კალენდარი - მაისი - oldorthodox

საქართველოს ძველმართლმადიდებლური ეკლესია
ძიება
Перейти к контенту

Главное меню:

2016 წლის საეკლესიო კალენდარი

მაისი


1 მაისი 14

შაბათი


კეთილმორწმუნე ქართველთა მეფისა თამარისა (1213); წინასწარმეტყველისა იერემიასი (VI ს. ქრისტეს შობამდე); ღირსმოწამისა ვატა სპარსელისა (IV).


ხსნილი ყოვლითურთ.




2 მაისი 15

აღდგომიდან მე-3, მენელსაცხებლე დედათა კვირა

წმ. მენელსაცხებლე დედათა - მარიამ მაგდალინელისა, მარიამ კლეოპასი, სალომესი, იოანასი, მართასი და მარიამისა, სუსანასი და სხვათა; მართლისა იოსებ არიმათიელისა და ნიკოდიმოსისა


წმ. ათანასე დიდისა, ალექსანდრიელი მთავარეპისკოპოსისა (373); მოწამეთა: ესპერისა და ზოიასი და ძეთა მათთა - კვირიაკესი და თეოდულესი (II); კეთილმმორწმუნე ბულგარელი მთავრისა, მოციქულთა სწორისა ბორისის-მიხეილისა (907); აღმოყვანება წმიდათა ნაწილთა კეთილმორწმუნეთა რუსეთის მთავართა ბორისისა და გლებისა, ნათლისღებით რომანოზისა და დავითისა (1072 და 1115).

ხსნილი ყოვლითურთ.



3 მაისი 16

ორშაბათი


მიქაელ
და არსენ ულუმბოელთა (IX); მოწამეთა: ტიმოთესი და მავრასი (დაახ. 286); ღირსისა პეტრე საკვირველთმოქმედისა, არგოსელი ეპისკოპოსისა (X); ღირსისა თეოდოსისა, კიეველი იღუმენისა (1074); წმ. მამისა პეტრე საკვირველთმოქმედისა (X).


ორშაბათს მმარხველთათვის ხსნილი თევზით, დანარჩენთათვის - ყოვლითურთ.



4 მაისი 17

სამშაბათი


მოწამისა პელაგიასი, ტარსიელი ქალწულისა (დაახ. 290); მღვდელმოწამისა ერაზმისა, თორმიელი ეპისკოპოსისა (303); მღვდელმოწამისა ალვიანე ანეელი ეპისკოპოსისა, და მოწაფეთა მისთა (304); მღვდელმოწამისა სილვანესი, ღაზელი ეპისკოპოსისა, და მისთანა 40-თა მოწამეთა (311)


ხსნილი ყოვლითურთ.



5 მაისი 18

ოთხშაბათი


წმ. დიდმოწამისა ირინესი (I-II); ღირ. მამისა ილარიონ საკვირველთმოქმედისა; ღირ. მამისა მიქასი (1385), წმ. სერგი რადონეჟელის მოწაფისა.

ხსნილი თევზით.




6 მაისი 19

ხუთშაბათი


მართლისა იობ მრავალვნებულისა (დაახ. 2000-1500 წწ. ქრისტეს შობამდე); მოწამეთა: ბარბარისა, ბაკხუსისა, კალიმაქესი და დიონისესი (დაახ. 362); მოწამისა ბარბარ ავაზაკყოფილისა.

ხსნილი ყოვლითურთ.



7 მაისი 20

პარასკევი


ხსენება სასწაულისა პატიოსნისა ჯვარისა, რომელი გამოცხადდა ცათა შინა იერუსალიმს (351); მოწამისა აკაკი ასისთავისა (303); ღირ. მამისა ანტონი დიდისა, კიევო-პეჩორის ლავრის პირველმოძღვრისა (1069); წმ. არსენი სუზდალელი ეპისკოპოსისა; ღირ. მამისა ნილოს სორელისა (1508).


ხსნილი თევზით.



8 მაისი 21

შაბათი

წმ. მოციქულისა და მახარებელისა იოანე ღმრთისმეტყველისა (98-117); ღირსისა არსენი დიდისა (დაახ. 449-450).

ხსნილი ყოვლითურთ.



9 მაისი 22


აღდგომიდან მე-4, განრღვეულის კვირა


აღმოყვანება ნაწილთა წმ. ნიკოლოზ საკვირველთმოქმედისა მირონ-ლუკიიდან ბარში (1087); წინასწარმეტყველისა ესაიასი (VIII ს. ქრისტეს შობამდე); მოწამისა ქრისტეფორესი (დაახ. 250

ხსნილი ყოვლითურთ.



10 მაისი 23

ორშაბათი


მოციქულისა სიმონ მოშურნისა (I); მოწამეთა: ალფიოსისა, ფილადელფოსისა, კვიპრიანესი, ონისიმესი, ერაზმისა და სხვათა (251); მოწამისა ისიხიოს ანტიოქიელისა (IV); ღირსისა ისიდორა სალოსისა (IV); ნეტარისა ტაისია ეგვიპტელისა (V).

ორშაბათს მმარხველთათვის ხსნილი თევზით, დანარჩენთათვის - ყოვლითურთ.




11 მაისი 24

სამშაბათი

მღვდელმოწამისა მოკიოსისა (დაახ. 295); მოციქულთა სწორთა კირილესი (869) და მეთოდესი (885) სლავთა განმანათლებელთა; წმ. ნიკოდიმოსისა, სერბელი მთავარეპისკოპოსისა (1325); ღირსმოწმ. თეოდოსიასი


ხსნილი ყოვლითურთ.



12 მაისი 25

ოთხშაბათი


ერგასის განზოგება


წმ. ეპიფანესი, კვიპრელი ეპისკოპოსისა (403); წმ. გერმანესი, კონსტანტინოპოლელი პატრიარქისა (740); წმ. საბინესი, კვიპრელი მთავარეპისკოპოსისა (V) და პოლუბიოსისა, რინოკირელი ეპისკოპოსისა (V)

ხსნილი თევზით.




13 მაისი 26

ხუთშაბათი


ღირსისა ექვთიმე ათონელისა (1028); მოწამეთა: გლიკერია ქალწულისა და მისთანა ლაოდიკე დილეგის მცველისა (დაახ. 177); მოწამისა ალექსანდრე რომაელისა (284-305); წმ. პავსიკაკიოსი, სინადის ეპისკოპოსისა (606); წმიდათა: გიორგი აღმსარებელისა, მეუღლისა მისისა ირინესი და შვილთა მათთა (IX).

ხსნილი ყოვლითურთ.



14 მაისი 27

პარასკევი


მოწამისა ისიდორესი (251); მოწამისა მაქსიმესი (დაახ. 250); ღირსისა სერაპიონ სინდონიტისა (V); წმ. ლეონტისა, იერუსალიმელი პატრიარქისა (1175); ღირ. მამისა ნიკიტა პეჩორელისა, ნოვგოროდის ეპისკოპოსისა (1109)


ხსნილი თევზით.




15 მაისი 28

შაბათი


ღირსისა პახუმი დიდისა (დაახ. 348); ღირსისა აქილე ლარისელი ეპისკოპოსისა (დაახ. 330); ღირ. მამისა ესაია როსტოველი ეპისკოპოსისა, საკვირველთმოქმედისა (1090); ღირ. მამისა ეფროსინე ფსკოველი საკვირველთმოქმედისა (1481); ღირ. მამისა ესაია პეჩორელისა (1115).

ხსნილი ყოვლითურთ.



16 მაისი 29

აღდგომიდან მე-5, სამარიტელის კვირაა


ღირსისა თეოდორე განწმედილისა, წმ. პახომის მოწაფისა (368); მღვდელმოწამისა ალექსანდრესი, იერუსალიმელი ეპისკოპოსისა (213-250); მოწამეთა: ვიტესი, მოდესტიოსისა და კრისკენტიასი (დაახ. 303); ნეტარისა მუზა ქალწულისა (V); ღირსთა მამათა, წმიდა საბას ლავრაში გვემულთა (614); გიორგი II-სა, მიტილენელი ეპისკოპოსისა (IX).

ხსნილი ყოვლითურთ.



17 მაისი 30

ორშაბათი


მოციქულისა ანდრონიკესი და წმიდისა იუნიასი (I); მოწამეთა: სოლოქონისა, პამფამირე და პამფალონ მხედართა (284-305); წმ. სტეფანესი, კონსტანტინოპოლელი პატრიარქისა (893).


ორშაბათს მმარხველთათვის ხსნილი თევზით, დანარჩენთათვის - ყოვლითურთ.




18 მაისი 31

სამშაბათი

მოწამეთა: დავით და ტარიჭანისა (693); მოწამისა თეოდოტე ანკვირელისა და მოწამეთა შვიდთა ქალწულთა: ალექსანდრასი, ტეკუსასი, კლავდიასი, ფაინასი, ევფრასიასი, მატრონასი და იულიასი (303); მოწამეთა: პეტრესი, დიონისესი, ანდრიასი, პავლესი და ქრისტინესი (249-251); მოწამეთა: სვიმეონისა, ისააკისა და ბაქტისისა (IV); მოწამეთა: ირაკლისა, პავლინესი და ბენედიმესი

ხსნილი ყოვლითურთ.



19 მაისი 1 ივნისი

ოთხშაბათი


წმიდისა დედისა ჩვენისა მოციქულთა სწორისა ქალწულისა ნინოსი (საქართველოში შემოსვლა, 323); მღვდელმოწამეთა: პატრიკიოსისა, პრუსელი ეპისკოპოსისა და მისთანა აკაკი, მენანდრე და პოლიენოს ხუცესთა (დაახ. 100); მოწამისა კალუთა ეგვიპტელისა (284-303); ღირსისა იოანესი, გუთელი ეპისკოპოსისა (770

ხსნილი თევზით.



20 მაისი 2 ივნისი

ხუთშაბათი


მოწამეთა: თალალესი, ალექსანდრესი და ასტერისა (დაახ. 284); მოწამისა ასკალონისა (დაახ. 287); აღმოყვანება წმიდათა ნაწილთა წმ. ალექსისა, მოსკოველი მიტროპოლიტისა (1431).

ხსნილი ყოვლითურთ.



21 მაისი 3 ივნისი

პარასკევი


მოციქულთა სწორთა: კონსტანტინე მეფისა (337) და დედისა მისისა ელენე დედოფლისა (327); კეთილმორწმუნე თავადისა კონსტანტინესი (1129) და ყრმათა მისთა: მიქაელისა და თევდორესი; დღესასწაული ვლადიმერის ღმრთისმშობლის ხატისა (1521).


ხსნილი თევზით.



22 მაისი 4 ივნისი

შაბათი

მოწამისა ბასილისკოსი, კომანში წამებულისა (308); წმ. მართლისა მელქისედეკ ისა, სალიმის მეფისა. მოწამისა იოანე-ვლადიმერისა, სერბეთის მთავრისა (1015).

ხსნილი ყოვლითურთ.



23 მაისი 5 ივნისი

აღდგომიდან მე-6, ბრმის კვირა


წმიდისა მოციქულთასწორისა ნინოსი და განათლება ქართველთა ერისა, წმ. მეფისა მირიანისა და დედოფლისა ნანასი; ღირსისა მიქაელ აღმსარებელისა, სინადელი ეპისკოპოსისა (821); ღირსმოწამისა მიქაელისა (IX)

ხსნილი ყოვლითურთ.




24 მაისი 6 ივნისი

ორშაბათი

ღირსისა სვიმეონ მესვეტისა (596); ღირ. მამისა ნიკიტა მესვეტისა, პერეასლაველ საკვირველთმოქმედისა (1186); მოწამეთა: მელეტი სტრატილატისა, სტეფანესი, იოანესი, სერაპიონ ეგვიპტელისა, კალენიკე მოგვყოფილისა, თეოდორესი და ფავსტოსი და მათთანა 1218-თა მხედართა დედებითა და ყრმებითა: მარკიანა, პალადია და სუსანასი, ყრმათა - კვირიკე და ქრისტინესი (დაახ. 218).

ორშაბათს მმარხველთათვის ხსნილი თევზით, დანარჩენთათვის - ყოვლითურთ.



25 მაისი 7 ივნისი

სამშაბათი


წმიდა იოანე ნათლისმცემლის თავის მესამედ პოვნა (დაახ. 850);  მღვდელმოწამისა თერაპონტისა, კვიპრელი ეპისკოპოსისა (IV).

ხსნილი ყოვლითურთ.



26 მაისი 8 ივნისი

ოთხშაბათი

აღდგომის დღესასწაულის წარგზავნა

მოციქულთა: კარპესი და ალფესისა, სამოცდაათთაგანთა (I); მოწამისა გიორგი ახლისა (1515); მოწამეთა: ამბერკისა და ელენესი (I); ღირსისა იოანე აღმსარებელისა, ფსიხაიტისა (IX).

ხსნილი თევზით.




27 მაისი 9 ივნისი

ხუთშაბათი

ამაღლება უფლისა ჩვენისა იეს ქრისტესი


ღირსისა ბასილისა, ძისა მეფისა ბაგრატ III-ისა (XI); ღირსისა მიქაელ პარეხელისა (VIII-IX); მღვდელმოწამისა თერაპონტისა, სარდიელი ეპისკოპოსისა (III); მოწამეთა თეოდორა ქალწულისა და დიდიმო მხედრისა (304).

ხსნილი ყოვლითურთ.



28 მაისი 10 ივნისი

პარასკევი


ღირსისა ნიკიტა აღმსარებელისა, ქალკედონელი ეპისკოპოსისა (IX); მღვდელმოწამისა ევტიქისა, მელიტინელი ეპისკოპოსისა (I); მოწამისა ელიკონიდასი (244); მღვდელმოწამისა ელადი ეპისკოპოსისა (VI-VII); ღირ. მამისა ეგნატე როსტოველ საკვირველთმოქმედისა (1472).


ხსნილი თევზით.



29 მაისი 11 ივნისი

შაბათი

მოწამისა თეოდოსია ქალწულისა, ტვირელისა (307-308); ღირსმოწამისა თეოდოსია ქალწულისა (730)

ხსნილი ყოვლითურთ.



30 მაისი 12 ივნისი

აღდგომიდან მე-7, პირველი მსოფლიო კრების წმიდა მამათა კვირა (325)


მოც. სწორთა მეფისა მირიანისა და დედოფლისა ნანასი (IV); ღირსისა ისააკ აღმსარებელისა, დალმატის მონასტრის იღუმენისა (383).

ხსნილი ყოვლითურთ.



31 მაისი 13 ივნისი

ორშაბათი

მოციქულისა ერმისა, 70-თაგანისა (I); მოწამისა ერმეიოსისა (II); წმ. მოწამისა ფილოსოფოს ალექსანდრიელისა (III).

ორშაბათს მმარხველთათვის ხსნილი თევზით, დანარჩენთათვის - ყოვლითურთ.



 
TOP-RATING.UCOZ.COM
Назад к содержимому | Назад к главному меню Яндекс.Метрика