ იქნება".

წმ. პეტრე დამასკელი: "უდიდესი უგუნურებაა მიატოვო წმ. წერილი და ხელი მი¸ყო საკუთარი გამონაგონის ქადაგებას" (Книга „О вере“ (печ. в Москве 7156 (1648), в предисл. л. 5? слово с св. Петра Дамаскина).

წმ. იოანე ოქროპირი: "თუ იხილო ვინმე, რომელიც საკუთარი ზრახვებით აღძრული იწყებს საღმრთო წერილისადმი წინააღმდეგობას, განეშორე მას როგორც ჭკუაშეშლილს: ან (უკეთესია კი) არ განეშორო, არამედ ანგარიში გაუწიო მის უმეცრებას და ესაუბრო მას საღმრთო წერილიდან" ((Беседы на ,ытия св. Иоанна Златоуста, печ. в Киеве 1773 г., Беседа 10, л. 50 (по друг. печ. л. 59). По изд. СПб. 1898 г. т. VI стр. 80, п. 6).

მისივე: "მაგრამ თუ წმ. წერილისაც არა სჯერა განეშორე მას ვითარც ეშმაკეულსა და ბორგნეულს, რამეთუ განა შეიძლება მიეტევოს იმას, ვისაც ყოვლის შემოქმედი ღმრთისა არა სჯერა და სიყალბედ გარდააქცევს ჭეშმარიტებას? ასეთები თავს იკატუნებენ თავმდაბლობით, ხოლო ცხვრის ქურქში გახვეულები მალავენ მგლურ ხასიათს. შენ კი ნუ ცთუნდები და რადგანაც ასე მოჩვენებითად თავს აფარებს შენ მსგავს მსახურებასა და თავმდაბლობას, ხოლო ყოველთა უფლის მიმართ ყველა სახის ბრძოლა გაუმართავს, რითაც საკუთარი თავისადმი უგრძნობელი უარყოფს საკუთარ ცხოვნებასაც, განეშორე მას და შეიძულე იგი უმეტესად. გახსოვდეს, დაშლილ და დარღვეულ ლოდზე არ დაგვიფუძნებია ჩვენ ჩვენი რწმენა" (Беседа 2. л. 6. об. (по др. печ. л. 8) По изд. 1898 г. стр. 11).

კირილეს წიგნი (Кирилова книга): "ხოლო, თუ იხილავ ვინმე განდგომილს, რომელსაც ღმრთის ეკლესიისა არა სჯერა, ნუ გაიკვირვებ. ასეთია მათი ჩვევა: როდესაც ღმრთის ეკლესიას დაპირისპირებულები რაიმეს წერენ, ხან ქორონიკონს მიმართავენ, ხან კიდევ მოციქულთა მემკვიდრეთა თხზულებებსა და წმიდა მოძღვართ. მათ სიმართლეს აღიარებენ, მაგრამ თავად, საკუთარ გამონაგონსა და გმობას მიაწერენ წმიდა მამათ. აი, თავად, მოციქულთა, მათ მემკვიდრეთა და წმიდა მამათა ნაწერების დაჯერება კი არა ნებავთ" (Кирилова книга),: печ. в Москве 1643 г. гл. 13, л. 175 (друг. изд. л. 198).

იქვე (гл. 34, л. 305. о,. 306 (по изд – 328 о,.): "ვინც რაიმეს მიამატებს ან გამოაკლებს (საღმრთო სიტყვას – მთარგმნ.), ან რამენაირად გადაასხვაფერებს, ან კიდევ თვითონ ასწავლიდეს რაიმე უკეთურებას ნუ უსმენთ და განეშორეთ მას, როგორც ღმრთაებრივი მოციქულნი გვასწავლიან: „დაღათუ ჩვენ, გინა ანგელოზი ზეცით გახარებდეს თქუენ გარეშე მისსა, რომელი იგი გახარეთ თქუენ, შეჩუენებულ იყავნ!" (გალატ. 119).

იქვე (л. тот же.): "როგორც ჯანმრთელს არ ჭირდება წამალი, არამედ პირიქით უმეტესადაც კი შეიძლება ავნოს მას, ასევეა სწორის „გამსწორებელიც“, რომელიც ამახინჯებს დაწერილს გასწორების ნაცვლად. ასეთებს საკუთარი თავისა და ცხოვრების ღვთის მცნებათამებრ გასწორება მართებთ და არა თავიანთი ამაო და ფუჭი იდეებით, საღმრთო სჯულის „ჩასწორება".

იქვე (л.294 (по др. изд. 317): "როდესაც მავანს მოღრეცილი ხე დასჭირდება და ასეთს ვერ იპოვის, სწორს მოღუნავს და თანაც იქით, საითკენაც თვითონ ნებავს. ასე იქცევიან ლათინები, რომლებიც საკუთარი სურვილილებისამებრ ამახინჯებენ მოციქულთა გადმოცემას".

დიდი რჯულისკანონი: (Кормчая. трехтолковая, полных переводов. правила 6-го вселенского собора, правило 19): "ეკლესიის წინამძღვარმა ეპისკოპოსებმა ყოველდღე, უფრო კი კვირა დღეს, მთელ სამღვდელო მწყობრსა და მორწმუნე ერს უნდა უქადაგონ და ასწავლონ საღვთო წერილის ჭეშმარიტი სიტყვა, ან ღმერთშემოსილ მამათა მოძღვრება. ნუ შეცვლიან და გადაასხვაფერებენ მას, არამედ გადმოსცენ ისე, როგორც ეკლესიის მნათობთა და მოძღვართა მიერ არის აღწერილი. ამით უფრო დაანახვებენ მორწმუნეთ თავის კეთილ გამოცდილებას, ვიდრე საკუთარი სიტყვის წარმოთქმით, ხოლო თუ ვერ შეძლებენ ამას, გადაიხრებიან ჯეროვანისაგან. მამათა მოძღვრების საშალებით კი ერი იძენს ცოდნას, თუ რა უნდა მიიღს, რას შეაქციოს ზურგი, როგორ უნდა შეცვალოს თავისი ცხოვრება სიკეთისა და უმჯობესისაკენ, არ გაიხრწნას უმეცრების ვნებით, არამედ იმ ძველი მოძღვრების დახმარებით გაიმხნეოს თავი, რათა არ შეემთხვეს მას ვნება, ცოდვა და ჯეროვნად მოიქცეს მომავალი ტანჯვის შიშით".

ზონარას განმარტებიდან: "... ამასთანავე წმ. მამებს ნებავთ, რომ ისინი (ე.ი. ეპისკოპოსები – მთარგმნ.) ასწავლიდნენ არა თვითნებურად, არამედ საღმრთო წერილისაგან და განმარტავდნენ მათ წმ. მამათა განმარტებების მიხედვით და არა საკუთარი მოსაზრებებისა და შეხედულებების შესაბამისად..."

არისტინე: "ეპისკოპოსები მოვალენი არიან ყოველდღე ასწავლონ კლერიკოსებსა და მორწმუნე ერს დოგმატები ღვთისმოსაობისა, განსაკუთრებით კი კვირა დღეს და თუ ვინმე შეეკითხება მათ წმ. წერილის ამათუიმ ადგილის შესახებ, არ უნდა განუმარტონ მას ეს წერილი თვითნებურად; რამეთუ სწორედ ის მიიჩნევა მათგან კეთილ ნიშნად, რომ ამჟღავნებენ ღმერთშემოსილ მამათა გადმოცემას და ნებისმიერ საკითხს წყვეტენ მათთან თანხმიერად და არა თვითნებობურად, რამეთუ იმ შემთხვევაში თუკი შემძლებელი ვერ არიან განმარტებისა, შორს არ გადაიხარონ ჭეშმარიტი განმარტებისაგან. ხოლო ის, ვინც არ ზრუნავს კლერიკოსებზე და მორწმუნე ერზე, არ ასწავლის მათ ღვთისმოსაობას, წმ. მოციქულთა ორმოცდა მეთვრამეთე კანონი ჯერ განკვეთს (ზიარებისაგან – მთარგმნ.), ხოლო შემდეგ, თუ ამავე დაუდევრობაში დარჩა, დაამხობს თავისი პატივისგან".

იქვე. განწესება 2-ე: (გვ. 449) იმავე კრებისა: "ზემოთ მოხსენებულ კანონთა დამახინჯების ან უარყოფის, ან შეცვლის უფლება არავისა აქვს. აკრძალულია სიმართლის მტრებისა და ჭეშმარიტების ვაჭრებისაგან ცრუ სახელით წარწერილი კანონების შეწყნარება".

ზონარას განმარტება: "უცვალებლად და მტკიცედ უნდა დავიცვათ ყველა წმიდა მამათა განწესება, - და ამასთანავე გვამცნებს სიყვარულით შევიწყნაროთ მათი თხზულებები, ხოლო ჭეშმარიტების მტრები უარვყოთ და გადავცეთ ანათემას. რამეთუ ჩვენ არც არაფრის შემატებას და არც არაფრის დაკლებას ვიღებთ თავზე იმისგან, რაც წმიდა მამათაგან გადმოგვეცა".

წმ. თევდორე სტოდიელი: "არც ეპისკოპოსებსა აქვთ უფლება დაარღვიონ რომელიმე განწესება, არამედ მხოლოდ მისდიონ მათ და იპყრან ის, რაც ძველთაგანვე გადმოეცათ" (Перев. с греческ. ч.I, Письма к разным лицам. печ. Спб. 1867 г. письмо 24. стр. 185. По изд. Сп,. 1908. т. II. стр. 247).

იქვე: (стр. 186. По изд. 1908. г. стр. таже): "არ შეიძლება, ბატონო, არ შეიძლება არც ჩვენი და არც სხვა ეკლესიისათვის იმის გაკეთება რაც სჯულისა და განწესების საწინააღმდეგოა, რამეთუ ამას თუ დავუშვებთ, მაშინ ამაო ყოფილა სჯულიც და სახარებაც; და თუკი თითოეულ ეპისკოპოსს, მათი მოძღვრობის პერიოდში, უფლება მიეცემა აკეთოს ის რაც მას ნებავს, გარდაიქცევა იგი ახალ მახარობლად, ახალ მოციქულად, ახალ სჯულმდებლად. მაგრამ ნუმც იყოფინ ესე!.."

ნეტ. იერონიმე: "ჩვენ ყველანი, მეცნიერნიც და უმეცარნიც პოემების წერამ აგვიტანა“ (Hor. ep. 1). ყველა, იქნება ეს ენაჭარტალა დედაბერი, გადარეული ბერიკაცი, თუ სიტყვამრავალი სოფისტი, ერთი სიტყვით ყველა, წმიდა წერილის განმარტებას მისცემია, აწვალებენ მას და თავად უმეცარნი სხვათა განათლებას შედგომიან; ზოგიერთი, დიდმნიშვნელოვანი გამოხედვითა და გამორჩეული სიტყვების რახარუხით საღმრთო წერილზე დედაკაცთა შორის ბრძენმეტყველებს; ხოლო სხვები, ო სირცხვილო! დედაკაცთაგან გებულობენ იმას, რაც მამაკაცთათვის თქმულა; ეს კიდევ არაფერი, იმდენად აუშვიათ თავიანთი ენა, რომ სხვას ასწავლიან იმას, რაც თვითონაც არ იციან. ჩემნაირებზე ხომ საერთოდ ვდუმვარ, რომლებიც საერო ლიტერატურის შესწავლის შემდეგ, მიუბრუნდებიან წმიდა წერილს და მჭევრმეტყველებითა და სიტყვების ბაქა-ბუქით იპყრობენ მსმენელის ყურადღებას. ყველაფერს, რასაც კი ამბობენ, ღვთის სჯულად მიიჩნევენ და იმას არას დაგიდევენ თუ რა აზრი ¸ქონდათ წინასწარმეტყველებსა და მოციქულებს; საკუთარ აზრებს შეუსაბამო ტექსტებს უძებნიან თითქოსდა ეს კარგი საქმე იყოს და არა წმიდა წერილის ჭეშმარიტი შინაარსის დამახინჯების ყველაზე საზიზღარი სახეობა - ყველაფერი დაუქვემდებარო შენს თვითნებობას, სრულიად აშკარა წინააღმდეგობათა მიუხედავად" (ч. II. Письмо 50. к Павлину, и "О, изучении св. Писания", стр. 78. Киев. 1894 г.).

წმ. ეფრემ ასურელი: "წყეულიმც იყოს წმ. წერილის ის მკითხველი, რომელიც ეწინააღმდეგება მას (კითხულობს წინასწარმეტყველთ და უარყოფს მათ ნათქვამს); * (მოსკ. სასულიერო აკად. 1907 წ. გამოცემაში ეს ფრაზა არ მოიპოვება) კითხულობს მოციქულებს და უპირისპირდება მათ სწავლებას (Ч I. Gеч. в Москве 1858 г. стр. 28. Сергиев Посад 1907 г. стр.23).

მისივე: "ხოლო ჩვენ, ღმრთივშთაგონებული წერილით ძღვანებულებმა, ჭეშმარიტებაში განვამტკიცოთ ჩვენი გონება. რამეთუ ის, ვისაც საღმრთ წერილით არ განუნათლებია თავისი გონება, შორსაა ჭეშმარიტებისაგან" (ч. III, печ. тамже 1859 г. слово 70 (75) стр. 68).

I მსოფლიო კრების საქმენი: "ბოროტმზრახველი კომენტატორი ჭეშმარიტად ერთგვარი ხატება და მსგავსებაა ეშმაკისა" (гл. 4, стр.32, изд. 1887г. Послание Св. Равноап. царя Константина).



***


თავი III

ვინც ქრისტეს ხორცსა და სისხლს არ ეზიარება ვერ დაიმკვიდრებს საუკუნო ცხოვრებას.
ასეთები ღმერთს მტრობენ და ემოყვრებიან ეშმაკს




იოანეს სახარება: "უთხრა მათ იესომ: ჭეშმარიტად, ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: თუკი არ შეჭამთ კაცის ძის ხორცს და არ შესვამთ მის სისხლს, არ გექნებათ სიცოცხლე თქვენში. ხოლო, ვინც ჭამს ჩემს ხორცს და სვამს ჩემს სისხლს, ექნება საუკუნო სიცოცხლე, და აღვადგენ მას უკანასკნელ დღეს" (იოანე 6:53-54) (О постничестве. Печ. В друкарне острозское в 7102 (1594), гл. 21, л. 72 перв. Счета).

წმ. ბასილი დიდი: "... ასევე მარადიული ცხოვრების დასამკვიდრებლად საჭიროა ეზიაროთ ქრისტეს ხორცსა და სისხლს, რადგან ასე ბრძანა მაცხოვარმა: "ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: თუკი არ შეჭამთ კაცის ძის ხორცს და არ შესვამთ მის სისხლს, არ გექნებათ სიცოცხლე თქვენში" (О постничестве. Печ. В друкарне острозское в 7102 (1594), гл. 21, л. 72 перв. Счета).

მათე ბლასტარისი: "... ხოლო მწვალებლებს ვუწოდებთ მათაც, ვინც ღმრთის ეკლესიაში მღვდელმსახურთაგან არ ეზიარებიან საღმრთო საიდუმლოთ" ("Синтагма". Изд. 2, 1901 г., стр. 24).

წმ. გენადი ნოვგოროდელი: "ვინც არ მოინათლება წყლითა და სულით სახელითა მამისათა და ძისათა და წმიდისა სულისათა; ასევე ვინც არ ეზიარება ქრისტეს ხორცსა და სისხლს ვერ მიიღებს ცოდვათა მიტევებას" (Миротворный круг Геннадия архиепископа новгородскаго, рукоп. Нач. 17 века. Хлуд. Библ. № 88, л. 56, об.).
რუსეთის წმ. პატრიარქი იობი: "ვინც ქრისტეს უპატიოსნეს ხორცსა და სისხლს არ ეზიარება, დე იყოს წყეულ" (Послание Иова патриарха московскаго, к грузинскому митр. Николе. В христианское чтение. 1869 г., кн. 11, стр. 377).

კურთხევანი (1639 წ.): "ვინც უარყოფს ქრისტეს უპატიოსნეს ხორცსა და სისხლს მოცემულს ზიარების საიდუმლოში, შეჩვენებულ იყოს" (იგივეა ნათქვამი პატრ. იოსებისა (თ. 79, გვ. 659) და პატრ. იოასაფის კურთხევანებშიც (გვ. 508) (Потребник иоасафовский иноческий. Москва 7147 (1639), гл. 21, в чиноприят. От еретик, л. 323 об.).

ნეტ. თეოდორიტე კვირელი: "... და თუ მოსეს სჯულის დამრღვევი უნდა მომკვდარიყო, რაოდენ სიკვდილთა ღირსი უნდა იყოს მოსეს ღმრთის შეურაცხმყოფელი და ქრისტეს სისხლის უგულებელმყოფელი, რომელიც ამგვარი უარყოფით თვით სულიწმიდის მადლს დასცინის" (Твор. Блаж. Феодора еписк. Кирскаго, ч. VII, стр. 626, Москва 1861 г.).

წიგნი "ოქროპირი": "... როგორც ხორცს არ შეუძლია არსებობა პურის გარეშე, ასევე სულს არ ძალუძს არსებობა ზიარების გარეშე; ამის შესახებ ბრძანებს ქრისტე: "არა პურითა მხოლოდ ცხონდეს კაცი". საყვარელნო, სულს მიეცით სულიერი საკვები, ხოლო ხორცს ხორციელი. სულიერი ტრაპეზი აცოცხლებს ჩვენი სინდისის სისხლძარღვებს. სწორედ იმიტომაც უშლის ხელს ეშმაკი მართალთ არ ეზიარონ ხშირად, რათა ძალაუფლება მოიპოვოს მათზე" (Златоуст. Печ. С древлеписьмен. Перев. В типонр. Почаеской 7303, сл. 37, в среду 4 недели, л. 94).
იქვე: "... თუ ქრისტეანი წელიწადში სამჯერ მაინც არ ეზიარება, ამდაგვარი პირუტყვულად ცხოვრობს და მიგდებული ჰყავს თავისი სული" (გვ. 243).

იქვე: "ყოველ ქრისტეანს მართებს წელიწადში სამჯერ მაინც ეზიაროს ქრისტეს უპატიოსნეს საიდუმლოს და შეინანოს თავისი ცოდვები: ხოლო ჩვენი უძლურების გამო თუ ეს სამჯერ ვერ მოხერხდება, წელიწადში ერთხელ, დიდ მარხვაში მაინც უნდა ეზიაროს და მიეწიფოს უდიდეს სიწმიდეს; და თუ ვინმე არც ამას იქმს და უზიარებელი გარდაიცვლება, უმჯობესი იქნებოდა სულაც არ დაბადებულიყო იგი" (გვ. 96 და მეორე მხარე).

იქვე: "ვინც წმიდად და სინანულით ცხოვრობს, მაგრამ ქრისტეს საიდუმლოებებს არ ეზიარება, ვერ ცხონდება. უფალმა ბრძანა: "ვინც ჭამს ჩემს ხორცს და სვამს ჩემს სისხლს, ექნება საუკუნო სიცოცხლე, და აღვადგენ მას უკანასკნელ დღეს" (იოანე 6:53-54) (გვ. 129 და მეორე მხარე).

იქვე: "... უდიდესი ცოდვებიც რომ ჩაედინოს ვინმეს, როგორიცაა: მკვლელობა, სიძვა და სხვა მათი მსგავსი ცოდვები, მაშინაც კი, თუ სიკვდილის წინ შეინანებს, უნდა მიეცეს ქრისტეს უპატიოსნესი ხორცი და სისხლი და მიეტევოს მას თავისი ცოდვები, რათა მარადიულ სიცოცხლეს არ მოაკლდესს. მაგრამ თუ ვინმე უზიარებელი გარდაიცვლება თავისი სულიერი მოძღვრის დაუდევრობით, ამგვარი დაუდევრობისთვის დაისჯება მარადიული ტანჯვით. რადგან ცოდვილის სულს მოაკლო საღმრთო ნათელი, რომელსაც გაურბიან ეშმაკნი და არ ძალუძთ ზიარებულთა პირისახის ხილვაც კი" (გვ. 303).

წმ. იოანე ოქროპირი. "მღვდლობის შესახებ": "... ახლა მოხედე ჩვენს უსისხლო მსხვერპლს და დაინახავ, რომ ის არა მარტო საკვირველია, არამედ აღმატებულია ყოველგვარ სასწაულზე. საკურთხველში მდგომ მღვდელს გადმოჰყავს არა ცეცხლი, არამედ სულიწმიდა; აღავლენს გულმხურვალე ლოცვას არა იმისათვის, რათა ცეცხლი გარდამოხდეს ციდან და დასწვას შეწირული მსხვერპლი; არამედ ითხოვს მადლის გარდამოსვლას ტარიგზე, რათა აღანთოს კაცთა სულები და ოქრო-ვერცხლზე უპატიოსნესად განწმინდოს ისინი. მაშ, ვის შეუძლია კაცთაგან, თუ სრულიად ჭკუანაკლული და უგუნური არ არის უარყოს ასეთი საშინელი საიდუმლო?..." (Св. Иоанн Златоуст. Слово о священстве, пер. с греч., Спб, 1874 г., сл. 3, стр. 41).

იქვე: "... განვედ უგუნურებავ! რადგან ჭეშმარიტად სიგიჟეა არ გაგაჩნდეს პატივისცემა ამგვარი ღირსებისადმი, რომლის გარეშეც შეუძლებელია ცხონება და აღთქმული ნეტარების მიღება. თუკი წყლითა და სულით განუახლებელი ვერ შევა ცათა სასუფეველში (იოანე 3:5) და ვინც არ ჭამს უფლის ხორცს და არ სვამს მის სისხლს უარყოფს მარადიულ სიცოცხლეს (იოანე 6:53); და ეს ყოველივე (ნათლობა და ევქარისტია) აღესრულება ნაკურთხი ხელებით, ანუ მღვდელმსახურთა მიერ: როგორ განირიდებს მათ გარეშე ცეცხლის გეჰენას ვინმე და როგორ შევა ცათა სასუფეველში? ეს ის ხელებია, ვისაც ევალება ქრისტეანთა სულიერი შობა აღორძინება ნათლისღებით. სწორედ მათი მეშვეობით შევიმოსავთ ქრისტეს, შევუერთდებით ძეს ღმრთისას და ვხდებით ამ ღვთაებრივი თავის სხეულის (ანუ ეკლესიის - რედ.) წევრები" (გვ. 43).

წმ. იოანე ოქროპირი: "ესე არს ხორცი ჩემი", ანუ ვირწმუნოთ ეს სიტყვები და შევხედოთ მას სულიერი მზერით. ქრისტემ გრძნობადი რამე კი არ მოგვცა, არამედ ყოველივე სულიერი გვიბოძა, ოღონდ ნივთიერი სახით. ასე მაგალითად, ნათლობაში ნივთიერი სტიქიით, წყლით განვიწმიდებით, ხოლო სულიერი მოქმედება მდგომარეობს ხელახალ, სულიერ შობასა და აღორძინებაში; უხორცონი რომ ვყოფილიყავით მაშინ ამ ნიჭებსაც უნივთო ფორმით მოგვანიჭებდა, მაგრამ რაკიღა შენი სული ხორცთან არის შეერთებული, სულიერს გრნობისმიერი და ნივთიერი ფორმით განიჭებს. ბევრი იტყვის დღეს: ვისურვებდი მეხილა ქრისტეს სახე, სამოსი ან ფეხსაცმელი! აი, შენ ხედავ მას და ეხები, მეტიც სჭამ მის ხორცს. შენ მისი სამოსის ხილვა გწყურია და ის კიდევ არა თუ საკუთარი თავის ხილვას, არამედ მისდამი შეხებას, შესისხლხორცებას გთავაზობს" (Св. Иоанн Златоуст. Беседа на евангелие от Матфея. Пер. с греч., печ. Москва 1899 г., ч. 3, беседа 82, стр. 346. Синод. 1887 г., стр. 400).

მისივე: "... რადგან ყოველ მორწმუნეს ის უერთდება საიდუმლოთა მეშვეობით... ვერ ხედავთ როგორი მზადყოფნით ეწაფებიან ჩვილნი დედის მკერდს და როგორი მონდომებით ეწებებიან მათ თავიანთი ტუჩებით? ასეთი განწყობით უნდა მივეახლოთ ამ საშინელ ტრაპეზსაც, რომელზეც უფალი თავისი სულიერი ბარძიმიდან გვარწყულებს; ან უკეთ რომ ვთქვათ, ჩვილი ბავშვებივით გვაპურებს სულის მადლით: მხოლოდ ერთი რამ უნდა გვქონდეს საზრუნავი: ვეზიარეთ ამ სულიერ საკვებს. მისი მოქმედება აღესრულება არა კაცობრივი ძალით. ამ საიდუმლოს აღასრულებს ის, ვინც მოციქულებს ამცნო თავისი საიდუმლო და დღემდე აღასრულებს. ჩვენ მხოლოდ მსახურთა ადგილს ვიკავებთ, ხოლო პურსა და ღვინოს ხორცად და სისხლად აკურთხებს და შესცვლის თვით ქრისტე" (იქვე. გვ. 348).

ბარონი: "... ამის შემდეგ ფელიქსი საწამებლად წაიყვანეს, თუმცა მაინც ამბობდა: ქრისტეანი ვარო. მსაჯულმა ანულინმა უთხრა: მე არ გეკითხები ქრისტეანი ხარ თუ არა; არამედ მათ საკრებულოში ყოფილხარ თუ არა, ან მათი წმიდა წერილები გაგაჩნია თუ არა. მაშინ წმიდა მოწამემ უპასუხა: როგორ არის შესაძლებელი ქრისტეანი იყოს ლიტურგიის გარეშე? და რკინის მათრახებით წამებულმა სიხარულით მიიღო უკვდავების გვირგვინი" (Барон. Лето Господне 303, числ. 6, л. 193).

დიდი კატეხიზმო: " იმიტომაც ვიწოდებით ქრისტეანებად, რომ მის უპატიოსნეს ხორცსა და სისხლს ვეზიარებით" (Катехизис большой. Гл. 77, л. 386).

იქვე: "სამოთხეში ჭამით დავეცით, ქრისტეს ხორცისა და სისხლის ჭამით კი აღვსდექით და აღვემართენით" (გვ. 164).
oldorthodox@gmail.com
საქართველოს
ძველმართლმადიდებლური
ეკლესია

ოფიციალური საიტი
Назад к содержимому