ანტიმოდერნიზმი - პატრიარქი ათენაგორა I - oldorthodox

საქართველოს ძველმართლმადიდებლური ეკლესია
ძიება
Перейти к контенту

Главное меню:

მოდერნისტების გალერეა:

პატრიარქი ათენაგორა I

პატრიარქი ათენაგორა I

პატრიარქი ათენაგორა I (Athenagoras I (Spyrou) Αθηναγόρας (Σπύρου)) (1886-1972) – XX საუკუნის ერთ-ერთი უდიდესი მოდერნისტი და ეკუმენისტი.

1903 წლიდან 1910 წლამდე სწავლობდა ხალკის საღვთისმეტყველო სასწავლებელში. დაიცვა დისერტაცია თემაზე "კონსტანტინოპოლის პატრიარქთა არჩევა კონტანტინე დიდის ეპოქიდან კონსტანტინოპოლის დაცემამდე". 1910 წელს აღიკვეცა ბერად და მიიღო დიაკვნის ხელდასხმა. არქიდიაკვნის ხარისხში მსახურობდა პელაგონიის ეპარქიაში. იყო მელეტი მეტაქსაკისის მდივანი მისი ათენის არქიეპისკოპოსად ყოფნის პერიოდში.

გასული საუკუნის 20-იანი წლების დასაწყისში ის მონაწილეობდა ეკუმენისტური მოძრაობის "სარწმუნოება და საეკლესიო მოწყობა" შექმნის პროცესში. 1922 წ. არჩეულ იქნა კერკირისა და პაქსიის (კუნძული კორფუ და პრაქსოსი) მიტროპოლიტად, და უკვე ამ დროიდანვე შედის მჭიდრო კავშირში რომაელ-კათოლიკეებთან და მონოფიზიტებთან, რომლებიც კორფუზე ცხოვრობდნენ. 1926 წ. აქტიურ მონაწილეობას ღებულობს YMCA-ს ჰელსინკის სამშვიდობო ასამბლეაში. არის 1930 წელს ანგლიკანური ეკლესიის ლამბეტის კონფერენციის მეთვალყურე.

1931-დან 1948 წლამდე ათენაგორა I ხდება ჩრდილო და სამხრეთ ამერიკის ბერძნული საარქიეპისკოპოსოს არქიეპისკოპოსი. აშშ-ში დააარსა წმიდა ჯვრის საღვთისმეტყველო სკოლა (1937 წ.), წმ. ბასილის აკადემია (1944 წ.). ქმნის ბერძნულ ახალგაზრდულ მოძრაობას Ellenike Orthodoxe Neolaia.

1948 წ. - ის ხდება კონსტანტინოპოლის პატრიარქი.

1950-იანი წლების დასაწყისში ათენაგორა I-მა აკურთხა ახალი აღთქმის ახალი თარგმანი რუსულ ენაზე, რომელიც განხორციელდა პარიზის საღვთისმეტყველო ინსტიტუტში.

1952 წ. განაცხადა სრულიად მართლმადიდებელთა დიდი და წმიდა კრების მოწვევის შესახებ. პირველი წინასაკრებო თათბირი პატრ. ათენაგორას ინიციატივით შედგა 1961 წელს როდოსზე, მომდევნო თათბირები ტარდებოდა 90-იან წლებში. ამ თათბირების პირველი შედეგი გახდა ყველა მონაწილე-ეკლესიის გადაწყვეტილება დაეწყოთ მოლაპარაკებები მონოფიზიტებთან უნიაზე.

ათენაგორა აქტიურად მონაწილეობდა ეკუმენისტურ საქმიანობაში, მსოფლიო საეკლესიო საბჭოს მუშაობაში. 1955 წ. მან შამბეზში (შვეიცარია) დააარსა მსს-სთან არსებული კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს მუდმივი წარმომადგენლობა. დიდ ძალისხმევას ახმარდა რომაელ-კათოლიკეებთან შერიგების საქმეს. 1959 წ. პატრ. ათენაგორა ცნობილ მოდერნისტსა და ეკუმენისტს არქიეპ. იაკობოს ავალებს ჩაატაროს მოლაპარაკებები პაპ იოანე XXIII-სთან. აუდიენცია შედგა 17 მარტს. 1547 წლიდან ეს იყო პირველი შეხვედრა კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს წარმომადგენლისა რომის პაპთან. ერთი თვის შემდეგ პატრ. ათენაგორა ღებულობს ლათინთან წარმომადგენელს სტამბულში.



1964 წ. 6 იანვარი. იერუსალიმი. პატრ. ათენაგორა I და პაპი პავლე VI



ცნობილი სამარცხვინო "მეგობრული" შეხვედრა პატრიარქ ათენაგორასი რომის პაპ პავლე VI-სთან იერუსალიმში 1964 წელს


1965 წლის 7 დეკემბერს, რომის პაპ პავლე VI-სთან ერთად, მიიღო დადგენილება 1054 წლის ანათემათა ერთობლივი მოხსნის შესახებ. რომლის შედეგადაც, ვითომცა ამ თვითნებური დადგენილები შემდეგ ამოიშალა ეკლესიის მეხსიერებიდან.

პატრიარქი ათენაგორა I 1964 წ. თურქეთის მთავრობა ხურავს საპატრიარქო ტიპოგრაფიას, კრძალავს საეკლესიო პერიოდიკის გამოცემას, მათ შორის ჟურნალ "მართლმადიდებლობისაც" (Ορθοδοξία) და პატრ. ათენაგორას მიერ 1951 წ. დაარსებულ ყოველკვირეულს "მოციქული ანდრია" (Απόστολος Ανδρέας). 1971 წ. თურქებმა დახურეს ხალკის საღვთისმეტყველო სასწავლებელი, რომელიც არსებობდა 1844 წლიდან.

პატრ. ათენაგორას დროს შამბეზის კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს რეზიდენციაში დაარსებულ იქნა მოდერნისტული და ეკუმენისტური ცენტრები (1966 წ.) და ასევე პატრისტიკული კვლევების ინსტიტუტი თესალონიკში (1968 წ.)

პატრ. ათენაგორა I ატარებდა ანტიკანონიკური ჩარევის პოლიტიკას ავტოკეფალურ ეკლესიათა საქმეებში. კერძოდ, ის ერეოდა რმე-ს ფინეთის იურისდიქციაში, ასევე რუსეთისა და სერბეთის ეკლესიის საქმეებში - პოლონეთში, ჩეხოსლოვაკიაში, აშშ-ში, დასავლეთ ევროპაში. პატრ. ათენაგორა წმ. მთის არაბერძნული წარმოშობის მონაზვნობისგან "გაწმენდის" პოლიტიკას. 1965 წლის 22 ნოემბრის დადგენილებით მან გააუქმა დასავლეთევროპული "რუსული" საეგზარქოსო. 1971 წლის 22 იანვარს კი ყოფილი "საეგზარქოსო" სრულიად შთანთქმული აღმოჩნდა ბერძნული იურისდიქციის მიერ. იმავე დროს პატრ. ათენაგორა ხელს უწყობდა "აშშ-ში უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის" ანტიკანონიკურ მოქმედებებს.

წყაროები:

Логачев К. Святейший Афинагор I, Патриарх Константинопольский (некролог) // Журнал Московской Патриархии. 1972. № 8. С. 54-55

Papaioannou George. From Mars Hill to Manhattan: The Greek Orthodox Archdiocese under Patriach Athenagoras I. Minneapolis, MN: Light and Life Publishing Company, 1976

Tsakonas Demetrios. A Man sent by God: The life of Patriarch Atehnagoras of Constantinople. Brookline, MA: Holy Cross Press, 1977

Stormon E. J. Towards the healing of schism: The Sees of Rome and Constantinople. Mahwah, NJ: Paulist Press, 1987

Clement Olivier. Conversations with Patriarch Athenagoras (1969) Оливье Клеман. Беседы с Патриархом Афинагором. / Пер. с франц. В. Зелинского. Брюссель: Жизнь с Богом, 1993

Historical dictionary of the Orthodox church // ed. Michael Prokurat, Alexander Golitzin, Michael D. Peterson. Scarecrow Press, 1996

FitzGerald Thomas. The Orthodox Church. Westport, CT: Praeger, 1998

Клеман Оливье. Патриарх Вселенский Афинагор I // Христианос. 2001. T. 10. СС. 83-94

Manolis Paul. The History of the Greek Church in America: In Acts & Documents. Berkeley, CA: Ambelos Press, 2003

Православная энциклопедия. Т. IV. М.: Церковно-научный центр РПЦ Православная энциклопедия, 2000

მასალა აღებულია საიტიდან: antimodern.ru

 
TOP-RATING.UCOZ.COM
Назад к содержимому | Назад к главному меню Яндекс.Метрика