აპოლოგეტიკა - გზა - მართლად სავალი. III - შავი სია 3 - oldorthodox

საქართველოს ძველმართლმადიდებლური ეკლესია
ძიება
Перейти к контенту

Главное меню:

არქიეპისკოპოსი პავლე (ხორავა)

გზა - მართლად სავალი

ნაწილი I

შთაფლვა თუ დასხმა?!


შთაფლვითი ნათლობის კანონიკურობისა და დასხმითი ნათლობის უკანონობის შესახებ

გზა - მართლად სავალი

მკითხველო, წინამდებარე წიგნი, რომლის ინტერნეტ-ვერსიასაც ჩვენს ოფიციალურ საიტზე გთავაზობთ, მართლმადიდებლური სარწმუნოების საძირკვლის გამაგრების, შენთვის ჭეშმარიტი ქრისტეანული გზის ჩვენებას ისახავს მიზნად. აქ თავმოყრილია დიდძალი კვლევითი მასალა, რომელიც ეხება დოგმატიკის, ლიტურგიკის, ეკლესიის ისტორიის და ესქატოლოგიის სფეროებს. წიგნი მდიდარია ფაქტობრივი და დოკუმენტური მასალით და მოიცავს პერიოდს I საუკუნიდან ვიდრე XXI საუკუნემდე. ავტორი გვაძლევს ნათლისღების საიდუმლოს, სხვადასხვა ლიტურგიკული წეს-ჩვეულების, 17-ე საუკუნის საეკლესიო რეფორმისა და მისი შედეგების შემჭიდროებულ, მაგრამ ამავე დროს ღრმა ანალიზს.

წიგნში მხილებულია ძველმართლმადიდებლური ეკლესიის წინააღმდეგ მიმართული ცილისწამებებისა და ბრალდებების უსაფუძვლობა; ავტორის მიზანია, ჭეშმარიტების ერთგულ ყოველ ქრისტეანს მიუთითოს გზა მართლად სავალი. იმის გასარკვევად, რომ ეს გზა სწორედ ძველმართლმადიდებლურ ქრისტეანობასთან მიდის, არა მარტო აქ მოტანილი საეკლესიო წესებისა და სხვადასხვა მოვლენის განმარტება დაგეხმარება, არამედ კრებულში თავმოყრილი სადისკუსიო მასალებიც დიდად წაგადგებგა და ორ მოპაექრე მხარეს შორის მტყუან-მართლის გარჩევაც არ გაგიჭირდება.

წიგნის პირველი ნაწილი ეძღვნება ნათლისღების საიდუმლოს, მისი შესრულების კანონიკურ და არაკანონიკურ ფორმებს; მეორე ნაწილი - 17-ე  საუკუნის რუსეთის საეკლესიო რეფორმას და მის შედეგებს როგორც საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიისთვის, ასევე მსოფლიო მართლმადიდებლობისთვის; მესამე ნაწილი კი მთლიანად ეძღვნება ეკლესიის უძლეველობას.

ჭეშმარიტი ქრისტიანული სიყვარულით უძღვნის ამ წიგნს ძველმართლმადიდებლური ეკლესიის არქიეპისკოპოსი პავლე (ხორავა) წმიდა სარწმუნოების გზაზე შემდგარ ყოველ მართლმადიდებელს.

წიგნი გამოიცა ძველმართლმადიდებელ ქრისტეანთა შემოწირულობით.

ტექტნიკური მიზეზების გამო ინტერნეტში ვაქვეყნებთ წიგნის მნიშვნელოვნად შემოკლებულ ვერსიას.

შინაარსი


თავი III
____________________________________________________________________________________________________________________________

"შავი სია"

გაგრძელება


§§. 16 (ე - თ)

ე) ბერძნული "პიდალიონი" ("მესაჭე"), ნიკოდიმე მთაწმინდელი და "კოლივადები"

დავიწყოთ ბერძნული "პიდალიონით" ("მესაჭე", სლავ.: "Кормчая", ქართ.: "დიდი სჯულისკანონი"), რომელიც კონსტანტინოპოლის ეკლესიის პატრიარქისა და სინოდის განკარგულებით XVIII ს. მიწურულს და XIX ს. დასაწყისს (1793-1800) შეუდგენიათ განსწავლულ ბერებს აღაპისა და ნიკოდიმეს, რომლისთვისაც თან დაურთავთ კომენტარებიც (იხ. წყარო: http://religiocivilis.ru/hristianstvo/christ-p/2599-pidalion-.html).

"იესუ ქრისტეს სიკვდილი ერთადერთი აუცილებელი საშუალება იყო კაცთა მოდგმის საცხოვნებლად - და ეს მართლმადიდებელი სარწმუნოების უცილობელი დოგმატია. - ვკითხულობთ "პიდალიონში". - უამისოდ ადამიანის ღმერთთან შერიგების არავითარი შესაძლებლობა არ არსებობდა. ამიტომაც ამბობს მოციქული: "უკუეთუ, მტერ რაი ვიყვენით, დავეგენით ღმერთსა სიკუდილითა ძისა მისისაითა" (რომ. 5:10). იმისათვის, რათა მუდამჟამ აღესრულებოდეს მოგონება ღვთის ამ გამოუთქმელი მოწყალებისა ადამიანის მიმართ, რათა მარადჟამ აღესრულებოდეს სიკვდილით მონიჭებული ცხოვრება კაცობრიობისა, როგორც უფალმა, - რომელმაც სიკვდილი ხორციელად განიცადა, - ასევე მისმა მოწაფეებმა და ღმერთშემოსილმა მამებმა დაადგინეს, რათა უცვალებლად აღბეჭდილიყო უფლის სიკვდილის ხატი თითოეულ საიდუმლოსა და თითოეულ მღვდელმსახურებაში ეკლესიისა (რუს. თარგმ.: "… ученики Его и все богоносные отцы постановили, да бывает неотменно образ сей смерти в каждом таинстве и в каждом священнодействии церкви"). მაგრამ, ხატი უფლის სიკვდილისა უპირატესად ნათლისღების საიდუმლოში არის გაცხადებული, რომელიც სამგზისი შთაფლვით აღსრულდება ("Но по преимуществу образ Господней смерти действуется в таинстве крещения чрез совершаемыя в нем три погружения"). უპირატესად ამ საიდუმლოშიო ვამბობთ იმიტომ, რომ ყველა დანარჩენი გარე კაცისა წარმოაჩენს მათს შინაარსში ჩადებულ ხატს უფლის სიკვდილისა მაშინ, როდესაც ნათლისღებაში ადამიანი თავის თავზე გამოხატავს მას (ანუ სამდღიან სიკვდილს უფლისა - არქიეპ. პ.); ანუ თვითონ მოსანათლავი კვდება ხატისაებრ უფლის სიკვდილისა და თანადაეფლვის მას (ქრისტეს) წყალში ნათლისღებისა ("то есть сам крещающийся образно умирает и спогребается Христу в водах крещения"). "რომელთა ქრისტეს მიერ ნათელ გვიღებიეს, - ბრძანებს მოციქული, - სიკვდილისა მისისა მიმართ ნათელ გვიღებიეს" (რომ. 6:3).

აქედან გამომდინარე, თუ გვსურს, ჩვენშიაც აისახოს მსგავსება ქრისტეს სამდღიანი სიკვდილისა, აუცილებელია, ის ნათლობის სამგზის დაფლვით აღსრულდეს. შთაფლვის აუცილებლობის შესახებ წერილისა და წმ. მოციქულთა განწესებების თანხმიერად მსჯელობენ წმ. მამები დიონისე, კირილე იერუსალიმელი, ათანასე, გრიგოლ ნოსელი, იოანე ოქროპირი და სხვები" (Пидалион. Греческая кормчая книга, изд. Москва 1838, стр. 248, 249).

შემდეგ "პიდალიონში" ვკითხულობთ: "თვით დასავლელ ღვთისმეტყველთაგან კორდერიუსი უარყოფს თომა აქვინელის მოსაზრებას, რომლის თანახმადაც, თითქოსდა მნიშვნელობა არა აქვს თუ როგორ აღესრულა ნათლისღება -  შთაფლვით თუ სხვაგვარად -  და ამტკიცებს, რომ ნათლისღება უცვალებლად და მხოლოდ შთაფლვით უნდა აღესრულებოდეს, აღმოსავლეთის ეკლესიის განწესებისამებრ. და თვით სახელწოდებანი ემბაზებისა, რომლებშიც ინათლებოდნენ, ანუ განიბანებოდნენ (ცურავდნენ) მოსანათლავნი, გვიჩვენებს შთაფლვის აუცილებლობას. სწორედ ამიტომაც ითხოვდნენ მოციქულნი მოსანათლავის წყალში შესვლას თავიანთ განწესებაში.

შთაფლვა ნიშნავს ქრისტესთან ერთად დამარხვას, ხოლო აღმოსვლა - აღმოშობას, ქრისტესთან ერთად თანააღდგომას. სწორედ ამით იყო განპირობებული კათაკმეველთა დიდი შაბათის ღამეს, საკვირაოდ მონათვლა, რათა მოსანათლავნი (არა მარტო გარეგნული მსგავსებით, არამედ დროითაც) თანადაფლულიყვნენ, თანააღმდგარიყვნენ ქრისტესთან ერთად მარადიული სიცოცხლისთვის, არა მხოლოდ ნათლისღებაში გამოხატული ქმედებით
(ანუ სამგზისი შთაფლვით - არქიეპ. პ.), არამედ თვით დროითაც აღდგომისა. დიდი შაბათის ღამეს მონათვლის ეს წესი დღემდეა შემორჩენილი.

ფრანცისკ პივატის ლექსიკონში ნათქვამია, თუ როგორ აღაშენა წმ. ოფონმა (святый Офон), -  რომელიც, თავის მხრივ, სამგზისი შთაფლვით ნათლავდა მოსანათლავებს -  ეკლესიებში ემბაზები იმის შიშით, რომ ლათინებს არ შეერყვნათ წესი ნათლისღებისა და ყრმათა ნათლობა სრული შთაფლვით ჩატარებულიყო. ერთ-ერთი ამგვარი ემბაზთაგანი ლათინთა პირის დასაყოფად დღემდეა შემორჩენილი ვენეციის წმ. მარკოზის ეკლესიაში.

ევსები (პამფილელი) მოგვითხრობს (7:9) თუ როგორ ითხოვდა მართლმადიდებლური ნათლისღების მხილველი ერეტიკოსი თავიდან გადანათვლას. ცრემლმორეული დამხობილა იგი წმ. დიონისე ალექსანდრიელის წინაშე და მართლმადიდებლური ნათლობა უთხოვია, რამეთუ, მისივე თქმით, მის მიერ მიღებული ნათლობა უფლის გმობით ყოფილა სავსე და ვერ შეედრებოდა მართლმადიდებლურ წესს ნათლისღებისა. აქედან გამომდინარე, ლათინები თავიდან უნდა ივედრებოდნენ ნათლობას და არა პირიქით, თვითონ ელოდნენ მართლმადიდებელთაგან რაიმეს მტკიცებას, რამეთუ სამტკიცებელი აქ არაფერია"
(იქვე).

"ამრიგად, ლათინური
წყალპკურება უცხოა შთაფლვისა და აღმოშობისა, შედეგად, ვერ არის გამომხატველი უფლის სამდღიანი სიკვდილისა და აღდგომისა, ამიტომაც ყოველგვარი მადლმოსილებისა, განწმენდისა და ცოდვათა მიტევებისგან გაუცხოებულია იგი. თუ ლათინები იტყვიან, რომ წყალპკურება იძლევა განწმენდასა და მადლს წმიდა სამების მოწოდებითო, დე უწყოდნენ, რომ ნათლობა ოდენ მოწოდებით კი არ აღესრულება, არამედ უცილობლივ ითხოვს მსგავსებას უფლის სიკვდილისა და აღდგომისა, რამეთუ აცხოვნებს მოსანათლავს არა ოდენ რწმენა წმიდისა სამებისა, არამედ ამასთანავე რწმენა "მესიის სიკვდილისა"; იმავეს ბრძანებს ნეტარი იერონიმეც (342-420), რომ ნათლისღების საიდუმლოს აღსრულების ჟამს სამგზისი შთაფლვა წყალში მოციქულთა დროიდან მომდინარეობს, ზეპირი საეკლესიო გადმოცემით გადმოგვეცა და აღესრულება არა მხოლოდ ყოვლადწმიდა სამი ღვთაებრივი პირის სახელით, არამედ იმიტომაც, რომ უფალი თავისი ადამიანური ბუნებით სამი დღის განმავლობაში იყო მკვდარი".
იქვე: "ასე, რომ, ლათინნი მწვალებლები არიან. როგორც მოუნათლავთ (მათში დამკვიდრებული წყალპკურებითი "ნათლობის" გამო - არქიეპ. პ.), მათ არა აქვთ სულიწმიდის მადლი და შედეგად არც ერთი საიდუმლოც; მათგან მართლმადიდებლურ ეკლესიაში გადმოსულები უნდა გადაინათლონ".

იქვე: "ლათინთა ნათლისღება (წყალპკურება, დასხმითი "ნათლობა" - არქიეპ. პ.) ცრუდ იწოდება და არც სიმკაცრის გამო და არც შეწყნარებით მიღება მისი არ შეიძლება. სიმკაცრის გამო იმიტომ, რომ ისინი მწვალებლები არიან და ამის მტკიცების საჭიროებაც კი არ არსებობს. მარტო ის გარემოებაც, რომ ასეთი სიძულვილი და ზიზღი გვაქვს მათდამი ამდენი საუკუნეა - ცხადყოფს, რომ ვუკადრისობთ მათ და არიანელთა და საბელიანოზთა შესადარ მწვალებლებად მივიჩნევთ.

ლათინები მოუნათლავები არიან იმიტომ, რომ ნათლისღებისას სამჯერ არ შთაფლავენ მოსანათლავს, როგორც ეს თვით მოცქულთა მიერ არის დადგენილი მართლმადიდებლურ ეკლესიაში. მათ  შეცვალეს მოციქულთამიერი ნათლობა და შთაფლვის სანაცვლოდ წყლის თავზე გადასხმით ნათლავენ, ანუ მცირეოდენ წყალს ასხამენ თავზე, რასაც ზოგიერთ ადგილებში დღემდე ასრულებენ. სხვები მოსანათლავ ყრმას რამდენიმე წვეთს ფუნჯით მიაპკურებდნენ შუბლზე, ხოლო სხვაგან, როგორც ეს ჩვენ გადმოგვცეს, წყალში ჩაწობილ ბამბის ქაღალდს მოუსვამენ სახეზე მოსანათლავს... ასე რომ, ლათინური წყალპკურება გაუცხოებულია ყოველგვარი მადლმოსილებისგან და არც განწმენდას იძლევა და არც ცოდვათა მიტევებას"
(Пидалион., стр. 248, 249) (იხ. აგრეთვე: О крещении греческой церкви и митрополита Амвросия. Сост. Преосв. Иннокентий старообр. еписк. Нижегородский и Костромской. Черновцы. 1903 г., стр. 6- 7, 8, 9, 33, 34)).

ვინ არის ნიკოდიმე მთაწმინდელი ამის შემდეგ? რა ეპითეტებით უნდა "შეამკოს" ე. ჭელიძემ მის მიერვე წმინდანად შერაცხილი (იხ. მაგალითად, მისი შრ. გვ. 255) მოღვაწე? არც მეტი არც ნაკლები - "გადაშთაფვლითი უღვთოებისა" და "მეორედნათლობის სიბილწის" მქადაგებლად. "ანაბაპტისტად", "მეორედ მნათვლელად" და "მაცხოვრის ხელმეორედ ჯვარმცმელად", რადგან, როგორც ე. ჭელიძე წერს: "... უაღრესად მკაფიოდ და აზრგამჭვირვალედ არის რჯულდებული, რომ მამის, ძისა და სულიწმიდის სახელით მონათლულის კვლავ მამის, ძის და სულიწმიდისადმი მონათვლა ესაა მეორედ ნათლობა და მაცხოვრის ხელმეორედ ჯვარმცმელობა" (ე. ჭელიძე. "სული ცხოველი". გვ. 119-121). და კვლავაც: "... მამის, ძისა და სულიწმიდისადმი ანუ ყოვლადწმიდა სამებისადმი სამგზისობით (სახელითა მამისაითა და ძისაითა და სულისა წმიდისაითა") მონათლულთა კვლავ მონათვლა უმძიმესი დანაშაულია, რადგან ამგვარნი წარმოგვიდგებიან როგორც მაცხოვრის ხელმეორედ ჯვარმცმელნი" (იქვე. გვ. 122).

ე. ჭელიძე ერთგან ითხოვს, რათა საკითხი განხილულ იქნას I-VII მსოფლიო საეკლესიო კრებათა ისტორიულ ჭრილში და ვაჩვენოთ, რამდენად შეესაბამება ნათლობის დასხმითი ფორმის უარყოფა ძველი ეკლესიის ტრადიციას. ამას ბრწყინვალედ აკეთებენ ე. ჭელიძისთვის ავტორიტეტული და საბერძნეთის ეკლესიის მიერ უკვე წმინდანებად შერაცხილი ათონელი მამები, "კოლივადები". კერძოდ, ნიკოდიმე მთაწმინდელი, ათანასე პაროსელი, კონსტანტინე იკონომოს იკონომიელი, ნეოფიტე და სხვები. სწორედ ამ საკითხს ეძღვნება პროფესორისა და დეკანოზის, გეორგი მეტალინოსის ნაშრომი "აღვიარებ ერთსა ნათლისღებასა" ("I CONFESS ONE BAPTISM…" By Protopresbyter George D. Metallinos, D. Th., Ph. D. Dean of the University of Athens, School of Theology. Interpretation and Application Of Canon VII of the Second Ecumenical Council By the Kollyvades and Constantine Oikonomos (A contribution to the historico-canonical evaluation of the problem of the validity of  Western baptism. Translated by: Priestmonk Seraphim. http://www.oodegr.com/english/biblia/baptisma1/perieh.htm).
.
კოლივადების მოძრაობას (kinema ton kollybadon) დასაბამი მიეცა XVIII ს. მეორე ნახევარში
(5).  მაგრამ დღეისთვის, იმის შემდეგ, რაც კოლივადების მოძრაობის ისეთი ლიდერები, როგორებიც იყვნენ მაკარი კორინთელი (1731-1805), ნიკოდიმოს მთაწმინდელი (1749-1809), ათანასე პაროსელი (1721-1813) და სხვები, წმინდანთა დასში იქნენ ჩარიცხულნი, ეს სახელწოდება უკვე საპატიო ტიტულად და საქებარ სიტყვად გადაიქცა.

_____________

5.
სახელწოდება "კოლივადები", "კოლივისტები" (kollybades, kollybistai) მომდინარეობს სიტყვიდან "კოლიო", "კოლივა" (ta kollyba), რომელსაც მიცვალებულთა მოხსენიების დროს აკურთხებენ). რადგან კოლივადები უარს ამბობდნენ, პანაშვიდები აღესრულებინათ ან მონაწილეობა მიეღოთ მათში კვირა დღეებში და ამის აღსრულებას მხოლოდ შაბათობით ითხოვდნენ, მიეცათ კიდევაც ეს სახელწოდება, როგორც ბოროტი ზედწოდება (დაახლოებით ისე, როგორც 17-ე საუკუნის უკანონო რეფორმის მოწინააღმდეგე მართლმადიდებელთ ძველი საეკლესიო გადმოცემების ერთგულების გამო უწოდეს "სტაროვერები" და "სტაროობრიადცები").
_____________

პროფ. გეორგი მეტალინოსი "კოლივადი" მამებისადმი მიძღვნილ თავის ნაშრომში წერს: "18-ე საუკუნის საბერძნეთში, კერძოდ, ათონის წმიდა მთაზე კოლივადების გამოჩენა მიანიშნებს იმ მზარდ სწრაფვაზე მართლმადიდებლური ტრადიციის ფესვებისკენ, "ფილოკალიის", ანუ სათნოთმოყვარების გამოცდილებისკენ, რომელიც საფუძვლად უდევს მართლმადიდებლური ეკლესიის სულიერებას. მათი ე. წ. "მოძრაობა" დაკავშირებული იყო განახლებასთანაც და ტრადიციასთანაც; ის იყო პროგრესულიც და ამასთანავე წმიდა მამებისეულიც. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ეს იყო ჭეშმარიტად მართლმადიდებლური მოძრაობა. იყენებდნენ რა თავისი დროის მეცნიერულ მეთოდებს, კოლივადებმა, უპირველეს ყოვლისა, აჩვენეს ისიქაზმის მემკვიდრეობა და უწყვეტობა ათონის წმიდა მთაზე და არა მარტო თეორიულად, არამედ პრაქტიკის მხრივაც უერთგულეს წმ. გრიგოლ პალამას ისიქასტურ ღვთისმეტყველებას, ანუ მთელ სპექტრს სამოსაგრეო გამოცდილებისა.



საკუთარი შრომების გავრცელებისა და ძალისხმევის წყალობით, რომელიც გადმოცემის დასაცავად იყო მიმართული, მათ შეძლეს, დაპირისპირებოდნენ ევროპულ "განმანათლებლობას" და, არსებითად, გახდნენ საკუთარი ერისა და მთელი მართლმადიდებლური სამყაროს განმანათლებლები. აი რატომ სცემენ მათ პატივს ტრადიციის მიმდევრები და რატომ სძულთ, ედავებიან და ლანძღავენ ისინი, ვინც ევროპული სქოლასტიკის, ანგლო-ფრანგული "განმანათლებლობის" სულით არიან გამსჭვალულნი, რის შედეგადაც მოსწყდნენ ფილოკალიურ ფესვებს".

"კოლივადები განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებდნენ ღვთისმსახურების საკითხს, რადგანაც დაადგინეს, რომ სწორედ აქ, სულიერ სფეროში, რომელიც ხელს უწყობს მართლმადიდებელ მორწმუნეთა ერთობის შენარჩუნებას, გადახრის პრობლემა უფრო შესაგრძნობია. ისინი მომხრენი იყვნენ ეკლესიის საიდუმლოებებში მონაწილეობისა, რომელსაც თან ახლავს სულიერი ბრძოლა. ისინი გამოდიოდნენ საეკლესიო ტიპიკონის (typicon) (წეს-განგების) ზუსტი შესრულების დასაცავად, სულიერი წონასწორობის მხარდასაჭერად და წმიდა მამათა თხზულებების შესასწავლად, რომელიც წმიდამამებისეულ, ანუ საეკლესიო გონებას აყალიბებს.

აი, რატომ უნდა ვუმადლოდეთ სწორედ კოლივადებს სამოციქულო-წმიდამამებისეული მემკვიდრეობის შენარჩუნებას ეკლესიაში, როგორიცაა: გონებით ლოცვა, ისიქაზმის პრაქტიკა, მოსაგრეობა და პირადი გამოცდილება, რომლებიც მართლმადიდებლობის არსის უცვალებელ შემადგენელ ნაწილებს წარმოადგენენ. ათონელ ისიქასტთა (კოლივადთა) ამ ჯგუფს ჰყავდა თავისი ლიდერები. სამი მათგანი შედის ღვთისმეტყველთა რიცხვში, რომელთა შესახებაც წინამდებარე გამოკვლევაში ვილაპარაკებთ, კერძოდ:

ნეოფიტე კაფსოკალივიტი (Neophytos Kafsokalyvitis)
(1713-1784), 1749 წლიდან ათონის წმიდა მთის სკოლის რექტორი, კოლივადების მოძრაობის ინიციატორი. წმიდა მთიდან განდევნის შემდეგ, უცნობი მიზეზების გამო, შეწყვიტა მონაწილეობა ამ მოძრაობაში. ძირითადად იღვწოდა განათლების სფეროში, დაახლ. 1760 წ. ხიოსში ეპყრა რექტორის პოსტი., 1763 წელს ადრიანოპოლში; ამჟამინდელ ბუქარესტში (რუმინეთი)
1767 წელს, ბრავსკოში - 1770 წელს და ისევ ბუქარესტში - 1773 წელს ვიდრე სიკვდილამდე. დატოვა მთელი რიგი მნიშვნელოვანი შრომები, რომელთა შორისაც რამდენიმე, საეკლესიო სამართლის სფეროს ეხება.

წმიდა მაკარი (Saint Makarios) (1731-1805) - ნოტარასის ბიზანტიური ოჯახის ცნობილი შთამომავალი, დაიბადა კორინთოში, იყო კორინთოს მიტროპოლიტი 1765-1769 წლებში. წარმოადგენდა მოძრაობის "სულისჩამდგმელს"; ის არა მარტო შთააგონებდა წმ. ნიკოდიმეს, ეწერა არამედ ამარაგებდა მას

სამუშაოსთვის საჭირო მასალებით. სიცოცხლის ბოლო წლები გაატარა კუძნულ ხიოსზე, სადაც გარდაიცვალა 1805 წელს და ძალიან მალე წმინდანად იქნა შერაცხილი.

წმიდა ნიკოდიმე მთაწმიდელი (Saint Nikodemos of the Holy Mountain) (1749-1809) ოფიციალურად წმინდანთა დასში შერაცხილია 1955 წლიდან. კოლივადთა ჯგუფის "ღვთისმეტყველი". უდიდესი მოსაგრე-ასკეტი და წმიდა მამათა დონის ნიჭიერი მწერალი. მან სიკვდილის შემდეგ დატოვა უამრავი ნაშრომი, რომლებშიც ახლებურად არის გააზრებული წმიდა მამათა მთელი მემკვიდრეობა. ის, ვინც წმ. ნიკოდიმოსის შრომებს იცნობს, უსიტყვოდ დაადასტურებს, რომ წმ. ნიკოდიმოსი მთელი სისრულით სწავლობდა წმიდა მამათა მემკვიდრეობას. მისი "სწავლა-მოძღვრებითი სახელმძღვანელო" ჩვენთვის სამაგალითო ნაშრომია მართლმადიდებლური სულიერების საკითხებში. ხოლო "სათნოთმოყვრული მღვიძარების" მრავალტომეულმა, რომელიც მან წმ. მაკარისთან თანამშრომლობით შეადგინა - თუმცა ძირითადი ღვაწლი მაინც წმ. ნიკოდიმეს მიუძღვის, - უდიდესი წვლილი შეიტანა მართლმადიდებელი ქვეყნების სულიერ აღორძინებაში. მისი ნაშრომი "დიდი სჯულისკანონი" (პიდალიონი) ჩვენი ეკლესიის კანონთა შორის ყველაზე ავტორიტეტული კრებული და მათზე გაკეთებული კომენტარებია, რომლებიც ხასიათდება მაღალი, ეკლესიური სულიერებით.

ათანასე პარიოსი (პაროსელი) (Athanasios Parios) (1722-1813) ყველაზე აქტიური მებრძოლი კოლივადთა შორის, ამიტომაც სხვაზე მეტად ტანჯული. 1776 წლიდან 1781 წლამდე თავისი პრინციპული პოზიციის გამო სულიერი მემკვიდრეობის საკითხებში, პატივაყრილი იყო სასულიერო წოდებისგან, როგორც "ერეტიკოსი". ის მგზნებარედ გამოდიოდა ევროპული განმანათლებლობის, ვოლტერიანელობისა და ათეიზმის წინააღმდეგ, ამიტომაც, თავისი პროდასავლური ორიენტაციის თანამედროვეთაგან "ბნელეთის მოციქულად" იქნა შერაცხილი. მიუხედავად ამისა, ის იბრძოდა არა ზოგადად განათლების წინააღმდეგ - ამ სფეროში ის თვითონაც მოღვაწეობდა - და არც რომელიმე კონკრეტული მეცნიერების წინააღმდეგ, არამედ "უღმრთო მეცნიერებისა" და ამპარტავნული მიწიერი სიბრძნის სამხილებლად (შეად. იაკობი 3:15). ათანასე იყო ძალზედ ნაყოფიერი ავტორი, მან დაწერა მრავალი ნაშრომი, რომლებიც აღსავსეა წმიდა მამებისეული სიბრძნითა და სულიერებით.
კოლივადებმა უდიდესი ზეგავლენა მოახდინეს არა მარტო თავიანთ, არამედ მომდევნო თაობებზეც. პირველად ეს ზეგავლენა უფრო წმიდა მთის ფარგლებს გარეთ შეიგრძნობოდა, ვიდრე თვით წმიდა მთაზე. მაგრამ დღეს წმიდა მთის ბერები აღიარებენ კოლივადების წვლილს მართლმადიდებლური სულიერების აღორძინებაში და მიჰყვებიან მათ ტრადიციებს.

მიუხედავად იმისა, რომ კოლივადების მოწინააღმდეგეები მნიშვნელოვნად აჭარბებდნენ მათ რიცხობრივი თვალსაზრისით და მუდმივადაც დევნიდნენ, მათ არათუ ვერ შეძლეს ათონელი ისიქასტების შეჩერება, არამედ, ფაქტობრივად, ხელიც კი შეუწყვეს საბერძნეთსა და სხვა მართლმადიდებელ ქვეყნებში მათი იდეების გავრცელებას (ესენია ძირითადად დუნაისპირა ქვეყნები, რუსეთი და სხვა).
სწორედ  კოლივადებს უნდა ვუმადლოდეთ ისიქაზმის აღორძინებას XIX საუკუნეში. ჩვენს დროშიც კი კოლივადი მამები მართლმადიდებლობის ბელადებად და იმ უმთავრეს რგოლად რჩებიან, რომელიც მათ წმიდა მამათა ტრადიციებთან აკავშირებს. XIV საუკუნის ისიქაზმის კვლავ აღმოჩენა უმთავრესად მისი უძირითადესი დამცველის, წმ. გრიგოლ პალამას (+ 1357 წ.) შრომების მეშვეობით, იმ კეთილი მარცვლის აღმოცენებით მოხდა, რომელიც XVIII საუკუნეში კოლივადებმა ჩათესეს" ("I CONFESS ONE BAPTISM…" By Protopresbyter George D. Metallinos, D. Th., Ph. D. Dean of the University of Athens, School of Theology. წყარო: http://www.oodegr.com/english/biblia/baptisma1/perieh.htm).

პროფ. გ. მეტალინოსი თავისი ნაშრომის III თავის შესავალში წერს: "ადრე, ამ გამოკვლევის დასაწყისში ნათქვამი იყო, რომ მეთვრამეტე საუკუნეში, მეორე მსოფლიო კრების 7-ე კანონი ინტერპრეტირებულ იქნა იმ პრობლემის გადაწყვეტის კონტექსტში, რომელიც დასავლეთიდან (ანუ ევროპიდან) ახალმოქცეულთა, განსაკუთრებით კი ლათინთა მიღების საკითხს ეხებოდა, რასაც მართლმადიდებელთა ხანგრძლივი ყოყმანი უსწრებდა ამ პრობლემასთან დაკავშირებით ("It was previously stated at the beginning of this study that in the eighteenth century, Canon VII of the Second Ecume
nical Council was interpreted in the context of a search for a solution to the problem concerning the reception of converts from the West (i.e. Europe), and especially Latins" (See Karmiris, vol. II, pp. 972ff, 979f; Metropolitan Germanos of Ainos, "Περί του κύρους του βαπτίσματος των αιρετικών" ("On the validity of heretical baptism"), Ορθοδοξία ΚΖ" (1952), p. 301ff) (ზონარას სიტყვებით რომ ვთქვათ, მსოფლიო კრების 7-ე კანონი ასწავლის, "როგორ უნდა მივიღოთ მართალ სარწმუნოებაში მწვალებლობიდან მოქცეულნი" - არქიეპ. პ.).

პატრიარქ კირილე V-ს დადგენილება (1755) (ამ დადგენილების მიხედვით მართლმადიდებლობისკენ მოქცეული ლათინნი უნდა გადაინათლონ, რაც ზემოთ უკვე ვნახეთ - არქიეპ. პ.) ყველამ ერთხმად არ მიიღო და ერთადერთ მართებულ გადაწყვეტილებად არ ჩათვალა. საკითხი, რომელსაც ორივე მხარე აყენებდა მდგომარეობდა იმის გარკვევაში შეიძლებოდა თუ არა მეორე მსოფლიო კრების ხსენებული დადგენილების იკონომიური გამოყენება ლათინებთან მიმართებაში. მართლმადიდებელთა შორის განსხვავება იყო თვით ლათინთა კლასიფიკაციაშიც: ერთნი მათ მწვალებლებად მიიჩნევდნენ, სხვები კი მხოლოდ სქიზმატიკოსებად. ცხადია, რომ ისინი, ვინც ლათინებს მწვალებლებად მიიჩნევდნენ 7-ე კანონის გამოყენების დროს პრობლემას წააწყდნენ. ჩვენი მწერლებიც ამ ჯგუფს ეკუთვნიან და მათ დამოკიდებულებას ამ საკითხთან ქვემოთ წარმოვაჩენთ".



ვ) ლათინები არიან "მწვალებლები" და "მოუნათლავები"

გიორგი მეტალინოსი, თავისი ნაშრომის III განყოფილების (C. APPLICATION OF THE CANON) პირველ თავში, რომლის სახელწოდებაა "ლათინები არიან "მწვალებლები" და "მოუნათლავები" (1. Latins are "heretics" and "unbaptized". გ. მეტალინოსის ხს. შრ. http://www.oodegr.com/english/biblia/baptisma1/perieh.htm) წერს, რომ კოლივადი მამები, რომლებიც დიდი განხეთქილების შემდგომი ეკლესიის ისტორიის ღრმა ცოდნას ფლობდნენ, კარგად იყვნენ გარკვეულნი მართლმადიდებელთა შორის უთანხმოებაში და ლათინთა მწვალებლებად თუ სქიზმატიკოსებად მიჩნევის საკითხში სრულ ურთიერთთანხმობაში მყოფნი, უმცირესი ეჭვის გარეშეც კი ლათინებს (უფრო ვრცელი მნიშვნელობით კი ლუთეროკალვინისტებსაც) მწვალებლებს უწოდებდნენ.

ნიკოდიმოს მთაწმინდელი პირდაპირ ამბობს, რომ "ლათინები მწვალებლები არიან და მათაც ისევე არ შევიწყნარებთ, როგორც არიანელებსა და მაკედონიანელებს". გიორგი მეტალინოსის აზრით, თავისი დროის ამ მნიშვნელოვან მწვალებლებზე მითითება წმიდა ნიკოდიმეს დასჭირდა იმისთვის, რათა ეჩვენებინა, რომ ლათინები არიან "საუკუნო ერეტიკოსები", ანუ ისეთნივე, როგორებიც იყვნენ ეკლესიაში მომხდარ განყოფამდე არსებული ცნობილი მწვალებლები. თავისი ამ მტკიცებულების დასტურად წმ. ნიკოდიმე იმოწმებს პატრიარქ დოსითეოსს, ელიას მენიატესს (Elias Meniates), წმიდა მარკოზ ეფესელს და სხვებს.

სხვა კოლივადებიც მწვალებლებად მიიჩნევენ ლათინებს და ამას მრავალი მაგალითებით ამტკიცებენ. სწორედ ამ ეკლესიოლოგიურ და დოგმატურ საფუძველთა გამო, ლათინებს, როგორც ერეტიკოსებს შეუძლებელია გააჩნდეთ ნათლობა, რამეთუ, როგორც ნიკოდიმე ბრძანებს "მათ დაჰკარგეს საიდუმლოს შესრულების მადლი".

მაგრამ ლათინები, იმავე ნიკოდიმე მთაწმინდელის თქმით მოუნათლავები არიან ბუკვალური თვალსაზრისითაც, რადგან "ნათლისღებისას არ იცავენ სამგზის შთაფლვას და არ გააჩნიათ საეკლესიო ნათლობა" ("However, they are also "unbaptized" in the literal sense, according to St. Nikodemos; for "they do not preserve the three immersions", and thus do not have the Church
s baptism". სქოლიოში გიორგი მეტალინოსი შენიშნავს, რომ იგივე პოზიცია ჰქონდა თავისი დროის უგანათლებულეს ღვთისმეტყველს ევსტრატი არგენტისს (XVIII ს.)).

ნეოფიტეს შენიშვნითაც, ""რადგან ისინი (ლათინები - არქიეპ. პ.) ნათლისღებისას არასოდეს შთაფლავენ, მოუნათლავებად რჩებიან" (Neophytos observes that, "since they are nowise immersed, i.e. baptized," they are unbaptized. (E, p. 127)).

ათანასე პაროსელიც იმავეს ამტკიცებს:
("A. Parios reiterates the same") - წერს მეტალინოსი და სქოლიოში ურთავს მის გამონათქვამს "ლათინები უფრო უარეს მდგომარეობაში არიან, ვიდრე ევნომეველნი, რომლებიც თუმც კი ერთჯერადი, მაგრამ მაინც შთაფლვითად ინათლებოდნენ... ამიტომაც, ლათინთაგან გადმოსულები უცილობლივ თავიდან უნდა მოინათლონ" ("The Latins "are altogether unbaptized and worse than the Eunomians. Even if the latter did not in fact baptize with three immersions…yet they did baptize with at least one." M, pp. 263f, 265f).

მეტიც, იკონომოსის
(Oikonomos) განმარტებით, როგორც დაგმობილია ეკლესიის მიერ წმიდა ევქარისტიის საიდუმლოში უმცირესი ცვლილებაც კი, რადგან აუქმებს საიდუმლოს, ნათლობაშიც შეუძლებელია შეწყნარებულ იქნას უმცირესი ცვლილება (O, p. 441 (n. 1)).

თავისი თხზულების ("I CONFESS ONE BAPTISM…") მესამე განყოფილების მეორე თავში (2. Latins are "in need of baptism" "ლათინები უნდა მოინათლონ"), გ. მეტალინოსი აგრძელებს კოლივადი მამების ლათინთა დასხმითი ნათლობისადმი დამოკიდებულების გარჩევას და აღნიშნავს, რომ დასავლელები (ასევე დასხმითი ნათლობის "მართლმადიდებელი" აპოლოგეტები) ამტკიცებდნენ თითქოსდა მათი ნათლობა არაფრით განსხვავდებოდა სამოციქულო ნათლობისგან, რაზეც იკონომოსი პასუხობს, რომ "დასხმა" (affusion обливание) მცირედით თუ განსხვავდება "პკურებისგან" და ნათლობად არასოდეს უნდა ჩაითვალოს ("Oikonomos, however, responds that "affusion" (i.e. pouring), and much less "aspersion" (i.e. sprinkling), cannot ever be considered baptism"). აქედან პირველი არაკანონიკურ ინოვაციად მიაჩნია (O, p. 398.), ხოლო მეორე არაბიბლიურ წესად (O, p. 436), რადგან შეუსაბამოა წმიდა მამების გადმოცემასთან და მოკლებულია მათ მიერ აღწერილი ნამდვილი ნათლობის სწორ და მართებულ ხასიათს (O, p. 430).

როგორც პროფ. გ. მეტალინოსი აღნიშნავს, "რა თქმა უნდა, იკონომოსმაც კარგად უწყოდა და არც გამორიცხავდა ცალკეულ შემთხვევებს (როდესაც მოსანათლავი დასხმითად ინათლებოდა უკიდურესი შეჭირვების ან საღმრთო განგებულების გამო - არქიეპ. პ.). მაგრამ, ჯერ ერთი, ამგვარი შემთხვევები აღესრულებოდა ეკლესიაში (გავიხსენოთ წმ. კვიპრიანეს ნათქვამი, "როდესაც ის ეკლესიაში აღესრულება". უფრო დაწვრილებით იხ. ქვემოთ - არქიეპ. პ.) და არა მწვალებლობაში, სადაც სიცოცხლის ნაცვლად იმკვიდრებენ სიკვდილს და მსგავსი ქმედებები ყოველგვარი უკიდურესი საჭიროების გამო აღესრულება და წესად ქცეულა. ამგვარი პრაქტიკა თვითნებურად არის სანქცირებული (ნებადართული) დასავლეთში"
("These, however, are performed within the Church, in contrast to those who receive the "baptism" of whichever heresy and who thus receive death instead of life. What he has in mind here is what is done "without urgent necessity. What he has in mind here is what is done "without urgent necessity," being a practice arbitrarily sanctioned in the West" (O, pp. 424, 450-451).

"ამ პრაქტიკას (იგულისხმება თვითნებობების "ლეგალიზაცია" - არქიეპ. პ) დასაბამი მიეცა პაპ სტეფანე I-ის  დროს (253-257) ("This practice began with Pope Stephen I" (253-257). O, pp. 448f, 452.), ხოლო დოგმატიზირებულ იქნა ტრენტოს (იგივე ტრიდენტის - არქიეპ. პ) კრების მიერ (1545-1563 წწ.), რომელიც სრულიად შეესატყვისებოდა დასავლეთის სულისკვეთებას ყოველგვარი ინოვაციების ლეგალიზებასა და "კანონიზირებაში". "მაგრამ, - განაგრძობს გ. მეტალინოსი, - ეს სიახლე შეუძლებელია გამართლებულ იქნეს, რადგან ეს არის "ღმრთისსაძულველი პრაქტიკა"" (O, პპ. 424, 485) (გ. მეტალინოსი სქოლიოში შენიშნავს: "ნეოფიტეს თანახმად დასხმითი ნათლობა წყეულია" (According to Neophytos, affusion is "accursed," while aspersion is "defiled." E, p. 147 xviii.), რამეთუ ღმრთით დაწესებულ საიდუმლოთ არღვევს" (O, p. 454) ("being as it is a practice "odious to God," (O, pp. 424, 485) for it destroys the sacraments God-ordered oneness" (O, p. 454).

ნიკოდიმე მთაწმინდელის თქმით, ლათინური ნათლობა "ცრუდ იწოდება"
(P, pp. 55, 56). იკონომოსი თავისი ნაშრომის მრავალ გვერდზე დეტალურად აანალიზებს სიტყვა "ბაპტიზმა"-ს ("ნათლობა") შინაარსს ლიტერატურული, წმიდა მამებისეული და ბიბლიური თვალსაზრისით, რათა აჩვენოს, რომ ამ სიტყვის მეტაფორული გამოყენება შეუძლებელია (Oikonomos, in many pages, analyzes the meaning of "to baptize," from a literary, patristic, and scriptural point of view, in order to show that no metaphorical use of the term is possible (O, pp. 401f, 406ff). კარგად უნდა გაითვალისწინოს და შეიგნოს ეს პროფ. ედიშერ ჭელიძემ. ამას ამბობს არა "ძველმართლმადიდებელი", არამედ მისთვის პატივსაცემი და წმინდანად აღიარებული ნიკოდიმე მთაწმინდელი, საეკლესიო კანონიკისა და მშობლიური, ბერძნული ენის კარგი მცოდნე.

განა საგულისხმო არ უნდა იყოს ნიკოდიმეს ნათქვამი ე. ჭელიძისთვის, რომელიც სარგებლობს რა იმით, რომ საქართველოში მცირედნი არიან ბერძნული ენის კარგად მცოდნენი, ტვინს ურევს გულუბრყვილოთ და ამტკიცებს, ტერმინი "ბაპტიზმა" მარტოოდენ შთაფლვას როდი ნიშნავსო... რომ თურმე "... ტერმინი "შთაფლვა" სულიერი გაგებისაა და ის ერთდროულად გულისხმობს შთაფლვასაც და დასხმასაც ამ სიტყვების პირდაპირი გაგებით და არა მარტო "სხურებას" ეწოდება "შთაფლვა", არამედ "თვით შთაფლვაც სულიერი აზრით, სწორედ "სხურებად" იწოდება" (იხ. ე. ჭ. "ეკლესია - სძალი უფლისა". თბ. 1990 წ. გვ. 158. სქოლიო).

მაგრამ ასე როდი ფიქრობენ მისი ეკლესიის წმინდანები. კოლივადი მამების მტკიცებით, როდესაც ლაპარაკია ნათლობაზე, ტერმინი "ბაპტიზმა" მხოლოდ შთაფლვას ნიშნავს და სხვა არაფერს.

კეთილი, ბატონო, ჩვენ არ ვიცით და არ გვესმის არც ძველი და არც თანამედროვე ბერძნული, მაგრამ ნუთუ საკუთარი ენა არ ესმოდათ ნიკოდიმე მთაწმინდელს, ნეოფიტე კავსოკალივიტს, იკონომოს იკონომიელს, ათანასე პაროსელს, რომლებიც თავისი დროის ძალზე განათლებული და ღრმად განსწავლული ადამიანები იყვნენ და ალბათ, დამეთანხმება მკითხველი, საკუთარი ენის კარგი მცოდნენიც. ვის ვენდოთ - უნებლიე შეცდომებს ჩაჭიდებულ ე. ჭელიძეს, რომელსაც ამგვარი ლაფსუსების თითზე დახვევა ძლიერ უყვარს, თუ ბერძნებს, რომლებიც თვითონ იბრძვიან შთაფლვითი ნათლისღების დასაცავად და კატეგორიულად უარყოფენ დასხმით წესს თვით ტერმინოლოგიური თვალსაზრისითაც კი და იმასაც კი ამბობენ, რომ "შეუძლებელია ამ სიტყვის ("ბაპტიზმის") მეტაფორული გამოყენება?!

მეტიც, როგორც პროფ. გ. მეტალინოსი აღნიშნავს, "მათ საყურადღებოთ, ვინც მაინც ჯიუტად ამტკიცებს, რომ მართლმადიდებლური (შთაფლვითი - არქიეპ. პ.) და ლათინური (დასხმით-პკურებითი - არქიეპ. პ.) ნათლობები იდენტურია, იკონომოსი სვამს ასეთ კითხვას: "თუ ლათინური ნათლობა ჩვენის ეკვივალენტურია, მაშინ რა საჭიროა საერთოდ მათი მირონცხებაც? ლათინები ხომ უკვე მირონცხებულები გადმოდიან ჩვენთან?! მაგრამ თუ ეს მიუღებელია ჩვენთვის (ისევე, როგორც ყველა სხვა მათ მიერ აღსრულებული საიდუმლო), მაშინ მათი პკურებითი ნათლობაც მიუღებელია"
(O, p. 456).

თავის დეტალურ ანალიზში იკონომოსი აჩვენებს განსხვავებას შთაფლვით და დასხმით მონათლულთა შორის:

1. შემოქმედი, "დაფლული იყო საფლავში" და "აღსდგა", რაც გამოიხატება შთაფლვით ნათლობაში. მაგრამ დასხმითი ნათლობის შემთხვევაში, როდესაც "მოსანათლავზე წყალი ისხმება, ის პირდაპირ დგას... არც ქვემოთ ჩადის, და არც აღმოვალს ქვემოდან, როგორც საფლავიდან";

2. შემოქმედი, "თავისი საკუთარი სხეულით გამოხატავს სამდღიან დაფლვას და აღდგომას", რაც გამოიხატება შთაფლვით ნათლობაში; დასხმითად მონათლულზე კი ეს მისტერია საერთოდ არ გამოიხატება და გამოდის "უცნაური და არაბუნებრივი დამარხვა საფლავში".


კოლივადებთან დავაში დასხმითი ნათლობის აპოლოგეტები ამბობდნენ, რომ, როგორც ნაკურთხი პურის უმცირეს ნაწილში მოიაზრება "ქრისტეს მთელი სხეული", ისე "ერთ წვეთ წყალსაც" გააჩნია ნათლისღების მთელი მადლი. ნეოფიტე ამგვარ შეპასუხებას ასე აბათილებს: "ევქარისტიის წმიდა პური, ზიარებამდე, ზიარების დროს და მის შემდეგაც, რომც არავინ ეზიაროს, ქრისტეს ხორცად რჩება; მაშინ როდესაც სანათლავი წყალი ნათლისღებად არ იწოდება არც შთაფლვამდე და არც მის შემდეგ, არამედ მხოლოდ ფაქტობრივი შთაფლვის, ანუ საიდუმლოს უშუალო აღსრულების მომენტში; ამიტომაც, სანათლავი წყალი, სანამ მასში კაცი არ შევა და არ შთაიფლება, არც მანამ და არც მის შემდეგ, ნათლობად არ იწოდება. გარდა ამისა ნათლობაში ჩვენ გვაქვს არა მცირე წყალი, არამედ "წყლით რღვნა" (წმ. დიონისე არეოპაგელის თქმით "სრული დაფლვა") (On Ecclesiastical Hierarchies 2, viii. PG 3:397B).

ე. ჭელიძე, კოლივადებთან მოდავე ლათინურ-უნიატური პარტიის მსგავსად, თავის წიგნში დაბეჯითებით ამტკიცებს, რომ ნათლობაში მთავარია წმ. სამების - მამის, ძის და სულიწმიდის სახელის მოწოდება და ამ დროს მნიშვნელობა არა აქვს, როგორ მოინათლება მოსანათლი - შთაფლვით თუ დასხმით. მაგრამ ამას კატეგორიულად უარყოფს მისთვის სათაყვანებელი წმინდანი ნიკოდიმე მთაწმინდელი: იმ არგუმენტის საპასუხოდ, თითქოსდა ნათლობაში განწმენდის ძალას ანიჭებდეს მარტოდენ წმ. სამების მოწოდება, ნიკოდიმე ამბობს: "თუ ლათინები იტყვიან, რომ წყალპკურება იძლევა განწმენდასა და მადლს წმიდა სამების მოწოდებითო, დე უწყოდნენ, რომ ნათლობა ოდენ მოწოდებით კი არ აღესრულება, არამედ უცილობლივ ითხოვს მსგავსებას უფლის სიკვდილისა და აღდგომისა, რამეთუ აცხოვნებს მოსანათლავს არა ოდენ რწმენა წმიდისა სამებისა, არამედ ამასთანავე რწმენა "მესიის სიკვდილისა""
(St. Nikodemos says that "baptism is not consummated by the invocations of the Trinity alone, but also necessarily requires the image of the Lords death and burial and resurrection." Belief in the Holy Trinity, even when correct, must be supplemented by the "belief in the Messiahs death. P, p. 65).

ამრიგად, წმ. ნიკოდიმოსის თქმით: "... რადგან ლათინებმა ორბუნებოვან ქრისტესთან ერთად არ ჩათესეს კეთილი თესლი ნათლისღების წყლებში,
არც მათი სხეული არ იშვება ღმრთისგან და არც სული; არამედ, უბრალოდ რომ ვთქვათ, ვერ ცხონდებიან, ხმებიან და კვდებიან" (P, პ. 65) ("Thus, according to St. Nikodemos, "since…the Latins are not planted together with Christ the dual-natured Seed in the baptismal water, then neither is their body fashioned by God, nor their soul; and simply speaking, they cannot burgeon salvation, but they wither and perish").

ნეოფიტე ბრძანებს, რომ უფალმა "დააფუძნა შობა წყლითა და სულით. მაგრამ შობა ხომ მუცლადღების წყლებიდან არის შესაძლებელი და შობილია ის, ვინც თავიდან იყო დედის წიაღში" ("Neophytos comments that the Lord "ordained birth by water and spirit. But it is not she who sprinkles who gives birth, but she who is pregnant. Likewise, it is not the sprinkled fetus that is born, but the one that was carried in the womb". E, p. 147 xvi).

ყოველივე ზემოთ ნათქვამიდან გამომდინარე, იკონომოსი დაასკვნის: "ამრიგად, ლათინები, რომლებიც მოკლებულნი არიან შთაფლვას და აღმოშობას ნათლისღების საიდუმლოში, მოუნათლავნი არიან, რადგან ვერ გამოხატავენ უფლის სამ დღიან სიკვდილსა და დამარხვას, ასევე აღდგომას... ამიტომაც არიან ისინი მოკლებულნი მადლს, განწმენდას, და ცოდვათა მიტევებას" ("So, the Latin aspersion, being destitute of the immersions and emersions, is consequently also destitute of the image of the Lords three-day death and burial and resurrection…and destitute of all grace, and sanctification, and remission of sins". O, p. 482f).

კითხვაზე, თუ რატომ არ შეიძლება დასხმითი ნათლობა იყოს "უფლის სიკვდილის მსგავსება" იკონომოსი პასუხობს:

1. ლათინური ინოვაცია "წინასწარგანზრახული" დარღვევაა უფლის ცნებისა და ეკლესიის ტრადიციისა;

2. ის ეწინააღმდეგება მოციქულთა ერთ და კანონიკურ ტრადიციას;


3. ცვლის სიტყვა "ნათლობის" (ბაპტიზმა) ნამდვილ შინაარსს;


4. ეწინააღმდეგება ნათლისღებაში უფლის სიკვდილის, დამარხვისა და აღდგომის მსგავსებას, როგორც განმარტავდა ამას ყველა წმიდა მამა
("1) the Latin innovation is an "intentional" violation of the Lords commandment and the Churchs tradition; 2) it is contrary to the single and canonical Apostolic tradition; 3) it alters the meaning of "to baptize"; and 4) it is contrary "to the Apostolic likeness of the death, and the burial, and the resurrection of Christ, as this likeness was interpreted by all the divine Fathers". O, p. 482 n.).


წიგნში "სული - ცხოველი" ე. ჭელიძე საკმაოდ დიდ ადგილს უთმობს ე. წ. "კლინიკოსთა" ნათლობის განმარტებას და აღნიშნავს, რომ კლინიკოსთა ნათლობაში ნაკლად მიიჩნეოდა არა ნათლობის ფორმა (დასხმა), არამედ თვით კლინიკოსთა რწმენა, რადგან ისინი გადადებდნენ თავიანთ ნათლობას, და მხოლოდ რაიმე სასიკვდილო სნეულების დროს, მოუნათლავად გარდაცვალების შიშით ინათლებოდნენ.

საინტერესოა აღინიშნოს, რომ ე. ჭელიძისთვის მეტად საძულველი ძველმართლმადიდებლების მსგავსად, დასხმითად მონათლული კლინიკოსების თავიდან გადანათვლას ითხოვდა ნეოფიტეც.

გ. მეტალინოსი აღნიშნავს, რომ "ეკლესია ყოველთვის სკეპტიკურად უყურებდა იმ პირებს, რომლებიც ასე მოინათლნენ"
(...the Church always viewed with skepticism those persons who received such a baptism... (Greek Ecclesiastical Law), p. 114 and n. 2) და თუ ისინი გამოჯანმრთელდებოდნენ, მათ უფლება არ ეძლეოდათ, ყოფილიყვნენ ხელდასხმულნი, რადგან მათი ნათლობა არასრულყოფილად მიიჩნეოდა" (...for their baptism was considered imperfect). რა თქმა უნდა, შეიძლება ამგვარ მსჯელობას მივუგოთ, რომ კლინიკოსთა ნათლობა აღსრულდებოდა ეკლესიაში და არა მწვალებლობაში, მაგრამ ყოველ შემთხვევაში, ნეოფიტე ამ არგუმენტს იმით პასუხობს, რომ ნათლობის ეს სახე ეწინააღმდეგება უფლის სიტყვას, რომელსაც "არასოდეს უსწავლებია ჩვენთვის დასხმითი ნათლობა" ("Neophytos response to this argument is that this kind of baptism is contrary to the word of the Lord, who "did not also teach us to baptized by affusion". E, p. 147 xvi).

როგორც ვხედავთ, ნეოფიტე კლინიკოსთა ნათლობას არასრულყოფილად მიიჩნევს არა მარტო მათი რწმენის არასრულყოფილების, არამედ თვით ნათლისღების საიდუმლოს შესრულების არასრულყოფილების გამოც. ნეოფიტე პირდაპირ ამბობს, რომ არასრულყოფილება კლინიკოსთა ნათლობას აქვს არა მარტო რწმენის არასრულყოფილების, არამედ თვით აღსრულებული ნათლობის ფორმის მხრივაც.

ასე რომ, ამჯერადაც ე. ჭელიძეს სულ ტყუილ-უბრალოდ შემოელანძღა ქართველი ძველმართლმადიდებლები. კლინიკოსთა დასხმითად ნათლობის საზოგადო წესად დასახვისა და მის საფუძველზე დასხმითი "ნათლობის" კანონიკურად წარმოჩენის წინააღმდეგი ყოფილა მისი ეკლესიის წმინდანი და თვალსაჩინო მოღვაწე ნეოფიტე კავსოკალივიტი.

"ამგვარადო, - დასძენს ის (ნეოფიტე - არქიეპ. პ.), - მიუხედავად იმისა როგორ იყვნენ ეს ადამიანები (ანუ კლინიკოსები - არქიეპ. პ.) მონათლულნი, დასხმითად თუ პკურებით, გამოჯანმრთელების შემთხვევაში უნდა მოინათლონ" ("Therefore, he adds, no matter how these people had been baptized, i.e. by affusion or by aspersion, if they survived, "they were no less [considered] in need of baptism".
E, pp. 147 xvi, 147 xix.)

სხვათა შორის იკონომოსი გვთავაზობს სხვა, მეტად საინტერესო განმარტებასაც: "როდესაც საწოლს მიჯაჭვული სნეულები ინათლებოდნენ... მათ უბრალოდ, ლათინურ მოდაზე კი არ აპკურებდნენ წყალს, არამედ მთლიანად ასველებდნენ მთელ მათ სხეულს (ლათინურად:
perfundebant)" ("Oikonomos offers a different, and therefore interesting, explanation: "When out of necessity they baptized such bed-ridden persons…they did not merely sprinkle them (in the Latin fashion), nor did they pour the hallowed water over their head, but thoroughly drenched their entire body (in Latin: perfundebant). , p. 414f; Cf. St. Cyprian, Epist. 76, Ad Magnum). "მაგრამ ესეც კი განიხილებოდა როგორც არასრული ბეჭედი" ("but it was considered an imperfect seal". O, p. 414).

"ამგვარად, მისი (ნეოფიტეს - არქიეპ. პ.) თქმით,
კლინიკოსთა ნათლობა არ შეიძლება ლათინური სიცრუის (ანუ დასხმითი ნათლობის - არქიეპ. პ.) სასარგებლოდ იქნეს დამოწმებული. რადგან ამგვარი ნათლობა თუ დაშვებულია აუცილებლობით და ნაწილობრივ, ის არ შეიძლება კანონი იყოს ეკლესიისთვის" (For it was permitted "out of necessity, and partly", and therefore "does not make it a law of the Church". O, p. 416). მაშინ როდესაც, ლათინური სხურება აღსრულდება "შეგნებულად და აუცილებლობის გარეშე" (The Latin aspersion, on the other hand, is done "intentionally and without necessity". O, p. 417).

"გარდა ამისა, და ეს არის ყველაზე მთავარი, - ლათინური ნათლობა კლინიკოსებზე აღსრულებულ წყლის გადავლებასაც კი არ ასრულებს, არამედ აპკურებს და ამას იცავენ
პკურებული მღვდლები, რომლებიც მოუნათლავნი არიან და ხელდაუსხმელნი ("Furthermore and this is most essential the Latin baptism is not a "drenching like clinical baptism, but a sprinkling, and it is administered by sprinkled priests devoid of priesthood and unbaptized". Ibid). მაგრამ თუ ჩვენ შევიწყნარებთ მათ პკურებით ნათლობას, მაშინ ყველა მათი საიდუმლოც უნდა შევიწყნაროთ, რაც შეუძლებელია და ეწინააღმდეგება მოციქულთა 46-ე კანონს" (But if we accept their aspersion, then we also have to accept the rest of their sacraments, which is impossible according to Apostolic Canon XLVI. E, p. 147 ix. Cf. P, p. 89f).

ამგვარად, კოლივადი მამების თქმით, ლათინური ნათლობა (ანუ ნათლობის დასხმით-სხურებითი ფორმა) "პრაქტიკული გადახრაც არის და სარწმუნოებრივიც"
("Thus, our writers conclude that the Latin baptism "deviated both in practice and in faith". E, p. 145). "მისი არც იკონომიით მიღება შეიძლება, ლათინთა მოქცევის შემთხვევაში" ("It cannot be accepted by economia when Latins convert" Р, р. 55). "ლათინთა ნათლობა ცრუდ იწოდება ნათლობად, ამიტომაც აკრიბიის პრინციპების შესაბამისად და აქედანვე გამომდინარე, მისი იკონომიით შეწყნარება შეუძლებელია".

ამ აზრს ეთანხმება იკონომოსიც: "როგორ უნდა მივიღოთ ისინი, ვინც არასოდეს ყოფილა მონათლული?" (О, р. 489). იგივე პოზიცია აქვთ ათანასე პაროსელსაც (М, р. 263) და ევსტრატი არგენტისსაც (იხ.Ware, с. 90)

ამრიგად, "დასხმითი ნათლობა, ევნომეველთა ერთგზისი შთაფლვით ნათლობის მსგავსად, უშედეგო და უსარგებლოა"
("By the same Council, it is rejected together with the "single-immersion" baptism of the Eunomians, i.e. as being "inefficacious and ineffectual". O, pp. 424, 449, 499. Cf. Neophytos, E, pp. 147 xiv, 147 xvii).

აქედან გამომდინარე "ლათინები, რადგან ისინი თავიანთი ამ ინოვაციით უარყოფენ ეკლესიის ტრადიციას, მეშვიდე მსოფლიო კრების თანახმად ექვემდებარებიან ანათემას"
("Moreover, by rejecting the Churchs tradition through this innovation of theirs, the Latins are, according to the Seventh Ecumenical Council (act viii), "anathematized". E, p. 147 xvii).

მართლაც, ლათინთა შეწყნარების ყველაზე დამაბრკოლებელი მომენტია იკონომოსის მიერ დასმული საკითხები:

"თუკი შესაძლებელია ლათინური დასხმის იკონომიით შეწყნარება, მაშინ რატომ თვით ლათინები არ უშვებენ "იკონომიას" საკუთარ თავთან მიმართებაში, არ აღადგენენ იმას, რაც თავიდან წმიდა მამათაგან და მოციქულთაგან იყო გადმოცემული და უარს არ ამბობენ თავიანთ ინოვაციაზე?" ("Truly of the gravest import are the following questions posed by Oikonomos: 1) If there is a demand for the Latin aspersion to be accepted by economia, then why do not the Latins exercise some "economia" themselves, "and again resume what from the beginning was delivered to them from the Fathers and the Apostles, and abandon their innovations?") (O, p. 457. St. ნიკოდიმოსიც მსგავსად წერს. P, p. 304f).

ის, ვინც უერთდება ეკლესიას, საქმით შეიწყნარებს მის ყველა დოგმატს და მართლმადიდებლური სარწმუნოების საიდუმლოებებს, გულწრფელად და ნამდვილად ანათემას გადასცემს მემკვიდრეობით მიღებულ ყველა ცთომილებას, როგორ უნდა იქნეს მიღებული როგორც ნათლობის ფორმის დამრღვევი (რომელიც რწმენის ფუნდამენტს წარმოადგენს)?"
("2. If he who joins the Church in fact accepts all the dogmas and sacraments of the Orthodox faith wholeheartedly and genuinely, and anathematizes all his patrimonial erroneous beliefs, how then does he hold as correct the wrongdoing with regard to baptism (the foundation of the faith)?"  O, p. 491). ათანასე პაროსელი წერს: "რა სინდისით მიიღებს აღმოსავლელი (მართლმადიდებელი) მონათლულად იმას, ვინც სულიწმიდის ავტორიტეტის ძალით შეფასებულია როგორც სრულიად მოუნათლავი?" (Cf. A. Parios, p. 264: "With what conscience does the Eastern (Orthodox])receive as though baptized him who by the authority of the Spirit is judged to be wholly unbaptized?").

"ეკლესია თუ ნამდვილად შეიწყნარებს კანდიდატის წერილობით განცხადებას, რომელშიც ის ანათემას გადასცემს მთელს თავის ცდომილებებს, როგორ შესძლებს მის მიღებას ნათლობასთან დაკავშირებით, რომელიც ერთ-ერთი მისი ცთომილებაა და ანათემას უნდა გადასცეს?" "If indeed the Church accepts the candidates written statement, in which he anathematizes all his patrimonial erroneous beliefs, how then can she herself accept the innovation with regard to his baptism, it being one of the erroneous beliefs he anathematized?" O, p. 455. Cf. A. Parios, M, p. 264).

იკონომოსმა ეს შეკითხვები დასვა ასი და უფრო მეტი წლის წინათ და მისი პასუხი მიიღო ვატიკანის მეორე კრებისგან, სადაც ითქვა: "ნათლობის საიდუმლო შეიძლება შესრულებულ იქნას შთაფლვითაც და დასხმითაც. წყალში შთაფლვითი ნათლობა უფრო გამოხატავს ქრისტეს სიკვდილსა და აღდგომას. ჩვენში ჩამოყალიბებული ტრადიციის მიხედვით, ნათლობის საიდუმლო ჩვეულებრივ განხორციელდება დასხმითი წესითაც!" ("The sacrament of baptism may be performed by immersion or by affusion. Baptism by immersion is the more indicated form, as it signifies the death and the resurrection of Christ. In accordance with our prevailing custom, the sacrament of baptism will generally be performed by affusion" (See Simantirakis, p. 134) (ზუსტად ასეთ პასუხს გვაძლევენ დღეს პროფ. ე. ჭელიძე და მისი თანამოაზრეებიც - არქიეპ. პ.).

ამრიგად, გ. მეტალინოსი წერს: "ზემოთქმულიდან გამომდინარე, ადვილია გავიგოთ, რატომ ამტკიცებენ ჩვენი მწერლები (ანუ კოლივადი მამები - არქიეპ. პ.), რომ ლათინები შეუძლებელია არიანელებს და მაკედონიანელებსაც კი გავუთანაბროთ და მათთვის მეორე მსოფლიო კრების მიერ დაშვებულ იკონომიებს დავუქვემდებაროთ. როგორც ნეოფიტე ბრძანებს, ისინი, "ნათლობაში კი არ შთაფლავენ, არამედ ასხამენ". თუ მათი დასხმა ნათლობაა, მაშინ "აუცილებელია დაწესებულ იქნას ორი ნათლობა ან შეწყნარებულ იქნას მხოლოდ ერთი, ანუ უარყოფილ იქნას სამგზის შთაფლვა"
("If their aspersion counts as baptism, then "it is wholly necessary either to establish two baptisms, or having established the one, to reject that by trine immersion". E, p. 147 vii; cf. p. 131).

ამავე საკითხთან დაკავშირებით იკონომოსიც წერს: "რაც შეეხება ნათლობის სწორ შესრულებას, ანუ სამგზის შთაფლვას, რომელსაც არიოზელები და მაკედონიანელებიც კი მოციქულთა ტრადიციის თანხმიერად ასრულებდნენ, ლათინები ორივე ფეხით მოიკოჭლებენ"
("the Latins…limp…on both legs as regards the correct baptismal rite; in the other words, as regards the three emersions and immersions, which the sons of Arius and Macedonius genuinely performed according to the Apostolic tradition" (O, p. 445).

გარდა ამისა, ათანასე პაროსელის თქმით, ლათინები უარეს მდგომარეობაში იმყოფებიან, ვიდრე ევნომეველნი, რომლებიც ნათლობის საიდუმლოს თუნდაც ერთი შთაფლვით მაინც ასრულებდნენ
("Moreover, according to A. Parios, the Latins are in a worse position than the very Eunomians, who at least preserved one immersion" M, p. 265.).

ამიტომაც, ათანასე პაროსელის თანახმადაც "ლათინთაგან მოქცეულნი აუცილებლად უნდა მოინათლონ"
(M, p. 263. Cf Neophytos, E, pp. 127, 143. P, pp. 589, 605).

"როდესაც მწვალებლები შეიწყნარებენ ჩვენს ტრადიციებს, - წერს ნეოფიტე, - ისინი ხელმეორედ კი არ ინათლებიან, არამედ ინათლებიან"
("When the heretics are administered our rites", says Neophytos, "they are not being rebaptized, but baptized". E, pp. 128, 143).

ნიკოდიმე მთაწმინდელი კი ამბობს: "მათი ნათლობა წარმოაჩენს მათ სახელს"
(`their baptism belies its name~) (P, p. 58). ამიტომაც, კანონები (იგულისხმება მსოფლიო და ადგილობრივი კრებების კანონები - არქიეპ. პ.) ნათლავენ იმათ, ვინც მიიღო სხვაგვარი ნათლობა, რომელიც საეკლესიო კანონებს ეწინააღმდეგება... (`the Canons baptize those who had received a different [baptism] contrary to church law...~ O, p. 426).

სხვათა შორის იკონომოსი სამართლიანად შენიშნავს, რომ "ტერმინს "ხელმეორედ ნათლობა" ერეტიკოსთა თვითნებური ნათლობის მიმართ ხშირად ბოროტად იყენებენ. მათი ნათლობა ცრუა და საერთოდ არ არის ნათლობა ბუკვალური თვალსაზრისით. ამიტომაც, უფრო მართებული იქნება ვთქვათ, რომ მათ "ვნათლავთ". ნათლობა ერთია, რომელსაც ჩვენ ვაღიარებთ, და ის არასოდეს არ შეიძლება განმეორდეს"
(The term "rebaptize" is often misused, observes Oikonomos; "that is, in respect to the heretics" own self-styled baptism, albeit spurious and false and not even baptism in the literal sense". Hence more correct is the term "baptize", "there being but one true baptism which we believe in, and which is never repeated a second time". O, p. 420 n. 1. О, р. 420 н. 1).

უფრო დეტალურად იხილეთ: "I CONFESS ONE BAPTISM…" By Protopresbyter George D. Metallinos, D. Th., Ph. D. Dean of the University of Athens, School of Theology. Interpretation and Application Of Canon VII of the Second Ecumenical Council By the Kollyvades and Constantine Oikonomos (A contribution to the historico-canonical evaluation of the problem of the validity of  Western baptism. Translated by: Priestmonk Seraphim. http://www.oodegr.com/english/biblia/baptisma1/perieh.htm.

ასეთია 18-ე საუკუნის ათონელი ბერების, დღეისთვის ოფიციალურ ბერძნულ ეკლესიაში წმინდანებად შერაცხილ "კოლივად" მამათა განმარტება დასხმით-პკურებით "ნათლობასთან" დაკავშირებით. მათი თქმით, ლათინური, ანუ დასხმითი "ნათლობა" ცრუა და საერთოდ არ არის ნათლობა ბუკვალური თვალსაზრისით.

რას უნდა იმსახურებდნენ ხსენებული ათონელი მამები პროფ. ე. ჭელიძის თვალსაზრისით? რა უნდა განეცადათ ნიკოდიმე მთაწმინდელსა და მის თანამოაზრე ბერებს, ახლა რომ ცოცხალნი ყოფილიყვნენ? - მოვუსმინოთ ე. ჭელიძეს: "ძნელი არ არის წარმოვიდგინოთ ამ სულშებნედილთა (ხაზგასმა ჩვენია -  არქ. პ.) განცდები, როდესაც ისინი, ამგვარ უამპარტავნულეს ხიბლში მყოფნი და საკუთარ თავზე (უმეცრული ცთომილებით თუ მზაკვრულად, სხვათა მოსახიბლად), ესოდენ უმწვერვალესი ტკბობის მქონენი, უეცრივ, წმ. იოანე დამასკელის (და მისი პირით მართლმადიდებელი ეკლესიის) ხსენებული უმკაფიოესი რჯულდების შეტყობისას (ცხადია, ე. ჭელიძე აბსოლუტურად ამახინჯებს წმმ. იოანე დამასკელისა და იოანე ოქროპირის გამონათქვამებს ნათლისღებასთან დაკავშირებით -  არქიეპ. პ.), ზემოთქმულისებრ სრული იმედისგადაწურვით ..., თავიანთ თავს აღმოაჩენენ (აბსოლუტურად ერთმნიშვნელოვნად) მამის, ძისა და სულიწმიდის სახელით აღსრულებული ნათლისღების ხელახლა აღმსრულებლებად ანუ, რაც ზედმიწევნით იგივეა, მაცხოვრის ხელახლა ჯვარმცმელებად" ("სული ცხოველი". გვ. 122-123).

გვიმძიმს ამ სიტყვების განმეორება, მაგრამ ე. ჭელიძის უტიფრობისა და ანტიმართლმადიდებლურობის სამხილებლად უნდა ითქვას: ნიკოდიმე მთაწმინდელი ე. ჭელიძისგან იმსახურებს იმავე ეპითეტებს, რასაც ის დასხმითი "ნათლობის" უარყოფის გამო ძველმართლმადიდებელთ განუკუთვნებს. კერძოდ: ე. ჭელიძემ მის მიერვე წმინდანად და ავტორიტეტად აღიარებული ადამიანი "გადაშთაფვლითი უღვთოების" მქადაგებლად და "სიბილწის მოძღვრად" უნდა შერაცხოს.

ე. ჭელიძის მყარი აზრით, დასხმითი, ანუ ლათინური ნათლობისადმი მისი დადებითი დამოკიდებულებიდან გამომდინარე, 18-ე საუკუნის ათონელი ბერები, "კოლივადები", ე. ჭელიძისთვის საპატივცემო და წმინდანებად შერაცხული ადამიანებიც კი იმავე ეპითეტებით უნდა დახასიათდნენ, რა ეპითეტებსაც უშურველად იმეტებს ის ძველმართლმადიდებელთა მიმართ; ანუ "კოლივადი" მამები: ათანასე პაროსელი, კონსტანტინე იკონომოს იკონომიელი, ნეოფიტე კავსოკალივიტი და რაც მთავარია ნიკოდიმე მთაწმინდელი, ე. ჭელიძის შეფასებით, ყოფილან: "აღბორგებულნი ურწმუნონი", "ამპარტავნებით დაბრმავებული ეპილეპტიკოსები"; "ავად მოხარულნი, ვნება- ჟინით მოლიზღარნი..."; "ლეყეცნი"; "მზაკვრულად ბოროტადმთხზველნი"; "ლირბნი"; "ცრუნი", "ფარისეველნი", "თავხედურად გამომწვევნი", "ბაგე-მტყუვარნი", "მბორგავნი", "ბოროტმზრახველნი", "გაუკუღმართებულნი"), "თავგასულნი", "სიბილწის მოძღვარნი", "უკიდურესად განცოფებულნი".

რატომ უნდა დახასიათდნენ ისინი ამავე ეპითეტებით? - იმიტომ, რომ ყოველი მათგანი ქადაგებს "გადაშთაფლვით უღვთოებას" (ე. ჭ. ხს. შრ. გვ. 348), რომელსაც "გადაშთაფლვის ბილწმოქმედებასაც" უწოდებს (იხ. იქვე. გვ. 319) და "რომელსაცო, - როგორც წერს, - ბორგნეულობით დაგვკიჟინებენ თანამედროვე გადაშთაფლულები" (იქვე. გვ. 319). მათი სწავლება ხომ "ბოროტების ხუროთმოძღვრისგან გადაშთაფლულთა უგუნური პირით ნაასპიტევია", რომლის ძირითურთ აღმოსაფხვრელად ხმალამოწვდილი იბრძვის ე. ჭელიძე თავისი ნაშრომით.

ე. ჭელიძე, რომელიც ვერაფრით იოკებს მძვინვარებას და სიძულვილს ძველმართლმადიდებელთა მიმართ და ეშმაკეულივით ბორგავს მათ ყოველ ხსენებაზე, თავისი წიგნის ("სული - ცხოველი") 303-ე გვერდზე ჩვენს ძველმართლმადიდებლურობას ასეთი სიტყვებითაც უარყოფს: "... გველმესიტყვენი და ლიტონთა სასმენელში მეორედნათლობის მარადწარმწყმედი საცთურის შთამგესლვლელნი თავიანთ თავს "ძველმართლმადიდებლებს" უწოდებენ...".

ზემოთ დამოწმებული წყაროებიდან გამომდინარე, ლოგიკური იქნება ვიკითხოთ, რაღას გვერჩის ბ-ნი ე. ჭელიძე? დასხმით-პკურებითი ნათლობა თუ საეკლესიო და კანონიკური ნათლობაა და მისი უარყოფა დანაშაულია, მაშინ "გველმესიტყვენი და ლიტონთა სასმენელში მეორედნათლობის მარადწარმწყმედი საცთურის შთამგესლვლელნი" მან ზემოთ ნახსენებ და ციტირებულ ყველა იმ თანამედროვე თუ წინა საუკუნეების საკუთარი ეკლესიის ღვთისმეტყველებსა და საეკლესიო პირებს უნდა უწოდოს, რომლებიც დასხმით-პკურებით ნათლობას კატეგორიულად უარყოფდნენ, დასხმითად "მონათლულთა" გადანათვლას ითხოვდნენ და ნათლობის დასხმით-პკურებით ფორმას კნინობითი ეპითეტებიდაც "ამკობდნენ" (უწოდებენ მას "წყეულს", "ბილწს" და ა. შ.).


ზ) ნათლისღების შესახებ ათონელ ისიხასტ ბერთა სწავლების შემაჯამებელი მიმოხილვა

ყოველივე ზემოთქმულის ნათელსაყოფად და ე. ჭელიძის ბორგნეულობის სამხილებლად ურიგო არ იქნება, გავეცნოთ ათონელი ისიქასტი ბერების სწავლების შემაჯამებელ მიმოხილვას, რომელიც გამოქვეყნდა ვოლგოგრადის ოლქის კალაჩევსკის რაიონის წმიდა ნიკოლოზის სამრევლოს (მოსკოვის საპატრიარქოს იურისდიქცია) ოფიციალურ საიტზე სახელწოდებით: "ნათლისღების საიდუმლოს შესახებ" გთავაზობთ ამ სტატიის სრულ თარგმანს. რუსულად ის შეგიძლიათ წაიკითხოთ მითითებულ მისამართზე:  "О таинстве святаго крещения". http://pr-bereg.narod.ru/info/st_005.html.



"წინამდებარე ტექსტი წარმოადგენს წმიდა მამათა სწავლებისა და წმიდა ეკლესიის კანონების მიხედვით შედგენილი იმ ვრცელი მიმოხილვის შემჭიდროებულ გადმოცემას, რომელიც XVIII საუკუნის ცნობილი მთაწმინდელი ისიქასტი და ღვთისმეტყველი ბერების მიერ არის შედგენილი, რომელთაგან ერთ-ერთი, ყველაზე სახელგანთქმული და ეკლესიის მამად  აღიარებული ნიკოდიმე მთაწმინდელია (ამ ბერ-ისიქასტის სულიერი მოძღვარი იყო წმ. მაკარი კორინთელი). ეს მიმოხილვა შედგენილ იქნა ათონის წმ. მთაზე იმისთვის, რათა გამოვლენილიყო კონკრეტულად წმ. მამათა, ხოლო მთლიანობაში ეკლესიის დამოკიდებულება მართლმადიდებლობაში იმ მწვალებელთა მიღების პრაქტიკისადმი, რომელთაც მართლმადიდებლობისკენ მოქცევამდე მიღებული ჰქონდათ წყალგადავლებითი ან წყალპკურებითი ნათლობა, ასევე, დამოკიდებულება თვით ამგვარი ნათლობის ფორმებისადმი. შემდგენლები ხაზს უსვამენ, რომ მოცემულ დამატებაში წმიდა მამათა და ათონელ მამათა სტილი და ენა მაქსიმალურად უახლოვდება ორიგინალს.

ამ თხზულების გამოქვეყნება მეტად დროულად მიგვაჩნია, რადგან სადღეისოდ, მართლმადიდებლობისგან საზოგადო განდგომილების (აპოსტასიის) ფონზე, სხვა დანარჩენთან ერთად, საყოველთაოდ ვრცელდება ნათლისღებასთან, წმიდა ეკლესიის ამ ფუძემდებლურ საიდუმლოსთან, დაკავშირებული უფლის ნაბრძანების, წმიდა მამათა სწავლებისა და ეკლესიის განწესებების უარყოფის პრაქტიკა.  

ღმრთის ერმა უნდა იცოდეს მართლმადიდებლობის ამგვარი გამცემლობის შესახებ. მნიშვნელოვანია ის ფაქტიც, რომ ნათლობის მადლმოსილი წესის უარყოფა ზოგჯერ არასწორად მონათლული კაცის ან დემონური შეპყრობილობის ან კიდევ ჯერაც ახალგაზრდულ ასაკში უმძიმესი ცოდვების ჩადენის მიზეზი ხდება.

"ძმანო, ვკითხოთ საკუთარ თავს: ვინ შეიძლება ცხონდეს ამ სოფლად ჩვენი უფლისა და მაცხოვრის, იესუ ქრისტეს მოსვლით? უფალი პასუხობს: "ვინც იწამებს და ნათელს იღებს, ცხონდება, ვინც არა და, განიკითხება" (მარკ. 16:16). ანუ ის, ვისაც სწამს და მოინათლება წმ. ემბაზის წყლებში სამგზის დაფლვითა და აღმოსვლით მამის, ძის და სულიწმიდის სახელით (მათე 18:19). მართლმადიდებლურ ეკლესიაში, რომელსაც წმ. ნათლისღების საიდუმლო თვით ღმრთისგან ებოძა, წმ. სიმეონ თესალონიკელის გადმოცემით, შემდეგი სახით უნდა აღსრულდეს: "დასდებს რა ხელს თავზე მოსანათლავს, წყალში პირველი შთაფლვის წინ მღვდელი იტყვის: "ინათლება მონა (მხევალი) ღვთისა (სახელი) სახელითა მამისათა (ამინ)", და იმწამსვე ამოსწევს წყლიდან მოსანათლავს. შემდეგ ის შთაფლავს მეორედ და კვლავ იტყვის: "და ძისათა (ამინ)"; და კვლავ (მყისიერ) ამოსწევს მოსანათლავს წყლიდან. შემდეგ კი მესამედ შთაფლავს მას მღვდელი და იტყვის: "და წმიდისა სულისათა (ამინ)". ამგვარად მონათლული ეზიარება ღვთაებრივ ნათელს".

ნებისმიერი მღვდელი, ვინც სასიკვდილო საფრთხის გარდა ამგვარი სახით არ ნათლავს, ანუ სამი სრული შთაფლვითა და აღმოსვლით, ბუნებრივია, არ ასრულებს ნათლობას, არამედ უკეთურად იქცევა და ადამიანს
მოუნათლავად ტოვებს. ამგვარი მღვდლები მოსანათლავად მოსულს პურის ნაცვლად ქვას აძლევენ და თევზის ნაცვლად - გველს, აყენებენ რა მას წმ. ემბაზში, ვარცლში ან აუზში, სადაც -  როგორც დიდი წუხილით შენიშნავს ღირ. ნიკოდიმე მთაწმინდელი - ჩასხმულია წყლის მცირედი რაოდენობა, რომელიც მხოლოდ ფეხებს თუ დაუფარავს მოსანათლ ყრმას ან მოზრდილს და ზემოდან დაასხამს წყლის მცირე რაოდენობას, ან მიასხურებს წყალს, როგორც იქმან ამას პაპისტი მწვალებლები, რომელთაც არ გააჩნიათ ნათლობის საიდუმლო და ამის გამო მოუნათლავნი არიან" (Кормчая книга. Преп. Агапия и Никодима Святогорца. 8 изд. Афины, 1976).

"ამიტომაც, ამგვარად ცრუდ მონათლულები ან ისინი, ვისზეც საიდუმლოს ლოცვები არასრულად და არამკაფიოდ არის აღსრულებული, ან კიდევ ვისზეც არასრულად არის ნაცხები ზეთი, ან არასრულადაა მირონნაცხები, ხშირად ხდებიან ეშმაკით შეპყრობილნი, რომლებიც ხშირად აგდებენ მათ უმძიმეს ხორციელ ცოდვებში. ამას მოწმობს მრავალი წმიდა მამა. წმ. სიმეონ თესალონიკელი განაზოგადებს მათ შეხედულებებს და წერს, რომ "ისინი (არასწორად მონათლულები) იტანჯებიან ამ საცთურთაგან სწორედ იმიტომ, რომ მღვდლებმა, რომლებმაც ისინი მონათლეს, უგულებელყვეს დემონთ განსასხმელი ლოცვები ან ნათლისღების წმიდა საიდუმლოს საღმრთო თანამიმდევრობის სხვა მხარეები.

ნათლობის წმიდა საიდუმლოს თანამიმდევრობის სწორად და წესიერად აღსრულების მნიშვნელობას რომ აღნიშნავენ, წმ. მამები ნათლობის არსს განმარტავენ საღვთისმეტყველო და მისტიკური მნიშვნელობით. ნათლობის საიდუმლო ყოველგვარი ფუჭმეტყველების გარეშე უნდა აღსრულდეს უფლის ბრძანების, წმიდა მამათა კანონებისა და ეკლესიის გადმოცემისამებრ, რადგან ჩვენ ვიმყოფებით უდიდესი ღმრთისა და მაცხოვრის, იესუ ქრისტეს ეკლესიაში და მისგან და მის მიერ განბრძნობილ მამათაგან მივიღეთ ერთი და მხოლოდ ერთი ნათლობა; ასევე ვაღიარებთ, რომ გვწამს, "... ერთი ნათლისღება მოსატევებლად ცოდვათა", უნდა უწყოდეთ - ეს სწორედ ის ნათლობაა, რომელიც აღესრულება ეკლესიაში წყალში სამგზისი შთაფლვითა და აღმოშობით, რადგან თვით სიტყვა "ნათლობა"
(ბერძნ. "ბაპტისმა" - არქიეპ. პ.) სწორედ შთაფლვას ნიშნავს. ამიტომაც, მას, ვისზეც წყალში სამგზისი შთაფლვით არ აღსრულებულა, ეკლესიური ნათლობა არ გააჩნია ამ სიტყვის პირდაპირი და სრული მნიშვნელობით (ნეოფიტე კაფსოკალივიტი)" (О. Неофит Кавсокаливит (1784г), Кормчая книга). მეტიც, წმ. მამათა თქმით, "ნათლობის წესი შეიძლება გახდეს მკრეხელური და უსარგებლო თუ ის არ არის შესრულებული სამი შთაფლვით" (Труды о. Константина Пресвитера, Афины. 1862 г.)

"ნათლობაში მოსანათლავის სამგზის შთაფლვა გვასწავლა და გვიბრძანა თვით უფალმა; ამას მოწმობს მოციქულთა, საეკლესიო კრებათა და წმიდა მამათა განწესებანი. ჩვენ სწორედ ამგვარი ნათლობისა გვწამს და სწორედ მას ვაღიარებთ, როგორც განუმეორებელს. ეკლესია ნათლობის ერთადერთობას და განუმეორებლობას მხოლოდ იმიტომ კი არ აღიარებს, რომ ის არავის ნათლავს ორჯერ, არამედ იმიტომაც, რომ თითოეულ ადამიანს ნათლავს ერთი და იგივე და არა სხვადასხვაგვარი ნათლობით, რომელიც არის განუმეორებელი; ანუ არა ისე, რომ რომელიმე მონათლოს ერთი და სხვა კიდევ მისგან განსხვავებული წესით.

ნათლობის მადლმოსილი ფორმის შეცვლა ეკლესიაში, რაიმე უმძიმესი და მწვავე სასიკვდილო აუცილებლობის გარეშე, არის სამოციქულო გადმოცემის უმძიმესი დარღვევა, საანათემო, საძაგელი და ყოვლად საზიზღარი საქმე. ეს არის სასიკვდილო ცოდვა (დოსითეოს იერუსალიმელი)" (Свят. Досифей Иерусалимский, труды о. Константина Пресвитера, там же).

"ნათლობასთან დაკავშირებული ეს სიახლე არის საძაგელი და საზიზღარი პრაქტიკა, რომელიც იოტისოდენადაც არ ემსახურება განწმენდის საქმეს და ერთმნიშვნელოვნად არის მწვალებლური, რადგან ის არის მწვალებელთა უკეთური გამონაგონი და მამათა მიერ გადმოცემული ფორმის ფალსიფიკაცია. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ეს სიახლე არის მწვალებლობის ნაშიერი" (Протопр. Георгий Металлинос, Св. Гора Афон, 1994).

"ნათლობა შეესაბამება სარწმუნოების დოგმატებს და ამიტომაც, სამგზისი შთაფლვა არის დოგმატი (Св. Василий Великий, О. Неофит Кавсокаливит, Канон 1). ნათლობის სახე უბრალო "საეკლესიო პრაქტიკა" კი არ არის, რომელიც შეიძლება ადგილობრივი ჩვეულებების ან ტრადიციების მიხედვით შეიცვალოს, არამედ განეკუთვნება თვით რწმენის სფეროს. ამიტომაც, სარწმუნოების აღმსარებლობის განსხვავება ნათლობის ფორმისგან დაუშვებელია, რადგან "რწმენა და ნათლობა არის ორი ხატი, რომელიც განუყოფელია ერთურთისგან; ვინაიდან რწმენას ნათლობა სრულყოფს, ნათლობა კი რწმენაზეა დაფუძნებული". სარწმუნოების მართალ აღსარებას კი უნდა ახლდეს "სრული" ნათლობა, რადგან მხოლოდ ასეთი ნათლობაა სარწმუნოების სრულმყოფი.

ის, რომ სამგზისი შთაფლვა აუცილებელია საიდუმლოს შესასრულებლად, სრულ თანხმობაშია მის დოგმატურ არსთან. სამი შთაფლვით ჩვენ ვაღიარებთ ყოვლადწმიდა ღვთაების სამპიროვნების დოგმატს, რომელსაც მოვუწოდებთ ლოცვისას და არა მარტო ამას ვაღიარებთ ნათლობის საიდუმლოში, არამედ ქრისტეს აღდგომის საიდუმლოსაც, რომელიც არის ჩვენი ღმერთი და მაცხოვარი, რამეთუ სამი შთაფლვა და სამი აღმოსვლა წყლიდან სიმბოლურად გამოსახავს მის სიკვდილს, დაფვლას და მესამე დღეს მკვდრეთით აღდგომას. მეტიც, წმიდა მამები გვასწავლიან, რომ ნათლობის თვით ფორმა უბრალო სიმბოლო კი არა, ყველაზე დიდი რეალობაა, რადგან ნათელღებული საკუთარ თავზე განახორციელებს უფლის სიკვდილს. ანუ მოსანათლავი ადამიანი თვითონაც კვდება და თანადაეფლვება ქრისტეს ნათლისღების წყლებში. აქედან კი იბადება კითხვა, მაშ, როგორ შეიძლება ვინმე მოკვდეს და თანადაეფლეს უფალს წყლის გადასხმით ან მისხურებით?

ხოლო, თუ ვინმე წმ. ეკლესიის სწავლების საწინააღმდეგოდ მოისურვებს ნათელღებას პკურებით ან დასხმით და არა ისე, როგორც ჩვენ წმიდა მამათაგან მიგვიღია, სამართლიანი და ჯეროვანი იქნება, ამგვარმა დაწეროს ანდერძი და როგორც თავისი შეშლილი თავნებობისა და უგუნურების ლოგიკური გაგრძელება, მიუთითოს, რომ სიკვდილის შემდეგაც მიწაში სრულად კი არ დამარხონ, როგორც ეს კეთილგონიერ და ღვთისმოშიშ ქრისტეანებშია მიღებული, არამედ, თავისი ფუჭი შეხედულებისამებრ, მიაყარონ რამდენიმე მუჭი მიწა და სადმე მიწის ზედაპირზე მიაგდონ უწმინდური მღრღნელებისა თუ ნადირის საჯიჯგნად და დემონთ დასაცინად, რადგან ნათლობასაც და სიკვდილსაც დამარხვა უწოდა ეკლესიამ. და თუკი ასევითარი არ ისურვებს ამგვარ დაკრძალვას, შეინანოს და თავისი მაცდური და გონების დამაბნელებელი ქადაგება შეწყვიტოს.

ამრიგად, ყოველმა გულისხმაყოს, რომ სამგზისი შთაფლვის გარეშე შეუძლებელია გვქონდეს ქრისტეს სიკვდილისა და სამი დღე მისი საფლავში ყოფნის მსგავსება ნათლისღების საიდუმლოში. და კვლავაც, მართლმადიდებლური ნათლობა, ამავე დროს, აღბეჭდავს მაცხოვრის სულის ჯოჯოხეთში შთასვლას. სწორედ ამის გამო მოსანათლავი ადამიანის სხეულის დამარხვას წყალში, რომელიც მაცხოვრის დამარხვას ემსგავსება, ქრისტესთან თანადაფლვად გარდაქმნის ღმერთი და ჯოჯოხეთში შთასვლის მსგავსებისთვის განაღმრთობს მოსანათლავის სულს.

II მსოფლიო კრების 7-ე კანონი, უსარგებლოდ და მადლის არმქონედ მიიჩნევს ყველა ნათლობას, სადაც ამა თუ იმ სახით, საიდუმლოს ფორმაა შეცვლილი. ანუ, უგუნურ ევნომეველებთან ერთად, რომლებიც მხოლოდ ერთხელ შთაფლავდნენ, უარიყოფა აპოსტასიური წყალგადავლებითი ნათლობაც; თანაც წყალპკურებაზე საერთოდ არ შეიძლება იყოს ლაპარაკი.

მაგრამ, რატომ არის, რომ იმავე კანონში წმ. მამები შეიწყნარებენ, თუმც იკონომიით, მწვალებელ არიანელთა და სხვათა ნათლობას და ეკლესიისკენ მოქცევის შემთხვევაში მათ მირონცხებით იღებენ, ევნომეველთა ნათლობას კი უარყოფენ? მხოლოდ იმიტომ, რომ არიანელებმა და სხვა მწვალებლებმა შეინარჩუნეს ნათლობის მადლმოსილი ფორმა და ნათლავდნენ სამგზისი შთაფლვით (თუმცა არამართლმადიდებლურად აღიარებდნენ წმ. სამებას), ევნომეველნი კი -  არა. ამიტომაც, ეს უკანასკნელნი მიიღებოდნენ ვითარც მოუნათლავი წარმართნი, ანუ თავიდან უნდა მონათლულიყვნენ. "ეს ადამიანები ან საერთოდ მოუნათლავები არიან, ან თუ მოინათლნენ, არ მონათლულან მართლმადიდებლური წესით, რის გამოც მოუნათლავებად მიიჩნევიან (Кормчая книга, стр. 164).

რაც შეეხება რომაელ-კათოლიკეებს, მათზე ერთგზისი შთაფლვაც კი არ აღსრულებულა და ამიტომაც, სრულებითაც არ არიან მონათლულნი. ამგვარად, როდესაც ისინი უერთდებიან წმ. ეკლესიას, თავიდან უნდა მოინათლონ". ასეთია წმ. მამათა დადგენილება იმის შესახებ, თუ როგორი დამოკიდებულება უნდა გვქონდეს ნათლობის ფორმის ცვლილებასთან. შემთხვევით როდია, ნათლობის ფორმის შემცვლელს, მაგალითად, ერთგზისი შთაფლვის აღმსრულებელს, წმიდა ეკლესია სასულიერო პატივისგან რომ დაამხობს.

ამრიგად, როდესაც წმ. ეკლესია თავის გადმოცემასა და წმ. მამათა სწავლებაში უარყოფს ნათლობის ფორმის ღრმთითსაძაგელ ცვლილებას, ის უბრალოდ "ფორმას" კი არ უარყოფს, არამედ უფრო მეტს და მნიშვნელოვანს, კერძოდ, ქრისტეს ბრძანებისადმი დაუმორჩილებლობას, რომელმაც გვამცნო: "წადით, დაიმოწაფეთ ყველა ხალხი და ნათელი ეცით მათ მამის და ძის და სული წმიდის სახელით" (მათე 28:19). ხოლო წმ. გადმოცემა, თუ ის მთელი თავისი არსით არ არის დაცული, როგორც ცხოვრების სისრულე, - შესაძლოა გაუცხოვდეს და დაკარგოს თავისი ძალი. წმ. ათანასე დიდიც ბრძანებს: "წმიდა წერილი ყველა ადამიანზე და ყველა კრებაზე ბრძენია, რომელიც ითხოვს, რომ ისინი, ვისაც სწამს ქრისტესი, მონათლულ არ იყვნენ წალგადავლებით (როგორც იქმან ამას მწვალებლები), არამედ შთაფლვით" და "ის, ვინც (ნათლობაში) წყალპკურებულია ან გადავლებულია (მწვალებელთა მიერ) ქრისტეში განათლების ნაცვლად მწვალებელთაგან არის შებილწული", რადგან წყალგადავლება, და მით უფრო წყალპკურება, არც კი შეიძლება ნათლობად მივიჩნიოთ. პირველი არის არაკანონიკური სიახლე, ხოლო მეორეს, რომელიც ეწინააღმდეგება წმ. წერილს, წმ. მამათა თანახმად, არ გააჩნია სწორი და ნამდვილი ნათლობის ხასიათი.

ცხადია, წმ. მამები აღიარებენ იმ "ექსტრემალურ" შემთხვევებს, როდესაც მონათლულან წყალგადასხმით, მაგრამ მხოლოდ და მხოლოდ ისეთ დროს, როდესაც ადამიანს ემუქრებოდა სასიკვდილო საფრთხე, ანუ მძიმედ იყო სნეული და ფეხზე წამოდგომა არ შეეძლო. მაგრამ ამ შემთხვევაშიც კი ნათლობა სრულდება ადამიანის სხეულის სრული "მორწყვით", ანუ მთელი სხეულის წყალგადავლებით და არა ისე, როგორც აკეთებენ ამას ღვთისშიშდაკარგული უკეთურები.

მიუხედავად იმისა, რომ წმ. ეკლესია შეიწყნარებდა მძიმედ სნეულთა წყალგადავლებას, ამგვარად ნათელღებულთ, როგორც არასრული ბეჭდის მიმღებთ, ყოველთვის ეჭვის თვალით უყურებდა და გამოჯანმრთელების შემთხვევაში, კრძალავდა მათ ხელდასხმას სამღვდლო ხარისხებსა და საერთოდ, კლერიკოსთა დასშიც კი. ხოლო ზოგიერთი ფუჭადმეტყველი და მეზღაპრე რომ ლაპარაკობს, მირონცხება  ნათლობის უკეთური ფორმის უკმარისობას "აღავსებს"-ო, იმით იმხილება, რომ მირონცხება არის ნათლისღებისგან განსხვავებული საიდუმლო, ის მხოლოდ ქრისტეს სასუფევლის თანამოზიარეს ხდის ჯეროვნად და სწორად მონათლულ ქრისტეანს. ამიტომაც, ვინმე ქრისტეს ეკლესიაში ნაზიარებიც რომ იყოს წმ. საიდუმლოებებს, მათ შორის, ქრისტეს უპატიოსნეს ხორცსა და სისხლს იყოს ნაზიარები, მასზე არასწორად აღსრულებულ ნათლობის საიდუმლოს გასწორებას (ანუ თავიდან ნათლობას - არქიეპ. პ.) ვერანაირად დააბრკოლებს. რადგან, ეკლესიისკენ მოქცეულ მწვალებელთაგან ვინმეს თუ მიღებული ექნებოდა არათუ ზიარება, არამედ ხელდასხმაც კი და აღმოჩნდებოდა, რომ არასწორად იყო მონათლული, აქედან კი არასწორად (ანუ წმ. მამათა და საეკლესიო გადმოცემის საწინააღმდეგოდ) იყო მიღებული ეკლესიაში, წმ. მამები სასულიერო პატივისგან დაამხობდნენ და მიუხედავად იმისა, რომ ეს ხელდასხმა მათ მიღებული ჰქონდათ წმ. ეკლესიაში, ბრძანებდნენ, ჯერ თავიდან მოენათლათ ისინი და მხოლოდ ამის შემდეგ, თუ ღირსეულნი აღმოჩნდებოდნენ, ხელახლა მიეცათ ხელდასხმა.

ამრიგად, ვინც მონათლული და ქრისტეში განათლებული არ ყოფილა კანონიკური სახით, შეუძლებელია გახდეს ქრისტეს ეკლესიის თანამოზიარე ოდენ მირონცხებით, რადგან ადამიანის განახლება მირონცხებით კი არა, ნათლისღებით ხდება, რომელიც ასევე აერთებს მას ქრისტესთან მის სიკვდილთან თანამსგავსების ძალით.

ამჯერად იბადება კითხვა, რა უნდა ვუყოთ იმ ადამიანებს, ვინც არასწორად არის მონათლული? სწორედ ის, რასაც მართლმადიდებლური ეკლესია ბრძანებს თავის წმიდა კანონებში, რომლებიც არ შეიწყნარებენ არასწორად აღსრულებულ ნათლობას
(ანუ თავიდან უნდა იქნენ ნათელღებულნი -  არქიეპ. პ.).

ამრიგად, ყველანი, ვინც არასწორად, ანუ არა წყალში სამჯერ შთაფლვითა და იქიდან აღმოსვლით, არამედ ცრუდ, წყალპკურებით, დასხმით და სხვა მათი მსგავსი ყალბი ნათლობებით არიან მონათლულნი, მოუნათლავებად რჩებიან, როგორც ეს განაცხადეს წმიდა მამებმა რომაელ-კათოლიკეებთან დაკავშირებით. ხოლო, ყველა ისინი, ვინც არ ითვლება მონათლულად, იმისთვის რომ ცხონდეს, თავიდან უნდა იქნეს ნათელღებულ მართლმადიდებლურ ეკლესიაში,  მართლმადიდებლური სარწმუნოების თანხმიერად და კანონიკური, მართლმადიდებლური ფორმით, რადგან ვინც იწამებს და ნათელს იღებს, - "ერთი ნათლისღებით", უფლის მცნებისამებრ, როგორც ეს ჩვენი სარწმუნოების სიმბოლოშიც არის ნათქვამი, ცხონდება, ვინც არა და დაისჯება. "ვისაც ყური აქვს სმენად, ისმინენ" (მარკ. 16:16)" ("О таинстве святаго крещения". http://pr-bereg.narod.ru/info/st_005.html).



თ) ბერძნული ნომოკანონი ნათლისღების შესახებ

მიუხედავად იმისა, რომ მართლმადიდებლობა აღიარებს ნათლობის მხოლოდ შთაფლვით ფორმას და არა წყალპკურებითს, ე. ჭელიძე ასეთი "ლოგიკით" ცდილობს დასხმითი პრაქტიკის გამართლებას: "... არა მხოლოდ სჯულისკანონი, არამედ, საზოგადოდ არც მთელი ძველბერძნული მართლმადიდებლობა არსად, არც ერთხელ მინიშნებითაც კი არ უარყოფს სამგზის დასხმით ნათლობას" (ედ. ჭელიძე. "ეკლესია -  სძალი უფლისა". "მეცნიერება". თბილისი 1990 წ. გვ. 118). კი მაგრამ, სად აღიარებს? არის კი სადმე დიდ ან მცირე სჯულისკანონებში, ან სხვა კანონიკურ კრებულებსა და წმიდა მამათა განწესებებში, ან თუნდაც მათ სწავლებებში დასხმითი ნათლობა აღიარებული და შთაფლვით ნათლობას გათანაბრებული? -  ცხადია, არა და ეს ფაქტი, რომ ამგვარი აღიარება არსად არ არის, მიანიშნებს მის იგნორირებაზე, არაეკლესიურობასა და საზოგადო წესად მიუღებლობაზე.

სწორედ ამიტომ არ შეგვიძლია გვერდი ავუაროთ ბერძნულ ნომოკანონში ყრმათა ნათლობისთვის დადგენილ განწესებებს, რომლებშიც როგორც შთაფლვითი ნათლობის ერთადერთობის, ასევე ამ საკითხთან ძველბერძნული ეკლესიის დამოკიდებულების მნიშვნელოვანი მტკიცებებია წარმოჩენილი. ამ მხრივ საყურადღებოა პროფ. ა. პავლოვის მიერ გამოცემული ბერძნული ნომოკანონები (Номоканон при большом требнике. Одесса, 1872 г., др. изд. Москва 1897 г.), სადაც ბერძნული ტექსტების პარალელურად სლავური ტექსტებიც არის დაბეჭდილი (ტექსტებს ახლავს პროფ. ა. პავლოვის კრიტიკული გამოკვლევები).

მოციქულთა 50-ე კანონთან დაკავშირებით ნომოკანონის 201- ე განწესებაში ნათქვამია: "Глаголет 50-ое правило свв. Апостол, яко священник не крещай в три погружения, яко же предписася, едино Отчее, другое Сыновне, и третие Святого Духа, и аще не творяй во единой тайне, да извержется" (Номоканон, прав. 201. Одесса 1872, стр 171, другое изд. Москва 1897 г., стр. 350. , цит. журн. "Церковь" № 30, Сидней (Австралия) 1988 г., стр. 17) (ქართ. თარგმ.: "წმ. მოციქულთა 50-ე კანონი ბრძანებს, თუ მღვდელი არ მონათლავს სამგზის შთაფლვით, თანახმად განწესებულისა, პირველად სახელითა მამისათა, შემდეგ ძისათა და მესამედ სულისა წმიდისათა, და არ იზამს ამას ერთ საიდუმლოში, დაემხოს პატივისგან").

დავაკვირდეთ ნომოკანონის 201-ე განწესების ბერძნულ ვარიანტს. სლავური ტექსტის, "крещаяй в три погружения" - პარალელურად დაბეჭდილია: "ბაპტიძონ ის ტრის კატადისის". სლავურ "крестить"-ს ბერძნულში შეესაბამება "ბატიზინ".



ნომოკანონის 201-ე განწესება


ბერძნული ენის სპეციალისტები განგვიმარტავენ (და ეს მთელი რიგი მაგალითების დამოწმებით ზემოთ უკვე ვნახეთ და ქვემოთაც თვალსაჩინოდ დავრწმუნდებით), რომ ეს სიტყვა ნიშნავს ჩაძირვას, წყალში დაფლვას. მღვდელი კ. ოკოლოვიჩი თავის ცნობილ ბროშურაში სათაურით: "Православному народу о католических заблуждениях" წერს, რომ თვით სიტყვა "ნათლობა" (ბერძნულად "ბაპტიზინ", ებრაულად "ტაბალ"), საკუთრივ ჩაძირვას, წყალში დაფლვას ნიშნავს. შედეგად, სიტყვებით "წარვედით და მოიმოწაფენით ყოველნი წარმართნი და ნათელს სცემდით მათ სახელითა მამისათა, და ძისათა და სულისა წმიდისათა" (მათე 28:19), ნათლად არის მითითებული ნათლისღების ღვთაებრივი დაწესების მხოლოდ შთაფლვითი და არა რომელიმე სხვაგვარი ფორმა (იხ. კ. ოკოლოვიჩის ხს. ნაშრ. გვ. 18. ციტ. იქვე.).

ოფიციალური, რუსული ახალმოწესეობრივი ეკლესიის ერთ-ერთი არქიმანდრიტი, იოსები, თავის ნაშრომში: "Почему вообще в православной церкви крестят именно погружением в воду" (изд. общество распростр. дух. и нравств. просвещения) - წერს: "Слово "креститься", - с подлинного греческого языка, на котором написаны св. Евангелия, и в которых употреблено это слово, означает именно окунываться, окунаться, погружаться в воду с головою" (გვ. 6. ციტ. იქვე). ნათქვამის დასამტკიცებლად არქ. იოსები იმოწმებს ბერძნულ- რუსულ ლექსიკონს (Греко русский словарь Синайского, 1870 г., ч. 1, стр. 171 და Еп. Евсевий. Беседы о семи спасительных тайнствах (გვ. 26. ციტ. იქვე), სადაც ნათქვამია, რომ ნათლისღების ბერძნული სახელწოდებანი "ტო ბაპტისმოს" და "ტო ბაპტისმა", განვიხილავთ მათ როგორც სინონიმებს თუ არა, ეტიმოლოგიურად და სიტყვათხმარების თვალსაზრისით, აღნიშნავენ შთაფლვას. ამ სიტყვების ხმარება ემთხვევა იმ დროს, როდესაც გვიან დამკვიდრებული ლათინური წესი წყალპკურებითი (თუ წყლის გადასხმითი) ნათლობისა საერთოდ არ იყო ცნობილი. რაც უნდა გასაკვირი იყოს, ამას თვით ე. ჭელიძეც აღიარებს და წერს, რომ ""ბაპტიზმა" შთაფლვას ნიშნავს და ეს არის მისი ერთადერთი ყოფითი მნიშვნელობა" (ედ. ჭელიძე. "ეკლესია - სძალი უფლისა". გვ. 85).
ძველ აღთქმაში როგორც "ბაპტო", ასევე "ბაპტიძო" წარმოადგენენ იმ ებრაულ ზმნათა თარგმანებს, რომლებიც ლათინურად აღინიშნებიან სიტყვებით: ტინგო, იმმერგორ (2 ნეშტთა 5:14), სუბმერგორ (ფსალმ. 9:16; იერემ. 38:6; დანიელ 4:20; 5:23) და რამეში შთაფლვას, ჩაძირვას ნიშნავს (იხ. ლათინურ-რუსული და ლათინურ-ქართული ლექსიკონები. ზუსტად ამ მნიშვნელობით იხმარება ეს სიტყვები ახალაღთქმისეულ წიგნებშიც (არქ. იოსები. დასახ. ნაშრ. журн. Церковь, № 30, 1988 г. Сидней).

ასე ესმით ეს სიტყვა ძველ სლავ მთარგმნელებსაც (იხ. მაგალითად: В. И. Венешевич. Древл. Кормчая XIV титулов, без толкований. 50-ое Апост. прав. сп. 1906 г., т. 1, стр. 73). ასეა გაგებული ის სამგანმარტებიან სლავურ დიდ რჯულისკანონშიც (Кормчая) (კერძოდ, იხ. მოციქულთა 50-ე და წმ. ბასილი დიდის 91-ე კანონები). მაგრამ, ბერძნული ნომოკანონის 201-ე განწესება არ შემოიფარგლება მხოლოდ ამ სიტყვით და აძლიერებს მას  გამოთქმით "კატადისის". ბერძნული ორიგინალის 100-ე კანონში ის არაერთხელ არის გამოყენებული სხვადასხვა მიზნით (იხ. პროფ. ა. პავლოვის. "Номоканон при больш. Требнике. Москва 1897, стр. 348, Одесса 1872, стр. 170 ციტ. იქვე). ჩაიხედეთ ბერძნულ-რუსულ ან გნებავთ, ბერძნულ-ქართულ ლექსიკონებში და იქ იპოვით განმარტებას, რომ ეს სიტყვა აღნიშნავს მხოლოდ ჩაძირვას, შთაფლვას, შთასვლას, დაღმართს, ჩასვლას (А. Д. Вейсманн. Греко-Русский словарь, изд. 5-ое, столб 665, 666, 669 და Григориевский. курс греческого языка, изд. 1903 г., стр. 183).

ამ მტკიცების სისწორეში ბერძნულ-რუსულ თუ ქართულ ლექსიკონთა გარეშეც დარწმუნდებით, თუ ხელთ გაქვთ სამგანმარტებიანი "დიდი რჯულისკანონი" (Трехтолковая кормчая), რომელშიც კანონთა ბერძნული ტექსტიც არის. ავიღოთ II მსოფლიო კრების მე-7 კანონი; აქ გვხვდება სიტყვა შთაფლვა, ჩაძირვა, შთაყოფა; კერძოდ, ამ კანონში ნათქვამია, "ევნომეველნი წყალში ერხელ შთაყოფით ნათელღებულნი..." (სლავ. "Евномиан же единократным погружением крещающихся"). აქ სიტყვა "погружение" (ქართულად შთაფლვა) ბერძნული "კატადისის"-იდან არის ნათარგმნი (იხ. Трехтолковая кормчая, стр. 273). ამ სიტყვას ვხვდებით აგრეთვე, I მსოფლიო კრების 95-ე კანონში. იგი აქაც შთაფლვად არის გადათარგმნილი (იქვე, გვ. 583. ციტ. "Церковь" . № 30, 1988 წ. გვ. 18). ეს სიტყვა გვხვდება ტიმოთე პრესვიტერის გადმოცემაშიც (ციტ. ჟურნ. "Церковь", № 30, Сидней (Австралия), 1988 г., стр. 17, 18).

თვით პროფ. ა. პავლოვი, საეკლესიო კანონიკის ეს დიდი მცოდნე და ნომოკანონების ავტორიტეტული მკვლევარი, 200-ე განწესებასთან დაკავშირებულ კრიტიკულ შენიშვნაში სრულიად გარკვევით ამბობს, რომ ეს კანონი მოსანათლავის მხოლოდ შთაფლვით ნათლობას აწესებს და არავითარ შემთხვევაში წყალპკურებას (იქვე. გვ. 20). ბერძნული ნომოკანონის მე- 200 განწესება, რომელიც შეიცავს საკმაოდ ზუსტ და ნათელ მითითებებს სანათლავი ჭურჭლის შესახებ, ასევე ცხად მითითებებს იძლევა თვით ფორმაზე ნათლისღებისა. იმისთვის, რომ ზუსტად ჩავწვდეთ ამ განწესების არსს, მივმართოთ მის ბერძნულ ტექსტს, რომელიც პროფ. ა. პავლოვის მიერ გამოცემულ ნომოკანონშია მოთავსებული.








ბერძნული ნომოკანონის 200-ე განწესება


ამრიგად, მე-200 კანონი ასე იკითხება "кэ (и - და) баптизис (крещаеши - ნათლავ) авто (его - მას) ис (в) трис ( три - სამი) катадисис (погружения - შთაფლვით), итун (сиречь - ანუ) ис (в) триа (три - სამი) бутимата (окунания - ჩაყვინთვით)". "კატადისის" ნიშნავს შთაფლვას (იხ. Ивашковский. Полный греко-русский словарь. Москва 1838 г., ч. 2, стр. 212, столб 2 ... Иеромонах Досифей. Еллино- российский лексикон, посв. имп. Александру ... Москва, т. 1, стр. 318, столб. 2. ციტ. იქვე). ეს სიტყვა წარმოდგება ზმნიდან "კატადიმი", "კატადიმო", "კატადიო", რაც ნიშნავს: "ვძირავ", "ვყვინთავ", "ვეფლობი", "ღრმად ვმალავ წყალში"; სწორედ ამ მნიშვნელობით არის ეს სიტყვა გამოყენებული უძველეს მწერლებთან, მაგ.: "ილიადაში", "ოდისევსში", პლუტარქესთან, ქსენოფანესთან, თუკიდიდესთან (ს. ივაშკოვსკი. ხსენ. ლექსიკონი. მე- 2 ნაწილი, გვ. 212, სვ. 1, 2. ციტ. იქვე).

ბუკვალური გაგებით ჩაძირვა ნიშნავს წყალში ღრმად დამალვას, არა უბრალოდ ჩაშვებას წყალში, ვთქვათ, ყელამდე, ან თვალებამდე, არამედ მთლიანად, სრულ შთაფლვას, სრულ ჩაძირვას; მაგრამ, ტერმინ კატადისისის ამგვარი მკვეთრი და ძლიერი გამომხატველობის მიუხედავად, კანონის შემდგენლები ამასაც არ ჯერდებიან და ამატებენ "сиречь в три окунания" ("იტუნ ის ტრია ბუტიმატა"), ანუ სამი ჩაყურყუმელავება ("ბუტიმა" ნიშნავს ჩაყურყუმელავებას, ჩაყვინთვას) (Иер. Досифей. Словарь... т. 1, стр. 170). შედეგად ცხადი ხდება, რომ კანონი ითხოვს იმგვარ ჩაძირვას, ანუ შთაფლვას, რომლის დროსაც მოსანათლავი ჩაიყურყუმელავებს წყალში და წყლით სრულიად დაიფარება.

მოტანილი ციტატები თითქოსდა საკმარისი უნდა ყოფილიყო იმის დასამტკიცებლად, რომ ნათლისღების ერთადერთი სწორი ფორმა შთაფლვითია, მაგრამ არა! - კანონში არის კიდევ ერთი დამატება: კე (и - და) კატიბაზის (опускаешь - ჩაუშვებ) ტო (его - მას) იტუნ (сиречь - ანუ) ბრეხის (мочишь - ასველებ, განბან) ტო ოლონ (его всего - მას სრულიად).

ამ სამი სხვადასხვა გამოთქმით: "კატიბაზის" (ჩაუშვებ), "ბუტას" (შთაჰფლავ) და "ბრეხის" (დაასველებ) ერთი და იგივე ქმედებაა გადმოცემული. ზმნა "კატებაზო" ნიშნავს მხოლოდ ჩაშვებას (Иер. Досиф."Словарь, т. 1, стр. 327, столб 2). "ბუტო" ნიშნავს ვყვინთავ (ныряю), წყალში ვძირავ (погружаю в воду) (იქვე. გვ. 171, სვეტი 1). "ბრეხო" არის დასველება (мочишь), მაგრამ არა იმდაგვარი, როგორც, ვთქვათ, დატენიანების დროს სველდება ხოლმე საგანი, არამედ უხვი დასველება, იმგვარი დასველება, როდესაც საგანზე იოტისოდენა მშრალი ადგილიც კი არ დაგრჩება" (С. Ивашковский. Словарь..., ч. 1, стр. 402, столб. 1 და Иер. Досиф. Словарь..., т. 1, стр. 172).

როგორც ვხედავთ, ნომოკანონის მე-200 და  201-ე კანონების შემდგენელმა წმ. მამებმა ბერძნული ლექსიკის ყველა შესატყვისი ტერმინი გამოიყენეს იმისთვის, რათა საფუძვლიანად და იმგვარი სიზუსტით გადმოეცათ ნათლისღების ფორმა და აზრი, ორგვარი განმარტების რაიმე საბაბიც კი არ დარჩენილიყო. კერძოდ, მოსანათლავი ისე უნდა დაიფლას წყლის სიღრმეში, რომ მთელი სხეულით ჩაიძიროს და თმის ერთი ღერიც კი არ დარჩეს დაუსველებელი.
ამგვარად, ბერძნული ნომოკანონის მე-200 და 201-ე განწესებებში გადმოცემული ნათლისღების წესი, რომელიც მოციქულთა 50-ე კანონის ზუსტ არსობრივ განმარტებას, გნებავთ, ამ კანონის განმეორებას წარმოადგენს, მოსანათლავის სრულ, წყლის სიღრმეში სამგზის დაფლვით ნათლობას ითხოვს. ამ კანონის (ანუ ნომოკანონის მე-200 განწესების) ბერძნული ტექსტი, როგორც უკვე ვნახეთ, იმდენად ნათელია და ისე აშკარად ცხადყოფს მოსანათლავის მხოლოდ შთაფლვითი ნათლობის აუცილებლობას, რომ მისი სხვაგვარად გაგების არავითარი საფუძველი არა გვაქვს.

როგორც უკვე აღვნიშნეთ, ბერძნული ნომოკანონი, ამის გარდა, იძლევა მითითებებს თუ როგორ ჭურჭელში უნდა განიბანოს მოსანათლავი ყრმა. ამაზე მიუთითებს ბერძნული "პიდალიონიც", როდესაც აღნიშნავს: "თვით სახელწოდებანი ემბაზებისა, რომლებშიც ინათლებოდნენ, ანუ განიბანებოდნენ (ცურავდნენ) მოსანათლავნი, გვიჩვენებს აუცილებლობას შთაფლვისა" (Пидалион. Греческая кормчая книга. Москва 1838, стр. 248).

კურთხევანში მოთავსებული ნომოკანონის ბერძნულ დედანში ყრმის მოსანათლავად გამოსადეგ ჭურჭელთა ოთხი სახეობაა მითითებული: უპირველეს ყოვლისა, ეს არის ემბაზი. ბერძნულ დედანში მის აღსანიშნავად ზის სიტყვა "კოლიმბიფრან" (პავლოვის ტექსტში ერთგან გვხვდება "კოლომბიფრან", მაგრამ ეს, უბრალოდ, კორექტურაა, რამეთუ ეს სიტყვა ამავე კანონში უკვე სწორი მართლწერით 4- ჯერ არის გამოყენებული).

ბერძნულ ენაში ზმნა "კალიმბაო" წყალში შთაფლვას, ცურვას ნიშნავს, ხოლო ამ ზმნისგან ნაწარმოები არსებითი სახელი ("კოლიმბიფრა") ნიშნავს, საერთოდ, იმგვარ ადგილს, სადაც ცურვა, წყალში ჩაშვება, ბანაობაა შესაძლებელი. ე. ი. ეს არის საბანაო და საერთოდ, ყოველგვარი ღრმა ადგილი წყალში. ქრისტეანულ დამწერლობაში და, მით უმეტეს, საეკლესიო პრაქტიკაში, ეს სიტყვა ემბაზისა და საბანელის მნიშვნელობით იხმარება (იხ. Александр. Греко-французский словарь, ч. 2, стр. 80, ст. 1. Цит. Церковь, № 30, 1988 г., стр. 21). ეს კია, რადგანაც ადვილი შესაძლებელია, რომ ნათლობის მომენტში სპეციალური ემბაზი ან საბანელი ("კოლიმბიფრა") ხელთ არ გვქონდეს, კანონი სრულიად კეთილგონივრულად უშვებს მოსანათლავი ყრმის სხვაგვარ ჭურჭელში ნათლობის შესაძლებლობას. მაგრამ დააკვირდით - ასეთ შემთხვევაში კანონი განსაკუთრებით უსვამს ხაზს იმ მოთხოვნას, რომ ნათლობა უცილობლივ შთაფლვით უნდა აღსრულდეს და არა სხვაგვარად. ამაზე მიუთითებს იმ ჭურჭელთა ზომები და ფორმები, რომლებიც ბერძნულ ნომოკანონშია დასახელებული. კერძოდ, ემბაზის გარდა ნათლობისთვის შეიძლება ვისარგებლოთ ჭურჭლით, რომელიც ბერძნული სიტყვა "სკაფიდოპულონ"-ით აღინიშნება. ეს სიტყვა "სკაფია"-დან არის ნაწარმოები. ზმნა "სკაპტო" ნიშნავს ვთხრი, ვჭვრეთავ, ვთლი. აქედან, "სკაფი" არის ამოჭრილი, ამოთხრილი ჭურჭელი (მაგ.: ნავი). ყოფითი გაგებით ის ნიშნავს აბანოს, ვარცლს, გობს (იხ. проф. С Ивашковский. Полный греко-русский словарь, т. 4, Москва 1869, стр. 363, столб 2). აქედან, "სკაფიდა", ანუ დიდი გობი, დიდი ვარცლი (Иер. Досифей. Еллино-русский словарь. Москва 1811 г.).

ძველი ბერძნები "სკაფის" და "სკაფიონ"-ს უწოდებდნენ ხის დიდ გოვზებს (აბანოს გოვზა, რუს. "шайка"), დიდ ტაშტებს, რომლითაც ძილის წინ ტანის დასაბანად იყენებდნენ (იხ. Герман Ваас. Внешний быт народов, Москва 1874 г., т. 1, ч. 2, стр. 222). თავისი სიდიდით, მოცულობით და სისუფთავით ეს ჭურჭელი გამოსადეგია იმისთვის, რომ მოსანათლავი ყრმა შთაფლვით იქნეს ნათელღებული. სწორედ ამ ჭურჭელზე მიუთითებს კანონი ემბაზის შემდეგ და მიანიშნებს: თუ არ გაქვს ემბაზი, ამ დიდი ვარცლით ისარგებლეო".

შემდგომ, ბერძნულ ტექსტში დასახელებულია ჭურჭელი "სკუტელან მეგალინ". სიტყვა "სკუტელა" ნიშნავს ხის დიდ ჯამს (თასს, ფიალას), მაგრამ კანონი მხოლოდ ამ სიტყვით არ შემოიფარგლა და დაამატა "მეგალინ". "მეგას" (მდედრ. "მეგალი") ნიშნავს დიდს, საერთოდ საკმაოდ დიდს, უზარმაზარს (იხ. ბერძნული ენის ნებისმიერი ლექსიკონი, ასევე გრამატიკის სახელმძღვანელოები), რითაც კანონში მიანიშნეს, რომ საჭიროა არა უბრალოდ დიდი ჯამი, არამედ ისეთი, რომელშიც ჩაძირვა, შთაფლვაა შესაძლებელი. სიტყვა "მეგალი"- ს დამატებით - კანონი ცხადად აჩვენებს, რომ დასახელებული ჭურჭელი საკმაოდ მოსახერხებელი უნდა იყოს ყრმის შთაფლვითი ნათლობისთვის (ნომოკანონის კიევურ გამოცემებში ზუსტად ასეა თარგმნილი: "Блюдо великое" (იხ. მღვდელმონაზონ ფილარეტის შრომებში. Старопечатный Номоканон, изд. 2, стр. 40, ციტ. იქვე. გვ. 24).



დასასრულ, ბოლო ჭურჭელი, რომელიც ნათლისღებისთვის იქნებოდა გამოსადეგი, ბერძნულში ზოგადად არის მინიშნებული; კერძოდ, კანონში გვხვდება "ალლო, აგიონ კოხერისმენონ", რაც სიტყვასიტყვით ნიშნავს: "ყოველ სხვა (ალლო) ჭურჭელს (აგიონ), რომელიც წყლის შესანახად (კოხერისმენონ) გამოდგება". მთელი აზრი მოცემული განმარტებისა ამ ბოლო სიტყვაშია ("კოხერისმენონ") გადმოცემული. ის წარმოდგება ზმნისგან "ხეო", რაც ნიშნავს "ვასხამ", "ვიღვრები", აქედან, "კოხერისმენონ" ნიშნავს ჭურჭელს, რომელშიც წყლის შენახვა ან წყლის ჩასხმა შეიძლება. საერთოდ, ეს იყო ჭურჭელი, რომელშიც ინახებოდა წყალი ოჯახური მოთხოვნილებისთვის, კერძოდ, გოვზა ან კასრი. მოცემულ შემთხვევაში, ზემოთ მოცემული მოთხოვნილებებიდან გამომდინარე, იგულისხმება ისეთი ჭურჭელი, რომელშიც იმ რაოდენობის წყალი ეტევა, რამდენიც შთაფლვითი ნათლობის აღსასრულებლად იქნებოდა საჭირო, რამეთუ კანონმა თავიდანვე მიუთითა შთაფლვაზე და, ასევე ჭურჭელთა იმგვარ ზომაზე და ფორმაზე, რომელშიც თავისუფლად შეიძლება ყრიმს შთაფლვით მონათვლა, ხოლო, რადგანაც ამგვარ ჭურჭელთა მრავალი სახეობა არსებობს, მათზე ზოგადად მიანიშნა სიტყვით "კოხერისმენონ". ასე რომ არ იყოს, წყლის ჩასხმა და შენახვა სირჩასა (рюмка) და სათითეშიც კია შესაძლებელი.

ამრიგად, ნათლისღებისთვის საჭირო, გამოსადეგ ჭურჭელთან დაკავშირებული საეკლესიო მითითებანი რომ შევკრიბოთ, ამ კანონის აზრი ასე ჩამოყალიბდება: "Да имаши купель (КОЛИМБИФРАН), или ванную (СКАФИДОПУЛОН), или очень большую деревянную чашу (СКУТЕЛА МЕГАЛИН), или всякий другой сосуд содержащий такое количество воды, которого вполне достаточно для погружения (АЛЛО АГИОН КОХЕРИСМЕНОН)". რაც ქართულად ასე იქნება: "უნდა გქონდეს ემბაზი ან საბანელი, ვარცლი ან საკმაოდ დიდი გოვზა, ან კიდევ ყოველი სხვაგვარი ჭურჭელი, რომელშიც იმდენი წყალი ჩაეტევა, რომ შთაფლვითი ნათლობა შეიძლებოდეს". ვფიქრობთ, თარგმანი ზუსტად შეესაბამება ბერძნულ ტექსტს და ასევე ზუსტად გადმოსცემს მის არსს.

ასე რომ, ცხადი ხდება, ბერძნული ნომოკანონი ნათლობისთვის გამოსადეგ სხვადასხვა ჭურჭელზე მითითებით ამკვიდრებს შთაფლვით ნათლობას და არა წყალპკურებას. წყალპკურებითი ან წყლის თავზე დასხმითი ნათლობა რომ ოდესმე შეწყნარებული ან თუნდაც ცნობილი ყოფილიყო, როგორც გამონაკლის შემთხვევაში დასაშვები პრაქტიკა, განა რა გაუჭირდებოდათ წმ. მამებს, რომ ერთხელ მაინც მიენიშნებინათ მის შესახებ.

ბერძნული ნომოკანონის მე-200 და 201-ე (სლავურ ნომოკანონებში შესაბამისად 199-ე და მე-200) განწესებანი პირდაპირ მიანიშნებენ და ცხადყოფენ, რომ ძველ ბერძნულ ეკლესიაში არასოდეს ყოფილა დაშვებული წყალპკურებითი ნათლობა. აქედან გამომდინარე, თუ ბერძენი მამები თვით მოციქულთა 50-ე კანონის გადმოცემისას, რაც ნომოკანონის მე-200 და 201-ე განწესებაშია ასახული, არათუ არაფერს ამბობენ წყალპკურებაზე, არამედ გარდა პირდაპირი მინიშნებისა, რომ მოსანათლავი წყალში სამგზის დაფლვით უნდა მოინათლოს, იქვე ყრმათათვის სანათლავი ემბაზების არქონის შემთხვევაში ჭურჭელთა იმგვარ ფორმებზე მიუთითებენ, რომლებშიც მოსანათლავი ჩვილის შთაფლვაა შესაძლებელი, ნათელი ხდება, - ბერძნული ეკლესიის პრაქტიკა მხოლოდ შთაფლვით ნათლობას ამკვიდრებს.

გამომდინარე აქედან, გვინდა ვიკითხოთ: რატომ დასჭირდათ ბერძნული ნომოკანონის შემდგენელ მამებს ბერძნული ენის მთელი არსენალის გამოყენება ნათლისღების საიდუმლოში შთაფლვის აღსანიშნავად და ამ საიდუმლოს აღსასრულებელი ჭურჭლების მისათითებლად? სად არის წყალდასხმა ან წყალპკურება? რატომ ერთი სიტყვითაც არაფერი ითქვა ამ ფორმის შესახებ? ან როგორ შეიძლებოდა თქმულიყო, თუკი ბერძნული ნომოკანონი საგულდაგულოდ მიანიშნებს შთაფლვის აუცილებლობას და ამით ავტომატურად უარყოფს დასხმით-პკურებით "ნათლობას". განა ეს ცხადზე უცხადესი არ არის?" (ციტ.: журн. Церковь. № 30, Сидней (Австралия) 1988 г.).

ბერძნული ნომოკანონის ამგვარი მოთხოვნის შემდგენელი მამები ჩვენთვის ჭეშმარიტ მართლმადიდებლებად წარმოჩინდებიან, მაგრამ ე. ჭელიძისთვის ისინი არიან "ამპარტავნებით დაბრმავებული ეპილეპტიკოსები", "ლეყეცნი", "მზაკვრულად ბოროტადმთხზველნი", "ცრუნი", "ფარისეველნი", "თავხედურად გამომწვევნი"), "ბაგე-მტყუვარნი", "მბორგავნი", "ბოროტმზრახველნი", "გაუკუღმართებულნი", "თავგასულნი" და "სიბილწის მოძღვარნი".

რით დაიმსახურეს ე. ჭელიძისგან ამგვარი დახასიათება ბერძნული ნომოკანონის შემდგენელმა მამებმა? - იმით, რომ ისინიც კატეგორიულად უარყოფენ დასხმით "ნათლობას" და მხოლოდ შთაფლვას განაწესებენ. ამაზე მიუთითებს მათი განსაზღვრება.

მაგრამ ე. ჭელიძის მიერ მართლმადიდებელ მამათა "თავგასულებად" და "სიბილწის მოძღვრებად" შეფასება მარტოოდენ XVII-XXI საუკუნეების საეკლესიო მოღვაწეებით როდი იფარგლება. ის საუკუნეთა სიღრმეებშიც მიდის და ეხება ძველ წმინდანებსაც. მაგალითისთვის ავიღოთ ჩვენთვის და ე. ჭელიძისთვის (ასევე მისი მომხრეებისთვის) საერთო წმინდანების, ჩვენთვის საერთო ეკლესიის პერიოდი, კერძოდ: პირველი საუკუნეებიდან ვიდრე ნიკონ პატრიარქის რეფორმამდე (I-XVII სს.).

ეს პერიოდი მას განსაკუთრებით აინტერესებს და დარწმუნებულია, რომ ნიკონ პატრიარქის რეფორმამდე, ძველ ეკლესიაში დასხმითად მონათლულთა გადანათვლის არავითარი მოწმობა არ არსებობდა. ის ამ "ჭეშმარიტებაში" მკითხველის დაჯერებასაც ცდილობს და წერს: "ჩვენ, ჩვენის მხრივ, თანახმა ვართ არათუ ერთი-ორის, არამედ თუნდაც მხოლოობითად, ცალკე
ერთადერთი ნიმუშის მოხმობაზეც კი მათი მხრიდან. ხმამაღლა ვამბობთ, რომ საკმარისი იქნება თუნდაც ერთი ნიმუში ეკლესიის უწმიდესი ისტორიიდან მსოფლიო კრებათა ჩათვლით (I-VIII სს.), მეტიც, მთელი იმ თექვსმეტსაუკუნოვანი ეპოქიდან, რაც წინ უძღვის ე. წ. "სტაროვერობას" (I-XVI სს.), -  დიახ, თუნდაც ერთი უეჭველი ნიმუში იმისა, რომ მართლმადიდებელ ეკლესიაში დასხმითად მონათლულთა მრავალრიცხოვანი კრებულიდან რომელიმე მათგანი შემდეგ ამავე მართლმადიდებელ ეკლესიაში შთაფლვითად გადანათლულიყოს" (ე. ჭელიძე. "სული ცხოველი". 112-113).

სანამ ე. ჭელიძის ამ მოთხოვნას დავაკმაყოფილებდეთ, უნდა აღვნიშნოთ, რომ ჩვენი ოპონენტი აქ მიმართავს ერთგვარ ეშმაკობას: ის გვთხოვს რათა ვუჩვენოთ ფაქტები, "მართლმადიდებელ ეკლესიაში დასხმითად მონათლულთა მრავალრიცხოვანი კრებულიდან რომელიმე მათგანი შემდეგ ამავე მართლმადიდებელ ეკლესიაში შთაფლვითად გადანათლულიყოს". დააკვირდით, ჩვენი ეშმაკუნა ოპონენტი საზოგადოდ, მწვალებელთა მიერ დასხმითად მონათლულთა გადანათვლის ფაქტების ჩვენებას კი არ ითხოვს (მან კარგად უწყის ამგვარი ფაქტების არსებობა), არამედ "მართლმადიდებელ ეკლესიაში დასხმითად მონათლულთა მრავალრიცხოვანი კრებულიდან" რომელიმე მათგანის შემდეგ "ამავე მართლმადიდებელ ეკლესიაში შთაფლვითად გადანათვლის" ფაქტების ჩვენებას. მაგრამ რატომ ასეთი შეზღუდვა? რატომ ითხოვს ე. ჭელიძე ასეთი ნათლობების ჩვენებას მხოლოდ და მხოლოდ მართლმადიდებელი ეკლესიის საზღვრებში?

იმიტომ, რომ იცის: 1. მართლმადიდებლურ ეკლესიაში დასხმითი ნათლობა საზოგადოდ მიღებული, დაკანონებული წესი არასოდეს ყოფილა, ხოლო იშვიათად ან საღმრთო განგებით დაშვებული შემთხვევები კანონად არ მიიღებოდა; და 2. მართლმადიდებლურ ეკლესიაში გადმოსვლის შემთხვევაში დასხმითად "მონათლულებს" თავიდან ნათელსცემდნენ, რადგან ძველი, წმიდა მართლმადიდებლური ეკლესია არ შეიწყნარებდა ამგვარ ნათლობას. ამაზე მეტყველებს არა მარტო წმიდა მამათა მკაცრი განწესებები ნათლისღების შთაფლვითად აღსრულების შესახებ ან ადგილობრივ კრებათა მკაცრი მოთხოვნები ამავე საკითხზე, არამედ ფაქტებიც, საიდანაც ნათელი ხდება, რომ ეკლესიასთან შემოერთებულ ლათინებსა და პროტესტანტებს, რომლებიც დასხმითად იყვნენ მონათლულნი, თავიდან ნათლავდნენ.

გარკვეული პერიოდებისა და ადგილის შემოსაზღვრით (რაც ე. ჭელიძის პოლემიკისთვის დამახასიათებელი თავისებურებაა), ე. ჭელიძე ცდილობს თავისი ოპონენტების ხაფანგში შეტყუებას და იქ ჩაკეტვას, რომლის შემდეგ მათ იქიდან გამოსასვლელი აღარ ექნებათ და გამოსავლის ძიებაში ციყვებივით მოუწევთ ბორბლის ტრიალი.

ჩვენ ვლაპარაკობთ და ვდავობთ საერთოდ (სადაც გინდა აღესრულოს -  მართლმადიდებლურ ეკლესიაში  თუ მწვალებელთა საზოგადოებებში) დასხმითი ნათლობის კანონიკურობაზე და არა მხოლოდ მართლმადიდებლობაში აღსრულებულ ნათლობებზე.

ჩვენ ვსვამთ კითხვას -
დასხმითი ნათლობა არის თუ არა ჭეშმარიტი და კანონიკური? არის თუ არა ის ასეთი, თუნდაც მწვალებლებთან?

ე. ჭელიძე თავისი მოთხოვნით (რომლის მიხედვითაც ის მხოლოდ მართლმადიდებლობაში დასხმითად მონათლულთა გადანათვლის ფაქტების ჩვენებას ითხოვს) უნებურად თვითონვე გასცემს საკუთარ თავს და ამჟღავნებს, რომ იცის დასხმითი ნათლობის არაკანონიკურობა და ისიც იცის, რა დამოკიდებულება აქვს მასთან ეკლესიას.

ასეთია ე. ჭელიძის მზაკვრული და "მეცნიერული" არგუმენტაცია. განა არ უნდა იცოდეს ე. ჭელიძემ, რომ, თუ ეკლესია დასხმით ნათლობას საკუთარ წიაღში კანონიკურად არ აღიარებს, ბუნებრივად არ უნდა აღიარებდეს მას მაშინაც, როდესაც ის ეკლესიის გარეთ აღესრულება; და პირიქით, თუ ეკლესია კანონიკურად არ აღიარებს მწვალებელთა მიერ არასწორად აღსრულებულ ნათლობას, ბუნებრივია, ის არც საკუთარ წიაღში შეიწყნარებს მსგავს მოქმედებას. ე. ჭელიძის ლოგიკიდან კი გამოდის, რომ ეკლესია თურმე მწვალებელთა მიერ აღსრულებულ დასხმით ნათლობას არ შეიწყნარებს, თორემ იგივე მოქმედება თვით მის წიაღშივე რომ აღესრულოს, ის აქ შეუვალი და პრინციპული აღმოჩნდება და დასხმითად მონათლულებს არ გადანათლავს.

რამდენად ლოგიკური, კანონიკური და საეკლესიო სწავლებებთან შესაბამისია ამგვარი ან მოთხოვნა, ან სწავლება?

თამამად ვიტყვით - ეს არის აბსურდი, რომელსაც ქადაგებს ჩიხში მომწყვდეული დემაგოგი, ოფიციალური ეკლესიის ადვოკატი და მისი სასულიერო დასის გამართლების მოსურნე ე. ჭელიძე!

სხვა გზა მას არა აქვს - რაც უნდა დაუჯდეს, ყოველი ღონე უნდა იხმაროს, დააჯეროს მკითხველი დასხმითი ნათლობის კანონიკურობაში და იმაში, რომ როდესაც ის ეკლესიის წიაღში აღესრულება, არ უნდა განმეორდეს, ხოლო - თუ მწვალებლებთან, მაშინ ის არაკანონიკურია. ასეთია ე. ჭელიძის მსჯელობის აზრი და ლოგიკა. სხვაგვარად, მას თავისი მოთხოვნის არეალი მხოლოდ ეკლესიის წიაღით ან გარკვეული პერიოდით (ვთქვათ I-VIII საუკუნეებით) კი არ უნდა შემოეფარგლა, არამედ ამ ვითარებებისგან დამოუკიდებლად უნდა ემსჯელა დასხმითი ნათლობის კანონიკურობაზე და თუ დადგინდებოდა, რომ ის უკანონოა, მაშინ მისი შესრულების უკანონობა ყველგან უკანონობად უნდა მიეჩნია - ეკლესიაშიც და მის გარეთაც. ასეა ეს არა მარტო ნათლობასთან, არამედ ნებისმიერ საიდუმლოსთან დაკავშირებითაც.

საიდუმლო თუ ირღვევა, ის ყველგან დარღვევაა და ადგილმდებარეობა (ეკლესიის შიგნით ხდება ეს თუ მის გარეთ) მისი კანონიკურობის სტატუსს ვერ შეცვლის; მაგრამ სწორედ ამ შეუვალი ჭეშმარიტების საწინააღმდეგოა ე. ჭელიძის ზემოთმოტანილი უაზრო მოთხოვნა.


გაგრძელება იქნება.

<<<

11

>>>

 
TOP-RATING.UCOZ.COM
Назад к содержимому | Назад к главному меню Яндекс.Метрика