ისტორია - პატრიარქ ნიკონის საეკლესიო რეფორმა და უკრაინის შემოერთების საკითხი - oldorthodox

საქართველოს ძველმართლმადიდებლური ეკლესია
ძიება
Перейти к контенту

Главное меню:

დიმიტრი ვიქტორის ძე კუზნეცოვი


ისტორიის მეცნიერებათა კანდიდატი, ომსკის პ. ა. სტოლიპინის სახელობის სახელმწიფო აგრარული უნივერსიტეტის ფილოსოფიის, ისტორიის, ეკონომიკის თეორიისა და სამართლის კათედრის დოცენტი. ქ. ომსკი.



პატრიარქ ნიკონის საეკლესიო რეფორმა და უკრაინის რუსეთთან შემოერთება

დიდი ბერძნულ-რუსული იმპერიის შექმნის გლობალური გეოპოლიტიკური გეგმის შუქზე

17-ე საუკუნის საეკლესიო რეფორმა

"ეძიე ყოველივეს დასაბამი, და ბევრს გაიგებ"

კოზმა პრუტკოვი

ანოტაცია. მოცემული კვლევა ეძღვნება XVII ს.-ის რუსეთის მეორე ნახევრის ორ ეპოქალურ მოვლენას - პატრიარქ ნიკონის საეკლესიო რეფორმას და უკრაინის შემოსვლას რუსეთის სახელმწიფოს შემადგენლობაში. ეს თემები შემთხვევით როდია შერჩეული, რადგან ღონისძიებათა სისწორე და მიზანშეწონილობა, რომლებმაც დასაბამი დაუდეს ამ ამბებს, საკმაოდ სადავო და არაერთგვაროვან მომენტად რჩება ისტორიოგრაფიაში. თემის მნიშვნელობა მდგომარეობს იმაში, რომ ამ მოვლენების მიერ წარმოქმნილმა შედეგებმა უდიდესი ზეგავლენა მოახდინეს ჩვენი ქვეყნის (იგულისხმება რუსეთი - არქიეპ. პ.) მთელ შემდგომ ისტორიასა და მისი მრავალმილიონიანი მოსახლეობის ცხოვრებაზე. ამასთან დაკავშირებით მასში მოცემულია მცდელობა გამოვლენილ და გაანალიზებულ იქნას ის მოტივები, რომლებითაც ხელმძღვანელობდნენ XVII ს.-ის მეორე ნახევრის რუსეთის მმართველი წრეები იმ პოლიტიკის გატარებისას, რომლის შედეგადაც გაჩნდა ეს ორი ხსენებული ამბავი.

მიმდინარეობდნენ რა პრაქტიკულად ერთსა და იმავე დროში, მთელი თავისი გარეგნული მრავალპლანიანობითა და ერთის შეხედვით დაუკავშირებლობით, სინამდვილეში მათ ურთიერთშორის გააჩნიათ უმჭიდროვესი კავშირი. ეს ვითარება აიძულებს ავტორს
(დ. კუზნეცოვს - არქიეპ. პ.) კომპლექსურად განიხილოს მოცემული საკითხები.

ჩატარებული ანალიზის შედეგად შესაძლებელი გახდა იმის დადგენა, რომ ეს იყო ერთი ჯაჭვის ორი რგოლი, უფრო ზუსტად, ეს იყო ერთი მედლის ორი მხარე, რომელსაც ეწოდებოდა "ბერძნული პროექტი", და რომლის მიზანი მდგომარეობდა თურქებისგან კონსტანტინოპოლის გათავისუფლების პოლიტიკის გატარებასა და დიადი ბერძნულ-რუსული იმპერიის შექმნაში
.

როგორც მოცემული კვლევა აჩვენებს, ეს პოლიტიკა წარმოადგენდა გრანდიოზულ პროვოკაციას, რომელიც მიმართული იყო რუსეთის მაქსიმალური დაუძლურებისკენ და დასავლეთის ანგარებით-ეგოისტური ინტერესების შემსრულებელ მორჩილ იარაღად მისი გარდაქცევისკენ. ნაშრომის დასკვნა მდგომარეობს იმაში, რომ ადამიანები, რომლებსაც გააჩნიათ ძალაუფლება, სხვა დანარჩენთან ერთად, მოვალენი არიან გააჩნდეთ ზნეობრივი ალღო, რომელიც უშეცდომოდ არკვევს ჭეშმარიტ ღირებულებებს ყალბისგან.

რუსეთის საზოგადოებრივ-ეკონომიკურ ცხოვრებაში XVII საუკუნე დიდი ცვლილებების საუკუნე გახდა. პირქუში დროის წარმატებით დაძლევის შემდეგ ქვეყანა ინტენსიურად ვითარდებოდა. მასში შეიმჩნეოდა მეურნეობის მნიშვნელოვანი ზრდა და ბაზართან მისი კავშირის გაძლიერება. წარმოების ახალი დარგების გამოჩენამ განაპირობა მანუფაქტურების საქმიანობის გაფართოვება. მიწის ფეოდალური საკუთრების შემდგომმა ზრდამ და სავაჭრო კაპიტალის გამოჩენამ ხელი შეუწყო საერთორუსული ბაზრის ჩამოყალიბებას. ამ ახალ მოვლენათა არსებობა შესაძლებლობას გვაძლევს ვილაპარაკოთ იმაზე, რომ XVII საუკუნის რუსეთში მიმდინარეობდა კაპიტალიზმის წანამძღვართა აქტიური დაფუძნება.

მაგრამ ეს პროცესი მნიშვნელოვანწილად გართულებულ და შენელებულ იქნა ბატონყმური ურთიერთობების გაფორმებით. 1649 წ. შედგა სახალხო კრება (ე. წ. "Земский Собор" - არქიეპ. პ.) (
1) რომელზეც მიღებულ იქნა კრებითი დადგენილება, რომლის მიხედვითაც გლეხი იურიდიულად იყო მიმაგრებული მემამულესთან, რამაც ფაქტობრივად შეწყვიტა დაქირავებული მუშახელის თავისუფალი ბაზრის ჩამოყალიბება.

_________________

1. "Земский Собор" (სახალხო კრება) - რუსეთის სამეფოს XVI-XVII საუკუნეების უზენაესი წოდებრივ-წარმომადგენლობითი დაწესება. მოსახლეობის ყველა ფენისა და წოდების წარმომადგენელთა (ყმა-გლეხობის - крепостное крестьянство) კრება, რომელიც განიხილავდა პოლიტიკურ, ეკონომიკურ და ადმინისტრაციულ საკითხებს.

_________________


საკმაოდ მნიშვნელოვანი ცვლებები მიმდინარეობდა ქვეყნის კულტურულ-რელიგიურ ცხვორებაშიც. რუსი ხალხის კულტურა და ყოფიერება განიცდიდა ხარისხობრივ ტრანსფორმაციას, რომელიც გამოიხატა სამ ძირითად ტენდენციაში: "გაამსოფლიურებაში", დასავლური ზეგავლენის შემოჭრასა და მსოფლმხედველობრივ განხეთქილებაში.

პირველი ორი ტენდენცია შესამჩნევად იყო დაკავშირებული ერთმანეთთან, ხოლოდ მესამე - მათი შედეგი უფრო გახლდათ. ამასთან "გაამსოფლიურებასაც" და "ევროპეიზაციასაც" თან ახლდა საზოგადოებრივი ცნობიერების მოძრაობა განხეთქილებისკენ. ამაოდ როდი შევიდა XVII საუკუნე ისტორიულ ლიტერატურაში "მეამბოხე საუკუნის" სახელწოდებით: ერთი მეორეს მისდევდნენ მღელვარებანი და ამბოხნი. მიმდინარეობდა საზოგადოებრივი ცნობიერების, ჩვეულებრივი ყოფიერებისა და ცხოვრების რღვევა, ქვეყანა ცივილიზაციის ტიპის ცვლილებებისკენ მიემართებოდა. მღელვარებანი მოსახლეობის მთელი რიგი ფენების სულიერი დისკომფორტის ანარეკლს წარმოადგენდა. ანტისამთავრობო გამოსვლებში მონაწილე ფართე სახალხო მასა, თავისი უფლებრივი და ეკონომიკური მდგომარეობის გაუარესებას ახალ საეკლესიო პოლიტიკას უკავშირებდა. რეფორმატორული დადგენილება გახდა მრავალი სოციალური მოძრაობისა და მომავალში ნიკონიანურ, შედეგად, ეკლესიაში სახელმწიფოებრივ სიახლეთა დანერგვის უარყოფის მიზეზი (Белкина Т. Л. Основные причины раскола Русской церкви. // Раскол и старообрядчество в совре¬менной рефлексии: сб. науч. тр. / сост. и науч. ред. Н.А. Евдошина. Кострома: КГУ им. Н.А. Некрасова. 2012. С. 23).

1652 წელს, მოსკოვის საპატრიარქო ტახტზე აღსაყდრებიდანვე, ნიკონმა, საეკლესიო კრების მოწონების გარეშე, თვითნებურად დაიწყო რუსულ ეკლესიაში ახალი წეს-ჩვეულებების, ახალი საღვთისმსახურებო წიგნებისა და სხვა სიახლეების შემოტანა. საეკლესიო განხეთქილების მიზეზი ეს გახდა.

ჯერ კიდევ პატრიარქად აღსაყდრებამდე ნიკონი მეფე ალექსი მიხეილის ძეს დაუახლოვდა. მათი პირველი შეხვედრა შედგა 1646 წელს, როდესც ჩვიდმეტი წლის მეფე გამოცდილ და შთაგონებულ იღუმენს მიეკედლა როგორც იმ კაცს, რომელსაც შეეძლო ადრე გარდაცვლილი მამის ჩანაცვლება. შეეძლო გამხდარიყო სულიერი მამა ამ სიტყვის ყველაზე სრული და ამაღლებული მნიშვნელობით. მეფემ ნიკონის სწრაფ აღსაყდრებას მიაღწია. ამასთან მათ, ორივემ ერთად ჩაიფიქრეს რუსეთის ეკლესიის განახლების, გადაკეთების გეგმა: შემოეტანათ მასში ახალი წეს-განგებები, ჩვეულებები, წიგნები, რათა ის ყოველივეში დამსგავსებოდა ბერძნულ ეკლესიას, რომელსაც ღვთისმოსაობა დიდი ხნის დაკარგული ჰქონდა. ნიკონმა ძველრუსულის ნაცვლად დაამკვიდრა მისი თანამედროვე ბერძნული წეს-ჩვეულებები: ორი თითით ჯვრის გამოსახვის ჩვეულება შეცვალა სამი თითით, ხოლო კულტის სიმბოლოდ რვადაბოლოებიანი ჯვრის ნაცვლად ოთხდაბოლოებიანი ჯვარი გამოცხადდა.  

ძველად რუსეთში ტიპოგრაფიები არ იყო და წიგნები ხელით იწერებოდა. რუსეთში საღვთისმსახურებო წიგნებს მონასტრებში წერდნენ ეპისკოპოსთა მეთვალყურეობის ქვეშ მყოფი განსაკუთრებული ოსტატები. ეს ოსტატობა, ისევე როგორც ხატწერის ხელოვნება, წმიდა საქმიანობად იყო აღიარებული და განსაკუთრებული ღვთისმოშიშებითა და მონდომებით აღესრულებოდა.

სულ სხვაგვარად წარიმართა წიგნების გასწორების საქმე პატრიარქ ნიკონის დროს. 1654 წლის კრებაზე გადაწყდა საღვთისმსახურებო წიგნები შეესწორებინათ ძველი ბერძნული და ძველი სლავური ნიმუშების მიხედვით. მაგრამ, სინამდვილეში შესწორება რომის, ვენეციისა და პარიზის იეზუიტურ ტიპოგრაფიებში ნაბეჭდი ახალბერძნული წიგნების მიხედვით სწარმოებდა. ამ წიგნებს თვით ბერძნებიც კი დამახინჯებულ და ცთომლებათა შემცველ წიგნებად მიიჩნევდნენ.

რეფორმამდელი (პატრ. იოსების დროინდელი ნაბეჭდი) საღვთისმსახურებო წიგნების მიუკერძოებელი შედარება რეფორმის შემდგომ წიგნებთან, ძველი წიგნების უპირატესობის ეჭვსაც კი არ ტოვებს: მასში შეცდომები უფრო ნაკლებია, ვიდრე ჩვენს თანამედროვე გამოცემებში. მეტიც, ეს შედარება სწორედაც რომ საპირისპირი დასკვნის გაკეთების შესაძლებლობას იძლევა. რეფორმის შემდგომი ტექსტები ხარისხით მნიშვნელოვნად ჩამოუვარდებიან ძველნაბეჭდ წიგნებს. ამ ე. წ. "შესწორების" შედეგად გაჩნდა სხვადასხვა - გრამატიკული, ლექსიკური და თვით დოგმატური სახის უზარმაზარი რაოდენობის ცთომილება (Кутузов Б.П. Церковная «реформа» XVII века. М.: ИПА «ТРИ-Л», 2003. с. 44).

ამგვარად, ნიკონისა და მისი თანამოაზრეების საქმიანობა ძველი წიგნების გასწორებაში კი არ მდგომარეობდა, არამედ მათ შეცვლაში, უფრო ზუსტად - გაფუჭებაში. წიგნების შეცვლას სხვა საეკლესიო სიახლეთა დანერგვაც მოჰყვა ("Таким образом, деятельность Никона и его единомышленников свелась не к исправлению древних книг, а к их изменению, а точнее говоря, - к порче. За изменением книг последовали и другие церковные нововведения").

ძველი წიგნებისა და საეკლესიო გადმოცემების შეცვლის გარდა, ხალხში მძაფრი პროტესტი გაოიწვია იმ მეთოდებმა, რომელთა დახმარებითაც ნერგავდნენ ამ სიახლეებს პატრიარქი ნიკონი და მეფე ალექსი. უსასტიკეს დევნას და სასჯელებს ექვემდებარებოდნენ ის რუსი ადამიანები, რომელთა სინდისს არ შეეძლო შერიგებოდა საეკლესიო სიახლეებსა და ძველ გადმოცემათა დამახინჯებებს. მრავალმა მართლმორწმუნემ მამათა და წინაპართა რწმენის ღალატს სიკვდილი ამჯობინა.

მაგრამ საეკლესიო რეფორმას სხვა მიზანიც ჰქონდა, ეს გახლდათ რუსულ და ბერძნულ საეკლესიო პრაქტიკას შორის ერთფეროვნების მიღწევა. თანაც სანიმუშოდ აღებულ იქნა იმდროინდელი ბერძნული ტრადიცია. ეს მიზანი ნაკარნახევი იყო მხოლოდ და მხოლოდ პოლიტიკური მოსაზრებებით. საქმე იმაშია, რომ რუს მეფეთაგან ალექსი მიხეილის ძემ სერიოზულად პირველმა ჩაიფიქრა ძველ ბიზანტიურ ტახტზე აღსაყდრება და მით მთელი მართლმადიდებლური სამყაროს მეთაურობა. ამ ჩანაფიქრის პოლიტიკური გულუბრყვილობა სრულიად შეესაბამებოდა თვით მეფის არაშორსმჭვრეტელობას, რომელსაც თამამად შეიძლება ვუწოდოთ არა მარტო რუსეთის, არამედ მთელი მსოფლიო მართლმადიდებლობის უბედურება. ბერძნული ნიმუშების მიხედვით საეკლესიო ერთფეროვნების მისაღწევი რეფორმა მეფე ალექსი მიხეილის ძისთვის პირველი საფეხური გახლდათ თავისი გლობალური პოლიტიკური ჩანაფიქრის განსახორციელებლად, კერძოდ, შეექმნა დიადი ბერძნულ-რუსული აღმოსავლური იმპერია.

მეფე ალექსიმ ამ იდეის სამსხვერპლოზე ურიცხვი თანამემამულის, სრულიად მართლმადიდებელი ქრისტეანის სიცოცხლე მიიტანა, რომელთაც სასტიკად სჯიდნენ რეფორმისადმი წინააღმდეგობის გამო, რომელსაც დღეს სრულად საფუძვლიანად შეიძლება ვუწოდოთ დანაშაულებრივი რეფორმა და მანამდე ერთიანი რუსული ეკლესიის გახლეჩვა; ხოლო ბერძნების გათავისუფლებას მუსლიმთაგან მაინც ვერ მიაღწია - და ჩვენს დღეებშიც სამეფო ქალაქი კონსტანტინოპოლი სტამბულად იწოდება.

უკრაინის გათავისუფლება და შემოერთბა 1653-1656 წლებში, რომელსაც რუსეთი უშუალოდ თურქეთის საზღვრებზე გაჰყავდა, მეფის აღმოსავლურ წამოწყებას განსაკუთრებულ კონკრეტულობას და აქტუალობას ანიჭებდა. ინტენსიურად მიმდინარეობდა მზადება სულიერი შეერთებისთვის აღმოსავლელ ერთმორწმუნეებთან. სწორედ მაშინ გადაწყდა წეს-ჩვეულებათა უნიფიცირება (რომლებიც იმ დროისთვის რუსულ და ბერძნულ ეკლესიებში ძლიერ განსხვავდებოდნენ ერთმანეთისგან) და საეკლესიო წიგნების გასწორება ბერძნული ნიმუშების მიხედვით. აღმოსავლეთისკენ გამათავისუფლებელი ლაშქრობის სამზადისში, მოსკოვი საკუთარ წიაღში ღებულობდა "შემსწორებელთა" დესანტს მცირერუსეთიდან
(უკრაინა-ბელორუსია - რედ).

უკრაინამ განსაკუთრებული როლი შეასრულა რეფორმაში. როგორც ს. ზენკოვსკი წერდა, რუსეთის მთავრობა, სანამ მასში  ბ. ი. მოროზოვს დიდი წონა და ზეგავლენა გააჩნდა, ფრთხილად და შიშით ეკიდებოდა რუსეთთან უკრაინის შემოერთების საკითხს, რადგან ამას უცილობლივ უნდა გამოეწვია ომი პოლონეთთან. ამ მიზეზით 1649 წლის საერო კრებამ უარი თქვა რუსეთის მფარველობის ქვეშ უკრაინის მიღებაზე. რა თქმა უნდა, თავის როლს თამაშობდა უკრაინის მართლმადიდებლობის შებღალულობაც. მაგრამ სრულიად მართლმადიდებლური იმპერიის პერსპექტივებმა, რომელიც რუსებს პატრიარქმა პაისიმ დაუხატა, გადაწონა შიში ნახევრადერეტიკული სნეულების შემოჭრის წინაშე, რომელიც რუსეთს სამხრეთიდან
(უკრაინიდან - რედ.) ემუქრებოდა. 1649 წლიდან თვით მთავრობისა და თავადაზნაურობის განწყობაც შეიცვალა, როდესაც ხმელნიცკი, ამაოდ რომ სთხოვდა მეფეს დახმარებას, წერდა: "ღმერთს ვევედრებით, რათა თქვენი სამეფო აღმატებულება, როგორც სამართლიანი და მართლმადიდებელი ხელმწიფე ჩვენი მეფე და თვითმპყრობელი გახდეს".

1649 წლის სახალხო კრებამ თუ უარი თქვა უკრაინის რუსეთის მფარველობის ქვეშ მიღებაზე და გადაწყვიტა თვიდან აეცილებინა ომი პოლონეთთან, 1653 წელს მცირე და თეთრი რუსეთის მოსკოვის რუსეთთან შეერთების იმედებმა კონსერვატორთა შიშები უკვე გადაწონა (Зеньковский С.А. Русское старообрядчество. Минск, Белорусский Экзархат. 2007. с. 203). ცხადია, გადამწყვეტი როლი რუსეთის მმართველი წრეების მერყეობის დაძლევაში ითამაშა მეფის რჩეულის ა. ს. მატვეევის ელჩობამ, რომელიც 1653 წლის მაისში მიუგზავნეს გეტმანს
(გეტმანი - პოლონეთის სამეფოს მინისტრი, პოლონეთის ჯარების მთავარსარდალი - რედ.) (Петрухинцев Н.Н., Смирнов А. Брак по расчету. Кризис XVII века // Родина. 2004. №1. С. 16).

რუსეთის მთავრობამ მაშინვე მიიღო გადაწყვეტილება რუსეთის საზღვრებზე უკრაინელთა ფართოდ დასახლების შესახებ. "ის დაიწყო ... 1652 წლის გაზაფხულზე, უკრაინის მიწებზე პოლონელთა პირველი დარტყმების შემდეგ. თავიდან მათ რეჩი პოსპოლიტას
(რპ - პოლონეთისა და ლიტვის სამეფოთა ფედერაცია - რედ.) საზღვრებიდან მოშორებით ასახლებდნენ. 1652 წლიდან ვორონეჟის სამხრეთით ოსტროგოჟსკში, "თათრების გადმოსასვლელებზე სამუდამო საცხოვრებლად" განთავსდა 1003 უკრაინელი კაზაკი ოჯახებითურთ ჩერნიგოველი პოლკოვნიკის ივან ძიკოვსკის მეთაურობით, რომელთაც სარჩენად წელიწადში 5200 რუბლი დაენიშნათ.

ასე გაჩნდა ოსტროგოჟსკის პირველი სლობოდური პოლკი. მაგრამ უკვე 1653 წლისთვის გადმოსახლებულნი საზღვრებთან ახლოს დაასახლეს - მაშინ გაჩნდა მომავალი სლობოჟანშჩინის უმნიშვნელოვანესი ადმინისტრაციული ცენტრები - ახტირ-კა ... ხარკოვი (1653-1655) და სუმა (1652-1654). ისინი ჩნდებოდნენ იურიდიულად რუსულ ტერიტორებზე, მათ დაფუძნებას თან ახლდა რუსი მხედართმთავრების მეთაურობის ქვეშ მყოფი გარნიზონების მიერ ციხე-ქალაქების (ოსტროგების) მშენებლობა; დასახლებულ მიწებზე ფორმალურად ვრცელდებოდა რუსული ადმინისტრაცია და იქაური საბაჟო სისტემა. ასე იწყებოდა "მეორე უკრაინა" - სლობოდური - მოსკოვის სლობოდური პოლკების ზონა (როგორც უწოდა მათ უკრაინელმა ჟამთააღმწერელმა სამუილ ველიჩკომ) (Петрухинцев Н.Н., Смирнов А. Брак по расчету. Кризис XVII века // Родина. 2004. №1. с. 16; 13, с. 363)

მოგვიანებით, 1654 წლის იანვარში შემდგარმა პერეასლავის რადამ ასევე შეუწყო ხელი სლობოდური, იგივე "მეორე უკრაინის" დაბადებას, ანუ მეფე ალექსი მიხეილის ნებით, უკვვე XVII საუკუნეში, იურიდიულად რუსულ მიწა-წყალზე უკრაინელი ეთნოსის საბინადრო ზონის გეოგრაფიულ გაფართობას. ამასთან უკრაინელები, რომელიც სლობოჟანშჩინის იურიდიული საზღვრების გარეთაც, კერძოდ, ბელგოროდის საზღვრებში მდებარე რუსულ მაზრებში  (уезд) სახლდებოდნენ, ღებულობდნენ შეღავათებსა და პირივილეგიებს, რომელიც დანარჩენი უკრაინისთვისაც იყო დამახასიათებელი. იქით გადასახლება მხოლოდ და მხოლოდ ნებაყოფლობითი საქმე იყო, და სლობოჟანშჩინის მოსახლეობა 1660 წლის მიწურულისთვის უკვე 4 ჯერ გაიზარდა და მისმა რაოდენობამ 15-დან 60 ათას ადამიანს მიაღწია (Петрухинцев Н.Н., Смирнов А. Брак по расчету. Кризис XVII века // Родина. 2004. №1. С. 19).

ამასთან, ახალმა სახალხო კრებამ, რომელიც 1653 წელს შეიკრიბა, და რომელზეც ნიკონმა საკმაოდ მნიშვნელოვანი როლი ითამაშა, დაადგინა მცირე რუსეთი დიდი რუსეთის მეფის პროტექტორატის ქვეშ მიეღოთ, რათა "რუსეთის მეფესთან ერთად ებრძოლათ ლიტველი და პოლონელი მეფეების წინააღმდეგ". სამხრეთ-დასავლეთ მიწებისადმი დახმარების გადაწყვეტილება საბოლოოდ მიღებულია და პოლონეთთან ომიც უკვე გარდაუვალია (Зеньковский С. А. Русское старообрядчество. Минск, Белорусский Экзархат. 2007. 543 с.
204).

ცნობილია, რომ სწორედ დასავლეთი ცდილობდა რუსეთის ჩათრევას თურქებთან ომში. ეს არის ვატიკანის პროვოკაციული საქმიანობა, მოსკოვში ანტონიო პოსევინოს ვიზიტიდან მოყოლებული და კიდევ უფრო ადრეც. XVII საუკუნეში ახლო აღმოსავლეთი და ბალკანეთი უკვე აივსო იეზუიტებით, ასე რომ ბერძენი პრელატების ინტრიგები რუსულ-თურქულ ურთიერთობებში აისბერგის მხოლოდ ზედა ნაწილი გახლავთ.

ამ აისბერგის უხილავი და არსებითად უმთავრეს ნაწილი კარგად აჩვენა ი. ს. პლატონოვმა თავის გამოკვლევაში: "რუსეთის პოლიტიკური განხეთქილების დასაწყისი: XVII საუკუნის მეორე ნახევარი". "რუსეთის განხეთქილების უპირველესი მიზეზნი არიან იეზუიტები. ჩვენს ნაშრომში, - წერს ი. პლატონოვი, - ეს ცნობილი თეზისი იძენს რეალურ, დოკუმენტალურად დამტკიცებად მონახაზს... ორდენის მონაწილეობა პირქუშ დროებასა და განხეთქილებაში იმდენად აშკარა და ცხადია, რომ ჩვენს გაკვირვებას იწვევს მისი მიჩქმალვა XVII ს.-ის მოვლენთა გაშუქებისას" (დედანში: "Первичная причина раскола в России - иезуиты. В нашей работе, - пишет И.Платонов, - этот известный тезис обретает реальные, документально доказуемые очертания...Причастность Ордена к Смуте и Расколу столь ярка и очевидна, что у нас вызывает недоумение ее умалчивание при трактовке событий XVII века") (Кутузов Б.П. Церковная «реформа» XVII века. М.: ИПА «ТРИ-Л», 2003. 573 с. 549).

ეს მიჩქმალვა შეიძლება აიხსნას თვით ი. ს. პლატონოვის გამონათქვამით "აზროვნების კონიუნქტურულ მიმართულებაზე ისტორიულ მეცნიერებაში"; რომ დღესაც, ისევე როგორც ადრე, "მიმდინარეობს XVII ს.-ის ისტორიული მოვლენების სისტემატური დამახინჯება, და უკვე მერამდენედ ვხდებით ცოცხალი მოწმენი მიზანმიმართული ისტორიული ფალსიფიკაციისა"  (დედანში: "идет систематическое искажение исторических событий XVII века, и мы становимся в очередной раз живыми свидетелями целенаправленной исторической фальсификации") (Кутузов Б.П. Церковная «реформа» XVII века. М.: ИПА «ТРИ-Л», 2003. 573 с. 549).

ი. ს. პლატონოვმა შეძლო გამოევლინა ჩვენი აზრით ძალზედ მნიშვნელოვანი, ისტორიული დეტალები. "ჯერ კიდევ პოსევინომ გამოარკვია, რომ რუსებს ოსმანებთან ომი კავკასიისა და დონის სტეპების მხრიდან არ შეეძლოთ; ერთადერთი გზა იყო მცირე რუსეთი. მაგრამ ის პოლონეთის ხელშია. ომისთვის საჭიროა საერთო საზღვრები - და გადაწყვიტა კიდევაც მეფე ალექსი მიხეილის ძემ ყირიმზე გასვლა და შავი ზღვის სანაპიროზე გამაგრება, რის გამოც ომი დაიწყო რეჩ პოსპოლიტასთან. მეფე ალექსის ბალტიის ზღვაში გასასვლელი არ სჭირდებოდა, მას არ სჭირდებოდა ევროპის ქვეყნები - ის კონსტანტინოპოლის სამეფო ტახტს მიელტვოდა. ეს ცხადი ხდება მისი სიგელებიდან და ეპისტოლეებიდან. 1654 წ. ომი იწყებოდა რელიგიური და შორს მიმავალი გეგმებით ... სისხლიანი 13 წლიანი ომი დაიწყო" (Кутузов Б.П. Церковная «реформа» XVII века. М.: ИПА «ТРИ-Л», 2003. с. 549).

მაშ, აი თურმე რატომ შეუერთეს უკრაინა რუსეთს! და აქ ნათელი ხდება ანტონიო პოსევინოს, რუსეთის ამ ბოროტი გენიოსის ინსტრუქციათა რეალიზების ამოცანა. ამგვარად, მომავალი კვლევების მიმართულებათა პრიორიტეტი შეიძლება ასე ჩამოვაყალიბოთ: უფრო დეტალურად იქნას გამოვლენილ იეზუიტების როლი უკრაინის რუსეთთან შემოერთების საკითხში. საკვლევი თემა საკმაოდ მდიდარია.

ი. ს. პლატონოვი მივიდა დასკვნამდე, რომელიც ადასტურებს ჩვენს მიერ ადრე გამოთქმულ ვარაუდებს: "1612 წელს ყველა აღმოსავლელი პატრიარქი უკვე ვატიკანის კონტროლქვეშ იყო". ამასთან დაკავშირებით, მტკიცებულება, რომელსაც შეიცავენ "Кириллова книга" ("კირილეს წიგნი") და "Книга о вере" ("წიგნი სარწმუნოების შესახებ"), თითქოსდა ბერძნულ ეკლესიაში მართლმადიდებლური სარწმუნოება დაცულია მთელი თავისი სიწმიდით და არ დაზიანებულა, არ შეესაბამება სინამდვილეს (დედანში: "В связи с этим утверждения, содержащиеся в «Кирилловой книге» и Книге о вере», будто бы в греческой церкви православная вера и предания содержатся в чистоте и не поврежденности, не соответствуют действительности").

ეს წიგნები უკრაინული წარმომავლობისაა, ხოლო უკრაინა იმ დროს იმყოფებოდა კონსტანტინოპოლის იურისდიქციის ქვეშ. წიგნებისა და ჩვეულებების შესწორების სახით წმიდა რუსეთს კვლავ სთავაზობდნენ და აქტიურად თავს ახვევდნენ უნიას რომთან. "შეიცვალა მხოლოდ მოქმედებისა და ზეგავლენის მოხდენის ტაქტიკა, მოქმედებათა არსი ადრინდელი დარჩა, როგორიც იყო პოსევინოსა და ცრუმეფეების დროს: მისცენ რუსეთს სტიმული დაიწყოს ომი თურქეთთან, გააკათოლიკოს მართლმადიდებლური სახელმწიფო... ეს უნდა დავინახოთ თუნდაც XX საუკუნის მიწურულს". აქედან გამომდინარე, შეიძლება გავაკეთოთ დასკვნა აღმოსავლელი იერარქების როლთან დაკავშირებით: "ყოველგვარ ეჭვსგარეშე - ეკლესიის აღმოსავლელი იერარქები, რომლებიც რომანოვის მაცთურები გახდნენ, ნებით თუ უნებლიედ ჰაბსბურგებისა და ვატიკანის კარნახით მოქმედებდნენ" (დედანში: "Вне сомнения - восточные иерархи церкви, ставшие искусителями Романова, действовали вольно или невольно под диктовку Габсбургов и Ватикана")  (Кутузов Б.П. Церковная «реформа» XVII века. М.: ИПА «ТРИ-Л», 2003. С. 552).

ამგვარად, ძნელი არ არის შევნიშნოთ, რომ უკრაინა მოსკოვის რუსეთს შეუერთეს, ჯერ-ერთი - ძალთა გაერთიანების მიზნით თურქეთის წინააღმდეგ, და მეორეც - იმისთვის, რათა გაეადვილებინათ რეფორმის ჩატარება, რომელიც, როგორც ცნობილია, სრულდებოდა ძირითადად კიეველების მიერ და შემდგომაც მათ მიერ მყარდებოდა. იეზუიტების მიზანი იყო ყოველმხრივ ხელი შეეწყოთ ამ პროცესისთვის, - მოსკოვის რუსეთის ლათინიზაციისთვის სწორედ კიეველთა ხელით. ნიკონი თავიდან აქტიურად უჭერს მხარს უკრაინის მიერთებას, შემდეგ კი ყოველმხრივ ხელს უწყობს არასაიმედო უკრაინელებისა და ბელორუსების ჩანერგვას რუსეთის საეკლესიო-იერარქიულ სტრუქტურებში" (Билингтон Д. (США). Великий раскол. Доклад на 2-й Международной церковно-научной конферен-ции в Москве 11 - 19 мая 1987 г. // Кутузов Б.П. Церковная «реформа» XVII века. М.: ИПА «ТРИ-Л», 2003. с. 192).

როგორც დამოწმებული ფაქტობრივი მასალიდან ვხედავთ, პატრიარქ ნიკონის საეკლესიო რეფორმას გააჩნდა პოლიტიკური ქვეტექსტი. სწორედ ამ დროს წყდებოდა უკრაინის შემოერთების საკითხი. ნიკონის მისწრაფება შემოეტანა ბერძნული საწესჩვეულებო პრაქტიკა აიხსნებოდა სურვილით უკრაინელების თვალში მაქსიმალურად მიმზიდველ ყოფილიყო რუსეთი და ეჩვენებინათ, რომ მართლმადიდებლურ დიდ რუსეთსა და მცირე რუსეთს შორის არავითარი განსხვავება არ არის. ამასთან ის ეყრდნობოდა როგორც უკრაინიდან გამოსულ გავლენიან ფენას, ასევე მეფის მხარდაჭერას.

ს. ა. ზენკოვსკის თქმით ხმელნიცკი, რომლისთვისაც ცნობილი იყო ნიკონის მსოფლიო-მართლმადიდებლური გატაცება, უშუალოდ წერდა თვით პატრიარქს და სთხოვდა მას მხარი დაეჭირა უკრაინის მოსკოვთან მიერთების საკითში. თავის მხრივ, პატრიარქმა 1623 წელს წააქეზა ხმელნიცკი და უპასუხა, რომ "თქვენს კეთილ სურვილებთან და ზრახვებთან დაკავშირებით ჩვენი მწყემსობა, ჩვენი უბრწყინვალესი მეფის, მისი უდიდებულესობის წინაშე, შუამდგომლობას არ შეწყვეტს" (დედანში: "Наше же пастырство о вашем благом намерении, хотении к пресветлому государю нашему, его царскому величеству, ходатайствовать и паки не перестает"). გეტმანის მიმოწერა პატრიარქთან ნათლად აჩვენებს, რომ ხმელნიცკი აფასებდა ნიკონის დახმარებას, ხოლო ის, თავის მხრივ, გულწრფელად უჭერდა მხარს მცირე რუსეთს შემოსულიყო დიდი რუსეთის მფარველობის ქვეშ, რის შედეგადაც თავის რეფორმას ატარებდა უკრაინელების ხელით და გაძლიერებულად ნერგავდა მათ ყველა საეკლესიო სტრუქტურაში" (Зеньковский С.А. Русское старообрядчество. Минск, Белорусский Экзархат. 2007. с. 203).

გადამწყვეტი გახდა 1649 წელი. უკრაინიდან ხელისუფლებამ გამოიძახა არსენ სატანოვსკი, დამასკინ პტიცკი და ეპიფანე სლავინეცკი - მოგილიანური აკადემიის საუკეთესო მწიგნობრები, რომლებიც პოლონეთის იეზუიტურ აკადემიებში ეუფლებოდნენ უცხო ენებს და რიტორიკის დახვეწილ ხელოვნებას. პირველი "შემსწორებლის" მეტად ნიშანდობლივმა გვარმა (სატანოვსკი) უნებლიედ დააფიქრა მართლმორწმუნენი: რა შედეგი უნდა ჰქონოდა მის მიერ საღვთისმსახურებო წიგნების შესწორებას.

იმავე 1649 წელს მეფის უახლოესი მეგობარი და თანამოაზრე ფ. რტიშჩევი მოსკოვთან ახლოს აფუძნებს ანდრიას მონასტერს და ამ მონასტრისთვის საძმოს უკრაინიდან იწერს. ასე შეიქმნა, დღევანდელი ენით რომ ვთქვათ, რუსეთის ეკლესიის რეფორმირების ინტელექტუალური ცენტრი (Казинцев А. Вечная Россия. Статья 1. Патриарх Нового Иерусалима. // Наш современник. 1998. № 1. С.183-203).

"ამიტომ ხომ არ უწყობდა ხელს ნიკონი უკრაინის რუსეთთან შეერთებას 1654 წელს? კათოლიციზმის სულით დასნებოვნებულ უკრაინას უეჭველად უნდა გადაედო ეს დაავადება რუსეთისთვის მასთან შეერთების შემდეგ, რაც მოხდა კიდეც სინამდვილეში" (Кутузов Б.П. Церковная «реформа» XVII века. М.: ИПА «ТРИ-Л», 2003. с. 154 - 155).

ამრიგად, იეზუიტების პოლიტიკა მეფე ალექსი მიხეილის დროს წარმატებით დაგვირგვინდა. და ამით დაჭერილ იქნა ერთდროულად ორი კურდღელი. ერთის მხრივ, "ბერძნულ პროექტში" ჩათრეული რუსეთი იპყრობდა თურქების ყურადღებას, ვისი სამფლობელოებიც ემიჯნებოდნენ თვით ვენას (რომელიც ზუსტად ევროპის ცენტრში იმყოფება კონსტანტინოპოლსა და პა-დე-კალეს შორის), და მით კიდევ ერთხელ უნებლიედ იხსნა ევროპული ცივილიზაციის სიცოცხლე. ხოლო მეორეს მხრივ, ევროპელებმა მნიშვნელოვნად დააუძლურეს თავიანთი კონკურენტი: რუსეთი გახლეჩილ იქნა - მართალია ჯერ ფიზიკურად არა, მაგრამ სულიერი თვალსაზრისით უეჭველად. რუსეთის ეკლესია გაიხლიჩა, თანაც მისი ის ნაწილი, რომელმაც მიიღო რეფორმა და მთავრობის მხარდაჭერით სარგებლობდა, ასწლეულობის განმავლობაში მოიწყლა ლათინიზმის სულით, შემდგ კი პროტესტანტიზმითაც, რადგან დაამკვიდრა უამრავი დასავლური წეს-ჩვეულება და დოგმატი (Кожурин К.Я. Духовные учителя сокровенной Руси. СПб.: Питер, 2007. с. 21).

როგორც ზემოთ აღინიშნა, პატრიარქ ნიკონის საეკლესიო რეფორმას გააჩნდა პოლიტიკური ქვეტექსტი. სწორედ ამ დროს წყდებოდა უკრაინის შემოერთების საკითხი. ნიკონის მისწრაფება შემოეტანა ბერძნული წეს-ჩვეულებები აიხსნებოდა სურვილით უკრაინელების თვალში რუსეთი ყოფილიყო მაქსიმალურად მიმზიდველი, რისთვისაც უნდა ეჩვენებინა მათთვის, რომ მოსკოვისა და უკრაინის მართლმადიდებლობას შორის არ არსებობს არავითარი განსხვავება. ამასთან ის ეყრდნობოდა არა მარტო უკრაინიდან გამოსულ ფენას, არამედ მეფის მხარდაჭერასაც.

მოსკოვთან უკრაინის შეერთების პოლიტიკურ-დიპლომატიური მოტივები, როგორც ჩანს, გამართლებული იყო. მაგრამ ამისთვის დაიწყეს სარწმუნოების უნიფიკაცია დასავლურ-მართლმადიდებლური ნიმუშების მიხედვით. რუსეთი ძალდატანებით შეუთანაწყვეს უცხო რელიგიურ კანონებს. რა შედეგებამდე მიიყვანა ამგვარმა მოქმედებამ ახლა უკვე ცნობილია. რუსეთი დანგრეულია, რომანოვების დინასტია დამხობილია, და ბერძნების ყოფილი სამფლობელოები დღემდე თურქების ხელშია. უკრაინა შემდეგ მაინც გამოეყო რუსეთს, ახლა ეს დამოუკიდებელი სახელმწიფოა და მას სულ უფრო და უფრო შორდება.

ვ. ო. კლუჩევსკის შენიშვნით მოსკოვში "ცუდად ესმოდათ უკრაინის შიდა საზოგადოებრივი ურთიერთობანი, და არც აინტერესებდათ იგი, როგორც უმნიშვნელო საკითხი". შედეგად კი გამოვიდა ის, რომ "მოსკოვის მთავრობა, რომელმაც შეიერთა მცირე რუსეთი, იქაურ ურთიერთობებში აღმოჩნდა როგორც ბნელ ტყეში. სამაგიეროდ მცირე რუსეთის საკითხმა, რომელიც ასე უკუღმართად იყო დაყენებული ორივე მხარის მიერ, გააძნელა და გააფუჭა მოსკოვის საგარეო პოლიტიკა რამოდენიმე ათწლეულის განმავლობაში, "ჩაჰფლო" იგი ძნელად თავდასაღწევ მცირერუსულ ჭაობში, გახლიჩა მისი ძალები პოლონეთთან ბრძოლაში, აიძულა იგი უარი ეთქვა ლიტვაზეც, ბელორუსიაზეც ვოლინთან ერთად და პოდოლიაზეც და ძლივსღა თუ მიეცა შესაძლებლობა შეენარჩუნებინა დნეპრის მარცხენა სანაპიროს უკრაინა კიევთან ერთად". მთლიანობაში, "მცირე რუსეთის საკითხმა თავისი პირდაპირი და ირიბი მოქმედებებით გაართულა მოსკოვის საგარეო პოლიტიკა" (Ключевский В.О. Русская история. Полный курс лекций в трех книгах. Кн. вторая. «Мысль». 1993. Л. 46, с. 232 - 233).

დღეს უკვე არავისთვისაა საიდუმლო, რომ უკრაინის კაზაკთა სამხედრო მეთაურობა, ელტვოდა რა დამოუკიდებლობას რეჩ პოსპოლიტასგან, თავის ვიწრო ეგოისტურ ინტერესებს მისდევდა. "ირჯებოდნენ კაზაკურ წოდებრივ უფლებებზე და ითხოვდნენ პრივილეგიებს. ბოგდანი მეგობრებთან ერთად ფიქრობდა უფრო დიდ მიზნებზე - უკრაინაში რეალური ძალაუფლების შენარჩუნებაზე... ჯარების მთავარსარდლის პოზიციიდან მან ქვეყნის მმართველის პოზიციაზე გადაინაცვლა. რაც შეეხება რუს მეფეს, მისი ადმინისტრაციული აპარატი უბრალოდ დაშვებულ არ იქნა მცირე რუსეთამდე თვით XVIII საუკუნემდეც კი. უკრაინაში ხელისუფლება კაზაკებმა დაიპყრეს" (Славянская энциклопедия. XVII век: В 2 тт. Т. 2 / Автор-сост.В.В.Богуславский. М.: Олма-Пресс, 2004. с. 123 - 124).

საბოლოო ჯამში ყბადაღებული "ბერძნული პროექტი" სამეფო დინასტიას, და მასთან ერთად მთელ რუსეთს, მიიყვანს 1917 წლის კატასტროფამდე. განხილულ პერიოდში მმართველი წრეებიდან არავის შეეძლო ამისი წინასწარ ჭვრეტა, თუმცა უკვე შეინიშნებოდა მოვლენათა ამგვარი განვითარების მონახაზები. რომანოვთა დინასტია განწირულ იყო დასაღუპად ევროპასთან მისი კავშირის ძალით. XVII ს.-ის შუაწლებში, განსაკუთრებით კი ბოლო მესამედში, დიპლომატიურ და სამხედდრო-პოლიტიკურ სფეროებში რუსეთი სულ უფრო ნაკლებად თამაშობდა დამოუკიდებელ როლს და არათანასწორ პარტნიორად წარმოჩინდებოდა ევროპასთან სწორედ მაშინ, როდესაც საგარეო პოლიტიკის ვექტორი გადახარა ამ უკანასკნელის მხარეს.

თურქების წინააღმდეგ რუსების ჩაბმა იეზუიტების სტრატეგიული დოქტრინის დიდი ხნის წინანდელი ხაზია მსოფლიო პოლიტიკაში. ბიზანტიის ტახტი ყალბი სატყუარა იყო რუსეთის მეფისთვის, ისევე როგორც მთელი "ბერძნული პროექტი" მისი ლათინიზირებული ფორმით და ბერძნული იერით, რომელიც ორგანულად ერწყმის ამ დოქტრინას. "1680-იანი წლების დასაწყისში თურქეთის წინააღმდეგ შედგა დიდი ლათინურ-უნიატური კოალიცია, რომლის სული და გული იყო რომი, ხოლო მთავარი მოქმედი პირები - ვენეცია და პოლონეთი. ერთიც და მეორეც ცდილობდნენ თურქეთის წინააღმდეგ საბრძოლველად გამოეყენებინათ ყველაზე მართლმადიდებლური აღმოსავლეთი, რისთვისაც გახვიეს იგი უნიატურ იდეებში.

1683 წელს დაიწყო კოალიციის მოქმედება. პოლონეთის მეფე აინ სობესკიმ თურქები მოიგერია ვენადან - ეს იყო პირველი დარტყმა, რომლის შემდეგაც თურქეთის ძლიერება თანდათანობით დაუძლურდა.

1684 წელს ვენეციელები იწყებენ მოქმედებას საბერძნეთში, საიდანაც დევნიან თურქებს. პოლონეთი მთელი ძალებით ცდილობს ამ კოალიციაში მოსკოვის ჩაბმას. 1684 წლის შემოდგომით გაიმართა მოლაპარაკებები მოსკოვის ელჩ უკრაინცევსა და მცირერუსეთის გეტმან ივან სამოილოვიჩს შორის პოლონეთთან მუდმივი კავშირის შესახებ თურქებისა და თათრების წინააღმდეგ. სამოილოვიჩი პრინციპულად დაუპირისპირდა მოსკოვის პოლიტიკის ახალ სისტემას და გამოთქვა აზრი იმის შესახებ, რომ მუსლიმური თურქეთი მართლმადიდებელი ხალხებისთვის უკეთესია, ვიდრე ლათინური დასავლეთი. თვალსაზრისი, რომელსაც იცავდა სამოილოვიჩი, ტრადიციული იყო მართლმადიდებლური აღმოსავლეთისთვის. მაგრამ იმდროინდელ მოსკოვში უკვე დაივიწყეს ადრინდელი პოლიტიკური საქმიანობის მცნებები.

XVI ს.-ში მოსკოველი ხელმწიფეები ერთმანეთს უხამებდნენ მართლმადიდებლური სამეფოს იდეასა და მართლმადიდებლურ პოლიტას მუსლიმურ სამყაროსთან მეგობრობის პოლიტიკას. XVII ს.-ის მეორე ნახევარში, ალექსი მიხეილის ძისა და პატრიარქ ნიკონის დროს მოსკოვში უკვე თავს იჩენს და უპირატესობას ჰპოვებს "წმიდად" მართლმადიდებლური პოლიტიკის აზრი მუსლიმურ სამყაროსთან კავშირის შენარჩუნების გარეშე. ახლა, XVII ს. - ის ბოლო მეოთხედში მოსკოვის პოლიტიკის შუქურა დასავლეთისკენ გადაიხარა. მიღებულ იქნა პოლონურ-უნიატური აზრი ქრისტეანთა კავშირის შესახებ, რომელიც გულისხმობდა ლათინურად და უნიატურად განწყობილ ხელმწიფეთა გაერთიანებას თურქეთის წინააღმდეგ, რომელსაც წარუმატებლად შთააგონებდნენ XVI ს.-ის ხელმწიფეებს პაპის აგენტები, და რომლის გატარებასაც ცდილობდა 1-ლი ცრუდიმიტრი არეულობის პერიოდში.

მოსკოვი კუდში მიჰყვა ამ ლათინო-უნიატურ კოალიციას. არსებითად, ეს ვითარება წარმოადგენდა 3-ე სულიერი რომის იდეის განადგურებას მოსკოვის საერთაშორისო პოლიტიკაში. 1686 წელს მოსკოველმა დიპლომატებმა პოლონეთთან დადეს სამუდამო ზავი და კავშირი თურქთა და თათართა წინააღმდეგ. მოსკოვმა ვერაფერი მოიგო თავისი ახალი საერთაშორისო პოლიტიკით. თავად გოლიცინის ლაშქრობები პერეკოპზე - 1687 და 1689 წლებში წარუმატებლად დამთავრდა. საჭირო გახდა მოსკოვში მთავრობის შეცვლა და ახალგაზრდა მეფის განსაკუთრებული ენერგია, რათა თურქეთთან ომი წარმატებით დამთავრებულიყო, ამას შედეგად მოჰყვა აზოვის აღება 1696 წელს რუსული ჯარის ორი  ლაშქრობის შემდეგ" (Вернадский Г.В. Начертания русской истории. (Аудиокнига) АРДИС / Art Dictation Studio™, 2006 in-fo@ardisbook.ru. гл.12, § 98). არსებითად, პეტრეს ამ ლაშქრობებმა დასაბამი მისცა მომქანცველი და სისხლისმღვრელი რუსულ-თურქული ომის მთელ ეპოქას, რაც იყო დიდი შეცდომა და მავნე ქმედება მისი გლობალურ-გეოსტრატეგიული ინტერესების თვალსაზრისით. "განხეთქილების გარდა, რუსი ხალხის უზარმაზარი და უნაყოფო სულიერი ენერგიის გახარჯვაში არანაკლები დანაშაული მიუძღვის ბიზანტიურ ხიბლს, მისი ყალბი გეოპოლიტიკური ორიენტირებით" (Кутузов Б.П. Церковная «реформа» XVII века. М.: ИПА «ТРИ-Л», 2003. с. 12).

რიურიკოვიჩების პოლიტიკა, პირიქით, ეს იყო კავშირი ოსმანურ იმპერიასთან და ოქროს ურდოს აზიური მემკვიდრეობის სიღრმეთა ათვისება. რომანოვთაგან მხოლოდ პავლე I-მა და ნაწილობრივ ნიკოლოზ II-მ (ორივე მოწამეობრივად აღესრულა ინგლისელთა მონაწილეობით) სცადეს რუსული საგარეო პოლიტიკის ვექტორი კვლავ აღმოსავლეთისკენ შემოებრუნებინათ.

გონიერი საგარეო პოლიტიკის წარმოება XVII ს.-ში რუსეთს შესაძლებლობას მისცემდა გამხდარიყო წამყვანი მსოფლიო სახელმწიფო. კერძოდ, რუსეთს რომ გამოეყენებინა თურქეთთან კავშირის შესაძლებლობები, რომელიც იმ დროს უზარმაზარ როლს თამაშობდა მსოფლიო პოლიტიკაში, და ეს როლი სულ უფრო და უფრო იზრდებოდა ევროპაში, თურქების ხელით შეიძლებოდა დაეპყროთ, უფრო ზუსტად, შემოეერთებინათ ევროპის ნახევარი, რომლებიც ოდითგანვე გახლდათ სლავური ტერიტორიები.

ამის ნაცვლად "ბერძნული პროექტით" დაბრმავებულმა მეფე ალექსიმ, მოიშორა რა თურქეთი, როგორც რეალური და ბუნებივი მოკავშირე, დაუშვა რუსეთი ღია ომში ჩარეულიყო პოლონეთთან, მაშინ როდესაც ეს ომი უკიდურესად წამგებიანი იყო რუსეთისთვის და წარმოებდან საკმაოდ უნიჭოდ.  მოსკოვმა ამ ომში დაკარგა უზარმაზარი მატერიალური და ადამიანური რესურსი. "ორივე მებრძოლი მხარე უკიდურეს გაპარტახებამდე მივიდა". ამის შედეგი გახდა ის, რომ "მოსკოვში ვერაფერს უხდიდნენ ჯარისკაცებს და გამოუშვეს სპილენძის ფული ვერცხლის ფასით, რამაც გამოიწვია მოსკოვის 1662 წლის ამბოხი" (Ключевский В.О. Русская история. Полный курс лекций в трех книгах. Кн. вторая. «Мысль». 1993. с. 234). ქვეყანა რურიკოვიჩებს რომ ემართათ, ისინი არც დაიწყებდნენ ამ ომს, რადგან ჩათვლიდნენ მას ავანტიურად, და ასევე არ გააფუჭებდნენ ურთიერთობას თურქეთთან ამ ეფემერული "ბერძნული პროექტის" გამო.

ეს პროექტი, რომლითაც თითქმის სამი საუკუნე ხელმძღვანელობდნენ რუსეთის მმართველი წრეები საგარეო პოლიტიკური კურსის ჩამოყალიბებისას, საბოლოო ჯამში უმთავრესი მიზეზი აღმოჩნდა 1917 წლის თებერვალში იმპერატორული რუსეთის დაღუპვის საქმეში. რევლოუციისწინა ისტორიული დოკუმენტები შესაძლებლობას გვაძლევენ გავაკეთოთ დასკვნა იმის შესახებ, რომ არსებობს სრულიად კონკრეტული და პირდაპირი შინაგანი კავშირი ნიკონ-ალექსეევურ რეფორმასა და 1917 წლის რევოლუციას შორის. დოკუმენტები ადასტურებენ, რომ კონსტანტინოპოლის საყდრის მემკვიდრეობის ეს ყალბი იდეა, რომელიც XVII ს.-ში საეკლესიო რეფორმის მიზეზი გახდა (ბერძნულ ეკლესიასთან საწესჩვეულებო ერთსახოვნობის მისაღწევად), და მთელი სამი საუკუნის განმავლობაში წარმოადგენდა ყალბ ორიენტირს რუსი სახელმწიფო მოღვაწეებისთვის, ბოლოს და ბოლოს გახდა 1917 წელს რუსეთის სახელმწიფოებრიობის დაღუპვის ხილული მიზეზი (Кутузов Б.П. Ошибка русского царя: византийский соблазн. М.: Алгоритм, 2008. с. 6).

1917 წლის ეს კატასტროფა ლოგიკური კანონზომიერებაა XVII საუკუნის იმ იდეოლოგიური დივერსიისა, რომელსაც წარმოადგენდა ხსენებული რეფორმა - ლოგიკური ჯაჭვის მიხედვით: "რეფორმა", განხეთქილება, ეკლესიისა და სახელმწიფოს სიცოცხლისუნარიანობის დაუძლურება, პეტრე I-ის ანტიეროვნული და ანტისაეკლესიო საქმიანობა, შეუძლებელი იქნებოდა "რეფორმის" წინასწარი განხორციელების გარეშე (Кутузов Б.П. Ошибка русского царя: византийский соблазн. М.: Алгоритм, 2008. с. 6).

მეფის მთავრობა 1914 წლიდან ომს სწორედ კონსტანტინოპოლისთვის (სტამბოლისთვის) აწარმოებდა. მიზანი გახლდათ ნეობიზანტიური იმპერიის რესტავრაცია. ამ ყალბი და ავანტიურული იდეის განსახორციელებლად, რომელიც თავიდანვე ინსპირირებული იყო იეზუიტების მიერ და რომელსაც შემდეგშიც მხარს უჭერდნენ კათოლიციზმის აგენტები, მსხვერპლად იქნა შეწირული უთვალავი ჯარისკაცი, რომელმაც სისხლისგან დაცალა ქვეყანა და მიიყვანა ეკონომიკურ ნგრევამდე და რევოლუციამდე. პ. ა. სტოლიპინი არაერთხელ ამბობდა, რომ რევოლუციის წარმატებისთვის საჭიროა ომი, მის გარეშე რევოლუცია უძლირია. ეს წინასწარმეტყველური გაფრთხილება ყურად არავინ იღო და მიივიწყეს. მთავრობა ეწეოდა ხალხისთვის უცხო და გაუგებარ ომს, არად აგდებდა მსხვერპლს, და ლოზუნგით "საბოლოო გამარჯვებამდე", მტკიცედ უარყოფდა გერმანელთა წინადადებას სეპარატულ მშვიდობაზე, რადგან თვითდაბრმავებული მიიჩნევდა, რომ კონსტანტინოპოლის დაპყრობა თავისთავად გაამართლებდა ყველა იმ მსხვერპლსა და დანახარჯს, რომელიც გაღებულ იყო ამ დიადი მიზნისთვის (Кутузов Б.П. Ошибка русского царя: византийский соблазн. М.: Алгоритм, 2008. с. 6 - 7).

ერთიანი ბერძნულ-რუსული აღმოსავლური იმპერიის პერსპექტივაში, ბერძნებთან მოჩვენებით საეკლესიო ერთსახოვნებას, რომელიც მიუღწეველი დარჩა, ენიჭებოდა პირველხარისხოვანი მნიშვნელობა. ამიტომაც პატრიარქ ნიკონის რეფორმა მკაცრად კრიტიკის გარეშე იყო, სამაგიეროდ სასტიკად იზღუდებოდნენ ძველმორწმუნენი, სადაც ეს შესაძლებელი იყო და რამდენადაც იძლეოდა ამის უფლებას განკარგულება რჯულთშემწყნარებლობის შესახებ, რომელიც იძულებით იქნა მიღებული 1905 წელს. ბიზანტიური მირაჟი გაიფანტა მხოლოდ 1917-ში (Кутузов Б.П. Ошибка русского царя: византийский соблазн. М.: Алгоритм, 2008. с. 7).

ამ დაკვირვებათა კალაპოტში ხდება გასაგები ა. ი. სოლჟენიცინის სიტყვები იმის შესახებ, რომ XVII ს.-ში დაშვებულ იქნა "უდიდესი საეკლესიო დანაშაული, რომლითაც დაიწყო რუსეთის დაღუპვა" (Солженицын А.И. Письмо из Америки - Публицистика.Т.2.Ярославль. 1996. С. 305).

მეფე ალექსის გეგმებზე ასულიყო კონსტანტინოპოლის საყდარზე და გამხდარიყო "მთელი მართლმადიდებლობის ბასილევსი" წერდა ს. ა. ზენკოვსკიც. "ეკატერინე II-ის მეფობის მთელი ასი წლის განმავლობაში, თურქებისგან აღმოსავლეთის გათავისუფლების ცნობილი გეგმა, ე. წ. "ბერძნული პროექტი" უკვე მონიშნული იყო და გაძლიერებით მუსირებდა ბერძნული პრელატების მიერ" (Зеньковский С.А. Русское старообрядчество. Минск, Белорусский Экзархат. 2007. с. 205).

მისდევდა რა განსაკუთრებულ პოლიტიკურ მიზანს (კონსტანტინოპოლის საყდრის მემკვიდრეობის პერსპექტივა) სახელმწიფო, იმდროინდელი პატრიარქის მონაწილეობით, რომელმაც ასევე უღალატა თავის პირდაპირ მოვალეობას დაეცვა მართლმადიდებლობის სიწმიდე, უხეშად შეიჭრა საეკლესიო სფეროში.

ეკლესიასა და სახელმწიფოს შორის არსებული სიმფონიის უხეში დარღვევით, რომლიც პროვოცირება მოახდინა ნიკონმა და აღასრულა მეფე ალექსი მიხეილის ძემ, რომელიც შემდეგ გახდა პერმანენტული, უნდა ჩავთვალოთ სამსაუკუნოვანი პერიოდის დასაწყისად, რომელიც რუსეთის ისტორიოგრაფიაში იწოდება იმპერიულ პერიოდად. ეს არის აპოსტასიური, მართლმადიდებლობისგან განდგომის პერიოდი (დედანში: "Грубое нарушение симфонии между Церковью и государством, спровоцированное Никоном и совершенное царем Алексеем Михайловичем, ставшее затем перманентным, следует считать началом почти трехвекового периода, который в историографии России называется имперским. Это период апостасийный, период отступления от Православия") (დ. კუზნეცოვი. დასახ. შრ.)

"რუსული ეროვნული იდეის გაყალბებას შეიძლება ვუწოდოთ XVII ს.-ის უდიდესი უსამართლობა, რომელმაც რუსეთს მოუტანა ენით აუწერელი და აურაცხელი უბედურებანი. ნიკონო-ალექსეევურმა რეფორმამ გამოიწვია უდიდესი არეულობა, სარწმუნოების შერყევა სახალხო მასებში და ეკლესიისა და საზოგადოების გაყოფა" (Кутузов Б.П. Церковная «реформа» XVII века. М.: ИПА «ТРИ-Л», 2003. с. 513).

არადა ყველაფერი დაიწყო ერთის შეხედვით მართლმადიდებლობისთვის უმნიშვნელო, "გარეგანი" საწესჩვეულებო სიმბოლიკით, რომელიც თითქოსდა იმიტომ არის საჭირო, რათა თანაზიარებულიყვნენ უფრო "კულტურულ" ბერძნებთან და მალოროსებთან. "ბოლომდე თანმიმდევრულები თუ ვიქნებით, უნდა ვთქვათ, რომ ღმრთის ხელით მონიშნული ეროვნული გზიდან გადახვევა აღსრულდა არა ერთ წამში, 1917 წლის 2 მარტს. რუსეთის სახელმწიფოს მიერ ტრადიციული ეროვნული საფუძვლების დაკარგვა დაიწყო იმ ავადსახსენებელ 1667 წელს, როდესაც ანათემას გადასცეს არა უბრალოდ ძველი საეკლესიო წესები, არამედ ფაქტობრივად მთელი 600 წლოვანი რუსული სიწმიდე და რუსული სახელმწიფოებრიობა, რომელიც გარეგან ზღუდეს წარმოადგენდა ამ სიწმიდისთვის. ხალხს გამოაცალეს შეგრძნება, რომლის მიხედვითაც ის იყო რჩეული და ჭეშმარიტი სარწმუნოების უკანასკნელი დამცველი (Ларионов В.Е., Городова М.Н. Священное наследие. М., Алгоритм. 2010. с. 294).

ამ შეგრძნების დაკარგვით ხალხში მოიშალა ჭეშმარიტად რელიგიურ-ეროვნული ორიენტირები, რომლებიც ეხმარებოდნენ მას არა მარტო ძნელი გამოცდების გადატანაში, არამედ საკუთარი თვითმყოფადი კულტურის, განუმეორებელი იერის, საკუთარი ქვეყნის შენარჩუნებაში. მაშინ როდესაც "ბერძნულმა პროექტმა", რომლის განხორციელებისკენ იქნა მიმართული რუსეთის მმართველი დინასტიის მთელი ძალები, აურაცხელი უბედურებები დაატეხა თავს რუს ხალხს, რადგან ეწინააღმდეგებოდა მის ნამდვილ ეროვნულ ინტერესებს. დიადი ბერძნულ-რუსული იმპერიის სამსხვერპლოზე მიტანილ იქნა წმიდა რუსეთის ეროვნული იდეა. ამ ეფემერული სრულიადმართლმადიდებლური იდეის განხორციელების მიზნით ჩატარებულ იქნა პატრიარქ ნიკონის რეფორმა, რომელმაც გამოიწვია რუსეთის ეკლესიის განხეთქილება და უკრაინის შემოერთება, რომელიც აღმოჩნდა მყიფე, რადგან ყალბ სულიერ საყრდენებს იყო დაფუძნებული.

გამომდინარე აქედან, უეჭველად მივდივართ დასკვნამდე, რომ უკრაინის რუსეთთან შეერთება წარმოადგენდა არა ცალკეულ და სხვა მოვლენებთან დაუკავშირებელ აქტს, არამედ, თავისი შედეგების მიხედვით, ეს იყო ერთი გრანდიოზული გეგმის განუყოფელი და შემადგენელი ნაწილი, რომელსაც ერქვა "ბერძნული პროექტი" და რომლის რეალიზაციამ გამოიწვია რუსეთის მთელი სახელმწიფოებრივ-პოლიტიკური და სოციალური წყობის არსებითი შეცვლა, ასევე კულტურულ-გენეტიკური კოდის, რუსული ცივილიზაციის სულიერი ხასიათისა და წყობის შეცვლაც.

ამ მომენტიდან (XVII ს.-ის მეორე ნახევრიდან) დაიწყო რუსული სახელმწიფოებრიობის თანდათანობითი რღვევა. რუსეთი ჯერ კიდევ არსებობდა, მაგრამ ის უკვე აღარ იყო წმიდა, ანუ ღმრთისკენ მიზანსწრაფვული.

დროთა განმავლობაში, პეტრეს ეპოქიდან, რუსეთი (Русь) გადაიქცა როსიად (Россия), რომელიც მხოლოდ გარეგნულად იყო ბრწყინვალე და ძლევამოსილი, მაგრამ შინაგანად სულიერად გაღატაკებული და გაპარტახებული. "აი რუსეთი, პეტრე დიდის გამარჯვებებში განდიდებული! ეკატერინე დიდის საუკუნეში გაბრწყინვებული და განათლებული! ძლევამოსილი და გაცისკროვნებული ვერცხლის ხანაში! მაგრამ მაშინ რატომ ფორიაქობს რუსულ სულებში იდუმალი განგაში, ფარული წუხილი, რომ ყველაფერი ერთია, თითქოსდა რუსეთი არ არის ბრწყინვალე და მასში რაღაც არის ჩამკვდარი? რაღაცით დაცილებულია ნათელსა და სიმართლეს. მისი გენიოსების: სუმაროკოვის, პუშკინის, ლერმონტოვის, გოგოლის, ტოლსტოის, დოსტოევსკის, მუსორგსკის, ვრუბელის, ლესკოვის - აუტანელ კაეშანსა და სიგიჟეში ჟღერს განწირული ყივილი: "ქრისტესთან ერთად ნათელ იღო, მაგრამ ქრისტე არ შეიმოსა". თითქოსდა წინასწარ გრძნობენო დიდ განსაცდელსა და სასჯელს" (Шорникова И.Н., Шорников В.П. Боярыня Морозова. Самара. 2007. с. 180).

ამან განაპირობა რუსეთის განვითარების ისტორიული გზის თავისებურება, ეს გახდა მთელი რიგი რყევებისა და კატასტროფების საფუძველი, რადგან ასეთია რეფორმების შედეგი, რომელიც ტარდებოდა პეტრესეულ კვაზიმოდერნიზატორული, ევრობატონყმური და აბსოლუტისტური მოდელის ჩარჩოებში, რომელიც კიდევ უფრო მეტად წარმოადგენდა საზოგადოებრივი ურთიერთობების არქაიზაციას. სწორედ ეს გახდა გადამწყვეტი ფაქტორი, რომელმაც ზეგავლენა მოახდინა იმაზე, რომ რუსეთში შეიქმნა უკან მოჩანჩალე სახელმწიფოს მოდელი, რომელიც განაპირობებს მის არსებით ჩამორჩენას ევროპის მოწინავე ქვეყნებისგან
.

 
TOP-RATING.UCOZ.COM
Назад к содержимому | Назад к главному меню Яндекс.Метрика