ისტორია - ნიკონო-ალექსეევური "რეფორმა" - ვატიკანის უძველესი გეგმის განხორციელება - oldorthodox

საქართველოს ძველმართლმადიდებლური ეკლესია
ძიება
Перейти к контенту

Главное меню:

ბ. კუტუზოვი


ნიკონო-ალექსეევური "რეფორმა" - ვატიკანის უძველესი გეგმის განხორციელება

თავი 2-ე ბ. კუტუზოვის წიგნიდან: "პატრიარქ ნიკონის საიდუმლო მისია"

სოლოვეცკელი ბერების აჯანყება

თქვენს ყურადღებას მივაპყრობთ ერთ განსაკუთრებულ, საინტერესო და მნიშვნელოვან დოკუმენტს, რომელსაც იმოწმებს ცნობილი საეკლესიო ისტორიკოსი მიტრ. მაკარი (ბულგაკოვი) თავის ნაშრომში "რუსეთის ეკლესიის ისტორია", განყოფილებაში თვითმარქვიობის შესახებ "არეული დროებაში". ეს დოკუმენტი, მიუხედავად მისი მნიშვნელობისა (თუმცა, იქნებ სწორედ ამ მიზეზითაც) დღემდე გულმოდგინედ არის მიჩქმალული ჩვენი პროფესიონალი ისტორიკოსების მიერ.


იეზუიტების ინსტრუქციიდან თვითმარქვიასადმი, თუ როგორ შემოვიტანოთ უნია რუსეთში

(დედანში: "Из инструкции иезуитов Самозванцу, как ввести унию в России")


დ) "... თვით ხელმწიფეს უნიაზე ველაპარაკოთ იშვიათად და ფრთხილად, რათა საქმე მისგან არ დაიწყოს, არამედ ჯერ თვით რუსებმა დააყენონ წინადადებები სარწმუნოების იმ ზოგიერთი უმნიშვნელო საკითხის შესახებ, რომელიც საჭიროებს გარდაქმნას, და ამით გაკვალავენ გზას უნიისკენ (დედანში: "...д) Самому государю заговаривать об унии редко и ос¬торожно, чтоб не от него началос, а пусть сами рус¬ские первые предложат о некоторых неважных предметах веры, требующих преобразования, и тем проложат путь к унии") (Борис Кутузов. Тайная миссия патриарха Никона / - М.: Алгоритм, 2007. С.48).

ე) გამოიცეს კანონი, რათა რუსულ ეკლესიაში ყველაფერი აიგოს ბერძენ მამათა კრებითი დადგენილებების თარგზე და ამ კანონის შესრულება უნიის მომხრე სანდო ადამიანებს დაეკისროს: დაიწყება დავა, მივლენ მეფემდე, ის კი დანიშნავს კრებას, აი მანდ კი შესაძლებლობა მოგვეცემა, მივადგეთ უნიის საკითხს (დედანში: "е) издать закон, чтобы в Церкви Русской все подведено было под правила соборов отцов греческих, и поручить ис¬полнение закона людям благонадежным, приверженцам унии: возникнут споры, дойдут до государя, он назначит собор, а там можно будет приступить и к уний").

ე) შავ სამღვდელოებას მივანიშნოთ შეღავათებზე, თეთრს - ჯილდოებზე, ხალხს - თავისუფლებაზე, ყველა დანარჩენს - ბერძენთა მონობაზე (დედანში: "з) намекнуть черному духовенству о льготах, бечому о наградах, народу о свободе, всем
о рабстве греков").

ვ) დაარსდეს სემინარიები, რისთვისაც უცხოეთიდან მოწვეულ უნდა იქნენ განსწავლული, მაგრამ საერო პირები" (დედანში: "и) учредить семинарии, для чего призвать из-за границы людей ученых, хотя светских") ((Митр. Макарий (Булгаков). История Русской Церкви, М. 1996. Кн. 6. Т. 10. С. 93).

ამრიგად, იეზუიტები - აი ვინ გეგმავდა რუსეთის ეკლესიის "რეფორმას", ვითომცდა რუსულ და ბერძნულ საღვთისმსახურებო პრაქტიკის იდენტურობისთვის! და მართლმადიდებლობის მტრებმა ნიკონამდე დიდი ხნით ადრე დაიწყეს მუშაობა "რეფორმის" მოსამზადებლად.

რუსეთის საქმეებში თვითმარქვიას (იგულისხმება ცრუ-მეფე დიმიტრი - რედ.) გამოყენების გეგმა აღმოცენდა იმავე იეზუიტებში. 1606 წელს ფლორენციაში გამოჩნდა იდუმალი წიგნი "საკვირველ ყმაწვილ" დიმიტრიზე, რომელიც უგლიჩში სასწაულებრივად გადაურჩა დაქირავებულ მკვლელებს, რათა მემკვიდრეობის უფლებით დაეკავებინა მოსკოვის სამეფო ტახტი. ისტორიკოსების მიერ დამტკიცებულია, რომ ამ თხზულების ავტორი იყო იეზუიტი ანტონიო პოსევინო. წიგნი მალე გადათარგმნეს ყველა ევროპულ ენაზე, და მაშინვე ცრუ-დიმიტრი ლამის ყველაზე პოპულარული პიროვნება გახდა კათოლიკურ ევროპაში.

ბრაუნსბერგის იეზუიტურმა კოლეგიამ მოამზადა მქადაგებელთა მთელი არმია, რომლებიც ცრუდიმიტრის ოთხთვალებით შევიდნენ მოსკოვში.

ცრუდიმიტრს ხელმძღვანელობდა თვით პოსევინო, რომელიც ასწავლიდა მას, როგორ მოქცეულიყო რუსეთი, რა ელაპარაკა, რაზე დაედუმა. შესაძლებელია, რომ ზემოთმოტანილი წერილობითი ინსტრუქციის ავტორიც პოსევინო იყოს.

წარმატებებით დაბრმავებულმა და გათავხედებულმა თვითმარქვიამ, როგორც ჩანს, გადაწყვიტა, რომ უკვე შეიძლება იოლად გავიდეს "უმნიშვნელო" საეკლესიო რეფორმების გარეშეც, რომელმაც მიზნად უნდა დაისახოს რუსული და ბერძნული ღვთისმსახურების იდენტიფიცირება. ის პირდაპირ წერდა რომის კურიას: "ღვთის წყალობით ჩვენ თვითონ მივიღეთ ეკლესიათა გაერთიანება, და ახლა მყარად გადავწყვიტავთ, რომ მოსკოვის მთელი სახელმწიფო რომის საწმუნოებაზე გადავიყვანოთ და რომაული ტაძრებიც ავაშენოთ" (დედანში: "А мы сами Божьей милостью соединение (церквей) сами приняли, и станем теперь накрепко промышлять, чтобы все государство московское в одну веру римскую всех при¬вести и костелы римские устроить").

თვითმარქვიობა ჩაფლავდა. მაგრამ საეკლესიო "რეფორმის" იდეა წარმატებით იქნა განხორციელებული ნახევარი საუკუნის შემდეგ და, რა თქმა უნდა, ეგნატე ლოიოლას ორდენის საიდუმლო აგენტების, ანუ იეზუიტების დახმარებით.




სოლოვეცკელ ბერთა აჯანხების ჩახშობა მეფე ალექსი მიხეილის ძის მიერ


ჰქონდა თუ არა ნიკონს კავშირი იეზუიტებთან? ნიკონის საქმიანობის სერთო ლათინური მიმართულება, მისი "რეფორმები" და მსჯელობები აღნიშნულია ყველა ობიექტური ისტორიკოსისა და მკვლევარის მიერ. ი. ფ. სამარინის თქმით, ნიკონს სურდა "რუსეთში დაეფუძნებინა კერძო ეროვნული პაპიზმი". "მღვდლობა მეფობაზე მეტია", - ამბობდა ის. "სამეფო და სამღვდლო ხელისუფლების ურთიერთდამოკიდებულებასთან დაკავშირებით, - წერს ისტორიკოსი ს. მ. სოლოვიოვი, - ნიკონი გამოთქვამდა შეხედულებას, რომელიც არანაირად არ ეთანხმებოდა აღმოსავლეთის ეკლესიის გადმოცემას, რომელიც რუსეთში ისტორიით არის დადასტურებული".

1651 წელს ნიკონი არწმუნებს მეფეს წმ. ფილიპეს წმიდა ნაწილები სოლოვეცის მონასტრიდან გადაიტანოს მოსკოვში, მაგრამ ამ დროს ნიკონის საიდუმლო მიზანი სამეფო ძალაუფლებაზე სასულიერო ძალაუფლების უპირატესობის დემონსტრირება გახლდათ. სიგელში, რომელიც მეფემ ნიკონის რჩევით გააგზავნა სოლოვეცის მონასტერში, ევედრება წმინდანს მიუტევოს მეფე იოანეს მისი შეცოდება (Брокгауз-Ефрон. Энциклопедический словарь. Т. XXI).

პაპიზმის ცენტრალური ნერვია - პაპის მეთაურობა; პაპი - ქრისტეს ადგილნაცვალია დედამიწაზე; პაპი - ეს არის ეკლესიისა და სახელმწიფოს მეთაური. პაპიზმი - ეს უპირველეს ყოვლისა არის პრეტენზია იმაზე, რომ სასულიერო დასს ეკუთვნის პოლიტიკური ძალაუფლებას, ეს არის სასულიერო და საერო ხელისუფლებათა ერთობა პაპის - მღვდელმთავრისა და მეფის ხელიში. როგორც ვხედავთ, იგივე პრინციპები ამოძრავებს ნიკონსაც.

ნიკონის პაპოცენტრიზმი სრულიად გამოვლინდა ხელისუფლებაში მისი ყოფნის პერიოდში. როგორც ისტორიკოსი ამბობს, "მაღალი სასულიერო მნიშვნელობა ნიკონისთვის გადავიდა მეორე პლანზე, და ის ჩააფრინდა საერო ხელისუფლებას", მიიღო "დიდი ხელმწიფის" (великий государь), ანუ ქვეყნის მთავარი მმართველის, მთავარი პატრონის ტიტული", მოისურვა გამხდარიყო "ნამდვილი დიდი ხელმწიფე". და ფაქტობრივად იყო კიდევაც - ამაოდ როდი უთხრა მას ივანე ნერონოვმა: "რა პატივია შენთვის, წმიდაო მეუფეო, ყველასთვის რომ საშიში გამხდარხარ?.. მიკვირს: ხელმწიფის ძალაუფლება უკვე არ ისმის, ყველას შენი ეშინია, და შენი მსახურები მეფის მსახურებზე საშიშნი არიან". "ის საკუთარ ყველაფრის უფლების მქონედ მიიჩნევდა", - ამატებს ისტორიკოსი (Соловьев. Указ. соч. Т. 11. С.211).

გაცხარებულ პოლემიკაში ნიკონმა ერთხელ პირდაპირ განაცხადა: "რატომ არ უნდა მივიჩნით პაპი კეთილად? იქ არიან მოციქულთა თავნი პეტრე და პავლე, და ის მათ ემსახურება". ნიკონს განზრახულიც კი ჰქონდა პაპის სამსჯავროს დაქვემდებარებოდა! კათოლიკეების მიბაძვით მან პრაქიკაში დანერგა ოთხკიდურიანი ჯვარი, ჯვრის ტარება პატრიარქის წინ და მრავალი სხვა. მოსკოვის 1666/67 წლის კრებაზე აღმოსავლეთის პატრიარქებმა უბრძანეს თავიანთ არქიდიაკვანს აეღო ჯვარი ნიკონის დიაკვნისგან და უთხრეს: "არც ერთ მართლმადიდებელ პატრიარქს არა აქვს ჩვეულებად, მის წინ ატარონ ჯვარი. ნიკონმა ეს ლათინებისგან გადმოიღო" (Макарий (Булгаков). Указ. соч. Кн.7. Т. 12).


ცნობილი ფილოსოფოსი ვლადიმირ სოლოვიოვი აღნიშნავს, რომ ინგლისელმა მეცნიერმა პალმერმა, რომელმაც ექვსი ტომი გამოსცა ნიკონის საქმესთან დაკავშირებით სათაურით "პატრიარქი და მეფე" (ლონდონი, 1876), ნიკონისადმი ასეთი დიდი ინტერესი გამოიჩინა ამ უკანასკნელის ლათინური მიმართულების გამო (Соловьев B.C. Соч. Т.5).

მეტიც, თერაპონტის მონასტერში ყოფილი პატრიარქის ყოფნის დროს გავრცელდა სერიოზული ჭორი იმის შესახებ, "ნიკონს პაპობა სურს". შემდეგში გაირკვა, რომ ჭორები უსაფუძვლო როდი ყოფილა. ახალგაზრდა მეფის თევდორე ალექსის ძის აღმზრდელი სიმეონ პოლოცკი (სიტნიანოვიჩ-პეტროვსკი), ნამდვილად არწმუნებდა თავის მოწაფეს "დაებრუნებინა ნიკონი მოსკოვში და მიეცა მისთვის პაპის ტიტული" (ТатищевВ.Н. История Российская с самых древнейших времен. М.,1992. Т.1).




თერაპონტის მონასტერი


უეჭველად, ნიკონი კარგად იცნობდა იეზუიტების სწავლებას, რასაც მისი საქმიანობაც ადასტურებს.

"მხილებით ღვთისმეტყველებაში" იეზუიტების დამოკიდებულებაზე ცრუ ფიცობასთან ნათქვამია შემდეგი: "იეზუიტები პირდაპირ ასწავლიან სიცრუეს და ამტკიცებენ, რომ შეიძლება უცოდველად დამალო სიმართლე ან თქვა რამე ერთი აზრით და ამავე დროს იგულისხმო სულ სხვა რამ" (Епифанович.Л. Записки по обличительному богословию. Новочер¬касск, 1897).

ამ ხრიკს ნიკონიც ხშირად იყენებდა. ასე, მაგალითად, როგორც მიტროპოლიტი მაკარი ჰყვება: "1663 წელს ივან სიტინმა მეფეს გაუგზავნა სავედრებელი არზა, სადაც წერდა, რომ ნიკონი აწამებს მის გლეხებს, ხოლო ზოგიერთები ჩამოახრჩო კიდეც. ნიკონმა ამაზე მეფეს უპასუხა: "წმიდა სახარებაზე ვმოწმობ, რომ მე სულ არ ვიცი ეგ საქმე, ის ვიღაც უცხოტომელმა ჩაიდინა...". მაგრამ, როდესაც ნიკონი აშკარად ამხილეს სიცრუეში, მან თქვა: "მე სახარება მხოლოდ იმაში დავიმოწმე, რომ ტბაზე გლეხები მოკლულ იქნენ უცხოტომელის მიერ ქურდობისთვის, და არა იმაში, რომ ისინი მონასტერში მოკლეს, აქ, მართლაც მე გავეცი მათი მსუბუქად გაროზგვის განკარგულება მათი კადნიერებისთვის ჩემს წინაშე" (Макарий. Указ. соч. Т. 12).

შესამჩნევია ნიკონის  მისწრაფება შემოეკრიბა იეზუიტები. ასე, მაგალითად, მან მოსკოვში მოიწვია პაისი ლიგარიდი. 1657 წ. ნიკონი ლიგარიდს წერს: "გვსმენია შენს გონიერებაზე ბერ არსენისგან, და რომ გსურს ჩვენი, დიდი ხელმწიფის ნახვა: ჩვენც გვსურს შენი სიყვარულით მიღება, ჩვენო საყვარელო და სულით თანაზიარო შვილო" (დედანში: "
Чадо наше по духу...") (Соловьев. Указ. соч. Т. II. С. 227).

"სულიერი თანაზიარობა"... იმაში ხომ არ გამოიხატა ეს თანაზიარობა, რომ არსენი ბერძენი და პაისი ლიგარიდი ორივე სწავლობდნენ რომში და ორივენი იეზუიტების აღზრდილები იყვნენ?

კონსტანტინოპოლის პატრიარქი დიონისე ასე ახასიათებდა ლიგარიდს: "პაისი ლიგარიდი - ეს არის არა კონსტანტინოპოლის საყდრის შტო, მე მას მართლმადიდებელს არ ვუწოდებ, რადგან მრავალთაგან მესმის, რომ ის არის პაპისტი და მზაკვარი ადამიანი". თანამედროვე მონაცემებით, ლიგარიდი 1641 წლიდან გაგზავნილი იყო აღმოსავლეთში კათოლიკური მისიით (Богословские труды. М.1983. №24. С. 150).

"განაბნინა ამპარტავანნი გონებითა გულთა მათთაჲთა" (ლუკა 1:51) - ეს აღსრულდა ნიკონზე, რადგან შემდეგში გაქნილი იეზუიტი დაიკავებს უფრო ძლიერი პარტიის, ანუ ნიკონის მოწინააღმდეგეთა მხარეს.

იეზუიტების გეგმა, რომელიც გადმოცემულია თვითმარქვიასთვის დაწერილ ინსტრუქციაში, შესრულდა ნახევარი საუკუნის შემდეგ. ნიკონო-ალექსეევური "რეფორმის" გასაოცარი დამთხვევა ამ ინსტრუქციის ყველა პუნქტთან კიდევ ერთხელ მოწმობს იმაზე, რომ განხეთქილება, უპირველეს ყოვლისა, იყო სამხრეთ-დასავლეთურ იეზუიტთა ექსპანსიის შედეგი. და განსაზღვრული აზრით, ნიკონისა და მეფე ალექსის წყალობით, ნიკონო-ალექსეევური "რეფორმა" უნდა ჩაითვალოს როგორც შემდგარი, გლობალური იდეოლოგიური დივერსია რუსეთის ეკლესიის წინააღმდეგ. შემთხვევით როდი აქებს და ადიდებს კათოლიციზმი მთელი ბოლო სამი საუკუნის განმავლობაში ამ თავის ზეგავლენის აგენტებს და ყოველმხრივ ცდილობს არა მარტო მათ რეაბილიტირებას, არამედ მათ კანონიზაციასაც კი.

მართლმადიდებლობის თანამედროვე მტრებს ნიკონის რეაბილიტაცია სჭირდებათ ძირითადად ორი მიზეზით. პირველი, ნიკონის ამაღლება გაზრდის უფსკრულს ძველმოწესეებსა და ე. წ. ახალმოწესეებს შორის, რითაც შემცირდება რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის განხეთქილების შედეგების ლიკვიდაციის შანსები. მეორეც, ნიკონის ლათინური მიმართულება ხელს აძლევს მათ, ვინც რუსეთის მართლმადიდებელ ეკლესიას უბიძგებს კათოლიციზმთან შეერთებისკენ, მოკლედ რომ ვთქვათ, მართლმადიდებლობის მტრებს მიზეზები და მიზნები იგივე აქვთ, რაც ადრე ჰქონდათ.

დღეისთვის ცნობილია, რომ იეზუიტების იარაღი იყო არა მარტო ცალკეული ბერძენი იერარქები, არამედ ზოგიერთი აღმოსავლელი პატრიარქიც. "სარწმუნოების ზოგიერთი უმნიშვნელო საკითხის შესახებ, რომელიც საჭიროებს გარდაქმნას" პირველად ალაპარაკდა იერუსალიმის პატრიარქი, რომელიც მოსკოვში 1649 წელს ჩამოვიდა. ბერძნული სამღვდელოება მას მხარს უჭერს, ხოლო ნიკონის უახლოესი გარემოცვიდან, ეპიფანე სლავინეცკი, ასევე იეზუიტების მოწაფე, როგორც ოფიციალურ პირს და განსწავლულ თეოლოგს სთავაზობს რეფორმას.

"ამ კანონის შესრულება უნიის მომხრე სანდო ადამიანებს დაეკისროს". ასეთი "სანდო" ადამიანებიც გამოძებნეს. ესენი აღმოჩნდნენ ერეტიკოსი არსენ ბერძენი, რომელსაც რეკომენდაცია გაუწია იმავე პატრიარქმა პაისიმ და ეპიფანე სლავინეცკი; მოგვიანებით ამ საქმეს შეუერთდებიან პაისი ლიგარიდი და სიმეონ პოლოცკი.


"დაარსდეს სემინარიები, რისთვისაც უცხოეთიდან იქნენ მოწვეული განსწავლული, მაგრამ საერო პირები"

და სემინარიებიც დააფუძნეს, ადამიანებს მოუწოდეს უცხოეთდან, კერძოდ - ძმებ ლიჰუდებს, ვენეციისა და პადუის იეზუიტური კოლეგიის აღზრდილებს, რომლებიც

სემინარიებიც დასავლური სქოლასტიკური სკოლების მიხედვით დააფუძნეს და უცხოეთიდან განსწავლული მასწავლებლებიც მოიწვიეს, კერძოდ ძმები ლიჰუდები, ვენეციისა და პადუის იეზუიტური სკოლების აღზრდილები, რომლებიც ხელმძღვანელობდნენ რა მოსკოვის სასულიერო აკადემიას (1701 წლამდე) ნიკონის "რეფორმას" ცხოვრებაში 15 წლის განმავლობაში ამკვიდრებდნენ.

აი რას წერს კათოლიციზმის, კერძოდ კი იეზუიტების შესახებ მიტრ. მაკარი (ბულგაკოვი): "საყოველთაო ეკლესიიდან გამოყოფის დღიდანვე რომაელი მღვდელმთავრები მუდმივად შეპყრობილნი იყვნენ იმ აზრით, როგორმე დაექვემდებარებინათ მართლმადიდებლური აღმოსავლეთი და კერძოდ მართლმადიდებლური რუსეთი, რასაც მათი განუწყვეტელი მცდელობები ადასტურებს. მაგრამ არასოდეს ეს მცდელობანი ისე ძლიერი არ ყოფილა, არასოდეს ისე ახლოს არ მისულა გამარჯვებასთან და არასოდეს ისე საშიში არ შექმნილა მართლმადიდებლობისთვის, როგორც XVI ს.-ში. საბერძნეთში მათ ხელს უწყობდა იმპერიის დაცემა (1453 წ.) და ამით გამოწვეული განათლების დაკნინება; რუსეთში - განათლების არასაკმარისი დონე და მისი დასავლეთი ნაწილის მიერთება პოლონეთთან (1569 წ.). როგორც აქ, ასევე იქ მთავარ იარაღს წარმოადგენდა იეზუიტთა ახალდაფუძნებული (1540 წ.) ორდენი. ისინი სწრაფად შეიჭრნენ პოლონეთსა და დასავლეთ რუსეთში, დააფუძნეს თავიანთი სკოლები პოლოცკში, ვილნოსა და ვოლინში მართლმადიდებელთა შვილების იეზუიტური სულისკვეთებით აღსაზრდელად; ყველგან ავრცელებდნენ თხზულებებს აღმოსავლეთის ეკლესიის წინააღმდეგ, რათა თავიანთ ქსელში მოესათხევლებინათ მოზრდილებიც, რომლებიც საკუთარ თავს დაბადებიდანვე მართლმადიდებლებად მიიჩნევდნენ. ავადსახსენებელი უნიაც, რომელიც რუსეთის დასავლეთ ნაწილში გაჩნდა XVI ს.-ის მიწურულს, ამ ღონისძიებათა პირველი ნაყოფი გახლდათ. ასევე სწრაფად შეიჭრნენ ლოიოლას ღირსეული მოწაფეები საბერძნეთში, დააფუძნეს თავიანთი სასწავლებლები გალატსა და კონსტანტინოპოლშიც კი, თავს ყმაწვილთა უანგარო მასწავლებლებად ასაღებდნენ, ცდილობდნენ ყოფილიყვნენ ერის მოძღვარნი, სინამდვილეში კი მართლმადიდებლობის საწინააღმდეგო თხზულებებს ავრცელებდნენ; ამასთან, საბერძნეთის საზღვრებს გარეთ, დასავლეთის ცნობილ უნივერსიტეტებსა და აკადემიებში, საითკენაც საკუთარი სასწავლებლების არქონის გამო ისწრაფვოდნენ ცოდნას მოწყურებული ბერძენი ახალგზრდები, შეუმჩნევლად იჟღინთებოდნენ იმავე ლათინური სულისკვეთებით, და იეზუიტთა იმავე ქსელში იბლანდებოდნენ. პაპმა გრიგოლ XIII-მ თვით რომში დააფუძნა ბერძნული კოლეგია, სადაც უანგაროდ ზრდიდა ყველა იქ მისულ რუსსა და ბერძენს. ვატიკანის მთელი ეს გაძლიერებული საქმიანობა აიხსნება ლუთერის რეფორმით: მოაკლდა რა უამრავი სულიერი შვილი, პაპები თავიანთი დანაკლისის შევსებას აღმოსავლეთის ეკლესიათა დამორჩილებით ცდილობდნენ და ამისთვის არანაირ საშუალებას არ ერიდებოდნენ" (Макарий (Булгаков), митр. Православно-догматическое богословие. М.,1890. Т. I. С.54-56).

ამას შეიძლება დავამატოთ ის, რომ იეზუიტები დამკვიდრდნენ მოსკოვსა და რუსეთის სხვა ქალაქებშიც და, რაც მთავარია, რუსეთის სასულიერო სკოლებშიც.

როგორც ტექსტების შედარება ცხადყოფს, რუსეთში მიმდინარეობდა არა საღვთისმსახურებო წიგნების შესწორება, არამედ მათი გაფუჭება. "შესწორების" უგვანობა აიხსნება იმით, რომ ნიმუშებად აღებულ იქნა თანამედროვე ბერძნული წიგნები, რომლებიც დასტამბულ იყვნენ იეზუიტურ (ვენეციისა და პარიზის) ტიპოგრაფიებში.

თანამედროვე ძველმოწესეები წერენ: "1654 წლის კრებამ გადაწყვიტა საღვთისმსახურებო წიგნები გაესწორებინათ "ძველი სლავური და ბერძნული ხელნაწერი წიგნების მიხედვით". კრების 35 წევრიდან "თანხმობა" განაცხადა მხოლოდ 29-მ, მიუხედავად იმისა, რომ მონაწილეებს საგულდაგულოდ არჩევდნენ და თან აშინებდნენ. შეაგროვეს ათასობით წიგნი, მაგრამ მათ დამუშავებას წლები მოუნდებოდა. მაშინ პატრიარქმა უბრალოდ ბრძანა ძველი სლავური და ბერძნული წიგნების ნაცვლად გამოეყენებინათ ვენეციასა და დასავლეთის სხვა ქალაქებში გამოცემული წიგნები, ანუ მიიღო 1654 წლის კრების მიერ მიღებული დადგენილების საწინააღმდეგო გადაწყვეტილება" (Православный старообрядческий церковный календарь на 1986 г. (Белокриницкое согласие)).




ფრესკა თერაპონტის მონასტერში


მაგრამ ძველმოწესეები შეცდნენ - როგორც შემდეგში გაირკვევა, "ათასობით ძველი წიგნი შეგროვდა" არა წმიდა ტექსტების შესასწორებლად, არამედ მხოლოდ და მხოლოდ სათაღლითოდ, რათა მოეტყუებინათ იმდროინდელი საზოგადოება, თითოსდა წიგნებს ძველი ხელნაწერების მიხედვით ასწორებდნენ. საღვთისმსახურებო პრაქტიკის უნიფიკაციის ჩატარება თანამედროვე ბერძნების პრაქტიკის მიხედვით სამეფო კარზე უკვე გადაწყვეტილი იყო ჯერ კიდევ ნიკონის გაპატრიარქებამდე, და რამოდენიმე წლით ადრე ამისთვის მიღებულ იქნა მთელი რიგი ღონისძიებები (თუ როგორ მზადდებოდა რეფორმა იხ. ბ. კუტუზოვის ხს. ნაშრომის 18-ე თავი). მოკლედ, ყველაფერი კეთდებოდა იეზუიტების ცნობილი ინსტრუქციის შესაბამისად: "გამოიცეს კანონი, რათა რუსულ ეკლესიაში ყველაფერი აიგოს ბერძენ მამათა კრებითი დადგენილებების თარგზე".

მაშ, რას ნიშნავდა რუსეთის საღვთისმსახურებო ტექსტების უნიფიცირება იმდროინდელ ბერძნულ ტექსტებთან?

კათოლიკეებთან ბერძნების ორი უნიის შემდეგ (ლიონის უნია 1274 წელს და ფერარო-ფლორენციისა 1439 წ.) და ასევე თურქების 200 წლიანი ბატონობის შემდეგ ბერძნები საგრძნობლად დასცილდნენ მართლმადიდებლობის სიწმიდეს. უკვე ფერარო-ფლორენციის უნიის შემდეგ ფაქტობრივად გაიხლიჩა რუსეთისა და კონსტანტინოპოლის ერთობა. 1453 წელს კონსტანტინოპოლის დაცემა რუსეთში გაიგებოდა როგორც ღმრთის მიერ ბერძნების დასჯა მართლმადიდებლობის გამცემლობისთვის. ბერძნებმა უღალატეს მართლმადიდებლობას ან "მერყეობდნენ" სარწმუნოებაში ფლორენციის კრების შემდეგ - ასეთი იყო მრავალი რუსის აზრი უკვე თვით "რეფორმის" დაწყებამდე მცირე ხნით ადრე. დაახლოებით 1480 წელს სამღვდელმთავრო ფიცში ჩართულ იქნა კრულვითი აღთქმა არ მიიღონ ბერზნები არც მიტროპოლიაში და არც საეპისკოპოსოებში, რადგან ისინი უსჯულო მეფის ძალაუფლების ქვეშ იმყოფებოდნენ (История Русской Церкви. Конспект лекций МДС. 2 класс. 1985).

როგორ მოხერხდა ორი საუკუნის შემდეგ რუსების ბერძენთა ხელში ჩაგდება ისე, რომ მათ საბედისწერო "რეფორმისკენ" უბიძგეს? გადამწყვეტი როლი ამ პროექტში ითამაშა რუსეთის მეფის წინამძღოლობის ეგიდით ერთიანი მათლმადიდებლური იმპერიის შექმნის იდეამ. ამ იდეის თანახმად, მსოფლიო მართლმადიდებლობისთვის რომ ეხელმძღვანელა, რუსის მეფე კონსტანტინე დიდის ბიზანტიური ტახტის მემკვიდრე უნდა გამხდარიყო. "უმორჩილესი" მეფე ალექსი მიხეილის ძე პირველი იყო რუს მეფეთაგან, რომელმაც სერიოზულად გადაწყვიტა განეხორციელებინა ეს ილუზორული პროექტი, რათა "ნეობიზანტიური" იმპერიის ახალგამოჩეკილი ვასილევსი გამხდარიყო.

ამ ბოლო დრომდე ისტორიკოსები მიიჩნევდნენ, რომ ეს იდეა რუსებს აღმოსავლელმა პატრიარქებმა შესთავაზეს. იერუსალიმის პატრირქი პაისი 1649 წელს მეფე ალექსის წერდა: "უწმიდესი სამება... კეთილად ღირსგყოფთ თქვენ მიიღოთ თქვენი პაპის (прадеда вашего), უდიდესი მეფის კონსტანტინეს უზენაესი საყდარი, რათა უკეთურთა ხელთაგან და მძვინვარცე მხეცთაგან გაათავისუფლოთ ღვთისმოსავი და მართლმადიდებელი ქრისტიანები".

ოთხი წლის შემდეგ ყოფილი კონსტანტინოპოლელი პატრიარქი ათანასე პატელარი ამბობს, რომ ბერძნებს რუსის მეფის სახით ჰყავთ "მყარი სვეტი და საწმუნოების ისმტკიცე, შემწე და თანამდგომი უბედურებებსა და ჭირვებებში, თავშესაფარი და გამათავისუფლებელი".

ცობილი ისტორიკოსის ე. შმურლოს გამოკვლევით როგორც ათანასე პატელარი, ასევე კონსტანტინოპოლის ყოფილი პატრიარქი პართენი ორივენი "გალათინებული" და კათოლიკურ წრეებს დაახლოვებული იერარქები იყვნენ (Мельников Ф.Е. Краткая история древлеправославной (старообряд¬ческой) Церкви. Барнаул, 1999. С.20).

იერუსალიმის პატრიარქი პაისი წინაპირობად სთავაზობს მეფეს არსებით "წვრილმანს", კერძოდ, მოაცილოს რუსების ერთგვარი განცალკევებულობა, რომელიც რუსულ საღვთისმსახურებო წეს-ჩვეულებებში შეიმჩნევა ბერძენული, ბალკანური და უკრაინული მართლმადიდებლობისგან განსხვავებით. სხვაგვარად, როგორ იქნებაო შესაძლებელი ბიზანტიელი იმპერატორების მსგავსად, გახდე ყოველთა "რომაელთა", ანუ აღმოსავლელ ქრისტიანთა მეთაური?

ეს იყო უდიდესი საცთური: ერთის მხრივ - კონსტანტინოპოლის ტახტი, მეორეს მხრივ - უმნიშვნელო რეფორმა "სარწმუნოების ზოგიერთ უმნიშვნელო საკითხთან დაკავშირებით, რომელიც გარდაქმნას ითხოვს".

ერთის მხრივ გასაგებია ბერძენ იერარქთა დაინტერსება ოსმანთა უღლისგან გათავისუფლებაში, მეორეს მხრივ კი - ასევე არ შეიძლება დავაკნინოთ ამ იერარქებზე არსებული უეჭველი ზეგავლენა ისეთი მძლავრი და იმ დროს ყველგანმყოფი, განსაკუთრებით კი აღმოსავლეთში დაბუდებული ორგანიზაციისა, როგორიცაა იეზუიტების ორდენი.

ადვილი წარმოსადგენია, როგორი სიხარბით ჩაებღაუჭა "ბერძნული პროექტის" (ეკატერინეს დროინდელი ტერმინი) იდეას პატრიარქი ნიკონი. აქ ყველაფერი სუნთქავდა მისი სულისკვეთების მიხედვით - მართლმადიდებლური იმპერია, კონსტანტინოპოლის საყდარი; ის იყო მეორე "დიდი ხელმწიფე" და ოცნებობდა პირველობაზე. როგორც ჩანს, ორივე მმართველს სული შეეკრა დიადი და სხივმოფენილი პერსპექტივების წარმოდგენით, რომლებიც მათ დახვეწილმა მატყუარებმა დაუხატეს, და "ბერძნულმა პროექტმა" თანდათანობით დაიპყრო მეფისა და პატრიარქის აზრი და გული. ნაწილობრივ ამითი აიხსნება ის მძვინვარება და უმაგალიტო სისასტიკე, რომლითაც ნიკონი და მეფე ნერგავდნენ რეფორმას ცხოვრებაში - მეფეს ვარდისფერეფში ელანდებოდა კონსტანტინოპოლის საიმპერატორო ტახტი, ხოლო პატრიარქს - მსოფლიო პატრიარქის საყდარი. გულუბრყვილო მეოცნებენი! მთელი თავისი მზაკვრობისა და მოხერხებულობის მიუხედავად ნიკონი იყო გონებაშეზღუდული და ჭკუამოკლე ადამიანი, რაშიც შეიძლება დავრწმუნდეთ, თუნდაც მისი ნაწერების წაკითხვით. დეკ. გ. ფლოროვსკი წერს, რომ "მას არ ჰქონდა არა მარტო ისტორიული შორსმჭვრეტელობა, არამედ უბრალო ცხოვრებისეული ალღოიანობა და წინდახედულობა". სამაგიეროდ, მას ჰქონდა "თითქმის ავადმყოფური მიდრეკილება ყველაფერი გადაეკეთებინა ბერძნულ ყაიდაზე, როგორც შემდეგ იმპ. პეტრეს ყველა და ყველაფერი გადაეკეთებინა გერმანულ ან ჰოლანდიურ ყაიდაზე. მათ ანათესავებს წარსულთან კავშირის გაწყვეტის ეს უცნაური თვისება, ეს მოულოდნელი მოწყვეტილობა, განზრახულობა და მოქმედებათა ხელოვნურობა" (Флоровский.Г., прот. Пути русского богословия. Вильнюс, 1991. С.63, 64)
.

მეფე ალექსის გონებაჩლუნგობა ჩანს თითქმის მისი ყველა ქმედებიდან; ეს არის ნიკონის მოწვევა საპატრიარქო ტახტზე, შემდეგი ურთიერთობა მათ შორის და თუკი მეფის პირველი შეცდომები შეიძლება მისი სიყმაწვილით აიხსნას, მომდევნო შეცდომებს უკვე არა აქვთ არანაირი გამართლება.

ასე, მაგალითად, უკვე საკმაოდ მოწიფულ ასაკში (31 წლისა), ის იძლევა განკარგულებას ვერცხლის მონეტების ნაცვლად დაბეჭდონ სპილენძის მონეტები, რამაც ქვეყანა 1662 წელს ინფლაციამდე და "სპილენძის" ამბოხამდე მიიყვანა.

"ბერძნული პროექტის" საერთო იდეა აღმოცენდა ჯერ კიდევ პირველი ორი "დიდი ხელმწიფის" მიხეილ თევდორეს ძისა და მისი მამის პატრიარქ ფილარების მმართველობის პერიოდში (იხ. ბ. კუტუზოვის ხს. შრომა. თ. 29. "ბიზანტიური ხიბლის საფუძვლები") და, გრეკოფილური აღზრდის მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, მეფის წული ალექსი სიყრმის ასაკიდანვე ემზადებოდა მომავალი "ნეობიზანტიური" იმპერიის ბასილევსად.

ამგვარად, იერუსალიმის პატრიარქ პაისის სიტყვები, მიმართული 20 წლის მეფისადმი, რომ კონსტანტინოპოლის საყდრისთვის ბრძოლა - წმიდა საქმეა, სამსხვერპლოა, რასაც ავალდებულებს მას ქრისტეანული მოვალეობა და თვით ღმერთი, ეცეომდა უკვე კარგად მომზადებულ ნიადაგზე.

პაისი, მეტი მნიშვნელობა და წონა რომ მიანიჭოს თავის სიტყვას, ლაპარაკს იწყებს პირდაპირ წმ. სამების სახელით. ასეთი სიტყვას, თანაც პატრიარქის მიერ წარმოთქმულს, შეუძლებელია შთაბეჭდილება არ მოეხდინა ვინმეზე.

სამწუხაროდ, მეფე ალექსი მიხეილის ძე, მრავალი პროფესიონალი ისტორიკოსის მტკიცებისდა მიუხედავად, სულაც არ ბრწყინავდა ინტელექტუალური უნარებით.

დეკანოზი ამბაკუმი მისთვის ჩვეული ზუსტი დახასიათებითა და ხატოვანებით ამ მეფის შესახებ შემდეგ ასე იტყვის: "Накудесил много, горюн, в жизни сей, яко козел скача по холмам, ветр гоня, облетая по аеру (воздуху), яко пернат...".

ამბაკუმი ამხელს მეფეს მედიდურ დამოკიდებულებაში, ძალაუფლების მოყვარეობაში, მლიქვნელების წაქეზებაში, მის სიბნელესა და გონებაჩლუნგობაზე მეტყველებს.

"ღვთის მტერმა (ეშმაკმა - რედ.) ისე დაუბნელა გონება მეფეს, რომ დიდ გამოსვლაზე (ქერუბიმთა გალობის დროს - რედ.) ასე ადიდებდნენ: "უღვთისმოსავეს, უმორჩილეს, უთვითმპყრობელეს ხელმწიფეს ჩვენსას, ასეთ-ისეთს, დიადს, - ყველაზე წმინდას საუკუნითგან! - მოიხსენოს უფალმა სასუფეველსა თვისსა... ხოლო მეფეს იმ დროს მართლა ჰგონია, რომ ასეთია და მასზე უწმიდესი არავინ არის! სად მოიძებნოს ამაზე დიდი ამპარტავნება! ამპარტავნის კეთილი საქმეც კი სძაგს უფალს და რამდენად უფრო საძულველი იქნება ფუჭმეტველება და სიჩლუნგე, ჭეშმარიტების შერყვნა და სიცრუე... ადრე ასე იყო: მეფემდე რომ მივიდოდა (ლოცვა), იტყოდა (მღვდელი): "მოიხსენოს უფალმა კეთილშობილება შენი სასუფეველსა თვისსა..." ახლა კი ... წმიდა მამები ამბობენ, "როდესაც ადამიანს პირში შეაქებს, მაშინ სიტყვით მას სატანას გადასცემ". საუკუნითგან არავის სმენია ვინმეს საკუთარი თვის წმიდად ხმობა ებრძანებინოს, ნაბუქოდონოსორ ბაბილოვნელის გარდცა" (Аввакум. Указ. соч. С. 155).

X-ე საუკუნის მიწურულს რუსეთის ნათლისღების დროს ბერძნებში არსებობდა ორი წეს-განგება: სტოდიური და იერუსალიმური, რომელიც დაკავშირებულია ღირ. საბა განწმენდილის სახელთან. კონსტანტინოპოლში ჯერ გავრცელდა სტოდიის წეს-განგება, რომელიც შემოვიდა რუსეთშიც. მაგრამ შემდეგ ბიზანტიაში გავრცელება ჰპოვა უფრო იერუსალიმურმა წეს-განგებამ, რომელიც XIV საუკუნისთვის საყოველთაო გახდა. აქედან გამომდინარე მთელი სამი საუკუნის განმავლობაში შეუმჩნევლად იცვლებოდა საღვთისმსახურებო წიგნებიც. ამაში იყო ერთ-ერთი მიზეზი იმისა, რომ აღმოჩნდა ზოგიერთი განსხვავება რუსულ და ბერძნულ საეკლესიო პრაქტიკას შორის. XIV ს.-ში ეს განსხვავება საკმაოდ შესამჩნევი გახდა, თუმცა რუსული საღვთისმსახურებო წიგნები სრულიად შეესაბამებოდნენ X-XI საუკუნეების ბერძნულ წიგნებს (Водовозов Н.В. История древней русской литературы. М.,1986. С.352).

ამგვარად, ცხადი ხდება, რომ საერთოდ არ არსებობდა საეკლესიო რეფორმის ჩატარების არანაირი საფუძველი.

ისტორიამ აჩვენა, რომ კონსტანტინოპოლის საყდარი მხოლოდ სატყუარა იყო, რათა მიედრიკათ რუსები საეკლესიო რეფორმის ჩასატარებლად და XVII ს.-ის დახვეული საეკლესიო ინტრიგის განხილვა ამგვარი თვალთახედვით საქმის სულ სხვა მხარეს წარმოგვიჩენს.

საბჭოთა პერიოდის სამოქალაქო ისტორიკოსები, რომლებშიც ძნელია დაეჭვდე ძველმორწმუნეთადმი სიმპათიებში, ასე ახასიათებენ რეფორმას: "წეს-ჩვეულებებში არსებულ ყველაზე მნიშვნელოვან ცვლილებათა გამო დავაში, პოზიცია, რომელიც ეპყრა ოფიციალურ ეკლესიას, და რომელიც აკოპირებდა ბერძნულ ნიმუშს, საკმაოდ მყიფე იყო. საქმის უფრო ახლოს გაცნობიდან აშკარავდება, რომ ძველი ჩვეულებისგან გადახრა მოხდა არა რუსულ, არამედ ბერძნულ ეკლესიაში" (История СССР с древних времен. (Глав.ред. Б. Н. Пономарев). M.J967.T.3. С.101) (იქვე). ანუ, ეს იგივე, რასაც "რეფორმის" შესახებ ამბობენ თვით ძველმოწესეები.

კონსტანტინოპოლის ტახტის მემკვიდრეობის იდეა განხეთქილების ავტორებს დასჭირდებათ მომავალშიც, იმისთვის, რათა მეფის ძალაუფლებით განამტკიცონ და დაიცვან საეკლესიო "რეფორმა". ეს ოცნება პერიოდულად იჩენს თავს რუსი მეფეების ცნობიერებაში. ასე, მაგალითად, სამეფო კარის პიიტი სიმეონ პოლოცკი, საიდუმლო უნიატი-ბაზილიანელი, ამ აზრს პირფერულად და მლიქვნელურად ავითარებს 1672 წელს, პეტრე I-ის დაბადების დროს, რომელიც თითქოსდა უნდა გახდეს "მუსლიმთაგან კონსტანტინოპოლის მომავალი გამათავისუფლებელი".

რუსი მეფეები კიდევ დიდხანს მოიტყუებენ თავს იმ აზრით, რომელიც მათ მიაწოდეს მზაკვარმა მრჩეველებმა, რომ ისინი დროთა განმავლობაში დაიმკვიდრებენ იმპერატორ კონსტანტინეს გვირგვინს. ამისთვის, ბუნებრივია, საჭიროა დაცულ იქნას ბერძნებთან იდენტურობა საეკლესიო ტრადიციებში, რათა არ იყოს რაიმე წინააღმდეგობა, როდესაც ჟამი დაჰკრავს და  მოვა დრო ბიზანტიის მემკვიდრეობის მისაღებად. მაშასადამე, საჭიროა მთელი ძალით გატარდეს ცხოვრებაში და განმტკიცდეს საეკლესიო "რეფორმა". ამიტომაც ნიკონო-ალექსეევური "რეფორმის" ხელშეუხებლობა და მისი დაცვა ყოველგვარი კრიტიკისგანაც კი რუსი მეფეებისთვის ყოველთვის იყო სისხლხორცეული მნიშვნელობის საქმე და უწმიდესი სინოდის ობერ-პროკურორის უპირველესი საზრუნავიც.

ნიკონის საქმის გარშემო - ბნელ ინტრიგათა მთელი ხვეულაა როგორც რუსეთში, ასევე უცხოეთშიც. თითქოსდა რა უნდა ესაქმებოდეთ უცხოელებს რუსეთის ეკლესიის საქმეებში?

ისტორიკოსები იუწყებიან, რომ  რომელიც მეფე ალექსი მიხეილის ძემ ნიკონის საქმესთან დაკავშირებით კონსტანტინოპოლის პატრიარქთან სამეფო სიგელებით გააგზავნა ბერძენი  ბერდიაკვანი მელეტი. მელეტი აუწყებდა მეფეს, რომ ვინმე მანუილ მაპვალი (Мануил Мапвал) კონსტანტინოპოლში ორ პატრიარქს (მაშინ კონსტანტინოპოლში იმყოფებოდა იერუსალიმის პატრიარქიც) საიდუმლოდ სთავაზობდა 15 000 ოქროს, "ოღონდ ხმა მიეცათ ნიკონისთვის, და არა მის წინააღმდეგ, და როდესაც სასურველს ვერ მიაღწია, ცდილობდა ბოლო მოეღო მელეტისთვის" (Макарий (Булгаков), митр. История Русской Церкви. М.,1996.Кн.7. Т. 12. С.234).

"იწვნია რა წარუმატებლობა კონსტანტინოპოლში, - წერს მიტრ. მაკარი, - ინტრიგა ნიკონის სასარგებლოდ იმწამსვე გადატანილ იქნა მოსკოვში". ვინმე უცხოტომელი ათანასე ჩამოდის მოსკოვში და თავს ასაღებს იკონიის მიტროპოლიტად და კონსტანტინოპოლის პატრიარქ დიონისეს ძმისშვილად. ათანასე პირდაპირ უცხადებს მეფე ალექსის: "კონსტანტინოპოლის პატრიარქისა და მთელი კრების სახელით, გეუბნები შენ, მეფეო, შეურიგდი პატრიარქ ნიკონს და მოუწოდე მას კვლავ დაიკავოს თავისი ტახტი".

მეფე დაეჭვდა, რადგან ათანასეს პატრიარქისგან არ გააჩნდა არავითარი სიგელი და იკითხა: "იცნობ თუ არა საელჩოში მელეტის"? "ვიცნობ, - პასუხობდა ათანასე, - მაგრამ მელეტი არ მიიღეს პატრიარქებმა და არც შენი სიგელები და მოწყალებანი შეიწყნარეს". "კი მაგრამ როგორ? მელეტი სულ სხვა რამეს მწერდა", - გაიკვირვა მეფემ. "ბოლოს, ჩამოვიდა მელეტიც და ჩამოიტანა ოთხი პატრიარქის მიერ ხელმოწერილი გრაგნილი. მეფემ მოიწვია სინკლიტი და წმიდა კრება, საპატრიარქო გრაგნილი საზეიმოდ იქნა წაკითხული, და უცებ იკონიის მიტროპოლიტი ათანასე ყველას წინაშე აცხადებს, რომ პატრიარქების მიერ ხელმოწერილი გრაგნილი ყალბია. ატყდა დიდი ხმაური..." (იქვე) (იქვე. გვ. 60). მაგრამ, ხელმოწერები დამოწმებულ იქნა, როგორც ნამდვილი, ალექსანდრიის პატრიარქის ხელმოწერის გარდა.

მეფემ გადაწყვიტა ხელახლა მოეწვია მოსკოვში პატრიარქები და ელჩად კვლავ გააგზავნა მელეტი. სტეფან ბერძენმა აუწყა ლიგარიდს, რომ მელეტი მიდის "დიდის ამბით და ამაყად", ასე რომ "ყველა მეზობელ ადგილებში გაარკვიეს, სად და რისთვის მიდიოდა იგი, და რომ მასთან ერთად მოგზაურობა საშიშია, რამეთუ ყველა გზა გადაკეტილია მის შესაპყრობად" (იქვე. Там же. С.235-236).

არ არის საჭირო იყო კრიმინალისტი, რათა დაასკვნა: მოქმედებს რომელიღაც საიდუმლო ორგანიზაცია, რომელიც ცდილობს ჩავარდნისგან იხსნას თავისი აგენტი.

მელეტის მოკვლა ვერ მოხერხდა, მეფემ, სავარაუდოდ, გააყოლა მას საკმაო რაოდენობის დაცვა, ხოლო პატრიარქი დიონისე შემდეგში წერდა მეფე ალექსის: "ის წყეული ათანასე იტყუებოდა, როცა ამბობდა, რომ თითქოსდა გამოგზავნილი იყო ჩვენს მიერ და თანამოაზრეა ჩვენი. იცოდე, ის არის ბილწი ჭურჭელი და უკვე მრავალი წელია განკვეთილია ეკლესიიდან". ათანასე შეიპყრეს და გადაასახლეს სიმონის მონასტერში, მაგრამ საინტერესოა ის, რომ პატიმრობაში მყოფიც კი აწარმოებდა მიმოწერას ნიკონთან.

საიდუმლო ხელი მოქმედებდა მოსკოვში მყოფ ბერძენთა მეშვეობით. როდესაც თარგმნიდნენ წერილს მეფე ალექსისთვის, რომელიც მას აღმოსავლეთიდან მოსდიოდა, ისინი "ზოგს რამეს ტოვებდნენ, ზოგს უმატებდნენ ან ამახინჯებდნენ თავიანთი სურვილის მიხედვით". ხოლო კონსტანტინოპოლში მელეტის ელჩობის დროს დაიწყეს წერილების წერა თავიანთი ახლობლებისა და ნაცნობებისადმი, "რათა თანამემამულეთა შორის ნიკონის სასარგებლოდ აღეძრათ საზოგადოებრივი აზრი. ამ წერილებში ისინი ამტკიცებდნენ, რომ ნიკონი არის დიდი ფილელინი (ბერძენთმოყვარული) და მართლმადიდებელი სარწმუნოების დიდი დამცველი, რომ ის არის მეორე ოქროპირი, და მეფე მასთან დაიარება რომ დატკბეს მისი საუბრებით... რომ მელეტის მისცეს 8000 ოქრო პატრიარქების მოსასყიდად და სხვა. ასეთი ცნობები ვრცელდებოდა მთელი კონსტანტინოპოლის ბერძნულ მოსახლეობაში, რაც მიაწვდინეს თვით მსოფლიო პატრიარქსაც კი" (იქვე. С. 234).

მელეტისთვის რომ წინააღმდეგობა გაეწია ნიკონმა კონსტანტინოპოლში გააგზავნა თავისი ბერძენი ბერდიაკვანი აგათანგელოზი, საკმაოდ ბნელი პიროვნება, და ის ფულითა და წერილებით აღჭურვა. თუმცა, ინტრიგა ჩანასახშივე იქნა ჩახშობილი. აგათანგელოზი კიევში შეიპყრეს და ბორკილდადებული მოსკოვში ჩამოიყვანეს (იქვე. С. 245-246).

ბუნებრივად იბადება კითხვა, რას წარმოადგენდა ის ორგანიზაცია, რომელიც ზურგს უმაგრებდა პრონიკონიანურ პარტიას, რომელმაც ასეთი აქტიური საქმიანობა გაშალა თავისი აგენტის სასარგებლოდ, არ ერიდებოდა არც მოსყიდვებს, არც ტყუილს, არც მკვლელობას და ერთდროულად მოქმედებდა ერთმანეთისგან საკმაოდ დაშორებულ ქვეყნებში. განა ეს უეჭველად არ მეტყველებს ერთიან ხელმძღვანელ და საორგანიზაციო ცენტრზე?

სრულიად ლოგიკური იქნება პასუხი, რომ იმ დროს ასეთი საქმიანობა შეეძლო მხოლოდ ყველგანმძრომ იეზუიტთა ორდენს, რომელმაც დიდი ხნის წინ დაისახა მიზნად "რუსულ ეკლესიაში ყველაფერი აეგო ბერძენ მამათა კრებითი დადგენილებების თარგზე", რაც ფაქტობრივად შეასრულა ზეგავლენის მისმა აგენტმა, პატრიარქმა ნიკონმა.

ნიკონმა ვერ შესძლო საპატრიარქო საყდრის შენარჩუნება, სამაგიეროდ მოხერხდა საეკლესიო "რეფორმის" მოწონება და დამტკიცება მოსკოვის 1666-1667 წლის კრებებზე, რითაც განმტკიცებულ იქნა განხეთქილება. სარწმუნოების დაცვის მომიზეზებით მეფე ალექსის უბიძგეს გამოეყენებინა სახელმწიფო-რეპრესიული აპარატი ხსენებული კრების (ანუ "რეფორმის") ცხოვრებაში გასატარებლად და ნება მიეცა ამისთვის გამოეყენებინა ნებისმიერი უკიდურესი მეთოდი. მეფე ალექსი მიხეილის ძის მემკვიდრეებიც იმავე ხაზს გააგრძელებენ, რა ხაზსაც ატარებდა მათი წინამორბედი.

 
TOP-RATING.UCOZ.COM
Назад к содержимому | Назад к главному меню Яндекс.Метрика