აპოლოგეტიკა - გზა - მართლად სავალი. III - შავი სია 4 - oldorthodox

საქართველოს ძველმართლმადიდებლური ეკლესია
ძიება
Перейти к контенту

Главное меню:

არქიეპისკოპოსი პავლე (ხორავა)

გზა - მართლად სავალი

ნაწილი I

შთაფლვა თუ დასხმა?!


შთაფლვითი ნათლობის კანონიკურობისა და დასხმითი ნათლობის უკანონობის შესახებ

გზა - მართლად სავალი

მკითხველო, წინამდებარე წიგნი, რომლის ინტერნეტ-ვერსიასაც ჩვენს ოფიციალურ საიტზე გთავაზობთ, მართლმადიდებლური სარწმუნოების საძირკვლის გამაგრების, შენთვის ჭეშმარიტი ქრისტეანული გზის ჩვენებას ისახავს მიზნად. აქ თავმოყრილია დიდძალი კვლევითი მასალა, რომელიც ეხება დოგმატიკის, ლიტურგიკის, ეკლესიის ისტორიის და ესქატოლოგიის სფეროებს. წიგნი მდიდარია ფაქტობრივი და დოკუმენტური მასალით და მოიცავს პერიოდს I საუკუნიდან ვიდრე XXI საუკუნემდე. ავტორი გვაძლევს ნათლისღების საიდუმლოს, სხვადასხვა ლიტურგიკული წეს-ჩვეულების, 17-ე საუკუნის საეკლესიო რეფორმისა და მისი შედეგების შემჭიდროებულ, მაგრამ ამავე დროს ღრმა ანალიზს.

წიგნში მხილებულია ძველმართლმადიდებლური ეკლესიის წინააღმდეგ მიმართული ცილისწამებებისა და ბრალდებების უსაფუძვლობა; ავტორის მიზანია, ჭეშმარიტების ერთგულ ყოველ ქრისტეანს მიუთითოს გზა მართლად სავალი. იმის გასარკვევად, რომ ეს გზა სწორედ ძველმართლმადიდებლურ ქრისტეანობასთან მიდის, არა მარტო აქ მოტანილი საეკლესიო წესებისა და სხვადასხვა მოვლენის განმარტება დაგეხმარება, არამედ კრებულში თავმოყრილი სადისკუსიო მასალებიც დიდად წაგადგებგა და ორ მოპაექრე მხარეს შორის მტყუან-მართლის გარჩევაც არ გაგიჭირდება.

წიგნის პირველი ნაწილი ეძღვნება ნათლისღების საიდუმლოს, მისი შესრულების კანონიკურ და არაკანონიკურ ფორმებს; მეორე ნაწილი - 17-ე  საუკუნის რუსეთის საეკლესიო რეფორმას და მის შედეგებს როგორც საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიისთვის, ასევე მსოფლიო მართლმადიდებლობისთვის; მესამე ნაწილი კი მთლიანად ეძღვნება ეკლესიის უძლეველობას.

ჭეშმარიტი ქრისტიანული სიყვარულით უძღვნის ამ წიგნს ძველმართლმადიდებლური ეკლესიის არქიეპისკოპოსი პავლე (ხორავა) წმიდა სარწმუნოების გზაზე შემდგარ ყოველ მართლმადიდებელს.

წიგნი გამოიცა ძველმართლმადიდებელ ქრისტეანთა შემოწირულობით.

ტექტნიკური მიზეზების გამო ინტერნეტში ვაქვეყნებთ წიგნის მნიშვნელოვნად შემოკლებულ ვერსიას.

შინაარსი


თავი III
____________________________________________________________________________________________________________________________

"შავი სია"

გაგრძელება


17. რუსეთის ეკლესიის დამოკიდებულება დასხმით ნათლობასთან

ახლა კი ვნახოთ, როგორი დამოკიდებულება ჰქონდა წმიდა (ანუ ნიკონ პატრიარქამდელ) ეკლესიას დასხმით ნათლობასთან დაკავშირებით (აქ უნდა აღვნიშნოთ, რომ ეკლესია წმიდაა მისი დაფუძნების დღიდან, და ასეთად დარჩება მეორედ მოსვლამდე. აქ ჩვენ, უბრალოდ, აღვნიშნავთ ეკლესიის იმ პერიოდს, რომელსაც თვით ე. ჭელიძეც "წმიდას" უწოდებს და მას I-XVII საუკუნეებით შემოსაზღვრავს. ასევე აღვნიშნავთ, რომ ჩვენი მტკიცე რწმენით ეს წმიდა ეკლესია სწორედ ძველმართლმადიდებლური ეკლესიაა და არა რეფორმატორულ-ახალმოწესეობრივი).

ყველასთვის კარგად არის ცნობილი თუ როგორი დამოკიდებულება ჰქონდა აღმოსავლეთს ლათინობასთან და მის წიაღში აღსრულებულ საიდუმლოებებთან; და აქ ლაპარაკია არა მარტო მწვალებელთა მიერ აღსრულებული საეკლესიო საიდუმლოებების კანონიკურობაზე (ეს მსჯელობის ცალკე თემაა, ჩვენს პოლემიკას არ ეხება და ამჯერად გვერდს ავუვლით), არამედ ამ საიდუმლოთა ფორმებზეც, მათი აღსრულების გარეგან მხარეზეც. კერძოდ, აღმოსავლეთის მართლმადიდებელი ეკლესია უარყოფდა დასხმით ნათლობას და ეს კარგად ჩანს ბერძნული და რუსული ადგილობრივი ეკლესიების ისტორიიდანაც. სანიმუშოდ ავიღოთ რუსეთის ადგილობრივი მართლმადიდებელი ეკლესია.

X საუკუნიდან, ანუ რუსეთის გაქრისტეანებიდან, ვიდრე XVII საუკუნემდე, აქ უამრავი წმინდანი გაბრწყინდა. საგულისხმოა, რომ ღირსი და ღმერთშემოსილი მამების უდიდესი რაოდენობა სწორედ XIV-XVI საუკუნეებზე მოდის (იხ. Священник Сергий Бегиян. Три слова о статистике. http://www.pravoslavie.ru/68541.html). რუსეთის მხარე სავსეა საოცარი ქრისტეანი მოღვაწეებით, რომლებიც ძველბერძნული მართლმადიდებლობის სულისკვეთებით ზრდიდნენ თავიანთ ერს და სათნო, ქრისტეანულ ცხოვრებას ასწავლიდნენ. ამის დასამტკიცებლად მარტო წმ. სერგი რადონეჟელისა და მისი მოწაფეების ხსენებაც კმარა. მაგრამ რუსეთის სულიერ განვითარებას ბოლო მოუღო პატრიარქ ნიკონის რეფორმამ (17-ე ს.), რომელმაც რუსეთის სახელმწიფო იმპერიული ამბიციების გზაზე შეაყენა და ჭეშმარიტების საზიანოდ უკანონო რეფორმებს დაუქვემდებარა. ამ თემას უფრო დეტალურად ჩვენი ნაშრომის მესამე ნაწილში შევეხებით, ამიტომაც, აქ ამ მოკლე შეფასებით შემოვიფარგლებით და აღვნიშნავთ, რომ რუსეთის ავტორიტეტი ამ პერიოდში (ანუ 17-ე საუკუნემდე) საკმაოდ დიდი გახლდათ. მეტიც, რუსეთში ჩამოსული ბერძენი თუ დასავლელი მოგზაურები ხაზს უსვამდნენ მის მართლმადიდებლურობას, მართლმადიდებლობის განუხრელ და მკაცრ მიმდევრობას.

ჩვენი ოპონენტები, ე. ჭელიძის მეთაურობით, ე. წ. "პოლიტიკური თეოლოგიის" მიმდევრები თუ არ ბრძანდებიან და წმინდანებსა და ეკლესიებს თანამედროვე პოლიტიკის ინტერესებიდან გამომდინარე თუ არ აფასებენ (როგორც აკეთებს ამას, მაგალითად, ვინმე "თეოლოგი" ბასილ კობახიძე), მაშინ უნდა აღიარებდნენ 17- ე საუკუნემდე რუსეთის მართლმადიდებლურობას, მის წიაღში გაბრწყინვებულ წმინდანთა და საეკლესიო დადგენილებათა თუ პრაქტიკის ავტორიტეტულობას, რაც, თავისთავად, ბუნებრივ ერთობასა და იდენტურობაშია მართლმადიდებლური ბიზანტიის საეკლესიო პრაქტიკასთან.

მაშ, ვნახოთ, რას გვასწავლიან ე. ჭელიძისთვის საინტერესო ეპოქის (ანუ პატრიარქ ნიკონამდელი (17 ს.)) რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიის წმინდანები და საეკლესიო დადგენილებები? ამ მხრივ, ჩვენს ყურადღებას რუსეთის ადგილობრივი ეკლესიის კრებები იპყრობენ, რომლებიც კატეგორიულად ითხოვდნენ ნათლისღების საიდუმლოში დაცულიყო წყალში სამგზის შთაფლვის მომენტი, მეტიც, მოსკოვის 1621 წლის კრება არათუ კატეგორიულად ითხოვს ნათლისღების საიდუმლოს შთაფლვითად აღსრულებას, არამედ მათ გადანათვლას, ვინც ამგვარად არ იქნება მონათლული.

ამ საკითხის უკეთ გასარკვევად მივმართოთ რუსეთის ოფიციალური, "ნიკონიანური" (როგორც ჩვენ ვუწოდებთ) ეკლესიის ცნობილ წარმომადგენელს ს. ვ. ბულგაკოვს (1859-1932), რომელიც თავის ფუნდამენტურ ორტომეულ ნაშრომში "Настольная книга священно-церковно служителя" (Изд. Отдел московского патриархата. 1993. Репринтное воспроизведение издания 1913 г.) თანმიმდევრულად გადმოგვცემს რუსეთის, ძველი, წმიდა და მართლმადიდებლური ეკლესიის დამოკიდებულებას წყალდასხმითი ნათლობის მიმართ. სხვათა შორის, ს. ვ. ბულგაკოვის ამ ნაშრომში კარგად არის გამოკვეთილი ბულგაკოვის დროინდელი ეკლესიისა და თვით ბულგაკოვის დამოკიდებულებაც ამ საკითხთან. მაგრამ მოდი, ყველაფერს მივყვეთ თანმიმდევრობით.

თავისი ხსენებული ნაშრომის მეორე ტომის 984-985 გვერდებზე ს. ვ. ბულგაკოვი  ნათლისღების საიდუმლოსთან დაკავშირებით ჯერ შენიშნავს, რომ: "ნათლისღება აღესრულება მოსანათლავის სამგზისი შთაფლვით წყალში, და წარმოთქმით სიტყვებისა: "სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმიდისათა" (მათე 28:19; წმ. მოციქულთა 50-ე კანონი), როგორც ეს ნაჩვენებია კურთხევანში (сн. 975-976). მხოლოდ იშვიათ შემთხვევაში, მაგალითად, თუ მოსანათლავი უკიდურესად უძლურია, რაც განსაკუთრებით შეიმჩნევა დღენაკლულ ყრმებში, ნებადართულია მოსანათლავის არა წყალში შთაფლვა, არამედ თავიდან ფეხებამდე დასხმა, იმავე სიტყვების წარმოთქმით" (Настольная книга священно-церковно служителя. Изд.. Отдел московского патриархата. 1993. Репринтное воспроизведение издания 1913 г., т. II, стр. 984). შემდეგ კი სქოლიოში იძლევა ვრცელ განმარტებას: "სახარებაში (მათე 3:16; მარკოზი 1:10) აღნიშნულია, რომ იესუ ქრისტე, იოანე ნათლისმცემელისგან ნათლობის შემდეგ, "მეყსეულად აღმოვიდა წყლისა მისგან" ("და როცა მოინათლა იესო, მაშინვე ამოვიდა წყლიდან") (მათე 3:16). ეს გამონათქვამი გასაგებს ხდის იმ ფაქტს, რომ თავისი ნათლობისთვის იესუ ქრისტე იორდანეში ჩავიდა მოსანათლად და შესაბამისად შთაფლვითად მოინათლა (საინტერესოა აღინიშნოს, რომ ამ ფაქტს ე. ჭელიძე კატეგორიულად უარყოფს და ირწმუნება, რომ ქრისტე იორდანეში დასხმითად მოინათლა, რასაც უფრო დეტალურად ქვემოთ შევეხებით - არქიეპ. პ.); სხვაგვარად, ანუ ქრისტე დასხმითად რომ მონათლულიყო, წყალში შესვლა არ დასჭირდებოდა.

მოციქულთა საქმეებში (8:36-39) ნათქვამია, რომ, როდესაც მოციქული ფილიპე და ეთიოპიელი დედოფლის საჭურისი წყალს მიუახლოვდნენ და როდესაც დედოფლის ამ მონამ ქრისტე ირწმუნა, როგორც ძე ღმრთისა, "ორივენი ჩავიდნენ წყალში, ფილიპეც და საჭურისიც, და მონათლა იგი".
წმიდა წერილის მოცემული ადგილებიდან  ნათლად ჩანს, რომ, უფლის მაგალითზე დაფუძნებით, რომელიც შთაფლვითად მოინათლა, მოციქულებიც შთაფლვითად ნათლავდნენ, რაც ნათლისღების შესახებ უფლის მცნების (მათე 28:19) თანხმიერია.

ასრულებდნენ რა ნათლისღებას შთაფვლით, მოციქულებმა ნათლობის ეს ფორმა საყოველთაოდ სავალდებულო კანონის რანგში აიყვანეს, რაც ჩანს წმიდა მოციქულთა 50-ე კანონიდან, რომელშიც ნათქვამია: "თუ რომელიმე ეპისკოპოსმა ან მღვდელმა შეასრულოს არა სამგზის შთაფლვა ერთი საიდუმლო ქმედებისა, არამედ ერთგზის და ეს უფლის სიკვდილთან მიმართებაში აღასრულოს, განკვეთილ იქნეს, რამეთუ არ უთქვამს უფალს: "ჩემი სიკვდილის მიმართ ნათელ-სცემდით", არამედ: "წარვედით და მოიმოწაფენით ყოველნი წარმართნი და ნათელ-სცემდით მათ სახელითა მამისათა, და ძისათა, და სულისა წმიდისათა” (მათ. 28,19) (კანონი მოგვყავს სლავური ტექსტის მიხედვით, როგორც ეს ს. ვ. ბულგაკოვის წიგნშია, რადგან მასში გამოყენებული ნათლისღებითი ტერმინოლოგია უზუსტესად გამოხატავს ნათლობის გარეგნულ ფორმას და შინაარსს. წმ. მოციქულთა 50-ე კანონის განმარტება Uფრო დეტალურად იხ. ქვემოთ - არქიეპ. პ.).

ისევ ს. ვ. ბულგაკოვს მოვუსმინოთ აგრძელებს: "ნათლისღების შთაფლვითი და არა სხვაგვარი ფორმა დააწესეს და დააკანონეს ძველი საყოველთაო ქრისტეანული ეკლესიის წმიდა კრებებმა და  მამებმა. II მსოფლიო კრება და წმ. ბასილი დიდი, ახსენებენ რა ნათლისღების ხილულ ფორმას, შთაფლვაზე მსჯელობენ, და უკანასკნელი (ანუ წმ. ბასილი დიდი - არქიეპ. პ.), გარდა ამისა, თავის პირველ კანონში ნათლისღების შთაფლვით ფორმას "დასაბამიერ გადმოცემას" უწოდებს (იხ. აგრეთვე წმ. ბასილის დიდის 91- ე კანონი - არქიეპ. პ.). საერთოდ უნდა ითქვას, რომ ძველი- საყოველთაო ეკლესიის კანონიკურ ენაზე ნათლისღების საიდუმლოს აღსანიშნად არ არსებობს სხვა სიტყვა, გარდა "შთაფლვისა" (ბაპტისმა, ბაპტიძო)".

"რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესია, - გვამცნებს ს. ვ. ბულგაკოვი, - რომელმაც ნათლისღების შთაფლვითი ფორმა აღმოსავლეთ-ბერძნული ეკლესიისგან მიიღო, ყოველთვის მკაცრად იცავდა და იცავს ნათლობის ამ ფორმას. ჩვენი ეკლესიის ისტორიაში ვხვდებით მთელ რიგ კანონიკურ დადგენილებებს, რომლებიც მიმართულია იმისკენ, რათა ნათლისღება არ აღსრულებულიყო დასხმითად. ჯერ კიდევ 13-ე საუკუნეში, ვლადიმირის კრებაზე დაკანონებულ იქნა: "ამიერიდან არასოდეს არავის დაესხას, არამედ მხოლოდ შთაიფლან: "არსად არავის დაუწერია დასხმის შესახებ, არამედ განუწესებიათ შთაფლვა ცალკე ჭურჭელში" (Русск. Ист. Библ.1880 г., II т., стр. 94). ხოლო წმ. მიტროპოლიტი კვიპრიანე 1395 წელს ფსკოველ სამღვდელოებას სწერდა: "ის, რასაც აქამომდე აკეთებდნენ, როდესაც ყრმები ხელში ეჭირათ და
წყალს ზემოდან ასხამდნენ, არასწორი ნათლობაა" (იქვე. გვ. 240).

"იგივე მიტროპოლიტი, - განაგრძობს ს. ვ. ბულგაკოვი, - იღუმენ ათანასესადმი მიწერილ პასუხებში (1390
1405) ამასთან დაკავშირებით ბრძანებდა: "წმიდა ნათლისღება კი ასე აღასრულეთ, წყალი კი არ გადაასხათ, როგორც ლათინები იქმან, არამედ შთაჰფალით მდინარეში ან ამ საქმისთვის გამოყოფილ სუფთა ჭურჭელში; ხოლო ყოველ შთაფლვაზე წარმოთქვით წმიდა სამების თითოეული იპოსტასის სახელი: მამისა და ძისა და სულისა წმიდისა. ვინც ასე არ იქმს, არასწორად აღასრულებს ნათლობას" (იქვე. გვ. 255).

"ნათლობა წმიდა მოციქულთა გადმოცემისამებრ აღასრულეთ, - წერს ნოვგოროდელთა მიმართ მიწერილ ეპისტოლეში წმ. მიტროპოლიტი ფოტი, -
წყალი კი არ გადაასხათ, არამედ წყალში შთაჰფალით, ან ღრმა კასრში, სამჯერ, და პირველ შთაფლვაზე თქვით: "სახელითა მამისათა", მეორე შთაფლვაზე: "და ძისათა", ხოლო მესამეზე: "და სულისა წმიდისათა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ" (იქვე. გვ. 274). იგივე გაიმეორა მან ფსკოველთა მიმართ მიწერილ თავის ეპისტოლეში (1410-1417) და მონაზონთა და სამღვდელოთათვის შედგენილ სწავლანში, რომელიც დაწერილია 1431 წელს" (იქვე. გვ. 283).

"მოსკოვის ასმუხლიანმა კრებამაც (1551 წ.) განსაზღვრა, რომ ბავშვები ეკლესიაში მონათლონ "მოციქულთა გადმოცემებისა და საეკლესიო განწესებების შესაბამისად, და
წყალი კი არ გადაასხან, არამედ სამგზის შთაჰფლან, წმიდა კანონების შესაბამისად" (იქვე. გვ. 517) (ს. ვ. ბულგაკოვი. ხს. შრ. ტ. 2-ე გვ. 985, სქოლიო).

უნდა აღინიშნოს, რომ ამის შემდეგ ს. ვ. ბულგაკოვი დასხმით ნათლობებსაც ეხება და ამბობს, რომ ამგვარი ნათლობები ეკლესიაში მხოლოდ ისეთ ვითარებებში იყო დაშვებული, როდესაც წყალში შთაფლვის შესაძლებლობა არ არსებობდა (მაგალითად, მძიმე სნეულების ან საპყრობილეში ყოფნის დროს). მოჰყავს არქიდიაკვან ლავრენტის მაგალითი, რომელმაც ვინმე ჯარისკაცი რომანოზი საპყრობილეში მონათლა; სხვა დროს იმავე წმიდა ლავრენტიმ მონათლა ვინმე ლუცილა. მაგრამ ამის შემდეგ ს. ვ. ბულგაკოვი აკეთებს ასეთ საკმაოდ საინტერესო შენიშვნას: "თუმცა რამდენად ნაკლებად დასაშვები იყო ნათლობის დასხმითი ფორმა და რამდენად შორს იყო ეკლესიის აზრი, საყოველთაოდ დაეკანონებინა ნათლობის ამგვარი ფორმა, ჩანს იქიდან, რომ დასხმითად მონათლულებს კლინიკოსებს უწოდებდნენ (სიტყვიდან "კლინე" - სარეცელი, საწოლი) და საეკლესიო კლერისკოსთა დასში არ მიიღებოდნენ, რადგან ვითარება, რომლის დროსაც დაიშვებოდა დასხმითი ნათლობა, ე. ი. უკიდურესი შეჭირვება და გადაწყვეტილების სიჩქარე, ამგვარად მონათლულის რწმენის სრულყოფილებას საეჭვოს ხდიდა" (იქვე).

ცოტა ქვემოთ ს. ვ. ბულგაკოვი მის თანამედროვე სამღვდელოებაზე წერს: "მათ ავიწყდებათ, რომ დასხმის ჩვეულებრივ ფორმად შეწყნარება "აშკარა გადახრაა დადგენილი წესიდან" და, რომ ამგვარი ნათლობა კათოლიკური (ლათინური - არქიეპ. პ.) ნათლობაა, რომელიც ჩვენში დასავლეთ და სამხრეთ- დასავლეთ რუსეთში პოლონელთა ბატონობის დროიდან შემოვიდა, როდესაც ითრგუნებოდა მართლმადიდებლობა და ძალით ინერგებოდა კათოლიკური სარწმუნოება" (იქვე).

ამის შემდეგ ს. ბულგაკოვი წუხილით აღნიშნავს მის თანამედროვე ახალგაზრდა მღვდელთა დაუდევრობასაც და წერს: "... მართალია, მათ სასკოლო დარიგებებიდანაც ახსოვთ შთაფლვითი ნათლისღების შესახებ, მაგრამ, ამჯობინებენ რა, მათი აზრით, მკვდარ პრაქტიკას ცოცხალს (ანუ შთაფლვას ამჯობინებენ დასხმას - არქიეპ. პ.), - თვითონაც იწყებენ ნათლობის იმავე ფორმის, ანუ დასხმის გამოყენებას და მას უკვე კანონიკურად თვლიან, რაც, თავის მხრივ, სანიმუშო და ავტორიტეტული ხდება სხვა ახალგაზრდა მღვდელმსახურთათვის. და აი ასე, კანონებიდან გადახრა, რომელიც მამებიდან შვილებს გადაეცემა, შვილებიდან შვილთაშვილებს და ასე შემდეგ, თვითონვე იქცევა კანონად. მაგრამ მამათა გადმოცემებით ხელმძღვანელობა ყოველთვის როდი შეიძლება. ღმრთისმსახურების ისეთ საწესჩვეულებო ფორმებში, სადაც არა გვაქვს პირდაპირი კანონიკური მითითება, ამგვარი ხელმძღვანელობა კიდევ საპატიოა; მაგრამ დაუშვებელია იგი იქ, სადაც მამათა მაგალითი კანონიკური დადგენილებების საწინააღმდეგოა... უნდა განვუმარტოთ ხალხს, რომ ეს ნათლობა (იგულისხმება დასხმითი წესი - არქიეპ. პ.) კათოლიკური, პოლონური წარმოშობისაა... ასე რომ, იქ, სადაც დასხმითი წესით ნათლობაა გავრცელებული, თვით მღვდლები არიან დამნაშავენი თავიანთ სამოძღვრო პრაქტიკაში "დაწესებული წეს-განგებებიდან აშკარა გადახრაში" (იქვე. გვ. 986, სქოლიო).

ასეთია ისტორიული ცნობები წყალდასხმითი "ნათლობის" შესახებ, რომელთაც ძველი, რუსული მართლმადიდებლური ეკლესია კრებითადაც კრძალავდა და ცალკეულ მამათა სწავლებითაც. განსაკუთრებულად თვალსაჩინოა ეს მოსკოვის 1620 წლის კრების დადგენილებიდან, რომელიც პირდაპირ ითხოვს წყალდასხმით მონათლულთა გადანათვლას.

1620 წლის რუსეთის ადგილობრივი წმიდა ეკლესიის კრებას, რომელიც მოსკოვში ჩატარდა, პატრიარქი ფილარეტი თავმჯდომარეობდა. კრება მიეძღვნა მწვალებელთა მიღების წეს-განგებებსა და ნათლობას.

პატრიარქ ფილარეტის გარდა, კრების მსვლელობაში მონაწილეობდნენ: ნოვგოროდისა და ველიკოლუცკის მიტროპოლიტი მაკარი, როსტოვისა და იაროსლავის მიტროპოლიტი ბარლაამი, სარსკისა (სარატოვის) და პდონსკის მიტროპოლიტი იონა, ვოლოგოდსკისა და ველიკოპერმსკის არქიეპისკოპოსი კორნელი, სუზდალისა და ტარუსის არქიეპისკოპოსი არსენი, ტვერისა და კაშინსკის არქიეპისკოპოსი პაფნუტი, ციმბირისა და ტობოლსკის არქიეპისკოპოსი კვიპრიანე, კოლომენსკისა და კაშირსკის ეპისკოპოსი რაფაელი.

კრების მოწვევის მიზეზი გახდა შემდეგი ვითარება: პატრიარქ ფილარეტს ორმა მოსკოველმა მღვდელმა მოახსენა, რომ მიტროპოლიტმა იონამ აუკრძალა მათ მართლმადიდებლობაში გადმოსული "ლიახების" (პოლონელები) იან სლობოდსკისა და მათე სვენტიცკის ნათლობა. ამის მიზეზად ასახელებდა ძველ პრაქტიკას, რომელიც ეფუძნებოდა ნოვგოროდელ ბერ კვირიკეს ე. წ. "შეკითხვებს" ("Вопрошание Кириково"), რომელიც მან ნოვგოროდელ ეპისკოპოს ნიფონტს დაუსვა (სრული სლავური სახელწოდებაა: "Се есть вопрошние Кириково, иже вопроша епископа ноугородского Нифонта и инех". ძეგლი განეკუთვნება არა უგვიანეს XII საუკუნეს. იხ. ვიტალი პარფენიუკოვის (Парфененков, Виталий Олегович) დისერტაცია: "Древнерусское сочинение XII века "Вопрошание Кирика: История текста". http://www.dissercat.com/content/drevnerusskoe-sochinenie-xii-veka-voproshanie-kirika-istoriya-teksta).

პატრიარქმა თავისთან მოუწოდა მიტრპოლიტ იონას და გაკიცხა იმის გამო, რომ მას ეკლესიაში შემოაქვს სიახლენი, რადგან ლათინებს თავიდან არ ნათლავს. 1620 წლის 16 ოქტომბერს პატრიარქმა საკითხი წმიდა კრებაზე დააყენა. საბრალდებო სიტყვით გამოსული პატრიარქი ფილარეტი ამტკიცებს, რომ მწვალებლური ნათლობა არ წარმოადგენს ნათლობას. ამის დასადასტურებლად მას კონკრეტული მაგალითებიც მოჰყავს. კერძოდ, პატრიარქ ეგნატეს დამხობა საპატრიარქო პატივიდან იმისთვის, რომ მან თავიდან არ მონათლა კათოლიკე მარინა მნიშეკი (მეფე ცრუდიმიტრის მეუღლე), არამედ ის მხოლოდ მირონცხებით შეიწყნარა; დაიმოწმა პატრიარქი ერმოგენე (სრულიად რუსეთის პატრიარქი 1606-დან 1612 წლამდე), რომელიც მეფის წულ ვლადისლავის თავიდან ნათლობას ითხოვდა და მარინა მნიშეკის გადანათვლასაც მხარს უჭერდა (იხ. Энциклопедия Брокгауз-Ефрон. Гермоген, патриарх всероссийский. http://rushist.com/index.php/russia/401-patriarkh-germogen#a1).

მოსკოვის 1620 წლის კრებაზე გამოიკვეთა რომაელ-კათოლიკეთა, ანუ ლათინთა ნათლობის მიუღებლობის მიზეზიც. კერძოდ, აღინიშნა, რომ რომაელები (ანუ ლათინები - არქიეპ. პ.) ნათლობის საიდუმლოში კი არ შთაჰფლავენ, არამედ წყალს გადაასხამენ მოსანათლავს ("Подобно же сему и римляне творят во крещении своем, такоже обливают, а не погружают"). სწორედ ამიტომაცო, ბრძანებს კრება, "ლათინნი და ასევე სხვადასხვა სარწმუნოებიდან გადმოსულნი, რომელიც ჩვენს ჭეშმარიტ ქრისტეანობასთან და ბერძნული სჯულის მართლმადიდებლობასთან ინებებენ შეერთებას, სრულიად უნდა მოინათლონ, რადგან მწვალებელთა ნათლობა უფრო შებილწვაა ვიდრე ნათლობა".

1620 წლის მოსკოვის კრების მტკიცებით სწორედ ამაზე მოწმობენო რუსეთის ეკლესიის ადრინდელი კრებები და წმინდანები. სანიმუშოდ მოჰყავთ რუსეთის მიტროპოლიტი კირილე (1492-1572) სხვა ეპისკოპოსებთან ერთად, "ასმუხლიანი კრების" თავმჯდომარე წმ. მიტროპოლიტი მაკარი (1482-1563) ამ კრების ეპისკოპოსებთან ერთად, რომლებიც განაწესებდნენ, რათა ნათლობის დროს
მოსანათლავი შთაეფლათ და მისთვის წყალი არ გადაესხათ" ("… И Кирила митрополита Русскаго со епископы, о томже свидетельство. И Макария митрополита в Стоглавнике, о томже свидетельство, еже не обливати").

იქვე კრება აკეთებს ასეთ შენიშვნასაც: "თუ ვინმე მწვალებელთაგან გვეტყვის, რომ არ არის ჯეროვანი ღვთისმოსაობისკენ მოქცეულთა ხელმეორე ნათლობა, რადგან ამბობენ ჩვენც ხომ მოვინათლეთო წყლითა და სულით, ჩვენი ქრისტეანული პასუხი ბერძნული სჯულისა და ჭეშმარიტი ქრისტეანული სარწმუნოებისკენ მოქცეულთადმი ასეთია - ისინი წმიდა ნათლისღებით სრულიად უნდა მოინათლონ".

კრებას ამგვარი გადაწყვეტილების მიზეზიც მითითებული აქვს: "ბრძენმეტყველებენ ფუჭად და ღმრთივსაძაგლად მეორედ შობის საბანელზე და ნათლობისას წყალს დაასხამენ და არ შთაფლავენ, ასევე არ ამბობენ (ნათლობის ფორმულას - არქიეპ. პ.) ისე, როგორც ეს გვამცნეს წმიდა მოციქულებმა და მამებმა. ნაცვლად სიტყვებისა: "ინათლება მონა ღვთისა (სახელი). ისინი ამბობენ: "გნათლავ შენ მე, მღვდელი..." და ა. შ., ხოლო ღმრთის სახელს არ ახსენებენ და წმიდა მირონითაც არ სცხებენ, ამის ნაცვლად პირში მარილს უყრიან, ნერწყვში ადნობენ და მისით მირონის სანაცვლოდ სცხებენ".

მოსკოვის 1620 წლის კრების მამათა თქმით, ამგვარ ნათლობას ამხელს ღმერთშემოსილ მამათა კანონები, განსაკუთრებით კი დიონისე არეოპაგელი, რომელიც თავისი წიგნის მეორე თავში (იგულისხმება წმ. დიონისე არეოპაგელის წიგნი "საეკლესიო იერარქიისთვის" თ. 2. "იმის შესახებ, თუ რა აღსრულდება ნათლისღების საიდუმლოში") ნათელღებისთვის ბრძანებს, რომ "მღვდელმთავარი... სამჯერ შთაფლავს მას (მოსანათლავს - არქიეპ. პ.) და აღმოიყვანს საღმრთო ნეტარების სამგვამოვანი იპოსტასის მოწოდებით" (Пис. Отц. и учител. относящ. к истории богосл. Том 1, Сп6. 1855, стр. 36).

ძველ ქართულ თარგმანში: "და ნათელ-სცის მას მღვდელთ-მთავარმან და სამსა მას ზედა შთაყოფისა და აღმოყოფისა სრულ-ყოფასა ხმობნ სამ-გუამოვნებასა საღმრთოისა ნეტარებისასა" (პეტრე იბერიელი (ფსევდო დიონისე არეგოპაგელი). შრომები. ს. ენუქაშვილის გამოცემა. საეკლესიოისა მღდელთ-მთავრობისათვის. II. საიდუმლოი ნათლის-ღებისა. გვ. 161). და კვლავაც იმავე თავში  ბრძანებს, რომ მოსანათლავის სამგზისი ჩაძირვა და აღმოყვანა იესუს სამდღიანი დამარხვისა და სიკვდილის სიმბოლოს წარმოადგენს.

ამის შემდეგ თავისი პოზიციის გასამყარებლად მოსკოვის 1620 წლის კრება იმოწმებს წმ. მოციქულთა 46-ე და 50-ე კანონებს და ბრძანებს, რომ ამ კანონებში მოციქულებმაც იგივე დააწესეს.

კერძოდ, მოციქულთა 46-ე კანონის მიხედვით, "ეპისკოპოსი, მღვდელი ან დიაკვანი, თუ არ დაგმობს მწვალებლურ ნათლობას და მწვალებელთაგან მონათლულს ან უსისხლო მსხვერპლს შეიწყნარებს, თავისი პატივისგან უნდა დაემხოს" ("и святии апостоли в правилех своих, 46-м, тако утвердиша. епископ или поп или диякон, аще не похулит ни поругается еретическому крещению, но приемлет крещенаго от них, или на жертву, сиречь на службу приемлет, таковыи извержется от сана") (ეს სიტყვები არის მოციქულთა 46-ე კანონის თავისუფალი, შინაარსობრივი გადმოცემა, უშუალოდ კანონი ასეა ჩამოყალიბებული: "თუ ეპისკოპოსმა ან მღვდელმა, მიიღოს ერეტიკოსის მონათვლა ნათლისღებად ან მის მიერ შეწირული მსხვერპლი, მის განკვეთას ვბრძანებთ, რადგან რა აქვს საერთო ქრისტეს ბელიართან (სატანასთან)? ან რა აქვს საერთო მორწმუნეს ურწმუნოსთან?" (შდრ. 2 კორინთ. 6:15) იხ. საქართველოს ეკლესიის კალენდარი. 1987 წ. გვ. 168).

კრების თქმით, წმიდა მოციქულებმა 50-ე კანონშიც ასე განაწესეს: "ეპისკოპოსი ან მღვდელი თუ სამგზისი შთაფლვით არ ნათლავს დაემხოს თავისი პატივისგან"  ("И в, 50-м, правиле, святых апостол тако глаголет: епископ или поп, не в три погружения крещает, да извержется").

მიტროპოლიტმა იონამ შეინანა თავისი საქციელი მოსკოვის 1620 წლის კრებაზე, ის შეწყნარებულ იქნა და განაგრძო მსახურება.

სხვა საკითხი, რომელსაც მოსკოვის 1620 წლის კრება შეეხო, გახლდათ "ბელორუსების" მიღება, რომლებიც მოსკოვის სახელმწიფოში ლიტვიდან შემოდიოდნენ. კრებამ თავისი განჩინებით დააწესა, რათა არამართლმადიდებელი მღვდლის მიერ მონათლულნი თავიდან მოენათლათ, და ვინც მართლმადიდებელი მღვდლისგან დასხმითად იქნებოდა მონათლული და მირონნაცხები, ასევე თავიდან უნდა მონათლულიყო. განკარგულებას "ბელორუსთა" მიღების შესახებ ხელი მოეწერა 1620 წლის 16 დეკემბერს. კრების დადგენილებები დიდ კურთხევანში რამდენჯერმე დაიბეჭდა, კერძოდ: 1623, 1624, 1633, 1636, 1642, 1647 და 1651 წლებში.

ვნახოთ ამ განკარგულების ტექსტიც: "მითითება, როგორ გამოვიკვლიოთ პოლონეთიდან და ლიტვის სახელმწიფოდან მოსკოვის სახელმწიფოში ბერძნული სჯულის მართლმადიდებლური სარწმუნოებისკენ გადმოსულ ბელორუსთა შესახებ, რომელთაც ჩვენთან ერთად სურთ ქრისტეანად ყოფნა; ასევე იმის შესახებ თუ ვინ უნდა მოინათლოს ბელორუსთაგან, ვის მხოლოდ მირონი ეცხოს, და როგორ მოვიქცეთ მონათლულ ქრისტეანებთან მათი შეერთებისთვის".

"... პოლონეთის ან ლიტვის სახელმწიფოდან თუ ვინმე გადმოვა მოსკოვის ჩვენს სახელმწიფოში და საკუთარ თავზე იტყვის, რომ ბელორუსია, მაგრამ ბერძნული სჯულის ჭეშმარიტი ქრისტეანი, ყველას, ჩვენი მორჩილების კურთხევის მსურველთ, ვუბრძანებთ, უპირველეს ყოვლისა, საღმრთო წერილის საფუძველზე ჯეროვნად გამოჰკითხეთ... ასევე ჰკითხეთ როგორ სწამს და რა არის მისი სარწმუნოება; არის თუ არა ის ჭეშმარიტად ნათელღებული სამგზისი შთაფლვით, და ხომ არ დაუსხამთ წყალი მისთვის" ("… и истинно ли крещен в три погружения, и не обливан ли").

"როდესაც მართლმადიდებლურ სარწმუნოებაში გადმოსული უცხოტომელნი თავპირისმტვრევით იცავენ თავიანთ ნათლისღებას და გამოკითხვისას ადასტურებენ, რომ ადრე თავიან ქვეყანაში მონათლულნი იყვნენ ბერძნული სჯულის სარწმუნოებაში, მაგრამ ნათლისღების დროს იქ წყალს ასხამენ და არ შთაფლავენ, მირონსა და ზეთს კი სცხებენ... ასევე, თუ იქნებიან მოწმენი, რომლებიც მათ შესახებ დაადასტურებენ, რომ ისინი ბელორუსები არიან და მონათლულნი იყვნენ ბერძნულ სჯულში, ოღონდ ნათლობაში მათთან წყალს ასხამენ, და სამი შთაფლვით არ ნათლავენ... ასეთნიც სრულიად უნდა
მოინათლონ სამგზის შთაფლვით..." ("И которыя иноземцы, егда биют челом о крещении, в православную християнскую веру; и в роспросе про себя сами скажут, яко они прежде сего в своей земле крещены в християнскую веру греческаго закона. а в крещении у них обливают, а не в три погружения крестят, а миром и маслом помазуют. Тако же и свидетели, аще будет про них скажут тоже, яко они белорусцы. и крещены в греческую веру, а в крещении у них обливают, а не в три погружения крестят. и таковых подобает совершено крестити в три погружения ...").

მეტიც, "თუ რომელიმე ბელორუსი საკუთარ თავზე იტყვის, რომ მონათლულია (ბერძნული სჯულის) ქრისტეანულ სარწმუნოებაში, მაგრამ მღვდელი, რომელმაც ის მონათლა, საღმრთო ლიტურგიაში ან კვერექსებში უპირველესად ახსენებს რომის პაპს და საერთოდ, ყველა მსახურებასა და კვერექსებში, ასევე ლიტანიობაზე ღმერთს პაპისთვის შესთხოვს, ამდაგვარი სრულიად უნდა მოინათლოს სამგზის შთაფლვით და ზეთიცა და მირონიც ეცხოს, ლათინური და პაპისტური მწვალებლობა კი შეაჩვენოს".

"ხოლო ვინც იტყვის ან მოწმეები დაადაასტურებენ, რომ არაჭეშმარიტად არის მონათლული და წყალდასხმულია, ხოლო ზეთისა და მირონის ცხებაზე არაფერი ახსოვს, ამდაგვარიც სრულიად უნდა მოინათლოს სამგზის შთაფლვით და ეცხოს მას ზეთი და მირონი".

"წყალდასხმით მონათლული ბელორუსები, რომლებიც კათოლიკურ ტაძრებში (პოლონურად "კოსტელი") ეზიარებიან, ან თუნდაც არ ზიარებულიყვნენ, მაგრამ დასხმითად არიან მონათლულნი, ესენიც სრულიად მოინათლონ სამგზის შთაფლვით, ლათინური მწვალებლობა შეაჩვენონ, სახელი კი არ შეუცვალონ...".

და კვლავაც: "თუ რომელიმე ბელორუსი იტყვის, რომ ადრე იყო სხვა სარწმუნოებაში და სრულყოფილი ასაკის შესრულების შემდეგ რუსი მღვდლისგან მოინათლა ლიტვაში, ხოლო მისი მომნათვლელი მღვდელი ღმერთს ევედრება რომის პაპისთვის, ამდაგვარიც სრულიად უნდა მოინათლოს, ლათინური მწვალებლობა კი დაგმოს... ასევე მას უნდა წაუკითხონ ყველა ლოცვა..." (მოსკოვის 1620 წლის საეკლესიო კრების განჩინება სრული სახით შეგიძლიათ ნახოთ რუსეთის ძველმართლმადიდებლური ეკლესიის ოფიციალურ საიტზე: Соборное изложение 1621 года о крещении латынь. http://ancient-orthodoxy.narod.ru/doc/1621.htm).

გარდა ამისა, ჩვენ ხელთა გვაქვს მეტად საინტერესო წყარო, რომელიც აჩვენებს, რომ რუსეთის მართლმადიდებლურ სახელმწიფოში წყალდასხმულთა თავიდან ნათლობა ჩვეული ამბავი გახლდათ. ამის შესახებ გვამცნებს ცნობილი კანონისტი, ლიტურგისტი და ეკლესიის ისტორიკოსი პროფესორი ალექსანდრე ალმაზოვი (1859-1920) თავის ნაშრომში: "Сообщения западных иностранцев XVI-XVII вв. о совершении таинств в Русской Церкви" (Казань, 1900) ("XVI-XVII საუკუნეების დასავლელ უცხოელთა ცნობები რუსეთის ეკლესიაში საიდუმლოთა აღსრულების შესახებ").

მის მიერ მოძიებული წყაროები მოიცავს XVI-XVIII საუკუნეთა მოწმობებს, საიდანაც კარგად ჩანს, თუ როგორ ნათლავდნენ თავიდან რუსეთის მართლმადიდებლურ ეკლესიაში შემოერთებულ ლათინებსა და პროტესტანტებს.

დავიმოწმოთ რამდენიმე მაგალითი პროფ. ა. ალმაზოვის ხსენებული წიგნიდან: "მარჟერეტი (იგულისხმება ჟაკ მარჟერეტი (1590
1606 წწ.). უფრო სწორედ მარჟრე - Jacques Margere. იხ. https://ru.wikipedia.org) ამბობს: "რუსები ნამდვილ ნათელღებულად მხოლოდ ბერძნული წეს-ჩვეულებით მონათლულებს მიიჩნევენ" ("Русские считают истинно крещенными только тех, которые крестились по греческому обряду") (Алмазов, Александр Иванович. Сообщения западных иностранцев XVI-XVII вв. о совершении таинств в Русской Церкви. Казань, 1900. Стр. 8).

ალმაზოვს იქვე მოჰყავს დანიელ ფონ ბუჰაუსა (1546-1608 წწ.) და ავსტრიელი დიპლომატის ნიკოლაი ვარკოჩის (16-ე ს.) მარჟერეტზე უფრო ადრინდელი მოწმობები რუსების ნათლობაზე, საიდანაც ვგებულობთ, რომ დასხმით ნათლობას რუსები არაფრად მიიჩნევდნენ და ამგვარად მონათლულებს თავიდან ნათლავდნენ: "ჩვენ თანამემამულეთაგან (კათოლიკეთაგან), ვინც მათ (რუსების) სარწმუნოებაში (ანუ მართლმადიდებლობაში - არქიეპ. პ.) გადადის, ამბობს ფ. ბუჰაუ, - ისინი თავიდან ნათლავენ, როგორც არაჯეროვნად მონათლულებს. ამის მიზეზად კი ასახელებენ იმას, რომ "ნათლობა არისო შთაფლვა (მერსიო), და არა დასხმა (ასპერსიო)"... (რუს.: ა. ალმაზოვის დასახ. შრ. გვ. 8).

ცოტა მოგვიანებით ვარკოჩი წერდა: "მონათლულ ქრისტეანებს (აქ ვარკოჩი გულისხმობს კათოლიკეებს - არქიეპ. პ.) რუსულ სარწმუნოებაში გადასვლამ თუ მოუწიათ, თავიდან უნდა მოინათლონ, რადგან მოსკოველებს ეჭვი ეპარებათ ჩვენი ნათლობის სინამდვილეში და იმ საწყალობელმა ცოდვილმა, რომელიც საკუთარ გადანათვლაზე თანხმდება, უარი უნდა თქვას ადრინდელ ნათლობაზე (ანუ წყალდასხმაზე - არქიეპ. პ.) და კვლავ მოინათლოს" (იქვე).

"აქედან გამომდინარე, - წერს  ა. ალმაზოვი, - ცხადი ხდება, რომ უცხოელთა მოწმობით, ჯერ კიდევ 16-ე საუკუნის მეორე ნახევარში (ანუ, როგორც ამას ე. ჭელიძე ითხოვს, ნიკონ პატრიარქის რეფორმამდე - არქიეპ. პ.), უკიდურეს შემთხვევაში კათოლიკეებს მაინც რუსები თავიანთ ეკლესიაში შეიწყნარებდნენ მხოლოდ ნათლობით" (ა. ალმაზოვი. იქვე. გვ. 8).

"ვინმე რუსთაგან, - ამბობს ოლეარიუსი (ადამ ოლეარიუსი (გერმ. Adam Olearius; ადამ ოლშლეგელი), დაახლ. 1599-1671 წწ. - არქიეპ. პ.), უცხოეთში სხვა სარწმუნოებაში თუ გადავა, ის თავიდან უნდა მოინათლოს. სხვა სარწმუნოებებიდან გადმოსულ ქრისტეანთა ასეთი ახალი ნათლობა (იგულისხმება ლათინთა გადანათვლა შთაფლვით - არქიეპ. პ.)
რუსებმა უეჭველად ბერძნებისგან გადაიღეს, რომლებიც დასავლეთის ეკლესიისგან მათი გამოყოფის შემდეგ ლათინურ ნათლობას არასაკმარისად მიიჩნევენ და დასავლეთის ეკლესიიდან მათკენ გადასულებს, ანუ ბერძნული ეკლესიის წევრად გახდომის მსურველებს, თავიდან ნათლავენ" (ციტ. იქვე, გვ. 9).

"დღეისთვის, - შენიშნავს ხსენებული ავტორი, - მოსკოვში, სხვა სარწმუნოებიდან გადმოსული მრავალი ასეთი გადანათლული ცხოვრობს" (იქვე).

ამრიგად, როგორც ა. ალმაზოვის ნაშრომიდან ჩანს, დასავლელი მოგზაურებისა და მწერლების მოწმობით, 17-ე საუკუნემდე, ანუ პატრიარქ ნიკონის რეფორმებამდე, მაგალითად, 16-ე საუკუნეში, მართლმადიდებლობისკენ გადმოსულ ლათინთა (ან პროტესტანტთა) გადანათვლა (უფრო სწორედ თავიდან შთაფლვით მონათვლა) არა მარტო რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის გაბატონებული პრაქტიკა ყოფილა, არამედ საბერძნეთისაც, რადგან რუსებს ეს წესი სწორედ მათგან მიუღიათ.

როგორც ა. ალმაზოვი აღნიშნავს, "თვით ამგვარ პირთა ეკლესიაში მიღების წესი საკმაოდ დეტალურად არის აღწერილი პეტრეის მიერ (პეტრე პეტრეი დე ერლეზუნდა. 1577-1622. შვედი დიპლომატი და ისტორიკოსი - არქიეპ. პ.). "რუსულ სარწმუნოებაში გადმოსულს (ზრდასრულ უცხოელს), წერს პეტრეი, ბერები ჯერ 6 კვირის განმავლობაში ხატების წინ, დღისა და ღამის მსახურების თაყვანისცემებს ასწავლიან, ხოლო როდესაც დადგება დრო მარხვისა და წმიდა საიდუმლოებების მიღებისა (?) (აქ, ალბათ, ნათლობა და ზიარება იგულისხმება. იხ. ცოტა ქვემოთ. - არქიეპ. პ.), მან უნდა დასწყევლოს და დაგმოს ადრინდელი თავისი რწმენა და ფიცი დადოს, რომ კვლავ არ მიიქცევა...". ეკლესიასთან შემოერთების შემდეგ, "დიდი თავადის სახელით მას აძლევენ ახალ ძვირფას სამოსს, მიჰყავთ მონასტერში და იქ ტრაპეზობენ. ყველას უხარია, რომ მონათლეს იგი და კიდევ ერთი სული იხსნეს ჯოჯოხეთის კლანჭებიდან..." (იქვე. გვ. 9).

საინტერესოა აღინიშნოს, რომ, მიუხედავად მოსკოვის 1667 წლის ცნობილი ანტისტაროვერული კრების დადგენილებისა მირონცხებით მიეღოთ ლათინნი, ალმაზოვის მიერ დამოწმებული მასალებიდან ცხადი ხდება, რომ რუსეთში ლათინთა გადანათვლა მაინც გრძელდებოდა. აი, რას წერს ხსენებული მეცნიერი: "როგორც ცნობილია, 1667 წლის კრებამ სხვა სარწმუნოებებიდან გადმოსულთა მიღების წესი გააუქმა, ასე რომ ამ დროიდან მართლმადიდებლობისკენ გადმოსულთ მხოლოდ ზოგიერთი თავიანთი ჩვეულება უნდა უარეყოთ და დაეგმოთ ზოგიერთი განსხვავებული სარწმუნოებრივი შეხედულება. მიუხედავად ამისა, უცხოელები ამ დროის შესახებაც ამბობენ იმავეს განსახილველ საკითხზე, რასაც მათი წინამორბედები აღნიშნავდნენ. მაგალითისთვის მოვიყვანთ რამდენიმე შენიშვნას: "როდესაც ვინმე ლათინურ სარწმუნოებაში მონათლული მოსკოვურ სარწმუნოებაში (ანუ მართლმადიდებლობაში - არქიეპ. პ.) გადავა, - წერს მაიერბერგი (ავგუსტინ მეიერბერგი (გერმ.: Augustin Meyerberg; 1622-1688) ავსტრიელი მოგზაური და დიპლომატი - არქიეპ. პ.), მას, როგორც არასაეკლესიო წესით მონათლულს, თავიდან ნათლავენ" (იქვე, გვ. 10).  

მოგვიანებით კორბი (იოან გეორგ კორბი (Korb). დაბადებისა და გარდაცვალების წლები უცნობია. 17-ე ს. რუსეთის შესახებ ჩანაწერების ავტორი. რუსეთში ავსტრიის ელჩის გვარიენტის მდივანი -  არქიეპ. პ.) აღნიშნავდა, რომ "რუსები ნათლობის განახლებას ითხოვენ ყველა ქრისტეანისგან, რომელ აღმსარებლობასაც უნდა ეკუთვნოდნენ ისინი".

სედენბერგიც (1709-1718) კი, რომელიც კორბის შემდეგ მოღვაწეობდა, აღნიშნავს, რომ "რადგან რუსების აზრით ყოველგვარი ნათლობა, რომელიც მათი წესისამებრ (ე. ი. შთაფლვით - არქიეპ. პ.) არ აღესრულება არასწორია, ყველა, ვინც კი მათი სარწმუნოებისკენ გადმოდის, ასაკისგან განურჩევლად,
თავიდან უნდა დაექვემდებაროს ნათლისღებას" (ალმაზოვი. იქვე. გვ. 10).

"ადრინდელი პერიოდის ხანგრძლივი პრაქტიკის წყალობით, უცხო სარწმუნოებებიდან მართლმადიდებლობისკენ მოქცეულთა თავიდან ნათლობის ჩვეულება ძალიან ბუნებრივია, რადგან შეუძლებელი იყო 1667 წლის კრების შემდეგ ასე უცებ აღმოფხვრილიყო იგი და თუ ყველგან არა, ადგილ-ადგილ მაინც შენარჩუნებულიყო. სწორედ ამით აიხსნება ის ფაქტი, რომ პეტრე დიდი იძულებული გახდა შეეხსენებინა სამღვდელოთათვის მოსკოვის დიდი კრების დადგენილებათა შესრულების აუცილებლობა" (ა. ალმაზოვი. იქვე, გვ. 9-11).

ახლა გავიხსენოთ, რას წერდა ე. ჭელიძე მართლმადიდებლურ ეკლესიაში გადანათვლასთან დაკავშირებით. "რა ადგილს განიკუთვნებენ ცოდვილთა იერარქიაში მაცხოვრის ხელმეორედ ჯვარმცმელნი?" - კითხულობს ე. ჭელიძე და განგვიმარტავს: "ყველაზე უფრო ქვენას, ყველაზე უფრო ქვესკნელისეულს, ყველაზე უფრო წარწყმედადს" (იქვე. გვ. 122-123).

"მამის, ძისა და სულიწმიდის სახელის მიმართ სამგზისი დასხმით მონათლულის შთაფლვითად გადანათვლა ანუ გადაშთაფლვა, - წერს ე. ჭელიძე, - ურყევი საეკლესიო სჯულდებით, წარმოადგენს, უთუოდ და უპირობოდ, მხოლოდ და მხოლოდ მეორედ ნათლობას და სხვას არაფერს, ამ მოქმედების ჩამდენნი კი საუფლო განგებულების წინაშე წარმოჩნდებიან როგორც ანაბაპტისტური ანუ "მეორედმნათვლელობითი" სიბილწის სრულად გამზიარებელნი, რაც ხსენებულ პირთა ნამდვილ სახეს და სახელს ზედმიწევნით გვიდგენს და განგვისაზღვრავს.

მაშ, თუ ჭეშმარიტების წინაშე,
- აგრძელებს ე. ჭელიძე, - მაცხოვრის თქმისებრ, ვკითხავთ მათ:

"რაი არს სახელი თქუენი?"

ვალდებულნი არიან შეიკდიმონ და სიწრფელით მოგვიგონ:

"მეორედმნათვლელი" არს სახელი ჩუენი".

შემდეგ კი ირონიით შენიშნავს: "აი, ესაა ჩვენს მიერ ზემოთ რამდენიმეგზის ნახსენები ის "უმთავრესი", რასაც, როგორც მივუთითებდით, განსაკუთრებული შეწრიალებით და ძრწოლით ფარავენ ეს ცრუნი, რაჟამს მათეული ბოროტადთხზული პაექრობითი ფარდაგების სიჭრელეში აჩუმათებენ საკუთარ მეორედნათლულობას ანუ გადაშთაფლულობას. რა ხდება, რატომ იჩენენ ესოდენ გაფაციცებას, რად არიან ეგზომ უკიდურესად დადარაჯებულნი, რომ ყველას თვალყურისგან ყოვლითურთ მიმალონ თავიანთი ნამდვილი სახე და სახელი, სიკვდილივით რატომ უფრთხიან ამ სახელის სხვათა წინაშე გამჟღავნებას? -  კითხულობს ე. ჭელიძე, და საკუთარ კითხვას ასე პასუხობს, - მხოლოდ იმიტომ, რომ ჩვენი წინა პუბლიკაციიდან (სავარაუდოდ იგულისხმება ოპონენტის ნაშრომი "ეკლესია -  სძალი უფლისა" -  არქიეპ. პ.) სრული იმედისგადაწურვით (მათთვის იმედისგადაწურვით) შეიტყვეს მართლმადიდებელი ეკლესიის უცვალებელი დოგმატი: "მეორედმნათვლელი" იგივეა, რაც "მაცხოვრის ხელმეორედ ჯვარმცმელი".

ცოტა ქვემოთ ავტორი კიდევ ერთხელ აფიქსირებს თავის ამ მტკიცებულებას და ამბობს: "... უაღრესად მკაფიოდ და აზრგამჭვირვალედ არის რჯულდებული, რომ მამის, ძისა და სულიწმიდის სახელით მონათლული კვლავ მამის, ძის და სულიწმიდისადმი მონათვლა ესაა მეორედ ნათლობა და მაცხოვრის ხელმეორედ ჯვარმცმელობა" (ე. ჭელიძე. "სული ცხოველი". 119-121).

და კვლავაც: "... მამის, ძისა და სულიწმიდისადმი ანუ ყოვლადწმიდა სამებისადმი სამგზისობით (სახელითა მამისაითა და ძისაითა და სულისა წმიდისაითა") მონათლულთა კვლავ მონათვლა უმძიმესი დანაშაულია, რადგან ამგვარნი წარმოგვიდგებიან როგორც მაცხოვრის ხელმეორედ ჯვარმცმელნი" (იქვე. გვ. 122).

ამის შემდეგ ე. ჭელიძე ჩვენი მისამართით აკეთებს "გამანადგურებელ" დასკვნას: "ძნელი არ არის წარმოვიდგინოთ ამ სულშებნედილთა (ხაზგასმა ჩვენია - არქ. პ.) განცდები, როდესაც ისინი, ამგვარ უამპარტავნულეს ხიბლში მყოფნი და საკუთარ თავზე (უმეცრული ცთომილებით თუ მზაკვრულად, სხვათა მოსახიბლად), ესოდენ უმწვერვალესი ტკბობის მქონენი, უეცრივ, წმ. იოანე დამასკელის (და მისი პირით მართლმადიდებელი ეკლესიის) ხსენებული უმკაფიოესი რჯულდების შეტყობისას, ზემოთქმულისებრ სრული იმედისგადაწურვით (ანუ წმ. იოანე ოქროპირისებრ, "ყველა იმედისგან განვარდნილობით"), თავიანთ თავს აღმოაჩენენ (აბსოლუტურად ერთმნიშვნელოვნად) მამის, ძისა და სულიწმიდის სახელით აღსრულებული ნათლისღების ხელახლა აღმსრულებლებად ანუ, რაც ზედმიწევნით იგივეა, მაცხოვრის ხელახლა ჯვარმცმელებად.

რა ადგილს განიკუთვნებენ ცოდვილთა იერარქიაში მაცხოვრის ხელმეორედ ჯვარმცმელნი?"
-  კითხულობს ე. ჭელიძე და განგვიმარტავს: "ყველაზე უფრო ქვენას, ყველაზე უფრო ქვესკნელისეულს, ყველაზე უფრო წარწყმედადს" (იქვე. გვ. 122- 123).

ამრიგად, რუსეთის წმიდა მამები, რუსეთის წმიდა მართლმადიდებლური ეკლესიის კრებები, ე. ჭელიძის შეფასებით, უკიდურეს მკრეხელობასა და მგმობელობაში შთავარდნილან იმდროინდელ ბერძნულ ეკლესიასთან ერთად, რადგან, როგორც თვით რუსული ოფიციალური ეკლესიის წევრი სასულიერო პირები, ლიტურგისტები, კანონისტები და ისტორიკოსები გვარწმუნებენ, რუსებმა წყალდასხმით "მონათლულ" ლათინთა გადანათვლა სწორედ ბერძნებისგან გადაიღეს.

მაშ, რა უნდა უწოდოს პროფ. ე. ჭელიძემ რუს წმიდა მამებს? -  "აღბორგებულნი" და "ურწმუნონი", "ამპარტავნებით დაბრმავებული ეპილეპტიკოსები", "ავად მოხარულნი, ვნება-ჟინით მოლიზღარნი...", "ლეყეცნი",  "მზაკვრულად ბოროტადმთხზველნი", "ლირბნი", "ცრუნი", "ფარისეველნი", "თავხედურად გამომწვევნი", "ბაგე-მტყუვარნი", "მბორგავნი", "ბოროტმზრახველნი", "გაუკუღმართებულნი", "თავგასულნი", "სიბილწის მოძღვარნი" და მრავალი სხვა.

მაშ, თუ წყალდასხმით "მონათლულ" ლათინთა გადანათვლაში (უფრო სწორად - თავიდან სრულ, შთაფლვით ნათლობაში) რუსები ბერძნებს ბაძავდნენ (და სრულიად სამართლიანადაც), ხოლო ჩვენ, ძველმართლმადიდებელი ქრისტეანები ვბაძავთ ძველ ბერძენ და რუს მამებს იგივე ქმედებაში, რის გამოც ე. ჭელიძე ესოდენ შეურაცხმყოფელი ეპითეტებით გვამკობს, ცხადი და ლოგიკურია, რომ ისინი, ვისაც ჩვენ ვბაძავთ და ვის საეკლესიო პრაქტიკასაც ჩვენ მივსდევთ, იმავე ეპითეტებს იმსახურებენ.

წყალდასხმით "მონათლულთა" გადანათვლის შემთხვევაში ჩვენი ქმედება "დაბრმავებულ ეპილეპტიკოსთა" ქმედებად და "მეორედნათლობის სიბილწედ" თუ შეიძლება შერაცხოს ე. ჭელიძემ, მაშინ ასეთებად უნდა შერაცხოს მან ძველი ბერძენი და რუსი მამების იგივე ქმედება, მათი საეკლესიო პრაქტიკაც და ასეთ შემთხვევაში ე. ჭელიძე, უბრალოდ, ძველმართლმადიდებელთა წინააღმდეგ ამხედრებულ, პროლათინურად განწყობილ მწვალებლად კი არ წარმოჩინდება, არამედ მთელი ძველი მართლმადიდებლური ეკლესიის მტრად, რომლის ერთგულ შვილადაც მოაქვს თავი ფარისევლობით.

მაშ, ვინ აღმოჩნდებიან აღმოსავლელი პატრიარქები, კონსტანტინოპოლის, იერუსალემის, ალექსანდრიის და სხვა მართლმადიდებელი ადგილობრივი ეკლესიების სინოდის წევრები, რომლებიც კატეგორიულად უარყოფენ დასხმით ნათლობას და ამგვარად მონათლულთა თავიდან ნათლობას ითხოვენ?
"თავხედები" და "გადამშთაფლველები", "მაცხოვრის ხელმეორედ ჯვარმცმელები"..., ასეთია ე. ჭელიძის ულმობელი "ლოგიკა".  

მეტიც, "გადაშთაფლვითი უღვთოების ძირითურთ აღმოსაფხვრელად" მედგრად მებრძოლი ე. ჭელიძე ძველმართლმადიდებლებს, "სიბილწის მოძღვრებადაც" მოიხსენიებს და მათ დამოკიდებულებას დასხმითი "ნათლობისადმი" ერთგან "ბოროტების ხუროთმოძღვრისგან (ანუ ეშმაკისგან - არქიეპ. პ.) გადაშთაფლულთა უგუნური პირით ნაასპიტევს" უწოდებს. მაგრამ უმალ ამდაგვარად არ შერაცხავს ის ზემოთ ხსენებულ ღვთისმეტყველებსა და წმიდა მამებს? 16-ე საუკუნიდან მოყოლებული, ვიდრე 20-ე საუკუნემდე ყველა მართლმადიდებელ ქრისტეანს, ვინც კი სამართლიანად აღსდგომია წინ ლათინურ-მწვალებლურ დასხმით "ნათლობას", ე. ჭელიძე "გადაშთაფლვითი უღვთოების" მოქმედს და "სიბილწის მოძღვარს" უწოდებს. და ასეთ უმძიმეს ცოდვაშია არა მარტო პროფ. ე. ჭელიძე, არამედ მისი ამ მკრეხელური და ანტიმართლმადიდებლური შეხედულების ყველა მოზიარე, ყველა მისი თაყვანისმცემელი და მიმდევარი.

ჩვენი წერილის შესავალში ნათლად ვიხილეთ მ. ჩახავას განადგურების ჟინით აღტყინებული ე. ჭელიძე, რომელიც მას სრულიად უსაფუძვლოდ მეტემფსიქოზის, ანუ რეინკარნაციის ქადაგებას სწამებს, თავისი უგუნურებით (სხვა სახელს ამ ქმედებას ვერ ვუწოდებ) როგორ გადასწვდა ბიბლიურ წმინდანებსა და თვით ჩვენს მაცხოვარ იესუ ქრისტეს.

შემდეგ ვნახეთ, ჩვენდამი, ანუ ახლანდელი ძველმართლმადიდებლებისადმი არნახული სიძულვილით აღტყინებული "მეცნიერი" დასხმითი "ნათლობის" გამო როგორ გვამუნათებს და შედეგად, როგორ გადასწვდა მისი მბორგავი ენა მისივე ეკლესიის თანამედროვე იერარქებს, ავტორიტეტულ ღვთისმეტყველებსა და ახალმოწამეებს.

ამის შემდეგ ისიც წარმოვაჩინეთ, როგორ მისწვდა ე. ჭელიძის მსახვრალი კალამი თვით ძველი ეკლესიის წმინდანებსაც და ბოღმითა და სიძულვილით დაბრმავებულმა ამ "მეცნიერმა" როგორ არ დაინდო, როგორც ჩვენთვის (ანუ ძველმოწესეთა და ახალმოწესეთათვის) საერთო, ასევე მისი ეკლესიის მიერ წმინდანებად შერაცხილი მამებიც კი და ჩვენთვის გამეტებული სალანძღავი ტერმინოლოგიით საკუთარი ეკლესიის პატივდებული მოღვაწეები და წმინდანებიც შეურაცხყო, რომელთა შორისაც არიან ე. წ. "კოლივადელი" მამები, თვით ე. ჭელიძისთვის თაყვანსაცემი და მისსავე წიგნში ("სული ცხოველი") წმინდანად მოხსენიებული ნიკოდიმე მთაწმინდელი.

აი, სადამდე მიჰყავს ეშმაკს გაამპარტავნებული, საკუთარი ცოდნით გაყოყოჩებული და გონებადაბნედილი ადამიანი. ის უკვე ელემენტარულ ჭეშმარიტებებსაც კი ვერ ამჩნევს და მზაკვარი დემონი, რომელსაც მისი სული სრულიად შეუპყრია, ყველასთვის ძვირფას სიწმიდეებს აბილწვინებს.

ე. ჭელიძის სულიერი მდგომარეობის შეფასების შესაძლებლობა ჩვენ კიდევ მოგვეცემა, ამიტომაც, მოდი, განვაგრძოთ ჩვენი ძიებანი და ვნახოთ, რას ასწავლიდნენ კიდევ უფრო ძველი მამები დასხმით და შთაფლვით ნათლობებზე.

ვილაპარაკეთ რა ნიკონ პატრიარქის რეფორმამდელი (ანუ X-XVII სს.) რუსეთის დამოკიდებულებაზე დასხმით "ნათლობასთან", აუცილებელია აღვნიშნოთ, რომ ამ პერიოდში რუსეთი მთელი ძალით ებრძოდა დასხმით ნათლობას, რომლის დამკვიდრებას მის წიაღშიაც ცდილობდნენ. თავისუფლად შესაძლებელია, ჩვენმა ოპონენტებმა დაგვისახელონ თვით რუსეთში გამოცემული კურთხევანები, რომლებშიც ყრმათა ნათლობის წესში დასხმითი ფორმა შეუტანიათ და თქვან, რომ რუსეთი როდი უარყოფდა დასხმით ნათლობებს. რადგან ასეთი შეპასუხება მოსალოდნელია, მცირედით ამ საკითხზეც უნდა შევჩერდეთ.

იმთავითვე უნდა განვაცხადოთ - მართლმადიდებლური რუსეთი ყოველთვის შთაფლვითი ნათლობის მომხრე იყო და დასხმითი ნათლობა აქ ყოველთვის განიხილებოდა, როგორც გადახრა მართლმადიდებლური წესიდან. მეტიც, ამგვარი შემთხვევების აღმოფხვრას რუსი წმიდა მამები ცალკეული ეპისტოლეებითა და კრებითი დადგენილებებითაც ყოველმხრივ ცდილობდნენ.

ასე მაგალითად, მოსკოვის 1620 წლის კრებამ ნათლისღების საიდუმლოსთან არსებული დარღვევები არა მარტო პრაქტიკულად, არამედ საეკლესიო-საღვთისმსახურებო წყაროების დონეზეც გაასწორა და ყველა იმ კურთხევანში (მაგალითად, 1602 და 1616 წლების კურთხევანებში), სადაც სხვადასხვა მიზეზით (არ არის გამორიცხული თვითნებობა, უმეცრება (იხ. ქვემოთ) ან ფარულ მწვალებელთა მზაკვარება) ყრმათა დასხმითი ნათლობის განკარგულებანი შეპარულა, ამგვარი განწესებანი ამოიღო და ნათლისღების აღსრულების წესში სრული შთაფლვა დაამკვიდრა (საგულისხმოა აღინიშნოს, რომ ხსენებულ კურთხევანებში ყრმების ნათლობა განწესებული იყო შემდეგი სახით. მოსანათლავ ყრმას წყალში ჩასვამდნენ ყელამდე, ეჭირათ ის მარცხენა ხელით, ხოლო მარჯვენა ხელით თავზე წყალს ასხამდნენ. ხოლო 1602 და 1616 წლის კურთხევანებში ასე მხოლოდ ავადმყოფ ბავშვებს ნათლავდნენ.

მაგრამ მოსკოვის 1620 წლის კრების შემდეგ ყველა კურთხევანში ყრმათა ნათლობა განწესდა მხოლოდ შთაფლვით, ხოლო ზემოთ დამოწმებული ფრაზები ამოიღეს. ლიტვიდან გადმოსულ და დასხმითად მონათლულ "ბელორუსებს" კი, როგორც ეს ზემოთ ვნახეთ, თავიდან შთაფლვით ნათლავდნენ. საინტერესოა აღინიშნოს, რომ 1630 წელს მოსკოვში თავიდან მონათლეს უნიატი არქიეპისკოპოსი აფინოგენ კრიჟანოვსკი, რომელსაც შემდეგ თავიდან ხელიც დაასხეს და ნიკოლო-უგრეშსკის მონასტრის მნედაც დანიშნეს, თუმცა, როგორც შემდეგ აღმოჩნდა მისი წარსული იმდენად ბნელი და ბილწი ყოფილა, რომ ძალიან მალე სამოქალაქო სასამართლოს გადასცეს (Карташев А. В. Очерки по истории Русской Церкви. Том 2 Церковные злобы дня при патр. Филарете).

რაც შეეხება ბერძნულ ეკლესიას, მოცემულ შემთხვევაში, როგორც პროფ. ა. ალმაზოვი აღნიშნავს, "გვაქვს საკმაოდ მკაფიო მაგალითები, რომლებიც გადმოცემულია ამ ეკლესიის ძველ და გვიანდელ წეს-განგებებში; ჩვენ ხელთა გვაქვს VII-XI საუკუნეებისა და XIII-XIX საუკუნეების ნათლისღების ბერძნული წეს-განგებები. ლაპარაკიც კი არ უნდა იმას, რომ ყველა მათგანში ნათლისღების ჭეშმარიტ ფორმად ყოველთვის განიმარტება სამგზისი შთაფლვა" ("Под нашими руками находятся греческие крещальные чины с
ѴII-XI века и с ХIII-XIX; нечего и говорить, что во всех них, как истинная форма крещения, всегда трактуется троекратное погружение") და იქვე სქოლიოში მოჰყავს რამდენიმე მათგანი. კერძოდ: Ευχολ, ркп. Румянц. муз. Сев. собр. № 917, л. 50- 51; № 173. л. 17 об, -  18; № 172, л 216 об.-2І7.; Ευχολ. Ркп. Синод. библ. № 200, л. 95 об.; № 313 л. 12-19; Τακτικον Иоанна Каитакузена. ркп. М. Синюд. библ, № 279,. л, 229-230. А. Алмазов. История чинопоследований крещения и миропомазания. Казань 1884. Стр. 299).

ცხადია, მტკიცებაც კი არ უნდა იმ უეჭველ ფაქტს, რომ მითითებული საუკუნეების ამ ევქოლოგიონებში სიტყვითაც კი არ არის ნახსენები და განმარტებული ნათლობის სხურებით-პკურებითი წესი, რაც უცილობლივ იქნებოდა აღნიშნული არა მარტო ხსენებული მეცნიერის, არამედ ე. ჭელიძესავით სხურება-პკურებას გამოკიდებულ კრიტიკოსთა მიერაც. მაგრამ, ფაქტია, - ძველბერძნული მართლმადიდებლობა დუმს ნათლისღების პკურებითი თუ სხურებითი სახის კანონიკურობაზე და მხოლოდ სამგზისი შთაფვლის პრაქტიკას ამკვიდრებს.

ბუნებრივია, რომ "ნათლისღების იგივე ფორმა, - წერს პროფ. ა. ალმაზოვი, - ანუ სამგზისი შთაფლვა, რუსეთის ეკლესიაში, როგორც ბერძნებისგან ბოძებული პრაქტიკა, თავიდანვე, მისი დაარსების დღიდანვე იყო დამკვიდრებული. მართალია, ჩვენ არ გვაქვს რუსეთის ეკლესიის ძველი პერიოდის ნათლისღების წეს-განგებები, უკიდურეს შემთხვევაში XIV საუკუნემდე მაინც, საიდანაც შევძლებდით ამ ფაქტის პირდაპირი მოწმობების ამოწერას, მაგრამ ეს პირდაპირ დასტურდება XIV საუკუნემდე პერიოდის გარეშეთა მოწმობებით.

უპირველეს ყოვლისა, აქ უნდა მივუთითოთ რუსი კიეველების ნათლისღება. როგორც ცნობილია ის აღესრულა დნეპრში და თანაც სამგზისი შთაფლვით, სხვაგვარად, ის შეიძლებოდა აღსრულებულიყო სხვა ადგილზეც. ღირსი თეოდოსი დიდი თავად იზიასლავისადმი მიწერილ ეპისტოლეში "ვარიაგების რწმენის შესახებ" (О вере варяжской), საყვედურობს რა ლათინებს წერს, რომ ისინი ნათლავენ "ერთგზის შთაფლვით", იქვე ამატებს "ჩვენ კი სამგზის" (Макарий. Истор. русск. церкв. прилож. ко II тому, стр. 337).

იმავე აზრს ვხვდებით თხზულებაში "Состязание митрополита Георгия с Латиною" ("მიტროპოლიტ გიორგის დავა ლათინებთან") და მიტროპოლიტ ნიკიფორეს ეპისტოლეში ვლადიმირ მონომახისადმი, იაროსლავისადმი, მურომის თავადისადმი და იმავე მიტროპოლიტის ეპისტოლეში უცნობი თავადისადმი (ibid. стр. 350, 354
360).

XIII საუკუნეში ვლადიმირის 1274 წლის კრების მამებმა გადმოსცეს ნათლისღების მთელი წეს- განგება, სადაც მოსანათლავის ზეთისცხებაზე მსჯელობის შემდეგ ამბობენ: "შემდეგ დე მოინათლოს, და შთაფლან სამგზისი შთაფლვით" (Pycc. историч. библ. Том VI, Спб. 1880 г. стр. 93).

XIV საუკუნიდან მოყოლებული ნათლისღების მთელი რიგი წეს-განგებები პირდაპირ გვიდასტურებს ამ ფაქტს. ყველა მათგანში ნათლისღების სწორ ფორმად ყოველთვის აღიარებულია მხოლოდ სამგზის შთაფლვა" ("Начиная с X-IV века прямыя данныя в подтверждение этого же факта нам представляют цлый ряд крещальныхъ чинопоследований. Во всехъ них правильною формою крещения всегда признается именно погружение н погружение троекратное") (А. Алмазов. История чинопоследований крещения и миропомазания. Казань 1884. Стр. 301). თავისი სიტყვების დასტურად პროფ. ა. ალმაზოვს იქვე მოჰყავს ძველსლავური წყაროები. კერძოდ: Требн. ркп. Соф. библ. № 1061, л. 178; 1063, л. 45 об. № 1066, л. 210, № 1085, л. 46; Служ. ркп. Соф. библ. № 526 л. 107; 837, л. 132 об.; № 839. л. 77; № 1064, л. 67 (Стран. 1889 г. Апр., сгр. 561). Служ. Ркп. М: Синол. Библ. № 347; № 373; № 374 № 375 (Опис. III, 1,32,. 158, 164, 201); Требн. ркп. Сол. библ. № 1112, л. 126 и об. № 1098, л. 90 об. 91; № 1091, л. 143 об, № 1107, л. 61; № 1085, л. 180, № 1086 л. 239; об.-140; № 1099, л. 33 об. № 1090 л. 215; № 1092, л. 13. И т. д. и т. п. (პროფ. ა. ალმაზოვი. იქვე).

გარდა ამისა, როგორც პროფესორი ალმაზოვი წერს, "არცთუ იშვიათად იმავეს ვხვდებით რუსული სამართლის კანონიკურ წყაროებშიც. მაგალითად, XIV საუკუნეში მცხოვრები მიტროპოლიტი კვიპრიანე, იღუმენ ათანასეს წერდა: "ნათლობა კი ასე უნდა აღასრულო: წყალი კი არ უნდა დაასხა, როგორც ლათინები იქმან, არამედ შთაჰფალ მდინარეში, ან ამისთვის განწესებულ სუფთა ჭურჭელში" (Акты историч. ч. І, стр, 177; Русск. истор. библ. Том VI, стр. 255) (ციტ. იქვე. გვ. 302).

"XV საუკუნეში მიტროპოლიტი ფოტი კიეველი სამღვდელოებისადმი მიწერილ თავის ეპისტოლეებში, ასევე მღვდელმსახურთა და ბერ-მონაზონთადმი მიწერილ დარიგებებში პირდაპირ ითხოვს, რათა მონათლონ სამგზისი შთაფლვით" (Русск. историч. библ. Ibid. стр. 275. 496. 517. ციტ. იქვე. გვ. 302).

ამ საუკუნის წეს-განგებების მიხედვით, რომლის სახელწოდებაა: "მწვალებლობაში მონათლული, თუ ღმერთისკენ მოექცევა იქნება ეს ხვალისელი
(6)  ებრაელი თუ რომელიმე მწვალებელი" მართლმადიდებლობისკენ მოქცეულმა უნდა თქვას: "ვინც არ ნათელსცეს სამგზისი შთაფლვით სახელითა მამისათა, ძისათა და სულისა წმიდისათა დე წყეულ იყავნ" ("Аще кто в ереси быв, крещен, сый; к Богу обратится, либо хвалисин (6), либо жидовин, либо кый еретик" - обращающийся говорит: "иже не крестит в три погружения, во имя Отца и Сына и Святаго Духа, да будет проклят". Кормч. ркп. Соф. библ. XV в. № 1173, л. 296 об. (Душеполезн. Чт. 1817 г., ко: III, стр. 269. Ср. служ. этого времени ркп. Соф. библ. № 837 л. 132 об. № 839 л. 77. Требн. ркп. Соф. библ. № 1064, л. 67. (см. Iბიდ. ркп. Μ.С.Б. № 373-375 (Опис. III, I. 158, 164, 201).

"XVI საუკუნეში ასმუხლიანმა კრებამ (Стоглавй собор) განსაკუთრებულად განაწესა, ნათლისღება შესრულებულიყო მხოლოდ შთაფლვით და არა სხვაგვარად" (Стоглав. Глав. XVII, стр. 108. "А детей бы крестпли в Церквах по уставу и по преданию Апосгол и святых отец, а не обливали водою, но погружали в три погружения". ქართულად: "ყრმები ეკლესიებში მონათლეთ წეს-განგების, წმიდა მოციქულების და წმიდა მამების გადმოცემების შესაბამისად, წყალი კი არ დაასხათ, არამედ მონათლეთ სამგზისი შთაფლვით") (პროფ. ა. ალმაზოვი. დასახ შრ. გვ. 302).

-------------
6.  Хвалисы
- კასპიისპირეთში მცხოვრები რომელიღაც ხალხის ძველრუსული სახელწოდება. მათ გამო კასპიის ზღვას Хвалынское море-ს (ხვალინსის ზღვა) უწოდებდნენ. არსებობს სხვადასხვა ვერსია ამ ხალხის წარმოამვლობაზე. ტატიშჩევი მათ ქვემობულგარელებად მიიჩნევს. წყარო: ვიკიპედია. ru.wikipedia.org.
-------------

გერბერშტეინი თავის ჩანაწერებში, სხვათა შორის შენიშნავს, რომ "რუსები ნათლობას აღსრულებულად არ მიიჩნევენ, თუ ის სამგზისი შთაფლვით არ შესრულდა" (Starczewski. Histor. Ruthen. Scriptor. Vol. 1 Berol. Et Petropol. I . Gerberst. Comraentar rer. Moscovitt, pag. 26).  

საინტერესოა აღინიშნოს, რომ XVII საუკუნეში შთაფლვითი ნათლობის აღსრულების დადგენილებას ვხვდებით მიტროპოლიტ პეტრე მოგილას (1596-1647) მიერ შედგენილ "კურთხევანში" და მის წიგნში "მართლმადიდებლური აღსარება" (Православное исповедание). 1667 წლის მოსკოვის კრებამ დააწესა: "ნათლისღების მთელი მსახურება უნდა აღასრულოს მღვდელმა და არა სხვა ვინმემ" და ამავე დროს დააწესა, რომ ნათლობა აღსრულებულიყო მამის, ძის და სულიწმიდის სახელით, სამგზისი შთაფლვით, და არა დასხმით" (Дополн. к акт. историч. Том
Ѵ. 102, стр. 769) (პროფ. ა. ალმაზოვი. იქვე. გვ. 303). მოგვიანებით იგივე დაადასტურა პატრიარქმა ადრიანემაც (Гановский. Оглавл. закон. Греко-Росс. Ц. Ч. I , стр. 8-9).



18. წმ. კალისტე კონსტანტინოპოლელი დასხმითი ნათლობის წინააღმდეგ

საგულისხმოა, რომ დასხმით ნათლობას ეწინააღმდეგება XIV საუკუნის წმინდანი, წმ. გრიგოლ პალამას მეგობარი და თანამებრძოლი, კონსტანტინოპოლის პატრიარქი კალისტე. აი რას წერს ის ბულგარელ ქრისტეანებს იქ მომხდარ შემთხვევებთან დაკავშირებით: "რაც შეეხება იმას, რომ ბულგარელი მღვდლები ერთჯერადი შთაფლვით, ან უწესოდ, წყლის მიპკურებით ნათლავენ,
საკმაოდ სულელური და უკეთურებით აღსავსე საქმეა. წმიდა და ქებულ მოციქულთა დადგენილებები განაწესებენ რათა, მაცხოვრის გადმოცემით, ერთგზის შთაფლულნი, როგორც უნათლავნი თავიდან მოინათლონ. ხოლო, რაკიღა ყოველი, ვინც არ მოინათლება წყლითა და სულით, მაცხოვრის სიტყვისამებრ, ვერ შევა ცათა სასუფეველში, ცხადი უნდა იყოს, რომ, ვინც არ მოინათლება წყალში სამგზის შთაფლვით ცათა სასუფევლის გარეთ აღმოჩნდება.

წმიდა ნათლისღებაში სამი შთაფლვა უბრალოდ და უაზროდ როდი აღესრულება, არამედ ზეციურ და საღმრთო საიდუმლოზე მიანიშნებს. რადგან ჩვენმა მაცხოვარმა თავის წმიდა მოწაფეებს ამცნო, ყველანი სახელითა მამისათა და ძისათა და წმიდისა სულისათა, ანუ სამიპოსტასოვანი, ღვთაებრივი და სახიერი სამების სახელით მოენათლათ, ჩვენც საღმრთო საიდუმლოთა უდიდესი განმმარტებლის, დიონისე არეოპაგელის სწავლებით, ნათლისღების საიდუმლოში, სამი შთაფლვით, როდესაც მოსანათლავის წყალში შთაფლვისას სათითაოდ წარმოვთქვამთ მის იპოსტასთა წმიდა სახელებს და შემდეგ აღმოვიყვანთ, ღვთაების სამ იპოსტასს განვადიდებთ.

ამასთანავე, რადგან წმიდა ნათლისღება გამოხატავს სიკვდილს მაცხოვრისა (მოციქულის სიტყვისამებრ: "რაოდენთა ქრისტეს მიმართ ნათელ-იღეთ... მასთან ერთადვე დაიმარხეთ სიკვდილში ნათლისღებით" (რომ. 6:4; გალატ. 3:27), ხოლო მაცხოვარი სამი დღე იყო დაფლული სიკვდილის შემდეგ, ჩვენც ამ მდგომარეობის აღსანიშნად სამგზისი შთაფლვით ვინათლებით და სამი დღე უფლის საფლავში დებისა და შემდგომი აღდგომის სახეს მივანიშნებთ. ამიტომაც, ვინც ასე არ ინათლება, სრულიად არასრულყოფილი და არასრულია (მადლში) და ნათლობის უმაღლესი მინიშნების ხატად არ არის მონათლული (რუს. თარგმ.: "…не крещаемые таким образом суть вовсе несовершенны и неполны (в благодати) и крещаются не по образу высокаго знаменования крещения ").

ასე რომ, თუ ქრისტეს ეკლესიას ნათლისღების სწორედ ასეთი აღსრულება გადმოეცა ის, ვინც წმიდა ნათლისღებას ამ ხატის საწინააღმდეგოდ და
უწესოდ - ერთგზისი შთაფლვით ან წყლის მიპკურებით აღასრულებს, … აშკარად უარყოფს საეკლესიო გადმოცემას და არ ვიცი განკითხვის დღეს ღმერთს რა პასუხს გასცემს ან სარწმუნოების წინააღმდეგ ჩადენილი ამგვარი დანაშაულისთვის საუკუნო სასჯელს როგორ აიცილებს (რუს. თარგმ.: "Итак, если Христовою церковию предано совершать и совершается св. крещение таким именно образом, то тот, кто крещает или крещается вопреки таковому образцу - в одно погружение, или окропляет водою, и кто совершает сие таинство просто, как попало … , как явно отметающий церковное предание, не знаю какой ответ даст Богу в день суда, или как избегнет наказания за столь тяжкия прегрешения против веры").

ამრიგად, ... თუ მრავალთა ცხონებისთვის იღვწით, ეცადეთ შეაგონოთ და დაარიგოთ ყველა იქაური მღვდელმთავარი და ყველა მღვდელმსახური ბულგარეთში, რათა ნათლობის საიდუმლო, მეორედ შობის საღმრთო საბანელი, როგორც აქ მოკლედ გადმოვეცით, ღმრთის ეკლესიის გადმოცემისამებრ, სამგზისი შთაფლვით, ზეთნაცხები წყლით სავსე ჭურჭელში შეასრულონ; ნათელღებულთ წმიდა და ღვთაებრივი მირონი სცხონ და ამგვარად, წმიდა მოციქულთა და საღმრთო განწესებათა თანხმიერად იმოქმედონ; ხოლო ჭურჭელი, რომელსაც ნათლობისთვის იყენებენ, მხოლოდ ამ საქმისთვის გამოიყენონ და არა სხვა რაიმე საჭიროებისთვის, რაც არაღვთისმოშიში ქმედებაა და უსჯულოც" (Увещание константинопольскаго патриарха Каллиста к клиру города Тернова относительно терновскаго патриарха и обряда крещения. // Журнал Труды Киевской духовной академии. 1871. Том I. Киев. В Типографии Губернскаго Управленея, 1871. С. 555-572).

ინტერნეტ წყარო: http://tvorenia.russportal.ru/index.php?id=saeculum.xi_xv.k_16_0001

თქმა არ უნდა, რომ კონსტანტინოპოლის პატრიარქი წმ. კალისტე ერთმნიშვნელოვნად უარყოფს სხურებით ნათლობას და მას "სულელურსა და უკეთურებით აღსავსე საქმეს" უწოდებს. ე. ჭელიძის მსახვრალი ხელი 14-ე საუკუნის ვერც ამ წმიდა მამას ასცდება და მასაც, დასხმით-პკურებითი ნათლობის ყველა უარმყოფელთან ერთად, "გადამშთაფვლელების", "თავხედებისა" და "ლეყეცების" კატეგორიაში განათავსებს.

ამგვარი გაუგონარი მკრეხელობა, რასაც ე. ჭელიძე იჩენს, შეუძლებელია მორწმუნე ადამიანისგან მომდინარეობდეს. შეუძლებელია, მეცნიერი, რომელსაც თბილისის სასულიერო აკადემიაში პატრისტიკის კურსი მიჰყავს, არ იცნობდეს წმიდა მამათა სწავლებას ნათლისღების საიდუმლოს შესახებ და არ იცნობდეს იმ საეკლესიო თუ კერძო დადგენილებებს, რაც წმიდა მამებს დასხმით-პკურებითი "ნათლობის" წინააღმდეგ მიუღიათ.

ამრიგად, ლათინური ნათლობის უარმყოფელნი აღმოჩნდნენ არა მარტო ე. ჭელიძისთვის საძულველი ძველმართლმადიდებლები, რომლებსაც სულ ტყუილ-უბრალოდ ლანძღავს, არამედ ძველი ეკლესიის წმინდანები და თანამედროვეობის ცნობილი ღვთისმეტყველები. ასევე აღმოსავლეთის იერარქები, რომლებიც თავგამოდებით იბრძოდნენ ლათინიზაციის წინააღმდეგ და მათ მამხილებელ  უმნიშვნელოვანეს არგუმენტთა შორის სწორედ მათ პრაქტიკაში დამკვიდრებულ დასხმით-პკურებით "ნათლობაზე" მიუთითებდნენ.

მაშ, აქვს თუ არა ე. ჭელიძეს უფლება, ასეთი სალანძღავი სიტყვებით მოიხსენიოს ძველმართლმადიდებელი ქრისტეანები მხოლოდ იმიტომ, რომ ისინი არ შეიწყნარებენ დასხმით-პკურებით "ნათლისღებას", მისდევენ ქრისტესა და მოციქულების, ასევე ძველი მამების სწავლებებს ნათლისღების საიდუმლოს შესახებ და თავიანთი ეკლესიის წიაღში ლათინურ სიახლეებს არ ამკვიდრებენ? - ცხადია, ამისი უფლება ე. ჭელიძეს არც მორალური თვალსაზრისით აქვს და არც კანონიკურით, რადგან ჩვენ მიერ განხილულ პერიოდში (XV-XX სს.) მართლმადიდებელი მოღვაწეები კატეგორიულად უარყოფენ დასხმით ნათლობას, რაც ამგვარი "ნათლისღების" საეჭვო ხასიათსაც კი გამორიცხავს და მას პირდაპირ აყენებს აშკარად უკანონო ქმედებათა რანგში.

<<<

12

>>>

 
TOP-RATING.UCOZ.COM
Назад к содержимому | Назад к главному меню Яндекс.Метрика