რჯულისკანონი - ანბანური საძიებელი ე-თ - oldorthodox

საქართველოს ძველმართლმადიდებლური ეკლესია
ძიება
Перейти к контенту

Главное меню:

დიდი სჯულისკანონი

მოციქულთა კანონები

რჯულის კომენტატორთა:

იოანე ზონარას († 1159 წ.), ალექსი არისტინესა († 1166 წ.) და პატრიარქ ბალსამონის (†1199 წ.) განმარტებებით

ანბანური საძიებელი

ა-; ე-თ; ი-მ; ნ-ჟ; რ-უ; ფ-



ებრაელი
ებრაელებს, რომლებიც მოჩვენებით ხდებიან ქრისტიანები, ეკლესიაში არ მივიღებთ, მათ შვილებს არ ვნათლავთ. მათ არა აქვთ უფლება, იყიდონ ან შეიძინონ მონა ქრისტიანი. უნდა მივიღოთ მხოლოდ გულწრფელად მოქცეული ებრაელები, რომლებიც საზეიმოდ საჯაროდ უარყოფენ ებრაულ ჩვეულებებსა და საქმეებს. VII 8.

ეგზარხოსი
პირველი საყდრის ეპისკოპოსს არ უნდა უწოდონ ეგზარხოსი, მღვდელმთავართა უხუცესი, არამედ მხოლოდ პირველი საყდრის ეპისკოპოსი. კართ 39.

ევაგრე
კვიპრელი ეპისკოპოსი. III 8.

ევაგრე (მწვ.)
VI 1.

ევდოქსიანები (მწვ.)
II 1.

ევლოგია
მოც. 65, 70. ლაოდ. 14.

ევნომიანები, ევნომიანოსნი (მწვ.)
შდრ. უმსგავსონი, არიანელნი. II 1, 7. VI 95. ეპისტოლე მარტვირი ანტიოქელისადმი.

ევსტათი პამფილიის ეპისკოპოსი
წერილობითი უარი თქვა თავის ეპარქიაზე. როგორ მოექცა მას კრება? III მსოფლიო ეპისტოლე პამფილიის მიტროპოლიტ ევსტათის შესახებ.

ევტიქი (მწვ.)
VI 1.

ევტიქიანე (მწვ.)
სარდ. 18, 19.

ევქარისტია
იხ. ზიარება, შესაწირავი.

ეზოთმოძღვარი იხ. ეკონომოსი.

ეკდიკი, ვექილი, დამცველი. კართ. 75, 97.

ეკვდერი
იხ. ეკლესია სახლისა.

ეკვიტი იპონიის დამხობილი ეპისკოპოსი.
კართ. 65.

ეკლესია
იხ. ტაძარი ღვთისა.

ეკლესია დაქვრივებული
იხ. შემოსავალი დაქვრივებული ეკლესიისა.

ეკლესია, ეპარქია, სამწყსო, მრევლი

ეკლესია არ შეიძლება მემკვიდრეობით გადაეცეს ეპისკოპოსის ან მღვდლის შთამომავლებს. მოც. 76. ეკლესია არ შეიძლება დიდხანს იყოს დაქვრივებული და მღვდელმთავრის გარეშე.III მსოფლიო კრების ეპისტოლე პამფილიის კრებისადმი. კართ 78. ახალი ქალაქის შექმნის შემთხვევაში საეკლესიო საქმეები უნდა განაგონ სამოქალაქო და საერო განწესებათა მიხედვით. VI 38. IV 17. ეკლესიათა უპირატესობანი უნდა დაიცვან და პატივი სცენ მათ. I 6, 7.

ეკლესია, მორწმუნეთა შესაკრებელი

ეკლესიამ უნდა დაიცვას ყველაფერი, რაც მიღებულია საღვთო წერილისა და მოციქულთა გადმოცემებისაგან. ღანგრ. 21. ეკლესიასთან შერიგების სხვადასხვა გზები სხვა სარწმუნოების მქონეთათვის. I 19. II 7. VI 95. ლაოდ. 7, 8. ბასილი დიდი 1, 47.

ეკლესია სახლისა
მღვდელმსახურებს ეპისკოპოსის ნებართვით შეუძლიათ ღვთისმსახურება და მონათვლა სალოცავ ტაძარში, რომელიც მოთავსებულია სახლში VI 31. ორგზ. 12. ვინც არ დადის ეკლესიაში. იხ. შეკრება საეკლესიო.

ეკლესიის მეურნე
იხ. აღმასრულებელი

ეკლესიობა
იხ. კიდეშესაკრებელობა

ეკონომოსი (მნე)

ეკონომოსი სამღვდელმთავრო სახლში განაგებს. საეკლესიო ქონებას ეპისკოპოსის ნებართვით. IV 26. ეკონომოსი უნდა ჰყავდეს ყველა ეპისკოპოსს. IV 26. VII 11. თეოფილე ალექსანდრიელი 10. დაქვრივებული საეპისკოპოსო ეკლესიის შემოსავალს განაგებს ეკონომოსი. IV 25.

ელია (ელია კაპიტოლინა, ქალაქი, რომელიც II საუკ. იერუსალიმის ნანგრევებზე ააშენეს რომაელებმა). იხ. იერუსალიმი I, 7.

ემბაზი, საბანელი, სანათლავი.
იხ. ნათლისღება, ნათლისცემა.

ენკრატიტები (განხეთქილების მოქმედნი)
მათი ეკლესიასთან შეერთების წესი, ბასილი დიდი 1, 47.

ეპარქია
იხ. ეპისკოპოსი

ეპისკოპოსი

1. ეპისკოპოსის არჩევა და ხელდასხმა. ეპისკოპოსი უნდა დაადგინოს ორმა ან სამმა ეპისკოპოსმა. მოც. 1. კართ. 49. თუმცა ყველაზე სასურველია, თუ ეპისკოპოსს დაადგენს სამთავროს (ეპარქიის) ყველა ეპისკოპოსი. I 4. VII 3, ან კრება. ანტ. 19, 23. ლაოდ. 12. თუ ყველა შეიკრიბება არჩევისათვის, უკეთესია. ანტ. 19. თუ ეს შეუძლებელია, სამი მაინც უნდა შეიკრიბოს ხოლო ვინც ვერ ესწრება, თავისი წერილობითი თანხმობა უნდა გამოგზავნოს.lt  I 4. VII 3. ანტ. 19. არჩევა უნდა მოხდეს მიტროპოლიტის თანდასწრებით, რომელიც თავისი სამთავროს(ეპარქიის) სხვა ეპისკოპოსებს მოუწოდებს კრებაზე წერილობით. ანტ. 19. ამტკიცებს არჩევას. I 4. და მაშინ სრულდება ხელდასხმა. lt I 4. IV 28. VII 3. კართ. 13. თუ დადგენა მოხდა ამ წესის საწინააღმდეგოს, მას არ ექნება ძალა ანტ. 19. მიტროპოლიტის თანხმობის გარეშე დადგენილი არ შეიძლება ეპისკოპოსი იყოს. I 6. თუ ეპისკოპოსს მოუხდება დაყოვნება, როგორ უნდა მოვიქცეთ? სარდ. 6. აზრთა სხვადასხვაობის შემთხვევაში უნდა გაიმარჯვოს ამრჩევთა უმრავლესობის აზრმა. I 6. ანტ. 19. კართ. 13. ამასთან დაკავშირებული გადაწყვეტილება. კართ. 50. ეპისკოპოსის არჩევას საერო მთავრების მიერ არა აქვს ძალა. VII 3. ის, ვინც გამოიყენებს საერო მთავრებს, რომ მათი დახმარებით მიიღოს საეპისკოპოსო ხელისუფლება ეკლესიაში,განკვეთილი და განყენებული უნდა იყოს და აგრეთვე ყველა, ვისაც ერთობა აქვს მასთან. მოც. 30. ასევე ძალა არა აქვს ეპისკოპოსის მიერ თავის ადგილას, ეპისკოპოსის ხარისხში,ვინმეს დადგენას, ვინც თვითონ სურს. lt მოც. 76. ანტ. 23. ხელდასხმა არ უნდა გადაიდოს სამ თვეზე მეტი დროით, უკიდურესი გაჭირვების გარეშე. IV 25. კართ 78. არ შეიძლება დადგენილ იყოს ეპისკოპოსი იმ ეკლესიაში, რომლის ეპისკოპოსიც ცოცხალია. ორგზ. 16. ასევე არ შეიძლება მისი დადგენა სოფელში ან მცირე ქალაქში, გარდა იმ შემთხვევისა, თუ ამ ქალაქში ძალიან გაიზრდება მოსახლეობა. ეპისკოპოსი დადგენილ უნდა იყოს იმ ქალაქებში, სადაც ადრე იყვნენ ეპისკოპოსები. სარდ 6. იმ ქალაქში, რომელშიაც არ ყოფილა ეპისკოპოსი, არ უნდა დადგინდეს იგი, თუ არ იქნება ადგილობრივი ეპისკოპოსის თანხმობა. კართ 53, 56, 98. ხელდამსხმელნი უნდა შთააგონებდნენ ეპისკოპოსად ხელდასხმულებს კრებების დადგენილებებს, რათა ისინი არ მოიქცნენ კრების დადგენილებების საწინააღმდეგოდ. კართ. 18.

2. ეპისკოპოსთა თვისებები. ეპისკოპოსად დადგენილი უნდა იყოს ადამიანი, რომელიც სარწმუნოებისა და ცხოვრების მხრივ გამოცდილი იქნება ხანგრძლივი დროის განმავლობაში.ლაოდ. 12. VII 2. მან ყველა თავისი ოჯახის წევრი უნდა აქციოს მართლმადიდებელ ქრისტიანად. კართ. 36. წარმართობიდან ახლად მოსული ან განხრწნილი ცხოვრებიდან მოქცეული მაშინვე არ უნდა დადგინდეს ეპისკოპოსად. მოც. 80. I 2. ერისკაცი ან მონაზონი შეიძლება ავიდეს ეპისკოპოსის სიმაღლეზე მხოლოდ დაბალ საეკლესიო ხარისხებში გამოცდის შემდეგ. სარდ 10. ორგზ. 7. უნებლიე მკვლელობის ჩამდენი. გრიგოლ ნოსელი 4. ყრუ ან ბრმა არ შეიძლება ეპისკოპოსი იყოს. მოც. 78. მაგრამ თუ ვინმეს თვალთ აკლდეს და ფეხმტკივანი იყოს,ის შეიძლება გახდეს ეპისკოპოსი. მოც. 77. ეპისკოპოსი არ უნდა იყოს ქორწინებაში. VI 12.

3. ეპისკოპოსის ვალდებულებანი. ეპისკოპოსს ევალება საეკლესიო საქმეთა განგება. მოც. 81. იგი უნდა ახორციელებდეს სამღვდელმთავრო ზრუნვას სულიერი სიმტკიცით. III მსოფლიო კრების ეპისტოლე. ეპისკოპოსმა უნდა განაგოს თავისი ეპარქია წინდახედულად, დაადგინოს მღვდლები და დიაკვნები, შეამზადოს მირონი, აკურთხოს ქალწულები და განიხილოს ყველა საქმე განსჯით. ანტ. 9. კართ 6. მან უნდა დააბრუნოს გზააბნეული ცხვარი და გველის ნაკბენს უმკურნალოს. VI 102. ხელდასხმულებს კლერიკოსად წინასწარ უნდა შთააგონონ კრებათა დადგენილებები. კართ. 18. ეპისკოპოსმა უნდა მიიღოს ცნობები საეკლესიო მსახურებზე და ჰქონდეს მათი სია იმის აღნიშვნით, თუ ვინ ვის მიერ არის დადგენილი და როგორ ცხოვრობს. ბასილი დიდი 89. მან ყოველდღე, განსაკუთრებით კი კვირა დღეებში უნდა ასწავლოს კლერიკოსებს და ერს კეთილმსახურება (მართლმორწმუნოება, ღვთისმოსაობა). მოც. 58. VI 19. საღვთო წერილისა და ღვთისმოსავ მამათა გადმოცემაზე დაყრდნობით. VI 19. ხოლო საღვთო წერილი უნდა განმარტონ ისე, როგორც გადმოგვცეს ეკლესიის მოძღვრებმა თავის ნაწერებში. VI 19. მან უზნეოს უნდა მისცეს რჩევა-დარიგება და შეგონება, ხანდახან საეკლესიო ეპიტიმია და არ უნდა მისდგეს მას ცემითა და ჯოხით. ორგზ. 9. მოც. 27. უნდა აღამაღლოს ლოცვებში თავისი ეპარქიის ეპისკოპოსის ან მიტროპოლიტის სახელი. ორგზ. 14. ეპისკოპოსს ბრალად არ ეთვლება, თუ იგი უციდონრობით დაადგენს უღირს მღვდელს ან დიაკონს. თეოფილე ალექსანდრიელი 3, 5.

4. ეპისკოპოსის უფლებების შემოფარგვლა. ყოველი ეპარქია უნდა იცავდეს თავის კუთვნილ უფლებებს. ეპისკოპოსთაგან არავინ არ უნდა გაავრცელოს თავისი ძალაუფლება სხვა ეპარქიაზე. III 8. ანტ. 9. კართ. 53, 56. არ უნდა დამოძღვროს საჯაროდ ხალხი ქალაქში, რომელიც მას არ ეკუთვნის. VI 20. განსაკუთრებით ნუ დაამცირებს ადგილობრივ გამოუცდელ ეპისკოპოსს. სარდ. 11. თვითნებურად არ უნდა გადავიდეს თავისი ეპარქიიდან სხვაგან და არ უნდა აღასრულოს იქ ხელდასხმა, არც უნდა განაგოს საეკლესიო საქმეები, რომლებიც მას არ ეხება, თუ ამის შესახებ არ იქნება კრების დადგენილება. მოც. 14, ან ადგილობრივი ეპისკოპოსის თანხმობა. ანკ. 13. თვითნებურად გადასული უნდა დაბრუნდეს თავის ეკლესიაში ხოლო მისი განკარგულებები ძალაში ვერ შევა. მოც. 14, 35. I 15. II 2. IV 5. ანტ. 13, 21, 22. სარდ. 1,2,3. კართ. 48. ეპისკოპოსმა არ უნდა დასტოვოს თავისი საყდარი და არ უნდა წავიდეს თავისი ეპარქიის სხვა ეკლესიაში. კართ. 71. არ უნდა მოინდომოს განსაზღვრებულზე მეტი დრო საკუთარ საქმეებს და არ უნდა მოაკლოს ზრუნვა თავის საყდარს. კართ. 71. არ უნდა წავიდეს თავისი ეპარქიიდან თავის სამფლობელოში (სახნავ-სათესი და სხვ.) სამ კვირაზე მეტი ხნით და თუ წავა, ყოველ კვირა დღეს უნდა მივიდეს უახლოეს ეკლესიაში და აღასრულოს მსახურება, მაგრამ ხშირად არ უნდა იაროს ქალაქში, სადაც არის ადგილობრივი ეპისკოპოსი. სარდ. 12. თუ დააყოვნებს სხვაგან ექვს თვეზე მეტს საპატიო მიზეზის გარეშე, იგი დაკარგავს ეპარქიას, პატივს და ღირსებას. ორგზ. 16. ეპისკოპოსმა არ უნდა გადმოიბიროს კლერიკოსი, რომელიც ეკუთვნის სხვა ეპარქიას და არ უნდა აღასრულოსხელდასხმა მისი ეპისკოპოსის თანხმობის გარეშე. თუ ასე მოიქცევა, მისი დადგინება ძალაში არ შევა. I 16. IV 20. კართ. 54, 80, 90. სარდ. 15. არ უნდა გააჩეროს თავისთან სხვა ეკლესიის კლერიკოსი. VI 18. არ უნდა მიიღოს სხვა ეპისკოპოსის ეკლესიის მიერ უზიარებელქმნილი ან განკვეთილი. მოც. 16. ანტ. 3. სარდ. 13. არ უნდა მიიღოს ვინმე სხვა მონასტრიდან და არ უნდა დაადგინოს იგი კლერიკოსად ან იღუმენად (წინამძღვარად). კართ. 80. უზიარებლობით არ უნდა დასაჯოს ვინმე მიკერძოებით. I 15. VII 4. არ უნდა აუკრძალოს ვისმეს მსახურება მიკერძოებით. VII 4. არ უნდა ჩაკეტოს ტაძარი მიკერძოებით. VII 4. არ უნდა მოითხოვოს თავისი ქვეშევრდომებისაგან ფული ან სხვა რამ. VII 4. არ უნდა ჩამოაქვეითოს კლერიკოსი ხარისხიდან მხოლოდ ეჭვით, მაბეზღარობისა და ავსიტყვაობის შედეგად. თეოფილე ალექსანდრიელი 5. არ უნდა აღუკვეთოს ზიარება კლერიკოსს, რომელმან მხოლოდ მასთან აღსარებაში თქვა რაიმე ცოდვა, ხოლო სასამართლოზე კი არ აღიარებს. კართ. 132. არ უნდა გაყოს სამთავრო ორ ნაწილად საერო ხელისუფალთა დახმარებით, რათა მიიღოს მიტროპოლიტის სახელი. IV 12. არ უნდა დაუგდოს ყური ამაო ძვირის თქმასა და ჭორიკნობას. თეოფილე ალექსანდრიელი 6. არ უნდა დაადგინოს თავის ადგილას ნათესავი ან სხვა ვინმე მიკერძოებით. მოც. 76. ანტ. 23. არ უნდა წავიდეს ზღვის გადაღმა ანუ რომში პირველმოსაყდრე ეპისკოპოსის ნებართვის გარეშე. კართ. 23.

5. სხვადასხვა შემთხვევები. ეპისკოპოსი, რომელმაც თავისი ეპარქია არ მიიღო არა თავისი სურვილით, არამედ სხვა მიზეზის გამო უნდა დარჩეს ეპისკოპოსად, მაგრამ არ უნდა ჩაერიოს იმ ეკლესიის საქმეებში, რომელშიც არის და უნდა დაელოდოს სამთავროს სრული კრების გადაწყვეტილებას. მოც. 36. ანტ. 18. ეპისკოპოსები, რომლებმაც ბარბაროსთა შემოსევების გამო არ მიიღეს თავისი ეპარქიები, სარგებლობენ მათზე თავისი უფლებებით. VI 37. თუ ეპისკოპოსი, რომელიც თავის ეპარქიაში დევნას განიცდის, ან უსამართლოდ არის განკვეთილი,წავა სხვა ქალაქში, კაცთმოყვარებით უნდა მიიღონ. სარდ. 17. ეპისკოპოსს, რომელიც სტოვებს ეკლესიას სნეულების მიზეზით, უნდა დარჩეს ეპისკოპოსის სახელი და პატივი, მაგრამ მან აღარ უნდა აღასრულოს ხელდასხმა, არ უნდა დაიკავოს ეკლესია, და თვითნებურად არ უნდა შეასრულოს ღვთისმსახურება, არამედ მხოლოდ ადგილობრივ ეპისკოპოსის ნებართვით. III მსოფლიო კრების ეპისტოლე პამფილიის კრებისადმი. ეპისკოპოსი, რომელიც არ მიიღებს მეურვეობას იმ ეკლესიაზე, რომელშიც არის დადგენილი, უზიარებელი უნდა იყოს, სანამ არ მიიღებს მას, ან სანამ სამთავროს კრება არ გამოიტანს გადაწყვეტილებას მის შესახებ. მოც. 36. ანტ. 17. ეპისკოპოსი, რომელიც გადაყვანილია მაღალი საყდრიდან დაბალზე, ინარჩუნებს ადრე დაკავებული საყდრის უპირატესობას. VI 39. ხელდასხმის დროის მიხედვით უმცროსი ეპისკოპოსები უპირატესობას უნდა მიაგებდნენ უფროს ეპისკოპოსებს. კართ. 86. მცირე ქალაქების ეპისკოპოსები დამოკიდებულნი უნდა იყვენენ დიდი ქალაქის ეპისკოპოსებზე. ლაოდ. 57. ეპისკოპოსმა, რომელსაც ჰყავს კლერიკოსთ საკმაო რაოდენობა, უნდა მისცეს ისინი ეპისკოპოსს, რომელიც განიცდის სასულიერო პირთა ნაკლებობას. კართ. 55. მართვა-განგებაზე წერილობითი უარის თქმა, რომელიც ძალდატანებით, შიშისა და მუქარის შედეგად გამოსძალეს ეპისკოპოსს, არ არის ძალაში. კირილე ალექსანდრიელი 3. ეპისკოპოსი, რომელიც განუდგა მიტროპოლიტს ან პატრიარქს მათი ერესის გამო, რაც მამათა მიერ დაგმობილია, უდანაშაულოა. ორგზ. 15. თუ ეპისკოპოსს რაიმე მიზეზი აჰყრის ეპისკოპოსობის ხარისხს და მას აეკრძალება საეპისკოპოსო მოქმედება, მან არც მღვდლის ადგილი არ უნდა დაიკავოს. IV 29. მაგრამ თუ იგი უდანაშაულოდ არის გადაყენებული ან განკვეთილი ერეტიკოსების მიერ, აღდგენილ უნდა იყოს. III 3. IV 29. ეპისკოპოსს, რომელიც ჩამოქვეითდება სამონაზვნო ცხოვრებაზე, არ უნდა ჰქონდეს სამღვდელმთავრო მსახურების უფლება. სოფ. 2.

6. ეპისკოპოსის ქონება. ეპისკოპოსის საკუთარი ქონება ცნობილი უნდა იყოს მისი მღვდლებისა და დიაკვნებისათვის. lt მოც. 40. ანტ. 24. კლერიკოსებმა არ უნდა დაიტაცონ იგი ეპისკოპოსის სიკვდილის შემდეგ. IV 22. არც მიტროპოლიტს აქვს ამის უფლება. VI 35, განსვენებულს კიდეც რომ არ ჰქონდეს წარდგენილი საეკლესიო გასავლის ანგარიშგება. კირილე ალესანდრიელი 2. ეპისკოპოსს უფლება აქვს, თავისი ქონება სიკვდილის წინ მისცეს, ვისაც უნდა. lt მოც. 40. ანტ. 24. მან მემკვიდრედ არ უნდა გაიხადოს არამართლმადიდებელი, მწვალებელი და წარმართი. კართ. 22, 81.

ეპისტოლე
სოფლის მღვდლები არ გზავნიან კანონიკურ ეპისტოლეებს. ისინი ეპისტოლეს გზავნიან მხოლოდ მეზობელ ეპისკოპოსებთან. ანტ. 8. მიტროპოლიტმა უნდა მოიწვიოს სამთავროს ეპისკოპოსები კრებაზე ეპისტოლეთა მეშვეობით. ანტ. 19.

ეპისტოლე (წიგნი) განსატევებელი
ეპისკოპოსებს, რომლებიც აფრიკიდან რომში მიდიან, უნდა ჰქონდეთ განსატევებელი წიგნი თავისი პირველმოსაყდრე ეპისკოპოსისაგან. კართ. 23. მას, ვისაც სურს მეფესთან წასვლა რაიმე მიზეზის გამო, უნდა ჰქონდეს განსატევებელი წიგნი ეპისკოპოსისაგან, რომელიც ადასტურებს, რომ მისი მგზავრობა ნებადართულია. კართ. 106.

ეპისტოლე (წიგნი) დასამტკიცებელი (საწამებელი)

უცხო ეპისკოპოსი, მღვდელი, დიაკონი არ უნდა მიიღონ დასამტკიცებელი ეპისტოლის (სარეკომენდაციო მოწმობის) გარეშე და ეპისტოლითაც ერთობაში უნდა მიიღონ მხოლოდ ღვთისმოსაობის მქადაგებელნი. მოც. 33. უცხო კლერიკოსებს არ უნდა მიეცეთ მსახურების უფლება დასამტკიცებელი ეპისტოლის გარეშე. IV 13. თუ უზიარებელქმნილი კლერიკოსი ან ერისკაცი მიღებულ იქნება სხვა ქალაქში დასამტკიცებელი ეპისტოლის გარეშე, უზიარებელი უნდა იყოს მიმღებელიცა და მიღებულიც. მოც. 12. დასამტკიცებელი ეპისტოლე ეძლევათ პირებს, რომლებიც ეჭვის ქვეშ არიან. IV 11. გლახაკებსა და დავრდომილებს ეძლევათ არა დასამტკიცებელი ეპისტოლე, არამედ დასამშვიდებელი. IV 11.

ეპისტოლე (წერილი) დასამშვიდებელი
მოგზაურთაგან არავინ არ უნდა მიიღონ დასამშვიდებელი ეპისტოლის (წერილობითი მოწმობა მგზავრობის დროს) გარეშე. ანტ. 7. უმწიკვლო ქორეპისკოპოსებს შეუძლიათ დასამშვიდებელი ეპისტოლის გაცემა. ანტ. 8. გლახაკებსა და უქონელთ სამგზავროდ მათი სიღარიბის შესახებ ეძლევათ დასამშვიდებელი წერილობითი მოწმობა. IV 11.

ეპისტოლე (წერილი) კანონიერი, კანონიკური
სასულიერო პირმა არ უნდა იმოგზაუროს თავისი ეპისკოპოსის მიერ მოცემული კანონიერი წერილის გარეშე. ლაოდ. 41. სოფლის მღვდლები კანონიკურ ეპისტოლეს არ გასცემენ. ანტ. 8.

ეპისტოლეები კლიმენტი რომის ეპისკოპოსისა
იხ. კლიმენტი

ეპისტოლე საკრებო
საკრებო ეპისტოლეები, რომლებიც შეიცავენ კრების განსაზღვრებებს, უნდა დაწეროს ყველას სახელით და ხელი მოაწეროს მათ კრების თავმჯდომარე ეპისკოპოსმა. კართ. 85.

ეპისტოლე ხელდამსხმელისაგან
ხელდასხმულებმა ხელდამსხმელთაგან უნდა მიიღონ ეპისტოლეები მათი ხელმოწერით, ხელდასხმის წლისა და დღის აღნიშვნით. კართ 89.

ეპითიმია, განკანონება, სასჯელი საეკლესიო

1. ეპითიმიის განსაზღვრება და წესები მისი დადების დროს. ეპითიმია არის სასჯელი, რომელიც განსაზღვრულია საეკლესიო კანონით. ორგზ. 10, ან სულიერი მკურნალობა, სენის შესაბამისი. VI 102. ეპიტიმიით ცოდვილი არ უნდა ჩააგდონ სასოწარკვეთილებაში. VI 102. იმას, ვისაც ღვთისაგან მიცემული აქვს შეკვრისა (დასჯისა) და გახსნის (სასჯელისაგან განთავისუფლების) უფლება, მართებს, განიხილოს ცოდვის ხარისხი, ცოდვილის განწყობა და მისი სიცოცხლე ცოდვამდე და ცოდვის შემდეგ. VI 102. I. 2. ანკ. 5 ბასილი დიდი 3. კართ. 52 მხოლოდ დრო არ არის საკმარისი განკურნებისათვის, არამედ მთავარია ნება და არჩევანი მონანულისა. გრიგოლ ნოსელი 8. თუ მონანული დიდ მისწრაფებას გამოიჩენს გამოსწორებისადმი, მას შეუმოკლდება განკანონების (ეპიტიმიის) ვადა. I 12. VI 102. ბასილი დიდი 74. გრიგოლ ნოსელი 3, 4. ვინც თვითონ აღიარებს ცოდვას, მას დაეკისრება ხანმოკლე ეპითიმია, ხოლო ის, ვისაც ამხილებენ ცოდვაში, ხანგრძლივ ეპითიმიას იმსახურებს. გრიგოლ ნოსელი 3, 4. ვინც არ შეუდგება სრულყოფილ სინანულს, მან სრულად უნდა შეასრულოს კანონით დაწესებული დრო. I 12. VI 102. ბასილი დიდი 3. ერთი დანაშაულისათვის არ შეიძლება ორი სასჯელის დადება. მოც. 25.

2. ეპითიმიის ხასიათი. ეპითიმიები სხვადასხვანაირია, ცოდვისა და დანაშაულთა განსხვავების მიხედვით. ეპითიმიები სარწმუნოების უარმყოფელთათვის. იხ. სარწმუნოების უარყოფა. ის, ვინც ცოდვის ჩადენაში ვინმეს ხელს უწყობს რჩევით ან დახმარებით, და არ აღიარებს ამას, არამედ სხვა ამხილებს, მასაც დაედება ეპითიმია იმდენივე ხნით, რამდენ ხანსაც განკანონებულ იქნება თვით ცოდვის ჩამდენი. ბასილი დიდი 71.

3. ეპითიმიის შეწყვეტა. ბოროტ საქმეთაგან მოქცეულნი უნდა მიიღონ ზიარებაზე სინანულის ვადის გასვლის შემდეგ. ლაოდ. 2. მონანულს სასჯელს ახსნის ეპისკოპოსი. კართ. 43. ხოლო გაჭირვების დროს მღვდელი ეპისკოპოსის კურთხევით. კართ. 7, 43. და ისიც, არა საჯაროდ, არა ჟამისწირვის დროს. კართ. 6. მონანულს, თუ მისი დანაშაული აშკარა იყო, ხელი უნდა დაედოს ტაძრის კარიბჭეში (სტოაში). კართ. 43. განყენებული, რომელიც სასოწარკვეთის გამო ზიარების ღირსი გახდება, განკურნების შემთხვევაში ისევ უნდა დარჩეს სინანულის იმავე საფეხურზე, რომელზეც იყო.I 13. გრიგოლ ნოსელი 5.

ერესი
იხ. ერეტიკოსი ერეტიკოსი, მწვალებელი

რას წარმოადგენს ერეტიკოსი? ბასილი დიდი 1. ერესი იმსახურებს შეჩვენებას. II 1. არ შეიძლება ერეტიკოსებთან ერთად ლოცვა და მათ შესაკრებელში შესვლა სალოცავად. მოც. 45, 65. ლაოდ. 33. მწვალებლებს არა აქვთ ღვთისმსახურებაზე და მორწმუნეთა ლოცვაზე დასწრების ნება. ტიმოთე ალექსანდრიელი 9, არც ღვთის სახლში შესვლის ნება, თუ ისინი ისევ მტკიცედ არიან ერესის მიმდევრები. ლაოდ. 6. არ შეიძლება მათგან მსხვერპლის მიღება. მოც. 46, არცა მათთან დღესასწაულობა. ლაოდ. 37. არ შეიძლება სიარული ერეტიკოსთა სასაფლაოზე, ან მოწამეთა ადგილებად წოდებულ საწამებლებში, რომლებიც განკუთვნილია სალოცავად და განსაკურნებლად. ლაოდ. 9. არ შეიძლება მათი მიღება მოწმეებად ეპისკოპოსისა და კლერიკოსთა წინააღმდეგ. მოც. 75. II 6. არ შეიძლება მათთან ქორწინებით შეუღლება, გარდა იმ შემთხვევისა, თუ ისინი დასდებენ პირობას, რომ გადავლენ მართლმადიდებლურ სარწმუნოებაზე. IV 14. VI 72. ლაოდ. 10, 31. კართ. 21. ერეტიკოსთა მიერ ხელდასხმული არ ითვლება ნამდვილ ხელდასხმულად. მოც. 68. ერეტიკოსებს უნდა მოვექცეთ მშვიდად და ლმობიერად, რათა მივიზიდოთ ისინი სინანულზე. კართ. 66. თუ მწვალებელი სიკვდილის წინ მოინანიებს, იგი მიღებული იქნება, ოღონდ გამოცდის შემდეგ. ბასილი დიდი 5. მწვალებელთა ურჩობის წინააღმდეგ დახმარება უნდა გამოვითხოვოთ მეფეებისაგან. კართ. 93.

ერთობა, ზიარება
ეკლესიასთან და მორწმუნეებთან ერთობა არის არასრული - მხოლოდ ლოცვებში, და სრული - წმინდა საიდუმლოთა ზიარებაში. ანკ. 5, 6, 7, 8, 9.

ერისკაცი
ერისკაცს არა აქვს უფლება: 1) ერის დამოძღვრისა, ქადაგებისა და თავის თავზე მოძღვრის პატივის აღებისა. VI 64. 2) საკურთხეველში შესვლისა, სამეფო პირთა გარდა. VI 69. 3) თავისი თავისთვის საღვთო საიდუმლოს მიცემისა მღვდელმსახურის იქ ყოფნის დროს. VI 58. ერისკაცი, რომელიც არ ემორჩილება თავის ეპისკოპოსს, უზიარებლობით უნდა დაისაჯოს. IV 8.ერისკაცი, რომელიც არად ჩააგდებს ღვთისა და მეფის ბრძანებულებას და გაბედავს ეპისკოპოსის ცემასა და საპყრობილეში ჩაგდებას, ანათემის (შეჩვენების) ღირსია. სოფ. 3.

ეშმაკეული
მისი მიღება არ შეიძლება კლერიკოსად, არც ლოცვაზე მორწმუნეებთან ერთად. lt მოც. 79. ბოროტი სულისგან გაუწმენდელი ადამიანი შეიძლება მოინათლოს მხოლოდ სიცოცხლის უკანასკნელ წუთებში. ტიმოთე ალექსანდრიელი 2. თუ მორწმუნე ეშმაკეული არ არღვევს საიდუმლოს და არ გმობს მას, იგი დროდადრო შეიძლება ეზიაროს ტიმოთე ალექსანდრიელი 3. ის, ვინც იჩემებს ეშმაკეულობას, უნდა დაისაჯოს. VI 60.

ვალენტინიანელი (მწვ.)
VI 95.

ვაჟთა გახრწნა
იხ. მამათა აღრევა

ვარსკვლავთმრიცხველი, ასტროლოგი
იხ. გრძნეულობა, მისნობა

ვახში, სარგებელი, პროცენტი
კლერიკოსმა არ უნდა აიღოს ვახში მის მიერ გაცემული სესხიდან. მოც. 44. I 17. VI 10. ლაოდ. 4. კართ. 16. თუ დამნაშავე არ შეწყვეტს ასეთ მოქმედებას, იგი განკვეთილი იქნება. lt მოც. 44. I 17. VI. 10.

ვერცხლი
ის, ვინც გაიღო ვერცხლი ტანჯვა-წამებისაგან თავის გადასარჩენად, არ არის დამნაშავე. პეტრე ალექსანდრიელი 12.

ვერცხლისმოყვარეობა

იხ. სიმონია

ვიპერვერეტო ოქტომბრის თვის სახელწოდება სირიულ-მაკედონური კალენდრით.
ანტ. 20.

ვოტა
პანისადმი მიძღვნილი ელინური დღესასწაული. VI 62.

ვრუმალი
დიონისესადმი მიძღვნილი ელინური დღესასწაული. VI 62.

ზედამდგომელი
იხ. ეგზარქოსი

ზეთი
ეკლესიიდან ზეთის მიტაცება

იხ. სიწმინდეთმკრეხელობა

ზიარება
იხ. ერთობა

ზიარება, ევქარისტია

თუ მღვდელმსახური შესაწირავის შეწირვის დროს არ ეზიარება სათანადო მიზეზის გარეშე, მან თავი უნდა დაანებოს მღვდლობას. მოც. 8. მორწმუნე, რომელიც ეკლესიაში ლოცვის დასრულებას და ზიარებას არ ელოდება, უზიარებლობით ისჯება. მოც. 9. ანტ. 2. ვისაც სურს ზიარების მიღება, უნდა მივიდეს, ჯვრის სახედ დაიწყოს ხელები და არ უნდა ჰქონდეს გაწვდილი ხელის ნაცვლად ოქროს ან სხვა მასალისგან შემზადებული ჭურჭელი საღვთო ნიჭის მისაღებად. VI 101. ყველამ, ვინც მიდის ამ ქვეყნიდან, უნდა მიიღოს ზიარება. I 13. კართ. 7. გრიგოლ ნოსელი I, 4. ქმარი და ცოლი, რომელთაც ღამით ერთად ეძინათ, ნუ მიიღებენ ზიარებას. ტიმოთე ალექსანდრიელი 5. ქალი, რომელსაც დედათა წესი აქვს, არ უნდა ეზიაროს. ტიმოთე ალექსანდრიელი 7. დიონისე ალექსანდრიელი 2. თუ ეშმაკისაგან შეპყრობილი მორწმუნე არ აგინებს საიდუმლოს, იგი შეიძლება დროგამოშვებით ეზიაროს. ტიმოთე ალექსანდრიელი 3. თუ სიზმარში შემცოდეს სურს ზიარების მიღება და თუ მას სატანა გამოსცდის იმ მიზნით, რომ ჩამოაშოროს ზიარებას, იგი უნდა ეზიაროს, დიონისე ალექსანდრიელი 4. ტიმოთე ალექსანდრიელი 12. ის, ვინც ფიქრობს, რომ არ შეიძლება ზიარების მიღება დაქორწინებული მღვდლისაგან, შეჩვენებული უნდა იყოს. ღანგრ. 4.ეპიტიმიის ქვეშ მყოფთა ზიარების შესახებ. იხ. ეპიტიმია. გარდაცვლილის ზიარება არ შეიძლება. VI 83.

ზინონი
კვიპრელი ეპისკოპოსი. III 8.

თავისმკვლელი
შესაწირავის შეწირვა თავისმკვლელისათვის არ შეიძლება. ტიმოთე ალექსანდრიელი 14.

თავმდები
კლერიკოსს არა აქვს უფლება თავდებად დაუდგეს ვისმე. მოც. 20.

თავშეკავება, კრძალულება
ეპისკოპოსები, მღვდლები და დიაკვნები უნდა იცავდნენ თავშეკავებას ყველაფერში. კართ. 3. მაგრამ პატივისცემის ღირსია თავშეკავება, აღსრულებული პატიოსნებითა და ღვთისმოსაობით (მართლმორწმუნეობით). ღანგრ. 21.

თამაში
ერისკაცთა და კლერიკოსთაგან ნურავინ ნუ მიეცემა თავის შესაქცევ თამაშს. IV 50. ეპისკოპოსი, მღვდელი და დიაკონი არ უნდა შეექცენ თამაშს. მოც. 42.
იხ. სანახაობა

თანამდგომარეობა, თანამდგომარე-ყოფა
მონანულთა ეპიტიმიის მეოთხე საფეხური, როდესაც მონანული დგას მორწმუნეებთან და არ გამოდის ეკლესიიდან კათაკმეველებთან ერთად, მაგრამ იგი არ ეზიარება წმიდა საიდუმლოს. გრიგოლ ნეოკესარიელის ეპისტოლე.

თანამდებობა
იხ. პატივი

თანხმობა
არ შეიძლება თანხმობისა ან ხელისმოწერითი მტკიცების გადათქმა. კართ. 13.

თეოდორე მომფსვესტელი
ნესტორის მოძღვარი, განკვეთილი. VI 1. აღაპის და ვაღადის მოსახსენებელი. III 6.

თეოდორე პამფილიის ეპისკოპოსი. III მსოფლიო კრ. ეპისტოლე


თეოდორიტე კიპროსის ეპისკოპოსი. VI 1.

თეოფილე არქიეპისკოპოსი ალექსანდრიისა.
მისი კანონები მიღებულია ეკლესიის კანონად. VI 2.

თვის დასაწყისი
უნდა აიკრძალოს კოცონის დანთება თვის დასაწყისში. VI 65.

თილისმა
იხ. გრძნეულობა, მისნობა

თილისმის მკეთებელი
იხ. გრძნეულობა, მისნობა

თმები
მორწმუნეებმა არ უნდა დაიწნან თმები ხელოვნური წნულებით. VI 96. ქალი, რომელიც შეიკრეჭს თმას ცრუ მოღვაწეობის მიზნით, შეჩვენებულ იყოს. ღანგრ. 17. განკვეთილს, რომელიც მოინანიებს თავის ცოდვას, უფლება აქვს გაიკრიჭოს თმა, როგორც სამღვდელონი იკრეჭენ. VI 21.

თრაკია
თრაკიის ეპისკოპოსები უნდა განაგებდნენ მხოლოდ თრაკიის საქმეებს. II 2.

 
TOP-RATING.UCOZ.COM
Назад к содержимому | Назад к главному меню Яндекс.Метрика