კალენდარი - აგვისტო - oldorthodox

საქართველოს ძველმართლმადიდებლური ეკლესია
ძიება
Перейти к контенту

Главное меню:

2016 წლის საეკლესიო კალენდარი

აგვისტო



1 აგვისტო 14

სულთმოფენობიდან 8-ე კვირა


მარიამობის მარხვის დასაწყისი


წყლის კურთხევა (მცირე აიაზმა)

ცხოველსმყოფელი ჯვრის პატიოსან ძელთა შემოყვანება. შვიდთა მაკაბელთა მოწამეთა - აბიმისა, ანტონინესი, გურისა, ელიაზარისა, ევსევონისა, ალიმისა და მარკელისა, დედისა მათისა სოლომონიასი და მოძღვრისა მათისა ელიაზარისა (166 წ. ქრისტეს შობამდე); პამფილიის პერგიელ მოწამეთა: ლეონტისა, ატიოსისა, ალექსანდრესი, კინდევსისა, მინსითევსისა, კვირიაკესი, მინეონისა, კატუნისა და ევკლესი (III).

ხსნილი ზეთით.




2 აგვისტო 15


ორშაბათი

პირველმოწამე მთავარდიაკონ სტეფანეს ნაწილთა აღმოყვანება იერუსალიმიდან კონსტანტინეპოლს (დაახ. 428) და პოვნა ნაწილთა მართალთა - ნიკოდიმოსისა, გამალიელისა და ძისა მისისა აბიბოსისა; მღვდელმოწამისა სტეფანესი, რომის პაპისა და მისთანათა (257).

უზეთო მარხვა.



3 აგვისტო 16

სამშაბათი



პირველმოწამისა რაჟდენისა, სოფელ წრომს წამებულისა (457); ღირსთა: ისააკისი, დალმატისა და ფავსტოსი (IV-V); ღირსისა კოზმა განდეგილისა (VI); ღირსისა ანტონი რომაელისა, ნოვგოროდელი საკვირველთმოქმედისა (1147).

ხსნილი ზეთით.



4 აგვისტო 17


ოთხშაბათი


შვიდთა ყრმათა ეფესელთა: მაქსიმილიანესი, იამბლიხოსისა, მარტინიანესი, იოანესი, დიონისესი, ექსაკუსტოდიანესი (კონსტანტინესი) და ანტონინესი (დაახ. 250); ღირსმოწამისა ევდოკიასი (იასი) (362-364); მოწამისა ელეფთერისა (IV).

უზეთო მარხვა.



5 აგვისტო 18

ხუთშაბათი


მოწამისა ევსიგნისა (362); მღვდელმოწამეთა ანთვირესი (236) და ფაბისა (250), რომის პაპთა; მოწამისა პონტიოს რომაელისა (დაახ. 257); მოწამეთა: კანტიდისა, კანტიდიანესი და სიბელისა - ეგვიპტელთა; მართლისა ნონასი, წმ. გრიგოლ ღმრთისმეტყველის დედისა.

ხსნილი ზეთით.



6 აგვისტო 19


პარასკევი



ფერისცვალება უფლისა ღმრთისა და მაცხოვრისა ჩვენისა იესუ ქრისტესი



ხსნილი თევზით.



7 აგვისტო 20


შაბათი



ღირსმოწამისა დომენტი სპარსისა და ორთა მისთა მოწაფეთა (363); წმ. ღვთისმოსავი დედოფლისა პულქერიასი (453); მოწამეთა მარინისა და ასტერიოსისა (260); ღირსისა ორესი (დაახ. 390); ღირსმოწამისა პოტამია საკვირველთმოქმედისა.

ხსნილი ზეთით.



8 აგვისტო 21

სულთმოფენობიდან მე-9 კვირა


წმ. ემელიანე აღმსარებელისა, კვიზიკელი ეპისკოპოსისა (815-820); წმ. მირონ საკვირველთმოქმედისა, კრეტელი ეპისკოპოსისა (დაახ. 350); მოწამეთა ელევთერისა და ლეონიდესი; ღირსისა გრიგოლი სინელისა (XIV).

ხსნილი ზეთით.



9 აგვისტო 22

ორშაბათი


მოციქულისა მატათასი (დაახ. 63); მოწამისა ანტონი ალექსანდრიელისა; ღირსისა ფსოე ეგვიპტელისა (IV); მოწამეთა: იულიანესი, მარკიანესი, იოანესი, იაკობისა, ალექსისა, დიმიტრისა, ფოტიოსისა, პეტრესი, ლეონტისა, მარიამ პატრიკიასი და სხვათა (730).

უზეთო მარხვა.



10 აგვისტო 23

სამშაბათი


მოწამეთა: ლავრენტი მთავარდიაკონისა, ქიქსტე პაპისა, ფელიკისიმე და აგაპიტე დიაკონთა, რომანოზისა - რომაელთა (258); წმ. და ნეტ. ლავრენტი სალოსისა, კალუგელი საკვირველთმოქმედისა (1515).

ხსნილი ზეთით.



11 აგვისტო 24

ოთხშაბათი

მოწამისა ევპოლოს მთავარდიაკონისა (304); მოწამისა სოსანა ქალწულისა და მისთანა: გაიოზ რომის პაპისა, გაბიანე ხუცისა, კლავდიოსისა, მაქსიმესი, პრეპედიგნასი და ძეთა მისთა ალექსანდრესი და კუფესი (295-296).

უზეთო მარხვა.



12 აგვისტო 25

ხუთშაბათი


მოწამეთა: ფოტიოსისა, ანიკიტესი და მათთანა მრავალთა (305-306); მღვდელმოწამისა ალექსანდრესი, კომანელი ეპისკოპოსისა (III); მოწამეთა პამფილესი და კაპიტონისა.

ხსნილი ზეთით.



13 აგვისტო 26

პარასკევი


ფერისცვალების დღესასწაულის წარგზავნა.


ღირსი მაქსიმე აღმსარებელისა (662); მოწამეთა: იპოლიტესი, ირინეოსისა, აბუნდისა და კონკორდიასი, რომში წამებულთა (258).

ხსნილი ზეთით.



14 აგვისტო 27

შაბათი


ღმრთისმშობელის მიძინებისა წინადღესასწაული.


წინასწარმეტყველისა მიქეასი (VIII ს. ქრისტეს შობამდე); მღვდელმოწამისა მარკელესი, აპამეელი ეპისკოპოსისა (დაახ. 389).

ხსნილი ზეთით.



15 აგვისტო 28


სულთმოფენობიდან 10-ე კვირა

მიძინება ყოვლადწმიდისა დედუფლისა ჩვენისა ღმრთისმშობელისა და მარადის ქალწულისა მარიამისა. მარიამობა


ხსნილი ყოვლითურთ.



16 აგვისტო 29

ორშაბათი


წამოყვანება იესუ ქრისტეს ხელთუქმნელისა ხატისა ედესით კონსტანტინეპოლს (944); მოწამისა დიომიდე მკურნალისა (298); 33 პალესტინელ მოწამეთა; ღირსისა ქერიმონ მეგვიპტელისა (IV).

ორშაბათს მმარხველთათვის ხსნილი თევზით, დანარჩენთათვის - ყოვლითურთ..



17 აგვისტო 30

სამშაბათი


მოწამისა მირონ ხუცისა (250); მოწამეთა: პავლესი, იულიანასი და სხვათა (დაახ. 273); მოწამეთა: თვირსოსისა, ლევკიოსისა, კორონატისა და მეგობართა მათთა (III); მოწამისა პატროკლესი (III); მოწამეთა: სტრატონისა, ფილიპესი, ევტიქიანესი და კვიპრიანესი (დაახ. 303).

ხსნილი ყოვლითურთ.



18 აგვისტო 31


ოთხშაბათი


მოწამეთა ფლოროსისა და ლავროსისა (II); მოწამეთა: ერმისა, სერაპიონისი და პოლიენისა (II); მღვდელმოწამისა ემელიანე ეპისკოპოსისა და მისთანა: ილარიონისა, დიონისესი და ერმიპესი (IV); წმ. იოანესი (674) და გიორგისი (683), კონსტანტინოპოლელ პატრიარქთა; ღირსისა მაკარისა, პელიკიტელი იღუმენისა (დაახ. 830).

ხსნილი ზეთით.



19 აგვისტო 1 სექტემბერი

ხუთშაბათი


მოწამისა ანდრია სტრატილატისა და მისთანა 2593 მოწამეთა (284-305); მოწამეთა: ტიმოთესი, აღაპისა და თეკლასი (დაახ. 304-306).

ხსნილი ყოვლითურთ.



20 აგვისტო 2 სექტემბერი

პარასკევი



წინასწარმეტყველისა სამუელისა (XI ს. ქრისტეს შობამდე); მოწამეთა: სევიროსისა, მემნონისა და მათთანა 37 მოწამეთა (304);

ხსნილი ზეთით.



21 აგვისტო 3 სექტემბერი

შაბათი


ღირსისა თადეოზ სტეფანწმიდელისა (VI); მოციქულისა თადეოზისა, 70-თაგანისა (დაახ. 44); მოწამისა ვასასი და სამთა შვილთა მისთა, მოწამეთა: თეოგენესი, აღაპისა და პისტისა (305-311).

ხსნილი ყოვლითურთ.



22 აგვისტო 4 სექტებმერი

სულთმოფენობიდან 11-ე კვირა


მოწამეთა: აგათონიკესი, და მისთანა ზოტიკესი, თეოპრეპესი, აკვინდინესი, სევერიანესი და სხვათა (305-311); მღვდელმოწამისა ათანასე ეპისკოპოსისა (270-275), ღირსისა ანთუსასი (დაახ. 298) და მსახურთა მისთა, მოწამეთა ქარისიმესი და ნეოფიტესი (III); მოწამისა ევლალია ქალწულისა (303).

ხსნილი ყოვლითურთ..



23 აგვისტო 5 სექტემბერი


ორშაბათი


ღმრთისმშობლის მიძინების დღესასწაულის წარგზავნა.

მოწამისა ლუპესი (306); მღვდელმოწამისა ირინეოსისა, ლიონელი ეპისკოპოსისა (202); ღირსთა ევტიქისა (დაახ. 540) და ფლორენტისა (547); წმ. კალინიკესი, კონსტანტინოპოლელი პატრიარქისა (705).

ორშაბათს მმარხველთათვის ხსნილი თევზით, დანარჩენთათვის - ყოვლითურთ.



24 აგვისტო 6 სექტემბერი

სამშაბათი


მღვდელმოწამისა ევტიქისა, მოციქულ იოანე ღმრთისმეტყველის მოწაფისა (I-II); მოწამისა ტატიონესი (305); მოწამისა სირასი, სპარსელი ქალწულისა (558); ღირსისა გიორგი ლიმნიოტისა (დაახ. 716).

ხსნილი ყოვლითურთ.



25 აგვისტო 7 სექტემბერი

ოთხშაბათი

მოციქულ ბართლომეს ნაწილთა აღმოყვანება (VI); მოციქულისა ტიტესი, კრეტელი ეპისკოპოსისა, 70-თაგანისა (I); მღვდელმთავართა: ბარსისესი და ევლოგისა, ედესელ ეპისკოპოსთა და პროტოგენი აღმსარებელისა, კარიელი ეპისკოპოსისა (IV); წმ. მინასი, კონსტანტინოპოლელი პატრიარქისა (536-552).

უზეთო მარხვა.



26 აგვისტო 8 სექტემბერი


ხუთშაბათი


ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ვლადიმირის ხატის დღესასწაული (1395). მოწამეთა ანდრიანესი და ნატალიასი (305-311).

ხსნილი ყოვლითურთ.



27 აგვისტო 9 სექტემბერი

პარასკევი


ღირსისა პიმენ დიდისა (დაახ. 450); წმ. ოსიოს აღმსარებელისა, კორდუბელი ეპისკოპოსისა (359); წმ. ლიბერიოსისა, რომის პაპისა (366); ღირსისა პიმენ პალესტინელისა (დაახ. 602); მოწამისა ანთისასი; ღირსისა საბასი.

ხსნილი ყოვლითურთ.



28 აგვისტო 10 სექტემბერი

შაბათი


წმ. დიდებულია მოწამისა დედოფლისა შუშანიკისა (475); ღირსისა მოსე შავისა (დაახ. 400); მართლისა ანნა წინასწარმეტყველისა, ფანოელის ასულისა, ღმრთისმიმგებებლისა, (I).

ხსნილი ყოვლითურთ.



29 აგვისტო 11 სექტემბერი

სულთმოფენობიდან მე-12 კვირა

თავისკვეთა პატიოსნისა დიდებულისა წინასწარმეტყველისა და ნათლისმცემელისა იოანესი.

სამარხვო დღე. ხსნილი ზეთით.



30 აგვისტო 12 სექტემბერი

ორშაბათი

წმ. ალექსანდრესი (340), იოანესი (595) და პავლე ახლისა (785), კონსტანტინოპოლელ პატრიარქთა; ღირსისა ქრისტეფორე რომაელისა (VI); ღირსისა ფანტინე სასწაულთმოქმედისა (IX-X);


ორშაბათს მმარხველთათვის ხსნილი თევზით, დანარჩენთათვის - ყოვლითურთ.



31 აგვისტო 13 სექტემბერი

სამშაბათი

დადება პატიოსნისა სარტყელისა ყოვლადწმიდისა დედუფლისა ჩვენისა ღმრთისმშობელისა (395-408); მღვდელმოწამისა კვიპრიანესი, კართაგენელი ეპისკოპოსისა (258); წმ. გენადისა, კონსტანტინოპოლელი პატრიარქისა (471).

ხსნილი ყოვლითურთ.

 
TOP-RATING.UCOZ.COM
Назад к содержимому | Назад к главному меню Яндекс.Метрика