აპოლოგეტიკა - გზა - მართლად სავალი. III_II_13_ეკლესია ეპისკოპოსის გარეშე - მკვდარი სხეული თუ ცოცხალი ორგანიზმი? - საქართველოს ძველმართლმადიდებლური ეკლესია

საქართველოს ძველმართლმადიდებლური ეკლესიის ოფიციალური საიტი
Перейти к контенту
არქიეპისკოპოსი პავლე (ხორავა)

გზა - მართლად სავალი

ნაწილი II

გრანდიოზული დივერსია

17-ე  საუკუნის რუსეთის საეკლესიო რეფორმის მიზეზები და შედეგები მსოფლიო მართლმადიდებლობისთვის. ძველმართლმადიდებლობის დოგმატურ-კანონიკური და ისტორიულ-ლიტურგიკული გამართლება
მართლმადიდებლური ჯვარი
მკითხველო, წინამდებარე წიგნი, რომლის ინტერნეტ-ვერსიასაც ჩვენს ოფიციალურ საიტზე გთავაზობთ, მართლმადიდებლური სარწმუნოების საძირკვლის გამაგრების, შენთვის ჭეშმარიტი ქრისტეანული გზის ჩვენებას ისახავს მიზნად. აქ თავმოყრილია დიდძალი კვლევითი მასალა, რომელიც ეხება დოგმატიკის, ლიტურგიკის, ეკლესიის ისტორიის და ესქატოლოგიის სფეროებს. წიგნი მდიდარია ფაქტობრივი და დოკუმენტური მასალით და მოიცავს პერიოდს I საუკუნიდან ვიდრე XXI საუკუნემდე. ავტორი გვაძლევს ნათლისღების საიდუმლოს, სხვადასხვა ლიტურგიკული წეს-ჩვეულების, 17-ე საუკუნის საეკლესიო რეფორმისა და მისი შედეგების შემჭიდროებულ, მაგრამ ამავე დროს ღრმა ანალიზს.

წიგნში მხილებულია ძველმართლმადიდებლური ეკლესიის წინააღმდეგ მიმართული ცილისწამებებისა და ბრალდებების უსაფუძვლობა; ავტორის მიზანია, ჭეშმარიტების ერთგულ ყოველ ქრისტეანს მიუთითოს გზა მართლად სავალი. იმის გასარკვევად, რომ ეს გზა სწორედ ძველმართლმადიდებლურ ქრისტეანობასთან მიდის, არა მარტო აქ მოტანილი საეკლესიო წესებისა და სხვადასხვა მოვლენის განმარტება დაგეხმარება, არამედ კრებულში თავმოყრილი სადისკუსიო მასალებიც დიდად წაგადგებგა და ორ მოპაექრე მხარეს შორის მტყუან-მართლის გარჩევაც არ გაგიჭირდება.

წიგნის პირველი ნაწილი ეძღვნება ნათლისღების საიდუმლოს, მისი შესრულების კანონიკურ და არაკანონიკურ ფორმებს; მეორე ნაწილი - 17-ე  საუკუნის რუსეთის საეკლესიო რეფორმას და მის შედეგებს როგორც საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიისთვის, ასევე მსოფლიო მართლმადიდებლობისთვის; მესამე ნაწილი კი მთლიანად ეძღვნება ეკლესიის უძლეველობას.

ჭეშმარიტი ქრისტიანული სიყვარულით უძღვნის ამ წიგნს ძველმართლმადიდებლური ეკლესიის არქიეპისკოპოსი პავლე (ხორავა) წმიდა სარწმუნოების გზაზე შემდგარ ყოველ მართლმადიდებელს.

წიგნი გამოიცა ძველმართლმადიდებელ ქრისტეანთა შემოწირულობით.


თავი II
___________________________________________________________________________________________________________________________________

ეკლესიის დაქვრივების შესახებ


13. ეკლესია ეპისკოპოსის გარეშე - მკვდარი სხეული თუ ცოცხალი ორგანიზმი?

ამრიგად, ჩვენ განვიხილეთ საკითხთა მთელი სპექტრი ზ. ნოდიას პუბლიკაციებიდან: "სტაროვერთა სამხილებლად" და "წერილები", რომელიც მოცემულია მის წიგნში "ფიქრები ბოლო ჟამის საქართველოზე". საკითხები ჩვენი ოპონენტის მიერ გადმოცემულია არა მხოლოდ არაზუსტად, არაობიექტურად და მიკერძოებით, არამედ მწვალებლურად.

წმიდა წერილიდან და წმიდა მამათა თხზულებებიდან გამომდინარე, ჩვენ განვიხილეთ ეკლესიის დაქვრივების საკითხი ძველაღთქმისეულ სიონთან და იერუსალემთან, ასევე ძველაღთქმისეულ ქვრივებთან მიმართებაში. ვნახეთ წმიდა მამათა განმარტებები და წინასწარმეტყველებები ამ საკითხზე.

განვიხილეთ ეკლესიის ქრისტოცენტრულობის საკითხი, რომელსაც ზ. ნოდია აბსოლუტურად არაზუსტად განმარტავს. ვამხილეთ იგი ლათინური მწვალებლობების ქადაგებაში, რაც გამოიხატა ეკლესიის საძირკვლად პეტრე მოციქულის, აქედან კი ყველა მოციქულისა და მათი მემკვიდრე ეპისკოპოსების გამოცხადებაში, რაც წმიდა მამათა სწავლებაში არ მოიპოვება და მათივე განმარტებით არასწორია, რადგან ეკლესიის საფუძველი არის თვით ქრისტე და არა სხვა ვინმე.

აქედან, დამტკიცდა ზ. ნოდიას არასწორი მიდგომა მაცხოვრის სიტყვებისადმი: "შენ ხარ კლდე", რომელიც მან უთხრა პეტრე მოციქულს, მაგრამ იგულისხმა არა თვით პეტრე, არამედ მისი რწმენა ქრისტეს ღმერთკაცობისადმი.

ასევე ვაჩვენეთ, რომ ზ. ნოდია ლათინური სულისკვეთებით აცხადებს ეპისკოპოსებს ქრისტეს ადგილნაცვლებად, რითაც წარმოჩინდა, რომ ის მოჩვენებითად ებრძვის ლათინურ-პროტესტანტულ მწვალებლობებს, სინამდვილეში კი თავადვე იმყოფება ლათინურ-პროტესტანტული იდეოლოგიის ზეგავლენის ქვეშ და აქტიურად ქადაგებს კიდევაც მას თავისი წიგნის მეშვეობით.

ზ. ნოდია ასევე ვერ არის გარკვეული "დროებითისა" და "სრულის" კატეგორიებში, მას ერთმანეთში ერევა ეს ორი ცნება, საიდანაც შესაბამისად გამოჰყავს მიუღებელი დასკვნები. და ბოლოს, ვამხილეთ ზ. ნოდიას აბსოლუტურად არასწორი აზრი ნათლისღების საიდუმლოს ადგილსა და მნიშვნელობაზე მართლმადიდებლურ ეკლესიაში.

მწვალებლობათა მთელი ეს "თაიგული", რომელსაც ზ. ნოდია თავდაჯერებული მედიდურობით წარმოაჩენს საკუთარი სიმართლის დასტურად, ნათლად წარმოაჩენს ჩვენი ოპონენტის სრულ უმეცრებას. ზემოთ ვთქვით და კიდევ გავიმეორებთ - საეკლესიო და თეოლოგიურ საკითხებში ზ. ნოდია არის აბსოლუტური პროფანი, რაც ქვემოთ კიდევ დადასტურდება მისი სხვა არაერთი უაზრო ბრალდებითა და მოსაზრებით.

მაგრამ ეს კიდევ არაფერი. ხიბლისმიერი იდეით შეპყრობილი ამბიციური ზ. ნოდია, რომელსაც საკუთარ თავზე ივერიის გაბრწყინების მისია აუღია, ქართველ ერზე "მზრუნველობით" თავმომწონეობს და აცხადებს: "მე პირადად, მომხრე და მოდარაჯე ვარ, რომ ჩვენი სარწმუნოებრივი შენობის არცერთი აგური არ იქნეს დაკარგული..." (გვ. 196), შემდეგ კი მგზნებარე აღტყინებით შესძახებს: "საქართველოს გაბრწყინებისთვის თავს არ დავზოგავ, მაგრამ სხვებს უნდათ რო?..." (ზ. ნოდიას სტილი ყველგან დაცულია - არქიეპ. პ.) (გვ. 218). ბოლოს კი ამბობს, რომ ეკლესიის შენობის თითოეული აგურის დასაცავად ლამის მარტოკა დარჩა: "მას მერე (რაც ეკუმენიზმის წინააღმდეგ გაიბრძოლა მორწმუნეთა ერთმა ნაწილმა - არქიეპ. პ.), - წერს ჩვენი "პუბლიცისტი", - გაჩუმდა ყველა, ჩვენი ეკლესიიდან, მხოლოდ მეღა მიჭირავს დიოგენეს ფანარი - ეკუმენიზმიდან სინოდ-საპატრიარქოს გამოსვლის აუცილებლობის მართლმხილებითი ესტაფეტა... მარტო მე ვწერ შინაურ ერესიარქებზე... ამიტომ ვიძახი "აღსდექ რჯულისკანონო""! (გვ. 129).

ვფიქრობთ, ზ. ნოდიას ეს პრეტენზიული განცხადებები კომენტარს არ საჭიროებს, მათზე დასკვნას მკითხველი თვითონ გააკეთებს, ჩვენ კი ვიკითხოთ: რაზე აშენებენ თავიან რწმენას ზ. ნოდია და მისთანანი? ამ შეკითხვას ნეტ. იერონიმეს სიტყვებით ვუპასუხებთ: "... ერეტიკოსები, მართალია, ქრისტეანთა სახელს ატარებენ, მაგრამ არც ის ესმით რაზე ლაპარაკობენ, არც ის რასაც ამტკიცებენ და ცთომილების სულითა და დემონთა სწავლებებით გატაცებულნი, "შემწუარნი თKსითა გონებითა" (1 ტიმ. 4:2) პირმოთნედ ცრუობენ. ასე რომ, ურწმუნონი გატაცებულნი არიან იმათი ნუგეშისცემით, რომლებიც იძლევიან ყალბ დაპირებებს; ამიტომაც "მიეცემიან ისინი სატანას, ხორცით სატანჯველად" (შეად. 1 კორინთ. 5:5) და წარიტყვევნებიან თავიანთი ბელადის, ბაბილონის მეფის (ანუ ეშმაკის - არქიეპ. პ.) მიერ და დაექვემდებარებიან სასჯელს, რამეთუ უარყვეს ქრისტეს მეთაურობა, თუმცა მას აუსრულებელი ოცნებებით სასოებენ". აი ასეთები არიან ზ. ნოდია და "ძმანი მისნი" და ასეთი იქნება მათი საბოლოო ხვედრი, თუ გონზე დროულად არ მოეგებიან და არ შეინანებენ.

ზ. ნოდია თავის წიგნში ერთგან წერს: "წმიდა გადმოცემის არასწორი განმარტება ისევე ამრუდებს რჯულს, როგორც სამოთხიდან გამოსულებს შეაცვლევინა სატანამ და მისმა ეშმაკებმა სამოთხისეული რჯული" (იქვე. გვ. 135). ჩვენი "პუბლიცისტის" ზემოთ განხილული მწვალებლობებისა და უაზრობების მხილველებს გვიჩნდება შეკითხვა - თვით ზ. ნოდიას ვინ გაამრუდებინა წმიდა გადმოცემა და ეკლესიის დოგმატური სწავლება? - იმედია, მკითხველი ადვილად გასცემს ზუსტ პასუხს ამ შეკითხვასაც, ჩვენ კი ზემოთ ნახსენებ დოცენტ ვალერი სინილშჩიკოვის მორიგ "არგუმენტებს" მივუბრუნდეთ.

ვ. სინილშჩიკოვის "არგუმენტაციის" მიხედვით, დაქვრივებული ეკლესია ეკლესიურობის ნიშანს სხვა ეპარქიებთან ან ადგილობრივ ეკლესიებთან თანაზიარობის ძალით ინარჩუნებს. აი, რას წერს ძველმორწმუნეთა ოპონენტი: "თუ შესაძლებელია ადგილობრივი ეკლესიის დაქვრივებაზე ლაპარაკი, ეს არანაირად არ ნიშნავს, რომ ეს დაქვრივებული ეკლესია საერთოდ უეპისკოპოსოდ დარჩა. თუ ეს დიდი ქალაქის, ოლქის და ა. შ. ეკლესიაა, მის ეპისკოპოსს (მით უმეტეს - მიტროპოლიტს ან პატრიარქს) ჰყავს ვიკარიუსი, ქორეპისკოპოსები და ა. შ. ეპარქიაში თუ ერთი ეპისკოპოსია - მაშასადამე, ასეთი ეპარქია შედის მიტროპოლიის შემადგენლობაში ან საპატრიარქო ოლქში და თავისი ეპისკოპოსის გარდა მის ღვთისმსახურებაში კიდევ მოიხსენიებიან პირველი (მოც. 34. კანონი) ეპისკოპოსები - მიტროპოლიტი და პატრიარქი, რომლებსაც ძალაუფლების გარკვეულ ფარგლებში აქვთ ეკლესიაზე მზრუნველობის მოვალეობა".

ზემოთ მოტანილი ჭეშმარიტების დასამტკიცებლად, ვ. სინილშჩიკოვი იმოწმებს პატრიარქ ბალსამონის განმარტებას წმიდა მოციქულთა 34-ე კანონზე, კართაგენის 74 (85) კანონს, IV მსოფლიო კრების 25-ე კანონს, VI მსოფლიო კრების 35-ე კანონს. მკითხველს არ გადავღლით ამ კანონთა და მათი განმარტებების ჩამოწერით, არამედ თვით ვ. სინილშჩიკოვის სიტყვებითვე აღვნიშნავთ, რომ მათში ლაპარაკია მიტროპოლიტის მონაწილეობის მიზანშეწონილობაზე დაქვრივებული ეკლესიის მმართველობაში, რომელიც დიდი სჯულისკანონით რეგულირდება. საიდანაც ვ. სინილშჩიკოვს გამოაქვს შემდეგი დასკვნები:

"ამგვარად, - წერს იგი, - დაქვრივებულ ეკლესიას, მასში ვიკარიული მღვდელმთავრები რომც არ იყვნენ, 1) ურთიერთობა აქვს პირველ ეპისკოპოსებთან (მიტროპოლიტთან ან პატრიარქთან) ლიტურგიაზე მათი მოხსენიების ძალით (იგივე მღვდელმთავრები მონაწილეობენ მის მმართველობაშიც); 2) გადადის სხვა კათედრის ეპისკოპოსის დროებით მმართველობაში და 3) აქვს ევქარისტული ერთობა ყველა სხვა არადაქვრივებულ ეკლესიასთან, სხვა ეპისკოპოსებთან. რის გამოც შეუძლებელია ითქვას, რომ ის საერთოდ ეპისკოპოსის გარეშე დარჩა".

ამიტომაც, ვ. სინილშჩიკოვის აზრით, ""დაქვრივებული ეკლესიის" ცნება, რომელსაც სრულიად მოაკლდა ეპისკოპოსი (ანუ მას ეპისკოპოსი არ ჰყავდა არათუ თვითონ, არამედ არც სხვა, არადაქვრივებულ ეკლესიებთან ევქარისტული ერთობის ძალით) - ძველმოწესეთა წარუმატებელი გამონაგონია, რომლითაც დღეს ე. წ. "ჭეშმარიტად მართლმადიდებელი ეკლესიის" (ИПЦ) ზოგიერთი განშტოებაც სარგებლობს და ცდილობს გაამართლოს თავისი კანონიერების სტატუსი 60-70-იან წლებში (ეს არის პერიოდი ეპ. პეტრეს (ლადიგინი) გარდაცვალებიდან რუსეთის საზღვარგარეთის მართლმადიდებელ ეკლესიასთან (РПЦЗ) ან ძველმესტილეებთან ერთობაში გადასვლამდე)".

ამის შემდეგ კი ვ. სინილშჩიკოვი აკეთებს გამაოგნებელ დასკვნას, რომელსაც თავის წიგნში ზ. ნოდიაც იმეორებს: "ეპისკოპოსის გარეშე ეკლესია ქვრივი კი არა, მკვდარია - ის, უბრალოდ, არც არსებობს: ეპისკოპოსი აუცილებელია ეკლესიისთვის. ამის შესახებ წერდა მრავალი წმიდა მამა ... მათ ციტატებს თანამედროვე თარგმანში ქვემოთ დავიმოწმებ" (დედანში: "Без епископов Церковь не вдовая, а МЕРТВАЯ ее просто НЕТ: епископ необходим в Церкви.  Об этом писали многие Отцы. ... Ниже привожу эти цитаты в современном переводе") (ციტ. Валерий Синильщиков. Без епископа нет Церкви. https://vk.com/topic-5551851_29434010) (URL-ის მიმართვის თარიღი: 09.11.2020).

ჩვენ ვლაპარაკობთ ეკლესიის არსზე, მის ბუნებაზე და იმაზე, შეიძლება თუ არა მთელი ეკლესია დაქვრივდეს, ანუ დარჩეს ეპისკოპოსის გარეშე; და თუ არ შეიძლება, უნდა გავერკვეთ, რატომ; ასევე გავერკვეთ, მთელი ეკლესიის დაქვრივების შეუძლებლობა რამდენად შეესაბამება სინამდვილეს, წმიდა მამათა სწავლებას ამ საგანზე.

ჩვენ არ ვლაპარაკობთ იმაზე, თუ როგორი სისტემა აქვს ეკლესიას მისი ერთი რომელიმე ნაწილის დაქვრივების შემთხვევაში და რა კავშირი არსებობს მის ეპარქიებსა და თუნდაც ადგილობრივ ავტონომიურ ეკლესიებს შორის. ამიტომაც, მთელი რიგი კანონების დამოწმება ამ სქემის საჩვენებლად, როგორც ამას ვ. სინილშჩიკოვი აკეთებს, ჩვენთვის საინტერესო საკითხის გასარკვევად არანაირ შედეგს არ გვაძლევს.

ოპონენტები ამგვარ მაგალითებს იმოწმებენ მხოლოდ იმიტომ, რომ სურთ დაამტკიცონ ეკლესიის მთლიანი დაქვრივების შეუძლებლობა და რომ ის არც არასოდეს დაქვრივებულა, რადგან ყოველთვის, როდესაც ერთი რომელიმე ნაწილი ქვრივდებოდა, მას მაინც ჰყავდა ეპისკოპოსი, რომელიც, მართალია, სხვა ეკლესიის (ან ეპარქიის) მეთაური იყო, მაგრამ ევქარისტული ერთობის ძალით, ეკლესია მაინც არ რჩებოდა ეპისკოპოსის გარეშე.

კიდევ ერთხელ გავიმეორებთ, ჩვენ გვაინტერესებს არა ეს, არამედ - რა მოხდება, თუკი ეკლესია მთლიანად დაქვრივდება, ანუ მის არც ერთ ნაწილს, არც ერთ ეპარქიას არ ეყოლება ეპისკოპოსი. რჩება თუ არა მორწმუნეთა ასეთი ერთობა ეკლესიად და არის თუ არა ის ქრისტეს მისტიკური სხეული, რომლის თავი არის თვით ქრისტე? ჩვენ ვამბობთ - დიახ, ასეთ შემთხვევაშიც ეკლესია ქრისტეს სხეულად რჩება, რადგან ქრისტე მარტო ეპისკოპოსთა თავი როდია. მაგრამ ჩვენი ოპონენტები ამას კატეგორიულად უარყოფენ.

როგორც ეკლესიის რაობის განმარტებიდან ჩანს, ის არის მებრძოლ და მედღესასწაულე ეკლესიათა ერთობა, ამიტომ, ეკლესიის უეპისკოპოსოდ დარჩენაზე თუ იქნება ლაპარაკი, მაშინ, რაკიღა ეკლესია ზეციურ და მიწიერ ეკლესიათა ერთობაა, ის შეუძლებელია უეპისკოპოსოდ დარჩეს, რამეთუ ცაში ეკლესიას უამრავი ეპისკოპოსი ჰყავს და ყველა ისინი ერთი ეკლესიის წევრები არიან და არა სხვადასხვა ეკლესიისა. მებრძოლი და მედღესასწაულე ეკლესიები - ერთი ეკლესიაა და არა ორი, რასაც ახალმოწესეობრივი კატეხიზმოებიც კი საკმაოდ მკაფიოდ განმარტავენ. მაგრამ, მაშინაც კი, თუკი უეპისკოპოსოდ დარჩენაში მხოლოდ მებრძოლ ეკლესიას ვიგულისხმებთ, შეუძლებელია ეს ვითარება ეკლესიის არარსებობის ნიშნად გამოვაცხადოთ. მიზეზი ამისა ძალზე მარტივია - ეკლესია უძლეველია და არ კვდება, რადგან უკვდავი და უძლეველია მისი თავი - იესუ ქრისტე!

წიგნში "ფიქრები ბოლო ჟამის საქართველოზე" ჩვენი კრიტიკით გართული ზ. ნოდია ასეთ ბრალდებას გვიყენებს: "იგი (ანუ მე - არქიეპ. პ.) თავისებური ხერხით, მეთოდით ნებისმიერ საკითხს გვერდს უქცევს, ნებისმიერ საეკლესიო ჭეშმარიტებას კონტექსტიდან ამოგლეჯით შემოგიბრუნებს და ამტკიცებს - აი, ამ ჭეშმარიტებას ეწინააღმდეგებიანო, ან ვერ გებულობენო" (დასახ. წიგნი. გვ. 236).

მკითხველი რომ თავისი ამ ბრალდების ჭეშმარიტებაში დაარწმუნოს, ჩვენს ოპონენტს მაგალითიც კი მოჰყავს: "მაგალითად, - წერს იგი, - "ეკლესიაზე დიდი არ არისო ეპისკოპოსი"... განა ეს ჩვენ ვამტკიცეთ სადმე? ცხადია არა, მაგრამ დაგაბრალებს და ამ ათვლის წერტილიდან იწყებს თავის მსჯელობას იმ მიზნით, რომ არამართალი, განმტყუნებული და წაგებული გამოგიყვანოს, მკითხველი კი თავის სიცრუეში გადაიტყუოს" (იქვე). ზ. ნოდია ამ ბოლო ფრაზის ნიმუშსაც ასახელებს: "აი, მაგალითად: "ქრისტეა ეკლესიის თავი და არა ეპისკოპოსი, ეს უკანასკნელი მხოლოდ თავისი სამწყსოს თავიაო". ან ამას ვინ იჩემებდა?" (იქვე).

მაშასადამე, ზ. ნოდია მკითხველს ჩვენს არაკეთილსინდისირებაში არწმუნებს და ამბობს, თითქოსდა თვითონ არსად შეწინააღმდეგებია სწავლებას იმის შესახებ, რომ "ეპისკოპოსი ეკლესიაზე დიდი არ შეიძლება იყოს" ან კიდევ იმას, რომ "ეკლესიის თავი არის ქრისტე და არა ეპისკოპოსი"; თითქოსდა ზ. ნოდია სრულიად იზიარებდეს ამ სწავლებას და მის საწინააღმდეგოს არსად ამტკიცებდეს. მაგრამ, ზუსტად ამ სიტყვების შემდეგ მოცემული მომდევნო მსჯელობით თავის ჭკუასუსტობასაც და ჩვენი ბრალდებების სინამდვილესაც თვალსაჩინოდ გვიდასტურებს; კერძოდ, იმას, რომ სწორედ ეპისკოპოსი მიაჩნია ეკლესიაზე მეტად და ეკლესიის თავად ქრისტეს კი არა, ეპისკოპოსს აღიარებს. ჩვენი სიტყვების სიმართლეში ზ. ნოდიას ხსენებული წიგნის შესაბამისი ადგილის ციტირება დაგვარწმუნებს: "პირიქით, - წერს ნოდია, - ჩვენც სწორედ იმის ჩვენება გვინდა, რომ სტაროვერული სამწყსო ეკლესიად არ ითვლება, რადგან თავი არ ჰყოლია და როგორღა დაქვრივდებოდა?"

აქ მცირედით შევჩერდეთ და ვიკითხოთ ვის გულისხმობს ზ. ნოდია, როცა ამტკიცებს: "სტაროვერებს თავი არ ჰყოლიათო"? - რა თქმა უნდა ეპისკოპოსებს, რადგან დაქვრივება ხომ ეკლესიის უეპისკოპოსოდ ყოფნას ნიშნავს. ამიტომაც, როდესაც დაქვრივებაზეა ლაპარაკი, წინადადებაში "სტაროვერული სამწყსო ეკლესიად არ ითვლება, რადგან თავი არ ჰყოლია" სიტყვაში "თავი" პირდაპირ ეპისკოპოსი უნდა ვიგულისხმოთ. ისიც უნდა აღვნიშნოთ, რომ ტერმინი "დაქვრივება" გულისხმობს ეკლესიის უეპისკოპოსოდ დარჩენას და არამც და არამც დარჩენას ქრისტეს გარეშე, რადგან უქრისტეოდ ეკლესია საერთოდ არ არსებობს - ეკლესია არის მხოლოდ იქ, სადაც არის ქრისტე! ამიტომაც, იქ, სადაც დაქვრივებაზეა ლაპარაკი, ყოველთვის ეპისკოპოსი უნდა ვიგულისხმოთ.

მეტიც, ზ. ნოდია კიდევ უფრო დაბეჯითებით გვარწმუნებს "ამის გამო ვთქვით - "ეკლესია ეპისკოპოსშიაო", რაც ნიშნავდა იმას, რომ სტაროვერები დაუქვრივებლად დარჩნენ უეკლესიოდ!" (იქვე. გვ. 236).

რას ნიშნავს "ამის გამო ვთქვით ეკლესია ეპისკოპოსშიაო"? ანუ რის გამო თქვა ეს ჩვენმა "პუბლიცისტმა"? ამის განმარტებას ზ. ნოდია იქვე გვაძლევს: "რაც ნიშნავდა იმას, რომ სტაროვერები დაუქვრივებლად დარჩნენ უეკლესიოდ!" (იქვე). ე. ი. ზ. ნოდიას მტკიცებით შეიძლება უეკლესიოდ დარჩე ორნაირად:

1) როცა "სტაროვერული" სამასწლიან დაქვრივებასთან გვაქვს საქმე, და 2) როცა დაუქვრივებლად რჩები უეკლესიოდ. ამ უკანასკნელ მტკიცებულებას ჩვენ ქვემოთ თავის ადგილას შევეხებით. ახლა კი ყურადღღება მივაპყროთ ფრაზას: "უეკლესიოდ" დარჩნენ.

ხედავთ?! - "უეკლესიოდ" დარჩნენო!

რატომ "უეკლესიოდ"? - იმიტომ, რომ უეპისკოპოსოდ იყვნენო.

აქ სრულიად აშკარაა პარალელი "ეპისკოპატსა" და "ეკლესიას" შორის. უეპისკოპოსობა, ზ. ნოდიას აზრით, უეკლესიობაა და ამას ჩვენი "პუბლიცისტი" და მისი შორეული სულიერი ძმა ვ. სინილშჩიკოვი ჯიუტი თავგამოდებით გვიმტკიცებენ.

მაშ, თუ ახალმოწესე ნიკონიანელთა აზრით, უეპისკოპოსოდ ყოფნა "უეკლესიობას" ნიშნავს, ცხადდება თუ არა აქ ეკლესიის თავად ეპისკოპატი და არა ქრისტე? - რა თქმა უნდა, სუბიექტთა ასეთი გადაადგილებით ჩვენი ოპონენტი ეკლესიის თავად აღიარებს ეპისკოპატს და არა ქრისტეს და ჩვენი მისამართით გამოთქმული კრიტიკა, თითქოსდა მას რაღაცას ვაბრალებდეთ, გახლავთ მტკნარი სიცრუე.  

ამრიგად, ზ. ნოდია თვალსაჩინოდ ამხელს საკუთარ თავს და ასევე თვალსაჩინოდ ადასტურებს ჩვენი სიტყვების სიმართლეს, რომ ის ეკლესიის თავად ქრისტეს კი არა, ეპისკოპატს აცხადებს. ვინც გაცნობია მის წიგნს "ფიქრები ბოლო ჟამის საქართველოზე", შეამჩნევდა, რომ მასში ქრისტე ეკლესიის თავად არსადაა ნახსენები და, როგორც ზემოთ დამოწმებული ადგილიდანაც ვნახეთ, ეკლესიის თავად ის სწორედ ეპისკოპატს აღიარებს.

ზ. ნოდიასთვის ეს ლოგიკურიცაა რადგან ის გამომდინარეობს ლათინური სწავლებიდან ეკლესიის საფუძვლად, "კლდედ" პეტრე მოციქულისა და მისი მემკვიდრეების (ეპისკოპოსების) აღიარების შესახებ. ოღონდ, ლათინური სწავლებისგან განსხვავებით, რომელიც წმ. პეტრე მოციქულის მემკვიდრეებად მხოლოდ რომის ეპისკოპოსებს (პაპებს) მიიჩნევს, ზ. ნოდია (და მთელი ახალმოწესეობრივი ეკლესია) ასეთ ლოდად ეპისკოპატს მიიჩნევს, საიდანაც გამოდის ლოგიკური დასკვნა, რომ ეპისკოპოსები არიან ქრისტეს ადგილნაცვლები და, ბუნებრივია, ეკლესიის თავიც. ამ სწავლებას "კოლექტიური პაპიზმიც" სწორედ ამის გამო ვუწოდეთ და ეს არის სათავეშივე დაშვებული მწვალებლური ცთომილების ლოგიკური დასასრული, რასაც ქვემოთ კიდევ უფრო თვალსაჩინოდ წარმოვაჩენთ.

უნდა აღინიშნოს, რომ იგივე სწავლებაა მოცემული უკვე დასახელებული ავტორის, ვ. სინილშჩიკოვის თხზულებაშიც, რომელიც აქ დავიმოწმეთ. ამ მკრეხელურ და ამავდროულად ლათინურ სწავლებებს ქვემოთ კიდევ შევეხებით, აქ კი ვიტყვით, რომ ამ ორი ადამიანის პროლათინურ სწავლებაში წარმოჩინდება ეშმაკის, სიცრუის გამომგონებლისა და კაცთა მკვლელის ცრუ-სწავლებათა გავრცელების გეოგრაფიული არეალი. ძალიან ვეჭვობთ, ზ. ნოდიას არათუ წაკითხული ჰქონდეს ვ. სინილშჩიკოვის ჩვენს დამოწმებული თხზულება, არამედ საერთოდ გაეგოს ამ ადამიანის სახელი და გვარი. მაგრამ, ჰოი საოცრებავ, ისინი გამაოგნებელი სიზუსტით იმეორებენ ერთსა და იმავე სწავლებას, თითქოსდა ერთი მოძღვარი და ერთი იდეოლოგი ჰყოლოდეთ. თუმცა, გასაკვირი აქ არაფერია, - როგორც დედამიწის სხვადასხვა კუთხეში მცხოვრებ ადამიანებს შეუძლიათ რადიოტალღების მეშვეობით ერთსა და იმავე დროს ერთსა და იმავე სიმღერას უსმინონ, ეშმაკის უხილავ "ტალღაზე" გაწოლილ ნოდიასაც და სინილშჩიკოვსაც ერთი და იგივე ეშმაკი ემღერებათ, რომელიც მათ კიდევ სხვა უამრავ სისულელეს შთააგონებს.

ესოდენ დაშორიშორებულად მცხოვრები ამ ორი ადამიანის იდეათა ასეთი თანხვედრა ნათლად გვიჩვენებს, რომ ისინი ერთმანეთისგან დამოუკიდებლად იზიარებენ ოფიციალური "მართლმადიდებლობის" იმ საყოველთაოდ გავრცელებულ სწავლებას ეკლესიის შესახებ, რომელიც ეკლესიას ეპისკოპატის სხეულად, ხოლო ეკლესიის თავად ეპისკოპატს აცხადებს. ამაში, როგორც უკვე ვთქვით, ქვემოთ კიდევ დავრწმუნდებით, მაგრამ მეტი სიცხადისთვის, ძალზე მოკლედ, სულ ორიოდ სიტყვით მაინც უნდა გადმოვცეთ წმიდა წერილის სწავლება ეკლესიის როგორც ქრისტეს სხეულის შესახებ და იმის შესახებაც, რომ ეკლესიის თავი არის ქრისტე და არა სხვა ვინმე.

ბიბლია, ღმრთის სიტყვა, გვასწავლის, რომ ჩვენ - იესუ ქრისტეს სხეულის, ეკლესიის წევრები ვართ. "ეკლესიაში" იგულისხმებიან ქრისტესადმი მორწმუნე ადამიანები, რომლებსაც სწამთ, რომ იესუ ქრისტე არის ჩვენი უფალი და "ღმერთმა აღადგინა იგი მკვდრეთით" (საქმე. 13:30). ქრისტეს ღმერთკაცობის მორწმუნე ადამიანები ნათლისღების საიდუმლოს მეშვეობით ხდებიან ღმრთის სხეულის, ეკლესიის მორწმუნე წევრები. წმიდა წერილი გვასწავლის, რომ ამ სხეულს მეთაურობს არა სხვა ვინმე, თუ არა თვით ქრისტე. დავიმოწმოთ შესაბამისი ადგილები წმიდა წერილიდან:

წმიდა მოციქული პავლე ეფესელთა მიმართ ეპისტოლეში, ადარებს რა ეკლესიას ადამიანის სხეულს, ბრძანებს: "ყველაფერი ფეხქვეშ გაუგო და დაუმორჩილა, და მისცა მას (ქრისტეს - არქიეპ. პ.) მთავრობა ყოველი ეკლესიისა, რომელიც არის მისი სხეული, ყოვლის აღმვსები ყოვლით" (ეფეს. 1:22-23). "არამედ სიყვარულით მივსდევდეთ ჭეშმარიტებას და ყოველმგრივ ვიზრდებოდეთ მასში, ვინც არის თავი - ქრისტე, ვის მიერაც მთელი სხეული, ურთიერთმჭიდე სახსრებით მტკიცედ შეკრული, თვითეული ასოს ზომიერი ურთიერთშეწევნით იზრდება, რათა აღეშენოს სიყვარულში" (ეფეს. 4:15-16). აჰა, კიდევ: "რადგანაც ქმარია ცოლის თავი, ისევე, როგორც ქრისტე თავია ეკლესიისა და თვითონვეა სხეულის მხსნელი" (ეფეს. 5:23). ვნახოთ წმიდა მოციქულ პავლეს სხვა ეპისტოლეებიც.

კოლასელებს: "ის არის ყოვლის უწინარესი, და ყველაფერი მისი მეოხებით დგას. ის არის თავი ეკლესიის სხეულისა, პირმშო მკვდართაგან, რათა ყველაფერში პირველობდეს" (კოლას. 1:17-18).

რომაელებს: "ვინაიდან როგორც ერთ სხეულს ჩვენსას მრავალი ასო აქვს, მაგრამ ყველა ასოს როდი აქვს ერთი და იგივე საქმე, ასევე ჩვენც, მრავალნი, ერთი სხეული ვართ ქრისტეში, ხოლო ცალ-ცალკე ერთმანეთის ასოები ვართ" (რომ. 12:4-5).

კორინთელებს: "თქვენ ერთად ქრისტეს სხეული ხართ, ცალ-ცალკე კი - მისი ასონი" (1 კორ. 12:27).

ვფიქრობთ, აქ ყველაფერი ნათელია, მაგრამ მეტი სიცხადისთვის, მოდი, წმიდა მამებიც დავიმოწმოთ:

წმ. იოანე ოქროპირი: "იმისთვის, რათა "თავი" მხოლოდ ძალაუფლების მნიშვნელობით არ მიიღო, არამედ საკუთრივი აზრით არ ჩათვალო ის მხოლოდ მეთაურად, არამედ მასში ნამდვილი თავი დაინახო, (მოციქული) ამატებს: "ყოვლის აღმვსები ყოვლით". იმისთვის, რათა ეჩვენებინა ეკლესიის ნათესაობა და სიახლოვე ქრისტესთან, არასაკმარისად ჩათვალა მისი მხოლოდ თავად წოდება და რას ამბობს? ეკლესია არისო ქრისტეს აღვსება ზუსტად ისევე, როგორც თავი აბოლოებს სხეულს და სხეული აღივსება თავით. ხედავ, როგორ მეტყველებს მოციქული, როგორ იყენებს სიტყვის ძალას, რათა წარმოგიდგინოს ღმრთის დიდება. "სისრულეო", - ამბობს, რადგან, თავი ივსება სხეულით, რამეთუ სხეული ყველა თავისი ნაწილისგან შედგება და ყოველი წევრი აუცილებელია მეორისთვის. ხედავ, როგორ წარმოგიდგენს მოციქული, რომ ქრისტესთვის, როგორც სხეულის თავისთვის, საერთოდ ყველა წევრი საჭიროა, რადგან მრავალი ჩვენგანი რომ არ ყოფილიყო ხელნი, სხვანი - ფერხნი, მესამენი კიდევ რომელიმე ასონი, სხეულიც არასრული იქნებოდა. ასე რომ, მისი (ქრისტეს - არქიეპ. პ.) სხეული ყველა წევრისგან (ასოსგან) შედგება" (Свт. Иоанн Златоуст. Толкования на Еф. 1:15) http://bible.optina.ru/new:ef:01:15#svt_ioann_zlatoust) (URL-ის მიმართვის თარიღი: 09.11.2020).

წმ. იერონიმე სტრიდონელი: "მთავრობა ყოველი ეკლესიისა, რომელიც არის მისი სხეული" (ეფეს. 1:22-23). "თავი უამრავ სხვა წევრს იმორჩილებს, რომელთაგან ზოგიერთი გაფუჭებულია და უძლური. ასევე, ჩვენს უფალსაც, რომელიც არის თავი ეკლესიისა, ემორჩილებიან მისი სხეულის ყველა წევრნი, რომლებიც გაერთიანებულნი არიან ეკლესიაში, - როგორც წმინდანები, ასევე ცოდვილებიც. მაგრამ წმინდანები მას ემორჩილებიან ნებაყოფლობით, ხოლო ცოდვილები - აუცილებლობის ძალით" (Блж. Иероним Стридонский. (Комментарий на Послание к Ефесянам 1.1.22-23. Cl. 0591, ad Ephesios, 1.493.10).

ნეტ. თეოდორიტე კვირელი: "მისცა მას მთავრობა ყოველი ეკლესიისა, რომელიც არის მისი სხეული". ადარებს რა ეკლესიას სხეულს, მოციქული ამ სხეულის თავად წარმოადგენს ქრისტეს არა მარტო მმართველობის თვალსაზრისით, როგორც მეთაურს საზოგადოებისა, არამედ როგორც მთელი სხეულის სიცოცხლესა და ცხოველმოქმედებას, რადგან თავზეა დამოკიდებული სხეულის სიცოცხლე - ორგანულიც და მექანიკურიც. და სულიერ მიმართებაში თავი, რომელშიც არის მოთავსებული ტვინი, გონებრივი საქმიანობისა და გარეგნული გრძნობების უმთავრესი ორგანო, - გარესამყაროსთან ჩვენი ურთიერთობის იარაღი - აღიარებულია სულიერი ცხოვრების წყაროდ. იესუ ქრისტესთან მიმართებაში ეს შედარება გვაძლევს აზრს იმის შესახებ, რომ ეკლესია მთლიანად დამოკიდებულია იესუ ქრისტეზე" (https://ekzeget.ru/bible/k-efesanam-poslanie-ap-pavla/glava-1/stih-22/) (URL-ის მიმართვის თარიღი: 09.11.2020).

ღირ. ისიდორე პელუსიელი (360-440): "შენ მთხოვ, მიგითითო მიზეზი, რატომ ნათლავენ ყრმებს, რომლებმაც ჯერ კიდევ ცოდვა არ იციან? ზოგიერთნი ამბობენ: იმისთვის, რათა ჩამოჰბანონ უწმინდურება, რომელიც ადამიანის ბუნებაში ადამის დანაშაულმა შემოიტანა. ვაღიარებ რა ამას სამართლიანად, მე ვფიქრობ, რომ ნათლობა, გარდა ამისა, კიდევ სხვა ნიჭებს გვაძლევს, რომლებიც ბევრად აღემატება ჩვენს ბუნებას. რამეთუ ჩვენმა ბუნებამ (ნათლისღებაში) მიიღო არა მარტო ის, რასაც ის საჭიროებს ცოდვის გასანადგურებლად, არამედ საღმრთო ნიჭებითაც არის შემოსილი. რადგან ის არა მარტო გათავისუფლდა სასჯელისგან და განიშორა მზაკვრობა, არამედ ზეგარდმო აღორძინდა მეორედ შობის საღმრთო საბანელით, რომელსაც ენა ვერ გამოთქვამს; გამოსყიდულია, განწმენდილია, მიშვილების ღირსქმნილია და გამართლებულია; ის გახდა მხოლოდშობილის თანამემკვიდრე, წმიდა საიდუმლოებებში მონაწილეობით ერთი სხეულია მასთან და მის (ქრისტეს - არქიეპ. პ.) ხორცად იწოდება, და, როგორც სხეულია შეერთებული თავთან, ასევეა შეერთებული ის ქრისტესთან". ამიტომაც პავლემ თქვა: "ყველაფერი ფეხქვეშ გაუგო და დაუმორჩილა, და მისცა მას მთავრობა ყოველი ეკლესიისა, რომელიც არის მისი სხეული, ყოვლის აღმვსები ყოვლით" (ეფეს. 1:22), ანუ, სხვა ნიჭთა გარდა, მან კიდევ ადამიანურ ბუნებას მიამადლა ის, რომ ქრისტე მისი თავი გახდა... ჩვენ არა მარტო სნეულების შესატყვისი მკურნალობა მივიღეთ, როგორც ზოგიერთი ფიქრობს და არ ესმის ღმრთის უსაზღვრო მოწყალება, არამედ კეთილსახოვნებაც, პატივიც, დიდებაც და ღირსებაც. ამიტომაც, საყვარელო, აღიარე ნათლობა არა მარტო ცოდვათა განსაწმენდად, არამედ კიდევ იმიტომ, რომ ის გვაძლევს მიშვილებას და ურიცხვ სხვა სიკეთეს, რომელთა ნაწილი ჩამოვთვალე და ნაწილი ვერა" (Исидор Пелусиот прп. цит. по 14-й части Прибавления к творениям святых отцов, с.544-545). Из кн.: Архим. Борис (Холчев). Огласительные беседы с крещаемыми. Порядок (чинопоследование) святого Крещения).

პროფ. ა. ვ. ივანოვი (1837-1911): "მისცა მას მთავრობა ყოველი ეკლესიისა, რომელიც არის მისი სხეული". ადარებს რა ეკლესიას სხეულს, მოციქული ამ სხეულის თავად წარმოადგენს ქრისტეს არა მარტო მმართველობის თვალსაზრისით, როგორც მეთაურს საზოგადოებისა, არამედ როგორც მთელი სხეულის სიცოცხლესა და ცხოველმოქმედებას, რადგან თავზეა დამოკიდებული სხეულის სიცოცხლე - ორგანულიც და მექანიკურიც. და სულიერ მიმართებაში თავი, რომელშიც არის მოთავსებული ტვინი, გონებრივი საქმიანობისა და გარეგნული გრძნობების უმთავრესი ორგანო, - გარესამყაროსთან ჩვენი ურთიერთობის იარაღი - აღიარებულია სულიერი ცხოვრების წყაროდ. იესუ ქრისტესთან მიმართებაში ეს შედარება გვაძლევს აზრს იმის შესახებ, რომ ეკლესია მთლიანად დამოკიდებულია იესუ ქრისტეზე" (Иванов А.В. проф. https://ekzeget.ru/bible/k-efesanam-poslanie-ap-pavla/glava-1/stih-22/) (URL-ის მიმართვის თარიღი: 09.11.2020).

მოვისმინოთ ჩვენი ოპონენტებისთვის ავტორიტეტული არქიეპისკოპოსის ამბერკი ტაუშევის (1906-1976) განმარტებაც: "და მისცა მას მთავრობა ყოველი ეკლესიისა, რომელიც არის მისი სხეული, ყოვლის აღმვსები ყოვლით" (ეფეს. 1:22-23). ეს სწავლება უფალ იესუს ქრისტეზე, როგორც ეკლესიის თავზე, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. როგორც ჩვენი სხეულის ასოები თავთან ერთად წარმოადგენს ერთ ცოცხალ ორგანიზმს, ასევე მორწმუნენიც ქრისტესთან ერთად წარმოადგენენ ერთ ხორციელ-სულიერ ორგანიზმს. ქრისტეში ნათელღებულნი შეიმოსებიან მისით და ერთდებიან მასთან. ამიტომაც ქრისტე მოქმედებს ქრისტეანებში, როგორც შემოქმედებითი და ცხოველმყოფელი ძალა (ეპ. თეოფანე დაყუდებული). თავზეა დამოკიდებული სხეულის მთელი სიცოცხლე - ორგანული და მექანიკური. და ფსიქოლოგიურ მიმართებაშიც თავი, როგორც ტვინის საცავი, რომელიც გონებრივი და გარეგანი გრძნობების უმთავრესი ორგანოა, სულიერი ცხოვრების წყაროდ, მის მამოძრავებელ საწყისად არის აღიარებული. მოციქულის ეს შედარება გვიჩვენებს, რომ ეკლესია მთლიანად არის დამოკიდებული უფალ იესუ ქრისტეზე, რომ ქრისტე თვითონ ხელმძღვანელობს თავის ეკლესიას".

სხვა განმარტება: "მართლმადიდებლობა ეს, უბრალოდ წმიდად მიწიერი ორგანიზაციის ერთგვარი ტიპი როდია, რომელსაც პატრიარქები, ეპისკოპოსები და მღვდლები მეთაურობენ და რომლებიც გარკვეულ მსახურებებს აღასრულებენ "მართლმადიდებლურად" წოდებულ ეკლესიაში. მართლმადიდებლობა - ეს არის ქრისტეს მისტიკური სხეული, რომლის თავი არის - თვით ქრისტე (იხ. ეფეს. 1:22-23 და კოლას. 1:18, 24), და მის შემადგენლობაში შედიან არა მარტო მღვდლები, არამედ როგორც მიწაზე მცხოვრებნი მართლმორწმუნენი, ასევე ქრისტესადმი რწმენასა და ღვთისმოსაობაში გარდაცვლილნიც, რომლებიც მის მიერ დაფუძნებულ ეკლესიაში შევიდნენ წმიდა ნათლისღების სჯულიერი გზით" (Аверкий (Таушев) архиеп. https://religion.wikireading.ru/138603) (URL-ის მიმართვის თარიღი: 09.11.2020).

ამრიგად, როგორც ვხედავთ, ქრისტესა და ეკლესიის ერთობა არის მიუწვდომელი საიდუმლო და შეუძლებელია, ვინმე ისე იყოს ეკლესიის თავი, როგორც არის იესუ ქრისტე. სხვაგვარად ფიქრი არის უკიდურესი ეკლესიოლოგიური მწვალებლობა, ეკლესიის შესახებ არსებული დოგმატის დამარღვეველი ცრუსწავლება.

ცხადია, თუკი ეკლესია ქრისტეს სხეულია, მაშინ მისი თავი, ლოგიკური თანმიმდევრობით, სწორედ ქრისტე უნდა იყოს და არა სხვა ვინმე. როგორც ვნახეთ, ამას სრულიად მკაფიოდ ასწავლიან წმიდა მამები.

იმავეს ასწავლიან გამოჩენილი ახალმოწესე ღვთისმეტყველებიც, რასაც ოფიციალური ახალმოწესოებრივ-რეფორმატორული ("მართლმადიდებელი") ეკლესია არ ეწინააღმდეგება, მაგრამ, როგორც კი საქმე მივა "სტაროვერებთან" დავამდე, ამ "ეკლესიის" მესვეურებს და ზოგჯერ თვით ღვთისმეტყველებსაც ავიწყდებათ ეკლესიის უძველესი სწავლება ქრისტეს მეთაურობის შესახებ და ეკლესიის თავად უკვე ეპისკოპოსს სახავენ. სწორედ ამას ამხელს ძველმოწესე ი. უსოვი თავის ცნობილ ნაშრომში "ქრისტეს ეკლესია დროებით ეპისკოპოსის გარეშე" (И. Усов. Церковь Христова временно без епископа. 21. Глава церкви. Новосибирск, 2008).

ვ. სინილშჩიკოვი, რომელიც ძველმოწესე მიტროპოლიტ ინოკენტი უსოვის წიგნის გარჩევაში "ძველმოწესე" პოლემისტის პოზიციებს აკრიტიკებს, წიგნის 21-ე თავის განხილვაში წერს: "(წიგნის) ამ თავში განიხილება საკითხი, თუ ვინ არის ეკლესიის თავი: ეპისკოპოსი - რასაც ამტკიცებს "ახალმოწესე", თუ ქრისტე, რასაც დაჟინებით ამტკიცებს "ძველმოწესე". ორივეს მოჰყავს არგუმენტი, რომელიც წმიდა გადმოცემას ეფუძნება. რადგან ქრისტეს მიერ ეკლესიის მეთაურობა უდავოა - აუცილებელია გაირკვეს, რა აზრით იწოდება ეპისკოპოსი ეკლესიის მეთაურად. აი "ძველმოწესის" დასკვნა:

"ძველმოწესე: ეპისკოპოსთა შესახებ თქვენ მიერ "კორმჩაიადან" დამოწმებულ ადგილს (11) წიგნი "სარწმუნოების შესახებ" (Книга о вере) (12) ასე განმარტავს: "ხოლო თუ წმიდა წერილში ზოგ ადგილას ეკლესიის მეთაურობა ღმრთის წმინდანებსაც მიეწერება, ამას მხოლოდ მათი პატივისცემის გამო აკეთებს, და არა იმიტომ, რომ არსებითად არის ასე" ("В объяснение упомянутых вами слов книги "Кормчей" о главенстве епископов в книге "О вере" пишется: А еже на некоих местех во святом писании сие (именоваться главою церкви) и святым Божиим приписуется, и то от Божия благодати творится почести ради святых, а не для самого существа" (гл. 7, л. 57). ამგვარად, თუ სადმე თხზულებაში (в писании) ეპისკოპოსები ეკლესიის მეთაურებად იწოდებიან, ამაში იგულისხმება მეთაურობა პატივის მიხედვით და არა არსებითად" ("Таким образом, если где в писании епископы и называются главою церкви, то это делается только почести ради, а не по самому существу") (ხაზგასმულია ავტორის მიერ - არქიეპ. პ.) (იქვე)).

-------------

11. სლავურ "კორმჩაიაში" ("მესაჭე") ეს ადგილი იკითხება ასე: Славянская кормчая. Правило 55. Аще который причетник досадит епископу, да извержется, писано бо есть, князю людей своих, да не речеши зла. Толкование. Епископы убо по образцу сущее Господа нашего Исуса   Христа, и глава церковного телесе именуеми, и большая чести достойны   суть: тем же аще кто досадит им, да извержется. თანამედროვე რუსული თარგმანით კი ასე: Зонара. Архиереи, будучи образом Господа нашего Исуса Христа и почитаемые главою тела церкви, большей достойны и чести.

12. Книга о вере, რელიგიური, პოლემიკური ანტიკათოლიკური, ანტიუნიატური და ანტიპროტესტანტული კრებული, რომელიც მოსკოვში გამოვიდა 1648 წელს. მისი უკრაინული ორიგინალი, რომლის ძირითად წყაროს წარმოადგენს ზაქარია კოპისტენსკის "პალინოდია", მოსკოვში მოხვდა 1644 წელს და გადაითარგმნა საეკლესიო სლავურ ენაზე. Книга о вере გამოცემულია მეფე ალექსი მიხეილის ძის სულიერი მოძღვრისა და კრემლის ხარების ტაძრის დეკანოზის სტეფანე ბონიფატიევის ინიციატივით. თხზულებას გააჩნია მკაფიოდ გამოხატული პრობერძნული მიმართულება, და მისი პუბლიკაცია, სავარაუდოდ, მოწოდებული იყო გაემყარებინა ბერძნული და უკრაინული გავლენა რუსულ ეკლესიაში. წინგს "О вере" აქტიურად იყენებდა პატრიარქი ნიკონი თავის "ფილაქნებში" და ეპისტოლეებში. ერთდროულად წიგნს დიდი ავტორიტეტი გააჩნდა ძველმოწესეებს შორისაც, რადგან ის შეიცავს სტატია ორი თითით პირჯვრისწერის შესახებ და ესქატოლოგიურ წინასწარმეტყველებებს. 1912 წელს მოსკოვში, პ. პ. რიაბუშინსკის ძველმოწესეობრივ ტიპოგრაფიაში გამოიცა Книга о вере-ს გადაბეჭდილი ვერსია (http://www.knowledge.su/k/kniga-o-vere) (URL-ის მიმართვის თარიღი: 09.11.2020).

-------------

"ამ აზრს შეიძლება დავეთანხმოთ, - წერს ვ. სინილშჩიკოვი, - რადგან უდავოდ ეპისკოპოსი - ქრისტეს სახეა დედამიწაზე (ამის შესახებ წერდა წმ. ეგნატე ღმერთშემოსილი). მაგრამ ეპისკოპოსის მეთაურობა მარტო ამითი როდი შემოიფარგლება. ეპისკოპოსის მეთაურობის სხვა მნიშვნელობებზე ლაპარაკია მოციქულთა კანონებში", და აქ, ვ. სინილშჩიკოვი იმოწმებს წმიდა მოციქულთა 38-ე, 39-ე, 41-ე, 55-ე კანონებს, რომლებიც ეპისკოპოსის, როგორც ეკლესიის ხელმძღვანელის სხვადასხვა ნიუანსს წარმოაჩენს და არანაირ კავშირში არ არის ეკლესიის მეთაურობასთან (ანუ იმასთან, რომ ეკლესიის თავი არის ეპისკოპოსი). განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევს ვ. სინილშჩიკოვი წმ. მოციქულთა 55-ე კანონის ზონარასეულ კომენტარს, რომლის მიხედვითაც, ოპონენტის აზრით, ეკლესიის თავი ეპისკოპოსიც შეიძლება იყოს. მკითხველს რომ წარმოდგენა შეექმნას, რას გულისხმობს მოცემული განწესებები, გთავაზობთ ამ კანონთა მოკლე ამონაწერებს:

ა) მოციქულთა 38-ე კანონი

ვ. სინილშჩიკოვი იმოწმებს მოციქულთა 38-ე კანონს, სადაც ნათქვამია: "Ап. 38. Епископ да имеет попечение о всех церковных вещах, и ОНЫМИ ДА РАСПОРЯЖАЕТСЯ, КАК БОГ НАЗИРАЮЩИЙ. …".

აშკარაა, ვ. სინილშჩიკოვს სურს აჩვენოს, რომ ეპისკოპოსი აქ თვით ღმერთს არის შედარებული. ფრაზა: "КАК БОГ НАЗИРАЮЩИЙ", ქართულად ითარგმნება ასე: "როგორც ღმერთი ზედამხედველი". ახლა ვნახოთ, როგორ არის გადმოცემული იგივე კანონი ახალქართულ, ძველქართულ და თვით სლავურ დიდ სჯულიკანონებში:

ახალი ქართულით: "ყველა საეკლესიო ნივთზე ეპისკოპოსი უნდა ზრუნავდეს, როგორც ღვთის ზედამხედველობის ქვეშ მყოფი, მაგრამ ამ ქონების მითვისება, ან ნათესავებისთვის იმის ჩუქება, რაც ღმერთს ეკუთვნის, მას ეკრძალება. ხოლო, თუ ვინმე უპოვარი ჰყავს, გასცეს მასზე, როგორც უპოვარზე, მაგრამ ამ საბაბით ეკლესიის ქონება არ გაანიავოს" (საქ. საეკლ. კალენდარი. 1987 წ. დიდი სჯულისკანონი. გვ. 167).

ძველი ქართულით: "ყოველთავე სახმართა საეკლესიოთაი ეპისკოპოსსა აქუნდინ ზრუნვაი და განაგებდინ მათ, ვითარცა ზედამხედველობასა ქუეშე ღმრთისასა..." (დიდი სჯულისკანონი. გამომც. "მეცნიერება". თბილისი. 1975 წ. გვ. 220).
სლავური "მესაჭე წიგნი", იგივე Славянская кормчая. Церковного имения епископы сродникам да не дают. Да управляет епископ властельски церковное имение, и ничтоже от него сродникам своим да не даст, аще токмо не суть убози.

Толкование. Не подобает епископа рассуждать о правлении церковного имения, достойно бо ему есть властью таковое правити, яко пред лицом самого Бога. Недостоит же ему от таковых, что свое особо сотворить, ни ближним своим Божия дому раздавать. Аще же суть убози, да подает им потребная, яко и прочим нищим. Изветом же тех церковного имения, ничтоже да не подаст (იხ. Правила Святых Апостол, Святых Соборов Вселенских и Поместных и Святых Отец с толкованиями. Москва. 1876 г., стр. 84-85. ან კიდევ: Кормчая (Номоканон). Отпечатана с подлинника Патриарха Иосифа. Репринтное издание. Санкт-Петербург. 1997 г., стр. 154).

მათე ბლასტარისის "სინტაგმა": "38-е правило святых Апостол повелевает епископу иметь попечение о всех церковных вещах и распоряжаться оными, как бы пред Богом свидетелем" (ქართულ თარგმანში: "წმიდა მოციქულთა 38-ე კანონი ავალებს ეპისკოპოსს იზრუნოს ყველა საეკლესიო ნივთზე და განაგოს ისინი, როგორც ღმრთის ზედამხედველობის ქვეშ მყოფმა") (Матфей Властарь. Алфавитная Синтагма. Глава 16-я о том, что церковное имущество должно быть неотчуждаемо, и как епископам должно распоряжаться им. Москва. Стр. 231).

კომენტატორთაგან ყურადღებას იპყრობს მხოლოდ ბალსამონის განმარტება, რომელიც ბრძანებს: "Неуместным признано требовать отчета об имуществе епископии от тех, кому благодатью Всесвятого Духа вверено попечение о душах. Но пусть распоряжается им, говорит правило, яко Богу назирающу, по своему усмотрению" (ქართულად: არაჯეროვანია საეპისკოპოსოს შესახებ ანგარიშგება მოითხოვო იმისგან, ვისაც ყოვლადწმიდა სულისგან მინდობილი აქვს სულებზე მზრუნველობა. დაე საკუთარი შეხედულებისამებრ განაგოს მათით, ბრძანებს კანონი, როგორც ღმრთის ზედამხედველობის ქვეშ მყოფმა". მაგრამ არც ამ განმარტებაშია სინილშჩიკოვის სასარგებლო ვითარება, რამეთუ სხვაა: "... оными да распоряжается, как Бог назирающий" და სულ სხვა: "пусть распоряжается им, яко Богу назирающу, по своему усмотрению. პირველ წინადადებაში, სადაც ვკითხულობთ "как Бог назирающий" ითარგმნება ასე: "როგორც ზედამხედველი ღმერთი", ანუ ეპისკოპოსი შედარებულია ღმერთს, ხოლო მეორე წინადადებაში (яко Богу назирающу), ეპისკოპოსი თვითონ იმყოფება ღმრთის ზედამხედველობის ქვეშ).

მაშ, საიდან მოიტანა ვ. სინილშჩიკოვმა, რომ თითქოსდა ეპისკოპოსი იყოს "как Бог назирающий"? ანუ ვითარც "ზედამხედველი ღმერთი"? - გიპასუხებთ: ეს სიტყვები ამოწერილია ახალმოწესე მართლმადიდებელი ეკლესიის მიერ გამოცემული კრებულიდან "Книга правил", რომელშიც ზემოთხსენებულ კანონს აქვს სწორედ ის სახე, რაც უკვე ზემოთ ვ. სინილშჩიკოვის თხზულებიდან დავიმოწმეთ და ეწინააღმდეგება ძველ, კანონიკურ კრებულებს, სადაც გვხვდება არა "как Бог назирающий", არამედ "яко пред лицом самого Бога" (სლავ "მესაჭე" - "Кормчая"), "как бы пред Богом свидетелем" (ზონარა), "как бы пред Богом свидетелем" (მათე ბლასტარისის "სინტაგმა"), "ვითარცა ზედამხედველობასა ქუეშე ღმრთისასა" (ძვ. ქართ. "დიდი სჯულისკანონი").

დავუშვათ, ასეც იყოს და კანონში ეწეროს ის, რის ჩვენებასაც სინილშჩიკოვი ცდილობს, ანუ ეპისკოპოსზე ნათქვამი იყოს, რომ ის არის "ვითარც ღმერთი". რა აზრი უნდა გამოვიტანოთ აქედან? "ღმერთი" ეწოდება მონასტრის იღუმენსაც იქ მცხოვრებ ბერთათვის, რადგან ეს არის სიმბოლური გამონათქვამი, რომელიც არავითარ შემთხვევაში არ უნდა გავიგოთ პირდაპირი მნიშვნელობით და რომელიც მიანიშნებს ბერებისა და იღუმენის ურთიერთმიმართების ხასიათზე.

წმიდა ბასილი დიდი, როგორც ცნობილია, წერს, რომ იღუმენი, რომელსაც მღვდელმონაზონთა დასიდან ირჩევენ, მონასტერში "ქრისტეს სახედ" ღმერთის ადგილს იკავებს (ციტ. Архимандрит Эмилиан, Интервью программе შüდწესტფუნკ: "Athos. 1000 Jahre sind wie ein Tag" (Архимандрит Елисей. Игумен (настоятель) монастыря: как сочетать духовное водительство и отношения с внешним миром. Афон. 1000 лет как один день) 1981.] (https://monasterium.ru/monashestvo/mon-sv-r/igumen-kak-sochetat-dukhovnoe-voditelstvo/#_ftnref1) (URL-ის მიმართვის თარიღი: 09.11.2020) (იხ. ასევე: https://www.pravmir.ru/kak-sochetat-duhovnoe-voditelstvo-i-otnosheniya-s-vneshnim-mirom) (URL-ის მიმართვის თარიღი: 09.11.2020).

ნეტ. ავგუსტინეს († 430) წეს-განგებაში ნათქვამია: "იღუმენს უნდა ვმორჩილებდეთ, როგორც მამას და ჯეროვნად პატივს მივაგებდეთ, რათა მისი სახით შეურაცხყოფა არ მივაყენოთ ღმერთს" (Послушание как добродетель и как служение: приоритеты, взаимосвязь) (http://zachatevmon.ru/?p=20719) (URL-ის მიმართვის თარიღი: 09.11.2020).

მხცოვანი ემილიან სიმონოპეტრიტი (ერისკაცობაში ალექსანდროს ბაფიდისი (Αλέξανδρος Βαφείδη)), განმარტავს რა წმიდა მამის ამ განწესებას, აღნიშნავს: "... მმართველობის უნარი, მეთაურობა ყოველთვის ითვლეობოდა ღმრთის ნიჭად... იღუმენი იმთავითვე დაყენებულია ღმერთის ადგილზე არა თავისი სულიერი ძალაუფლების გამო, არამედ იმიტომ, რომ მას მიენდო მთელი ადმინისტრაციული მეთაურობა, ის დგას სათავეში და მართავს ყოველივეს... სწორედ ამიტომაც, ქალთა მონასტერში, სადაც შეიძლება იყოს მხცოვანი ან სულიერი მოძღვარი, ან უბრალოდ მღვდელმსახური, მაინც ქრისტეს ადგილს იღუმენია იკავებს. მართალია, ის ქალია, მაგრამ სწორედ ის არის ხელმძღვანელი. პატივი, რომელიც მიეგება იღუმენს, ეხება ღმერთს და არა იღუმენის პიროვნებას" (Послушание как добродетель и как служение: приоритеты, взаимосвязь) (http://zachatevmon.ru/?p=20719) (URL-ის მიმართვის თარიღი: 09.11.2020).

და ბოლოს, განა თვით წმიდა წერილში არ არის ნათქვამი: "მე ვთქუ: ღმერთნი სამე ხართ და შვილნი მაღლისანი თქუენ ყოველნი" (ფსალმ. 81:6).

წმ. დიონისე არეოპაგელი (I ს.) ბრძანებს: "...  ღვთისმეტყველება "ღმერთებად" სახელდებს არა მარტო ციურ და ზეაღმატებულ არსებებს, არამედ, აგრეთვე, ჩვენს უწმიდეს და უმეტესად ღვთისმოყვარე კაცებს, თუმცა ღმერთმთავრობისეული იდუმალება ყველაფრისაგან ზეარსულად განკერძოებულია, ზედაფუძნებულია და სინამდვილეში სრულიად შეუძლებელი ჩანს, არსებულთაგან ვინმეს მისი "მსგავსი” ეწოდოს. მიუხედავად ამისა, რაც კი რამ გონისმიერია და ცნობიერი, ძალისამებრ, მთელი არსებით ესწრაფის მასთან ერთობას, წვდომის უნარის შესაბამისად, ღვთიური გამობრწყინებებისაკენ დაუცხრომლად ზეაიზიდება და, თუ შეიძლება ითქვას, ღირსი ხდება ღვთის მსგავსებისა და "ღმერთად” სახელდებისა" (მღვდელი დიონისე თანამღვდელ ტიმოთეს. ციური იერარქიის შესახებ. ძველი ბერძნულიდან თარგმნა ედიშერ ჭელიძემ. http://library.church.ge/index.php?option=com_content&view=article&id=161:2010-03-11-13-57-50) (URL-ის მიმართვის თარიღი: 09.11.2020) (Дионисий Ареопагит свт. О небесной иерархии. § 3. https://azbyka.ru/otechnik/Dionisij_Areopagit/o-nebesnoj-ierarkhii) (URL-ის მიმართვის თარიღი: 09.11.2020).

ექვთიმე ზიგაბენის განმარტებაში ვკითხულობთ: ""მე ვთქუ: ღმერთნი სამე ხართ და შვილნი მაღლისანი თქუენ ყოველნი" (ფსალმ. 81:6). სად თქვა ღმერთმა ეს სიტყვები? ზოგიერთები ამბობენ, რომ, როდესაც ღმერთმა თქვა "გავაჩინოთ კაცი ჩვენს ხატად, ჩვენს მსგავსებად" (დაბ. 1:26), აჩვენა, რომ ადამიანები ღმერთები არიან მიშვილებით, როგორც ღმრთის ხატად ქმნილნი. მე კიდევ ვპოვე, რომ ღმერთმა "ღმერთები" უწოდა მეთაურებსა და მსაჯულებს, როდესაც მსაჯულთა წინში ნათქვამისამებრ: "ღმერთთათჳს ძჳრი არა სთქუა და მთავარსა ერისა შენისასა არა ჰრქუა ძჳრი" (გამ. 22:28). შემდეგ უზენაესის შვილებად უწოდა  ისრაელიანთ, როცა თქვა: "ძე ჩემი პირმშო არს ისრაჱლი" (გამ. 4:22). (Евфимий Зигабен. https://azbyka.ru/otechnik/Evfimij_Zigaben/tolkovaja-psaltir/81) (URL-ის მიმართვის თარიღი: 09.11.2020).

წმ. კირილეც ამბობს "რადგან შვილ ვიქმენით ღმრთისანი და სულიწმიდის მიერ სულში მივიღეთ ბუნებრივი და ჭეშმარიტი ძე დაუსაბამო მამისგან შობილი განუყოფლად და ვნების გარეშე, ჩვენც პატივდებულნი ვართ ამ სახელით, ანუ ღმერთებად ვიწოდებით, თუმცა, ბუნებით როდი ვართ ასეთნი, არამედ პატივისა და დიდების გამო". იგივე კირილე იმოწმებს იოანეს სახარების შემდეგ სიტყვებს და ამბობს: "განა თქვენს რჯულში არ გიწერიათ: მე ვთქვი, რომ ღმერთები ხართ?" - მას, ვინც წმიდა-ყო და ამქვეყნად მოავლინა მამამ, ეუბნებით, ღმერთსა გმობო, რაკიღა ვთქვი: მე ვარ ძე ღმრთისა?" (იოანე 10:34). თეოდორიტეს თქმით: "ამრიგად, მე პატივი დაგდეთ და მოგეცით ჩემი სახელი, და გიწოდეთ ჩემი ძენი" (იხ. https://azbyka.ru/otechnik/Evfimij_Zigaben/tolkovaja-psaltir/81). ევსების, მოჰყავს ეს მაგალითი და ამბობს: "როდესაც ჩაწვდები იმას, რაც უთხრა (ღმერთმა) მოსეს მიხვდები, როგორ მოიპოვეს ღმრთის პატივი ქვეშევრდომებზე მეთაურობის მიმღებებმა: "უთხრა უფალმა მოსეს: იცოდე, ღმერთად დამიდგენიხარ ფარაონისთვის; შენი ძმა აარონი კი შენი ქადაგი იქნება" (გამ. 7:1). ამრიგად, როგორც მოსემ, ღვთის კაცმა, მისგანვე მიიღო პატივი და ფარაონის ღმერთად იწოდა, ასევე ყველანი, ვინც ღმერთს მიაგებს პატივს, თავიანთ ქვეშევრდომთაგან იღებენ ღმერთებად წოდების პატივს" (Евфимий Зигабен. https://azbyka.ru/otechnik/Evfimij_Zigaben/tolkovaja-psaltir/81) (URL-ის მიმართვის თარიღი: 09.11.2020).

ყოველივე ამის შემდეგ რატომ უნდა იყოს გასაკვირი, ეპისკოპოსსაც პატივით "ღმერთი" ეწოდოს, თუმცა, ეს მხოლოდ პატივით და არა არსებითად, რადგან ჭეშმარიტი ღმერთი და ეკლესიის თავი არის მხოლოდ ერთი - უფალი ჩვენი იესუ ქრისტე.

ამრიგად, სინილშჩიკოვის მიერ დამოწმებული პირველი "არგუმენტი" სრულიად უვარგისი გამოდგა. ვნახოთ მომდევნო არგუმენტები. პრინციპში, ქვემოთ დამოწმებული არც ერთი კანონი არ აჩვენებს, რომ ეკლესიის თავი არის ეპისკოპოსი, მათში ამაზე არც არის ლაპარაკი, არამედ მიუთითებს მხოლოდ მათ ხელმძღვანელ ფუნქციაზე, მათ წამყვან მოვალეობებზე და იმაზე, რომ ეპისკოპოსს ეკლესიის მეთაურობის (მეთავეობის) სახელი ბოძებული აქვს იმ პატივის მიხედვით, როგორც ჰქონდათ ბოძებული ეს ძველაღთქმისეულ მსაჯულებს, მოსეს და სხვა მართალთ, ხოლო ახალაღთქმისეულ ეკლესიაში მონასტრების იღუმენებსაც კი, რომლებიც საეკლესიო ხარისხით არიან მღვდელმონაზვნები და არა ეპისკოპოსები. ვნახოთ ეს კანონები:


ბ) მოციქულთა 39-ე კანონი

სინილშჩიკოვის წყარო (Книга Правил): "Пресвитеры и диаконы без воли епископа ничего да не совершают. ИБО ЕМУ ВВЕРЕНЫ ЛЮДИ ГОСПОДНИ, и он воздаст ответ о душах их" (ყველა ამ ციტატის წყარო ზემოთ უკვე მივუთითეთ და აქ აღარ გავიმეორებთ).

სლავური "მესაჭე": Славянская кормчая:  "Без воли епископа своего, пресвитеры, или диаконы, да не творят ничтоже, тому бо суть поручены людие Господни".

ძველქართულით: "ხუცესნი და დიაკონნი ნურარას იქმან თვინიერ განზრახვისა ეპისკოპოსისა, რამეთუ იგი არს, რომლისადა რწმუნებულ არს ერი ღმრთისაი და რომელსა მიეხადების სიტყუაი სულთა მათთათვის" (იხ. ზემოთ ციტ. წყარო).

ახალქართულით: "მღვდლებმა და დიაკვნებმა, ეპისკოპოსის ნებართვის გარეშე არაფერი მოიმოქმედონ, რადგან მას აბარია ღვთის ერი და იგია მათ სულებზე პასუხისმგებელი".


გ) მოციქულთა 41-ე კანონი

სინილშჩიკოვის წყარო (Книга Правил): "Повелеваем епископу ИМЕТЬ ВЛАСТЬ НАД ЦЕРКОВНЫМ ИМЕНИЕМ. Если ДРАГОЦЕННЫЕ ЧЕЛОВЕЧЕСКИЕ ДУШИ ЕМУ ВВЕРЕНЫ быть должны, то кольми паче о деньгах заповедать должно, чтобы он всем распоряжался по своей власти".

სლავური "მესაჭე" (Славянская кормчая): "Повелевает же епископам обладать церковным имением. Аще бо честная человеческая души поручены суть им, больми паче имение поручити им подобает, яко да по сих власти все управляют, и убогим требования подают, руками честных пресвитер, и диакон, со страхом Божиим и благоговением..." (იხ. ზემოთ ციტ. წყარო).

ძველქართულით: "ვბრძანებთ, რაითა ეპისკოპოსს აქუნდეს ხელმწიფებაი სახმართა ზედა ეკლესიისათა, რამეთუ უკუეთუ მისდა რწმუნებულ არიან პატიოსანნი სულნი კაცისანი, რაოდენ უფროის სახმართათვის ჯერ-არს ამისი ქმნაი...".

ახალქართულით: "ვბრძანებთ საეკლესიო ქონებაზე უფლება ეპისკოპოსს ჰქონდეს; თუკი მას ადამიანთა უკვდავი სულები აბარია, მით უფრო ფულის შესახებ უნდა იქნეს განცხადებული, რომ მან განკარგოს ის თავისი ძალაუფლებით, და უპოვარებს მღვდლებისა და დიაკვნების ხელით მიაწოდოს ღვთის შიშითა და სრული კეთილკრძალულებით..." (იხ. ზემოთ ციტ. წყარო).


დ) მოციქულთა 55-ე კანონი

სინილშჩიკოვის წყარო (Книга Правил): "Если кто из клира досадит епископу: да будет извержен. ПРАВИТЕЛЮ ЛЮДЕЙ твоих да не говори зла".

სლავური "მესაჭე" (Славянская кормчая): "Аще который причетник досадит епископу, да извержется, писано бо есть, князю людей своих, да не речеши зла".

ძველქართულით: "უკუეთუ ვინმე მოყუასმან აგინოს ეპისკოპოსსა, განიკუეთენ, რამეთუ თქუმულ არს: "მთავარსა ერისა შენისასა არა ჰრქუა ძვირი" (საქმე 23:8).
ახალქართულით: "კლირიკოსი, რომელიც ეპისკოპოსს შეურაცხყოფს, განკვეთილ იქნეს, რამეთუ ნათქვამია: "მთავარსა ერისა შენისასა არა ჰრქუა ბოროტი" (საქმე 23:5).

ამრიგად, წმიდა მოციქულთა ეს კანონები საერთოდ არაფერს ლაპარაკობენ ეპისკოპოსის "ღმერთობაზე" და ეკლესიის "თავად" ყოფნაზე, არამედ გვამცნობენ, რომ ეპისკოპოსი არის მისდამი მიბარებული ერის მმართველი, მას მიანდო უფალმა ადამიანთა უძვირფასესი სულები და საეკლესიო ქონებაც. ძნელი არ უნდა იყოს მკითხველის დარწმუნება იმაში, რომ ვ. სინილშჩიკოვის მიერ დამოწმებული მოციქულთა ეს ოთხი კანონი (38, 39, 41 და 55) ახლოსაც არ არის განსახილველ თემასთან. ჩვენ ვლაპარაკობთ ეკლესიის ბუნებაზე, მის არსზე, რომ ის არის ქრისტეს სხეული, ხოლო ქრისტე არის მისი უცვლელი თავი და სხვა თავი ეკლესიას, შეუძლებელია, ჰყავდეს. ამისი დამადასტურებელი წმიდა მამათა მოწმობები ზემოთ უხვად დავიმოწმეთ.

ასე გაქარწყლდა ვ. სინილშჩიკოვის მეორე "არგუმენტიც". ვნახოთ მესამე.

ვ. სინილშჩიკოვი წერს: "მოდი, დავიმოწმოთ ბოლო (მოც. 55-ე) კანონზე ზონარას განმარტების ფრაგმენტი: "Зонара. Архиереи, будучи образом господа нашего Исуса Христа и почитаемые главою тела церкви, большей достойны и чести".

ქართულად ასე იქნება: "ზონარა. არიან რა ჩვენი უფლის იესუ ქრისტეს ხატნი და ეკლესიის სხეულის თავად პატივდებულნი, მღვდელმთავრები უმეტესი პატივის ღირსნი არიან" (ვ. სინილშჩიკოვი. იქვე). (13)  

"ამრიგად, - ასკვნის ვ. სინილშჩიკოვი, - ეპისკოპოსი ყოფილა არა მარტო ქრისტეს ხატი, არამედ ეკლესიის სხეულის თავიც. მას მიენდო ადამიანთა სულები და ის არის ეკლესიის საქმეთა გამგებელი" ("Итак епископ не только образ Христа, но и глава тела церкви. Ему вверены души и он управляет внешним ходом дел в Церкви").

____________

13.  თუმცა, ეს წინდადადება შეიძლება ასეც ითარგმნოს: "მღვდელმთავრები, რომელნიც ჩვენი უფლის იესუ ქრისტეს ხატნი არიან და პატივდებულნი არიან ეკლესიის სხეულის თავის მიერ (главою тела церкви), უმეტესი პატივის ღირსნი არიან...". წინადადების ასე წაკითხვის შემთხვევაში ცხადი გახდება, რომ "მღვდელმთავრები არიან პატივდებულნი", მაგრამ ვის მიერ? წინადადებიდან ირკვევა - "главою тела церкви", ანუ "ეკლესიის სხეულის თავის მიერ". მაშასადამე, არის ვიღაცა, ეკლესიის სხეულის თავი, რომელიც პატივს მიაგებს მღვდელმთავრებს, ცხადია ეს "ვიღაც" ისევ მღვდელმთავრები ვერ იქნება, ის განსხვავებული პირია, რომელიც მათ პატივს მიაგებს. და ვინ შეიძლება ეს იყოს? ვინ არის ეკლესიის სხეულის თავი? - ცხადია, ეს არის ჩვენი უფალი იესუ ქრისტე! ასე რომ, თუ წინადადებას ახალრუსულ თარგმანში წავიკითხავთ, შეიძლება მივიღოთ სულ სხვა აზრი, ვიდრე მოცემულია სლავურ თარგმანში. თუმცა, ვ. სინილშჩიკოვის ამ "არგუმენტთან" დაკავშირებით მოცემული მსჯელობა ვინმემ საკითხისგან თავის არიდებად რომ არ ჩაგვითვალოს, უფრო სლავურ თარგმანს მივდევთ.

____________

მაგრამ, ვ. სინილშჩიკოვი აქ მიმართავს მარტივ სოფისტიკას.

დაუჯერებელია, ზონარას ეპისკოპოსის მეთაურობაში ეგულისხმა ის მეთაურობა ეკლესიისა, რომელიც ქრისტესთვის არის თვისობრივი. მსგავსი მეთაურობა არ შეიძლება ჰქონდეს ეპისკოპოსს თუნდაც იმიტომ, რომ ეკლესია ერთია, ერთი სხეულია ("მწამს ერთი წმიდა, საყოველთაო და სამუციქულო ეკლესია) ხოლო ეპისკოპოსნი მრავალნი. თუკი ეკლესიის მეთაურობა ყველა ეპისკოპოსს განეკუთვნება, მაშინ ეკლესია გამოდის მრავალთავიანი ორგანიზმი. ზონარა აქ ეკლესიის მეთაურობას ეპისკოპოსს კვლავ პატივის მიხედვით მიაწერს, სხვაგვარი ფიქრი დაუშვებელია.

გარდა ამისა, შეუძლებელია, ეკლესიის თავი ქრისტეც იყოს და ეპისკოპოსიც. ან ერთია თავი, ან მეორე. ასე რომ, სტატიის ავტორი ვარდება უმძიმეს მწვალებლობაში, როდესაც ეკლესიის თავად მრავალ ეპისკოპოსს წარმოიდგენს ან ქრისტეს პარალელურად ეპისკოპოსს, მოკვდავ ადამიანსაც კი მიიჩნევს ეკლესიის თავად, რომელიც, მშვიდობითა და დრომორჭმითაც რომ განვლიდეს თავის ცხოვრებას, უნდა მოკვდეს და უფალს ჩააბაროს თავისი საქმიანობის ანგარიში. მაშ, მოკვდავი კაცი როგორ უნდა იყოს უკვდავი ეკლესიის თავი?.. თუ ეს ასე არ არის და ზონარას ეკლესიის თავად ეპისკოპოსი წარმოუდგენია (ნუმც იყოფინ!), მაშინ ის აშკარად ცდება და ეწინააღმდეგება წმიდა მამათა ზემოთ დამოწმებულ განმარტებებს. აქედან გამომდინარე, ზონარას შეხედულება აღმოჩნდება მიუღებელი და უარსაყოფი. ხოლო მამათა აბსოლუტური უმრავლესობის აზრი მისაღები და გასათვალისწინებელი. გავიხსენოთ წმ. იოანე ოქროპირის სიტყვები: "როდესაც ლაპარაკია ჭეშმარიტებაზე, პირთა ღირსებას ანგარიში არ ეწევა"(რუს. თარგმ.: "Достоинство лиц не принимается в уважение, когда речь идет об истине") (Толков. на послан. к галат., гл. 1, стр. 33-35).

მაგრამ, ჩვენ ვიცით, რომ სჯულისკანონის არც ერთ კომენტატორს, არც რომელიმე წმიდა მამას, არსად უთქვამს ეპისკოპოსის სხეული ეკლესია არისო, არ უთქვამს ეს არც ზონარას, რადგან ეკლესია, როგორც სხეული, არის მხოლოდ ქრისტეს სხეული. ეკლესიის თავობა მოკვდავ ადამიანთან მიმართებაში გაიგება მხოლოდ როგორც პატივი, როგორც სიმბოლური გამონათქვამი, რაკიღა ეპისკოპოსს ერის მწყემსობა აქვს მინდობილი და ქრისტეს ხატად იწოდება. ხოლო თვით ტერმინი "ქრისტეს ხატი" არ გულისხმობს ეკლესიის იმგვარ თავობას, რაც მხოლოდ ქრისტეს შეიძლება ჰქონდეს და მისთვის, როგორც ღმერთკაცისთვის, არის დამახასიათებელი.

ვ. სინილშჩიკოვს ჯეროვანი დასკვნები შეეძლო გაეკეთებინა ძველმოწესე ავტორის ი. უსოვის ქვემოთ მოტანილი მსჯელობიდანაც, მაგრამ ის მაინც ჯიუტად ცდილობს, თავისი გაიტანოს და ეპისკოპოსები ეკლესიის "თავად" დასახოს. აი, ი. უსოვის მსჯელობაც: "სიბინძურემ, რომელიც მათ ესროლეს ძველმართლმადიდებელთა ეკლესიას, თვით ახალმოწესეები დასვარა. წმიდა მოციქულები და წმიდა მამები ერთხმად, მყარად და შეურყევლად მოწმობენ და ადასტურებენ, რომ ეკლესიაში საკუთრივი და ბუნებრივი აზრით თავი მხოლოდ ერთი შეიძლება იყოს - იესუ ქრისტე და სხვა არავინ. თვით მოციქულებიც კი თვითონ არსად ეკლესიის თავებად არ იწოდებიან, არამედ ჭეშმარიტი თავის, იესუ ქრისტეს მონებად და მსახურებად, როგორც წერს წმიდა მოციქული პავლე: "ჩვენ უნდა შეგვრაცხოს კაცმა, როგორც ქრისტეს მსახურნი და ღვთის საიდუმლოთა მნენი" (1 კორინთ. 4:1), "ყველაფერში ღვთის მსახურებად ვავლენთ თავს" (2 კორინთ. 6:4)... მაშ, განა ცხადი არ არის, რომ ვინც იტყვის ეკლესიას ქრისტეს გარდა კიდევ სხვა თავიც ჰყავსო, ის ამით აცხადებს, რომ ეკლესიას შეიძლება ჰქონდეს ორი ან სამი თავი, რაც მხოლოდ ურჩხულს ახასიათებს და არა ეკლესიას. ხოლო თქვენ, ახალმოწესეები, ამბობთ, რომ ყოველი ეპისკოპოსი თავი არისო ეკლესიის; და რადგან თქვენს ეკლესიას რამდენიმე ასეული ეპისკოპოსი ჰყავს, და შესაძლოა ათასებიც, თქვენს ეკლესიასაც ათასობით თავი ჰქონია; და მაშასადამე, თვითონ წარმოსახავთ თქვენს სხეულს ათასთავიანი ურჩხულის მსგავს არსებად.

სადმე წმიდა წერილში ეპისკოპოსი ეკლესიის მეთაურად თუ იწოდება, ეს მხოლოდ და მხოლოდ პატივის გამო, და არა არსებითად. ერთსა და მეორეს შორის არსებობს განუზომელი განსხვავება. ასე, მაგალითად, არსებითად მხოლოდ ერთია ძე ღმრთისა; სხვა ძე ღმრთისა არ არსებობს და არც შეიძლება არსებობდეს. მაგრამ, პატივის გამო, მიმსგავსებით, ღმრთის ძეებად შეიძლება მრავალნიც იწოდონ. თვით ქრისტემ თქვა სახარებაში: "ნეტარ არიან მშვიდობისმყოფელნი, ვინაიდან ისინი ღმრთის ძეებად იწოდებიან" (მათე 5:9). აქედან გამომდინარე, ყოველი ჭეშმარიტი მშვიდობისმყოფელი ღმრთის ძედ მიმსგავსებითი პატივის გამო იწოდება და არა თვით არსებითი მნიშვნელობით. ეპისკოპოსებსაც შეიძლება ეკლესიის მეთაურები ეწოდოთ, მაგრამ მხოლოდ სახელით (პატივით) და არა არსებითად, ისევე, როგორც მშვიდობისმყოფელიც იწოდება ღმრთის ძედ, თუმცა პატივით და არა არსებით.

მაგრამ უეცრად დედამიწაზე რომ აღარ დარჩეს არც ერთი მშვიდობისმყოფელი, ყველანი იცხოვრებდნენ მტრობაში - ვინმე კი იტყოდა, რომ უკვე აღარ არის ძე ღმრთისა, რამეთუ ღმრთის ძეებად იწოდებიან მშვიდობისმყოფელნი, ისინი კი უკვე აღარ არიან. თუმცა, რამდენადაც უგუნურია ამგვარი მსჯელობა, იმდენად სულელურია თქვენი განსჯა, რომ ეპისკოპოსები იწოდებიან ეკლესიის თავებად, ხოლო, რაკიღა ძველმოწესეებს არ ჰყავდათ ეპისკოპოსი, მათი ეკლესია არის უთავო. და როგორც მშვიდობისმყოფელთა არარსებობის შემთხვევაში ვუპასუხებდით, რომ, მართალია, უკვე აღარ არიან ისინი, რომლებიც მშვიდობისმყოფელებად და ღმრთის ძეებად იწოდებოდნენ, მაგრამ ჩვენ გვყავს ერთარსი და მხოლოდშობილი ძე ღმრთისა - უფალი ჩვენი იესუ ქრისტე. ზუსტად ასე გიპასუხებთ ამ შემთხვევაშიც: მართალია, ეკლესიის მეთაურებად წოდებული ეპისკოპოსები ნიკონ პატრიარქის დროიდან ამ ხარისხის აღდგენამდე აღარ იყვნენ, მაგრამ არსებობდა ჭეშმარიტი და ეკლესიის არსებითი თავი - უფალი ჩვენი იესუ ქრისტე. ასე რომ, თქვენი ბრალდება, თითქოსდა ძველმოწესეობრივ ეკლესიას საერთოდ არ ჰყოლოდა თავი ჩვენ სულაც არ გვადანაშაულებს. არამედ ეს საშინელი ბრალდება მიიქცევა თქვენზე, რადგან საკუთარი ეკლესია ათასთავიან ურჩხულად გყავთ წარმოდგენილი" (И. Усов. Церковь Христова временно без епископа. 21. Глава церкви. Новосибирск, 2008).

ამრიგად, ვ. სინილშჩიკოვის მიერ დამოწმებული კანონები ეხება ეპისკოპოსის მეთაურობის სხვადასხვა ნიუანსს და არანაირ კავშირში არ არის ეკლესიის, როგორც ქრისტეს სხეულის თავად ყოფნასთან (ანუ იმასთან, რომ ეკლესიის თავი არის ეპისკოპოსი).

გავიხსენოთ, რას წერდა ოფიციალური, ახალმოწესეობრივ-მართლმადიდებელი ეკლესიის "წმინდანი" მღვდელი იოანე კრონშტადტელი: "არის თუ არა პაპი ეკლესიის თავი? არა, ეს სისულელეა! ეკლესია მოიცავს წმინდანებსაც და ანგელოზთა კრებასაც - ეს არის ერთი სხეული, რომლის თავი არის ერთი ქრისტე. რა შუაშია აქ ცოდვილი პაპი!" (Живой колос. https://fedorohotnick.livejournal.com/445487.html) (URL-ის მიმართვის თარიღი: 09.11.2020).

ახალმოწესეთა სხვა ავტორიტეტი ეპისკოპოსი ფილარეტ მოსკოველი ბრძანებს: "თუკი ღვთის სიტყვა ცნობს ეკლესიის მხოლოდ ერთ თავს - ქრისტეს, რომელი უფლებით სურს კაცობრივ მჭევრმეტყველებას ამ ღვთაებრივი მეთაურობის ზემოთ ეკლესიის უკვდავ სხეულს კიდევ სხვა, მოკვდავი თავი მისცეს?" (Троицкие листки игумена Пантелеимона. https://azbyka.ru/otechnik/Filaret_Moskovskij/slova/185). მაგალითების ჩამოთვლა კიდევ შეიძლება, მაგრამ ვფიქრობთ ესეც საკმარისია.

მაშასადამე, გამოდის, რომ ჩვენი ოპონენტები ურთიერთგამომრიცხავი სწავლებებით სარგებლობენ: ერთის მიხედვით, ისინი აღიარებენ, რომ ეკლესიის თავი არის ქრისტე, ხოლო მეორეს მიხედვით - ეპისკოპოსი. ეს ორი სწავლება მათ მომარჯვებული აქვთ პაპისტთა და "სტაროვერთა" წინააღმდეგ. როცა ედავებიან პაპისტებს, ისინი ამბობენ: "არის თუ არა პაპი ეკლესიის თავი? არა, ეს სისულელეა!" (იოანე კრონშტადტელი), "ღვთის სიტყვა ცნობს ეკლესიის მხოლოდ ერთ თავს - ქრისტეს" (ფილარეტ მოსკოველი), ხოლო, როდესაც "სტაროვერებს", მაშინ ავიწყდებათ თავიანთივე ანტილათინური მტკიცებულებები და დგებიან პაპისტთა პოზიციაზე, ხდებიან "მართლმადიდებელი პაპისტები", რომლებიც ლათინებზე ნაკლებად როდი იცავენ კოლექტიურ პაპიზმს და საკუთარი რწმენის საპირისპიროდ ეკლესიის თავად ეპისკოპოსს აცხადებენ.

როგორც ვიცით, თავი სხეულის ის ნაწილია, რომელიც ყოველივეს ხელმძღვანელობს. ამ გაგებით, სიტყვა "თავს" ხშირად მეთაურობის ნიშნადაც იყენებენ, როგორც გვაქვს ეს, მაგალითად, ყოველდღიურ ცხოვრებაში, სადაც დირექტორს თავისი განყოფილების მეთაურად ხმობენ ან სახელმწიფოს პრეზიდენტს სახელმწიფოს "თავს" უწოდებენ. მოცემული ტერმინის ("თავი") ყოფა-ცხოვრებაში გამოყენება ამა თუ იმ პირის პასუხისმგებლობაზე მიანიშნებს. მაგალითად, საწარმოს, დაწესებულების მეთაური ("თავი") იძლევა ბრძანებებს, ის იღებს გადაწყვეტილებებს ოჯახში, სახელმწიფოში და ა. შ. არ არსებობს რაიმე განკარგულება, რომელსაც "თავი" გასცემდეს და მას მისდამი დაქვემდებარებული "ნაწილები" (განყოფილებები, წევრები) არ ასრულებდნენ. მაგრამ მათი გაუქმების (ვთქვათ, გადაყენების ან გარდაცვალების) შემთხვევაში არც საწარმო უქმდება და არც სახელმწიფო. მაგრამ განა ასეა ეკლესიაში? განა ამგვარ მეთაურობაზე ვდავობთ ჩვენ? განა იმას არ გვედავებიან ჩვენი ოპონენტები, ეპისკოპოსის გარეშე ეკლესიას თავი არ ჰყავს და ეკლესია არ არისო? მაშ, რა შუაშია წმიდა მოციქულთა ზემოთ დამოწმებული კანონები, რომლებიც სულაც არ ეხებიან ეკლესიის სხეულს და მის თავს და არსად აცხადებენ, თითქოსდა ეკლესიის თავი იყოს არა ქრისტე, არამედ ეპისკოპოსი.

ეკლესიას თუ არ ეყოლება მისი თავი, იესუ ქრისტე, ის ეკლესია ვეღარ იქნება! მწვალებელთა საზოგადოებებს არ ვუწოდებთ ქრისტეს ეკლესიას იმიტომ, რომ ქრისტე მათი თავი არ არის, მიუხედავად იმისა, რომ ამ საზოგადოებებს შესაძლოა ურიცხვი ეპისკოპოსიც ჰყავდეთ. სინილშჩიკოვს მსჯელობა მიჰყავს სულ სხვა მხარეს და პირდაპირ ვერ ბედავს იმის თქმას, რაოდენ სამართლიანად ამხელს ი. უსოვი ეკლესიის შესახებ მწვალებლური სწავლების მქადაგებლებს. ვ. სინილშჩიკოვი თავისი უდღეური "არგუმენტაციით" წააგავს დანაშაულში გამოჭერილ ბავშვს, რომელიც ნებისმიერი საშუალებით ცდილობს თავის დაძვრენას, მაგრამ ვარდება უკიდურეს წინააღმდეგობაში და აცხადებს იმას, რისი გაცხადებაც თითქოსდა არ უნდოდა.

ეკლესიას ადამიანის სხეულს თუ შევადარებთ, როგორც ამას აკეთებს წმიდა მოციქული პავლე, მაშინ ცხადია, შეუძლებელია ადამიანი ცოცხლობდეს თავის გარეშე. უთავო ადამიანი უსულო გვამია. რომ გადავიტანოთ ეს ეკლესიაზე და მისი არსი ადამიანის სხეულს შევადაროთ, შეგვეძლება თუ არა მტკიცება იმისა, რომ ეკლესიის თავი ეპისკოპატია და თუ ეპისკოპოსები არ ეყოლება ეკლესიას, მოკვდება და მიცვალებულის გვამად იქცევა? ჩხადია, ამისი მტკიცება არ შეგვიძლია ზემოთ მოტანილი ეკლესიოლოგიური განმარტებების საფუძველზე. ამისი მტკიცება შეუძლია მხოლოდ იმას, ვინც ეკლესიის თავად მიიჩნევს ქრისტეს ადგილნაცვალ ეპისკოპოსს, რაც არის კიდევაც მწვალებლური აზრი.

როგორც წმიდა მამები გვასწავლიან (მკითხველს შესაბამისი ციტატები ზემოთ უკვე მივაწოდეთ) ეკლესია არის ქრისტეს მისტიკური სხეული, რომლის თავი არის თვით ქრისტე. ქრისტე კი უკვდავია და უძლეველი! აქედან უძლეველი და უკვდავია ეკლესიაც! ქრისტე, როგორც თავი ეკლესიისა და მისი მაცოცხლებელი, არასოდეს მოსცილდება თავის სხეულს - ეკლესიას! ამიტომაც, ეკლესია მარადის იარსებებს და არა აქვს მნიშვნელობა, წუთისოფლის სარბიელზე დროის რომელიღაც მონაკვეთში მას ეპისკოპოსები ეყოლება თუ არა. ეკლესიამ მღვდელმთავრის აღდგენის კანონიკური გზები თუ შეინარჩუნა, ის კვლავ აღიდგენს მღვდელმთავრობას და უკვე მათთან ერთად განაგრძობს გზას სამყაროს აღსასრულამდე.

ასე გაქარწყლდა ვ. სინილშჩიკოვის მესამე "არგუმენტიც".

ახლა, მოდი, კვლავ ჩვენს თემას დავუბრუნდეთ და კიდევ ერთხელ დავსვათ კითხვა: ვინ არის ეპისკოპოსი (ან ეპისკოპატი, იგივე ეპისკოპოსთა სიმრავლე)? - არის თუ არა ის თავი ეკლესიისა? - წმიდა მამათა ზემოთ მოტანილი სწავლებებიდან ნათელია, რომ არა! ეპისკოპატი რომ იყოს თავი ეკლესიისა, მაშინ აშკარად უეპისკოპოსობა ეკლესიის კვდომის ნიშანი იქნებოდა და მართლები აღმოჩნდებოდნენ ჩვენი ოპონენტები, რომლებიც აცხადებენ: "ეპისკოპოსის გარეშე ეკლესია ქვრივი კი არა, მკვდარია - ის, უბრალოდ, არც არსებობსო". მაგრამ, ეკლესიის თავი არის არა ეპისკოპოსი (ან ეპისკოპატი), არამედ ჩვენი მაცხოვარი იესუ ქრისტე და ეს ზემოთ საკმაოდ მკაფიოდ წარმოვაჩინეთ. თუმცა, სწორედ ეს ელემენტარული ჭეშმარიტება რატომღაც ძნელად დადის ჩვენი ოპონენტების ცნობიერებამდე. ისინი ჯიუტად გვიმეორებენ: "თუკი, მღვდელმთავრობა შეწყდება მსოფლიო მართლმადიდებელ ეკლესიაში, ეს უკანასკნელი წყვეტს თავის არსებობას, რაკი ეკლესია უეპისკოპოსოდ არ არსებობს" (გ. გაბაშვილი. ციტ. ზ. ნოდია. დასახ. წიგნი. გვ. 233-234). "ეპისკოპოსის გარეშე ეკლესია მკვდარია - ის, უბრალოდ, არც არსებობს" (ვ. სინილშჩიკოვი. დასახ წყარო). მისი ანტიძველმართლმადიდებლური პუბლიკაციის სათაურსაც ხომ ასე ეწოდება: "ეპისკოპოსის გარეშე ეკლესია არ არსებობს" (ვ. სინილშჩიკოვი. დასახ. წყარო. https://vk.com/topic-5551851_29434010 //  https://vk.com/doc6827649_265878903?hash=e071fd45656734ce9f) (URL-ის მიმართვის თარიღი: 09.11.2020).

იმავეს გვიჩიჩინებს ჩვენი "პუბლიცისტი" ზ. ნოდიაც, რომელსაც ჩვენი ოპონენტების "თხზულებებში" ამოუკითხავს ასეთი ცრუსწავლება ეკლესიაზე და დაზუთხული გაკვეთილივით იმეორებს, თითქოსდა ძველმართლმადიდებლებს გაყალბებული ჰქონდეთ სწავლება ეკლესიის შესახებ (გვ. 214). თავის უმეცრულ გახელებაში ზ. ნოდია ბედავს უეპისკოპოსოდ დარჩენილ ძველმართლმადიდებლურ ეკლესიას უწოდოს "ეკლესიის იმიტაცია", "სუროგატი" (იქვე. გვ. 214), რადგან თურმე "ეკლესია შეუძლებელია ეპისკოპოსის გარეშე" (იქვე) და გვიკიჟინებს: "არ გყავთ ეპისკოპოსი? - არ გყავთ სამღვდელოება და არ გაქვთ ნათლისღება, არც ეკლესია...", მეტიც, თურმე ეპისკოპოსის გარეშე ნათლობაც კი უქმდება" (იქვე).

ეპისკოპოსის გარეშე ეკლესიის არსებობის შესახებ მართლმადიდებლურ სწავლებას ზ. ნოდია "სექტანტურ-მწვალებლურ ტრადიციას" უწოდებს, თუმცა, რაც უნდა გასაკვირი იყოს, რაღაც მომენტში იზიარებს ძველმართლმადიდებელთა პოზიციას ეკლესიის დაქვრივების თაობაზე და აცხადებს, რომ "ეკლესია იდგება ბოლომდე, თუნდაც, უკვე აღარ იყოს ეპისკოპოსი", ოღონდ "უკანასკნელ წლებში..." (გვ. 207). მაგრამ, რატომ არის შესაძლებელი "უკანასკნელ წლებში" ეკლესიის მთლიანი უეპისკოპოსობა (დაქვრივება) და რატომ გგონიათ ის შეუძლებელი სხვა დროს? თუ ეკლესია მისი მთლიანი დაქვრივების შემთხვევაში (როდესაც მას უკვე აღარ ეყოლება ეპისკოპოსი) "მკვდრად" ცხადდება, როგორ ინარჩუნებს ის სიცოცხლეს "ბოლო წლებში"? რა მნიშვნელობა აქვს, "ბოლო წლებში" გახდება თავმოჭრილი ეკლესია "მიცვალებული" თუ "წინა წლებში"? განა ეს სისულელე არ არის? მაგრამ სწორედ ამ სისულელეს იზიარებენ ჩვენი "უგანათლებულესი" ოპონენტები.

მეტიც, ზ. ნოდია, მაგალითად, ასეთ აზრსაც გვთავაზობს: "ეპისკოპოსიც ბოლომდე უნდა იყოს, მაგრამ, დავუშვათ და თუ არ იქნა, მაშასადამე, იმდენად მცირე მონაკვეთი იქნება დარჩენილი მეორედ მოსვლამდე, რომ ეკლესია ინერციით (?) მივა ქრისტე მღვდელმთავრამდე..." (იქვე). გვრჩება შთაბეჭდილება, რომ ამ უაზრობის ავტორს, ჩვენს ძვირფას "პუბლიცისტს", ეკლესია თავმოჭრილ კაცად წარმოუდგენია, რომელსაც, მართალია, თავი არა აქვს, მაგრამ აქვს სხეული, რომელიც სისხლისგან იცლება და ხელების ფათურით მილასლასებს ბოლო დღეებამდე, თუმცა გადარჩება, რადგან "მცირე მონაკვეთი იქნება დარჩენილი მეორედ მოსვლამდე". ამ სისულელეს მისი ავტორი სრული სერიოზულობით აცხადებს წიგნში "ფიქრები ბოლო ჟამის საქართველოზე"... და სულაც არ ფიქრობს, რომ შეუძლებელია, ეკლესიას ვინმემ თავი (ქრისტე) მოაჭრას, მოაცილოს და უთავოდ დატოვოს. ამგვარ სიბრიყვეს მხოლოდ მართლაცდა უთავო ერეტიკოსებისგან თუ მოისმენ, რომლებმაც ეკლესიაზე ქრისტეს მეთაურობა უარყვეს და მის თავად ადამიანი (პაპი ან ეპისკოპოსები) დააყენეს.

განა ცხადი არ არის, რომ ზ. ნოდია (და არა მარტო ის) ეკლესიის თავად ქრისტეს კი არა, ეპისკოპატს მიიჩნევს? სხვაგვარად, ქრისტეს მეთაურობის აღმსარებელი როგორ იტყოდა ეკლესიას თავი არა აქვსო? თუ გვეტყვიან, სად თქვა ზ. ნოდიამ ამგვარი რამო, ვუპასუხებთ, მთელი მისი მტკიცებულებები ეკლესიის დაქვრივების წინააღმდეგ ამისი დასტურია: "ეკლესია არ შეიძლება იყოს ეპისკოპოსის გარეშე", "ეკლესია ეპისკოპოსის გარეშე მკვდარია"... მაგრამ თურმე არა იმ "მცირე მონაკვეთში", როდესაც მეორედ მოსვლა ახლოვდება და ა. შ.

მიუხედავად იმისა, რომ გარკვეულია ეკლესია არის ქრისტეს სახეული, რომლის თავი არის თვით ქრისტე და ამიტომაც ის არის უძლეველი, ოფიციალური, ახალმოწესეობრივ-რეფორმატორული ეკლესიის წარმომადგენლები, ხატოვნად რომ ვთქვათ, "ტყავში ძვრებიან", წმიდა მამათა გამონათქვამები როგორმე თავიანთ სულელურ სწავლებას რომ მიუსადაგონ. ამით ისინი საკუთარი მწვალებლური შეხედულების გამართლებას ცდილობენ. მოდი, ვნახოთ, როგორ ცდილობენ ეპისკოპოსის გარეშე ეკლესიის არარსებობის გამართლებას ჩვენი ოპონენტები.
7
oldorthodox@gmail.com
საქართველოს
ძველმართლმადიდებლური
ეკლესია

ოფიციალური საიტი
Назад к содержимому