ეგზეგეტიკა - ამონაწერი 18-ე ჰომილიიდან დაბადების წიგნზე - oldorthodox

საქართველოს ძველმართლმადიდებლური ეკლესია
ძიება
Перейти к контенту

Главное меню:

წმ. იოანე ოქროპირი

ადამის განდევნა სამოთხიდან

ამონაწერი 18-ე ჰომილიიდან დაბადების წიგნზე

ადამის განდევნა სამოთხიდან

"განდევნა უფალმა ღმერთმა ადამი და დაასახლა იგი განცხრომის სამოთხის პირდაპირ, გაუშვა იგი უფალმა ღმერთმა ედემის ბაღიდან" (დაბ. 3:23-24).

"შეხე, ყველაფერში როგორ ვლინდება ყოველთა უფლის კაცთმოყვარება და სასჯელის ყოველი სახე ვით გვიცხადებს უდიდეს წყალობას. არა მხოლოდ განდევნა გახლდათ უდიდესი კაცთმოყვარების და გულმოწყალების შედეგი, არამედ ისიც, რომ ღმერთმა იგი სამოთხის პირდაპირ დაასახლა - რათა მას მუდამ ევალალა, ყოველდღე იმაზე ეფიქრა, თუ რა დაკარგა და რა დღეში ჩაიგდო თავი. მაგრამ სამოთხის ხილვა ადამში გაუსაძლის მწუხარებას თუ იწვევდა, იმავდროულად დიდი სარგებელიც მოჰქონდა: მუდმივად სამოთხის ჭვრეტა მწუხარე ადამიანისთვის სამომავლო გაფრთხილებაც გახლდათ, რათა მას კვლავ არ ჩაედინა იგივე დანაშაული. ადამიანებს ჩვეულებრივ ასე მოგვდის: სანამ სიკეთით ვართ მოცული, არ შეგვიძლია მისი ჯეროვნად მოხმარება; როდესაც დავკარგავთ, რაც გაგვაჩნდა, ჭკუაში ვვარდებით და, გამოცდილებით ჭკუანასწავლნი, ვხვდებით ჩვენს უდიერობას"

წყარო: წმიდა მღვდელმთავარი იოანე ოქროპირი ჰომილიები. I ტომი. შესაქმის განმარტება. ნაწილი პირველი. თბილისი 2015 წ. გვ. 178.

 
TOP-RATING.UCOZ.COM
Назад к содержимому | Назад к главному меню Яндекс.Метрика