აპოლოგეტიკა - გზა - მართლად სავალი. XI - წმიდა მოციქულთა 50-ე კანონი - oldorthodox

საქართველოს ძველმართლმადიდებლური ეკლესია
ძიება
Перейти к контенту

Главное меню:

არქიეპისკოპოსი პავლე (ხორავა)

გზა - მართლად სავალი

ნაწილი I

შთაფლვა თუ დასხმა?!


შთაფლვითი ნათლობის კანონიკურობისა და დასხმითი ნათლობის უკანონობის შესახებ

წმ. მოციქულთა 50-ე კანონი

მკითხველო, წინამდებარე წიგნი, რომლის ინტერნეტ-ვერსიასაც ჩვენს ოფიციალურ საიტზე გთავაზობთ, მართლმადიდებლური სარწმუნოების საძირკვლის გამაგრების, შენთვის ჭეშმარიტი ქრისტეანული გზის ჩვენებას ისახავს მიზნად. აქ თავმოყრილია დიდძალი კვლევითი მასალა, რომელიც ეხება დოგმატიკის, ლიტურგიკის, ეკლესიის ისტორიის და ესქატოლოგიის სფეროებს. წიგნი მდიდარია ფაქტობრივი და დოკუმენტური მასალით და მოიცავს პერიოდს I საუკუნიდან ვიდრე XXI საუკუნემდე. ავტორი გვაძლევს ნათლისღების საიდუმლოს, სხვადასხვა ლიტურგიკული წეს-ჩვეულების, 17-ე საუკუნის საეკლესიო რეფორმისა და მისი შედეგების შემჭიდროებულ, მაგრამ ამავე დროს ღრმა ანალიზს.

წიგნში მხილებულია ძველმართლმადიდებლური ეკლესიის წინააღმდეგ მიმართული ცილისწამებებისა და ბრალდებების უსაფუძვლობა; ავტორის მიზანია, ჭეშმარიტების ერთგულ ყოველ ქრისტეანს მიუთითოს გზა მართლად სავალი. იმის გასარკვევად, რომ ეს გზა სწორედ ძველმართლმადიდებლურ ქრისტეანობასთან მიდის, არა მარტო აქ მოტანილი საეკლესიო წესებისა და სხვადასხვა მოვლენის განმარტება დაგეხმარება, არამედ კრებულში თავმოყრილი სადისკუსიო მასალებიც დიდად წაგადგებგა და ორ მოპაექრე მხარეს შორის მტყუან-მართლის გარჩევაც არ გაგიჭირდება.

წიგნის პირველი ნაწილი ეძღვნება ნათლისღების საიდუმლოს, მისი შესრულების კანონიკურ და არაკანონიკურ ფორმებს; მეორე ნაწილი - 17-ე  საუკუნის რუსეთის საეკლესიო რეფორმას და მის შედეგებს როგორც საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიისთვის, ასევე მსოფლიო მართლმადიდებლობისთვის; მესამე ნაწილი კი მთლიანად ეძღვნება ეკლესიის უძლეველობას.

ჭეშმარიტი ქრისტიანული სიყვარულით უძღვნის ამ წიგნს ძველმართლმადიდებლური ეკლესიის არქიეპისკოპოსი პავლე (ხორავა) წმიდა სარწმუნოების გზაზე შემდგარ ყოველ მართლმადიდებელს.

წიგნი გამოიცა ძველმართლმადიდებელ ქრისტეანთა შემოწირულობით.

ტექტნიკური მიზეზების გამო ინტერნეტში ვაქვეყნებთ წიგნის მნიშვნელოვნად შემოკლებულ ვერსიას.

შინაარსი


თავი XI

____________________________________________________________________________________________________________________________

წმიდა მოციქულთა 50-ე კანონი


სანამ მომდევნო საკითხებზე გადავიდოდეთ, ვალდებული ვართ, შევაფასოთ ის მკრეხელობა, რასაც ე. ჭელიძე წმიდა წერილის მიმართ სჩადის და რაც მისი ჭეშმარიტი აზრის გაყალბებასა და მორწმუნეთა მოტყუებაში გამოიხატება. ამგვარი მოქმედება წმიდა მამათა მიერ შერაცხილია მწვალებლობად; ანუ, ე. ჭელიძე, ოფიციალური საპატრიარქოს სასულიერო აკადემიის პროფესორი და ლექტორი, აშკარა მწვალებელია. ჩვენი სიტყვები ვინმეს გადაჭარბებულად რომ არ მოეჩვენოს, გავეცნოთ წმიდა მამათა სწავლებას ამ საკითხზე: "უდიდესი უგუნურებაა, მიატოვო წმ. წერილი და ხელი მიჰყო საკუთარი გამონაგონის ქადაგებას", - ბრძანებს ცნობილი ბიზანტიელი ბერი პეტრე დამასკელი (XII ს.) (Книга О вере. Москва. 1648 г., в предисл., слово св. Петра Дамаскина).

ხოლო ნეტ. თეოფილაქტე ბულგარელის (XI-XII სს.) თქმით: "მწვალებელია ის, ვისაც წმ. წერილის შესაბამისად არა სწამს" (Благовестн. Евангелие от Иоанна, зач. 27, лист 125).

სწამს თუ არა ე. ჭელიძეს ნათლისღების საკითხთან დაკავშირებით ისე, როგორც ასწავლის წმიდა წერილი? - როგორც ვნახეთ, არა! მეტიც, ის ამახინჯებს წმიდა წერილს და მიაწერს მას იმას, რაც ღმრთითგანბრძნობილ მოციქულთ არ უგულისხმიათ. ამიტომაც, ე. ჭელიძეზე თამამად შეიძლება ითქვას, რომ ის არის მწვალებელი! ამდაგვარ ადამიანებზე სრულიად სამართლიანად წერდნენ ძველი ქრისტეანები, "როდესაც ღმრთის ეკლესიას დაპირისპირებულები რაიმეს წერენ, ხან ქორონიკონს მიმართავენ, ხან კიდევ მოციქულთა მემკვიდრეების თხზულებებს და წმიდა მოძღვართ; აღიარებენ მათ სიმართლეს, მაგრამ საკუთარ გამონაგონსა და გმობას მიაწერენ; თავად კი მოციქულთა, მათ მემკვიდრეთა და წმიდა მამათა ნაწერების დაჯერება არა ნებავთ" (Кирилова книга), печ. в Москве 1643 г. гл. 13, л. 175 (друг. изд. л. 198).

ე. ჭელიძე მოქმედებს მწვალებელივით, რომელიც "როდესაც მოღრეცილი ხე დასჭირდება და ასეთს ვერ იპოვის, სწორს მოღუნავს და თანაც იქით, საითკენაც თვითონ ნებავს. ასე იქცევიან ლათინები, რომლებიც საკუთარი სურვილებისამებრ ამახინჯებენ მოციქულთა გადმოცემას" (იქვე). და კიდევ: "როგორც ჯანმრთელს არ სჭირდება წამალი, არამედ, პირიქით, უმეტესადაც კი შეიძლება ავნოს მას, ასევეა სჯულიერის "გამსწორებელიც", რომელიც ამახინჯებს დაწერილს გასწორების ნაცვლად. ასეთებს საკუთარი თავისა და ცხოვრების ღვთის მცნებათაებრ გასწორება მართებთ და არა საღმრთო სჯულის "ჩასწორება" თავიანთი ამაო და ფუჭი იდეებით" (იქვე). ე. ჭელიძესაც ვურჩევთ, ასე მოიქცეს.

ე. ჭელიძისნაირ "მეცნიერებზე" კარგად ამბობდა ეკლესიის ნეტარი იერონიმე (III-IV სს.): "ყველა, იქნება ეს ენაჭარტალა დედაბერი, გადარეული ბერიკაცი თუ უხვსიტყვა სოფისტი, ერთი სიტყვით, ყველა, წმიდა წერილის განმარტებას მისცემია, აწვალებენ მას და თავად უმეცარნი სხვათა განათლებას შედგომიან; ... ეს კიდევ არაფერი, იმდენად აუშვიათ საკუთარი ენა, რომ სხვას ასწავლიან იმას, რაც თვითონაც არ ესმით ... საერო ლიტერატურის შესწავლის შემდეგ მიუბრუნდებიან წმიდა წერილს და მჭევრმეტყველებითა და სიტყვების ბრახაბრუხით იპყრობენ მსმენელის ყურადღებას. ყველაფერს, რასაც კი ამბობენ, ღვთის სჯულად მიიჩნევენ და იმას არას დაგიდევენ, თუ რა აზრი ჰქონდათ წინასწარმეტყველებსა და მოციქულებს; საკუთარ აზრებს შეუსაბამო ტექსტებს უძებნიან, თითქოსდა ეს კარგი საქმე იყოს და არა წმიდა წერილის ჭეშმარიტი შინაარსის დამახინჯების ყველაზე საზიზღარი სახეობა - ყველაფერი დაუქვემდებარო შენს თვითნებობას" (ч. II. Письмо 50. к Павлину, и "О, изучении св. Писания", стр. 78. Киев. 1894 г.).

"სწორედ ამგვარად, - ბრძანებს წმ. იოანე ოქროპირი, - ეშმაკის შეწევნით, რომელიც უდარდელ ადამიანებს წერილში გამოთქმული აზრების დამახინჯებულად განმარტებასა და შემატება-შემოკლებებით ჭეშმარიტების გაბუნდოვანებას ასწავლის, შემოვიდა ჩვენს ცხოვრებაში მრავალი არასწორი შეხედულება. ამიტომაც რაიმეზე იმის თქმა, რომ ეს წერილში წერია, სულაც არ არის საკმარისი. საჭიროა საუბრის მთლიანობაში წაკითხვა, რამეთუ, გამოთქმათა ურთიერთკავშირს თუ დავარღვევთ, მრავალი გაუგებრობა წარმოიქმნება. ... ისეთია ეშმაკის მზაკვარება, რომ შემატება-შემოკლებით, ან შერყვნით, ან საგნის ყალბი განმარტებით წარმწყმედელ აზრებს ამკვიდრებს" (Творение св. Иоанна Златоуста, Т. VI. стр. 445).

"იმიტომაც აბნევენ ერეტიკოსები მათთან მოსაუბრეთ, - აცხადებს წმიდა მამა, - რომ ნდობით ვეკიდებით მათ და (მათ ნათქვამს) საღმრთო წერილის კანონებს არ ვუქვემდებარებთ. მაშ, წმ. წერილის მოწმობები კედლად შემოარტყით მას და პირის გაღების შემძლებელიც ვერ იქნება" (იქვე. გვ. 559).

ცხადია, ჩვენ სრულიად ვეთანხმებით და მეტიც, მივსდევთ წმიდა იოანე ოქროპირის ამ დარიგებას და წინამდებარე ნაშრომში სწორედ წმ. წერილისა და დიდი სჯულისკანონის, ასევე წმიდა მამათა ეპისტოლური მემკვიდრეობის საფუძველზე ვცდილობთ თავგასული მწვალებლის, ე. ჭელიძის პირის დაყოფას და კადნიერებების მოთოკვას, ეკლესიის წმიდა საიდუმლოთა საგმობი სწავლებები რომ არ ანთხიოს და მომავალში მაინც არ დააბნიოს მორწმუნენი, "რადგან, - როგორც ამბობდა წმ. ათანასე ალექსანდრიელი (IV ს.), - სხვადასხვა და მრავალსახე არს ეშმაკის ისრები და მარტივი გონების პატრონთა აღელვებას ისწრაფვის..." (წმიდა ათანასე ალექსანდრიელის ეპისტოლედან ამონ მონაზვნის მიმართ. დიდი სჯულისკანონი. საქ. საეკლ. კალენდ. 1987 წ. გვ. 394).

ხოლო ე. ჭელიძისგან ცთუნებულ მორწმუნეებს ვურჩევთ, ისმინონ წმ. იოანე ოქროპირის, რომელიც ასეთი შემთხვევებისთვის ბრძანებს: "თუ იხილო ვინმე, რომელიც საკუთარი ზრახვებით აღძრული იწყებს საღმრთო წერილისადმი წინააღმდეგობას, განეშორე მას, როგორც ჭკუაშეშლილს..." ((Беседы на бытия св. Иоанна Златоуста, печ. в Киеве 1773 г., Беседа 10, л. 50 (по друг. печ. л. 59). По изд. СПб. 1898 г. т. VI стр. 80, п. 6).

"განეშორე მას, ვითარც ეშმაკეულსა და ბორგნეულს, რამეთუ, განა შეიძლება მიეტევოს იმას, ვისაც ყოვლის შემოქმედი ღმრთისა არა სჯერა და სიყალბედ გარდააქცევს ჭეშმარიტებას? ასეთები მოჩვენებითი მოკრძალებით თავს იკატუნებენ და ცხვრის ქურქში გახვეულნი მალავენ მგლურ ხასიათს. შენ კი ნუ ცთუნდები ... განეშორე მას და შეიძულე... გახსოვდეს, დაშლილ და დარღვეულ ლოდზე არ დაგვიფუძნებია ჩვენ ჩვენი რწმენა" (Беседа 2. л. 6. об. (по др. печ. л. 8) По изд. 1898 г. стр. 11). რადგან, "ძმანო, ეშმაკის მიერ არის შეპყრობილი ყოველი კაცი, რომელიც ღვთის სიტყვას არ ისმენს და არ ქადაგებს იმას, რაც ღვთის სიტყვაში წერია" (Евангелие поучительное, в неделю 4 поста, л 74 (единовер. печ.).

წმ. იოსებ ვოლოკოლამელის (XV ს.) თქმით "დედამიწის ზურგზე არ არსებობს იმაზე უარესი ადამიანი, რომელსაც არ სჯერა წმ. წერილისა და გმობს მას" (Просветитель. Преп. Иосифа Волоцкого, Казань. 1896 г. изд. 3 - ею сл. 5, стр. 18). ამავე წმიდა მამის თქმით "სატანის პირმშოა და მისგანვე მეტყველებს ის, ვისაც წმიდა მამათა ნაწერებში ეჭვი შეაქვს" (сл. 8. стр. 338 (по др. печ. 380)).

ახლა კი განვიხილოთ სატანის პირმშოსა და მისივე ორატორის, ე. ჭელიძის მორიგი მკრეხელობანი, კერძოდ, გადავიდეთ მის მორიგ "არგუმენტზე", წმ. მოციქულთა 50-ე კანონზე, რომელზე დაყრდნობითაც ცდილობს ის დასხმითი ნათლობის გამართლებას.

ოფიციალური საპატრიარქოს მიერ 1987 წლის კალენდარში დაბეჭდილ "დიდ სჯულისკანონში" წმ. მოციქულთა 50-ე კანონი ასეა გადმოცემული: "თუ რომელიმე ეპისკოპოსმა ან მღვდელმა შეასრულოს არა სამი ნათლისღება ერთი საიდუმლოსი, არამედ ერთი ნათლისღება უფლის სიკვდილის მიმართ, განიკვეთოს, რადგან უფალმა ასე კი არა თქვა, რომ "ჩემი სიკვდილის მიმართ ნათელ-ეცითო", არამედ თქვა: "წადით და დაიმოწაფეთ ყველა წარმართი და ნათელ-ეცით მათ მამის, ძისა და სულიწმიდის სახელით" (მათე 28:19) (საქართველოს ეკლესიის კალენდარი. 1987 წ. გვ. 168).

იქვე სქოლიოში მოცემულია მითითება: "ხელნაწერთა სქოლიოებში არის შენიშვნა: "შეისწავლე სამი ნათლისღება, სამი ჩაყოფის ნაცვლად". ბერძნ.:
tr>a baptjsmata. რუსულში: "Три погружения" (საქართველოს ეკლესიის კალენდარი. 1987 წ. გვ. 168).

რას გულისხმობენ ხსენებული კალენდრის გამომცემლები, როდესაც "ხელნაწერთა სქოლიოებს" ახსენებენ? რომელ ხელნაწერთა სქოლიოებზეა ლაპარაკი? - ლაპარაკია 14-ტიტლოვანი ნომოკანონის არსენ იყალთოელისეულ ქართულ თარგმანზე - "დიდ სჯულისკანონზე", რომელიც გამომცემლობა "მეცნიერებამ" დასტამბა 1975 წელს. სწორედ ამ გამოცემის ხელნაწერთა სქოლიოებში წმ. მოციქულთა 50-ე კანონის შენიშვნის სახით მითითებულია სიტყვები: "შეისწავლე სამი ნათლისღება, სამი ჩაყოფის ნაცვლად".

"უკუეთუ ვინმე ეპისკოპოსმან ანუ ხუცესმან, - ნათქვამია არსენ იყალთოელის მიერ ნათარგმნ წმ. მოციქულთა 50-ე კანონში, - არა სამნი ნათლისღებანი ერთისამე საიდუმლოობისანი სრულ-ყვნეს, არამედ ერთი ნათლისღებაი სიკუდილისა მიმართ უფლისა აღსრულებული, განიკუეთენ, რამეთუ არა ესრეთ თქუა უფალმან, ვითარმედ: "სიკუდილისა მომართ ჩემისა ნათელ-სცემდითო", არამედ - "წარვედით და მოიმოწაფენით ყოველნი წარმართნი და ნათელ-სცემდით მათ სახელითა მამისაითა და ძისაითა და სულისა წმიდისაითა" (მათე 28:19).  სქოლიოში კი არის მითითება: "შეისწავე სამნი ნათლისღებანი ნაცვალად სამთა შთაყოფათა" (დიდი სჯულისკანონი. გამომც. "მეცნიერება". თბილისი. 1975 წ. გვ. 221).

"ძველიდან ახალზე მთარგმნელებმა, - გვიმტკიცებს ე. ჭელიძე, - ჯერ ის აღნიშნეს, რომ არსენისეული თარგმანის სიტყვას "სამნი ნათლისღებანი" ხელნაწერებში ახლავს შენიშვნა, მოიტანეს ამ შენიშვნის ტექსტი, შემდეგ კი დაიმოწმეს "სამი ნათლისღების" შესატყვისი ბერძნული და რუსული პარალელები" ("ეკლესია - სძალი უფლისა". 1990 წ. გვ. 85).

რუსულად: "Если кто, епископ или пресвитер, совершит не три погружения единого тайнодействия, но одно погружение, даемое в смерть Господню: да будет извержен. Ибо не рек Господь: в смерть Мою крестите, но: шедше научите все народы, крестя их во имя Отца, и Сына и Святого Духа" (ქართულად: "თუ რომელიმე ეპისკოპოსმა ან მღვდელმა შეასრულოს არა სამგზის შთაფლვა ერთი საიდუმლო ქმედებისა, არამედ ერთგზის და უფლის სიკვდილის მიმართ აღასრულოს, განკვეთილ იქნეს, რამეთუ არ უთქვამს უფალს: "ჩემი სიკვდილის მიმართ ნათელ-სცემდით", არამედ: "წარვედით და მოიმოწაფენით ყოველნი წარმართნი და ნათელ-სცემდით მათ სახელითა მამისათა, და ძისათა, და სულისა წმიდისათა" (მათ. 28,19)).

სლავურ თარგმანში ასეა: "Аще который епископ или презвитер не крещает в три погружения единем глашением, но во едино погружение в смерть Господню даемо, да извержется таковый. Не рече бо Господь в смерть мою крестите, но шедше научите вся языки, крестяще их во имя Отца и Сына и Святаго Духа" (ქართულად: "თუ რომელიმე ეპისკოპოსი ან მღვდელი არ მონათლავს სამგზის შთაფლვით ერთ საიდუმლოში, არამედ ერთგზის და უფლის სიკვდილის მიმართ, დაემხოს პატივისგან, რამეთუ არ უთქვამს უფალს: "ჩემი სიკვდილის მიმართ ნათელ-სცემდით", არამედ: "წარვედით და მოიმოწაფენით ყოველნი წარმართნი და ნათელ-სცემდით მათ სახელითა მამისათა, და ძისათა, და სულისა წმიდისათა" (მათ. 28,19)).

სლავური თარგმანის (პატრ. იოსების გამოცემის) სქოლიოში არის შენიშვნა: "Во святом крещении крестящихся погружати, а не обливати" (Кормчая (Номоканон). Отпечатана с оригинала патриарха Иосифа. Репринтное издание. Санкт-Петербург. 1997 г. стр. 160).

საქართველოს ძველმართლმადიდებლური ეკლესიის წარმომადგენლები, როდესაც ოფიციალური მართლმადიდებელი ეკლესიის ადეპტებთან დავობდნენ ნათლისღების აღსრულების ფორმის გამო, შთაფლვითი ნათლობის კანონიკურობის აღიარებისა და დასხმითი ნათლობის მიუღებლობის საფუძვლად სწორედ წმ. მოციქულთა 50-ე კანონს ეყრდნობოდნენ. ეს არის ნათლისღების საიდუმლოსთან დაკავშირებული ერთ-ერთი ყველაზე უმნიშვნელოვანესი განწესება მთელს სჯულისკანონში. მასში ნათლისღების ერთადერთ კანონიკურ ფორმად მითითებულია მხოლოდ სამგზის შთაფლვა და არა სხვა რომელიმე (სამგზის დასხმა, დაპკურება, ჰაერში ნათლობა სამგზის აწევით, ქვიშით ნათლობა და ა. შ.).

მიუხედავად იმისა, რომ 50-ე კანონი სრულიად ცალსახად და გასაგებად მიუთითებს ნათლისღების საიდუმლოში სამგზისი შთაფლვის მნიშვნელობაზე და უარყოფს მისგან განსხვავებულ ყოველგვარ სხვა ფორმას; მიუხედავად იმისა, რომ ამ კანონის შინაარსთან დაკავშირებით არ უნდა არსებულიყო რაიმე გაუგებრობანი და უკუღმართული განმარტებანი, ჩვენი ოპონენტი, ე. ჭელიძე, მისთვის დამახასიათებელი სოფისტური ხრიკებით წყალს აქაც ამღვრევს.

ძველმორწმუნეთა წინააღმდეგ შეთხზულ თავის პირველ ნაშრომში ("ეკლესია - სძალი უფლისა") ე. ჭელიძე გვთავაზობს წმ. მოციქულთა 50-ე კანონის ძველქართული თარგმანის საკუთარ ახალქართულ ვერსიას, რომელიც განსხვავებულია საპატრიარქოს მიერ 1987 წელს გამოცემული კალენდარში განთავსებული თარგმანისგან. კერძოდ, ე. ჭელიძე ამბობს: "ეს სიტყვები (იგულისხმება 50-ე კანონის ძვ. ქართ. ტექსტი - არქიეპ. პ.) ახალი ქართულით ასეთია: "თუკი ვინმე ეპისკოპოსი ან ხუცესი არ სრულყოფს ერთი საიდუმლოს სამ ნათლისღებას, არამედ ერთ ნათლისღებას, აღსრულებულს უფლის სიკვდილის მიმართ, განიკვეთოს, რადგანაც ასე არ უთქვამს უფალს, რომ "ჩემი სიკვდილის მიმართ მონათლეთო", არამედ "წადით და დაიმოწაფეთ ყველა წარმართი და ნათელი ეცით მათ სახელითა მამისათა, ძისა და სულისა წმიდისათა".

"როგორც ვხედავთ, - წერს. ე. ჭელიძე, - მოტანილ ტექსტში საერთოდ არ არის ნახსენები არც "შთაფლვა" და არც თავზე დასხმა. ... სლავურ და შემდეგ რუსულ თარგმანებში გვაქვს არა "სამი ნათლისღება", არამედ "სამი ჩაძირვა" (три погружения)" (ე. ჭელიძე. "ეკლესია - სძალი უფლისა". თბილისი 1990. გვ. 78).


ე. ჭელიძის პირველი სიცრუე


ე. ჭელიძე თავის ადრინდელ ძველმართლმადიდებელ ოპონენტებთან დავაში აცხადებს, რომ "...საკუთრივ თავზე დასხმითი ნათლობა, ცხადია, არც სლავურ თარგმანში იხსენიება. ძველმართლმადიდებლები ასე მსჯელობენ: 50- ე სამოციქულო კანონი ახსენებს სამგზის შთაფლვას, როგორც ჭეშმარიტ ნათლისღებას, ეს კი თავისთავად გულისხმობს დასხმითი წესის მონათვლის სრულ უარყოფას" (იქვე). და ეს არის, ამ საკითხთან დაკავშირებით ე. ჭელიძის მიერ გამოთქმული პირველი სიცრუე.

ძველმართლმადიდებელთათვის დასხმითი წესის უარყოფას შთაფვლის მოხსენიება კი არ აძლევს საფუძველს, არამედ მოციქულთა კანონში არსებული უარყოფა ყველა იმ სხვა ფორმისა, რომელიც სამგზის შთაფლვისგან განსხვავდება. რა თქმა უნდა, ეს ფორმები მოციქულთა 50- ე კანონში ნახსენები არ არის (ნახსენებია მხოლოდ ერთგზისი შთაფლვა უფლის სიკვდილის მიმართ), მაგრამ მათი მოხსენიება არც იყო საჭირო, თუკი მიანიშნებდნენ ნათლობის აღსრულების ეკლესიურ-კანონიკურ ფორმას და მწვალებლური ხელყოფისგან სწორედ მას დაიცავდნენ.

მართლაც, რა აუცილებელია კანონში დასახელებულ იქნას ნათლისღების ყველა ის არასწორი ფორმა, რომელიც იმ დროისთვის არსებობდა მწვალებლებში (ერთგზისი შთაფლვა უფლის სიკვდილის მიმართ) ან შესაძლოა, მომავალში იარსებოს? როდესაც მოციქულებმა შთაფლვაზე, როგორც ნათლისღების აღსრულების ფორმაზე მიანიშნეს, ამით ყველა სხვა განსხვავებული წესი გამორიცხეს. თუმცა, მოდი ეს საკითხი დროებით გადავდოთ და კვლავ ე. ჭელიძის მსჯელობას მივყვეთ.


ე. ჭელიძის მეორე სიცრუე


"უპირველესად, - განაგრძობს ე. ჭელიძე, - უნდა აღვნიშნოთ, რომ თვით ძველმართლმადიდებელთა აზრით სჯულისკანონი არის ზედმიწევნით ზუსტად ფორმულირებულ კანონთა კრებული. ამიტომ, მოტანილ კანონს რომ დასხმითი წესით მონათვლის უარყოფა ჰქონდეს განზრახული, ეს პირდაპირ იქნებოდა მასში თქმული, კერძოდ, ასე: "ვინც სამგზისი დასხმით მონათლოს და არა სამგზისი შთაფლვით, განიკვეთოს". ამგვარი განჩინება არ გხვდება არა მხოლოდ აღნიშნულ კანონში, არამედ საერთოდ არსად. "სჯულისკანონი" არცერთხელ არ უარყოფს დასხმითი წესით ნათლობას" (იქვე).

ეს არის ე. ჭელიძის მეორე სიცრუე, რადგან იმავე სლავურ სჯულისკანონში, სქოლიოში, პირდაპირ მითითებულია, რომ მღვდელმა მხოლოდ უნდა შთაფლას და არ დაასხას წყალი მოსანათლავს. კერძოდ, როგორც უკვე ზემოთ აღვნიშნეთ, სლავური თარგმანის სქოლიოში არის შენიშვნა: "Во святом крещении крестящихся погружати, а не обливати" (ქართულად ამ მითითებას ასეთი შინაარსი აქვს: "ნათლისღების საიდუმლოში მოსანათლავს წყალი კი არ უნდა დაასხათ, არამედ უნდა შთაფლათ") (Кормчая (Номоканон). Отпечатана с оригинала патриарха Иосифа. Репринтное издание. Санкт-Петербург. 1997 г. стр. 160).
ვფიქრობთ, ვერავინ შეგვედავება იმაში, რომ, როდესაც ე. ჭელიძე ბრძანებს "ამგვარი განჩინება (ანუ დასხმითი "ნათლობის" აკრძალვა - არქიეპ. პ.) არ გხვდება არა მხოლოდ აღნიშნულ კანონში, არამედ საერთოდ არსად"-ო, "არსად"-ში მას არა მარტო უშუალოდ წმ. მოციქულთა 50-ე კანონი, არამედ ყოველი სხვა განწესება ან მითითება უნდა ეგულისხმა, რომელიც ეკლესიის კრებითი ცნობიერებიდან ან კიდევ რომელიმე წმიდა მამის კერძო განჩინებიდან გამომდინარეობს. თუ ასეა, მაშინ სლავური "კორმჩაიას" ("მესაჭე" წიგნი. Кормчий ნიშნავს მესაჭეს) სქოლიოში მითითებული ეს აკრძალვა სწორედ ასეთ განწესებას წარმოადგენს და დასხმითი ნათლობის აღიარების უფლებას არავის აძლევს. იცის თუ არა ამის შესახებ ე. ჭელიძემ? ანუ, იცის თუ არა მან, რა მითითებაა მოცემული ძველსლავურ დიდ სჯულისკანონში წმ. მოციქულთა 50-ე კანონთან დაკავშირებით? - რა თქმა უნდა, იცის! ამაში ჩვენ ეჭვიც კი არ გვეპარება, უბრალოდ, ე. ჭელიძე დუმილით ისე უვლის გვერდს ამ ვითარებას, თითქოსდა ის საერთოდ არ არსებობდეს.

არადა, სლავურ "კორმჩაიაში" მარტო 50-ე კანონის განმარტებას როდი ახლავს დასხმითი ნათლობის უარმყოფელი განმარტება, ასეთ განმარტებას ვხედავთ I მსოფლიო კრების 7-ე კანონის განმარტების ველზეც. კერძოდ, «"ევნომეველებს, რომლებიც ერთგზის შთაფლვით ნათლავენ, ასევე საბელიანელებს და ფრიგველებს, მივიღებთ ისე როგორც წარმართებს". განმარტება: "ეს მწვალებლები ნათლობისას შთაფლავენ ერთგზის და არა სამგზის, როგორც მართლმადიდებელნი; ამიტომაც, თუკი ისინი მართლმადიდებელ ეკლესიას შემოუერთდებიან, მიღებულ იქნებიან როგორც წარმართნი...". ველზე კი არის შენიშვნა: "ნათლობა, რომელიც აღსრულებულია არა სამგზისი შთაფლვით, არ არის ნათლობა"» ("Иже единем погружением крещающеся, евномиане, и савелиане, и фриги, яко еллини прияти будут. Толкование. И тии еретицы суть, единем погружением крещаются, а не треми, якоже православнии; сии же аще приступят к соборней церкви, яко же погании прияти будут, и прежде крещения, время довольно поучаются и божественных писаний да послушают, и потом совершенно крещаеми бывают. На поле: крещение не в три погружения не крещение" (Кормчая (Номоканон). Отпечатана с подлинника патриарха Иосифа. Репринтное издание. Санкт-Петербург., гл. 11, втораго всел. собора правило 8, л. 88-88 об. (стр. 309-310)).


ე. ჭელიძის მესამე სიცრუე


გარდა ამისა, ყურადღებას იპყრობს ე. ჭელიძის შემდეგი განცხადებაც: "მოტანილ კანონს (ანუ წმ. მოციქულთა 50-ეს - არქიეპ. პ.) რომ დასხმითი წესით მონათვლის უარყოფა ჰქონდეს განზრახული, ეს პირდაპირ იქნებოდა მასში თქმული, კერძოდ, ასე: "ვინც სამგზისი დასხმით მონათლოს და არა სამგზისი შთაფლვით, განიკვეთოს" (ე. ჭ. "ეკლესია - სძალი უფლისა". თბ. 1990, გვ. 78).

ე. ჭელიძის აზრით, რაკიღა კანონში ასე თქმული არ არის, ეს პირდაპირ დასხმითი ნათლობის აღიარებას ნიშნავს. მაგრამ ასეთ შემთხვევაში გვაქვს გადაულახავი წინააღმდეგობა - რატომ არ იცავს წმ. მოციქულთა 50-ე კანონი დასხმით ნათლობას ისევე, როგორც შთაფლვითს?

ე. ჭელიძე, რომელსაც ჩვენს ძველმართლმადიდებლურობაში ეჭვი შეაქვს იმის გამო, რომ თურმე არ ვიცავთ დასხმითი ნათლობის "უძველეს წესს" და ჩვენს შესახებ აცხადებს: "... არანაირი კავშირი ე. წ. "ძველმორწმუნეობასთან", "ძველმართლმადიდებლობასთან" ანუ მართლმადიდებლობის ძველ ეპოქასთან მათ არ შეიძლება ჰქონდეთ და არც არანაირად აქვთ"-ო, რადგან "ძველი მართლმადიდებლობა და ძველი მორწმუნეობა, თვით სახელიდან გამომდინარე, სწორედ ადრეული საუკუნეების, კერძოდ, მსოფლიო კრებათა ეპოქის მოძღვრების უცვალებელ დაცვას გულისხმობს"-ო (ე. ჭ. "სული - ცხოველი". გვ. 126); ხოლო წყალდასხმითი "ნათლობის" მიუღებლობისა და ამდაგვართა გადანათვლის გამო ათასგვარ შეურაცხყოფასაც გვაყენებს, და "გადამშთაფლველებს", "თავგასულებს" (იქვე. გვ. 126- 127), "თავხედებს" (გვ. 123), "ბოროტმზრახველებს" (გვ. 125) და რაც ყველაზე მძიმეა - "მაცხოვრის მეორედჯვარმცმელებსაც" კი გვიწოდებს (იქვე. გვ. 123), თუმცა იმას, რომ მოციქულებმა (და საერთოდ, მთელმა წმიდა, სამოციქულო და მართლმადიდებელმა ეკლესიამ თავის კრებით დადგენილებებში) არსად, არასოდეს ისე არ დაიცვეს ნათლისღების დასხმით-პკურებითი წესი, როგორც შთაფლვითი, რადგან წყლის პკურება-სხურება არასოდეს ყოფილა ნათლისღების მართლმადიდებლური საიდუმლოს კანონიკური და ნორმატული სახე!

მაინც რატომ ითხოვს ე. ჭელიძე კანონის ასეთ ფორმულირებას: "ვინც სამგზისი დასხმით მონათლოს და არა სამგზისი შთაფლვით, განიკვეთოს"? განა წმ. მოციქულთა 50-ე კანონის ფორმულაში იგივე არ არის ნაგულისხმევი? რა უფრო გონივრულია - სათითაოდ მიანიშნო ყველა მწვალებლობის მიერ ცალ-ცალკე გამოგონილი ნათლისღების წესები და წარამარა მიიღო ცალკეული განწესებები ნათლისღების საიდუმლოს სწორი შინაარსის დასაცავად, თუ მიიღო ერთი და ყველა მწვალებლობის გამანადგურებელი ფორმულა?

ბრძენი მოციქულები ასეც მოიქცნენ! მათ სწორედაც ნათლობის ის შინაარსი და ფორმა დაიცვეს, რომელიც მართლმადიდებლურია, ხოლო ყოველი სხვა, რომელიც მათ დროს არსებობდა ან შესაძლოა მომავალში გაჩნდეს, "ერთი ხელის მოსმით", ერთი კონკრეტული ფორმულირებით უკუაგდეს.

მაგრამ, აქ შეიძლება გვკითხონ, მაშ, რატომ გაამახვილეს მოციქულებმა ყურადღება ერთგზის შთაფლვაზე და ქრისტეს სიკვდილის მიმართ ნათლისღებაზე? -  ამგვარ შემოპასუხებას მივუგებთ, რომ ყოველ კანონს რაღაც მიზეზის გამო იღებდნენ. ასეთივე მიზეზი ჰქონდა 50-ე კანონსაც, რასაც ქვემოთ დეტალურად შევეხებით. აქ კი აღვნიშნავთ -  მიიღეს რა კანონი კონკრეტული დარღვევის წინააღმდეგ, წმ. მოციქულებმა, მომავალშიც რომ არ დარღვეულიყო ნათლობის შინაარსი, ჩამოაყალიბეს ისეთი ფორმულა, რომელიც მწვალებელთა ყოველგვარ მომავალ უწესივრობებსა და უკეთურ ფანტაზიებს აღმოფხვრიდა.

კონკრეტულ ცთომილებაზე ყურადღების გამახვილება სწორ სწავლებას ამ კონკრეტული მწვალებლობისგან დაიცავს, მაგრამ, თუ ჩამოყალიბებული არ იქნება ამგვარი უარყოფის მიზეზი და თვით სახე მართლმადიდებლური სწავლებისა, მაშინ ქამელეონივით ცვალებად მწვალებლობას მომავალშიც მიეცემა მართლმადიდებლურ სწავლებაზე თავდასხმისა და მისი გაყალბების შესაძლებლობა. ამიტომაც, წმიდა მოციქულები 50-ე კანონში ერთხელ და სამუდამოდ, ყველა დროისთვის საჭირო განწესებას აყალიბებენ და ამისთვის სათითაოდ, ყველა არსებული და მოსალოდნელი დარღვევის ჩამოთვლა-ჩამოყალიბების საჭიროებას ვერ ხედავენ (რადგან არსებული ფორმულირების პირობებში ამისი საჭიროება არც არსებობს). კონკრეტულმა მწვალებლობამ (ნათლობის აღსრულებამ ერთგზისი შთაფლვით ქრისტეს სიკვდილის მიმართ) მოციქულებს უბიძგა, მიეღოთ კანონი, როგორც ამ, კონკრეტული, ასევე ყველა სხვა მომავალი და მოსალოდნელი დარღვევების წინააღმდეგ.  

შეიძლება კითხვა დავსვათ პირიქითაც: რატომ არ მიანიშნა კანონმა "ვინც სამგზის შთაფვლით ან დასხმით ან მისხურებით არ მონათლოს, არამედ ერთგზის... (როგორც კანონშია), შეჩვენებულ იყოს"-ო? რატომ აკეთებენ სქოლიოებში ძველქართული და ძველსლავური დიდი სჯულისკანონების მთარგმნელ-შემდგენლები მითითებას მაინცა და მაინც "შთაყოფაზე" და "ჩაძირვაზე"? რატომ არავინ გააკეთა შენიშვნა "სხურება-პკურებაზე"? და მეტიც, ამ "სხურება-პკურებას" კრძალავენ კიდეც! ნუთუ ეს გარემოება არაფერს ნიშნავს და გვაძლევს უფლებას ვამტკიცოთ, რომ რადგან მითითება უშუალდ კანონში არ არის, ნებადართულია?! ცხადია, ამის უფლებას ამგვარი მითითების არარსებობა არ გვაძლევს!

მაგალითად, იყვნენ მწვალებელნი, რომლებიც ნათლავდნენ თავდაყირა. ამგვარი "ნათლობაც" არ არის აკრძალული მოციქულთა 50-ე კანონში და რა? რადგან მოციქულთა 50-ე კანონს ეს არ უხსენებია, თავდაყირა ნათლობა ან მისი მსგავსი ნებისმიერი სიმახინჯე ნებადართულია? ან კიდევ, დღეისთვის ფეხს იკიდებს ე. წ. "აერობაპტიზმა", ანუ ჰაერში ნათლობა, როდესაც მოსანათლავს სამჯერ ჰაერში აწევენ და წმ. სამების მოწოდებით "ნათლავენ".

ამ მხრივ მეტად საყურადღებოა ათენის უნივერსიტეტის პროფესორის, პანაიოტის ბუმისის ნაშრომი "კანონიკური სამართალი", სადაც ის წერს, რომ "იკონომიითა და საგანგებო შემთხვევებში, თუკი დიდი საშიშროებაა, რომ ჩვილი მოკვდეს, შეიძლება მოხდეს ე. წ. "ჰაერით ნათლობა", ანუ ჩვილს სამჯერ აამაღლებენ ჰაერში ყოვლადწმიდა სამების სახელით" (პანაიოტის ბუმისი. კანონიკური სამართალი. თბილისი 2007 წ. გამომც. "მთაწმინდელი". გვ. 80). "ჰაერით ნათლობის აღსრულება, - განაგრძობს ავტორი, - შეუძლია არა მხოლოდ ეპისკოპოსს და მღვდელს ან დიაკონს, არამედ, უბრალოდ, საერო პირსაც კი, კაცს თუ ქალს" (იქვე) საგულისხმოა, რომ ეს ნაშრომი "რეცენზირებული და ნებადართულია გამოსაცემად საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის გამომცემლობისა და რეცენზირების დეპარტამენტის მიერ". ხელს აწერს ფოთისა და ხობის მთავარეპისკოპოსი გრიგოლი. წიგნის რედაქტორები არიან ექვთიმე კოჭლამაზაშვილი და დეკანოზი იოანე მამნიაშვილი.

წმ. მოციქულთა 50-ე კანონში არაფერია ნათქვამი ამგვარ "ნათლობაზე" და აქედან ის დასკვნა უნდა გამოვიტანოთ, რომ ნებადართულია? - ცხადია, არა! სწორედ ყოველ ამგვარ გამომგონებლობას დაუყოფს პირს მოციქულთა 50-ე კანონი, რომელიც კანონიკურ წესად მხოლოდ მოსანათლავის წყალში შთაფლვას განაწესებს და ითხოვს, "თუ რომელიმე ეპისკოპოსმა ან მღვდელმა შეასრულოს არა სამგზის შთაფლვა ერთი საიდუმლო ქმედებისა, არამედ ერთგზის და უფლის სიკვდილის მიმართ აღასრულოს, განკვეთილ იქნეს, რამეთუ არ უთქვამს უფალს: "ჩემი სიკვდილის მიმართ ნათელ-სცემდით", არამედ: "წარვედით და მოიმოწაფენით ყოველნი წარმართნი და ნათელ-სცემდით მათ სახელითა მამისათა, და ძისათა, და სულისა წმიდისათა" (წმიდა მოციქულთა 85 კანონი.  კანონი 50-ე. მოცემული ფორმულირება დამოწმებულია საიტიდან:

http://library.church.ge/index.php?option=com_content&view=article&id=146:_%2085_%20&catid=34:2009_%2012_%2029_%2011_%2031_%2018&Itemid=59&lang=en

წიგნის "ეკლესია - სძალი უფლისა" 115-ე გვერდზე ე. ჭელიძე ასე მსჯელობს: ""სჯულისკანონს" რომ დასხმითი წესით ნათლობის უარყოფა არა აქვს განზრახული, ეს იქიდან ჩანს, რომ მასში მინიშნებაც კი არ არის დასხმითი წესით ნათლობის უმართებულობაზე" (ხაზგასმა ავტორისაა - არქიეპ. პ.). თანაც დასძენს: "ეს მომენტი მეტად მნიშვნელოვანია"-ო (იქვე).

მაშასადამე, ე. ჭელიძის ლოგიკით, თუ წმ. მოციქულთა 50-ე კანონში "მინიშნებაც კი არ არის დასხმითი წესით ნათლობის უმართებულობაზე", მაშინ იგივე შეიძლება ვთქვათ ყველა იმ კანონზე, რომელშიც დაკონკრეტებული არ არის აკრძალვის ძირითადი აზრი. ასეთია, თუნდაც, იმავე წმიდა მოციქულთა 49-ე კანონი, სადაც ნათქვამია: "თუ ვინმე ეპისკოპოსმა ან მღვდელმა ნათელ-სცეს არა უფლის განწესებისამებრ შესაბამისად მამის, ძისა და სულიწმიდის მიმართ, არამედ ან სამი დაუსაბამოს, ან სამი ძის, ან სამი ნუგეშინისმცემლის მიმართ, განიკვეთოს" ((დიდი სჯულისკანონი. საქ. საეკლ. კალენდ. 1987 წ. გვ. 168). სხვა თარგმანით: "თუ რომელიმე ეპისკოპოსი ან მღვდელი, ნათლისღების საიდუმლოს აღასრულებს არა უფლის განწესებისამებრ: სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმიდისათა, არამედ სამი დაუსაბამოს, ან სამი ძის, ან სამი ნუგეშინისმცემლის მიმართ, განკვეთილ იქნეს" (წმიდა მოციქულთა 85 კანონი. http://library.church.ge/index.php?option=com_content&view=article&id=146:_85_%20&catid=34:2009_12_29_11_31_18&Itemid=59&lang=en).

რას კრძალავს ეს კანონი? - ე. ჭელიძის ლოგიკით, ანუ მოციქულთა 50-ე კანონის მისეული განმარტებიდან გამომდინარე, მხოლოდ იმას, რაც ამ კანონშია მოხსენიებული - ნათლობას ან სამი დაუსაბამოს, ან სამი ძის, ან სამი ნუგეშინისმცემელის მიმართ. ე. ი. აქაც იგივე სურათი გვაქვს: მოციქულთა 50-ე კანონში დაგმობილია კონკრეტული მწვალებლური ნათლობა (ერთგზისი შთაფლვა ქრისტეს სიკვდილის მიმართ), მაგრამ მის წინააღმდეგ მიღებული ფორმულირებით  საზოგადოდ დაიგმო ყველა არასწორი ნათლობის სახე, რომელიც იმ დროს არსებობდა ან შესაძლოა მომავალში გაჩნდეს, ასევე მოციქულთა 49-ე კანონიც ხსენებული მწვალებლური ნათლობების გარდა (სამი დაუსაბამოს, ან სამი ძის, ან სამი ნუგეშინისმცემელის მიმართ ნათლობა) გმობს ნებისმიერ სხვა ნათლობას, რომელიც არ შესრულდება კონკრეტულად "მამის, ძის და სულიწმიდის" სახელით. გამომდინარე აქედან, შეეძლება თუ არა რომელიმე მწავალებელს, რომელიც, მართალია, არ ნათლავს ისე, როგორც წმ. მოციქულთა 49-ე კანონშია აღნიშნული, მაგრამ არც "მამის, ძის და სულიწმიდის" სახელზე ნათლავს, განაცხადოს, რომ ეს კანონი მას არ ეხება?

ავიღოთ თუნდაც წმ. მოციქულთა 45-ე კანონი, რომელიც მწვალებლებთან ლოცვას კრძალავს:

"თუ ეპისკოპოსი, მღვდელი ან დიაკონი მწვალებელთან ერთად ილოცებს, აეკრძალოს მღვდლობა, თუ ნებას მისცემს მათ (ერეტიკოსებს), რომ შეასრულონ რაიმე სამღვდლო წესი, როგორც მღვდლებმა განიკვეთონ" (საქართველოს ეკლესიის კალენდარი. 1987 წ. გვ. 168) (სხვა თარგმანით: "ეპისკოპოსი, მღვდელი ან დიაკონი, რომელიც მწვალებლებთან ერთად მხოლოდ და მხოლოდ ილოცებს, განყენებულ იქნეს; ხოლო თუ მათ ნებას მისცემს იმოქმედონ როგორც ეკლესიის მსახურებმა, განკვეთილ იქნეს".

http://library.church.ge/index.php?option=com_content&view=article&id=146:_%2085_%20&catid=34:2009_%2012_%2029_%2011_%2031_%2018&Itemid=59&lang=en

არც აქ არის დაკონკრეტებული, თუ რომელ მწვალებლებთან არის აკრძალული ერთობლივი ლოცვა, რადგან კანონი, საერთოდ, ყველა ჯურის მწვალებელთან ლოცვას კრძალავს. მაშ, შეუძლია თუ არა ე. ჭელიძეს (ან ვინმეს) გვიმტკიცოს, რომ, რადგან ამ კანონში (ან ამის მსგავს სხვა კანონებში) ესა თუ ის მწვალებელი მოხსენიებული არ არის, მასთან ერთობლივი ლოცვა დასაშვებია? ან შეიძლება რომელიმე მწვალებლისთვის მღვდელმსახურების უფლების მინიჭება? შეუძლია თუ არა რომელიმე მწვალებელს, განაცხადოს, რომ წმ. მოციქულთა 45-ე კანონი გულისხმობს არა მას, არამედ სხვა რომელიღაც მწვალებელს?

რას გვიპასუხებენ ე. ჭელიძე და მისი ფანები? - თუ გვიპასუხებენ კანონი ყველა მწვალებელს გულისხმობსო (და ეს ასეც არის), მაშინ 50-ე კანონზეც ასე უნდა იმსჯელონ და აღიარონ, რომ, მიუხედავად იმისა, კანონში ნახსენები არ არის ქრისტეს სიკვდილის მიმართ ერთგზისი შთაფლვით ნათლობის გარდა სხვა სახის მწვალებლური ნათლობა (მაგ., წყალპკურება), ის ამგვარ განსხვავებულ "ნათლობასაც" გულისხმობს და გმობს ისევე, როგორც ერგთზის შთაფლვას ქრისტეს სიკვდილის მიმართ.

ამრიგად, წმ. მოციქულთა 50-ე კანონის მდუმარება დასხმით ნათლობასთან (ან სხვა რომელიმე მწვალებლურ ფორმასთან) დაკავშირებით მისდამი დადებით დამოკიდებულებას ან მის დადასტურებას სულაც არ წარმოადგენს.

ამასთან დაკავშირებით გვახსენდება ერთი ამბავი პროტესტანტებსა და პაპისტებს შორის არსებული პოლემიკის ისტორიიდან. როგორც ცნობილია, რომაელი-კათოლიკეები (ანუ პაპისტები) დაბეჯითებით ირწმუნებიან რომის ეკლესიის წარმომავლობას წმ. მოციქულ პეტრესგან, ხოლო პროტესტანტები ამგვარ მტკიცებულებას უარყოფენ. ერთ-ერთ დისპუტზე პაპისტების მხრიდან ვინმე ციპოლიმ პროტესტანტებს მოსთხოვა წმიდა წერილიდან მიეთითებინათ თუნდაც ერთი ადგილი, რომელიც პეტრეს რომში ყოფნას უარყოფდა (კათოლიკეები აღშფოთებულნი იყვნენ პროტესტანტთა "კადნიერებით", რადგან იმისი მტკიცება, რომ პეტრე ნამყოფია რომში და რომის ეკლესია სწორედ მან დააფუძნა, რომის ეკლესიისთვის საკვანძო საკითხია).

მეორე დღეს დისპუტი პროტესტანტებმა წამოიწყეს და, სხვათა შორის, განაცხადეს: "ჩვენსა და მოწინააღმდეგეს (პაპისტებს - არქიეპ. პ.) შორის განსხვავება იმაშია, რომ სხვადასხვაგვარად ვაფასებთ მოტანილ მტკიცებულებათა ღირებულებას. ჩვენ უარვყოფთ პეტრეს რომში ყოფნის შესაძლებლობას, მოწინააღმდეგეებს კი ამის საპასუხოდ არაფრის თქმა არ შეუძლიათ, გარდა იმისა, რომ ამბობენ ასეთიაო "გადმოცემა" და, "არც წმიდა წერილში არის სადმე ნათქვამი, თითქოსდა პეტრე ნამყოფი არ იყოს რომში"-ო. მაშ, თუ ტიერი "კონსულობისა და მონარქიის ისტორიაში" არსად ამტკიცებს, რომ ნაპოლეონი არასოდეს ყოფილა ვაშინგტონში, თქვენი ლოგიკიდან სწორედ პირიქით გამოდის, - ნაპოლეონი მანდ ნამყოფი ყოფილა" (К. О. Де-Скроховский. От мрака к свету, или римо-католичество и экуменизм в борьбе с православием. Санкт-Петербург. 1997 г., стр. 206).

ასე სჭირს ე. ჭელიძესაც, მისი "ლოგიკაც" სწორედ იმის არსებობას გვიმტკიცებს, რაც კანონში არ მოიპოვება, ანუ "ნაპოლეონი ვაშინგტონში ნამდვილად ყოფილა" და ე. ჭელიძის "ლოგიკის" ამგვარი უცნაურობა მარტო წმ. მოციქულთა 50- ე კანონის განმარტებაში როდი იჩენს თავს. ასე მსჯელობს ჩვენი ოპონენტი პროფესორი სხვა შემთხვევებშიც, რომელთაგან ყველაზე საინტერესო წმ. ერმოგენეს ნათლობაა და რომელსაც ქვემოთ შევეხებით.

ამრიგად, ე. ჭელიძის მესამე სიცრუე მდგომარეობს იმაში, თითქოსდა წმ. მოციქულთა 50-ე კანონს არსად ეხსენებინოს შთაფლვა (ცხადია, დასხმას ის არც ახსენებდა, ამგვარი ნათლობის მიუღებლობის გამო).

რათა უფრო ნათელი გახდეს ე. ჭელიძის დახვეწილი მზაკვრობა, საჭიროა უფრო ჩავუღრმავდეთ წმ. მოციქულთა 50-ე კანონის შინაარსს და გავერკვეთ, მაინც რატომ დასჭირდათ თარგმანთა სქოლიოებში "ნათლისღების" ეკვივალენტად "ჩაყოფის", "ჩაძირვის" მინიშნება?

ალბათ, მკითხველი უკვე ხვდება, თუ რატომ ამახვილებს ყურადღებას ე. ჭელიძე იმ გარემობაზე, რომ მოციქულთა 50-ე კანონის ტექსტში "საერთოდ არ არის ნახსენები არც "შთაფლვა" და არც თავზე დასხმა". საქმე ის გახლავთ, რომ ამით ე. ჭელიძეს შესაძლებლობა ეძლევა, კანონში ორივე ფორმა მოიაზროს და გვიპასუხოს, - რადგან კანონი საეკლესიო საიდუმლოზე ("ნათლისღებაზე") მსჯელობს და არა მისი აღსრულების ფორმაზე, და საერთოდ არ ახსენებს არც შთაფლვას და არც დასხმას, უნდა ვიფიქროთ, რომ ის ერთსაც იცავს და მეორესაც. მაგრამ რამდენად სწორი იქნება ამგვარი შემოპასუხება? ამას თვით კანონის შინაარსი, ტერმინ "ბაპტისმას" მნიშვნელობა და წმ. მოციქულთა 50-ე კანონის სხვადასხვა საღვთისმეტყველო თუ კანონიკური განმარტება გვიჩვენებს.


ე. ჭელიძის მეოთხე სიცრუე


წმ. მოციქულთა 50-ე კანონის ძველქართულ თარგმანში არსებულ ფრაზას "სამნი ნათლისღებანი", ე. ჭელიძე შენიშნავს, რომ: "სამი ნათლისღება" წარმოდგენს ზედმიწევნით თარგმანს ბერძნული ტექსტისა და რომ საკუთრივ ძველბერძნულ ტექსტშიც ასევე "სამი ნათლისღება" გვაქვს" (იქვე. გვ. 82) და საგანგებოდ ჩერდება ამ საკითხზე.

ე. ჭელიძის თქმით: "ეს ზედმიწევნითობა გულისხმობდა არა მხოლოდ სათარგმნელი ტექსტის პირდაპირ გადმოტანას, ყოველგვარ სიტყვიერ შემატება-კლების გარეშე, არამედ, აგრეთვე, სრულ ტერმინულ შესატყვისობას. ეს ნიშნავს: არსენ იყალთოელს ესა თუ ის ბერძნული საღვთისმეტყველო სიტყვა ყოველთვის ერთი და იგივე შესატყვისით გადმოჰქონდა. მაგალითად, თუ ერთ შემთხვევაში ბერძნულ ო8სჯა-ს თარგმნიდა იგი სიტყვით "არსება", ასევე "არსებად" თარგმნიდა იმავე ბერძნული ტერმინს სხვა შემთხვევაშიც. სხვათა შორის, სწორედ ეს იყო მიზეზი იმისა, რომ არსენმა ხელმეორედ თარგმნა ქართულად იოანე დამასკელის შრომა "წყარო ცოდნისა" (წინარე თარგმანი ყოველთვის არ იცავდა სრულ ტერმინულ შესატყვისობას)".

ისევე, როგორც სხვა შრომები, "სჯულისკანონიც" არსენს თარგმნილი აქვს ზედმიწევნითი სიზუსტით. ეს ითქმის კონკრეტულად 50-ე სამოციქულო კანონთან დაკავშირებითაც. აი, ამ კანონის ბერძნული ტექსტი:



როგორც დამოწმებული ტექსტიდან ჩანს, ქართულ თარგმანს "სამი ნათლისღება" ბერძნულში შეესაბამება
τρία βαπτίσματα ("ტრია ბაპტიზმატა").



ახლა ვნახოთ, როგორ განმარტავენ სჯულის კომენტატორები წმ. მოციქულთა 50-ე კანონს და როგორ ესმით მათ კანონში არსებული ფრაზა "ტრია ბაპტისმატა".

ზონარა: "სამ შთაფლვას კანონი აქ სამ ნათლისღებად ხმობს ერთ საიდუმლოში, ანუ ერთ ნათლისღებაში. ამგვარად, მომნათვლელი ყოველ შთაფლვაზე წარმოსთქვამს წმიდა სამების იპოსტასთა ერთ სახელს. ხოლო ემბაზში მოსანათლავის ერთგზისი შთაფლვა და ისიც აღსრულებული უფლის სიკვდილის მიმართ, უკეთურებაა; ვინც ასე ასრულებს ნათლობას უნდა დაემხოს" ("Три погружения здесь правило называет тремя крещениями в едином тайнодействии, то есть, в едином крещении. Таким образом крестящий при каждом погружении произносить едино имя Святая Троицы. А погружать крещаемаго в святую купель единожды, и это единое погружение совершать в смерть Господню, нечестиво; и совершающей крещение таким образом, будет подлежать извержению") (Правила Святых Апостол, Святых Соборов Вселенских и Поместных святых отец с толкованиями. Правила святых апостол с толкованиями. Правило 50. Репринт. Издательство "Паломник", Москва, 2000. Том 1, стр. 105).

არისტენე: "ვინც საიდუმლოს შეასრულებს არა სამგზის, არამედ ერთგზის შთაფლვით, უფლის სიკვდილის მიმართ (რაც უფალს არ უსწავლებია), დაემხობა სასულიერო პატივისგან. უფალმა გვამცნო, ნათლობა აღვასრულოთ მამის, ძის და სულიწმიდის სახელით. ამიტომაც, თუ რომელიმე ეპისკოპოსი ან მღვდელი დაუპირისპირდება უფლის ამ განწესებას და მონათლავს ერთგზისი შთაფვლით იმიტომ, რომ ნათლობა მოასწავებს უფლის სიკვდილს - დაემხოს თავისი პატივისგან" (იქვე).

ბალსამონი: "ამ კანონსაც იგივე ძალა აქვს, რადგან განაწესებს, რომ ნათლისღების წმიდა საიდუმლო უნდა შესრულდეს ერთხელ, სამი შთაფვლით, მამის, ძის და სულიწმიდის სახელის მოწოდებით, რადგან ღმერთი ერთია და სამპიროვანი, ან კიდევ ქრისტეს ჯვარზე სიკვდილის, სამდღე დაფვლისა და აღდგომის ნიშნად. რადგან მოციქულიც ამბობს: "რომელთა-ესე ნათელ-ვიღეთ ქრისტე იესუჲს მიერ, სიკუდილისა მისისა მიმართ ნათელ-ვიღეთ" (რომ. 6:3). ხოლო სიტყვა "ნათლისღება" ("ბაპტისმა" - არქიეპ. პ.) აქ, ჩემის აზრით, უნდა მივიღოთ შთაფლვის ნაცვლად. ამრიგად, კანონი ამბობს, რომ დაემხობა პატივისგან ის, ვინც ნათლავს ერთგზისი შთაფვლით უფლის სიკვდილის მიმართ, რაც უფლის სწავლების საწინააღმდეგოა და არის უსჯულო" ("И это правило той же силы. Ибо определяет совершать таинство святаго крещениа чрез три погружения, то есть во имя Отца, Сына и Святаго Духа, а (не) крестить однажды, по причине единства Божества и троичности ипостасей, или ради смерти Христа на кресте и тридневнаго Его воскресения... Ибо и Апостол говорит: в смерть Его крестихомся (Римл. 6, 3). А слово: "крещения" здесь, по моему, должно принимать вместо погружений. Итак правило говорит, что извергается тот, кто крестит одним погружением в смерть Господа, ибо делает так вопреки учению Господа и явно нечестиво") (იქვე).

ცნობილი ახალმოწესე, სერბი კანონისტი ნიკოდიმოს მილაში (1845-1915): "ამ კანონში განწესებულია, რათა ნათლობა აღსრულდეს წყალში სამგზისი შთაფლვით
(βάπτισμα, immersio), თანაც სასულიერო პირი, რომელიც ნათლობას ასე არ აღასრულებს, უნდა დაემხოს პატივისგან. ამ კანონის მიღების მიზეზი გახდა ის, რომ ქრისტეანობის პირველი პერიოდის სხვადასხვა სექტებში თვით ანომეველთა (ევნომიანელთა) მწვალებლობამდე, ნათლობას აღასრულებდნენ არა წმ. სამების სახელით, არამედ მხოლოდ უფლის სიკვდილის მიმართ, რის გამოც მოსანათლავს წყალში შთაფლავდნენ არა სამჯერ, არამედ ერთხელ. მოციქულთა ეს განწესება აწესებს კანონს, რომ სწორი ნათლობა, რომელიც მოსანათლავს ეკლესიის წევრობას ანიჭებს, განწესებებით გათვალისწინებულ სხვა დანარჩენთან ერთად, უნდა აღსრულდეს მოსანათლავის წყალში სამგზის შთაფლვით, წმიდა სამების სახელთა მოწოდებით.  

ეს განწესება მოსანათლავის წყალში შთაფლვის თაობაზე ეფუძნება გადმოცემას, რომელიც თავის დასაბამს ეკლესიის პირველი დროებიდან იღებს, როგორც ბრძანებს ამას წმ. ბასილი დიდი (91-ე კანონი) ნეტარი ამფილოქესადმი მიწერილ თავის თხზულებაში სულიწმიდის შესახებ. ეს განწესება მართლდება ეკლესიის ყველა საუკუნის პრაქტიკით. ნათლობის დროს შთაფლვის ნაცვლად დასხმის (aspersio) გამოყენება, სნეულების გარდა, მკაცრად აკრძალულია ("Употреблять при крещении вместо погружения обливание (ასპერსიო) строго воспрещено, кроме случаев болезни"). ეკლესია მკაცრად ადევნებდა თვალს, რათა ნათლობა ჩვეულებრივ შემთხვევებში აღსრულებულიყო მხოლოდ შთაფვლით,
და არა დასხმით ("Церковь строго следила за тем, чтобы крещение в обычных случаях совершалось только через погружение, а не через обливание"), თანაც იმდენად, რომ კრძალავდა კლერიკოსთა დასში იმ პირთა მიღებასაც კი, რომლებიც, რაიმე გამონაკლისი ვითარებების გამო, შთაფვლით არ იყვნენ მონათლულნი (ნეოკესარიის 12-ე კანონი)" (Правила Православной Церкви с толкованиями Никодима епископа Далматинско- Истрийского. Пер. с сербского. Том I.  Изд. Св. Троицк. Серг. Лавры. 1996 г., стр. 124).

როგორც ვხედავთ, სჯულისკანონის ყველა ავტორიტეტულ კომენტატორს ტერმინი "ბაპტისმა" სწორედ წყალში შთაფლვის მნიშვნელობით ესმის და ერთი სიტყვითაც კი არ ახსენებენ იმას, რომ შესაძლოა ის "დასხმას" ან "პკურებასაც" გულისხმობდეს.

რაც შეეხება წმ. მოციქულთა 50-ე კანონის არსენ იყალთოელისეული ძველქართული თარგმანის სქოლიოში არსებულ მითითებასთან გაჩენილ კითხვას, თუ რატომ დასჭირდა არსენ იყალთოელს თარგმანთა სქოლიოებში "ნათლისღების" ეკვივალენტად "ჩაყოფის", "ჩაძირვის" მინიშნება - პასუხს თვით ქართველი მეცნიერები გაგვცემენ, კერძოდ, ეს საკითხი ძალზე გასაგებად და ლაკონურად განუმარტავს.

ოფიციალური ეკლესიის ცნობილ ლიტურგისტს ექვთიმე კოჭლამაზაშვილს: "გამოთქმა "ნათელ-სცეს... სამგზის" ნიშნავს არა ნათლისღების საიდუმლოს სამგზისობას, არამედ თავის ჩაყოფინებას სამგზის. "სამი ნათლისღების" (ანუ სამგზისი თავის ჩაყოფის) მითითებას ვხვდებით მოციქულთა კანონებში: "უკუეთუ ვინმე ეპისკოპოსმან ანუ ხუცესმან არა სამნი ნათლისღებანი ერთისამე საიდუმლოობისანი სრულ-ყვნეს, არამედ ერთი ნათლისღებაი, სიკუდილსა მიმართ უფლისა აღსრულებული - განიკუეთენ" (მოციქ. კან. 50).

"ნათლისღების" ბერძნული შესატყვისი ბაპტისმა სწორედ "თავის ჩაყოფას", "ჩაყვინთვას" ნიშნავს, ამიტომაც გამოთქმა - "სამნი ნათლისღებანი", რაც მამის, ძისა და სულიწმიდის სახელით სამგზის თავის ჩაყოფას გამოხატავს, ბერძნულენოვანი მკითხველთათვის გაუგებარი არ რჩება. ხოლო, რადგანაც baptisma -ს შესატყვისი ქართული ტერმინი "ნათლისღება" "ჩაყვინთვის" ნიუანსს არ შეიცავს "სამი ნათლისღების" ხსენება, შესაძლოა, გაუგებრობის წყაროდ იქცეს. ამიტომაც "დიდი სჯულისკანონის" ქართულად მთარგმნელს, არსენ იყალთოელს ზემოთხსენებული კანონისთვის დაურთავს შენიშვნა: "შეისწავლე სამნი ნათლისღებანი ნაცვალად, სამთა შთაყოფათა" (ქრისტიანულ-არქეოლოგიური ძიებანი. 3/2010. გამომც. "ახალი საქართველო". თბილისი 2010, გვ. 603).

სლავურ "დიდ სჯულისკანონში", ამ ადგილას, ანუ წმ. მოციქულთა 50-ე კანონში, ასევე მოცემულია მსგავსი მითითება კონკრეტული მოთხოვნით: "Во святом крещении крестящихся погружати, а не обливати" - არქიეპ. პ.) (Кормчая с подлинника патриарха Иосифа. Репринтное издание. Санкт-Петербург. 1997 г. Изд. "Воскресение"/Свято-Успенское Подвирье Оптиной Пустыни. Стр. 160).

ამრიგად, საკითხი საკმაოდ მარტივი და გასაგებია, მაგრამ რისი სოფისტი იქნება ე. ჭელიძე, თუ ამ საკითხსაც მაქსიმალურად არ გააბუნდოვანებს და დასხმითი ნათლობის სასარგებლო დასკვნებს არ შემოგვთავაზებს. თუმცა ვნახოთ რამდენად სამართლიანად.

ზემოთ უკვე აღინიშნა, რომ ე. ჭელიძე ხაზს უსვამს სიტყვა "ბაპტისმას" ორმაგ შინაარსს - საეკლესიოს და ყოფითს. ყოფითი გაგებით შთაფლვა არის "ბაპტიზმა"-ერთ-ერთი მნიშვნელობა, ხოლო საეკლესიოთი "ის კონკრეტულად არ ნიშნავს შთაფლვას" (ე. ჭ. "ეკლესია - სძალი უფლისა. თბ. 1990. გვ. 85-86), ანუ საეკლესიო მნიშვნელობითაც იგივეს ვღებულობთ, ოღონდ ე. ჭელიძე ამგვარი ფორმულირებით მოხერხებულად უვლის გვერდს ამის აღიარებას. და კიდევ, საეკლესიო მნიშვნელობით "ბაპტისმა" ამავე დროს საეკლესიო საიდუმლოს (ნათლისღების) სახელწოდებაა.

თავისი წიგნის "ეკლესია - სძალი უფლისა"  85-ე გვერდზე ე. ჭელიძე ედავება ადრინდელ ძველმართლმადიდებელ პოლემისტებს და აღნიშნავს, რომ მათი მტკიცებით ბერძნული სიტყვა "ბაპტისმა"
(b£=tisma) უნდა ითარგმნოს "შთაფლვად"...

"რა შეიძლება ამის შესახებ ითქვას?" - კითხულობს ბ-ნი ე. ჭელიძე და პასუხობს: "ბერძნული სიტყვა "ბაპტიზმა", ისევე, როგორც ნებისმიერი სხვა საღვთისმეტყველო სიტყვა ორგვარი ხმარებისაა: 1) ყოფითი, ცხოვრებისეული შინაარსით და 2) საეკლესიო შინაარსით. ხსენებული სიტყვა "ბაპტიზმა" "შთაფლვას" ნიშნავს ოდენ ყოფითი აზრით, თანაც "შთაფლვა" არის მისი ერთ-ერთი ყოფითი მნიშვნელობა. რაც შეეხება ამავე სიტყვის საეკლესიო შინაარსს, ამ მხრივ ხსენებული სიტყვა ნიშნავს არა "შთაფლვას", არამედ შვიდ საეკლესიო საიდუმლოთაგან პირველს, ნათლისღებას.

შეიძლება გვითხრან,
- განაგრძობს ე. ჭელიძე, - რომ ეს სიტყვა საეკლესიო გააზრებაშიც ინარჩუნებს ყოფით შინაარსს. ამგვარი აზრი მართებული არ არის. ტერმინი "ბაპტიზმა" საეკლესიო შინაარსით აღარ ნიშნავს კონკრეტულად "შთაფლვას". იგი გულისხმობს მთლიანად ნათლობის საიდუმლოს მისი ყველა შემავალი რიტუალური ნაწილით, იქნება ეს წყალთან დაკავშირებული პროცედურა, ფორმულების წარმოთქმა, შებერვა და სხვა" (ე. ჭ. "ეკლესია - სძალი უფლისა. გვ. 85-86).

როგორ გავიგოთ გამოთქმა "კონკრეტულად" აღარ ნიშნავს"? - ანუ, ტერმინი "ბაპტიზმა" არისო არა მარტო შთაფლვის აღმნიშვნელი ტერმინი (საეკლესიო მნიშნელობითაც), არამედ სხვა დანიშნულებისაც. კერძოდ, ერთ-ერთი საეკლესიო საიდუმლოს, ნათლისღების აღმნიშვნელიც. სიტყვა "ბაპტიზმა" კონკრეტულად შთაფლვის აზრით ყოფითი მნიშვნელობით გამოიყენება და, ე. ჭელიძის თქმით, ამ შემთხვევაშიც ""შთაფლვა" არის მისი ერთ-ერთი ყოფითი მნიშვნელობა" (ციტ. იქვე, გვ. 85).

კეთილი და პატიოსანი, ჩვენც არაფერი გვაქვს ამ მტკიცებულების საწინააღმდეგო, მაგრამ უნდა დავსვათ კითხვა: ამავდროულად ტერმინი "ბაპტიზმა" (ანუ როდესაც მის არა ყოფით, არამედ საეკლესიო გამოყენებაზეა ლაპარაკი) ინარჩუნებს თუ არა შთაფლვის მნიშვნელობას? ე. ჭელიძე ამაზე დუმს. მას ამ მიმართულებით მსჯელობა არ მიჰყავს, რამეთუ ასეთ შემთხვევაში საფუძველი გამოეცლება მის ყალბ ბრძნობას.

საეკლესიო გამოყენებაში ტერმინი "ბაპტიზმა" ნამდვილად შეიცავს ორივე მნიშვნელობას, ანუ ის გულისხმობს შთაფლვასაც და ამავე დროს ერთ-ერთ საეკლესიო საიდუმლოსაც, კერძოდ ნათლისღებას. ეს რომ ასეა, ბრწყინვალედ ჩანს სწორედ არსენ იყალთოელის თარგმანიდან. მოგვიწევს მკითხველს კიდევ ერთხელ უნდა შევახსენოთ ე. კოჭლამაზაშვილის განმარტება, სადაც ნათლად ჩანს, რომ ტერმინი "ბაპტიზმა" საეკლესიო გამოყენებაშიც ინარჩუნებს თავის პირველ, ყოფით მნიშვნელობას.

"გამოთქმა "ნათელ-სცეს... სამგზის" (მოციქულთა 50-ე კანონის არსენ იყალთოელისეულ თარგმანში - არქიეპ. პ.), - წერს ბ-ნი ე. კოჭლამაზაშვილი, - ნიშნავს არა ნათლისღების საიდუმლოს სამგზისობას, არამედ თავის ჩაყოფინებას სამგზის. "სამი ნათლისღების" (ანუ სამგზისი თავის ჩაყოფის) მითითებას ვხვდებით მოციქულთა კანონებში: "უკუეთუ ვინმე ეპისკოპოსმან ანუ ხუცესმან არა სამნი ნათლისღებანი ერთისამე საიდუმლოობისანი სრულ-ყვნეს, არამედ ერთი ნათლისღებაი, სიკუდილსა მიმართ უფლისა აღსრულებული - განიკუეთენ" (მოციქ. კან. 50) (გაბიძაშვილი 1975; 221).

"ნათლისღების" ბერძნული შესატყვისი baptisma სწორედ "თავის ჩაყოფას", "ჩაყვინთვას" ნიშნავს, ამიტომაც გამოთქმა - "სამნი ნათლისღებანი", რაც მამის, ძისა და სულიწმიდის სახელით სამგზის თავის ჩაყოფას გამოხატავს, ბერძნულენოვან მკითხველთათვის გაუგებარი არ რჩება. ხოლო, რადგანაც
baptisma-ს შესატყვისი ქართული ტერმინი "ნათლისღება" "ჩაყვინთვის" ნიუანსს არ შეიცავს, "სამი ნათლისღების" ხსენება, შესაძლოა, გაუგებრობის წყაროდ იქცეს. ამიტომაც "დიდი სჯულისკანონის" ქართულად მთარგმნელს, არსენ იყალთოელს ზემოთ ხსენებული კანონისთვის დაურთავს შენიშვნა: "შეისწავლე სამნი ნათლისღებანი ნაცვალად, სამთა შთაყოფათა" (ქრისტიანულ-არქეოლოგიური ძიებანი. 3/2010. გამომც. "ახალი საქართველო". თბილისი 2010, გვ. 603).

ამრიგად, არსენ იყალთოელი პირდაპირ გვასწავლის თუ რა უნდა ვიგულისხმოთ ბერძნული სიტყვის "ბაპტიზმას" საეკლესიო შესატყვის "ნათლისღებაში" - და ეს სიტყვა არის "შთაფლვა", "ჩაყოფა".

ზემოთ, ნიკოდიმოსთან უფლის საუბრის განმარტებისას, სადაც წმ. იოანე ოქროპირიც დავიმოწმეთ, ვნახეთ, თუ როგორ განმარტავს ე. ჭელიძე "თავის ჩაყოფას". მისთვის ეს არ არის სრული შთაფლვა, არამედ მხოლოდ კოჭებამდე ან წელამდე წყალში მდგომი ადამიანის თავის მოხრა და წყალში ჩაყოფა, რომელიც, თურმე, ე. ჭელიძის აზრით, ნათლისღების საიდუმლოს კანონიკური ფორმა ყოფილა.

ე. ჭელიძე, რომელიც წმ. იოანე ოქროპირის ცხადზე უცხადესი განმარტების გაყალბებას არ ერიდება, სადაც ჩანს, რომ წმიდა მამა სწორედ სრულ სხეულებრივ შთაფლვას, მთლიან დაძირვას გულისხმობს და ამბობს "როდესაც წყალში დაინთქმის ყოველივე"-ო (იხ. ჰომ. 25-ე წმ. იოანეს სახარებაზე), აქ უფრო მეტად უტევს, რადგან ამგვარი კონკრეტული მითითება, თუ რას ნიშნავს ეს "თავის ჩაყოფა", არსენ იყალთოელს არ უწერია. საზოგადოდ, უნდა ვიცოდეთ, რომ წმიდა მამები როდესაც თავის ჩაყოფაზე ლაპარაკობენ, ისინი ბუნებრივად გულისხმობენ მთელი სხეულის შთაფლვას, რადგან ამ შემთხვევაში მათ წყალში თავჩაყოფილი ადამიანი კისრამდე წყალში მდგომად წარმოუდგენიათ.

ე. ჭელიძისა და მის თანამოაზრეთა ამაო ბრძნობას რომ თავი ავარიდოთ, დავიმოწმებთ კიდევ ერთ ძველქართულ წყაროს, კერძოდ, "კათაკმევლობისა და ნათლისღების წეს-განგებას", რომელიც ე. კოჭლამაზაშვილის გამოკვლევითა და კომენტარებით "ქრისტიანულ-არქეოლოგიური ძიებანის" 2010 წლის 3- ე ნომერში გამოქვეყნდა.

"XXV: ცხებაი ზეთისაი და ნათლისცემაი.
"ნათლისცემის წინ კათაკუმეველთ გახდიან სამოსელს; დიაკონები სცხებენ ზეთს წმ. სამების სახელით და ჩაუშვებენ ემბაზში; შემდეგ მღვდელი ნათელ-სცემს თავჩაყოფით სამგზის" (იქვე. გვ. 603).

ძვ. ქართულით: "ამისა შემდგომად განძარცუნენ კათაკუმეველნი, სცხონ ზეთი დიაკონთა და იტყოდიან ესრეთ: "ეცხების (სახელით უწოდონ, რაიცა იყოს) სახელით მამისაითა და ძისაითა და სულისაი წმიდისაითა, და შთაავლინონ ემბაზსა და ნათელ-სცეს თავჩაყოფით სამგზის და იტყოდიან ესრეთ: ნათელ-იღებს სახელითა მამისაითა და ძისაითა და სულისა წმიდისაითა..." (იქვე გვ. 623).

სხვათა შორის, ცნობილ პოლემიკურ კრებულ "დოგმატიკონში", რომლის შედგენაც ასევე არსენ იყალთოელს მიეწერება, მართლმადიდებლობისკენ მოქცეულ მონოფიზიტთა მიღების წესშიც სრულიად ცხადად არის განწესებული: "ვინცა-ვინ არა ნათელ-სცეს სამითა შთაყოფითა სახელსა ზედა მამისა და ძისა და სულისა წმიდისასა, შეჩუენებულ იყავნ" (მ. რაფავა. უცნობი ავტორის ანტიმონოფიზიტური ტრაქტატი. "მაცნე". 1975 წ. ენისა და ლიტერატურის სერია. # 1. გვ. 17-31).

ამრიგად, ემბაზში ჩაშვებული ადამიანი ისე ღრმად დგას წყალში, რომ სრული შთაფლვისთვის მას წყალში ოდენ თავის ჩაყოფაღა სჭირდება. ე. ჭელიძის აზრით კი ემბაზში შესული განშიშვლებული კაცი წყალში დგას წელამდე და წაკუზულს მარტო თავი აქვს ჩარგული წყლის სტიქიაში. სხვაგვარად შეუძლებელია "თავის ჩაყოფაზე" ე. ჭელიძის მიერ მოცემული განმარტების გაგება.

თავად განსაჯეთ, რა შეიძლება ეწოდოს მკერდამდე, წყალში შესულ და წელამდე წყალში შესულ ადამიანთა თავის ჩაყოფას წყლის სტიქიაში. მკერდამდე შესულს მხოლოდ თავის მოხრაღა სჭირდება... რადგან ოდენ თავის მოხრით დაიფარება წყლით... მაშინ, როდესაც, წელამდე წყალში მდგომმა რომ მოახერხოს თავის ჩაყოფა წყლის სტიქიაში, ძლიერ უნდა მოიხაროს... ანუ წაიკუზოს (სანიმუშოდ, ქვემოთ იხილეთ ამგვარი "ნათლობის" ამსახველი ფოტოები). ამას ასწავლის თავის ფანებს ედიშერ ჭელიძე. ... დასკვნა მკითხველმა გააკეთოს... ჩვენ კი განვაგრძოთ ე. ჭელიძის ნაყალბევთა განხილვა.



ლათინური "ნათლობა" წყალდასხმით


ე. ჭელიძის მეხუთე სიცრუე


მომდევნო არგუმენტი, რომელიც ტერმინ "ბაპტიზმას" შთაფლვით მნიშვნელობას ადასტურებს, გახლავთ წმ. მოციქულთა 50-ე კანონის სლავური და ლათინური თარგმანები, რომლებიც ე. ჭელიძეს რატომღაც "ბერძნულიდან გადახვევად" მიაჩნია.

სლავურში ვკითხულობთ: "Аще который епископ или презвитер не крещает в три погружения единем глашением, но во едино погружение в смерть Господню даемо, да извержется таковый. Не рече бо Господь в смерть мою крестите, но шедше научите вся языки, крестяще их во имя Отца и Сына и Святаго Духа".

ე. ჭელიძე იმოწმებს რა მოციქულთა 50-ე კანონის ძველბერძნულ, ლათინურ და სლავურ ტექსტებს, წერს: "რას გვიჩვენებს ზემოდამოწმებული ნიმუშები? პარალელური ტექსტები აშკარად ცხადყოფს, რომ ბერძნულ "ბაპტიზმას" ლათინურად შეესაბამება Baptisma, რუსულად крещение, ქართულად "ნათლისღებაი"... ასეა უკლებლივ ყველა შემთხვევაში. გამონაკლისს წარმოადგენს მხოლოდ 50-ე კანონი, სადაც იგივე "ბაპტიზმა" ლათინურად გადავიდა არა Bაპტისმა-დ, როგორც ეს გვაქვს ყველა სხვა ადგილას, არამედ ითარგმნა, როგორც მერსიო (ჩაძირვა), ხოლო ლათინურის ეს თარგმანი გაიზიარა სლავურმაც, სადაც ყველა ადგილას ბერძნულ "ბაპტიზმას" შეესატყვისება крещение, მაგრამ 50-ე კანონში იგივე "ბაპტიზმა", ლათინურის კვალობაზე, გადმოტანილია არა ტრადიციული крещение-თი, არამედ სიტყვით погружение. რაც შეეხება ქართულს, იგი ბოლომდე ერთგულია ბერძნული ტექსტისა და თვით 50- ე კანონშიც, ისევე როგორც ყველა სხვა შემთხვევაში, ორიგინალის "ბაპტიზმას" თარგმნის სიტყვით "ნათლისღებაი" (ე. ჭ. იქვე. გვ. 93). თუმცა, სწორედ იმის აღსანიშნად, რომ აქ "ბაპტიზმას" (ანუ "ნათლისღების") ნაცვლად მკითხველს შთაფლვა, ჩაძირვა, იგივე погружение, ანუ მერსიო ეგულისხმა, სქოლიოში არსენ იყალთოელმაც მიუთითა, "ნაცვლად ნათლისღებისა იგულისხმე ჩაყოფა". რატომ? იმიტომ, რომ, როგორც უკვე აღვნიშნეთ baptisma-ს შესატყვისი ქართული ტერმინი "ნათლისღება" "ჩაყვინთვის" ნიუანსს არ შეიცავს. "სამი ნათლისღების" ხსენება, შესაძლოა, გაუგებრობის წყაროდ ქცეულიყო. ამიტომაც დაურთავს არსენ იყალთოელს სქოლიოში შენიშვნა, სადაც პირდაპირ გვასწავლის თუ რა უნდა ვიგულისხმოთ ბერძნული სიტყვის "ბაპტიზმას" საეკლესიო შესატყვის "ნათლისღებაში". და ეს სიტყვა არის "შთაფლვა", "ჩაყოფა" და არა სხვა რამ.

ამრიგად, ცხადზე უცხადესია, რომ ტერმინი "ბაპტიზმა", როგორც ორივე მნიშვნელობის (შთაფლვისა და საეკლესიო საიდუმლოს სახელწოდების (ნათლისღების)) შემცველი, ლათინურსა და სლავურში სწორედ იმ მნიშვნელობით ითარგმნა, რა მნიშვნელობაც ნაგულისხმევია მოციქულთა 50-ე კანონის ბერძნულ ტექსტში. არსენ იყალთოელმა არჩევანი "ნათლისღების" ტერმინულ მნიშვნელობას მიანიჭა, თუმცა, რადგან იცოდა თუ რაზე მიანიშნებდა ეს ბერძნული სიტყვა მოციქულთა 50-ე კანონში, მიუთითა კიდევაც სქოლიოში, როგორ უნდა გაგვეგო ამ ადგილას ტერმინი "ნათლისღება"; ანუ შეგვიძლია თავისუფლად ვამტკიცოთ, რომ თვით არსენ იყალთოელსაც მოციქულთა 50-ე კანონის ბერძნულ ტექსტში ასევე შთაფლვის მნიშვნელობა ჰქონდა მოაზრებული. ამაზე მეტყველებს მის მიერ სქოლიოში მოცემული განმარტება.

მიუხედავად ამისა, ე. ჭელიძე განაგრძობს მკითხველისთვის თვალში ნაცრის შეყრას და წერს: "ზემოთთქმული ცხადყოფს (ცხადია, "ზემოთთქმულში" ე. ჭელიძის ცრუ შეხედულებები იგულისხმება - არქიეპ. პ.), რომ ბერძნულიდან გადაუხვია არა ძველქართულმა, არამედ ლათინურმა და მის კვალობაზე სლავურმა".

მეტიც, ე. ჭელიძის თქმით "ბერძნული ტერმინის "ბაპტიზმას" თარგმნისას სლავური ეყრდნობოდა არა საკუთრივ ბერძნულს, არამედ მის ლათინურ თარგმანს" (ე. ჭ. "ეკლესია - სძალი უფლისა". თბ. 1990, გვ. 90), ხოლო თავისი ამ "მეცნიერული" დასკვნის დასამტკიცებლად, როგორც თვითონ ამბობს, "მეტი თვალსაჩინოებისათვის", იქვე ბერძნულ-სლავურ-ლათინურ ტექტსთა პარალელებიც მოჰყავს.

ე. ჭელიძის ამ ცრუმეცნიერული "არგუმენტის" გასარჩევად საჭიროდ მივიჩნევთ, მკითხველს ძალიან მოკლედ, ორიოდ სიტყვით მაინც მივაწოდოთ ცნობა სლავური და კონკრეტულად რუსული სჯულისკანონის ("კორმჩაიას") წარმომავლობისა და მისი თარგმნის ისტორიის შესახებ, რათა, ვნახოთ შეეძლო თუ არა სლავურს გაეზიარებინა ლათინური თარგმანი და ბერძნული სიტყვა "ბაპტიზმა", ლათინურის კვალობაზე, გადმოეტანა არა ტრადიციული крещение-თი, არამედ სიტყვით погружение.

სლავური "კორმჩაია" (ბერძნულად - პიდალიონი
Πηδάλιον, Πηδαλίων ანუ გემის საჭე, აქედან მომდინარეობს წიგნის სახელწოდებაც "მესაჭე", რადგან მისით იმართება მართლმადიდებლური ეკლესია. სხვაგვარად მას "ნომოკანონსაც" უწოდებენ (ბერძნ. Νοοκανών ბერძნულიდან. νόμος - კანონი, + κνών - წესი) ეფუძნება VI საუკუნეში, კონსტანტინოპოლელ პატრიარქ იოანე სქოლასტიკოსის მიერ შედგენილ ნომოკანონს. XIII საუკუნის მეორე ნახევარში ნომოკანონი გადაითარგმნა ბულგარეთის ეკლესიისთვის, შემდეგ კი რუსეთშიც გავრცელდა (Бенешевич Древнеславянская кормчая XIV титулов. том 1). 1274 წელს ვლადიმირის საეკლესიო კრებაზე მიტროპოლიტმა კირილემ "მესაჭის წიგნი" (იგივე  Кормчая книга), რომელიც 1225 წელს სერბეთში ბერძნული ენიდან საეკლესიო სლავურ ენაზე გადმოითარგმნა, ეკლესიას საეკლესიო ცხოვრების სახელმძღვანელოდ შესთავაზა.

მომდევნო საუკუნეებში ჩნდება "მესაჭის" კიდევ რამდენიმე სახესხვაობა, სადაც შერწყმული იყო ბულგარულ და სერბულ "მესაჭის წიგნთა" ელემენტები. ეს არის ე. წ. სოფიის, ანუ სინოდალური რედაქცია (რადგან ის აღმოაჩინეს ნოვგოროდის სოფიის ტაძარში, რომელიც შემდეგ მოსკოვის სინოდალურ ბიბლიოთეკაში ინახებოდა). ეს კორმჩაია შემდეგ რუსული სტატიებითაც შეივსო (რომელიც არ შეხებია წმ. მოციქულთა 50- ე კანონს).  

XV- XVI საუკუნეებში "კორმჩაია" მის სხვადასხვა რედაქციებს შორის არსებულ განსხვავებათა გამო (რაც, ასევე არ ეხება წმ. მოციქულთა 50- ე კანონს) კიდევ გადაისინჯა. 1650 წელს ტიპოგრაფიულად გამოვიდა ე. წ. "იოსების კორმჩაია", რომელიც ეფუძნება წმ. საბას ნომოკანონს. მოგვიანებით, 1653 წელს კი გამოდის ნიკონისეული ნომოკანონი, მას მოსდევს 1787 წლის ეკატერინესეული "კორმჩაია" და ბოლოს, 1816 წელს გამოდის "კორმჩაიას" უკანასკნელი ვერსია. ძველმართლმადიდებლები ავტორიტეტულად მიიჩნევენ იოსებ პატრიარქის მიერ გამოცემულ "კორმჩაიას" (დიდ სჯულისკანონს), რომელიც, როგორც უკვე ვთქვით გამომდინარეობს სერბულ-ბულგარული ნომოკანონებიდან, რომლებიც თავის მხრივ უკავშირდებიან იოანე სქოლასტიკოსის მიერ შედგენილ ნომოკანონს და ორივე ნათარგმნია ბერძნულიდან და არა ლათინურიდან.

საეკლესიო სამართლის ცობილი თანამედროვე რუსი სპეციალისტი, ღვთისმეტყველების მაგისტრი და საეკლესიო ისტორიის დოქტორი, მოსკოვის სასულიერო აკადემიის პროფესორი ვლადისლავ ციპინი მიუთითებს, რომ კანონიკური სამართლის ისეთი კრებული, როგორიცაა ბიზანტიური "ნომოკანონი", სლავურად თარგმნილია ბერძნულიდან და არა ლათინურიდან. წმ. საბა სერბიელმა, რომლის "მესაჭის წიგნს" (Кормчая книга) დაეფუძნა შემდეგ რუსული დიდი სჯულისკანონები, ეს კრებული ბერძნული წყაროების მიხედვით შეადგინა.

"სლავებმა ქრისტეანული განათლება ბიზანტიაში მიიღეს. -  წერს პროფ. ვ. ციპინი. -  სამხრეთელ სლავთა ქრისტეანული ისტორიის პირველ საუკუნეებში მათი ეკლესია იმყოფებოდა კონსტანტინოპოლის პატრიარქის იურისდიქციის ქვეშ. წმ. კირილემ და მეთოდემ, ასევე მათმა მოწაფეებმა სლავურად გადათარგმნეს ბიბლია და საღვთისმსახურებო წიგნები, წმიდა მამათა ცალკეული თხზულებები. ითარგმნებოდა კანონიკური კრებულებიც. პირველი ბიზანტიური კანონიკური კრებული, რომელიც სლავურ ენაზე გადაითარგმნა გახლავთ იოანე სქოლასტიკოსის "50 ტიტულიანი ნომოკანონი" (IX ს.). ამ თარგმანის შესახებ ნახსენებია წმ. მეთოდეს ცხოვრებაში: "Тогда же и Номоканон рекше закону правилу и отеческих книг преложи" ("სწორედ მაშინ თარგმნა ნომოკანონი, იგივე სჯულის კანონი და მამათა წიგნები"). დაცულია ნათარგმნი "ნომოკანონის" ხელნაწერი, რომელსაც უსტიუჟსკის ნომოკანონს უწოდებენ. რუსული წარმომავლობის ეს ხელნაწერი განეკუთვნება XVIII საუკუნეს, მაგრამ წარმოადგენს უფრო ადრინდელი მანუსკრიპტების სიას, რომელიც შესრულებულია X საუკუნის ბულგარეთში. ხოლო თვით თარგმანი შესრულებულია IX საუკუნის მეორე ნახევარში, სავარაუდოდ წმ. მეთოდეს მიერ. ... ეს "ნომოკანონი" გამოიყენებოდა სლავურ ეკლესიებში, მათ შორის რუსეთშიც ვიდრე XIII საუკუნემდე" (Прот. Цыпин В. А. Первые славянские переводы византийских Номоканонов. Церковное право: Курс лекций. М.: Круглый стол по религиозному образованию в Рус. Правосл. церкви, 1994. http://www.sedmitza.ru/lib/text/432337).

"სლავური ეკლესიებისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა ჰქონდა წმ. საბა სერბიელის "Кормчая книга"-ს. რუსი მეცნიერების, პროფ. ა. ს. პავლოვისა და აკადემიკოს ე. ე. გოლუბინსკის თანახმად, წმ. საბამ თვითონ შეაგროვა ბერძნული წყაროები თავისი კრებულისთვის და გადათარგმნა ის სლავურ ენაზე" ("Кормчая книга святого Саввы Сербского". იქვე).

"წმ. საბას "მესაჭე" სერბეთში შედგენისთანავე ვრცელდება ეპარქიებში, როგორც "წმიდა მამათა სჯულმდებლობა" და წარმოადგენდა, არა მარტო საეკლესიო, არამედ სახელმწიფო სამართლის საფუძველს... 1221 წ. "მესაჭე" გაიგზავნა ბულგარეთში, სადაც ასევე მოიპოვა ოფიციალური აღიარება" (იქვე).

"ბულგარეთში ნახევრად დამოუკიდებელ თავად იაკობ სვიატოსლავს (წარმომავლობით რუსს) კიევის მიტროპოლიტმა კირილემ მიმართა თხოვნით გამოეგზავნათ რუსეთში წმ. საბას "მესაჭე". 1262 წელს იაკობ სვიატოსლავმა რუსეთში გამოაგზავნა "მესაჭის" ხელნაწერი, რომელსაც თან დაურთო მიტროპოლიტისადმი მიძღვნილი მიმართვაც. იაკობ სვიატოსლავმა ამ წიგნს უწოდა "ზონარა", თუმცა, სინამდვილეში, "მესაჭეში" განთავსებული კანონების ყველა განმარტება ეკუთვნის არა ზონარას, არამედ არისტენეს.
 
"მესაჭე", ანუ "კორმჩაია" წაიკითხეს კრებაზე, რომელიც კირილემ მოიწვია კლიაზმას ვლადიმირში 1272 წ.
(კლიაზმა - მდინარე ქ. ვლადიმირის ახლოს - არქიეპ. პ.). წიგნი მოიწონეს, ამის შემდეგ ის მრავალჯერ გადაწერეს. ჩამოყალიბდა "მესაჭის წიგნის" ორი ჯგუფი: რიაზანული და სოფიური" ("Кормчая книга" на Руси. იქვე).

"აქ არ შევუდგებით "მესაჭის წიგნის" ხელნაწერთა ამ ორ ჯგუფს შორის განსხვავებების აღწერას, მხოლოდ ვიტყვით, რომ "1649 წელს, მოსკოვში, მეფე ალექსისა და პატრიარქ იოსების დროს "მესაჭის წიგნი" პირველად გამოიცა სტამბური წესით. ამ გამოცემას საფუძვლად დაედო რიაზანული რედაქცია, რომელიც უახლოვდებოდა წმ. საბას სერბიულ თარგმანს. "მესაჭის წიგნის" დაბეჭდვა დასრულდა 1650 წელს" (იქვე). სწორედ ამ გამოცემით სარგებლობენ დღემდე ძველმართლმადიდებელი ქრისტეანები.

ამრიგად, როგორც ამ საკმაოდ მოკლე მიმოხილვიდანაც ჩანს, წმ. მოციქულთა 50-ე კანონის სლავური თარგმანი შეუძლებელია იყოს "ლათინურის კვალობაზე" მავალი. სლავური (მათ შორის რუსული) "დიდი სჯულისკანონები", რომლებიც, ბერძნულის შესატყვისად, "მესაჭის წიგნად" (რადგან ბერძნულად "პიდალიონიც" მესაჭეს ნიშნავს) იწოდება, ბერძნულიდანვეა თარგმნილი და არა ლათინურიდან.

ახლა კი ისევ ტერმინ "ბაპტიზმას" მნიშვნელობას და არსენ იყალთოელის მიერ ნათარგმნი "დიდი სჯულისკანონის" სქოლიოში ჩამოტანილ "სამ ჩაყოფას" დავუბრუნდეთ.

როგორც უკვე ითქვა, ე. ჭელიძის განმარტებით ლათინურ-სლავური თარგმანების გადახვევა ბერძნული ტექსტიდან განპირობებული ყოფილა მხოლოდ და მხოლოდ ერთი მიზეზით: "ლათინურად და სლავურად მთარგმნელთ სურდათ თავიდან აეცილებინათ ყოველგვარი გაუგებრობა, რაც ლიტონ მორწმუნეებში შეიძლებოდა გამოეწვია ბერძნული ტექსტის ზუსტ თარგმანს. მართებული თარგმანის შემთხვევაში ლათინურად გვექნებოდა ტრია ბაპტისმატა, ხოლო სლავურ-რუსულში три крещения. ... სწორედ ამ მიზნით, (ე. ი. ლიტონ მორწმუნეებში ყოველგვარი გაუგებრობის გასაფანტავად), ლათინურისა და მის კვალობაზე სლავურის მთარგმნელებმა ამჯობინეს, დაერღვიათ დაკანონებული ტრადიცია ტერმინული შესატყვისობისა და ბერძნული "ბაპტიზმა" ეთარგმნათ არა ბაპტისმა-დ და крещение-დ (როგორც ეს გვაქვს სხვა შემთხვევაში), არამედ მერსიო-დ და погружение- (ანუ შთაფლვად - არქიეპ. პ.).

ლათინურ-სლავური გადახვევა ბერძნული ტექსტიდან, - განაგრძობს ე. ჭელიძე, - ცხადია, გამართლებულია იმ მხრივ, რომ ამგვარი გადახვევა მიზნად ისახავდა ყოველგვარი შესაძლო გაუგებრობის თავიდან აცილებას ლიტონ მორწმუნეებში, ე. ი. ეს გადახვევა გამართლებულია ლიტონ მორწმუნეთა პოზიციიდან, მაგრამ არ არის გამართლებული ობიექტურად, თავისთავად" (ე. ჭ. "ეკლესია - სძალი უფლისა". გვ 94).

და რას ნიშნავს ეს? - ე. ჭელიძის აზრით, რომ არა ლიტონი მორწმუნენი, მოციქულთა 50- ე კანონის ლათინურად და "მის კვალობაზე" სლავურად მთარგმნელები აუცილებლად ტექსტში ჩასვამდნენ ბუნებრივ და სწორ ტერმინს "ნათლისღება"... ჯერ ერთი, საიდან გაიგო ე. ჭელიძემ ლიტონი მორწმუნეების გამო ჩასვეს ტერმინი "მერსიო" და "პოგრუჟენიე" ლათინმა და სლავმა მთარგმნელებმა თუ ბერძნული "ბაპტიზმას" შთაფლვითი შინაარსის შესატყვისობის გამო? რომელი მეცნიერული გამოკვლევა ადასტურებს ე. ჭელიძის ამ შეხედულებას? - არც ერთი!

ამგვარი მტკიცება ე. ჭელიძის მორიგი ახირებაა, რაშიც ქვემოთაც დავრწმუნდებით, მას ხომ დასხმით-პკურებითი "ნათლობა" აქვს გასამართლებელი, ამისთვის კი მოსაცილებელია სჯულისკანონის უმთავრესი წინააღმდეგობა, კერძოდ, წმ. მოციქულთა 50-ე კანონი, რომელიც ყველაზე დიდი ავტორიტეტია ნათლისღების შთაფლვითი წესის გასამართლებლად და დასხმითი წესის უარსაყოფად.

ლათინურსა და სლავურში სიტყვა "ბაპტიზმა" შთაფლვის მნიშვნელობით თუ მხოლოდ გაუგებრობის თავიდან ასაცილებლად არის ნათარგმნი, - რადგან, როგორც ჩვენი "მეცნიერი" ირწმუნება, "ამგვარი გადახვევა მიზნად ისახავდა ყოველგვარი შესაძლო გაუგებრობის თავიდან აცილებას ლიტონ მორწმუნეებში" და თავისთავად 50-ე კანონში ტერმინი "ბაპტიზმა" გულისხმობს არა შთაფლვას, არამედ მხოლოდ საიდუმლოს სახელწოდებას, - მაშინ ჩნდება შეკითხვა: რა უფლებით გამოიყენეს ლათინურმა და სლავურმა სჯულისკანონებმა ტერმინი "შთაფლვა" და აქედან გამომდინარე "გაუგებრობა" თავიდან როგორ იქნა აცილებული?

პირიქით, ე. ჭელიძის ამ "განმარტების" წყალობით, ლათინურსა და "მის კვალობაზე" სლავურს დაუმახინჯებიათ წმ. მოციქულთა 50-ე კანონი და შინაარსი შეუცვლიათ მისთვის, რაც უეჭველად არის მკრეხელობა და დასაგმობი ქმედება. ანუ, ე. ჭელიძის ლოგიკით, ძველლათინური და ასევე ძველსლავური თარგმანები, რომლებითაც საუკუნეების განმავლობაში სარგებლობდნენ დასავლელი და სლავი წმინდანები, არასწორი და მკრეხელური ყოფილა; ხოლო, თუ ეს ასე არ არის, ანუ, თუ არც ლათინურს და არც სლავურს ბერძნული სიტყვის "ბაპტიზმას" შინაარსი არ დაუმახინჯებიათ (და ასეც არის!), მაშინ მკრეხელობაც, წყლის ნაყვაც და უაზრო ლაქლაქიც არის მხოლოდ და მხოლოდ პროფესორ და თეოლოგ ე. ჭელიძის მთელი ზემოთ მოტანილი მსჯელობა.

ამრიგად, წმ. მოციქულთა 50-ე კანონი ხაზს უსვამს ნათლისღების საიდუმლოში შთაფლვის მნიშვნელობას, რაც კარგად ათვალსაჩინოებს დასხმით-პკურებითი ნათლობის პრაქტიკის არაკანონიკურობას, არანორმატულობას და ეს კარგად ჩანს ამავე კანონში.



ე. ჭელიძის მეექვსე სიცრუე


არსებობს სხვა პრობლემაც, კერძოდ, 50- ე კანონში ბაპტიზმის თარგმნა "ნათლისღებად" (ანუ საეკლესიო საიდუმლოს აღმნიშვნელ სიტყვად) თუ უფრო ზუსტი და ბუნებრივია, მაშინ საქმე გვაქვს მწვალებლობასთან, რომლის მიხედვითაც ეპისკოპოსმა ან მღვდელმა უნდა შეასრულონ "სამი ნათლისღება" და არა ერთი.

ამ წინააღმდეგობის მოსახსნელად ე. ჭელიძე გვთავაზობს ასეთ განმარტებას: "ფრაზა სამნი ნათლისღებანი" თავისთავად, კონტექსტისგან მოწყვეტით, ცხადია, ერეტიკულია, რადგანაც მართლმადიდებლობა კრძალავს არათუ მესამე, არამედ მეორე "ნათლისღებასაც" (გასაგებია, რომ ვგულიხმობთ იმ შემთხვევას, როცა პირველი ნათლისღება ჭეშმარიტია), მაგრამ აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ, რომ კონტექსტისგან მოწყვეტით ასევე ერეტიკულია ფრაზა "ტრია ბაპტიზმატა", რომლის ზედმიწევნითი თარგმანია ქართული "სამნი ნათლისღებანი". ... ყველა ძველბერძნული მართლმადიდებლური ტექსტი ისევე უარყოფს მეორე "პაბტიზმას", როგორც ძველქართული მართლმადიდებლობა - მეორე "ნათლობას". ეს გარემოება აშკარად ცხადყოფს, რომ ცალკე აღებული ქართულენოვანი ფრაზა "სამი ნათლისღება" ზუსტად ისევე ერეტიკულია, რამდენადაც ბერძნულენოვანი "სამი ბაპტიზმა" (ე. ჭ. "ეკლესია - სძალი უფლისა". გვ. 97-98).

მაშ, რატომ გვაქვს არსენ იყალთოელის თარგმანში "სამი ნათლისღება", ისევე როგორც ბერძნულში "ტრია ბაპტიზმატა"? რას გულისხმობს ეს ტერმინი ქართულში და ბერძნულში? ე. ჭელიძე გვპასუხობს: "დიახ, ფრაზა "სამი ნათლისღება" ისევე, როგორც ბერძნული "სამი ბაპტისმა" ცალკე, კონტექსტისგან მოწყვეტით, ნამდვილად ერეტიკული ფრაზაა, მაგრამ აუცილებლად უნდა ვიცოდეთ, რომ საწინასწარმეტყველო და სამოციქულო სიტყვები ჭეშმარიტ აზრს ავლენენ მხოლოდდამხოლოდ მთლიან შესიტყვებაში, მთლიან სიტყვათშეხამებაში და არა კონტექსტისგან მოწყვეტილად, განცალკევებით. ყოველთვის უნდა გვახსოვდეს, რომ მოციქულთა და წინასწარმეტყველთა სიტყვების მთლიანი ფრაზისაგან, მთლიანი კონტექსტისაგან ამოგლეჯა ახასიათებდათ სწორედ ჭეშმარიტების მოწინააღმდეგე ცრუ ღვთისმეტყველთ, რადგანაც სწორედ ამ გზით ცდილობდნენ ისინი მათი უმართებულო მოძღვრების სამოციქულო ავტორიტეტზე დაყრდნობით დასაბუთებას" (იქვე. გვ. 99). "ჩემი შენ გითხარის" პოლიტიკის გამტარებელი ე. ჭელიძე სწორედაც რომ ასე იქცევა და უპირველეს ყოვლისა ულმობელ განაჩენს გამოუტანს საკუთარ თავს, რომელსაც ზედწოდება "ცრუ ღვთისმეტყველი" უზუსტესად შეესაბამება.

ამის დასამტკიცებლად მივმართოთ ე. ჭელიძის მომდევნო მსჯელობას და შევადაროთ ის 50-ე კანონის ნამდვილ შინაარსსა და საღვთისმეტყველო განმარტებას. მაშ, რა ქვეტექსტი იგულისხმება 50-ე კანონში, რომლისგან მოგლეჯითაც ტერმინ "სამ ნათლისღებას" (იგივე "ტრია ბაპტისმატას") მწვალებლური შინაარსი ენიჭება? - მოვუსმინოთ თვით ე. ჭელიძეს: "ამ კანონში გვხვდება არა ცალკე აღებული "სამნი ნათლისღებანი", არამედ მთლიანი ფრაზა "სამნი ნათლისღებანი ერთსამე საიდუმლობისანი". მთლიანი ფრაზა აშკარად ცხადყოფს, რომ საქმე ეხება "ერთ საიდუმლოს", ერთ ნათლობას. სიტყვები "ერთისა საიდუმლობისანი" სრულიად გამორიცხავს წინარე სიტყვების ("სამნი ნათლისღებანი") ერეტიკულ გააზრებას, რადგანაც "ერთი საიდუმლო"" ნიშნავს ერთგზის აღსრულებულ საეკლესიო საიდუმლოს, ერთ ნათლობას, რომელიც თავის შიგნით შეიცავს "სამ ნათლისღებას".

რას ნიშნავს მოტანილ კონტექსტში სიტყვები "სამნი ნათლისღებანი"?
- სვამს შეკითხვას ე. ჭელიძე და თავის კითხვას ასე პასუხობს: - ეს სიტყვები ნიშნავს ერთ საეკლესიო საიდუმლოს, ერთი ნათლობის აღსრულების ჟამს სამი ერთარსი ნათლის (მამის, ძის და სულის) მიღებას. მამის და ძის, როგორც ორი თანაარსი ნათლის შესახებ გვაუწყებს მრწამსი: "ნათელი ნათლისაგან". ... სული წმინდაც, ცხადია, არის ნათელი, ერთარსი მამისა და ძის ნათლისა... ფრაზა "სამნი ნათლისღებანი ერთისა საიდუმლოობისანი", არც მეტი, არც ნაკლები, ცხადყოფს ერთარსება სამებისადმი ნათლობას. ... ცნობილია, რომ როდესაც მღვდელი ემბაზში სამგზის შთაფლავს, ანდა როდესაც ის სამგზის დაასხამს მოსანათლს წყალს, თითო შთაფლვის ან თითო დასხმის დროს წარმოთქვამს ერთარსება ღვთის თითო ჰიპოსტატის (მამის, ძის და სულის) სახელს. სწორედ ამ სამგზის წარმოთქმას, სამი ჰიპოსტასის სამგზის ხმობას ჰქვია "სამი ნათლისღება", ე. ი. მორწმუნე ნათელ-იღებს სამი განუყოფელი და ერთარსი ნათლის (მამის, ძისა და სულის) მიმართ.

სინამდვილეში ეს კანონი გმობს არა ზოგადად "ერთ ნათლისღებას", არამედ სახელდობრ "ერთ ნათლისღებას, აღსრულებულს უფლის სიკვდილის მიმართ". კერძოდ, "სამი ნათლისღება" ასაჩინოებს ერთი ნათლობის საიდუმლოს სამჯერადობას (მამის, ძის და სულიწმიდის მიმართ), ხოლო "ერთი ნათლისღება" -  ერთჯერადობას. უფრო ზუსტად რომ ვთქვათ, "ერთი საიდუმლოს სამი ნათლისღება" წარმოადგენს ნათლობის მართლმადიდებლურ წესს, ამ წესის მიხედვით ნათლობა სრულდება ერთგზის სამნაწილედად და ამით ეს წესი თავის თავში განასახიერებს სამებას, მაშინ როცა კონკრეტულად "ერთი ნათლისღება, უფლის სიკვდილის მიმართ აღსრულებული" (და არა ზოგადად "ერთი ნათლისღება"), უმართებულო ნათლობაა, რომელიც, მართალია, ერთგზის სრულდება, მაგრამ ამავე დროს სრულდება ერთნაწილედად, ე. ი. სრულდება არა სამნაწილედი, სამი პირის, სამი ერთარსი ნათლის (მამის, ძის და სულის) მიმართ, არამედ ერთნაწილედად, მარტოდენ ერთი პირის, ძე ღმერთის მიმართ.

50-ე კანონი გმობს არა თავზე სამგზის დასხმითი წესით ნათლობას, - აცხადებს ე. ჭელიძე, - უფრო ზუსტად, ეს კანონი ეხება არა შთაფლვისა და დასხმის ჭეშმარიტება-არაჭეშმარიტების საკითხს, არამედ ეხება და გმობს ერთნაწილედ, ერთჯერად ნათლობას, ე. ი. გმობს ნათლობას, რომელიც სრულდება მარტოდენ ერთი ჰიპოსტასისადმი და არა ერთარსება ღვთის სამი პირისადმი, სამი ერთარსი ნათლისადმი.

50-ე კანონი ერთნაწილედად ნათლობას უარყოფს, იმიტომ, რომ ერთნაწილედი ნათლობა არ არის ნათლობა სამების მიმართ, ხოლო ქრისტიანული ჭეშმარიტება სწორედ ერთი ღვთის სამპიროვნების აღიარებაში გამოიხატება. ამგვარად, სამოციქულო კანონის მიერ დაგმობილია და უარყოფილია ნათლობის საიდუმლოს ერთნაწილედობა, ე. ი. ნათლობა, რომელიც ერთგზის (და არა სამგზის) შთაფლვით თუ დასხმით აღსრულდა. ეგევე კანონი მართლმადიდებლურ წესად განაჩინებს ერთი ნათლობის სამნაწილედობას, ერთი ნათლობის აღსრულებას სამნაწილედად, სამი ერთარსი ნათლის (მამის, ძის და სულის) მიმართ, მოსანათლის მიერ სამი ერთარსი ნათლის მიღებას ანუ ერთი საიდუმლოს სამ ბაპტისმას, სამ ნათლისღებას"
(იქვე. გვ. 104-107).

მოკლედ, ე. ჭელიძის განმარტებით: "ერთი საიდუმლოს სამი ნათლისღება" ნიშნავს ერთი საიდუმლოს აღსრულებას სამი ჰიპოსტასის, სამბრწყინვალე ნათლის, სამ-ერთი ბრწყინვალების მიმართ, ანუ პირიქით რომ ვთქვათ, ნათლობის საიდუმლოს მხოლოდ და მხოლოდ ერთგზის აღსრულების ჟამს მოსანათლი ერთდროულად და განუყოფლად ნათელს-იღებს მამისაგან, ნათელს-იღებს ძისაგან და ნათელს-იღებს სულიწმიდისაგან, აი, ეს არის "სამნი ნათლისღებანი ერთისა საიდუმლოობისანი... ამის შესახებ პირდაპირ გვამცნებს წმ. ათანასე ალექსანდრიელი: "როდესაც ნათლობა ("ბაპტისმა") ხდება, ვისაც ნათელსცემს ("ბაპტიძეო") მამა, მასვე ნათელ-სცემს ("ბაპტიძეი") ძე და ვისაც ნათელ-სცემს ("ბაპტიძეი") ძე, ის სრულ-იქმნება სულიწმიდის მიერ" (წმ. ათანასე ალექსანდრიელი, არიანოსის წინააღმდეგ. II, თავი 41, პგ. 26. სვ. 236).

"ამგვარად, - ასკვნის ე. ჭელიძე, - 50-ე სამოციქულო კანონი ადგენს და აწესებს ერთი ნათლობის სამნაწილედობას, რაც ნიშნავს ნათლობას სამების მიმართ, სამი თანაარსი ნათლის მიმართ და უარყოფს ნათლობის ერთნაწილედობას, რადგანაც ერთნაწილედობაში არ განიჭვრიტება სამება და ამიტომ იგი არ შეიძლება სამებისადმი ნათლობად შეირაცხოს" (იქვე. გვ. 110).

ამ ვრცელი ციტატიდან გამომდინარე, ე. ჭელიძე განსაკუთრებულ აქცენტს აკეთებს ნათლისღების საიდუმლოში წმ. სამების აღსარებაზე მორწმუნის მხრიდან და წმ. სამების მიერ მოსანათლავის ნათელ- ღებაზე. ხოლო თვით 50- ე კანონი არანაირ ყურადღებას არ ამახვილებს არც შთაფლვაზე და არც დასხმაზე, რადგან, ე. ჭელიძის თქმით, მას ამგვარი რამ მიზნად საერთოდ არც დაუსახავს. რამდენად სწორია ამგვარი განმარტება?

ამგვარი განმარტება არასწორია (იმ კუთხით, რომ ე. ჭელიძემ 50-ე კანონის შინაარსიდან, ქვეტექსტიდან საერთოდ ამოაგდო "შთაფლვის" მნიშვნელობა, რასაც გულისხმობს ბერძნული სიტყვა "ბაპტიზმა"!), რადგან კანონში ნახსენები არ არის "დასხმა", ხოლო ბაპტიზმა, როგორც ეს ზემოთ ვნახეთ და ქვემოთ კიდევ ვიხილავთ, მოცემულ კონტექსტში გულისხმობს "შთაფლვას", ყოველგვარი წინააღმდეგობის მოსასპობად ე. ჭელიძეს ყურადღების არეალიდან გააქვს ორივე ფორმა (ცხადია, დასხმის სასარგებლოდ) და მთელ აქცენტს აკეთებს წმ. სამების სახელით ნათლობასა და მოსანათლავისთვის ნათლის მინიჭებაზე.

რის საფუძველზე ვამბობთ, რომ ე. ჭელიძის ზემოთ მოტანილი განმარტება არასწორია (უფრო ზუსტად არასრულია)? - ამას, უპირველეს ყოვლისა, ვამბობთ თვით არსენ იყალთოელის განმარტების საფუძველზე.

თავად განსაჯეთ, - რას გვეუბნება არსენ იყალთოელი თავისი თარგმანის სქოლიოში "სამი ნათლისღების" განმარტებისას და რაზე გველაპარაკება ე. ჭელიძე? არსენ იყალთოელი მოკლედ და ლაკონურად ბრძანებს: "შეისწავლე სამი ნათლისღება, სამი ჩაყოფის ნაცვლად".
ეს კი ნიშნავს - სადაც კანონში წერია "სამი ნათლისღება" სამი ჩაყოფა იგულისხმეთო. ე. ჭელიძე კი ამის საპირისპიროდ გვეუბნება -  იქ სადაც წერია "სამი ნათლისღება" -  შთაფლვა (ჩაყოფა) ან დასხმა კი არ უნდა იგულისხმოთ, არამედ ნათლობის აღსრულება წმ. სამების სახელზე, წმ. სამების სახელზე ნათელ-ღება, ნათლობის სამნაწილედობაო.

ქართული სასულიერო მწერლობის მთარგმნელობით თავისებურებებზე მსჯელობისას ე. ჭელიძე აკეთებს ასეთ საინტერესო შენიშვნას: "მართლმადიდებლურ სამყაროში დამკვიდრებული იყო ასეთი მთარგმნელობითი მეთოდი: ძველბერძნული ტექსტი უნდა თარგმნილიყო სიტყვასიტყვით, უცვლელად, ხოლო თუ ამგვარი თარგმანის შედეგად რაიმე ფრაზა ან სიტყვა გაუგებრობას გამოიწვევდა ანდა განმარტების საჭიროებს შექმნიდა, მთარგმნელს აშიაზე უნდა მოეცა სათანადო შენიშვნა. ... ამგვარ მთარგმნელობით მეთოდს, როგორც აღვნიშნეთ, უცვლელად იცავდა არსენ იყალთოელი, ხოლო მისმა მოძღვარმა ეფრემ მცირემ თეორიულადაც გამოთქვა და ჩამოაყალიბა იგი. აი, ეფრემ მცირის სიტყვები: "წმინდანის (ე. ი. წმიდა მამის, ე. ჭ.) სიტყვას წრფელად, შეურევლად და შეუცვლელად ვთარგმნი, ხოლო თუკი ჩვენს ენაზე (გადმოტანისას) საჭირო გახდება რაიმე აზრში სიცხადის შეტანა, კიდეზე მივაწერ ადგილ-ადგილ ანდა წიგნის თავში, შესავალში ვაჩვენებ" (გაახალქართულებული თარგმანი ე. ჭელიძისაა - არქიეპ. პ.) (ხს. შრ. გვ. 94-95).

ამრიგად, როგორც ე. ჭელიძე ბრძანებს "ამგვარ მთარგმნელობით მეთოდს უცვლელად იცავდა არსენ იყალთოელიც", რის გამოც მის მიერ ძველბერძნულიდან ნათარგმნ სჯულისკანონში, კერძოდ წმ. მოციქულთა 50-ე კანონთან დაკავშირებით, სადაც ძველბერძნულ "ტრია ბაპტისმატას" შესატყვისად ძველქართულ თარგმანში წერია "სამი ნათლისღება", არსენ იყალთოელს გაუკეთებია შენიშვნა: "შეისწავლე სამი ნათლისღება, სამი ჩაყოფის ნაცვლად". აშკარაა, რომ ე. ჭელიძის მიერ მოცემული განმარტება ეწინააღმდეგება არსენ იყალთოელის მიერ მოცემულ განმარტებას. არსენ იყალთოელი ქართულ ტერმინ "ნათლისღებაში" (შესაბამისად ძველბერძნული "ბაპტისმისა") "ჩაყოფაზე" მიგვანიშნებს. გვეუბნება, რომ აქ სწორედ "ჩაყოფა" უნდა ვიგულისხმოთ.

მოკლედ, ე. ჭელიძე აბუნდოვანებს არა მარტო წმ. მოციქულთა 50-ე კანონის შინაარსს და მის ქვეტექსტსაც, არამედ თვით არსენ იყალთოელის მიერ სქოლიოში მოცემულ განმარტებასაც, რადგან ამბობს, რომ "ეს კანონი (მოციქულთა 50-ე - არქიეპ. პ.) ეხება არა შთაფლვისა და დასხმის ჭეშმარიტება-არაჭეშმარიტების საკითხს, არამედ ეხება და გმობს ერთნაწილედ, ერთჯერად ნათლობას, ე. ი. გმობს ნათლობას, რომელიც სრულდება მარტოდენ ერთი ჰიპოსტასისადმი".

ჩვენ ვმსჯელობთ 50-ე კანონში გამოყენებული ძველბერძნული სიტყვის "ბაპტიზმას" მნიშვნელობაზე, რათა სწორად გავიგოთ კანონის შინაარსი და დანიშნულება და არა იმაზე, თუ რა მიზანდასახულობა აქვს ზოგადად 50-ე კანონს. ცხადია, ეს კანონი ეწინააღმდეგება ნათლობის ერთგზისი შთაფლვით აღსრულებას ქრისტეს სიკვდილის მიმართ, მაგრამ ჩვენ გვაინტერესებს, რა იგულისხმება წმ. მოციქულთა 50-ე კანონში გამოყენებულ ტერმინ "ბაპტიზმაში" - ნათლობის სახელწოდება, ნათლის მინიჭება თუ შთაფლვა? - ე. ჭელიძის სწავლებით - ნათლის მინიჭება, ხოლო არსენ იყალთოელის მიერ სქოლიოში მოცემული განმარტების მიხედვით - ჩაყოფა (ანუ შთაფლვა).

წინააღმდეგობა არსენ იყალთოელისა და ე. ჭელიძის განმარტებებს შორის ცხადზე უცხადესია!


ე. ჭელიძის მეშვიდე სიცრუე


მორიგი ხრიკი, რასაც ე. ჭელიძე მიმართავს ტერმინ "ბაპტიზმას" გაბუნდოვანების საკითხში, არის ასეთი: წიგნში "ეკლესია - სძალი უფლისა" ვკითხულობთ: "თუ "ბაპტისმა" ყოფითი აზრითაც არ ითარგმნებოდა "შთაფლვად", მაშინ რა შეესატყვისებოდა ქართულ "შთაფლვას" და რუსულ погружение-ს ბერძნულში?

მოკლედ აღვნიშნავთ,
- წერს ე. ჭელიძე, - რომ წყლის პროცედურასთან დაკავშირებით ძველ ქართულში, ჩვეულებრივ, არ გვხვდება სიტყვა "შთაფლვა". მის ნაცვლად გვაქვს "შთაყოფა", რაც უიგივდება რუსულ погружение-და ორივე მათგანის ბერძნული შესატყვისი საეკლესიო ტექსტებში თითქმის ყველა შემთხვევაში არის ტერმინი "კატადიუსის" (
Kat=dusi~)..." (ე. ჭ. "ეკლესია - სძალი უფლისა". გვ. 125).

ისე, რომ არ შევხებით ტერმინ "კატადიუსისს", რადგან ის ნამდვილად "შთაფლვას", "ჩაძირვას" ნიშნავს, ე. ჭელიძის ამ განმარტებასთან დაკავშირებით ვიტყვით, რომ წმ. მოციქულთა 50- ე კანონის განხილვისა და მასში ტერმინ "ბაპტისმას" გამოყენების გარჩევის პროცესში ჩვენს ოპონენტს მკითხველი განზრახ "განზე გაჰყავს" და ყურადღება სხვა საკითხზე გადააქვს. საქმე ის არის, რომ ძველბერძნულში (როგორც ეს ჩვენს მიერ დამოწმებული წყაროებიდანაც ჩანს) შთაფლვის აღმნიშვნელი ტერმინებია არა მარტო "კატადიუსისი", არამედ "ბაპტისმა"-ც. მოცემულ შემთხვევაში ჩვენ ვმსჯელობთ არა იმაზე, თუ რომელი ტერმინი გამოხატავს ბერძნულში შთაფლვას, არამედ ვარკვევთ, თუ რა შინაარსისაა წმ. მოციქულთა 50-ე კანონში ტერმინი "ბაპტისმა". სწორედ მის მნიშვნელობას აბუნდოვანებს ბ-ნი პროფესორი და ყურადღება "შთაყოფის", იგივე "შთაფლვის" აღმნიშვნელ სხვა ტერმინზე, კერძოდ "კატადიუსისზე" გადააქვს.  

საკითხი რომ გავამარტივოთ, მოდი, პასუხი გავცეთ ე. ჭელიძის ასეთ კითხვას: "თუ "ბაპტისმა" ყოფითი აზრითაც არ ითარგმნებოდა "შთაფლვად", მაშინ რა შეესატყვისებოდა ქართულ "შთაფლვას" და რუსულ погружение-ს ბერძნულში?" (ე. ჭ. ხს. შრ. გვ. 124).

ამ კითხვას პირდაპირ ვუპასუხებთ - წმ. მოციქულთა 50-ე კანონში ქართულ "შთაფლვას" და რუსულ "погружение"-ს ბერძნულში შეესაბამება  ტერმინი "ბაპტისმა" და არა "კატადიუსის".

ვინმეს თუ ჩვენი პასუხი ვერ დააკმაყოფილებს, მაშინ შეხედოს წმ. მოციქულთა 50- ე კანონის ზემოთ დამოწმებულ ძველბერძნულ ტექსტს წიგნიდან: "Правила св. апостол, святых соборов вселенских и поместных и святых отец с толкованиями". Изд. Моск. общ. люб. дух. просвещения. Москва 1876, стр. 105) (სურათი იხ. ქვემოთ), სადაც ბერძნულ ტექსტთან ერთად მოცემულია მისი სლავური თარგმანიც. ბერძნულ ტექსტში გამოყენებულია სიტყვა "ტრია ბაპტისმატა", ხოლო სლავურად (და ასევე ლათინურად) ეს ტერმინი თარგმნილია როგორც "погружение", ანუ შთაყოფა (იგივე შთაფლვა). გარდა ამისა, როგორც უკვე აღვნიშნეთ, ტერმინის ამგვარ შინაარსს არსენ იყალთოელიც უჭერს მხარს და მიუხედავად იმისა, რომ მან "ბაპტისმა" თარგმნა ზუსტი ბერძნული "ტერმინული შესატყვისობით", სქოლიოში მიანიშნა, რომ აქ, ანუ წმ. მოციქულთა 50-ე კანონში, ის შთაფლვას ნიშნავს. საგულისხმოა ისიც, რომ დასხმაზე არსენ იყალთოელს არ გაუკეთებია არავითარი მინიშნება, რაც, ალბათ, აუცილებელი იქნებოდა, მოცემულ კონტექსტში (ანუ 50-ე კანონში, მისი შინაარსიდან გამომდინარე) რამენაირად რომ ყოფილიყო ნაგულისხმევი დასხმითი წესი ნათლობისა. მით უმეტეს, თუ, როგორც ე. ჭელიძე აღნიშნავს, "სიტყვა "ბაპტიზმა" "შთაფლვას" ნიშნავს ოდენ ყოფითი აზრით, თანაც "შთაფლვა" არის მისი ერთ-ერთი ყოფითი მნიშვნელობა" (ე. ჭ. "ეკლესია - სძალი უფლისა. გვ. 85).



ე. ჭელიძის "განმარტებაში" სხვა წინააღმდეგობაც არის: თუკი ტერმინი "ბაპტიზმა" აღნიშნავს ნათლისღებას, როგორც საეკლესიო საიდუმლოს, ხოლო ბიზანტიელი საეკლესიო კომენტატორების პრაქტიკაში იყო თარგმნის დროს შედარებით გაუგებარი სიტყვების უფრო ზუსტი განმარტების მიცემა სქოლიოებში ან ველებზე, ან კიდევ წიგნის შესავალში, იბადება კითხვა: რის საფუძველზე განმარტავდნენ კომენტატორები სიტყვა "ბაპტიზმას" ჩაყოფის, შთაფლვის მნიშვნელობით და რატომ არის წმ. მოციქულთა 50- ე კანონი ასე განმარტებული სლავური და ძველქართული თარგმანების სქოლიოებში? განა აშკარა არ არის, რომ სქოლიოში მითითებული სიტყვები ("ჩაყოფა" და "погружение") ბერძნული სიტყვის, "ბაპტიზმას" შთაფლვით მნიშვნელობას უსვამენ ხაზს და არა საეკლესიო საიდუმლოს სახელწოდებას?

გარდა ამისა, დავსვათ ასეთი კითხვაც: თუ არსენ იყალთოელის და საზოგადოდ, ძველქართული მთარგმნელობითი მეთოდისთვის დამახასიათებელი იყო არშიებზე თუ სქოლიოებზე, ან კიდევ შესავალში გაუგებარი ადგილებისა და სიტყვების განმარტება და თუკი, როგორც ე. ჭელიძე ირწმუნება, 50-ე კანონში გამოყენებულ ტერმინ "ბაპტისმაში", რომელიც ქართულად "ნათლისღებით" ითარმგნა, სამების ნათლის მინიჭება იგულისხმება, რატომ ეს არ აღნიშნა არსენ იყალთოელმა თავის განმარტებაში?

რატომ არ გვასწავლის არსენ იყალთოელი იმას, რასაც ე. ჭელიძე გვიჩიჩინებს თავისი წიგნიდან? და მეტიც, გვასწავლის - "სამ ნათლისღებაში" სამი ჩაყოფა იგულისხმეთო?! - იმიტომ, რომ არსენ იყალთოელი იყო კეთილსინდისიერი ქრისტეანი და პიროვნება, ხოლო ე. ჭელიძე არის დაინტერესებული ცრუპენტელა!

მისი ცრუპენტელობის გამოხატულებაა თუნდაც ის, რომ ტერმინ "ბაპტიზმას" მრავალმნიშვნელოვნების საფუძველზე გამოჰყავს აზრი, თითქოსდა ის არ შეიძლება ნიშნავდეს მხოლოდ შთაფლვას, როდესაც ლაპარაკია ნათლისღების საიდუმლოზე; ხოლო, აქედან გამომდინარე, გვიმტკიცებს, თითქოსდა ნათლისღების საიდუმლო შეიძლება დასხმითაც შესრულდეს. მაგრამ გაურკვევლობას ბადებს - თუ ეს სიტყვა სხვადასხვა მნიშვნელობით და სხვადასხვა მოქმედების აღსანიშნავად გამოიყენება (მაგალითად, ის ნიშნავს "შეღებვას" ან "რამეში ნემსის შერჭობას" - უფრო დეტალურად იხ. ქვემოთ), და იმ დროს, როდესაც კონკრეტულად ამ ვითარებაზეა ლაპარაკი, ვხვდებით, რას შეიძლება "ბაპტიზმა" გულისხმობდეს (მაგ.: ნემსის შერჭობას ან ბოძის შეღებვას), რატომ არის გაუგებარი მისი შთაფლვითი მნიშვნელობა, როდესაც ლაპარაკია ნათლისღებაზე? ან პირიქით, - თუკი ტერმინი "ბაპტიზმა" ცხადად მიანიშნებს რომ "ბოძი შეიღება", ან "მცენარე მოირწყა" და არავინ იფიქრებს, რომ შეიღება მცენარე ან მოირწყა ბოძი, რადგან სიტყვას, ქვეტექსტიდან გამომდინარე, ყოველთვის აქვს ამგვარი მინიშნების თვისება, რატომ უნდა ვიფიქროთ, რომ ნათლისღების საიდუმლოსთან მიმართებაში ის არ შეიძლება მხოლოდ შთაფლვას გულისხმობდეს?  

იქმნება შთაბეჭდილება, რომ ზოგ შემთხვევაში (როცა ლაპარაკია რაღაცის შეღებვაზე, მორწყვაზე, შერჭობაზე... და ა. შ.), ე. ჭელიძეს ტერმინ "ბაპტიზმას" მნიშნელობაში ცალკეულ მოქმედებებთან დაკავშირებით ეჭვები არ ამოძრავებს და ყოველი ცალკეული და განსხვავებული შემთხვევისთვის გარკვეული აქვს ამ მრავალმნიშვნელოვანი ტერმინის დანიშნულება; მაგრამ, როგორც კი ნათლისღებაზე მიდგება საქმე, საკითხს გულმოდგინედ აბუნდოვანებს.

როდესაც ლაპარაკია ტერმინ "ბაპტიზმას" ისეთ მნიშვნელობებზე, როგორიც არის შეღებვა ან დასხმა და მისი სხვა მნიშვნელობები, რატომღაც ე. ჭელიძის ლოგიკაში ისინი შერეულ ასოციაციებს არ ბადებს ("შეღებვის" მნიშვნელობა არ ერევა "დასხმაში" და პირიქით), მით უმეტეს, არ ბადებს ის შთაფლვის ასოციაციას, მაგრამ როგორც კი ნათლისღების საიდუმლომდე მივა საქმე, ჩვენი ოპონენტი თავს იკლავს და ტერმინ "ბაპტიზმას" ოდენ შთაფლვითი მნიშვნელობით გაგებას კატეგორიულად უარყოფს.

ახლა გავარკვიოთ თვით ნათლისღების საიდუმლოს სახელწოდების ქართულ-რუსულ (სლავურ)-ბერძნული ტერმინების მნიშვნელობა.

მკითხველმა უკვე იცის, რომ ნათლისღების საიდუმლოს ქართულად "ნათლისღება", რუსულად - "კრეშჩენიე", ხოლო ბერძნულად - "ბაპტისმა" ეწოდება. მკითხველი ადვილად შეამჩნევს განსხვავებას ამ ტერმინებს შორის. ქართული სახელწოდება ხაზს უსვამს ნათლისღების საიდუმლოს იმ არსს, რაზეც ე. ჭელიძე თავის პირველ წიგნში საკმაოდ ვრცლად საუბრობს.

მართლაც, ნათლისღების საიდუმლო წმ. სამების განუყოფელი ნათლის მომნიჭებელია, ამიტომაც, ქართულ ტრადიციაში მას ეს სახელი ("ნათლის-ღება", ანუ ნათლის მიღება) ეწოდა. რუსულად ამ ტერმინს ("ნათლისღება") შეესაბამება - "პროსვეშჩენიე", ანუ განათლება. საგულისხმოა, რომ ნათლისღების საიდუმლოში, სანამ მღვდელი ან ეპისკოპოსი წყალში (ემბაზში) შეიყვანდეს მოსანათლავს, დაადებს თავზე მარჯვენა ხელს და იტყვის ლოცვას: "კურთხეულ არს ღმერთი, რომელი განანათლებს და აკურთხებს ყოველსა კაცსა მომავალსა სოფლად". სლავურად ასეა: "Благословен Бог просвящаяй и освящаяй всякаго человека грядущего в мир".

ამრიგად, ნათლისღების საიდუმლოს ქართულ სახელწოდებაში ხაზგასმულია ნათლის მინიჭება, მორწმუნის განათლება წმიდა სამების ნათელით.

რას ნიშნავს სლავურ-რუსული სახელწოდება "კრეშჩენიე" (Крещение)? ნიშნავს თუ არა ის იმას, რაზეც ქართული ან ბერძნული სახელწოდებები მიანიშნებენ?

ნათლისღების საიდუმლოს სახელწოდების სლავურ- რუსულ ვარიანტში მოცემული გვაქვს მინიშნება ჯვარზე, რადგან ტერმინ крещение-ს ფუძე არის სიტყვა "ჯვარი"
крест.

ერთ-ერთი რუსი მღვდელმსახური ტერმინ "კრეშენიეს" ეტიმოლოგიას ასე განმარტავს: "ბერძნულმა სიტყვამ "ბაპტიძო" (ბერძნულად ეს სიტყვა გამოიყენება ყოველთვის, როდესაც ლაპარაკია განბანვაზე ან წყალში შთაფლვაზე, კერძოდ, ასეა ეს წმ. იოანე ნათლისმცემელის ნათლობის შემთხვევაში) რუსულში (სლავურშიც) ვერავითარი ასახვა ვერ პოვა. ის უფრო ევროპულ ენებში აისახა (ავიღოთ თუნდაც "ბაპტისტები"), სლავურში კი დამკვიდრდა სიტყვა "კრეშჩენიე".
მაგრამ საიდან მოვიდა ეს წმიდად სლავური სიტყვა? როგორც ლინგვისტები აჩვენებენ, სიტყვა "კრეშჩენიემ" გაიარა ასეთი ევოლუცია: Христ/Крист (ძველბიზანტიური სიტყვა, რომელიც ნიშნავს ქრისტეს)
Крест (აქედან მომდინარეობს ჩვენი სიტყვა крест (ჯვარი) Крещение.

ასეთ ჯაჭვს, როგორც ყველაზე სავარაუდოს, გვთავაზობს გერმანულ-რუსული წარმოშობის ენათმეცნიერი, ლექსიკოგრაფი, სლავისტი და ბალკანისტი, საბჭოთა კავშირის მეცნიერებათა აკადემიის უცხოელი წევრ-კორესპონდენტი მ. ფასმერი (1886-1962) და მის კვალობაზე ყველა შემდგომი ფილოლოგიც. სხვა აზრი არ არსებობს.

მეცნიერები მხოლოდ იმაში ვერ თანხმდებიან სიტყვა "კრეშჩენიე" "კრესტიდან" (ჯვრის მნიშვნელობიდან - არქიეპ. პ.) მომდინარეობს თუ პირდაპირ არის დაკავშირებული ქრისტესთან, ანუ Христ/Крист-თან. თუ პირველი ვერსიაა სწორი, მაშინ სიტყვა "Крещение" წარმომდგარი იქნება სიტყვისგან "Крест" (ჯვარი) და ამ სიტყვის განმარტება შესაძლებელი იქნება, როგორც ჯვართან თანაზიარობა. ხოლო თუ ჩავთვლით, რომ "крещение" მომდინარეობს სიტყვისგან "Христ/Крист", ანუ სიტყვა "ქრისტე" - სგან, მაშინ ის ქრისტესთან, მაცხოვრის მისტერიასთან თანაზიარობის მიმანიშნებელი სიტყვა აღმოჩნდება. უბრალოდ ჩვენმა (ანუ რუსმა - არქიეპ. პ.) მთარგმნელებმა სიტყვა "ბაპტიძო" ყველგან გადათარგმნეს სიტყვით "კრეშჩენიე". მაგრამ ეს სიტყვები არანაირად არ არიან დაკავშირებულნი ერთმანეთთან. ბერძნული "ბაპტიძო" ნიშნავს შთაფლვას. ხოლო ჩვენი крещение ("კრეშჩენიე") დაკავშირებულია სიტყვებთან крест და Христос ("ჯვართან" და "ქრისტესთან") (Священник Константин Пархоменко. О происхождении слова "Крещение". https://azbyka.ru/forum/threads/o-proisxozhdenii-slova-kreschenie.7112).

ახალმოწესე ეპისკოპოსი ოლეგ ვედმედენკო ასეთ განმარტებას გვაძლევს: "სიტყვა "крещение"- ს ფუძე სლავურ ენებში განსხვავდება სხვა ენებზე არსებულ სახელწოდებათაგან, მათ შორის ორიგინალის ენისგანაც, ანუ ბერძნულისგან. ეს კი დიდ გაუგებრობას იწვევს... როდესაც 988 წელს კიეველთა ოფიციალური ნათლობა მოხდა, ყველა საჭირო საღვთისმსახურებო წიგნი მიღებულ იქნა ბულგარეთიდან, ასევე ბულგარული მართლწერაც, რომელიც თესალონიკელმა ძმებმა კირილემ (ერში კონსტანტინემ) და მეთოდემ და მათმა მოწაფეებმა მოაწესრიგეს. ეს მართლწერა ძველსლავურ მართლწერად იწოდება, და ძველბულგარული ენა, რომელიც საეკლესიო ცხოვრებაში დამკვიდრდა, იმ დროს რუსებისთვისაც მისაღები იყო, რამეთუ კიევი აღმოსავლეთ სლავების ცხოვრების ცენტრში იმყოფებოდა.

წმიდა კირილესა და მეთოდესგან მივიღეთ წმიდა წერილის ბერძნულიდან სლავური თარგმანიც. და ამ თარგმანში სიტყვა "крещение" წარმომდგარია არა ბერძნული "ჩაყურყუმელავებიდან" (окунаю), არამედ სიტყვიდან "крест" (ჯვარი). ცხადია, წმიდა მთარგმნელებს ამით სურდათ, ხაზი გაესვათ ბერძნული სიტყვის "ბაპტისმას" სულიერ-სიმბოლურ მნიშვნელობაზე, როგორც ჩვენი უფლის იესუ ქრისტეს ჯვრისმტვირთველობითი გზისადმი "სრულ შთაფლვაზე". როგორც თვით უფალი ამბობს: "მე ვარ გზა, ჭეშმარიტება და სიცოცხლე" (იოანე 14:6). მართლაც, ქრისტე - ეს არის ჭეშმარიტების გზა, რომელსაც მივყავართ მარადიული სიცოცხლისკენ. ქრისტესთან ერთად საკუთარ თავში ჯვარს აცვა შენი ცოდვა, მოკვდე ცოდვისათვის მასთან ერთად, ნიშნავს ქრისტესთან ერთად სულიერ აღდგომას მარადიული ცხოვრებისთვის, - აი ჭეშმარიტი ნათლისღება, ჭეშმარიტი შთაფლვა - ღმრთის ნებისადმი სრული მინებება. "რომელსა ჰნებავს შემოდგომად ჩემდა, უარყავნ თავი თKსი და აღიღენ ჯუარი თKსი და შემომიდეგინ მე" (მათე 16:24). ამგვარად, როგორც ვხედავთ, ბერძნული "ბაპტისმას" რუსულად "კრეშჩენიედ" თარგმნის ძირითადი მომენტი არის ამ სიტყვის იმ მნიშვნელობის გამოყენება, რომელიც გულისხმობს ჩვენი ძველი ცოდვილი ბუნების სრულ ჯვარცმას და სრულ შთაფლვას…" (ციტ. http://vedmedenko.org/statti.php?num=20).
აი რას ამბობს სიტყვა крещение-ს მართლწერასთან დაკავშირებით მიტროპოლიტი ილარიონი (ერში პროფ. ივანე ოგიენკო) თავის ნაშრომში "ჩვენი სალიტერატურო ენა": "ხშირად ურევენ ერთმანეთში სიტყვებს "крест", "крещение" და "Христос"... სიტყვა "крест", ძველსლავური "крьст", ყველა სლავი ხალხისთვის ცნობილია. ... სიტყვა "крещение" ნიშნავს ჯვრის მიღებას, იესუს ჯვარზე ვნების შედეგთან მიერთებას, მასთან თანაზიარობას.

მსოფლიოს ქრისტეანულ ენებში სიტყვები: "крест", "крещение" და "Христос" - სამი სხვადასხვა სიტყვაა. მაგალითად ბერძნულში: stauros, baptidzein и Christos (თარგმანში: "ჯვარი", "სრული შთაფლვა" და "ცხებული" სული წმიდის მიერ)..." (ციტ. http://vedmedenko.org/statti.php?num=20).

საინტერესოა აღინიშნოს, რომ სიტყვა "კრესტიტ" (крестить, креститься, перекрестить) რუსულში მრავალგვარი მნიშვნელობით გამოიყენება. ს. ი. ოჟეგოვისა და ნ. ი. შვედოვას რუსული ენის განმარტებით ლექსიკონში მოტანილია მისი რამდენიმე მნიშვნელობა:

1. ქრისტეანებში: ვინმეზე ეკლესიაში გაწევრიანების წესის (საიდუმლოს) აღსრულება და კერძო სახელის დარქმევა. ყრმის ნათლობა ემბაზში (У христиан: совершить (-шать) над кем-н. обряд (таинство) приобщения к церкви и наречения личного имени. К. младенца в купели).

2. ნათლიად ყოფნა (ნათლიმამობა), ნათლიდედობა... (Быть восприемником (крёстным отцом), восприемницей (крёстной матерью). Мы с соседом кумовья: я у него сына крестил. Мне с ним не детей к. (также перен.: не буду иметь с ним никакого дела, никаких отношений; разг.)

3. პირჯვრის გადაწერა, ჯვრით ლოცვითი ჟესტის გამოხატვა (Осенять крестным знамением, делать молитвенный жестзнак креста (в 3 знач.)" (http://www.classes.ru/all-russian/russian-dictionary-Efremova-term-38951.htm).

იგივეა ნათქვამი დ. ნ. უშაკოვის "რუსული ენის დიდ განმარტებით ლექსიკონშიც (http://www.classes.ru/all-russian/russian-dictionary-Efremova-term-38951.htm).

ამრიგად, როგორც მოტანილი მაგალითებიდან ცხადი ხდება შვიდი საეკლესიო საიდუმლოდან ერთ- ერთის, კერძოდ, ნათლისღების რუსული სახელწოდება "Крещение" არ წარმოადგენს ბერძნული "ბაპტიძოს", "ბაპტისმას" ზუსტ, პირდაპირ, ანუ ზედმიწევნით თარგმანს; მათ შორის მხოლოდ სულიერი კავშირი თუ მოიაზრება.

ახლა ვნახოთ, რას ნიშნავს ბერძნული "ბაპტიზმა".

უკვე ითქვა, რომ ქართული სიტყვა "ნათლისღება" აღნიშნავს ნათლისღების წმიდა საიდუმლოს საბოლოო შედეგს, წმიდა სამების ნათლის მიღებას წყალში სამგზის შთაფლვით. ძველმა ქართველმა ღვთისმეტყველებმა ამ საიდუმლოს ("ბაპტისმას") "ნათლისღება" უწოდეს და ახლა ვნახავთ, რომ ამ სახელწოდების შერქმევაში ბერძნული "ბაპტისმა" არაფერ შუაშია, რამეთუ ის საერთოდ არ აღნიშნავს ნათლის მიღებას. ტერმინი "ნათლისღება" მასში საერთოდ არ მოიაზრება.

ბერძნული "ბაპტისმა" ნიშნავს შთაფლვას, ჩაყურყუმელავებას, ჩაძირვას.

βαπτζω: - 1) შთაფლვა, ჩაყურყუმელავება (1) погружать, окунать; ეხ. (τιν ες τν λμνην и ες ან πρς θλατταν Plut.; πν τιν Anth.).

φλασι βεβαπτισνος Plut. - ვალებში ჩაფლული (увязший в долгах);

π τν πραγτων βαπτιζενος Plut.საქმეებში შთაფლული (поглощенный делами);  

βεβαπτισμνος Plat., Luc. - მთვრალი (опьяневший)

2) ფსკერზე ჩაშვება, ჩაძირვა (пускать ко дну, топить. ex. (
πολλ τν σκαφν Polyb.)

3) თავგზის აბნევა (сбивать с толку. ex. μειρκιον βαπτιζμενον Plat.).

4) ამოხაპვა (черпать) (ex. (
υτος κ κρατρων Plut.).

5) ნათლობა წყალში შთაფლვის გზით (путем погружения в воду) крестить, med. креститься Novum Testamentum).

βπτισμα (-ατος τ) - ნათლისღება (крещение NT).

βαπτισμς - განბანვა (омовение NT).

βαπτιστριον τ - 1) აბანო  (ванная, баня Plin.J.); 2) ემბაზი (купель NT).

βαπτιστς -ο - ნათლისმცემელი (იგულისხმება საიდუმლოს აღმასრულებელი - არქიეპ. პ.) (креститель; ex. ωννης Β. NT.).

βαπτς 1) ის, რაც შესაღებად გამოიყენება, საღებავი (служащий для окрашивания, красильный; ex. (χρμα Plat., Plut.).

2) შეღებილი (окрашенный; ex. (
χιτνες βαπτο χρμασι παντοδαπος Diod.).

3) მკაფიოდ, მკაფიო ფერში შეღებილი (ярко окрашенный, яркого цвета; ex. (
ρνις, μτια Arph.).

4) ადგილი, საიდანაც წყალს ხაპავენ, მოკრებენ (откуда черпают воду; ex. βαπτ κλπισι παγ Eur. წყარო, საიდანაც დოქებით წყალს იღებენ - источник, из которого кувшинами берут воду).

βπτω ("ბაპტო") 1) შთაფლვა, ჩაყურყუმელავება (погружать, окунать; ex. (τι ες τι Arst., Plut.).

2) შთაფლვა გამოსაწრთობად, გამოწრთობა (погружать для закалки, закалять; ex. (
πλεκυν εν δατι ψυχρ Hom.; κδας βελων Anacr.; σδηρος βαπτμενος Plut.).

3) შთაფლვა, შერჭობა (погружать, вонзать; ex. (ξφος ν σφαγασι Aesch.; φσγανον εσω σαρκς Eur.).

4) საღებავში ჩაყურყუმელავება, შეღებვა (окунать в краску, красить, окрашивать; ex. (βπτετο αματι λμνη Batr.; εματα βεβαμμνα Her.; βψαι ρια Plat.; τρχας Anth.).

5) ჩაყურყუმელავება შხამში, მოწამვლა (окунать в яд, отравлять; ex. (ος Soph.; χιναίῳ χλ τι Anth.).

6) გამორეცხვა, გარეცხვა (полоскать, мыть; ex. (τρια θερμ Arph.).

7) ამოხაპვა (зачерпывать, черпать; ex. (
ποντας λς Eur.; τ κλπιδι κηρα Theocr.).

8) შთაფლვა (погружаться; ex. (
ες ψυχρν Arst.).

9) ჩაძირვა (тонуть; ex. (
νας βαψεν Eur.).

(Большой древнегреческий словарь. http://slovarus.info/grk.php?id=%26%23946%3B&pg=3)

ახლა ვნახოთ, როგორ არის ნათარგმნი მათეს სახარების 28-ე თავის 19-ე მუხლი, სადაც ნათქვამია: "მაშ, წადით, დაიმოწაფეთ ყველა ხალხი და ნათელი ეცით მათ მამის და ძის და სული წმიდის სახელით" (ძვ. ქართ.: "წარვედით და მოიმოწაფენით ყოველნი წარმართნი და ნათელ-სცემდით მათ სახელითა მამისა
iთა და ძისაiთა და სულისა წმიდისაiთა").

რუს. სინოდ. თარგმ. (თანამედროვე რედაქცია): "Итак идите, научите все народы, КРЕСТЯ их во имя Отца и Сына и Святаго Духа".


ძვ. ბერძნ.:
Πορευθέντες οũναθητεύσατε πάντα τα έθνη, βαπτίζοντες αυτους εις το όνοα τοũ πατρος και τοũ υιοũ και τοũ αγίου πνεύατος (Мф. 28:19).

როგორია სიტყვა "ბაპტიძონტეს" (ნათელ-სცემდით, крестя) მნიშვნელობა ამ ადგილას?


βαπτζω ("ბაპტიძო") ნიშნავს - შთაფლვას, ნათლობას (საიდუმლოს სახელწოდებას, крестить) განბანვას (ცერემონიალურ განბანვას, იხ. მკ. 7:4 და ლკ .11:38), ჩაყურყუმელავებას (Варианты перевода: βαπτζω - погружать, крестить, омывать (о церемониальном омовении, см. Мк 7:4 и Лк 11:38), окунать (http://www.biblezoom.ru).

სხვათა შორის, აღმოსავლურ აზრობრივ (შინაარსობრივ) თარგმანში (CARS - "Central Asian Russian Scriptures", http://www.slovocars.org/index.php) სიტყვა "ბაპტიძონტეს" (βαπτίζοντες) ასეა ნათარგმნი: "ამიტომაც, წადით ყველა ხალხებთან და მოიმოწაფენით და აღასრულეთ მათზე შთაფლვა მამის, ძის და სულიწმიდის სახელით" (Восточный перевод смысловой (ჩAღშ): "Поэтому пойдите ко всем народам и сделайте их Моими учениками, совершая над ними ОБРЯД ПОГРУЖЕНИЯ в воду во имя Отца, Сына и Святого Духа") (http://www.biblezoom.ru).

ამრიგად, ვხედავთ, რომ ბერძნული სიტყვა "ბაპტიზმა", რომელიც, მართალია, შვიდი საეკლესიო საიდუმლოდან ერთ-ერთს აღნიშნავს, შთაფლვაზე, ჩაყურყუმელავებაზე, ჩაძირვაზე, ჩაყვინთვაზე მიანიშნებს და, მიუხედავად კიდევ სხვა მნიშვნელობებისა, რომელთაც ქვეტექსტებიდან გამომდინარე იძენს ეს სიტყვა ან მისი ფუძისგან ნაწარმოები სხვა სიტყვები, ძირითადად სწორედ შთაფლვის აღმნიშვნელია.

ცნობილი ქართველი მეცნიერი და ლიტურგისტი ექვთიმე კოჭლამაზაშვილი თავის გამოკვლევაში "კათკმევლობისა და ნათლისღების წეს-განგებანი" წმ. მოციქულ პავლეს სიტყვების "რომელთა-ესე ნათელ-ვიღეთ ქრისტე იესუის მიერ, სიკუდილისა მისისა მიმართ ნათელ-ვიღეთ..." და შემდეგ., სქოლიოში გვაძლევს შენიშვნას, სადაც უთითებს, რომ "ნათლისღების ბერძნული შესატყვისი -
b£=tisma - სწორედ წყალში ჩაყვინთვას ნიშნავს ("ჩაყვინთვის" შესატყვისად პოსტათონურ ტექსტებში გვაქვს შთაყოფა და ყურჭმა. იხ. დიდი კურთხევანი, გვ. 105)" (ექვთიმე კოჭლამაზაშვილი. კათაკმევლობისა და ნათლისღების წეს-განგებანი "კურთხევათა" უძველეს ქართულ კრებულებში. ქრისტიანულ-არქეოლოგიური ძიებანი. III. 3/2010. გვ.584).

ცნობილი გერმანელ-ამერიკელი ისტორიკოსი და ღვთისმეტყველი (პროტესტანტი) ფილიპ შაფი (1819 - 1893), რომელიც არც თვითონ არის დასხმითი ნათლობის უარმყოფელი (თუმცა, ე. ჭელიძისგან განსხვავებით ის ამბობს, რომ დასხმით ნათლობას ეკლესია მიმართავდა უკიდურეს შემთხვევებში), ტერმინ "ბაპტიზმას" ასე განმარტავს: "პირველდაწყებით ეკლესიაში "ნათლავდნენ ჩვეულებისამებრ შთაფლვით. ეს პრაქტიკა ეფუძნება ბერძნული სიტყვების
βαπτίζειν ("ბაპტიზინ") და  βαπτισός ("ბაპტიზმოს") პირვანდელ მნიშვნელობას, იორდანეში იოანესეული ნათლობის მაგალითს, იმ ფაქტს, რომ მოციქულები ამ წმიდა საიდუმლოს ადარებდნენ (ისრაელის) სასწაულებრივ გასვლას მეწამულ ზღვაში, წარღვნის კიდობანს, განმწმენდელ და განმაახლებელ ბანვას, ასევე დამარხვას და აღდგომას მკვდრეთით, - და ბოლოს, ტრადიციას, რომელიც არსებობდა ძველ ეკლესიაში და დღემდე შენარჩუნებულია აღმოსავლეთში" (Ф. Шафф. История христианской церкви. Спб., Библия для всех, 2010 г. Том 1, стр. 315).

საკმაოდ ვრცლად და დეტალურად მსჯელობს ამ თემაზე ცნობილი რუსი პროფესორი ალექსანდრ ალმაზოვი ნაშრომში "История чинопоследований Крещения и Миропомазания". "მართლმადიდებლური ეკლესიის სწავლებით, - ბრძანებს პროფ. ა. ალმაზოვი, - ნათლობა უნდა აღსრულდეს მოსანათლავის წყალში სამგზის შთაფლვით (Правосл. исп. ч. I. Спб, 1840, стр. 77. ციტ. ა. ალმაზოვის История чинопоследований Крещения и Миропомазания. Казань. 1884 г., стр. 283). მოინათლა თუ არა ასე თვით იესუ ქრისტე და ინათლებოდნენ თუ არა მოციქულთა დროს ამგვარი ფორმით? ამ კითხვებზე წმ. მოციქულთა წერილში პირდაპირ არაფერია განსაზღვრული. მიუხედავად ამისა, ყველა ირიბი მონაცემი, რომელიც კი შეგვიძლია ამოვიღოთ მათგან (ანუ მოციქულთა ეპისტოლეებიდან -  არქიეპ. პ.) და ყველა მოსაზრებას, გამოთქმულს ამ საგანზე, მივყავართ იმ დასკვნამდე, რომ ნათლობის ფორმა როგორც იესუ ქრისტეს, ასევე მოციქულთა პერიოდშიც იყო სწორედ შთაფლვა, და არა დასხმა, ან პკურება, რომელიც დღეს დასავლეთის ეკლესიაშია დამკვიდრებული" (ა. ალმაზოვის ხს. შრ. გვ. 284).

რას ეფუძნება თავის ამ მტკიცებულებებში პროფ. ა. ალმაზოვი? "უპირველეს ყოვლისა, - წერს იგი, - ამაზე მეტყველებს შემდეგი ფაქტი. როდესაც იესუს ნათლობაზე ლაპარაკობენ, მახარობლები ამბობენ, რომ "როცა მოინათლა იესო, მაშინვე ამოვიდა წყლიდან..." და "და, აჰა, გაეხსნენ მას ცანი და იხილა სული ღმრთისა, დაბლა რომ ეშვებოდა მტრედივით და გადმოდიოდა მასზე" (მათე 3:16). მაგრამ, როგორც კონსტანტინოპოლის პატრიარქი იერემია ამბობს, ეს "აღმოსვლა" თავისთავად გულისხმობდა იესუ ქრისტეს ჩასვლას წყალში (აი პატრ. იერემიას სიტყვები: Εβπτιζον ο πλαι, ο Ζερον οδλεαις τ δωρ πιρρυντζοντες τος βαπτιζονοις, λλ δι τριν καταρδσεων, τος Θεοις Ευαγγελοις πενοι. Ανβη γρ, θησιν, πο του δατος. Αλον δ, τι κατβη, πε νβη. Ιδο ον λαταδυοις, κα ο ραντισς&ραυο) (Liber, qui vocatur judex veritatis. Tom. I. p. 181. ed. Lipsiae. 1758. ციტ. Михаил (Лузин), еп. Курский и Белгородский. О крещении чрез погружение и обливание. 1855 г. https://azbyka.ru/otechnik/Mihail_Luzin/o-kreshenii-chrez-pogruzhenie-i-oblivanie/#note4).

"მაგრამ წყალში ეს ჩასვლა, ცხადია, მასში შთაფლვისთვის იყო საჭირო და არანაირად დასხმისთვის" (ციტ. პროფ. ა. ალმაზოვის დასახ. შრ. გვ. 284). "და ეს იმდენად ნათელია, - აგრძელებს პროფ. ალმაზოვი, - რომ თვით დასავლელ მეცნიერთაგან ყველაზე მიუკერძოებელნი აღიარებენ, რომ სიტყვით "ამოვიდა წყლიდან" (მათე 3:16) და "წყლიდან ამოსვლისთანავე" (მარკოზი :10) - მახარობლები იესუ ქრისტეს შთაფლვაზე მიანიშნებენ და არა სხვა რაიმე ფორმაზე ნათლობისა" (იქვე. ციტ. Михаил (Лузин), еп. Курский и Белгородский. О крещении чрез погружение и обливание. 1855 г. Прибавл. к твор. отц. Ч. XIV, стр. 434-435).

"ამ გამონათქვამების გარდა, - წერს პროფ. ა. ალმაზოვი, - რომელიც პირდაპირ ეხება მაცხოვრის ნათლობის ფაქტს, მოცემულ შემთხვევაში, უფლება გვეძლევა იგივე დასკვნა გავაკეთოთ მოციქულთა მიერ იოანესეული ნათლობის აღწერიდანაც. იოანე მახარობელის თქმით (იოანე 3:23), "იოანე ნათელს სცემდა ენონში, სალემის მახლობლად, ვინაიდან ბევრი წყალი იყო იქ" (ძვ. ქართ.: "იყო იოვანეცა და ნათელ-სცემდა ენონს, მახლობელად სალიმსა, რამეთუ წყალნი ფრიად იყვნეს მუნ"). ეჭვიც არ უნდა არსებობდეს იმასთან დაკავშირებით, რომ იოანემ იუდეველთა მოსანათლად ეს ადგილი აირჩია სწორედ იმიტომ, რომ აქ უფრო მოსახერხებელი იყო ნათლობა შთაფლვით" (სქოლიოში ავტორის მითითება: "რასაც ეთანხმებიან დასავლელი მეცნიერებიც" და მოსდევს ციტატა. იქვე. გვ. 285)".

მოცემულ შემთხვევაში, ბრძნულია პროფ. ა. ალმაზოვის ლოგიკა, რომელიც ამბობს: "იოანეს დასხმითად ან პკურებით რომ ენათლა, მაშინ "მრავალი წყალის" არანაირი საჭიროება არ იქნებოდა; ნათლობის ასეთი ფორმის (ანუ დასხმა-პკურების) შემთხვევაში იოანეს შეეძლო ნათლობა აღესრულებინა არა მარტო იორდანეში, არამედ ყველგან, სადაც კი თუნდაც რაიმე ოდენობის წყალი იქნებოდა საკმარისი დასხმისა და პკურებისთვის. ამრიგად, - ასკვნის პროფ. ალმაზოვი, - იოანე იუდეველთ ნათლავდა შთაფლვით. ამდენად, შეუძლებელია ეჭვის შეტანა იმაში, რომ იესუ ქრისტეც მან ზუსტად ისე მონათლა, როგორც ნათლავდა დანარჩენ იუდეველთ, რომლებიც მასთან მოსანათლავად მოდიოდნენ, წინააღმდეგ შემთხვევაში მახარობლები ვერ შეძლებდნენ დადუმებულიყვნენ იესუს ნათლობის თავისებურებაზე, თუ ის რამეთი განსხვავებული იქნებოდა იუდეველთა ნათლობისგან. ძველი ეკლესიის აზრიც ადასტურებს ამ შეხედულებას. "და თვით ჩვენი მაცხოვარი იესუ ქრისტე, - ამბობს ნეტ. იერონიმე, -  რომელიც კი არ განიწმინდა ნათლისღებით, არამედ თვითვე განწმინდა წყლები თავისი ნათლობით, როგორც კი თავი ამოჰყო დინებიდან და მიიღო სულიწმიდა" (იერონიმე. Dialog. contra Lucifer Сaр. VI. Curs. Compl. Palrolog. Tom XXIII, col. 161). იმავეს ამბობენ ეკლესიის სხვა მამებიც" (იქვე).

"ამრიგად, - აგრძელებს კვლავ პროფ. ა. ალმაზოვი, - თუკი შეუძლებელია ეჭვის შეტანა იმ ფაქტში, რომ იესუ ქრისტე მოინათლა შთაფლვით, გასაგები უნდა იყოს, რომ მოციქულებიც, რომლებიც ყოველივეში ბაძავდნენ თავიანთ ღვთაებრივ მოძღვარს, ნათლობას შეასრულებდნენ არა სხვაგვარად, არამედ იმავე ფორმით (ანუ შთაფლვით - არქიეპ. პ.). ეს მით უფრო ნათელი გახდება, თუ ყურადღებას მივაპყრობთ შემდეგ მოსაზრებას. როგორც უკვე აღვნიშნეთ, იესუ ქრისტემ მოცემული საიდუმლო (ნათლისღებისა -  არქიეპ. პ.) დააფუძნა მაშინ, როდესაც წარმოსთქვა ეს ღირსშესანიშნავი სიტყვები: "წადით, დაიმოწაფეთ ყველა ხალხი და ნათელი ეცით მათ მამის და ძის და სული წმიდის სახელით" (მათე 28:19). აქ ცნება "ნათლისღება" გამოხატულია სიტყვით "
Baptizw" ("ბაპტიძო"). ამისი შესატყვისი ტერმინი "крещение" - როგორც ძველ, ასევე ახალ აღთქმაში, ასევე ყოველთვის აღინიშნება სიტყვით Baptismos ("ბაპტიზმოს") ან Baptisma ("ბაპტიზმა"), ანუ სიტყვებით, რომელთაც ერთი ფუძე გააჩნიათ ტერმინ "ბაპტიძოსთან" (Baptizw). მაგრამ ზმნა "ბაპტიძო" (Baptizw) ან "ბაპტო" (B=ptw), გამოყენების მიხედვით ყოველთვის აღნიშნავს შთაფლვას - tingo, immergo, submergo. ასეთი მნიშვნელობითაა ის გამოყენებული ჰომეროსთან (Iλιας. Od. I , vers. 392), ამავე მნიშვნელობას ანიჭებენ მას ეკლესიის ძველი მამები და მოძღვრები, მაგალითად, იერონიმე (სქოლიოში პროფ. ალმაზოვის შენიშვნა: "Dialog. contra Luicifer. cap. VIII "Nam et multa alia, quae per traditionem in Ecclesiis observantur, velut in lavacro ter caput mergitare, deindo egressos, lactis et mellis gustare concordiam". Curs. Compl. Patrolog. Ser. Lat. Tom. XXIII , pag. 164. აქ სვიცერის აზრით  mergitare დგას Baptjzein-ის ნაცვლად. Svicer. Thesaur. Eccles. Tom. I, Edit. 1746, pag. 622. პროფ. ა. ალმაზოვის დასახ. შრ. გვ. 286. სქოლიო) და ტერტულიანე (De coron. mitit. cap. III . Curs. Compl. Patrolog. Ser. Lat. Tom. II, col. 79).

ისევ პროფ. ა. ალმაზოვს მოვუსმინოთ: "ძველ აღთქმაში, როგორც "ბაპტო", ასევე "ბაპტიძო" წარმოადგენენ ებრაული ზმნის თარგმანს, რომელიც შესაბამისად ნიშნავს tingo, immergo-ს (გამ. 12:22; 4 მეფ. 5:14), submergo-ს (გამ. 9:16; 69:3; იერემ. 38:6 და სხვა), რომლებიც გამოხატავენ რაღაცაში შთაფლვის ცნებას. ებრაულ ზმნათა ეს მნიშვნელობა შენარჩუნდა სლავურ თარგმანშიც, როდესაც ნათქვამია, მაგალითად, "И сниде Нееман и погрузися (
βαπτσατο) во Иордане седмижды" (4 Цар. 5:14) (ახალ ქართულ თარგმანშია "ჩაყვინთა", ხოლო ძველქართულ თარგმანში "იბანა"). ამავე აზრით გამოიყენებიან "ბაპტიძო" (Baptizw) და "ბაპტო" (B=ptw) ახალაღთქმისეულ წიგნებშიც, სადაც მეცნიერთა გამოანგარიშებით  "ბაპტიძო" (Baptizw) გამოიყენება 30-ჯერ, ხოლო "ბაპტო" (B=ptw) 3-ჯერ. ძველსა და ახალ აღთქმაში გამოყენებული ამ სიტყვების ჩვენს მიერ მითითებულ მნიშვნელობებს ეთანხმებიან დასავლელი მეცნიერებიც. გასაგებია, რომ იგივე მნიშვნელობა აქვს ამ სიტყვას ქრისტეს მიერ მოციქულებისთვის მიცემულ მცნებაშიც ნათლისღების აღსრულების შესახებ.

გამომდინარე აქედან, რა თქმა უნდა, სიტყვა "ბაპტიზმოს" (βαπτισμος) ან "ბაპტიზმა"  (Baptisma) -  ბუკვალურად ნიშნავს შთაფლვას. ასე არის გაგებული ეს ძველი ეკლესიის მოწმობებშიც, მაგალითად, მოციქულთა განწესებებში (აქ პროფ. ალმაზოვს სქოლიოში მოჰყავს "მოციქულთა განწესებების" ძველბერძნული ტექსტი და აღნიშნავს: "ჩერდება რა ამ კანონზე, სვიცერი (უფრო ზუსტ. შვეიცერი (იოჰან-კასპარი) (1620 1684) - არქიეპ. პ.) შენიშნავს: "Baptisma" vel "βαπτισμος" notat ргоргіе immersionem, intinctionem. Hinc baptisma idem quod καταduσiς. Can Apostol. ubi tres immersiones dicuntur "tria baptismata" unius mysterii sev initiationis) და სხვაგან (აქ კი სქოლიოში მოცემულია ასეთი ცნობა: "სიროპულოსის მიერ დაწერილ ფლორენციის კრების ისტორიაში (სეცლ. IX, сар. IX) ბერძენი გრიგოლ პროტოსვინკელოსი, პეტრე კალაბრიელთან დავის თაობაზე აღნიშნავს: "ბაპტიზმა" (Baptisma) ნიშნავს წყალში შთაფლვას და შემდეგ მისგან აღმოღებას" (В истории Флорентийскаго собора, писанной Григорием  Сиропулом (secl. IX, сар; IX) грек Григорий Протосинкел, по поводу спора с Петром Калабрийским, замечает: "βάπτισμα значитъ погружение в воду и потом извлечение из нея") (პროფ. ალმაზოვის ხს. შრ. გვ. 287. სქოლიო).

"ამრიგად, თუ "ბაპტიზმა"
"крещение" ნიშნავს შთაფლვას, ხოლო უფალმა, როდესაც მოციქულებს მისცა მცნება მოენათლათ ყოველნი წარმართნი და ნათლობის ცნება გამოხატა ერთმნიშვნელოვანი სიტყვით "ბაპტიძო", ამასთან, მოციქულებიც, როდესაც ნათლობაზე ლაპარაკობენ, მას სწორედ ამ სიტყვით აღნიშნავენ, აქედან  პირდაპირ გამომდინარეობს დასკვნა, რომ მოციქულთა პერიოდში ნათლობა შთაფლვით აღესრულებოდა" (პროფ. ა. ალმაზოვი. История чинопоследований Крещения и Миропомазания". Казань. 1884 г., стр. 287).

ამიტომაც, როდესაც არსენ იყალთოელის თარგმანზე ვმსჯელობთ, უნდა დავინახოთ ის ჭეშმარიტება, რომ მან თავის თარგმანში მოგვცა არა ტერმინ "ბაპტიზმას" ზუსტი, პრაქტიკული შესატყვისი, არამედ საეკლესიო საიდუმლოს აღმნიშვნელი ბერძნული ტერმინის ქართული შესატყვისი, რომელიც ქართულ საეკლესიო პრაქტიკაში უძველესი დროიდანვე არსებობს.

მაგრამ, რადგან "ბაპტიზმა", როგორც ეს უკვე ვნახეთ, პირდაპირი, ძირითადი მნიშვნელობით სწორედ შთაფლვას აღნიშნავს, და ამ შინაარსს ატარებს ის წმ. მოციქულთა 50-ე კანონის ხსენებულ ადგილას, არსენ იყალთოელმა მიუთითა კიდევაც სქოლიოში, რომ ტერმინი "ნათლისღება" აქ გაგებულიყო არა საიდუმლოს სახელწოდების, არამედ "ჩაყოფის" მნიშვნელობით. ასე რომ, არსენ იყალთოელიც იმავეს ბრძანებს, რასაც პირდაპირ ტექსტშივე გვეუბნებიან ლათინური და სლავური თარგმანები.

აქედან გამომდინარე, რადგან "ბაპტიზმას" "საიდუმლოს" მნიშვნელობის გარდა, შთაფლვის მნიშვნელობაც აქვს, ლათინურად და სლავურად მთარგმნელებს, რომელთაც, ორივეს ცალ-ცალკე, წყაროდ ბერძნული დედანი ჰქონდათ, ნათლისღებასთან დაკავშირებული ამ კანონის ძირითადი მნიშვნელობიდან გამომდინარე, სწორად გაუაზრებიათ ხსენებული სიტყვის მნიშვნელობა და ის საიდუმლოს აღმნიშვნელ ტერმინად კი არ უთარგმნიათ, არამედ მისი პრაქტიკული მნიშვნელობით, რაც არის შთაფლვა. ამით კანონს სრულიად გასაგები შინაარსი მიენიჭა, ანუ მოსანათლავი უნდა მოინათლოს წყალში სამგზის შთაფლვით წმ. სამების, მამის, ძის და სულიწმიდის სახელთა მოწოდებით და არა ერთგზისი შთაფლვით უფლის სიკვდილის მიმართ.

ტერმინ "ბაპტიზმას" მეორე მნიშვნელობით, ანუ საეკლესიო საიდუმლოს სახელწოდებით გამოყენება არათუ მოკლებულია ამ სიცხადეს, არამედ გაუგებრობასაც იწვევს, რადგან შეიძლება ადამიანმა იფიქროს, რომ მოციქულები ამკვიდრებენ სამ ნათლისღებას. სწორედ ამიტომ დაურთო არსენ იყალთოელმაც მოციქულთა 50-ე კანონს შენიშვნა და ტერმინი "ნათლისღება" კონკრეტულ შემთხვევაში წყალში "შთაყოფად" განგვიმარტა.

აღვნიშნოთ ისიც, რომ, თუ არსენ იყალთოელს ტერმინ "ბაპტიზმას" მნიშვნელობის სწორი გაგებისთვის სქოლიოში შენიშვნის ჩართვა დასჭირდა, განა მან თითქმის იგივე არ გააკეთა, რაც ლათინურად და სლავურად მთარგმნელებმა? ე. ჭელიძეს თუ დავუჯერებთ, განსხვავება მხოლოდ ის არის, რომ არსენს "ბერძნულისთვის არ უღალატნია", ხოლო ლათინურად და "მის კვალობაზე" სლავურ ენაზე მთარგმნელ ძველ მართლმადიდებელ მამებს "უღალატიათ" და თანაც, "ლიტონი მორწმუნეების" გამო.

გამოდის, საქართველოში "ლიტონი" არავინ ყოფილა, რომ არსენსაც გაეთვალისწინებინა, ან ძველ დასავლეთსა და სლავურ სამყაროში არ ყოფილან ბრძენი მამები ან ბრძენი ქრისტეანები, რომლებიც ქვეტექსტიდან ამოუღებლად გაიგებდნენ წმ. მოციქულთა 50-ე კანონის შინაარსს... თუ ქართველს შეეძლო გაეგო 50-ე კანონის მნიშვნელობა (თუმცა, სქოლიოში არსენ იყალთოელმა "შპარგალკა" მათაც მიაწოდა), რატომ არ შეეძლოთ მისი გაგება დასავლელ და სლავ ქრისტეანთ, - ჭკუასუსტები ხომ არ იყვნენ? ედიშერ ჭელიძის "ლოგიკით", ალბათ, ასეა.

მიუხედავად იმისა, რომ თითქმის გავარკვიეთ ტერმინ "ბაპტიზმას" მნიშვნელობა და მისი გამოყენების აზრი წმ. მოციქულთა 50-ე კანონში, ვფიქრობთ, ზედმეტი არ იქნება, თუ მივმართავთ კიდევ ერთ საკმაოდ ავტორიტეტულ კანონიკურ წყაროს, კერძოდ, მათე ბლასტარისის (XIV ს.) "სინტაგმას".

"სინტაგმაში" ვკითხულობთ: "წმიდა მოციქულთა 50-ე კანონი ბრძანებს აღსრულდეს სამი ნათლისღება (რუს. თარგმ.: три крещения) ერთი საიდუმლოსი, ანუ სამი შთაფლვა (т.е. три погружения) ერთ ნათლისღებაში, და ყოველი შთაფლვისას (при каждом погружении) წარმოთქმულ იქნას ერთი წმიდა სამების სახელი, და არა ერთი ნათლისღება უფლის სიკვდილის მიმართ, ანუ ერთხელ შთაფლან მოსანათლავი და ერთი შთაფლვით იუწყონ უფლის სიკვდილი, როგორც გულისხმობდა ამას ევნომეველთა მწვალებლობის სიცოფე, რომელსაც თავის 7-ე კანონში ახსენებს II მსოფლიო კრებაც: "რადგან უფალმა ასე კი არა თქვა, რომ "ჩემი სიკვდილის მიმართ ნათელ- ეცითო", არამედ თქვა: "წადით და დაიმოწაფეთ ყველა წარმართი და ნათელ-ეცით მათ მამის, ძისა და სულიწმიდის სახელით" (მათე 28:19); ხოლო ეპისკოპოსს ან პრესვიტერს, ვინც ასე არ აკეთებს, კანონი სჯის პატივის აყრით" (Матфей Властарь. Алфавитная Синтагма Собрание по алфавитному порядку всех предметов, содержащихся в священных и божественных канонах, составленное и обработанное смиреннейшим иеромонахом Матфеем. Москва 1996 г., стр. 90).

როგორც ვხედავთ, მათე ბლასტარისის "სინტაგმაში" პირდაპირ არის მითითებული, თუ რა უნდა ვიგულისხმოთ ტერმინში "ბაპტიზმა" (ქართ. "ნათლისღება", სლავ. "крещение") - ეს არის შთაფლვა, რაც საკმაოდ მკაფიოდ და კონკრეტულად არის ნაჩვენები ბლასტარისის მიერ და რაც ასევე კონკრეტულად მიუთითა არსენ იყალთოელმაც.

მეტიც, 50- ე კანონში კიდევ უფრო მეტი სიცხადე შეაქვს წმ. მოციქულთა 49-ე კანონსაც, სადაც ვკითხულობთ: "თუ რომელიმე ეპისკოპოსმა ან მღვდელმა ნათელ-სცეს არა უფლის განწესების შესაბამისად მამის, ძისა და სულიწმიდის მიმართ, არამედ ან სამი დაუსაბამოს, ან სამი ძის, ან სამი ნუგეშინისმცემლის მიმართ, განიკვეთოს" (საქ. ეკლ. კალენდარი. 1987 წ. გვ. 168).

სხვა ვერსიით: "თუ რომელიმე ეპისკოპოსი ან მღვდელი ნათლისღების საიდუმლოს აღასრულებს არა უფლის განწესებისამებრ: სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმიდისათა, არამედ სამი დაუსაბამოს, ან სამი ძის, ან სამი ნუგეშინისმცემლის მიმართ, განკვეთილ იქნეს".

http://library.church.ge/index.php?option=com_content&view=article&id=146:-85-&catid=34:2009-12-29-11-31-18&Itemid=59&lang=en.

ძველქართულად: "უკუეთუ ვინმე ეპისკოპოსმან, ანუ ხუცესმან განწესებისაებრ უფლისა არა ნათელ-სცეს მამისა მიმართ და ძისა და სულისა წმიდისა, არამედ სამთა დაუსაბამოთა მიმართ, ანუ სამთა ძეთა, ანუ სამთა ნუგეშინისმცემელთა მიმართ, განიკუეთენ" (დიდი სჯულისკანონი. თბილისი. მეცნიერება. 1975 წ. გვ. 221).



წმიდა მოციქულთა 49 კანონი


ამ კანონის განმარტებაში ნიკოდიმე მილაში ბრძანებს: "იესუ ქრისტემ, თავისი მოწაფენი საქადაგებლად რომ გაუშვა, უბრძანა მათ მოენათლათ ყველა ხალხი მამის, ძის და სულიწმიდის სახელით (მათე 28:19). ასე ნათლავდნენ მოციქულები და ასე უნდა მონათლოს ყველამ, ვისაც კი სურს, რათა ნათლისღება იყოს ნამდვილი და შეესაბამებოდეს სახარებისეულ სწავლებას. ყოველი ნათლობა, რომელიც ამ სიტყვების გარეშე აღსრულდება, ან აღსრულდება სხვა სიტყვებით, არ მიიჩნეოდა მართლმადიდებლურად და ნამდვილად. მოციქულთა დროში არსებობდნენ სხვადასხვა სექტები, რომლებიც ამ სიტყვების გარეშე ნათლავდნენ, არამედ, როგორც კანონი ამბობს, ნათლავდნენ "სამი დაუსაბამოს, ან სამი ძის, ან კიდევ სამი ნუგეშინისმცემელის" სახელით, რადგან დამახინჯებული ჰქონდათ სწავლება წმ. სამების შესახებ. სწორედ ამ მწვალებელთა წინააღმდეგ არის მიმართული ეს კანონი, რომელიც თავისი პატივისგან დაამხობს ეპისკოპოსს ან პრესვიტერს, რომელიც არ შეასრულებს ნათლისღებას უფლის დაწესებისამებრ" (Правила Православной Церкви с толкованиями Никодима епископа Далматинско-Истрийского. Пер. с сербского. Том I.  Изд. Св. Троицк. Серг. Лавры. 1996 г., стр. 122-123).

იმავეს ბრძანებენ ბალსამონი, ზონარა და არისტენეც.

ამრიგად, 49-ე კანონში გადმოცემულია მოციქულთა სწავლება, თუ როგორ (ანუ რა ფორმულის წარმოთქმით) უნდა ნათლავდნენ ეპისკოპოსნი და პრესვიტერნი მოსანათლავს. სწორედ ამ კანონმა გაილაშქრა ნათლისღების დროს არა წმ. სამების, არამედ სხვაგვარად, სხვა ფორმულირებით მონათვლის წინააღმდეგ. ხოლო წმ. მოციქულთა 50-ე კანონმა გვიჩვენა, თუ როგორ უნდა სრულდებოდეს უშუალოდ ნათლისღების საიდუმლო, ანუ წყალში სამგზის შთაფლვით და წმიდა სამების სახელთა მოწოდებით თითოეულ შთაფლვაზე და არა ერთგზის შთაფვლით, უფლის სიკვდილის მიმართ; თუ მოციქულთა 49-ე კანონი აქცენტს აკეთებს სანათლავ ფორმულაზე, 50-ე - ნათლისღების საიდუმლოს შესრულების ფორმაზე; 49-ე კანონი გმობს იმ მწვალებლებს, რომლებიც ნათლობის დროს სანათლავ ფორმულას არღვევდნენ (ანუ არ ნათლავდნენ მამის, ძის და სულიწმიდის სახელით), ხოლოდ 50-ე აქცენტს აკეთებს სამგზის შთაფლვაზე (ე. ჭელიძის ტერმინოლოგიით, ნათლობის საიდუმლოს "სამნაწილედობაზე") ერთ საიდუმლო ქმედებაში და გმობს იმ მწვალებლებს, რომლებიც ერთგზის შთაფლავდნენ ქრისტეს სიკვდილის მიმართ, და საიდუმლოს, - ისევ ე. ჭელიძეს დავესესხებით, - "ერთნაწილედად" აღასრულებდნენ.

ამრიგად, სრულიად ცხადია, რომ წმ. მოციქულთა 50-ე განწესება აკანონებს მოსანათლავის წყალში სამგზის შთაფლვით ნათლობას წმ. სამების - მამის, ძის და სულიწმიდის სახელზე, ის ეწინააღმდეგება კონკრეტულად ერთგზის, უფლის სიკვდილის მიმართ ნათლობის აღსრულებას და ასევე გმობს ყოველგვარ სხვა ნათლობას, რომელიც სამგზისი შთაფლვით, წმ. სამების სახელთა მოწოდებით არ აღსრულდება.

მაშ, ნათლობის რომელი წესია მართებული - შთაფლვა თუ პკურება? ამ კითხვის სრულიად განსაზღვრული და კონკრეტული პასუხი მოცემულია თვით ბერძნულ სიტყვაში "ბაპტიზმა", რომელიც წყალში შთაფლვას ნიშნავს.

პკურებითი ან დასხმითი "ნათლობა", ანუ "პკურებითი შთაფლვა" ოქსიუმორონია (ბერძნ
.: οξύωρον, - გონებამახვილურად სულელური) - ეს არის სტილისტური ფიგურა, ურთიერთგამომრიცხავი სიტყვების შეხამება. ოქსიუმორონისთვის დამახასიათებელია წინააღმდეგობის გამოყენება სტილისტური ეფექტის შესაქმნელად. ფსიქოლოგიური თვალსაზრისით, ოქსიუმორონს აუხსნელი სიტუაციის გადაწყვეტის მეთოდად იყენებენ. ჩხადია, ამ მეთოდს ე. ჭელიძეც მიმართავს.

წმ. მოციქული პავლე ბრძანებს: "რომელთა-ესე ნათელ-ვიღეთ ქრისტე იესუის მიერ, სიკუდილისა მისისა მიმართ ნათელ-ვიღეთ, და თანა-დავეფლენით მას ნათლისღებითა მით სიკუდილსა მისსა, რაითა, ვითარცა-იგი აღდგა ქრისტე მკუდრეთით დიდებითა მამისაითა, ეგრეცა ჩუენ განახლებითა ცხორებისაითა ვიდოდით. რამეთუ, უკუეთუ თანანერგ ვექმნენით მსგავსებასა მას სიკუდილისა მისისასა, ეგრეთცა აღდგომასა მას - მისსა ვიყვნეთ" (რომ. 6:3-5). "მაშასადამე, პავლეს სიტყვით, ნათლისღება ქრისტეს "სიკუდილისა მიმართ" აღესრულება, რაც იმას ნიშნავს, რომ ნათლისღების რიტუალი, ანუ წყალში შთაფლვა ("შთაყოფა", "ყურჭუმა") - ქრისტეს სიკვდილისა და დაფლვის მსგავსებას გამოსახავს; ნათლისღებით ქრისტიანი ქრისტეს თანანერგი ხდება; და თუ იგი დაემსგავსება მას სიკვდილსა და დაფლვაში, დაემსგავსება აღდგომაშიც, და უკანასკნელ ჟამს, საყოველთაო აღდგომისას, "გარესკნელის ბნელში" კი არ განიდევნება, არამედ ქრისტეს ნათელში მოხვდება, განახლებული ცხოვრებით ივლის (რომ. 6:4)" (ე. კოჭლამაზაშვილი. "კათაკმევლობისა და ნათლისღების წეს-განგებანი "კურთხევათა" უძველეს ქართულ კრებულებში". Qრისტიანულ-არქეოლოგიური ძიებანი. 3/2010. გვ. 584).

ვფიქრობთ, ტერმინ "ბაპტისმასთან" და წმ. მოციქულთა 50- ე კანონთან დაკავშირებით საკითხი გარკვეულია. წმ. მოციქულები ამ კანონით აწესებენ შთაფლვით ნათლობას და არა დასხმითს, რასაც მიანიშნებენ ტერმინით "ბაპტისმა", რომელიც ძველბერძნულშივე, თავისი ძირითადი მნიშვნელობით "შთაფლვას" ნიშნავს.

მნიშვნელოვანია ასევე აღინიშნოს, რომ ე. ჭელიძე თავის ორივე წიგნში ამბობს, სიტყვა "შთაფლვა" არ გულისხმობს ოდენ სრულ ფიზიკურ ჩაძირვას წყალში და რომ ეს მხოლოდ სულიერი ტერმინია, წყალპკურების დასაცავად კი, პირიქით, ამტკიცებს, რომ სიტყვა "პკურება" ნიშნავს წყალპკურებით ნათლობას და ყველგან სადაც კი ხვდება სიტყვა "სხურება" ან "პკურება", დასხმით-პკურებითი ნათლობის გამართლების საფუძვლად მიიჩნევს. აქ შეიძლება მოგვიგონ, ე. ჭელიძეს თავის წიგნში "ეკლესია - სძალი უფლისა" ნათქვამი აქვს, რომ გარკვეული თვალსაზრისით, "სხურებაც ნიშნავს შთაფლვას". მაგრამ ეს დაშვება უფრო თავის დაზღვევის შინაარსს ატარებს, რადგან ჩვენი "მეცნიერი" მის მიერ მოტანილ არც ერთ წყაროს, სადაც კი ნახსენებია "დასხმა" ან "სხურება", არასოდეს განიხილავს შთაფლვის თვალსაზრისით, არამედ მხოლოდ და მხოლოდ პირდაპირი, ანუ დასხმით-პკურებითი ნათლობის მნიშვნელობით აღიქვამს.

აქედან გამომდინარე, ობიექტურად განწყობილი მკითხველი რწმუნდება ე. ჭელიძის მიკერძოებულ და სუბიექტურ მიდგომაში, რაც დასტურდება ასევე პირველ საუკუნეთა გრაფიკული გამოსახულებების მისეული ინტერპრეტაციებით, რომელიც ჩვენმა ოპონენტმა თავის მეორე "ანტისტაროვერულ" წიგნში შემოგვთავაზა. კერძოდ, თავის ამ ნაშრომში პირველსაუკუნეთა გრაფიკული გამოსახულებების განხილვისას (ქვემოთ მათ ჩვენ დაწვრილებით შევეხებით), სადაც სწორედ სიმბოლურ მხატვრობასთან გვაქვს საქმე და ნათლობის საიდუმლო სიმბოლიზმის ენით არის გადმოცემული, მათ მხოლოდ და მხოლოდ პირდაპირი მნიშვნელობით განგვიმარტავს. გვრჩება შთაბეჭდილება, რომ ე. ჭელიძეს სიმბოლიზმი სჭირდება მხოლოდ იქ, სადაც შთაფლვაზეა ლაპარაკი, ხოლო იქ, სადაც გამოყენებულია "დასხმა" ან "პკურება", ამ ტერმინებს მხოლოდ პირდაპირი მნიშვნელობით იგებს.

მაგრამ ამით როდი მთავრდება ე. ჭელიძის ამბოხი ნათლისღების შთაფლვითი ფორმის წინააღმდეგ. თავის კადნიერებაში ე. ჭელიძე იმდენად შორს მიდის, რომ ის განიკითხავს მთელს ეკლესიას და წმიდა მამებს განშიშვლებითი და წყალში შთაფლვითი ნათლობის გამო. ჩვენი სიტყვების სამართლიანობა რომ ცხადი გახდეს, ვნახოთ, რას "მჭევრმეტყველებს" ჩვენი "მეცნიერი" ამ საკითხთან დაკავშირებით.

<<<

20

>>>

 
TOP-RATING.UCOZ.COM
Назад к содержимому | Назад к главному меню Яндекс.Метрика