კალენდარი - სექტემბერი - oldorthodox

საქართველოს ძველმართლმადიდებლური ეკლესია
ძიება
Перейти к контенту

Главное меню:

2016 წლის საეკლესიო კალენდარი

სექტემბერი


1 სექტემბერი 14

ოთხშაბათი


გვირგვინი წელიწადისა და დაწყება ინდიქტისა


ყოვლადწმიდისა ღმრთისმშობელისა კრება მიასინეს სავანეში (864). ღირსისა სვიმეონ მესვეტისა (459) და დედისა მისისა მართასი (დაახ. 428); მოწამისა აითალა დიაკონისა (380); 40-თა ქალწულმოწამეთა და მოწამისა ამუნი დიკონისა, მოძღვრისა მათისა (IV); მოწამეთა: კალისტასი, ევოდისა და ერმოგენისა (309); მართლისა ისუ ნავესი (XVI ს. ქრისტეს შობამდე).

ხსნილი ზეთით.



2 სექტემბერი 15


ხუთშაბათი


მოწამისა მამანტისა (275), მამისა მისისა თეოდოტესი და დედისა მისისა რუფინასი (III); ღირსისა იოანე მმარხველისა, კონსტანტინოპოლელი პატრიარქისა (595); 3628 ნიკომიდიელ მოწამეთა (III-IV).


ხსნილი ყოვლითურთ.



3 სექტემბერი 16

პარასკევი

მღვდელმოწამისა ანთიმოზისა, ნიკომიდიელი ეპისკოპოსისა, და მისთანა მოწამეთა: თეოფილე დიაკონისა, დოროთესი, მარდონისი, მიგდონისი, პეტრესი, ინდისისა, გორგონისი, ზენონისა, დომნა ქალწულისა და ექვთიმესი და სხვათა (302); ღირსისა თეოქტისტესი, ღირსი ექვთიმე დიდის თანამმარხველისა (467); წმიდისა თებე დიაკონისასი (I); მოწამისა ბასილისა ნიკომიდიელისა (309).

უზეთო მარხვა.



სექტემბერი 17


შაბათი



მღდელმოწამისა ბაბილასი, დიდისა ანტიოქიის ეპისკოპოსისა და მისთანა სამთა ყრმათა - ურბანისა, პრილიდიანესი, ეპოლონისი და დედისა მათისა ქრისტოდულასი (251); წინასწარმეტყველისა მოსესი, ღმრთის მხილველისა (1531 წ. ქრისტეს შობამდე.); მოწამისა ერმიონიასი, მოციქულ ფილიპე დიაკონის ასულისა (დაახ. 117); მოწამისა ბაბილა ნიკომიდიელისა და მისთანა 84-თა ყრმათა (IV); მოწამეთა: თეოდორესი, მიანესი, იულიანესი და კიონისა (305-311).

ხსნილი ყოვლითურთ.



5 სექტემბერი 18

სულთმოფენობიდან 13-ე კვირა



წინასწარმეტყველისა ზაქარიასი და მართლისა ელისაბედისა - წმიდა იოანე ნათლისმცემლის მშობელთა (I); მოწამეთა: თიფაილისა და დისა მისისა თიბეასი (98-138); მოწამისა სარვილესი; მოწამისა რაისასი (დაახ. 308); მოწამეთა იუვენტინე და მაქსიმე მხედართა (361-363); მოწამეთა: ურბანისა, თეოდორესი, მედიმნესი და მათთანა 77-თა ნიკომიდიას წამებულ სასულიერო პირთა (370); მოწამისა აბდესა სპარსელისა (V).

ხსნილი ყოვლითურთ.



6 სექტემბერი 19


ორშაბათი

ხსენება საკვირველებისა მთავარანგელოზ მიქაელის მიერ კოლასეს შინა (ხონა) ქმნილისა (IV); მოწამეთა: ევდუქსესი, ზენონისა და მაკარისა (311-312); ღირსისა არქიპოსი (IV); მოწამეთა რომილესი და მისთანა სხვათა მრავალთა (107-115); მღვდელმოწამისა კირილესი, გორტინელი ეპისკოპოსისა (III-IV); მოწამეთა: კვირიაკესი, ფავსტო ხუცისა, აბიბოს დიაკონისა და მათთანა 11 მოწამეთა (დაახ. 250).

ორშაბათს მმარხველთათვის უზეთოდ, დანარჩენთათვის ხსნილი ყოვლითურთ.



7 სექტემბერი 20


სამშაბათი


ყოვლადწმიდა ღმრთისმშობლის შობის წინადღესასწაული.

მოწამისა სოზონტისა (დაახ. 304); მოციქულთა ებოდისა (66) და ონისიფორესი (67), 70-თაგანთა; მოწამისა ევფსიქისა (117-138); ღირსისა ლუკასი (დაახ. 975); წმიდათა შორის მამისა ჩვენისა იოანე ნოვგოროდელ არქიეპისკოპოსისა, საკვირველთმოქმედისა (1186); წმ. მოწ. სტეფანე რომის პაპისა.

ხსნილი ზეთით.



8 სექტემბერი 21


ოთხშაბათი


შობა ყოვლადწმიდისა დედუფლისა ჩვენისა ღმრთისმშობელისა და მარადის ქალწულისა მარიამისა. ღმრთისმშობლობა.

ხსნილი თევზით.



9 სექტემბერი 22


ხუთშაბათი

ყოვლადწმიდა ღმრთისმშობლის შობის შემდგომი დღესასწაული. წმიდათა და მართალთა მშობელთა ღმრთისათა იოაკიმე და ანნასი. მოწამისა სევერიანესი (320); ღირსისა თეოფანე აღმსარებელისა (დაახ. 300); მოწამეთა ხარიტონისა და სტრატორესი (სტრატონიკესი); ნეტარისა ნიკიტა კონსტანტინოპოლელისა (XII); III მსოფლიო კრების ხსენება (431).

ხსნილი ყოვლითურთ.



10 სექტემბერი 23


პარასკევი


მოწამეთა მინოდორასი, მიტროდორასი და ნიმფოდორასი (305-311); მოციქულთა: აპოლიოსისა, ლუკიოსისა და კლიმენტისა, 70-თაგანთა (I); მოწამისა ვარიფსავასი (II); კეთილმორწმუნისა პულქერიასი, ბერძენთა დედოფლისა (453); მღვდელმთავართა პეტრესი და პავლესი, ნიკეელ ეპისკოპოსთა (IX).

ხსნილი ზეთით.



11 სექტემბერი 24


შაბათი

ღირსისა თეოდორა ალექსანდრიელისა (474-491); მოწამეთა: დიმიტრისა, ევანთიასი, ცოლისა მისისა და ძისა მათისა დიმიტრიანესი (I); მოწამეთა დიოდორე და დიდიმე ასურელთა (362-364); მოწამისა იასი (362-364); ღირსისა ევფროსინესი (IX); წმ. მოწამეთა: სერაპიონისა, კრონიდესი და ლეონტისა; წმ. მოწამეთა: ვალერიასი და სელევკისა.

ხსნილი ყოვლითურთ.



12 სექტემბერი 25

სულთმოფენობიდან 14-ე კვირა


ყოვლადწმიდა ღმრთისმშობლის შობის დღესასწაულის წარგზავნა.

წმ. მღვდელმთავრისა გიორგი ჭყონდიდელისა (XII); მღვდელმოწამისა ავტონომესი, იტალიელი ეპისკოპოსისა (313); მოწამეთა იულიანესი და მისთანა 40 მოწამეთა (IV); მოწამისა თეოდორე ალექსანდრიელისა; მღვდელმოწამისა კორნუტისა, ნიკომიდიელი ეპისკოპოსისა (249-259).

ხსნილი ყოვლითურთ.



13 სექტემბერი 26


ორშაბათი


ჯვართამაღლების წინადღესასწაული.

ენკენია, რომელ არს ხსენება ქრისტეს აღდგომის ტაძრის განახლებისა იერუსალიმს (335); მღვდელმოწამისა კორნილიოს ასისთავისა (I); მოწამეთა: კრონიდესი, ლეონტისა და სერაპიონისა (დაახ. 237); მოწამეთა სელევკისა და სტრატონიკესი (III); მოწამეთა მაკროვოსი და გორდიანესი (IV); მღვდელმოწამისა იულიანე ხუცისა (IV); მოწამეთა: ელიასი, ზოტიკესი, ლუკიანესი და ვალერიანესი (IV); ღირსისა პეტრე ატროელისა (IX).

ორშაბათს მმარხველთათვის უზეთო, დანარჩენთათვის ხსნილი ყოვლითურთ.



14 სექტემბერი 27


სმშაბათი

მსოფლიო ამაღლება პატიოსნისა და ცხოველსმყოფელისა ჯვარისა. ჯვართამაღლება.

მიცვალება წმ. იოანე ოქროპირისა (407) (მისი დღესასწაულობა გადატანილია 13 ნოემბრისთვის). წმ. მოწამისა პაპიუსისა..

ხსნილი მხოლოდ ზეთით.



15 სექტემბერი 28

ოთხშაბათი

ჯვართამაღლების შემდგომი დღესასწაული.

დიდმოწამისა ნიკიტასი (დაახ. 372); აღმოყვანება ნაწილთა აკაკი აღმსარებელისა, მელიტინელი ეპისკოპოსისა (III); მოწამეთა: მაქსიმესი, თეოდოტესი და ასკლიადისა (ასკლიპიოდოტასი) (305-311); მოწამისა პორფირიოსისა (361); პოვნა ნაწილთა პირველმოწამისა სტეფანე მთავარდიაკონისა (415); ღირსისა ფილოთეოსისა, მცირე აზიელი ხუცისა (X).

უზეთო მარხვა.



16 სექტემბერი 29


ხუთშაბათი


მოწამეთა ორთა ძმათა - ისააკ და იოსებ ქართველთა, კარნუ ქალაქში წამებულთა (808); დიდმოწამისა ეფემია ყოვლადქებულისა (304); მოწამისა სებასტიანასი (86-96); მოწამისა მელიტინასი (138-161); მოწამეთა ვიქტორისა და სოსთენისა (დაახ. 304); ღირსისა დოროთესი, მეგვიპტელი მეუდაბნოისა (IV); მოწამისა ლუდმილასი, ჩეხეთის დედოფლისა (927).

ხსნილი ყოვლითურთ..



17 სექტემბერი 30


პარასკევი


მოწამეთა: პისტისა, ელპიდისა, აღაპისა და დედისა მათისა სოფიოსი (დაახ. 137); მოწამეთა თეოდოტიასი (დაახ. 230) და აღათოკლიასი. 156 მოწამეთა: პელისი და ნილოს ეგვიპტელ ეპისკოპოსთა, ზენონ ხუცისა, პატერმუთისი, ილიასი და სხვათა (310).

უზეთო მარხვა.




18 სექტემბერი 1 ოქტომბერი


შაბათი


წმიდისა მთავარმოწამისა ბიძინა ჩოლოყაშვილისა და წმიდათა ორთა ძმათა მოწამეთა შალვასი და ელიზბარისა, ქსნის ერისთავთა (1661); ღირსისა ევმენიოსისა, გორტინელი ეპისკოპოსისა (VII); მოწამისა არიადნასი (II); მოწამეთა სოფიოსი და ირინესი (III); მოწამისა კასტორისა.

ხსნილი ყოვლითურთ.



19 სექტემბერი 2 ოქტომბერი

სულთმოფენობიდან 15-ე, ჯვართამაღლების შემდგომი კვირა


მოწამეთა: ტროფიმესი, საბატიოსისა და დორიმედონტისა (276); მოწამისა ზოსიმე მეუდაბნოისა (IV).

ხსნილი ყოვლითურთ.



20 სექტემბერი 3 ოქტომბერი


ორშაბათი


დიდმოწამისა ევსტათი პლაკიდასი, თეოპისტიასი, ცოლისა მისისა, შვილთა მათთა - აღაპისა და თეოპისტესი (დაახ. 118);

ორშაბათს მმარხველთათვის უზეთოდ, ხოლო დანარჩენთათვის ხსნილი ყოვლითურთ.



21 სექტემბერი 4 ოქტომბერი


სამშაბათი


ჯვართამაღლების დღესასწაულის წარგზავნა.


მოციქულისა კოდრატე 70-თაგანისა (დაახ. 130); მღვდელმოწამეთა იპატიოს ეპისკოპოსისა და ანდრია ხუცისა (730-735).

ხსნილი ყოვლითურთ.



22 სექტემბერი 5 ოქტომბერი

ოთხშაბათი

წინასწარმეტყველისა იონასი (VIII ს. ქრისტეს შობამდე); მღვდელმოწამისა ფოკასი, სინოპიელი ეპისკოპოსისა (117); ღირსისა იონა ხუცისა (IX), მამისა წმ. თეოფანე კანონმთქმელისა და თეოდორე გამომეტყველისა; მოწამისა ფოკა მემტილესი (დაახ. 320); მართლისა პეტრე მეზვერეყოფილისა (VI).

უზეთო მარხვა.



23 სექტემბერი 6 ოქტომბერი


ხუთშაბათი


ღირსთა ქსანთიპასი და პოლიქსენიასი (109); მოწამისა ირაიდა ქალწულისა (დაახ. 308); მოწამეთა: ანდრიასი, იოანესი და ძეთა იოანესთა - პეტრესი და ანტონინესი (IX).

ხსნილი ყოვლითურთ.




24 სექტემბერი 7 ოქტომბერი


პარასკევი


პირველმოწამისა თეკლა მოციქულთა სწორისა (I); ღირსისა კოპრესი (530).

უზეთო მარხვა.



25 სექტემბერი 8 ოქტომბერი


შაბათი


ღირსისა ევფროსინე ალექსანდრიელისა (V); ღირსმოწამისა პაფნოტი მეგვიპტელისა და მისთანა 546 მოწამეთა (III); მიცვალება ღირსისა სერგისა, რადონეჟელი იღუმენისა, საკვირველთმოქმედისა (1392).

ხსნილი ყოვლითურთ.



26 სექტემბერი 9 ოქტომბერი

სულთმოფენობიდან 16-ე კვირა


მიცვალება წმიდისა და ყოვლადქებულისა მოციქულისა და მახარებელისა იოანე ღმრთისმეტყველისა (II საუკუნის დასაწყისი)

ხსნილი ყოვლითურთ.



27 სექტემბერი 10 ოქტომბერი


ორშაბათი


მოწამისა კალისტრატესი და მისთანა წამებულთა გიმნასისა და სხვათა (304); მოციქულთა: მარკოზისა, არისტარქესი და ზენონისა, 70-თაგანთა (I); მოწამისა ეპიქარიასი (III); ღირსისა ეგნატესი (963-975); წმიდათა შორის მამისა ჩვენისა ფლაბიანესი, ანტიოქიელ მთავარეპისკოპოსისა (381-404).

ორშაბათს მმარხველთათვის უზეთოდ, ხოლო დანარჩენთათვის ხსნილი ყოვლითურთ.



28 სექტემბერი 11 ოქტომბერი


სამშაბათი


ღირსისა ხარიტონ აღმსარებელისა (დაახ. 350); წინასწარმეტყველისა ბარუქისა (VI ს. ქრისტეს შობამდე); მოწამეთა: ალექსანდრესი, ალფესისა, ზოსიმესი, მარკოზ მწყემსისა, ნიკონისა, ნეონისა, ილიოდორესი და სხვათა (IV).

ხსნილი ყოვლითურთ.



29 სექტემბერი 12 ოქტომბერი

ოთხმშაბათი

ღირსისა კვირიაკე განდეგილისა (556); ღირსისა თეოფანე მოწყალისა; მოწამეთა: დადასი, გავედაისი და კაზდოიასი (IV).

უზეთო მარხვა.



30 სექტემბერი 13 ოქტომბერი


ხუთშაბათი

მღვდელმოწამისა გრიგოლ დიდისა ეპისკოპოსისა, სომეხთა განმანათლებელისა (დაახ. 335); მოწამეთა: რიფსიმესი, გაიანესი და მათთანა წამებულთა ქალწულთა (IV-ის დასაწყისი); მიხეილისა, კიევის პირველი მიტროპოლიტისა (992).

ხსნილი ყოვლითურთ.


 
TOP-RATING.UCOZ.COM
Назад к содержимому | Назад к главному меню Яндекс.Метрика