ანტიმოდერნიზმი - მიტროპოლიტი კალისტ უეარი (Kallistos Ware) - oldorthodox

საქართველოს ძველმართლმადიდებლური ეკლესია
ძიება
Перейти к контенту

Главное меню:

მოდერნისტების გალერეა:

მიტროპოლიტი კალისტ უეარი (Kallistos Ware)


Kallistos Ware

მიტროპოლიტი კალისტე (უეარი) (1934) - საეკლესიო მოღვაწე და მოდერნისტული მიმართულების მწერალი, ეკუმენისტი, მართლმადიდებელ ეკლესიაში "ქალთა სამღვდელოების" მქადაგებელი.

ერისკაცობაში ტიმოტი უეარი (სხვანაირად უერი). მიტრ. კალისტე დაიბადა ინგლისში, ეკუთვნოდა ანგლიკანურ ეკლესიას. 1958 წე. გადადის მართლმადიდებლობაში. 1966 წ. ღებულობს ბერობას, იმავე წელს ხელდასხმულ იქნა მღვდლად. 1982 წ. ის არის დიოკლიის (კონსტანტინოპოლის საპატრიარქო) ეპისკოპოსი. 2007 წ. აღსაყდრებულ იქნა მიტროპოლიტის ხარისხში.

1966 წლიდან 2001 წლამდე ასწავლიდა ოქსფორდის უნივერსიტეტში: "აღმოსავლურ მართლმადიდებლური კვლევანი". იყო კემბრიჯის უნივერსიტეტის მართლმადიდებლურ ქრისტეანულ კვლევათა (Institute for Orthodox Christian Studies) საბჭოს თავმჯდომარე. Orthodox Peace Fellowship-ის მონაწილე. გამოდიოდა სხვადასხვა ქვეყნებში მრავალრიცხოვანი ლექციებით მართლმადიდებლობის შესახებ. 1996 წ. უნიატ ჯეკ ფიგელტან ერთად გახდა ყოველდღიური მართლმადიდებლურ-კათოლიკური კონფერენციის Orientale Lumen-ის დამფუძნებელი.



ვენა, 2010 წლის ოქტომბერი
კალისტე (უეარი) მართლმადიდებლურ-კათოლიკური დიალოგის შერეული კომისიის სხდომაზე
სურათი კლიკაბელურია


მართლმადიდებლურ-კათოლიკური დიალოგის შერეული კომისიის წევრი.

ანგლიკანურ-მართლმადიდებლური საღვთისმეტყველო კომისიის (Anglican-Orthodox Theological Commission) თავმჯდომარე. წმ. ალბანის თანამეგობრობის ვიცე-პრეზიდენტი. ჟურნალ "კრებიტობის" (Sobornost) რედაქტორი. ბიბლიურ-საღვთისმეტყველო ინსტიტუტის მზრუნველთა საბჭოს წევრი.

მართლმადიდებელ ეკლესიაში ქალთა უფლებების "გაფართოვების" მომხრდე. ამ საკითხში აქტიურად თანამშრომლობდა ცნობილ "მართლმადიდებელ" ფემინისტ ქალთან ე. ბერ-სიჟელთან. ჯერ კიდევ 1982 წ. განაცხადა "ქალთა სამღვდელოებისადმი" თავისი მხარდაჭერის შესახებ. 2008 წ. ანგლიკანური ეკლესიის ლამბეტის კონფერენციაზე მიტრ. კალისტემ "მთელი ქრისტეანობისთვის წინასწარმეტყველური" უწოდა ანგლიკანთა გადაწყვეტილებას ხელი დაესხათ ქალთათვის და ასევე სოდომიტთა "კურთხევას".

მიტრ. კალისტე კრეაციონიზმისგან იცავს "ევოლუციის თეორიას", გამომდინარეობს რა სწავლებიდან "ორი ჭეშმარიტების" - რელიგიურისა და მეცნიერულის - შესახებ.


ციტატები:

ქალთა "სამღვდელოებაზე":
"ჩვენთვის ეს, არსებითად, ღია საკითხია. ჩვენ არავის ვთავაზობთ ასე მოიქცნენ უახლოეს მომავალში, მაგრამ გვმართებს უფრო ღრმად განვიხილოთ ეს საკითხი".

ჰომოსექსუალიზმის შესახებ: "თანამედროვე სამყაროში, რომელსაც ეკუთვნიან მართლმადიდებლებიც, სრულიად ნათელია, რომ ადამიანური სექსუალურობის მთელი პრობლემა სულ უფრო და უფრო ღრმად იქნება შესწავლილი".


ძირითადი შრომები:

The Orthodox Church (1963)

Eustratios Argenti: A Study of the Greek Church under Turkish Rule (1964)

Communion and Intercommunion (1980)

«Man, Woman and the Priesthood of Christ,» in Women and the Priesthood, ed. T. Hopko ("მამაკაცი, ქალი და ქრისტეს სამღვდელოება") (1982)

Praying with Orthodox Tradition (1990)

The Orthodox Way (1995)

How Are We Saved?: The Understanding of Salvation in the Orthodox Tradition (1996)

L’Ordination des femmes dans l’Église orthodoxe («ქალთა ხელდასხმა მართლმადიდებელ ეკლესიაში" (1998)

Fr. George Westhaver. An interview with the most Revd. metropolitan Kallistos Ware of Diokleia. PBS, August 6th, 2008


წყაროები:

Burger, John. Grassroots Ecumenism of Friendship Keeps Orthodox-Catholic Hopes Alive // Catholic World Report. 16.07.2013


მასალა აღებულია რომან ვერშილოს საიტიდან: antimodern.ru

 
TOP-RATING.UCOZ.COM
Назад к содержимому | Назад к главному меню Яндекс.Метрика