აპოლოგეტიკა - მიუღებელია თუ არა დასხმითი წესით ნათლობა? - საქართველოს ძველმართლმადიდებლური ეკლესია

საქართველოს ძველმართლმადიდებლური ეკლესიის ოფიციალური საიტი
Перейти к контенту
საღვთისმეტყველო დისპუტი ფორუმ www.church.ge-ზე

ძველმართლმადიდებლებსა და გაბატონებული ეკლესიის მიმდევრებს შორის
მიუღებელია თუ არა დასხმითი წესით ნათლობა?
დასხმით-პკურებითი ნათლობა
"როცა უსჯულოს ვეტყვი: სიკვდილით მოკვდები-მეთქი, შენ კი არ გააფრთხილებ მას და არაფერს ეტყვი უსჯულოს ბოროტი გზიდან ჩამოსაშორებლად, რომ გადარჩეს, მოკვდება უსჯულო იგი თავის უკეთურებაში და მის სისხლს შენ მოგკითხავ.

ხოლო თუ შენ გააფრთხილებ უსჯულოს და არ მოიქცევა თავისი უსჯულოებისაგან და ბოროტი გზიდან, თავის უსჯულოებაში მოკვდება, შენ კი გადარჩენილი გყავს შენი თავი".


ეზეკიელი 3:18-19
ამ რამოდენიმე ხნის წინათ, ინტერნეტში, ვებ-ფორუმების მეშვეობით გაიმართა დისპუტი ძველმართლმადიდებელ ქრისტეანებსა და ოფიციალური ეკლესიის წევრებს შორის. ძველმართლმადიდებელთა მხრიდან დისპუტში მონაწილეობის მიზანი იყო სწორი და მართებული ინფორმაციის მიწოდება, როგორც ძველმართლმადიდებლობაზე (ზოგადად), ასევე კონკრეტულ საეკლესიო საკითხებზეც.

როგორც მოსალოდნელი იყო, ჩვენს ამ მცდელობას ობიექტურად განგვემარტა მთელი რიგი სადავო საკითხები ოფიციალურ, ე. წ. "მართლმადიდებელ" ეკლესიასა და ძველმართლმადიდებელთა შორის, მოჰყვა საკმაოდ მძაფრი რეაქცია გაბატონებული ეკლესიის ადეპტთა მხრიდან. დისპუტის პროცესში გამოიკვეთა საეკლესიო ფორუმების საერთო სტრატეგია, - ყოველგვარი საშუალებით ობსტრუქცია მოუწყონ იმ პირებს, რომლებიც ცდილობენ ამხილონ ოფიციალურ ეკლესიაში არსებულ დარღვევები და გადახრები.

იმისათვის, რათა ფართო საზოგადოებისთვის მისაწვდომი ყოფილიყო სხვადასხვა ფორუმში გამართული პოლემიკის მთელი შინაარსი და დახატულიყო ის სურათი, რაც ამ ფორუმებზე გამართული დისპუტით გამოიკვეთა, ჩვენი საიტის ადმინისტრაციამ გადაწყვიტა თავი მოეყარა ყველა ამ მასალისთვის და თემატური სახით შეეთავაზებინა ობიექტური მკითხველისთვის, რათა მან თავად განსაჯოს ვინ ვინ არის და რას ესწრაფვის.

დისპუტი ძირითადად წარმოებდა ფორუმებზე: www.church.ge; www.forum.archangels.ge და www.iveria-tv.ge/forum

ფორუმში, ძველმართლმადიდებელთა მხრიდან, მონაწილეობდა ორი პიროვნება: "ძველმართლმადიდებელი" (ფორუმზე chruc. ge) (ხოლო ფორუმებზე: forum.archangels.ge და iveria.tv.ge "odlbeliever"-ის ფსევდონიმით) და "Netvorc"-ი.

ოფიციალური ეკლესიის მხარდამჭერთა მხრიდან კი ძველმართლმადიდებელთა წინააღმდეგ გამოდიოდა მრავალი ადამიანი, რომელთა ნიკებს (ფსევდონიმებს) მკითხველი იხილავს თვით დისპუტის მასალებში, სადაც ფრჩხილებში მითითებულია ის ფორუმი, სადაც გაიმართა კონკრეტული დიალოგი და რომელშიც მონაწილეობდა კონკრეტული ფსევდონიმით გამომავალი ძველმართლმადიდებელთა ესა თუ ის ოპონენტი.

ოპონენტთა სტილსა და ლექსიკას ვტოვებთ ხელუხლებლად, ხოლო ჩვენი მხრიდან მონაწილეთა ტექსტებში შეგვაქვს უმნიშვნელო შესწორებები, რომლებიც არ არღვევენ დისპუტის შინაარსს. ძირითადად ტექსტები დავტოვეთ უცვლელად და არ მოვაცილეთ მას იმ დაძაბული ტონი, რომელიც ხშირად გააჩნდათ მოპაექრე მხარეებს, რათა მკითხველმა მთელი სიმძაფრით შეიგრძნოს მოცემულ საკითხებზე მოდავეთა განწყობა, განსახილველი საკითხებისადმი მიმართება და ის კრიტერიუმები, რითაც ისინი საკითხთა განხილვისას სარგებლობდნენ. ტექსტების განხილვისას მკითხველს ვთხოვთ გაითვალისწინოს, რომ დიალოგები ხშირად სწარმოებდა ონლაინ რეჟიმში, მოუმზადებლად, რის გამოც ორივე მხრიდან ბევრია გრამატიკული შეცდომები.

ცხადია, დისპუტები ინტერნეტ სივრცესა თუ პირდაპირ შეხვედრებზე, შესაძლოა მომავალშიც გაიმართოს, მაგრამ, ვფიქრობთ, რომ მომავალი დისპუტებისთვის ამ დიალოგებმა უკვე ჩაყარეს საფუძველი. არის თუ არა შესაძლებელი საუბრის გაგრძელება ამ ორ მხარეს შორის ამას მომავალი გვიჩვენებს. იმედს ვიტოვებთ, რომ ეს პირველი ეტაპი, რომელიც საკმაოდ დაძაბულად წარიმართა, გარკვეულწილად საფუძველს ჩაუყრის უფრო კონსტრუქციულ და მშვიდ დიალოგს.

დიალოგის მასალები საკმაოდ ვრცელია (აქ თანამიმდევრობით და თემატური შეთავსებით არის განთავსებული ზემოთდასახელებულ სამ ფორუმზე გამართული პოლემიკა), ამიტომაც, მკითხველს რომ გაუადვილდეს მხარეების ამოცნობა, შავი ფერის შრიფტით განვათავსეთ ძველმართლმადიდებელთა პასუხები, მოცისფრო შრიფტით ჩვენი ოპონენტების შრიფტი, ხოლო მოწითალო შრიფტით ის ციტატებია აღნიშნული, რომელთაც თავიანთ პასუხებში იყენებდნენ პოლემისტები.
afxazi: ვხსნი თემას კონკრეტულად ამ საკითხისადმი, სადაც ვდებ იმ სტატიის ბოლო ნაწილს, რომელიც ჩვენს ბიბლიოთეკაში დევს. ყველას ვთხობ გაეცნოს ქვემოთ წარმოდგენილ ფრაგმენტს და ამასთან მთლიანად სტატიას. როგორც ჩანს არ ისვენებენ ე.წ. ძველმართლმადიდებლები, რომლებიც პირდაპირ შეიძლება ითქვას მწვალებლობას სწამებენ სრულიად მართლმადიდებლობას და უპირველესად საქართველოს ეკლესიას.

http://library.church.ge/

ავტორი არის ედიშერ ჭელიძე.

უპირველესად, აღვნიშნავთ, რომ მრავალი წმინდანის "მარტვილობაში" არის უწყებული "პკურებით" და "თავზე დასხმით" მონათვლის შესახებ (წმ. აკინდინოსი და მისი მეგობრები, ჰიპატიუსი და თეოდულე, ფილიმონი, ლუპი და სხვა), მაგრამ შეიძლება მოგვიგონ, რომ ამგვარი ნათლობა უკიდურესი აუცილებლობით იყო განპირობებული. სწორედ ამ მიზეზით, ჩვენ ამჯერად გვერდს ვუვლით ზემორე ნიმუშებს და მოვუხმობთ მხოლოდ ერთ ძეგლს, რომელშიც დაწვრილებით არის აღწერილი რამდენიმე ეპისკოპოსის მიერ წარმართი მთავრის ("ეპარხოზის") საჯაროდ, საზეიმოდ სამგზისი დასხმით ნათლობა, მაშინ როცა ყოველგვარი საშუალება და ყოველგვარი შესაძლებლობა არსებობდა ხსენებული მთავრის შთაფლვითი წესით მონათვლისა. ეგევე ძეგლი თანამიმდევრულად აგვიწერს, აგრეთვე, ახალმონათლულის სამღვდელო კურთხევასა და საეკლესიო ხარისხებში მის ამაღლებას.

ეს ძეგლი არის "მარტვილობა მენასი, ერმოგინესი და ევგრაფისა" (10 დეკ.). როგორც ცნობილია ხსენებულ მოწამეთა მარტვილობის ამსახველი თავდაპირველი ტექსტი (კიმენი) X ს-ის მიწურულს სიტყვიერად გარდაკაზმა და ეკლესიაში საკითხავად განაწესა დიდმა მნათობმა წმ. სვიმეონ ლოგოთეტმა ანუ მეტაფრასმა, რომელიც ძველბერძნული მართლმადიდებლობის მიერ შერაცხილია ბასილი დიდის, გრიგოლ ღვთისმეტყველის და იოანე ოქროპირის შემდეგ ეკლესიის ყველაზე რჩეულ მამად. სხვათაშორის, ამის შესახებ სწამებს საღმრთო გამოცხადება, რომლის მიხედვითაც უფალმა სამეუფო წიაღში (სიმბოლურად "პალატში) ჯერ ბასილის უხმო, შემდეგ, გრიგოლს და იოანეს, ბოლოს კი სვიმეონს. აი, სათანადო ტექსტი:

"პირველად ყოველთა დიდი ბასილი შეყვანებულ იქმნა და ეტჳრთნეს ქარტანი აღწერილთა თჳსთანი და შემდგომად მისსა გრიგოლი ღმრთისმეტყველი არწერილით წიგნებითურთ მისით და მისთანა იოანე ოქროპირი წიგნებითურთ თჳსით. და ვითარცა შეყვანებულ იქმნნეს სამნი იგი, ისმა კუალად ჴმაჲ რომელი იტყოდა: "მოუწოდეთ ჩემდა სჳმეონს"... ეგრეთ შევიდა იგი მეოთხედ, შემდგომად სამთა მათ წმიდათა მამათა" (იხ. ეფრემ მცირე, მოსაჴსენებელი მცირე სჳმეონისათჳს ლოღოთეტისა, კ. კეკელიძე, ეტიუდები, V, თბ., 1957, გვ. 224-225).

ახლა მოგვაქვს სათანადო ადგილი წმ. სვიმეონის ხსენებული შრომის ძველბერძნული ტექსტიდან, სადაც აღწერილია წარმართი მთავრის საუბარი წმ. მენასთან და შემდეგ მისი მონათვლა:

"მთავარმა მთელ სიმრავლესთან ერთად თქვა: "არაფერია ჩვენთვის საეჭვო შენი ღვთის შესახებ, უწმიდესო! ყოველივე ცხადად ვუწყით და ყოველსავე შენგან თქმულს ვერწმუნებით. მხოლოდ ერთს ვეძიებთ, რომ ნათლისღების მიერ ღმერთს მიგვაკუთვნო" ... რადგანაც იყვნენ აქ გარემო ქალაქთა ეპისკოპოსნიც, კეთილმშოშინიც და ღვთისმოყვარენი, სულ ცამეტი... ბრძანა წმინდანმა, რომ მოტანილიყო წყალი. თვით იგი (წმ. მენა) შემაღლებულ ადგილზე ავიდა და მთავარს უწოდა, რომ მოეხარა თავი ღვთისმოყვარე ეპისკოპოსთათვის. ეპისკოპოსებმა ზედ დაასხეს მას თავზე წყალი და თქვეს: "მიიღებს ახალშობის განბანვას ერმოგენე სახელითა მამისა და ძისა და წმიდისა სულისა" (პგ. 116, სვ. 396 დ). მთელი სიმრავლის წინაშე ამგვარად ქმნა წმინდანმა მისი ნათლობა . ამის გამო ხალხმა ფრიად აქო იგი. რადგანაც მთავრისა ახალშობა დღესასწაულობას ავალდებულებდა წმინდანს და რადგანაც შეუძლებელი იყო ამოდენა სიმრავლის დაკმაყოფილება, წმ. მენამ დაშალა დამსწრეთა კრებული , შემდეგ კი მიუბრუნდა ეპისკოპოსებს და ასე უთხრა მათ: "არ იქნება სამართლიანი, ეკლესიას მოვაკლოთ ამგვარი კაცი, მრავალსწავლული, გამჭრიახი და ამაღლებული გონების მქონე . წმინდანისადმი დიდი კრძალვის გამო ერმოგენე არ შეეწინააღმდეგა მას, ხოლო ეპისკოპოსებმა მიიღეს იგი და სამღვდელო დასში თანააღრიცხეს. შემდეგ წესისამებრ განვლო მან ყველა საეკლესიო ხარისხი და დაადგინეს იგი ქალაქის ეპისკოპოსად.

ხელთდასხმიდან მეშვიდე დღეს ერმოგენმა შეკრიბა, რაც კი ჰქონდა, ოქრო და მთელი სხვა სიმდიდრე, უარი თქვა შვებაზე და ფუფუნებაზე, რაც ახარებს სოფლისმოყვარე სულებს, და ყოველივე მისცა ღარიბებს... მხნედ შეერკინა იგი საცთურს, მცირე დროში დაამხო ეშმაკთა სალოცავები და ბომონები, დასცა ყოველი კერპი, ყველგან დაამყარა ჯვარი , საკურთხევლები დააფუძნა და თაყვანისცემულ-ჰყო სახელი ქრისტესი. ამის შემდეგ, რადგანაც ხალხი შეუვრდებოდა მას და ითხოვდა მისგან ნათლობას, ყოველდღიურად ნათელსცემდა იმდენს, რომ ადვილი არ იყო მათი აღირცხვა, ხოლო ეშმაკეულებსა და სხვა ვნებათაგან ტანჯულთ მყისვე ათავისუფლებდა ეშმაკისა და ვნებისაგან მარტოდენ ქრისტეს ხმობით , თანაც ასწავლიდა მათ, რომ მარადჟამს დაშურებოდნენ ისინი სიწმიდეს, ღვთისმსახურებას, სიმდაბლეს, სიყვარულს, სიმშვიდეს, უპოვარებას და, მსგავსადვე, ყველა სხვა სათნოებას, თავის თავს კი ნიმუშად დაუდებდა მისგან განსწავლულთ. ასე რომ, მცირე დროში მთელი ქალაქი ერთი აზრით შეკავშირდა და იქმნა ყველა მათგანი ქრისტეს ერთ სამწყსოდ" (წმ. სვიმეონ მეტაფრასტი, წამება წმ. მენასი, ერმოგენისა და ევგრაფისა, პგ. 116, სვ. 396-397).

კარგად არის ცნობილი, რომ წმ. სვიმეონ მეტაფრასტის შრომები ქართულად თარგმნა ეფრემ მცირემ. ერთ-ერთი მათგანია სწორედ ზემოხსენებული ძეგლი. ქვემოთ მოგვაქვს შესაბამისი ადგილი ეფრემისეული თარგმანიდან:

"ხოლო ეპარხოზმან ყოვლისა თანა სიმრავლისა მიუგო და ჰრქუა: "არა რაჲ საეჭუელ არს ჩუენდა ღმრთისა შენისათჳს, ჰოჲ, წმიდაო! ყოველივე უწყით განცხადებულად და ყოველივე შენ მიერ თქუმული გურწამს, ერთსა ხოლო ვითხოვთ, რაჲთა საკუთარ-მყვნე ღმრთისა ნათლისღებისა მიერ... ხოლო ვინაჲთგან იყვნეს მუნ ეპისკოპოსნი გარემოთა ქალაქთანი, კაცნი ღმრთისმოშიშნი და ღმრთისმოყუარენი, რომელთა რიცხჳ აღვიდოდა ათცამეტად... უბრძანა წმიდამან, რაჲთა მოართუან მათ წყალი და თჳთ წმიდაჲ იგი აღვიდა სიმაღლედ, და უბრძანა ეპარხოზსა, რაჲთა მოუდრიკოს თავი ღმრთისმოყუარეთა ეპისკოპოზთა და მათ დაასხეს წყალი იგი თავსა მისსა და თქუეს: "მიიღებს საბანელსა მეორედ შობისასა ერმოგენი სახელითა მამისაჲთა და ძისაჲთა და სულისა წმიდისაჲთა". და ყოველი ერი ქალაქისაჲ მრავალ ჟამ აქებდის ქრისტესა საქმესა მას ზედა. ხოლო ვინაჲთგან აღმოშობაჲ იგი ეპარხოზისაჲ დღესასწაულად აიძულებდა და იგი უღონო იყო კმა-ყოფად ესოდენისა მის სიმრავლისა, მაშინ დაჰჴსნა წმიდამან თეატრონი იგი და ეგრეთღა მიექცა ეპისკოპოსთა და ჰრქუა: "არა სამართალ არს, რაჲთა დაშჭირდა ეკლესიასა ესევითარი კაცი, რამეთუ ფრიად სწავლულ არს და მაღალ გულისჴმისყოფითა". ამათ სიტყუათათჳს ფრიადისა მის შიშისაგან, რომელი აქუნდა მათ წმიდისა მიმართ, არღარაჲ სიტყუაჲ უგეს მათ ერმოგენისათჳს, არამედ თანააღრაცხეს იგი მწყობრთა საეკლესიოთა და ესრეთ აღავლნეს ყოველნი ხარისხი და წესნი საეკლესიონი და ესრეთ აკურთხეს იგი ეპისკოპოსად ქალაქისა. ხოლო მაშინ შემდგომად ჴელთდასხმისა, ვითარცა მოიწია დღე მეშჳდე, შეკრიბა ყოველი, რაოდენი აქუნდა ოქროჲ და სხუაჲ სიმდიდრე და ყოველივე იგი მისცა ჴელსა გლახაკთასა და ჰრქუა გიხაროდენ ჯმნისაჲ საშუებელთა და ფუფუნებათა... და ესრეთ ძლიერად მძლე ექმნა საცთურსა და მცირედსა შინა ჟამსა ბომონნი მათნი და სამსახურებელნი დააქცინა და ყოველნი კერპნი და საკერპონი დაარღჳნა და ყოვლით-კერძო აღჰმართა ჯუარი და დადგნა საკურთხეველნი და ყოველნი განჰმზადნა თაყუანისცემად სახელსა ქრისტესსა, ხოლო ერნი, რომელნი შეურდებოდეს და ნათლისღებისა მოქენე იყვნეს, ნათელსცა მათ, ესოდენ მრავალთა, რომელ არა ადვილ არს რიცხუსა ქუეშე შეყვანებაჲ, ხოლო ეშმაკეულთა, გინა სხჳთა ვნებითა გუემულთა მხოლოდ სახელისდებითა ოდენ ქრისტესითა ეშმაკთაგან იჴსნიდა და ვინაჲთგან განჰკურნებდა და ასწავებდა მარადის ქონებად სიწმიდესა და ღმრთისმსახურებასა და სიყუარულსა, სიმშჳდესა და უპოვარებასა და სხუასა ყოველსავე სათნოებასა და ამის ყოვლისათჳს თავსა თჳსსა სახედ მისცემდა განსწავლულთა მათ მის მიერ. ხოლო ვიდრეღა იგი არამრავალნი დღენი გარდასრულ იყვნეს ჯერეთ და ყოველი იგი ქალაქი ერთნება ქმნულ იყვნეს და ერთობით სამწყსოდ ქრისტესსა გამოჩნდებოდეს" (ხელნ. A - 90, 79 r-v).

ცნობილია, რომ წმ. სვიმეონ მეტაფრასტის ხსენებული თხზულება ქართულად სხვა თარგმანითაც არის ცნობილი. საფიქრელია, მთარგმნელი იყოს ღირსი მამა თეოფილე ხუცესმონაზონი (XI ს. II ნახ.). საგულისხმოა, რომ აღნიშნული თარგმანი შემოგვინახა XI-XII სს-ის დიდად მნიშვნელოვანმა ხელნაწერმა H-1347, რომლის გადამწერადაც არსენ იყალთოელი ივარაუდება.

ქვემოთ მოვიტანთ შესაბამის ადგილს "მენას, ერმოგინესა და ევგრაფის მარტვილობის" ამ მეორე თარგმანიდან:

"ჰრქუა მას (წმ. მენას, ე.ჭ.) ეპარხოზმან ყოველსავე მის თანა სიმრავლესა: "არარაჲ არს ყოვლად იჭუეულობაჲ ჩუენ თანა ღმრთისათჳს შენისა, წმიდაო! რამეთუ ყოველსავე გულსავსე-ქმნილ ვართ და ყოველისავეთჳს ცხადად გჳცნობიეს და გურწამს ყოველივე შენ მიერ თქუმული და ერთსა ოდენ ვეძიებთ, რაჲთა განვეთჳსნეთ ღმერთსა წმიდისა მიერ ნათლისღებისა..."

ხოლო ვინაჲთგან გარემოთაგან ქალაქთა იყუნეს მუნ ეპისკოპოსნი საღმრთონი, წესიერნი და განკრძალულნი, რიცხჳთ ათცამეტნი ოდენ... მოღებულ იქმნა წყალი ბრძანებითა წმიდისაჲთა და აღვიდა მოწამე ადგილსა მაღალსა და ამცნო ეპარხოზსა მოდრეკად თავისა ღმრთისმოყუარეთა მათ ეპისკოპოსთასა და მათ, რაჲთა გარდაასხან მას წყალი ნათლისღებისაჲ და ეტყოდინ: "მიიღებს საბანელსა მას მეორედ შობისასა ერმოგენი სახელითა მამისაჲთა და ძისაჲთა და სულისა წმიდისაჲთა". ესრეთ წინაშე ყოვლისა მის სიმრავლისა ყო წმიდამან ნათლისღებაჲ ეპარხოზისაჲ, რომელსა ზედა მრავალი ქებაჲ შეასხეს ძესა ღმრთისასა ყოველმან კრებულმან და ვინაჲთგან უკუჱ აიძულებდა ჟამი, დღესასწაული ახალსა მას შობასა ეპარხოზისასა წყლისაგან და სულისა და კმა-ყოფად ესოდენსა მას სიმრავლესა შეუძლებელ იყო, განყარა მაშინ თეატროჲ იგი, მერმე მიექცა ეპისკოპოსთა და ჰრქუა მათ: "არა სამართალ არს პატიოსანნო მღდელთმოძღუარნო ესევითარისა კაცისა, ბრძნისა და ღირსისა და გონებისა რჩეულისა დაკლებად ეკლესიისა". ესმა რაჲ ესე მოწამისაგან ღირსთა მათ ეპისკოპოსთა, მოიყვანეს ერმოგინე და დააწესეს იგი ხარისხსა სამღდელოსა და რამეთუ არა იკადრა იგი რასაცა წინააღდგომად წმიდისა და ვითარცა მოავლინეს მას ყოველნივე ხარისხნი და კიბენი საეკლესიოთა პატივთანი და განწესებისათჳს საეკლესიოთა წესთაჲსა, მერმე მღდელთმოძღურად ალექსანდრია დედაქალაქისა აკურთხეს იგი და ვითარცა აღასრულეს დღე მეშჳდე შემდგომად ჴეთდასხმისა მისისა, შეკრიბა ყოველივე რაოდენი რაჲ აქუნდა ოქროჲ და ვეცხლი და სხუაჲ ყოველივე სიმდიდრე თჳსი და განუყო იგი გლახაკთა და იჯმნა ყოვლისაგანვე შუჱბისა და განსუენებისა და სხჳსა ყოვლისაგანვე, რომელი სახარულად შეურაცხია მოყუარეთა საფასისათა, მცირეთა ამათ შინა დღეთა დასცნა და დაამჴუნა სამსახურნი მათნი, დააქცივნა ბომონნი მათნი და ყოველნივე კერპნი შემუსრნა და ყოველგანვე აღჰმართა სახე პატიოსნისა ჯუარისაჲ და აღაშენნა საკურთხეველნი და თაყუანისცემულ-ჰყო ყოველსა ადგილსა სახე და სახელი ქრისტეს მეუფისაჲ. შემდგომად ამისა ზედადაესხმოდეს მას სიმრავლე იგი ერისაჲ, შეუვრდებოდეს და ჰლოცვიდეს და ევედრებოდეს, რაჲთა მიანიჭოს მათ ქრისტესმიერი იგი ბეჭედი, ვინაჲცა იწყო ნათლისცემაჲ მათდა და ნათელსცემნ თითოეულსა შინა დღესა სიმრავლესა არა ადვილად აღსარიცხავსა, ხოლო ეშმაკეულთა გინა სხჳთა რაჲთაცა სენითა შეპყრობილთა სახელისდებითა ოდენ ქრისტესითა განჰკურნებნ და ყოვლითგანვე ვნებულებათა განათავისუფლებნ და ასწავებნ ყოველთა სამარადისოდ შეტკბობად სიწმიდესა და შემდგომად ღმრთისმსახურებისა მოგებად სიმშჳდისა, უპოვარებისა და სხჳსა ყოვლისავე რაჲ სათნოებისა და თავსა თჳსსა მისცემნ ყოველსავე ზედა სახედ და მოძღურად მოუძლურებულთა მათ" (H-1347, 295v-296v).

დასასრულს, აღვნიშნავთ იმასაც, რომ ძველ ბერძნულ მართლმადიდებლობაში წმ. სვიმეონ მეტაფრასტამდე ცნობილი იყო იმავე წმ. მენას, ერმოგენესა და ევგრაფის მოკლე, ე.წ. კიმენური მარტვილობა, რომელიც ქართულად თარგმნა წმ. ექვთიმე მთაწმინდელმა. მოგვაქვს შესაბამისი ადგილი წმ. ექვთიმეს თარგმანიდან:

"მას ჟამსა წარავლინა ნეტარმან მენა თჳსი მწიგნობარი, რაჲთა მოიღოს წყალი და აღიღო წყალი იგი და მიუპყრა ღმრთისმოყუარეთა ეპისკოპოსთა, ხოლო მსაჯული იგი წარდგა წინაშე მათსა და მოუდრიკა თავი თჳსი და აკურთხეს და დაასხეს მას ზედა წყალი იგი და ნეტარმან ერმოგინე მადლითა ქრისტესმიერითა და ლოცვითა მით წმიდათაჲთა მიიღო სული ზეგარდამო შობისაჲ მისატევებელად ცოდვათა და აღდგომასა ცხორებაჲ საუკუნოჲ სახელითა მამისაჲთა, ძისაჲთა და სულისა წმიდისაჲთა" (იხ. XI ს-ის ხელნ. H-341, გვ. 9).

ყოველივე ზემოთქმული, ვფიქრობთ, ნებისმიერი მკითხველისათვის სრულიად უცილობელს ხდის, რომ თავზე წყლის სამგზისი დასხმით ნათლობა ძველბერძნულ-ძველქართულ მართლმადიდებლობის მიერ სავსებით შეწყნარებულ წესს წარმოადგენდა.

მოტანილი ნიმუში დიდად საყურადღებოა რამდენიმე კუთხით:

1. როგორც ვნახეთ, მსაჯული ერმოგინე ინათლება არა უშუალოდ წმინდანისგან, არამედ, წმინდანის ბრძანებით, ცამეტი ეპისკოპოსის მიერ. დასხმითი წესით ნათლობა რომ "სატანური პრაქტიკა" (ზ. ნარმანია) ყოფილიყო, ეჭვი არ არის, წმ. მენა არავითარ შემთხვევაში არ დაუშვებდა ამგვარ ნათლობას და არც ეპისკოპოსნი აღასრულებდნენ მას, რადგანაც მათთვის ყველა საშუალება და ყველა შესაძლებლობა არსებობდა წარმართი ერმოგინეს შთაფლვითი წესით მონათვლისა.

2. ნათლობა ხდება საჯაროდ, საზეიმოდ, ცამეტი ეპისკოპოსის მიერ.[22] ამგვარად გამორჩეული ნათლობა, ეჭვი არ არის, აღსრულდებოდა იმ დროისთვის დამკვიდრებული წესით. ცამეტი ეპისკოპოსი, რომელთაც წმ. სვიმეონი უწოდებს "ღმრთისმოყვარე" და "კეთილმოშიშ" მღვდელმთავრებს, წარმომადგენელნი და ნიმუშნი არიან III-IV სს-ის ძველბერძნული მართლმადიდებლობისა. უეჭველია, ისინი აღასრულებენ კანონიკურ ნათლობას, რადგანაც, კვლავ გავიმეორებთ, რომ მათ არავითარი გარეშე ძალა არ ზღუდავს, არავინ არ აბრკოლებს, რომ ზედმიწევნით დაიცვან ნათლობის წესები.

3. თავზე დასხმითი ნათლობა, აღსრულებული "სახელითა მამისაჲთა, ძისაჲთა და სულისა წმიდისაჲთა", დამოწმებული მართლმადიდებლური ტექსტების მიხედვით, არის "ზეგარდმო შობა", "საბანელი მეორედ შობისა", "ახალი შობა წყლისაგან და სულისა", "აღმოშობა". აღნიშნულ ტექსტებში მინიშნებაც კი არ არის იმაზე, რომ სამგზისი დასხმით ნათლობა ან რაიმე სახის გამონაკლისი იყოს ანდა თითქოს საგანგებო შემთხვევის შედეგად აღსრულებული რამ წესი. პირიქით, დამოწმებული ტექსტები ძალდაუტანებლად, ბუნებრივად აგვიწერენ ნათლობის ჩვეულებრივ, გავრცელებულ (და არა განსაკუთრებული შემთხვევით განპირობებულ) სახეს.

4. მონათვლის შემდეგ ერმოგენი, ცხადია, ცოცხალია. უფრო მეტიც, იგი მალე ინიშნება უდიდესი საქრისტიანო ცენტრის - ალექსანდრიის მღვდელთმოძღვრად. ზემორე ტექსტებში დაწვრილებითაა აღწერილი მისი საეკლესიო მოღვაწეობა. როგორც ვხედავთ, სამგზის დასხმითი წესით მონათლული ერმოგენი შემდეგში არავის გადაუნათლავს შთაფლვითად.

5. ყოვლად სამღვდელო ერმოგენი დაუცხრომლად იღწვის წარმართთა მოსაქცევად. როგორც დამოწმებული ტექსტები გვაუწყებს, იგი ყოველ დღე, - თითოეულსა შინა დღესა", - აურაცხელ ხალხს ნათლავდა, კერძოდ, იმდენად ბევრს, რომ ძნელი იყო მონათლულთა რაოდენობის განსაზღვრა ("არა ადვილად აღსარიცხავი"). კარგად არის ცნობილი, რომ შთაფლვითი წესით ნათლობა რიტუალურად უფრო რთულია, ვიდრე თავზე დასხმითი (სწორედ ამ სირთულემ განაპირობა შთაფლვითი ნათლობის გამარტივება). ეჭვი არ არის, რომ ამ აურაცხელ სიმრავლეს ერმოგენი, ასევე, დასხმითი წესით ნათლავდა, მაგრამ თუნდაც რომ შეუძლებელი ვიფიქროთ და ვივაარაუდოთ ერმოგენის მიერ აღსრულებული ნათლობები შთაფლვითი იყო, მაინც აშკარად ვლინდება მ. ჩახავასა და ზ. ნარმანიას მსჯელობათა უმართებულობა, რადგანაც მათი აზრით დასხმითი წესით მონათლულ მღვდელს არ ძალუძს სხვათა ნათლობა. ჩვენ ზემოთ ვნახეთ, რომ სრულიად ჩვეულებრივ ვითარებაში, ე.ი. ისეთ ვითარებაში, როდესაც სავსებით შესაძლებელი იყო შთაფლვითი ნათლობის ზედმიწევნითი აღსრულება, წარმართი ერმოგენი ცამეტი მართლმადიდებელი ეპისკოპოსი მიერ საზეიმოდ მოინათლა ოდენ თავზე სამგზისი დასხმით. ამ სახით მონათლული ერმოგენი მალე ხდება მღვდელთმოძღვარი, თვითვე ნათლავს აურაცხელ ხალხს და მისგან აღსრულებული ნათლობები, ცხადია, ჭეშმარიტი ნათლობებია. ასე რომ, თუნდაც ერმოგენს შთაფლვითი წესით მოენათლა ხალხი, ამით ოდნავადაც არ მიადგებოდა ჩრდილი დასხმითი წესით ნათლობას, რადგანაც სხვათა მნათვლელი ერმოგენი თვით იყო მონათლული დასხმითად. აქვე გარკვეულობისათვის მაინც აღვნიშნავთ კვლავ, რომ ერმოგენისაგან აღსრულებული ნათლობები უთუოდ იმ სახისა იქნებოდა, რა სახითაც მოინათლა თვით. ამას ცხადყოფს შემდეგი: თუკი ერთი ნათლობა, კერძოდ ერმოგენისა, ცამეტმა ეპისკოპოსმა თავზე დასხმითი წესით აღასრულა, განა თავად ერმოგენი ყოველ დღე აურაცხელ ნათლობას შთაფლვითად აღასრულებდა, მაშინ როცა არავითარი აუცილებლობა არ იყო ამისა, რადგანაც თვით წმინდა მენამ უშუალოდ მასზე განაჩინა და განაწესა, ხოლო ცამეტმა ეპისკოპოსმა მასზევე პრაქტიკულად სრულყო და დაადასტურა სამგზის დასხმითი ნათლობის რჯულიერება! მათვე შერაცხეს ამგვარი ნათლობა ჭეშმარიტ აღმოშობად, ჭეშმარიტ ახალშობად ანუ ჭეშმარიტ საბანელად მეორედ შობისა.

ამგვარად, დასხმითი წესით ნათლობის რჯულიერებას ზემოდამოწმებულ მრავალ მაგალითთან ერთად სწამებს და ადასტურებს უდიდესი მნათობი ძველბერძნული მართლმადიდებლობსია წმ. სვიმეონ მეტაფრასტი, რომელმაც ზემოხსენებულ ძეგლში დეტალურად აგვიწერა სამგზის დასხმითი ნათლობის პრაქტიკული აღსრულება და რომელმაც "აღმოშობად" და "მეორედ შობის საბანელად" შერაცხა ეს ნათლობა; ამასვე სწამებს დიდებული მარტვილი წმ. მენა, რომელიც უშუალოდ მეთვალყურეობდა წარმართი ერმოგენის სამგზის დასხმით ნათლობას. ამასვე სწამებს თავად ერმოგენი, რომელიც მღვდელთმოძღვარი გახდა და რომელიც, როგორც ვნახეთ, სამგზისი დასხმით იყო მონათლული. ამასვე სწამებს მთელი ძველბერძნული მართლმადიდებლური ეკლესია, რომელიც ყოველწლიურად 10 დეკემბერს ყოვლადწბრწყინვალედ აღასრულებდა სამგზისი დასხმით მონათლული წმ. ერმოგენის ხსენებას და მრევლის წინაშე ყველას გასაგონად აღმოიკითხავდა მისი ნათლობის ამბავს რაიმე კომენტარის გარეშე. ამასვე სწამებენ დიდი მამები ექვთიმე ათონელი, ეფრემ მცირე, თეოფილე ხუცესმონაზონი და არსენ იყალთოელი, რომელთაგან პირველმა სამმა ქართულ ქრისტიანობას მიანიჭა ხსენებულ მოწამეთა ამსახველი ტექსტების თარგმანები, ხოლო მეოთხემ, არსენიმ თავად გადაწერა ერთ-ერთი თარგმანი, კერძოდ, თეოფილესი.

მოხსენიებულ წმინდანთა შესახებ შეგიძლიათ იხილოთ აქ მოკლედ.

http://www.orthodoxy.ge/tveni/dekemberi/10-mina.htm

ძველმართლმადიდებელი - (ციტატა) (afxazi): "როგორც ჩანს არ ისვენებენ ე.წ. ძველმართლმადიდებლები, რომლებიც პირდაპირ შეიძლება ითქვას მწვალებლობას სწამებენ სრულიად მართლმადიდებლობას და უპირველესად საქართველოს ეკლესიას".

რა მოგვასვენებს თუკი გვეგულება თუნდაც ერთი ადამიანი, რომელიც შეცდომაში შეჰყავთ ე. წ. "წყალგადავლებითი ნათლობის" ვითომცდა "კანონიკურობით". თქვენს ეკლესიაში, ბ-ნო აფხაზ, ჩვენ მრავალი ახლობელი და ნათესავი გვყავს, რომელთაც, სამწუხაროდ, თქვენი ეკლესიის იდეოლოგიის უფრო სჯერა, ვიდრე დიდი რჯულისკანონისა და წმიდა მამათა სწავლების, ამიტომაც ვცდილობთ ჩვენ ერთი და ორი მაგალითით კი არა, უამრავი წყაროებითა და ფაქტებით დავარწმუნოთ ისინი წყალგადავლებითი "ნათლობის" არაკანონიკურობაში, რადგან კონსტანტინოპოლის ორგზისი კრების მე-17 კანონში პირდაპირ არის ნათქვამი, რომ "იშვიათად მომხდარი ამბავი არასოდეს უნდა ჩავთვალოთ საეკლესიო კანონად" (იხ. საქ. ეკლესიის კალენდარი. 1987 წ. გვ. 377).

ამასვე ბრძანებს წმ. გრიგოლ ღვთისმეტყველი: "როგორც ერთ მერცხალს არ მოჰყავს გაზაფხული ისე, იშვიათად მომხდარი ამბავი ეკლესიისთვის კანონს არ წარმოადგენს" (св. Григорий Богослов. Слово 39, на святые светы явлений Господних//Собрание творений в 2-х т. Свято-Троицкая Сергиева Лавра, 1994. Т. 1. С. 540) (იხ. აგრეთვე: http://www.moral.ru/encyclopedia/r.htm#редко)".

წმ. იოანე დამასკელის თქმით: "რაც იშვიათად ხდება ეკლესიისთვის კანონი არ არის და ერთ მერცხალსაც როდი მოჰყავს გაზაფხული, როგორც წმ. გრიგოლ ღვთისმეტყველი ბრძანებს და ასეც არის. ერთ შეხედულებას როდი ძალუძს უარყოს მთელი ეკლესიის გადმოცემა..." (Три защитительных слова против порицающих святые иконы или изображения//пер. А. Бронзова. СПб.,1893. Слово 1, Гл. 25. С. 21-22).

პატრიარქი თეოდორე ბალსამონი სარდიკიის კრების მე-18 კანონის განმარტებაში წერს: "თუ ვინმე მოინდომებს და წმ. ათანასე დიდის დროს მომხდარ ამბავს დამიპირისპირებს, - რამეთუ დაწერილია, რომ მის მიერ, ბავშობისას, ზღვის ქვიშაში, თამაშობით მონათლულნი შეწყნარებულ იქმნენ და აგრეთვე, იმას, რაც წმ. პორფირიზე აღსრულდა, როდესაც ხუმარას მიერ მსახრობით იქნა ნათელღებული და რის გამოც მოწამეობრივი გვირგვინის ღირსი გახდა, რამეთუ მყისიერ იხილა ზეციდან გარდამომავალნი, ნათელმოსილნი ანგელოზნი სანთლებით, რომლებიც გალობდნენ: "რომელთა ქრისტეს მიერ ნათელ-გვიღებიეს..." მე დავუპირისპირებ მას კანონიკურ განწესებას, რომელშიც ნათქვამია: "რაც კანონს ეწინააღმდეგება, მაგალითი ვერ იქნება ჩვენთვის...", რადგანაც განუხრელად ვიცავთ ღვთაებრივ და წმინდა განწესებებს".

ამიტომაც, გამონაკლისი შემთხვევები, რომლებითაც ცდილობენ წყალპკურებითი "ნათლობის" "სჯულიერების" წარმოჩენას, კანონად არ მიიღება და მას სჯულიერ განაწესზე ზეგავლენა არ უნდა ჰქონდეს, რაც ნიშნავს, რომ საიდუმლოს სჯულიერი დადგინების შეცვლა გამონაკლის შემთხვევაში მოცემული ამა თუ იმ წესით - დაუშვებელია!

ნათლად არის ასახული ეს VII მსოფლიო კრების საქმეებშიც, სადაც ნათქვამია, რომ ემრუშენი და მეძავნი ვერ ეღირსებიან საღმრთისმსახურო წოდებებს, თუ ეს ცოდვა მათ ნათლისღების შემდეგ ჩაიდინეს: "ვიცი, რომ მრუშები და მეზვერეებიც შეწყნარებულან სინანულის შემდეგ, მაგრამ არც ერთი მათგანი არ ღირსებია მღვდლობის პატივს, გარდა იმ შემთხვევისა, თუკი ეს ცოდვა მათ ნათლისღებამდე ჰქონდათ ჩადენილი. ვიცი ზოგიერთი ბერი, რომლებიც, ერში ცხოვრებისას შეპყრობილ იყო სიძვა-მრუშობის ცოდვით, მაგრამ ბერად აღკვეცის შემდეგ ქვეყნიერების მნათობებივით გაბრწყინვებულა თავისი ასკეტური ცხოვრებით; თუმცა არც ერთ მათგანს არ მიუღია სამღვდლო ხელდასხმა და თუ ასეთი რამ იშვიათად მაინც მომხდარა, უნდა ვიცოდეთ, რომ ეს არ არის საზოგადო წესი" (Деяния VII всел. Собора. Деяния всел. Соборов; изд. 2-ое. Казань, 1891, т. 7, стр. 328).

ამრიგად, "არ შეიძლება კანონად დავაწესოთ ის, რაც ხდება იშვიათ შემთხვევებში" (Дигесты Юстиниана//Памятники римского права М.:"Зерцало",1997. Кн. 1. Титул III. 4. С. 166).

რა არის გაუგებარი ბ-ნო აფხაზ?

წმინდანთა ცხოვრებაში უამრავი გამონაკლისი შემთხვევაა, რომელიც ერთის მხრივ ასახავენ ღმრთის განგებულებას, მეორეს მხრივ კი მის მოწყალებას გაჭირვებაში შთავარდნილი ადამიანის მიმართ. არსებობენ სხვა სახის გამონაკლისი და იშვიათი შემთხვევები და არა მარტო ნათლობის სფეროში. ყველა ეს შემთხვევა წესად რომ გაიხადოს ეკლესიამ და დააკანონოს, როგორც ეს მოხდა წყალგადავლებითი "ნათლობის" შემთხვევაში, არ შეგვრჩება არც ერთი საიდუმლო და თვით ეკლესიაც კი.

წყალგადავლებითი "ნათლობის" შესახებ ჩვენ მრავალი წყარო დავიმოწმეთ, როდესაც ამ საკითხზე ვდავობდით სხვა განყოფილებებში. როგორ ფიქრობთ, ბ-ნო აფხაზ, ძველი მამები, ეპისკოპოსები, არქიეპისკოპოსები, მიტროპოლიტები და პატრიარქები, რომლებიც ამტკიცებდნენ საეკლესიო განკარგულებებს და ღებულობდნენ კანონებს, რათა არავინ მონათლულიყო წყალპკურებით ან წყალდასხმით, ისეთი გაუნათლებლები და უმეცრები იყვნენ, რომ არაფერი იცოდნენ ამგვარი საქციელის უკანონობის შესახებ?

წმ. მოციქულთა 47-ე კანონში ვკითხულობთ: "თუ ეპისკოპოსმა ან მღვდელმა ხელახლა მონათლოს ჭეშმარიტად ნათეღებული, ან განმეორებით არ მონათლოს ის, ვინც უღმერთოთაგან შემწიკვლულია (მათი ნათლისცემით), განიკვეთოს, როგორც ჯვრისა და საუფლო სიკვდილის მოკიცხარი, და არ გამრჩევი მღვდლისა ცრუმღვდლისგან".

ამ კანონის ზონარასეულ განმარტებაში ვკითხულობთ: "ქრისტეანებს ემცნო მხოლოდ ერთი ნათლობა. ამრიგად, უკეთურებაა ხელმეორედ, ანუ თავიდან და სრულიად ნათლობა მათი, ვისაც გააჩნია ნათლობა უფლის მცნებისა და ღვთაებრივ მოციქულთა და მამათა გადმოცემისამებრ (რადგან ამას ნიშნავს გამოთქმა: "ჭეშმარიტად ნათელღებული"). მაგრამ, ასეთივე უკეთურებაა თავიდან არ მონათლო ის, ვისაც კანონმა უწოდა შებილწული, რადგან მწვალებელთა ნათლობა არის სიბილწე, და ამის უგულებელმყოფელს უდიდეს პასუხისმგებლობას დააკისრებს. ამიტომაც განაწესა კანონმა პატივისგან დამხობა მათი, ვინც საეკლესიო გადმოცემის საწინააღმდეგოდ, აღასრულებს ერთი და იგივე ადამიანის ორჯერ ნათლობას ან თავიდან არ მონათლავს იმ ადამიანს, რომელიც უსჯულოთა ნათლობით არის შემწიკვლული, რადგან ამით აღმოჩნდება ჯვრისა და უფლის სიკვდილის შეურაცხმყოფელი. რადგან, დიდი მოციქულის თქმით, "ვინც მოვინათლეთ იესო ქრისტეს მიერ, მის სიკვდილში მოვინათლეთ" (რომ. 6:3)".

პატრ. ბალსამონის განმარტებაშიც ნათქვამია: "ჭეშმარიტად არის მონათლული ის, ვინც უფლის სიტყვისამებრ, ერთხელ მოინათლა მამის, ძის და სულიწმიდის სახელით. ამრიგად, თუ ვინმე ეპისკოპოსი ან მღვდელი, დაუფიქრებლად თავიდან მონათლავს ამგვარად მონათლულს, დაემხობა პატივისგან".

ამრიგად, პატივასაყრელნი და საანათემონი ყოფილან ის ძველი მამები და იერარქები, რომლებიც ლათინებს და სხვა წყალგადასხმულებს თავიდან ნათლავდნენ. არადა, ამგვარ იერარქებს შორის თქვენი ეკლესიის სულიერი წინაპრებიც არიან. მაგალითისთვის არ კმარა კათალიკოსი ბესარიონ ორბელიშვილი, რომელსაც წყალგადავლებითი ნათლობა სასაცილოდ არ ჰყოფნის. აღმოსავლელი იერარქები თავიანთ ერთობლივ ოროსებში, რომელთაც რამდენიმე პატრიარქი აწერს ხელს, წყალპკურებით და წყალგადასხმით "ნათლობას" საერთოდ არ მიიჩნევენ საიდუმლოდ და ასე მონათლულებს თავიდან ნათლავენ.

რატომ არ არის საყურადღებო თქვენთვის ბერძნული დიდი სჯულისკანონის, "პიდალიონის" განმარტებანი, სადაც ნათქვამია, რომ "ლათინური წყალპკურება უცხოა შთაფლვისა და აღმოშობისა, შედეგად, ვერ არის გამომხატველი უფლის სამდღიანი სიკვდილისა და აღდგომისა, ამიტომაც ყოველგვარი მადლმოსილებისა, განწმენდისა და ცოდვათა მიტევებისგან გაუცხოებულია იგი".

იქვე განმარტებულია, რომ "თუ ლათინები იტყვიან, რომ წყალპკურება იძლევა განწმენდასა და მადლს წმიდა სამების მოწოდებითო, დე უწყოდნენ, რომ ნათლობა ოდენ მოწოდებით კი არ აღესრულება, არამედ უცილობლივ ითხოვს მსგავსებას უფლის სიკვდილისა და აღდგომისა, რამეთუ აცხოვნებს მოსანათლავს არა ოდენ რწმენა წმიდისა სამებისა, არამედ ამასთანავე რწმენა "მესიის სიკვდილისა".

"პიდალიონის" განჩინებით: "ლათინნი მწვალებლები არიან. როგორც მოუნათლავთ (მათში დამკვიდრებული წყალპკურებითი "ნათლობის" გამო - ძველმ.), მათ არ გააჩნიათ სულიწმიდის მადლი და შედეგად არც ერთი საიდუმლოც; მათგან მართლმადიდებლურ ეკლესიაში გადმოსულები უნდა გადაინათლონ".

და ბოლოს: "ლათინები მოუნათლავები არიან იმიტომ, რომ ნათლისღებისას სამჯერ არ შთაფლავენ მოსანათლავს, როგორც ეს თვით მოცქულთა მიერ არის დადგენილი მართლმადიდებლურ ეკლესიაში. მათ შეცვალეს მოციქულთამიერი ნათლობა და შთაფვლის სანაცვლოდ წყლის თავზე გადასხმით ნათლავენ, ანუ მცირეოდენ წყალს ასხამენ თავზე, რასაც ზოგიერთ ადგილებში დღემდე ასრულებენ. სხვები მოსანათლავ ყრმას რამდენიმე წვეთს ფუნჯით მიაპკურებდნენ შუბლზე, ხოლო სხვაგან, როგორც ეს ჩვენ გადმოგვცეს, წყალში ჩაწობილ ბამბის ქაღალდს მოუსვამენ სახეზე მოსანათლავს... ასე, რომ ლათინური წყალპკურება გაუცხოებულია ყოველგვარი მადლმოსილებისგან და არც განწმენდას იძლევა და არც ცოდვათა მიტევებას" (Пидалион., стр. 248, 249)".

რაღა გითხრათ მეტი ჩემო ძმაო და მეგობარო?!

წმიდა მამები ამბობენ, "როგორც ერთ მერცხალი ვერ მოიყვანს გაზაფხულს, ისე იშვიათად მომხდარი ამბავიც კანონი ვერ იქნება ეკლესიისთვისო", თქვენ კი გსურთ, რომ სწორედ "ერთმა მერცხალმა მოიყვანოს გაზაფხული", ცდილობთ უგულებელჰყოთ უამრავი საეკლესიო დადგენილება, რომლებიც უარყოფენ წყალგადავლებით "ნათლობას" და ასე "მონათლულებს" თავიდან ნათლავენ და თქვენი სულის ცხოვნებას ანდობთ ერთ, უიშვიათეს შემთხვევას, რომლის მსგავსი შემთხვევებისთვის გვესმა, რომ "იშვიათად მომხდარი ამბავი არასოდეს უნდა ჩავთვალოთ საეკლესიო კანონად".

ჩვენ მხოლოდ ქრისტეანულ მოვალეობას ვიხდით თქვენს და ყოველი ადამიანის წინაშე, როცა დაუღალავად ვქადაგებთ, რომ ნათლობა უნდა აღსრულდეს მხოლოდ შთაფლვით (და იშვიათი ამბები არ უნდა გავითვალისწინოთ). ასეთი წესი დაგვიკანონა ჩვენ ეკლესიამ, ხოლო საეკლესიო კანონს იშვიათად მომხდარი ამბავი არ უნდა აბათილებდეს. ეს ელემენტარული ჭეშმარიტებაა და მისი დარღვევა სიკვდილის ტოლფასია.
ბ-ნო აფხაზ, თქვენს ნიკზე გამოსახულია პატარა გოგონა. გული მეუბნება რომ ის თქვენი შვილია. დარწმუნებული ვარ ძალიან გიყვართ (სხვათა შორის, ძალიან სიმპათიური და მომხიბლავი ბავშვია. ღმერთმა გაგიზარდოთ). მოდი, ძმაო, მეგობარო, კეთილო კაცო, დაფიქრდი, კარგად გამოიკვლიე ეს საკითხი. შეაგროვე მასალები ამ თემის ირგვლივ და შენს თავს გაუწიე მამხილებლის ფუნქციაც და ადვოკატობაც, სხვათა ჩარევის გარეშე. უშველე შენს ოჯახსა და შვილებს, საკუთარ თავს და ძვირფას მეგობრებს. ცხოვრება ხომ ერთხელ გვეძლევა... და ერთია შანსი სულის გადარჩენის... სხვა დრო აღარ იქნება...

დარწმუნებული ვარ შენისთანა განსწავლული ადამიანი მივა ჯეროვან დასკვნამდე.

(ციტატა) (afxazi): "არ ისვენებენ ე.წ. ძველმართლმადიდებლები, რომლებიც პირდაპირ შეიძლება ითქვას მწვალებლობას სწამებენ სრულიად მართლმადიდებლობას".

ძველმართლმადიდებელი - არ მიწყინოთ, აფხაზ, ეს უკვე ზედმეტია! ჩვენ თუნდაც ნათლობის საკითხში ვქადაგებთ მხოლოდ იმას, რასაც მართლმადიდებლობა გვასწავლის. თქვენი ეკლესია არ არის მართლმადიდებლობის ეტალონი და მოდი, ჩვენი მხრიდან თქვენი ეკლესიის კრიტიკას მთლიანად მართლმადიდებლობის გმობად ნუ გადაგვიქცევთ. ბოლოს და ბოლოს, ჩვენც მართლმადიდებელი ქრისტეანები ვართ და მართლმადიდებლობის გარეშე სიცოცხლე ვერ წარმოგვიდგენია.

პატივისცემით: "ძველმართლმადიდებელი".

afxazi - სასაცილოა ჩემო კარგო, ძალიან სასაცილო. როგორ შეიძლება ნებისმიერ ფასად გადაარჩინოთ საკუტარი არამართებული შეხედულება. როგორ ეძახით გამონაკლისს ამ შემთხვევას, ეს ხომ უბრალოდ მართლა სასაცილოა. სხვა ვერარაფერი მოიფიქრეთ და მხოლოდ ის, რომ გამონაკლისად შერაცხეთ წმინდანის მოქმედება. მანახეთ ერთი ვინ მიიჩნია ეს ფაქტი გამონაკლისად, სვიმეონ მეტაფრასტმა, ექვთიმე ათონელმა, თუ თეოფილე ხუცესმონაზონმა, არსენ იყალთოელმაც. სადმე მანახე ამის შესახებ კომენტარი.

მკითხველმა განსაჯოს.

მანახეთ ერთი წყარო მაინც იმ ეპოქიდან, როდესაც ქრისტიანული მოძღვრება მატერიალურ სიტყვაში განცხადდა (ვგულისხმობ I-VIII სს), სადაც დაგმობილი და ანათემირებულია დასხმითი წესით მონათვლა და მე იმ სიბრალულს, რომელსაც ჩემს მიმართ არ იშურებ დავეთანხმები. მოიტანე წყარო მთლიანი კონტექსტით, ორიგინათლან ერთად (ასეთ მნიშვნელოვან საუბრის დროს გაურკვეველ ტარგმანს, რომელსაც არ ახლავს მთარგმნელზე მითითება, ვერ მივიღებ). ინტერნეტში არსებობს, როგორც "პატროლოგია გრეკას", ასევე "პატროლოგია ლატინას" ყველა ტომი. მიჩვენე კონკრეტული მითითება და მე შევაწუხებ ამ ენის მცონდეებს და გადავათარგმნინებ მას.

მართლა სასაცილოა გამონაკლისად შერაცხოთ წმინდანის ინიციატივით შემდგომში მეორე წმინდანის დასხმითი წესით მონათვლა, როცა ეს უკანასკნელი სასულიერო პირი ხდება და შემდგომ არაერთ ადამიანს ნათლავს. გამონაკლისად შერაცხოთ სვიმეონ მეტაფრასტის მიერ შეკაზმული ტექსტი, აქ გადმოცემული ამბავი, ექვთიმე ათონელის მიერ, თეოფილე ხუცესმონაზონის, ამ უდიდესი მთარგმნელთა მიერ თარგმნილ ტექსტში გადმოცმეული ამბავი, გადაწერილი არსენ იყალთოელის მიერ, გამონაკლისად შერაცხოთ ყოველივე ეს, როცა ოდნავი მითითებაც კი არ ახლავს არც უშუალოდ წმინდანის მოსაგრეობის ამსახველ ტექსტს, არც სვიმეონ მეტაფრასტის შეკაზმულ, არც ექვთიმეს, არც თეოფილეს თარგმნილ ტექსტებს. განა ეს თვალებში ნაცრის შეყრა არაა? განა ყოველივე ამის შემდეგ მე მეკუთვნის ეს სიტყვები? -(ციტატა) (ძველმართლმადიდებელი): "ბ-ნო აფხაზ, თქვენს ნიკზე გამოსახულია პატარა გოგონა. გული მეუბნება რომ ის თქვენი შვილია. დარწმუნებული ვარ ძალიან გიყვართ (სხვათა შორის, ძალიან სიმპათიური და მომხიბლავი ბავშვია. ღმერთმა გაგიზარდოთ). მოდი, ძმაო, მეგობარო, კეთილო კაცო, დაფიქრდი, კარგად გამოიკვლიე ეს საკითხი. შეაგროვე მასალები ამ თემის ირგვლივ და შენს თავს გაუწიე მამხილებლის ფუნქციაც და ადვოკატობაც, სხვათა ჩარევის გარეშე. უშველე შენს ოჯახსა და შვილებს, საკუთარ თავს და ძვირფას მეგობრებს. ცხოვრება ხომ ერთხელ გვეძლევა... და ერთია შანსი სულის გადარჩენის... სხვა დრო აღარ იქნება..."

კიდე მე მაქვს საშველი?

განა თვალებში მართლა ნაცრის შეყრა არ არის, როცა გამონაკლისზე მსაუბრები. როგორ არის გამონაკლისი აქ გადმოცემული ამბავი, როცა ჩანს, რომ აბსოლუტურად ერთი მიზეზიც კი არ არსებობს საფრთხისა, როცა მზადება ჩანს ნათლისღებისათვის, როცა ნათლობას 13 ეპისკოპოსი აღასრულებს...

ნახე მეგობარო, კვიპრიანე კართაგენელის მოწმობა, გრიგოლ ნოსელის, მოწმობები ქართლის ცხოვრებიდან, მიქაელ მოდრეკილის იადგარიდან...

თქვენს საიტზე წერთ, რომ დასხმითი ნათლობა ეს კათოლიკური გავლენაა, მაგრამ აგერ IV ს-შია დაფიქსირებული ამგვარი ქმედება.

ერთი რამ კიდევ. კვიპრიანე კართაგენელთან დაკავშირებით. თქვენს საიტზე გაურკვევლად და დამახინჯებულადაა წარმოდგენილი ეს წყაროც. ამიტომ მოვიტან მთლიანად:

ზემოთ აღვნიშნავდით, რომ სრული შთაფლვით ნათლობის ფორმობრივი გამარტივება განაპირობა ყოფითი სინამდვილის გათვალისწინებამ, რაც მრავალ სხვა მომენტთან ერთად გულისხმობდა ადამიანის ფიზიკურ მდგომარეობასაც, მის ფიზიკურ სისუსტესაც. ამიტომ, ისინიც, რომლებსაც ფიზიკურად არ ძალუძდათ შთაფლვითი ნათლობის მიღება, ცხადია, "სხურებით" ინათლებოდნენ. როგორც ჩანს, ძველთაგანვე გაჩნდა დაინტერესება, ითვლებოდა თუ არა ჭეშმარიტად ნათელღებულად ამგვარი პირი. ჯერ კიდევ III ს-ში "სხურებითი" ნათლობის ჭეშმარიტებაში დაეჭვებულ ყველა ცრუ მართლმადიდებელს დიადი პასუხი გასცა ეკლესიის ურჩეულესმა მამამ, წმიდა მოწამე კიპრიანე კართაგენელმა (იმარტვილა 258 წ. 14 სექტემბერს). სხვათაშორის, ეს პასუხი განაპირობა იმ გარემოებამაც, რომ წმ. კიპრიანეს ეპისკოპოსობის ჟამს იფეთქა სქიზმატიკოსთა ახალმა ტალღამ, რომლებისთვისაც არსებითი იყო მოძღვრება "ხელახალი ნათლობის" ანუ რებაპტიზაციის შესახებ. სწორედ "ხელახალი" ნათლობის უარსაყოფად გამოსცა წმ. კვიპრიანემ შემდეგი რჯულდება:

"ჩაითვლებიან თუ არა რჯულიერ ქრისტიანებად (legitimi christiani) ის პირები, რომლებსაც განბანვის ნაცვლად მხოლოდ ესხურათ (perbusi) მაცხოვნებელი წყალი?... ჩვენ, რამდენადაც ამას წვდება ჩვენი სიგლახაკე, ვფიქრობთ, რომ არანაირად არ შეიძლება მცირდებოდეს ანდა სუსტდებოდეს ქველმოქმედება ღვთისა (in nullo mutilari et debilitari posse benebicia diuina); სადაც არის სავსე და სრული რწმენა როგორც მიმცემელისა (ნათლისმცემელისა, ე.ჭ.), ასევე მიმღებელისა (მოსანათლისა, ე.ჭ.), შეუძლებელია, რომ იქ რაიმეთი ნაკლები ზემოქმედება (სიტყვ. "შეხებადობა") ჰქონდეს საღვთო ნიჭთა გადმოდინებას (nec minus aliquid illic posse contingere, ubi plena et tota bide et dantis et sumentis accipitur quod de diuinis muneribus hauritur).

"სხურება წყლისა არის იგივე, რაც მაცხოვნებელი განბანვა და როდესაც ეკლესიაში აღასრულებენ მას, სადაც ჰგიეს როგორც მიმღებელის, ასევე მიმცემელის ერთიანი სარწმუნოება, ღვთის ძალმოსილებასა და ჭეშმარიტებისადმი რწმენას ძალუძს, რომ კეთილად წარმართოს, აღასრულოს და სრულყოს ყოველივე" (იხ. წმ. კვიპრიანე კართაგენელი, 69-ე ეპისტოლე, მაგნუსისადმი, თავი XII, პლ. III, სვ. 1148, შდრ. aspersionem quoque aquae instar salutaris laoacri ortinere et quando haec in ecclesia biunt, ubi sit et accipientis et dantis bides integra, stare omnia et consummari ac perbici posse maiestate Domini et bidei ueritate; აღვნიშნავთ, რომ ტექსტი წმ. კვიპრიანეს ეპისტოლეებისა მოღწეულია მრავალი უძველესი ხელნაწერით. მათგან განსაკუთრებით მნიშვნელოვანია VI-VII სს-ის ხელნაწერი Codex Seguierianus, აგრეთვე, VII ს-ისა - Codex Veronensis, IX ს-ის ხელნაწერი: Codex Sangermanensis, Cod. Sangallensis, Cod. Laureshamensis 208 და სხვა. VIII-IX სს-ისა - Cod. Trecensis 581; ბევრია X ს-ის ხელნაწერებიც).

ყოველივე ამის შემდეგ მე აღარ გამოვეხმაურები შენს ნებისმიერ პოსტს, სადაც არ იქნება მოტანილი წყარო (ორიგინალით) ძველბერძნული მართლმადიდებლობიდან. ხომ იძახით, რომ ძველმართლმადიდებელი ხარ, ხოდა ველოდები წყაროებს I-VIII საუკუნიდან. ველოდები წყაროს, სადაც უმართებულოდაა შერაცხილი დასხმითი ნათლობა, სადაც ერთადერთ და უგამონაკლისო ფორმად სრული შტაფლვაა დასახელებული, სადაც უკიდურეს გამონაკლისადაა შერაცხილი დასხმითი ნათლობა.

მე მოვიტანე IV ს-ში მომხდარი ფაქტი, სადაც ყოველგვარი გამონაკლისებისა და ასე შემდეგ გარეშე აშკარადაა უწყებული დასხმითი ნათლობა.

მეც გრძელი პოსტი გამომივიდა, მაგრამ მოდი ასე აღარ ვქნათ (რადგან ეს მაინც გაურკვევლობას იწვევს). მოიტანე წყარო (ორიგინალით) და მითითებით საიდანაა და მე პასუხს გაგცემ, ან პირიქით.

agmsarebeli - ერთი პირდაპირი კითხვა ძველმართმადიდებელო: რომელი ცოდვისთვის უშვებთ ადამიანას საუკუნო გეენაში: დასხმით წესით მონათვლის თუ სჯულის კანონის დარღვევის გამო: კერძოდ ამ სწავლებისა: მონათლე სრული შთაფლვით! არ მინდა ციტატები და მიმოხილვა, პირდაპირ პასუხს ველი: ან პირველს ან მეორეს.

პ.ს. არ დაიწყოთ საუკუნო გეენა და დაღუპვა სინონიმები არ არისო. და არც ის, როდის გვითქვამსო ესენი ან ისენი(გეენა და დაღუპვა)...

თავს ვიცავ წინასწარ, ამას გეკითხები სრული სერიოზულობით და პასუხისმგებლობით (როგორც ყოველთვის) და წვეთი არაა ხუმრობისა და დაცინვისა. კიდევ ერთხელ ვამბობ, პირდაპირ პასუხს ველი, ან ერთი თქვი ან მეორე...

მერცხალზე გასაგებია, მაგრამ არცთუ იშვიათად მერცხალივით ლაღ ადამიანებს გადაურჩენით მართლმადიდებლური სარწმუნოება, რომლებიც მხოლდ ერთი იდგნენ ქრისტიანული ეკლესიიის სადარაჯოზე. მაგალითისთვის წმინდა მაქსიმე აღმსარებელი კმარა, რომელსაც იმას ჩაშჩიჩინებდა სამი უდიდესი ეკლესიის იერარქი, ჩვენ ამდენი ვართო(ანუ კრებული) და ასე გვწამსო და შენ, რომელიც ერთი მერცხალი ხარ (დიალოგის ფორმის შეცვლა არსს არ ცვლის) როგორ იქნები მართალიო. ჩვენ უნდა გავარჩიოთ, ერთ მერცხალში და გამონაკლისში რას გულისხმობდა ესა თუ ის მამა.
დანარჩენზე შენი პასუხის მერე ვილაპარაკებ...გელი.

პატივისცემით : აღმსარებელი!

ძველმართლმადიდებელი - (ციტატა) (afxazi): "სასაცილოა ჩემო კარგო, ძალიან სასაცილო. როგორ შეიძლება ნებისმიერ ფასად გადაარჩინოთ საკუთარი არამართებული შეხედულება".

ბ-ნო აფხაზ, რამდენად "სასაცილოა" ჩემი პასუხები მოდი, მკითხველმა განსაჯოს. თქვენი შეფასება, როგორც უკვე ადრეც გითხარით, მეტად სუბიექტურია (სხვაგვარი არც შეიძლება იყოს, რადგან პოლემიკის მონაწილე ბრძანდებით და ცხადია ასეთ შეფასებებს ალბათ, მკითხველის ემოციური დატვირთვისთვის იყენებთ. ეს არცთუ კორექტული მეთოდია).

(ციტატა) (afxazi): "როგორ შეიძლება ნებისმიერ ფასად გადაარჩინოთ საკუთარი არამართებული შეხედულება".

ძველმართლმადიდებელი - რას ნიშნავს ბ-ნო აფზაზ "ნებისმიერ ფასად"? ან "საკუთარი არამართებული შეხედულება"? აზრი, რომელიც მე წყალგადავლებით ნათლობასთან დაკავშირებით დავაფიქსირე ეკუთვნით აღმოსავლელ იერარქებს და მათზე უფრო ძველ მამებს. ამგვარ მოწმობებს "ნებისმიერ ფასს" არ უნდა ვარქმევდეთ.

(ციტატა) (afxazi): "როგორ ეძახით გამონაკლისს ამ შემთხვევას, ეს ხომ უბრალოდ მართლა სასაცილოა. სხვა ვერარაფერი მოიფიქრეთ და მხოლოდ ის, რომ გამონაკლისად შერაცხეთ წმინდანის მოქმედება. მანახეთ ერთი ვინ მიიჩნია ეს ფაქტი გამონაკლისად, სვიმეონ მეტაფრასტმა, ექვთიმე ათონელმა, თუ თეოფილე ხუცესმონაზონმა, არსენ იყალთოელმაც. სადმე მანახე ამის შესახებ კომენტარი".

ძველმართლმადიდებელი - ბ-ნო აფხაზ, ჩემს მიერ დამოწმებულ კრებათა და მამათა გამონათქვამებში, თუ შეამჩნიეთ, ლაპარაკია არა მარტო გამონაკლისზე, არამედ "იშვიათად მომხდარ ამბებზეც". თქვენს მიერ მოტანილი მაგალითი ევგრაფის ნათლობისა, სწორედ ასეთი კატეგორიაა. რაც შეეხება ათონელებს, მეტაფრასტს და ა. შ. არაზუსტია აქცენტის გადამისამართება მათ მხარეს. მათ უბრალოდ გადათარგმნეს წმინდანის ცხოვრება და ერმოგენეს ნათლობის ფორმაზე არ უმსჯელიათ... ვერ ვხვდები თქვენს მიერ დასახელებული ქართველი ათონელები და სხვა მამები რა შუაშია?

მოდი, ბ-ნო აფხაზ, მთარგმნელობით მოღვაწეობასა და კონკრეტული, ლიგურგიკული წესების შეფასებას ერთმანეთში ნუ ავურევთ.

(ციტატა) (afxazi): "განა თვალებში მართლა აცრის შეყრა არ არის, როცა გამონაკლისზე მესაუბრები. როგორ არის გამონაკლისი აქ გადმოცემული ამბავი, როცა ჩანს, რომ აბსოლუტურად ერთი მიზეზიც კი არ არსებობს საფრთხისა, როცა მზადება ჩანს ნათლისღებისათვის, როცა ნათლობას 13 ეპისკოპოსი აღასრულებს..."

ძველმართლმადიდებელი - არა ბატონო, ნაცრის შეყრა მე თქვენთვის არ მიკადრებია. მაქსიმალურად ვცდილობ დაგიმოწმოთ სანდო წყაროები. მე მგონი ეს "ნაცრის შეყრა" არანაირად არ არის.

(ციტატა) (afxazi): "თქვენს საიტზე წერთ, რომ დასხმითი ნათლობა ეს კათოლიკური გავლენაა, მაგრამ აგერ IV ს-შია დაფიქსირებული ამგვარი ქმედება".

ძველმართლმადიდებელი - ამას მე კი არ ვწერ, ამას აღმოსავლელი პატრიარქები წერენ (მათ შორის საქართველოს კათალიკოსიც და რუსეთის პატრიარქი ფილარეტი, რომელმაც 1621 წელს კრებითად დააწესა წყალგადავლებულთა თავიდან ნათლობა).

(ციტატა) (afxazi): "ერთი რამ კიდევ. კვიპრიანე კართაგენელთან დაკავშირებით.თქვენს საიტზე გაურკვევლად და დამახინჯებულადაა წარმოდგენილი ეს წყაროც. ამიტომ მოვიტან მთლიანად:

ზემოთ აღვნიშნავდით, რომ სრული შთაფლვით ნათლობის ფორმობრივი გამარტივება განაპირობა ყოფითი სინამდვილის გათვალისწინებამ, რაც მრავალ სხვა მომენტთან ერთად გულისხმობდა ადამიანის ფიზიკურ მდგომარეობასაც, მის ფიზიკურ სისუსტესაც. ამიტომ, ისინიც, რომლებსაც ფიზიკურად არ ძალუძდათ შთაფლვითი ნათლობის მიღება, ცხადია, "სხურებით" ინათლებოდნენ. როგორც ჩანს, ძველთაგანვე გაჩნდა დაინტერესება, ითვლებოდა თუ არა ჭეშმარიტად ნათელღებულად ამგვარი პირი. ჯერ კიდევ III ს-ში "სხურებითი" ნათლობის ჭეშმარიტებაში დაეჭვებულ ყველა ცრუ მართლმადიდებელს დიადი პასუხი გასცა ეკლესიის ურჩეულესმა მამამ, წმიდა მოწამე კიპრიანე კართაგენელმა (იმარტვილა 258 წ. 14 სექტემბერს).

სხვათაშორის, ეს პასუხი განაპირობა იმ გარემოებამაც, რომ წმ. კიპრიანეს ეპისკოპოსობის ჟამს იფეთქა სქიზმატიკოსთა ახალმა ტალღამ, რომლებისთვისაც არსებითი იყო მოძღვრება "ხელახალი ნათლობის" ანუ რებაპტიზაციის შესახებ. სწორედ "ხელახალი" ნათლობის უარსაყოფად გამოსცა წმ. კვიპრიანემ შემდეგი რჯულდება:"ჩაითვლებიან თუ არა რჯულიერ ქრისტიანებად (legitimi christiani) ის პირები, რომლებსაც განბანვის ნაცვლად მხოლოდ ესხურათ (perbusi) მაცხოვნებელი წყალი?... ჩვენ, რამდენადაც ამას წვდება ჩვენი სიგლახაკე, ვფიქრობთ, რომ არანაირად არ შეიძლება მცირდებოდეს ანდა სუსტდებოდეს ქველმოქმედება ღვთისა (in nullo mutilari et debilitari posse benebicia diuina); სადაც არის სავსე და სრული რწმენა როგორც მიმცემელისა (ნათლისმცემელისა, ე.ჭ.), ასევე მიმღებელისა (მოსანათლისა, ე.ჭ.), შეუძლებელია, რომ იქ რაიმეთი ნაკლები ზემოქმედება (სიტყვ. "შეხებადობა") ჰქონდეს საღვთო ნიჭთა გადმოდინებას (nec minus aliquid illic posse contingere, ubi plena et tota bide et dantis et sumentis accipitur quod de diuinis muneribus hauritur)".

სხურება წყლისა არის იგივე, რაც მაცხოვნებელი განბანვა და როდესაც ეკლესიაში აღასრულებენ მას, სადაც ჰგიეს როგორც მიმღებელის, ასევე მიმცემელის ერთიანი სარწმუნოება, ღვთის ძალმოსილებასა და ჭეშმარიტებისადმი რწმენას ძალუძს, რომ კეთილად წარმართოს, აღასრულოს და სრულყოს ყოველივე" (იხ. წმ. კვიპრიანე კართაგენელი, 69-ე ეპისტოლე, მაგნუსისადმი, თავი XII, პლ. III, სვ. 1148, შდრ. aspersionem quoque aquae instar salutaris laoacri ortinere et quando haec in ecclesia biunt, ubi sit et accipientis et dantis bides integra, stare omnia et consummari ac perbici posse maiestate Domini et bidei ueritate; აღვნიშნავთ, რომ ტექსტი წმ. კვიპრიანეს ეპისტოლეებისა მოღწეულია მრავალი უძველესი ხელნაწერით. მათგან განსაკუთრებით მნიშვნელოვანია VI-VII სს-ის ხელნაწერი Codex Seguierianus, აგრეთვე, VII ს-ისა - Codex Veronensis, IX ს-ის ხელნაწერი: Codex Sangermanensis, Cod. Sangallensis, Cod. Laureshamensis 208 და სხვა. VIII-IX სს-ისა - Cod. Trecensis 581; ბევრია X ს-ის ხელნაწერებიც).

ყოველივე ამის შემდეგ მე აღარ გამოვეხმაურები შენს ნებისმიერ პოსტს, სადაც არ იქნება მოტანილი წყარო (ორიგინალით) ძველბერძნული მართლმადიდებლობიდან. ხომ იძახით, რომ ძველმართლმადიდებელი ხარ, ხოდა ველოდები წყაროებს I-VIII საუკუნიდან.

ველოდები წყაროს, სადაც უმართებულოდაა შერაცხილი დასხმითი ნათლობა, სადაც ერთადერთ და უგამონაკლისო ფორმად სრული შტაფლვაა დასახელებული, სადაც უკიდურეს გამონაკლისადაა შერაცხილი დასხმითი ნათლობა.მე მოვიტანე IV ს-ში მომხდარი ფაქტი, სადაც ყოველგვარი გამონაკლისებისა და ასე შემდეგ გარეშე აშკარადაა უწყებული დასხმითი ნათლობა".

ძველმართლმადიდებელი - თქვენ, ბ-ნო აფხაზ, ახლა ედ. ჭელიძის სტილში ლაპარაკობთ. მინდა გაუწყოთ, რომ ძველმართლმადიდებლობა სრულიადაც არ ნიშნავს I-VIII საუკუნეების წყაროების დამოწმებას, თანაც ძველბერძნულ ან ლათინურ ენებზე. რა არის ძველმართლმადიდებლობა და საიდან მოდის ეს ტერმინი, ვგონებ არაერთხელ განგვიმარტავს თქვენს ფორუმზე სხვადასხვა განყოფილებებში.

ძველ წერილობით წყაროებზე ჩვენ ხელი არ მიგვიწვდება და ამიტომაც ვჯერდებით იმას, რასაც სასულიერო აკადემიები ან აკადემიათა პროფესორ-მასწავლებლები გამოსცემენ. ჩვენ ვმსჯელობთ სრულიად მისაღები წყაროებზე დაყრდნობით და თუ თქვენ მათ უარყოფთ ეს თქვენი ნებაა. არაობიექტურობაში ბრალს ვერავინ დაგვდებს.

ახლა კი რაც შეეხება წმ. კვიპრიანეს მოწმობას. შეიძლება პარადოქსულად მოგეჩვენოთ, მაგრამ წყალპკურებითი ნათლობის უარმყოფელი წყარო სწორედ თქვენს მიერ დამოწმებული წმ. კვიპრიანეს პასუხია. შევეცდები განვმარტო.

თავიდან დავაკვირდეთ იმას, რას ეკითხებიან წმ. მამას: "ჩაითვლებიან თუ არა რჯულიერ ქრისტიანებად (legitimi christiani) ის პირები, რომლებსაც განბანვის ნაცვლად მხოლოდ ესხურათ (perbusi) მაცხოვნებელი წყალი?..."

მინდა აღვნიშნო, რომ ეს ადგილი მოტანილია არასრულად თვით ედ. ჭელიძის მიერ, რომელსაც თქვენ ენდობით. აი, როგორ არის გადმოცემული ეს შეკითხვა და მასზე პასუხი პროფესორისა და პატროლოგის, ა. სიდოროვის რედაქტორობით გამოცემულ წმ. კვიპრიანეს წერილების კრებულში:

"Ты спрашиваешь еще, возлюбленный мой сын, моего мнения относительно тех, которые получают благодать Божию в болезни и немощи: должно ли их почитать законными христианами, когда они не омыты, но только облиты спасительной водою? В этом отношении скромность и смирение наше никого не предупреждает своим мнением, предоставляя всякому думать как угодно и поступать как думает…" (ეს სიტყვები თქვენთან გამოტოვებულია - ძვმ.)

ასე იწყება ეს შეკითხვა, ხოლო თავისი პასუხის ბოლოს, წმ. კვიპრიანე ამბობს:

"Я отписал на письмо твое, возлюбленнейший сын, сколько была в состоянии сделать это наша малая мерность, и показал, как мы посильно думаем, никому не навязывая своего мнения; всякий предстоятель волен распорядиться по своему усмотрению…" (Св. Киприан Карфагенский. Письмо к Магну о крещении новациан и о получивших крещение в болезни,изд. Паломник. 1999 г. Общая редакция. Проф. А. И. Сидоров. стр. 646, 650) (ეს ბოლო აბზაცი კი საერთოდ არ არის დამოწმებული - ძვმ.).

აშკარაა რომ არც შემკითხველისთვის და არც კვიპრიანესთვის ნათლობის წყალგადავლებითი ფორმა ცნობილი არ გახლავთ. სხვაგვარად, როგორ იყო შესაძლებელი დაბადებულიყო კითხვა ეკლესიის პრაქტიკაში გავრცელებული წესის გამო? ხოლო მასზე წმიდა მამას, ეკლესიის მწყემსმთავარს, მესამე საუკუნის პირველ ნახევარში მცხოვრებ ეპისკოპოსს, ამდენი ეწვალა და მთელი თავისი საღვთისმეტყველო ცოდნა ჩაექსოვა საკითხის გარშემო საკუთარი აზრის ჩამოსაყალიბებლად?

მაგნუსის კითხვიდან ცხადი ხდება, რომ:

1) მას წარმოდგენა არა აქვს არც "დიდაქეზე" და არც იმაზე, რომ მოციქულთა სწავლებით წყალგადასხმითი ნათლობა დასაშვებია და 2) მისი კითხვა ადასტურებს იმ ელემენტარულ ჭეშმარიტებას, რომ III საუკუნის აფრიკელ ქრისტეანთათვის წყალგადასხმითი ნათლობის ფორმა სრულიად უცნობია. უცნობია ის როგორც მოციქულთა გადმოცემა და როგორც მყარი საეკლესიო პრაქტიკა. ის იმდენად უცნაურია, რომ შეკითხვას ბადებს.

წყალგადავლებითი ფორმა რომ პრაქტიკაში ყოფილიყო, რა გაუჭირდებოდა წმ. კვიპრიანეს, რომ მთელი რიგი დაშვებების ("რამდენადაც ამას წვდება ჩვენი სიგლახაკე...") გარეშე პირდაპირ აეხსნა შემკითხველისთვის, რომ წყალგადავლებითი წესი ჩვეულებრივი ფორმაა ნათლობისა?

თუკი ბ-ნ ედ. ჭელიძეს, თქვენ და კიდევ სხვა მრავალ ადამიანს, სრულიადაც არ უჭირს ამტკიცოს, რომ წყალგადავლებითი ნათლობა ჭეშმარიტი ნათლობაა და იმოწმებს "დიდაქეს" როგორც მოციქულთა სწავლებას, რატომ დუმს ამაზე წმ. კვიპრიანე? რატომ თქვენსავით გაბედულად არ ამბობს, რომ წყალდასხმითი ნათლობა მოციქულთამიერი წესია და ეკლესიის ისეთივე პრაქტიკა, როგორიც შთაფლვა?

ამაზე მხოლოდ ერთი პასუხი არსებობს: მხოლოდ იმიტომ, რომ წყალდასხმითი "ნათლობა" უცნობი იყო, როგორც პირველი საუკუნეების ქრისტეანთათვის, ასევე თვით კვიპრიანესთვისაც.

თუ გახსოვთ ერთ ერთ წინა პოსტში, გვერდითა განყოფილებაში (რეფორმის შესახებ) ჩვენ ვწერდით, რომ ძალიან დიდი მნიშვნელობა მიეცემოდა ბ-ნი ჭელიძის ერთ მტკიცებას "დიდაქეს" შესახებ, კერძოდ:

"ბ-ნი ედ. ჭელიძე წერს: "უნდა აღინიშნოს, რომ "დიდაქე", როგორც ზოგადი კატეხიზმო, არსად არ საუბრობს რაიმე გამონაკლისზე. იგი მხოლოდ დამკვიდრებულ საეკლესიო წეს-ჩვეულებებს აღწერს" (ედ. ჭელიძე. "ეკლესია - სძალი უფლისა". თბილისი 1990 წ. გვ. 74).

ცოტა ქვემოთ ასევე ვკითხულობთ: "ადრექრისტიანულ ხანაში სწორედ "დიდაქეს" მიხედვით მიმდინარეობდა მღვდლების მიერ ახალმოქცეულთა კატეხიზაცია" (იქვე. გვ. 74-75).

კვლავაც: "დიდაქე" დასხმით წესით ნათლობას თვლის არა გამონაკლისად, არამედ პრაქტიკაში მიღებულ წესად... "დიდაქე" შეწყნარებული ძეგლი იყო I - XI სს-ის ძველბერძნულ მართლმადიდებლობაში. მას იყენებდა მრავალი წმიდა მამა. მასვე "წერილს" უწოდებდა კლიმენტი ალექსანდრიელი, ხოლო მართებულ კატეხიზმოდ განაჩინებდა წმ. ათანასე ალექსანდრიელი და "დიდი სჯულისკანონი" (იქვე. გვ. 75).

მაშ სად გაქრა ეს ჭეშმარიტება? როგორ უნდა დავიჯეროთ ეს სიტყვები, თუკი წმიდა კვიპრიანეს დროინდელ ქრისტეანებს არასოდეს უნახავთ წყალდასხმითი ნათლობა, არაფერი იციან არც "დიდაქეში" მოცემული წყალდასხმითი "ნათლობის" ნებართვის შესახებ და არც წმ. კვიპრიანეს სმენია ამგვარი რამ? მეტიც, ის აყალიბებს საკუთარ შეხედულებას ამ საკითხზე და არავის აიძულებს მის მიღებას. მაშინ როდესაც, წმ. კვიპრიანეს ამ მსჯელობას ედ. ჭელიძე "სჯულმდებლობას" უწოდებს. აი, სად არის ტყუილი და ქვეტექსტიდან მთელი სწავლების მოგლეჯა...

დამოწმებული ადგილიდან კარგად ჩანს, რომ წმ. კვიპრიანე კი არ "სჯულმდებლობს", როგორც ცდილობს ამის წარმოჩენას ბ-ნი ედ. ჭელიძე, არამედ გამოთქვამს თავის კერძო შეხედულებას.

ჩვენთვის კარგად არის ცნობილი წმ. კვიპრიანეს შეუვალი და მყარი პოზიცია მწვალებელთა მიერ აღსრულებულ საიდუმლოთა შესახებ. ცნობილია თუ როგორი მოშურნეობით იცავდა წმ. მამა იმ აზრს, რომ მწვალებლები ეკლესიაში უნდა მიეღოთ ყოველგვარი პატივის გარეშე, ვითარც ერისკაცნი. მაგრამ ასეთ პრინციპულობას ის არ იჩენს წყალგადავლებით ნათლობასთან დაკავშირებით და იმიტომ ხომ არა, რომ ეს საკითხი საყოველთაო კამათისა და მსჯელობის საგანი არასოდეს ყოფილა, რადგან "ნათლობის" წყალსხურებითი ფორმა პირველქრისტეანთათვის ცნობილი არასოდეს ყოფილა?!

თვით კვიპრიანეც კი მტკიცედ არ იყო დარწმუნებული თავისი შეხედულების აბსოლუტურ სისწორეზე, წინააღმდეგ შემთხვევაში ის ამ საკითხსაც ისევე მიუდგებოდა, როგორც ეკლესიისკენ მოქცეულ მწვალებელთა შეწყნარების საკითხს. ამიტომაც არის, რომ წმ. მამა თავის შეხედულებას წყალგადავლებით "მონათლულზე" მკაცრი კატეგორიულობით არ იცავს და ყველას უტოვებს უფლებას თავის აზრზე დარჩეს.

ასევე ცნობილია, რომ ეკლესიამ არ შეიწყნარა წმ. კვიპრიანეს შეხედულება მწვალებელთა მიერ აღსრულებულ საიდუმლოებებზე და მისი პრაქტიკა ეკლესიისკენ მოქცეულ მწვალებელთა შეწყნარებაზე. მაშ, რატომ უნდა ჩავთვალოთ, რომ მისი შეხედულება კლინიკოსთა წყალგადავლებით ნათლობის შესახებ არის შეუვალი და უეჭველი ჭეშმარიტება, თუკი, მითუმეტეს, თვით კვიპრიანეც კი ამ საკითხზე თავისუფალი მიდგომის უფლებას ტოვებს?

და ბოლოს, წმ. კვიპრიანეს პასუხთან და ედ. ჭელიძის სოფიზმებთან დაკავშირებით კიდევ ერთხელ მივუთითებ ქ-ნ ირინა კენჭაძის სტატიას "ვაი მას, ვისგანაც ცდუნება მოვა". http://www.oldorthodox.ge/apl_irine_kencha...cduri_mova.html

ვფიქრობ ამ სტატიაშიც კარგად არის ნაჩვენები წყალდასმითი ნათლობის გასამართლებლად წმ. კვიპრიანეს მაგალითის დამოწმება.

ამრიგად თქვენს მოთხოვნას, გიჩვენოთ I-VIII საუკუნეების მოწმობა წყალგადავლებითი ნათლობის უარყოფის შესახებ ვაკმაყოფილებთ წმ. კვიპრიანეს პასუხით მაგნუსისადმი, რომელიც წარმოაჩენს, რომ ამგვარი ნათლობა საერთოდ არც არსებობდა ეკლესიის პრაქტიკაში. და ედ. ჭელიძის მტკიცებულება "დიდაქეს" შესახებ, რომლის თანახმადაც თითქოსდა ის აღწერს "მხოლოდ დამკვიდრებულ საეკლესიო წეს-ჩვეულებებს", ან "ადრექრისტეანულ ხანაში "დიდაქეს" მიხედვით სწარმოებდა მღვდლების მიერ ახალმოქცეულთა კატეხიზაცია" და მისი მიხედვით, დასხმითი ნათლობა იყო პირველსაუკუნეთა ეკლესიაში "პრაქტიკაში მიღებული წესი იყო" (იხ. ედ. ჭელიძე. "ეკლესია - სძალი უფლისა". თბილისი 1990 წ. გვ. 74-75) საპნის ბუშტივით გაქრა.

(ციტატა) (agmsarebeli): "ერთი პირდაპირი კითხვა ძველმართმადიდებელო: რომელი ცოდვისთვის უშვებთ ადამიანას საუკუნო გეენაში?"

ძველმართლმადიდებელი - მე ღმერთი არ ვარ ბატონო, გეჰენაში ვინმეს გაშვებას არავინ მკითხავს.

(ციტატა) (agmsarebeli): "რომელი ცოდვისთვის უშვებთ ადამიანას საუკუნო გეენაში: დასხმით წესით მონათვლის თუ სჯულის კანონის დარღვევის გამო: კერძოდ ამ სწავლებისა: მონათლე სრული შთაფლვით!"

ძველმართლმადიდებელი - დასხმითი წესი ნათლობა არ არის, ხოლო მოუნათლავი რომ ცათა სასუფეველში ვერ შევა ეს ნიკოდიმოსს უთხრა მაცხოვარმა. დიდი სჯულისკანონის დარღვევა კი მძიმე დანაშაულია და ესეც შეიძლება გახდეს საგეჰენიო მიზეზი.

(ციტატა) (agmsarebeli): "მერცხალზე გასაგებია, მაგრამ არცთუ იშვიათად მერცხალივით ლაღ ადამიანებს გადაურჩენით მართლმადიდებლური სარწმუნოება, რომლებიც მხოლდ ერთი იდგნენ ქრისტიანული ეკლესიიის სადარაჯოზე".

ძველმართლმადიდებელი - თქვენ სხვა საკითხზე მსჯელობთ. წმ. იოანე დამასკელი და წმ. გრიგოლ ღვთისმეტყველი კი მერცხალს სულ სხვა გაგებით იმოწმებენ...

jariskaci - ბევრი ვერაფერი გავიგე მაგრამ ერთი რაამ მაინტერესებს, თუ ბოლომდე არ ჩახვედი ცყალში ესე იგი მონათლული არ ხარ?

ძველმართლმადიდებელი - დიახ, ვერ ჩაითვლებით მონათლულად. მართლმადიდებლურ კატეხიზმოებში ნათლად წერია, რომ ნათლობა არის საიდუმლო, რომელშიც მორწმუნე სხეულის წყალში სამ-გზის შთაფლვით და მოწოდებით მამისა და ძისა და წმიდისა სულისა განიწმიდება ცოდვათაგან და მეორედ იშვება ახალი, სულიერი ცხოვრებისთვის (იხ. სახელმძღვანელო მართლმადიდებელი ეკლესიის კატეხიზმოს შესასწავლად. თბილისი 1990 წ. გვ. 64).

იქვე წერენ, რომ იმისათვის, რათა საიდუმლო იყოს ქმედითი, ანუ შესრულებული და სულიწმიდის მადლი უეჭველად გადმოვიდეს ქრისტეანზე, ის უნდა შესრულდეს სწორად. ანუ საეკლესიო საიდუმლო (ამ შემთხვევაში ნათლისღება) "ნამდვილია და მადლი ღვთისა უეჭველად გადმოდის კაცზე მაშინ, როდესაც შესრულებულია წესიერად, სწორად. სწორი და წესიერი შესრულება საიდუმლოსი ის არის, რომ შესრულების დროს დაცულ იქმნას ყოველივე მოთხოვნა აღმასრულებელისა და თვით აღსრულების შესახებ" (იქვე).

უფრო დეტალურად იხ. აქ: http://www.oldorthodox.ge/natloba.html

afxazi - მე არ მინდა დავიჯერო, რომ ამას შეგნებულად აკეთებ. გთხოვ მოიტანო მითითებული კატეხიზმოდან სრული ტექსტი ნათლობის შესახებ.
1
oldorthodox@gmail.com
საქართველოს
ძველმართლმადიდებლური
ეკლესია

ოფიციალური საიტი
Назад к содержимому